05:15 (სრულად)
05:15 ____________________________________________ შვიდი სრულდებოდა,რომ გამეღვიძა. სამსაათიანი ძილის შემდეგ თავს კიდევ უფრო გამოფიტულად ვგრძნობდი.. ბოლო პერიოდში დატრიალებულმა ამოუხსნელმა მოვლენებმა ჩემი ძილი სამუდამოდ დააფრთხო.. ამას უკვე იმდენად შევეჩვიე,რომ სრულიად ბუნებრივად წამოვდექი საწოლიდან და, დილის ცვარისგან დანამული სარკმლები გამოვაღე. ცივმა და, ოდნავ ნესტიანმა სიომ სახეზე დაუდევრად ჩამოყრილი მოკლე თმა ამიბურდა და, უკმაყოფილოდ გავეცალე ფანჯრებს. ოთახიდან გამოსულს,სამზარეულოში შუქი კვლავინდებურად ანთებული დამხვდა.. მიუხედავად იმისა,რომ დაწოლამდე შუქი ჩავაქრე და,დაძინებამდე ორჯერ გადავამოწმე.. ამოვიოხრე და , ქაფქაფა ყავა ფრთხილად მოვსვი. პირველად,როცა შუქი ანთებული დამხვდა,ყურადღება არ გავამახვილე და,ჩემს გაფანტულობას დავაბრალე.. მაგრამ,როცა ამან ინტენსიური სახე მიიღო,ცოტა დავფრთხი და, დაკვირვება დავიწყე.. მას შემდეგ დამერღვა ძილიც და,აგერუკვე მეორე თვეა, მხოლოდ ამაზე ვარ კონცენტრირებული.. ვცდილობ ფაქტები შევაგროვო და ერთმანეთს დავუკავშირო,მაგრამ, უშედეგოდ.. ხანდახან ისიც მიფიქრია,ჩემი ფანტაზიის ნაყოფი ხომარაა ეს ყველაფერითქო,მაგრამ,მას შემდეგ,რაც ყველაფრის ფირზე აღბეჭდვა დავიწყე, ჩემს სიმართლეშიც დავრწმუნდი.. კადრებშიც გარკვევით სჩანს,თუ როგორ ინთება გამთენიისხანს სამზარეულოში სინათლე.. ამაზე საუბარი რადენჯერაც დავიწყე,იმდენჯერ მსმენელისგან უარყოფითი ემოციები მივიღე და, გადავწყვიტე,რომ ყველაფერი ჩემში შემენახა.. მათ არც ვკიცხავდი, სამხილების მიუხედავად,ესყველაფერი დაუჯერებლად და, წარმოუდგენლად სჩანდა.. რადგან ბინაში ახალი გადმოსული ვიყავი,მეზობლებს არც ვიცნობდიდა,მათთან ამ საკიტხზე ლაპარაკსაც ,ბუნებრივია,ვერიდებოდი.. საინტერესო კი ისიყო,რომ ისენიც თვალშისაცემად გამირბოდნენ.. ამას მხოლოდ მაშინ დავაკვირდი,როცა ,რამოდენიმეჯერ განზრახ ამარიდეს თვალი და,სალამზეც არ მიპასუხეს.. ამან კიდევუფრო ჩამაფიქრა,სულში აშლილი შიში კი ცხრაკლიტურში გამოვკეტე და, ძირფესვიანად შევუდექი ვიდეომასალისბქექვასა და, ინფორმაციის მოძიებას.. მაგრამ,რაც უფრო ვუღრმავდებოდი ყველაფერს,მითუფრო ვიკარგებოდი ლაბირინთში.. ვცადე დავკავშირებოდი ადამიანს,რომლისგანაც ეს ბინა ვიყიდე,მაგრამ,ყოველჯერზე ოპერატორის გაზეპირებულ სიტყვებს ვისმენდი.. დროდადრო მოვეშვი.. პასუხგაუცემელ კითხვებს შევეგუე.. უკვე ბუნებრივად მივიღე ყოველდილით ანთებული შუქი და, უძილობაც ორგანიზმში გამიჯდა.. თუმცა,კამერას არასდროს ვრთავდი,მიუხედავად იმისა,რომ უკვე კვირებია,მასალისთვის არ გადამიხედავს.. განვლილმა ორმა თვემ იმდენად მიმაჯაჭვა სახლსა და ინტერნეტს,რომ მეგობრებს საგრძნობლად ჩამოვშორდი.. ამან მხოლოდ ახლა გამიჩინა დისკომფორტის გრძნობა და საკუთარი თავი გავკიცხე. მტკიცედ გადავწყვიტე,რომ დღეს სახლიდან გავსულიყავი და,ტატა მაინც მენახა,თორემ,უკვე,კარჩაკეტილობისგან ვგრძნობდი ფერს როგორ ვკარგავდი. პირველის წუთები იყო,ბინა რომ დავტოვე და, კიბეებზე რომ დავეშვი.. მიუხედავად იმისა,რომ მეექვსეზე ვცხოვრობდი,ლიფტით არასდროს ვსარგებლობდი.. ეს ჩემი პანიკური შიშის ბრალი იყო.. სადარბაზოდან როგორც კი გავედი, უსიამოვნო შეგრძნებამაც არ დააყოვნა. მარცხენა მხრიდან წამოსულმა უარყოფითმა ენერგიამ თითქოს ძალა გამომაცალა. რამდენიმე თვალმა დაჟინებული მზერით გამომაცილა და ამან,ძალიან დამთრგუნა. ავტომობილი მოღუშულმა დავძარი და, ტატას სახლისკენ გავემართე. მესამე თუ,მეოთხე ზარზე როგორც იქნა კარს თმაარეული,ნამძინარები გოგო მიღებს და,თვალებგაფართოებული მიყურებს. -სიზმარში ვარ ??-ხმაზეც დაეტყო გაოცება და,ჩამეღიმა, ზღურბს გადავაბიჯე და მოვეხვიე. -მომენატრე ტატ! -არც ხარ ღირსი რომ გიპასუხო!-წარბს მოჩვენებითი სიბრაზით წევს,მაგრამ,მაინც ეღიმება.-სად იკარგები ხოლმე ნაინა?-კითხვით მომმართა,თან სამზარეულოში შემიძღვა და,ჩაიდანი გაზქურაზე შემოდგა.. -ხელთავიდან ნუ მომაყოლებ ,გთხოვ -მობეზრებით ვიქნევ ხელს და მაგიდიდან სიგარეტის კოლოფს ვიღებ. -ბოლო მითხარი,რამე გაარკვიე?-ინტერესით ჩამეკითხა და საფერფლე და ფინჯნით ყავა დამიდო წინ. ტატა ერთადერთი იყო,რომელიც,ოდნავი ინტერესით მიუდგა ადრე ჩემს მონათხრობს. -ვერც ვერაფერი!-იმედგაცრუებულმა ამოვილაპარაკე და,სიგარეტს მოვუკიდე-მგონი,ყველაფერი სისულელეა! მოკლედ,შევეშვირა ამ საქმეს!- გადაწყვეტილება გავაცანი და კმაყოფილ ტატას ავხედე. -მაგაზე კარგს ვერაფერს მეტყოდი,რა გამოდის,ძველი ნაინა გვიბრუნდება? -წარბები ალმაცერადამითამაშა და,ნახევრამდე ჩამწვარი სიგარეტი გამომართვა.-თუ ეგრეა,მაშინ დღეს ერთ ადგილას გამომყევი და,საღამოს ცოტა დავლიოთ,რას იტყვი? -მშვენიერი იდეაა,განტვირთვა ნამდვილად მჭირდება! _____ შუაღამე კარგა ხნის დამდგარი იყო,ტაქსიდან ძლივსძლივს რომ გადმოვედიდა,სადარბაზოსკენ ბანცალით წავედი. ალკოჰოლი საკმაოზე მეტად მომკდებოდა და,ფეხზე სიარული საგრძობლად მიჭირდა.. პირველი სამი საფეხურის ავლის შემდეგ მივხვდი,რომ მეექვსემდე ვერ ავაღწევდი და ბევრი ყოყმანის გარეშე შევედი ლიფტშიი... უსიამოვნო შეგრძნებამმ მომენტალურად დამიარა,როგორც კი კარებები მიიხურა და, მბჟუტავ განათებაში მარტო დავრჩი.. გამაცია, სისუსტე კიდევუფრო მომერია და, ქერქგადამძვრალ იატაკზე ჩავცურდი. ყურადღების გასაფანტად კედლების თვალიერება და ამოკაწრული სიტყვების გაშიფვრა დავიწყე. გამაჟრჟოლა.. ამაკანკალა.. -ლუკა ხატისკაცი.. იმდენჯერ მომხვდა თვალში,რომ გონებაში ღრმად ჩამელექა.. რამდენჯერაც კი თვალს მოვკრავდი ამ სახელს და გვარს,იმდენჯერ სულში მტკივნეულად მივლიდა ქარბორბალა.. ხელი ფრთხილად გადავატარე სულ ქვევით,მკაფიოდ გამოხატულ ინიციალებს და, დენდარტყმულივით გავერიდე უცებ,როცა გავიაზრე რას ვაკეთებდი.. ფეხზე ძალდატანებით წამოვიმართე და იმწამს გაღებული ლიფტიდან ჩქარი ნაბიჯით გამოვედი.. თითქოს განვთავისუფლდი,ოდნავ მოვეშვი და,ბინის კარები შევაღე.. ხელით ძლივს მივაგენი ჩამრთველს და, როგორც კი შემოსასვლელში შუქი ავანთე, ადგილზევე გავშეშდი.. ჩემს პირდაპირ,თეთრ, განიერ კედელზე გარკვევით, გაკრული ხელით ეწერა -ლუკა ხატისკაცი" _____ დაზაფრული ერთ ადგილას ვიყავი გაშეშებული და ნაბიჯს ვერ ვდგამდი.. სულში შიში ბობოქრობდა, სხეული კანკალს აეტანა. მინდოდა მეყვირა,მაგრამ სიტყვაც ვერ დავძარი. გული გამალებით მიცემდა და ვგრძნობდი,თუ ოდნაც მაინც არ დავმშვიდდებოდი, საგულედან ამოვარდებოდა.. თავის ხელში აყვანა ვცადე, ერთ ადგილზე გაშეშებულმა ღრმად სუნთქვა დავიწყე, პირველ ჯერზეუშედეგოთ,თუმცა,წუთის შემდეგ სიმსუბუქე ვიგრძენი და, გათოშილი სხეული მოძრაობას დავუბრუნე.. აკანკალებული ხელი წარწერისკენ გავიშვირე და მისკენ ნელი ნაბიჯით წავედი. საათზე მეტს ვაკვირდებოდი თითოეულ ასოს,მაგრამ ამაოდ.. თითქოს ისინი კედელს შეზრდოდნენ, არც საღებავის , არც კალმის, არც რაიმე მსგავსის კვალი.. მხოლოდ მკაფიოდ გამოსახული სახელი დაგვარი,რომლის წარმოშობაც სრულიად გამოფხიზლებულმა ვერ დავადგინე.. დროის გასვლის შემდეგ,თითქოს საღი გონება დამიბრუნდა და,ოდნავ დავმშვიდდი.. სამზარეულოში ფეხარეული გავედი, გამოსაცოცხლებლად ცივი წყალი შეუჩერებლივ ჩავცალე და, სივრცეს თვალი მოვავლე.. 05:15 წუთს აჩვენებდა საათის ისრები, ღამეც თითქოს გაცრეცილიყო.. შიშს თითქოს გაევლო,თუმცა,სხეულიმაინც მიკანკალებდა. გამოსვლამდე შუქი განზრახ ჩავაქრე და, ისისიყო საძინებელში უნდა შევსულიყავი, მსხვრევის ხმამ რომ მყისიერად მიმაბრუნა.. თვალები მოვავლე ოთახს და,იატაკზე მიმოფანტულ ბროლის ნამსხვრევებს გაოცებულმა დავხედე.. ნაბიჯი ფრთხილად გადავდგი სამზარეულოსკენ, ემოციებისგან ვგრძნობდი,გული მეწურებოდა.. წარწერას გვერდი სწრაფად ჩავუარე და, რა დროსაც დავაპირე,შუქი ამენთო, იმწამს განათდა ირგვლივ ყველაფერი და, მოულოდნელი შიშისგან გონება მმომენტალურად დავკარგე.. სანამ საბოლოოდ გავითიშებოდი,მთელ სხეულში საკვირველად მომედო განცდა,თითქოს ოთახში მარტო არ ვიყავი... ______ ტელეფონის გაბმულ ზარს სიბნელიდან მომენტალურად გამოვყავარ... ფეხზე ადგომის თავი არ მაქ, მობილურამდე ხოხვით მივდივარ და გაბრუებული ვპასუხობ. -სად ხარ ნაინა ამდენ ხანს,დილის მერე გაბმულად გირეკავ!-ტელეფონიდან ტატას ბრაზმორეული ხმა მესმის და ოდნავ ვფხიზლდები. ხელებზე ვეყრდნობი და დივანზე ვცოცდები. -რომელი საათია?-ძლივს ვიხებ ხმას და თვალებს ვახამხამებ რო მხედველობა დავიწმინდო. -12 სრულდება,რა გჭირს შენ?- ხმაში შიში გაეპარა... -არაფერი,უბრალ..- საპაასუხოდ მომზადებული სიტყვები ჰაერში გამიშეშდა,როცაგამთენიისხანს მომხდარი გამახსენდა.. მომენტალურად წამოვხტი და , დივნის თავზე კედელს თვალებგაფართოებული ჩავაკვირდი.. დუმილი რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ტელეფონიდან ტატას შეშფოთებული ხმა მესმოდა,თუმცა კი ხმას ვერ ვცემდი.. გაოგნებული და, შოკირებული ვიდექი კედელთან და სასწაულებრივად გამქრალ წარწერას უშედეგოდ ვეძებდი.. კანკალისაგან სხეულში სისუსტე ვიგრძენი და ხალიჩაზე ფეხმორთხმით დავეშვი.. ტელეფონი გაჭირვებით მოვიქციე ხელებში და , ტატას აკანკალებული,შიშნარევი ხმით ძლივსგასაგონად ჩავძახე.. -ახლავე მოდი,გთხოვ! _______ გაშეშებული,ურეაქციოდ ვიჯექი ხალიჩაზე და ვგრძნობდი,რომ ვიღაც მანჯღრევდა. უმოქმედობისგან მთელი სხეული დაბუჟებული მქონდა და, გატოკებაც მიჭირდა. დაბინდულ მხედველობას ვერ ვიწმენდდი, ბურუსში ვიყავი გახვეული და მხოლოდ გონებაში ჩალექილ სახელს ვიმეორებდი წამდაუწუმ.. ოთახი რომ გაივსო ტკბილი სუნამოს სუნით მხოლოდ მაშინ გამოვერკვიე და, ჩემ წინ გაგიჟებულ თვალებს ღრმად ჩავაკვირდი.. -ნაინა,როგორ შემაშინე!- გამტყდარი ხმით ამოიტირა ჩემ წინ ჩამომჯდარმა ტატამ და ძლიერად ჩამიკრა.-უკვე აღა ვიცოდი რა მექნა,გაუნძრევლად იჯექი და, რაღაცებს ბუტბუტებდი..ძალიან შემეშინდა..- თავი ხელებში მოიქცია და,უსუსურად ამოისრუტუნა.. ძალაგამოცლილი ოდნავ წამოვიწიე და სავარძელში მოწყვეტით ჩავესვენე. სამზარეულოსკენ წუთით ვიყურებოდი,შემდეგ კი,ტატას გავხედე. -მგონი ვგიჟდები..-სადღაც შორიდან,ძლივსგასაგონად ამოვილაპარაკე და,ჩავახველე.. -ეს ყველაფერი სცდება უკვე ლოგიკურს..ტატა,ძალიან მეშინია.-აკანკალებული ხელები ძლიერად შემოვიჭირე მკლავებზე და თვალები მაგრად დავხუჭე..ტატა თავჩახრილი მისმენდა,სახეზე ეჭვი ასახვოდა.-რა გავაკეთო არ ვიცი,რა დავიწყო,საიდან,როგორ,რა გამოვიკვლიო,რა მოვიძიო. ღმერთო! მხოლოდსახელი ვიცი,მარტო ამით რას გავხდები ტატა,არავინ მესაუბრება,არავინ მიყვება,არავინ! გესმის? აქრაღაც ხდება ,რაღაც ძალიან ცუდი და, რა მოვიმოქმედო არ ვიცი..-თავი ჩავხარე და გაოცებულ ტატას გავხედე. -სახელი? საიდან გაარკვიე?-ენის ბორძიკით ძლივს ამოთქვა.. -თვითონ მითხრა...ლუკა ხატისკაცი..-მოკლედ მოვუჭერი,წამოვდექი,ადგილზე გაშეშებულს გვერდი ავუარე და,სამზარეულოში გავედი. სკამზე ჩამოვჯექი და ფეხები ავკეცე, მზერა იმ ადგილს დავასვე,სადაც დილით გამოვფხიზლდი და, ფიქრებს გავყევი.. -ლუკა ხატისკაცი!-გონება მხოლოდ ერთსადაიმავეს იმეორებდა... გამუდმებით.. წამდაუწუმ.. შეუჩერებლად.. -რაღაც უნდა არსებობდეს!-ხელის გულები მაგრად მოვიჭირე საფეთქლებზე.. უსუსურობისგან ამაკანკალა. საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობა გამიჩნდა.. ასეთი უმოქმედო არასდროს ვყოფილვარ.. მარცხენა მხარე აუტანლად ამეწვა და, ოდნავ მოვეშვი, ღრმად ამოვისუნთქე და, ფილტვებს ოდნავი თავისუფლება მივეცი. -ნაინა!-მოულოდნელობისგან შევხტი და,აჩქარებულ გულზე ხელი მივიდე.. ფეხზე წამოვდექი და ხმის მიმარულებით წავედი, ტატა ჩემს ოთახში აღმოვაჩინე ლეპტოპთან.. სახეზე ინტერესი აღბეჭდვოდა.. წამით გამომხედა დაისევეკრანს მიუბრუნდა.. -ინტერნეტში ვეძებდი და მგონი რაღაცას მივაგენი..მაგ სახელით მხოლოდ ხუთი ადამიანი მოიძებნა ,ნაინა,მაგრამ ერთმა განსაკუთრებით დამაინტერესა.. ბოლოს აქტიური 2 წლის წინ იყო.. მასზე ბევრს არაფერს წერენ,მაგრამ,აბა ფოტოები ნახე!-მასთან მიხმო და,ეკრანი ჩემკენ შემოაბრუნა.. ნანახმა სრულებით მომიცვა.. ტკივილისაგან ვიგრძენი სახე როგორ დამეღარა.. ხელები ტუჩებზე მივიდე რომ ყელიდან წამოსული ბგერები ჩამეხშო. ეკრანიდან სრულიად ახალგაზრდა ,23-25 წლის მამაკაცი მიცქერდა,რომელსაც ხელში ბროლის პატარა ფინჯანი ეჭირა.. ფინჯანი,რომლის ნამსხვრევებიც ჯერ კიდევ ეყარა სამყოფელში.. -წარმოუდგენელია!-ძლივს ამოვილაპარაკე და,ძალაგამოცლილი ჩავესვენე იატაკზე მაგრამ,ეკრანისთვის თვალი არ მომიცილებია.. ფოტოს თვალებარეული ვაკვირდებოდი და, თითოეულ ნაკვთს ვსწავლობდი.. სახიდან მზერა ფოტოს ფონზე გადავიტანე. სიშავის მიუხედავად მარტივად გავარჩიე ნაცნობი ოთახი.. სხვა სურათზეგადასვლას ვაპირებდი,როცა კუთხეში, კიდევ ერთი ადამიანის სახე დავლანდე.. თვალები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს,რომ როგორმე მზერა დამეწმინდა, ვცდილობდი ფოტოს მიღმა გამეხედა და, სახის ნაკვთები ამომეცნო.. წუთის შემდეგ,ელდანაკვრალივით წამოვიწიე და, ტატას გააფთრებული მზერა ვტყორცნე. -ეს ქალი ვიცი!-მთელი ხმით წამოვიყვირე და ოთახიდან ჩქარი ნაბიჯით გავვარდი. კარები გამოვაღე და კიბეებზე თავქუდმოგლეჯილი დავეშვი.. რიგით მესამე სართულზე უცებ შევჩერდი და ინერციით კედელს ოდნავ მივეჯაზე. ტკივილს ყურადღება არ მივაქციე და მუქ კარიჩნად გაღებილ რკინის მასიურ კარებს მუჭები დავცხე. ენერგიას ვეღარ ვიკავებდი. სხეულიდან წამოსულ სიბრაზესა და ტკივილს ერთიანად ვიცლიდი და დასისხლიანებულ მუჭებს უფრო მძლავრად ვიქნევდი... -გააღეთ!-მთელი ხმით ვიყვირე და კარებს ნაბიჯით მოვცილდი. სუნთქვა ამრეოდა,გული ამოჯდომას ლამობდა, მთელი სხეული მებრძოდა,მაგრამ,სიმხნევეს ვინარჩუნებდი.. ხელწბით მაგრად დავეყრდენი მუხლება და, ღრმად ამოვისუნთქე. თვალებიდან შეუმჩნევლად წამოსული ეული ცრემლი სისხლიანი მუჭით მოვიწმინდე და, იმწამს გაჩხაკუნებულ კარებს მზერა დავასვე. საუკუნედ გაიწელა წამები.. კარი ფრთხილად გაიღო და ზღურბლიდან ქალის მოხუცმა სახემ გამოანათა. ნაკვთებზე ამოუხსნელი ემოცია ეხატა.. თითქოს ყველაფერს მაგრამ, ამავდროულად, აფსოლუტურ სიცარიელეს გადმოსცემდა მისი უკუნითი თვალები. მხოლოდ წამით ჩავაკვირდი,შემდეგ კი ჩემი ყურადღება მის ზურგსუკან მდგარმა სხეულმა მიიბყრო. მამაკაცის გაცრეცილი ლანდი დაჟინებით მიცქერდა და,თვალებიდან წარმოუდგენელ სხივს გამოსცემდა.. სხეულში დავლილმა შიშმა ენერგია მთლიანად გამომაცალა და,კედელთან მოწყვეტით ჩავეშვი.. ლუკას გამოსახულებას თვალმოუცილებლად ვაკვირდებოდი და,ნელნელა მასში ვიკარგებოდი. ვგრძნობდი,როგორ მიცახცახებდა მთელი სხეული და, ცივი ხელების შევიგრძენი.. ქალის დაკოჟრილმა მკლავებმა ძლივსძლივს წამომაყენა და,ჩაბნელებულ ოთახში ფეხისთრევით შემიყვანა. მაშინ,როცა გონება საბოლოოდ დამეწმინდა, ლუკას გამოსახულება უკვალოდ გამქრალიყო, წინ კი, ქალი მეჯდა,რომელიც ფოტოში ამოვიცანი.. გამაცივა,დივნიდან სუსტად წამოვიმართე და, უფსკრულისფერ თვალებში ტკივილიანად ჩავაკვირდი. ქალი დუმდა,თუმცა,წუთის მერე მოტეხილი,სევდაშეპარული,ტკივილიანი ბგერები დაეკიდა ოთახში.. -როგორც იქნა,მოხვედი,ნაინა!-სევდიანად წარმოთქვა ქალმა და,ენაჩავარდნილს მზერა გამისწორა..... _________ -ეს ყველაფერი ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო... მანამ,სანამ ლუკა და,მისი მშობლები აქ გადმოვიდოდნენ საცხოვრებლად.. დაახლოებით,30-35 წლის წინ.. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვიყავი,ჩვენს მეზობლად ერთი ოჯახი რომ გადმოვიდა.. რომ შეხედავდი,გულს უხაროდა.. ლამაზები,ზრდილობიანები,მშვიდები იყვნენ.. მეზობლები კარგად შევეწყვეთ, ზედმეტადაც კი.. ჩემს ოჯახში მიღებული სტუმრები იყვნენ ,განსაკუთრებით კი, მაკა.. კარგი მოსაუბრე,საინტერესო,განათლებული პიროვნებაიყო. ჩემი ასაკის იყო და,კარგად ვუგებდით ერთმანეთს.. უკვე ახლო მეგობრად მიმაჩნდა, ყველაფერს ვუზიარებდი და, მის მოცემულ რჩევა-დარიგებას ყოველთვის ვითვალისწინებდი.. მაგრამ,დროის გასვლის შემდეგ, ჩემს მეუღლეს ვატყობდი,რომ მაკას სტუმრობა არ სიამოვნებდა.. დავინტერესდი,ჩავეკითხე, მისგან კი მხოლოდ ერთადერთ სიტყვას ვისმენდი, რომ ჩამოვშორებოდი მას.. მაშინ არ მესმოდა,მაგრამ,სიფრთხილეს კი ვიჩენდი. დავუკვირდი და,გაანალიზება დავიწყე მისი ქმედებების.. ყოველთვის,როცა სახლში შემოვიპატიშებდი, იმწუთიდან ყოველი კუთხის თვალიერებას იწყებდა.. თითქოს რაღაცას ან,ვიღაცას ეძებდა.. ეს მანამდე არასდროს შემიმჩნევია,იმ დღის შემდეგ კი,ყოველთვის გაფაციცებით ვაკვირდებოდი.. როდესაც ოთახში წამით მარტო ვტოვებდი, შემოსვლისას გამუდმებით წიგნების თაროსთან მხვდებოდა, წიგნით ხელშიი.. 3/4 ჯერ ვათხოვე კიდეც.. იმ ავადსახსენებელ დღემდე, ერთი კვირით ადრე, ჰიუგოს-საბრალონი მთხოვა და,უყოყმანოდ გავატანე.. ერთი კვირის თავს კი, შემზარავი კივილი მაღვიძებს, გამთენიისხანს. კივილს მამაკაცის განწირული ღრიალიც სდევდა.. გული ამომიჯდა, სასწრაფოდ გავაღვიძე ჩემი მეუღლე და, რამოდენიმე მეზობლის თანხლებით, ხმას გავყევით. თითქოს გული მიგრძნობდაო.. ვხვდებოდი, ჯოჯოხეთური ხმა მაკამდე რომ მიმიყვანდა და, არც შევმცდარვარ. როგორც კი კარს გავუსწორდით, სხეულის სისუსტე ვიგრძენი.. გიორგის,ჩემს მეუღლეს,გაფითრებულმა გავხედე. 5 თუ 6 კაცი გახევებულები ვიდექით.. შესვლა ვერ გაგვებედა.. იქ,შიგნით,ვხვდებოდით,ჯოჯოხეთი რომ ტრიალებდა და, მის შესაჩერებლად გამბედაობას ვერავინ ვიკრეფდით.. მეშინოდა, მთელი სხეული გაუსაძლისად მტკიოდა, კანი მეწვოდა.. შეშლილი სახით ვიდექი და, არაადამიანურ კივილს ვისმენდი.. ვეღარ გავუძელო.. ძალამოცემული უცებ ვეცი კარს და, ჩემდაგასაკვირად, ღია აღმოჩნდა. ინერციით შეღებულ კარებში წავიქეცი.. შიშისგან გული გამალებით მიცემდა, უკნიდან გიორგის ყვირილი გავიგონე.. სიტყვები კი,ვერ გავარჩიე.. რომ წამოვდექი,მხოლოდ მაშინ ვიგრძენი სისველე.. თეთრი,მუხლამდე კაბა მეცვა,რომელიც მთლიანად სისხლში იყო ამოსვრილი. ემოციებისგან მთელი ხმით დავიკივლე და, გიორგისკენ შევბრუნდი, რომელიც შეშლილი სახით მიყურებდა.. შემოსასვლელად ნაბიჯი გადმოდგა, მაგრამ, კარები ისეთი სიძლიერით მიეხეთქა ჩარჩოს, რომ კარადაზე შემოდებული ბროლის ფინჯანი ნამსხვრევებად იქცა.. შიშიგან ენა წამერთვა, სიტყვავერ დავძარი.. გულგახეთქილი შევბრუნდი და, ჩემ პირდაპირ,სამზარეულოდან გამოსული მკრთალი შუქის ფონზე, კედელზე აკრული უსულო სხეული დავლანდე.. მკვლელს მისთვის მრავლობითი ჭრილობა მიეყენებიდა და, სამზარეულოს დანებით კედელზე აეკრა.. შემზარავი სურათი იყო.. ენაჩავარდნილი წუთზე მეტ ხანს ვუყურებდი კაცის სისხლისგან დაცლილ სხეულს.. გაფაჩუნებამ და, ფანჯრის გაღების ხმამ გამომაფხიზლა აგონიიდან.. სამზარეულოში ქალის სუსტმა სხეულმა წამიერად გაირბინა.. მკრთალი განათების ფონზე ძლივს გავარჩიე მასში მაკა.. ძალამოცემულმა უცებ დავედევნე მას, მაგრამ, დავაგვიანე. როცა სამზარეულოში სიმწრით შევვარდი, ის უკვე ფანჯრის რაფაზე იდგა და, სანამ რეაგირებას კოვახდენდი, დამასწრო და, გადახტა.. გასაოცარი კი ის იყო, როცა ფანჯრიდან გადავიხედე, რომ მისი სხეულისთვის შემეხედა, იქ, ქვევით, ასფალტზე არათუ ქალი, არამედ ვერცერთი სულიერი ვერ დავლანდე.. გაოგნებისგან და, განცდილი შიშისგან იქვე ჩავიკეცე.. ვერც ის გავიგე,როგორ შემოანგრიეს ჩარაზული კარები.. ვერც ის,თუ როგორ გამიყვანა ოთახიდან გიორგიმ, იმ დღის შემდეგ, სრული კვირა აგონიაში ვიყავი.. მაღალი სიცხით ლოგინად ვიყავი ჩავარდნილი.. არც არავის ეგონა,რომ გადავრჩებოდი,მაგრამ,ღმერთმა არ გამწირა.. თუმცაკი,სიკვდილს ვნატრობდი.. ნახულმა შიშმა კიდევ დიდგანს გასტანა.. ფაქტის ამოხსნა კი,ვერავინ შეძლო.. ამ დღის შემდეგ, სახლი 10 წლით გამოიკეტა.. 10 წლის შემდეგ კი, კორპუსს ახალი ოჯახი ეწვია.. პატარა,ხუჭუჭთმიანი ბიჭით, სახელად ლუკა, გვარით-ხატისკაცი..- მოხუცმა თხრობა დაასრულა,წყალი ხარბად მოსვა და, ცრემლებად დაღარული სახე ხელის გულით ჩამოიწმინდა.. სულგანაბული, შოკირებული, ენაწართმეული ვუსმენდი ის აღსარებას და, ხმასაც ვერ ვძრავდი.. მოსმენილმა სრულიად მომიცვა.. სხეულს დავლილი კანკალი ტკივილში გადამზრდოდა.. ხელები სისხლის ჩაქცევამდე მომეჭირა მკლავებისთვის და, გაფართოებული თვალებით ვაკვირდებოდი ჩემ წინ მჯდომს.. -შემდეგ?-ძალიან შორიდან,ძლივს გასაგონად ამოვუშვი ბგერები...-შემდეგ რა მოხდა?? -წყნარი,მშვიდი,ხუჭუჭა,ოქროსთმიანი ბავშვი იყო ლუკა.. ისეთი შვილი,ნებისმიერი დედა რომ ინატრებდა.. მენუფალმა არ მაჩუქა ჩემი საკუთარი,ამიტომ, განსაკუთწბულად ვუდგებოდი მას.. თითქოს,მასში,ჩემს არ გაჩენილ შვილს ვხედავდი.. მისი მშობლები არაჩვეულებრივი ხალხი იყო.. მაგრამ,მათთან კონტაკტს მაინც ვერიდებოდი.. უკვე შიში მქონდა ყველაფრის... იმ დაწყევლილ ბინაში არ მსურდა ვინმეს ეცხოვრა და, ლუკაც მენანებოდა იქ გასაჩერებლად.. ისიც,არც კი ვიცი რატომ,მოკედლებული იყო ჩემზე და, დღის უმეტეს ნაწილს აქ ატარებდა... მისი დედ-მამა მუშაობდნენ და, მხოლოს საღამოს თუ მოიკითხავდნენ ლუკას,თუმცა,ამას საყვედურით არ ვამბობ,გაჭირვების პერიოდში მათი ელემენტარული ნამუშევარი ლუკას ლუკმა-პური იყო.. თვალსა და ხელშუა იზრდებოდა.. მისი შემხედვარე თითქოს ჩრდილს ეფარებოდა ჩემი მტკივნეული წარსული.. 19 წლამდე მასში ვერანაირ ცვლილებას ვატყობდი.. ჩვეულებრივი მოზარდი იყო, უნივერსიტეტში წარმატებით ჩააბარა და, წარჩინებით სწავლობდა.. თითქოს არც არაფერი, მდორედ მიედინებოდა ცხოვრება.. ყოველთვის იცოდა შემოვლა,მოკითხვა, დღე არ გავიდოდა ხუთი წუთით მაინც რომ არ გვსტუმრებოდა.. მისი 20 წლის იუბილე იყო.. ბევრი ხვეწნის შემდეგ,გავბედე და, ავედი მათთან სახლში.. როგორც კი ზღურბლს გადავაბიჯე, თავი შეუძლოდ ვიგრძენი.. ვცდილობდი ცუდად ყოფნა არ შემეჩნია, მაგრამ, თითოეული კუთხის დანახვისას, გული თითქოს მესერებოდა.. საათის შემდეგ გადავლახე შიში და ფორიაქი, მაგრამ, მოსვენებას მაინც ვერ ვპოულობდი.. ადგილზე ვერ ვჩერდებოდი, მხოლოდ სახლიდანგასვლისას შევამჩნიე,ბროლის ფინჯანი იდო სუფრაზე.. ზუსტად ის, წლების წინ რომ დაიმსხვრა... ერთი სიკვდილი გავათავე სახლში ჩასვლამდე.. იმის წარმოდგენაც კი მზარავდა,რომ შეიძლება ლუკას რამე დამართნოდა. გიორგის გავუმხილე ,მაგრამ,არ დაიჯერა. იმის შემდეგ,სულ ვაკვირდებოდი.. თითქოს ის ბროლი იყო ანდამანტივით რომ იზიდავდა უბედურებას.. თითქოს ის იყო ყველაფრის საწყისი.. მერე,ყველაფერი თავდაყირა ამოტრიალდა.. კვირა გადიოდა,არც კი გვიკითხავდა,არავის.. დედამისი ღელავდა,შველას მთხვდა,მაგრამ,ვერ მოვიხელთესანახავად.. სულ ცუდ წრეშიიყო, გუმანით ვგრძნობდი,უბედურება რომ გვიახლოვდებოდა.. მოსვენება სულ დავკარგე.. პასუხებს ვეძებდი,მაგრამ,არსად არაფერი იყო.. ხელმოსაჭიდი არაფერი მქონდა.. ზამთრის პერიოდი იყო, ყველაფერი ზუსტად რომ განმეორდა.. გამთენიისხანს,სარღაც ექვსის 10-15 წუთისგანმავლობაში, ქალის არაადამიანური კივილი გავიგონეთ. ვცადე,მაგრამ,ლოგინიდან ვერც კი წამოვდექი.. სიმწრისგან ხელები დავიკაწრე,თითქოს, მივეყინე საწოლს.. გულგამსკდარმა კივილით ავიკლე მთელი სადარბაზო, შველას ვითხოვდი,რომ ვინმეს წამოვეყენებინე, გიორგი მაიმცდამაინც იმ დღესმორე იყო სამსახურში... გული გასკდომას მქონდა, ვისმენდი ხალხის შეშფოთებულხმებს და,ვერაფერს ვაკეთებდი. ათიწუთის შემდეგ,ჩემი ყურადღება ფანჯარასთან გამკრთალმა ლანდმა მიიბყრო... წამი იყო ზმანება,მაგრამ,მასში იმ დაწყევლილი ქალის სახე მაინც გავარჩიე.. მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი წამოვმდგარიყავი.. სული დამელია,სანამ ზევითავიდოდი. შეკრებილი ხალხიდან ერთიც კი არ იყო უსულო სხეულთან მიახლოებული. გული მომიკვდა... მარტოდმარტოიწვა,სისხლის გუბეში... დედ-მამა შორიახლოს,დაჩოქილები ტიროდნენ,მასთან მისვლაკი ვერ გაებედათ... სახეზე შიში ჰქონდა შემხმარი... მთლიანად დაღაროდა ლამაზი ნაკვთები... ადამიანისმიყენებული ჭრილობა თითქოსარ იყო,მაგრამ, როგორც კი ჩავიმუხლე, მის ზურგზე ნაკუწებად დამსხვრეული ბროლის კრისტალები იყო... ეს ყველაფერი ორი წლის წინ მოხდა.. გამთენიისხანს.. მას შემდეგ,დღე არ გასულა,რომ მისთვის არ მელოცოს,მაგრამ,შენმა დანახვამ დამარწმუნა,რომ მე ვერაფერს ვშველი, მისი სული კვლავ ჯოჯოხეთშია.... ქალმა თხრობა დაასრულა, მე კი, გაშეშებული, დაბნეული და, კიდევ უფრო დაკარგული ვიჯექიის წინაშე.. -გუშინ,ბროლის ფინჯანი გატყდა...ჩემთან,სახლში.. -ძლივს ამოვიძახე,ქალის აშლილმა სახემ დამზაფრა,სუნთქვა შემეკრა. -ეს ცუდის მომასწავებელია,ნაინა,ფრთხილად იყავი!-კანკალით მომიგო.. -ვგრძნობ,რომ უნდა დავეხმარო,მაგრამ,არ ვიცი როგორ..-ჩაფიქრებულმა ავხედე და,მზერა ოთახს მოვავლე. წამოვდექი.. -არ ვიცი რატომ,მაგრამ მგონია,რომ წიგნებს რაღაც აკავშირებს ამ ყველაფერთან...-თაროებს მივუახლოვდი და,ენციკლობედიებს ხელი გადავუსვი. -ჰიუგოს გარდა,რომელი წიგნი წაიღო? -მოხუცს მივუბრუნდი და,ინტერესით ჩავაკვირდი. ქალი წამოდგა,წიგნებს თვალი გადაავლო და,სქელყდიანი,გაცრეცილი "და ვინჩის კოდი" მომაწოდა. წიგნს გარეგნულად არაფერი განსაკუთრებული არ ეტყობოდა.. თითქოს ყველაფერი წესრიგშიც იყო, მაგრამ, გადავშალე თუარა, ოთახი მყრალი სუნით აივსო.. სწრაფად ვმოქმედებდი.. ყოველ ფურცელს სათითაოდ ვამოწმებდი, ვგრძნობდი,რომ რაღაციმალებოდა შიგნით, ის,რაც გასაღები იქნებოდა ყველაფრის.. არც შევმცდარვარ.. ფურცლებს შორის, კიდევ ერთი ქაღალდის ნაგლეჯი ვიპოვე, რომელსაც უცნობი სახელი და გვარი ეწერა.. გაოცებულმა ნაწეერი მოხუცებულს გადავაწოდე, წამში შევატყვე,როგორ შეეცვალა გამომეტყველება.... ფერი დაკარგადა ,აკანკალებული კიდურებით დამეყრდნო. -ეს.. ეს ხომ მაკას მეუღლეა.. ეს მისი სახელია. -თუ ასეა,მაშინ "საბრალონი"-ც უნდა ვიპოვოთ.. მასში ალბათ ლუკას სახელია, თუ წიგნს ვიპოვით,ლუკაც გათავისუფლდება.. -ახალი აღმოჩენით გახარებულმა წიგნი სასწრაფოდ დავხურე და სახლი დაუმშვიდობებლად დავტოვე.. თითქოს სიხალისე შემძინა,სხეულში უზღვავი ენერგია მომაწვა.. თუ სწორი ვიყავი, ეს დაგვეხმარებოდა ორივეს,რომ ცხოვრება გაგვერგრძელებიდა.. მე დედამიწაზე,მას კი, ჩვენგან შორს.. ______ იმ დღის შემდეგ, თავიდან შევუდექი ყველაფრის გამოძიებას.. ამჯერად ზურგს ორი ადამიანი მიმაგრებ და და, მეც,იმედმოცემულმა, ყველა ნიუანსის გაშიფრვა დავიწყე.. ათასი მითოლოგიები, თქმულებები, თხზულებები, რელიგიური თუ წარმართული ლიტერატურა გადავიკითხე, მაგრამ, ანალოგი ან თუნდაც,მსგავსი ისტორია ვერსად ამოვიცანი.. მოსვენება სულ დაკარგული მქონდა, თუმცა კი,უნდა ვაღიარო, მოსვენებაზე მეტად,შიში არ მაძლევდა მოდუნების საშუალებას. უკვე მთელ სხეულში მქონდა გამჯდარი,რომ შეიძლებოდა არათუ ლუკასთვის, არამედ ჩემი თავისთვისაც ვერ ომეძებნა გამოსავალო.. დავიკარგე. გაუგებრობებსა და,პასუხგაუცემელ კითხვებში ჩავიკარგე და თავს ვეღარ ვაღწევდი.. მიუხედავად წადილისა,რომ გვირაბს მიღმა გამეხედა,წინ მხოლოდ სიშავე და,უკიდეგანო ბურუსი იყო. დრო კი, დაბარებულივით, იმაზე ჩქარა გადიოდა,ვიდრე მსურდა.. ჩვენი საუბრიდან მოხუცთან,უკვე მთელი თვე გავიდა, მე კი, იმედისა და შიშის გარდა არაფერი მქონდა.. -ვგრძნობ,რომ დრო იწურება..-საღამოხანი იყო,ლიმონიანი ჩაის ფონზე,ტატას თანხლებით,მეზობელთან რომ ვიყავი გადასული.. ქალს მთელი თვის მანძილზე,სახე უფრო დაღარვოდა.. უფრო დაბერებულიყო და, ვხედავდი,სიარულიც როგორუჭირდა. -ყველა შესაძლო ვარიანტი განვიხილედა,დავათვალიერე,მაგრამ წიგნის ასავალ-დასავალს ვერ მივაგენი.. დროკი,არ ითმენს,უკვე თვეზე მეტია,ამავდროულად,რაც ლუკასგან ერთი მცირე ნიშანიც კივერ მივიღე,ესეც მაფიქრებს და,მაშინებს.. -ნაღვლიანად ავხედე და,უძირო თვალებს მზერა გავუსწორე. სიტყვაარ დასცდენია,ვგრძნობდი,ჩემზე გაცილებით მეტად განიცდიდა შექმნილ სიტუაციას და, არ ეთმობოდა ეს ამბავი ასეთი დასასრულისთვის. ტატა მთელი საღამო უჩვეულოდ ჩაფიქრებულიყო.. არც დიალოგში ჩართულა და,საათის წინ დასხმული ჩაი ჯერ კიდევ ხელში ეკავა.. მხოლოდ გასვლისას,როცა ღიმილით ვემშვიდბებოდი მასპინძელს,ტატამ შიშჩამდგარი თვალებით გადმოგვხედა და,მზერა,ჩზე შეაჩერა. -ერთი ადგილი გამოგვრჩა ნაინა..-ხმა საგრძნობლად ჩავარდნოდა.. გამიკვირდა,ინტერესით გავხედე. -სასაფლაო! გამაჟრჟოლა.. თავი დამნაშავედ ვიგრძენი,ამაზე რატომღაც არც მიფიქრია.. სხეულში დავლილმა ჟრუანტელმა ტკივილი დამიტოვა.. თავის შესამაგრებლად ტატას დავეყრდენი და, ერთდროულად გავხედეთ კარებში გახიდულს.. მისგან ველოდით დაუსმელკითხვაზე პასუხს.. -აქიდან ძალიან შორს,4-5 საათის სავალზეა ლუკას სხეული მიწას მიბარებული.. -ჩაფიქრებულმა შორიდან ამოიძახა და,ინტერესით გამოგვხედა. მის მზერითდასმულ კითხვას,თავდაკრით გავეცი პასუხი.. მანქანის გასაღები ჯიბეშიოვიძიე და, მათ გადავხედე. -მზად ხართ?-უფრო საკუთარ თავის გასამხნევებლად გავიღიმე და,კიბეებზე ჩქარი ნაბიჯით დავეშვი. მანქანა სწრაფად დავძარი და გეზი ხატისკაცების საგვარეულო მიწა-წყლისკენ ავიღე. გზამ ძალიან დამღალა,თუმცა ენერგია მაინც მქონდა.. ტატას ჩვემს გვერდით მიძინებოდა,მოხუცი კი მოუსვენრად აფაციცებდა თვალებს და, აკანკალებულ კიდურებს ისრესდა. -გული მიგრძობს,ეს ამბავი დღეს დასრულდება.. -სარკიდან გავხედე და ღრმად ამოვისუნთქე.. მზის სხივები თითქოს ამოსვლას აპირებდნენ, ღამის ბურუსი ნელნელა იცრიცებოდა. საათი დილის 5 საათს მიჩვენებდა. -აქ გადაუხვიე!-მოულოდნელად წამოიყვირა მან საპასუხოდ და, აბრაზე მიმანიშნა. "ხატისკაცთა" ჩურჩულით ამოვიკითხე და, რთულად სავალ გზაზე ნელი სვლით გადავედით. ტატა ფრთხილად შევაფხიზლე და, თავი გულში გავიმხნევე.. გარდაცვლილთა სასუფეველს გვერდს გულის კანკალით ვუვლიდი.. ტატა შიშის დაფარვას უკვე აღარ სცდილობდა, თვალებზე ხელები აეფარებინა და, გაუგებარ სიტყვებს გაუჩერებლად ბუტბუტებდა. იქნებ,ლოცულობდა კიდეც.. -აქ გადაუხვიე და,გააჩერე!-ქალის ხმა ზარივით გაისმა სიჩუმეში.. მოულოდნელობისგან გამაკანკალა. მანქანა შევაჩერე, ფარები ანთებული დავტოვე და, მანქანიდან გადოვედი. ტატა და,მოხუცის მოხრილი სხეული აღმართს დადგომოდა.. სხეული მტეხდა, ემოციისგან იქნებ ტემპერატურა მიწევდა კიდეც.. მათ ფეხდაფეხ გავყევი.. ვცდილობდი თვალი ამერიდებინა გარიჟრაჟზე დალანდული გარდაცვლილთა სურათებისთვის, მაგრამ, მაინც , ჩემდაუნებურად, თითოეულ სახელს ვკითხულობდი და, ვაკვირდებოდი.. საათზე დაბარებულივით დავიხედე, 05:15 -ს მიჩნებედა ისრები.. ამ ციფრების დანახვისას ,სხეულმა საპასუხო იმპულსები გამოგზავნა.. სისუსტემ ფეხებში დამიარა და, მუხლებში მოვიკეცე. ერთი და იმავე დრო,უკვე მერამდენედ... უკვე რამდენჯერ.. სული შემეხუთა. გაგულისებულმა მაჯიდან მოვიხსენი მეტალი და, ქვისა და ,მიწის მორევში მივაგდე. ნაბიჯების ხმა მიწყდა.. შეყინული მზერისგან ბეჭები ამეწვა.. უკან დაზაფრულმა გავიხედწ,თუმცა ადამიანის სხეული ვერ დავლანდე. შიშისგან უფრო მოვიკეცე, ირგვლივ მოვიხედე და,ჩემგან ორნაბიჯში მდგომ ფიგურებს ავხედე. -აი,აქარის ლუკა ხატისკაცი..-აკანკალებული ხმით ამოიტირა მოხუცებულმა და, რკინის დაჟანგებული ჭიშკარი ხმაურით გამოაღო. სული ამეშალა. გამართვა ვერ შევძელი. ზურგიდან წამოსული მწველი ენერგეტიკა ადგილზე მლურსმავდა. -ვერ ვიძვრი ტატა,მიშველეთ!-ძლივს ამომივიდა ბგერები ყელიდან,ხმა შესამჩნევად გამტყდომოდა. სწრაფად მომიახოვდა ტატა,ხელზე მომეჭიდა და,ჩემი წამოყენება სცადა,თუმცა,ამაოდ.. მოულოდნელად დავლილმა ტკივილმა მუხლები საბოლოოდ მომიკვეთა და, ნამიან მიწაზე ჩავიმუხლე.. -მტკივა!გული მტკივა!-სიმწრისგან ამოვიხავლე. ტატა გაშეშებული დამდგომოდა თავზე და, ისევ გაუგებრად ბუტბუტებდა. მოულოდნელად, ერთიანად მოვდუნდი და, გულის ტკივილიც,თითქოს დამიამდა.. სხეულის უცაბედმა სიმჩატემ უფრო ამაფორიაქა, ირგვლის მიმოვიხედე, ქალი საფლავის ქვასთან დაჩოქილიყო და, ცრემლად იღვრებოდა.. გული მომეწურა.. ძლივს-ძლივს წამოვდექი და, მის გვერდით დავდექი. მზერა ახალგაზრდა ბიჭის სიცოცხლით სავსე გამოსახულებას გავუსწორე.. სუნთქვა შემეკრა... მისი მეტყველი თვალებიდან წამოსულმა ბედნიერებამ გამაშეშა. ვგრძნობდი,სახეზე წამოსულ ცრემლებს,თუმცა,ვერ ვიჩერებდი. ნიაღვარივით წამოსულმა გულში დაუტეველმა გრძნობებმა ერთიანად მომტეხა.. ვერ ვოაზრებდი,თუმცა,შორიდან მესმოდასაკუთარი ყელიდან წამოსული გოდება.. შველას ვითხოვდი.. ხსნას.. აღარ შემეძლო.. ლუკასთვის ბედნიერების განცდა მინდოდა დამებრუნებინა,მაგრამ,ვერც აქ ვერ მოვიპოვე ვერანაირი მინიშნება. მაკანკალებდა,ისე,რომ თავს ვერ ვიმაგრებდი და მიწაზე მგლოვიარე დედასავით დავემხე.. მინდოდა, სულით მინდოდა რომ თავისუფლება მეგრძნო, მაგრამ, ამაოდ, ხელთავიდან დავლილმა ტკივილმა სული დამიკარგა. მიწაზე ხელებით ვეყრდნობოდი და, მზერას მის თვალებს ვერ ვაროდებდი.. -მანიშნე რამე ლუკა..-თითქოს გაიგონებდა,მისი მიმართულებით ამოვიძახე და, მიწას მუჭი მთელი სიძლიერით დავკარი. სასაფლაოს ცოცხალმკვდარი მზერა მოვავლე და, მოულოდნელად, ვიგრძელი, სხეულში სისხლისგაყინვა.. საფლავის კიდეზე, გრანიტის საფარზე ლუკას გაცრეცილი გამოსახულე იჯდა და, თავი ჩაეხარა.. გული ამომისკდა.. ცრემლებისგან დაბინდული მხედველობის დაწმენდა ვცადე, თუმცა, მაიმც ბუნდოვნად ვხედავდი მის სახეს.. იქნებ ზმანება იყო, იქნებ,მართლა ვხედავდი, იქნებ,ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო.. ანდაც,გულის თქმა.. არვიცი, მაგრამ,ფაქტი იყო.. იმდენად მკაფიოდ ვგრძნობდი მისიქ ყოფნას,რომ გამოსახულებაც ცხადი მიმაჩნდა. -მიშველე,ნაინა, სიმშვიდე მინდა! სხეულიდან ტკივილიანი სიტყვები წამოვიდა და, რაწამს წამოვდექი რომ მივახლოებოდი, იმწამს, ფიგურა გაქრა! ჩქარი ნაბიჯით მივედი ზუსტად იმ ადგილას და, ეკალ-ბარდები შიშველი ხელებით გადავწიე.. მუხლებზე დავდექი და, იმ ადგილის ხელით მოსინჯვა დავიწყე, სადაც, წამის წინ იყო.. იმედი ნელნელა მეკარგებოდა, ხელი რაღაც მყარს რომ მოხდა.. გარიჟრაჟის შუქზე ძლივს გავარჩიე ყდაგაცვეთილი, ნესტისგან დაცვარული ჰიუგოს "საბრალონი".. გამაკანკალა. უცებ შევბრუნდი და, გაშეშებულ ტატასა და, ფერწასულ მოხუცს წინ დავუდექი. ცრემლები მკლავით შევიშვრე და, წიგნი შიშით გადავშალე.. ფურცელი ვერა,მაგრამ, მეასე გვერდზე, ძველი, სიყვითლე შეპარებული ფოტოსურათი აღმოვაჩინე. შოკისგან ხმა წამერთვა. ტატასკენინსტიქტურად გავიხედე და, მისკენ შევატრიალე ფოტო, რომელზეც, თეთრ კაბაში გამოწყობილი ჩემი პატარაობა იყო აღბეჭდილი.. დავდუმდი, ფურცლის მეორე მხარეს,თეთრ ზედაპირზე კი, შავად,ზუსტად ისე,როგორც ჩემი ბინისკედელზე, გაკრულად ეწერა "ლუკა ხატისკაცი" -ეს შეუძლებელია..-ტატა ძლივს საუბრობდა,ხელებით გრანიტს ეყრდნობოდა და,შეშინებული მიყურებდა. -ეს ბედისწერაა,ტატა!-ოდნავი ღიმილით გავხედე და, არემარეს მოვავლე თვალი. უკვე სითეთრე საგრძნობლად შემოპარულიყო. მზეც სხივებს თითო-თითოდ გვიჩენდა. დამძიმებული ჰაერი ვიგრძენი როგორ დაიწმინდა. ღრმად შევისუნთქე დილის გრილი, წმინდა ჰაერი და, მოკამკამებულ ცაში ღიმილით ავიხედე. სულში სიმშვიდეს ვგრძნობდი.. განვთავისუფლდი.. -მშვიდად განისვენე,ლუკა..-უმისამართოდ ავძახე სიცისფრეს და, გარდაცვლილთა სამყოფელი დამშვიდებულმა დავტოვე.. ______ საღამომშვიდობისა.. გულაჩქარებული,მთელი სულითა და გულით გელით.. რაღაც ძალიან სხვანაირი, ჩემი სტილისა და,შინაარსისგან განსხვავებული გამომივიდა,ასე მფონია და,იმედია,კმაყოფილები დარჩებით.. ვინც მელოდით,უღრმესი მადლობა.. თქვენ ჩემი სტიმული,იმედი,ბედნიერება,სიკეთწ"ე,წარმოუდგენელი სიხარული ხართ.. მიყვარხათ!!! გელოდებით.. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.