*სისხლიანი პაემანი* (თავი 17)
ტასო კედელს ზურგით მიეყრდნო და ქვითინი აუვარდა. ოთახიდან გამოსული დათა კი ტაშს უკრავდა და ირონიით სავსე მზერით უყურებდა ქალს. - ყოჩაღ,ტასო... შენ თურმე მსახიობობაც შეგძლებია ადვოკატობასთან ერთად,არა? - არაფერი დაუშავო,გესმის დათა?! გესმის?! - შენ მე ვერ მიმითითებ რა გავაკეთო და რა არა! მეზიზღები,მეზიზღები რომ გიყურებ! - ხომ გინდოდა მეთქვა ეს ყველაფერი,ხომ გინდოდა?! მეტი რა გინდა დათა? რა გინდა? - ქორწილისთვის კაბა აარჩიე,ძვირფასო მეუღლევ. - რაა? - სამაგიეროს გადახდა ეხლა იწყება თქვენთვის,შენთვის და იმ ნაბი*ვრისთვისაც! - დათა გთხოვ.. - ადექი,ფეხზე ადექი!! ჩემს ასეთ დაცინვას არ შეგარჩენ ანასტასია,დაემშვიდობე კარგ ცხოვრებას,კარიერას,ყველაფერს. - დათა,დათა გემუდარები ასე ნუ მომექცევი... გთხოვ ეგ არ გააკეთო. - და შენ როგორ მომექეცი?! არაკაცი რომ გამომიყვანე და გადამიარე,ფეხებზე დამიკი*ე,შენ როგორ მომექეცი? ბოლო დონის კახპასავით.. - გაჩუმდი! გაჩუმდი! დაიღრიალა და ხელები სახეზე აიფარა. - არ მინდოდა,ვაპირებდი შენთვის ყველაფრის თქმას,უბალოდ მიჭირდა დათა,მიჭირდა... ცრემლები ახრჩობდა,სიტყვას ძლივს აყოლებდა ერთმანეთს და სახიდან ხელებს არ იშორებდა. - რატომ არ გესმის,მიჭირდა თქმა მიჭირდა... - ეგ თავის მართლება არ გიშველის,აღარ გაბედო!!! რაც გევალება და რაც გიბრძანე,იმას შეასრულებ.- ფუ შენი. დაიყვირა კიდევ ერთხელ და კარი გაიხურა. ტასო მუხლებზე დაეცა და უფრო მეტად უმატა ქვითინს,მარიამმა როგორც იქნა გაბედა გამოსვლა საძინებლიდან,მაშინვე წყალი მიაწოდა დას და გვერდით ჩამოუჯდა. - ტასოო,ტასო გეხვეწები ნუ ტირიხარ რა.. ძალიან გთხოვ..დალიე წყალი,დალიე.. ჩემს თავს გაფიცებ,გთხოვ დამშვიდდი..ძალიან გთხოვ.. ხელები ჩამოიფარა სახიდან და წყლით სავსე ჭიქა გამოართვა აკანკალებული ხელებით,მარიამიც თავისი პატარა ხელებით შეეშველა წყლის დალევაში და თან ცრემლებს უწმენდდა სახიდან,რომელსაც თმა ასჩეჩვოდა და სახეზე მიწებებოდა. - ძალიან დაგისივდა სახე,გთხოვ აღარ იტირო.. წამოდი,ერთად დავიძინოთ,კარგი? - კარგი. დილით ადრე კარზე კაკუნი გაისმა,მარიამი ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,ანასტასიას ზედა გადაიცვა და შემოსასვლელისკენ გაეშურა. - როგორ არის? კარის გაღებისთანავე შემოიჭრნენ ლილე და მართა,სანდროსთან ერთად. - ძინავს... მომკლავს,როცა გაიგებს,კიდევ რომ გითხარით.. - უბრალოდ არ მესმის,რატომ არასდროს არ გვეუბნება არაფერს?! რისთვის ვართ მეგობრები? თქვა ლილემ და გაბრაზებული ჩაეშვა სავარძელში. - აქ რომ არ ვცხოვრობდე,მეც ვერაფერს ვერ გავიგებდი.. არ გაუბრაზდეთ. - რა უნდა გავუბრაზდეთ... დაწყნარდით თქვენ კიდე,თქვა სანდრომ და ერთი ცალი სიგარეტი კოლოფიდან ამოიღო.- მარიამ,დემეტრეს ნომერი გაქვს? - სანდრო,დემეტრე არაფერ შუაშია.. არ გინდა რა... - მომეცი,მომეცი,მჭირდება. - სანდრო,გთხოვ,ანასტასიას დაველაპარაკოთ ჯერ.. თქვა მართამ და მხარზე თავი დაადო. - დათა ალბათ გამწარებულია.. - ბოლო ხმაზე ყვიროდა გუშინ,უკვე იმასაც ვფიქრობდი პატრულისთვის დამერეკა... ტასოს სილა გააწნა.. ძალიან ცუდადაა საქმე.. - რა?! დათამ დაარტყა? - ფუ ამის,ამ ყველაფერს ესე უნდა ვიგებდე ტო?! თქვა გაცეცხლებულმა სანდრომ და ფეხზე წამოხტა. თავზე ხელი ნერვიულად გადაისვა და აქეთ იქით სიარულს მოყვა. - ჟურნალები,მედია.. ფეისბუქი.. ყველგან წერენ ანასტასიაზე საშინელებებს,არ ვიცი,როგორ გადაიტანს. რუსუდანს ველაპარაკე,კიდევ კარგი მამამისი საქართველოში არ არისო,ვურეკავ და არც მე არ მელაპარაკებაო. - თავი დაგვანებონ რა.. თქვა მარიამმა და თავი ჩახარა. - ისინიც ნერვიულობენ მარი.. თქვენი მშობლები არიან.. - კი,ეტყობათ,აქამდე უნდა მოსულიყო რუსუდანი,თქვენს მაგივრად ახლა დედა უნდა იყოს აქ და ანასტასიას ედგას მხარში,ამშვიდებდეს,აწყნარებდეს.. მაგრამ არ არის ვერ ხედავთ? - კარგი დამშვიდდი,თქვა სანდრომ და მარიამი ჩაიხუტა. - მე რომ გამოცდა მაქვს დღეს? ჩაილაპარაკა ნაღვლიანად და ანასტასიას საძინებლისკენ გააპარა თვალი. - მე წაგიყვან,კარგი? თქვა მართამ და მანქანის გასაღები მოიმარჯვა. - არა მართა,არ შეწუხდე,ტაქსით წავალ. - ბევრს ნუ ლაპარაკობ! დღეს ვიცი ანასტასია უნდა გამოგყოლოდა,არამგონია მაგის თავი ჰქონდეს ამიტომ მე გამოგყვები,მე და ჩემი პატარა გიგულშემატკივრებთ. თქვა და ნაღვლიანად გაიღიმა. - იმედია არ დაიღლები,არ მინდა შეწუხდე. - არ დავიღლები. აი, მერე იქნებ სანდროს და გოგოებიც წამოვიდნენ,კარგი? - კარგი,წიგნს ავიღებ,გზაში გადავხედავ. - კარგი,წავედით ჩვენ. თვალი ჩაუკრა მართამ სანდროს და ლილეს და კარი მიიხურა მარიამთან ერთად. - როგორ გაბედა იმ დედამ**ლმა ანასტასიაზე ხელის აწევა? - კარგი სან.. დამშვიდდი.. მართლა არ მეგონა ისევ დემეტრე თუ უყვარდა.. მგონი ამიტომაც ყოყმანობდა გათხოვებაზე. - ეთქვა რაა,ეთქვა ამ დათასთვის ყველაფერი. - წარსულს ვერავინ გავექცევით. თქვა ლილემ და ხელები გადააჯვარედინა,ამ სიტყვებზე კი სანდროს გული შეეკუმშა და თვალებში სევდა შეპარვოდა.. - ჰო,ვერ გავექცევით წარსულს.. ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაესვენა. - აქ რახდება? ანასტასიას ხმა გაისმა საძინებლიდან,რომელსაც თვალები ჯერ კიდევ არ გაეხილა ბოლომდე და ხალათის ქამარს იკრავდა. - ყველაფერი ვიცით.. კარგი რა ტასო,რატომ ხარ ასეთი ჩაკეტილი? - სანდრო სიგარეტი გაქვს? - შენ ხომ არ ეწევი? - ეხლა მომინდა.. სიგარეტი მსხვილ ტუჩებს შორის მოაქცია და სანდროს ხელთან სახე ახლოს მიიტანა,რომელსაც სანთებელა აენთო. - რას აპირებ? თქვა სანდრომ და ანასტასიას შესიებულ თვალებს შეხედა. - არაფერს,რა უნდა ვქნა.. დათამ კარიერას დაემშვიდობეო,საერთოდ კარგ ცხოვრებასო.. გუშინ დემეტრე დავიბარე და ვუთხარი რომ არ მიყვარს,დათა გვერდითა ოთახიდან ისმენდა ამ ყველაფერს.. - მაგ ახვ*რმა როგორ გაბედა და შენზე ხელი როგორ ასწია? - არაუშავს. - ფუ ამის დედას შევე*ი,რას ჰქვია არაუშავს ტასო? ეხლა ისე მინდა მაგის და მაქსიმე გადატ***ნა ერთმანეთზე რო - სანდრო,არ გინდა.. მართა გყავს მისახედი,მეორე კიდევ შენც არ გაგიფუჭოს საქმე სამსახურში... ხომ ხედავ ხმების უმრავლესობა მას აქვს,უჭველად პრეზიდენტად აირჩევენ,შენ ნუ დაძაბავ მასთან ურთიერთობას... ისედაც მაქსიმესთან არც ისე კარგად გაქვს საქმე. - აბა მაგ ნაბ***რმა ესე უნდა ასწიოს შენზე ხელი,როცა მოესურვება? - იმედი მაქვს,არა.. ნერვიულად ჩაწვა სიგარეტი საფერფლეში და თვალები დახარა. _____ - როგორ გაბედა იმ პატარა ძუკნამ ასეთი ამბების დატრიალება?! - მივხედავ ყველაფერს,მამა. - რას მიხედავ?! შენ თავი რიგითი მოქალაქე ხომ არ გგონია,პრეზიდენტობის კანდიდატი ხარ,კანდიდატი!! ხელი დაარტყა კაცმა მაგიდას და წარბშეკრულმა გახედა მის წინ მდგარ შვილს. - ამ აგორებულ ჭორებს,ყველაფერს გავაყალბებ,ცოლად მოვიყვან და ყველა გაჩუმდება. - შენ რა,ცოლად მოგყავს ის ნათრევი ქალი? კაცი სკამიდან წამოიწია და ხელებით მაგიდას დაეყრდნო,დიდრონი ცისფერი თვალები დაატრიალა,რომელიც სიმკაცრეს და ბრაზს ერთად ანთხევდა. - ქალების მეტი რა არის?! რაღა ეგ ბო*ი უნდა მოიყვანო?! - მიყვარს ანასტასია. - ოხ.. უყვარს.. იცი რას გეტყვი?! შენი რომეო და ჟულიეტობა დამთავრდა,როცა თინეიჯერობის ასაკიდან გამოხვედი! მილიონჯერ მითქვამს შენთვის!!! იღრიალა კაცმა და სკამზე ნერვიულად წამოჯდა,ხელში სიგარა მოიმარჯვა და ზედიზედ რამდენჯერმე მოწია. - ყველაფერს მოვაგვარებ! მორჩა მამა,წავედი! - სად წახვედი?! - თათბირი მაქვს,სად წავალ?! - იცოდე,შენ თუ ჩემს გვარს შეარცხვენ,ჩემს წვალებას წყალში ჩამიყრი და ყველა დამცინებს,ჩემი შვილი აღარახარ,გასაგებია?! - გავიგე!!!! იღრიალა დათამ და კარი მიიჯახუნა,კიბეები სწრაფად ჩაირბინა,მანქანის გაზს მიაწვა და მთელი სისწრაფით მოშორდა სახლს. _____ - შეხედეთ,ანასტასია ახვლედიანი... - უსირცხვილო,აქ როგორ მოვიდა?! - ნახე,თავი ისე უჭირავს ვითომ უკვე პირველი ლედი მყავდეს. - და ვითომ ჯერ არც უღალატია ქმრისთვის.. - თან,გაიგე ვისთან? - ვისთან?! - ვიღაც კრიმინალთან,ქურდთან... ღმერთო,ასეთ კაცს რომ უღალატებ... - გაჩუმდით,გვიახლოვდება. - მე ვიცი რაც უნდა ვქნა.. თქვა მაღალმა შავგვრემანმა გოგომ,ჟურნალები პირდაპირ დახლზე დადო სადაც ანასტასიას და დემეტრეს სურათები იყო ათასი საშინელი წარწერით. - ბატონ დათას გადაეცით,რომ მოვედი. თქვა ქალმა და დახლს დახედა. - ახლავე დავრეკავ. - ეს რა არის?! თვალებგაფართოებულმა დახედა ჟურნალებს,ერთი მეორის მიყოლებით რომ ჩამწკრივებულიყო ლამაზად,შავგვრემანის უკან გოგოები კი კისკისს აუყვნენ და ანასტასიას წინ მდგომმაც არ დააყოვნა სიცილნარევი ირონია.. - დიახ,ჟურნალებს ვკითხულობთ,როცა საქმე არ გვაქვს ხოლმე. ქალმა თვალები დახუჭა,ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო დათას კაბინეტისკენ უნდა აეღო გეზი,მაშინვე შემოტრიალდა და ერთი ხელის მოსმით გადმოყარა ჟურნალები,რომლებიც აქეთ იქით ცვიოდა და ყველა თვალს აყოლებდა შეშინებული. ტასო კოფტის ღილებში ჩასწვდა ქალს და მთელი ძალით მისკენ მისწია. - კიდევ ერთხელ გაბედავს აქ რომელიმე მსგავს რამეს,სამსახურს კიარა,ცხოვრებას დაემშვიდობებით,შენი ჩათვლით,გასაგებია?!!! შავგვრემანმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა,თანხმობის ნიშნად თვი დააქნია და მის უკან მდგომ დათას მიაპყრო თვალები. - ანასტასია,ჩემს კაბინეტში შევიდეთ, უკნიდან მისი ბოხი ბარიტონი გაისმა,ტასომაც ქალს ხელი ნელნელა გაუშვა და კოფთის ცალი ღილი შეუსწორა. - შევიდეთ. თქვა ანასტასიამ და უკან მოუხედავად დაიძრა კაბინეტისაკენ ქუსლების კაკუნით. - აქ რისთვის მომიყვანე,შენმა იაფფასიანმა ძუკ*ა თანამშრომლებმა რომ დამცინონ?! - მანდ დაჯექი. ხელი სკამისკენ გაიშვირა და თავის სავარძელში მოთავსდა. - არ მინდა,ვიდგები. - რაიყო,გიკვირს,რომ ვინმე შენზე ლაპარაკობს ან დაგცინის?! ზედმეტები მოგივიდა,ქაჯივით არ უნდა მივარდე ყველას და თმით არ უნდა ითრიო,იცოდე ვიცი საცოლე ხარ და გაუფრთხილდი ჩემს სახელს. - რისთვის დამიძახე თქო,კიდევ ბევრჯერ გკითხო? - როგორც გითხარი,ცოლად გამომყვები თუ არა,იმ დღიდან დაემშვიდობები კარიერას თქო,ამას ეხლა იმიტომ გახსენებ,რომ ზუსტად ხუთ დღეში შედგება ჩვენი შეუღლება,ამიტომ პროცესებს შენ ნუ ჩაიბარებ,არავის საქმეს აღარ მოკიდო ხელი. - ჩემი სამსახური შენ ხელს გიშლის?! ათას ადამიანს,განსაკუთრებით ქალებს ვეხმარები,არცერთი პროცესი არ წამიგია,ყველა ჩემთან იმ იმედით მოდის,რომ მათ დავეხმარები და შენ გზას მიჭრი? - შენზე უკეთესი ადვოკატებიც არიან თბილისში,თავი ვინმეზე მეტი ნუ გგონია. შენ წახვალ,სხვა მოვა. მორჩა. - ცოლად რისთვის გინდივარ?! სამაგიეროს გადახდის გამო დგავ ამხელა ნაბიჯს?! - მე გითხარი,არაფერი შეგრჩება თქო.. შენი ბედნიერი ცხოვრება დამთავრდა,აი ჩემი კი მალე დაიწყება. - შენზე საცოდავი პრეზიდენტი კიარა, შენზე საცოდავი კაცი ამ ქვეყნად არ იქნება,თუ გგონია მაგ ყველაფრით რამეს მიაღწევ. - მაგასაც ვნახავთ. - იცი რა?! ძალიან ბედნიერი ვარ,არსებობს ადამიანი ვინც სიგიჟემდე მიყვარს და მეც იგივე ვიგრძენი მისგან,აი შენ კი მაგას ვერასდროს იგრძნობ,ვერასდროს მიიღებ საპასუხო სიყვარულს და ეგ იქნება შენი ყველაზე დიდი საცოდაობა,დათა. ჩანთას ხელით დასწვდა და კაბინეტი დატოვა. დათას მუშტები ძლიერად შეეკრა და მაგიდიდან ყველაფერი გადაესროლა,სკამები აატრიალა და ფანჯარას მიუახლოვდა,ხმაურზე მაშინვე მდივანი შემოვარდა,რომელსაც ისე უღრიალა,გოგო შიშისგან ლამის იქვე წაიქცა. - მაპატიეთ... თქვა გოგონამ და ძირს დაცვენილი ნივთების ალაგება დაიწყო. თვალი ქალისკენ გააპარა,წინ კი ანასტასია წარმოუდგა,თვალები რამოდენიმეჯერ დაახამხამა და ისევ რეალობას დაუბრუნდა,გული გამალებით უცემდა. გოგონა კი მის წინ ტრიალებდა და მის გამჭოლ მზერას გრძნობდა,ცოტა დაბნეულიყო კიდეც და თვითონაც აპარებდა თვალებს. - მოიცადე,შეეშვი მაგ ქაღალდებს. გოგონა ფეხზე წამოდგა და ახალი დავალების მოსასმენად მოემზადა,დათა მას მიუახლოვდა და ყელზე შემოხვია თლილი თითები. მის სახეს კარგად დაკვირვებოდა,ანასტასიას მსგავსად მსხვილი ტუჩები და აპრეხილი ცხვირი ჰქონოდა,თვალები გაუსწორა თუარა შეცბა,ვერ ხვდებოდა კაცი რას აკეთებდა. - მოგწონვარ?! თქვა მამაკაცმა და ქალის კისერს ხელები უფრო მჭიდროდ ჩაავლო. - გეკითხები!!! იღრიალა კიდევ ერთხელ და ქალის ეშმაკურმა მზერამ არ დააყოვნა. - დიახ,თავი დააქნია და ნერწყვი გადაყლაპა. დათა მაშინვე მის ტუჩებს დააცხრა,მომენტებში წარმოედგინა,თითქოს ანასტასია ყოფილიყო,ქალიც არ ეწინააღმდეგებოდა,ისიც კოცნაშივე ჰყვებოდა და ხელები მოეხვია მისი განიერი,დაკუნთული მხრებისთვის. კოფტის ღილები შეუხსნა და მკერდს შორის ჩაასრიალა ენა,ხელით კაბის ელვა შეხსნა, თითები საცვლის ქვეშ ჩაუცურა და მის კანზე ირონიულად ჩაეღიმა. - უკვე დასველდი პატარა კახპა? ბურუსიდან ისევ გამოეხვია,ღრმად ჩაისუნთქა და ქალი ერთი ხელის კვრით მოიშორა. - გაეთრიე აქედან,თქვა და სავარძელს დაუბრუნდა. _______ - აი აქ გამიჩერე რა,თქვა გოგონამ და ღვედი შეიხსნა. - მარიამ,აქ რა გვინდა? გაოცებულმა მართამ გადაიხედა გზის მეორე მხარეს,სადაც ბაიკერები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს,მარიამი კი თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა,თითქოს ვინმეს ეძებდა. - მეგობარი უნდა ვნახო. - შეყვარებული გყავს? - არა არა მართლა ჩემი მეგობარია.. ოღონდ ტასოს არ უთხრა გთხოოოვ... თვალები დააწვრილა გოგონამ და მართაც დათანხმდა. - დაგელოდო? - არა არა,წადი,მე ცოტა გვიან დავბრუნდები, - კარგი. - ხომ არ ეტყვი ტასოს? - არ ვეტყვი,ოღონდ არ დალიო და ძალიან არ დააგვიანო. - კარგიიი. გასძახა მარიამმა და გზის მეორე მზარე გადაკვეთა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.