შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეგობარი


4-08-2018, 20:54
ავტორი merikomeri
ნანახია 1 237

რომ გითხრათ ჩემი ცხოვრება ზედმეტად ჩვეულებრივია მეთქი ალბათ არ გაგიკვირდებათ, სტუდენტი ვარ, სახლისხან და მშობლებისგან შორს ვცხოვრობ, თუმცა ზაფხულობით განსაკუთრებით მიყვარს ჩემი სახლი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ის ხომ ზღვის სანაპიროზე დგას. მე 22 წლის ვარ, საკმაოდ მხიარული და ცანცარა, თუმცა ვიცი, ვისთან შეიძლება , რომ ნამდვილი მე ვიყო. ზაფხული ამდენი წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა განსაკუთრებული, ყოველთვის ერფეროვანი იყო და ერთნაირად სრულდებოდა, მზე , ზღვა და ზაგარი მომაბეზრებელი იყო და სეზონის ბოლოს უკვე არცერთი აღარ მინდა, მინდოდა მხოლოდ მეგობრები, სიყვარული და ბევრი, ძალიან ბევრი სიცილი. ვინაიდან არ ვარ კომფლიქტური ადამიანი , მყავს ბევრი მეგობარი და ვცდილობ ყველანაირად ყველას შევუწყო ხელი, რადგან უკვე ავღნიშნე , რომ ყველა ადამიანი თავისებურია.
თურმე ყველაზე ცუდია, როცა საკუთარი თავის აღწერა გიწევს, ამ დროს გონებაში, როგორც ყველას, ბევრი კარგი, მაგრამ ბევრიც ცუდი გახსენდება, თუმცა ყველა ადამიანი თითქმის ერთნაირია და ხშირ შემთხვევაში ჩვენს მინუსებსაც აქვს გამართლება, რა თქმა უნდა ჩვენეული გამართლება, რომ რომელიღაც კონკრეტულ სიტუაციაში შენ რაღაც მხრივ მართალი ხარ, იყავი და იქნები.
ჩემთვის ზაფხული წელს ზედმეტად ცუდად დაიწყო, რა თქმა უნდა ისევ ბინა გამოვიცვალეთ და სხვაგან გადავედით მე და ჩემი დაქალები, სიცხეში ცოტა ხნით თბილისში მომიწია გაჩერება და რა თქმა უნდა მეც ვწუწუნებდი, ერთი სული მქონდა ზღვაზე როდის წამოვიდოდი, თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ჩამოსვლიდან მეორე დღესვე დამეწყებოდა თვითგვემა და მომბეზრდებოდა ყველაფერი, რადგან სეზონის დასაწყისში, ყველანი ერთად ვერ ვართ და ველოდებით ნანატრ ივლისს, რომ "სასტავი" ერთად შევიკრიბოდ.
როგორც იქნა დიდი ჩემოდანი ჩავალაგეთ და გამოვემართეთ ზღვისპირეთში, მიხაროდა რომ ჩემი 2 ბავშვობის დაქალი ჩემს ეზოში ცხოვრობს და თვითგვემა როცა მეწყებოდა, ეს ფაქტი ძალიან მამშვიდებდა.
როგორც კი მატარებლიდან ფეხი ჩამოვდგი ჩემეგება ჩემი უსიმპატიურესი ძმა, მომესიყვარულა მომეხვია და ჩემოდნები ხელიდან გამომართვა
-ისევ გასუქდი გოგო? უკვე კამეჩს გავხარ რა არი ანასტასია ეს ? მეკითხება და ისეთი სახე აქვს თითქოს მართლაც კამეჩი დაენახოს.
- ძალიან გთხოვ ნუ დაიწყებ შენებურს, ისედაც ძალიან მშია და შენ კიარა ვერავინ ვერ გადამაფიქრებინებს ეხლა ჭამას გადასკდომამდე . ვიცინი და მაგრად ვკოცნი ლოყაზე, მანქანისკენ ვასწრებ და ის არის წინა სავარძელი უნდა დავიკაო რომ ვიღაცის ხმა მესმის და ეს ხმა იმდენად ამაზრზენი და გამაღიზიანებელი მეჩვენა, რომ იმწუთიდან და წამიდან შემიძლია დავიფიცო რომ საზიზღრად განვეწყვე უცნობის მიმართ
- არა კამეჩი არა, მაგრამ არც ბევრი გაკლია ტო. მეუბნება და ისე სერიოზულად მიყურებს რომ მინდა ავიღო და ნაწლავები გამოვულაგო , თუმცა რაღაც მიზეზით თავს ვიკავებ და მაქსიმალურად ვიმშვიდებ თავს
-გამარჯობათ, ანასტასია (ხელი გავუწოდე) გიცნობთ?
-ტას , ჩემი ძმაკაცია დანი , უყვარს ხუმრობები, თუმცა ხშირად მასში სიმარტლეს მოიაზრებს ეს ზორბა კაცი . მეუბნება ჩემი ძმა და სიცილით ჩემოდნებს დებს საბარგულში.
ხელი ჩამომართვა ისე რომ სახელი არც უთქვამს, ვერც ის მივხვდი წეღან გამეხუმრა თუ მართლა მითხრა ეს ყველაფერი, თუმცა დიდად არ მადარდებდა, რადგან წონაზე ხუმრობებს მიჩვეული და ღმერთს ასი მადლობა , რომ წელი წვრილი მაქვს, თორე ზემოთაც რო იმხელა ვიყო, როგორც დაბლა, ხომ მომეჭრა თავი სამყაროს წინაშე. მოკლედ სახლში ისე მოვედით , რომ ენა არ გამიჩერებია, იმას ვკითხულობდი თუ რა იქნებოდ საჭმელი და რამდენს შევჭამდი.
-სასიამოვნო იყო , კარგად (ხელი დავუქნიე უცნობს) მანქანიდან გადმოვედი და ზემოთ გამოვიქეცი. ყველამ ისე შემხვდა ლამის ვიტირე, თურმე როგორ ენატრები ოჯახს, როცა სხვაგან ხარ, თუნდაც 1 კვირით. ბებიამ სასწრაფოდ საჭმელი გამიმზადა და მეც გიჟვით დავჯექი.
-ტას, დანი ჩვენთან დარჩება რამდენიმე დღე ( მეყბნება ჩემი ძმა დაბალ ტონზე) და ძალიან გთხოვ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნად, რაღაც პრობლემები აქვს და ხო ხვდები რა, მერე მოგყვები, და მისმინე არანაირი პიჟამო და იდიოტური სამოსი, მოიქეცი და ჩაიცვი ნორმალურად. დაასრულა ჩემმა ძმამ მე კი ისე გულიანად გადავიხარხარე, რომ ეს ჩემზე 2 წლით უმცროსი კაცი , მასწვალიდა სად და როგორ მოვქეცულიყავი, ლამის ამეტირა თვალსა და ხელს შუა როგორ გაიხარდა მეთქი.
-კარგი ხო კარგი, გიოს და ბიჭებს დაურეკე მერე ვნახავ, მომენატრა ყველა და რა ბედნიერებაა, ხვალ ზღვაზე რომ წავალ, ჰეიი შენ , მოდი ჭამე არ გშია ? ვეუბნები უცნობს და ხელს ვუქნენ რომ მოვიდეს
-შენ ძალიან კომუნიკაბელური ხარ და რამე? მიცინის და ჩემითეფშიდან ჭამს
-უზომოდ , ვეუბნები პირგამოტენილი და ხელზე ვურტყამ
-მერე ეგ კარგია ? მეუბნება და იკრიჭება
-ზედმეტად, შენ გუკა მე ტასო, კარგი? გავუწოდე ხელი და ყველა კბილი გადმოვუყარე
-ანუ? ვერ მივხვდი? დაიბნა და კითხვა მომიბრუნა
-ანუ, შენ ძმა მე და, რა ვერ გაიგე? არმიყვარს ნაზი საქციელები და ვინაიდან შენ ჩემთვის უცხო არ ხარ და ჩემს ოჯახში ხარ ,გამოდის ჩემი ოჯახის წევრი ხარ, ხოდა ახლა აი ამ ხინკალს ერთ ლუკმაზე შევჭამ, ვუთხარი და ვცადე მთლიანად გადამესანსლა ხინკალი, მაგრამ უცნობმა ხელი მხარზე დამკრა აიი შენს კაცობას ვენაცვალე მე რა ჯიგარი ხარო , ხოდა კაცის გაგონებაზე მე რა თქმა უნდა ხინკალი მაიკაზე ავუკარი . ერთი სიტყვით რომ ვთქვა იმ ღამეს ძალიან გავერთეთ, ვითამაშეთ ჯოკერი, ვიცინეთ და დაღლილი გვიან დავწექი, ეგრევე ჩამეძინა და რაღაცნაირად მესიამოვნა , რომ ეს ადამიანი იყო აქ, ხალისი მეტი ჰქონდა სახლს და მეც უფრო მეტად მიხაროდა ზაფხული, რადგან ადამიანს რაც უფრო მეტი მეგობარი ჰყავს, და მითუმეტეს კარგი მეგობრები, მით ბედნიერია მისი ცხოვრება.

- ცოტა კიდე დაგეძინა ანზორ . მეუბნება სიცილით უცნობი და ნამძინარევი ვერ ვხვდები ვის ეუბნება, იქეთ აქეთ მივიხედე და რა თქმა უნდა მივხვდი რომ ეს ჩემი ძმის მიმართულებით არიყო ნათქვამი, რადგან ისე იცინოდა, შემეშინდა კვერცხი არ დაედო
-ღმერთს მადლობა უთხარი, რომ გუშინ გაგიცანი, ახლა გავიღვიძე და პლიუს ტუალეტი მინდა . ვუთხარი ხმადაბლა და აბაზანაში შევედი, იქედან გამოსული ზღვაზე გადავწტვიტეთ გოგოებმა წასვლა და ვინაიდან ბიჭები წამოსვლაზე ვერ დავითანხმე , რადგან საქმეზე მიდიოდნენ თავისი თქმით, დავნებდი და ბედს შევეგუე.
რა თქმა უნდა გოგოებს ვუთხარი , რომ სტუმარი მყავდა, მაგრამ ღმერთს მადლობა, ეს ორი ისეთი არ მყავს რომ ნებისმიერი ბიჭი მოსწონდეთ, თორემ რა მეშველებოდა :დ სანამ მზის დარტყმა არ ვირგძენი სახლში არ გადმოვედით, დამპირდნენ, რომ ცივ ყავაზე გადმოვიდოდნენ და მეც, როგორც კი ვიბანავე მზადება დავიწყე, ბიჭებსაც მოვუდუღე და მათთან ერთად აივანზე დავჯექი, სანამ გოგოები მოვიდოდნენ.
-სად იყავით დღეს? ვკითხე და ყავა მოვსვი
-საქმეზე გოგონა , რომ გვდომებოდა გეტყოდით . პასუხი უცნობმა მითხრა და თვალი ჩამიკრა
- ხოდა თუ საქმეზე, ჩემს ლამაზ დაქალებს მე არ გაგაცნობ პირადად შენ ( ხელი მისკენ გავიშვირე) და შენ (ახლა ჩემს ძმას გადავწვდი) თუ რომელიმეს გააცნობ, ჩემივე ხელებით გამოგასლმებ სიცოცხლეს
-ძალიან ლამაზები არიან თუ შენ გგვანან ტანში . სიცილით მითხრა დანიმ და რა თქმა უნდა მეც გულიანად ავყევი ამაზე
- შენ ყველას ჯობია ის მითხრა როდის მიდიხარ, გოგოებს ვეტყვი ამ დღეებში ანიტა და ხატიაც ჩამოდის და დავმჯდარიყავით სადმე
- არვიცი ტასუნა, ალბათ 2-3 დღეში მეც მიყდება აქ ყოფნა რა, რა პონტია . მაქ რაღაც პრასვეტი და იქ გადავალ ცოტა ხნით თქვა დანიმ და რა თქმა უნდა ამას დიდი აყალმაყალი მოყვა ჩემი და ჩემი ძმის მხრიდან.

ალბათ თავიდანვე უნდა მეთქვა როგორი იყო ის.
საშუალო სიმაღლის ბიჭია, ბიჭისთვის კარგი სიმაღლეა. რაღაცნაირი ბოხი ხმა აქვს, კარგი ცხვირი სავსე ტუჩები და ხარბი თვალები. ნავარჯიშები სხეული , თუმცა რა თქმა უნდა მე, ტანით არც ისე მაღალს, პუტკუნას, აფეთქებული თმებითა და თითქოს მონგრეული ცხვირით არ შემიხედავს მასზე , როგორც ბიჭზე, რადგან ის იყო , ჩემი ოჯახის სტუმარი, ჩემი ძმის უახლოესი მეგობარი , რადგან ის სახლში შემოუშვა მან.

-მოვედიით ტას. კარში შემოვიდა ნინია და ხათო
-მოდით აივანზეე ვართ
- გამარჯობათ, ორივემ ერთხმად თქვა შემოსვლისთანავე
-გამარჯობათ (ხელი გაუწოდა დანიმ) დანი, სასიამოვნოა
- ნინია და ხათო .
-მოდით დაჯექით ბავშვებო ახლავე გავაკეთებ ყავას. ვუთხარი და სამზარეულოსკენ გავედი, ყავის გაკეთების პროცესში ვიყავი დანი რო შემოვიდა წყლის დასალევად
-მოგეწონა ჩემი გოგოები ?
-კი კარგები არიან, მაგრამ ვიცოდი რომ ეგეთები იქნებოდნენ
-საიდან ? იცნობ რომელიმეს? გამიკვირდა მე და გავჩერდი
-არა , უბრალოდ შენნაირ გოგოს სხვანაირი მეგობრები ვერ ეყოლება
-ჩემნაირს როგორს? მიდი რა შემაქე . გავაგრძელე ყავის გაკეთება და თან გავეკრიჭე
-ცაფაზიანს და ჭკუამხიარულს . გამეკრიჭა თითონაც და ყავისთვის ჭიქები გადმომიღო კარადიდან
-მე რომ ეგეთი არ ვიყო, შენნაირ დეგრადიულს ამ სახლში ვინ აიტანდა სხვა? ღმერთო გმირი ვარ და ვერ მაფასებენ (ხელები მაღლა ავწიე თითქოს ვლოცულობდი)
- კარგია ეგრე ძალიან რომ გიყვარს შენი თავი . აღნიშნე ჯერ არ აღნიშნული
-მე? მე მიყვარს ჩემი თავი ? დავსერიოზულდი უცებ და მისკენ გავტრიალდი. მე ჩემი თავი არ მიყვარს, არა როგორ არ მიყვარს,მაგრამ ჩემ თავზე მეტად თქვენ მიყვარხართ და ის სიტუაცია, რაც აივანზე გველოდება, ყავა , მეგობრები, სიყვარული და ბევრი სიცილი დანი. შენ მე არ მიცნობ და ალბათ კარგ ხანს ვერ გამიცნობ, მაგრამ რადგან გამიცანი ვეღარც გამაგდებ შენი ცხოვრებიდან, როგორც სხვები მიტანენ, ისე მოგიწევს შენც გაუძლო ჩემს უაზრო გამოხტომებს და წიკებს და სხვათაშორის მიხარია, ძალიან მეცოდებიან ისინი და რაც უფრო მეტი იქნებით უკეთესი იქნება, მარტივად გადაიტანთ ჩემს ოქროს ხასიათს . ლაპარაკი დავასრულე მხარზე ხელი მოვუსვი თანაგრძნობის ნიშნად და ვანიშნე რომ ყავის გადატანაში დამხმარებოდა.

-ადექიით უმადურებოო ადექით ანიტა და ხატია ჩამოვიდა და დახვდით რა მანქანით, მიდით ბევრი ბარგი აქვთ, არ შემომელაპარაკოთ, ძალიან გთხოვთ ! ვდგავარ დენდარტყმულივით და ყელი ლამის გამოვიბდგვნა ისე ვეხვეწები , რომ ადგნენ და გოგოებს დახვდნენ. ძალიან მიხარია რომ ისინიც ეზოშივე ცხოვრობენ და სხვაგან სასიარულო არ ვიქნები თუ მომენატრებიან.
-ვდგები და გადი ახლა აქედან, რა შემჭამე ამ დილიანა ფეხით არ იკადრონ მაგათმა ხო . გაბრაზდა ჩემი ძმა მაგრამ მაინა ადგა, სტუმარს უთხრა შენ თუ გინდა დარჩიო და ვინაიდან უკვე ეღვიძა წასვლა გადაწყვიტა მასთან ერთად.
უცებ გამოვიცვალე მოვემზადე ზღვისთვის და გოგოები გავაღვიძე, გავაგებინე, რომ ჩამოვიდნენ ჩვენი დაქალები და ახლა ყველანი ერთად ვიქნებოდით. დიდი წივილკივილის შემდეგ გავთიშე ტელეფონი, მოვემზადე და ეზოში დავხვდი გოგოებს, ბევრი ვკოცნე ვეხუტე.
-დაღლა არ გამაგონოთ, პირდაპირ შედიხართ სახლშიდა იცვამთ საცურაო კოსტუმს და ყველანი ერთად მივდივართ ზღვაზეეე
- ჩვენც წამოვალთ . გამოხატა სურვილი დანიმ , რაზეც მართლა ყბა ჩამომივიდა
-წამოდით . ვერ დავმალე ემოცია და ძალიან რაღაცნაირად გამომიივიდა ნათქვამი
-ტას წავალთ , უცებ გამოვიცვლით და გამოვალთ წავიდეთ, გოგოებსაც დაურეკე ჩამოვიდნენ დაბლა .მითხრეს გოგოებმა და წავიდნენ
-დანი, რომელი ? პირდაპირ ვკითხე მეგობარს
- ის, მაღალი , კარგი ფორმებით
-დანი , ჩემი დაქალია, და კორექტულად
- ცუდად რა ვთქვი ? ავღნიშნე მისი ვიზუალი
-სერიოზულად მოგწონს? ჩავეძიე
-არასერიოზული მოწონება როგორია ტასო ? გაბრაზდა ჩემი ძმა
- არვიცი, იცოდეს რომ ჩემთვის ძალიან ახლოა და დაიმშვიდოს ნერვიული სისტემა. შევუტიე დანიელს და უკან მოუხედავად წამოვედი.

სიმართლე გითხრათ არ მიეჭვიანია, უბრალოდ ესე უცებ ესე წამებში , როგორ შეიძება რომ ვინმე მოგეწონოს ჩემამდე არ დადის და თან რაღაცნაირად მომხვდა გულზე ის ფაქტი რომ მან ყურადღება გაამახვილა მის ტანზე და არა სხვა რამე ღირებულზე, მაგალითად სახის ნაკვვთებზე.
მე არც კი ვიცოდი, რომ ყველაფერი იმ დღეს დაიწყებოდა, როცა გოგოებმა ზღვისპირა ქალაქში შემოაბიჯეს.

მთელი გზა ერთად ვიყავით გოგოები და რაღა დაგიმალოთ დანიც ისეთი კონტაქტური იყო, გოგოებმაც კი აღნიშნეს, იმ დღეს აივანზე სულ სხვანაირი ადამიანი გავიცანით და რა მხიარული ყოფილაო, მე რა თქმა უნდა ბედნიერი ვიყავი , ყველა გვერდით მყავდა.

უნდა გენახათ იმის სახე, როცა ანიტამ ტანზე გაიძრო.
როგორ შესთავაზა ცურვის სწავლება.
ეს ჩემი დაქალიც როგორ აყვა.
როგორ დაუახლოვდნენ ერთმანეთს 1 საათში.
დაუფარავად როგორ ფლირტაობდნენ.
როგორ იცინოდნენ.
როგორ უყურებდნენ ერთმანეთს.
და მაინც, როგორ უხდებოდნენ ერთურთს.

-მგონი ამ შენ ძმაკაცს შეუყვარდა ეს გოგო და ბარემ ხოარ დაგვექორწილებინა? ვკითხე ჩემს ძმას და ვაშლი მოვკბიჩე
-ჯერ არ მინახავს მაგას გოგო დავასებოდეს . აღნიშნა ჩემმა ძმამ
- კარგია, უხდებიან , მაგრამ რაღაც ძააან უცებ მოხდა არა ? კითხვით მომიბრუნდა ნინია
-რავიცი რავიცი . მხრები ავიჩეჩე და მუცელზე დავწექი. მინდოდა ჩამძინებოდა და ისე დავმწვარიყავი , რომ ვერავის ვერ ვეცნე.

3 საათის მერე სახლში მოვედით, უფრო სწორად ჩემმა ძმამ გამაღვიძა, წამოხვალ თუ წაგათრიოთო და სიტყვა დამთავრებული არ მქონდა მხარზე რომ მომიგდო მეგობარმა. სიმართლე გითხრათ არ მქონდა შეწინააღმდეგების თავი, მტკიოდა ყველაფერი და ვგრძნობდი, რომ ამ ღამე ძილი არ მომიწევდა. მშიო და და ძალა გამოცლილი ვეგდე მის მხრებზე და ზურგზე.
-ტას მშურს შენი . მითხრა ანიტამ და ბიჭს ეშმაკურად გახედა
- ორივეს შეძლებს, ან არადა მე ჩემი ძმა ამიყვანს პრობლემა არარი . გავუცინე და რაც ძალა მქონდა ამ წინადადებას დავახარჯე
- არა , მაგისთვის კიარ მითქვამს რა სულელი ხარ. მითხრა მაგრამ პასუხის გაცემის თავი არ მქონდა და სიმართლე რო ვთქვა, არ მახსოვს როგორ მოვედი და როგორ დამაწვინეს, ვიგრძენი რომ მაწონი წამისვეს სამამ ავირდებოდი, შემდეგ მაწონი მომაძრეს, შემდეგ არაყი გადამსხეს, შემდეგ კბილის პასტით დამზილეს და საბოლოო ჯამში ჩემი საქმე ტირილამდე არ მიიყვანეს მეგობარმა და გუკამ.

საღამოს 9 საათი იქნებოდა კარზე კაკუნი რო მომესმა
-შემოდით
- ტასო მე ვარ, როგორ ხარ? კარებში დანი იდგა
-კარგად გიმუშავიათ (ზურგზე ვანიშნე) თქვენი წყალობით გადავრჩი
- შეძლებ ზღვაზე წამოსვლას?
- სასეირნოდ მიდიხართ? ვკითხე და წამოვჯექი
-კიი, ძალიან ცხელა და გავივლით რა ბავშვები
- ვინ ბავშვები? ჩემი გოგოებიც გადაიბირე ხო? მეცინება მის ნათქვამზე
- მთავარი კი და სხვებზე არმითქვამს . მორცხვად ხრის დანი თავს
- მაშინ მე რაღა მინდა , ეკალი ხოარ ვიქნები. ვეუბნები სიცილით და წამოდგომას ვცდილობ
- მოდი დაგეხმარები (ჩემსკენ წამოვიდა) გუკა წავიდა , ვიღაც უნდა ენახა, გოგოებზე თქმა მიტყდება და ანიტას ისე თუ ასე გავუგე
- დანი (ხელი გავაშვებინე) რატო მიხსნი? რაიყო დედიკო კიარ ვარ? წადი და გაერთე , თუ რამე დაგჭირდეს მომწერე და გეტყვი როგორც უნდა მოიქცე (მხარზე ხელი მოვუსვი)
- მარტო ვერ დაგტოვებ, ჯერ მოვიდეს ვინმე და წავალ
- კარგად ვარ , არ გამაგიჟო ახლა. რად მინდა მოვლა პატრონობა 2 წლის ხოარ ვარ? არაფერი აღარ მტკივა შენ თავს გეფიცები ( თვალები დავუხამხამე რამდენჯერმე მეტი დამაჯერებლობისთვის)
- არ გეწყინება? ხვალ მივდივარ და მინდა რო სანამ წავალ ვნახო და გავიცნო ახლოს
-სად მიდიხარ ხვალ ?
- თბილისში და ჩამოვალ 4 დღეში მაგრამ აქ ვეღარ რა , მერიდება, აქვე ვიქნები ახლობელთან , მაგ დროისთვის ექნება ჩემი ადგილი
- მიდი მიდი, ნუღარ ლაპარაკობ , თუ რამე დამირეკე (ხელის მოძრაობით ვანიშნე , რომ დაერეკა )
-ჩემი პრინცესა ხარ , ოღონდ კამეჩი . გადაიხარხარა და წავიდა


ღამის 2 საათია და არ მძინავს, აშკარაა ბიჭებმა არაფერი დაიშურეს მაგრამ მაინც მეწვის ეს ზურგია თუ რაც არი. ტელეფონი მირეკავს
- ბატონო
-ტას , როგორ ხარ? გტკივა ზურგი? ნინიას ხმა გავიგე
- არა ნი, უკეთ ვარ, მეძინა ვეღარ დაგირეკეთ, რაშვებით ?
- გოგო არაფერს, ზღვაზე ვიყავით, ანიტა იმ შენს მეგობარს გაყვა და ჩვენ არ წავედით
- არ წახვედით თუ არ გითხრათ? გამეცინა მე
-სიმართლე გითხრა არ გვითხრა ტას, ეზოში ვიჯექით და გვეგონა შენც ჩამოხვიდოდი , ჯერ გუკა ჩამოვიდა, მანქანით მიდიოდა და შენზე რო ვკითხე მითხრა დანი და ეგ ერთად ჩამოვაო, მერე დანი ჩამოვიდა და შენ არ ახლდი, ვკითხე სადარი მეთქი და ძინავსო, უფრო სწორად ეძინაო ახლა გაიღვიძაო მაგრამ შეუძლოდ იყო მაინცო, დაამოსვლა გვინდოდა , მაგრამ გადავიფიქრეთ , მეთქი ჩაეძინება და უკეთ გახდება უფროთქო.
- მოიცა თქვენ ეზოში იჯექით, დანი გამოვიდა და არ გითხრათ წამოდითო? გამიკვირდა მე და წამოვჯექი
-ზუსტად, არც წავიდოდით ტას, რა გვინდოდა წვილთან ერთდ . სიცილით მეუბნება ნინია
- ღადაობ ნი? რა წყვილი ერთი სრული დღეც არაა რაც ადამიანს იცნობს ანიტა
- მოკლედ, ჩამოვიდა ანიტა გამოვიდა ვიდექით ყველა ერთად და ამ შენმა ბიჭმა მოკიდა ამ ჩვენ გოგოს ხელი და კარგად იყავითო და წავიდნენ, დავრჩით ესე ბოძებივით დარჭობილები. ხმა დაუსერიოზულდა ნინიას
- და ანიტამაც არ თქვა რამე?
- ნწუ, არაფერი, პაკაო. მოკლედ მითხრა ნინიამ
- კაი ნი, დაიკიდე გადაკეტილიაქვთ ახლა, ამოდით მარტო ვარ ვილაპარაკოთ . სხვა თემაზე გადავუტანე ლაპარაკი და ტელეფონი გავუთიშე, მაგრამ ისეთ გაბრაზებული ვიყავი, ჯობდა რომ ეს ყველაფერი არ გამეგო.

დანის მოსვლას ველოდები.
გახდა 3.
4.
5.
6 ის ნახევარზე შემოაღო კარები და დღესაც ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ სახლში მარტო ვიყავი და ზუსტად იმ დღეს გადაწყვიტა ჩემმა ძმამ, და ჩემმა ყველა ოჯახის წევრმა ქალაქგარეთ გასვლა.

ოთახის კარი გავაღე და გამოვედი.
- არ გძინავს ? გაუკვირდა და ხმადაბლა მკითხა
- ჩვენს გარდა არავინაა. ხმაში სიმკაცრე შემპარვოდა
- რა გჭირს ცუდად ხარ? წამოიწია ჩემსკენ
- მანდ იდექი . უკან გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი
- ტასო რა ხდება? გაუკვირდა
- რა ხდება? რას ქვია რა ხდება ? ეს მე უნდა გეკითხებოდე რა ხდება ? შენ ჩემს ოჯახში ხარ, გიყურებ როგორც ჩემს ძმას, გიყოფ საჭმელს და საწოლს, გაცნობ ჩემს მეგობრებს და შენ რას აკეთებ? გაგიჟდი საეჭვოდ ჩემს დაქალზე, მოდიხარ სახლში ამ დროზე, მიტოვებ მეგობრებს მარტო და მიგტყავს მხოლოდ ერთი იქედან , არ მირეკავ , არ მეუბნებბი რა ხდება, ვნერვიულობ ! მარტო ისარი მნიშვნელოვანი რომ ანიტას დარჩეს შენზე კარგი შთაბეჭდილება ? და სხვებმა რა დააშავეს? როგორ დატოვე ჩემი მეგობრები ეზოში ატუზულები და როგორ ერთხელ მაინც ზრდილობის მხრივ არ შესთავაზე თქვენთან ერთად წასვლა , ან ბოდიში როგორ არ მოიხადე, რომ მიდიოდი ? ესარი შენი ჯელტმენობა ? ძლიან დაძბულად ველაპარაკებოდი და ა რმინდოდა რომ რამე ისეთი მეთქვა რის გამოც მას გულს ვატკენდი, თუმცა იმას, რასაც მე ვეუბნები სრული სიმართლე იყო.
- მართალიხარ, ბოდიში.
-ვიცი , რომ მართალი ვარ, შენ ვისთანაც გინდა იმასთან ერთდ იარე, მაგრამ გეუბნები ის ჩემი დაქალია, ზედმეტი არაფერი გავიგო რომ ან აკადრე ან უთხარრი, ის გოგოა სუსტია, შენ ბიჭი ხარ და ჩემს ოჯახში ხარ და მე მოვითხოვ , თუ სერიოზულად უყურებ, უყურე ! მაგრამ თუ ეს მისი კარგი ფორმების ბრალია, შეჩერდი, რადგან მე და შენ ვერ მოვწყვებით ეს ამბავი თუ გაგრძელდება.
- ანუ? რას მეუბნები რომ შევეშვა?
-არა, მე მაგას არ გეუბნები, მე გეუბნები რომ ჩამოყალიბდე, თუ ხედავ რომ შენი გრძნობა ძალიან მცირეა უკან დაიხიე და იცოდე , ვინ უნდა გამოიყენო, მე მეტჯერ შენ ამ თემაზე აღარ დაგელაპარაკები და თუ დამჭირდება დალაპარაკება, მერე ესე ვეღარ დავშორდებით ერთმანეთს, მე არ მიყვარს უსამართლობა. იყავით ერთად , მაგრამ ზომიერად , და მე თუ მემეგობრები და პატივს მცემ მოვითხოვ რომ ჩემი მეგობრებიც გიყვარდეს, სხვანაირად არ გამოვა.

კარი მივიჯახუნე და ოთახში შევედი, ისე რომ პასუხს არ დაველოდე. მაგრამ არც კი ვიცოდი, რომ ეს პირველი ჩხუბი იყო, და ზუსტად აქედან იხსნებოდა სეზონი !



№1  offline წევრი ნორმი

კარგია,მალე დაფე შემდეგი
--------------------
მორფეოსი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent