შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეცხრე)


6-08-2018, 01:18
ავტორი sofikela
ნანახია 2 762

თბილისამდე ისე ჩამოვედი, ვერაფერი გავიგე. გზას ვუყურებდი, თუმცა ფიქრები სხვაგან გამირბოდა. ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს პირველად მომეწონა ვიღაც, თითქოს აქამდე ეს გრძნობა არ განმიცდია, თუმცა, ჰო , ეს გრძნობა სრულიად განსხვავებული იყო, საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი და ვიცოდი, ახალი ეტაპი იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში. ეტაპი, რომელიც წინა ურთიერთობისგან განსხვავებით, ტკივილსა და იმედგაცრუებას არ მომიტანდა. თათია გამახსენდა. გოგო, რომელიც ჩემი ცხოვრების თანამგზავრი მეგონა. გოგო, რომელთანაც უამრავი მოგონება მაკავშირებდა, თუმცა, მისი სახის გახსენებისას, სურათი თითქოს ბუნდოვნდებოდა და მის ნაცვლად, წაბლისფერთმიანი მიდგებოდა თვალწინ.
ის დღე გამახსენდა, ჩვენი ბოლო შეხვედრა. მივდიოდი მასთან შესახვედრად და ჯიბეში ბეჭედი მეგულებოდა, ბეჭედი, რომელიც ჩვენი სამომავლო გეგმების შესრულებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა. მისი საყვარელი რესტორანი შევარჩიე, ვახშმისთვის ის კერძები შევუკვეთე, განსაკუთრებით რომ უყვარდა. სახლთან ველოდი, გული გამალებით მიცემდა, იმიტომ კი არა, რომ მის პასუხში ეჭვი მეპარებოდა, უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთ დღეს ყოველთვის ახლავს ღელვა.
გამოვიდა, თმა არეული ჰქონდა, ტანსაცმელი მოუწესრიგებელი, თვალები ჩაწითლებული. ყველანაირი გეგმა და წინასწარმომზადებული სიტყვა დამავიწყდა, მივვარდი და ვკითხე, რატომ იყო ამ დღეში :
- თათუ, რა დაგემართა? რამე მოხდა?
- სანდრო, უნდა ვილაპარაკოთ.
- ვილაპარაკოთ, მითხარი , რა მოხდა, ყველა პრობლების მოგვარება შეიძლება, ხომ იცი?
- სანდრო ...
- შენებს მოუვიდათ რამე? თქვი, თათუ, რამე მითხარი..
- უნდა დავშორდეთ, სანდრო..
- თათია, ნორმალურად ამიხსენი, რა ხდება ?!
- მივდივარ, სანდრო, შემოთავაზება მივიღე გერმანიიდან..
- რა შემოთავაზება, თათია, მე რატომ ვიგებ ახლა ამას?
- დიდი ხანია, ამას ველოდები, რამდენჯერმე ვცადე, მაგრამ არაფერი გამოდიოდა, ამჯერად დადებითი პასუხი მომივიდა სანდრო, ვისწავლი და თან გერმანიის ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში სტაჟირებასაც გავივლი.
- იქნებ გეკითხა, თათია, იქნებ მეც ვცვლიდი გეგმებს, იქნებ მეც მოგყვებოდი? არ უნდა მცოდნოდა? არ ვიმსახურებდი? უცხო ვარ შენთვის?
- არა, სანდრო, შენ ვერ გამიგებდი, შენ ოჯახს ვერ დათმობდი ჩემ გამო, ვიცოდი, როგორი რეაქციაც გექნებოდა და ამიტომაც არ გითხარი, ყველაზე სწორი იქნება, აქ და ახლა დავასრულოთ ჩვენი ურთიერთობა და მერე..
- რა მერე, თათია, რა მერე...
- მერე დრო გვიჩვენებს - თქვა და თავი ჩახარა, თვალებში ვეღარ მიყურებდა.
- სწორი ხარ თათია, სწორადაც გიფიქრია, არასწორი ვიქნებოდი შენ გამო რომ დამეთმო ჩემი მიზნები, გეგმები, მიმეტოვებინა ოჯახი.. გოგოს გამო, რომელმაც ცხოვრების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე მიიღო, აზრის კითხვაც კი არ ჩათვალა საჭიროდ..
- სანდრო, ნუ მეუბნები ასე, ასე ნუ მელაპარაკები, ასეთი თვალებით ნუ მიყურებ, ხომ იცი ,მიყვარხარ, გასულ სამ წელში , შენთან გატარებული ყველა დღე, ერთმანეთზე უკეთესი იყო, მაგრამ ასე უფრო სწორი იქნება ჩვენთვის, შენთვის, ჩემთვის, ჩვენი მომავლისთვის..
- ჩვენი მომავალი აღარ არსებობს, თათია, ახლა უკვე ჩვენი მომავალი ცალ-ცალკე არსებობს.. ბედნიერი იყავი, ეცადე და ბედნიერი იყავი... არ ვიმსახურებდი, აქ და ახლა ამას არ ვიმსახურებდი, მაგრამ იყოს, როგორც გინდა.. არ იქნება მარტივი შენი და ჩვენი ურთიერთობის დავიწყება, იმ სამი წლის დავიწყება..
- სანდრო, მისმინე..
აღარ ვუსმენდი, აღარც მისი თვალების დანახვა მინდოდა, თვალების, რომლის დანახვისას გულში სითბო მეღვრებოდა, მივდიოდი და ფეხქვეშ მიწა მეცლებოდა, მასთან არა, ახლა უკვე ჩემს თავთან მქონდა ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა, ვერაფრით მივხვდი, რის გამო მოიქცა ასე. ვერ შევძელი, მისთვის ნაყიდი ბეჭდის თავიდან მოშორება. სწორედ იმ დღეს შევეშვი ფიქრს წოდორეთში სახლის აშენებაზე. სახლის, სადაც ჩვენს სამომავლო ცხოვრებას წარმოვიდგენდით ხოლმე. ტკივილი და იმედგაცრუება არ ნელდება, უბრალოდ მასთან ერთად ცხოვრებას ვსწავლობთ ადამიანები. ვისხენებდი ყველაფერს, მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, რატომ ვგრძნობდი ახლა სიმსუბუქეს, განცდას, თითქოს ეს გვერდი სამუდამოდ გადავფურცლე და აღარასდროს მივუბრუნდებოდი. მისი სახის, თვალებისა და კანის სურნელის გახსენებისას, თითქოს, ძველებური გრძნობა აღარ მეუფლებოდა, გული აღარ მიჩქარდებოდა, სიყვარულს კი არა, ბრაზსაც აღარ ვგრძნობდი მის მიმართ. თითქმის ორი წელი იყო გასული ამ ამბის მერე. ისევ გამიჩნდა ინტერესი საპირისპირო სქესის მიმართ, შიში, რომელიც ახალ იმედგაცრუებას უფრთხოდა, ბნელ კუთხეში დაიმალა და ჩემი ფიქრები წაბლისფერთმიანისკენ წავიდა. ახლა მივხვდი, რას გულისხმობდნენ ბიჭები, როცა „ყინულის ლღობაზე“ მელაპარაკებოდნენ.
საათი სამის ოც წუთს უჩვენებდა, მანქანა ავტოფარეხში რომ დავაყენე და კიბეებს ავუყევი. ჩემებთან შუქი ენთო. მაიამ იცოდა, რომ ბიჭებთან ერთად ქალაქგარეთ ვიყავი გასული და როგორც ყოველთვის, ჩემს დაბრუნებამდე თვალს ვერ მოხუჭავდა : „კიბეებზე ამოვდივარ, მაიკო, დაიძინე“ მივწერე და გასაღები მოვარგე კარს. ცხელი შხაპისა და ძილის გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ისე გათენდა, მეგონა, სულ რაღაც ნახევარი საათი მეძინა-მეთქი.
ტელეფონის ზარმა გამაღვიძა :
- რაო, გეგუშ, შაბათს მაინც რატომ იღვიძებ ასე ადრე?
- რა ადრე, ბიჭო, თითქმის ორი საათია.
- ვახ, მართლა? - გავიკვირვე და მაჯაზე დავხედე საათს.
- ჩვეული შაბათობა, სანდრინიო, დაგავიწყდა? მცხეთაში მივდივართ დღეს, ოღონდ მანქანების გარეშე.
- დღეს ნამდვილად ვარ დალევის ხასიათზე.
- გუშინდელი ამბებიც მაინტერესებს, ხომ გახსოვს?
- ზურა და თორნიკეც იქნებიან ?
- ჰო, აბა?!
- კარგი, გამომივლი,ხო?
- აბა, რას ვიზამ, სანდრინიო.
- კარგი, ავდგები ახლა და მოვემზადები.
ტელეფონი გავთიშე და ზლაზვნით წამოვდექი. წყალი გადავივლე და ყავა მოვამზადე. ლეპტოპი გავხსენი და სოციალურ ქსელში შევედი. ახლა უკვე წაბლისფერთმიანი ლექტორის სახელი და გვარი ვიცოდი და მისი პირადი გვერდის პოვნას ვეცადე. დიდი ხანი არ დამჭირვებია. ფოტოებისა და პოსტების ძირითადი ნაწილი ან დაბლოკილი ჰქონდა, ან მხოლოდ მეგობრებს შეეძლოთ მათზე წვდომა ჰქონოდათ. რამდენიმე პოსტი შემხვდა, ისიც ფეხბურთზე და ჩამეღიმა, გამახსენდა, როგორ მითხრა, რეალის ჰიმნზე უკეთესს ვერაფერს ჩართავდი და რატომ გადახვედიო. წამოვდექი, ფანჯარა გავაღე და შემოდგომის ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე, აივანზე გავედი და ტელეფონზე შეტყობინენე ავკრიბე : „კარგ რთველს გისურვებთ, ლექტორო“ . პასუხმაც არ დააგვიანა „დიდი მადლობა, განწყობა ნამდვილად კარგი გვაქვს-ო“ მწერდა წაბლისფერთმიანი. ჩვენი მიმოწერა დიდხანს არ გაგრძელებულა, მოვემზადე და ჩვეული შაბათობის ჩასატარებლად წავედით . გეგამ ჯერ მე გამომიარა, მერე ზურა და თორნიკე ავიყვანეთ, ტაქსით მივდიოდით:
- აბა, დღეს რის ასორტიმენტს ისურვებთ? - გადმოგვხედა გეგამ.
- მცხეთაში მივდივართ და ქოთნის ლობიო არ უნდა ვჭამოთ? საუკუნეა ლობიო არ მიჭამია - შემოგვთავაზა თორნიკემ.
- მე არ ვარ წინააღმდენი, მთავარია დავლიოთ. დღეს თათიასთან სამუდამოდ გამომშვიდობების დღე მაქვს - მხიარულად გადავხედე ბიჭებს.
- რაო, სანდრო? მომესმა? - გაიკვირვა ზურამ - რამე მოხდა და არ ამბობ?
- არაფერი, ზურა, ახალი და განსაკუთრებული არაფერი, ჯერ-ჯერობით, უბრალოდ, მივხვდი, რომ თათიასთან დაკავშირებული ისტორია საბოლოოდ უნდა დავასრულო.
- აი, ეს მომწონს - მხარზე დამარტყა ხელი თორნიკემ.
- ახალი სასიყვარულო ისტორიის სუნი მცემს - თვალი ჩამიკრა გეგამ და დანიშნულების ადგილზეც მივედით.
რამდენიმე ჭიქა მქონდა დალეული, ლექტორისგან შეტყობინება რომ მივიღე, რთველმა კარგად ჩაიარაო მწერდა :
- ეს ის არის, ვინც მე მგონია ? - ჩემს ტელეფონში თავი ჩაყო გეგამ.
- ეგაა, გეგუშ, ეგ .
- რაო, რას გწერს?
- ჯერ-ჯერობით ისეთი არაფერი, ზოგადი საუბრებით შემოვიფარგლებით რთველზე.
- წარმომიდგენია, როგორი საინტერესო დიალოგი გაქვთ - ჩაიცინა თორნიკემ.
- რას ვიზამთ, ჩემო ძმაო, ყველას ცხვირწინ არ ჰყავს ყოველ დღე თავისი რჩეული, ზოგს მეტი შრომა უწევს - ვუთხარი და ის დრო გავახსენე, ლიკას რომ მისი ლექციები თავბრუს ახვევდა.
- ერთი რამ მაწუხებს ძალიან - დავიწყე სერიოზული ტონით - ტყუილით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, რამდენ ხანს შევძლებ იმის დამალვას, რომ ტაქსისტი კი არა, ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის მთავარი არქიტექტორი ვარ? არც ის მინდა, თავიდანვე მისი უნდობლობა დავიმსახურო, არც იმ ეტაპზე ვართ, დავისვა და ყველაფერი მშვიდად ავუხსნა. აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე - ვუთხარი ბიჭებს და არაყი სწრაფად გადავკარი.
- მართალია, ძმაო, ეგ ყველაფერი ძალიან ცუდია, მალევე უთხარი სიმართლე, აუხსენი, რა და როგორ იყო, მეეჭვება, ვერ გაიგოს - მხარზე ხელი დამარტყა ზურამ.
- ჰო, სანდრუშ, აბა, რა, მოუყევი , რა მოხდა სინამდვილეში, როგორ აღმოჩნდი იმ „გამოძახებაზე“ - მხარი აუბა გეგამაც.
- დავფიქრდები, კარგად დავფიქრდები და ისე მოვიქცევი. არ მინდა რაიმე შეცდომა დავუშვა, ამჯერად მაინც - ვუთხარი და ფანჯრიდან დანახულ სივრცეს მივაშტერდი.
სოფოს შეხვედრის იდეა შევთავაზე, თითქოს ყურძენი მინდოდა ძალიან, არ შემწინააღმდეგებია, დახვედრაზე უარი მითხრა, კონკრეტულ დღეს შეხვედრაზე არ შევთანხმებულვართ, მაგრამ ამ თემაზე საუბარი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული და ეს იმედს მაძლევდა. რამდენიმე საათი ისე გავიდა, ვერც მივხვდი. შეზარხოშებულმა თავი ვერ შევიკავე და ისევ მივწერე შეტყობინება, არ დავმთვრალვარო, მწერდა:
- „მთვრალი არა, დალეული ვარ-ო“ . წარმოვიდგინე როგორ შეიძლებოდა ეს წინადადება ეთქვა, გამეცინა და თავი უკან გადავწიე. გარდა იმ დადებითი ენერგიისა, რაც მისგან მოდიოდა, ლექტორი საოცარი იუმორის გრძნობით გამოირჩეოდა და ეს კიდევ უფრო მიზიდავდა მისკენ. მალე დამემშვიდობა, ცოტაც და ტელეფონს ხელიდან გამომგლეჯენო, გამაფრთხილა. ვიეჭვიანე, ყველაზე ვიეჭვიანე ვინც მასთან ახლოს შეიძლებოდა ყოფილიყო, მისი ხმა გაეგო.
საკმაოდ გვიანი იყო, სახლებში დაბრუნება რომ გადავწყვიტეთ. ისევ ტაქსი გამოვიძახეთ, ფხიზელი არ ვიყავი, მაგრამ ბიჭებს შორის, ყველაზე ნორმალურად გამოვიყურებოდი და მძღოლს ჯერ მათი მიყვანა ვთხოვე. ის იყო, ჩემი ქუჩისკენ უნდა ამეხვია, მისამართი შევცვალე და სულ სხვა მხარეს გადავწყვიტე წასვლა.
ისევ ნაცნობი ქუჩა, ისევ ნაცნობი კორპუსი..
ინსტინქტურად ნომერი ავკრიბე და გაბმული ზუმერის შემდეგ ნაცნობი ხმაც მოისმა:
- გისმენთ.
- საღამო მშვიდობის, ელენე.
- სანდრო, შენ ხარ? - იკითხა გაკვირვებულმა გოგონამ.
- როგორც ჩანს, არ დაგვიწყებია ჩემი ხმა.
- რამდენი ხანია არ შევხვედრილვართ, სანდრო, ხომ მშვიდობაა? - შეშფოთება დაეტყო ხმაზე.
- ორი წელია, ელენე, ზუსტად ორი წელი. რაც თათია გერმანიაში წავიდა, იმის მერე აღარ მინახიხარ, არადა, ერთ დროს, ჩვენი შეხვედრები ყოველდღიური იყო.
- სანდრო, ხომ იცი, არ ვამართლებ თათიას საქციელს, მაგრამ ისევ ისეთი დამოკიდებულება მაქვს შენდამი, როგორიც ადრე.
- იცოდი, ელენე, შენც ყველაფერი იცოდი და არ თქვი, დამიმალე.. - ჩამიწყდა ხმა - მაგრამ ახლა ამის გარჩევას არ ვაპირებ, აღარ ვაპირებ... რაც ამ თემას უკავშირდება, არაფერზე აღარ მინდა საუბარი. დღეს მივხვდი, ეს ამბავი საბოლოოდ დასრულდა ჩემთვის. იცი, ბრაზსაც კი აღარ ვგრძნობ მის მიმართ. უცნაური სიმსუბუქე დამეუფლა რამდენიმე დღეა და მხოლოდ დღეს მივხვდი, ეს იმიტომ, რომ მისგან საბოლოოდ გავთავისუფლდი.
- ვინმე ახალი გამოჩნდა შენს ცხოვრებაში, სანდრო?
- ჯერ არა, ჯერ არფერია სერიოზული ლენაჩკა, მაგრამ აუცილებლად იქნება - წაბლისფერთმიანის სახე გამახსენდა და გამეღიმა.
- გამიხარდება, სანდრო, შენზე გაგებული ყველა კარგი ამბავი გამიხარდება, ხომ იცი? მშვიდი ხმით მითხრა გოგონამ.
- ვიცი, ლენ, ვიცი. ერთი რამე მინდა გითხრა და თათიას გადაეცი. ახლა ნამდვილად მთელი გულით ვუსურვებ ბედნიერებას. ვუსურვებ, ის გზა, რომელიც მან აირჩია, სწორედ ის აღმოჩნდეს, რასაც ამდენი ხანი ეძებდა. უთხარი, რა, აუცილებლად უთხარი, სანდრო გიორგაძე სამუდამოდ განთავისუფლდა შენგანთქო - ჩავძეხე ტელეფონში და საოცარი გრძნობა დამეუფლა. გრძნობა, რომელიც დიდი ხანია აღარ განმიცდია.
- გადავცემ, სანდრო, რომ დამირეკავს, აუცილებლად ვეტყვი. ხანდახან მგონია, რომ ნანობს თავის საქციელს. ან ახლა თუ არა, აუცილებლად ინანებს მომავალში - გულისწყვეტით მითხრა ელენემ.
- არავინ იცის, რა როგორ მოხდებოდა, ეგ გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, მაგრამ იცი, ახლა მადლობელი ვარ მისი.
- წარმატებები, სანდრო - მითხრა და მივხვდი, ჩვენი საუბარი დასასრულს უახლოვდებოდა.
- კარგად, ლენ, მეც ყოველთვის გამახარებს, შენზე გაგებული კარგი ამბები - ვუთხარი მშვიდად და ტელეფონი გავთიშე. იქვე მდგარ, მომლოდინე ტაქსში ჩავჯექი :
- ახლა კი ნამდვილად სახლში მივდივართ - ვუთხარი, ფანჯარა ჩამოვწიე და ცივი ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე.



№1  offline წევრი დარინა

ისეთი კატგი წყვილია არ მინდა რომ ეს უწყინარი ტყუილი არასწორად გაიგოოოს იმედია სანდრო ყველაფერს მოუყვებაააა, უხდებიან ერთმანეთს და ველოდები კიდევ უფრო როდის დათვება მათი ურთიერთობაააა.

 


№2  offline წევრი sofikela

დარინა
ისეთი კატგი წყვილია არ მინდა რომ ეს უწყინარი ტყუილი არასწორად გაიგოოოს იმედია სანდრო ყველაფერს მოუყვებაააა, უხდებიან ერთმანეთს და ველოდები კიდევ უფრო როდის დათვება მათი ურთიერთობაააა.

ძალიან დიდი მადლობა ^_^
მიხარია, რომ მოგწონთ <3

 


№3 სტუმარი სტუმარი თამარი

დღეს არ დაიდება?

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

გაგრძელებას როდის დადებთ? ძალიან მომეწონა ???????? და დამაინტერესა...

 


№5  offline წევრი sofikela

სტუმარი ანა
გაგრძელებას როდის დადებთ? ძალიან მომეწონა ???????? და დამაინტერესა...

დიდი მადლობა დაინტერესებისთვის, დღეს დაიდება <3

სტუმარი თამარი
დღეს არ დაიდება?

დღეს დაიდება <3

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

ყველა თავი წავიკითხე ახლა და ძალიან სასიამოვნო იყო.... იმედია მალე დადებ და თავებსაც გაზრდი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent