სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ.(სრულად)
-არის სახლში ვინმე?რატომ არავინ არ მეხმიანება? უუუუუ, ვინმე სტუმარს მომხედავთ? -გიორგი?ჩემი გიორგის ხმა მესმის,ჩემი შვილი მოვიდა.ქოთქოთით გამოვიდა სამზარეულოდან მაღალი ქერა ძალიან ლამაზი ქალბატონი,წინსაფარი ჰქონდა აფარებული და გაშლილი ხელებით მიდიოდა შუა სახლში ღიმილით მდგარ ასევე მაღალ მამაკაცისაკენ. -ჩემი მონატრება,როგორ მოენატრე დედას დედის სიხარულო,დედის მზის სხივო და დედას სიყვარულო.გიორგი როგორი შეცვლილი ხარ,სულ სხვანაირი ხარ. -მამა სად არის.იკითხა ღიმილით გიორგიმ ოჯახის უფროსი. -მაღლაა,დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს და ნერვიულობს. -არაფერია სანერვიულო,მე როგორც კი მითხრა მოვაგვარე ყველაფერი და ვერ გავჩერდი წამოვედი,მინდა მის გვერდით ვიყო დღეს,რომ მის მტრებს დავანახო ის მარტო არ არის. -ჩემი ჭკვიანი შვილი,კარგი აზრია შვილო. -წავალ ვნახავ.კიბეებზე ადიოდა რომ დედამ შეაეჩერა. -მე დავუძახებ,თან უნდა ისაუზმოს და წნევის წამლები დალიოს. -კარგი,დაუძახე. -გოგიიი,ქმარუკააა გამოიხედე ვინ მოვიდა შეხედე.გოგიმ სათვალეები მოიხსნა,მაგიდაზე დადო და კარებისკენ წავიდა და კიბის თავზე დამდგარსაც შეამჩნია გიორგიმ როგორ აკიაფდა მის თვალებში სიხარულის სხივი. -მამა როგორ ხარ,ხომ არ დამიბერდი? -დიდი ბირიტანეთი ჩამოვიდა?ბატონო გიორგი როგორ ბრძანდებით,ასეთი მოულოდნელი და გაუფრთხილებელი ჩამოსვლა რას მივაწეროთ?კიბეებზე დინჯად ჩამოვიდა გოგი და მის წინ დავაჟკაცებულ შვილს გადაეხვია. -ხედავ როგორი შეცვლილია?თვალებში ცრემლი და სახეზე ღიმილი ჰქონდა დედას ქმარსა და შვილს რომ შესცქეროდა. -როგორ ხარ მამა,ჯამრთელობას ხომ არ უჩივი. -კარგად ვარ,ახლა შენ რომ შეგხედე მართლა კარგად ვარ.სულზე მომისწარი,კარგია რომ თავადაც აქ იქნები ამ შეხვედრაზე. -არაფეროი არ გაქვს სანერვიულო,ყველა მნიშვნელოვანი საბუთი მზად არის,ფული უკვე ჩარიცხულია. -რა ფული,რა საბუთები.გაკვირვებულმა შეხედა გოგიმ შვილს. -მამა ვიცი რომ აქციების 50%-ს ყიდი,ესე იგი შენს წილს. მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე,როგორც აქამდე კომპანია ისევ ჩვენი იყოს.არ მინდა სხვა ვინმე მომივიდეს უცხო და აქციები მე შევისყიდე.ეს კომპანია შენ დაარსე,შენ შეჰქმენი და შენ დაასაქმე უამრავი ადამიანი,არავის არ მივცემ უფლებას ამ კომპანიის არსებობაში ლოს და მეწილედ ჩაგიჯდეს.იმედია არ გამიბრაზდები რომ არ შეგეკითხე,მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო,მაგრამ უკეთესია აქ რომ გითხრა დამშვიდებული გულით რომ წახვიდე კომპანიაში.გოგი იდგა და ჯერ ვერაფერს ვერ ამბობდა სიხარულისგან და შემდეგ გიორგის სიამაყის თვალით შეხედა. -ვიცოდი,ვიცოდი რომ ამას გააკეთებდი,ჩემი შვილი ხარ,ჩემი ხასიათი გაქვს.მადლობა გიორგი. -ყველაფერს გავაკეთებ მამა,რომ შენი ნაშრომი სადაც შენი ახალგაზრდობა ჩადე არავის დავუთმო. -მჯერავს შენი,წავიდეთ ვაგვიანებ. -მამა არა,ჩვენ ერთად არ წავალთ,მე მივალ პირველი იქ და ვნახავ რა ხდება.თვალი ჩაუკრა მამას და წამოდგა.გოგიმ ამაყად გააყოლა შვილს თვალი და ტელეფონზე დარეკა. -,,სამშენებლო ოფისის ყველაზე ხარისხიანი ნაგებობა'' გისმენთ. -ქალბატონო ზანდა გოგი ვარ. -გისმენთ ბატონო გოგი.უპასუხა ქალის სანდომიანმა ხმამ. -მოვიდა სტუმრები? -ნაწილი მოვიდა და ნაწილი ალბად შემოგვიერთდება, ჯერ ადრეა კონფერენციის დაწყებამდე დრო გვაქვს. -კარგი,ვიცი ადრეა ჯერ მაგრამ ცოტა შემაგვიანდება და ნახევარი საათით გადაწიე შეკრება,თან ახალ უფროსსაც აგვიანდება და მანამდე მეც მოვალ,საცობში მოვხვდი. -კარგი ბატონო გოგი ყველას გავაფრთხილებ,ახლავეს შევალ საკონფერენციო დარბაზში. -მადლობა,ნამდვილი ჩემი მარჯვენა ხელი ხარ.ქალბატონ ზანდას ჩაეღიმა და მის ასაკთან შედარებით მოხდენილი ნაბიჯებით შევიდა საკონფერენციო დარბაზში და ყველა სტუმარი თუ თანამშრომელი გააფრთხილა,რომ ბატონი გოგი საცობში მოჰყვა და მალე აქ იქნებოდა,თან კომპანიის ახალი მფლობელიც მალე შეუერთდებოდა მათ.ამ ახალი ინფორმაციის მოსმენა ზოგიერთებისთვის სასიხარულო იყო და ზოგიერთებისთვის კი უსიამოვნო. გიორგი გოგაბერიშვილი 26 წლის,გოგი გოგაბერიშვილის ერთადერთი სიმდიდრე სამშობლოდან და ოჯახიდან დიდი ხნის განშორების შემდეგ უბრუნდება სამშობლოს,განათლებული და ნასწავლი,რომ მამის მიერ აშენებულ საქმეს სათავეში ჩაუდგეს და გააგრძელოს ღირსეულად მუშაობა მისივე სამშობლოში,მისი საყვარელი ხალხის გვერდით.გიორგის არავინ იცნობდა კომპანიაში,ის გოგიზე ადრე მივიდა და ისიც ერთ-ერთი სტუმარი ეგონა ქალბატონ ზანდას და ბოდიში მოუხადა. -ბოდიში,რომ ადრე მოგიწიათ მოსვლა,ბატონ გოგის ცოტა აგვიანდება,ის საცობში მოჰყვა. -არა უშავს,ნუ ნერვიულობთ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა დაველოდები მეც სხვასთან ერთად.თქვენ ბატონი გოგის მდივანი ხართ? -დიახ.მორცხვად უპასუხა ქალბატონმა გიორგის და მისი ადგილი დაიკავა,გიორგის კი ჩუმად ეცინებოდა.ხედავდა გოგონები როგორ ცდილობდნენ ყურადღების მიქცევას,მაგრამ ერთი თვალის გადავლებით არცერთი არ მოეწონა.მობეზრდა ერთ ადგილზე დგომა,ნელი ნაბიჯით დაუყვა ჰოლს და ყველაფერს ათვალიერებდა.ბოლოს გეზი საპირფარეშოსკენ აიღო სადაც უცნაური საუბრის მოწმე გახდა. -რას ფიქრობ, ანზორ ვინ უნდა იყოს კომპანიის უფროსი ალბად მისი შვილი დაბრუნდა. -რა სისულელეა,იმ ღლაპმა ბავშვმმა რა იცის კომპანიის მართვა ნუ გამაცინე. -რას ამბობ,ის ხომ მისი ერთადერთი მემკვიდრეა,თან არც ღლაპი არ არის 25 წლის ახალგაზრდაა,უცხოეთში მიიღო განათლება და საკმაოდ ნიჭიერია.მაგრამ გოგის არ უხსენებია რომ ის დაბრუნდა,ალბად ვინმე ჰყავს არჩეული კომპანიიდან. -არ მაინტერესებს არც გოგი და არც მისი შვილი.თამაზ დღეს გოგი გოგაბერიშვილი თავის ნებით დატოვებს დაკავებულ სკამს და თანამდებობას,იქ იმ სკამზე მე უნდა ვიყო და ამის გამო ყველაფერს გავაკეთებ და შენ მხარს დამიჭერ რათა კონტროლი შევინარჩუნო.ჩემი მიზანი მხოლოდ ეს არის და მეტი არაფერი,რომ გოგი ვიხილო განადგურებული. -რას ერჩი გოგის რა დაგიშავა მან,რატომ ივიწყებ იმ ყველაფერს რაც მას აქვს შენთვის გაკეთებული. -დღეს ყველა გაყალბებულ საბუთებს წარვუდგენ ყველას,რაც აღშფოთებას გამოიწვევს და ამასობაში მისი ანგარიშები განულდება.კომპანია გაკორტდება და იძულებული გახდებიან აქციები გაყიდოს რასაც მე შევიძენ და ყველაფერი ასე დასრულდება. -შენ ყველაფერი გათვლილი გქონია,მაგრამ რას ერჩი მას მე ეს არ ვიცი და ძალიან გთხოვ შენს ბინძურ თამაშში ნუ გამრევ მე.შენგან განსხვავებით,მე ვერ დავივიწყებ რა დახმარება გამიწია გოგიმ და როგორ დამიდგა გვერდში როცა ძალიან მიჭირდა.რამ გაგაბოროტა,რას ეხარბები გოგის ქონებას რომელმაც ამ ადგილზე რომ დაარსა ეს კომპანია მხოლდ ნანგრევები იყო. -არ ხარ ჩემს გვერდით? -არა,მე ვერ დაგიჭერ მხარს და ვერ ვუღალატებ იმ ადამიანს ვისაც ყველას გაჭირვება მიაქვს გულთან.გიორგი გაოცებული უსმენდა ამ ორი ადამიანის საუბარს და ამოიცნო ყველაზე ნაცნობი ადამიანის ხმა,რომელიც მისი საყვარელი ადამიანი იყო,მისი ნათლია.რა უნდა უწოდოს ასეთ ადამიანს,რომელიც დახარბებულია სხვის შექმნილ და აღორძინებულ კომპანიაზე.ეს საყვარელი ადამინი კი თურმე ერთი მლიქვნელი და ფულის მოყვარული ადამიანი ყოფილა.ვერ იჯერებდა,ადამიანს რომელსაც მამას ეჩიჩინებოდა მათი სამეგობროდან აეღო მაგალითი და მათი დაეჯერებინა და სწორედ ამ ადამიანს ჰქონდა განსაზღვრული კომპანიის განადგურება,როგორ თავგამოდებით იბრძოდა კომპანიის უფროსობისთვის.გაოცებული და ფერდაკარგული სახით დაბრუნდა უკან და დაუკაკუნებლად შეაღო გოგის კაბინეტის კარი,რაზედაც ქალბატონი ზანდა იქვე იყო ბატონ გოგისთან ერთად და რაღაც საბუთებს ახარისხებდნენ.გოგიმ სახეგაფითრებული გიორგი რომ დაინახა შეეშინდა და შეშინებულმა შეეკითხა. -კარგად ხარ? რა მოგივიდა შვილო,ღელავ? შვილოს გაგონებაზე ზანდას თვალები გაუფართოვდა. -არაფერია მამა,ზანდა დეიდა არავისთან არ თქვათ შეკრების დაწყებამდე ჩემი ვინაობა და მომისმინეთ ორივემ.ზანდამ დაბნეულად დაუქნია თავი და მის დაბნეულობაზე გიორგის ჩაეცინა. -ნუ ნერვიულობ,არ ვიქნები მკაცრი უფროსი.ნუ გააჩნია ვისთან როგორ,მაგრამ თქვენთან არა.ზანდას ცოტა გულზე მოეშვა გიორგის სიტყვებით. -რამ შეგაშინა,კომპანიის უფროსობამ? გახუმრება სცადა შვილთან გოგიმ. -მამა მომისმინე.გიორგის ხმა მტკიცე და შეუვალი იყო.-დღეს აქ რაც მოხდება,გთხოვ ხელი არ შემიშალო.დღეს რამოდენიმე შენი ძველი, ვითომ მეგობარი სამსახურს დატოვებს. -რა ხდება,გამაგებინე მეც ჩამაყენე საქმის ყურში.ანერვიულდა გოგი. -დღევანდელი დღე დამითმე,მხოლოდ ამას გთხოვ და სხვას შემდეგ დაწვრილებით მოგიყვებით ორივეს.დღეს კი მინდა ჩემი საყვარელი ნათლიის და შენი საუკეთესო მეგობრის ნამდვილი სახე დაგანახო.გოგის რაღაც უნდა ეთქვა,მაგრამ გიორგიმ ისევ შეაჩერა. -ახლა არა,ახლა არაფერი არ მითხრა გთხოვ მე თავად აგიხსნი ყველაფერს მოგვიანებით. -კარგი შვილო,ნუ ნერვიულობ მე შენ გენდობი და მჯერა შენი.ისიც ვიცი,რომ ტყუილად არ დაიჯინებ ამას რასაც მთხოვ,რაღაც მიზეზი გაქვს ვერ ვხვდები რა,მაგრამ მე შენ გენდობი.კარგი წავიდეთ.პირისპირ იდგა ორი ერთნაირი ასლის ადამიანი,მხოლოდ ერთს ჭაღარა ამშვენებდა და ერთმანეთს თვალებში უცქერდნენ. -თქვენ წადით პირველებმა,ზანდა დეიდა თქვენც მამას გაჰყევით და მე მოგვიანებით შემოვალ. -სწორი გადაწყვეტილებაა,ასე ეფექტს მოახდენთ ყველაზე.მოუწონა ზანდამ ჩანაფიქრი. -არა,ეს არ მადარდებს მაინტერესებს როგორ წავა შეხვერა და მე ვიცი თავად როდის უნდა შემოვიდე.მამა ამაყად დადექი,არ შეგაშინოს არავინის მუქარამ,აი სწორედ ამის გამო ჩამოვედი რომ დღეს მარტო არ იყო. -ვამაყობ შენით,უკვე აღარაფლის არ მეშინია.მშვიდად მიდიოდა მსჯელობა,რომ უკვე საქმე აქციებზე მივიდა და ბატონი ანზორი გამოვიდა სიტყვით. -ბატონო გოგი 70% აქციების უნდა გაიყიდოს,დარჩენილი 30% თქვენ მცირედი ადგილი გექნებათ თქვენს შექმნილ კომპანიაში. -რას ამბობ ანზორ.შენ წარმოდგება გაქვს რას წარმოადგენს ეს კედლები ჩემთვის?აღაშფოთა გოგი ანზორის გამოსვლამ. -პირდაპირ რომ ვთქვა,ეს კომპანია უკვე დიდი ხნის წინ უნდა გაყიდულიყო. -რატომ უნდა გაყიდულიყო,ვერ ვმუშაობთ?მოგება არ გვაქვს?გაუკვირდა გოგის. -ჩვენ ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ ავირიდეთ არეულობა და სკანდალები.მესმის რომ არა სასიამოვნოა პირდაპირ სიმართლის თქმა,მაგრამ რას ვიზამთ ესაა ერთადერთი სიმართლე,აქციები უნდა გაიყიდოს.ყველაზე კარგი გამოსავალი კომპანიისათვის ახლა ესაა. -ხომ არ მეტყვი ბატონო ანზორ კომპანიას გაყიდვით რა ბედი ეწევა ესპანეთში და იტალიაში ჩვენს ფილიალებს?არა,მე წინააღმდეგი ვარ. -ბატონო გოგი ჩვენ თქვენი თანხმობა საერთოდ არ გვჭირდება,უკვე ყველაფერი გადაწყვეტილია და კომპანიის ახალი მფლობელიც მე ვარ. ამაყად წარმოთქვა ბატონმა ანზორიმ.ვინ არის წინააღმდეგი კომპანიის გაყიდვის ასწიოს ხელი,სულ ოთხი ადამიანი?ვინ არის თანახმა დარჩეს ძველი უფროსი?ათი ადამიანი,გასაგებია. -არ სცდები ანზორ კომპანიას ჰყავს ახალი მფლობელი,ადამიანი ვინც ჩემი ყველა აქცია უკვე შეისყიდა,ადამიანი რომელიც ახლა უკვე 100%-იანი პაკეტის მფლობელია და მას ვერავინი ვერ შეეწინააღმდეგება სულ მალე ის თქვენს წინაშე წარსდგება.თითქოს ამ დროს ელოდა და დარბაზში გიორგი შემოვიდა. -მაპატიეთ დამაგვიანდა.თქვა გიორგიმ კაცრად. -აი კომპანიის ახალი მფლობელი ანზორ თუ კარგად გახსოვს ის შენი ნათლულია,ახლა კი შენს წინ დგას აქციების 100%-იანი პაკეტის მფლობელი ბატონი გიორგი გოგაბერიშვილი.გიორგიმ თავი დაუკრა ყველას და თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავა, სანამ დაჯდებოდა მის სკამზე არწივივით მრისხანე თვალი შეავლო სათითაოდ ყველას და ერთი შეხედვით ამოიცნო ყველას გამოხედვაში ზიზღიც,სიხარულიც და იყო რამოდენიმე რომლებსაც ნაძალადევი ღიმილი ჰქონდა სახეზე. -შეტყობინებები მომაწოდეთ უცხო ქვეყნებიდან შემოსული.გაიჟღერა გიორგის მტკიცე ხმამ. -მხოლოდ ერთი გვაქვს ბატონო გიორგი.მე ვფიქრობ,რომ მოქმედების გეგმა უცხო ქვეყნებთან უფრო უნდა დავხეწოთ.თუ მსგავს პროგრამას გავუშვებთ საჭირო იქნება.................გიორგიმ ვეღარ მოითმინა და პირში შეეჩრა მოსაუბრეს. -გინდა თქვენც და აქ მსხდომ რამდენიმე ადამიანსაც ცუდი დახასიათება გააგზავნოთ იმ ქვეყნებში სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და გინდათ მათმა შეწყვიტონ ჩვენთან ურთიერთობა ასე არ არის ბატონო ანზორ?თუ ბატონო ნათლია.გიორგის ახლოს მჯდარ მამაკაცს ფერი წაუვიდა,გიორგის კი ჩაეცინა ამაყად შეხედა პირდაპირ თვალებში ჭაღარა მამაკაცს,რომელსაც მისი თმასავეთ გათეთრებოდა სახე,მაგრამ ყურადღება არ მიაქცია ფეხზე წამოდგა და ისე გააგრძელა საუბარი. -ზოგისთვის შოკის მომგვრელი,ზოგისთვის უცნაური,ზოგისთვის შესაძლებელია სასიხარულოც იყოს ის რასაც ახლა ვიტყვი,მაგრამ გაჩუმებაც არ შეიძლება.ამ ადამიანს თავისი კომპანიის შექმნა უნდა, მამაჩემის ადგილიც უნდა და მამაჩემის სახელით უნდა იარსებოს.ყველაფერზე არის წამსვლელი,რათა მისი მიზნები შეასრულოს და ერთ დროს მე ეს ადამიანი ძალიან მიყვარდა,ეს სიყვარული კი სულ რაღაც ერთი საათის წინ დასრულდა.ეს არის თქვენი რამდენიმე წლიანი მეგობრობა?ერთი საათის წინ კარგად ჭკჭიკებდი გოგი გოგაბერიშვილის სკამი მე მეკუთნისო,აჰა აიღე და წაიღე სახლში ასე თუ მოგწონს ეს სკამი,მაგრამ არა სკამი კი არ გინდა ის სახელი და ტიტული უფრო გინდა რაც მამაჩემს აქვს,მაგრამ ვწუხვარ ნათლია,რომ ვერასოდეს ვერ დადგები მამაჩემის სიმაღლეზე.რატომ დუმხართ,შემედავე იქნებ ტყუილს ვამბობ რამეს და უდანაშაულო ხართ.ახ მამაჩემო რა სულზე მოგისწარი? აი შენი ერთგული მეგობრის ნამდვილი სახე,დაინახე ის მხოლოდ უნიღბოდ. -სცდები შვილო გიორგი.შეშფოთება და შიში იგრძნობოდა ანზორის ხმაში. -მოვითხოვ იტალიაში წარსადგენ ქაღალდებს,ვიცი რომ მზად გაქვს მსრთალია გაყალბებული მაგრამ მაინც გადავხედავდი.სანქციებს,ანგარიშებს ესენიც გაყალბებულია.ეს ჩვენი,ჩემი და მამას გაყიდვა არ არის ნათლია, ეს ყველას გაყიდვაა ვინც აქ მუშაობს.ის რისთვისაც მამაჩემი თავდაუზოგავი შრომით აღწევდა შენ,სწორედ შენ და ვინ იცის კიდევ ვინ დგას შენს უკან ამ ხალხიდან,მაგრამ არავის არ ვერჩი ჯერ-ჯერობით შენ,მისი საუკეთესო მეგობარი,შვილის ნათლია სურვილიც აღარ მაქვს ნათლია გიწოდოთ,მოინდომე მისი დაარსებული კომპანიის წართმევა და დაპატრონება. -ტყუილიააა. -არ არის ტყუილი,ჩემი ყურით რომ არ მომესმინა თქვენი საუბარი სხვას არ დაუჯერებდი.ტყუილით და თქვენი შეთითხნილი რაღაც საბუთებით გინდათ ამ ყველაფერს დაეპატრონოთ.განათლებული ადამიანი ხარ ნათლია და ადგილი შეარჩიეთ ხოლმე ასეთ მნიშვნელოვან თემებზე სად უნდა ისაუბრო,ამ ჰოლდინგში ასეთი ადგილები ვფიქრობ ბლომადაა.დღევანდელი შეხვედრა თქვენთვის უცხო პარტნიორებთან იყო განკუთვნილი რომელსაც თავად უნდა გაძღოლოდი,ამიტომ მე ვიზღუნებ დღეიდან ამ საკითხზე და თავად მოვძებნი ადამიანს ვინც ერთგულად მოგვემსახურება.იმედია ამის უფლება მაქვს,თავად ავირჩიო სანდო ხალხი ამ ჰოლდინგში.ყველა ჩუმად იჯდა და ვერავინი ვერ უბედავდა გიორგის სიტყვის თქმას. -ქალბატონო ზანდა ყველა შემოსავალ-გასავალიის ანგარიშები და სანქციები 5 წუთში ჩემს მაგიდაზე იყოს,ასევე დაიბლოკოს ახლავე ყველა კომპიუტერი და ჩატარდეს სრული შემოწმება,ამ შემოწმებით გამოვლინდება ვინ არიე კომპანიის ერთგული და ორგული მუშაკები,ასევე გამოვლინდება ვინ დარჩება ამ კომპანიაში სამუშაოდ და ვინ წავა.პატივს ვცემ თქვენს ასაკთან ერთად თქვენს თეთრ თმას,მაგრამ მე არ მჭირდება ისეთი ხალხი მყავდეს გვერდით ვინც მხოლოდ თეთრ კბილს მიჩვენებს და გული კი ბოღმით აქვს სავსე.გიორგიმ თავის პირად ადვოკატს დაურეკა და მისი შერჩევით ერთ სანდო პიროვნებას,რომელიც მართლაც 15 წუთში ჰოლდინგში იყო და ასრულებდნენ გიორგის მოთხოვნას. კომპიუტერებთან დაკავშირებით ამ შემოწმებამ მართლაც გასაოცარი შედეგი გამოიღო და ძალიან ბევრი უზუსტობები აღმოაჩინეს იმ ადამიანებთან,ვისთანაც გოგი მეგობრულად და ძმაკაცურად იყო.ძალიან ცუდად შეიქნა,რცხვენოდა გოგის რომ მას გიორგიმ აჯობა და ერთი გადახედვით გამოიცნო ვინ მუშაობდა მის გვერდით.გიორგიმ ის ზედმეტი ხალხი დაითხოვა და ახალი ვაკანსიები გამოაქვეყნა,რაც ჰოლდინგს ესაჭიროებოდა ახალი და განათლებული კადრები. შეკრება დასრულდა და ერთი კვირა ყველა ყურებჩამოყრილი დადიოდა,რადგან არავინმა არ იცოდა ვის მოუწევდა სამსახურიდან დათხოვა.ერთი კვირის შემდეგ შეიკრიბა ყველა ისევ და გიორგიმ ყველას წარუდგინა გაყალბებული საბუთები თავიანთი ხელწერით. -ყურადღებას ვითხოვ, მხოლოდ რამოდენიმე წუთით შეგაყოვნებთ მეგობრებო.როგორც იცით ჩატარდა შემოწმება,ვინც დაიმსახურა ამ კომპანიაში მუშაობა გააგრძელოს მას თავიანთ კომპიუტერში დახვდებათ მოსალოცი შეტყობინება.ვისაც არა,დღესვე ჩაალაგებთ თქვენს ნივთებს და ამ კომპანიის კარები მათთვის სამუდამოდ დაიხურება და დაივიწყებთ ამ ადგილს.მე არ ვაპირებდი ამ ყველაფრის გაკეთებას,თავად მიმიყვანეთ ამ ზომამდე. -დროული იყო ეს გაწმენდა გიორგი შვილო.საუბარში ერთი ასაკოვანი მამაკაცი ჩაერია.-რადგან ვიცი აქ ძალიან ბევრი შავი ტარაკანები არიან თავმოყრილი. -ჰოდა ახლა იმედია ისწავლიან ვის როგორ უნდა მოექცნენ,უნდა იცოდნენ,რომ ყველასთან ვერ გაუვათ თავიანთი გეგმები განახორციელონ. -მიხარია რომ მართლაც დროულად დაბრუნდი და მამას გვერდში დაუდექი.წარმატებებს გისურვებ შვილო. -მადლობა ბატონო ამირან დიდი მადლობა,მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველა არ ფიქრობს თქვენსავით. -არა უშავს,ისეთი სამსახური გაქვს მტერი გარეთაც გყავს და შიგნითაც,ფრთხილად იყავი კედლებზედაც თვალები უნდა გქონდეს.თუ რამეში დაგჭირდი,არ მოგერიდოს,მე ყოველთვის მოგისმენ და ჩემს რჩევას გაგიზიარებ. -გავითვალისწინებ აუცილებლად,ახლა კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია.ბატონებო იტალიაში ჩვენს ფილიალს,კომპანია ,,მანჩესტერს'' მათთვის ყველა მნიშვნელოვან საბუთზე ხელი აქვს მოწერილი ბატონ ემზარის და ბატონ ანზორის და არა მამაჩემს,ამისათვის ბატონი ანზორი და ბატონი ემზარი დათხოვილი არიან დაკავებული თანამდებობიდან.ახლა კი თქვენს ადგილებს დაუბრუნდით და ერთ საათში გელოდებით ისევ იმათ,ვინც დარჩება სამსახურში.შეხვედრამდე მეგობრებო.დაემშვიდობა ყველას და თავის კაბინეტში შევიდა,ზანდასთან ერთად სქელ საქაღალდეებში რაღაც საბუთებს ეძებდნენ,რომ კარი ვიღაცამ შემოგლიჯა და მხრებში ეცა გიორგის ორივე ხელებით,რაზედაც ზანდას შეეშინდა და იკივლა შიშისგან.გიორგის წინ გაფითრებული ანზორი იდგა და ყბა აკანკალებული უყვიროდა. -როგორ ბედავ და მე მანთავისუფლებ ამ კომპანიიდან,მე რომელსაც მთელი ჩემი წლები აქ მაქვს გავლილი. -და მთელი ეს წლები იმაზე ფიქრობდი როგორ ჩაგეგდო ხელში ეს სხვისი შექმნილი იმპერია. -როგორ მიბედავ.დორბლებს ყრიდა პირიდან ანზორი და უშვერი სიტყვებით ილანძღებოდა.გიორგი კი წყნარად იდგა და უსმენდა.ბოლოს დაიღალა ამდენი მუქარით და უწმაწური სიტყვებით,ყელში ამოუვიდა ანზორის ყვირილი და მრისხანედ დაიგვირგვინა ისე რომ მთელმა კომპანიის კედლებმა ექოთ გამოსცა მისი ხმა. -მე როგორ გავბედე და როგორ დაგითხოვე? და თქვენ? თქვენ როგორ გაბედეთ ის რაც გააკეთეთ.მოდიხართ პრეტენზიებით ვითომდა უდანაშაულო ხარ,იმის მაგივრად ამდენი დამამტკიცებელი საბუთი ხელში მიჭირავს ციხეში არ გიკარი თავი,მე მომვარდი და მემუქრები?როგორ მიყურებ თვალებში და პატიოსნებაზე როგორ მელაპარაკები სირცხვილი საერთოდ არ გაქვს?როცა დასაძინებლად წვები და შენს თავთან მარტო ხარ,თუ გიფიქრია როდისმე ვინ ხარ,უფრო სწორად რა ხარ,რა არსება ხარ და რატომ გაქვს ამოდენა ბოღმა გულში.რა დაგიშავა ჩემმა ოჯახმა,სიკეთის მეტი რა გვაქვს გაკეთებული.კიდევ მე ვარ დამნაშავე? გოგიმ ხელი მოკიდა გიორგის და უკან დასწია შვილი,ანზორს მხარზე ხელი დაარტყა მსუბუქად და წყნარად,ყოველგვარი აღელვების გარეშე უთხრა. -ანზორი შენს ადგილას ახლა ამ წუთში ნამდვილად არ ვინატრებდი ყოფნას,მაგრამ ერთ მინიშნებას მოგცემ ისევ და ისევ ძველი მეგობრობის ხათრით და განვლილი ლამაზი წლების სანაცვლოდ,დროზე გაეცალე აქაურობას,გიორგი არ არის ჩემსავით დამთმობი და მე უკვე აღარამაქვს ისეთი დიდი ძალა როგორც მას,მე ვერ შევძლებ შენს დაცვას და უკვე არც მევალება.ეს უკვე აღარ ითვლება ჩემს ვალდებულებებში,ამიტომ ჯობია აღიარო დანაშაული და წახვიდე ყოველგვარი ხმაურის გარეშე.გიორგიმ სულ რამდენიმე წუთში დაიწყნარა ნერვები და ზანდას სთხოვა. -ზანდა დეიდა ვიცი რომ თქვენც ინერვიულეთ,დღეს ყველასთვის მძიმე დღე იყო,მაგრამ გთხოვთ დღეს დავასრულოთ ყველაფერი და კიდევ შევკიბოთ ისინი ვინც დარჩნენ სამსახურში. -გეთანხმები მართლა შემეშინდა და გამეხარდა,ბატონი გოგი რომ გამოჩნდა და სიტუაცია მისი ჩარევით დამშვიდდა.ყველაფერი კარგად იქნება,დარწმუნებული ვარ კარგი უფროსი იქნებით. -მადლობა,ვნახოთ.გაეღიმა გიორგის. -წავალ დავუძახებ ყველას.ზანდამ წავიდა და რამდენიმე წუთში გიორგი ისევ შეხვდა თანამშრომლებს. -მეგობრებო გილოცავთ სამსახურში დარჩენას,ჩემი თხოვნაა მხოლოდ გავუგოთ ერთმანეთს და ერთგულად ვითანამშრომლოთ ერთმანეთის გვერდით.დღეს როგორც შეხედეთ ღვაწმოხდილი და თმაჭაღარა ხალხი არ დავინდე და გავუშვი სამსახურიდან ისეთები ვინც სულ მალე პენსიაში გავიდოდა,მაგრამ მინდა დაიმახსოვროთ,ჩემს ზურგს უკან ყალბ მოქმედებას არავის არ ვაპატიებ.ეს არ არის კომპანია რომელიც კარს უღებს მხოლოდ ბიძაშვილ-დეიდაშვილ-მამიდაშვილებს,ეს არის კომპანია,რომელიც კარს უღებს ყველა გამვლელ მოქალაქეს და ყველა ერთგულ თანამშრომელს.თითოეული თქვენთაგანი რომლებიც ახლა ჩემს წინ დგას,თქვენ მოგეცათ მეორე შანსი და მინდა მოგილოცოთ თანამდებობაზე დარჩენა.ასევე ძალაშია გამოქვეყნებული ვაკანსიები,რადგან გვესაჭიროება გამოცდილი-განათლებული და ნიჭიერი კადრები.აქ ნაყოფიერი მუშაობა თქვენზეა დამოკიდებული,თქვენს ერთგულებაზე და ჩვენს მეგობრულ დამოკიდებულებაზე რადგან აღვიდგინოთ შელახული სახელი უცხოელ პარტნიორებთან და მყარად დავდგეთ ფეხზე.კარგი და ერთგული მუშაობით გპირდებით ანსაზღაურებაც კარგი გექნებათ,მხოლოდ კიდევ და კიდევ გაფრთხილებთ ორგულობას არავის არ ვაპატიებთ ასაკისდა მიხედვით მაინც არ დავინდობთ.ყველას მდგომარეობსაში შევალ და ყველას დავეხმარები,მაგრამ არა მატყუარებს და ორგულებს.ძალიან გთხოვთ ერთმანეთში ჩამოვაყალიბოთ ნორმალური და ადამიანური ურთიერთობები.დაუბრუნდით თქვენს ადგილებს,უფალი გვფარავდეთ. გიორგი არ იყო მკაცრი უფროსი,მაგრამ მაინც ეშინოდათ მისი თანამშრომლებს.გოგი კი ამაყობდა შვილით და უფალს მადლობას წირავდა ყოველ დღე,გიორგის საქართველოში დაბრუნებისთვის. -გიორგი რატომ გაქვს ასეთი სტრაშნი შეხედულება,არადა კამფეტივით ბიჭი ხარ.უთხრა ერთ დღეს მისმა ბავშვობის მეგობარმა ბექა ჭკუასელმა. -ამართლებ გვარს ჭკუასელო,ჭკუა ხარ ცარიელი.ღიმილით უთხრა გიორგიმ. -არა,არა მართლა მაინტერესებს.რომ დაგინახავენ მოდიხარ,შორიდან უნდა შეხედო როგორ დაფაცურდებიან და ყველა კომპიუტერს აჩხაკუნებს. -რა აშინებთ,რა ბუას ვგევარ?აყვა ბექას ხუმრობაში გიორგიც. -ისე არასდროს არ ხარ ცუდ ხასიათზე და რას აკეთებ ამისთვის, მასწავლე მეც რომ ასე ხალისიანი ვიყო შენსავეთ. -ბექა მე ნოსტალგია და მონატრება სიმღერამ დამაძლევინა,როცა სული მხიარულობს თავისდაუნებურად ვმღერივარ,როცა ცუდად ვარ მაინც ვმღერივარ.ჩვენ დავიბადეთ ისეთ მხარეში,სადაც სულის სითბოა საჭირო.ყოველ ჯერზე როცა ვმღეროდი თითქოს იმ სიმღერის დროს ახლოს ვიყავი სამშობლოსთან,საყვარელ და მონატრებულ ხალხთან და უფრო მეტიც,ჩემს ბავშვობასთან.ამ ყველაფერს როცა იხსენებ თავისთავად იგრუზები,მაგრამ მე მაინც სიმღერას ვიშველიებდი დასახმარებლად და ვმღეროდი მანამ,სანამ არ ვიგრძნობდი რომ ყელში მოწოლილი ცრემლები გაჩერდნენ.უზომოდ მიყვარს თბილისი და არა მარტო თბილისი,მთლიანად მთელი საქართველო მისი შეუდარებელი ცამდე ასული მთებით.საოცარი სამშობლო გვაქვს,მიხარია რომ მე წილად მერგო ამ ჯადოსნურად ლამაზ მხარეში დაბადება და ეროვნებით ქართველობა მარგუნა უფალმა.მე მონატრება მკლავდა ბექა მთელი ეს წლები,რა დროც ვიცხოვრე უცხო ქვეყანაში.მაგრამ მოვიდა დრო,რომ მე ჩემს სამშობლოს და ჩემს ქართველ ხალხს ვემსახურო. -ვაუუუ,არ მეგონა ამოდება ნოსტალგიას თუ ატარებდი გულით.გაოცებული იყო ბექა. -ხანდახან თავს რომ ვერ მოვერეოდი,ღამის კლუბებშიც ავაჟღერებდი ხოლმე ქართულ მუსიკას და დიდ მოწონებასაც იღებდა.რამდენჯერმე შემომთავაზეს კიდეც დავრჩენილიყავი მასთან და მემღერა კლუბში,მაგრამ მერე ჩემი სამშობლო? ვერა,ვერაფერზე ვერ დავთმობდი მე მას ბექა. -გიორგი იქ რითინ ირჩენდი თავს,ძია გოგიმ რამდენჯერმე თქვა,არ მაძლევს ნებას დავეხმაროო. -დღე ვსწავლობდი და მდიდარი ბიჭის შთაბეჭდილებას ვტოვერბდი გოგოებში და ღამე ვმუშაობდი.ასე ვირჩენდი თავს.ერთ საღამოს ერთი მოხუცი ბებო შეწუხდა ქუჩაში და იქვე მდგარ გოგონას თხოვა იქნებ წყალი მომაწოდო ცუდად ვარო,მე იქვე ბიჭებთან ვიდექი და თან თვალყურს ვადევნებდი მოხუცის და გულქვა გოგონას საუბარს. -მერე რა მოხდა.დააინტერესდა ბექას გიორგის მონათხრობი ისტორიით. -მერე მოხდა ის რომ გოგონამ წყალი არ იყიდა, იქვე იყო მაღაზია და იქამდე მისვლა შეეზარა,გულშეწუხებულ მოხუცს ფული გაუწოდა თითქოს მათხოვარი მდგარიყო მის წინ.ბექა მოხუცებულს რამოდენიმე წვეთი წყალი უნდოდა სულის მოსაბრუნებლად,მოხუცმა ფულს დახედა,გამოართვა გოგონას გადახია და სახეში მიაყარა.გავბრაზდი და მოხუცს მივუახლოვდი,წყალი მივაწოდე,ფუნთუშაც ვუყიდე,სული მოვაბრუნებინე და შემდეგ იქვე მდგარ გულქვა გოგონას მივუბრუნდი. -შეიძლება სხვაზე მეტი ფული და შესაძლებლობა გაქვს,მაგრამ ამ შემთხვევაში ამ მოხუცს თქვენი ფული არ ჭირდებოდა,მას ერთი ჭიქა წყალი უნდოდა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.შემდეგში უფრო დააკვირდით ადამიანის გატანჯულ სახეს,თუ ოდესმე კიდევ გთხოვათ დახმარება ვინმემ,თქვენ კი იქნებ დამცირების გარეშე დაეხმაროთ.დაიმახსოვრე,ფულით არასოდეს არ განსაზღვროთ ადამიანის ბედ-იღბალი. -ბოდიშს ვიხდი,მე მართლა არ გამიკეთებია ეს ისე რომ ვინმეს გული ვატკინო.მითხრა აცრემლიანებული თვალებით გოგონამ. -მაგრამ გინდოდა თუ არ გინდოდა,ატკინე და უფრო მეტიც დაამცირე.ვწუხვარ,თქვენი სიმდიდრით შეგიძლიათ იყიდოთ ბევრი რამ და არა ადამიანის სიცოცხლე.შევაქციე ზურგი და დავტოვე ქუჩაში.იმ საღამოს არ მქონდა კარგი მუშაობა,მაგრამ მოხუცებულს ქუჩაში ვერ დავტოვებდი.მისამართი გამოვკითხე და სახლში მივიყვანე.გამომკითხა ვინ ვიყავი,სად ვცხოვრობდი,შემდეგ ჩაფიქრდდა და როცა წამოსვლა დავაპირე დიდი მორიდებით მითხრა. -ნუ გადაიხდი ბინაში ფულს,აქ მოდი და აქ იცხოვრე.მე მარტო ვარ,მთელი ჩემი ცხოვრება სიმარტოვეში გავატარე,მეც არ ვიქნები მარტო და შენც ბინა გექნება სადაც შეგეძლება იმეცადინო და დაისვენო.გაოცებული ვიყავი ბექა ამ ქალის სულისკვეთების,მისგან წამოსული სითბოსი და სიყვარულის.მეგონა და უფრო მეტიც,ვგრძნობდი თითქოს უფალმა გამომიგზავნა საჩუქრად ეს მოხუცი. -დათანხმდი?არ მითხრა არაო,თორემ აქვე მოგკლავ.თვალებგაფართოვებული მიაჩერდა ბექა გიორგის. -დავთანხმდი,მაგრამ ღამითმაინც გავდიოდი და ვმუშაობდი.მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.იქ ცხოვრებიდან სამ წელიწადში შვილად ჩამიწერა,მოქალაქეობა გამიკეთა და მთელი 5 წელი ტკბილად ვიცხოვრეთ.ერთ დღეს კი მოულოდნელად ავად გახდა და მითხრა. -არ დამტოვო დღეს მარტო, გიორგი მე შენს მეტი არავინ არ მყავს ეს ყველაფერი რასაც აქ უყურებ შენია,ბანკში რაც თანხაა შენია და მინდა აქ ამ სახლში ბედნიერმა იცხოვრო,მინდა აქ შენმა შვილებმა ირბინოს.გაოცებული მივჩერებოდი,გულში ჩამიკრა მისი გამხდარი და ანანკალებული ხელებით.მეც ცრემლი მომერია,შუბლზე ვაკოცე და შევხედე უკანასკნელად როგორ გაუბრწყინდა თვალები.ძალიან დამწყვიტა გული ჩემმა მოხუცმა,გარკვეული დრო სახლში ვერ შევდიოდი და სასტუმროში ვათევდი ღამეს.შემდეგ სიზმარი ვნახე,სად ხარ შვილო სანთელი ჩაქრა და აანთე მინდა შეგხედო,მაგრამ სიბნელეა ირგვლივ და შენს სახეს ვერ ვხედავ.ავდექი,უცებ ჩავიცვი და სახლში წავედი შევედი თუ არა სანთელი ავანთე მის ფოტოსთან და მის საწოლზე დავწექი მოკუნტულმა.ვიგრძენი,გეფიცები ბექა ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ მომეფერა.მას შემდეგ მე იმ სახლის კარი არ გამომიკეტია აქამდე,არც მისი ფოტო ამიღია ჩემი სამუშაო მაგიდიდან. -ის გოგო აღარ გინახავს? -ის გოგო დამავიწყდა კიდეც,ალბად რამდენიმე თვე იქნებიდა გასული იმ ამბიდან,რომ ერთ დღეს შემთხვევით შემაჩერა ქუჩაში და მომესალმა. -მერე? -გამარჯობა,მე ანა ვარ. -გაგიმარჯოს, მე გიორგი ვარ. -მიცანით? -გიცანით,მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩვენ ვერ გავუგებ ერთმანეთს. -რატომ? -იმიტომ რომ ჩვენ განსხვავებული ფენიდან ვართ. -არა,მომისმინე გიორგი.აქ ფენა არაფერ შუაშია,იმ დღეს იცი როგორ ვინერვიულე?ძალიან ბევრი ვიტირე,ვიფიქრე და გვიან მივხვდი რომ გამართლება არ აქვს ჩემს ქცევას. -მთავარია რომ მიხვდით თქვენს შეცდომას. -მივხვდი და ამ თქვენი უხეშობით მე ცხოვრების სწორი გზა დავინახე,მოვედი რომ მადლობა გითხრათ. -აქ მადლობის სათქმელად მოხვედი? -კი,მადლობის სათქმელად და არა მარტო.მინდა მეგობრები ვიყოთ თუ წინააღმდეგი არ იქნები, მომეცი ხელი და დავიწყოთ ახლიდან თითქოს ახლა გავიცანით ერთმანეთი. -წინააღმდეგი არ ვარ,ვიყოთ მეგობრები ანა.ასე დავმეგობრდით მე და ანა.გაგაცნობ კარგი გოგოა. -შეცდომა დაუშვა,მაგრამ მიხვდა და აღიარა. -კი,აღიარა არ გაჭირვებია და ეს მომეწონა მასში.უშეცდომო კი არავინი არ არის,იცი რას მეუბნებოდა ყოველთვის? -შენს გვერდით,გიორგი ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.როცა ერთად ვართ,ვგრძნობ რომ ვცხოვრობ და ვცოცხლობ. -ანა მართლა მასე გულისხმობ?შევეკითხე ერთ დღეს გახარებულმა. -მართლა,სულ სხვანაირი სუფთა და წმინდა აურა მოდის შენგან,რასც არავინისგან არასდროს არ მიგრძვნია. -ერთი რაღაც მინდა შენგან,ყოველთვის მინდა იყო დარწმუნებული რასაც აკეთებ და რასაც ფიქრობ.ანამ ღიმილით დამიქნია თავი და მას მერე განუყრელი მეგობრები ვართ,ჩვენი მეგობრობა უკვე წლებს ითვლის. -შენს ცხოვრებაში ვინმე არ ყოფილა? -არა,ჯერ მართლა არავინი არ მომწონებია,შენ რა დღეს დაკითხვაზე ხარ? მიდი დაურეკე ბიჭებს და გავიდეთ სადმე,ხვალ ხომ შაბათია დავისვენოთ ერთი კარგად და ვაჟკაცურად.დამღალა ამ ოფისმა და ქაღალდებმა. -აბა ეს თქვი შენ,სიზმარშიც ქაღალდების შრიალი მესმის.თქვა ბექამ და გულიანად გაიცინა.ორივე წამოდგა და მხიარული სახეებით დატოვეს კომპანია. ''ძლიერი მეგობრობა არ არის ყოველდღიური საუბარი ან ერთად ყოფნა; როცა ურთიერთობა გულშია, ნამდვილი მეგობრები არასდროს იყოფიან''.ბექამ შეასრულა სიტყვა და შეკრიბა სამეგობრო სულ 6-ნი იყვნენ.შაბათ დილით ერთად შეიკრიბა ყველა კომპანიის ეზოში და მხოლოდ გიორგი აგვიანებდა,მას ელოდნენ.გიორგიმაც არ დააყოვნა და ტაქსით მივიდა დათქმულ ადგილზე რაზედაც ყველამ გაოცებულმა შეხედა. -ტაქსით რატომ მოდი გიორგი. -რატომ?არ გითქვამს ფაიტონით მოდიო თორემ მოვიდოდი. -ჰა,ჰა,ჰააა რას ხედავ აქ სასაცილოს.გაბრაზდა ბექა.გიორგიმ ყველა მოიკითხა და შემდეგ გაკვირვებულმა იკითხა. -მოიცათ, თქვენ რა ყველა უმანქანოდ ხართ? -როგორც იქნა მიხვდი.უთხრა ბექამ და გიორგიმ შეუბღვირა. -რატომ არ მითხარი,რომ მანქანით წამოვსულიყავი.ახლა რა ვქნათ? -მე წავალ და ჩემს ტაჭკას გამოვაგორებ,ეგებ ინამუსოს და დღეს არ მომიშალოს ნერვები. -აუ ბიჭო,ეს რა სიშტერე გააკეთე. -კარგი მალე მოვალ,მე დარწმუნებული ვარ დღეს მეგობრობას გამიწევს ჩემი ლურჯა.სიცილით თქვა ლაშამ და წავიდა. ალიკა კობახიძე,ბექა ჭკუასელი,რატი ჯავახია,ლაშა გამყრელიძე,გელა ქავთარაძე,გიორგი გოგაბერიშვილი ესენი იყვნენ ბაღისა და სკოლის მეგობრები რომლებსაც არ შეუწყვეტია მეგობრობა და ერთმანეთის გვერდით დგომა ჭირსა თუ ლხინში.ლაშაც მალე მოვიდა თავისი ათუხთუხებული მანქანით და გაუდგნენ გზას.არ იცოდნენ სად უნდა წასულიყვნენ,არც მანქანის იმედი ჰქონდათ დიდად და კუს ტბაზე წავიდნენ,რადგან ძალიან სიცხეები იყო და იქ უფრო გაერთობოდნენ და არც შემცდარან, ძალიან კარგი დრო გაატარეს და უკვე უკან კმაყოფილი ბრუნდებოდნენ,რომ ლაშას მერანმა უმტყუნათ გზაში.არც თხოვნამ გაჭრა არც მუდარამ,არც ახლო მეგობრობამ,არც იმან რომ ჯარში ჩაგაბარებო,დადუმდა და დადუმდა. -რაც არ უნდა ეხვეწო ლაშა უკვე ჯინზე გადგა,ეგებ მანქანამ გამოიაროს და ბუქთ წავიყვანოთ.თქვა ბექამ. -გამოჩნდება ვინმე და წაგვიყვანს,რაიყო გოგოები ხომ არ ვართ რომ შეგვეშინდეს.თქვა გიორგიმ. -გიორგი იცი რა მომწონს შენში?უთხრა რატიმ. -არ გადამრიო და არ მითხრა,შენ მომწონხარო თორემ აქვე დაგმარხავ სადმე.სერიოზულად თქვა გიორგიმ.რატიმ კი გულიანად გადაიხარხარა. -ჰე,რა მოგწონს აბა მითხარი. -რა ავადმყოფი ტვინი გაქვს გიორგი.სიცილით უთხრა რატიმ.-მაგრამ მე შენი შეუდრეკილობა და ძლიერი ხასიათი მომწონს.წარბის აწევით გადახედა სათითაოდ ყველას გიორგიმ. -მე იცით რა არ მომწონს თქვენში?თქვენი ბუზღუნი. -მანქანა მოდის.თქვა ლაშამ და მის ფეხებთან გააჩერა მანქანამ. -ოჰო,აღმოხდა ლაშას რომელსაც გიორგიმ მკაცრად შეხედა.საჭესთან ძალიან ლამაზი გოგონა იჯდა,ცისფერ კაბაში. -შეგიძლიათ ბუქ ჩაგვიბა და ქალაქამდე ჩაგვიყვანო? თხოვა გიორგიმ. -არ არის პრობლემა.უთხრა გოგონამ,მარტო იყო ცოტა კი შეეშინდა მაგრამ არ შეიმჩნია.გაშლილი ჰქონდა თმები და ქარი უფრიალებდა.ყველას შეავლო თვალი და შემდეგ უარი თქვა. -ბოდიში,სხვა მანქანას დაელოდეთ ვერ წაგიყვანთ.უთხრა და ექვსივე დატოვა გაშტერებული. -ეს რა იყო,რატომ წავიდა?იკითხა ბექამ. -შეაშინეთ გოგო და წავიდა.ყველა უბრიალებდით თვალებს და წავიდოდა აბა რას იზამდა.დიდი წვალებით დაბრუნდნენ ქალაქში და შემდეგ ტაქსებით დანაწილდნენ სახლებში. ორშაბათს ენერგიით სავსე დაბრუნდა კომპანიაში,გიორგიც და ბექაც კარგ ხასიათზე იყო გადაწყვიტეს ყოველ-შაბათ-კვირას რაც არ უნდა საქმე ჰქონდეთ ქალაქიდან გავიდნენ და განტვირთვის დღე მოიწყონ.საუბარი მეგობრებს ქლბატონმა ზანდამ შეაწყვეტინათ. -ბატონო გიორგი დედათქვენი მობილურზე ვერ გიკავშირდებათ და მთხოვა გადმოგცეთ,რომ დაურეკოთ და თან მითხრა,ეს ძალიან მნიშვნელოვანი არისო.გიორგი წამოდგა და ქალბატონ ზანდას მიუახლოვდა. -რამდენი წელია რაც აქ მუშაობ ზანდა დეიდა.ზანდა დაფიქრდა და გულწრფელად უპასუხა. -არც კი მახსოვს როდის მოვედი,თითქმის ამ კედლებში გავიზარდე და ალბათ სიბერეც აქ მომიწევს.ძალიან დიდი დროა გასული მას შემდეგ,15 ან 18 წელი მაინც იქნება.გიორგის გაეცინა და უთხრა. -ვიცი რომ დიდი დროა გასული,მას შემდეგ რაც აქ მუშაობთ.მახსოვს მგონი გოგონა გყავდათ,ჩემზე უმცროსი. -კი ერთი გოგო მყავს,ალექსანდრა. -ზანდა დეიდა, მოდი ვიყოთ თავისუფლად ერთმანეთთან და არა შებოჭილად.უბრალოდ გიორგი დამიძახეთ ძალიან გამახარებთ,მე თქვენგან უნდა ვისწავლო ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ,რადგან თქვენ ამ კომპანიის ყველაზე ძველი თანამშრომელი ხართ და ყველაფერი იცით.ძალიან გაახარა ზანდა გიორგის ამ თავისუფალმა საუბარმა. -მადლობა გიორგი მაგრამ თქვენ ჩემი უფროსი ხართ. -მე არა,თქვენ ხართ ჩემი უფროსი ზანდა დეიდა და ძალიან გთხოვ ნუ მაწყენინებთ.დედას გადაეცი გათიშული მაქვს ტელეფონი და როგორც კი ჩავრთავ, დავურეკავ. -კარგი, დავურეკავ და ვეტყვი.მორცხვად უთხრა ზანდამ.უჭირდა თავისუფლად საუბარი,კი მასზე ბევრად უმცროსი არის გიორგი მაგრამ ის მაინც მისი უფროსია. -ხო,დღეს გვაქვს ვინმესთან შეხვეედრა? -არა გიორგი დღეს შედარებით თავისუფალი დღე გაქვს.ღიმილით მიუგო ზანდამ. -კარგი,მაშინ............ვერ დაასრულა საუბარი რომ იმ წუთში ჩართულ ტელეფონში უამრავი ნარეკი ზარები შემოვიდა.ისევ რეკავს,უცხო ნომერია და უპასუხა. -გისმენთ. -გიორგიიიიი?სტუმრებს მიიღებ რამოდენიმე დღით? -შენ,შენ საქართველოში ხარ?არ მატყვილებ? -არა,უკვე აქ ვარ. -ანა არავითარი სასტუმრო არ დაჯავშნო, გესმის? -მარტო არ ვარ, ბიძაშვილი მახლავს გიორგი გამოცდებისთვის ემზადება.შემდეგ სოფელშიც უნდა წავიდე იქ ბიძა,ბიცოლა,ბებო,ბაბუ ისინი მელოდებიან. -წავალთ,წავალთ ერთად.სად ხარ,რომ მოგაკითხო? -უკვე აქ ვარ,გამოდი გარეთ ამ სიცხეში მანდ არ იხრჩობი? რა კარგი მაჩოები გყავს კომპანიაში გიორგი არ დამითმობ ერთს? კისკისებდა ანა. -სად ხარ ტო.გიორგი გარეთ გავარდა და ჰოლში აკისკისებული ანა იდგა ულამაზეს გოგონასთან ერთად. -გოგო შენი დაულაგებელი და არეული ტვინის შესახებ აქაც უნდა გაიგონ? შესძახა გიორგიმ და ხელში ააფრიალა ანა რომლის კისკისი ექოსავით მოედო მთელ შენობას. -თითქოს შენ მყავდე დიდი დალაგებული. არც გოგო ჩამორჩა გიორგის და ბექა კი გამოშტერებული შესცქეროდა ანას მომაჯადოვებელ სილამაზეს. -გიორგი გაიცანი მარიამი ჩემი ბიძაშვილია.თითქოს ახლა შეამჩნია იქვე მდგარი უცხო გოგონა გიორგიმ და ხელი ჩამოართვა,თითქოს გულმა მინიშნება უთხრა ,,უკვე შენია და არ გაუშვა ხელი, მაგრად ჩაჭიდეო''გამოფხიზლდდა და იქვე მდგარი ბექა გააცნო გოგონებს. -ბექა ახლოს მოდი,აი ესაა ანა რომ გიყვებოდი.უთხრა გიორგიმ. -ძალიან სასიამოვნოა ანა თქვენი გაცნობა,იმდენი რამ მიამბო გიორგიმ თქვენზე არ დავფიცავ და გეტყვი,ძალიან მაინტერესებდა თქვენი ახლოდან გაცნობა. -ჰოდა აქ ვარ მეც,ერთი კარგი რესტორანი და გაგეცნობი ისე არა.ისევ მხიარულად აკისკისდა ანა. -არ იცვლები,რომ არც გბეზრდება ეს სიგიჟეების კეთება.გაეცინა გიორგის. -რატომ უნდა შევიცვალო,გიორგი სანამ ცოცხალი ხარ უნდა იცხოვრო და იცოცხლო. -რამდენი ხნით რჩებით.შეეკითხა გიორგიმ. -ჯერ არ მოვსულვარ და უკვე წასვლაზე მითანხმდები?თითქოს ნაწყენმა უთხრა ანამ გიორგის. -ღმერთო რა აუტანელი ხარ ხოლმე.გაბრაზდა გიორგი.ანას გაეცინა და უთხრა. -მე მთელი ზაფხული აქ ვარ,მარიამი გამოცდებს ჩააბარებს და მგონი დიდი ხნით მოუწევს აქ დარჩენა.დღეს დავისვენებთ და ხვალ გავივლით ბინებს დავათვალიერებთ და რამეს ვნახავთ, რომ ღირდეს ცხოვრება. -რა ბინა უნდა ნახო,თავი რამეს მიარტყი სახლიდან გამოსვლისას?ახლავეს წავალთ ჩემთან.ანას იცნობდა გიორგის მშობლები მაგრამ კომპიუტერით,მაინც ნერვიულობდა ანა არ იცოდა როგორ შეხვდებოდნენ უცხო ხალხი,მაგრამ გიორგიმ ბარგიანად ჩასვა ორივე მანქანაში და სახლისაკენ წავიდნენ.ანას მთელი გზა ენა არ გაუჩერებია ხან რა მოყვა,ხან რა და ასე სიცილ-კისკისში მივიდნენ სახლშიც.გიორგი სახლში შევიდა თუ არა ერთი თვალი გადაავლო მშობლებს და არ მოეწონა იქ მდგარი აურა.ერთი მდივნის ბოლოში იჯდა,მეორე თავში და ორივე გაბუსხულები. -დედაააა,აქ რა ხდება? -გიორგი შვილო მოხვედი?გამოვყრუვდი მარტო მთელი დღე სახლში. -რატო მარტო,მამა აქ არ არის?კითხა გაკვირვებულმა.ან როდის დაბრუნდი დეიდასთან ხომ იყავი და უნდა დარჩენილიყავი ცოტა კიდევ. -თქვენ მარტო დასატოვი ხართ?ან მამა,ან შვილი? -დედა არ ვიცი არაფერი ერთის გარდა,არასოდეს არ წახვიდე აწი სახლიდან დიდი ხნით,თორემ მამას ვერ ვიტან უშენოდ მოწყენილი რომ დადის.ორივემ ჭკუას მოეგეთ რადგან სახლში უცხო სტუმრები გვყავს.არანაირი ბუტიაობა აქ აღარ იქნება,გასაგებია? -ვინ სტუმრები მომიყვანე შვილო. -გაიცანით ანა კომპიუტერით რომ გესაუბრებოდათ,ეს კი მისი ბიძაშვილია მარიამი,ეს კი ბექაა ჭკუასელი.გოგიმ ხელი ჩაიქნია ბექას რომ შეხედა და თქვა. -მე უცხო მეგონე უცებ,მობრძანდით შვილებო ძალიან მიხარია ანა ასე ახლოს რომ გაგიცანი.. -მეც ძალიან გამეხარდა,როგორც იქნა დადგა ეს დღეც ძია გოგი. -ძალიან კარგო წამოდით გოგოებო თქვენს ოთახს გაჩვენებთ,თან ცოტა გავისაუბროთ.გოგოები უკან გაყვა რუსუდანს ერთ-ერთ საძინებელში შევიდა და ცოტა ხნით ისაუბრეს. -დედააააა,აქ არა ამის გვერდით დააბინავე სტუმრები. -აქ რატომ არა შვილო. -აქ არათქო გითხარი,ალბად მაქვს მიზეზი და იმიტომ გითხარი. -კარგი,კარგი მხოლოდ ნუ გაბრაზდები.მეორე საძინებელში შეიყვანა გოგოები და ცოტა ხანში ანას კისკისი მოედო მთელ სახლს. რუსო ღიმილით ჩამოვიდა კიბეებზე და გიორგის წინ დადგა. -რატომ მიყურებ ასე მკაცრად დედა. -გიორგი მარიამი არის ჩამოსული უმაღლესში გამოცდები წარმატებით ჩააბაროს და თავი შორს დაიჭირე, მეცადინეობაში ხელი არ შეუშალო,თორემ მე წაგაცლი თავს იცოდე.შენ კი ბექა მანამ გეკრძალება მოსვლა,სანამ მარიამი გამოცდებს არ ჩააბარებს.გასაგებია? -არა უშავს რუსო დეიდა,იხუმროს მეც გავცემ სამაგიერო პასუხს.კიბეებზე ჩამოვიდა მარიამი ყელმოღერებული და გიორგის შიგ თვალებში ჩააშტერდა. -ეს მომწონს,ბოლოს და ბოლოს პასუხის გამცემი გამოჩნდა.ღიმილით უთხრა გოგიმ გიორგის და ყველას გაეცინა. -გინდა დავნიძლავდეთ რომ ვერ მომიგებს?უთხრა მამას გიორგიმ და თან სულ სხვანაირად უბრწყინავდა თვალები. -არა,არანაირი ნიძლავი და არანაირი მოლაპარაკებები ჩემს სახლში.წადი დაგვტოვეთ მარტო ქალები.თქვა რუსომ. -რას ვაფუჭებთ ახლა აქ მე და ბექა,თქვენ თუ განმარტოვება გინდათ თქვენი საძინებელი გაქვთ და იქ მიბრძანდით. -გიორგიიი,როდისმე დასერიოზულდები?უყვირა რუსომ. -არასოდეს,ეს ამ ჭკუის დარჩება და მე იმას ვჯავრომ მე და შენ რა გვეშველება.უთხრა გოგიმ რუსოს და ახლოს მიუცუცქდა. -ნახე,ნახე როგორ მიუცუცქდა არადა გაბუტულები იყვნენ და სულ ცოტა ხნის წინ მე შევარიგე ორივე,მე ვიბრძოლე და როგორ მიხდი სამაგიეროს მამა.უკვე გვანი იყო რუსომ რომ შეაკითხა გოგონებს და იქ გიორგი დახვდა წამოწოლილი მარიამის საწოლზე. -შენ აქ რა გინდა,აცადე ბავშვებს დასვენება,ვერ ხედავ გოგოს რომ ეძინება?ღმერთო ჩემო ორი პატარა ბავშვი მყავს სახლში,არადა ერთი დაბერდა უკვე და მეორეც სადაცაა სიბერისკენ მიდის და არაფერს არ ფიქრობს. -ვინ დაბერდა ქალო.ოთახში გოგიმ შემოიხედა.-წამოდი ჩქარა და გაჩვენებ ვინაა ბებერი.აბუზღუნდა გოგი და ისევ გამხიარულდნენ ყველა. -შვილს რა პასუხი მოვთხოვო,როცა მამა თავადაა ცანცარა.ღიმილით თქვა რუსომ. ორი კვირის განმავლობაში,წესიერად ვერ ნახა გიორგიმ მარიამი,ის სულ ოთახში იყო და მეცადინეობდა.ერთ საღამოს ყველას ეძინა,მარიამს წყალი უნდოდა და სამზარეულოში ჩავიდა,მოკლე საღამურები ეცვა ეგონა ასე გვიან იქ არავინ არ დახვდებოდა,მაგრამ შეცდა,შუქი აანთო და უეცრად შეეშინდა და შეჰკვლა,მარიამის კივილზე კი გიორგისაც შეეშინდა და აყვირდა. -აქ რას აკეთებ ასე გვიან,შემაშინე.უთხრა მარიამმა. -ჩემი სახლია და სადაც,მინდა იქ დავჯდები.მარიამმა მაცივარი გამოაღო და წვენი ჩაისხა ჭიქაში,სვამდა და თნ კანკალებდა.გიორგიმ შეხედა, ფეხებიდან აათვალიერა და ჩაეცინა თან უთხრა. -მარიამ რატომ კანკალებ, შეგცივდა?რაღაცის თქმა მინდა,მაგრამ უარი რომ მითხრა ჯობია გავჩერდე.გიორგი ნელა-ნელა მარიამს უახლოვდებოდა,მისი გრძელი და თლილი თითები მარიამის დახორკლილ მკლავებს ჩამოუსვა.გოგონამ თვალები დახუჭა და დაელოდა გიორგის შემდეგ სვლას თან უთხრა. -მითხარი რისი თქმა გინდა გიორგი.მარიამი ან კოცნას ელოდა,ან მოფერებას და ვნება მორეული თვალებით მისჩერებოდა გიორგის. -შენ თუ აღარ გინდა ეს წვენი მომეცი მე დავლევ.მარიამ სიბრაზისაგან თვალები ჩაუწითლა,ჭიქა ხელში შეატოვა გიორგის და წავიდა.მიხვდა გიორგი რამ გააბრაზა მარიამი და ჩაეცინა.მეორე დღეს კვირა დღე იყო და გიორგიმ მუსიკები მთელ ხმაზე ჩართო,გაბრაზდა მარიამი შეაჭრა გიორგის ოთახში და მუსიკები გამოურთო. -რატომ გამორთე,რას ერჩოდი.გაუბრაზდა გიორგი. -შენ კარგად იცი,რომ ხვალ გამოცდა მაქვს. -თითქმის ერთი თვეა მეცადინეობ და დავიჯერო ვერაფერი ვერ დაიმახსოვრე?დღეს დასვენების დღე მაქვს და უნდა დავისვენო.მოდი გავისეირნოთ,არ გინდა განიტვირთო ცოტა? -არ მცალია სასეირნოდ.შეუბღვირა მარიამმა.მთელი ღამე არ დაეძინა მარიამს და არც გიორგის ეძინა.დილით ჩაშავებული,უძილარი თვალებით ადგა,დაბლა რომ ჩავიდა ყველა სამზარეულოში იყო და მარიამს ელოდა.გიორგიმ შეხედა მარიამს და თვალში მოხვდა მისი უძილობისაგან ჩაშავებული თვალები. -მარიამ ყავა,ჩაი შვილო რას დალევ?შეეკითხა რუსო -ჩაის დავლევ რუსო დეიდა. -ნერვიულობ? -ცოტას. -ცოტას, კი როგორ არა.ჩაილაპარაკა გიორგიმ რაც გოგიმ კარგად გაიგონა და გვერდულად შეხედა შვილს. -არ ინერვიულო,კარგი მომზადებული ხარ და მჯერავს რომ ჩააბარებ.ჭამე და გიორგი გაგიყვანს.მარიამმა უხალისოდ მიირთვა საუზმე,მადლობა მოუხადა რუსოს და წამოდგა.გიორგიც წამოდგა და სახლიდან ანა,მარიამი და გიორგი ერთად გავიდნენ.გოგიმ და რუსომ ერთმანეთს შეხედეს და ორივეს გაეცინა. -გამოვა ვითომ რამე?მე მარიამი ძალიან მომწონს,საყვარელი გოგოა. -ხომ იცი,რომ ჩვენს მოწონებაზე რუსო არ არის არაფერი,გიორგის უნდა მოეწონოს და შეუყვარდეთ ერთმანეთი.ერთმანეთს უნდა გრძნობდნენ,ისე როგორც მე და შენ. -მართალია, ისე როგორც მე და შენ ამდენი წლის შემდეგაც.გაეცინა რუსოს. უხმოდ მიდიოდა გიორგი,აღარ გავდა იმ ცანცარა ბიჭს მარიამს ნერვებს რომ უშლიდა.თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ამბობდა და ბოლოს მაინც გაბედა.მანქანა უნივერსიტეტის წინ გააჩერა და ანას მიუბრუნდა და სერიოზული ხმით უთხრა,მარიამმა კი პირველად ნახა გიორგის სერიოზული სახე -ანა გადადი და მარიამიც მალე გადმოვა.უთხრა გიორგიმ გაოცებულ მეგობარს.ანამ უხმოდ გადავიდა,ის უკვე დიდი ხანია ხვდებოდა ამ ორს შორის რაღაც უხილავი რომ იხლართებოდა,რაღაც ახალი ერა რომ იქმნებოდა.ანამ მოიხურა თუ არა კარი,გიორგიმ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა. -მარიამ ძლიერი უნდა იყო,რომც არ გეცინებოდეს უნდა გაიღიმო.ყველას ისეთი თვალით შეხედე რომ იგრძნონ შენ დაუმარცხებელი ხარ,თუ შეიყვარო გულწრფელად შეიყვარე,ისე ძალიან და ისე წმინდად რომ სიძულვილი გზიდან გაგეცალოს.ახლა კი ეს გქონდეს თილისმად,როცა პირველ გამოცდაზე გავდიოდი დედამ მისახსოვრა და მის შემდეგ არ მომიხსნია,დღეს ვიხსნი რათა გადმოგცე შენ,რადგან დღეს შენი თილისმა იყოს.გიორგიმ თავისი ოქროს ცეფი მოიხსნა და მარიამს გაუკეთა ყელზე,შუბლზე აკოცა და თვალით ანიშნა გადადიო.მარიამი ისე დაიბნა კარიც კი ვერ გააღო და ისევ გიორგიმ მოეხმარა. -მე შენზე ვიფიქრებ მარიამ შენ კი გამოცდაზე იფიქრე.მაგის დრო გექნება,რომ ჩემზედაც იფიქრო და თან სულ მალე.ვიცი რომ მთელი ეს დრო ნერვებს გიშლიდი,მაგრამ მე გულით გამხნევებდი. -გიორგი დღეს კარგად ხარ?დღეს ამ შენთვის ძვირფას ნივთს მე მაძლევ?არა,ამას არ ავიღებ,არ შემიძლია.როგორც იქნა ხმა ამოიღო მარიამმა. -მარიამ ახლა არ გამაბრაზო,თუ ადამიანისთვის გემეტება ის ძვირფასი რაც გაგაჩნია,ესე იგი ის ადამიანი შენთვის ძვირფასი გამხდარა.ჰე გადადი ახლა,შენც დაგაგვიანდება და მეც.მარიამი გადავიდა დაბნეული და გაოცებული მადლობაც არ უთქვამს და გიორგიმ სიგნალით დაემშვოდობა რაზედაც შეშინებულმა მოუხედა უკან და გიორგის ხმა გაიგონა. -კარგ ამბრებს ველოდები საღამოს. -ეეეპ,ეეეპ სად მიდიხარ,რა უთხარი ჩემს ბიძაშვილს გამოშტერებული სიფათი რომ აქვს. -ანა ენას, ჯერ ენას ამოგაცლი და მერე თავს წაგაცლი. -რატომ წვალობ ამდენს შე უბედურო,პირდაპი თავის წაცლა უფრო იოლი არ არის? -რატომ?ორმაგად დაისჯები. -იმიტომ რომ ჩემს ენას ხელთ ვერ მოიგდებ და არ მინდა გაწვალდე.გიორგის გაეცინა და წავიდა,წავიდა მაგრამ ვერ მოისვენა მთელი დღე ოფისში წამდა უწუმ რეკავდა ნაცნობებთან და მარიამის ამბებს კითხულობდა.ბოლოს კმაცრი გაფრთხილება მიიღო,რომ აღარ უპასუხებდა მის ზარებს გამოცდის დასრულებამდე თუ თავადაც არ დაწყნარდებოდა. -თავად რესპოდენტი არ ღელავს ასე გიორგი როგორც შენ,რა გემართება.სიბრაზე შერეული ხმით უთხრა გიორგის ლექტორმა. -არ ვიცი,არ ვიცი რა მემართება.კარგი თქვენს ზარს დაველოდები.გიორგი დარწმუნებული იყო მარიამის ნიჭში,მაგრამ მაინც საჭიროდ ჩათვალა ნაცნობი ლექტორის ნახვა და დალაპარაკება.ყველაფერი მოაგვარა ყველას ჩუმად და ამიტომ იყო კარგ ხასიათზე ყოველ დღე,მაგრამ დღეს კი ძალიან ღელავდა.3 საათზე უკვე იცოდა მარიამის მონაცემები,რომ დადებითი იყო და ამოისუნთქა.მხიარული სახით გაუდგა გზას სახლისაკენ,გზაში თეთრი ვარდების შეკვრა იყიდა და სახლში შევიდა. -აბა ჩვენი სტუდენტი როგორ არის,სად არის?მარიამი რომ ვერ დაინახა გაოცებულმა კითხა იქვე მოწყენილად მჯდარ მშობლებს.-რა მოხდა ხალხო,ხომ მშვიდობაა. -მარიამი ზემოთაა მის ოთახში.უხალისოდ უთხრა რუსომ.ერთი შეხედა წარბაწეულმა დედას და მარიამის ოთახისკენ წავიდა,კარებთამ მისულმა ფრთხილად დააკაკუნა. -მარიამ როგორ ჩაიარა გამოცდამ?შეაღო კარი და გაოცებული დარჩა,მარიამი ჩემოდანს ალაგებდა. -მარიამ ჩემოდანს რატომ ალაგებ,სად მიდიხარ? -სახლში მივდივარ გიორგი. -რატომ?გამოცდები ჯერ ხომ არ დაგისრულებია. -უნდა წავიდე,იქ ყველა მელოდება ხვალ ჩემი ძმის დაბადების დღე არის.ბილეთი ავიღე უკვე და დილით ადრე გავალ.გიორგიმ ბილეთი გამოართვა და ნაკუწებად აქცია. -უკვე აღარ გაქვს მარიამ.დაბადების დღეზე წავალთ ჩემი მანქანით შენ,მე ანა და ბექა,ეს ვარდები კი შენია.გილოცავ გამოცდის წარმატებით ჩაბარებას. -შენ რა იცი,რომ მე გამოცდა წარმატებით ჩავაბარე არც კი შემეკითხე. -მე ჩემი გზები მაქვს ეს სიამოვნება შენზე ადრე მიმეღო. -როგორ? -როგორ და სანამ შენ გაიგებდი რომ წარმატებული დღე გქონდა,მე უკვე ვიცოდი შენი წარმატების შესახებ.ღიმილით უთხრა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა. -მარიამ ჩემო გოგო მამაშენი რეკავს შენთან უნდა საუბარი.ოთახში რუსო შემოვიდა. -დედა მარიამს უნდა აქ დარჩეს რამოდენიმე დღე და თქვენი ერიდება,ძალიან ვაწუხებო ასე თქვა.ეშმაკური თვალებით შეხედა მარიამს და ენა გამოუყო. -მართლა მარიამ?ეს არ იფიქრო მეორედ,რომ შენი აქ ყოფნით ჩვენ ვწუხდებით. -ტყუილს ამბობს რუსო დეიდა,აი ნახე ბილეთი დამიხია,სულ რამოდენიმე წუთის წინ.დარცხვენილად უთხრა მარიამმა რუსოს. -გიორგი რა დღეში ხარ,ვეღარ გცნობ. -რატომ მსაყვედურობ,მე სწორად მოვიქეცი დედა.ღამის რეისზე ჰქონდა ბილეთი აღებული და შეიძლება გოგოს ღამეში მარტო სიარული?ამიტომ, მე თავად წავიყვან და მოვიყვან კიდეც. -ეს სულ სხვა თემაა,მეც მომწონს შენი გადაწყვეტილებსა.თვალი ჩაუკრა შვილს რუსომ და ტელეფონი მისცა მარიამს დედა-შვილმა კი ის მარტო დატოვა. -გისმენ მამიკო. -როგორ ხარ მარიამ. -კარგად ვარ მამიკო თქვენ რას შვრებით. -ჩვენც კარგად ვართ,ჩვენზე არ ინერვიულო და გამოცდებზე იფიქრე მხოლოდ.ძალიან გადაიღალე? -კარგად ვარ მამა,მხოლოდ მომენატრეთ. -ჩვენც გვენატრები,როდის ჩამოხვალ. -მე ხვალისთვის მქონდა ბილეთი აღებული მაგრამ გიორგი არ მიშვებს,მითხრა მე წაგიყვანო და მე მოგიყვანო,მთხოვა რამდენიმე დღე დავრჩე.ალექსანდრეს დაბადების დღეზე მოვალთ. -მოხვალთ? -ხო მა მე,გიორგი,ბექა გიორგის მეგობარია და ანა. -ხოოო?და შენ რას ფიქრობ. -ვფიქრობ დავრჩე რამდენიმე დღე. -კარგი შვილო თავს გაუფრთხილდი,მე შენ მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ მამიკო,დედას აკოცე და ყველა მომიკითხე. -დედას საღამოს ვაკოცებ.მარიამს გულიანად გაეცინა და ტელეფონიც გათიშა. -მაგიდა მზად არის გიორგი დაუძახე მარიამს,ანა ბექა მოვა და დაამატე მაგიდაზე თეფში.რუსომ გიორგისაც და ანასაც მითითებები მისცა და ყველა მაგიდას შემოუსხდნენ და პირველი ჭიქით მარიამის წარმატებული დღე დალოცეს.გიორგის მყუდროდ უნდოდა ოჯახის წევრებთან ერთად გაეტარებინა დღე,რომ ტელეფონზე უცხო ნომრით დაურეკეს. -გისმენთ,მკაცრი და სერიოზული სახე მიიღო გიორგიმ. -გიორგი როგორ ხარ,გავიგე აქეთ ყოფილხარ.გიორგის ძალიან ეცნაურა ხმა,მაგრამ ვერ გაიხსენა ვინ იყო. -რომელი ხარ.ღიმილი შეეპარა ხმაში,მიხვდა რომ ასე უცნობი არ დაელაპარაკებოდა. -ცხოვრებამ მოიტანა ასე ჩემო გიორგი,ალექსანდრე ვარ მიქაბერიძე. -ალექსი?სად ხარ,საით ხარ.გაუხარდა გიორგის ეს მოულოდნელი ზარი. -ბექა ვნახე შემთხვევით და მას გამოვართვი შენი ნომერი,თან მითხრა გიორგისთან მივდივარო. -გელოდები ალექს იცოდე მეორედ არ გაგიმეორებ. -რაიყო შენ ისევ ისე უჟმური ხარ,არ გამოგისწორდა ხასიათი? -რა გამოასწორებს ხისთავიანს.თქვა ბექამ და მათი ხარხარი ყველას ესმოდა,ცოტა ხანში ბექასთან ერთად სახლში როხროხით შემოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი დაკუნთული მკლავებით,სადაც იყო ტანზე მაისური შემოასკდებოდა. -გიორგი,ჩემო ძმაო.ერთმანეთს გადაეხვია დიდი ხნის უნახავი მეგობრები. -როგორ გამახარე,დღეს რაა სიხარულის დღე გვაქვს?ალექსიმ ყველას მისალმა და გოგის და რუსოს მოეფერა. -რუსო დეიდა როგორ მომენატა პერაშკებს რომ აკეთებდი და ყველას გვიწილადებდი. -დაიზარდეთ ალექსი წლები გაფრინდა. -იცი როგორ მინდა იმ ასაკში დავბრუნდე,სადაც მხოლოდ ბურთის თამაშის მეტი არაფერი არ მადარდებდა. -ეეე,კარგია მაგრამ დიდობაც კარგია ძმაო.თქვა ბექამ. -არა,იმ სამყაროში მინდა დაბრუნება,სადაც ლაღად ვშლიდი ფრთებს და არანაირი ვალდებულებები არ მქონდა,არავინ არ მაწუხებდა. -მოდი თუ წარსულში გინდა დაბრუნება,რამოდენიმე საათით დრო გავაჩერო და გინდა დაგაბრუნო? -როგორ? -ბავშვბაში დავბრუნდეთ. -ბავშვობაში?გადახედა ლექსომ ჯერ ბექას და შემდეგ გიორგის. -გავიხსენოთ.ერთხმად თქვა ორივემ.ისიც წამოდგა და სადღაც წავიდა,სულ მალე კი ბურთით ხელში დაბრუნდა უკან. -იცით,როცა ერთმანეთს დავშორდით ეს ბურთი ახალი ნაყიდი იყო და მის მერე დევს ჩემს ოთახში და დღემდე გელოდებათ თქვენ.ნახეთ,თქვენი ხელით გაკეთებული წარწერა ისევ ისე აჩნია როგორც დააწერეთ.მოდით,ამდენი წლის შემდეგ გავაგოროთ ეს ბურთი მინდორზე ბიჭებო. -შენ გენაცვალე,რამდენი წლით უკან დავიხიეთ? -11 წლით დავიხიეთ უკან ალექსანდრე.აბა გოგოებო წამოხვალთ?გამოიცვალეთ და გავედით.უთხრა გიორგიმ იქვე მჯდარ ანას და მარიამს. -სხვებსაც დავურეკოთ?იკითხა ბექამ. -დაურეკე ბექა ბიჭებს,შენ არ გამოიცვლი? -კი,კი გამოვიცვლი ჩემი სპორტულები ხომ აქ არის რუსოოო.გასძახა რუსოს ბექამ. -კი ბექა,გიოს ოთახშია იქ ნახე შვილო. -მე კი მივხედავ ჩემს თავს,მაგრამ ამხელა გორილას რა ჩავაცვათ?იკთხა ბექამ სერიოზულად თან შორი-ახლო დადგა ალექსისთან რომ გაქცევა შესძლებოდა. -მეც მივხედავ ჩემს თავს წრუწუნ,მანქანაში მაქვს ჩემი თავისუფალი სამოსი. -კარგია თან რომ ატარებ შენს სამოსს, თორემ ოჯახი უხერხულში ჩადგება სადაც არ უნდა იყო. -გიორგიიი.გასძახა გოგიმ გიორგის. -აქ ვარ,რა გაყვირებს.მიუბრუნდა გიორგი. -შენ დღეს კარგ ხასიათზე ხარ გიორგი. -მერე რა,ვაშავენ რამეს?გაუკვირდა გიორგის. -რამდენი ბიჭი იქნებით დღეს,რომლებიც ბავშვობას იხსენებთ?ალექსანდრეს ჩათვლლით შვიდი ვიქნებით.მითხარი რისი თქმაც გინდა,რა შორიდან უვლი სათქმელს.ყველას დააინტერესდა გოგის ეს გამოკითხვა რას უმიზნებდა. -7 კაცი,მე-8-ე მე ვიქნები და მეტი კი არ უნდა ერთი ყანის გათოხნას.თუ ასე გერჩით ძალა წადით და ბიძაშენს ყანა გაათოხნინე და ბავშვობის სიგიჟეების გასახსენებელი იქაც გაქვს.მხიარულად დაარულა გოგიმ სათქმელი. -რა ვიცი ადამიანო ყანის გათოხნა,ხომ ავჩეხე ყველა სიმინდი და გამომეკიდა შენმა ძმამ თოხით.იცინოდა გიორგი.წავედით,წავედით.გადახედა იქვე მდგარ მზად მყოფ გოგო-ბიჭებს.დანიშნულების ადგილზე მივიდნენ და იქ ბიჭები მისულები იყვნენ.დიდი მოკითხვის შემდეგ თამაში დაიწყეს და დაწყებამდე ბექამ თქვა. -არავითარი ღალატი და ვინც წააგებს დღეს რესტორანში მაგიდას კისრულობს. -ოჰ,შენ რა გინდა დღევანდელმა წაგებულმა დაბადების დღე გადაგიხადოს?შეუბღვირა გიორგიმ მაგრამ ყველას გაეცინა.გიორგიმ მარიამს შეხედა რომელიც ვარჯიშობდა და ბექას შეეკითხა. -ესენიც თამაშობენ? -აჰამ,რა გგონია შენზე ნაკლებად ვითამაშებთ? -მაგასაც ვნახავთ.დაიქადნა გიორგიმ. -ნუ ებღვირებით ერთმანეთს თქვენ ორნი.გააფრთხილა ბექამ ორივე. -9 ვართ?ერთი სტუმარია,არა უშავს.თქვა გიორგიმ. -მაშინ მე მსაჯი ვიქნები.თქვა ანამ. -შენ მსაჯი იქნები და მარიამი ითამაშებს?გაუკვირდა გიორგის. -გიორგი ნუ უყურებ მაიამს ისე როგორც სუსტ არსებას,რომელიც ფაიფურის კუკლაა.უთხრა ანამ და თვალი ჩაუკრა. -დავიწყოთ?მოდი კენჭი ვყაროთ ვინ ვისთან იქნება.თქვა ალექსანდრემ.გაიყვეს და მარიამი და გიორგი ერთმანეთის მოწინააღმდეგე გახდა.ბექა და ანა ჩუმ-ჩუმად იცინოდა.დაიღალნენ თამაშით,მაგრამ მარიამი არ წერდებოდა,წაგება არ უნდოდა.თანაბარი ქულები ჰქონდათ და უნდოდა გიორგის გუნდისთვის ერთ გოლი გაეტანა,დაიღალა გულზე იკიდებდა ხელს,მაგრამ მაინც არ ეთიშებოდა თამაშს.ამ ერთხელაც მოვსინჯავ და თუ ვერ გავიმარჯვე ხელებს ვწევ მაღლა,ვნებდები.თქვა მარიამმა თან თვალები უბრწყინავდა,აშკარად ეტყობოდა რომღაც ჰქონდა ჩაფიქრებული. -მსაჯო ახლოს მოდი.გასძახა მარიამმა ანას თავად კი ბურთთან იდგა და თვალებით ბურღავდა კარში მდგარ გიორგის.უეცრად გამომეტყველება შეეცვალა და გიორგის კი არა,მის იქით ჰორიზონტს დაუწყო ყურება.გაუკვირდა გიორგის და უკან მიიხედა,სწორედ ამ მომენტს ელოდა მარიამიც და ბურთიც გაიტანა გიორგის კარში რასაც მარიამის კივილი მოჰყვა და სიხარულისგან სტადიონს შემოურბინა,ხელები გაშლილი ჰქონდა და მირბოდა უკან კი გიორგის ხმა ესმოდა ,,ეს არ ითვლებაო'' ამ დროს გიორგიმ შეხედა მარიამი ჩაიკეცა და მინდორზე დაეცა,ყველას ეგონათ რომ დაიღალა და ისვენებდა,მაგრამ გიორგიმ ნელა-ნელა წავიდა მარიამისკენ მერე ნაბიჯებს მოუჩქარა და სირბილით წავიდა, მივიდა და რას ხედავს მარიამი უგონოდ ეგდო მიწაზე ფერდაკარგული. მივარდა,ხელში აიყვანა და თან სახეში ხელს უტყამდა,ანას დაუყვირა. -წყალი მოიტანე ანა სასწრაფოდ.ანამ წყალი მოარბენინა და ისიც ჩაიკეცა მარიამის გვერდით. -ანა რა მოუვიდა,აწუხებს რამე მარიამს ჯამრთელობის პრობლემა აქვს? -არა,მაგრამ გადაიღალა ერთი თვეზე მეტია გარეთ არ გამოსულა.ეს ხომ წიგნის ჭიაა,დააკლა თავი ზედ მეცადინეობას კი მიიღო შედეგი,მაგრამ მაინც არ შეიძლება ასე თავის გადადება. -სასწრაფოს გამოვუძახოთ.თქვა ბექამ. -არ მინდა სასწრაფო,კარგად ვარ უეცრად თვალებში დამიბნელდა.თქვა სუსტად მარიამმა.გიორგიმ წამოაყენა და გულზე მიიკრა მარიამი. -მარიამ ასე მეორედ არ შემაშინო,იცი როგორ შემეშინდა?სევდიანად უთხრა გიორგიმ. -კარგი,რა მოგივიდათ კარგად ვარ არ ვკვდები სახლში წავიდეთ.ცადა გახუმრება მარიამმა. -კარგი წამოდექი ნელა ნელა და თან მოსამზადებელი ვართ, დილით ადრე უნდა გავიდეთ.თქვა ბექამ. -სად მიდიხართ,უჩვენოდ სად გინდათ წასვლა.თავი წამოყო ლაშამ. -ხაშურში,მარიამის ოჯახში გველოდებიან.უთხრა ლაშას გიორგიმ. -წაგებული როდის უნდა ჩაგვბარდეს?მარიამმა ღიმილით შეხედა გიორგის.სახლში მივიდნენ მხიარული სახეებით,მაგრამ დაღლილები და გაოფლილები.გოგიმ გადახედა ყველას და დანანებით თქვა. -ეს ოფლი რომ შრომაში დაგეხარჯათ მადლობაში ჩაგეთვლებოდათ,ამდენი სულელი რომ ერთ ბურთს დასდევთ,ვინ გითხრათ მადლობა? -არავინ ძია გოგი მარიამმა შეგვაშინა. -რატომ?იკითხა გაკვირვებულმა რუსომ და მარიამს შეხედა რომელსაც უნდოდა ლაშასთვის ენა ამოეგლიჯა. -დაჯექი რუსო მეშინია ახლა რასაც გაიგონებ,გული არ წაგივიდეს.უთხრა ალექსანდრემ. -აჰა,დავჯექი და თქვით რა მოხდა. -ეს თქვენი შვილი,ტყუილად რომ აყუდებულა ამხელა,ვინ წააგებინა რომ გითხრათ არ დაიჯერებთ. -წააგო?შეუძლებელია,ვისთან იყო პარაში.იკითხა გოგიმ გაკვირვებულმა. -მარიამი იყო მისი მოწინააღმდეგე და მარიამმა წააგებინა,მანაც გამარჯვებული რომ დაიგულა თავი გული წაუვიდა სიხარულისაგან. -მარიამმა მოუგო? კითხვა გაუმეორა ალექსანდრეს გოგიმ. -აბა? მარიამმა მოუგო სირცხვილით ეს სად უნდა გავამხილოთ. -ვერ ვიჯერებ,ახლავეს შევალ კაბინეტში და პაპაჩემის დატოვებული მაუზერით ჯერ შენ გესვრი გიორგი და მერე მე მოვიკლავ თავს.ამბობდა გოგი და ყველას გადაედო მისი იუმორი. -იეშმაკა,ისე რას მომიგებდა გვერძე გამახედა და ისე გაიტანა ბურთი კარში.აყვა გიორგიც მათ სიცილში. -აბა კი რას გაიხედე შენც უკან,მაგრამ არ იცი თამაშის წესები.იუკადრისა მარიამმა მისი ეშმაკად წოდება. -ნუ მეჭიმები მარიამ,დღეს გაგიმართლა და ხვალ ვნახოთ. -ხვალ ხვალისაა,ჩვენ დღევანდელზე ვლაპარაკობთ.თვალი ჩაუკრა მარიამმა გიორგის. -აი,მიიღე პასუხი? დასცინოდა გოგი შვილს. -იცინეთ,იცინეთ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს.უთხრა გიორგიმ მარიამს და მანაც ჩაუკრა თვალი. -გეყოთ კინკლავი,დაისვენეთ და საღამოსთვის მოემზადეთ.თქვა ბექამ. -მერე წადი სახლში ჩვენთან ერთად უნდა მიხვიდე იუბილარმა? თუ იქ უნდა დაგვხვდე და გაგვიმასპინძლდე.წაკბინა გიორგიმ ბექა. -მივდივარ ხო რაიყო.შეუღრინა ბექამაც.დიდი დრო არ დასჭირვებიათ მოსამზადებლად,მაგრამ გოგოები ბრწყინავდნენ მათი სილამაზით. -წავედით?გადახედა ანას ღიმილით გიორგიმ რომელიც მარიამს ვერ წყვეტდა თვალს.ანას მოკლე მწვანე ფრიალა კაბა ეცვა და თმები გაეშალა,მკრთალი მაკიაჟი და ძალიან უხდებოდა უბრალოება.მარიამი კი საოცრად გამოიყურებდა ანგელოზივით თეთრ სამოსში გამოწყობილი,მას მხოლოდ ფრთები აკლია ანგელოზის.თეთრი კლასიკური შარვალი და თეთრი ზედატანი ცალ-მხარეს ჩამოგდებული და ბადეში ჩასმული ზურგის მხარე,წინ კი დეკოლტე ზომიერად ამოჭრილი.ეს სამი დაგვიანებული მივიდნენ რესტორანში და შესვლისთანავე მიიქციეს ხალხის ყურადღება,დაგვიანებულ სტუმრებს ბექა შუა დარბაზში შეეგება და მარიამს გადაულაპარაკა. -შავი ფანქარი თან გაქვს? -რად გინდა?გაუკვირდა მარიამს. -შუბლზე ჯვარი უნდა გაგიკეთო,რადგან ყველა შენ გიყურებს. -გაჩუმდი,დღეს მაინც იყავი სერიოზული.შეუღრინა გიორგიმ. -ბექა დაგვაცდი რომ მოგილოცოთ?შეეკითხა ანამ. -კი,კი როგორ არა მზად ვარ აბა ორივემ მაკოცეთ და საჩუქრებიც გადმომეცით. -არსოდეს არ გამოსწორდები.უთხრა გიორგიმ და მეგობრებისკენ წავიდა ისე არც კი მიულოცია ბექასთვის.ანამ და მარიამმა კი ერთდროულად აკოცა ლოყაზე ბექას და ისიც შუაში ჩაუდგა გოგონებს,წელზე ხელი შემოხვია ორივეს და ხმამაღლა თქვა. -ხალხოოოო,მგონი ჩემი უკანასკნელი დღე არის,ასე მგონია ანგელოზებს თავად მივყავარ უფალთან. -მასხარა ხარ.უთხრა ანამ და გაეცინა. -მობრძანდით,მობრძანდით.ბექამ ყველას გააცნო ანა და მარიამი. -ბექა აი ესაა რაც მოვასწარით,მცირედია მაგრამ სამახსოვრო.საჩუქარი მიაწოდა მარიამმა და კიდევ ერთხელ მიიღო მისგან მილოცვა. -ლაშა შენ რა საჩუქარი აჩუქე ბექას.სიცილით უთხრა რომამ ლაშას. -ჩემი საჩუქარი სიურპრიზია და სულ ცოტა ხანში ყველა ნახავს.თქვა ლაშამ და ეშმაკურად გახედა ყველას. -ყველა სიტუაციაში იძვრენ თავს.უთხრა გიორგიმ ლაშას. -არაფერიც თავს არ ვიძვრენ არ მეშვებით?კარგი მასე იყოს,მაშ დავიწყოთ.ლაშა ადგა და მუსიკოსებთან მივიდა და რაღაც უთხრა,რომლებმაც წყნარი მუსიკა გაუშვეს,დარბაზი ჩაბნელდა და ამ სიბნელეში ნელა-ნელა კედლებზე ოქროსფერი ასოებმა იწყეს გამოჩენა და ერთიანობაში დაეწერა ,,ბექას უყვარს მარიამი''.გაოცებული იყო ყველა,მარიამმა და გიორგიმ ერთმანეთს შეხედეს,ბექა კი გაშტერებული უცქერდა ანას.ვერავინმა ვერ გაიგო ვის-ვინ უყვარდა,თავად ბექაც დაბნეული იყო ლაშა კი იდგა და გაღიმებული უცქერდა ჯერ გიორგის და შემდეგ ბექას. -ეს რა გააკეთე ლაშა.უჩურჩულა ალექსანდრემ. -დაიცადე,ახლა ნახე რა უცებ გამოუტყდეს ეს ორი ბედოვლათი გოგოებს სიყვარულში. -ეს განგებ გააკეთე?ღიმილით შეხედა გელამ. -ეგებ მიხვდნენ,რომ ძალიან გაწელეს გოგოებს უთხრან თავიანთი სათქმელი.ანამ თავი დახარა ცრემლები ჩუმად მოიწმინდა,ადგა და სამეგობრო უხმოდ დატოვა,ანას წასვლა ბექამ შეამჩნია და უკან გაყვა. -ანა.დაუძახა ბექამ მაგრამ იმდენად გათიშული იყო ანას გონება ხმა არ გაუგონია.ლაშამ შეატყო,რომ სიტუაცია დაიძაბა და ბექას უკან გაყვა. -ანა სად მიდიხარ კარგი რა,მე გავიხუმრე.ანა შემობრუნდა ლაშას მრისხანედ შეხედა და გაბრაზებულმა უთხრა. -გაიხუმრე?შენ როცა ეს გეგმა დასახე,ის თუ გაიფიქრე რომ მეგობრის გულს ჭრილობას აყენებდი. -ეს ხომ უბრალოდ ხუმრობა იყო. -შენთვის,შენთვის იყო ხუმრობა ლაშა.ვფიქრობ შენთვის ძნელია დღევანდელი ტკივილი გაიგო,ყველა ხუმრობას აქვს საზღვარი,შენ კი ეს საზღვარი დღეს გადაკვეთე და შორს გახვედი დაუკითხავად. -მართლა არ მიფიქრიოა ასე თუ გაწყენინებდი.უთხრა სევდიანად ლაშამ და თავი დახარა. -ანა მომისმინე მეც გავბრაზდი,მაგრამ ხომ ახსნა ლაშამ რომ იხუმრა.ახლა ბექა შეეცადა ანას შემობრუნებას.-ვწუხვარ,მართლა ძალიან ვწუხვარ ასე რომ მოხდა.ახლავეს შევალ და ყველას ვეტყვი რომ ეს ტყუილია,რომ ეს ხუმრობა იყო,რომ ანას გიორგი არ უყვარს. -დიახ წადი,წადი და თქვი რომ გიორგი კი არა შე უგრძნობო შენ მიყვარხარ,შენ.ხო რას მომაჩერდი შეშინებული,მე შენ მიყვარხარ ხისთავიანო.ბექა გაშეშდა,ანას მიმართ გრძნობები ჰქონდა,მაგრამ თვით ანა თუ დაასწრებდა ამ სიტყვების თქმას ამას არ ელოდა,ამიტომ მეტყველება დაეკარგა,ვერაფერს ვერ ამბობდა და მხოლოდ გაოცებისაგან გაფართოვებული თვალებით შესცქეროდა ანას. -რამ დაგადუმა და დაგამუნჯა იდიოტო. -ანა შენ დამამუნჯე,მე ვაპირებდი რომანტიკულ მდგომარეობაში მეთქვა შენთვის ეს სიტყვები და შენ,შენ დამასწარი? მიუახლოვდა ანას ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა,ანას თმებს ეფერებოდა.ბექას სიახლოვემ და მისმა გულწრფელობამ ანას წყენა გადაავიწყა და მანაც შემოხვია მისი სუსტი ხელები ბექას.დარბაზში შებრუნებულმა ლაშამ გიორგის და მარიამს ყველაფერი აუხსნა თუ რა ჰქონდა ჩაფიქრებული ამ ხუმრობით და გარეთ გაახედა ისინი.გარეთ წვიმდა,წვიმაში კი იდგა სიყვარულით ანთებული ორი გული და თითქოს ვერც გრძნობდნენ ვერც წვიმას და ვერც სამეგობროს თბილ ღიმილს,ისინი თავიანთი სტიქიაში იყვნენ ჩაძირულები. -იქნებ პირველი კოცნაც მე მოგპარო?უთხრა ანამ ბექას და ორივეს გაეცინა.-არა,არა ეს არ უნდა მეთქვა,ღმერთო რა სულელი ვარ.ბექამ დაიხარა და ნაზად აკოცა ანას. -რას,რას აკეთებ. -იმას რომ ცეცხლი ჩავაქრო,რადგან წვიმა ვერ აქრობს. -არ გინდა,ნუ იზამ. -არც ის გინდა,რომ ნელა ნელა მოგიახლოვდე? -რატომ,რა ჩაიფიქრე? -არაფერი,უბრალოდ ჩქარა მოსვლით არ მინდა დაგაბნიო.მაგრამ უნდა ავღნიშნო,რომ თვითკმაყოფილი სახე გაქვს.ანა,ანა როგორც კი დაგინახე მაშინვე მივხვდი რომ შარში ვიყავი. -ვიცი,ვამჩნევდი როგორ მიყურებდი ჩუმ-ჩუმად.უცებ გააჩუმა ბექამ კოცნით და როგორც იქნა ანას გემრიელი ტუჩების გემოც კი შეიგრძნო. -ამას რატომ აკეთრებ ბექა. -იმიტომ რომ პირველი მინდა ვიყო,იმიტომ რომ მაღიზიანებს ასეთი გემრიელობებს შორიდან რომ ვუცქერ და აწი როცა მინდა მაშინ შევეხები,რადგან მათზე შეხების უფლება მხოლოდ მე მაქვს. -ერთ დღეს შენც იგრძნობ იმას,რასაც მე ვგრძნობ შენს მიმართ მარიამ.ყურში უჩურჩულა გიორგიმ მარიამს და ისე დადგა თითქოს მას არ ეთქვეს ეს სიტყვები.მარიამმა შეხედა გიორგის დაფიქრებულ სახეს,გიორგი კი ფიქრობდა თუ როგორ ნელა-ნელა იძირებოდა სიყვარულის ჭაობში და სადაც იყო მალე ამ გრძნობის უთქმელობა დაახრჩობდა.მარიამი დაბნეული დაბრუნდა სახლში,ანა კი კმაყოფილი და ბედნიერებით სავსე.გიორგიმ დილით მოჩვენებითი ღიმილი აიკრა სახეზე და სამზარეულოში ჩავიდა,სადაც ყველა მას ელოდა ნოყიერ საუზმესთან ერთად. -აბა რას ვაკეთებთ დღეს?ანა,მარიამ ხომ არ გადაგიფიქრებიათ სოფელში წასვლა? -არა,უნდა წავიდეთ რადგან გველოდებიან.გუშინ ვერ მოვახერხე საჩუქრის ყიდვა ვიყიდი და წავიდეთ.თქვა მარიამმა. -მაგაზე არ იდარდო,საჩუქრები ნაყიდია თქვენ მხოლოდ მოემზადეთ და გავიდეთ.თქვა გიორგიმ. -ეს,ეს რატომ გააკეთე გიორგი საჩუქარს მე ვიყიდდი.მოწყენილად და თან დარცხვენილად თქვა მარიამმა. -მარიამ არ გამაბრაზო,არანაირი მორცხვობა,არავინი არ მომკვდარა და არც ვინმე შეწუხებულა ასე რომ ნუ ნერვიულობ,კარგი?ჩვენ ხომ უცხოები აღარავართ ერთმანეთისთვის,ეს საჩუქრები არის შენი ძმისთვის და მორჩი ახლა ბუზღუნს.უთხრა ცოტა მკაცრად გიორგიმ. -გიორგი მე არ ავიღებ ამ საჩუქრებს,რადგან დაიხარჯე უმჯობესია შენი სახელით მიიტანო და გთხოვ ნუღარ ვიკამათებთ ამაზე.გთხოვ გამიგე,უბრალოდ არ შემიძლია ავიღო ეს ყველაფერი ჩემებმა იციან რომ მე ამდენი ფული არ მაქვს და რა ვუთხრა,საიდან ვიყიდეთქო. -გიორგი არ მინდა ჩავერიო,მაგრამ მარიამი მართალია შვილო.უთხრა რუსომ და შვილს გაუღიმა,მარიამმა კი თვალებით მოუხადა მადლობა ამ კეთილშობილ ქალბატონს. -კარგი გასაგებია,გააკეთე ისე როგორც შენ მიგაჩნია სწორად.შენ უფრო კარგად იცი რა მოსწონს და რა უყვარს ალექსანდრეს.ეწყინა გიორგის მაგრამ მიხვდა,რომ მარიამის გარეშე არაფერი არ უნდა ეყიდა.იჯდა და ფიქრობდა,თითქოს მოსწყდა რეალურ სამყაროს და უსასრულობაში გადასახლდა.ბექამ გახედა გიორგის უყურა და უთხრა. -რამ გამოგაშტერა, გიორგი რა გემართება.რა ბუზმა გიკბინა ეს ბოლო დღეებია ვეღარ გცნობ,სადღაც დაფრინავ და რაღაცას ან ვიღაცას ემალები,მაგრამ სირაქლემასავით გამოგდის,რადგან კარგად ვერ იმალები მაინც ჩანხარ.გიორგიმ სახეზე ხელი ჩამოისვა და დაფიქრებულმა სერიოზულად,ნახევად ხუმრობით უთხრა ბექას. -ქალები,ქალები მათ შარიდან ვერასოდეს ვერ ამოვა მამაკაცი.კარგი ამინდია დღეს,გუშინდენლი წვიმის შემდეგ სიგრილეა ადექი და გავიდეთ სანამ დაცხება.მარიამმა გულითადად დაემშვიდობა გოგის და რუსოს და ანასთან ერთად დაჯდა უკან მაღაზიაშიდაც გაიარა უყიდა ძამიკოს ის რაც მას სურდა და დაადგნენ გზას ხაშურისკენ. მარიამი წარმოშობით ხაშურიდან არის,იქ არის მისი ძირ-ძველი ფესვები.იქ დაიბადა მისი მშობლებიც,ჰყავს საყვარელი პაპა და ბებო,ასევე ძმა ალექსანდრე.პაპას სახელი ჰქვია ალექსანდრეს და რომ გაარჩიოს ყველამ დიდ და პატარა ალექსანდრეს ეძახის ყველა.მარიამის სახლი ქალაქიდან მოშორებით დგას მდინარე სურამელასთან ახლოს,სახლთან მისვლამდე.ძალიან ლამაზია ირგვლივ ყველაფერი,მყუდრო და წყნარი ადგილია.გიორგი კმაყოფილი ათვალიერებდა ყველაფერს და დახშული ხმით უთხრა მეგობრებს. -კარგია აქ ყოფნა,ადგები დილით და დილის სუფთა ჰაერით გამოკვებავ ფილტვებს და თვალს ამ სიმშვენიერით დაატკბობ.ჩვენ ავდგებით,გავალთ გარეთ ბეტონების მეტს ვერაფერს ვერ ვხედავთ,ამასთან ერთად კი მოწამლულ ჰაერსაც ვსუნთქავთ.ღრმად უნდა ვისუნთქოთ ეს სისუფთავე,რომ გვეყოს ცოტა ხნით.ხანდახან ისეთი სურვილი მაქვს მინდა გავექცე ირგვლივ აღმართულ ბეტონის კედლებს რომლებიც ძალიან ცუდად მხდის და მწამლავს,მაგრამ ჩემს ბინას რომ ვუახლოვდები მიყვარს მისი ძველი კედლები,სხვენი,ძველი ფილებით მოკირწლული გზა,კიბეები,ოდნავ მჟუტავი ნათურით განათებული ეზო.მიყვარს ეს ყველაფერი,ძალიან მიყვარს რადგან იქ ჩემი ბავშვობაა,ჯერ კიდევ ტრიალებს ბავშვობის სუნი.ვერ დავთმობ,ჩემს ადგილს ვერ შეველევი მე ხომ იქ გავიზარდე და იქ ჩემი ლამაზი სავანეა,იქ უნდა გაიზარდოს ჩემი შვილებიც. -ჯერ ერთი იქ მარტო შენი ბავშვობა არ არის და იმ წლებს მარტო შენ ნუ დაისაკუთრებ.შეუბღვირა ბექამ გიორგის. -წასული ხომ იყავი,ხომ მოგიწია სხვაგან ცხოვრება.შეეკითხა მარიამმა. -ის ვიცოდი,რომ დროებითი იყო,ვიცოდი,რომ დაბრუნების დრო როცა მოვიდოდა,მე ისევ ჩემს ბუდეს დავუბრუნდებოდი. -მარიამ მალე მივალთ?დაღლილი ხმით შეეკითხა ბექამ. -დაიღალე?გაეცინა მარიამს. -სკამის ფორმა მივიღე.გაეცინა ბექას. -ნუ წუწუნებ,მალე მივალთ უკვე და გპირდები იქ ისეთი გარემო დაგხვდებნა არ მოგწყინდება.მარიამი თვალებით იცინოდა და ეს უყვარდა მასში გიორგის ყველაზე მეტად. -ანა არ გინდა ჩვენი ველოსიპედებით რომ გავისეირნოთ, ისე როგორც ძველად?ეშმაკური თვალებით შეხედა მარიამმა ანას და გაეცინა მის გაოცებულ თვალებს რომ შეხედა. -არ მჯერა რომ ის ჩემი ველოსიპედი ისევ არსებობს,საინტერესოა როგორ გადაურჩა ალექსანდრეს. -მამამ ბოქლომი დაადო,რომ ვერ გაეყვანა სახლიდან.უთხრა მარიამმა სიცილით.გიორგი უსმენდა მათ საუბარს,მაგრამ უფრო მის წინ გადაშლილი სილამაზეს ვერ წყვეტდა თვალს.მანქანა წითელი აგურით ორ სართულიან სახლს მიადგა,საიდანაც მხიარული ხმები გამოდიოდა. -მარიამ შენი ძმა რამდენი წლისაა?იკითხა გიორგიმ და თან ფანჯრებში მერცხლებივით გადმომდგარ ბავშვებს უცქერდა,მარიამმაც იქით გაიხედა და გაეცინა. -უკვე 17 წლისაა რატომ მეკითხები? -ამ ბავშვებში რომ ჩავჯდები ასაკი ხომ უნდა ვიცოდე მათი?გაეცინა გიორგის. -გინდათ ცალკე წავიდეთ?ისეთი კარგი ადგილი ვიცი ძალიან მოგეწონებათ.უცებ მოიფიქრა მარიამმა და სამივე დაითანხმა მის ჩაფიქრებულ გეგმაზე.ჯერ სახლში შევარდა გრიგალივით და ყველას მოეფერა,გააცნო გიორგი და ბექა მშობლებს,პაპას და ბებოს.შემდეგ მამას გაუმხილა მისი გეგმა და დაითანხმა კიდეც რომ მისი სტუმრები მის საყვარელ ადგილზე წაეყვანა.მარიამის მამა ნუგზარ ნიკოლიშვილი ძალიან თბილი მამა და მეუღლე არის.მეგობრებიც საკმაოდ ჰყავს და აქვს მისი მცირე ბიზნესი ის მეფუტკრეობას ეწევა და საკმაოდ კარგ თაფლს ამზადებს,ეს თავად თაფლივით ადამიანი.მარიამი და ალექსანდრე დიდხანს ეფერებოდნენ ერთმანეთს და შემდეგ საჩუქარიც გადასცა,რომელმაც ალექსანდრე ძალიან გაახარა შემდეგ კი ყურში უჩურჩულა. -არ გეწყინოს,ალექს მე ჩემს მეგობრებს ჩემს საყვარელ ადგილზე წავიყვან,თქვენ ხელი რომ არ შეგიშალოთ.ალექსანდრემ შეხედა გაბრაზებული სახით,მაგრამ მარიამის სახეს რომ შეხედა გაეცინა.მიუხედავად იმისა მარიამი უფროსი არის ალექსზე,ალექსანდრე საკმაოდ მაღალია მასზე ამიტომ ხელი მოხვია და გულზე მიიკრა საყვარელი დაიკო,ყურში კი ჩუმად უთხრა. -რას მეკითხები,წადით როდისმე დამიშლია რამე მე შენთვის?თუ ადრე დაიშალნენ მეც იქ მოვალ და შემოგიერთდებით.მარიამმა მადლიერი თვალებით შეხედა და მთელი პირ-სახე დაუკოცნა,რაც ალექსანდრემ შეიფერა და ამაზე ყველას გაეცინა. -დედააა,ბებოოოო.ყვირილით გაიქცა მარიამი და მისი საყვარელი კალათა გადმოიღო რომელიც პაპამ მოუწნა და ცოტა-ცოტა ყველაფერი ჩააწყო,კალათა გარეთ გაიტანა და მანქანაში ჩადო,მაგრამ ნუგზარიმ იუარა მანქანას არ გაგატანთო და ფეხით გაუშვა სტუმრები ტირიფების ჩეროში საფეიფოდ და თავადაც გაყვათ. -შორს არ არის მანქანა არ გინდათ,დალევთ და იქ ცუდი ამოსასვლელია,გზა არ იცით და რამე არ მოიწიოთ ამიტომ ასე ჯობია,შენც რა აიტეხე ეს ტირიფები სახლში ვერ დაჯდებოდით?უსაყვედურა მარიამს მაგრამ მარიამმა შორიდან კოცნა გაუგზავნა მამას და მაინც გააცინა გაბრაზებული კაცი. -განა აქვთ ასეთი მშვენიერება ნანახი,რასაც იქ ნახავენ? -ოხ მარიამ,ოხ მარიამ დააყოლა ბოლოს და მასაც გაეცინა.მართლაც გაოცებული დარჩნენ სანახაობით როცა ადგილზე მივიდნენ იქ ისეთი სილამაზე იყო,გვერდით გვირილების ბაღი,თითქოს განგებ დაერგოთ და იქ მისულ სტუმრებს თავმომწონედ ესალმებოდნენ,მაგრამ სულ სხვა სილამაზე ჰქონდა ირგვლივ მრგვალად დარგულ მტირალა ტირიფებს რომლებსაც ტოტები ცრემლებივით ძირს ჩამოეყარა.მათ ძირში კი ერთ მხარეს მრგვალი მაგიდა იყო ჩადგმული და ირგვლივ სკამებიც არ დავიწყებია იმ ადამიანს ვინც ხელი შეუწყო ამ სილამაზეს შექმნაში. -მარიამ როგორ აღმოაჩინე ეს სილამაზე,რა საოცრებაა.გაოცებას ვერ მალავდა გიორგი. -ეს ტირიფები,მარიამი ერთი წლის რომ გახდა პირველი ტირიფი მაშინ დავრგე და სურვილი დამებადა ასე დამერგო ყოველ მის დაბადების დღეზე თითო ძირი,დღეს აქ 18 მტირალა ტირიფია,მეთვრამეტეს ხედავ? ჯერ ძალიან პატარაა.მარიამი აქ გაიზარდა ძირითადად,სახლიდან გამოვიდოდა წიგნს წამოიღებდა და ვიცოდით რომ აქ იქნებოდა.პატარა რომ იყო ამბობდა,აქ ერთ ოთახს ჩავდგამ და ამ ტირიფების სუნთქვით მეც ვისუნთქებო,მაგრამ ახლა ქალაქად უნდა გადაბარგდეს.ნუ გეშინია,მე მოვაკითხავ შენს მაგივრად შენს ადგილს უშენობა რომ არ იგრძნონ თორემ ერთი უყურადღებობა იგრძნოს ტირიფმა და უკვე ხმობას იწყებს.ასე რომ მე ვიზრუნებ შენს ბაღზე მარიამ.თქვა ნუგზარიმ და ყველა გაოცებული უსმენდა. -აბა ამოვალაგოთ და დავსხდეთ.თქვა ანამ და კალათის ამოლაგება დაიწყო.ნუგზარიმ კი მორიდებით ბოდიში მოუხადა სტუმრებს. -თუ არ მიწყენთ,თქვენ ზრდასრული ხალხი ხართ და გამიგებთ,ისინი ბავშვები არიან და უყურადღებოდ ვერ დავტოვებ,მივხედავ და ჩვენ ერთმანეთის გაცნობისთვის დრო ხვალაც გვაქვს. -რას ამბობთ,მართალი ბრძანდებით ისინი ჯერ ბავშვები არიან და ყურადღება სჭირდებათ.ჩვენ მივხედავთ ჩვენს თავს,თქვენ იმათ მიხედეთ ჩვენზე არ იდარდოთ.უთხრა გიორგიმ. -აბა წავედი და მოგვიანებით მოგაკითხავთ.უთხრა სტუმრებს ნუგზარიმ და სახლისაკენ წავიდა ჩქარი ნაბიჯით,რადგან იქ უფრო საჭიროდ თვლიდა თავს. -მე მომშივდა.თქვა მარიამმა და პირველი მიუჯდა მაგიდას,ისე იჯდა ძირს ჩამოყრილი ტირიფის ტოტები მას ედებოდა და თითქოს ეფერებოდა,უხაროდა თვით ტირიფებსაც მისი იქ მისვლა.სვავდნენ,ხალისობდნენ და საუბრობდნენ.გიორგი მოაჯადოვა ამ სილამაზემ,ძალიან მოეწონა იქ ყოფნა და ბევრი ფოტოებიც გადაიღეს.მიხვდა,რომ მარიამივით განსაკუთრებული იყო ეს ადგილი.მარიამმა ღვინით შეავსო ჭიქა და ფეხზე წამოდგა. -აბა ვინ მეტყვის ახლა ამ საოცრად ლამაზ ადგილს რა მოუხდება.ამ სილამაზეს,ამ ცის სილაჟვარდეს,ამ ტოტებ-დაყრილ ტირიფებს თუ არა ის,რომ ვთქვა ჩემი უსაყვარლესი პოეტის ,,ჟანეტ ბოგვერაძის''ლექსი სამშობლოზე. ცისარტყელა,მზე და ლურჯი მთები გვირილები და ლურჯ-თვალა ია, მორაკრაკე ცივი წყალი მთიდან რომ იცოდეთ უხ,რა ლამაზია. ხეები და მდელოები მწვანე, და კლდეებში ამოსული ია, ამწვანებულ მდელოებზე ირგვლივ ნაირფერი ნაზი ყვავილია. მდელოები,მწვერვალები,მთები ბუნებაში ჩაქსოვილი ტბები, ამ ყვავილებს რომ ვუყურებ ვტკბები საქართველოს სილამაზით ვთვრები. რომ ვუყურებ ალავერდს და შატბერდს სვეტიცხოველს,გერგეტსა და ყინწვისს, მე ძარღვებში სისხლი მიდუღს ხალხნო ამ ყველაფრის სიყვარულით ვიწვი. ვერაფერი შეედრება სოფელს ბავშვის თამაშს, სიხარულით ფრენას, ვუსმენ მერცხლის გალობას და ჭიკჭიკს და ბულბულის ნაზ საამო სტვენას. ზღვა ლივლივებს და ბობოქრობს ტალღა სადღა ნახავ ამ სამოთხეს,სადღა? ვარდის სათნო კუკურების გაშლა ძნელი არის გონებიდან წაშლა. დეკემბერში მობრძანება ზამთრის თოვლის მოსვლა, გახარება ბავშვის, ამ ყველაფრის დავიწყება არ ღირს ამ ქვეყანას ყველა რომ შეჰნატრის. მშვენიერი მარგალიტი, ლაღი ეს ქვეყანა მუდამ სასახელო, ეს ხომ ჩვენი სამშობლოა ხალხო? ჩვენი ლაღი ტურფა საქართველო. (ავტორი ჟანეტ ბოგვერაძე) დაასრულა ლექსის თხრობა და მხოლოდ მაშინ იგრძნო რომ სუნთქავდა,რომ ცოცხალი იყო ისეთი ემოციური იყო მისი ლექსის წაკითხვა ყველა გარინდულად იჯდა,გიორგიმ ამოიღო ბოლოს ხმა და უთხრა. -მარიამ სადაც არ უნდა წახვიდე,ამ სილამაზის დათმობა და დავიწყება ყოველთვის გაგიჭირდება.შენ რა გითხრა აქ გაიზარდე და მე ახლა ვნახე,მაგრამ უკვე ასე ვფიქრობ რომ ამ ადგილის გარეშე ვერ ვიარსებებ.ამ საუბარში და ნელა ნელა სმაში ოთხივეს კარგად მოეკიდა ღვინო.დღე ებრძოდა ღამეს და ღამემ დაჩაგრა,ნელა-ნელა ჩამობნელდა და შუქად ნათელი დიდი მთვარე ამოვიდა რომელმაც ღიმილით გადახედა ახალგაზრდებს. -თქვენ წადით და მე აქ დამტოვეთ,აქ რომ დავისვენებ,ისე ვერსად ვერ დავისვენებ.თქვა გიორგიმ.მანქანის შუქებმა გაანათა და ნუგზარიმაც მოაკითხა სტუმრებს. -აბა ხომ არ მოიწყინეთ ჩემო სტუმრებო. -დავათვრე მა,შეხედე გიორგის უკვე ეძინება,ბექა ასკილივით აქნევს თავს,ანა კი მიწვა გიორგის გვერდით. -მარიამ შენ რა დალიე? -აბა?მასპინძელი თუ არ დალევს სტუმარი დალევს?გაეცინა პირველად უყურებდა ნასვამ მარიამს,ანას გადახედა და მშვიდად ფშვინავდა გიორგის მხარზე.ბექამ ცალი თვალი მოჭუტა და ნუგზარის უთხრა. -ღვინოა ეს ძია ნუგზარ თუ ბომბი?ნუგზარს გაეცინა და უთხრა. -აი ესაა ნამდვილი ყურძნის წვენი.შემდეგ ანა ხელში აიყვანა და წინ დააჯინა,გიორგიმ კი მარიამს გადახვია ხელი და ისე მივიდნენ მანქანამდე გზაში ერთმანეთს აკავებდნენ,რაზედაც ნუგზარიმ ბევრი იცინა.მარიამი და ანა პირდაპირ საძინებელ ოთახში ავიდა ბიჭები ჯერ ჰაერზე გაჩერდნენ,ჰამაკში ჩაჯდნენ და ვარსკვლავების თვლა დაიწყეს.თითქმის შუაღამე იყო და ბექამ უთხრა. -გიორგი გოგოს გამოტყდომიხარ სიყვარულში? -არა,არც შემყვარებია აქამდე და ახლა ვიცი რომ მალე მომიწევს ჩემი გრძნობა გაუზიარო მასაც. -მართლა?მე ვიცნობ?გიორგიმ წარბის აწევით შეხედა ბექას და უთხრა. -კი,იცნობ მაგრამ ჯერ მე არ ვჩქარობ. -რატომ? -იმიტომ,რომ ჯერ უნდა დადუღდეს,თორემ დაუდუღარ მაჭარს სარქველი არ დაეხურება.დაველოდები,ბექუშ მის გაზრდას დაველოდები. -გიორგი რას იტყვი მარიამზე? -რა უნდა ვთქვა გარდა იმისა,რომ სადაც მარიამია იქ სიხარულია,სინათლეა. -მარიამი შენი სიხარული და სინათლეა? -ბექა მე დაბნეული ვარ და ეს მარიამის ბრალია და ახლა შენ მე უარესად მაბნევ. -მარიამის ბრალია?შეხედა გაკვირვებულმა გიორგის. -ხო,არ იცოდი? -არა,არ ვიცოდი. -არც ის იცი,რომ სადაც მარიამია იქ სიცოცხლის ჩქეფა რომ არის? -ვიცი,ვიცი განა არ ვიცი? -მარიამი ჩემი ცხოვრებაა...თქვა გიორგიმ ჩუმად,მაგრამ ბექამ მაინც გაიგონა.თავი წამოყო და შეკითხვა გაუმეორა. -რა თქვი?მარიამი შენი ცხოვრებააა? -უკვე უთქმელად გებულობ ჩემს სათქმელს,აი ხედავ როგორ გესმის ჩემი გულის ძახილი? -აუუუუ,ეს სერიოზული კაციც გადარია სიყვარულმა.ორივეს ჩაეძინა ერთმანეთზე ჩახუტებულებს და ორივე საშინელმა თავის ტკივილმა გააღვიძა დილით. -ვაიმეეე წუხელ აქ დაგვეძინა?რას მეწებები,რომ შემომხვევიხარ სუროსავით,ადე ჩქარა არ დაგვინახოს ვინმემ.უთხრა გიორგიმ ბექას რომელიც ვერ ლაპარაკობდა,რადგან თავის საშინელ ტკივილს გრძნობდა. -გიორგიიიი უკვე დაგინახეთ.აკისკისდა ფანჯარაში გადმომდგარი ანა. -აწი აღარასოდეს აღარ დავლევ.ბუზღუნებდა ბექა. -გიორგი.ეძახდა მარიამი მაგრამ გიორგის თვალები დაეხუჭა და ბუტბუტებდა. -გიორგი აღარ არის,გიორგი წუხელ მოკვდა. -ადექი კიტრის მწნილი მოგიტანე,ჭამე და ნაბახუსევი გაგივლის. -თუ მწნილის წვენს დალევ,უკეთესია გიო.მარიამის სიტყვა ანამ დაასრულა. -ისე დალევა თუ არ შეგიძლიათ,კი არ უნდა გაიჭიმოთ.უთხრა ორივეს მარიამმა და თვალი ჩაუკრა. -მარიამ თბილიში როდის ბრუნდები,შემახსენე რა. -სწავლა რომ დაიწყება,მაგრამ მამამ უკვე ბინა გვიშოვა და იქ ვიცხოვრებთ.მარიამი ანას მიუბრუნდა და რაღაც უჩურჩულა ყურში,შემდეგ ორივემ წამოფრინა ფეხზე და ორივემ ძველი ფარდულისკენ წავიდნენ სირბილით.ძალიან იწვალა მარიამმა ბოქლომი აეხსნა ველოსიპედებზე და რომ ვერაფერი ვერ ქნა ბოლოს ქლიბით გადაქლიბა და მაინც ახსნა.ეზო დაზვერა და რომ ვერავინი ვერ დაინახა ჩუმად წავიდნენ ჭიშკრისკენ,მაგრამ ალექსანდრემ მოკრა თვალი ორივეს და გაოცებული უცქერდა მარიამს და ანას.მარიამი სიხარულისგან ბრწყინავდა და გზაში ტიტინებდა,შემდეგ ანას მიუბრუნდა. -მზად ხარ შევეჯიბროთ ისე როგორც ადრე? -მზად ვარ,წავედით გავიხსენოთ ბავშვობა.თქვა ანამ და პედლები დაატრიალა.მიდიოდნენ გზაზე და ხან მარიამი გაასწრებდა და ხან ანა. -მარიამ მოდი მარტოები ვართ და გულახდილად ვისაუბროთ რა. -რა ხდება?შეჩერდა მარიამი და ანას გვერდით დადგა და ასე გვერდი გვერდ მიმავლებმა გაუდგნენ გზას. -მარიამ ჩემს სიმპატიურ მეგობარზე რას იტყვი? -ვისზე ამბობ, გიორგიზე? -ხო გიორგიზე გეკითხები,აბა ბექა ჩემია და არც იფიქრო ბექა დაგითმო.ანამ შეუბღვირა და მარიამმა გულიანად გადაიკისკისა. -ხომ იცი რომ ჭორაობა არ მიყვარს ანა. -მიდი რა მითხარი, როგორ აღწერ შენ გიორგის და მის უჟმურ ხასიათს. -სულაც არ არის უჟმური. -ხოოო? და სხვა. -და სხვა რა გითხრა რაც თავად არ იცი ანა.ის ძალიან მომხიბვლელია,სიმპატიურია.კარგი ტიპია რაც ბოლომდე აქვს მის თავში ეს ათვისებული,გარშემო ყველა ქალი ნერწყვის ყლაპვით უცქერს და მთავარი იცი რა მომწონს მასში? -რაააა?დაიძაბა ანა. -ის არასოდეს არ ყოფილა შეყვარებული,შესაძლებელია ფლირტი ჰქონდეს მომხიბვლელი მამაკაცია,მაგრამ ყოველთვის უკან იხევს როცა ხვდება რომ საქმე რთულდება.ამიტომ ყოველთვის ნეიტრალურ ზონაში დგას.გიორგიმ და ბექამ თავი მოიწესრიგეს და როცა ეზოში ისევ გამოვიდნენ ანა და მარიამი ვერსად ნახეს.გიორგიმ ეზოს სიღრმეში შევიდა და დაინახა ფარდულის კარი იყო ღიად და იქვე ეყარა გატეხილი ბოქლომები.გაეცინა და გარეთ გავიდა ისევ. -გიორგი სად იყავი,ფარდულში რა გინდოდა ან გოგოები სად არიან.შეეკითხა ნუგზარიმ. -გოგოები მგონი სასეირნოდ წავიდნენ ველოსიპედებით.ღიმილით უთხრა გიორგიმ და გაუკვირდა ნუგზარის რეაქცია,ის ფარდულში შევარდა და დარწმუნდა გიორგის სიტყვებში. -რა მოხდა. -ის მოხდა,რომ ორივე ბატია და ერთი მათგანი დაიმტრევა, გაფუჭებული იყო ერთი ველოსიპედი.გიორგის სახეზე ფერებმა გადაუარა და ბექას დაუყვირა. -ჩქარა ჩაჯექი მანქანაში. -რა ხდება,სად მირბიხარ.გაუკვირდა ბექას.ალექსანდრეც მათთან ერთად ჩაჯდა და დიდი სისწრაფით გავარდა ეზოდან.ჩქარა მიდიოდა რომ დაელანდათ ორივე გზაზე და შეხედეს კიდეც,ორივეს ხელი გადაეხვია ერთმანეთისთვის,მარიამს ქარი უწეწავდა თმებს და ჰაერში უფრიალებდა.უეცრად ანამ ხელი შეუშვა,მარიამმა ორივე ხელები გაშალა და ასე მიდიოდა გზაზე,მაგრამ ანას ყვირილი მოესმა უკან მიიხედა და ანა თავით იყო ჩავარდნილი მკბენარე ჯინჭრებში თავისი ველოსიპედიანად.იქვე დააგდო თავისი ველოსიპედი და ანასთან მიირბინა. -ანა,ანა კარგად ხარ? -არაააა.ამოიკნავლა ანამ.ამ დროს მარიამის ახლოს მანქანაც გაჩერდა და გიჟებივით გადმოცვივდნენ მანქანიდან. -ანა,ანა კარგად ხარ?შეგიძლია რამე მითხრა? -ნუ ყვირიხარ კარგად ვარ,აქედან ამომიყვანეთ. -აქ როგორ ჩამოვიდე,ეს ბალახი იკბინება. -არ შეგჭამს ნუ გეშინია, ამომიყვანეთ დროზე.აყვირდა ანა და მარიამი ძირს იჯდა და გულიანად კისკისებდა,გიორგი კი ვიდეოს იღებდა. -შენ მომენტი არ გაუშვა ხელიდან,დააფიქსირე ყველაფერი.შეუღრინა ანამ გიორგის. -რომ მომენატრები დავჯდები და გავიცინებ შენს სიგიჟეებზე ანაბელ. -მეტი საქმე რა გაქვს.კბენას არ წყვეტდა ანა. -თქვენ აქ როგორ მოხვდით,სად მიდიხართ?შეეკითხა მარიამმა. -მამაშენმა მიხვდა რომ გამოიპარეთ და თან დამსხვრეული ბოქლომები ნახა ფარდულში.მარიამს უთხრა და გაეცინა გიორგის. -ანა მართლა კარგად ხარ? -კარგად ვარ,კარგად უბრალოდ ველოსიპედმა მიმტყუნა.ძველია და ალბად უკვე გადასაგდებია. -ყველაფერი კარგად თუა წავედით.თქვა გიორგიმ. -ვაიმე დაშუშხული ვარ,როგორ იკბინება ეს გასახმობი ჯინჭარი.გიორგი შენ მიმიყვანე რა მანქანასთან.ბექას გაუკვირდა,გიორგიმ მარიამს გადასცა ვიდეო კამერა და მარიამმა დაიწყო გადაღება.გიორგიმ წელშე შემოხვია ხელი ანას და ანამ ყურში უჩურჩულა. -გიორგიიიი გაცილებით მეტ შარში ხარ შენ,ვიდრე მე მეგონა. -მე? რატო რა დავაშავე? იყვირა უცებ გიორგიმ და ანას ხელი შეუშვა რომელიც ისევ გადავარდა ჯინჭრებში და გიორგიც თან გადაიყოლა.მარიამმა შეხედა თუ არა მათ ისევ ახარხარხა და ბექაც მას აყვა. -იდიოტო რატომ გამიშვი ხელიიი.ლამის ატირდა ანა და ისევ ბექას დახმარებით წამოდგა,ალექსანდრემ კი გიორგის მოეხმარა,მაგრამ სიცილისგან მასაც ძალა გამოლეოდა.როგორც იყო ყველა დადგა გზაზე და ანა ისევ გიორგის მიუბრუნდა,რომელიც დაწითლებულ მკლავებს დასჩერებოდა.ალექსანდრემ შეხედა გიორგის და ისევ გულიანად გაიცინა და თან უთხრა. -შენ და ანას ქარები არადოდეს არ გაგიართ. -გიორგი............ -ახლა შენი ხმის გაგონებაც არ მინდა,იცი რა მინდა? -რა გინდა. -მინდა დაგახრჩო,მაგრამ ბექა მეცოდება ჯერ დაუქორწინებელი რიმ დაქვრივდება. -იდიოტო,თვალები გაახილე უფრო ფართოდ. -აბა თვალებ დახუჭული დავდივარ? -კი დღემდე,მაგრამ იმედი მაქვს გამოფხიზლდები. -გამოვფხიზლდები,მაგრამ ეს სიწითლე არ გადამიარს? -გადაგიარს ერთ საათში არც კი გემახსოვრება,იმ ჯინჭრებში რომ იბურგნავე.ახლა სად მივდივართ? -არ ვიცი მე,თუ გინდათ სახლში წავიდეთ.თქვა გიორგიმ რომელიც თვალს არ აშორებდა მარიამს. -ახლა სახლში წავიდეთ,ვისადილოთ და შემდეგ მდინარეზე წავიდეთ.მარიამის აზრი ყველას მოეწონა და სახლში წავიდნენ,ნაზი ბებომ ანას გადატყავებული მუხლები და მკლავები რომ დაინახა სახეში შემოიცხო ხელები და ატეხა ქოთქოთი. -კარგი რა ბებო,კარგი რა ისედაც გული მიწუხს.ანამ ისეთი სახე მიიღო,ყველამ დაიჯერა რომ გული ჰქონდა ცუდად. -თამარ შვილო კორვალოლის კაპლი დევს ჩემს საწოლთან და მომიტანე შენ შემოგევლოს ჩემი თავი.გასძახა რძალს ნაზი ბებომ. -რად გინდა კაპლი,ვინ არის ცუდად.მალე მოვიდა თამროც. -ანას გული აქვს ცუდად და დავალევინებ,გულს მოუბრუნებს ეს კაპლი.იქვე გამოჩნდა ნუგზარი და დედას გასძახა. -არ უნდა მაგას კაპლი,ნემსი გაუკეთეთ და უკეთესია.ნემსის ხსენებაზე ისე წამოფრინდა ანამ ჭიქაში ჩასხმული კაპლი ნაზი ბებოს ზედვე გადაავლო და კაპლის სუნი დატროალდა,არ მოეწონა კორვალოლის სუნი და ბებოს მიუბრუნდა. -ბებოოო დაწოლის წინ სვამ კაპლის? -ეს ახლა ნორმალურია?ვსვამ ხო,ვსვამ. -ოხ როგორ მეცოდები პაპაჩემო,ასე კაპლის სუნათ რომ ყარს შენი ცოლი როგორ კოცნი ჰა?ყველამ გულიანად გაიცინა და ნაზი ბებო ისევ აქოთქოთდა. -შენ დაგიდუმდა ეგ უბედური და უზრდელი ენა შვილო.ნუგზარის როხროხი კი მეზობლებსაც ესმოდათ.უეცრად ნაზიმ გიორგის მკლავებს შეხედა და შეიცხადა. -შენ,შენ რაღა დაგემართა შვილო. -ჭინჭრებს დააკოცნინა თავი.თქვა სიცილით ანამ. -სპირტი,სპირტით ჩამოგბან ახლავეს. -ახლა გიორგი ააქოთე სპირტის სუნად.ცხვირი აუბზუა ბებოს ანამ და ცოტა მოშორებით დადგა. -შენი ენა მომცა ხელში.თქვა ნუგზარიმ და ისევ გაეცინა. -რად გინდა შამფურზე შეწვავ?გაეცინა ალექსანდრეს რომელიც გიორგის მიუბრუნდა.-ისე მაინტერესებს საიდან გაიცანი ანა გიორგი.გიორგიმ ანას გახედა და თითქოს მის თვალებში ამოიკითხა მუდარა,რომ ყველაფრის მოყოლა არ იყი საჭირი.გიორგიმ არ შეიმჩნია დაძაბულობა და მოყოლა დაიწყო. -შემთხვევით ერთ საღამოს გვიან გვიან მომიწია სამსახურიდან სახლში წასვლა და მეტროში გავიცანით ერთმანეთი.გაცნობამდე ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა გოგონამ,რომელსაც ერთი ასაკოვანი მამაკაცი არ აძლევდა მოსვენებას,შევხედე გოგონას რომელიც უხერხულ მდგომარეობაში დგას და ცდილობს გაექცეს,მაგრამ ეს მამაკაცი არ ეშვებოდა.არ ვიცოდი ქართველი თუ იყო,პირველად დავაპირე ავრიდებოდი,მაგრამ შემეცოდა გოგონა მივედი და გამოვექომაგე,რადგან ვერ გავუძელი მის ცრემლით სავსე თვალებს გულზე მომხვდა და გულში გავიფიქრე და რომ მყავდეს და ასეთი რამ შეემთხვეს ხომ უნდა დაიცვას ვინმემთქო,ამიტომ მამაკაცთან მივედი და ვუთხარი რომ უკან დაეხია,რადგან გოგონა ჩემი საცოლე იყო.არ დამიჯერა და ამის გამო ყბაშიდაც მიიღო მისაღები. -აი დაგირჩა მარჯვენბა ბებო.აღშფოთება ვერ დაფარა ბებომ. -შემდეგ ანასთან მივედი და შეშინებული გოგო გულში ჩავიკარი და ასე ატირებული გამოვიყვანე მეტროდან.გიორგი არ იხედებოდა ანასკენ,რადგან იცოდა ახლა უარეად გაშტერებული იქნებოდა და თავის თავს დაწვავდა, რომ გასცინებოდა.გამოიჭერდნენ ტყუილში და ეს არ უნდოდა,ანა კი მართლა გაშტერებული უსმენდა და გიორგის მოკვლის სურვილი უფრო და უფრო უმძაფრდებოდა.ბებოს საყვედურებმა გამოიყვანა სიშტერიდან და გიორგის მუქარით სავსე თვალებით შეხედა,რომელსაც ერთი გულიანი გაცინება ყველაფერს ერჩია. -აი მის მერე ვართ ასე მეგობრულად ერთად,უკვე მრავალი წელია. -რა დაბდურა ხარ ბებო,შენს გზაზე ვერ წახვალ?რას უდგეხარ წინ ამ უცხო კაცებს,რომ რამე ექნა ცუდი და ეს დალოცვილი ადამიანი იქ არ ყოფილიყო ვინ გადაგარჩენდა.როდის ვეღირსები დედაშენის და მამაშენის ნახვას რომ საკადრისი ვუთხრა.ესაა საქმე? -მიეცი ხო სალაპარაკო,ენას ჩაგიგდებ გიორგი იცოდე.შეუბღვირა ანამ მისგამ მოშორებით კი გიორგი და ბექა იცინოდნენ და უსმენდნე როგორ წურავდა ერთი მხრიდან ბიცოლა და მეორე მხრიდან ბებო ანას,ანა კი მობეზრებული უცქერდა მათ და სოჩიკივით ატრიალებდა თვალებს. -მორჩით ქოთქოთს,არ დაიღალეთ?იყვირა უცებ და წამოფრინდა ადგილიდან. -შეხედეთ,შეხედეთ რა დღეში აქვს ნერვები ან ნევროზიანს ამას.თქვა ბებომ,გიორგიმ ვეღარ მოითმინა და ბექსთან ერთად გულიანად გაიცინა. -წამოდით მდინარეზე,ჩვენს მოსვლამდე იქნებ დამშვიდნენ.შენ კიდე მეტი ვერაფერი მოიფიქრე?შეუბღვირა გიორგის და მერე ბექას შეუღრინა. -შენ რა გაცინებს,რას ხედავ სასაცილოს.უაზრო. -ეს დაგვცოფავს დღეს.თქვა ბექამ და ალექსანდრეს ხელი გადახვია. -რას იღრინები,მადლობა თქვი როგორ გაგიცანი ის რომ არ ვთქვი.უთხრა ანას გიორგიმ და გზა გააგრძელა. -და როგორ გაიცანი?ის რაც თქვი ტყუილი იყო?გაუკვირდა ალექსანდრეს. -გეტყვი,მაგრამ არ გამთქვა. -გეფიცები,არაფერს არ ვიტყვი. -კლუბში გავიცანი,მთვრალი იყო გატრეტილი თვალებში ვერ იხედებოდა და არც ყურში ესმოდა.სახლში წავიყვანე,წარმოიდგინე კარის გაღება რომ მინდოდა მივაყუდე კედელზე და ისე გავაღე კარი.ერთი სიტყვით კი არ წავიყვანე,წავიღე მოვუარე და დილით ისე გაიპარა მადლობაც არ მითხრა -აბა როგორ დაახლოვდით.გაუკვირდა ალექსანდრეს. -თვეები იყო გასული,რომ შემთხვევით ვნახე და შევახსენე თავი ვინ ვიყავი მას შემდეგ კი ისე მომეკრა ტკიპასავით ვეღარ მოვიშორე.გაეცინა გიორგის. -შენ მგონი მართლა მოგიწევს დღეს მიქელასთან წასვლა.უთხრა სიცილით ბექამ გიორგის. -იცი რა მოვიფიქრე? -რა.ალექსანდრეს სიცილზე გიორგისაც გაეცინა. -თქვენი გაცნობის მომენტებს არავის ვეტყვი,ამ ზაფხულს გამოვიყენებ ჩემს საქმეზე. -რა საქმეზე. -სისხლს მიშრობს ხოლმე როცა ჩამოდის და ახლა მე გავუშრობ სისხლს მაგ წურბელას.ალექსანდრეს სიტყვებზე ბექამ და გიორგიმ გუილიანად იცინეს და ანას გადახედეს,რომელმაც დაბღვერილმა გამოხედა ორივეს,რადგან მიხვდა ამ სამს შორის მასზე ოყო საუბარი.წამოდგა როგორც იქნა გამოეცალა ბებიას და ბიცოლას და სამივესთან მივიდა.გიორგის გვერდით ჩაენარცხა ჰამაკში და უთხრა. -რას ჭორიკნობთ აქ სოფლის დედაკაცებივით სამივე? -შენ აწი ანაბელ ჩემი უნდა გეშინოდეს.უთხრა ალექსანდრემ და ღიღინით გაეცალა მომღიმარ ბიჭებს და გაკვირვებულ ანას. -რა ბზიკმა უკბინა ამას,რა უთხარი შე საზიზღარო.გახედა გიორგის რომელსაც ცოტა ულკდა და სიცილისაგან ჩაბჟიდებოდა. -კი რაღაცა გაქვს ნათქვამი და მთელი ზაფხული ჩემს ნერვებზე დაუკრავს ეს საზიზღარი ბავშვი,აუ როგორ მეზიზღები გიორგი და როგორ ძალიან მძულხარ.უთხრა სერიოზულად გიორგის ანამ. -მეც ძალიან მიყვარხარ საყვარელო.სიცილით უთხრა გიორგიმ. -მეცოდები ანა რადგან,მაგარ შარში ხარ. -აქ ვერაფერს გიზამ,ყველა შენ გამოგექომაგება სტუმარს ნუ ჩაგრავო,წამოდი ახლავეს მდინარეზე და წყალში ჩაგგუდავ უხმოდ,შემდეგ წაგიღებს წყალი და სადღაც გამოგრიყავს და მხეცები შეგჭამს,მიწასაც არ გაღირსებ იცოდე. -ვაიმე,ვაიმე გა,გა,გაჩუმდი გოგო აღარ შემიძლია.ფეხების ფართხალით უთხრა გიორგიმ და სიცილისაგან დაღვრილი ცრემლი მოიწმინდა.უეცრად ანა წამოხტა ფეხზე და მარიამს შეუვარდა ოთახში რომელსაც ეძინა რადგან თავს ცუდად გრძნობდა,მაგრამ არ მოეშვა და თითქმის ძალით ჩააცვა საცურაო კოსტუმი,გარეთ გავიდნენ თუ არა მარიამის სახის ფერის არ მოეწონა არცერთს და შეეშინდათ. -ბებო როგორი ცუდი ფერი გადევს,ცუდად ხარ? -არა,ბებო კარგად ვარ. -მარიამ ამ ბოლო დროს მე შენ არ მომწონხარ.უთხრა ბებომ და სახეზე მოეფერა. -კარგად ვარ,ამ გიჟმა შემომიხტა ოთახში და შემაშინა.გამივლის ნუ ნერვიულობ,კარგად ვიქნები.შემდეგ იქვე მდგარ გიორგის და ბექას მიუბრუნდა და უთხრა. -წავედით? -თუ თავს მართლა კარგად გრძნობ,წავედით.უთხრა გიორგიმ.მხიარულად მიდიოდნენ,ალექსანდრე ნამდვილი ნერვების კიბო გახდა ანასი რომელიც უკვე წყობილებიდან გამოყავდა ალექსანდრეს მუქარებს.აღარ უნდოდა ალექსანდრეს მოსმენა და მდინარეზე მისვლისთანავე ერთი ხელის მოსმით გადაიძრო კაბა და წყალში ჩადგაფუნდა.გაცურა,გამოცურა და მარიამს დაუძახა. -მარიამ ჩამოდი, იცი რა კარგი წყალია? -თბილია?კითხვა დაუბრუნა უკან მარიამმა. -ნორმალურია,მე მომეწონა კარგად გავგრილდი. -მინდა ჩამოსვლა,მაგრამ მეშინია.თქვა მოწყენილმა. -მოდი ნუ გეშინია აქ არ ვარ?უყვიროდა იქედან ანა.მარიამმა კაბა გადაიძრო,მაგრამ ვერ ბედავდა წყალში ჩასვლას.გიორგი უყურებდა და მარიამის მშვენიერი სხეულის ცქერით ძღებოდა.წავიდა,უნდოდა ხელში აეყვანა და თავისი ხელით შეეყვანა წყალში,რომ ალექსანდრემ ჩაუქროლა,ხელი კრა მარიამს და მასთან ერთად ისიც გადაეშვა წყალში.მარიამი წყალში ჩავარდა თუ არა მისი თმები წყალში გაიშალა და წყლის ზედაპირზე დაეფინა,ნელა-ნელა კი მისი თმებიც მასთან ერთად შთანთქა წყალმა.გიორგი ანას კივილმა და ყვირილმა მოიყვანა გონს და დაუფიქრებლად გადაეშვა მდინარეში,მარიამის თითქმის ფსკერზე დაშვებულ სხეულს მისი ღონიერი მკლავები მოხვია და მასთან ერთად იწყო სვლა წყლის ზედაპირისკენ.ნაპირზე გაიყვანა თუ არა გულის მასაჟი გაუკეთა,ვერაფერი მოუხერხა მარიამი უგრძნობლად იწვა მიწაზე.ყველა პანიკაში ჩავარდა და უფრო მეტად ალექსანდრე განიცდიდა.გიორგიმ ხელოვნური სუნთქვა გაუკეთა და შედეგიანი აღმოჩნდა,მარიამმა ამოახველა და წყალიც ამოაყოლა ხველებას. -მადლობა უფალო,რომ დაგვიბრუნე.ბუტბუტებდა გიორგი და მარიამს თვალებში ჩაშჩერებოდა.საუბარი უჭირდა ყველას,გიორგი იმდენად შეიპყრო შიშმა,მარიამის დაკარგვის შიშმა კანკალებდა რომ გაახსენდებოდა თითქოს მარიამს რამე მოსვლოდა.დამშვიდდა,ჩაუცხრა კანკალი და როგორც იქნა შეეკითხა მარიამს. -როგორ ხარ. -მცივა.თქვა კბილების კანკალით მარიამმა. -მიდი მანქანაში პლედია და მოიტანე რა ჩქარა.უთხრა ბექას ისიც გაიქცა და პლედი მოიტანა,მარიამს შემოახვია და მის მკლავებში მოიქცია,მის ფეხებში ჩააჯინა და მკერდზე ჰყავდა აკრული. -სახლში წავიყვანოთ და ჩავაწვინოთ უფრო დამშვიდდება.თქვა ბექამ. -დაიცადე ცოტა დაწყნარდეს,არც ჩვენ ვართ ნაკლებ დღეში.დავწყნარდეთ ყველამ და წავიდეთ,ასე მაინც ვერ მივიყვანთ შეეშინდებათ და ცოდვები არიან ისინიც.თქვა გიორგიმ. -არა,არა დავიცადოთ ცოტა შეეშინდებათ პაპას და ბებოს,ბიცოლა და ძია არ არიან სახლში,სადღაც წავიდნენ სატირალში და საღამომდე არ მოვლიან,მაგრამ ბებომ ასე რომ შეხედოს მარიამს მთელ სოფელს შეყრის არ იცით თქვენ ის როგორი დაფეთებულია ყველაზე.მართლაც ცოტა დაიცადეს და დამშვიდებულებმა წავიდნენ სახლში,ისე რომ ვითომ არც არაფერი მომხდარა მაგრამ სოფელში ჭორი მალე ვრცელდება და ნაზი ბებომ მაღაზიაში ყოფნისას გაიგო მარიამის თითქმის დახრჩობის ისტორია და გიჟივით დაბრუნდა სახლში რომელიც მარიამის საძინებელში შევარდა შეშინებული. -მარიამ როგორ ხარ ჩემო მერცხალო. -კარგად ვარ ბებო რა გჭირს. -მაღაზიაში მიხრეს მდიარეზე რაც შეგემთხვა. -ვინ გითხრა. -ნათელაანთ მარიამმა.ახლოს მივიდა ხელები მოხვია და გულზე მიიკრა თან ხელებით უსინჯავდა სხეულს,ხომ არ ტკიოდა რამე და არ ატყუებდა ბებოს. -ნუ ჩავარდი პანიკაში რა გჭირს,ხომ მხედავ რომ კარგად ვარ ეს შემთხვევით მოხდა ბებო და გთხოვ ნუ ეტყვი დედას და მამას. -როგორ მოხდა,რა დაგემართა. -ფეხი დამიცდა ქვაზე და წყალში ჩავარდი,ეს ისე უცებ მოხდა იქვე იყო გიორგი გადმომყვა წყალში და მან ამომიყვანა.აი აქ ვარ ახლა,ჯამრთელი და მრთელი.ცალი თვალით გახედა კარებთან აბუზულად მდგარ ალექსანდრეს რომელიც ძალიან შეშინებული იყო და მზად იყო ტირილიც კი დაეწყო. -შენ რომ რამე მოგსვლოდა,შენ ვერც კი წარმოიდგენ რა დამემართა რომ მითხრეს მარიამი ლამის დაიხრჩო და ძლივს მოაბრუნესო ბებო გული გამიჩერდა. -დაწყნარდი,ყველაფერი კარგადაა.მე აქ ვარ შენთან,შენს მკლავებში. -ბებოს მერცხალო,ბებოს ანგელოზო.შენ ჩემი ცხოვრენა და სიხარული ხარ. -მე არაფერი არ ვარ შენი?უთხრა ტირილამდე მისულმა ანამ. -მოდი ჩემთან,შენ ჩემი ნერვების კიბო ხარ მაგრამ შენც ხომ ჩემი ნაწილი ხარ როგორ შემიძლია ჩემი სამი ანგელოზი გამოვარჩიო ერთმანეთისგან.სამივეს მოხვია ხელი და სამივეს უკოცნიდა პირ-სახეს.საღამოს აგრილებულზე გამოუკეთდათ ხასიათი და ისევ ტირიფებში წავიდნენ კარტის სათამაშოდ. -მოდი სურვილებზე ვითამაშოთ.თქვა ანამ. -კარგია,აბა ისე რა მუღამი აქვს თამაშს.თქვა ალექსანდრემ.თამაშობდნენ და ალექსანდრე მათი ზედამხედველი იყო,თითო-თითო ხელი ოთხივემ წააგო.ანამ ეშმაკურად გადახედა ბექას და რაღაც საშინელება ჩაიფიქრა,რადგან ისე ჩაიხითხითა ყველამ მიხვდა ბექას ამ საღამოს თეთრად მოუწევდა ღამის გათენება.მარიამი მშვიდად იჯდა და არაფერს არ ამბობდა,თავი მაღლა აეწია და დიდ სავსე მთვარეს უცქერდა და მის ირგვლივ ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მისი ბედის ვარსკვლავს დაეძებდა. -მარიამ რა ჩაიფიქრე,სურვილი არაფერი არ გაქვს? შეეკითხა ანამ. -ნუ ხარ ანა სულსწრაფი,ყველაფერს მისი დრო აქვს,ამიტომ დაველოდები ჩემი სურვილის დრო როცა მოვა.თქვა მშვიდად და გრძნობდა გიორგის დაჟინებულ მზერას.ბექა?ბექა არაფერს არ ამბობდა ანას უცქერდა და თვალებით ემუქრებოდა რასაც მხოლოდ ანა ხვდებოდა და კიდევ კარგი ღამე რომ იყო,თორემ მის აწითლებულ ლოყებს ყველა ნახავდა.გიორგი როგორც მარიამი ისიც ჩუმად იჯდა,თითქოს მათი ფიქრები ერთმანეთს ემთხვეოდა და გიორგიც მარიამის მსგავსად ცაში მისი ბედის ვარსკვლავს დაეძებდა.უეცრად იყვირა და ყველას შეეშინდა. -შეხედეთ ვარსკვლავი ჩამოვარდა,რაც გინდათ ჩაიფიქრეთ უთუოდ აგისრულდებათ.ხუთივეს თვალები ჰქონდა დახუჭული და მათი სურვილების თუ ოცნებების გარშემო დაფრინავდნენ.დუმილი მოულოდნელად გიორგიმ დაარღვია და ყველა გამოაფხიზლა. -ხვალ თბილიში უნდა ვიყოთ ბექა. -რატომ ასე მალე,ახლა ხომ შვებულებაში ხარ.მოიწყინა მარიამმა და ანამ.ბექას დავიწყებოდა რა დღე იყო ხვალინდელი დღე და ღიმილით თქვა. -ბილეთი აქვს ნაყიდი და ეშინია არ გაუფუჭდეს. -სად მიდიხარ გიორგი ბილეთი რომ აიღე,ან უჩვენოდ სად გინდა წახვიდე? -რა ბილეთი რას ბოდიალობ,არ მითხრა რომ ხვალინდელი დღე დაგავიწყდა და არ გახსოვს რას ან ვის უკავშირდება. -თუ იმას გულისხმობ პირველი ეროტიკული მცდელობა როდის მქონდა,გასახსენებელი არაფერია არ ვაპირებ საჯაროდ რამის მოყოლას. -მიკვირს,რომ უფრო და უფრო არასერიოზული ხდები. შეუღრინა გიორგიმ სხვები კი იცინოდნენ ვითომ ჩუმად,მაგრამ ვერ ფარავდნენ და ფხუკუნებდნენ. -6 წელია ამ დღეს ყველა ვიკრიბებით რადგან 20 ივლისს გამთენიისას დაგვტოვა და ეს მთელი 6 წელი მხოლოდ ამ დღისთვის ჩამოვდიოდი ლონდონიდან რომ ყველა ვყოფილიყავით მის საფლავზე,ზოგი ახერხებდა,ზოგი ვერა.ბექამ დამნაშავედ იგრძნო თავი,რადგან მიხვდა მნიშვნელოვანი თარიღი დაავიწყდა და თავის თავზე გაბრაზდა. -ძალიან საწყენია.თქვა მარიამმა. -რითინ დაიღუპა?დაინტერესდა ანა თუ რითინ გარდაიცვალა ასეთი ახალგაზრდა და გამოაკლდა მეგობრებს. -თვითმკვლელობა. -უიმეეე,რატომ?ეწყინა მარიამს. -ახალი დაქორწინებული იყო და მანქანა უყიდა მეუღლეს დაბადების დღეზე,სწორედ იმ მანქანით დაიღუპა რამდენიმე დღეში მისი ორსული მეუღლე,მან თავი დაიდანაშაულა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.გაიხსენა გიორგიმ ტკივილიანი წარსული. -ემილიანა,ემი საოცრად ლამაზ იყო ემილიანა,ჩვენ კი ემის ვეძახდით.თქვა ბექამ. -მისმა სიკვდილმა ნუკრი გაანადგურა,ვეღარ ვცნობდით მეგობრები.რამდენიმე დღე დაკარგულიც იყო,შემდეგ თავად დაბრუნდა მოუვლელი,სახეზე წვერი ჰქონდა მოშვებული,დაჭმუჭნული პერანგით.სმა დაიწყო და ბიჭები უყურადღებოდ არ ვტოვებდით.იმ საღამოს ჩემი ჯერი იყო მასთან დარჩენის,მეც საღამოს მივედი ჩემი გასაღებით უნდა დამეღო კარი,მაგრამ კარტი ღია დამხვდა და მაგიდაზე გამოსამშვიდობებელი წერილი ჰქონდა დატოვებული.შემეშინდა,ნუკრის დაკარგვის შემეშინდა და იმ წუთში რაც მომაფიქრდა ბიჭებს დავურეკე.შემდეგ გამახსენდა ჩვენი საყვარელი ადგილი,სადაც თავს ვიყრიდით ყველა და ერთად ვგიჟობდით,ჩვენ ხომ მხოლოდ 19 წლის ბიჭები ვიყავით.გავიქეცი,მივრბოდი და წინ საშინელი სურათები მიღობავდნენ გზას,ჩემს წარმოსახვაში ნუკრის უკვე მკვდარს ვხედავდი და მე ხელში მყავდა აყვანილი.მართალი ვიყავი,იქ აღმოჩნდა სახურავზე.ის კუთხეში იდგა ნაპირზე და ხელები ჰქონდა გაშლილი,უკვე გადასახტომად ემზადებოდა.შემეშინდა,ლაპარაკი დავიწყე ვცდილობდი დამერწმუნებინა,რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.ემილიანას სიკვდილიდან სამი თვე ყო გასული,მოულოდნელად მომიბრუნდა და მითხრა. -რა იქნება კარგად, გიორგი ემილიანა დამიბრუნდება?ჩემი პატარას დაბადებას შევიგრძნობ,ხელში ავიყვან და მას ერთად გავზრდით?არაფერიც არ იქნება კარგად მეგობარო,ეს მხოლოდ დამამშვიდებელი სიტყვებია და მეტი არაფერი. -გამანადგურა მისმა სიტყვებმა,მაგრამ ძალა მოვიკრიბე არ მოვეშვი და ყველაფერი გავახსენე რაც კი ერთმანეთთან გვაკავშირებდა.უამრავი არგუმენტი მოვუყევი,რის გამოც არ უნდა მოქცეულიყო ასე და ბოლოს ხუმრობაც კი ვცადე. -კარგი რა ნუკრი მაინდამაინც იმ ადგილზე დადექი ქვემოთ ჩემი ახალი მანქანა რომ დგას და გინდა განგებ რომ გამიფუჭო.გავიცინე,მაგრამ ეს სიცილი სიმწრის სიცილი იყო.შევძელი,მოვახერხე და ნუკრი გავაცინე.მომიბრუნდა და მითხრა. -რა იდიორი ხარ გიორგი მე ს ვცდილობ,რომელიც წუთი წუთზე უნდა ავასრულო და შენ მანქანას ჯავრობ?მართლა ბავში ხარ,რომელიც 19 წლის ასაკში კაცობს.ნუკრი ჩვენზე უფროსი იყო ასაკში განსხვავება გვქონდა,მაგრამ კარგად ვუგებდით ერთმანეთს. -კარგი რა მართლა დაიჯერე რომ მე მანქანას ვჯავრობ?რა ჭირად მინდა მანქანა,როცა ჩემს წინ დგეხარ და ვიცი რამდენიმე წუთში აღარც კი ისუნთქებ.ცრემლები მომეძალა და ხელი მოვკიდე. -ნუ იზამ ამას,ჩვენ შენს საძმოს ნუ გაგვიმეტებ ასეთი ძლიერი ტკივილისთვის.მომიბრუნდა,მომიახლოვდა,ჩამეხუტა ძლიერად და ისიც ატირდა.ბიჭებიც მოვიდნენ,სირბილისგან სულს ვეღარ ითქვამდნენ რადგან საცობში მოხვდნენ,მიატოვეს მანქანა იქვე ქუჩაში და ფეხით გამოიქცნენ.ასე ვიდექით მეგობრები ხელი-ხელ გადახვეული და იმ წუთში მიხაროდა,რომ მე შევძელი ნუკრიმ გადაიფიქრა და სულ ასე ვიქნებითთქო,იმ ღამით ყველა ერთად ვიყავით,დავლიეთ და ჩაგვეძინა მაგრამ მე უფრო ვფხიზლობდი ვერ გავიგე როდის ადგა,როდის გამეპარა დილით ნუკრი ვეღარ ვიპოვე,ჩვენს გვერდით აღარ იყო.ის მაინც იქ წასულა და თავი მოიკლა,მაინც იმ ადგილიდან გადახტა.პირველად იქ გავიქეცი და შიშით გადავიხედე და თვალებში დამიბნელდა,ძირს ასვალტზე ნუკრი თავისივე სისხლის გუბეში ეგდო ხელებგაშლილი.სახლში ღრიალით შევარდი და ყველა ფეხზე წამოვყარე,ძირს რომ ჩავედით და მივედი მასთან ისევ თბილი იყო,ერთი შეგვავლო თვალი გაეღიმა,თვალებრიდან ცრემლი ჩამოუგორდა და სამუდამოდ დაგვტოვა.რამოდენიმე წუთი,სულ რამოდენიმე წუთით ჩამაძინა ეშმაკმა და ამ რამოდენიმე წუთიში დასრულდა ნუკრის სიცოცხლე.დიდი ხანი შოკიდან ვერ გამოვედი რადგან ჩემს თავს ვადანაშაულებდი,მე რომ მისი ადგომა გამეგო ეს ხომ არ მოხდებოდა. -გიორგი ეს ძალიან მტკივნეული და სულის შემძვრელი ისტორიაა,მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დაგეშალა ის მაინც მის ჩანაფიქრს განახორციელებდა,თქვენ კი სულ ვერ იქნებოდით მის გვერდით.მან მისი ქმედებით სული კი არ დაიმშვიდა,უფრო დაიმძიმა მისი საქციელით.თვითმკვლელობა ეს ყველაზე ცუდი ჩანაფიქრია,ის ყველაზე სუსტი და უსუსური ადამიანრების ადვილად გადასაწყვეტი თემაა. -ნელა-ნელა დავიწყებას მიეცა,მაგრამ როცა ახლოვდება 20 ივლისი ტკივილი ისევ ახლდება,დავიწყების საშუალებას ეს თარიღი არ მაძლევს და მტკივნეულად ვხვდები ამ დღეს. -აუუუუ,შემცივდა ადექით სახლში წავიდეთ.თქვა ალექსანდრემ ყველა წამოდგა და მოწყენილი გაუდგნენ გზას სახლისაკენ.ძალიან დაითგრუნა ყველა გიორგის ნაამბობზე და ყველა ახალგაზრდა უდროოდ წასული ბიჭზე ფიქრობდა,რაოდენ ძლიერ უნდა გიყვარდეს რომ თვითმკვლელობამდე მიხვიდე.წინა ღამის სევდიანმა ისტორიამ მარიამი მთელი ღამე არ დააძინა და დილით ალიონზე ადრე ადგა,გადაწყვიტა ბებოს მოხმარებოდა.დაავლო წყლის ჭურჭლებს ხელი,ქათმებს და ინდაურებს ახალი წყალი დაუდგა,შემდეგ გამოვიდა და სიმინდის კაკალი აიღო მათ დასაპურებლად.ქალაქელი ძილის გუდები ჯერ კიდევ დილის ძილში იყვნენ და სიზმრებს ხედავდნენ.სოფელში სულ სხვაგვარად თენდება ქალაქთან შედარებით,აქ მამლის ყივილი გვამცნობს უკვე გათენებას,გიორგის გაუხარდა მამლის ყივილი რომ გაიგონა,ბექას გადახედა და ისე ღრმად ეძინა არც მამლის ყივილი გაუგონია და არც ცხენის ჭიხვინი,ვერც საქონლის ზარების ხმამ ვერ გააღვიძა უკვე ტყეში გასადენად რომ მირეკავდა პაპა ალექსანდრე.გიორგი მამლის ყივილმა გააღვიძა,მაგრამ ინდაურების როყროყი რომ გაიგონა ფეხზე წამოდგა საწოლიდან.ეგონა ყველას მოასწრო ადგომა,მაგრამ გაოცებული იყო მარიამს რომ შეხედა ამდგარს თავზე თეთრი მანდილი წაეკრა და ეზოში საქმიანობდა თან ღიღინებდა.შეხედა საქათმე რომ გამოაღო და ქათმებს კაკალი დაუყარა.ქათმებს ეძახდა და დაავიწყდა რომ ინდაურების ეშინოდა. -წია,წია,წია მოდით ჭამეთ დასუქდით და დიდები დაიზარდეთ რომ დასუქდებით გემრიელი ხორცი გექნებათ.მარიამს ერთი ინდაური უყურებდა და ეს მარიამმაც შეამჩნია და თხოვნა დაუწყო. -არ გაბედი და ახლოს არ მოხვიდე,თორემ მამას დავუძახებ და ამ წუთში დაგიხუჭავს თვალებს ჩემი შეშინებისთვის.უკან-უკან ხევით მიდიოდა და ფეხი იქვე დადგმულ წყლით სავსე ვარცლს წამოკრა და ძირს წაიქცა.ინდაურიც თითქოს ამას უცდიდაო და აფოფხრილი გაიქცა მარიამისკენ.გიორგი ჯერ სიცილით უყურებდა ამ ყველაფერს,მაგრამ შემდეგ შეხედა როგორ ჩქარა გაიქცა ინდაური წაქცეული მარიამისკენ და თავადაც გაიქცა მარიამის დასახმარებლად.დაინახა თუ არა მარიამმა მშველელი იმედი მიეცა და გიორგის თხოვნით უთხრა. -გიორგი მიშველე ეს ინდაური მომაშორე. -სულზე მოგისწარი მარიამ თორემ თვალებს ამოგჩიჩქნიდა.უთხრა სერიოზული სახით გიორგი. -მართლა?ახალ წლამდე მიგათრევ როგორმე და შემდეგ ჩემი ხელით უნდა გავაკეთო შენი ხორცისგან საცივი.ინდაურს ემუქრებოდა და თან გიორგის ეპოტინებოდა.გიორგიმაც ხელში აიყვანა და წელზე შემოიჯინა,მარიამი კი ზიზღით უცქერდა ინდაურს რომელიც უტეხად მისჩერებოდა მარიამს. -როგორ მეჯავრება ეს მისი წითელი გალსტუკი,რა საზიზღარი შესახედია. -რატომ გეჯავრება ასე რას ერჩი,ძალიან გემრიელი ხორცი აქვს ინდაურს. -ეს ცოცხალი მეჯავრება და მკვდარს რა მაჭმევს.ლაპარაკობდა,ტიტინებდა და არც ცდილობვდა გიორგის მკლავებიდან ჩამოსვლას,მოულოდნელად გიორგიმ შეეკითხა სიცილით. -მარიამ რამდენი კილო ხარ,საჭმელს არ ჭამ?რაა ეს,შენ და ის ინდაური ერთი წონა იქნებით.გამოაჯავრა გიორგიმ, მარიამმა შეუბღვირა და უთხრა. -ნუ იცინი გიორგი ვიცი რატომაც თქვი,მაგრამ ძირს ვერ ჩამოვალ. -რატომ?აქ უფრო კომფორტულად ხარ?ასე როდემდე ვიყოთ,არა მე არ მამძიმებ მაგრამ რომ ვინმემ შეგვხედოს რას იტყვის სხვა ადგილი ვერ მოძებნენო არ იფიქრებენ? -ნუ მაგდებ ნამუსზე,ძირს როგორ ჩამოვიდე შეხედე როგორ უტეხად მიცქერს ეს გალსტუკიანი.გამიყვანე რა აქედან გთხოვ.სადაც იყო მარიამი ტირილს დაიწყებდა.შეეცოდა გიორგის და ეზოში გაიყვანა მათკენ გამოქცეულ ინდაურს კი კარი ნისკარტის წინ მიუხურა. -არა რას მერჩის რა საინტერესოა.უკვირდა მარიამს.სახლის წინ კი ტელეფონი ბექას ეჭირა და ყველაფერი დააფიქსირა თან გულიანად იცინოდა.მარიამმა შეხედა ბექას გიორგის ტელეფონით რომ იღებდა ვიდეოს და გაბღვერილმა უთხრა. -შენი ხელით წაშლი რაც გადაიღე, თორემ მაგ ტელეფონს ვეღარ ნახავ ვერც შენ და ვერც მისი პატრონი.. -ჯერ კარგა ხანს იჩიჩქნებოდა ბექა გიორგის ტელეფონში და შემდეგ მარიამს უთხრა. -მოდი ჯერ ვუყუროთ და შემდეგ შენთან ერთად წავშლი.გიორგის გახედა და თვალი ჩაუკრა,მიხვდა გიორგი რომ ვიდეო უკვე შენახული იყო და გაეცინა.იყურეს ვიდეო და იცინოდნენ,ბიჭები მოემზადნენ და დილითვე გრილზე მოინდომეს წასვლა.ნაზი ბებომ ასე როგორ გაგიშვათო და ცხელი ხაჭაპურები დააცხო,ასაუზმა და ისე გაუშვა სტუმრები.ბიჭების წასვლიდან რამოდენიმე საათში მოიწყინა მარიამმაც და ანამაც.ნუგზარი აკვირდებოდა მარიამს და მიხვდა რომ მარიამის გულში სიყვარული იღვიძებდა და ნელა ნელა იკიდებდა ფეხს ამ სიყვარულს კი გიორგი ჰქვიოდა.ერთ დღესაც მარტო დაიგულა მის ტირიფებში და გადაწყვიტა დალაპარაკებოდა.მარიამი დედაზე უფრო მამასთან იყო ახლოს და ყველანაირ თემაზე შეეძლოთ მამასთან საუბარი.მარიამიც უფრო გახსნილი იყო მამასთან და არაფერს არ უმალავდა,გრძნობდა რომ დედაზე უფრო მამა უგებდა.ჯერ შორიდან აკვირდებიდა შვილს და შემდეგ ახლოს დაუჯდა,ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -რა გაწუხებს,რამდენიმე დღეა გაკვირდები და სულ მოწყენილი ხარ.უთხარი შენს მამიკოს რა გჭირს მარიამ. -არ ვიცი,რაღაც უცნაურად ვარ,შიგნიდან ვარ დათგრუნული. -მარიამ შენს მოწყენილობას გიორგი ხომ არ ჰქვია შვილო? -როგორ მიხვდი.შეეკითხა და თან შერცხვა მამასი. -გაიზარდე ჩემო გოგო,ვისაც ძალიან უყვარს ის დიდი ხნით ვერ გაძლებს საყვარელი ადამიანისგან შორს.ის მალე მოვა,აი ნახე მალე მოვა შენს სანახავად. -მამიკო ჩვენ რამდენიმე დღე გავატარეთ ერთად,თუ რამე გრძნობა ჰქონდა მაგრძნობინებდა.უთხრა სევდიანად მარიამმა. -ყველაფერი კარგად იქნება,მე გული მიგრძნიბს ამას და ხომ იცი ჩემი გული არასდროს არ ცდება. -ვიცი,ვიცი როგორც ჩვენი წინასწარმეტყველი ვერაჩკა ისე ხარ შენც.აკისკისდა მარიამი და შემდეგ დიდი ინტერესით შეეკითხა მამას. -მა, როგორაა ჩვენი ფუტკრები? -კარგად არიან,ამ გაზაფხულზე ორი ოჯახი ხომ მივამატე სექტემბერში თაფლს რომ ამოვიღებ ვფიქრობ,კიდევ ორი ახალი ოჯახი გვეყოლება თუ მეტი არა. -ხუთი წელი უნდა ვიყო წასული მა,როგორ მიჭირს აქაურობის დატოვება. -მარიამ მიხედე შენს განათლებას,მერე დროც მოვა და გათხოვდები ჩვენ თანვე ხომ არ წაგვიყვან შვილო,უნდა შეეგუო დამოუკიდებლად ცხოვრებას.მარიამს გაეცინა და მამის თბილ მკერდს მიეკრა,ისე როგორც ბავშვობაში. -ასეთი სილამაზე სხვაგან სად ვნახო მამიკო,ეს ადგილი ჩემი ბედნიერებაა.ძალიან,ძალიან მომენატრება აქაურობა,იმედია ჩემი ოცნება ამისრულდება. -აგისრულდება,შენ ჩემი ძლიერი გოგო ხარ და ვიცი რომ ყველაფერი გამოგივა.წავიდეთ სახლში,მოიღრუბლა. საშინელი წვიმის ხმამ გააღვიძა,გუშინ რა კარგი ამინდი იყო,დღეს კი კოკისპირული წვიმაა.ტელეფონის ხმაც მიწვდა ყურს წვიმის ხმასთან ერთად და უხალისოდ გადაწია ხელი და არც დაუხედია ისე უპასუხა. -დილა მშვიდობის გიორგი როგორ ხარ. -კარგად ვიყავი სანამ დარეკავდი და სანამ გამაღვიძებდი. -გაგაღვიძეთ?ოჰ ბოდიში,საქმემ შემომეძალა თორემ არ შეგაწუხებდი შეფ. -თქვი რა გინდა და ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე,დილით ნუ მირეკავ ასე ადრე,თორემ მანდ მოსული არც დავფიქრდები ერთ დღეს ისე მოგისვრი ფანჯრიდან. -მეორე ხაზზე მირეკავენ ფისო და მოგვიანებით დაგირეკავ. -იდიოტი.ხმამაღლა ჩასძახა ტელეფონს და კედელს შეაფშვნა აპარატი რომელიც ნაწილებად დაიშალა.შეეცადა ძილი გაეგრძელებინა მაგრამ ვერ შეძლო,ადგა წყალი გადაივლო თავი მოიწესრიგა და სამზარეულოში გავიდა. -დილა მშვიდობისა დე. -დილა მშვიდობისა საყვარელო,მოდი ყავას გაგიკეთებ და გამოფხიზლდები. -გამომაფხიზლეს უკვე იდიოტებმა,გუშინდელი ბლინები აღარ არის? -არა,ბექამ და ალექსიმ მიირთვა ამ დილით.წარბაწეულმა შეხედა რუსოს და გაკვირვებულმა შეეკითხა. -მოიცადე,ამ დილით აქ იყვნენ თუ რაც თქვი მომესმა? -აქ იყვნენ,ტელეფონზე რომ დაგირეკეს. -იდიოტები,რას გამატეხიეს ტელეფინი აქ თუ იყვნენ,ზემოთ ვერ ამოვიდნენ? -მერცხლების შემოსევა მქონდა ამ დილით,როგორც შემოფრინდნენ ისევ ისე გაფრინდნენ,წესიერად ვერც შევხედე ვერცერთს. -ხო არ დაკარგო მაგ მერცხლები რომლებიც მხოლოდ შენთვის ჭიკჭიკებენ და იქ რომ მივალ ორივეს მგელივით ვაყმუილებ. -კარგი რა გიორგი სულ როგორ იღრინები შვილო,შენი ღიმილიანი სახის დანახვა მომენატრა,შენ მხოლოდ მარიამს უღიმი და ჩვენთან კი ხარ წარბებშეყრილი. -ნახე რა განახო.თავის ოთახში ავიდა და სიდი ჩამოიტანა.-აჰა უყურე და ისევ შეინახე ფრთხილად.რუსომ იქვე ჩართო სიდი და სოფელში გადაღებული სიგიჟეები რომ ნახა თავადაც კარგად იხალისა. -ვაიმე გიორგი ეს რაა მკბენარე ჯინჭრებში ჩავარდი? -ის დაბდურა ანიჩქა რომ გვყავს ის ჩავარდა და რომ უნდა ამომეყვანა მეწც გადამიყოლა.გაიხსენა გიორგიმ სიცილით სოფლის ამბები. -კარგი დრო გიტარებიათ,ანა რა გიჟია ეს გოგო.არ ვიცოდი მარიამს ინდაურების თუ ეშინოდა,როგორ კარგად გიჭირავს ხელში. -რაო რუსუდან ეჭვიანობ?ჯერ ბავშვია დე,ხომ იცი დაუდუღარ ქვევრს სარქველი არ ეხურება,ჯერ უნდა გაიზარდოს. -კარგი რა გიორგი უკვე 18 წლის არის, სრულწლოვანია და სტუდენტი.17 წლისას შენ უკვე მყავდი. -ხოდა ხომ ხედავ იმიტომ მყავხარ დაიკოსავით გვერდით, როცა ერთად მივდივართ სადმე არავის არ სჯერა დედა-შვილი რომ ვართ.წამოდგა,რუსოს გემრიელად აკოცა ლოყაზე.-წავედი იმათ უნდა დავაცხრე დღეს თავზე არწივივით. -შეეშვი იმათ,დაანებე თავი. -არა,დღეს ჩემი ტელეფონისთვის შური უნდა ვიძიო.ენა გადმოგდებული უნდა ვარბენინო ორივე კომპანიის სართულებზე,თან ლიფტით კი არა,ფეხით.რუსოს სიცილით ეუბნებოდა მისი შურისძიების გეგმებს და თან სადისტურად იცინოდა. -გიორგი რა საზიზღარი ადამიანი ხარ შვილო.რუსუდანმაც სიცილით უთხრა შვილს. -მადლობა დედიკო,მაგრამ შენ ხმა არ ამოიღო. -არაფერს არ ვამბობ. -დაიფიცე. -კარგი რა გიორგი. -დედა დაიფიცე. -შენს თავს გეფიცები. -ტელეფონზე არ უპასუხო,თორემ შეგატყობენ ტყუილს რომ ამბობ. -მუნჯი ვარ დღეს შენს მოსვლამდე,ერთი პირობით. -გამაცანი პირობები. -ყველაფერს მომიყვები რომ მოხვალ. -აუცილებლად,მათსაც წამოვიყვან და საღამოს რომ შემოვირიგო კარგი ვახშამი მოგვიმზადე. -კარგი,მე არაფერი არ ვიცი. -აბა,წავედი. -როგორ ცდილობ ჩამითრიო შენს შურისძიების გეგმებში. -უკვე ჩათრეული ხარ,აბა დროებით. -დროებით შვილო.გიორგიმ დედას აკოცა და ღიმილიანი სახით დატოვა სახლი და ღიღინით წავიდა კომპანიაში.კომპანიაში შევიდა თუ არა დაცვას დაელაპარაკა და რაღაც გაარკვია შემდეგ დაემშვიდობა და თავისი კაბინეტისაკენ წავიდა,კაბინეტთან მისვლამდე ზანდამ ხელით რაღაც ანიშნა და გიორგი მის მაგიდასთან მივიდა. -რა ხდება, ვინმე მელოდება? -ბექა და ლექსო გელოდება კაბინეტში. -ზანდა დეიდა დღეს უხეში ვიქნები და არ გაგიკვირდეს,წინასწარ გიხდი ბოდიშს და სხვას შემდეგ აგიხსნი. -ოხ,იმათ ეხება?გიორგიმ თავი დაუქნია, ზანდას თვალი ჩაუკრა და სახე დასერიოზულებული შევიდა კაბინეტში.შეხედა ორივეს მკაცრი სახით და გიორგის სახის დანახვაზე ორივემ სიცილი შეწყვიტა და საყვედურით აავსეს გიორგი. -სად გაქვს ტელეფონი რომ გირეკავთ,რატომ გამორთე. -ტელეფონი აღარ მაქვს,აქ რა გინდათ აქ დაჯდომის და ლაპარაკის გარდა სხვა საქმე არ გაქვთ ამხელა კომპანიაში? -დილით ხომ მუშაობდა ტელეფონი.გაკვირვებულმა შეეკითხა ბექამ და გიორგიმ შეუბღვირა. -თქვენი უაზრო საქციელის გამო აღარაა ცოცხალი ჩემი ტელეფონი,ახლა დროს ნუ კარგავთ დღის ანგარიშები ჩამაბარეთ და გეგმები გამაცანით.ამ დროს ზანდა შემოვიდა და უთხრა. -გიორგი ბოდიში ხელი შეგიშალე,ლიფტს რაღაც დაემართა არ მუშაობს და ხელოსანი არის მოსული. -დილით მუშაობდა და ასე უცებ რა ეტაკა.იკითხა ლექსომ. -შენ კუჭი რომ გტკიოდა ექიმთან იყავი? -კი ვიყავი,მაგრამ ეს რა შუაშია აქ. -იმ შუაშია,რომ ის რკინაა და ხელოსანი გამოვიძახეთ,რადგან ისაა იმ რკინის ექიმი.შეუღრინა ალექსის. -კარგი ხო რა უნაირო ხასიათზე ხარ,რას იღრინები. -ყველა თანამშრომელი შეკრიბეთ.გასცა ბრძანება და ასევე წარბებშეყრილმა შეხედა ზანდას. -ნამდვილად ვერ ვცნობ,ძალიან ამჟავებულ ხასიათზეა დღეს.თქვა ბექამ.ყველა თანამშრომელი შეიკრიბა და გიორგის ელოდებოდნენ,გიორგიც მალე გამოვიდა და ყველას წინ წარსდგა,მისი ჩვეული ფიცხი და მკაცრი სახით. -მეგობრებო დღეს მძიმე დღე გექნებათ,რადგან ლიფტი დღეს არ მუშაობს და არც ვიცით რა დროისთვის ჩაირთვება ამიტომ გადავწყვიტე მეხუთე სართულზე,ყველა განყოფილებაში და ყველა სექტორში ბატონი ბექა იქნება გამოყოფილი თუ რამე ხელმოსაწერი საბუთი იქნება მას მიაწოდეთ რომ სიარულში დრო არ დაკარგოთ.მესამე სართულს კი ბატონი ალექსანდრე მოგემსახურებათ,ჯერ ერთ საქმეს მოაგვარებს და მერე სამუშაო საათების დასრულებამდე თქვენს გვერდით იქნება.ბექა და ალექსანდრე გაცოფებული უყურებდნენ გიორგის და ყელში ლურჯად აჩნდათ დაბერილი ძარღვები.-დაუბრუნდით თქვენს ადგილებს,ბატონო ალექსანდრე ჩემთან წამობრძანდით,ბატონო ბესარიონ საქმეს მიხედეთ.შებრუნდა და გასცდა თუ არა თანამშრომლებს ღიმილით წავიდა თავის კაბინეტში.ზანდამ შეხედა გაღიმებულ გიორგის და თავადაც ჩაეღიმა,მიხვდა რომ ლიფტიც შემთხვევით არ გაფუჭებულა აქ გიორგის ხელი ერია.გიორგიმ გეზი პირდაპირ ზანდასკენ აიღო და ხმამაღლა უთხრა. -ზანდა დეიდა მაღაზიის მისამართი მიეცი ალექსანდრეს საიდანაც ტელეფონს მომიტანს,ფული გადახდილია.უთხრა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას,ალექსანდრე გაოცებული უცქერდა მიმავალ გიორგის და ზანდას უთხრა. -რა ბზიკმა უკბინა დღეს,იცი რამე? -არაფერი არ ვიცი,გარდა იმისა რომ ძალიან ცუდ ხასიათზეა და ამიტომ ეცადეთ ხელში არ მოყვეთ.ხომ იცით იშვიათად ბრაზდება ასე ძალიან და დღეს ავიტანოთ,ძალიან გთხოვთ ორივეს ნუ შექმნით პანიკას. -შენი ხათრით თორემ თავზე დავამხობ იმ მაგიდას,იქ რომ წამოსკუპულა და ბრძანებლობს იქედან.გაბრაზებული გავარდა ალექსანდრე კომპანიიდან,ჯერ კიდევ დილა იყო და ბექა გასაწურად იყო მოწყობილი კიბეებზე სიარულისგან.ზანდა გიორგისთან შევიდა და სიცილით უთხრა. -დედას გაფიცებ,მითხარი რა დაგიშავა დღეს ამ ორმა. -გამაბრაზეს დღეს,უთენია გამაღვიძა ბესარიონმა და მერე მითხრა ,,ფისო მეორე ხაზზე მირეკავენ და უნდა გაგითიშოო'' და ამ დროს ჩემთან ყოფილან ყავას მიირთმევდნენ, ჩემი ბლინები შემიჭამენ,დედაჩემთან იჭორავენ.აი ამათ უაზრობას შეეწირა დღეს ჩემი ტელეფონი და ეს ორი ამ მძიმე სასჯელს ამიტომ იხდიან. -გიორგი ასეთი სადისტი როდის მერე გახდი. -დაუნდობელი ვარ როცა მაბრაზებენ,წადი ახლა არ შემოგისწრონ თორემ მიხვდებიან რომ ეს ყველაფერი მოწყობილია და აფრებს აუშვებენ.ზანდა გავიდა და სადღაც ხუთ წუთში ალექსანდრეც შემოვიდა ტელეფონი მოუტანა მაგიდაზე დადო და უხმოდ გავიდა კაბინეტიდან,თან გიორგის სადისტური ღიმილიც თანვე გაიყოლა.არ შეიცოდა არცერთი და დღის ბოლოს დაურეკა ხელოსანს,რომ ლიფტის ამუშავების დრო იყო.საღამოს ბექა და ალექსანდრე ძალა გამოცლილები გიორგის კაბინეტში იყვნენ და დაბღვერილი უყურებდნენ მეგობარს,რომელმაც არა და არა არ გახსნა შუბლი და ერთი ნორმალური სიტყვა არ აღირსა ბიჭებს.უხმოდ წამოდგა,მანქანის გასაღები აიღო და ორივეს ანიშნა უკან გაჰყოლოდნენ ისინიც უხმოდ ადგნენ და ლასლასით გაყვნენ გიორგის.კიბის თავში მდგომმა ბექამ თქვა. -როგორ შემზიზღდა დღეს ეს კიბები -შენი თქვი და ჩემი იკითხე.უთხრა ალექსანდრემ.გიორგი ლიფტთან დადგა და გამოიძახა,გაკვირვებულებმა შეხედეს ერთმანეთს და შემდეგ გიორგის. -რას მომჩერებიხართ გაკვირვებული,აქ ლიფტის არსებობა პირველად გაიგეთ? -ეს როდის ამუშავდა. -შუადღის შემდეგ მუშაობს,მაგრამ თქვენ იმდენად მოგეწონათ სირბილი კიბეებზე,არც მოგფიქრებიათ რომ გენახათ ჩაირთო თუ არ ჩაირთო.ძალა გამოცლილები ჩასხდნენ გიორგის მანქანაში. -სახლში მიმიყვანე უნდა დავისვენო.თქვა ალექსიმ. -მეც სახლში მინდა და ახლა ჩემი საწოლის მეტი არაფერი არ მინდა.ასევე დაღლილი ხმით უთხრა ბექამ. -აწი დავაფასებ ამ გოგოების მუშაობას,რამდენჯერ უწევთ კიბეებზე ასვლა და ჩასვლა,თან ამხელა ქუსლიანებით პირდაპირ ტვინში ურტყამს მათი კაკუნი რომ დაკაკუნობენ პაკა-პუკით.თქვა ბექამ.გიორგი უსმენდა მათ წუწუნს და გულში დარი-დურის ღიღინებდა. -ლაშა და ალიკა დაიყენეთ გვერდით და საქმეში ჩართეთ,როგორც ვიცი მძღოლის ადგილი განთავისუფლდა,მას მანქანის მეტი მაინც არაფერი არ აინტერესებს,მიუჩინეთ იქ ადგილი,რომ სულ დაკავებული იყოს თავისუფალი დრო ჰქონდეს ცოტა და ეს ცოტა დროც თქვენს გვერდით გაატაროს.თქვა მკაცრად გიორგიმ. -რა ხდება,რამე იცი ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით?თქვა გაკვირვებულმა ბექამ. -ყური მოვკარი რომ ლაშა თამაშს დაუბრუნდა,თამაში დაუწყია ისევ ბიჭს და სანამ თავს არ წააგებს მანამ უნდა ვუშველოთ.ალიკას კი ბებიას მეტი არავინ ჰყავს და მოხუცებული მკურნალობას საჭიროებს,მას გულის ასთმა დაუდგინეს.ორჯერ ვუყიდე წამლები ისე,რომ ალიკამ არ იცის.ექიმთანაც მყავდა,ნერვიულობა არ შეიძლება უჰაერობა აქვს და სუნთქვა ეკეტება.დავიყენოთ გვერდით და ჩავრთოთ საქმეში.წყნარად საუბრობდა გიორგი მაგრამ მკაცრად და თითოეულ სიტყვას ათასჯერ გაანალიზებულად ამბობდა. -ამიტომ ხარ დღეს ასეთ ცუდ ხასიათზე? არ უნდა გვითხრა არაფერი,მარტო რომ ეჭიდები ყველაფერს? გაუბრაზდა ალექსანდრე. -ხმა არ ამოიღოთ,ჩემებმა სახლში არაფერი არ იციან ნანი ბებოს ავადმყოფობაზე,ხომ იცით გოგი როგორ აფასებს ამ ადამიანს.უკვე ეზოში შეყავდა მანქანა ალექსანდრეს მკაცრად რომ უთხრა და თვალები დაუბრიალა ალექსა.სახლში შედიოდნენ უკვე ალექსანდრეს ხმა რომ მოესმა გოგის. -თვალების ბრიალი იცი მარტო შენ,მე ვერ შემაშინებ იცოდე.შეუღრინა გიორგის და სახლში შევიდნენ,ბექას და ალექსანდრეს მისალმების თავიც არ ჰქონდათ და ხელის აწევით მიესალმნენ გაკვირვებულ გოგის და იქვე დასხდნენ.რუსომ მიხვდა ყველაფერს თუ რამ დაღალა ბიჭები ასე მწარედ,გოგიმ სათვალეს ზემოდან გადმოხედა უხმოდ მყოფ ბიჭებს და შემდეგ გიორგის შეხედა რომელიც არა ჩვეულებრივად გრძნობდა თავს,ისევ ბიჭებს შეხედა და გაკვირვებულმა იკითხა. -ამათ რა ჭირთ,რა მოგივიდათ,რას გავხართ. -ლიფტი გაფუჭდა დღეს და შენმა ბედოვლათმა შვილმა ჩვენს მეტი ვერავინი გაიმეტა რომ გამოეყო კიბეებზე სარბენად და აი შედეგიც,ფეხები მტკივა საშინლად. -აუ ჩემი,ასე ხუთი ჰექტარი ყანა რომ გამეთოხნა ასე მწარედ არ დავიღლებოდი,დღეს რომ დავიღალე.თქვა ბექამ. -მიიღეთ დღეს ტელეფონის შურისძიებისთვის?სიცილით უთხრა გოგიმ ბიჭებს. -რა ტელეფონი.თავი ასწია ალექსანდრემ.შემდეგ გიორგის შეხედა და მიხვდა,რომ ეს ყველაფერი მისი მოწყობილი იყო. -სადისტო,ეს განგებ გაგვიჩალიჩე დღეს? -სადისტი და უჟმური კი ხარ,მაგრამ თუ ჰიტლერიც იყავი ეს არ ვიცოდი.შეუღრინა ბექამ.-არ შემოგელაპარაკე დღეს,რომ შევხედე შენს მოჟამულ სახეს და არც შეგედავე არაფერზე,შენ რა გულმა გიქნა მთელი დღე კაბინეტში ზიხარ და ჩვენ ენა გადმოგდებული დაგვარბებინენ.ვერ ვიჯერებ,ვერ ვიჯერებ შენ დღეს მშვიდად უყურებდი ჩვენს წამებას და არაფერი არ თქვი. -გეკადრებათ? ნუ უჯერებთ გოგის მას ურს ჩვენი ურთიერთობის,მე თქვენ ასე გაგიმეტებდით? არ არსებობს. -ახლავეს გავიგებთ ტყუილს ამბობ თუ სიმართლეს.თქვა ალექსანდრემ და რუსოს დაუძახა. -რუსოოოოოოო. -რა ხდება,რა გაყვირებთ. წინსაფარზე ხელებს იმშრალებდა რუსო. -მართალია რაც გიორგიმ გაგვიკეთა დღეს? -რა გაგიკეთათ, აბა მე რა ვიცი? -რუსოოო,მართალია?რუსო ტყუილს ვერ ამბობდა რადგან ეცინებოდა და თავი დახარა. -რუსო შემომხედე.უთხრა ალექსანდრემ და რუსუდანის ბეჭების თახთახზე მიხვდა რომ ის უკვე ისე იცინოდა ცოტაღა უკლდა ჩაბჟირებას.ვიღას ახსოვდა დაღლა,ბექაც წამოხტა ფეხზე და გიორგი ორივეს მოგერიებას ცდილობდა შუა ზალაში.არცერთი არ უსმენდა რუსოს ყვირილს,რომელიც ხან ერთ ვაზას მივარდებოდა რომ გადაერჩინა გატეხვისგან და ხან მეორეს.გოგი კი იჯდა მშვიდად და გაზეთს კითხულობდა,ხანდახან გამოხედავდა ბიჭებს სათვალის ზემოდან და ჩაიცინებდა.როგორც იყო დაიღალნენ,ჩაწყნარდნენ და სავარძლებში ჩაეცვენა სამივე. -არა,ვერ ვიჯერებ ასე როგორ გაგვიმეტა დღეს ორივე.ვერ ისვენებდა ალექსანდრე. -შენ ცოტა ხორცი მაინც გაქვს ძვალზე და მე როგორ გამიმეტა ეს გადაჩხინკორებული ბავშვი.არც ბექა იყო კარგ დღეში და ცოფებს ყრიდა.კარგი ყველამ მიიღო დღეს და ახლა ვივახშმოთ,მშია მე.წყნარად თქვა გიორგიმ და სამზარეულოში გავიდა,სადაც რუსოს უკვე გაეწყო მაგიდა და მათ ელოდა.სახლში წასვლის თავი არ ჰქონდათ და ორივე იქვე დარჩა,იმ ღამით მკვდარივით ეძინათ დილამდე,დილით კი გიორგიმ არ გააღვიძა და მარტო წავიდა სამსახურში.კაბინეტში იყო ზანდასთან ერთად ბექა და ალექსანდრე რომ შემოვიდნენ.ზანდას გაეღიმა ბიჭებს რომ შეხედა და ბექამ უთხრა. -კარგი რა ზანდა დეიდა,ჩუმად გეთქვა ამ ცოფიანის შეგეშინდა? -ეს თქვენი შეცდომის გამოსასწორებელი იყო,მე უფლება არ მქონდა თქვენთვის რამე მეთქვა.ღიმილით უთხრა ბიჭებს და კარებში რომ გადიოდა მათ უთხრა. -ძალიან მიყვარხართ და გთხოვთ ერთი თხოვნა შემისრულეთ. -რა თხოვნა ზანდა დეიდა.ფეხზე წამოდგა გიორგი. -არასოდეს შეიცვალოთ,ისე რომ ცხოვრებამ გაგაბორიტოთ.შეინარჩუნეთ ერთმანეთი და შეინარჩუნეთ ეს თვისებები რაც გაქვთ,რაც თქვენშია.ფული არ არის მთავარი ადამიანში,მთავარი ის სულია რაც თქვენ გაქვთ და თქვენში დევს და გაუფრთხილდით მას. -მადლობა ზანდა დეიდა აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს რჩევას და გულში ჩაიკრა თვალებ აცრემლებული ქალი.-ხომ არაფერი გაწუხებს,მითხარი არ მოგერიდოს,ხომ იცი მაინც გავიგებ.უთხრა გაკვირვებულმა გიორგიმ. -კარგად ვარ გიორგი და მართლა მიხარია რომ გაგიცანით,მიხარია რომ ასეთი კარგები ხართ,ასეთი მეგობრულები,მიყვარხართ.თქვა და კაბინეტი დატოვა.გაკვირვებული იყო სამივე,რადგან ზანდა ყოველთვის გაწონასწორებული ადამიანია და მისი გრძნობების შესახებ არასდროს არ ლაპარაკობდა. -მდააა,მე ეს არ მომწონს.ამიტომ,ბექა ვინმე დააყენე და მისი ყველა ნაბიჯი გავიგოთ რაც მის ირგვლივ ხდება. -აუცილებლად,დღესვე შეუდგებით მაგ საქმეს რადგან მეც ძალიან გამიკვირდა. -პირველად ვხედავ ზანდა დეიდას ასეთ მდგომარეობაში.ალექს შენ ლაშას და ალიკას საქმეს მიხედავ.საუბრობდნენ და საქმეს ინაწილებდნენ რომ გიორგის ტელეფონზე დაურეკეს.გაკვირვებულმა დახედა ნომერს და უპასუხა. -გისმენთ.უსმინა ცოტა ხანი და უთხრა. -შეთანხმება ძალაშია.ტელეფონი გათიშა და ბიჭებს უთხრა ერთ-ერთი პროექტის ბიზნეს პარტნიორი იყოო.ჩვეულებრივ რეჟიმში ჩადგნენ და მუშაობდნენ,ალექსანდრემ ალიკაც მოიყვანა სამსახურში და საქმეც გამოუჩინეს.უხაროდა ალიკას რომ მუშაობდა და მისი ხელფასი ექნებოდა,ლაშა კი არსად არ ჩანდა,ისევ გაუჩინარდა.რამოდენიმე თვე იყო გასული რომ ლაშამ გიორგის მიაკითხა კომპანიაში,კაბინეტიდან გამოდიოდა ქაღალდების დასტა ეჭირა ხელში და თათბირზე შედიოდა. -ლაშა? -გიორგი.როგორ ხარ. -შენ როგორ ხარ,სად ხარ.გაეხარდა გიორგის მისი ნახვა.ბიძაჩემთან ვარ კაფეში ვმუშაობ,ხომ იცი ზაფხულია და კარგი მუშაობაა. -გიორგი თათბირზე გაგვიანდება.შეახსენა ზანდამ თათბირის დრო გიორგის. -ახლა არ მცალია, ლაშა ბიჭებიც აქ მუშაობენ და შენს შემოგვიერთდი არ გაწყენს ზედმეტ დანამატს თუ აიღებ. -კარგი შენოგივლით.უთხრა ლაშამ და ლიფტისაკენ წავიდა,რომ გიორგიმ შეაჩერა. -ლაშა. -გისმენ გიორგი. -რამე ხომ არ გჭირდება. -არა,არა მადლობა ისე მოგინახულე მაგრამ შენ არ გცალია. -კარგი,აბა გელოდები.უთხრა გიორგიმ და თათბირზე შევიდა,ლაშა გამოცილდა თუ არა კომპანიას იქვე ჩაჯდა და თავზე შემოიწყო ხელები. -რა ჰქენი დაგეხმარა მეგობარმა?გვერდით მიუჯდა წვერ მოშვებული ასაკოვანი მამაკაცი რომელსაც შავი სათვალე ეკეთა. -გიორგის ფული არ აქვს. -არ გინდა ტყუილი მეგობარო,მე ყველაფერი ვიცი შენს მეგიბარს რამდენი აქვს ფული,ან გუშინ რა ჭამა და სად იყო ისიც კი ვიცი.ასე რომ ტყუილები არ გვინდა,შენ უბრალოდ ვერ გაბედე მასთან დალაპარაკება.ხვალ საღამომდე ფულს არ მოიტან ელოდე მკაცრ განაჩენს დაუწერელი კანონით,იმედი მაქვს აქამდე არ მივა საქმე და იცოდე ,,მიშკა''გადაგდებას არავის პატიობს.მთელი დღე არ გასულა სახლიდან,იწვა არც ჭამდა და არც ლაპარაკობდა.ღამე 12 საათი იყო კარებზე ზარი რომ დარეკეს და არ უნდოდა დედას გაღვიძებოდა თავად გააღო კარი,ხელი დასტაცეს და ისე საცვლებით ჩასვეს მანქანაში და გაურკვეველი მიმართიულებით წაიყვანეს.ვერაფერს ვერ ხედავდა,რადგან თავზე შავი მეშოკი ჩამოაფარეს.რამოდენიმე საათი იარეს და შემდეგ გადმოიყვანეს მანქანიდან,ხელით წაიყვანეს და უბრძანეს. -აქ გაჩერდი.თავზე მოაძვრეს და ლაშას თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა კლდის წვერზე იდგა. -აქ არ ესროლოთ,სიღრმეში ჩაიყვანეთ და იქ დაასრულეთ.ერთმა მოკიდა ხელი და კლდის სირღმეში ჩაიყვანა,ჯერ ცემა კარგად და შემდეგ იარაღი დაუმიზნა,მოულოდნელად იარაღმა იქუხა და ,,მიშკა'' ლაშას შეშინებული მივარდა.ლაშა ძირს ეგდო,თვალები გაშტერებოდა,აცდა,ტყვია აცდა და შიშისაგან შოკში იყო. -გაგიმართლა რომ აგცდა,ორი დღის ვადას გაძლევ,ორ დღეში წაგებულს ჩამაბარებ.მანქანაში ჩაისვა და სახლამდე მიიყვანა. -ლაშა რა გჭირს,სად იყავი.არაფერს მეუბნები,ეს ბოლო თვეებია ძალიან შეიცვალე.არავინი არ მყოლია გვერდით,სულ მარტომ გაგზარდე,არავინი მომხმარე მე არ მყოლია,რატომ მიმეტებ ასეთი მწარე ტკივილისთვის,ეს დავიმსახურე მადლობის მაგიერ? ტირილით უთხრა დედამ.მთელი ორი დღე მოუსვენრად იყო,მესამე დღეს გარეთ გავიდა და იქვე დახვდა მანქანით ბიჭები რომ ისევ წაიყვანეს სადღაც მიყრუებულ ადგილზე,იქვე ერთი ინვალიდის სავარძელში იჯდა ახალგაზრდა ბიჭი,რომლის წინაშე მიიყვანეს ლაშა. -ეს არის ჩვენი ახალი კარტოჟნიკი? -ესაა და ვალს ვერ იხდის. -ცხოვრებაში პირველად ვითამაშე. -პირველად თუ უკანასკნელად,წააგე და უნდა გადაიხადო თუ ფული არ გაქვს შენი სიცოცხლე უნდა დათმო,აქ ასეთია კანონი და ეს უნდა გცოდნოდა. -გაიყვანეთ,მოაშორეთ აქედან.ლაშას ორმა კაცმა მოკიდა ხელი და უხეშად წაიყვანეს.შეეშინდა შველას ითხოვდა,ყვიროდა,მაგრამ მშველელი არსაიდან არ იყო.ბოლოს გაითიშა და დედასთან გატარებულ დღეებს ხედავდა,დიდი ხანი იყო უგონოდ და გონს მანქანაში მოვიდა. -გამოიფხიზლე?მომისმინე,აი ასეთი უცნაური წესები აქვს კარტის თამაშს.დაიმახსოვრე ეს თამაში არავის არ ინდობს შვილო,წააგებ და უნდა გადაიხადო თუ ფული არ გაქვს შენი სიცოცხლით და რატომ იკლებ ახალგაზრდულ წლებს არ ჯობია ცხოვრებით გაიხარო?მიშკამ ლაშას ბინასთან გააჩერა მანქანა,რაღაც შეხვეული მისცა და უთხრა. -აი შენი პირადობა,აი შენი ფული რაც წააგე და უნდა გადაგეხადა ეს ყველა აქ არის.ლაშას გაუკვირდა,მაგრამ ისე იყო შეშინებული კითხვა ვერ გაბედა ფულს რატომ აძლევდა უკან.მიუხვდა მიშკამ კითხვის მიზეზს და უთხრა. -დაიმახსოვრე,რომ გიორგი შენი საუკეთესო მეგობარია.ნუ ითამაშებ ნურასდროს,მეორედ ასე არ გაგიმართლებს.დღეს რომ ცოცხალი ხარ და უფრო ღრმად არ შეტოპე თამაშში ეს გიორგის დამსახურებაა.ახლა გადადი დაისვენე, დამშვიდდი და გიორგი ინახულე.ლაშა გადავიდა,მიშკამ კი წავიდა და გზიდან ტელეფონზე დარეკა. -მიხედე მეგობარს ძმაო ის ძალიან შეშინებულია,ყველაფერი ისე გავაკეთეთ როგორც შენ გინდოდა.თუ ოდესმე დაგჭირდე,მიშკას უხმე და ის შენს გვერდით დადგება სადაც არ უნდა იყოს. -მადლობა მეგობარო,იმედია ისწავლა რომ ამ თამაშს ხუმრობა არ უყვარს. -ისეა შეშინებული,ცხოვრებაში თამაში კი არა მგონი კარტს თვალითაც არ შეხედოს. -მადლობა, მიშკა დიდი მადლობა. -შენ მადლობა გიორგი წლების წინ გაქვს გადახდილი,მე ყოველთვის შენს ახლოს ვიქნები რომ მტერი გავაკონტროლო,თუ ძალიან გაგიჭირდეს კი იცი სადაც უნდა მნახო,მხოლოდ ერთი შენი სიტყვა ,,მჭირდები''მეტი არაა საჭირო,აბა წარმატებები. -წარმატებები შენც მეგობარო და დროებით.გიორგიმ ბიჭებს დაურეკა და თავის კაბინეტში დაიბარა,გაბრაზებული იყო გიორგი ლაშაზე ძალიან ბრაზობდა რომ თავისი დაუფიქრებელი ქცევებით ცხოვრების გზას იმრუდებდა.ასევე ალიკაზე ბრაზობდა,რომ თავის ძალას და ნიჭს არ იყენებდა.ალიკამ და ლაშამ ორივემ მიაკითხა გიორგის მაგრამ მას თათბირი ჰქონდა და გარეთ ელოდნენ ესმოდათ გიორგის მტკიცე ხმა და უკვირდათ მისი ასეთი ენერგიულობა. -დღევანდელი დღიდან იცვლება ჩვენი გეგმები და შეხედულებები.თუ ისეთ ნავში აღმოვჩნდით,რომელიც მუდმივად იძირება,მისი შეკეთებისათვის ენერგიის ხარჯზე უფრო ეფექტური ნავის შეცვლა იქნება. -უფრო გარკვევით აგვიხსენი ბატონო გიორგი. -გასაგებად რომ გითხრათ ყველა პროექტი ვერ იქნება მომგებიანი,ეს ბიზნესია და რა თქმა უნდა ჩავარდნებიც გვექნება და ეს დამეთანხმებით,რომ ლოგიკურიც არის.როგორც ვაჭრობა არ არის ყოველთვის მომგებიანი და მას მოსდევს წაგებაც,იგივეა ბიზნესიც. -არაფერი არ შეიცვლება,ყველაფერო დარჩება ისე როგორც იყო მოლაპარაკებაში,ჩვენ არ მოგვიფიქრებია ეს,ეს მამათქვენის დაგეგმილი კანონებია ამ ჰოლდინგში.წამოხტრა ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორი. -თქვენ გაქვთ რაიმე პრეტენზია ბატონო ემზარ?ვისაც აქ დაწესებული კანონები არ მოსწონს შეუძლიათ ახლავეს დატოვოს პროექტი.დღეს აქ მამაჩემი არ განაგებს ჰოლდინგის ინტერესებს,აქ მე ვარ და არ მოგწონთ?კარი ღიაა.მე არ დაგადებთ თითს რომელი გახვალთ ამ კარიდან,ეს თქვენ თავად გააკეთეთ. -ჩვენ სულ წაგების მოლოდინში უნდა ვიყოთ?ვერ გავიგეთ, რას ითხოვთ ბატონო გიორგი. -არა,დღევანდელი დღე წყვიტავს თქვენს და ჩვენს გამარჯვებას.იტალიიდან და ბრაზილიიდან შემოთავაზება გვაქვს,მე დაგტოვებთ მოიფიქრეთ,იმსჯელეთ და მომახსენეთ თუ ვინ დარჩება ჩვენთან ერთად.დაფიქრების დრო 30 წუთი გაქვთ.გიორგი წამოდგა და სათათბირო დარბაზი დატოვა ბექასთან და ალექსანდრესთან ერთად.გარეთ გასულს ლაშა და ალიკა დახვდა და გაბრაზებულმა ანიშნა ორივეს კაბინეტში შეჰყოლოდა.გიორგის მტკიცე ხმა ექოსავით მოედო კედლებს და შენობა დააზანზარა,ალიკას თვალი-თვალში გაუყარა და უთხრა. -თუ გინდა არწივივით იფრინო ცხოვრებაში ინდაურების წრეში ნუ ტრიალებ,შენი ტრეინერი ვნახე გუშინ,რატომ არ მითხარი კრივში შავი ქამრის მფლობელი თუ იყავი და თან 15 წლის ასაკში.რა მოხდა შენს ცხოვრებაში ისეთი რაც მე არ ვიცი ალიკა მე მზად ვარ მოგისმინო და შენს გვერდით დავდგე.შემდეგ ლაშას შეხედა და დაუღრიალა. -შენ საერთოდ რას აკეთებ აზროვნებ?იცი საერთოდ საქმე ვისთან გქონდა?იმ ადამიანთან ვისაც ვერც საქართველოში,ვერც რუსეთში და ვერც ევროპაში მისი წამგები რომ არავინი არ არის.შენ ვინ ხარ,რას წარმოადგენ საერთოდ.ისე გაგსრისავს და ტვინს გაგასხმევინებს რომ არც კი დაფიქრდება.იმედია მიხვდი,რომ ასეთი ხალხი საშიში არიან და არ ხუმრობენ,არ უყვართ თამაშ გარეთ ყოფნა.რას ფიქრობდი კარტს რომ ხელი მოკიდე,ან დედა არ შეგეცოდა,ან ჩვენზე იფიქრე საერთოდ?რომელი კარტოჟნიკი შენ მყავდი,დღეიდან აქ მუშაობ,შენს ბარს ისე მივხედავთ,რომ შენი წილი სახლში მოგივა.აქედან ფეხს ვერ გაადგამ ვერსად.ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან და შემდეგ საათზე დაიხედა და ალიკას უთხრა. -ფეხი არ გაადგა აქედან, 10 წუთში შემოვალ და მოგისმენ.ისევ სათათბირო დარბაზში დაბრუნდა და ყველას გადახედა,ორი მათგანი წასულიყო,სხვები კი გიორგის ელოდნენ. -აბა გისმენთ რა მოიფიქრეთ,ბოლომდე ერთად ვართ თუ კიდევ ერთ თვეში უნდა შევიკრიბიოთ ერთმანეთის უნდობლობის გამო.ერთი ასაკის პარტნიორი წამოდგა და გიორგის უთხრა. -არა გიორგი შვილო,შენ მართალი ხარ და მე მჯერავს შენი. -აქ ფულზე საქმე არ არის მეგობრებო,აქ არის უფრო მყარი ბიზნესის ჩამოყალიბება,ნდობის მოპოვება და ეს ორი როცა ერთმანეთში არსებობს ფულიც კეთდება და ჯიბეც ივსება.გპირდებით,იმედები არ გაგიცრუვდებათ და ასევე მოვითხოვ თქვენგან ნდობას,დაფასებას და ერთგულებას.კარგად ვიცი,რომ ამოდენა ბიზნესი მტრის გარეშე არ არსებობს და ფრთხილად უნდა ვიყოთ ყოველი ახალი პატრნიორის შერჩევისას,რადგან არ ვიცით მტერი რომელი მხარიდან მოგვადგება. -მართალია და ძალიან მომწონს შენი წინდახედულება გიორგი. -აბა,წარმატებები ჩვენს საქმეებში.ყველას დაემშვიდობა და კაბინეტში დაბრუნებამდ ჩაფიქრა,ბექამ შეხედა და შეეკითხა. -ყველაფერი რიგზეა? -კი ყველაფერი კარგადაა,ორმა პარტნიორმა დაგვტოვა,მაგრამ დაიმახსოვრეთ რამოდენიმე თვეში ისევ მოვა,მაგრამ მოვა თავდახრილი.თქვა და თვალი ჩაუკრა ბიჭებს.წამოდგა და კაბინეტში შევიდა სადაც ლაშა და ალიკა ელოდა. -ზანდა დეიდა ვიცი გადაღლილი ხარ,მაგრამ.......... -ყავა.გაეცინა ზანდას. -კი,ყავა. -ყველასთვის მოვადუღო? -მოადუღე ყველასთვის. -მოდი მე მოგეხმარები.ბექა მივიდა მადუღარასთან და მოხმარების მაგივრად ყველაფერი აურია და გამოაგდო იქედან ზანდამ.სულ მალე ფოდნოსით შეუტანა ყავა და ყველას ჩამოურიგა,ბექას შეხედა და უთხრა. -რაც არაა და სადაც არაა შენი საქმე,ნუ ეჩრები იქ. -მე მოხმარება მინდოდა.გაეცინა ბექას. -კარგად მომეხმარე.სიცილში აყვა ზანდა. -ზანდა დეიდა არავინი არ შემოუშავა,მნიშვნელოვანი შეხვდრები დასრულდა როგორც ვიცი. -კი დასრულდა,მეტი შეხვედრა არ გაქვს დღეს. -წადი დაისვენე,მძიმე დღე იყო. -ჯერ ხომ ადრეა,რომ რამე დაგჭირდეს? -გავართმევთ როგორმე ერთი დღე თავს უთქვენოდ. -კარგი,მნიშვნელოვანი საქმე მქონდა და მოვაგვარებ.გიორგიმ კი ალიკას შეხედა და უთხრა. -აბა დაიწყე,გისმენთ.სანამ დაიწყებ მინდა გახსოვდეს,რაც არ უნდა მოვისმინო,რაც არ უნდა მითხრა დღეს აქ,დაიმახოვრე რომ ჩვენ ყოველთვის შენს გვერდით ვართ. -საინტერესოა ცხოვრება,მაგრამ უფრო საინტერესოა როცა თვით ცხოვრება გიგებს სიურპრიზებს იქ სადაც არ ელოდები.მხიარული და მშვენიერი დღე დიდი უბედურებით დასრულდა.სიზმარში გგონია თავი და უეცრად ფხიზლდები,შენს წინ საშინელი სცენაა და ვერ იაზრებ რომ ეს შენი ცხოვრებიდან ერთ-ერთი რეალური კადრია,კადრი რომელიც მთელი ცხოვრება თვალებში გექნება და ვერანაირად ვერ გააქრობ მას.გიორგი ძალიან გაინტერესებთ,რა მოხდა სინამდვილეში? მეც მაინტერესებს დღემდე,რადგან ვიცი არავის უკითხია რა მოხდა,არავინ დაინტერესებულა იმ დღევანდელი მკვლელობით,არავინ გამოჩნდა რომ დავეცავი,არავინ იყო ჩემს გვერდით და ვიყავი სრულიად მარტო.გიკვირთ ხომ?არა,გიორგი ეს ყველაფერი რასაც ახლა ისმენ სიმართლეა. არავის,ხო არავის არ უკითხია რა მოხდა,ვინ იყო დამნაშავე,მოვიდნენ სამართალდამცავები ხელები უკან გადამიგრიხეს,ნაროშნიკები დამადეს და წამიყვანეს. -რა მოხდა,სად წაგიყვანეს.გაოცებული უცქერდა გიორგი. -წინა დღით 15 წელი შემისრულდა,შეჯიბრზე ვიყავით წასული მამასთან ერთად მოსკოვში და იმ დღეს უდიდესი გამარჯვება მოვიპოვეთ,მსოფლიო ჩემპიონი გავხდი და თან შავი ქამრის მფლობელი.70-წონიანებს ვეჯიბრებოდი,მაგრამ ბოლო წუთებში ყველაფერი შეიცვალა და 15 წლიანი 20-წლიანთან შემაჯიბრეს და თან ის 90 კგ-ს იწონიდა რაც დაუშვებელი იყო.ვიღაცას ჩემი გაფუჭება უნდოდა,არ აწყობდათ მე რომ გამარჯვებული ვყოფილიყავი,ამიტომ ტრეინერმა გამიყვანა და თითქმის ტირილით მითხრა რომ დავნებებულიყავი უბრძოლველად.თუ უარს ვიტყოდი ქამარი მას დარჩებოდა ბრძოლის გარეშე და თუ შევებრძოლებოდი უნდა წამეგო.ორივე შემთხვევაში ჩემი მოწინააღმდეგე გამოდიოდა მოგებული,რადგან მას როგორც შემდეგ გავიგეთ ძალიან ბევრი ფული გადაეხადა,მან ის თამაში იყიდა და მის სასარგებლოდ უნდა დსასრულებულიყო ის შეხვედრა.ჩემში ქართულმა სისხლმა აყვირდა და მეც გადავწყვიტე შევბრძოლებოდი,რაზედაც ტრეინერის სასტიკი უარი მივიღე. -ალიკა კარგად მომისმინე,შენ ჯერ ბავშვი ხარ შვილო და ასეთი უამრავი თამაშები გაქვს წინ,კიდევ გექნება შანსი,მაგრამ ახლა უნდა დანებდე,მე შენ ყოველთვის მოგებულად ჩაგთვლი.გაბრაზებულმა შევხედე და ვუთხარი. -მე არ მინდა მარტო თქვენ მთვლიდეთ გამარჯვებულად,აქ იმიტომ ჩამოვედით რომ უნდა მოვიგო და მე მოვიგებ კიდეც.შეცბა და მეხვეწა,მემუდარა ლამის დამიჩოქა ასაკით მამის ტოლმა კაცმა და მე არ დავინდე,პირდაპირ მივახალე. -შემთხვევით შენც წილს ღებულობ იმის გამო,რომ მე არ მოვიგო ეს თამაში?გაბრაზდა და დაუფიქრებლად ხელი გამარტყა.15 წლის ბავშვი ვიყავი და ცრემლი მომერია,გაგულისებულმა გავედი საჩხუბრად ცრემლი მქონდა თვალებში ჩამდგარი და პირველი დარტმა ვერ ავიცილე,დავეცი მაგრამ გონი არ დამიკარგავს,მახსოვს მოწინააღმდეგემ ყურში მიჩურჩულა წაქსევისას. -სისხლი გერჩის პატარავ?ჰოდა დაღვარე,აქედან შენი ფეხით ვეღარ გახვალ.თან ისე სადისტურად იცინოდა,ისეთი საზიზღარი ხმა ჰქონდა დღემდე მახსოვს ის ხმა.მალე ავდექი ფეხზე და გაბრაზებულ გულზე მოვსცხე,ღონე არ დავიშურე და ბოლოს ისეთი ძლიერი გამოდგა ჩემი დარტმა რომ ნოკაუტში ჩავაგდე რომელმაც გათიშა და ვეღარ ადგა ფეხზე ათ თვლაზე,ქამარიც და გამარჯვებაც მე დამჩა.უამრავი ქართველი ესწრებოდა ამ გამოსვლას და მეგონა დაინგრა დარბაზი,მიხაროდა ეს გამარჯვება და ვტიროდი,ვტიროდი ატირებულ მამას რომ ვუყურებდი.შევნიშნე ხალხში რომელიც იდგა და ტიროდა,ტიროდა სიხარულისგან და სიამაყისგან და თან ხალხს ეუბნებოდა ეს ჩემი შვილი არისო.გავითიშე,აზრზე რომ მოვედი ვიღაცას მხარზე ვყავდი შემოჯენილი და ასე დამარბენინებდა ხალხში,ესენი ქართველები იყვნენ.გზა დაგვილოცეს საქართველოსკენ და გახარებული დავბრუნდით,მამამ ტრეინერიც წამოიყვანა სახლში და სიხარულით სავსემ შევაღეთ სახლის კარი და აი აქ იყო სწორედ ჩემი სიხარულის დასასრულიც. -საყვარელო სად ხარ,ჩვენი შვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.დედა გამოვიდა თავის საძინებლიდან ჯერ კიდევ საღამურები ეცვა,ცოტა ხანში კი უცხო მამაკაცი გამოვიდა იმავე საძინებლიდან და დედას უკან ამოუდგა ხელში კი იარაღი ეჭირა,მამას დაუმიზნა და შიგ გულში მოარტყა.მე დედას ვუცქერდი და მის თვალებში სინანული და ცრემლი დავინახე,ჩემს გვერდით წაქცეული მამა სისხლის გუბეში იწვა და სისხლი თანდათან ჩემს ფეხებთან მოვიდა.მამაკაცმა ჩემთან მოვიდა და იარაღი დამაჭერინა ხელში და მითხრა. -მესროლე,მე ხომ მამაშენი მოვკალი. ჰოდა, მესროლე იცოდე სხვა დროს არ მოგეცემა სხვა შანსი.ჩემს გვერდით ჩემი ტრეინერი დადგა და მითხრა. -არ გაბრიყვდე,არ გააკეთო სისულელე.მალე მოვიდა მილიცია და წამიყვანეს,ვინ დამიჯერა,ვინ მომისმინა მხოლოდ ერთხელ მოვიდა ჩემი ტრეინერი და მითხრა. -ალიკა მოვა დრო და სიმართლე გაირკვევა.სიმართლეს ვინ გაარკვევდა,10 წელი გამომკეტეს,გიორგი 10 წელი მომისაჯეს რომ საერთოდ არაფერი არ ჩამიდენია.10 წელი არ ჩადენილი დანაშაულისთვის და ისე ჩაწყნარდა ეს ამბავი,წლების მანძილზე ყველას ეგონა ჩვენ მთელი ოჯახი მოსკოვში გადავედით,მე გავიმარჯვე და თავში ამივარდა აღარ ვმეგობრობდი ჩემს ქართველ მეგობრებთან.ჩემი ოცნებები და მიზნები ქარმა წაიღო,ჩემი ბავშვობის წლები როგორც ლარნაკი ნამსხვრევებად იქცა და ეს ნამსხვრევები დღემდე ჩემს გულშია და ყოველ მის გახსენებაზე საშინელ ტკივილს ვგრძნობ. -ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ შენ ამხელა ტკივილს ატარებდი,შენ აუცილებლად უნდა დაუბრუნდე სპორტს და არ უნდა დანებდე,უნდა ივარჯიშო და თავი არ დაზოგო. -თქვენს სახლს რა დაემართა ვინ ცხოვრობს იქ. -არ ვიცი ვინ ცხოვრობს,არც ის ვიცი დედაჩემი სად არის რადგან ის მას შემდეგ არავის არ უნახავს.ჩაქვში გვაქვს სახლი,მაგრამ უპატრონოდაა ისიც მიტოვებული,იმდენი რამ მოხდა საქართველოში და იმდენი ლტოლვილია ალბად იქ ცხოვრობს ვინმე,არ ვიცი არაფერი.მე ძალა არ შემწევს იქაურობა შევაკეთო,არადა ბებიაჩემს იქ მისვლა სულს მოუბრუნებს. -ალიკა ჩევენ ერთი გუნდი ვართ,ა ბიჭებო ვართ? -რა თქმა უნდა ვართ.ყველამ ერთად წამოდგა და კიდევ ერთხელ ამდენი წლის შემდეგ ფიცი დადეს რომ ისინი ერთმანეთს არასოდეს არ უღალატებს. -ამ ხელებს ვერავინი ვერ მოერევა მანამ,სანამ ჩვენ არ დავშლით და არ დავასუსტებთ მას.ღრმა სიბერემდე,ღრმა სიბერემდე უნდა იყოს შეკრული ეს ხელები ასე ერთად და სულ უნდა ვგრძნობდეთ ერთმანეთის ძალას. -სიკვდილამდე ერთად,ერთმანეთის ცხოვრებით ვიცხოვროთ.თქვა ბექამ.მოულოდნელად კარი გაიღო და გაჭაღარავებული მამაკაცი ალიკას წინ დადგა.ალიკა დაიბნა მამაკაცს უცქერდა და ღიმილი მოეფინა სახეზე,რომელსაც ცრემლიც კი მოყვა და მამაკაცს ჩაეხუტა. -მაპატიე,მაპატიე მე არჩევანის წინაშე დამაყენეს ან შენთვის უნდა მებრძოლა შენი უდანაშაულობისათვის,ან ჩემს ოჯახს უნდა დავმშვიდობებოდი ჩემს ყველა ნაბიჯს უთვალთვალებდნენ და განძრევის საშუალებას არ მაძლევდნენ. -ახლა?ახლა რომ ვინმემ დაგინახოს ჩემს გვერდით, შარში იგდებ თავს. -ახლა არ მეშინია,შენ სასჯელი მოიხადე,სასჯელი რომელიც შენ არ გეკუთნოდა.მე მზად ვარ ისევ ჩემთან მიგიღო და ისევ დაიწყო ვარჯიში,შენ თუ თანახმა ხარ.ალიკას ძალიან გაუხარდა რომ სპორტს დაუბრუნდებოდა,სპორტი ეს ხომ მისი მთელი ცხოვრებაა მაგრამ ჩაფიქრდა. -რას ჩაფიქრდი,რას ელოდები ადექი და ახლავეს გაყევი.დაიწყე ვარჯიში და შენი დაკარგული სახელი აღიდგინე. -ვიცი მაგრამ............. -არანაირი და არავითარი მაგრამ,ვიცი რაც გადარდებს როცა სახლში არ იქნები,ნანი ბებოს მე წავიყვან და ჩემთან მეყოლება,შენ კი მიხედე შენს სახელს და შენს კარიერას. -არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ. -გადაიხდი,როცა რინგზე გასულს გნახავთ.ალიკამ ყველას გადაეხვია და კაბინეტიდან ტრეინერთან ერთად გავიდა,გიორგი კი ლაშას მიუბრუნდა. -ლაშა ეს არის ალიკას სახლის მისამართი ჩაქვში,აი ეს ნომრები ოთხი იქნებით დაურეკე ყველას და სანამ იქ სარემონტო სამუშაოები არ დასრულდება იქ იქნები.ეს ბანკის ბარათი და ზედ სოლიდური თანხაა,რომელიც რემონტისთვის საკმარისზე მეტია მხოლოდ ეს ალიკამ არ უნდა გაიგოს.ბექას კი სხვა დავალება მისცა. -დაურეკე გელას ქავთაძეს და აუხსენი სიტუაცია,ეს კი ალიკას სახლის მისამართია სადაც გაიზარდა,დაზვერე კარგად ის ადგილი და გაიგე ვინ ცხოვრობს იქ ამჟამად.ალექს შენ აქ მჭირდები,ბექას საქმეებს აქ შენ მიხედავ დროებით, და ყველა დასაქმებული ვართ.ყველა გადიოდა უკვე თავ-თავის საქმის შესასრულებლად,რომ ლაშამ გიორგის შეხედა და გიორგიმ დაასწრო. -გისმენ,რამე გინდა მითხრა? -იმ დღეს, მიშკამ ფული მომცა და ეს ფული ჩემი არ არის გიორგი. -შენია,რადგან მიშკამ მოგცა ეს ფული ესე იგი შენია და არ გაბედო კარტისკენ ხელი გასწიო. -ყოველთვის მაინტერესებდა შენ საიდან იცნობ მიშკას და რატომ გაქვს ასეთი ახლო ურთიერთობა მასთან.კითხა ბექამ. -წლების წინ ერთ გოგონას ქუჩაში მანქანა დაეტაკა,მძღოლმა მომაკვდავი და სისხლიანი მიატოვა უპატრონოდ გოგონა და გაიქცა.მეც შემთხვევით შევესწარი ამ ყველაფერს და უპატრონო,სისხლში ამოსვრილი გოგო მივიყვანე საავადმყოფოში.მილიციამ რომ შემხედა სისხლიანი ვიყავი დამაკავა,საბედნიეროდ გოგონას გონება არ დაუკარგავს და ხედავდა როგორ გავრბოდი ქუჩაში და ხალხს ვთხოვდი გზა დაეთმო.მამამისმა რომ გაიგო მე გადავარჩინე მისი შვილი,თავად მომაკითხა და სიმართლის გარკვევამდე ყოველ დღე ჩემთან იყო და მამხნევებდა.როგორც იქნა დამიხსნა იქედან,ეს გოგო კი მიშკას შვილი იყო.დრო გავიდა და არ ვიცი როგორ,მაგრამ მან იპოვა ის არაკაცი და გაუსწორდა,ჩვენ კი მეგობრები დავრჩით.მოდი არ გვინდა ამ თემაზე საუბრი და საქმეს მივხედოთ. -კარგი,მე დღესვე წავიდე ჩაქვში ხო? -საქმე არ გადავდოთ,შეკრიბე ყველა და დღესვე წადით. -კარგი,ჩავალ და იქაურ მდგომარეობას შეგატყობინებ.ლაშა წავიდა,გიორგი ალექს მიუბრუნდა და უთხრა. -ჭამე დღეს რამე? -არა,არ გავსულვარ საერთოდ. -მომშივდა მეც,კუჭი უკვე ფერხულს ცეკვავს და წავედით ვჭამოთ.ორივე წამოდგა და წავიდნენ ნაცნობი ადგილის დასაპყრობად,სულ ცოტა ხანში კი ბექაც შემოუერთდათ გელასთან ერთად და ოთხივემ ელეგანტურად,კლასიკურ ფორმაში გამოწყობილებმა შეაღეს ნაცნობი რესტორნის კარები და იქ მყოფთა ყურადღების ქვეშ მოექცნენ.თავიანთ ამოჩემებულ მაგიდას მიუსხდნენ და შეკვეთაც მისცე,შეკვეთის მოტანამდე ლაშას დაურეკა და ამბავი იკითხა. -გზაში ვართ გიორგი მივდივართ უკვე. -კარგია,ლაშა მუშების კვებას მიაქციე ყურადღება,ხომ იცი მუშებს კარგი კვება ჭირდება.ველოდები შენგან სიახლეებს. -ყველაფერი კარგად იქნება გიორგი.დააიმედა ლაშამ და ბექას ტელეფონიც ახმაურდა,ბექამ დახედა ნომერს გაეღიმა და თბილად მოიკითხა. -ჩემი ცქნაფა როგორ მყავს? -როგორ უნდა ვიყო შენგან მოძულებული,სად ხარ,რატომ აღარ გახსოვარ?ქალაქში ხარ და გარშემო იმდენი გრძელფეხება გოგოები გახვევია შენი ანაბელი დაგავიწყდა ხომ? -შენ ხომ არ ფიქრობ,ცოტა ზედმეტებში გადადიხარ.გაუბრაზდა ბექა. -საერთოდაც არა,ვიცი რომ სიმართლეს რომ გეტყვიან ეს მწარეა.არც ანამ დააკლო გაბრაზება -რაც გინდა ის იფიქრე,შენ ხომ მაინც არ მისმენ. -რა მუსიკების ხმა მესმის,სად ხარ ერთობი ხომ? -ვერთობი ხო,გვერდით ჩემი ფისო მიზის და ვეფერები,ისე კრუტუნებს ლამისაა შემომეჭამოს. -ნეტა დაგანახა რძალო ახლა ის არსება ვისაც ეს უნამუსო ეფერება.უთხრა გელამ და ყველამ გადაიხარხარა. -გიორგიც მანდ არის? -აქაა ჩვენი ნაჩალნიკი,გინდა დაელაპარაკები. -მიეცი ტელეფონი. -გიორგი გამოძახებაში ხარ სასამართლოზე. -გისმენ საყვარელო,მოგენატრა ჩემს ნერვებზე ცეკვა? -არა საყვარელო შენი დახვეწილი ჰიუმორი მომენატრა. -გენათალეეეე,როდის მოდიხარ ქალაქად ხაშურელო ქსენია? -ეგოისტო რატომ არ ფიქრობ ჩემზე? -მე?მე ვარ ეგოისტი?ქსენია შენ ხომ იცი ძალიან აწეწილი გაქვს ნერვები და რა დაგამშვიდებს?უთხრა და თან ბექას გახედა. -რა დამამშვიდებს შენი აზრით,მაგრამ შენ როდის იყო აზრიანს ამბობდი რამეს. -სიყვარული ქსენია სიყვარულიიი,რომელიც ქორწინებით ინკურნება.შენც სწორედ ეს სიყვარული დაგამშვიდებს და დაგაწყნარებს,ასევე დაგატკბობს ისე რომ მწარეს თქმა სულ დაგავიწყდება.თაფლი გახდები,თაფლიიი. -საზიზღარი ხარ,როდის გამოიქროლებ აქეთ? -რავიცი,ვიხრჩობით საქმეში,მაგრამ გამოვიქროლებთ ერთ დღეს. -გიორგი...... -დამაცადე ახლა ჭამა, მშია დღეს არაფერი არ მიჭამია. -კარგი აბა გემრიელად მიირთვით. -ქსენია ჩემი მარო მომიკითხე.უთხრა გათიშვამდე და ანამ იმხელა იყვირა ყველამ გაიგონა მისი ხმა. -მაროოოოო. -ჰა,რა გაყვირებს გოგო.გაიგონა გიორგიმ მარიამის ხმა. -შენმა მიხამ მაგიკითხა ქალოოო -მეც მამიკითხე ჩემი მიხაი.არც მარიამი არ ჩამორჩა ანას იუმორს რასაც საერთო გულიანი სიცილი მოჰყვა ბიჭების. -შე საძაგელო სკიპერო გაქვს ჩართული?იდიოტების ხროვას მოუყრია თავი.მიალანძღა ყველა ერთად და გათიშა ანამ. -ძალიან ენამახვილია ჩვენი სარძლო.თქვა ალექსანდრემ.ყველამ რომ შეივსო კუჭი და ფერი მოუვიდათ გელამ გიორგის შეხედა და რამოდენიმე მამაკაცის ფოტო დაუდო წინ. -გიორგი გეცნობა ეს ხალხი?მე ბევრჯერ მყავს ეს ორი შენს კომპანიაში ნანახი,დააკვირდი კარგად და ამოიცანი.ის რაც უნდა გითხრა,ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო შენთვის.გიორგიმ ფოტოები აიღო ხელში და გაოცებულმა უთხრა. -რა დაკვირვება ამათ ფოტოებს უნდა,ესენი ორივე ჩემს კომპანიაში მუშაობდა.რა ხდება,ასეთი მნიშვნელოვანი რა უნდა მითხრა. -ეს მამაკაცი არის მიხეილ ბაქრაძე და ახლა კი შენ მას იცნობ როგორც მზარ გეგენავას. -ეს როგორ,ერთ ადამიანს ორი სახელი და გვარი აქვს?იკითხა ბექამ გაოცებულმა. -ვისაც გაუდის ბესარიონ მას აქვს და ახლა მომისმინეთ,ეს ადამიანი არის ძებნილი რუსეთში,ნაცნობის დახმარებით შეიცვალა ვინაობა,საცხოვრებელი ადგილი და შემოძვრა შენთან ბიზნესმენის სახელით,მას ბიზნესის არაფერი არ გაეგება გიორგი ის არის ძალიან საშიში ადამიანი,ადამიანი რომელიც არის ყველაფერზე წამსვლელი და ადამიანი რომელმაც მკვლელობების მეტი ცხოვრებაში არაფერი არ გაუკეთებია.ეს არის ადამიანი,რომელიც დახარბებულია სხვის ქონებას და რაც აქვს ყველა მისი მხვერპლისგან აქვს დარჩენილი.უფრო გაგვიადვლდებოდა მისი გაკონტროლება,მაგრამ როგორც მივხვდი თქვენგან წავიდა რადგან წეღან თქვი ყოფილი პატრნიორიო.გიორგი ეცადე,რომ დაბრუნდეს და უფრო ადვილი იქნება მისი აყვანა.მეორე მამაკაცი? -მეორე მამაკაცი ალბად ამ არაკაცმა ჩაითრია,თორემ არააქვს ბინძური წარსული,ჩემი ნათლიაა და მამაჩემის შექმნილი კომპანიის წართმევა მომინდომა. -გასაგებია,დაგენიზლავები ეს ემზარისგან იქნებოდა ჩაბერილი და ისიც ამიტომ იდგა ფეხზე მყარად,ყველაფერი გარკვეულია თითქმის,მაგრამ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია თქვენგან არ უნდა გავიდეს,რადგან უკვე ეს ორი ძებნაშია,ვიცით მათი ადგილი სადაც არიან,სადაც ცხოვრობს მისი ოჯახით ჩვენი ძებნილი და მისი ყოველი ნაბიჯი გათვლილია.ეცადეთ დაუახლოვდეთ ისევ და ახლოს გვყავდეს,რაც შეეხება ალიკას ძველ სახლს ეს გეგენავა ცხოვრობს,მას არანაირი ფიზიკური სიახლოვე არ ჰქონებია ალიკას დედასთან,ეს ყველაფერი მოწყობილი იყო ალიკას ცხონებული მამის გასანადგურებლად და ჩანაფიქრი განახორციელა,ალიკას დედა ასე რომ არ მოქცეულიყო და არ დაჰყოლოდა მის სიტყვებს,ალიკასაც მოკლავდნენ და თავად მასაც,თუმცა ის ქალი იმ დღის შემდეგ არავის არ უნახავს არც ცოცხალი და არც მკვდარი,ის გაუჩინარდა გაურკვეველ მდგომარეობაში.იმ სახლში კი გეგენავამ დაიდო ბინა მის ოჯახთან ერთად.ეს იყო მისი ოცნება, ოჯახი დაშალა და ალიკა ციხეში გაისტუმრა 10 წლით.ეს ალიკამ უნდა გაიგოს,რადგან მას ჰგონია დედამ ის და მამა გაყიდა ვიღაც საყვარელზე და დღემდე ეზიზღება. -ალიკა კარგი ვარჯიშით დაიბრუნებს ძველ სახელს და ტიტულს,ის სულ მალე საქართველოს სიამაყეც გახდება. -ყველაფერი მოგვარდება და ყველაფერი მის ადგილზე დადგება. -ბესარიონ იცი ახლა რა მინდა? -მივხვდი რაც გინდა და რა ვქნათ,წავიდეთ? -წავიდეთ,ტირიფების შრიალი მომენატრა ძალიან.წამოხვალთ? -არ ამბობთ სად მიდიხართ და ჩვენ ნაზიკოს ბატებივით წამოგყვეთ? -ნაზიკოს ბატები იქ არ ახსენო.სიცილით თქვა გიორგიმ. -მოიცა,მართლა ნაზიკო ჰქვია სარძლოს?გაკვირვებულმა შეეკითხა გელამ. -ანას და მარიამის ბებოს ჰქვია ნაზიკო.აუხსნა სიცილით ბექამ და გიორგიმ სახლში დაურეკა დედას რომ შესაძლებელი იყო ამ ღამით არ მისულიყო და არ დალოდებოდა.ჯერ მარკეტში გაიარეს და იმდენი რამეები იყიდეს მანქანა გაავსო და წავიდნენ,გზიდან კი ბექამ დარეკა. -ცქნაფა რას შვრები. -შენი ცქნაფა ტირის ბესარიონ.მარიამი აკისკისდა ტელეფონში. -რატომ,რა ატირებს?გაუკვირდა ბექას. -მამიდამ და ძიამ დარეკა მოდიან,მაგრამ მალე დაბრუნდებიან უკან და ანას კატეგორიულად გამოუცხადეს რომ აქეთ უნდა დარჩეს. -მართლა? -ხო,სამუშაო იშოვე და მანდ იყავიო. -ეს ხომ კარგია და მაგას რა ატირებს, მართლა ტასიკოს ბატი რომ არის. -ნუ მიშლი ნერვებს თორემ სისხლს გაგიშრობ.მოესმა ბექას ანას ხმა. -ვის ეუბნება მაგი სისხლს გაგიშრობო,მე? -დიახ,დიახ სიძევ ბატონო.კისკისებდა მარიამი. -მარიამ რა კარგ ხასიათზე ხარ.გაეღიმა გიორგის. -რაო მიხავ,გისმენს მარიამი.ისევ კისკისებდა. -მარიამ ტირიფებში ქეიფი მოგვენატრა.უთხრა გიორგიმ. -მერე ტირიფები ისევ იქ დგას სადაც დატოვეთ,შენ უნდა მიხვიდე იქ ისინი ვერ ჩამოგაკითხავს თბილიში. -ხოდა მოვდივართ,მაგრამ არ უთხრა მაგ ბატს. -კარგი,ერთი პირობით.ეშმაკობდა მარიამი,გიორგის კი უხაროდა მისი ტიტინის მოსმენა. -რა პირობებს მიყენებ აბა მითხარი.სიცილით შეხედა და ბექასაც დააინტერესდა რას ეტყოდა მარიამი. -უნდა მითხრა რა უთხარი ალექსანდრეს,მთელი ეს დრო პირი რომ მოაკეტინა ანაბელს და რასაც უნდა იმას აკეთებინებს.წამოწვება ჰამაკში და ანაბელ წყალი,ანაბელ წვენი,ანაბელ ნაყინი,ანაბელ მშია.ალექსანდრეს ვეღარ ერევა და ახლა მე მიშრობს სისხლს,გიორგი გთხოვ რა მეც მითხარი რომ მეც დავიხვიო თითზე,რომ მოვაკეტინო ერთი გახედვით როგორც ალექსანდრე უკეთებს. -მართლა?გიორგიმ მანქანა გააჩერა,გვერძე მიაყენა და გულიანად იცინა. -ვაიმე,ალექსანდრეს კარგი საჩუქარი უნდა ვუყიდო ხედავ როგორ მოაკეტინა და გველთევზა ვეღარ დასრიალობს? -მიდი რა ნუ იცინი,მითხარი.აუ მოდის,კარგი აქ რომ მოხვალ მერე მითხარი.ბოლო სიტყვები უჩურჩულა მარიამმა. -რას ჩურჩულებ,ან ვის ეჩურჩულები.თავზე დაადგა ანა მარიამს. -შენ ვინ გკითხავს მე ვის ვეჩურჩულები,ესეც შენ უნდა დაგეკითხო?შეუბღვირა მარიამმა -გიორგუნას ვეტყვი,რომ ვიღაცას ეჩურჩულები. -გიორგის ვინ კითხავს ჩემს გაკონტროლებას ჩემი ძმაა,ბიძა თუ მამა,მას ჩავაბარო აჩოტები მე ვის დაველაპარაკები? -შენი გულის ვარდია, მარიამ მე ვერაფერს გამომაპარებ. -იდიოტო რას ჩერჩეტობ,კიდევ კარგი ტელეფონი გავთიშე თორემ ხომ გაიგონებდა. -ააააა,წამოგცდა შენი გულის ვარდს ელაპარაკებოდი და ჩემი გულის კიბოს? -რა ახალ-ახალ სახელებს იგონებ ანაბელ. -რაო სიყვარულში დამწვარმა მაჩომ?მარიამს ეგონა ტელეფონი გათიშული ჰქონდა,არადა ბიჭებს ყველაფერი ესმოდათ და იცინოდნენ. -შენ რა, ისევ იტირე? -მარიამ ნუ დახტიხარ მინდვრის კალიასავით აქეთ-იქით და მითხარი რაო სიკალულმა,ლა მინდაო? -ანა ნუ ხარ სადისტი,თორემ ვეტყვი ბესარიონს ღამ-ღამობით მის ფოტოებს რომ დასტირი.ერთი მითხარი, სად ნახე ცოცხალ ადამიანს ფოტოებზე რომ დასტირიან. -უთხარი,ბექამ ისედაც იცის რომ მენატრება და ბესარიონს ნუ ეძახითქო რამდენჯერ გითხარი. -ხო,კარგი და ნუ იბღვირები. -მარიამ შენ არ მოგენატრა შენი გიორგუნა? -ვეტყვი გიორგუნას რომ ეძახი. -სანამ თბილიში ჩახვალ დაგავიწყდება.გაეცინა ანას. -ანაბელ მოდიან ბიჭები. -მართლა მოდიან?გაუხარდა ანას. -მითხრა გიორგიმ არ მეთქვა შენთვის მაგრამ მაინც გითხარი. -მაგას გეჩურჩულებოდა ბელკაია გიორგუნა?არ უთხრაო ხომ?აი ნახე რა ვუქნა მაგას,ერთი სურვილი ხო მართებს ჩემი,ახლა გამოვიყენებ და ტაში ბიჭო გიორგუნა უნდა ვაცეკვო.იცინოდა ანა და ბიჭებიც აყვნენ სიცილში.გიორგიმ ტელეფონი გათიშა და სახე გაბადრულმა გააგრძელა გზა,ბიჭებს კი უთხრა. -არ შეიმჩნიოთ არაფერი,არაფერი არ გაგვიგონია.უკვე საღამო იყო ადგილზე რომ მივიდნენ და პირველი რაც თქვა გიორგიმ ტირიფებში წასვლა იყო,ეს ხომ მათი უნიკალური ადგილია.გელა და ალექსანდრე გაოცებული იყვნენ იმ ადგილის სილამაზით,ქეიფობდნენ რომ ოჯახს სიხარული გაუორმაგდა და წლების უნახავი შვილი და სიძე ესტუმრა ნაზი ბებოს და ალექსანდრე პაპას.მონატრებული მშობლები და ერთადერთი ძმა მოისიყვარულა ირმამ და ბავშვები მოკითხა,უთხრეს სადაც იყვნენ და მალე დაბრუნდებოდნენ.სიხარულისაგან ტიროდა ნაზი ბებო და ალექსანდრე აწყნარებდა მისი გაუხეშებული ხელებით საიდანაც დიდი სითბო და სიხარული გადმოდიოდა მისგან.მოვიდნენ ახალგაზრდები და მარიამი სიხარულისაგან აყიჟინებული შეხვდა მონატრებულ მამიდას,ბავშვებით რომ იჯერა გული ირმამ შვილთან ცალკე დალაპარაკება მოინდომა და ცალკე გაიყვანეს მშობლებმა რომელიც არ ჩანდა კმაყოფილი და გაბუსხული იჯდა.ყელში რომ ამოუვიდა მშობლების საუბარი მოულოდნელად ხმამაღლა იყვირა რომელიც ყველამ გაიგონა. -თქვენ გინდათ ასე ადვილად მივატოვო ყველაფერი და აქ დავრჩე?იქ ჩემი სამსახური?კარიერა?მეგობრები?როგორ მივატოვო ეს ყველაფერი,როგორ.ანა ხმას ვერ აკონტროლებდა და თან ცრემლი ერეოდა მის ხმას. -მომისმინე შვილო.მოთმინება დაკარგული მამა ცდილობდა შვილს კარგი სიტყვებით მოფერებოდა და თან აეხსნა მდგომარეობა,მაგრამ ანამ ყურებზე აიფარა ხელი და არ უნდოდა არაფლის გაგონება.თენგომ მეუღლეს გადახედა და გაბრაზებულმა თქვა. -ეს გასულელდა მგონი,მომისმინე შე ეშმაკო მელია. -არ მოგისმენ,რადგან არაფლის გაგონება არ მინდა. -დაჯექი ახლავეს და მომისმინე.დაიქუხა თენგოს ხმამ და ანა შეშინებული დაჯდა.-შენც მომისმინე და დამეთანხმე რომ ეს გოგო არ არის,ეს არის ეშმაკად დაბადებული.რატომ გამოიქეცი,რა უქენი იმ ბიჭს,შენ გოგო ხარ ნაზი და ფერია თუ ბიჭი ხარ გამაგებინე.ვინ გასწავლა უცხოსთან ასეთი მოქცევა,ეს როგორ გაბედე,როგორ.ყვიროდა უკვე ნერვებ აწეწილი თენგო და ანას ხელით აჯანჯღარებდა,ძირს კი ყველა გაოცებული ისმენდა მათ საუბარს.ნაზი ბებომ კი დადასტურებულად თქვა. -რაღაც გააფუჭა იქ და აქ შეგვაფარა თავი.ბექას გაეცინა და უცებ დასერიოზულდა,რომ არავის შეემჩნია მისი ღიმილი. -ასე მოუხდებოდა მას დაიმსახურა,დამსახურებულად არავისზე გადამივლია ჩაი თავზე,ჯერ გოგოსთან საუბარი და მოქცევის წესები ისწავლოს და მერე აარჩიოს საცოლე. -ირმა გესმის რას ამბობს? საავადმყოფოში წევს ბიჭი დამწვრობით.შენ ვინ ხარ კლეოპატრა თუ ინგლისის დედოფალი შენი მოსაწონი რომ არავინ არ გამოჩნდა,სახე როგორ დაწვი უცხო და უცნობ ადამიანს,როგორ.გული არ გაქვს?თუ გაქვავებული გაქვს,ვის გავხარ,ვის. -მე არ ვარ დამნაშავე,მან დააშავა და სასჯელიც მიიღო. -რა სასჯელი. -ჩაი სახეში. -ხელი როგორ ავწიო და როგორ გცემო ამხელა ქალი,პატარა არ მიცემიხარ.ირმამ ხელი მოკიდა მკლავზე გაგიჟებულ თენგოს იფიქრა არ დაარტყასო,მაგრამ მას მიუბრუნდა და უყვირა. -ნუ მაკავებ შენ,ესაა შენი გაზრდილი შვილი. -ხოდა,შენ აღზარდე უკეთესად. -შენ შენი უნაირო ხასიათით ერთ დღესაც ვერ გაჩერდები უცხო სახლში,უცხო ოჯახში და უცხო ხალხში.შენ,შენ მეორე დღესვე გამოგაგდებენ,არ გაგაჩერებენ ოჯახში არა. -აბა კი, გამომაგდებენ. ვინ გამომაგდებს? -ვინ?ვინ და ქმარი. -ასეთი ქმარი არ მეყოლება. -აბა როგორი ქმარი გეყოლება შენ,ნასწავლი და განათლებული არ გინდა.არისტოკრატიული წრის მამაკაცი არ გინდა,მდიდარი არ გინდა. -მამა მე უნდა მიყვარდეს და უნდა ვუყვარდე,მე სიმდიდრეზე და ფულზე არ ვამახვილებ ყურადღებას.იყოს ღარიბი,მაგრამ მთავარი ისაა,რომ მე მას ვუყვარდე და დამაფასოს. -ვინ დაგაფასოს, წამოგიარს ერთ დღეს და თეფშით სუპს გადაავლებ თავზე,გგონია ამას და ასეთ ქცევებს გაპატიებს ვინმე?ვაიმე გული,გული მაქვს ცუდად. -მამაააა,რა მოგივიდა.მაპატიე მამიკო, მე არ ვიცოდი ასე თუ მოხდებოდა. -წყალი,წყალი მომაწოდე. -აი წყალი,დალიე და გული დაგიმშვიდდება.ნოდარმა წყალი დალია და ანას შეხედა. -უკეთ ხარ? -კი,უკეთ ვარ. -ფული მომეცი რა. -ჰმ,ფული? -ხო,ფული. -რამდენი. -რამდენიც გემეტება.თენგოს გაეცინა,თავი გააქნია და ჯიბიდან საფულე ამოიღო გაშალა და ანამ რამდენიმე მწვანე ამოიღო,მამას მსუქანი ლოყები დაუკოცნა და ძირს ჩავიდა.ალექსანდრემ შეხედა და ხმამაღლა თქვა. -ხმა არ ამოიღოთ,მაფია მოდის.ყველას გაეცინა და ახლოს მისულს ალექსანდრემ უთხრა. -რამ მოგაფაფიქრა ცხელი ჩაის შესხმა ადამიანზე. -ალექსანდრე მიფრთხილდი. -ანაბელ საყვარელო მეც მიფრთხილდი. -მეზიზღები შენც და ვინც მაგ სალაპარაკო თემა მოგცა ისიც მეზიზღება.გიორგის შეხედა ანამ და გიორგიმ ენა გამოიყო სხვებისგან დაფარულად. -მეც მიყვარხარ მამიდაშვილო,ბედნიერების რა გითხრა უბედნიერესი ვარ აქ რომ რჩები,ჩემთან და გპირდები ძალიან ვიხალისებთ. -დალიე ეს დალიე და ნუ ხარ ასეთი ემოციური.მოესმა ანას დედის ხმა რომელიც კაპლის ასმევდა ნოდარს. -შენი ბრალია მისი ასეთი თავგასულობა,შენ გააფუჭე,ვერ აღზარდე კარგად. -ახლა მე ვარ დამნაშავე?შენ ხარ დამნაშავე,შენ და არავინ სხვა.დაგავიწყდა როგორ ამბობდი?ჩემი ერთადერთი შვილია,როგორ უნდა ვუთხრა რამეზე უარიო.მანქანა 16 წლის ასაკში უყიდე და მას შემდეგ სახლში როდის შემოდის და როდის გადის ვეღარ ვგებულობ.მას მამის სიმკაცრე აკლია და ეს შე დააკელი. -გოგო დედამ უნდა აღზარდოს.მე სულ მივლინებაში ვიყავი,თან უნდა მეტარებინა სადაც წავიდოდი?უყვირა ნოდარმა ნინოს. -კარგი,კარგი ნუღარ ნერვიულობ.წვნიანს შეჭამ?წამოდი ძირს ჩავიდეთ, სირცხვილია. -აქ მგონი გიორგის მოვკარი თვალი და ანა მას უნდა ჩავაბარო,სხვას არავის არ დაუჯერებს. -გიორგის ისე ეშინია ხომ კანკალებს მის შეხედვაზე.ირონიულად უთხრა ნინომ. -მიხედავს,მხოლოდ ის მიხედავს.ორივე შეუერთდა ძირს თავმოყრილებს და ნაზიმ უთხრა სიძეს. -ასე რამ აგანერვიულა შვილო. -რამ ამანერვიულა?თქვენი გაფუჭებულია,ყველა ეფერებით და აუვარდა თავში ეს მოფერება.თენგო ისევ ბრაზობდა,შემდეგ გიორგის შეხედა და უთხრა. -გიორგი გამეხარდა შენი ნახვა,როგორ ხარ ხომ აეწყვე აქეთ. -მადლობა ძია თენგო კარგად ვარ. -იქნებ ეს თავგასული თავკოპალა შენთან მოაწყო სამსახურში და ახლოს გეყოლება თვალყურის სადევნებლად.იქვე გაბუსხულად მჯდარ ანაზე ანიშნა ნოდარიმ. -რატომაც არა,ჩემთან მეყოლება არ ინერვიულოთ და თუ არ დამიჯერა მივათხოვებ ისეთ ვინმეს,რომელიც გამოასწორებს და ჭკუას ასწავლის. -ვინ ასწავლის ჭკუას,გგონია დაუჯერებს ვინმეს?კი,როგორ არა. -ნუ გადაიწურავთ იმედებს ძია ნოდარ. -გიორგი ის ბიჭი ვინ არის,დაქორწინებულია?გიორგიმ გაიხედა და ბექას შეხედა რომელიც მარიამს ელაპარაკებოდა და ორივე იცინოდა,თავადაც გაეცინა. -არა,ძია თენგო არ არის დაქორწინებული ჩემი კარგი მეგობარია. -რაღაც აზრი მომივიდა და უნდა დაველაპარაკო. -რაზე უნდა დაელაპარაკო.გაუკვირდა გიორგის მაგრამ მიხვდა,რომ რაღაც ჩაიფიქრა ანას დასაჭკვიანებლად და გაიფიქრა, ,,კარგი საკბილო ნახე,ისედაც გიპირებდა სიძეობას''. -დავუძახებ და დაელაპარაკე.გიორგიმ ბექას დაუძახა და სერიოზული სახით უთხრა. -ბექა მოდი აქეთ,გეძახოს ძია თენგო რაღაც უნდა რომ გითხრას.გაუკვირდა ბექას და ახლოს მივიდა ორივესთან.დიდხანს საუბრობდნენ სამივე ყველასგან განმარტოვებულად და ბოლოს გაუბედა თავისი სათქმელი ბექას. -მომისმინე ბექა შვილო,მე შენ მომეწონე როგორც ადამიანი და შემდეგ გიორგი გენდობა,გიორგი თუ გენდობა ესე იგი მეც გენდობი.მე სათხოვარი მაქვს შენთან,მაგრამ მინდა ეს მხოლოდ ჩვენ ვიცოდეთ. -გისმენთ,თუ შემიძლია თქვენი დახმარება და ჩემს ძალებს აღემატება მე მზად ვარ დაგეხმაროთ. -მიმიხვდი, შენ მართალი ხარ მე შენი დახმარება მჭირდება. -მითხარით ბატონო თენგო რაში დაგეხმაროთ,ვერ გავიგე რას ითხოვთ. -ჩემს შვილს ძალიან ცუდი ხასიათი აქვს,ძალიან ცუდი.მე მინდა და მოხარული ვარ თუ ვინმე ჭკუას ასწავლის.აი რაში მჭირდება შენი დახმარება.ბექას ჩაეცინა და გიორგის შეხედა. -რატომ გაჩუმდი,ძნელია და ვერ აიღებ თავზე ხომ? -არა,არა კარგად მიგიხვდით. -მაშინ დაიმახსოვრე რომ მკაცრად უნდა მოექცე,მაგასთან მოფერება არ გადის. -თქვენ ამბობთ,რომ უნდა ვეუხეშო და უნდა შევაშინო?ბატონო თენგო მე ვგავარ ჯადოქრს? -არა,ჯადოქარს არ გავხართ,მაგრამ ცოტა ხნით უნდა გადაიქცეთ ჯადოქრად. -მაპატიეთ,ვერ ვიზამ ამას.მე ქალს უხეშად ვერ მოვექცევი.გიორგიმ თვალები დაუბრიალა ბექას და თვალებით უთხრა რომ დათანხმებულიყო მის თხოვნას. -ვთქვათ დაგთანხმდით,რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი? -ალბად ერთი ან ორი თვე,ეს დრო მეც აქ ვარ საქართველოში და მეც მკაცრი ვიქნები მის მიმართ. -კარგი,თანახმა ვარ მოგეხმაროთ,მაგრამ.................... -რა მაგრამ. -ცხოვრებაში ყველაფერია მოსალოდნელი. -ჯერ მოვარჯულოთ და მომავალზე მერე ვისაუბროთ.უთხრა ღიმილით თენგომ და ისეთი ბრაზიანი თვალებით გახედა ანას რომელმაც უმალ იგრძნო რომ ეს სამი მასზე საუბრობდა.თვალს არ აშორებდა და საოცრად აინტერესებდა რაზე საუბრობდნენ ისინი. ანა ძალიან აქტიური,ცოცხალი და მკვირცხლი პიროვნებაა.ძალიან ადვილად შეუძლია ყველა სიტუაციის თავისად შებრუნება.გულში ბოღმას არასდროს იდებს,მაგრამ არც ივიწყებს რამეს.ახლაც ჩაფიქრებულია,ზის და ფიქრობს როგორ გაიგოს თუ რაზე საუბრობენ,არადა იცის რომ საუბარი მას ეხება.ხვდება,რომ თენგო მის დასასჯელად რაღაც გეგმა შეიმუშავა.ამ საქმეს აჩქარება არ სჭირდება,არადა როგორ ჩქარა უნდა რომ გაიგოს.ამ ფიქრებშია,რომ ეზოს თეთრი მერსედესი მოადგა გაბმული სიგნალით,ყველამ ჭიშკრისკენ გაიხედა და მანქანიდან ულამაზესი გოგონა გადმოვიდა.ანა ფეხზე წამოფრინდა და ახალ მოსულს გადაეხვია,გიორგიმ რაღაც ეშმაკურად ჩაიცინა და ალიკას ნომერი აკრიბა. -გიორგი დამასწარი,ახლა უნდა დამერეკა შენთან როგორ ხარ. -მე კარგად ვარ,შენ როგორ ხარ. -ახლა დავასრულე ვარჯიში,მხოლოდ ტრეინერი სხვა არის. -რატომ შეგიცვალა. -ეს უფრო ახალგაზრდაა და ახალი მეთოდებით გვავარჯიშებს.თქვენ სად ხართ. -ჩვენ ხაშურში ვართ, მოხვალ? -ახლა?გვიანია სანამ მე მანდ ჩამოვალ უკვე დაბინდდება კიდეც უკვე გიორგი. -არა უშავს,მომისმინე წამოდი ტაქსით და აქედან ერთად წავალთ.მისამართს მოგწერ სად უნდა მოხვიდე,ძალიან გთხოვ მოდი რა.ვარჯიშს არ ჩაგიგდებ,ხომ იცი ყველაზე მეტად მე მინდა რომ კარგად ივარჯიშო და ფესვები გაიდგა სპორტში ალიკა. -კარგი,მომწერე მისამართი და ავიყვან ტაქს რომ გამოვალ,წყალს გადავივლებ.გიორგიმ მისამართი მიწერა და უხაროდა მისი გეგმის მიხედვით რომ მიდიოდა ყველაფერი.მარიამს ანიშნა და გვერძე გაიყვანა სალაპარაკოდ. -მარიამ ეს გოგო ვინ არის,თქვენი რაა. -ეს ანას მეგობარია,ერთად სწავლობდნენ.მხოლოდ თბილიში ცხოვრობს,აქ ბებია ყავს და ალბად მასთან იყო.რა ხდება,რატომ დაგაინტერესდა? -კარგია,ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.ჩემი მეგობარი მოვა და მას უნდა გავაცნოთ.აღტაცევული საუბრობდა გიორგი. -რას წარმოადგენს შენი მეგობარი,პუტკუნა რომ არის? -სპორტსმენია,დიდი სპორტსმენი და შავი ქამრის მფლობელი.მერე რა,რომ პუტკუნაა სამაგიეროდ ხორციანია.ესეც ანასავით გიჟია? -არა,ეს წყნარი თბილი და საყვარელია.ყველა ერთად ხუმრობდა და იცინოდნენ,რომ ალიკაც მოვიდა.მასპინძელი სტუმარს შეეგება და ალიკა ყველას მიესალმა,შემდეგ თვალი სწორედ სტუმარ გოგონას დაადგა,რომელიც თავადაც გაოცებული უცქერდა ალიკას.გიორგი ორივეს ყურადღებით უცქერდა და გრძნობდა,რომ ეს ქალი ალიკასათვის სულ მალე გახდებოდა ყველაფერი. -რას შვრები,დაიღალე? -რა დამღლის,გიორგი 31 აგვისტოს პირველი გამოსვლა მაქვს. -ღელავ? -ვღელავ,მაგრამ გადავლახავ. -კარგია,ჩვენ ყველა შენს გვერდით ვართ და იმ დღეს ყველა გაგამხნევებთ. -ჩვენც ჩამოვალთ და დავესწრებით.უთხრა ანამ. -ეს ძალიან დიდი პატივია ჩემთვის.გაუბედავად თქვა ალიკამ.ჯერ კიდევ მორცხვად იყო უცხო ხალხში.გიორგიმ ანას ხელი ჩაკიდა და გვერძე გაიყვანა. -რა გინდა,რა არ გასვენებს და მერე იტყვი შენი ბრალიაო. -ნუ წიკვინებ და ნუ ტლიკინებ,მომისმინე.შენები რომ წავლენ ჩემთან გადმობარგდები და თან ჩემთან იმუშავებ,გაწყობს?ერთად წავალთ და ერთად მოვალთ სახლში საღამოს. -ძიძა არ მჭირდება,ჩვენ უკვე გვაქვს ბინა.მოიცადე ამას ლაპაკობდით დღეს სამივე?კითხა ანამ. -ეს არაა შენი საქმე ჩვენ რაზედაც ვლაპარაკობდით,შენ არ გეხება,მაგრამ რაც გითხარი ეს ასე იქნება.ახლა მეორე და მნიშვნელოვანი.ალიკას შენი მეგობარი მოეწონა და როგორ მოვახერხოთ ისინი ერთად რომ წავიდნენ თბილიში. -მაგას დღესვე მოვაგვარებ,გეგმა მაქვს და ცოტა ხანში გაიგებ.მეც მომივიდა რაღაც იდეა თავში ალიკა რომ დავინახე.უთხრა და თვალი ჩაუკრა. -იცი რომ ხანდახან საშიში ქალი ხარ?სიცილით უთხრა გიორგიმ -ეს მხოლოდ ხანდახან და კიდევ კარგი სულ არ ვარ ასეთი აუტანელი,ხანდახან კი საჭიროებაც მოითხოვს ვიყოთ ასეთი,მაგრამ შენს ტვინამდე არ დადის ეს.სულ ცოტა ხანში თენგომ შეამჩნია,რომ ანა არ იყო მეგობრებს შორის.შეშინებულმა მიუბრუნდა ირმას და შეეკითხა. -ირმა სად არის შენი შვილი? -ბენზინს ჩაუსხამს მანქააში კარინას და მოვა.უპასუხა მშვიდად ირმამ. -საააად?თვალებგაფართოვებულმა შეხედა ნინოს. -ხომ გაიგონე რაც გითხარი თენგო. -ამ დროს რა უნდა მას მარტო ქუჩაში,რომელი საათია. აი,აი შენი გაზრდილი შვილი.თქვენ,თქვენ მომკლავთ მე ორივე დედა-შვილი და ეს ალბად ჩაფიქრებული გაქვთ ორივეს ამიტომ არ მერიდებით და სულ მანერვიულებთ. -აი ისევ მე ვარ დამნაშავე,სულ მე ვარ დამნაშავე როცა რამე ფუჭდება ხომ?ცოტა ხმამაღლა მოუვიდა თქმა ირმას რაზედაც თენგო შეხტა. -რამხელა ხმა გაქვს,ჩუმად თქვი თავი მტკივა.ბომბი რომ გასკდეს მას არ ექნება ამხელა ხმა,რა გჭირს ნელა ისაუბრე.ყველა ჩუმად იცნოდა თენგოს საუბარზე. -ხომ ამბობდი ისე უნდა გავზარდო ყველას ეშინოდეს მისიო,ხოდა ეშინიათ.ვინც მიუახლოვდა,ზოგს ცხელი ჩაი შეასხა სახეში,ზოგს მანქანით გამოეკიდა მოსაკლავად და აი შედეგი კი ეს არის ბოლოში,როგორადაც გაზარდე ახლა იმკი მის შედეგს.ვერც დედაჩემს დააბრალებ და ვერც ჩემს ძმას,ეს შენი სურვილი იყო ის ასეთი ყოფილიყო და გყავს,ხმას ნუღარ იღებ. -გაჩუმდი,გაჩუმდი,გაჩუმდიიიი.უყვირა ირმას და გააჩუმა,ფეხზე წამოდგა და გიორგის უთხრა. -გიორგი უშველე შვილო,რამე შარს არ გადაეყაროს.ყველა წამოდგა ფეხზე და ყველა წავიდა ანას მოსაძებნად.ანა კი ერთ ბარში იჯდა ფიქრებს წაეღო მისი გონება.ჩუმად მიუახლოვდა ბექა გვერდით მიუჯდა და ხელი მოხვია,გულზე მიიკრა და უთხრა. -რომ გაგიცანი მის შემდეგ დღითი-დღე მიპყრობს შენთან ყოფნის სურვილი.ანამ შეხედა და უთხრა. -ყველა წამოდით?სახლში რა ამბავი დატოვე,კარგად არიან? -რა გიჟი ხარ,მამაშენმა რამდენი წვეთი კაპლი დალია ამ საღამოს არ ვიცი ვეღარ დავითვალე,ამერია თვლაში.უთხრა სიცილით და ანაც იცინოდა. -წამოდი ბავშვებთან გავიდეთ.ბექა და ანა ხელი- ხელგადახვეული მიახლოვდნენ ბავშვებს და ანამ იკითხა. -არ დავჯეთ სადმე? -იქ რა ცუდად ვიჯექით რომ გამოიქეცი?შეუბღვირა მარიამმა.ანამ ყური აარიდა მარიამის საყვედურებს და ალიკას შეხედა,თვალი ჩაუკრა და მის მეგობარს გახედა თუმცა არც ისე ხმამაღლა ჩაილაპარაკა.,,კარგი წყვილი იქნებით''.შემდეგ თავი ასწია და მეგობარს ამოუდგა გვერდით. -მეგობრებო იქ კარგად ვიჯექით,მაგრამ ძალიან კაპლის სუნი იდგა გარშემო.აქ არ ჯობია?ცოტა ხანს ვიყოთ სუფთა ჰაერზე და წავიდეთ,ახლა კი გაიცანით ჩემი ძალიან ახლო მეგობარი,თან ჩემი სულის მეგობარი კარინა მელიქიშვილი.კარინა ესენი კი გიორგის მეგობრებია,ანუ გიორგის მეგობრები ჩემი მეგობრებიც არიან.მხიარულად საუბრობდნენ და უფრო და უფრო მეფობდა გარშემო სიბნელე.საოცრად იყო ცაზე ჯერ კიდევ თეთრი ღრუბლები განლაგებული რომლებიც ცდილობდნენ სიბნელეს გაქცეოდნენ,მაგრამ დამარცხდნენ ბრძოლაში და თადათან შთანთქა ღამემ თეთრი ცა,ცა რომელიც გაივსო ვარსკვლავებით.რა ახლოდან ჩანს თვითეული მათგანი მიწიდან,და რაოდენ შორი და მიუწვდომელია ისინი.ალიკა კარინასკენ აპარებდა თვალს და მოსწონდა ეს გოგო.კარინა არ გავდა გრძელფეხება მოდელიორს,ის საშუალო სიმაღლის იყო და ცოტა ჩაპუტკუნებული,მაგრამ იყო საოცრად ლამაზი.ყველას ატყვევებდა მისი დიდი და მწვანე თვალებით.ალიკამ გამოეყო მეგობრებს და კარინას მორიდებულად უთხრა. -ხომ არ გავისეირნოთ ცოტა ჩვენ ორმა? -არა მადლობა,მე უნდა წავიდე რადგან ხვალ ვმუშაობ.ალიკას მოშორდა და ანასთან მივიდა და ანამაც უცებ უთხრა. -რაო კარინიკო რას იტყვი ჩვენს სპორტსმენზე? -კარგი ადამიანი ჩანს. -ასეთ ადამიანზე არ შეიძლება უარი თქვა,გიორგის მეგობრები ყველა კარგები არიან,მათ შორის ალიკა. -რას ცდილობ მითხრა,ანა ჩემი მაშვლობა გადაწყვიტე?რომელ საუკუნეში დაბრუნდი საყვარელო.? -არა,არა საყვარელო,ეს ისე ცნობისთვის გითხარი.გაეცინა ანას და უეცრად შეეშინდა მოულოდნელად ალიკამ ხელი რომ გადახვია. -რა გაშინებს გოგო რა თრითინასავით თრთი. -უცებ შემეშინდა ალიკა. -კარინა ნუთუ შენც შეგაშინე? -არა,არა რა სისულელეა არც ისე სუსტი გული მაქვს როგორც ანას.უბრალოდ, ცუდ ხასიათზე ვარ. -შეიძლება გავიგო რამ გაგიფუჭათ ხასიათი? -არა,ეს პირადულია და არ ვაპირებ უცხოსთვის გაზიარებას. -კარგით,როგორც საჭიროდ ჩათვალოთ.აი ეს ჩემი ტელეფონია,როცა სურვილი გაგიჩნდეს საუბრის დამირეკე ან შეტყობინება დამიტოვე. -შევეცდები.უთხრა ჩუმად კარინამ.ალიკამ გოგოები მარტო დატოვა,მაგრამ ყური მათკენ ჰქონდა და გაიგონა კარინას საუბარი. -ანა როგორ მინდა ისევ ის პატარა ბავშვი ვიყო,არანაირი პასუხისმგებლობა რომ არ ადევს მხრებზე,ძალიან დამღალა ამ ცხოვრებამ მინდა გავიქცე მაგრამ სად,სადაც წავედი სიმშვიდე ვერსად ვერ ვპოვე ისეთი როგორიც მე მინდა. -კარიერას გადაყევი კარინა და ქალი რომელიც მხოლოდ იმისთვის იბრძვის კარიერა აიმაღლოს და წარმატებების მაღალ მწვერვალზე დადგეს,უნდა იცოდე რომ ის ქალი თავს მარტოობისთვის წირავს.შენც ასე გინდა გააკეთო?გაუბრაზდა ანა მეგობარს. -არა,დრო მინდა და ალბად მეც შემიყვარდება ვინმე,მხოლოდ ის ვინც ასეთს მიმიღებს და არ მეტყვის გულს მირევს შენი შეხედვაო.ცრემლი მოერია კარინას და ანას ჩაეხუტა. -შენ,შენ ვინმემ გითხრა მსუქანი ხარო? -ცხოვრებაში დგება ისეთი მომენტიც თურმე,რომ სიცოცხლეც არ გინდა. -კარინა ის ვინც ქალს ასეთ რამეს ეტყვის,უნდა გაგიხარდეს და იცი რატომ?იმიტომ,რომ შენ მისი ნამდვილი სახე დაინახე და მადლობა თქვი რომ დროზე გაუშვი შენი ცხოვრებიდან.ეს არ არის სანერვიულო,ასეთ სისულელეზე არ უნდა ინერვიულო.უთხრა ანამ გულწრფელად. -აბა უკვე დროა წავედით,თორემ ანა მამაშენს ნაზო ბებოს კაპლი არ ეყოფა და შესაძლებელია საავადმყოფოში ამოვყოთ თავი ამ საღამოს.თქვა გიორგიმ ხუმრობით. -მეც უნდა წავიდე ანა ხვალ მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და დილით აქედან ვერ წავალ დამაგვიანდება,ისე შემოგიარე მერე გნახავ უფრო კარგად რომ ვისაუბროთ. -მოიცადე,შენ ახლა თბილიში მიდიხარ? -ხო,ნუ გეშინია არავის არ გავუჩერებ გზაში და რომ ჩავალ დაგირეკავ.გაეცინა მეგობარს და ანას ჩაეხუტა. -მოიცადე,ალიკა შენ ხვალ ვარჯიში ხომ გაქვს. -კი,რა ხდება.გაუკვირდა ალიკას. -კარინა მიდის და შენც რომ წაყვე? მარტო არ იმგზავრებს,მეც მშვიდად ვიქნები ჩვენ კი გიორგის მანქანით წავალთ სახლში. -ოხ ანა,ოხ ანა.ჩაილაპარაა კარინამ და ჩაეცინა.ანამ გიორგის შეხედა და თვალი ჩაუკრა და ალიკას თვალების ბრიალით უთხრა. -რაზე ფიქრობ,არ წაყვები? -კი როგორ არა,თუ წინააღმდეგი არ არის თავად კარინა. -არ არის წინააღმდეგი და არც უნდა იყოს.მიუბრუნდა კარინას და შეუბღვირა. -კარგია,უკეთესად გავიცნობობთ გზაში ერთმანეთს და იმედიანადაც ჩავალ თბილისში.ალიკამ მეგობრებს დაემშვიდობა,ანას თვალი ჩაუკრა და ყურში უჩურჩულა დამშვიდობებიას. -მართლა კუდიანი ხარ,ვალში ვარ შენთან. -წარმატებები,მე პირველი ნაბიჯის გადადგმაში მოგეხმარე თორემ მეორე ნაბიჯს თავად გადადგამ. -რა თქმა უნდა,მაგრამ მაინც ვალში ვარ.კარინა წავიდა ალიკასთან ერთად და გიორგის გულზე მოეშვა,უხაროდა ალიკას ასეთ ბედნიერს რომ ხედავდა. -წავედით,წავედით.ყველა ჩაჯდა გიორგის მანქანაში,გოგოები გიორგისთან დაჯდნენ წინ და ბიჭები უკან და ჭიშკარი ღია დახვდათ,შუა ეზოში კი ნოდარი კაპლით ხელში. -ანა მოემზადე. -დაიწყება ახლა.თქვა ანამ. -სად იყავი,სად იყავით ამდენი ხანი ნერვიულობით მოვკვდი ადამიანი,გიორგი რატომ დაგაგვიანდათ. -ვეძებდით ძია თენგო და მივაგებნით ერთ-ერთ განყოფილებაში, დაკავებული ჰყავდათ. -რატომ?რა გააფუჭე გოგო,ღმერთო რატომ ვარ ცოცხალი.შეიცხადა თენგომმ და ანამ მკვლელის თვალებით შეხედა გიორგის. -ვიღაც უცემია ქუჩაში და ამისათვის,მოვაგვარეთ ყველაფერი ნუ ნერვიულობთ. -შენ შვილო ტვინის მაგივრად ხმელი თივა გაქვს თავში?სად წადი,რომ წადი სად.უყვირა ანას. -რომ არ წავსულიყავი კარინა არ გათხოვდებოდა.უთხრა უცებ ანამ და ყველა გაჩუმდა. -რა ქნა?ასე უცებ ვის წაყვა,ან სად გათხოვდა.ღმერთო გამაგებინე რატომ გყავს ეს ბავშვები ასეთი გამოშტერებული ცოტა ტვინი აამოძრავებინე რა მოხდება,არ მინდა ამ ერთმა გოგომ შეიწიროს ჩემი ნერვიული სისტემა. -ალიკას წაყვა,გიორგის მეგობარს.გაოცებულმა შეხედა გიორგიმ ანას და თვალები დაუბრიალა რაც იმას ნიშნავდა ჩემი ხელით მოგკლავო. -სანერვიულო არაფერია ძია თენგო,ალიკას კარგად ვიცნობ ჩემი მეგობარია. -ცუდად ვარ,გიორგი შენ,შენ მიხედავ ამას და შენ მოაჭკვიანებ მხოლოდ.სხვა ვერავინი ვერ შეძლებს მაგის გაკონტროლებას,ვინ არის ეს ჯადოქარია თუ ადამიანი ვერ გამიგია. -დაწყნარდი,აუცილებლად მივხედავ და ვასწავლი ჭკუას.ანამ გაიგონა გიორგის სიტყვები და გულში გაიფიქრა.,,შენ არა და მე კი გასწავლი ჭკუას,დამაცადე მე შენ რა გიყო''.იმ ღამით სტუმრებს წასვლის საშუალება არ მისცა ნუგზარიმ და იქ დარჩნენ,ბექას და გიორგის ისევ იმ ოთახში ეძინათ სადაც პირველი სტუმრობისას და ისეთი დაღლილები იყვნენ მკვდრებივით დაეძინათ.ანა შუაღამისას ადგა,გიორგის საწოლთან მიიპარა და წყლით სავსე ვარცლი დაუდგა საწოლთან თავად კი გიორგის ფეხებთან ჩაიცუცქა,თითებს შუა ქაღალდი ჩაუდო და ცეცხლი წაუკიდა,ადგა და სასწრაფოდ გაეცალა იქაურობას.გიორგი ძილში შეიშმუშნა და მისმა ღრიალმა ბექა საწოლიდან გადმოაგდო რომელმაც ვერ გაიგო რა მოხდა,რატომ ყვიროდა გიორგი.კარგად რომ გაანალიზა საწოლში კი არა ძირს იატაკზე იჯდა გიორგის შეხედა რომელსაც ორივე ფეხები ვარცლში ეწყო და ღმუოდა. -რა მოხდა ტო,აქ რა მინდა.უთხრა ბექას გაკვირვებულმა. -მოვკლავ,გეფიცები მოვკლავ. -ვის კლავ ადამიანო,გამაგებინე რა ხდება. -გამოფხიზლდი თორემ ამ წყალს გადაგავლებ თავზე.შეუღრინა გიორგიმ.-ხვალ,ხვალ მომარიდე თორემ გეფიცები ხვლიკივით გაუჭეჭკავ თავს ისე,რომ არ შემეცოდება. -კარგი,კარგი მივხვდი უკვე.ეს გოგო მართლა მოსარჯულებელია. თქვა და გიორგის გახედა,უყურა,უყურა და შემდეგ ერთი გულიანად გადაიხარხარა,რაც გიორგისგან თავში ბალიშიც კი მიიღო. -გეფიცები ეს გოგო საშინელებათა ჟანრის ფილმის ეკრანიდან თუ არ იყოს გადმოსული,რამ მოაფიქრა ეს გაეკეთებინა.რა გითხრა მამამისმა გახსოვს? -როგორ არ მახსოვს ის ქალი არ არის,ის ნამდვილი ჯადოქარი არისო.თქვა ბექამ და გაეცინა. -დაიმახსოვრე ხვალ დილით,აქეთ მოგვდებს შარს და დამნაშავეს გამოგვიყვანს. -მოემზადე უარესისთვის. -წავიდს მამამისი,ნახოს რა ვუქნა.ბრაზობდა გიორგი და ანას ემუქრებოდა.გამთენიის ხანს ჩაეძინა და მალე გაეღვიძა,წამების სახით გაიღვიძა,დახედა ფეხს და შესივებული ჰქონდა ფეხსაცმელი ვერ ჩაიცვა და უკან ქუსლი ჩაუთელა,კოჭლობით მივიდა კარებთან და გასვლისას ერთი ღრმად ამოისუნთქა.კარი გააღო თუ არა დაინახა ანამ გაიარა,ხელი დაავლო და ოთახში შეათრია.ანამ გაანალიზა გიორგიმ დაიჭირა,სასწრაფოდ რაღაც უნდა მოიფიქროს,მაგრამ გიორგიმ ხელი კრა და საწოლთან დადებულ ვარცლში ჩააჯინა თან ფოტო გადაუღო. -არც გაბედო და რამე არ თქვა,გველი ხარ და მე შენ მოგივლი. -გიორგი ნუ მემუქრები,მიფრთხილდი.მათ ხმაურზე მარიამმა შემოაღო კარი და ანა ასეთ მდგომარეობაში რომ დაინახა ისე გულიანად აკისკისდა ყველა მათთან მივიდა.ყველას გაეცინა და ნაზი ბებომ უთხრა სიცილით მობღვერილ ანას. -რა დააშავე გიორგიმ ასე რომ გაგიმეტა. -არაფერი არ გამიფუჭებია,წამოუარა.ნაზი ბებომ უეცრად შეხედა გიორგის რომ კოჭლობდა და თან გაიგონა ბექას რომ უთხრა. -შენ იქნები დღეს მძღოლი,მე ვერ შევძლებ საშინლად მეწვის ფეხი.ნაზი ბებომ გიორგის ხელი მოკიდა და იქვე ეზოში ჩრდილში დასხდნენ და უბრძანა ფეხზე გაეძრო. -არაფერია ნაზი ბებო გამივლის.მაგრამ ნაზომ ისეთი თვალებით შეხედა,სიტყვაც აღარ თქვა და მის გვერდით დაჯდა,სიმწრით გაიძრო ფეხზე ნასკი რომელსაც ფეხის კანიც თან აყვა. -ღმერთო, ეს რა არის გიორგი.იკითხა გაკვირვებულმა და თან ფეხს ათვალიერებდა ანამ კი ბექას მიუბრუნდა და ხმამაღლა უთხრა. -როდის უნდა მიხვდე, რომ საწოლში მოწევა არ შეიძლება.ბექა გაკვირვებული და თვალებ-გაფართოვებული უცქერდა ანას და სიბრაზისგან არ იცოდა რა ექნა. -ანა გოგო,ის დროა თავქუდმოგლეჯილი გარბოდე ყველამ იცის ეს შენ რომ გააკეთე და გიორგიმაც იმიტომ გაგიბრაზდა დილით. -შენ საერთოდ როდისმე მოხვალ აზრზე და ხანდახან დაფიქრდები რას აკეთებ?გადახედე შენს ქმედებებს და გაითვალისწინე რომ ყველაფერი ხუმრობაში არ იწერება.ნაზი ბებომ მალამო მოიტანა და მარიამს მისცა თან უთხრა. -შენ წაუსვი ბებო კარგად,საღი თვალით შეხედავ.მარიამმა კალთაში ჩაიდო გიორგის ფეხი და მალამო წაუსვა.ისეთი გრილი იყო მალამო დაუამა ტკივილი გიორგის და გულზე მოეშვა.შემდეგ ფეხი გადაუხვია და სხვა ახალი ნასკი ამოამცვა.გიორგიმ იქვე მდგარ ანას შეხედა და შეეცოდა,ყველამ საყვედურით რომ აავსო. -მოდი ჩემთან.ანა მივიდა და გიორგიმ ხელი მოხვია,გულში ჩაიხუტა სხვების შესახედად,თავზე აკოცა თბილად და ყურში კი გესლიანად უჩურჩულა. -გველო,მოემზადე მეორე შემოტევა ჩემია.ანას სიმწრის სიცილი ჰქონდა სახეზე,ბექამ იცოდა რა მწარე სიცილი იყო ეს სიცილი.ისაუზმეს და თბილისისაკენ დაადგნენ გზას,ბექამ კი უთხრა ყველას გასაგონად. -30-ში ჩამოდით,31-ში ალიკას თამაშია და ერთად წავიდეთ. -აუცილებლად ჩამოვალ ჩემს ახალ გეგმებთან ერთად.უთხრა და თვალი ჩაუკრა,რაზედაც ბექამ თავი გააქნია და გაეცინა.გიორგიმ კი ბექა ჯერ ტირიფებში წაიყვანა,გადმოვიდა მანქანიდან ცოტა ხნით დაჯდა და უცქერდა ბუნების მიერ შექმნილ სილამაზეს.მზე უფრო და უფრო აცხუნებდა,ეს სილამაზეში ყონდა კი ზღაპარში ყოფნას ჰგავდა,იშვიათი,საოცარი და სასწაული სილამაზე რომელიც არსად არ არის მისი სადარი.მანქანაში დაბრუნდა და რაღაცნაირი შეცვლილი ხმით თქვა. -მიყვარს მე ეს ადგილი -არა მარტო ეს ადგილი, მისი პატრონიც ღრმად შემოვიდა შენში და როდის ეტყვი ასე რომ არ დაიტანჯო გიორგი.უთხრა გელამ. -ჯერ პატარაა, ცოტას დაველოდები. -კარგი რა გოგი რამდები წლით უფროსია რუსოზე დაგავიწყდა?შეეკითხა ლექსომ გიორგის. -არა,არ დამვიწყებია.რუსოს მარიამის ასაკში მე უკვე ვყავდი,მაგრამ მარიამი უკვე სტუდეტია და ხელის შეწყობა უნდა. -კარგი, რა ერთად ყველაფერს გადალახავთ და მოერევით. -41 წლის არის რუსო და გოგი 58-ის ხდება სულ მალე. -გამოდის, გოგი 16 წლით უფროსია რუსოზე?არ ეტყობა ამხელა ასაკის სხვაობა. -მიტომ დაჯდა გოგი სახლში,თორემ შენ მოაშორებდი მას კომპანიას?ვერ გაუმკლავდა,მტერი შემოესია თუ გარედან,თუ შიგნიდან.ჯერ ვფიქრობ ცოტა დავაცადო,თუ რამე შეიცვალა ახლო მომავალში თქვენც კი გაიგებთ.თქვენ ის მითხარით,ამ ფეხით სამსახურში ხვალ როგორ წავიდე. -მალამო ხომ გამოგატანა მარიამმა. -კი,გამომატანა და მითხრა წყალი არ მიაკარო და საღამოს ისევ წაისვი და გადაიხვიეო. -მე დავრჩები დღეს თქვენთან და ხვალ ერთად წავიდეთ.უთხრა ბექამ და ცოტა ხანში გიჟივით მარტო გადაიხარხარა,მას გიორგიც აყვა და სიცილით თქვა. -ღმერთო ჩემო ეს გოგო მართლა გიჟია და მეც გადამიყვანს ჭკუიდან. მთელი თვე დატვირთული ვარჯიშით ვარჯიშობდა,მაგრამ მაინც პოულობდა დროს კარინასთან სალაპარაკოდ.მას არა მარტო იზიდავს კარინა არამედ გრძნობს,რომ კარინაა მთელი მისი სამყარო,რადგან ორივემ კარგად გაუგო ერთმანეთს, ორივე ბედისგან დაჩაგრული აღმოჩნდა. -ალიკააა,ალიკააა გაები სიყვარულის ბადეში?ჩაიღიღინა ერთ დილით და სარკეში თავის თავს გაუღიმა.სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი მნიშვნელოვან თარიღამდე და ბოლო დღეები თითქმის ვარჯიშზე აღამებდა და ათენებდა,უნდოდა შანსი რომელიც მას მიეცა ცხოვრებაში,უნდა გამოეყენებინა და გიორგისთვის მადლობა ასე გადაეხადა,რადგან გიორგი სხვაგვარად მადლობას არ მიიღებდა.ის არის ადამიანი რომელიც არასდროს,არავისგან არ თხოულობს იგივეს,მისთვის ისაა მადლობა მისი გაწეული კეთილი საქმე რომ გამოჩნდება და კმაყოფილ სახეს რომ შეხედავს.დადგა ალიკასთვის ნანატრი დღე და სხვებისთვის მნიშვნელოვანი წუთები.ყველამ ერთად მოიყარა თავი მარიამი,ალექსანდრე და ანაც კი ჩამოვიდნენ თბილიში თამაშაზე დასასწრებად.თამაშის მოლოდინში მყოფებს კარინა დაადგათ თავზე რაზედაც გიორგის გაოცებისგან თვალებიც კი გაუფართოვდა,მაგრამ შემდეგ გაეღიმა და კარინას გოგოების გვერდით ადგილი გამოუძებნა. ბევრს ახსოვდა ათი წლის წინანდელი გამარჯვება და მსოფლიოს ჩემპიონი ალიკა რომელსაც სიხარულით და აღფრთოვანებით შეხვდა საზოგადოება.პირველი რაუნდი დაიწყო,ყველა დაძაბული იჯდა და ნერვიულობდნენ.გიორგი ლამის გაგიჟდა ალიკას გახეთქილ წარბიდან სისხლმა რომ გადმოასხა,მაგრამ ეს ხომ კრივია და ძლიერი უნდა იყო,უნდა გაუძლო ყველა რთულ დარტმას.დასრულდა პირველი რაუნდი ალიკას გამარჯვებით,ისიც გასახდელში გავიდა და ჭრილობის დამუშავება სცადა რაც არ გამოუვიდა, ამ დროს კი ნაცნობი ხმა შემოესმა. -მე მოგეხმარები და ჭრილობას დაგიმუშავებ.ალიკამ მიიხედა და კარებში კარინა იდგა მუდარა ჩამდგარი თვალებით.შებრუნდა ისევ და სარკიდან შეათვალიერა. -აქ რა გინდა კარინა სისხლის არ გეშინია,ასეთი ძლიერი გული გაქვს? -ნუ ლაპარაკობ,ბევრი დრო არ გაქვს.კარინამ ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა დარჩენილი მანძილი და ალიკას სახის დამუშავებას შეუდგა.მოულოდნელად კარი ბექამ შემოაღო და ადგილზე გაშეშდა. -ცოცხალი ვარ.თვალი ჩაუკრა ალიკამ. -მე მეგონა მარტო იყავი და დახმარება გინდოდა,აქ კი თურმე გვრიტები ჟღურტულებენ თბილად და ტკბილად.ალიკამ ბექას შეხედა და შეუღრინა. -სხვა რა გინდოდა, თქვი და წადი. -მე შენთან მოვედი,მაგრამ ვხედავ უკეთესად იხედები ეს ხომ სიყვარულია და მხოლოდ ის ახდენს საოცრებებს. -საკმარისია,გაიხურე კარი და გადი. -თვალებს ვერ ვუჯერებ,რომ ჩემს წინ შენ ხარ. -ჩაიგდე ენა და წადი ბექა. -კარგი,კარგი მე უკვე მივდივარ.სამივე იცინოდა და იმ დღეს ყველას მხიარული სახე ჰქონდა,რადგან ალიკამ შეძლო და თავისი ტიტული აღიდგინა,მისი გამარჯვება ყველამ ერთად აღნიშნა.დღეები სწრაფად მირბოდნენ,ვარჯიშის შემდეგ ყოველ საღამოს ერთმანეთს ხვდებოდნენ,გამარჯვებას კი მეორე გამარჯვება მოჰქონდა და ალიკას უკვე ყველა სცნობდა გზაში.მეგობრები არცერთ მის გამოსვლაზე მარტო არ ტოვებდნენ,ერთ საღამოს ტრეინერმა გააჩერა და სერიოზული სახით უთხრა. -ალიკა წასვლამდე ჩემთან შემოიარე.ალიკამ თავი დაუქნია და საშხაპეში შევიდა,წყალი გადაივლო და უფროსთან შევიდა იქ კი უცნობი მამაკაცი დახვდა. -მომისმინე, ალიკა თემა ძალიან სერიოზულია. -გისმენთ. -როდესაც თამაშისთვის მზად ვიყავით,შენ კონტრაქტი გქონდა რაზედაც ხელი მოაწერე. -კი,ეს ასეა კონტრაქტის გარეშე როგორ შეიძლება აქ ყოფნა. -კარგია,კარგად მივდივართ.უნდა გითხრა,რომ შენი კონტრაქტის ვადა უკვე ამოიწურა,მაგრამ წინ ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გაქვს. -ვიცი და მეც მინდოდა ამაზე თქვენთან საუბარი. -ალიკა ეს გამოსვლა შენ შეგიძლია უარყო,შეგიძლია ითამაშო მაგრამ ეს არ იქნება უბრალოდ შეჯიბრი,ეს იქნება დაუნდობელი ბრძოლა,ბრძოლა წესების გარეშე და ეს ბრძოლა სასიკვდილოც შეიძლება იყოს.ამ შეხვედრიდან,შესაძლებელია ერთ-ერთი თქვენგანი ცოცხალი არ დარჩეს.შენი გადასაწყვეტია, ეს შეხვედრა შედგეს თუ არ შედგეს. -თუ დადებითად გადავწყვიტე და შეხვედრაზე თანახმა ვიქნები რას მთავაზობთ.ტრეინერს გაუხარდა ალიკას საუბარი და უცებ დათანხმდა. -შენ პრივილეგიები გექნება და აქ ამ შენობაში ჩამოაყალიბო შენი ჯგუფი,იყო მისი მწვრთნელი,ტრეინერი და გექნება შენი საქმე. -თუ ასე არ მოხდა და ვერ გავედი? ანუ ვგულისხმობ თუ დავმარცხდი? -შენი ოჯახი მიიღებს შენგს გამო ანაზღაურებას,ამას გპირდები რომ ასე იქნება. -ფიქრის დრო რამდენი მაქვს. -ორი კვირა?ვფიქრობ საკმარისი უნდა იყოს. -მეყოფა.მთელი ორი კვირა ალიკა დაფიქრებული დადიოდა და ბოლოს თავისით გადაწყვიტა რომ ამ შეხვედრას დათანხმებოდა. -თანახმა ვარ უფროსო. -ალიკა კარგად დაფიქრდი? -ვიფიქრე უფროსო,ვიფიქრე და გადავწყვიტე ეს ბოლო იყოს და შევეშვა ამ ყველაფერს.მინდა ოჯახს მოვეკიდო და არ მინდა ვანერვიულო ყველა გამოსვლაზე ჩემი საყვარელი ადამიანები. -სწორი გადაწყვეტილებაა,მაგრამ განსხვავება ისაა რომ შენ ახალი ტრეინერი გეყოლება. -რატომ? -დამიჯერე,ამ ადამიანის რჩევებს მიჰყევი და შენ არ წააგებ,მე მჯერავს შენი მხოლოდ იცოდე ამჯერად არ შემიძლია გაგაფრთხილო ვინ იქნება შენი მოწინააღმდეგე,ამის უფლება არ გვაქვს. -გასაგებია,ყველაფერი კარგად იქნება.უთხრა ალიკამ უფროსს და თვალი ჩაუკრა.გაიცნო ახალი ტრეინერი,ზოგად თემებზე ისაუბრეს ახლოს გაიცვნეს ერთმანეთი და შემდეგ ვარჯიში დაიწყეს.სულ ახალი და განსხვავებული ილეთები,განსხვავებული მეთოდებით ავარჯიშა ახალმა ტრეინერმა.ვარჯიშობდა და მის წინ კარინას სახე იდგა,თან ამ ყველაფერს ღიმილით აკეთებდა და დაღლას ვერ გრძნობდა.ერთ საღამოს გადაწყვიტა კარინა ნანი ბებოსთვის გაეცნო და მოულოდნელად მიიყვანა ბებოსთან მისი გულის რჩეული რამაც ძალიან გაახარა მოხუცი.უკვე უნდა წაეყვანა კარინა რომ მოულოდნელად ალიკას ტელეფონზე დაურეკეს და გაოცებულმა დახედა,მაგრამ ტრეინერის ნომერი რომ დაინახა უკვე გასაკვირი არც არაფერი ყოფილა. -კარინა წამოდი წაგიყვან და მერე ვარჯიშზე უნდა წავიდე ისევ.კარინამ ნანი ბებოს შეხედა და ალიკას უთხრა. -შენ დღეს დაგაგვიანდება,შესაძლებელია არც კი მოხვიდე და ამიტომ აქ დავრჩები,შენ კი ვარჯიშზე ჩემი მანქანით წადი.ალიკას გაუხარდა კარინას სიტყვები და დაეჭვებულმა შეეკითხა. -დარწმუნებული ხარ,რომ რასაც ამბობ გულით ამბობ? -სავსებით დარწმუნებული ვარ. -მაშინ, დღეიდან ამ სახლის მეორე დიასახლისი შენ ხარ ჩემო დედოფალო.დღეს ვერავინი ვერ შეძლებს ჩემს დაღლას,რადგან ვიცი რომ დაღლილს და ძალა გამოცლილს აქ შენ მელოდები.გახარებულმა დაავლო მანქანის გასაღებს ხელი და წავიდა,ბებომ მისი ლოცვა გააყოლა თან და კარინამ კი მისი ბაგეების გემო.დიდხანს საუბრობდნენ ბებო და კარინა,ბოლოს ძილი მოერიათ და ალიკას საძინებელში შევიდა,ბებომ კი მის საძინებელში მოისვენა გახარებულმა და ბედნიერმა.გამთენიის ხანი იყო ალიკამ სახლის კარი ფრთხილად რომ შეაღო და პირველი ბებოსთან მივიდა,არ ეძინა ბებოს ელოდა,ელოდა როდის შემოაღებდა კარს ალიკა და იწვა ჩუმად,წყნარად.შუბლზე აკოცა ბებოს და თავის საძინებელში შევიდა,სულ დაავიწყდა დაღლილობა მის საწოლში კარინა რომ დაინახა.თმები გაეშალა და ბალიშზე დაეყარა,თავად კი ბალიში ჩაეხუტებინა გულში და ალიკაზე ლოდინით დაღლილს მშვიდად ფშვინავდა.ალიკამ ტანთ გაიხადა და კარინას შეუწვა,მისი თმების სურნელი ღრმად შეისუნთქა.დაღლილს უკვე სადაც იყო ჩაეძინებოდა,კარინამ რომ თვალი გაახილა და შიშით წამოხტა,მაგრამ ვინ მისცა საშუალება ადგომის ის ალიკას მკერდზე დაეცა. -როდის მოხვედი,როგორ შემაშინე. -შენ ის მითხარი ამ თმებს სად მალავდი,საერთოდ არ გიჩანდა აკეცილი რომ გქონდა. -დიდი ხნის მოსული ხარ,რომ ვერ გავიგე? -ნწუ,არც ისე. -მეძინება,დავიძინოთ რა. -მოდი ჩამეხუტე და დავიძინოთ.უთხრა ჩახლეჩილი ხმით და ცხვირით კარინას თმებში დაიწყო თამაში.საალერსო სიტყვებს ბუტბუტებდა და ხელი ფეხზე აუსვა,რაზედაც კარინას მთელი სხეული დაეხორკლა.იმ ღამით ალიკამ კარინა დაისაკუთრა და ორი ბედნიერი გული შეერთდა.12 საათი იყო რომ ადგა და ბებოს გამზადებულ საუზმე მიირთვა. -რამოდენიმე დღეში მნიშვნელოვანი თამაში მაქვს.თქვა სერიოზული ხმით და ორივეს სათითაოდ გადახედა. -ერთი სერიოზული თხოვნა მაქვს.მორიდებულად თქვა კარინამ. -გისმენ,მითხარი. -ალიკა მე ჩემი სამსახური მაქვს,ჩემი კომპანია სადაც მარტო მე ვარ და მოწილე არ მყავს.ჩემი თხოვნაა დაანებე თავი ამ საშინელ სპორტს და მშვიდად ვიცხოვროთ.შენ ძლიერი ხარ,დაუმარცხებელი და სპორტი მთელი შენი ცხოვრებაა,მაგრამ ერთ დღესაც გამოჩნდება შენზე ძლიერი და არ დაგინდობს.არ იცი რა მოხდება,შესაძლებელია მთელი დარჩენილი წლები ინვალიდის სავარძელზე მოგიწიოს გატარება. -სწორს გეუბნება კარინა შვილო,ოჯახს უნდა მოეკიდო და დაუჯერე მას.ალიკა ჩაფიქრდა და ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა,გიორგი იყო რომელსაც სასწრაფოდ უნდოდა მისი ნახვა,მაგრამ ალიკამ სახლში მიიპატიჟა მეგობრები.მალე მოვიდნენ და კარინას იქ რომ შეხედეს ყველას გაუკვირა,მაგრამ ყველას გაუხარდა ბექამ კი თქვა. -გეფიცებით ანა მართლა ჯადოქარია.გაეცინათ,მაგრამ მალე დაუსერიოზულდათ სახე და ალიკამ მიხვდა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ეთქვათ.გელამ აიღო თავის თავზე ყველაფრის თქმა და ალიკას სკამი გამოუწია. -დაჯექი და მშვიდად მომისმინე.ნანი ბებო თქვენც დაბრძანდი,ახლა რასაც გეტყვით ეს თქვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია.გელამ საქმე ისე აუხსნა ორივეს საქმის ყველა დეტალი გააცნო და საქმეში ღრმად ჩაახედა ორივე. -მოიცადე,მოიცადე თავიდან ამიხსენი ყველაფერი.დაიბნა ალიკა.ვერ გაიგო,დედა რომელიც წლებია დამნასავედ მიაჩნდა,უდანაშაულოა? -შენს სიტყვას ველოდებით,ალიკა როგორც შენ იტყვი ისე იქნება ყველაფერი. -ის სახლი მინდა დავიბრუნო,ის დამრჩა მხოლოდ მამასგან. -მე მაქვს გეგმა მოფიქრებული,მაგრამ არ ვიცი რამდენად მოგეწონებათ. -თქვი,ყველამ გამოვთქვათ ჩვენი აზრი და ერთად ვიმსჯელოთ. -ეს ისე გაკეთდება სახლი უპრობლემოდ გადმოგეცემა შენ და გახდები არა მარტო სახლის,არამედ დაარსებული კომპანიის მფლობელიც შენ გახდები.დამიჯერეთ ადვილია,მე უფრო გამიადვილდება მასთან ახლოს მისვლა რადგან ჩემი პატრნიორია.წავიდა, მაგრამ ის დაბრუნდება დარწმუნებული ვარ,მხოლოდ ახლოს იტრიალეთ ჩემთან და ეგაა. -კარგი მაგრამ მაინც ვერ გაუმკლავდები,გაგიჭირდება გიორგი რადგან ის მარტო არასდროს არ დადის,მას დაცვა დაყვება. -ეს რამდენიმე დღე არ მცალია თქვენ დაგეგმეთ,განიხილეთ და მეც შემოგიერთდებით. -რა ხდება,ხომ მშვიდობაა.კითხა გიორგიმ. -კი,კი მნიშვნელოვანი თამაშისთვის ვემზადები და ეს ბოლო თამაშია,ჩემი კონტრაქტი ამოიწურა გიორგი. -დაასრულებ კარიერას? -ვფიქრობ,კარიერა კარგია მაგრამ ოჯახი უფრო მნიშვნელოვანია.გიორგის გაეღიმა ხელები მაღლა ასწია და უთხრა. -წინ ვერ დაგიდგები,შენი გადასაწყვეტია. -გიორგი მშვიდი ცხოვრება მინდა და ჩაქვში მინდა ჩასვლა,მინდა გავაცოცხლო იქაურობა და ჯვარიც იქ დავიწერო, სამეგობრო წრეში კი პატარა ქორწილიც ავაგუგუნო.არ ვიცი რას ვიზამ, მაგრამ რასაც გადავწყვიტავ თქვენც გაიგებთ. -შეჯიბრი როდის არის,ან ვის ხვდები. -ამჯერად ეს საიდუმლო არის, არ ვიცი ვინ არის მოწინააღმდეგე,ეს დაფარულია და შეუძლებელია გავიგოთ. -ჩვენ შენს გვერდით ვართ.ალიკამ არავის არ გაუმხილა,რომ მისი ბოლო თამაშს სინამდვილეში ბრძოლა გადარჩენისთვის თუ ჰქვიოდა,ეს გიორგიმ იმ დღეს გაიგო და ყურებს არ უჯერებდა რომ გაიგონა. -დადგა ძალიან მნიშვნელოვანი დღე,ორი უძლიერესი პიროვნება კრივში სახელწოდებით ,,ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას სიცოცხლისთვის''სულ მალე,თქვენთან ერთად მეც გავიგებ ვინ იქნება გამარჯვებული.ალიკამ დარბაზს მოავლო თვალი და მეგობრებს შეხედა,გიორგის ბრაზით ანთებულ თვალებს რომ შეხედა ვერ გაუძლო და გვერძე გაიხედა,მაგრამ სიამაყით აივსო იქ კარინა რომ დაინახა და მის თვალებში არსებულმა ცრემლმა გული ატკინა,გულში კი გაიფიქრა. ,,ჩემი ანგელოზია,მისი თვალები კი ჩემი თილისმა''.დაიწყო ბრძოლა,ბრძოლა დაუნდობელი და ალიკას ამხნევებდა ხალხის შეძახილები. -ალიკა შენ საქართველოს სახე ხარ.დაძაბული იყო დარბაზი,სრული შოკი იყო როცა ალიკა ძირს დავარდა და ზედ მოწინააღმდეგე დაახტა და გამეტებით ურტყამდა,თითქმის დანებდა,მაგრამ მანამ არ მოისვენა მეტოქემ,სანამ ის ალიკამ ნოკაუტში არ ჩააგდო და გამარჯვებაც თავად არ მოიპოვა.ფეხზე დადგა დარბაზი,ალიკამ ცალ მუხლზე დადგა და მთელი ხმით იყვირა. -ეს გამარჯვენა შენ გეკუთნის, კარინა მინდა მხოლოდ უფალმა დაგვაშოროს ერთმანეთს და მინდა ჩემი ცხოვრების თანამგზავრი იყო.დარბაზი გასუსული იყო და ათასობით წყვილი თვალი ათვალიერებდა ქალს რომელის გამოც ალიკამ შესაძლებელი იყო სიცოცხლესაც კი დათმობდა.ფეხების კანკალით წამოდგა და ხალხი ნელა-ნელა გზას უთმობდა,მიახლოვდა აგონიაში მყოფ გოგონას.აღარ იყო საჭირო სიტყვებით თანხმობა,რადგან კარინამ თვალებით უთხრა ალიკას თანხმობა და ბეჭედიც გაუკეთა.უბედნიერესი იყო ალიკას სამეგობრო,გიორგი ადგა დარბაზი დატოვა და ალიკას სახლში წავიდა,ციმ-ციმ აიყვანა ნანი ბებო ხელში და ასე მიიყვანა მის მანქანამდე.გაოცებულ ქალს ისიც არ უთხრა სად მიყავდა,წავიდნენ და რამდენიმე საათში ნანი ბებომ ცრემლმორეულმა შევიდა მის ოცნებად გადაქცეულ ეზოში.თითქოს ხელახლად დაიბადა,რა ძნელი გზა გალია აქ მოსვლამდე,ამ ეზოში ეს სახლი რომ დაედგათ,აქ ამ ეზოში რომ ბავშვების ჟრიამული ყოფილიყო.გაუვალი ეკალ-ბარდებით იყო მისი ცხოვრების ბილიკები სავსე,იღბალს მიენდო და მისივე შრომით ერთ დროს თუ პურის ფული არ ჰქონდათ,მათი სიკეთით და მათი კეთილი საქმეებით,დაუღალავი შრომით ოჯახი ფეხზე დადგა და სხვასაც ბევრჯერ დადგომია გვერდით გაჭირვების დროს.იდგა სახლის წინ,ეზოს შუა გულში და ცრემლიანი თვალებით უყურებდა წარსულის განვლილ დღეებს.აქ,ამ სახლში იყო მისი სიყვარულის ბუდე და მისი წყნარი სავანე.ბოლოს ყველაფერი წაამწარა უფალმა რაც კი შეუქმნია და უიმედოდ დააგდო ისევ იმ ეკალ-ბარდებში,საიდანაც კეთილი ადამიანების დახმარებით ამოვიდა.დგას ახლა და ბედნიერია,რომ ამ ეზოში ისევ გაიზრდება მისი გვარის გამგრძელებელი და ისევ ბედნიერი შეძახილებს გაიგონებს კეთილი ხალხი.ალიკა შოკირებული იდგა და უცქერდა მის სახლს,ეს ხომ უზარმაზარი სიყვარულის და ერთგულების გამოხატვაა მეგობრების მხრიდან.რა უნდა იყოს ამაზე უფრო კარგი და მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში,როგორც აქ შექმნილი განუმეორებელი და სიყვარულით სავსე ატმოსფერო.შესანიშნავი იდეა მოუვიდათ და ღია ცის ქვეშ ლამაზი საღამო მოაწყვეს.ანა ყველას უკან დაყვებოდა და აფიქსირებდა ცოცხალი კადრების უნიკალურ და განუმეორებელ მომენტებს. დასრულდა მზიანი და ცხელი ზაფხული და დადგა მხიარული შემოდგომის დასაწყისი.ამ დროს უამრავ ადამიანს დეპრესია ეწყება,თუმცა შემოდგომასაც მისეური ხიბლი აქვს.საოცარია ბუნების შექმნილი სილამაზე,სიმწვანით შემოსილი გარემო ნელა-ნელა იცვლება და ოქროსფერო ხდება ირგვლივ ყველაფერი.ფოთლების შრიალი სულ ცოტა ხანში შეწყდება,შიშველი ტოტების ტკაცუნს გაიგონებ მხოლოდ გარშემო.ზოგიერთ ადგილი მხატვრის მიერ შექმნილ შედევრს მოგვაგონებს.უალაზესია გარემო,უკვე შემოდგომის ხიბლი იგრძნობა,ნელა ნელა წყდება აკანკალებული,ძალა გამოცლილი და დასუსტებული ფოთოლი ხის ტოტს და ფარფატით ეცემა მიწას.ორი კვირაც მიილია და მარიამი უკვე სტუდენტობისთვის ემზადებოდა,გიორგიმ არ დაანება მისგან შორს ყოფილიყო და იქვე მის სახლთან უშოვა სახლი,რადგან გიორგის სახლში მარიამს მოერიდა ყოფნა.ლოგიკურიც არის,ვერავინ ვერ დააძალებდა ვერაფერს.ანაც მარიამთან ერთად ცხოვრობდა და მის სიგიჟეებს საზღვარიც არ ჰქონდა.იმედიანად დაუბრუბდა უცხოეთს ანას მშობლები,რადგან ბექას და გიორგის ჩააბარეს ანას აღზრდა,მაგრამ რა იცოდა ორივემ თუ ეს იდეა ბექას მათ სიძედ მოევლინებოდათ.სიცილ-ხარხარში გადიოდა დღეები და შემოდგომაც ბოლო დღეებს ითვლიდა და ხალხი ცივი ზამთრს მოლოდინში იყო,რადგან ადრიანად აცივდა.ანას არ ადარდებდა არაფერი,მისთვის ზამთარიც კი გაზაფხული იყო,იჯდა და რაღაც კომედიას უყურებდა კარზე ზარი რომ იყო,მარიამი წამოდგა და კარი გააღო სახლში სიმაღლესდა მიხედვით შემოვიდნენ გიორგი,ბექა,გელა,ლაშა,ალექსი.მარიამმა კარებში დადგა და თვლა დაიწყო. -1,2,3,4,სხვები რა უყავით,გზაში დაკარგეთ? -რატის დავურეკეთ და მოვა,ალიკა და კარინამ გზაში ვართო,ესე იგი ისინიც მალე მოვლიან.თქვა ლაშამ. -მარიამ.მოესმა მარიამს გიორგის ხმა.მარიამს შეხედა და მანაც უსიტყვოდ მიხვდა. -შემწვარი კარტოფილი?გიორგის გაეცინა და უთხრა. -მეტი არაფერი არ გვაქვს? -კარგი,წავალ მოვამზადებ. -ანაბელ საყვარელო. -უხ,როგორ დამტკბარი ხარ გიორგი.პირდაპირ დაიწყე,მივხვდი რომ რაღაც უნდა მთხოვო. -როგორ მიხვდი? -დასაწყისი თავად ამღერდა. -კარგია მიხვედრილი გოგო ხარ,მაგრამ ხომ არ დაგვიწყებია ჩენთან ერთი სურვილი რომ გაქვს წაგებული? -სხვათა შორის შენც გაქვს წაგებული და შემიძლია ამით გავაბათილო. -მიდი რა ჩემი ჭკვიანი გოგო,ძალიან მძიმე დღე გვქონდა დღეს და საშინლად დაღლილი ვარ,ჩაირბინე მარკეტში და ლუდი ამოიტანე.მარიამ პური გვაქვს? -არა,წამოიღეთ რომელიც წახვალთ. -წადი რა,რაც გინდა შენთვის აიღე,თუ გინდა მთელი მარკეტი წამოიღე. -მე რაც მინდა წამოვიღო? -წამოიღეთქო ხომ გითხარი,არ მაქვს ანა შეკამათების თავი.უთხრა გიორგიმ და ანამ ხელი გაუწოდა და გიორგიმ 100ლარიანი დაუდო ხელზე -კარგი რა, უფრო წვრილი ფული არ გაქვთ? -არა,უფრო მსხვილი კუპიურები მაქვს. -რა იყოთ,ხელფასის დღე გქონდათ?მე რამდენს მაჩუქებ? -წადი და ორ მაგდენს გაჩუქებ თუ არ დაჯერდები მაქედან ხურდა რაც დაგრჩება ყველა შენი იყოს.თვალი ჩაუკრა გიორგიმ. -მართლა? -მართლა,გეფიცები. -კარგი წავალ,ასეთი კარგი რომ იყო ხანდახან დაშავდება რამე? -თუ რამე დაგჭირდეს ტელეფონზე დარეკე,მაგრამ ჩემთან არა მკვდარია ჩემი ტელეფონი. -არც მე არ დამირეკო,არ მაქვს ტელეფონი გამიფიჭდა დღეს და დავტოვე ხელოსანთან.უთხრა ბექამ. -მარიამის ტელეფონზე დავრეკავ და ფრთხილად იყავით. -ხო წადი,აქ ვართ და ვიღაცა მაინც გაიგონებს ზარის ხმას.უთხრა გიორგიმ.ანამ ღიღინით ჩაირბინა კიბეები და სულ მალე მივიდა მარკეტში,აიღო რაც უნდოდა და ფულის გადასახდელად რომ მივიდა,კასამ ფული არ მიიღო დაიწრიპინა და უკან დააბრუნა.ამ ხმაზე კი მარკეტის დაცვა იქვე გაჩნდა და ანას აქეთ-იქედან ამოუდგა. -თქვენი პირადობა თუ შეიძლება.გაუკვირდა ანას და დაბნეულმა შეხედა ორი თავით მაღალ დაცვის წევრებს. -არ მაქვს თან,აქვე ვცხოვრობ და მოვიტან. -გოგონა როგორც ვხედავ ხუმრობის ხასიათზე ხართ,მე კი არ მეხუმრება.მკაცრი იყო დაცვის თანამშრომელი. -არა,რატომ?ტელეფონზე დავრკავ და მომიტანებენ.უკან არ იხევდა ანა. -გელოდებით,ერთი ზარის უფლება გაქვთ.იცოდა ყველა ტელეფონი გათიშული იყო და პირდაპირ მარიამის ნომერი აკრიბა,მაგრამ ბედი არ გინდა?დაკავებული იყო.ერთი სიტყვით,დიდი ხვეწნის შემდეგ როგორც იქნა დაითანხმა დაცვის წევრები და კიდევ ერთი ზარი კარინას ნომერზე მოსინჯა,უიმედოდ მაგრამ მაინც და გაუმართლა -ანა მოვდივართ,უკვე გზაში ვართ. -კარინა ვერცერთ ვერ მივაწვდინე ხმა და გუდვილში ვარ ჩვენს სახლთან რომ არის,მილიციამ დამაკავა და გთხოვთ აქ მოდით რა პირველად. -ანა მეღადავები ხომ?გაბრაზდა კარინა. -არა გეფიცები,სიმართლეს გეუბნები კარი.ატირდა ანა. -რააა?გაგიჟდი?იციან ბიჭებმა?რა გააფუჭე ანა რატომ დაგაკავეს.მიაყარა კითხვები კარინამ. -არც მე ვიცი არაფერი,მართლა ვერ გავიგე.გიჟივით შევარდა მარკეტში ალიკა და ანასთან მივიდა,რომელიც უკვე გაყავდათ მილიციის თანამშრომლებს შენობიდან.თვალები გაუფართოვდა ანას სუსტ მაჯებზე რკინის ნარუშნიკები რომ დაინახა და ანას თვალებში ჩამდგარმა ცრემლმა გული მოუწურა ორივეს. -რა ხდება,ეს რა არის.რატომ დააკავეთ,ახლავე ახსნას მოვითხოვ.მკაცრად შეუტია ალიკამ ორგანოს თანამშრომლებს.ყველამ იცნო ალიკა და ცოტა შეიშმუშნეს და გადამცემი აპარატით რაღაც აცნობეს სხვას,იქედან კი ალიკას მოესმა ნაცნობი ხმა. -არავითარი მეგობრები და ნაცნობები,ეს აფერისტი მოიყვანეთ განყოფილებაში და დილით გავესაუბრები, დილამდე ჩასვით.ალიკას ჩაეცინა,მიხვდა ეს გიორგის დაგებული მახე რომ იყო და არ შეიმჩნია,ანას კი მიუბრუნდა და უთხრა. -არ ინერვიულო,ბიჭებთან ავალ და ყველა ერთად მოვალთ.წაიყვანეს ანა,ალიკამ კი გაბრაზებულმა ავიდა მარიამთან და მხიარულად მჯდარ მეგობრებს დაერია. -თქვენ საერთოდ ნორმალურები ხართ?ანა რომ გირეკავთ სად გაქვთ ტელეფონები,იქნებ რა უჭირს ადამიანს. -ანა მაღაზიაში ჩავიდა,რა უნდა უჭირდეს?იკითხა მარიამმა -გიორგი ანა მილიციამ წაიყვანა,აქ რა გაჯენთ.უთხრა ხმის კანკალით კარინამ. -რა?ანა რატომ დააკავეს.იკითხა მარიამმა შეშინებულმა და ფეხზე წამოდგა. -სად მიდიხარ.შეეკითხა გიორგიმ. -მეც წამოვალ,ანას უჭირს. -დაჯექი აქ ჩვენ წავალთ,რაღაც გაურკვევლობა იქნება.შენთან კარინა დარჩება,ჩვენც მალე მოვალთ.უთხრა გიორგიმ და წამოდგა ფეხზე,გარეთ გავიდა ბიჭებთან ერთად და გიორგიმ გულიანად გადაიხარხარა. -კარგით რა,რა სადისტები ხართ ცოდოა,იცით რა შეშინებული იყო?უთხრა გიორგის ალიკამ. -იცი მე დღემდე რომ მტკივა ფეხი? -ხო,მაგრამ...... -ხმა არ ამოიღო,წამოდი პური ვიყიდოთ და საჭმელი შევჭამოთ,ძალიან მშია. -მოიცადე, რა საჭმელი არ წავიდეთ?გაუკვირდა ალიკას. -ჯერ მშია და მერე წავიდეთ,არა უშავს იყოს ცოტა ხნით იქ.თქვა გიორგიმ პური იყიდა და კიბეებზე ადიოდნენ ბექამ რომ უთხრა. -გაიგებს ანა და ნახე უარესის მოლოდინში რომ იქნები,მერე ისწავლი ჭკუას შენ.სახლში შესვლისას გოგონები დაამშვიდა,მშვიდად ივახშმეს,მაგრამ შემდეგ მართლა შეეცოდა ანა იქ ყურყუტისთვის და რამოდენიმე საათის გასვლის შემდეგ წამოიშალნენ.არ ელოდა ანას თვალზე ცრემლებს,მაგრამ ესეც დაინახა გისოსებს მიღმა ატირებული ანა.გიორგიმ მოეფერა და თან გულში იცინოდა,ანამ კი ტირილით უთხრა. -გიორგი ფუ,ფუ,ფულის გაყალბებაში მდებენ ბრალს. -ნუ გეშინია ყველაფერს გავარკვევ,არ ხარ ღირსი დახმარების,მაგრამ მამაშენს რა ვუთხრა. -კარგი რა გიორგი ახლა ბუზღუნის დროა? ნჩქარა გამიყვანეთ აქედან.ტიროდა ანა,გიორგი კი მუბრუნდა და გისოსებს მიღმა კარგი ფოტო გადაუღო. -ერთი შენი უნაირო საქციელი და გეფიცები ეს ფოტო ევროპაში წავა და შესაძლებელია მამაშენი უბრალოდ კაპლმა კი არა ევროპის უნიჭიერესმა კარდიოლოგმა ვერ მოაბრუნოს.უთხრა გიორგიმ და შორიდან ანას კოცნა გაუგზავნა. -სადისტო,გამიყვანე აქედან.გიორგი ვითომ უფროსის კაბინეტში შევიდა და ანას მისი ყვირილის ხმა შემოესმა. -ცილისწამებისთვის თქვენ ამოგაყოფინებთ ციხეში თავს და იქ დაგალპობთ,ვითომ სიმართლის მაძიებლებო.ყველას,ყველას მოგხსნით სამსახურიდან.შემდეგ იქვე მდგარ ბიჭებს მიუბრუნდა და დაბალი ხმით უთხრა. -შევცდი თეატრალურზე რომ არ ჩავაბარე. -ეს რომ ანამ გაგიგოს, არც კი დაფიქრდება მძინარეს ისე მოგგუდავს.გეფიცები,ვერ გადავურჩებით ვერც ერთი.თქვა ბექამ და ანა მოუთმენლად ელოდა გიორგის გამოჩენას და აი როგორც იქნა გამოჩნდა,გიორგი ისეთი სახით მოდიოდა,ეს სახე ანამ კარგად იცოდა ის ძალიან გაბრაზებული იყო. -გააღეთ კარი დროზე.გამოიყვანა ანა და სახლში წავიდნენ. -ღმერთო როგორ შემეშინდა,ტელეფონი სად არის ჩემი არ წამოგიღიათ?ჩამომართვეს და იქ ჰქონდათ. -აქ არის,აქ რად გინდა,შვიდთვიანი ხომ არახარ.გაუბრაზდა ბექა. -მარიამს უნდა დავურეკო აბანო ჩართოს,სად ვიყავი ასე მგონია ვყარვარ. -მინდოდა თქმა რისი სუნი დადგა მანქანაშითქო და აღარ გითხარი.უთხრა გიორგიმ და სარკეში გახედა ანას და მის დაბღვერილ სახეზე გულიანად იხარხარა.-რას იბღვირები,უნდა გიხაროდეს თავისუფალი ხარ.სახლში მივიდნენ თუ არა მარიამი ანას ჩაეხუტა და ცრემლიც კი მოერია. -დაიცა არ შემეხო,ვყარვარ წყალს გადავივლებ და შემდეგ ვჭამოთ. -საჭმელი გავაკეთე,მაგრამ ბიჭებმა უკვე ივახშმეს.ანამ გაოცებუმა შეხედა მარიამს მოუსმინა და მიხვდა რომ აქ გიორგის ჩაწყობილი კარტის სუნი ტრიალებდა.გაბრაზდა,გამწარდა მაგრამ თავი ხელში აიყვანა.წყლის ქვეშ იდგა და ფიქრობდა. -ანა დაწყნარდი,არ შეგატყოს გველმა რომ მივუხვდი.შენ,შენ როგორ გამიმეტე ბექა.დრო გავიდეს,ასე უცებ არა მაგრამ გეფიცები მწარედ გაზღვევინებთ.გგონია შეგრჩება?სამაგიეროს გადაგიხდი.დაიბანა,გამოიცვალა და ცოტა ხნით დაჯდა ყველასთან ერთად.გიორგი ეჭვებში ჩავარდა რატომ იჯდა ანა წყნარად,შემდეგ წამოდგა და ბოდიშის მოხდით წავიდა საძინებელში. -ძალიან ვინერვიულე დღეს და არ გეწყინოთ, მაგრამ უნდა დავისვენო. -მერე რომ გშია?ცოტა დაიცადე და მზად იქნება საჭმელი ანა.სამზარეულოდან მარიამი გამოვიდა. -არ მინდა მარიამ ამათ აჭამე,იქნებ ბოლომდე ვერ ამოივსეს კუჭები.მწარედ ჩაკბინა ყველას და განსაკუთრებით გიორგის შეხედა სიბრაზისგან ანთებული თვალებით.მარიამმა ვერაფერი ვერ გაიგო,ხელი ჩაიქნია და ისევ სამზარეულოში შებრუნდა ბექამ და გიორგიმ ერთმანეთს შეხედეს და ანას გასვლისას ორივემ ერთად თქვა. -ცუდადაა ჩვენი საქმე,რაღაც იყნოსა და ყველა მხრიდან უნდა ველოდოთ დარტყმას. -მართლა ჯადოქარია,როგორ მიხვდა? -გადაუვლის სამსახურში,ხვალ იმდენ საქმეს მივაყრი ფიქრის დრო არ ექნება.თქვა გიორგიმ. -გეგონოს,ანას დღევანდელი საღამო დაავიწყდეს და ღირსები ხართ,ორივეს მძინარეს რომ დაგსხიპოთ მაგ გამოშტერებული თავები.ალიკა ფეხზე წამოდგა და კარინას დაუძახა. -წავედით საყვარელო,არ მინდა ამ ავადმყოფების დაავადებული ტვინი შენც გადმოგედოს.ბიჭებს გაეცინათ ალიკას ნათქვამზე. -ნუ იცინით,ღმერთს სთხოვეთ დაგეხმაროთ,რომ თავი გადაირჩინოთ.ეს როგორ გააკეთეთ ან რა გულმა გაგიძლოთ ანა იქ ტიროდა და თქვენ მშვიდად შეექეცით ვახშამს, თითქოს არც არაფერი არ მომხდაროყოს.სადისტი გახდი ამ ბოლო დროს ეს სერიოზული და წყნარი ადამიანი. -თავად მაიძულა და ხომ იცი არც მე მიყვარს ვალში დარჩენა არავინის წინაშრ.ალიკამ თავი გადააქნია და უხმოდ დატოვა სამეგობრო. -ჩვენც წავედით მარიამ და შენც დაისვენე, უკვე გვიანია.უთხრა გიორგიმ მარიამს და ფეხზე წამოდგნენ სხვებიც.გასვლისას კი უჩურჩულა. -ხვალ შეგეხმიანები,პატარავ.რაზედაც მარიამს გააჟრჟოლა და პირველად იგრძნო გიორგის გვერდით ასეთი რამ.თითქოს მთელი სხეული დაუბრუჟდა და ისე დამძიმდა თავის თავს ვეღარ წიკულობდა,ფერიც კი დაეკარგა რაზედაც გიორგიმ შეშინებული ხმით შეეკითხა. -მარიამ ცუდად ხარ? -არა,არა კა,კა,კარგად ვარ.გიორგის ჩაეღიმა მარიამის დაბნეულობაზე და თბილად უთხრა. -კარგი,ხვალ მე გამოგივლი სასწავლებელში,სადღაც უნდა წაგიყვანო. -სად? -არ შემეკითხო,ეს სიურპრიზია.ცხვირზე დაკრა თითი,თვალი ჩაუკრა და წავიდა.მარიამი დაბნეული შევიდა ფეხაკრებით საძინებელში,რადგან ეგონა ანას ძინავდა.ანა უყურებდა დარეტიანებულ ანას და ჩუმად იცინოდა.ვეღარ მოითმინა მარიამის დაბდურობა და უთხრა. -მარიამ რაო მაჩომ?თან თვალები აუციმციმა. -ანა არ გძინავს?არ ვიცი,მეც არ ვიცი რა დამემართა.ყველა ძალიან კარგები არიან,მაგრამ გიორგი მათ შორის ძალიან განსხვავებულია. -ხო ის ყველასგან განსხვავებულია,რადგან უფრო აქტიური და ჩუმად მოსრიალე გველია. -რატომ არის გველი?გაუკვირდა მარიამს. -ახ მარიამ,ახ მარიამ.ისეთი დღე უნდა დავაწიო,მთელი ცხოვრება რომ ემახსოვროს. -კარგი რა,რატომ ჩხუბობთ ასე.ხანდახან მეშინია ისე უყურებთ ერთმანეთს. -როგორ? -როგორ და როგორც მოსისხლე მტრები. -კარგი დაწექი დაისვენე,მე ჯერ არ მეძინება ბევრი საფიქრალი მაქვს და უნდა ვიფიქრო საღი გონებით.უთხრა ანამ და გადაბრუნდა.ფიქრობდა,დაათენდა იმაზე ფიქრით თუ როგორ გადაეხადა სამაგიერო გიორგისთვის. მოულოდნელი საქმეების გამო გიორგიმ ვერ წაიყვანა შეპირებული სიურპრიზის სანახავად,საქმეებში ჩაეფლო და ამასობაში დროსთან ერთად შემოდგომაც მიილია.ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დილა გათენდა,წელიწადის ყველა დრო თავისებურად ლამაზია და ამ დროებში ზამთარსაც თავისი ხიბლი აქვს.ზამთარი ყველაზე ცივი დროა და შენც ამ სიცივისაკენ გიზიდავს,მაგრამ ვერაფერს დაგაკლებს გარეგნულად სიცივე,როცა შიგნიდან ხარ თბილი.არსებობს ისეთი ადგილები,როცა ყველაფერი ნაცრისფრად ჩანს და ეს ფერი სევდის ფერთან ასოცირდება,(ჩემში ასე არის)მაგრამ არის ადგილები სადაც ცივმა და მკაცრმა,სუსხიანმა ზამთარმა მის მწვანე მშვენებას ვერაფერი ვერ დააკლო და ამ შენარჩუნებული სიმწვანით თითქოს ცოტა ხნით გაზაფხულში მოიყვანა გიორგიმ მარიამი.გაოცებული უყურებდა ამ ბუნების შექმნილ სილამაზეს,გიორგის მიუბრუნდა და უთხრა. -ძალიან,ძალიან ლამაზია გიორგი აქაურობა მაგრამ ჩემი ტირიფები მაინც სულ სხვაა და სულ სხვა ხიბლი აქვს მას. -ვერ შეგედავები მარიამ რადგან,იქ ასახული სილამაზე ზღაპრულ სილამაზედ შეიძლება მხოლოდ წარმოიდგინოს ადამიანმა.შეგცივდა? -აჰამ.დაეთანხმა მარიამმა. -წამოდი,იქ ძალიან მყუდრო კაფეა და შევიდეთ ძვლები გავითბოთ.გიორგის სიტყვებზე მარიამმა გულიანად გადაიკისკისა და უკან გაყვა,ცოტა ფერდობი იყო ასავლელი და გიორგის მკლავს დაეკიდა,ეშინოდა არ დავეცეო.გიორგის გაეცინა და ხელი წელზე მოხვია,გულზე აიკრა და ასე აიარეს ის პატარა ფერდობი.კაფეში შევიდნენ და ისეთი სითბო დაეტაკა მარიამს გარედან შესულს,ერთიანად გათბა,მაგრამ იმასაც გრძნობდა სხეულზე ერთიანად რომ ეკიდა ცეცხლი,რადგან გიორგიმ ხელი არ შეუშვა და ისევ გულზე ჰყავდა აკრული.ასე მიიყვანა ერთ-ერთ მაგიდასთან,საიდანაც წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული თავს იწონებდა.მარიამმა გაოცებულმა შეხედა ჯერ ყვავილებს და გვერძე მიმოიხედა,იფიქრა იქნებ ვინმეს დარჩაო მაგრამ არავინ არ გამოჩნდა და შემდეგ გიორგის შეხედა,რომელიც იდგა და მარიამის სახის მიმიკებზე ეცინებოდა.შეეცოდა,აღარ აწვალა და უთხრა. -მარიამ ეს ყვავილები შენია, შენ მოგართვეს. -მე?ეს ვარდები ჩემია?და ვინ იცოდა,რომ წითელი ვარდი ჩემი საყვარელი ყვავილია ყვავილებს შორის? -გული თავად ხვდება მარიამ.უთხრა გიორგიმ.მარიამი დაიბნა და ჩუმად,წყნარად თქვა. -შენ,შენ მომიტანე ეს ვარდები? -აჰამ.გაიმეორა მარიამის სიტყვები რაზედაც მარიამს გაეცინა.შენდეგ სკამი გამოუწია და თხოვა დამჯდარიყო. -მარიამ დაჯექი და გთხოვ მომისმინო,არ შემაწყვეტინო.დღეს გადავწყვიტე,ბოლოს და ბოლოს ჩემს თავსაც და შენც გამოგიტყდეთ და რას ვგრძნობ შენს მიმართ ყველაფერი გითხრა.სიმართლე გითხრა,არც ის ვიცი საიდან დავიწყო,არც განგებ მოვმზადებულვარ,მე გეტყვი იმას,რაც მაქვს გულში.მარიამ ჩემთვის სიტყვა ,,სიყვარულს''არ ჰქონდა დიდი ძალა,ვერც იმას ვგრძნობდი საერთოდ რას ნიშნავს ეს არა მარტო სიტყვა ,,სიყვარული''არამედ,რა გრძნობა მოჰქონდა ამ სიტყვას.სულ რამოდენიმე ხნის წინ გავიცანი ერთი გოგონა,რომელმაც პირველი ნახვისთანავე ააძგერა ჩემი გული.მე არ შემეძლი გავქცეოდი მის შავ თვალებს,ამას ვერ შევძლებდი.რადგან ეს რომ გამეკეთებინა არ მომასვენებდა მისი თვალების სიკაშკაშე და წყვდიადი.ჩემი ცხოვრების 26 წლის მანძილზე პირველად ჩავარდი საფიქრალში და თან უხერხულობაში.ყოველ დილით ადრე ვდგებოდი,რომ მხოლოდ ეს თვალები დამენახა და მთელი დღე იმ თვალების კაშკაშა სხივი ჩემს გვერდით იდგა როგორც მანათობელი ნათურა.თუ ეს ნამდვილად ის არის,რასაც სიყვარული ჰქვია,დიახ მე უნდა ვაღიარო რომ მე ის შემიყვარდა,შემიყვარდა ნამდვილი წრფელი და სპეტაკი სიყვარულით.ის ისე შემოიჭრა ჩემში თავად ვერ მიხვდა,მაგრამ ვგრძნობ რომ მასაც იგივე გრძნობა ტანჯავს ჩემს მიმართ.მარიამს შეხედა და გაიაზრა ის რომ მთავარი სათქმელი თქვა და მეორედ დაიბადა,მის წინ დადებულ ცხელი ყავის ფინჯანს ხელი შემოხვია და ბლანტი,შავი ნალექიანი ყავის არომატი მის ამონასუნთქს შეუერთა ყავის ორთქლთან ერთად,შემდეგ ღრმად ამოისუნთქა და ისევ გაუბედავად დაიწყო,თანდათან ხმა მტკიცე და შეუვალი გაუხდა.აღარ გავდა იმ გიორგის ანას რომ აწვალებდა და იმ დროს უდარდელი და ხალისით სავსე იყო.ახლა,მარიამის წინ სერიოზული და საქმიანი გიორგი ზის.იჯდა ამ სეროიოზული მამაკაცის წინ და უსმენდა ისეთი ყურადღებით,არ უნდოდა არცერთი სიტყვა დაეკარგა.გიორგი ადგა და მარიამის გვერდით დაჯდა,მისი პატარა ხელი ხელში მოიქცია და უთხრა. -მარიამ შენ წარმოდგენაც არ გაქვს,მე როგორ მიყვარს შენი ეს პატარა ხელები და შენი შავი თვალები.მხოლოდ შენ მიყვარხარ,მხოლოდ შენ და არავინ სხვა.მხოლოდ შენ შეძელი ჩემი გულის კარი გაგეღო და შემოსულიყავი შიგ დაუკითხავად და შენვე დარჩები ამ გულში ჩემი სიცოცხლის ბოლომდე.გპირდები სანამ ვიცოცხლებ,მხოლოდ შენთვის ვისუნთქებ.მარიამმა შეხედა გიორგის და უთხრა. -იცი ახლა რა მინდა? -რა,მითხარი და გავაჩენ ახლავეს.გიორგი უცქერდა თვალებში მარიამს და სულმოუთქმელად ელოდა რას თხოვდა.მარიამმა კი თვალები დახუჭა,თავი მკერდზე მიადო და უთხრა.გიორგი კი ახლა თავად უსმენდა გაკვირვებული და სიხარბით ისრუტავდა მის თითოეულ სიტყვას. -მინდა სიგარეტს ეწეოდე,მისი კვამლი ჩემსკენ მოდიოდეს და მე ბოლომდე შევისრუტო შენი სუნამოს სუნთან ერთად.წვიმა,რომელიც ძალიან არ მიყვარს და ვერ ვიტან,გპირდები ახლა ავიტან,უფრო მეტიც დღევანდელი დღიდან მე მას შევიყვარებ და მადლიერებაც კი ვიგრძნობ იმის გამო,რომ ამ მომენტში შენთან ერთად ვზივარ და შენს მკერდზე მიდევს თავი.გპირდები,გპირდები რომ მეც ერთი წუთით არ შევწყვიტავ შენზე ფიქრს და შენგან წამოსული სიყვარული უფრო ღრმად შევისუნთქო და შევისისხლ-ხორცო.გიორგი გპირდები და თან გეფიცები,მე შენზე სიყვარულს მაღლა ცაში წავიღებ მუდამ ჩემთან ერთად რომ იყოს.ადამიანს ერთხელ უყვარდება და უყვარდება ძლიერი სიყვარულით,მეც მიყვარხარ.უთხრა მარიამმა და მისი პატარა ხელებით სახეზე მოეფერა,გიორგიმ ვეღარ გაუძლო მის ასე ახლოს ყოფნას და მარიამის ათრთოლებულ ბაგეებს ნაზად შეეხო. -მე ყველაფერს სუნით და შეგრძნებით ვიმახსოვრებ მარიამ.ხედები და ღირშესანიშნაობები არასოდეს არ მამახსოვრდება,აი ამ შენი ათრთოლებული ბაგეების სუნს და გემოს კი ვერასოდეს დავივიწყებ.შენს ბაგეებს შინ გამომცხვარი ნამცხვრის სუნი ასდის,ასე რომ ვანილის მოტკბო სურნელი გაქვს საყვარელო.კოცნას ყოველთვის სასიამოვნო წუთები მოაქვს და არა მარტო ეს,მასთან ერთად ვნებაც იღვიძებს.მარიამსაც ასე დაემართა გახშირებული გულისცემა და თავში ავარდნილი გაძლიერებული პულსაცია.გიორგი ძალიან დაატკბო მარიამის ამ რეაქციამ და გულში ჩაიკრა აკანკალებული და თან სიამოვნებისაგან გაბადრული მარიამი. -რა გაცინებს,მუშტი დაარტყა მარიამმა გიორგის.მან ვეღარ მოითმინა და გადაიხარხარა,შემდეგ კი ღიმილით უთხრა. -კოცნაზე რა დაგემართა და წარმომიდგენია,უფრო მნიშვნელოვანი წუთი რომ მოვა მაშინ რა დაგემართება. -ნუ დამცინი, გიორგი გული ლამის გამიჩერდა შენი ბაგე რომ შემეხო და სუნთქვა გამიჩერდა.უთხრა მორცხვად.გიორგიმ მაგრად ჩაიხუტა და უთხრა. -მე შენში ეს შენი გულახდილობა ყველაზე მეტად მხიბლავვს. სიყვარული ცხოვრებაში ერთხელ მოდის,ეს დიდი გალაქტიონის სიტყვებია,როცა ეს გრძნობა იბადება გულში მთელ შენს ცხოვრებას,ფიქრებს და აზრებს იპყრობს და მთელი შენი გონება საყვარელი ადამიანს უკავშირდება.მასთან რაღაც უხილავით ხარ მიჯაჭვული და გასაქანს არ გაძლევს. ნამდვილი სიყვარული მარადიულია,ის უკვალოდ არასდროს ქრება და მის ნაკვალევზე კი დიდი ტკივილის დატოვებაც შეუძლია ადამიანის სულში.ამ ორ ადამიანის სულში და გულში სიყვარული დღითი-დღე იზრდება და არ კარგავს მის ელვარებას,მის პირვანდელ სახეს.არ შეწყვეტილა,არ გაუფერულებულა,არ გახუნებულა გრძნობები.მარიამის და გიორგის სიყვარული ყველაზე ლამაზი,ნაზი და რაღაც ენით აღუწერელი სიყვარულია.მარიამი გიორგის შეხედვისას ისეთი ბედნიერი ღიმილით იღიმის,მისი თვალებიდან ვარსკვლავები იცინიან,ის უფრო რომანტიკული და მეოცნებე გახდა ვიდრე იყო.გიორგის მიერ ნათქვამმა სიყვარულმა ღრმად ჩაჯდა მარიამის გულში და იქ გაიკეთა თბილი ბინა.ორივე ძალიან ბედნიერები არიან,გიორგის რუსომაც შეატყო ცვლილება და მისი ღიღინით სიარულს რუსოც ღიმილით აყოლებს თვალს.გოგი სავარძელში ზის და სათვალეების ზემოდან გამოხედვით აკვირდება შვილის ღიმილიან სახეს და თავადაც ეღიმება,წამოდგა და სამზარეულოში გავიდა რუსოსთან რომელსაც ხელი მოხვია წელზე და ჩუმად უთხრა. -ქალბატონო რუსუდან გიხაროდეს. -რა,რა უნდა მიხაროდეს? -ის რომ თქვენი შვილი შეყვარებულია. -შენ საიდან დაასკვენი,სიყვარულის ექპერტი ბრძანდები? -ჰმ,ამას რა ექსპერტი უნდა ვერ ხედავ რომ დადის ზეპირად იცინის?ვერც ამჩნევს მის ირგვლივ რა ხდება.ეს წუთები მე ზუსტად 27 წლის წინ გამოვცადე და ამიტომ თითოეული მისი ქმედება ჩემთვის ნაცნობია. -შენც ასეთი გამოშტერებული დადიოდი? -მე ახლც გამოშტერებული ვარ შენს ხელში. -დაკვირებებს თავი დაანებე და შემოსასვლელში კარი არის გაფუჭებული და ის შეაკეთე,ან მამამ და ან შვილმა.უთხრა გაბრაზებულმა რუსომ გოგის და შეუბღვირა. -მე გავდივარ,უთხარი შენს შვილს და გააკეთებს თან გულს გადააყოლებს.გიორგიმ გაიგონა გოგის სიტყვები და დედას უთხრა. -საღამოს რომ მოვალ გავაკეთებ.გიორგი წავიდა და რუსოს ანა და მარიამი ესტუმრა ახალი გამომცხვარი ნამცხვრით.სამივემ ერთად დასხდნენ და ყავასთან ერთად მიირთვეს მარიამის ნახელავი.ისაუბრეს,შემდეგ მისი გარდერობი დაათვალიერებინა გოგოებს და დროც გავიდა ისე რომ ვერც კი გაიგეს გიორგი როდის დაბრუნდა. -მე ჩავალ ვახშამს მოვამზადებ და თქვენ ეს მიალაგეთ,აქ დარჩით დღეს და ერთად ვივხშმოთ.გოგონებს მოეწონათ რუსოს შემოთავაზება და დათანხმდნენ,ცოტა ხანში კი ჩაქუჩის კაკუნი შემოესმათ და ანამ ვერანდიდან გადაიხედა,თვალები გაუფართოვდა გიორგი რომ დაინახა კარებთან ჩაცუცქული,ჩაიცინა და ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ გამოიყენა.სამზარეულოში შედიოდა,რომ ვითამ არ იცოდა კარებთან გიორგი რომ იდგა და ღიად დარჩენილ კარს ხელი კრა დასახურად,რომელიც გიორგის შიგ შუბლში მოხვდა და საშინელი ღრიალი მოესმათ. -ვაიმეეეეეე,იყვირა და შუბლზე ხელი მიდო. -უიმეეეე,აქ რა გინდოდა რას აკეთებდი, ან როდის მოდი.მიუახლოვდა ვითომ გულშეწუხებული ანა. -მომშორდი აქედან.უყვირა გიორგიმ და ხელი კრა. -რა მოხდა,ეს რა ხმა იყო.გაკვირვებული კითხულობდა რუსო. -არ ვიცოდი აქ თუ იყო და კარი მოხვდა შუბლში. -სპეციალურად გააკეთა ჩაფიქრებული ჰქონდა და მომენტი დაიჭირა თუ არა ხელიდან გაუშვებდა? -მეტი საქმე არ მაქვს,სწორედ შენ გყარაულობ.გაკაპასდა ანა და არც მან დააკლო ყვირილი გიორგის. -ანა მიდი აფთიაქის ყუთი გამოიტანე.სთხოვა რუსომ ანას და გიორგის შუბლზე ხელი გადაუსვა. -მაგის მოტანილი არაფერი არ მინდა,რასაც ხელს მოკიდებს ყველა წამალი შხამად გადაიქცევა რადგან სულ შხამს ანთხევს. -გიორგი რას ამბობ. -ხო ასეა, ასე.ნუ გგონია,რომ უცოდველი კრავია ეს გველი.რუსო გაშტერებული იდგა და ძალიან უკვირდა გიორგის და ანას ასეთი დამოკიდებულება.მარიამმაც გაიგონა გიორგის ხმა და რუსოს ოთახიდან სირბილით ჩამოიარა კიბეებზე,შეხედა გიორგის შუბლს და შეჰკივლა. -რა მოგივიდა შუბლზე,დაეცი?არ დაელოდა გიორგის პასუხს უცებ შებრუნდა სამზარეულოში მარილიანი წყალი გააკეთა და ნელა,ფრთხილად ჩამობანა ნატკენი შუბლი გიორგის. -ახლა ყინვას დაგადებ და გაგივლის აღარ დაგილურჯდება ძალიან და გთხოვ ნუ ჩხუბობთ რა. -მარიამ ცუდ ხასიათზე ვარ და მიფრთხილდი,ანას გვერდით არ დაჯდე შენც. -მე რა დავაშავე.გაუკვირდა მარიამს. -როცა დამნაშავეა ნუ იცავ.რუსომ შეხედა გიორგის როგორ უყურებდა მარიამს და გული სასიამოვნოდ აუფრიალდა,ეს ხომ მისი ოცნება იყო მაგრამ რატომ ჭამს ასე ანა და გიორგი ერთმანეთს ეს ვერ გაეგო.ანა სამზარეულოში იყო და მარიამს ეხმარებოდა,რომ უეცრად შტეფცელი გაფუჭდა და ღუმელი ვერ ჩართო და რუსოს შესჩივლა. -აქ შტეფცელი გაფუჩებულია და ღუმელს ვერ ჩავრთავ,შეუძლია ვინმეს გააკეთოს? -გიორგის ვეტყვი და გააკეთებს,მე ცოტა ხნით უნდა გავიდე და აქაურობა არ გადამიწვათ. -მალე მოხვალ?შეეკითხა ანამ. -ერთ საათში აქ ვარ,დაგირეკავ და მომეშველე მოხმარება დამჭირდება. -კარგი,დამირეკე. -გიორგი შვილო ღუმელს ვერ რთავს გოგოები, შტეფცელი გაუფუჭდა და შეაკეთე ისიც არ დაგავიწყდეს. -გათიშულია სოჩიკში?იკითხა გიორგიმ. -კი,კი მე გავთიშე. -მანდ დადექი და სანამ არ გეტყვი არ გამოხვიდე,გაიგონე? -გავიგონე, აქ ვარ.გიორგი სახლში შევიდა,ღუმელს შეხედა და შემდეგ მარიამს და ანას შეავლო თვალი.ცოტა ხანში რუსომ მივიდა და უთხრა. -ვერ დაასრულე?მე გავდივარ და მალე მოვალ. -აქ რას აკეთებ,სად მიდიხარ ან იქ ვინ დატოვე. -ანა არის იქ და მე მალე მოვალ.უთხრა რუსომ და სახლიდან გავიდა.გიორგი ბუზღუნებდა,რომ დენმა დაარტყა და ძირს გაიშოტა.მარიამმა ხმაურზე უკან მიიხედა და გიორგის ძირს დაგდებულს რომ შეხედა შეეშინდა და იკივლა. -ანაააა რას აკეთებ,შენ გიორგი მოკალიიიი. -მე არა დენმა მოკლა,აცხონოს უფალმა.თქვა ანამ და პირსჯვარი გადაიწერა. -რას უდგეხარ დარეკე სასწრაფოში,როგორ უძრავად დგეხარ და მომჩერებიხარ. -წამოდგება ნუ გეშინია,როდის იყო ძაღლი კოჭლობით კვდებოდა.გაიწიე წყალს შევასხამ და მობრუნდება.ანამ ქვაბი აიღო და წყალი ჩაასხა უნდა შეესხა გიორგისთვის რომ გიორგიმ უყვირა. -არ გაბედო და არ შემასხა,უაზრო დენი რომ წყალზე გადადის ეს არ იცი? -აი ხომ გთხარი,ცოცხალი არისთქო. -დამაცადე ავდგე და მოგივლი მე შენ.იქვე მდგარ შეშინებულ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა. -ნუ გეშინია,კარგად ვარ პატარავ. -ჰმ,კარგად ვარ პატარავ.გამოაჯავრა ანამ და უკან-უკან დაიხია და შემდეგ გარეთ გავარდა ყვირილით. -მიშველეეეეეთ. -მოგკლავ,დაგიჭერ ხელებს,ფეხებს და ბოლოს თავს მოგაჭრი.ისე გაწამებ, შენვე შეგახედებ როგორ ნაწილ-ნაწილებად დაგჭრი. -რატომ მჭრი ნაწილ-ნაწილებად,უნდა დამაკონსერვო?გარბოდა ანა და თან იცინოდა.ეზოში რუსო და ბიჭები იდგნენ და მათ სირბილზე ისინიც იცინოდნენ.გიორგიმ დაიჭირა ანა და შეუბრალებლად გადააგდო წყლით სავსე გაყინულ აუზში. -რას შვრები ბიჭო ავად გახდება,რას აკეთებ.უყვირა ბექამ. -შენც მიგაყოლებ ზედ,თუ არ გაჩუმდები.შეუღრინა გიორგიმ შემობრუნდა და მისი გალურჯებული შუბლი რომ დაინახეს მიხვდნენ მისი გაბრაზების მიზეზს და აღარ ამოუღიათ ხმა. -რა ხდება,სულ რაღაც 20 წუთით დაგტოვეთ.რუსომ ანას ხელი მიაშველა აუზიდან ამოსვლაში და უთხრა. -წამოდი რამეს ჩაგაცმევ,თორემ საშინელებაა გაცივება ამ მარტის თვეში.როგორც იქნა დაწყნარდნენ და მაგიდას შემოუსხდნენ,გემრიელად მიირთვეს მარიამის გაკეთებული ვახშამი.მაგიდის წევრებს გოგიც შეუერთდა,წყალს სვამდა უეცრად გიორგის შუბლს რომ მოკრა თვალი და გაკვირვებულმა შეეკითხა. -რა მოგივიდა შუბლზე,რომ გავედი მრთელი დაგტოვე. -დავეცი.უპასუხა მოკლედ და მშრალად. -სად დაეცი ასე მწარედ,სად იხედები დახუჭული თვალებით დადიხარ? -კიბეზე დავეცი და შეწყვიტე დაკითხვა.გოგიმ მიხვდა ნაჩხუბრები რომ იყვნენ და გაჩუმდა. -ანა შენ რატომ არ ჭამ შვილო,ჩემი ლამაზი და ჭკვიანი გოგო.შეეკითხა და თან მოეფერა. -არ დაგეკარგოს სადმე.ჩაილაპარაკა გიორგიმ და ბიჭები ჩუმ-ჩუმად იცინოდნენ. -გოგოზე როგორ შეიძლება ასეთი რამ თქვა.შეუბღვირა შვილს გოგიმ. -ბოდიში დამავიწყდა რომ თქვენთვის ეს არსება გოგო არის,ჩემთვის კი გველთევზაა და ადამიანის სახე აქვს.ანამ გიორგის შეხედა,მაგრამ არ ეტყობოდა რომ დარდობდა,პირიქით მის გალურჯებულ შუბლს რომ ხედავდა კმაყოფილებით ივსებოდა. -ნუ მიაქცევ შვილო ყურადღებას,ეს სულ ასე ბუზღუნობს.იმ ღამით ყველა იქ დარჩა,ანამ მარიამი დილა ადრიანად გააღვიძა და სახლიდან გავიდნენ მაგიდაზე კი გამომცხვარი ნამცხვარი დატოვა წარწერით ,,გაბრაზებ და მაბრაზებ,მაგრამ ვერ მომიგებ გიორგუნა''.წყნარი დილა ისე უცებ აირია რუსომ ვერ გაიგო რა ეტაკა ყველას ერთად,რომლებიც ერთ სახელს ყვიროდნენ ,,ანაააა''.გაოცებული იდგა გოგი საცვლების სამარა და ცდილობდა გაეგო რა ხდებოდა,თურმე ანას ყველას ფეხსაცმელში წყალი ჩაუსხამს და ყველას სველი ჰქონდა ცალი ფეხი და დაჰყურებდნენ ზემოდან სველ ფეხსაცმელებს რომლებიც ფერების მიხედვით იყო დაწყობილი.რუსომ ბევრი იცინა და ბოლოს სამზარეულოში გავიდა ყავის მოსადუღებლად,მაგიდაზე დადებული ნამცხვარი დაინახა და იქვე გაკრული ხელით დაწერილი პატარა წერილიც,ღიმილით გადააქნია თავი და ბიჭებს დაუძახა.სულ დაავიწყდათ სველი ფეხსაცმელები,მაგიდას შემოუსხდნენ რუსოს ხელით მოდუღებული ყავა მიირთვეს ანას გამომცხვარ ნამცხვართან ერთად.მათი მხიარული დილა გიორგის ტელეფონმა დაარღვია,რომელიც თავგამოდებით მღეროდა ,,მიყვარხარ შენ,მიყვარხარ შენ''.დახედა და ნომერი ეცნო,მაგრამ ისე გააკეთა რომ თითქოს ვერ იცნო,თითით ანიშნა ყველას რომ გაჩუმებულიყვნენ. -გისმენთ.გიორგიმ გელას უხმო და საუბარი მოასმენინა. -გამარჯობა ბატონო გიორგი. -გაგიმარჯოს,რომელი ბრძანდებით?ვითომ ვერ იცნო. -ბატონო გიორგი ძალიან მალე დაგვიწყებიათ თქვენი ბიზნეს-პარტნიორები. -ვინც ჩემგან მიდის მე მათ ნომრებს ვშლი,რადგან მათი უკან დასაბრუნებელი გზა ჩემთან დაკეტილია. -ნუ იქნებით ასე დარწმუნებული,რადგან მე მინდა მოვბრუნდე.დავფიქრდი და კარგად გავაანალიზე თქვენი შემოთავაზება და გვიან მივხვდი რამხელა მოგებას გვთავაზობდი თითოეულ ჩვენგანს.მე შემოთავაზება მაქვს თქვენთან და სად შეიძლება რომ შევხვდეთ? -დასაკარგი დრო არ არის და ამიტომ,ჩემთან ჩემს ოფისში. -მოვდივარ.უთხრა მოსაუბრემ ერთი სიტყვა და საუბარიც შეწყდა.გიორგი ბიჭებს მიუბრუნდა და თქვა. -ადექით,დრო არ გვაქვს ბევრი და გავდივართ ახლავეს.კარებში გადიოდა,რომ შემობრუნდა და რუსოს უთხრა. -გველთევზას უთხარი,რომ დღეს მიფრთხილდეს. -იქ გეყოლება და თავად უთხარი.უთხრა რუსომ და თვალიც კი ჩაუკრა შვილს რომელსაც გულიანად გაეცინა.ხუთი დაკუნთული ვაჟკაცი სიმაღლისდა მიხედვით გამოვიდა სახლიდან,ორმა მანქანამ გაზს მიაჭირა ფეხი და ბღუილით გავიდა გზაზე,კომპანიაში მისვლამდე ისევ დაურეკა იგივე ნომერმა. -მოვდივარ უკვე გზაში ვარ,დათქმულ დროზე ჩემს კაბინეტში ვიქნები. -ვწუხვარ,რომ გეგმები შეიცვალა და თქვენს კომპანიაში ვეღარ ვახერხებ მოსვლას. -მისამართი მომწერეთ და თავად მოვალ იქ სადაც ხართ. -რატომ დათანხმდი,ის უნდა მოსულიყო შენთან და არა შენ მასთან.გაბრაზდა გელა რომელიც გიორგის გვერდით იჯდა. -უნდა ეფიქრა,რომ შემეშინდა და უფრო კმაყოფილი სახე ჰქონებოდა?გაბრაზდა გიორგი. -წამოვიდე თუ მარტო წახვალ. -მარტო წავალ,არ მინდა შენ ჩემს გვერდით დაგინახოს ვინ იცის და იქნებ იცის ვინც ხარ და ზედმეტად ნუ დაგინახავს ჩვენს გვერდით. -მართალი ხარ,აქ ჩამომსვი სადმე და შენს ზარს ველოდები.გელამ არ გაუშვა ისე გიორგი რჩევები მისცა,დაარიგა და რამოდენიმეჯერ გაუმეორა როგორც კი გამოვა დაურეკოს.წავიდა გიორგი,მისამართი რომელიც მიიღო ემაილზე ხალხმრავალი ადგილი აღმოჩნდა.მანქანა პარკინგზე დააყენა და იქვე კაფეში შევიდა,ცარიელი მაგიდა აარჩია და დაელოდა როდის ინებებდა მოსვლას ემზარი. -დილა მშვიდობის,რას ინებებთ?გოგონა უღიმოდა გიორგის. -სხვას ველოდები,მაგრამ მის მოსვლამდე ყავას შევუკვეთავ,უშაქროს.გიორგი ჩაფიქრებული იყო,რომ მის წინ ხმაურით გამოსწიეს სკამი და მყუდროება დაურღვიეს. -ბოდიში რომ გალოდინეთ,საცობში მოვხვდი. -არა უშავს ბატონო ემზარ.გიორგი წამოდგა და მის წინ მდგარ მამაკაცს ხელი ჩამოართვა. -დაბრძანდით.სკამზე მიუთითა ემზარიმ გიორგის და თავადაც დაჯდა.შემდეგ გარშემო მოათვალიერა ყველაფერი და გაკვირვებულმა გიორგის შეეკითხა რომელიც მადლობას უხდიდა გოგონას გემრიელი ყავისთვის. -მარტო ხართ?სიმართლე გითხრათ ბატონო გიორგი მიკვირს მარტო როგორ დადიხართ,რატომ არ აიყვანთ პირად დაცვას? -რისთვის?მე არაფლის არ მეშინია და ვისაც სუფთა წარსული აქვს,ის ყოველთვის უშიშრად ცხოვრობს და არ ეშინია რომელი კუთხიდან დაარტყამს მტერი.ასე რომ რა საჭიროა ზედმეტი ყურადღების ცენტრში ყოფნა და ჩემი ეკონომიური მდგომარეობის საქვეყნოდ აფიშირება. -ზედმეტად თავდაჯერებული ხართ ბატონო გიორგი. -სრულებით არა,მე მჯერავს ჩემი პარტნიორების და მათი ვაჟკაცური სიტყვის. -მე მიყვარს შენისთანა რისკიანი ვაჟკაცები გიორგი და ასევე რისკიანი და გემრიელი საქმეების კეთებაც კარგია.ჩვენ ერთად ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ და ძალიან ბევრ ფულსაც ვიშოვით. -მეც ძალიან მიყვარს გემრიელი კერძები ბატონო ემზარ და კაპიკებზე არ მივსდევ არავის,ჩემი ჯიბიდანაც ძალიან ბევრჯერ გადამიხდია გადასახადი და ტოლი არავინისთვის არ ჩამომიგდია,არც ხელები მაქვს სისხლში გასვრილი.ჩემს სინდის არავინის ცოდვა არ აწუხებს,სუფთა ცხოვრებით ვცხოვრობ და წარსულიც წინაპრებიდან სუფთა მოდის ჩემი,აწმყოც და მომავალიც ასეთი იქნება.არ მიყვარს თამაში და არც ზურგიდან მოპარვა,ასე რომ გაითვალისწინე ყველა ესენი რაც გითხარი და თუ შეძლებ შენც ასეთი სუფთა იყო ჩემს გვერდით ,,VELKOM'',(კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება)კარგი პარტნიორის ყოლა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია.საუბრობდნენ,რომ გიორგის ტელეფონზე დაურეკეს და ბოდიშის მოხდით უპასუხა. -გისმენთ ქალბატონო ზანდა. -ბატონო გიორგი უცხო სტუმრები გელოდებიან.მოესმა ზანდას აღელვებული ხმა. -მოვდივარ,გზაში ვარ და ნახევარ საათში ადგილზე ვიქნები.ემზარის შეხედა და მასაც ბოდიში მოუხადა. -ბოდიშს გიხდით,მაგრამ მელოდებიან და უნდა წავიდე. -ჩვენ ისევ შევხვდებით გიორგი. -როცა გენებოთ,შემეხმიანეთ და ვისაუბროთ.უთხრა გიორგიმ და ერთი სული ჰქონდა როდის გაეცლებოდა იმ ადგილს,გარეთ გამოსულმა ღრმად ამოისუნთქა და მანქანაში ჩაჯდა და გაიარა თუ არა ცოტა გელას დაურეკა. -წამოვედი და ოფისში გელოდები.უთხრა და გაუთიშა,კომპანიაში მისულს არავინი უცხო არ დახვდა და გაკვირვებულმა შეხედა მის კაბინეტში თავშეყრილ სამეგობროს,ნერვიულობდა ყველა და რომ შეხედეს გიორგი მშვიდად მოდიოდა ყველამ შვებით ამოისუნთქა. -რა ქენი,რა უნდოდა ან რატომ დაგიბარა.ყველა ცალ-ცალკე ეკითხებოდა და გიორგიმ გაკვირვებულმა მიიხედ-მოიხედა და გაოცებულმა თქვა. -აკი უცხო სტუმრები გელოდებიანო.გადახედა ბიჭებს. -ეს ანას გეგმა იყო,შეეშინდა და არ დავმალავ ჩვენც ძალიან შეგვეშინდა.ამიტომ ანამ ზანდა დეიდას სთხოვა და დაარეკინა,უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო.თქვა ალექსიმ. -მივხვდი ტყუილი რომ იყო,ისეთი აღელვებული ხმა გქონდა თავი შევიკავე და კითხვა მინდოდა რა გჭირსთქო.უთხრა იქვე მდგარ ზანდას და ჩემდეგ ჩაეცინა. -რა გაცინებს,რას ხედავ აქ სასაცილოს.გაუბრაზდა ბექამ. -სასაცილო ისაა მე მოსაკლავად ვემუქრები და ის ჩემზე ნერვიულობს,ამ უგრძნობს ჰქონია გული. -კარგი რა გიორგი ლამის დავიხოცეთ ნერვიულობით და შენ რაზე გეცინება. -კარგი ჰო,ცოცხალი ვარ და ყველაფერი სხეულის ნაწილი ადგილზე მაქვს.ნუ ნერვიულობთ,გელა მოვა და ვისაუბროთ.გელამაც შემოაღო კარი და პირდაპირ გიორგის მიმართა კითხით. -როგორაა საქმე,რა უნდოდა.გიორგიმ მოუყვა გელას და ბიჭებს როგორი იყო ემზარისთან შეხვედრა და მათი საუბარი.გელამ კი ბიჭებს გადახედა და თქვა. -ჩვენც გამოვიყენეთ შენი ემზარისთან შეხვედრა,მოვისყიდეთ ერთი მოსამსახურე და ვიდეო თვალი დავამონტაჟებინეთ მის კაბინეტში.მალე გამოვიჭერთ,დღეს ისიც კი გავიგეთ რომ ეს ბო...ი თურმე ნარკოდილერიც ყოფილა,თითქმის ყველაფერი ამოქექილია მის წინააღმდეგ.გელას დაურეკეს და სასწრაფოდ მის განყოფილებაში მისვლა სთხოვეს. -რაღაც მოხდა,რა ფერი გადევს.ფეხზე წამოდგა გიორგი. -მოხდა,რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი.მგონი გაამართლა უკვე გეგმამ,წავედი და დაგირეკავთ.გელა ძალიან ჩქარი ნაბიჯებით შევიდა განყოფილებაში და პირდაპირ უფროსის კაბინეტში შევიდა.სხვებთან ერთად დაჯდა და ისიც უცქერდა გაოცებული ვიდეოს. -ჯერ ისევ მივბრუნდე მის ბიზნესში და შემდეგ ნელა-ნელა მოვუღებ ბოლოს,ჯერ ხელებს დავაჭრი,ვაწამებ და სისხლიდან რომ დაიცლება სადმე ჩავმარხავ ბეტონს დავასხამ და ვერავინი ვერასოდეს ვერ მიაგნებს. -სიფრთხილე გვმართებს,ემზარი ძალიან ჭკვიანი და დაკვირვებულია გიორგი და გაგვიჭირდება მისი გაბრიყვება.უთხრა მოსაუბრემ,რომლის სახე არ ჩანდა კარგად. -მან რაღაც იცის ჩემი წარსულიდან,რადგან წამომარტყა დღეს მე წარსული სუფთა მაქვსო და არც ხელები მაქვს სისხლში გასვრილიო. -მაგალითად რა უნდა იცოდეს. -მაგალითად ის რომ ეს სახლი ჩემი არ არის,არც ბიზნესი.ხომ ვთქვი ციხიდან რომ გამოვა ის ნაბიჭ...ი ალიკა პრობლემებს შემიქმნისთქო,უნდა გაგვესაღებინა ის იქ იმ ციხეში. -ფული რომ მისცე იმ ალიკას? -სხვა ყველა შეგიძლია ფულით იყიდო,ალიკას და მის სამეგობროს ამას ვერ შეკადრებ,ისინი არ არიან ფულის ხალხი. -ის მისი კახ...ა დედის გამო შურს იძიებს. -არასოდეს,არასოდეს არ თქვა იმ ქალზე კა...ა.შოთა ის არ არის კა...ა,მან რომ იცოდეს დედამისი ახლაც ცოცხალია,მართლა არ დამინდობს და ცოცხლად დამწვავს ის დაუნდობელია.გელამ და უფროსმა ერთმანეთს შეხედეს გაოცებულებმა და ისევ ვიდეოს ყურება გააგრძელეს.-შოთა მას 10 წელია მზის სინათლე არ უნახავს,გარეთ არ გამოსულა. -ნახულობ ხოლმე?როგორაა.მოსაუბრეს ხმაში სევდა იგრძნობოდა,ეტყობოდა არ იყო ემზარივით ცივსისხლიანი. -ის მაგიჟებს,რომ დღემდე მისტირის მის ქმარს და შვილს,რომ გებულობს მე ვარ ზედაც არ მიყურებს,არ მელაპარაკება. -გაქვს ფიზიკური ურთიერთობა?მახსოვს ძალიან კარგი ქალი იყო. -როცა ქალს ჰგავდა მაშინ არ მქონია და ახლა რა ურთიერთობა უნდა მქონდეს,ქალის სახე აქვს დაკარგული.არა და არც არასოდეს არ მქონია,არც ასე მქონდა ჩაფიქრებული,მაგრამ ისე შევტოპე უკანაც ვერ დავიხევ,არ შემიძლია უკვე გამოვაჩინო რადგან არავინმა არ იცის რომ ის ცოცხალია.მოვეშვათ ლალიზე საუბარს და მომისმინე,საქმე რომლიც მე მინდა შემოგთავაზო 4 000 000 $ საქმეა და ეს ძალიან კარგი ბიზნესია,ბევრი ფული კეთდება. -შენი ბიზნესი გაქვს, რატომ გინდა გიორგისთან დაბრუნება. -გიორგი მჭირდება,მჭირდება რომ მის სუფთა სახელს ამოვეფარო და შემდეგ კი ტალახში ამოვსვარო.ასე რომ მე შენ ამ საქმეში 30%-ში გაგიყვან,დაფიქრდი არ წააგებ. -რა დაგშავა გიორგიმ ემზარ.მოდი,ადამიანურად მითხარი შენი ჩადენილი ცოდვებისთვის რაც კი დღემდე ჩაგიდენია როდისმე დაფიქრებულხარ?ის თუ გიფიქრია რომ უკვე დიდი ხანია საზღვარს გავცდით შენი ბინძური იდეებით და ჩვენი ყურმოჭრილი მონობით,რომლებიც ვასრულებთ შენს ბრძანებებს.მე ვნანობ,ძალიან ვნანობ. -რას ნანობ,ამდენი ფული რომ იშოვე იმას ნანობ?ცხოვრება რომ მოიყვანე ისე როგორც გინდოდა იმას ნანობ? -ვნანობ,ვნანობ შენთან რომ მოვედი.ვნანობ,რომ შენი ბრძანებით მოვკალი,რომ ვცემე.მეც ბევრჯერ მცემეს,მაგრამ საცემი ვიყავი მადლობა რომ სცემას დასჯერდნენ მე მოსაკლავი ვიყავი და უნდა მოვეკალი კიდეც.ჩვენ ვინც შენთან ვმუშაობთ ყველა შენის ჩათვლით ყველა სასიკვდილოები ვართ,ერთ დღეს ყველაფერი გამჟღავნდება და ყველა ერთად მოვიყრით თავს იქ გისოსებს მიღმა.ემზარის არ შეუჩერებია,უსმენდა თავდახრილი და შემდეგ უთხრა. -ვინ გაგვცემს, შოთა არის აქ ვინმე ვინც გაგვყიდის?არა,არ არის რადგან მე ჩემს ლეკვებს კარგად ვაჭმევ და ყველა მაძღრები მყავს.თქვა და მაგიდის უჯრა გამოაღო იარაღი ამოიღო და შოთას ესროლა,გვამს კი ზემოდან დააფურთხა და უთხრა. -მხოლოდ შენ შეგეძლო ჩემი ჩაშვება ნაბიჭ...ო.ფაქტები ხელთ იყო გელამ ბრიგადა შეკრიბა და მიხეილ ბაქრაძე ანუ ემზარ გეგენავა მისივე სახლიდან დააპატიმრეს,ის ფაქტზე მაშინ დაიჭირეს როცა ცდილობდნენ შოთას ჩამარხვას და კვალის დაფარვას.გელამ მოგვიანებით ბიჭებს დაურეკა და გიორგისთან დაუთქვა შეხვედრა,ყველამ იქ მოიყარა თავი და ელოდნენ როდის მივიდოდა გელა,გელა კი გაოგნებული სახით შევიდა სახლში,ჯერ დაჯდა და რუსოს ცივი წყალი სთხოვა,სული მოითქვა ალიკას შეხედა და უთხრა. -რასაც ახლა მოისმენთ და შეხედავთ შოკში ჩავარდებით, რადგან მე ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.მოუსმინე და გთხოვ თითოეული სიტყვა გაითავისე და გაანალიზე.ყველაზე დიდი მტერი შენი დაჭერილია,სიტყვას გაძლევ 20-25 წელი ის ციხიდან ვერ გამოვა და შესაძლებელია სამუდამოც კი მისცენ.ახლა კი ყურადღებით მოუსმინე ამ ვიდეოს და განსაკუთრევბით ბოლო სიტყვებს.ალიკამ მიხვდა,რომ რაღაც მის ოჯახს ეხებოდა და ეს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისთვის.გელამ ჩართო ვიდეო და ყველა გაოგნებული უსმენდა,რუსოს კანკალმა დააწყებინა გიორგის სახელი რომ გაიგონა,გოგი კბილებს აკრაჭუნებდა.ალიკა?რა დღში იყო ალიკა?ის იჯდა გაქვავებული და ცრემლები ღარებად იკვლევდნენ გზას მის სახეზე. -მარტივ გზას არსად მივყავართ არცერთი ჩვენთაგანი არც ბედნიერებასთან,არც წარმატებასთან,არც სიკეთესთან და ბოლოს და ბოლოს არც საკუთარ თავში ჰარმონიასთან.არა ერთხელ მითქვამს,რომ ჩემთვის რთული ცხოვრებისეული გზის მქონე ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვანები არიან,რადგან მათგან ძალიან ბევრი რამის სწავლა შეიძლება და მე მათ ვაფასებ,ვუფრთხილდები კიდეც,რადგან ასეთი ადამიანები ცხოვრებისეული სიბრძნით სავსე ჯამს ჰგავს.თქვა გიორგიმ და ყველას გადახედა სათითაოდ.ვერცერთი ვერ იღემდა ხმას,ყველა ალიკას ელოდა და როგორც იქნა მოვიდა გონს გელას შეხედა და ჩახლეჩილი,აკანკალებული ხმით უთხრა. -ათქმევინეთ სად ჰყავს დედაჩემი? -გავიგებთ, ალიკა გეფიცები ყველაფერს გავიგებთ.მთავარია,რომ სიმართლე ვიცით. -არ უნდა სასამართლო,მე მომეცით და მე მივხედავ,თავად მე გამოვუტან განაჩენს და ყველა იმ უდანაშაულო ადამიანის მაგივრად მე ვიძიებ შურს ვინც კი ყავს გამწარებული. -ალიკა გინდა ხელები სისხლით,ბინძური სისხლით გაისვარო? გინდა მთელი ცხოვრება შენს ხელებს სისხლის სუნი ჰქონდეს?არ ფიქრობ შენს თავზე,არ ფიქრობ ჩვენზე,მაგრამ რატომ არ ფიქრობ ახლად შექმნილ ოჯახზე,კარინამ რა დააშავა ალიკა. -დღეს კარინას მშობლებთან შეხვედრა მაქვს,მაგრამ ვერ შევძლებ,ვერ წავალ. -წახვალ,დაწყნარდები და ჩვეულებრივარ შეხვდები.ყველაფერს გავაკეთებ,რომ გავიგო ბოლომდე სიმართლე. -მპირდები? -გპირდები,როდისმე სიტყვა გამიტეხია?უთხრა გელამ.ჩვენ ყველაფერს შევძლებთ,ვწუხვარ მხოლოდ რომ უფრო ადრე ვერ დავადგინეთ სიმართლე. -მთავარია დადგინდა,მართალია გვიან მაგრამ დამნაშავე დაისჯება სამართლიანად,ამაზე მე ვიზრუნებ.თქვა გოგიმ ძალიან მკაცრად. დადგა კარინასათვის ბედნიერი დღე,ღელავდა მაგრამ მაინც ბედნიერებით სავსე შესციცინებდა ალიკას და შეუძლებელია გადმოვცე მისი ბედნიერი ემოციები.მხოლოდ იმას გეტვით,რომ მათი სიყვარული გაძლიერდა და მყარი გახდა.ალიკას ნამდვილად არ ჰქონდა მხიარულების ხალისი,მაგრამ კარინას ძალიან თბილად და ნაზად ეპყრობოდა.დედა ვერ შეხვდა სიძე-ქალიშვილს კარგად,რადგან კარინა მის დაუკითხავად გათხოვდა.უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა რას ეტყოდა დედა,მაგრამ გული მაინც ეტკინა მის ასეთ ცივად შეხვედრაზე.მამამ კი ძალიან თბილად მიიღო სიძე,უფრო მეტიც აღფრთოვანებული იყო ალიკას ბოლო გამოსვლით,ის მისი ფანი იყო. -დაბრძანდით,პირველი რაც მინდა გითხრათ ვაფასებ ორ ადამიანს შორის ძლიერ სიყვარულს.სიყვარულის შესახებ პავლე მოციქული წერდა, ,,თვითეულ თქვენთაგანს ისე უნდა უყვარდეს თავისი ცოლი,როგორც საკუთარი თავი,ცოლი კი დიდ პატივს უნდა სცემდეს ქმარს''.ცოლ-ქმრული კავშირო მაშინ არის მტკიცე,როცა ორივე ითვალისწინებს ერთმანეთის სისუსტეებს,ისინი უთმობენ და მთელი გულით პატიობენ ერთმანეთს.შეცდომებისაგან დაზღვეული არავინი არის,ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეცდომებსაც ავირიდებთ.მიხარია რომ მოხვედით,მე გიცნობთ თქვენ და თვალს ვადევნებ თქვენს ყველა გამოსვლას და უნდა ვთქვა თამამად,რომ ჩემს სახლში თქვენი ხილვა ეს დიდი პატივია.ძალიან მიხარია,რომ ჩემი შვილის გულის რჩეული თქვენ ხართ.მინდა პირადად თქვენზე მომიყვეთ. -რა უნდა მოგიყვეთ,მე ობოლი ვარ მხოლოდ ბებო მყავს ერთადერთი და ჩემი უსაყვარლესი სამეგობრო.რაც შეეხება თქვენს შვილს ის ჩემთვის ყველაფერია,შემიძლია მისთვის არც დავფიქრდე ისე დავთმო ჩემი სიცოცხლე. -მე მჯერა თქვენი თვალების და არა სიტყვების,რადგან თითოეულ სიტყვას რასაც ენით ამბობთ თვალებში არის თქვენი გულწრფელობა და იქ ვხედავ,რომ ეს სიტყვები გულის სიღრმიდან მოდის.მხოლოდ ეცადეთ გაუფრთხილდეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს. -ვიცი რატომ მეუბნებით ამ სიტყვებს და მინდა დაგამშვიდოთ,რომ მე კარიერა უკვე დავასრულე,აღარ ვაპირებ კონტრაქტის გაგრძელებას,რადგან უკვე ოჯახი მყავს და არ მინდა ჩემი საყვარელი ქალი კლინიკებში სირბილით დავღალო -ძალიან მომწონხარ ალიკა. -მადლობა. -მაგრამ არ ვჩქარობ დრო თავად გვიჩვენებს დადებით და უარყოფით მხარეებს.კარინა ჩემი ერთადერთი ნუგეშია,ჩემი ნათელი წერტილი.ისე ძალიან გამიკვირდა ასეთი კარგი და მჭიდრო სამეგობრო გყავს და აქ კი მარტო რომ მოდით,არცერთი მეგობარი თან არ მოგყვათ.ალიკას გაუკვირდა და გულწრფელად თქვა. -არც მიფიქრია მეგობრების წამოყვანა,რადგან მინდოდა ეს საუბარი მხოლოდ ჩვენში ყოფილიყო და მეორე,გამიკვირდა რადგან არ მეგონა ჩემი სამეგობრო წრეს თუ იცნობდით.ერთ დღეს აუცილებლად გაგაცნობთ,გპირდებით. -ვიცნობ ყველას და რატომ ერთ დღეს და რატომ არა ახლა? აბა დედა-შვილი სამზარეულოში,უცხო სტუმრები გვყავს.შემდეგ კი ისევ ალიკას მიუბრუნდა და ტელეფონზე ანიშნა და ღიმილით უთხრა. -თუ თანხა არ გაქვს,აი ჩემი ტელეფონი და დაურეკე მათ.აღფრთოვანებული დარჩა ალიკა,არ ელოდა ასეთ აურას და სიხარულით აკრიბა გიორგის ნომერი. გიორგის რუსოს კალთაში ჰქონდა თავი ჩადებული და ტელევიზორს უსმენდა,რუსო კი შუბლზე მალამოს ადებდა თან ნერვიულად გაჰყურებდა კედელზე დაკიდებულ დიდ საათს,რომლის წინ წაწეული ისრები გულს უფრიალებდა,რადგან გოგი არ იყო სახლში და უკვირდა მისი ასეთი დაგვიანება. -გიორგი რაღაც რომ შეგეკითხო გამიბრაზდები?უთხრა რუსომ შვილს.გიორგიმ წარბი ასწია დედას შეხედა და უთხრა. -რამე ისეთი არ მითხრა,მართლა რომ ვერ გამაჩერო მერე. -მაშინ არ გეტყვი.გაიბუტა რუსო რაც გიორგის ძალიან ახალისებდა დედის ასეთი ბავშვური ქცევები. -კარგი როგორც გინდა,ბუტე-ბუტე გაგებუტე.გაახსენა პატარა რომ იყო ასე ეუბნებოდა დედას.-მე რომ შეგეკითხო,მიპასუხებ? -ჯერ მე გკითხე,მიპასუხე და გიპასუხებ. -კარგი,მკითხე რაც გინდა.უთხრა გიორგიმ და მოემზადა მოსასმენად. -არ იყვირებ მხოლოდ.თითის ქნევით გააფრთხილა. -თქვი ახლა,გითხარი არ ვიყვირებთქო.უცებ გაბრაზდა გიორგი. -უკვე ყვირიხარ გიორგი. -დედააააა. -კარგი,კარგი.მაინტერესებს შენ და ანა ასე რატომ კბენთ ერთმანეთს. -აუტანელია და იმიტომ.რატომ მეკითხები,რატომ დაგაინტერესდა? -იცი რომ ზოგჯერ ასეთი ქცევები სერიოზულ ვითარებაში გადადის?კარგი გოგოა,მომწონს მაგრამ............ -არ დაამთავრო დედა,ვჩხუბობთ და ვღეჭავთ ერთმანეთს,ვგლიჯავთ კიდეც კბილით.ხანდახან ისე მომიშლის ნერვებს მართლა მინდა მოვკლა, მაგრამ ანა ჩემი და არის,ჩემი გიჟი და.ძალიან გთხოვ ზედმეტი არაფერი არ იფიქრო.შემიძლია მის საწოლში,მის გვერდიდაც დავწვე მაგრამ მხოლოდ დავიძინო მე ანას როგორც ქალს ისე არასდროს არ შევხედავ,განა იმიტომ არა რომ ის არ არის სასურველი ქალი,არა პირიქით ის ძალიან ლამაზი ქალია,მაგრამ ერთმანეთი რომ გავიცანით აღმოვაჩინეთ რომ არცერთს არ გვყავდა დედმამიშვილი და ჩვენ და-ძმობა შევფიცეთ ერთმანეთს.მე მყავს ჩემი გულის რჩეული დედა,ანა კი ჩემი გიჟი და არის,შეძენილი მაგრამ მაინც და.არ ინერვიულო,ანას და ბექას ერთმანეთი უყვართ. -მართლა?ძალიან გამახარე გიორგი.მითხარი რა ვინ არის შენი გულის რჩეული,უთხარი რა შენს დედას. -ეს მეორე შეკითხვაა,რომელზედაც ჯერ არ ვაპირებ პასუხის გაცემას. -მითხარი რა,გთხოვ მითხარი. -დედააა,ჩემი ჯერია კითხვაზე მიპასუხო. -მკითხე,რა გაინტერესებს. -რატომ არ გააჩინეთ მეტი შვილი,დავიჯერო მამაჩემმა მეტი ვერ გაქაჩა? -გიორგი.თვალები გაუფართოვდა რუსოს რაზედაც გიორგის გაეცინა. -დედა,იქნებ მე ნაშვლები ვარ? -რა უაზრობებს მეკითხები გიორგი ვერ ხედავ როგორ ჰგავხარ მამას?არ ხარ ნაშვილები და ასეც რომ ყოფილიყო,მე აუცილებლად გეტყოდი შვილო სიმართლეს.შენ ჩემი ერთადერთი სანთლი ხარ.ნაშვილები არ ხარ და მეორედ ეს არ გაიმეორო მამას ძალიან ეტკინებოდა გული ეს სიტყვები რომ გაეგონა. -აბა რატომ არ გააჩინეთ მეორე შვილი? -რთული ორსულობა მქონდა,შენ რომ დაიბადე საკეისრო დამჭირდა და თან საშვილოსნოც ამომიღეს 18 წლის ასაკში.ასე რომ დარჩი ერთადერთი შვილი ოჯახში.გიორგის შეეცოდა დედა ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა. -მე მყავს მეგობრები,მაგრამ ძალიან მინდოდა პატარა და მყოლოდა,გავანებივრებდი და თან გავაკონტროლებდი. -მოიყვანე ვინცაა შენი გულის რჩეული და კიც გაანებივრე და კიც გააკონტროლე.ხელზე უჩქმიტა შვილს. -ვოოოვ, მეტკინა დედააა.გაწითლებულ ხელზე დაიხედა გიორგიმ და რუსომ ნატკენზე აკოცა. -მორჩა? -არა,არ მორჩა ისევ მტკივა. -კიდევ გაკოცებ და მორჩება. -დედა რა ბავშვურობის ხასიათზე ხარ დღეს. -მითხარი ვინ არის.გიორგის საუბარი მისმა ტელეფონმა შეაწყვეტინა. -რაო სიმაურმა არ შეგიშვა სახლში?თუ უკვე დაგათრო? -აქ რომ მოხვალთ შევხედავ ვინ ვის დაათრობს.დაურეკე ყველას და გელოდებით. -ასე გვიან?სირცხვილია ალიკა. -მოდით,მოდით თქვენი ჭკუისაა ჩემი სიმაური.ცოლ-შვილი სამზარეულოში გამოკეტა და უბრძანა მაგიდას გააწყობ ერთ საათშიო. -მართლა?მართლა ვქეიფობთ? -ვქეიფობთ თქვენთან ერთად და არა უთქვენოდ. გიორგიმ ყველას გადაურეკა,ბექა უკვე დასაწოლად ემზადებოდა და აწუწუნდა,მაგრამ ანაც მოდისო გიორგიმ რომ უთხრა,სიტყვა აღარ შეუბრუნა.გიორგიმ იქვე მჯდარ რუსოს გადახედა და გაეცინა. -სად მიდიხარ გიორგი ამ დროს. -მივდივართ დედა ალიკას ახალ ოჯახში.კიბეებზე ადიოდა უკვე,რუსოს ხმა რომ მოესმა. -გიორგიიიი.გიორგიმ თვალები გადაატრიალა შეუბრუნდა,უნდოდა მკაცრად დალაპარაკებოდა,მაგრამ რუსოს რომ შეხედა როგორ უცქერდა ხმის ტემპი შეცვალა და რბილად უთხრა. -ვიცი რაც გინდა დედა და რაც გაინტერესებს,ხომ გითხარი მაგ კითხვაზე პასუხი არ მაქვსთქო. -რატომ, ის მაინც მითხარი. -იმიტომ რომ ჯერ პატარაა,პატარააა.უნდა გაიზარდოს,მოისვენე? -არა,მოვისვენებ მაშინ როცა ყველაფერს გავიგებ. -ხოდა,მეტს ვერაფერს გაიგებ.არ შემეკითხო მეტი არაფერი. -გიორგი მე 18 წლისას შენ უკვე მყავდი. -და ხარ ახლა 43-წლის. -დიახ მამაშენი 34 წლის იყო. -და იმ დროს შენ ის მამად შეგეფერებოდა,არა ასეთი დიდი განსხვავება არ არის ჩვენს შორის,7 წლით დიდი ვარ,მაგრამ მაინც პატარაა ჯერ. -გიორგი ნუ მეტყვი,მე ვიცი რომ მარიამი გიყვარს. -ოხ დედა,ოხ დედა რა ეშმაკები ხართ ეს ქალები.გაეცინა გიორგის. -მასაც უყვარხარ?მითხარი რა გთხოვ მე ძალიან მომწონს მარიამი. -კი ვუყვარვარ,მაგრამ უნდა დავაცადო ცოტა,ძალიან გთხოვ არ აგრძნობინო არაფერი არ მინდა უხერხულად იგრძნოს თავი აქ როცა მოვა იმ გველთევზასთან ერთად. -ჩემი,ჩემი სიმდიდრე ხარ დე შენ.არა, არაფერს არ ვაგრძნობინებ წადი მოემზადე თუმცა წამოდი მოგეხმარები და გეტყვი რა ჩაიცვა. -რატომ, მე არ ვიცი რა უნდა ჩავიცვა,თუ არ მოგწონს ჩემი გემოვნება? -ჩემს გემოვნებაში შენ რა ეჭვი გეპარება? -წამოდი,წამოდი იქნებ დამშვიდდე. -მშვიდად ვარ,მაგრამ ეს ბებრუხანა სად წავიდა დღეს,ის გამაგებინა. -რაო რუსო ხომ არ ეჭვიანობს ჩემი გაბუსხული დედიკო? -წამოდი,წამოდი.გიორგის წაყვა მის ოთახში და ტანისამოსი გადმოუწყო,ისევ ძირს დაბრუნდა და კიბეებზე ჩადიოდა კარის ხმა რომ გაიგონა,გოგი შემოვიდა სახლში საკმაოდ მთვრალ მდგომარეობაში.რუსოს დიდი ხანი არ ენახა გოგი მთვრალი კი არა ოდნავ ნასვამიც კი და გაუკვირდა. -სად იყავი,რატომ დაგაგვიანდა გოგი. -მარტო ხარ,გიორგი სად არის? -მაღლა არის,ემზადება უნდა გავიდეს. -სად მიდის ამ დროს. -ალიკამ დაურეკა და მის ახალ ოჯახში დაპატიჟა მეგობრები.შენგან განსხვავებით,ვიცი ჩემი შვილი სადაც მიდის,ჩემი ქმარი არ ვიცი სად დაბრძანდება. -რუსო ბოდიში საყვარელო უნდა დამერეკა,მაგრამ ელემენტი დაუჯდა ტელეფონს და ვერ შეგეხმიანე, ჩემს მეგობრებს შევხვდი და ახალგაზრდობის წლები გავიხსენეთ. -ჰმ,გაიხსენა ახალგაზრდობა ბიჭმა,მე სულელი კი ვზივარ და ველოდები. -ნუ მიყურებ მასეთი გაბრაზებული თვალებით,ვეღარ გამაბრიყვებ აღარ ხარ ახალგაზრდა.გამოაჯავრა გოგიმ რუსო. -ბებერო, დაგავიწყდა მთელი 16 წლით დიდი რომ ხარ ჩემზე? -მერე რა ჩემო სიცოცხლევ,მე ჯერ კიდევ ახალგაზრდული ენერგია მაქვს და გული უბერებელია,უბერებელიიი. -იცი რა მამიკო,პირველად რომ დაგინახე პირველი რაც გავიფიქრე ის იყო რომ ეს ვაგონი მე ცხოვრებაში გამომადგებათქო და არც შევმცდარვარ. -ხოოო,მეც შეგატყვე, პირველი ნახვისთანავე რომ მოგეწონე.მე მასხრობით გითხარი დავქორწინდეთთქო და შენც მაშინვე დამთანხმდი. -ესე იგი შენ მე მახსრობით მითხარი დავქორწინდეთო?ბებერო კარგად შემომხედე,ჩემს ასაკში არც ახლაა გვიან ვეძებო უფრო ახალგაზრდა.ნიშნის მოგებით შეხედა მის წინ მომღიმარ ქმარს რუსომ და ზურგი აქცია,გოგის გაეცინა ხელი დაავლო რუსოს და მასთან ერთად დააჯინა მდივანზე. -სად უნდა წახვიდე, სად?შენი ლამაზი წლები აქ,ამ სახლშია გატარებული.მართალი ხარ,შენ ახლაც ლამაზი და მიმზიდველი ქალი ხარ,მადლობა უფალს რომ შენი თავი მე მაჩუქა.შენ არც კი იცი რამდენი ბიჭები მყავს გალახული შენს გამო,ახლოს ვერ გეკარებოდა ვერავინ,მაგრამ საბოლოოდ მაინც ჩემს გვერდით ხარ და ამაზე მეტი ბედნიერება არაფერია ჩემთვის.შენ,მე და ჩვენი შვილი,ჩვენი გიორგი.მალე ისიც დაგვიქორწინდება და გაგვიჩენს შვილიშვილებს.ბევრი შვილი უნდა გავაჩენინო,ამის პირობა უნდა ჩამოვართვა.ამ სახლს ბავშვების ჟრიამული მოენატრა რუსო. -მოენატრა,გეთანხმები უკვე დროა მისი დაქორწინების მაგრამ ესმის?ჯერ პატარა არისო. -მერე რა,იბრძოლებს ისე როგორც მე ვიბრძოლე შენთვის.ჩვენ ბევრი მოწინააღმდეგე გვყავდა ერთად რომ ვყოფილიყავით,ზოგს შურდა კიდეც ჩვენი,ზოგს გულწრფელად უხაროდათ მაგრამ ჩვენ არავის დავუჯერეთ და დღემდე ერთად ვართ.მინდა,რუსო ძალიან მინდა ჩვენი გიორგიც ასეთი ბედნიერი იყოს.გიორგი კიბის თავში იდგა და გოგის უსმენდა და უხაროდა,რომ ამ ასაკშიც ასე ძლიერი იყო მათი სიყვარული. -ადე,დავისვენოთ მეც მეძინება. -წავიდეთ,წავიდეთ ჩვენს საყვარელ ბუნაგში. -აბა თქვენ იცით,თქვენია ბურთიც და მოედანიც ჯერ სიბერე შორსაა მამააა.თვალი ჩაუკრა გოგის გიორგიმ და სიყვარულით სავსე თვალებით შეაცილა მშობლები თავიანთ საძინებელში.სახლი დატოვა და წარმოიდგინა,ის და მარიამი მათ ასაკში და გაეცინა.ტელეფონზე დაურეკა. -ძირს გელოდებით. -მოვდივართ.მოესმა მარიამის ხმა და ერთი სული ჰქონდა როდის შეხედავდა.გიორგი მანქანასთან იდგა ანამ გვერდი რომ აუარა და წინა კარები გააღო. -ეეეეე,შენი ადგილი აქ არ არის. -აბა სად დავჯდე მე. -წინ დაგაჯინო ხალხს შეაშინებ გველთევზა,ამიტომ უკან დაჯექი დამალული იქნები ვერავინი ვერ დაგინახავს.აი აქ კი ჩემი ანგელოზი დაჯდება.ანა გაშეშდა და ხან გიორგის უყურებდა და ხან მარიამს. -დიდი ხანი უნდა იდგე ასე გამოშტერებული?გველოდებიან. -რატომ ყვირიხარ,მესმის იდიოტო. -მე მეგონა დაყრუვდი და შევამოწმე,გესმოდა თუ არა. -აუტანელი ხარ.უთხრა ანამ და უკან დაჯდა.გიორგიმ მარიამს შეხედა,გაეცინა და ანიშნა წინ დამჯდარიყო.ანამ შეხედა და ჩაიბუტბუტა. -ჯენლტმენობა გამოიჩინა მაჩომ. -კარგით რა,კარგით რა ზედმეტები მოგდით ხოლმე თუ ხვდებით ამდენს ან ერთი და ან მეორე.გაუბრაზდა მარიამი ანას და შემდეგ გიორგისაც გაბრაზებულმა შეხედა.გიორგიმ კი თვალი ჩაუკრა და შემდეგ ანას მიუბრუნდა. -მე არასოდეს დავიღლები შენს კრუტუნს რომ ვუსმინო ჩემო კნუტო. -გიორგი არ გამაბრაზო თორემ შენი პირველი კოცნის ისტორიას მოვყვები.უთხრა ანამ და ხმამაღლა გადაიხარხარა. -ენას ჩაგიგდებ გველთევზა.შეუღრინა გიორგიმ. -ეხ,ეხ რა დრო იყო?რატომ არ მოგაჭამა ენა ვეღარ შემომიღრენდი. -ვიმახსოვრებ ანიკო. -სხვათა შორის მეც გიორგუნა.ამ კბენა-ღრენაში ადგილზეც მივიდნენ სადაც ბიჭები ელოდნენ და რომ დაინახეს გიორგის მანქანა სამივეს გაბრაზებულმა დაეტაკა ყველამ. -სად ხართ ამდენი ხანი,გავიყინეთ აქ ლოდინში. -ამათმა ჩხუბი როცა დაასრულეს,წამოვედით.როგორც იქნა მოვაღწიეთ მშვიდობით და აქ ვართ. -გეტყობა სკოლაში ფრიადოსანი რომ იყავი.შეუღრინა მარიამს ანამ და ბიჭებს მიუბრუნდა.-ჰე,შევიდეთ რას ელოდებით. -გიორგი მართლა დაგირეკა ალიკამ თუ ისე მივდივართ ჩვენი მოკლე ტვინით და მოაზრებით.შეეკითხა ბექამ. -როდის იყო უთქმელად ვინმეს მივადექი გულზე,უაზრო.შეუბღვირა ბექას გიორგიმ. -ამ დროს ნორმალურ ხალხს ძინავთ, ვისაც ტკბილი და თბილი ბუდე აქვს ღუღუნობენ მტრედები და თქვენ ხართ ყველა მურმანის ეკლები.იქ ეკვეხებით,სადაც თქვენი ადგილი არ არის და ძალით მაინც შედიხართ.სულმოუთქმელად მიაყარა ყველას სათქმელი ანამ და პირველი გაუძღვა ყველას წინ. -შენთვის არ გამოჩნდა ვინმე რომ დაგადუმოს,გაგაჩუმოს და დაგატკბოს.უთხრა გიორგიმ ანას. -26 წლის ხარ და არაფერს არ ფიქრობ,მოიცადე შენ რა ნუთუ ვარდისფერი ხარ?გაოცებულმა მოუბრუნდა ანა გიორგის. -ანა ენას ამოგაწიწკნი.შეუბღვირა გიორგიმ და ბიჭები ხარხარებდნენ ,ლაშამ კი სიცილით უთხრა ანას. -ვაიმე ეს ვარდისფერი რამ გაგახსენა,საიდან რას მოიფიქრებ გოგო შენი ენა. -ნუ ხარხარებთ,დადგა ბინა ფეხზე ყველამ კი არ უნდა გაიგოს თქვენი უსაქციელობები. -პირველი უსაქციელო აქ ჩვენს შორის შენ ხარ,თუ არ იცი შეგახსენებ.ანამ გიორგის შეუბღვირა და კარზე ზარი დარეკა,კარიც იმ წუთში გაიღო. -ვაიმე,ეს რაა დადარაჯებული იყავი? -თქვენი ხმა მანქანები რომ გააჩერეთ და ჩხუბობთ აქამდე ამოვიდა,თან გელოდით. -მობრძანდით,მობრძანდით კარგ ხალხს კარგი აურა მოაქვს ყოველთვის.მოესმათ შიგნიდან მამაკაცის ხმა. -შედი გოგო დღეს, რამ გაგაშტერა ამ კარებში ჩვენ მაინც გაგვატარე.გიორგიმ ხელი კრა ანას. -დამაცა უნაირო,ვაკვირდები ჩემს მეგობარს ვხედავ როგორ მოხდენია გათხოვება და მიხარია მის ბედნიერ თვალებს რომ ვხედავ. -თუ ცვლილებებს ამჩნევ სასიკეთოდ,დროა შენც იფიქრო გათხოვებაზე.მე კეთილი მრჩეველი ვარ შენი საყვარელო.უთხრა ჩუმად ანას ბექამ და თვალი ჩაუკრა. -შენ რომ გაგიცანი,ისეთი განცდა დამუფლა თითქს იმ დღეს დავიბადე,ოღონდ გაზრდილი.ჯერ უნდა ჩამოყალიბდე შენი აზრებიანად და შემდეგ ვიფიქრებ მაგ საკითხზე.დაუბრუნა ანამ პასუხი ბექას და თან თვალიც ჩაუკრა. -მაგრამ რაც არ უნდა დრო გაწელო,შენ ხარ ის ადამიანი ვინც მე მჭირდება გვერდით მყავდეს.ანა შენ,მხოლოდ შენ იქნები ჩემი დედოფალი და სხვა არავინ. -რას ჩურჩულებთ,თქვენ დღეს ნახეთ ერთმანეთი?შეუღრინა გიორგიმ ბექას და თან თვალები დაუბრიალა. -ნუ აბრიალებ მაგ თვალებს მტაცებელი ცხოველივით და ნუ გვაშინებ ყველას,დამარეტიანა ისეთი რამეები მითხრა ჩემმა ბექუნიამ.უთხრა თვალებმინაბულმა ანამ გიორგის.გიორგის გაეცინა და ბექას გახედა თან ანას უჩურჩულა. -მოვკლავ,ვერ გადამირჩება. -რატომ? რას ერჩი?გაუკვირდა გიორგის მუქარა ანას. -შენს ტვინს კიდე დარეტიანება უნდოდა,ისედაც რეტიანი ხარ?გამოაჯავრა გიორგიმ ანა და წინ წაიწია. -გველო.მიაძახა ანამ. -გველთევზა.არც გიორგი ჩამორჩა. -აქ მაინც გაგაჩუმოთ ღმერთმა,უცხო ხალხში და უცხო სახლში.შეუტია ალექსიმ ორივეს და გვერდი აუქცია გაბრაზებულ ანას.ჯამში საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა,ბექამ დალია და ის ანამ წაიყვანა სახლში, რათქმა უნდა უკან ვეღარ დაბრუნდა და იქვე დარჩა.გიორგიმ ბიჭები დაარიგა და მარიამიც მასთან ერთად იყო,რადგან ანა არ იყო სახლში გიორგიმ მარტო არ დატოვა მარიამი და მასთან დარჩა.მარიამმა საწოლი შემოსასვლელში გაუშალა გიორგის და თავად სააბაზანოში შევიდა,წყალი გადაივლო.ეგონა გიორგის უკვე ეძინა რადგან ნასვამი იყო და ის კი მის საწოლში დახვდა რომელსაც გაკვირვებულმა შეეკითხა. -აქ რა გინდა გიორგი შენი საწოლი ხომ გაჩვენე. -არ გეცოდები მარტო რომ მიმეტებ დასაძინებლად? -კარგი რა, დილით ანა მოვა და რას იფიქრებს. -არაფერსაც არ იფიქრებს,მოდი დაწექი რა შენი მოფერება მინდა ჩემო პატარავ.მარიამმა ფეხი შეიჩერა და ააკანკალა. -კარგი,თუ ასე გეშინია მაშინ გავალ. -იწექი.უთხრა დარცხვენილად და გაუბედავად შეუწვა გიორგის. -სიბნელეა,მაგრამ მე მაინც შევხედე შენს წითელ ლოყებს.იცი როგორ გიხდება?მოდი ცოტა რომ გაგათამამო ზურგზე მასაჟი გამიკეთე.მარიამმა ჯერ გაუბედავად დაუწყო მისი ხელების ტატყუნი გიორგის ზურგზე,გიორგის კი უზომოდ სიამოვნებდა მარიამის ხელების შეხება და უეცრად ამოაბრუნა,მარიამი ქვემოთ მოიმწყვდია მის მკლავებში,ხელზე ხელი მოკიდა და გულზე დაიდო. -აი ნახე,ნახე როგორ ცემს ჩემი გული შენთან ყოფნის დროს.იგრძნო მარიამმა როგორ ჩქარა ფეთქავდა გიორგის გული,მაგრამ არც მისი იყო ნაკლებ დღეში. -შენ როცა უნდა შეგხვდე, იცი შენს სუნს საიდან ვგრძნობ?ძალიან შორიდან მარიამ.იცი, რომ ჩემმა გულმა ძალიან ღრმად დაგიჭირა და ვეღარ ვაკავებ?შენთან მინდა, მარიამ შენთან მინდა დავიძინო და დილით ორივემ ბედნიერებმა გავიღვიძოთ.ბედნიერმა მოგესალმო და ყველაზე პირველად შენს შავ თვალებს მე შევხედო,პირველად მე გამიღიმოს ამ ბაგეებმა. -გიორგი არ მინდა ასე მოხდეს ის რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ორივესთვის. -იცი შენს შეხებაზე რა მემართება?ტანში ვნების ჟრუანტელი დადის და ერთიანად ხურს მთელი სხეული,სიგიჟემდე მინდა შენთან ყოფნა მაგრამ მე მხეცი არ ვარ.იცი რა მაგარი შეგრძნებაა,როცა გიყვარს და გრძნობ მასაც უყვარხარ.როცა ნებისმიერ დროს შეგიძლია მოეხვიო,ჩაეხუტო და გრძნობ რომ შენია,რომ მის გვერდით ყველაზე,ყველაზე ბედნიერი ხარ.ჩემი ხარ მარიამ მიგისაკუთრე უკვე,ფიქრობ რომ ეგოისტი ვარ?იცი როგორ ვეჭვიანობ როცა ვინმე გამოგხედავს და თვალს გამოგაყოლებს?არა მარტო ამაზე,ჰაერიც რომ გეხება და თმებს გიწეწავს იმასაც კი განვიცდი.თუ ვიღიმი უმიზეზოდ,ამ ღიმილის ავტორი შენ ხარ.აპატიე ჩემს თვალებს შენს დანახვაზე რომ ინთებიან,გულს აპატიე საოცრად რომ უყვარხარ,სულსაც აპატიე რომ ვერ ვაკავებ და შენთან უნდა ყოფნა,შენსკენ მოდის.ალბად ფიქრობ,რომ გიჟი ვარ ხომ?ვიცი გიჟი რომ ვარ და კიდევ უფრო ვგიჯდები საკუთარ სიგიჟეებზე და ამიტომ სიყვარულიც გიჟური მაქვს,შენც ხომ ეს გიჟი და არანორმალური ადამიანი შეგიყვარდა.ამიტომ ვავსებთ ერთმანეთს,მარიამ ჩემი სუნთქვა ხარ და ჩემი ცრემლის მიზეზიც შენ ხარ.მიყვარხარ ჩემი ბოლო ამაოსუნთქვამდე,სულით გულის გავლამდე,სულ ბოლო წუთამდე,ჩუმად და ჩემთვის.ჩემთან ხარ და ჩემში ხარ, მინდა აქ დაგტოვო ჩემს გულში სამუდამოდ.მარიამი გაოგნებული უსმენდა გიორგის და სურვილი კლავდა,მისი კოცნის სურვილი.მაგრამ ეშინოდა მისი ინიციატივით გამოწვეულ კოცნას გიორგის მთვრალი გონება არ გაეღიზიანებინა და დაუკრეფავ ბაღში არ გადასულიყვნენ.ამიტომ გრძნობები მოთოკა და თავი შეიკავა,მხოლოდ მასში არსებული გიორგის მიმართთ საოცარი სიყვარულით სავსე სიტყვებით შემოიფარგლა. -შენი თვალებია ჩემთვის ჩემი სარკე,გიორგი მე სხვა სარკე არ მჭირდება.ნუ გეცინება და თუ მაინც გაიცინებ მე არ მეწყინება,პირიქით მიხარია რომ მე შემიძლია მხოლოდ წაგართვა ფიქრები და გაგიტაცო შორს შენს ფიქრებთან ერთად.მინდა გითხრა,რომ ეს ფიქრებიც ჩემია ისევე როგორც შენ ხარ ჩემი.გამზარდე,შენებურად გამზარდე გიორგი ისე რომ უშენობამ მეც შემშალოს,ჯერ ხომ ისევ ბავშვი ზის ჩემში და შენ შეგიძლია შეცვალო ის.მაცოცხლე გიორგი და მასწავლე,რომ მეც შენსავით გავგიჟდე,შენსავეთ გიჟურად მიყვარდე. -მარიამ ჩემი სუნთქვა ხარ,მოდი ჩემთან დღეს უბრალოდ ერთად ვისუნთქოთ ეს ღამე.მაგის დროც გვექნება რომ გულები გავაერთიანოთ და დედამიწაც ერთად შემოვიაროთ. -ჩამიხუტე,მითხარი რომ ვერ მელევი და მე შენგან არასდორს არ მომინდეს წასვლა.გიორგიმ ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა.არცერთს არ უძინიათ იმ ღამით,ორივე ერთმანეთის სუნთქვას ისმენდა.დილით ჩაეძინათ ერთმანეთზე ჩახუტებულებს გარეთ კი წვიმის წვეთები აწკაპუნებდნენ ფანჯრის მინას და სიყვარულზე ტკბილ სიმღერას მღერიან.თითქოს ჩურჩულებენ,მაგრამ მათი შხაპუნით მაინც ხმაურობს და ბედნიერები შორს მოღრუბლული ციდან ძირს ეშვებიან და მათ ხმაურს უერთდება სევდიანი სონატები ,,მინდა ერთად ვიყოთ ამ აუტანელ სამყაროში,მე შენ და წვიმააა''... -რა შეხვედრა,კარგი რა ზანდა დეიდა გიორგი მართლა არ ვიცი სად არის,დავლიეთ წუხელ და თავი მისკდება. -ახლავეს გეტყვი ბექა. -გააუქმე დღევანდელი ყველა შეხვედრა და გადადე ყველა შეხვედრა ერთი კვირით,გიორგის ვნახავ და მე ვეტყვი. -ერთი კვირით? ბექა ბევრი ხომ არ არის ერთი კვირა? -ხო,არც ისე საჩქაროა ეს შეხვედრა და ერთ კვირაში ყველა გამოვცხადდებით უკლებლივ. -კიდევ რომ გადადოთ? -არა,გეფიცები და გპირდები აღარ გადაიდება ზანდა დეიდა. -ბექა გიორგიმ საყვედუირი არ მითხრას,თორემ ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე. -გეკადრება?ხუმრობდა ბექა და ანამ ბინის კარი გააღო,მაგრამ სახლში მხოლოდ სიჩუმე მეფობდა. -მარიამი სად არის,სად წავიდა ან თუ წავიდა სადმე მე რატომ არაფერი არ მითხრა. -გიორგიც არავინმა არ იცის სად არის. -გიორგიც?მოიცადე,შენ თქვი რომ გიორგიც გაქრა?ოლალაააა.გაეცინა ანას და ბექას შეხედა. -რას იცინი,ფიქრობ ერთად წავიდნენ სადმე?არა,გიორგი მაგ სისულელეს არ გააკეთებს,სულ იმას ამბობს მარიამი ჯერ პატარა არის და უნდა გაიზარდოსო.უთხრა ბექამ ანას. -მე მაინც ვფიქრობ,რომ ეს ორი სადღაც გაძვრა.წავალ გამოვიცვლი და კიდევ შენ აქ რატომ შემომყევი,ბიჭებიც აქ მოვლენ?შეეკითხა ბექამ ანას. -ხომ იცი აქაა ჩვენი ბუდე.მიდი გამოიცვალე და რამე მოამზადე,რაც ნაბახუსევს მოგვიხსნის.უთხრა ბექამ და თვალი ჩაუკრა.ანა საძინებელში შევიდა და ადგილზე გაშეშდა,მარიამს და გიორგის ერთმანეთზე ჩახვეულებს ეძინათ.უკან-უკან ხევით წავიდა და ბექას მიაშტერდა.ბექამ კი გაკვირვებულმა შეხედა და შეეკითხა. -რა მოგივიდა მოჩვენება დაინახე?ანამ კი ხელით ანიშნა იქ,იქ არის მოჩვენებაო.ბექამ ვერ გაიგო ანას გაშტერების და გაოცების მიზეზი და საძინებლისკენ წავიდა და თავადაც ანასავეთ გაკვირვებული დარჩა.იცოდა,იცოდა რომ ამ ორს შორის სიყვარული უკვე პიკზე იყო მისული და ორივეს სიგიჟემდე უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ გიორგი ხომ ჯერ ამბობდა მარიამს გაზრდა უნდა დავაცადოო.ანას მიუბრუნდა და ჩურჩულით უთხრა. -ნუ პანიკიორობ,უბრალოდ ერთად ძინავთ. -უბრალოდ ხომ?ადგება მაჩო,ეს მართლა ჩუმალა მაჩვი.არა,როგორ არ მითხრა,ამ მუდომ.ბრაზობდა ანა მარიამზე. -რა უნდა ეთქვა გოგო,შენ კარგად ხარ?მასე მეც მეძინა შენთან წუხელ,ცუდი უნდა იფიქროს მარიამმა? -შენ მთვრალი იყავი წუხელ. -გიორგი არ იყო მთვრალი?ნუ ვარდები კრუნჩხვებში,ხომ ხედავ როგორ უყვართ ერთმანეთი,ჩვენც გავთიშოთ ტელეფონები და აქ დავიძინოთ რა,მეძინება არ მეყო წუხელ ძილი. -რამ შეგიშალა ხელი ძილი რომ არ გეყო? -საზღვარი მომინიშნე საწოლში,ამ საზღვარს არ გადმოსცდეო და მე კი მარტო არ დამეძინა,როცა შენ იქვე მეგულებოდი. -საზღვარი თორემ,მეც აუღებელი ციხე სიმაგრე ავაშენე წუხელ რომ ვერ შეძელი განგრევა კედლის და გადმოლახვა საზღვრის.როგორც დაწექი და რომელ მხარეზეც დაგეძინა იგივე მდგომარეობაში გაიღვიძე დილით,მოფერებაც არ იკადრე.ვერ გავიგე გოგო მე ვიყავი წუხელ თუ შენ.უთხრა ანამ და გადაიხარხარა ისე როგორც იცის.ბექა წამოხტა ფეხზე და ხელი წაავლო,ჯერ კიდევ გულიანად მოხარხარეს და მდივანზე დააგდო. -განა იმდენი მთვრალი ვიყავი რომ ვერ ვაანალიზებდი რას ვაკეთებდი და რას ვამბობდი?მე პატივი გეცი და ვიფიქრე არ შევაშინოთქო და შენ კი თურმე გაბრაზებულხარ.ბექამ ჯერ თვალებში შეხედა და შემდეგ ანას წითელ ბაგეებს დაასო მისი გაველურებული მზერა და არც ბევრი უფიქრია,ნაზად შეეხო ანას გემრიელ ბაგეებს. -იცი რომ ძალიან,ძალიან ვნებიანი ხარ?შენ ჩემი უსასრულობა ხარ,ჩემი ველური.ანას კანკალმა დააწყებინა,ბექას თმებში შეუცურა ხელი და ნაზად ეფერებოდა.სიამოვნებდა ბექას ტალღოვან თმებში მისი ხელების სრიალი,მაგრამ არა ნაკლებ სასიამოვნო იყო ბექასთვის ანას თითების შეხება მის შიშველ მკლავებზე.ბექა საზღვარს არ გადაცილებულა და მხოლოდ ანას ტუჩების დაგემოვნებით შემოიფარგლა. -კარგი იქნება ახლა თუ ადგები და გპირდები შემდეგისთვის უფრო ხანგრძლივი იქნება მოფერება.უთხრა ბექამ და წამოდგა.ანა სამზარეულოში გავიდა და ბექამ გიორგი გააღვიძა ჩუმად ისე რომ მარიამს არ გაღვიძებოდა.გიორგიმ ჯერ ცალი თვალი გაახილა,შემდეგ მეორე და ბექა რომ დაინახა საწოლთან მარიამს დახედა ზემოდან რომელიც მის მკერდზე იწვა და გაეცინა.ისე იყო მის მკერდზე აკრული არ უნდოდა გაეღვიძებინა და ფიქრობდა როგორ დაეძვრინა თავი მისი პატარა ხელებიდან.ბექას ახედა და ჩუმად უთხრა. -ნუ მიყურებ მამის მკვლელი თვალებით,უბრალოდ გვეძინა ერთად. -ხო ვიცი,ასე უბრალოდ წოლით და ჩახუტებით ჩნდება პატარა ბჟღარტებიც.შეუღრინა ბექამ.-ადექი ბიჭებიც მოვლენ მალე. -გადი და გამოვალ.ბექა გავიდა და გიორგიმ კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მის მკერზე მძინარე მისი ცხოვრების შეუფასებელ და ფასდაუდებელ განძს და თმებზე მოეფერა.სველი ტუჩებით კოცნა დაუტოვა ყელში და შეეცადა საწოლიდან ფრთხილად ამდგარიყო,მაგრამ მარიამმა თითქოს საფრთხე იგრძნოო და უფრო მაგრად შემოხვია ხელები და უფრო მჭიდროდ მიეკრა სხეულზე.ეს როგორც ატომურმა აფეთქებამ ისე იმოქმედა გიორგიზე რომ შეხედა მარამს როგორ ეძინა.საღამურის ცალი მხარე მხარზე გადმოვარდნოდა და ერთი ძუძუ ეხებოდა გიორგის შიშველ მკერდზე.გიორგის სხეულის ყველა ნაწილმა ნელა-ნელა იწყო გახურება,უნდოდა დროულად დაეხსნა თავი მარიამის მკლავებიდან და მასში მოწოლილი ემოციებისგან,მეტი გზა არ ჰქონდა ნელა და ფრთხილად შეაღვიძა. -არ მინდოდა საყვარელო შენი გაღვიძება,მაგრამ ორი უგრძნობი და ხისთავიანი ადამიანი არსებობს ამ წუთში ამ სახლში. -ანა მოვიდა?თვალმოჭუტულმა შეეკითხა გიორგის.გიორგის გაეცინა მარიამის ახალ გაღვიძებულ სახეზე და უთხრა. -ხო ბექაც აქაა და სხვებიც მალე მოვლიან.მარიამ გთხოვ გაისწორე საღამური,თორემ თავს ვეღარ გავაკონტროლებ და მალე............... -რა უზრდელი ხარ გიორგი.უთხრა მარიამმა და თვალები დაუბრიალა. -გაიღვიძეთ გვრიტებო?საძინებელში ანა შემოვიდა. -შენ არ იცი სხვის საძინებელში დაუკაკუნებლად,რომ არ უნდა შეხვიდე?იქნებდა რას ვაკეთებ,შენ უნდა გაიგო?გაუბრაზდა გიორგი. -ეს შენს სახლში დააწესე წესები მუდო მაჩო.უთხრა ანამ. -ბედი შენი რომ კარგ ხასიათზე ვარ,თორემ გარეთ მოგისროდი. -რატომ ვითომ,აქ რომ ნებივრობ ჩემს საწოლში?გიორგიმ მარიამს შეხედა და უთხრა -ეს მართლა მისი საწოლია?რომ მოვიწამლო შენ მომივლი იცოდე. -და რა მოგწამლავს მაჩო კარგ გოგოსთან ნებივრობა? -შენ სად ინებივრე წუხელ,დაგაცხრო ბექუნამ?მაგრამ რაღაც არ გეტყობა,არ ხარ დამტკბარი ისევ შხამს ანთხევ.უთხრა სიცილით გიორგიმ და ხელები მაღლა ასწია ანასგან თავი რომ დაეცვა.მაგრამ ანა ადგილიდან არც განძრეულა და უთხრა წყნარად,თან კულტურულად მიალანძღა. -სოფელში გამიგონია მოხუცებისგან ცუდს რომ იტყვიან ბავშვები, ,,იიი,შე მყრალპირიანოო''აი ეს სწორედ შენ ხარ. -შენ ხარ უზრდელი და მასეთი მყრალი პირის პატრონს როგორ გკოცნის ბექუნია მეშინია მეგობარი არ მომეშხამოს. -შენ აეთრიე და გაეთრიე ამ ოთახიდან უნდა გამოვიცვალო,მიხვდი რაღაცას და შენი საქმე არაა,ჩემს ბექუნიას როგორ მოვეფერები და სად მოვეფერები ამას შენი მოკლე ჩართვის ტვინი მაინც ვერ მიწვდება ასატანად,გასაგებია? -ჰოდა შენ გაეთრიე რომ ავდგე.უთხრა გიორგიმ ანას.მარიამი უსმენდა მათ და ჩუმად იცინოდა. -გავდივარ და გიტოვებთ პოეზიის 5 წუთს,ზუსტად 5 წუთში შემოვალ და ისეთი სცენა არ დამხვდეს,რომ პირდაპირ ფანჯრისკენ წავიდე.მარიამი გააბრაზდა ანას სიტყვებმა და უთხრა. -ანა მოტვინე ხოლმე რას ამბობ,უაზრო რომ ხარ. -შენ დოზები დაგაკლო ბექუნამ რადგან არ ხარ კარგი დამუშავებული. -მსგავსი არაფერი არ განმიცდია მაჩო,ჩემი ბიჭი ზედმეტად პატიოსანია. -ვააა,მართლა?არც ჩახუტებიხარ?გიორგი უკვე ანას ნერვებზე თამაშობდა,რომელიც ანას ნელა ნელა იწვევდა. -ჩავხუტებივარ და ძლიერი სითბოც მიგრძვნია მისგან,ისე რომ თითქოს მისი გულისცემა ჩემში გადმოვიდა.ამ დროს მხოლოდ მასთან ყოფნა მინდა.ბექამ უკნიდან შემოხვია ანას ხელები და ღიმილით მიაჩერდა გიორგის. -რადგან არ გადიხართ,მე ავდგები.თქვა გიორგიმ და იქვე დადებულ მის შარვალს წაავლო ხელი და საჩქაროდ ამოიმცვა,ისე რომ აღარ უთხოვია მათთვის გასულიყვნენ ოთახიდან,შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა. -ნუ უსმენ ორ იდიოტს,შენთან გატარებული ყოველი წამი განსხვავებულია ჩემთვის.შენთან ყოფნისას ყველა პრობლემა მავიწყდება.გემრიელად აკოცა და წელში გასწორდა,საძინებლიდან გავიდა ანამ რომ უთხრა. -მაჩო თუ ასე ძლიერ გიყვარს აიყვანე და შენს საძინებელში დაისვი. -რამე ცუდი არ წამოგცდეს თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ,ხომ იცი გუშინდელი ჯერ კიდევ არ დამვიწყებია,ჯერ კიდევ მტკივა თავი. -ეს თავი ცარიელია და იმიტომ გტკივა ასე მწარედ. -ანააააა,ნუ ცდილობ წყობილებიდან გამომიყვანო. -აი დარდი თუ გაბრაზდები.ჩაილაპარაკა ანამ მაგრამ გიორგიმ მაინც გაიგონა,წაავლო ხელი ანას და სულ კივილ-კივილით გაიყვანა სააბაზანოში. -რას შვრები სადისტო,ბექა მიშველე ჩემი ბექუნია ტყუილად ხარ?ამ გორილასი გეშინია?გიორგიმ მხარზე გადაიკიდა ანა და თითის ქნევით მიუბრუნდა ბექას. -არ გაბედო,არც იფიქრო რომ გამომყვე.გუშინდელის შემდეგ მუნჯივით უნდა იჯდეს და ხმას არ იღებდეს,მაგრამ ეს ვერ ჩერდება და ენას ისევ ატარტალებს,სწორედ ამიტომ მიიღებს სასჯელს. -სად მიგყავარ სადისტო,იდიოტო მაჩო.ყური არ ათხოვა მის ყვირილს და ტანსაცმელებიანად დააყენა საშხაპეში,თავადაც დასველდა მაგრამ ანასაც ცივი ვანები მიაღებინა. -სადისტოოო,სადისტოოო,გამიშვი არანორმალურო. -დავსველდი როგორ სხარტალებ,მართლა გველთევზა ხარ. -გიურზა,ანაკონდა ყველა მოსრიალე არსება რაც მიწაზე სრიალობს ყველა შენ ხარ. -რა ხდება,რა ამბავია.სახლში ალექსანდრე შემოვიდა. -ამდენი ნორმალური ადამიანი ერთ არანორმალურს ვერ მიხედავთ?შეუყვირა ანამ ალექსანდრეს,ალექსანდრეს გაეცინა და იქვე დაჯდა.მოგვიანებით შეუერთდა გიორგი მეგობრებს მოწესრიგებული და გაეცინა ანას რომ შეხედა. -გიორგი ყოველთვის გაწონასწორებული და ყველას მაგალითი რომ ხარ,დღეს ვის უნდა შეხვედროდი? -სულ დამავიწყდა,მაგრამ მარტო მე უნდა შევხვდროდი მათ? -ასეა როცა ტკბილად გძინავს,გავიწყდება დაკისრებული მოვალეობები.უთხრა ბექამ.გიორგიმ ბალიში ესროლა და თან თვალები დაუბრიალა. -რას იბღვირები ფერმიდან გამოყვანილი ბუღასავით.მე მინდა შეგახსენო,შენ როგორც ჩვენი ყველას ნაჩალნიკი,ახლა აქ არ უნდა იყო.ზანდამ დარეკა და სად ხართო იკითხა.გიორგი წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. -ფუ როგორ მეზარება ახლა უცხოელებთან შეხვედრა. -ქალები თუ არიან,კარგი მაჩო ხარ და გაგიადვილდება მათთან საერთო ენის გამონახვა.დაგესლა ანამ. -შენ გაშრი?აბაზანა არაა დალუქული და ვფიქრობ კიდევ მოგიწევს ცივი ვანების მიღება.არც მიუხედია ანასთვის ისე უთხრა,წამოდგა და კარებისკენ წავიდა. -სად მიდიხარ უფროსო.მიაძახა ბექამ. -როგორ თუ სად,ადექით და წამოდით.გაკვირვებულმა გადახედა გიორგიმ ბიჭებს. -ერთი ინვესტორი ვერ მოდიოდა და სამი დღით გადაიდო შეხვედრა.ღიმილით უთხრა ბექამ. -აუ,როგორ გამახარე მოდი უნდა გაკოცო ჩემო ფისოოო.სიცილით წავიდა გიორგი ბექასკენ. -არ აკოცნინო ბექა.უთხრა მკაცრად ანამ.ბექამ გიორგის შეხედა და უთხრა. -ფისო გყავს და იმას აკოცე. -რაააა?რა თქვი?ვინ გყავს?ჩქარა დაფქვი.გიორგის წინ დაუდგა ორი თავით დაბალი ლაშა.გიორგიმ აათვალიერა ლაშა და ღიმილით უთხრა. -რატომ არ იმატებ წონაში ლაშიკო?რატომ ხარ ასეთი სუსტი? -გიორგი,მუდო თუ მაჩო?ნუ უვლი გვერდს დასმულ შეკითხვას და მიპასუხე.გიორგიმ ღრმად ამოისუნთქა,ყველას მოავლო თვალი და თქვა. -ესე იგი სამი დღე ვისვენებთ ხომ?ადექით ახლა და ჩემთან წადით,მეც მოვალ და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა გითხრათ. -რა უნდა გვითხრა. -რაც გითხარით ეს იკმარეთ,სამამ მე მოვალ სახლში.მარიამთან გავიდა სამზარეულოში და ყურში რაღაც უჩურჩულა,შემდეგ ბექას ტელეფონზე მესიჯით მიწერა რაღაც.ბექამ წაიკითხა,გაეცინა და ანას მიუბრუნდა. -ანა გიორგი სიურპრიზის გვიწყობს,მიდი ჩაიცვი და დღეს მგონი კიდე ვქეიფობთ.უთხრა და თვალები აუთამაშა ანას. -მარიამს ვეტყვი და მოვემზადებით. -მარიამს შეეშვი,მას გიორგი თავად მიხედავს.ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა.-ადექით და წყნარად გავიდეთ.ყველამ გავიდა სახლიდან და სახლიც დაცარიელდა,ბექამ გზიდან ალიკას და კარინას დაურეკა და ისინიც მალე შეუერთდა მეგობრებს.თითქოს სახლის დაცარიელებას ელოდაო კარზე ზარი იყო, მარიამმა კარი გააღო და გიორგის რაღაც ყუთი ეჭირა ხელში -ეს რა არის გიორგი?გაოცებულმა შეხედა მარიამმა. -დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მინდა ჩემი გემოვნებით ჩაიცვა,ზუსტად ერთ საათში მოვალ.მარიამს სიტყვის თქმაც არ დააცადა,კარი გააღო და გავიდა.მარიამმაც დრო ცოტა მაქვსო და მომზადება დაიწყო,ჯერ წყალი გადაივლო,შემდეგ თმებს მიხედა,მსუბუქი მაკიაჟიც გაიკეთა და აი ჩაცმის დროც დადგა,მსაგრამ რა ჩაიცვას?გაახსენდა ყუთი გახსნა და კლასიკური შავი შარვალი ამოიღო,თეთრი გამჭირვალე ზედა და შავი თხელი მოსასხამი.ამ ყველაფერს ქუსლიანი შავი ფეხსაცმელი და შავი ჩანთა შეუხამა,თმები გაიშალა და ბოლოები დაიხვია,ერთი სიტყვით მზადაა და გიორგის ელოდა.არცერთი წუთით გადაცილება და არც ერთი წუთით ადრე მოსვლა, ზუსტად ერთ საათში მოვიდა გიორგი და მარიამის შეხედვისას გულმა ძგერა შეწყვიტა და გაოცებული უცქერდა მის წინ მდგარ მშვენიერ ქმნილებას.ასეთ მარიამს კი აღარ ჰქვიოდა უკვე ბავშვი,მის წინ ზრდასრული და ჩამოყალიბებული ქალი იდგა,ქალი რომელიც მისი ცხოვრების აზრი არის. დილით წვიმდა,მთელი ღამეს ინავარდა წვიმამ როგორც უნდოდა მაგრამ შუადღისით გადაიღო.აი მზემ ღრუბლის უკნიდან გამოიჭყიტა ცალი თვალით მიმოიხედა და წვიმაც შეწყდა,ცაზე კი რკალისებურად გადაიჭიმა შვიდი ფერი. ცას ნათელი ფერი დაედო, და მძაფრად იგრძნობა გაზაფხულის სუნი ირგვლივ.ღელავს ორი გული და ფეთქავს ძალიან ხმაურიანად,განცდებშია და მოლოდინი აქვს ბედნიერების განცდის, მოლოდინი აქვს კარგის მოხდენის მაგრამ მაინც ნერვიულობს და ჰგონია ქვეყნის დასასრულს ისმის მისი გულის აჩქარებული ფეთქვა.ხელი მიიდო გულზე და თავისთვის ჩურჩულით თქვა. -დაწყნარდი გულო რა გემართება,აი სულ ცოტაც და დღევანდელი დღეც წარსულს ჩაბარდება.რამდენი რამ მოხდა თითქმის ამ ერთ წელიწადში,უფრო გავიზარდე,უფრო ბევრი რამ ვისწავლე,ვისწავლე ცხოვრება და ბევრი,ძალიან ბევრი რამ გავიგე და მივხვდი ერთი რამ,ერთი და ისიც ძლიერი რომ ჩემი გული სამუდამოდ დატყვევებულია სიყვარულის მონობაში,გონება კი შიგნიდან მიკივის. -მარიამ რა გაქვს ამდენი სანერვიულო. -კარგი,კარგი შევეცდები არ ვინერვიულო.წვიმის შემდეგ ცა უსასრულოა,სიყვარულიც უსასრულოა ეს ცა კი ოცნებების ცაა,ცა რომელიც სისადავის და სიწმინდის შედევრია.ახლა ჩემს ტირიფებში მინდა ყოფნა,ღმერთო დღეს გამაძლიერე,უსმინე ამ პატარა გულის ფეთქვას და დაინდე.გიორგი უცქერდა მარიამს და მისი მღელვარება მასაც გადაედო.ბოლოს ვეღარ მოითმინა და მკაცრად უთხრა. -მარიამ დამშვიდდი,გპირდები არაფერი არ მოხდება ისეთი რაც შენ დაგაზარალებს და სანამ მე ცოცხალი ვიქნები ეს არასოდეს არ მოხდება. -ასე მგონია მილიონი ჭიანჭველა დამდის ჩემს ხერხემალზე. -დამშვიდდი გესმის?არსად არ წავალთ სანამ არ დამშვიდდები.ხელი მოხვია გულში ჩაიკრა აცახცახებული მარიამის სხეული და დააცადა დამშვიდებულიყო.ცოტა ხანში თავი ააწევინა და შეეკითხა. -კარგად ხარ,დაწყნარდი? -კარგად ვარ,უკვე მშვიდად ვარ.გიორგიმ მარიამის ათრთოლებულ ბაგეებს შეხედა და უთხრა. -არა,არ ხარ კარგად.არ გამოგდის ტყუილი,მე ვერ მომატყუილებ.დაიხარა და ნაზად,თბილად და ტკბილად დააგემოვნა ნერვიულობისაგან გაყინული,გალურჯებული და აცახცახებული ბაგეები,რომლებსაც კოცნის შემდეგ ფერი მოუვიდათ და უფრო ცოცხლად უცქერდნენ მათ გამომფხიზლებელს. -აი,ახლა კი კარგად ხარ. -კეთილო ხალხოოო,ცოტა ხნით უნდა შემომასახლოთ და დღეს სრული სიმშვიდე მომანიჭოთ.სახლში ხმაურით შეაბიჯა წინა ღამის ნაბახუსევმა ხუთმა ერთი სიმაღლის მამაკაცმა და ერთმა სიფრიფანა გოგონამ.რუსო გაკვირვებული უცქერდა მისთვის საყვარელ ადამიანებს,რომლებიც მის თვალწინ დაიზარდნენ და დავაჟკაცდნენ,მაგრამ გაუკვირდა მათ შორის გიორგის რომ ვერ შეხედა. -ხალხო ჩემი შვილი სად მიატოვეთ,სად არის.რუსოს დაასწრო კითხვა გოგიმ. -არ ინერვიულოთ,მალე მოვა და ყველაფერი დალაგდება. -სად არის,რატომ არ არის თქვენთან ერთად. -ჩვენ გვითხრა წადით და ჩვენც მალე მოვალთო. -ვინ ჩვენო.გაუკვირდა რუსოს და გოგის. -რუსო თავი მისკდება,კარგი რა მთავარია მალე მოვა.ანა სამზარეულოში გაიყვანა რუსომ და მაგიდის გაწყობა დაავალა. -ხო გიორგიმ დამაბარა,დედას უთხარი სუფრა ზალაში გაშალოსო.რუსოს ვერაფერი გაეგო,მაგრამ მაინც გაშალა ზალაში სუფრა და გიორგიც მოვიდა,სახლში ულამაზესი თაიგულით შემოვიდა და დედას გადასცა. -რა დღესასწაულია გიორგი დღეს, რას ვზეიმობთ? -დღეს ჩემთვის განსაკუთრებული დღე არის, ჩემი დღესასწაულია დღეს დედა. -ღმერთო დავიღალეთ,თქვი ბოლოს და ბოლოს რას აღნიშნავთ რომ აგვყარე ყველა და აქ შეგვკრიბე.უსაყვედურა ალიკამ. -დარწმუნებული ვარ ყველა გულით გაიზიარებთ ჩემს სიხარულს,ნუ ჯერ არაფერია მაგრამ მაინც წინ გადადგმული ერთი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია. -გიორგი.... რუსომ გულზე მიიდო ხელი და გოგისთან ერთად იქვე ჩამოჯდა. -დაბრძანდით და ახლავეს გეახლებით.გიორგი გავიდა და ყველამ თვალი გააყოლა,სულ მალე კი მარიამთან ერთად ხელიხელჩაკიდებული შემოვიდა სახლში,ყველა გაოცებული უცქერდა ორივეს და სიჩუმე ისევ გიორგიმ დაარღვია. -ვინ წარმოიდგენდა თუ ჩემი ოცნების ქალი მარიამი იქნებოდა,რომელმაც შეძლო და ის გრძნობა მაჩუქა რასაც სიყვარული ჰქვია. -გოგი მეჩვენება თუ ეს სინამდვილეა.უთხრა რუსომ გოგის. -სინამდვილეა საყვარელო,სინამდვილე.ჩვენს შვილს თავი აუმუშავდა და ძალიან კარგად ამუშავდა. -დავიჯერო არცერთს არ გაგიხარდათ,ხმას რომ არ იღებთ? -ვინ თქვა რომ არ გაგვიხარდა შვილო,აკი პატარაა უნდა დავაცადოო და არ ველოდი ასე მალე და მოულოდნელად ამისრულდებოდა ჩემი ოცნება,მიჭირს სიხარულის გამოხატვაც კი,მოდი მოგილოცოთ ჩემო სიხარულებო. -ნახევრად აგისრულდა ოცნება დედა,რადგან ჯერ არ ვაპირებთ დაქორწინებას,ჯერ სწავლობს მარიამი. -მთავარია რომ პირველი ნაბიჯი გადადგით და სახელი დაარქვი შენი უაზრო თვალების ბრიალს.სიცილით უთხრა გოგიმ რაზედაც ყველას გაეცინა. -ეს ამბავი დიდი ხანია გრძელდება ასე დამალულად?იკითხა ალექსანდრემ. -ხომ იცი არ მიყვარს ზედმეტად ყურადღების ქვეშ მოქცევა,ამიტომ ნელა-ნელა მივიწევდით წინ და დღეს კი გადავწყვიტე ჩემი სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა.ერთი სიტყვით ულამაზესი საღამო გამოვიდა და ყველამ გულთბილად დალოცა მარიამი და გიორგი. -მე ფეხზე უნდა დავდგე და ამ ბაკალში ანაკონდას შახამი რომ ჩამისხათ,თუნდათ გველთევზასი მაინც უნდა შევსვა. -ცოტა მოშორებით დადექი, არ დაგვშხამო.დასცინა გიორგიმ. -გაჩუმდი გიურზა და მომისმინე.თვალები დაუბრიალა გიორგის და ღრმად ამოიოხრა. -რამოდენიმე წლის წინ,მე შემთხვევით გავიცანი ერთი ქართველი მამაკაცი ისეთ სიტუაციაში,რომ მასთან ახლოს მისვლა დიდი ხნის განმავლობაში მრცხვენოდა და შორიდან ვუთვალთვალებდი.მერიდებოდა,ვფიქრობდი რომ მას თვალებში ვერ შევხედავდი და თან არც ვიცოდი ქართველი თუ იყო.იმ ღამით მე იმ ადამიანმა,ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.არასოდეს არ ვყოფილვარ უმადური შვილი,მაგრამ როგორც დედისერთა ვიყავი თავნება და ვიყავი ეგოისტი.ჩემს ირგვლივ მეგონა ჩემთვის ყველა კარგი მეგობარი იყო,მარამ არა,არცერთი არ ყოფილა ერთგული და გულითადი მეგობარი და თვალი სწორედ იმ ღამით ამეხილა.რომ არა ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში,დღეს მე ისევ ის დედისერთა თავნება და ეგოისტი შვილი ვიქნებოდი.დღეს რომ აქ ვარ და ამ სახლში ყოფნის სრული უფლება მაქვს ეს იმ ადამიანის დამსახურებაა.თქვენი სახით,რომ მე მყავს ერთგული და კარგი მეგობრები ესეც იმ ადამიანის დამსახურებაა.მე რომ სწორ გზაზე ვდგევარ,ესეც იმ ადამიანის დამსახურებაა.ეს ადამიანი კი შენ ხარ გიორგი.მე ღმერთი არავარ სიცოცხლის წლები გაჩუქოთ,მაგრამ მინდა გისურვოთ ის ღმერთისგან ბოძებული წლები ბედნიერების გზებით გევლოთ.მინდა გისურვო მარადიული სიყვარული და უსასრულოდ ცის კაბადონზე გაშლილი ლამაზი ცისარტყელას ფერებით გეცხოვროს ცხოვრებაში.ვაღიარებ,ჩემი ნერვების კიბოდ ხარ გაჩენილი და არც მე დაგრჩები ვალში არასდროს და დაიმახსოვრე, დღევანდელი დღის სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდი.ჩემო მარიამ გისურვებ მაგ თვალების სიკაშკაშით ეს ველური რომ დაატყვევე,ბედნიერების სხივი არასოდეს არ გაგიქრეს.ბედნიერებამ და საყვარელმა ადამიანმა ორივემ ერთად გატაროს ხელის გულზე.ეს ბედნიერება შენს გვერდით გიზის ახლა,შენი მუდო მაჩო.გიორგი უცქერდა ანას და თბილად იღიმოდა.მართლა რამდენი რამ აქვთ მოსაგონებლად ასაკში რომ შევლიან და შვილებს მოუყვებიან თავიანთი მეგობრობის შესახებ.გიორგი ფეხზე წამოდგა და ანასთან მივიდა. -რა გინდა,რისთვის დამიდექი ასე ახლოს რა ჩაიფიქრე? -არაფერი,დალიე და რაღაც უნდა გითხრა.უთხრა ანას. -შეხედეთ,რაღაც აქვს ჩაფიქრებული.შენ რომ იცინი და ისე მომჩერებიხარ დამიცავი თორემ პეპელა გაფრინდება.ყველა იცინოდა და ანამ კი ბოკალი ბოლომდე დაცალა მათ სიცილში.სული მოითქვა და გიორგის შეხედა. -რა უნდა მითხრა მუდო. -დამაცადე რაღაც უნდა ვთქვა,სერიოზულად. -კარგი,გისმენ. -ყოველთვის ვოცნებობდი უმცროსი და მყოლოდა და მე ის წლების წინ ვიპოვე.ანა შენ ხარ ჩემი უმცროსი და,და რომელიც არასოდეს არ მყოლია.გიჟი ხარ,მაგრამ რა ვუყოთ ამდენ სერიოზულ ხალხს ერთი გიჟი ჭირდებათ. -ეგაა სერიზულად უნდა ვთქვაო,გიჟად შემრაცხე? -მართლა ძალიან მიყვარხარ და მართლა გულით მიხარია რომ შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში.შენით გავიცანი მე ჩემი ოცნების ქალი,ჩემი მარიამი სხვა რომ არაფერი დაგიფასო ამას ყოველთვის დაგიფასებ და მადლობა ამ ბედნიერებისათვის რომელიც შენით შემოვიდა ჯერ ჩემში და მერე ჩემს ოჯახში.მადლობა ანა. -მადლობა შენ გიორგი რომ ხელი არ მკარი და ცხოვრებაზე ხელის ჩაქნევის საშუალება არ მომეცი.მე ვამაყობ,მართლა ვამაყობ რომ შენისთანა ძმა მყავს,თქვენისთანა მეგობრები მყავს.მიხარია,რომ ჩემი მარიამი სანდო ადამიანის ხელშია.ორივეს წმინდანის სახელი გქვიათ და დაე ისევ წმინდანებმა დაგიფარონ ყოველი ავისგან.გაკვირვებული და გაოცებული უცქერდა გიორგი ანას და არ სჯეროდა რომ ანა მას მადლობას უხდიდა. -ხანდახან კაკტუსებიც ყვავა ხალხო.თქვა ლაშამ და ყველას გაეცინა,ანამ კი მიუბრუნდა და უთხრა. -ვიმახსოვრებ. -შენ უკვე გეგმაში ხარ და დაისჯები მაგ სიტყვისთვი.უთხრა ლაშას გიორგიმ. -ნუ უსმენ ამათ საყვარელო,შენ ჩემი ჭკვიანი ხარ.მოეფერა ბექამ.ანამ გიორგის შეხედა და ბოლოს მაინც ჩაეხუტნენ ერთმანეთს. -ანა ცხოვრებაში რა სისულელე ჩაგიდენია.შეეკითხა ალექსანდრე.ანა დაფიქრდა და თან თქვა. -რომელი ერთი მოვიგონო,მაგრამ ერთს მოგიყვებით.ძალიან ჩქარი სიარული ვიცი და თან ქუსლიანებზე.ერთხელ მამაჩემმა მანქანის გასაღები ჩამომართვა და უნივერსიტეტში მომიწია მარშუტით წასვლა.ადგილი არ იყო და ფეხზე ვიდექი,ვიგრძენი რომ ვიღაც ცდილობდა ჩემი ჩანთის გახსნას და ვითომ ვერ გავიგე.ცოტა ხანში უნდა ჩასულიყო და ჩემი 18 სანტიმეტრიანი ქუსლი ჩავარჭე ფეხსაცმელში და დაიყვირა,რას აკეთებო.ჩემი საფულე უნდა დავიბრუნომეთქი და სანამ არ მომცა მანამ ფეხი არ ავუშვი და რომ გავუშვი ფეხსაცმელი გახვრეტილი ჰქონდა ზემოდან ქუსლის ჩაჭერით.მეორე იყო,ერთხელ ბავშვებს ბურთი ვეთამაშე კლასიკურ ფორმაში ჩაცმულმა. -ეს როგორ. -ნერვებ მოშლილი ვიყავი და ფეხით მოვუყვებოდი ქუჩას,შევხედე ბავშვები ბურთს თამაშობდნენ.მეც გავიძვრე ჩემი ქუსლიანი ფეხსაცმელები და ვითამაშე ბურთი.ისე ვიხალისე ბავშვებთან,სულ არ მადარდებდა ხალხი რომ გაოცებული მიცქერდა,შემდეგ ყველას ნაყინები ვუყიდე და ტაქსი გავაჩერე,ფეხსაცმელები ხელში მეჭირა და ისე მივედი სახლში ფეხშიშველი, მამაჩემმა რომ დამინახა გულზე მიიდო ხელი,რატომ მოდი ასე ამ მდგომარეობაშიო.რომ ვუთხარი ფეხბურთი ვითამეშემეთქი თავში შემოიცხო ხელები,ვაი ჩემი ცოდვა ვისთვის ვწვალობო.ისე საწყლად ამოიხრიალა, მართლა შემეცოდა ბედშავი. -ვაიმე საწყალი მამაშენი.იცნოდა გოგი. -ხო ასეა,ხან ძლიერი ვარ და ხან სუსტი,მაგრამ მაინც ლაღი და მხიარული.ოცნებაც მქონდა,მაგრამ მეშინოდა ხელის შეხების,რომელიც საპნის ბუშტივით გასკდებოდა და დაიმსხვრეოდა.ცისარტყელების ნაზი ფერებით მოვდივარ დღემდე,რომელიც თქვენ შეცვალეთ და უფრო მიმზიდველი გახდა ყოველი ახალი დღე,ახალი უცებ დაგეგმილი სიგიჟეებით,მაგრამ მაინც ბავშვი მგონია ჩემი თავი. -შენ გაზრდილი გგონია შენი თავი?შენ მხოლოდ ასაკით გაიზარდე საყვარელო,ისევ ისეთივე ბავშვი ხარ ჯერ კიდევ.უთხრა რუსომ ანას და მოეფერა. -რამეზე დაგწყვეტია გული?კითხა გელამ. -მე ვიცი რაზე წყდება გული.თქვა მარიამმა და ღიმილით შეხედა ანას.ანამაც გაუღიმა და არ გაუპროტესტებია,მარიამს მიანდო იმ ძველი ამბის მოყოლა რომელიც მარიამმა ვერ დაივიწყა.ყველა მოემზადა მოსასმენად,რადგან მიხვდნენ რაღაც სასწაული უნდა მოესმინათ. -ერთ ზაფხულს 17 წლის იყო ანა და ის ჩემზე სამი წლით დიდი არის.თურმე მე რომ დავიბადე სულ თოთოს მირტყამდა,არ მოსწონდა ჩემი ტირილი და არც ის თუ რატომ მქონდა პირში საწოვარა,ამიტომ სულ მართმევდა და თავად სარგებლობდა,მე კი თურმე საწოვარას დაჩვეული ჩაბჟირებამდე ვტიროდი -შეხედეთ,ამას რა გამოასწორებს სამი წლის ასაკშიც კი სადისტი ყოფილა.თქვა გიორგიმ სიცილით. -დავიზარდეთ და ანა ყოველ ზაფხულს ჩვენთან იყო,მაგრამ მამიდა რომ ჩამოდიოდა ხან ხელ მოტეხილი ხვდებოდა,ხან ფეხმოტეხილი,ხან თავგატეხილი და ასე შეფუთული უწევდა მისი წაყვანა უკან,ანას გამოსწორებას საშველი არ დაადგა.17 წლის ანას და მე 15 წლისას ერთ ზაფხულს პაპამ დაგვპირდა,ხვალ ქალაქში წაგოყვანთო.გამეხარდა და ტაში შემოვკარი,პაპასთან მივედი და ვუთხარი.პაპა ჭრელ-ჭრელ პეპლებიან კაბებს ხომ გვიყიდიმეთქი,პაპამ დამპირდა გიყიდითო და იმ ღამით ადრე დავწექით და ჩემს წარმოსახვაში შევქმენი ჩემი კაბა,თეთრი წითელი წინწკლებით და პატარა ლამაზი პეპლებით.თვალებს ვხუჭავდი და იმ სამყაროში შევდიოდი,სადაც ასეთი ბევრი კაბები იყო და მიჭირდა მათი არჩევა რადგან ყველა ძალიან ლამაზი იყო.ვიღაცამ ყურში ჩამჩურჩულა,აირჩიე რომელიც გინდა მე გიყიდი შენთვის არ მენანება. -გიორგი ხომ არ იყო მაგი.იკითხა ბექამ და გაეცინათ. -ერთი კაბა შემომაჩეჩა ხელში და მითხრა,ეს აიღე მოგიხდება.ჩემს ოცნებებში ვიყავი ჩაძირული და მოუთმენლად ველოდი გათენებას.ერთი ფიქრი ისიც კი ვიფიქრე სათის ისრებს გადავწევ და იქნებ მალე გათენდესთქო,მაგრამ ბედს მივენდე და ჩემს ოცნებებთან ერთად დამეძინა.როგორც იქნა გათენდა,დილით ავდექი და პაპამ დამინახა თუ არა მომაძახა. -მარო მოემზადე პაპას გოგოო.ეს ანამ გაიგონა და შევატყვე რომ არ ესიამოვნა,რატომ მას არ მიმართა პაპამ ასე თბილად და ტკბილად.მოიმიზეზა კუჭის ტკივილი და საღამომდე საწოლიდან არ ამდგრა,არც არაფერი უჭამია.გაქრა და გაფრინდა ოცნება ჩემს ჭრელ კაბაზე. -შენ არ წახვედი?შეეკითხა რუსომ. -არა,ანას გარეშე არ წავედი.ანამ მიხვდა რომ ცუდად გამოუვიდა და გადაწყვიტა რამე გაეკეთებინა,მაგრამ ეს განა ვინმეს სასარგებლოდ რამეს გააკეთებს?ფუსფუსებდა სამზარეულოში,რაღაც მოადუღა მაღალ ჭიქებში ჩაასხა შიგ საწრუპავი მილები ჩააწყო და მაცივარში შეალაგა.პაპა რომ დაბრუნდა ქალაქიდან ძალიან სიცხე იყო და ბებომ სიხარულით გამოუტანა ფოდნოსზე დაწყობილი ეს ჭიქები და პაპას უთხრა. -აჰა,პირი გაისველე ანამ გრილი სასმელი გაამზადა შენთვის.პაპამ წარბი ასწია და ისე გახედა ანას და ერთ ჭიქას ხელი წაავლო.წრუპავს მილიდან პაპა მაგრამ მილს არაფერი მოყვება,შემდეგ ჭიქა გადააყირავა და სითხე უძრავად დგას არც ძირს იღვრება. პაპა და ბებო გაოცებული მისჩერებია ჭიქას და ანას მიუბრუნდა. -რაა ეს ბებო.თურმე ჟელე მოუდუღებია და ჭიქებში ჩაუსხია,საწრუპავი მილები კი განგებ ჩაუწყვია.ასე იძია შური ანამ პაპას ჩემს მიმართ მოფერებაზე.გული კი დაწყდა ჭრელი კაბა რომ ვერ იყიდა და მეც დღემდე ეს ოცნება გამომყვა.დღემდე ვეძებ ისეთ კაბას და თუ შევხვდი აუცილებლად ორი უნდა ვიყიდო რომ ბავშვობის ოცნება ავისრულო. -არა,მართლა დღემდე ვნანობ იმ დღეს.გული სინანულით ამევსო პაპას თვალებს რომ შევხედე,თუმცა მაინც გამეცინა ისე ძლიერად ქაჩავდა საწრუპავს სითხე რომ ამოეღო როგორც ყალიონი.თქვა და მის გულიან გადახარხარებაზე ყველას გაეცინა.გოგიც იცინოდა და სიცილით უთხრა. -და ამ ამბების შემდეგ იტყვი რომ გაიზარდე?ისე სიმართლე გითხრა,სხვაგვარს ვერც აგიტანდი. -აი გენაცვალე გოგი ძია მაგარი კაცი ხარ,მაგრამ ეს შვილი რომ არ გგავს ესაა სამწუხარო. -ანა ვიმახსოვრებ. -რაღაც მინდა ვაღიარო. -სენსაცია მოხდა,რაღაცას ამბობს დასაჯერებელს.თქვა გიორგიმ. -როცა ნერვებ მოშლილი ვარ,ვერ ვიტან შენს მშვიდად ყოფნას და ამიტომ ხშირ შემთხვევაში შენი ნერვიული სისტემა ეწირება ჩემს სიმშვიდეს და მეც ამით ვმშვიდდები. -ვაიმეეეე,ვაიმეეეეე მე რომ ვიღიმი შენ მაშინ უნდა ტიროდე,მაგრამ როდის შეისმენ ამას და გაიგებ არ ვიცი. -მომისმინეთ,ერთი იდეა მომივიდა.ფეხზე წამოდგა რუსო.რამდენი ხანია ეს გეგმა რომ დავსახე,მაგრამ ვერ ავასრულე.ახლა მინდა ავასრულო და ჩემი ბებერი ქმარი გავიტაცო მთებში. -უნდა გამიტაცო?შეხედა გაკვირვებულმა გოგიმ რუსოს და შემდეგ გიორგის შეხედა. -დედაშენმა მგონი გაუბერა გიორგი სიხარულისგან.უთხრა გოგომ ღიმილით შვილს. -ორ ქალს გტოვებთ ოჯახში და მიხედეთ აქაურობას,შვილს მრთელს გიტოვებთ და ასე მრთელი დამხვდეს თორემ ვერ გადამირჩებით ვერცერთი. -სად გადაწყვიტე დედიკონა წასვლა,ასე შეგაშინა ოჯახში მარიამის რძლით სტატუსით შემოსვლამ?უთხრა რუსოს სიცილით გიორგიმ. -მივდივარ,არ მეძებოთ.თქვა სიცილით რუსომ. -ეს ქალი აიჭრა მგონი სიხარულისგან.თქვა გოგიმ. -ადექი,მივდივართ. -სად მიდიხარ ქალო ასე მოუმზადებელი. -რა მომზადება შენ გინდა,ჩავდებ ჩანთაში ორ ხელ საცვალს რომ გადაიფსა ზემოდან შემთხვევით და გამოგიცვალო,ეგაა და ეგ.რუსოს სიტყვებს საერთო ხარხარი მოყვა,რასაც გიორგის შეძახილი მოყვა. -ვერ ვჯერებ მამიკონა,რომ შენ ამ მდგომარეობაში ხარ. -არა შვილო,ცდილობს გამაღიზიანოს რომ უფრო ენერგიული ვიყო. -არ დაგჯაბნოს რუსომ გოგიიი.შესძახა ალექსიმ სიცილით. -მაშ ხვალიდან აქ უნდა გადმოვბარგდეთ?იკითხა ანამ სერიოზულად. -რა შორს ცხოვრობ?ირონიულად გაუცინა გიორგიმ.ანამ წარბი ასწია და წაუმღერა გიორგის. -მე ქვეყნის აღმართებს სულ შენით ავდივარ, სულ შენით შევსცქერი დილას და ლაჟვარდებს. ამ ქვეყბნის სირთულეს სულ შენით ვჯობნი და ძვირფასო,შენს გამო ყველაფერს ვამარცხებ. ,,დიკა სალაყაია'' -მიფრთხილდი გიორგუნააა მიფრთხილდიიიი.რუსომ ჩანთა კარებთან დადო და ღიმილით გადახედა მხიარულ ახალგაზრდებს.გოგის მიუბრუნდა და უთხრა. -წამოდი,ესენი მიხედავენ თავიანთ თავს. -წავედით საყვარელო,წავედით.უთხრა გოგიმ და რუსას გაყვა.-დღევანდელმა დღემ,ჩემში ახალგაზრდული გრძნობები გააღვიძა.გენაცვალეთ,რა სასიამოვნო წყვილია რუსო დააკვირდი.უთხრა გოგიმ რუსოს და არ შეეძლო სიხარულის დაფარვა,რასაც განიცდიდა გულით იმ წუთებში. -როგორც იქნა ჩვენმა შვილმა გადაწყვიტა და შესანიშნავი არჩევანი გააკეთა,მართალი ხარ საყვარელო,ყველაზე ლამაზი წყვილი ჩვენი შვილებია.შენ ჩემი გულის სათქმელი თქვი გოგი.ძალიან,ძალიან მიხარია და სიხარულისგან ცრემლიც კი მომერია თვალზე.თქვა რუსომ. -ჩემი ოჯახი ასეთი სითბოთი სავსე რომ არის,ეს შენი დამსახურებაა საყვარელო.მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.ხელი მოხვია გოგიმ საყვარელ ქალს და ახალგაზრდები მარტო დატოვეს.უეცრად რუსო შემობრუნდა და მარიამს უთხრა. -მარიამ დაიმახსოვრე,გიორგი ყოველ დილით მწვანე ვაშლს ჭამს.ხანდახან ავიწყდება და ამ ათ დღეს პირადად შენ გთხოვ გააკონტროლო,შენი მეთვალყურეობის ქვეშ ვტოვებ. -შენთან კი რომ ჩამოვალ მერე საქმე მაქვს.მიუბრუნდა ანას. -რა,რა საქმე რუსო დეიდა გავაფუჭე რამე?შეეკითხა შეშინებულმა. -არა,არა,ჯერ არაფერი სახლი ადგილზე დამახვედრეთ.უთხრა ღიმილით და დაემშვიდობა ბავშვებს და მეუღლესთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებულმა დატოვა სახლი.გოგიმ უკან მოიხედა და რუსოს უთხრა. -სად მივდივართ რუსო სახლი დაგვხვდება ადგილზე?რუსოს გაეღიმა და უთხრა. -დაგვხვდება,დაგვხვდება წამოდი.გაეცინა რუსოს გოგის ნერვიულად ნათქვამ სიტყვებზე.გოგის და რუსოს წასვლისთანავე ანამ გიორგის გადახედა და სადისტურად ჩაეღიმა,რაც გიორგის არ დარჩენია შეუმჩნეველი და მარიამს უთხრა. -მარიამ გველთევზამ რაღაც ჩაიფიარა,ნახე რა კმაყოფილი სახე აქვს.. -მართლა რა ბედნიერი სახე აქვს,რაღაცას უღიმის თავის წარმოსახვაში.გაეცინა მარიამს. -ხვალ დილით შენ გაამზადე საუზმე,ის არაფერს არ მიაკარო დაგვშხამავს ყველას.მარიამს გაეცინა და სიცილით უთხრა გიორგის. -არ ინერვიულო,ჩემს საყვარელ ყველიან ბლინებს დავაცხობ და ყველას გაგასინჯებთ.გიორგი უნდა წავიდე სახლში.თქვა მოწყენილად მარიამმა. -კარგი რა მარიამ ამ ათ დღეს მარტოობისთვის გინდა გამიმეტო?გიორგიმ საწყლად შეხედა მარიამს რაზედაც მარიამს გაეცინა. -არა,მარტოობისთვის არ გიმეტებ,მაგრამ ახლა უნდა წავიდე. -რატომ?გაუკვირდა გიორგის. -როგორ თუ რატომ,გამოსაცვლელი მინდა. -კარგი,მხოლოდ მაგის გამო თუ გინდა წასვლა წამოგყვები და წამოიღე რაც გჭირდება და აქ ჩემთან მეყოლები,ჩემს სახლში დავტკბები შენი ყოფნით. -არც იფიქრო,შენს სასარგებლოდ გამოიყენო ეს დრო.მე მხოლოდ საუზმე და სადილ-ვახშამი მევალება,დალაგება და ტანისამოსი შენი კი ანას დაევალა. -არა,აპაპაპაპააა ანა არ გააკარო ჩემს ტანისამოსს,არც შეუშვა ჩემს საძინებელში.მკაცრად თქვა გიორგიმ.მარიამს ძალიან ახალისებდა გიორგის და ანას კინკლაობა,მაგრამ ზოგჯერ ეშინოდა კიდეც რომ სერიოზულად არ დაეშავებინათ ერთმანეთი.მარიამი წამოდგა და ანასთან მივიდა. -ანა არ წავიდეთ? -რატომ?გაკვირვებულმა შეხედა ანამ მარიამს. -რა რატომ,უნდა გამოვიცვალო ასე ხომ არ ვიქნები მთელი საღამო პატარძალივით გამოწყობილი. -რა არ ხარ თუ?გაეცინა ანას. -მოდიხარ? -მე აქ მაქვს რამოდენიმე ხელი ტანისამოსი და რამდენიმე დღე მეყოფა,შენ კი ნამდვილად გჭირდება გამოცვლა.დილით წადი და მოიტანე ტანისამოსი,მე კი საუზმეს გავამზადებ. -შენ?შენ მოამზადებ საუზმეს?გაუკვირდა მარიამს და თან იცინოდა.-ანა რა ჩაიფიქრე?შეეკითხა ეშმაკურად და თვალები აუციმციმა ანას ის ხომ მას კარგად იცნობდა. -მაქვს ერთი გეგმა და ხვალ უნდა გავაკეთო,თორემ მოვკვდები მარ და შენი ანაბელი აღარ გეყოლება.უთხრა ანამ და ისე ამოიღვნეშა გულიც თან ამოაყოლა.მარიამმა გიორგის გახედა ჩუმად და რაღაც უნდა მოეფიქრებინა,რომ დილით თავად გაემზადებინა საუზმე.მიხვდა იმასაც რომ ომი არა,მაგრამ სერიოზული ბრძოლა გაიმართებოდა გიორგისა და ანას შორის,ამიტომ თხოვნით მიმართა ანას. -ანა ხვალ მე მოვამზადებ საუზმეს,გთხოვ არ შემედავო გიორგის დავპირდი ჩემს ყველიან ბლინებს დაგიცხობთქო. -კარგი,გააკეთე.ადვილად დაითანხმა ანა რამაც ძალიან გააოცა,შემდეგ კი გიორგისთან მივიდა. -გამყვები სახლში,რომ გამოვიცვალო?ვერ ვიქნები ასე მთელი დღე,თან საღამურებიც უნდა წამოვიღო.გიორგიმ შეხედა მარიამს და უთხრა. -მე თუ მკითხავ საერთოდ არაა საჭირო საღამურები, მაგრამ მაგის დროც მოვა.წამოდგა,ბიჭებს შეხედა და ხმამაღლა თქვა.-მალე მოვალთ მე და მარიამი გავდივართ,არ დახოცოთ ერთმანეთი დრო არ მაქვს სასამართლოებში ვირბინო. -წადი,წადი გზებიც დაგვილოცნიაააა.ჩაუმღერა ლაშამ.გიორგიმ კი ხელი მოხვია მარიამს და ღიმილით გავიდნენ სახლიდან. -წავედით ჩემო დედოფალო,მუდამ თქვენს სამსახურში მიგულეთ სიცოცხლის ბოლომდე. -იცი რომ დღეს ძალიან ლამაზი და თბილი დღე მაჩუქე? -ხვალ,ზეგ,მასზეგ და ასე სულ,ყოველი დღე უფრო და უფრო ლამაზი იქნება პატარავ.გვერდით მყავხარ,მაგრამ სიგიჟემდე მენატრები მარიამ.შენ ხომ ჩემი სიგიჟე ხარ,უსაზღვრო სიგიჟე. -როგორ ვცხოვრობდი აქამდე უშენოდ,ღმერთო მეც როგორ სიგიჟემდე მენატრები გიორგი.აქამდე ჩემი ცხოვრება მხოლოდ ბავშობის ფერებით იყო განათებული,ახლა კი ორმაგად უფრო ფერადი გახდა შენთან ერთად,ჩვენს გარშემნო მხოლოდ ნათელ და ლამაზ ფერებს ვხედავ. -უბედნიერესი ვარ პატარავ,მაგრამ მაინც მაკლია რაღაც და ამ დანაკლისს მანამდე ვერ ამოვავსებ სანამ არ გადმოხვალ ჩემს სახლში და ერთად არ ვიცხოვებთ,სანამ ამ სახლში პატარების ხმაურით არ გამაღვიძებს დილა. -ჩვენ მხოლოდ სიკვდილი თუ დაგვაშორებს ერთმანეთს საყვარელო,მაგრამ გპირდები არც მაშინ არ დაგტოვებ მარტო მე სულ შენთან ვიქნები.გიორგიმ ორივე ხელები ჩაავლო მარიამს სუსტ მკლავებში და მისკენ შეაბრუნა,თვალებში ჩახედა და მკაცრად უთხრა. -ეს არც კი გაიმეორო მარიამ გესმის?ეს მეორედ არ გაიმეორო,სიკვდილი ჩემთან ერთად ყოფნის დროს არ ახსენო.გესმის?შედი ახლა და აიღე რაც გინდა,მე აქ დაგელოდები.ჩქარა თორემ ანა დაგვშხამავს ყველას.მკაცრი იყო გიორგი მაგრამ მარიამის შეშინებულ თვალებს რომ შეხედა,ბოლოს ხუმრობაც კი სცადა. -მე შენ ძალიან მიყვარხარ გიორგი. -მეც,მეც ძალიან მიყვარხარ მარიამ. -გულით,ამ გულით გგრძნობ. -გულს მე სულსაც მივუმატებ და გეტყვი,რომ გულიც შენია ჩემი და სულიც.მთელი არსებით ჩემი ხარ,მხოლოდ ჩემი. -შენ კიდე ჩემი.გაუღიმა მარიამმა -ჯერ არა,მაგრამ გპირდები მალე იქნები.უთხრა გიორგიმ და თვალი ჩაუკრა.მარიამს შერცხვა და ლოყებ აწითლებული,უკან-უკან ხევით შევიდა მის საძინებელში.იქედან მალე გამოვიდა შავი ჯინსის შარვალში,თხელი დეკოლტე მაისური ჩაიცვა და ზემოდან შავ-თეთრი დაკლეტკილი მოსამცმელი,ფეხზე კი შავი კეტები ამოიმცვა.გიორგიმ ახედა და უთხრა. -მზად ხარ,წავიდეთ? -აჰამ,წავიდეთ.გიორგიმ ჩანთა გამოართვა მარიამს და ისევ ხელი-ხელ გადახვეულები მივიდნენ სახლში.სახლში შევიდა თუ არა იქვე დადებულ ვაშლს წაატანა ხელი და გემრუელად ჩაკბიჩა,ბიჭებს მოავლო თვალი და უკვე ყველა კარგად იყო მათ შორის ანაც.გაეღიმა,მარიამს მიუბრუნდა და უთხრა. -მარიამ,ამათ ავიყვან და მივაბალიშებ თავიანთ საწოლებში. -კარგი,მე ანას გავაღვიძებ და მივალაგებთ.უთხრა მარიამმა და იქვე მიძინებულ ანასთან მივიდა გასაღვიძებლად,რომელსაც ღიმილით დასჩერებოდა ზემოდან. -არ გააღვიძო რა სიწყნარეა სახლში და მაგის ხმამ შესაძლებელია ყველა გააღვიძოს,დააცადე იყოს მანს.მარიამმა დაუჯერა გიორგის და არ გააღვიძა ანა თავად მიალაგა ყველაფერი,გიორგიმ კი სათითაოდ გაიყვანა ყველა და თავ-თავისი ადგილი მიუჩინა,დრო და დრო კი მარიამს ფოტოებს უღებდა ჩუმად.მიალაგა ყველაფერი და გიორგიმ მის საძინებელში შეიყვანა და უთხრა. -ყველა ოთახი დაკავებულია აქ დაისვენე,იმ კუდიანს ამოვიყვან და მასაც აქ დავაწვენ.ასე რომ ჩემი არსებობის არ შეგეშინდეს,შენ ჩემს მოსვლამდე მოემზადე და დაწექი.უთხრა და ოთახიდან გავიდა ანასთან მივიდა ფრთხილად აიყვანა ხელში,ერთი ჩაიხითხითა და წავიდა,მაგრამ მის საძინებელს გვერდი აუარა და სადაც ბექა იწვა იქ შეიყვანა,ფრთხილად დააწვინა საწოზე და შემდეგ ბექაც შეაღვიძა. -მიხედე შენს წიწაკას საძინებელში არ შემომიხტეს,თორემ ორივეს გადაგსტკოჩავთ ერთმანეთზე,შემდეგ ფოტოებს გადაგიღებთ და მთელ ინტერნეტ სივრცეს ავაფეთქებ იმ ფოტოებით. -რა გინდა,რატომ აღიზიანებ.შეუბღვირა ბექამ. -მიხედე,დროა ეს მოურჯულებელი ალქაჯი რომ მოარჯულო. -მე კი ვიცი როდის უნდა მოვარჯულო,მაგრამ აი შენ კი ცეცხლს ეთამაშები.ნუ ახელებ ძაღლივით,თორემ ერთ დღეც იქნება მე ვერ გიშველი გიორგუნა.უთხრა ბექამ და თვალი ჩაუკრა გიორგის. -უკვე გადაგიბირა მის ავადმყოფურ ჭკუაზე?გაეცინა გიორგის და მარიამთან დაბრუნდა.მარიამი უკვე დაწოლილი იყო და ანას ელოდებოდა,მაგრამ გიორგი რომ მარტო შევიდა გაკვირვებულმა შეეკითხა. -ანა სად არის? -წამართვა მისმა გულის ვარდმა და თავის საძინებელში შეიყვანა.მე კი სხვაგან სად დავწვე,აქაა ჩემი საძინებელი. -კი მაგრამ........................... -მარიამ არავითარი მაგრამ და ხმა არ გამაგონო შენი, ძალიან მეძინება.უცებ მოწესრიგდა და მარიამს შეუწვა და ხმის ამოღებაც არ დააცადა,უცებ მოიქცია მის მკლავებში. -დავიძინოთ,უკვე გვიანი არის და სადაცაა გათენდება.აზრი არ ჰქონდა უშედეგო ფართხალს და გიორგის მკერდზე მოკალათებულმა სულ ცოტა ხანში მშვიდად სუნთქავდა,სახეზე კი ბედნიერი ღიმილი შერჩენოდა.ორ-მხრივ სიყვარულზე ბედნიერება არ არსებობს,დილით მარიამმა თვალი გაახილა და ღიმილით ახედა გიორგის რომელსაც ჯერ კიდევ მშვიდად ეძინა.მშვიდად აკოცა ლოყაზე და ჩუმად,ჩურჩულით უთხრა. -შენ ერთადერთი სიყვარული ხარ ჩემი ცხოვრების. -შენი სუნი მაღვიძებს,თვალს ვახელ და შენს ღიმილს ვხედავ.აი ეს მინდა ღრმა სიბერემდე რომ მავსებდეს.მეც მიყვარხარ ჩემო დედოფალო და შენთან შექმნილი ტკბილი ოჯახი მინდა მარიამ. -მე კი შენ რომ გძინავს იმ ოთახის ჰაერით მინდა ვისუნთქო და მუდამ მათბობდეს შენგან წამოსული სითბო.შენთან ერთად დაბერება და შენს მკლსავებში ბოლო ამოსუნთქვა ბედნიერი სიკვდილზედაც თანახმა ვარ გიორგი. -მარიამ როგორ გააფუჭე ეს საოცარი დილა,არადა რა ლამაზი იყო დასაწყისი ამ დილის.გაბრაზდა გიორგი. -მერე მე რა გავაკეთე,როგორ გავაფიჭე დილა?იკითხა მარიამმა გულუბრყვილოდ.კარგი რა სულ როგორ ბუზღუნებ.გათენდა და მოდი ეს სიჩუმე ჩვენმა გულის ცემამ დარღვიოს მხოლოდ. -როგორ? -ერთმანეთის გულის ცემას მოვუსმინოთ. -მოდი დაადე ყური ჩემს გულს და ისიც გაგიმეორებს რომ შენ ჩემი ცხოვრების უდიდესი სიყვარული ხარ. -ესაა ნამდვილი და ძლიერი გრძნობა,რაც ჩემშია და რაც შენშია.ჩვენი გულები შეერთდდა მათმა კარგად გაუგეს ერთმანეთს.რომელი საათია,მე ავდგები და საუზმეს მივხედავ,თორემ ამდენი მგელივით დამშეული ხალხი რომ გაიღვიძებს მათ ხომ დაპურება უნდა. -ჯერ ხომ ადრეა,მოდი ჯერ მოგეფერები. -გიორგი გამიშვი გინდა ანამ მოამზადოს საუზმე და მთელი დღე ტუალეტში დაგაჯინოს? -არა,არა წადი მას არ ვენდობი.მარიამი სიცილით წამოდგა და საბაზანოში გავიდა,გიორგიმ თვალი გააყოლა და ტანში უცნაურად გააჟრჟოლა რადგან ძალიან იზიდავდა მარიამი მას.მარიამმა თავი მოიწესრიგა,გიორგის გემრიელი კოცნა აჩუქა ისე რომ თავად გიორგიც არ ელოდა და დატოვა გაშტერებული,შემდეგ გაეცინა და გადაბრუნდა ძილის შესაბრუნებლად მარიამმი კი შეუდგა მისი საფირომო ყველიანი ბლინების გამოცხობას. სიყვარული იშვიათობას არ წარმოადგენს,სამყაროში ყოველდღიურად ვიღაცას ვიღაც უყვარდება,მაგრამ ნამდვილი სიყვარული დრომ უნდა გამოსცადოს,რადგან ნამდვილი სიყვარულს ადვილად ვერ იპოვნით.ის ზეციდან არ ჩამოვარდება და თავში არ დაგეცემათ,არც იყიდება მას ვერ იყიდით.ვერც ვინმეს სთხოვთ გაჩუქოთ ვერ გაჩუქებთ,რადგან ეს უბრალოდ შეუძლებელია.ნამდვილი სიყვარული თავად უნდა შექმნათ,თავად უნდა ააშენოთ ის აუჩქარებლად, ნელა, საფუძვლიანად და დიდი სიფრთხილით.დედამიწაზე არაფერია ნამდვილ სიყვარულზე ლამაზი,იგი გულწრფელი,უანგარო და ნამდვილი უნდა იყოს.არც სიყვარულის სისადავე არ უნდა დაგვავიწყდეს.მარიამი ანათებს მისი ნაზი და სათუთი,ამავე დროს ძლიერი სიყვარულით.მის გარშემო ყველაფერი ლამაზია,მზე უფრო თბილად ანათებს.საოცარი შეგრძნრებაა როცა გრძნობ რომ შენს გარშემო მთელი სამყარო შეიცვალა.მარიამის გულმა მის დაუკითხავად გაუღო გულის კარი გიორგის რადგან დარწმუნდა მის სიყვარულში და იცის სირთულეებს არ გაექცევა, თუ ბრძოლა დასჭირდა,იცის ბოლომდე იბრძოლებს და ბოლომდე მის გვერდით იქნება,ბოლომდე დაიცავს მის საყვარელ ადამიანს.სწორედ ესაა ნამდვილი სიყვარულის ფუნდამენტი,ის მარტო ემოციები არ არის ეს ცხოვრების წესია და ორივე ხვდება რომ ისინი ერთმანეთისთვის არის შექმნილი.იგივე გრძნობები იყო ბექას და ანას გულშიდაც როგორც გიორგის და მარიამის გულებში,უბრალოდ ანა ფარავდა მის გრძნობებს მისი სიგიჟეებით და ბექას არ შეეძლო უფრო მკვეთრად გრძნობების გამომჟღავნება. ბექამ გაიღვიძა დილით და იგრძნო როგორ შეირხა ანა და უფრო მჭიდროდ მიეკრა ბექას სხეულს.ბექამაც მოხვია ხელი და მშვიდად მძინარეს დააცქერდა,შემდეგ კი გაეცინა. -რა საყვარელი ხარ როცა წყნარად ხარ,მაგრამ მე ის გიჟიც რომ მიყვარხარ.არა,არ მოგცემ იმის ნებას რომ შეიცვალო.შენ მუდამ ჩემს გვერდით უნდა იყო,რადგან სულ მენატრები.ჩაეხუტა და ყურში უჩურჩულებდა ამ საოცრად ლამაზ სიტყვებს. -შენ ერთადერთი ქალი ხარ რომელიც არსებობს ჩემს ცხოვრებაში.ანას ღვიძავდა და უსმენდა.ბედნიერებისაგან გაბრწყინებულმა შეხედა ბექას და უთხრა. -მიხარია,რომ წარმატებას საქმეშიდაც მივაღწიე და ჩემს პირად ცხოვრებაშიც.ერთმანეთის ნდობა თუ არ გვექნა ბექ ჩვენი გრძნობები მაშინ ცარიელი და ყალბია.მე კი მინდა,რომ გენდობოდე,მთელი ჩემი არსებით და მთელი ჩემი გონებით. -ჩემი ნიჭიერი და დაკვირვებული,მაგრამ ჩემი ნერვების შემჭმელი.გაეცინა ბექას და ანა უფრო ძლიერად მიიკრა გულზე.ანას ეშმაკური ჭინკები აუთამაშდა თვალებში და ისე შეხედა ბექას და თან სიცილით შეეკითხა. -ბექუშ რომ მნახე პირველად რა იგრძენი ჩემს მიმართ?ან რა მოგეწონა ჩემში,ჩემი ჭკუაგონიერება თუ ჩემი სინაზე?ბექამ შეხედა და ასევე ღიმილით უთხრა. -გინდა გულწრფელად გიპასუხო? -აბა გინდა ტყუილი მითხრა?კითხა გაკვირვებულმა და ბოლოს მაინც გაეცინა. -გიჟი ხარ და სწორედ შენმა გიჟურმა საქციელმა მიიპყრო ჩემი ყურადღება.რაღაც კარგი სუნი მცემს,მარიამი რაღაც კარგის ამზადებს.ავდგეთ და ვნახოთ? -ყველიან ბლინებს უკეთებს გიორგუნას.უთხრა ანამ. -შენ როდის გამოაცხობ ჩემთვის?ან იცი საერთოდ კერძების კეთება? -არ მოგკლავ მშიერი ნუ გეშინია,ბექა შენი მშობლები?რატომ არასოდეს ახსენებ მათ. -ჩემი მშობლები დაიღუპნენ მაშინ,როცა მე ძალიან პატარა ვიყავი და მამის ძმამ გამზარდა,მაგრამ რომ გავიზარდე და ვიცოდი ის ჩემს გვერდით იქნებოდა ყოველთვის მანაც დამტოვა და დავრჩი მარტო. არ გინდა ანა წარსულზე საუბარი სევდიან ხასიათზე დავდგებით და ამიტომ უკეთესია მომავალზე ვიფიქროთ,ახლა კი ავდგეთ თორემ კუჭი ამტკივდა მარტო ამ სასიამოვნო სუნს რომ ვყლაპავ.წამოხტა ორივე საწოლიდან და კარებთან მისულმა ანა დაიჭირა თვალებში ჩახედა და უთხრა. -ანა მომეცი პირობა რომ ერთმანეთის ნდობა გვექნება,მე შენ სიგიჟემდე მთელი გულით მიყვარხარ და უშენოდ არ შემიძლია.დამპირდი,დამპირდი რომ ასე გაგიჟებით აღმაგზნებ 70 წლის ასაკშიც კი.მპირდები? -მე კი გაგაგიჟებ 70 წლის ასაკში,მაგრამ შენ გექნება რამის თავი?გულიანად გაეცინა ანას რომელმაც ბექაც კი აიყოლია. -მე რისი თავი მექნება მაგი მერე ვნახოთ,შენ მპირდები? -გპირდები საყვარელო,სიბერეშიც ისე გაგაგოჟო როგორც ახლა გაგიჟებ.უთხრა და ბექას ბაგეებს წაეტანა და გემოც კარგად ჩაატანა -სული რომ მოითქვა ორივემ ბექამ უთხრა. -მიყვარხარ. -რას ნიშნავს ოჯახში კარგი დიასახლისი რომ ტრიალებს.სამზარეულოში გიორგი შევიდა და გულმა ფრიალი დაუწყო,როცა მარიამი დაინახა იქ მოფუსფუსე. -თავადო გიორგი აბრძანდით? -მარიამ ნუ ცელქობ,თორემ დაისჯები.მარიამმა არ მიაქცია ყურადღება გიორგის სიტყვებს,ტაში შემოკრა და ყველას გასაგონად თქვა. -აბა ყველამ მოწესრიგდით და ნოყიერი საუზმე მივირთვათ.ხალისიანი დილა,ფორთოხლისა და გრეიფუტის ფრეშით,გემრიელი ყველიანი ბლინებით,აბა შეივსეთ და დაიმუხტეთ ენერგიით ბიჭებო. -ყველაზე ენერგიული და ხალისიანი დილა დაიწყო,დილა საყვარელ ადამიანთან ერთად,მაგრამ გარშემო იდიოტების ხროვა აფუჭებს განწყობას.თქვა გიორგიმ და მარიამს თვალი ჩაუკრა. -შენ თავად იდიოტო.შეუღრინა ლაშამ მაგრამ შემდეგ თვალებგაფართოვებული უცქერდა მარამის მიერ გაწყობილ მაგიდას. -ვაუუუ,მარიამ ეს შედევრები შენმა ხელებმა შექმნა?რა საოცარი დილაა ხალხო,აბა დროზე შემოვუსხდეთ სუფრას.გაოცებული დასჩერებოდა ლამაზად გაწყობილ სუფრას გელაც. -ასეთი მზრუნველი ცოლი რომ გეყოლება ესაა ცხოვრება.თქვა ლაშამ. -ცოლი მარტო იმისთვის გინდა გემრიელი კერძები გიკეთოს ლაშიკო? -აბა,ცოლი სხვა რაში უნდა გინდოდეს. -ლაშა სცდები,ცოლი ეს შენი მეორე ნახევარია,შენი მეორე მე არის და ის ჩვენი,მამაკაცების კუჭის მოსამსახურე არ უნდა იყოს.უნდა დავაფასოთ და მაშინ უხარია ამ გემრიელობების კეთება როცა ის უყვართ და როცა მასაც აფასებენ.თქვა გიორგიმ და ლაშას თვალები დაუბრიალა. -დაჯექით ხალხო,იწვალა ამ ადამიანმა და ხომ უნდა შევაფასოთ.მარიამ ამ ბლინების სასიამოვნო არომატმა ძილი დამიფრთხო და მოვიდა დრო დავაგემოვნო და ხელობა შეგიფასო.თქვა ბექამ და მაგიდას მიუჯდა.-რას მიყურებთ დაბრძანდით,თქვენ არ იცით კუჭ-ნაწლავი და ნერვიული სისტემა კავშირში რომ არის ერთმანეთთან?ხოდა მარტო ცქერა კი არა ამ შესანიშნავ ბლინებს ასე რომ გვიყურებს დაწითლებული გვერდებით დავაგემოვნოთ. -ჩანგალი სწორად დაიჭირე ხელში.სიცილით უთხრა ალექსიმ და გვერდით მიუჯდა. -დაბრძანდით და მიირთვით,თქვენ თუ არ გშიათ დააცადეთ ბექას საუზმე მიირთვას მშვიდ გარემოში.უთხრა მკაცრად ანამ ბიჭებს. -ოჰოოო,შენი დაცვა ჭირდება უკვე ამ ყმაწვილს?ირონიულად უთხრა რატიმ ანას. -ჩემი გულსაწყალი,სულ ჩემს დაცვას რომ ცდილობს.დამიცავი საყვარელო თორემ შემჭამენ მე ეს ვირები.უთხრა ბექამ ანას. -დაგიცავ აბა რას ვიზამ.უთხრა ბექას და სხვებს თვალები დაუბრიალა.მარიამმა გააწყო მაგიდა ყველაფერი მოიტანა რაც კი გაამზადა,ყველა მიიპატიჟა მაგიდასთან,გიორგი კი არსად არ ჩანდა.ფრთხილად მიუკაკუნა სააბაზანოს კარებზე და დაუძახა. -გიორგი აქ ხარ? -ხო,ახლა შემოვედი წყალს გადავივლებ უცებ და გამოვალ. -კარგი,ჩქარა შენ გელოდებით ყველა.ამ დროს მარიამის ტელეფონმა დარეკა და მარიამს გაეღიმა ნომერს რომ შეხედა. -გისმენთ,ქალბატონო რუსუდან. -მარიააააამ გცემ რომ დავბრუნდები.უთხრა რუსომ მარიას. -რატომ?გაეღიმა მარიამს. -მარიამ ძალიან გთხოვ,უბრალოდ რუსო. -კარგი,შევეცდები. -ასე,აბა მითხარი ახლა როგორ ხართ,რას შვრებით.გიორგი სად არის ვურეკავ და არ მპასუხობს. -წყალს ივლებს და სხვები ელოდებიან,უყურებენ გაწყობილ მაგიდას და ...............ვერ დაასრულა მარიამმა სიტყვა,რომ გიორგის ღრიალი მოესმათ. -ანააააააააა გველო, თვალით არ დამენახო რომ გამოვალ გარეთ.სად დასრიალებ,რა გინდოდა აქ.მოგკლავ სულერთია ახლა ვერ გადამირჩები,ჩემი ხელით გამოგასალმებ სიცოცხლეს. -რა მოხდა მარიამ.შეშინებულმა იკითხა რუსომ. -არც მე ვიცი რა ხდება,მაგრამ ის ვიცი ანამ ისევ რაღაც იეშმაკა რამაც გიორგი ძალიან გააბრაზა. -ოხ ანა,ოხ ანა როდისმე დაჭკვიანდები?თქვა რუსომ. -ახლა ამათ რა დააწყნარებს.შეწუხდა მარიამი. -მარიამ რამე არ დაამტვრიოს მაგ გიჟებმა,თორემ გიორგის რომ გადაურჩეს ანა მე მოვკლავ.გიორგი გარეთ გამოვიდა,თავზე შავი თმების ნაცვლად ლურჯი თმები ჰქონდა და პირდაპირ ანასკენ წავიდა. -ფეხი არ გაადგა,თორემ უარესი შენთვის.ანა ჯერ ბექას ამოეფარა,გიორგიმ ბექა გვერძე მოისროლა ანას ხელი დაავლო,მაგრამ გაუსხლტდა ხელიდან და უკან ხევით წავიდა ბაკლონზე შედგა და ძირს გადაეშვა.ვერავინ ვერ მოასწრო მისი შეჩერება და ყველა შეშინებული მივარდა ვერანდას და ძირს ჩაიხედეს,ანა კი იდგა და ღიმილით უცქერდა მაღლა ბიჭებს.გიორგის ბექას გადახედა გაბრაზებულმა და უთხრა. -მიხედე თორემ მოვკლავ,გეფიცები დავამახინჯებ. -დაწყნარდი და მოდი მოგაშორებ ამ ლურჯ ფერს,სად ჯანდაბაში ნახა ეს საღებავი. -ბედისწერას უბრალოდ მოსწონს ჩემი ცოცხალი ცხოვრების წესი და შენ არ გაქვს უფლება მომისპო ის.ეს წუხანდელის არის,ასე რომ მე წინ მივიწევ.მოესმათ ანას ხმა გარედან,მარიამმა მოაცილა შეძლებისდაგვარად გიორგის საღებავი,მხოლოდ აქა იქ ჰქონდა დარჩენილი და ანამ რომ შეხედა უთხრა. -ლურჯი თმები მოდაშია ისე,ხალხს ეგონება მოდას მიყვები და ლურჯი მელირება გაქვს გაკეთებული. -შენ გაბედე და სახლში შემოდი?წყნარად უთხრა გიორგიმ. -კი აქ ვარ და ვტკბები საკუთარი ნახელავით. -მე შენ წუხელ გითხარი,დღესაც გითხარი და ახლაც გიმეორებ მიხედე,თუ არ მიხედავ მე მივხედავ.წყნარად უთხრა გიორგიმ ბექას.ბექამ კი ანას შეხედა და ანიშნა დაწყნარებულიყო რადგან ამჯერად ზედმეტი მოუვიდა.დილა არავის არ გაუფუჭა გიორგიმ და ისევ ხალისიანად გაგრძელდა,თუმცა გულში გეგმებს აწყობდა.ანამაც იცოდა,რომ გიორგი დღევანდელ დღეს,ასე იოლად არ გაატარებდა. -ვიღაცის ტელეფონი კისერს იტეხს,მიაქციეთ ყურადღება ხალხო ვისია.ხმამაღლა თქვა მარიამმა. -რას გაიგონებ ამათ ხმაურში.უი ჩემი ტელეფონია უცხო ნომრით ვინ მირეკავს?გაკვირვებული იყო ლაშა მაგრამ უპასუხა. -გისმენთ. -უკაცრავად,ბატონი ლაშა გამყრელიძეს ვესაუბრები? -დიახ,დიახ მე გახლავართ. -უკაცრავად,მე ადვოკატი ქეთევან მშვილდაძე გახლავართ. -გისმენთ, მაგრამ ადვოკატი მე..... -ვიცი რომ გაგიკვირდათ,მაგრამ თქვენს სახელზე არის ანდერძი რომელიც უნდა გადმოგცეთ,გთხოვთ მობრძანდით. -ვინ დატოვა ანდერძი შეიძლება რომ მითხრათ? -მაპატიეთ,მაგრამ სხვას ვერაფერს ვერ გეტყვით.ადგილზე მობრძანდით და დაწვრილებით იმფორმაციას აქ გაიგებთ,სხვა მე არაფლის თქმა არ შემიძლია. -მითხარით მისამართი სად მოვიდე და მე ჩემს ადვოკატთან ერთად მოვალ.ლაშამ ხელით ანიშნა გიორგის ტელეფონი მომეციო და გიორგიმაც მისცა ტელეფონი,სადაც ლაშამ მისამართი ჩაიწერა.გაოცებულმა გათიშა ტელეფონი და ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო და ვერაფერს ვერ ამბობდა,შემდეგ კი გელას უთხრა. -გელა შენ მჭირდები დღეს და შენ უფრო გაარკვევ რა ხდება. -ლაშა ვინმე ხომ არ გიჩივის რამეზე. -არაფერი არ ვიცი.ვიღაცა ძველი ნათესავი იქნება და ალბად ვალი დამიტოვა,სხვას არაფერს არ ველოდები,მე იღბალი არ მაქვს ვინმემ რამე დამიტოვოს.თქვა ლაშამ. -ნუ მოიწყენ ლაშა და ხელს ნუ ჩაიქნევ,ჯერ ხომ არ იცი რა ხდება.ეს შენი ცხოვრების ფრონტის ხაზია და სულ მალე გაიგებ გადაკვეთავ თუ ვერა მას.უთხრა მარიამმა თბილად.-ცუდზე ნუ ფიქრობ,კარგზე იფიქრე.ვინ იცის შესაძლებელია რომ არ ელოდები ისეთი ამბით დატვირთული წამოხვიდე იქედან და შენი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალოს. -გამოვიდა დედა ტერეზა სიტყვით. -ანა რა აუტანელი ხარ ხანდახან,უნდა შეაშინო ადამიანი თუ უნდა დაამშვოდო.გაბრაზებულმა შეხედა მარიამმა ანას. -წადი ლაშიკო წადი და ან გამდიდრებული მოხვალ და ან დაქცეული,ამ ორიდან ერთ-ერთი აუცილებლად იქნება,გინდა ნიძლავი დაგიდო? -რა სადისტი ხარ,მართლა გველივით ასრიალებ ენას და სადაც გინდა,რომელ ხვრელშიც გინდა იქ ძვრები შენი შხამიანი ენით და რა დოზით გინდა იმ დოზით ანთხევ შხამს.გაუბრაზდა გიორგი. -წავიდეთ ლაშა და გავიგოთ რა ხდება,იქნებ მილიონერი დაბრუნდე იქედან ჰა?თვალი ჩაუკრა გელამ.გელა და ლაშა ერთად წავიდნენ,მარიამმა სახლი მიალაგა და დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და წიგნის კითხვას შეყვა,სულ გამოეთიშა სამყაროს როცა გიორგი სახლში დაბრუნდა და მარიამს კითხა ანა სად არისო,მაშინ დაუბრუნდა რეალობას. -მარიამ რა სიწყნარეა,ანა სად არის? -არ ვიცი აქ იყო,დაურეკე ტელეფონზე მართლა სად წავიდა.შეწუხდა მარიამი.გიორგიმ ტელეფონში ანას ნომერი მოძებნა და დაურეკა,მაგრამ უშედეგოდ გათიშული ჰქონდა. -მიუწვდომელი არისო,სად წაბოდიალდა აწი.მოვა სად წავა. -ბექას დაურეკე იქნებ ერთად არიან? -მაგიც მართალია,როგორ ვერ მოვიფიქრე.ამ დროს ბექაც დაბრუნდა,ცოტა ხანში ლაშა და გელაც მოვიდა მაგრამ ანა სად იყო არცერთმა არ იცოდა,უკვირდა ყველას ასე უხმოდ და ჩუმად ანას გაუჩინარება,რომ ანა ნამძინარები და თმა აბურძგნული გამოვიდა საძინებლიდან. -ანა სახლში ხარ?როგორ შემაშინე ტელეფონი გათიშული რომ გქონდა.უთხრა მარიამმა მაგრამ ანამ გიორგის შეხედა და სიცილით უთხრა. -რაო მაჩო თმები დაიდაბლე?არ მოგეწონა ლურჯი მელირება? -აუტანელი ხარ,ხმას ნუ იღებ ვერ გიტან.უთხრა გიორგიმ და მასაც გაეცინა,შემდეგ კი ორივე ლაშას და გელას მიუბრუნდა. -აბა რა ქენი ლაშუნკულა მდიდარი დაგვიბრუნდი თუ შევქმნათ საქველმოქმედო ფონდი,სხვისი ვალის გასასტუმრებლად.რაო,ანდერძმა რამდენში გადაგაგდო? ყველაზე მხიარული ლაშა ამჯერად უხმოდ იჯდა და არაფერს არ ამბობდა,გიორგის შეეშინდა და გელას შეხედა. -რა ხდება აღარ იტყვით? რამ დაამუნჯა ასე ამოიღეთ ხმა. -გიორგიიი,ადვოკატი არის გეფიცები გული ლამის ამომივარდა. -რა ხდება მერე რისთვის დაგიბარა,რა წერია ამ ანდერძში ან ვისგან არის. -მოკლედ,არ ვიცი საიდან და როგორ ან ვინ არის აზრზე რომ არ ვარ და ამაში ალბად დედაჩემი დამეხმარება რომ გამარკვიოს,მაგრამ,კიდევ მაგრამ გიორგი რამდენიმე ათას ლარზე ან დოლარზე რომ იყოს საუბარი კიდე ხო,აქ საუბარია მილიონზე ან მილიონებზე გვარად კი გამყრელიძეა.კახა გამყრელიძე.ყველა დუმდა და ყველა ჩაფიქრებული იყო. -მოიცადე ანდერძი გაიხსნა უკვე? წაიკითხეთ? მე ვიცი ეს რა და როგორ ხდება,მეც ანდერძით გადმომეცა სახლი და მთელი მისი უძრავ-მოძრავი ქონება ჩემი მოხუცი დედობილისგან. -ეს დალუქული ანდერძი იყო გიორგი რომელიც ჩვენს წინაშე გაიხსნა და შიგნით წერილი და ერთი სიდი იყო.წერილი წავიკითხეთ რომელშიც მხოლოდ ეს წერია,იყურე ეს სიდი და თუ ისე გააკეთებ ყველაფერს როგორც აქ არის მოთხოვნა გადმოგეცემა ყველა ის ქონება რაც ჩემს საკუთრებაშია ჯერ კიდევ,და ეს უნდა მოხდეს ერთ თვეში,მხოლოდ ერთ თვეში. -მერე რა ვქნათ?არ ჩავრთოთ და არ მოვუსმინოთ რას ითხოვს? -ვნახოთ,მოვუსმინოთ რა არის ჩაწერილი სიდზე და მერე ვიმსჯელოთ.თქვა გელამ და სიდი ჩართო,ვიდეო გაიხსნა და ეკრანზე ჭაღარა,ძალიან ლამაზი და სანდომიანმა მოხუცი გამოჩნდა ღიმილიანი სახით.ის მოხუცი იყო,მაგრამ მაინც შერჩენოდა ახალგაზრდობის სილამაზე მის სახეს. -ამ წუთში შენ მე მიყურებ,ესე იგი მე აღარ ვარ ცოცხალი და ამ ჩანაწერმა შენამდე მოაღწია.პირველ რიგში მე შენს წინაშე მინდა დავხარო თავი და ბოდიში მოგიხადო,რადგან მე შენ დედის მუცლად მყოფი მიგატოვე.შვილო ლაშა მე არ ვიყავი კარგი მამა,შემეშინდა და გავექეცი მამა შვილურ პასუხისმგებლობას,ამ გრძნობას რომ კაცი გაექცევა ის კაცი მამად ვერასოდეს ვერ ივარგებს.ზუსტად 26 წლის წინ სიღარიბეს და პრობლემებს გავექეცი,ამ ორთან ერთად,მე ჩემს სიყვარულსაც რადგან ვერ გავამართლე ჩემი ნათქვამი დაპირებები,რაც საყვარელ ქალს დავპირდი,უფრო სწორად საყვარელ ბავშვს.ის ჩემს ასაკთან ძალიან,ძალიან პატარა იყო.გამიჭირდა მისი დატოვება,მაგრამ მეტი გზა არ იყო.ჯერ შორიდან ვადევნებდი თვალს,შემდეგ მუშაობა დავიწყე და ფულს ვაგროვებდი.ჩემი ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ იქ იყო საიდან მეშოვა ბევრი ფული.მე მინდოდა იმდენი მემუშავა რომ სახელი მქონებოდა საზოგადოებაში,ეს გავაკეთე მაგრამ დაგკარგეთ თქვენ,ყველაზე ძვირფასები.ეს ყველაფერი კი მე შენთვის გავაკეთე,შენს გამო ლაშა.ერთი წუთით არ იფიქრო,რომ ჩემს ხელებს ადამიანის სისხლის სუნი ასდის,არა შვილო მე მეთევზე ვარ და ჩემი ცხოვრება ზღვამ შთანთქა ისე ღრმად,რომ ვეღარ გამოვედი ზღვის ფსკერიდან.მე შენ მიყვარხარ მაგრამ მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე,დავაშავე მაგრამ მინდოდა შენ გქონოდა ყველაფერი და გაქვს კიდეც,ნუ გამიბრაზდები შვილო მაგრამ სრული უფლება გაქვს გაბრაზდე,არც მომისმინო და შესაძლებელია თქვა კიდეც თუ რატომ მოგძებნე ამდენი წლის შემდეგ უკვე ღრმად მოხუცებულმა.არ იფიქრო ალბად მოვლა ჭირდებაო,არა შვილო მე მომვლელიც მყავს და ჩემს თავს ჯერ კიდევ ვუვლი თავად,მაგრამ ბოლომდე მომისმინე.მე შენი ყველა ნაბიჯი ვიცი,შენი საქმიანობაც ვიცი,შენი სამეგობროც რომლებსაც ძალიან ვაფასებ ყველას და მიხარია ასეთი კარგი ხალხის წრეში რომ ტრიალებ.ლაშა მე დედაშენის სიყვარული ბოლომდე გულით ვატარე და მისთვის არასოდეს არ მიღალატია.მიხედე მას მოეფერე,გააძლებინე და სიბერის წლები დაუამე შენი კარგი ადამიანობით.ადამიანს ყველაზე მეტად სისუსტე კლავს,მე სისუსტემ დამაკარგინა თქვენი თავი,მაგრამ ისევ სისუსტემ გამაძლიერა და დღემდე მოვედი ამ სიძლიერით და თქვენი მონატრებით.დღეს მინდა შენ დაგიტოვო ყველაფერი.ამ ჭაღარას ახლა რომ ხედავ თქვენზე დარდითაა გათეთრებული,ეს ჩვენი პირველი და უკანასკნელი შეხვედრაა,ვერ გხედავ მაგრამ მაინც გეფერები შორიდან.თუ რა გერგო ჩემგან ამას ადვოკატი გეტყვის შეხვედრისას,ლაშა ამ ყველაფერს მიიღებ მაშინ და გახდები მდიდარი ადამიანი თუ ერთ თვეში დაქორწინდები.ერთი თვე, ლაშა მხოლოდ ერთი თვე გაქვს დრო.სიჩუმე მეფობდა სახლში,სრული სიჩუმე და რამოდენიმე ადამიანის ღრმა ამოსუნთქვა. -ერთ თვეში ვინ მოვიყვანო ტო, ასე ბრმად ვის მოვკიდო ხელი.თქვა ლაშამ. -მოიცადე ნუ მიცემ თავს გოდებას,რაღაც გზა გამოჩნდება.თქვა გიორგიმ. -ალიკა არ მოვა? თქვა გელამ -გუშინ რომ წავიდა მერე ტელეფონზედაც არ დაურეკია.თქვა გიორგიმ. -დააცადეთ, ახალი დაქორწინებულია ადამიანი.თქვა ანამ. -რაღაც არ მომწონს მე მაგის წრიალი და მეშინია,რამე არ მოიმოქმედოს მარტო მყოფმა.ამ დროს გელას ტელეფონმა დარეკა. -გელა ჩქარა განყოფილებაში მოდი. -რა ხდება.იკითხა გელამ შეშინებული ხმით. -ჩქარა მოდი.უყვირა მოსაუბრემ და გაუთიშა,მაგრამ ახლა ალიკას ზარი დაფიქსირდა გელას ტელეფონზე,მაგრამ ალიკა ხმას არ იღებდა და გელა მიხვდა,რომ არ უნდა დაელაპარაკა. -გამარჯობა ალიკა როგორ ხარ. -გამარჯობა მოღალატევ.პირდაპირ უთხრა ალიკამ. -შენ როდის დააყენებ შენს უკანა ნაწილს,ან შენ და ან შენი სამეგობრო. -შენ დააყენებ როდისმე?ყველა მიიღებს იმას რასაც იმსახურებს,მაგრამ მე უდანაშაულოდ მოვიხადე 10 წელი არ ჩადენილი დანაშაულისთვის,ახლა კი ვიბრძვი იმისთვის დავიბრუნო ის რაც ჩემია.გეგონათ შეგრჩებოდათ?თქვენი დროც მოდის ნელა ნელა და თქვენ გადაიხდით თქვენი ჩადენილი ცოდვებისთვის. -გინდა შენი მიიღო? ხვდები რომ რისკზე მიდიხარ? -ჩემთვის ღირს ამ რისკზე წასვლა. -დრო რომ აღარ გაქვს სიცოცხლის? -დრო მე მაქვს,შენ არ შეგიძლია ჩემი სიცოცხლე შეწყვიტო. -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ უნდა შევძლო. -რისთვის უნდა მესროლო რომ გამაჩუმო? რომ კიდევ უფრო მეტი ხალხი გამწაროთ? რაო პარტნიორი ჩამოგაშორეს და ახლა მარტო გინდა ხალხის ქონება დაითრიო? -ნაბრძანები მაქვს გაგაჩუმო ან იარაღით ან ისე როგორც დედაშენი გააჩუმეს.ალიკას სიბრაზე და სისხლი ერთიანად მოაწვა თვალებში,მაგრამ თავი მოთოკა და მშვიდად უთხრა. -მესროლე,შენ თუ იმის გამო გინდა მესროლო რომ გამაჩუმო რაღას ელოდები,მესროლე და გამაჩუმე,მაგრამ ხომ იცი ადრე თუ გვიან სიმართლე მაინც დადგინდება და დიდხანს არ დაიმალება.წლებია უკვე ცოდვით სავსე ცხოვრობ,როგორ გზიდულობს დედამიწა ასეთ დამძიმებულს.არ გიმძიმს სიარული ამოდენა სიმძიმეს რომ დაატარებ? სუნთქვა? როგორ სუნთქავ ან საერთოდ როგორ ცხოვრობ.მე არ მეშინია სიკვდილის,რადგან მე ადამიანურად ვცხოვრობ.მესროლე,არ მეშინია.გინდა იარაღით შემაშინო,ვერა ვერ მოახერხევბ მაგას ანზორ შენ მე ვერასოდეს ვერ მნახავ აკანკალებულს და მოცახცახეს.ანზორი რომელიც ემზარ გეგენავას მარჯვენა ხელი იყო მასაც წვლილი მიუძღოდა ალიკას ოჯახის გაუბედურებაში,ახლა დგას და ალიკას იარაღს უმიზნებს,მაგრამ ვერ მოახერხა,რადგან მის უკან იარაღმომარჯვებული სამართალ დამცავები დადგნენ. -გამარჯობათ ბატონო ანზორ.ანზორი შებრუნდა და მის წინ უამრავი პატრულის თანამშრომელი იდგა და გაოცებული უცქერდა მათ. -რაო ანზორ არ გველოდი? აქ იტყვი სად გყავთ ალიკას დედა თუ განყოფილებაში დაკითხვის ოთახში დავსხდეთ კომფორტულად და იქ ვისაუბროთ დაწვრილებით დეტალებზე.ანზორიმ მიხვდა,რომ მართლმსაჯულებას ვერსად ვერ გაექცეოდა და ალიკას დედის ასგილსამყოფელი თქვა.ალიკამ ეცა ანზორს და რამოდენიმეჯერ ისე ძლიერ დაარტყა გელას ეგონა შემოაკვდა ხელში და უყვირა. -რა ქენი,გინდა ამ ნაბიჭ...ის გამო ციხეში ჩაჯდე? -მე მაგათ გამო,მაგათი ჩადენილი დანაშაულისთვის მოვიხადე სასჯელი,სასჯელი გელა რომელიც არ მეკუთნოდა.მაგათ სასამართლო არ სჭირდებათ,მე გადმომეცით და მე გავასამართლებ,მე მივუსჯი სასჯელს ჩემი ოჯახის გაუბედურებისთვის,მამაჩემის სიკვდილისთვის,დედაჩემის ცოცხლად დამარხვისთვის.ამას გასამართლება არ უნდა გელა ამას და მის დამქაშებს ტყვია უნდათ,მაგრამ არა,არც ტვიას არ დავხარჯავ ამათთვის,ესენი წამებით უნდა მოკვდნენ ისე რომ მეხვეწონ ვესროლო და დავასრულო მათი არსებობის წუთები.ღრიალებდა ალიკა და გელამ ხელი მოხვია. -დაწყნარდი,დასასრულიც დადგა.შემდეგ იქვე მდგარ ორგანოს მუშაკებს უბრძანა. -გადაიყვანეთ განყოფილებაში.უეცრად ალიკა ხელიდან დაუსხლტდა,იქვე პატრულის მანქანაში ჩახტა და წავიდა,გელამ მიხვდა სადაც მიდიოდა და დაუყვირა. -არ გაბედო მარტო წასვლა,ხაფანგი არ იყოს და არ მიგიტყუილოს იქამდე.მეც შენთან ერთად მოვდივარ.უთხრა გელამ და კიდევ ორ თანამშრომელთან ერთად წავიდნენ ალიკას ყოფილ სახლში.მიჰქროდა და ისე სწაფად მიდიოდა ვერც კი გაანალიზა რომ სიჩქარე უნდა დაეგდო,როგორც იქნა მიუახლოვდა იმ სახლს,სადაც მისი ბავშვობის წლები 15 წლის ასაკში დაიმსხვრა.შესასვლელ ჭიშკართან დაცვა იდგა და ალიკას წინ დაუდგა,ალიკამ კი ცალი ხელით მოიქნია და რამოდენიმე მეტრის მოშორებით გადააგდო,ეზოში შევიდა და შეჩერდა,თვალი მოავლო იქაურობას და წუთიერად გაიარა ყველა ბედნიერმა კადრმა მის გონებაში.დაინახა თითქოს მამა იდგა სახლის კარებთან და უღიმოდა.ცრემლი მოერია,მოიწმინდა ხელით და კარებთან მივიდა დააკაკუნა,მაგრამ არავინ გაუღო.სახლიდან ხმაური გამოდიოდა.ერთი ძლიერი გამოქანება და კარი შეამტვრია რაზედაც სახლიდან ქალების კივილის ხმა მოჰყვა.გაკვირვებული უცქერდა ალიკას სახლის დიასახლისი და მასთან ერთად რამოდენიმე სტუმარიც. -რომელი ხართ სახლის პატრონი. -მე ვარ.გამოვიდა ყველაზე წინ ქერა და მაღალი ქალბატონი რომელიც უამრავი სამკაულებით იყო შემოსილი. -დარწმუნებული ხარ რომ შენ ხარ ამ სახლის დიასახლისი? -ჩვენ ეს სახლი ვიყიდეთ ათი წლის წინ და რა თქმა უნდა დიასახლისიც მე ვარ.უპასუხა უტეხად ალიკას. -ვისგან იყიდეთ,მამაჩემისგან რომელიც შენმა ქმარმა მოკლა ჩემს თვალის წინ აი აქ ამ კიბეებთან,თუ დედაჩემისგან რომელიც 10 წელია ცოცხლად გყავთ დამარხული ამ სახლის ნესტიან სარდაფში.ხელი ჩაავლო მხრებში და აჯანჯღარებდა ქალს. -ალიკა ხელი გაუშვი,მიხედავს მათ სამართალდამცავები. -სად გყავთ. -ვინ.ამოიკნავლა შეშინებულმა ქალმა. -სად გყავთ დედაჩემი.უღრიალა ალიკამ კითხვა. -არ ვიცი,მე არაფერი არ ვიცი. -გელა ათქმევინე თორემ შემომაკვდება.უთხრა გელას.ყველა გაოცებული იყო და ხან ალიკას უცქერდნენ და ხან მათ მასპინძელს. -სარდაფიი საით არის შეგიძლიათ მიმითითოთ? -მოსამსახურე წაგიყვანთ იქ.უთხრა ხმის კანკალით. -რატომ მოსამსახურე,არ გაინტერესებს მთელი ეს წლები სად გყავთ ცოცხალი ადამიანი დამწყვდეული?არ გაინტერესებს საერთოდ ვინ იყო ეს ქალი ასე რომ დასაჯეთ? რა უფლებით,რა უფლებით წაართვით ცხოვრების წლები.ვინ ხარ,ღმერთი? ალიკამ წინ გაიგდო შეშინებული ქალი და სარდაფის კარს მიადგა,ქალი ალიკას უცქერდა და შიშისგან კანკალებდა. -რას მიყურებ ადამიანის მწამებელო.გააღე კარი.გააღო სარდაფის კარი და იქ გრძელი კიბე დახვდა რომელიც სარდაფის სიღრმეში ჩადიოდა,ვერ შეძლო,ვერ გაბედა და უკან დაიხია. -ალიკა გამოდი სხვას ჩავუშვებ და ნახავს რა სიტუაციაა.გელას ტელეფონმა დარეკა. -გისმენ გიორგი. -??? -მივაგენით,მაგრამ ჯერ ვერ ჩავდივართ არ ვიცით იქ რა როგორ დაგვხვდება. -??? -კარგი,მოდი თუ მოგვისწრებ.ტელეფონი გათიშა და ალიკას შეხედა. -გიორგი მოდის,მალე აქ იქნება. -თქვენი შვილები სახლშია?შეეკითხა ქალს ალიკამ და ქალმა თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი. -დაუძახე აქ მოვიდნენ.ქალმა უკან მიიხედა და შვილები მის გვერდით დადგნენ,ორი ალიკას ასაკის მამაკაცი და ერთი გოგოც რომელიც ზედმეტად გადაპრანჭული იყო.ალიკას ჩაეცინა და ოთხივეს ანიშნა. -ჩადით. -სად.გაუკვირდათ სამივეს. -სად და სარდაფში.უღრიალა ალიკამ.სახლში გიორგი და ბიჭები შემოცვივდნენ და ალიკას გვერდით დადგნენ. -რას ველოდებით,არ ჩავდივართ?იკითხა ალექსიმ. -გამიშვით მე ჩავალ.თქვა გიორგიმ და წინ წაიწია,მაგრამ ალიკამ ხელით შეაჩერა. -არა გიორგი ესენი უნდა ჩავიდნენ და თავიანთი ხელით უნდა ამოიყვანონ აქ დედაჩემი.ბიჭებს მეტი გზა არ ჰქონდათ და სარდაფის კიბეებს ჩაუყვნენ,უკან გაჰყვა მათ ორგანოს რამოდენიმე წარმომადგენელი და ალიკამაც ვეღარ გაძლო,სირბილით ჩაიარა კიბეები სიბნელეს ნელა ნელა თვალი შეაჩვია და ცოტა ხანში საგნებიც გაარჩია.კუთხეში ერთი საწოლი იდგა ძველი მატრასით,ზედ კი წლებისაგან გატანჯული ქალი იჯდა და ქანაობდა.გაბრაზდა ალიკა და იქვე მდგომ ბიჭებს ეცა იმდენი ურტყა ორივეს დაასისხლიანა,გოგოსაც მოუქნია ხელი რომელიც ერთ-ერთ კუთხეში მიაგდო.გელა გაოცებული იდგა და თვალებში ცრემლიც კი ჰქონდა.როგორი უგულო უნდა იყო ადამიანი,ასე რომ მოექცეს ქალს.ეტყობოდა ქალს რომ ფსიქიურად ვერ იყო კარგად,ალიკა მიუახლოვდა ხელით ააწევინა თავი და თან ტიროდა.ქალს სიცოცხლის აზრი დაკარგული ჰქონდა და მისი სული უპირქუბო მიწაზე ნაიბარად იყო.ხელებზე და ფეხებზე სილურჯეები ჰქონდა რომელიც ყველამ შეამჩნია.ალიკას დედა ახსოვდა ზედმეტად მოწესრიგებული და კოპწია,ლამაზი ქალბატონი,ახლა კი მის წინ იჯდა წლებისგან დაუბანელი და ბინძური სამოსით ქალი,რომელსაც მჭლე ხორცის სუნი ასდიოდა.სადღა არის მონარნარე ნებიერა სული,ეს ადამიანი უბრალოდ მატერიის უნებლიე ტყვე არის,დროისა და სივრცის პატიმარი,პატიმარი სასჯელის გარეშე მაგრამ მაინც დასჯილი,მხოლოდ ჩუმი პატიმარი.პატიმარი რომელიც ათი წელი ებღაუჭებოდა კედლებს,მაგრამ უშედეგოდ.მთელი ეს წლები სიკვდილს ნატრობდა და საუკუნო სიჩუმეს,უეცრად ყველას გასაკვირად ცრემლი გადმოუგორდა მისი სიცოცხლისაგან ჩამქვრალი თვალებიდან.ხელი წაიღო ალიკას სახისკენ, მაგრამ უკან წაიღო დამალა თითქოს შერცხვა ჭუჭყიანი ხელის გამოჩენა, ალიკამ კი ხელზე მოკიდა ხელი და სახეზე მიიდო დედის ხელი და გაიგონა მისი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები. -შენ მოხვედი,მიპოვნე და მაინც მოხვედი.მე არავარ მკვლელი,მე არ მომიკლავს მამა.ალიკა აღრიალდა ხმამაღლა და გულში ჩაიკრა ატირებული დედა.ზიზღით სავსე თვალებით შეხედა იქვე მდგარ დედას და შვილებს,რომლებსაც ცხვირზე ხელი აეფარებინათ და იმ ადგილიდან გაქცევაზე ფიქრობდნენ.ალიკამ ხელში აიყვანა ძალა გამოცლილი დედა და სასწრაფოს მანქანაში დააწვინა.სახლში შებრუნდა და თითქმის კიბეზე ამოსული დედა და შვილები ისევ სარდაფში დააბრუნა და ჩაკეტა. -ალიკა ეს არ შეიძლება,შენ ვერ გამოუტან მათ განაჩენს მათ კანონი,სასამართლო და მართლმსაჯულება მიხედავს. -რომელი მართლმსაჯულება,რომელი სასამართლო და რომელი კანონი გელა.იღრიალა ალიკამ. -გამოუშვი და წაიყვანებენ,ესენი ყველა სასჯელს მოიხდის.გპირდები,გეფიცები მე ვიზრუნებ ამათზე რომ დაისაჯონ სამართლიანად.ალიკამ გელას შეხედა და ჩახლეჩილი ხმით უთხრა. -ცოტა ხნით იყოს,გთხოვ თუნდაც ერთი კვირა,მინდა ვნახო ჩემი თვალით როგორ ამოვლენ იქედან და რას იტყვიან როგორ გაძლო 10 წელი დედაჩემმა იქ.მხოლოდ ერთი კვირა,გასაღები მე მექნება,წყალსაც არ მივაწოდებ მათ. -ალიკა საავადმყოფოში წავიყვანოთ?იკითხა ლაშამ. -არა,არა სახლში მოსაწესრიგებელია,დასაბანი და მერე რატის დავურეკავ მოვა ნახავს და თუ საჭიროება მოითხოვს და რა თქმა უნდა მოითხოვს ექიმის ყურადღებას გადავიყვანთ აუცილებლად საავადმყოფოში. ალიკა თავად გაყვა სასწრაფოს და სახლში მისვლამდე დედასთვის ხელი არ გაუშვია,ნანი ბებომ ისეთ მდგომარეობაში რომ შეხედა შვილს გული წაუვიდა,კარინა კი იდგა და ვერ გაეგო რა გაეკეთებინა.ალიკამ შეატყო დაბნეულობა და ცრემლიანი თვალებით უთხრა. -მოგვიანებით აგიხსნი ყველაფერს,ახლა კი უნდა მომეხმარო. -მაპატიე საყვარელო,მაგრამ მართლა დავიბენი.მითხარი რა გავაკეთო,რაში დაგეხმარო. -პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უნდა დავბანოთ კარინა. -კარგი ახლავეს გავამზადებ აბანოს და შემაყვანინე შიგნით შენ და სხვას მე გავაკეთებ. -კარგი,მიდი ჩქარა.კარინამ სასწრაფოდ გაამზადა აბანო და ალიკამ ფრთხილად შეიყვანა სააბაზანოში დედა ვანაში ჩააწვინა.ნანი ბებომ აკანკალებული ხელებით შეეხო შვილის საოცრად დასუსტებულ სხეულს და ყველა ნაკვთი დაუკოცნა.კარინამ ასევე ნანი ბებოს გვერდით საწოლი გაამზადა და ალიკამ გაიყვანა ხელით, ჩააწვინა თბილ საწოლში დაბანილი,დასუფთავებული და შუბლზე აკოცა დედას.ლალი ხმას ვერ იღებდა,ჯერ კიდევ სიზმარში ეგონა თავი და შეშინებული კარებს უცქერდა,ეშინოდა კიდევ არ მოსულიყვნენ და კიდევ არ წაეყვანათ სახლიდან.ლალის გამოხედვამ შეაშინა და დააფიქრა ალიკა რადგან მის გამოხედვაში იყო სევდაც და შიშიც.მისი გულის კედლები გაცრეცილი და ჟანგმოკიდებული იყო,ნანი ბებოს ხელს ჩაებღაუჭა და ასე ჩაეძინა.ფრთხილად გამოართვა ჩაძინებულს ხელი და საძინებელი ფრთხილი ნაბიჯებით დატოვა,ცრემლიანი თვალებით შეხედა გელას და გულში ჩაიკრა მადლობის თქმაც ვერ მოახერხა იმდენად უკანკალებდა მთელი სხეული. -ეს ჩემთვის ძალიან დიდი საჩუქარია ამ სიბერის ჟამს,მადლობა შვილო. -მთავარია დასრულდა ტანჯვა და კაკონიერად დაისჯბა დამნაშავეები. -დაისჯებიან კი?დღევანდელ საქართველოში ხომ სამართალი არ არსებობს,არც კანონი არ კანონობს. -დაისჯებიან,გპირდებით რომ დაისჯებიან საკადრისად.ახლა კი ვფიქრობ კარგია ლალი დეიდა ექიმმა შეამოწმოს და ანალიზებიც ყველაფერი უნდა აუღოთ,ქალი ფეხის ფრჩხილიდან თმის ღერამდე შესამოწმებელია. -კი დედა,კი შვილო ეს აუცილებელია.გახარებული,მაგრამ მაინც დაძაბული საუბრობდა მოხუცი.კარინამ ფორთოხლის წვენი დაუწურა და ოთახში შეუტანა,ეგონა ეძინა მაგრამ არა ის იწვა და ტიროდა,ჩუმად და შეუმჩნევლად სდიოდა ცრემლები.კარინამ გაუღიმა საწოლზე ჩამოუჯდა თავი წამოაწევინა და თავისივე ხელით დაალევინა ცოტა,მაგრამ ცოტა მოსვა მისი კუჭი თითქმის გადაჩვეული იყო სასმელს.ნერვიულობით,ტანჯვით და მონატრებით ადრიანად დაბერებულს და გათეთრებულს მაინც ემჩნეოდა მისი სილამაზე. -დასვენება გჭირდებათ,მალე ექიმი მოვა და ყველაფერი კარგად იქნება.ყველა ალიკას გვერდით იყო და ალიკას სიხარული გულით უხაროდათ,მაგრამ წინ ჯერ სერიოზული სირთულეები იყო გადასალახი.მალე მოვიდა რატი და ყურადღებით დაათვალიერა პაციენტი,სუნთქვას მოუსმინა და უკმაყოფილოდ გადააქნია თავი. -რატი რა ხდება.შეეკითხა შეშინებულმა ალიკამ. -ალიკა ლალი დეიდას ჯამრთელობა სერიოზულ ფორმაშია,სასწრაფოდ უნდა საავადმყოფო და უნდა გამოკვლევები,ანალიზები და ყურადღება.ვიცი აქ ყურადღებას არ მოაკლებთ,მაგრამ იქ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იქნება 24 საათის განმავლობაში.მისი ორგანიზმი დასუსტებულია და უნდა გადასხმები,უნდა ვიტამინები და უნდა კარგი კვება. -მერე,რას ველოდებით გადავიყვანოთ ახლავეს.თქვა გიორგიმ. -ჩვენ არა,სასწრაფოს გამოვიძახებ და ისე გადავიყვანთ რადგან ის ძალიან დასუსტებული.გადაიყვანეს,ლალი კვალიფიციურმა ექიმებმა შეამოწმეს,მისი ყველა ანალიზი ყურადღებით შემოწმდა და რატიმ ერთი კვირის განმავლობაში კარგი დაკვირვების შემდეგ უთხრა ალიკას. -არ ინერვიულო,ალიკა კიდევ მადლობა უფალს რომ მისი მდგომარეობაში მყოფი როგორც ჩვენ ვნახეთ გასაკვირია რომ ცოვხალი არის.ორგანიზმი როგორც გითხარი ძალიან დასუსტებულია და დაავადებულია ფილტვები. -ეს რა გამოდის,რომ ფილტვების სისუსტე აქვს? -კი არ გამოდის,ასეა.ალიკა მას ტუბერკულიოზი აქვს,მაგრამ კარგი მკურნალობით და კარგი კვებით შეგვიძლია ის განვკურნოთ. -შეიძლება?ეს ავადმყოფობა ინკურნება? -თუ დროზე მივეშველებით ინკურნება და ლალი დეიდას როგორც ანალიზებმა აჩვენა ახალი შემდგარია და ამიტომ შეგვიძლია მისი განკურნება.ალიკა ის აქ უნდა დარჩეს და მკურნალობა დღესვე უნდა დავიწყოთ. -რამდენი დრო დაჭირდება ამ ყველაფერს,რომ შედეგი მივიღოთ. -ვფიქრობ სულ მცირე,სულ მცირეს გეუბნები 6 თვე.ეს ჩემი ვარაუდია,მაგრამ დაურეკე და მალე მოვა სპეციალისტი ამ ყველაფრის და ის გვეტყვის გარკვევით ყველაფერს. -რატი როგორც უკეთესია დედაჩემისთვის ისე უნდა გავაკეთოთ,მაგრამ მე რა გავაკეთო ის მითხარი,რა მევალება.მითხარი, რომ მეც რაღაც შემიძლია გავაკეთო მისი კარგად ყოფნისთვის.უთხრა ალიკამ. -შენ ყველაზე მეტი შეგიძლია,უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე და არ იგრძნობს რომ ღელავ,რომ გეშინია მისი დაკარგვის. -არის მაგის საშიშროებაც და არ მეუბნები? სევდიანად შეხედა რატის. -ჯერ-ჯერობით ასეთს ვერაფერს ვხედავ,მაგრამ რთული და სერიოზული პაციენტი რომ არის ამას არც ვფარავ ალიკა. -კარგი,ყველაფერს გავაკეთებ და როგორც მისთვის აჯობებს ისე მოვიქცევი. -ალიკა მენდობი? -გენდობი და მჯერა შენი რატი. -ხოდა ეს ყველაზე კარგი სტიმულია,გპირდები მე ლალი დეიდას გადავარჩენ.იმათ რა უქენი,ისევ იქ არიან?კითხა რატიმ. -გუშინ გაუღე კარი და ყველა დაკავებულია,ყველამ იცოდა რომ სახლში ცოცხლად დატყვევებული ადამიანი იყო.უმაღლეს სასჯელს მოვითხოვ მათთვის და ამის გამო ვიბრძოლებ ბოლომდე. -იმსახურებენ,ნამდვილად მკაცრი სასჯელის ღირსები არიან.შენ საქმეებს მიხედე,აქ ყველაფერი კარგად იქნება.დადგება ფეხზე,ის ძლიერია ძალიან ძლიერი. -რატი შეიძლება?რატის კაბინეტში ექიმი შემოვიდა რაღაც ქაღალდებით ხელში. -მობრძანდი,მაიკო ეს ჩვენი ახალი პაციენტის შვილია და ჩემი უახლოესი მეგობარი. -გამარჯობათ.მიესალმა მაიკო ალიკას და შემდეგ რატის მიუბრუნდა. -აბა აქ რა გვაქვს,რამე სასიხარულოს მეტყვი? -სასიხარულო ის არის ექიმო,რომ ავადმყოფობა პაციენტს ახალი შეყრილი აქვს და არ არის რთული მისი განკურნება. -ამას ჩვენ თავშიც ვვარაუდობდით გადამოწმების გარეშეც. -კი ვვარაუდობდით,მხოლოდ არ ვიცი თქვენ როგორ მოიქცევით და მიიღებთ რომ პაციენტი აქ უნდა დარჩეს,აქ უნდა იყოს ექიმების ყურადღების ქვეშ,ეს კი თქვენი გადასაწყვეტია.არ იფიქროთ,რადგან განკურბებადია ეს იოლია,ეს რთული დაავადებაა და სანამ ბოლომდე არ გასუფთავდება ფილტვები თქვენი ერთად ცხოვრება საშიშია,რადგან ასეთ ავადმყოფს განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება სჭირდება. -რა თქმა უნდა დავაწვენთ და ექიმების ყურადღების ქვეშ იქნება. -არა მარტო ეს,მას სიარულიც უჭირს და მას სჭირდება ფსიქოლოგიც,რადგან შევატყვე რომ შიშები აქვს ეს ლოგიკურიც არის რომ ეშინია.ალიკამ რატის შეხედა და რატიმაც უთხრა. -ეს საუკეთესო ვარიანტია და თქვენთვისაც უკეთესია.ალიკა საშიში არაფერია დამიჯერე,ეს ლოგიკურიც არის ამდენი წლის შემდეგ ასეთ ვითარებაში ეს ავადმყოფობა რომ დაემართა,მთავარია რომ განკურნებადია. -მეც ეს არ გითხარი?მაიკო არა მარტო კოლეგა,ჩემი ახლო მეგობარიც არის და ასე რომ ჩვენ ორივე შენს გვერდით ვართ. -თქვენ უკეთ იცით რატი რა როგორ ჯობია,ამიტომ გავაკეთოთ ისე როგორც საჭირო და აუცილებელია.იყოს აქ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ თანახმა ვარ,მხოლოდ გამოჯამრთელდეს.უთხრა ორივეს ალიკამ. -მაიკო ეს შენი პაციენტია და მე უბრალოდ ვარ შენს გვერდით,მხოლოდ საუკეთესო პალატაში უნდა გადავიყვანოთ და არ არის საჭირო ბევრი ხალხი მასთან ერთად,ასე უფრო კომფორტულად იგრძნობს თავს. -კარგი,ყველაფერი ისე იქნება,როგორც თავად პაციენტისთვის და თქვენთვის იქნება უკეთესი.გაუღიმა მაიკომ ალიკას და შემდეგ რატის მიუბრუნდა. -მე გავალ და შემდეგ გნახავ. -კარგი მე დღეს აქ ვარ. -მორიგე ხარ? -მორიგე ვარ,ლევანის შევუცვალე. -ააა,გასაგებია.მაიკო გავიდა და ალიკამ თვალმოჭუტულმა შეხედა რატის. -რატი რა ხდება? -არაფერიც არ ხდება ალიკა.შეუბღვირა რატიმ მაგრამ ალიკას გაეცინა და უთხრა. -ახლა თუ არ ხდება ამ წუთში,მალე მოხდებაააა. -ნუ მიშლი ნერვებს,მაიკოს შვილი ჰყავს.უთხრა მოწყენილად. -მერე რა, რომ შვილი ჰყავს.ჰყავდეს, ქმარი ხომ არ ჰყავს? -არა,ქმარი არ ჰყავს.ის მაშინ მიატოვა ქმარმა,როცა ჯერ კიდევ არ იცოდა მაიკო ფეხმძიმე რომ იყო.შემდეგ სულ მარტომ გაზარდა შვილი. -მდააა,მძიმე სურათია.თქვა ალიკამ და რატის შეხედა,რატიმაც შეხედა ალიკას და გაეცინა. -წადი,მომშორდი ყველაფერი კარგად იქნება. -მე მივდი...............ალიკას ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა საუბარი დახედა და გელა იყო. -გისმენ გელა. -სასწრაფოდ მოდი განყოფილებაში,ხელი უნდა მოაწერო მნიშვნელოვან საბუთებზე. -რა საბუთებზე.გაუკვირდა ალიკას და რომას შეხედა. -მოდი აქ და გაიგებ. -მითხარი რა საბუთებზე. -გეგენავა დანებდა და თანახმაა ყველაფერი დაგიბრუნოს,ქონებას გიბრუნებს ალიკა ისე რომ არც ბრძოლობს. -ღადაობ?არ მჯერავს ასე უბრძოლველად დანებდეს.რაღაც აქვს ჩაფიქრებული ალბად.გაუკვირდა ალიკას. -იცის რომ ამჯერად გაება მაგრად ობობას ქსელში და წააგებს,ჰგონია სასჯელს შეუმსუბუქებენ ამით. -კარგი,კარგი მოვდივარ.ალიკა რატის მიუბრუნდა და უთხრა. -მე მივდივარ,მაგრამ ჩვენ საუბარი არ დაგვისრულებია. -ხომ მშვიდობაა. -კი,კი მშვიდობაა და ყველაფერი კარგადაა.უთხრა ალიკამ და თვალი ჩაუკრა. -იცი რას გეტყვი რატი?ყველას თანგადაყოლილს უფლება გაქვს შენს პირად ცხოვრებას მიხედო და ეს პირადი შენს ცხვირის წინ გიტრიალებს.ნუ დაბრმავდები,კარგად გაახილე მაგ თვალები.მივდივარ და მოგვიანებით მოვალ.არც დააცადა რატის სიტყვის თქმა ისე გავიდა კაბინეტიდან.რატიდან წამოსული დედასთან შევიდა და ლალი უფრო მოცოცხლებული მოეჩვენა,სახეზედაც უფრო კარგი ფერი ჰქონდა.ალიკას შეხედა და ნელი დასუსტებული ხმით უთხრა. -მაპატიე. -რა გაპატიო დედა,შენ არაფერი გაქვს საპატიებელი. -მაპატიე,რომ ბავშვობა დაგიმსხვრიე. -დედა,დედა გთხოვ ნუ იხსენებ იმ მწარე მოგონებებს.დავივიწყოთ მწარე და მტკივნეული წარსული და მომავლის იმედით ვიცხოვროთ.მხოლოდ ერთი პირობით. -რა პირობით შვილო. -არ დაგავიწყდეს,რომ მე შენ უზომოდ მიყვარხარ.შენ ჩემი გმირი დედა ხარ,ქალი რომელმაც წლები გაუძლო ძლიერ ტკივილს და ტანჯვას.მე გპირდები,რომ დაგავიწყებ ტკივილიან წარსულს და ვიცხოვრებთ ლამაზად ერთმანეთის გვერდით,ერთმანეთის სიყვარულში.ახლა გავრბივარ და მალე მოვალ,აუცილებელი საქმე მაქვს მოსაგვარებელი. -ალიკა იმ სახლში არ დამაბრუნო. -ის სახლი ჩვენია დედა,მხოლოდ ის დაგვრჩა მამასგან. -არა,არ მინდა იმ სახლში ყოფნა.შიში გამოესახა ლალის სახეზე. -კარგი,არასოდეს არ წაგიყვან იქ დედა. -არც შენ წახვიდე,იქ დაგიჭერენ და დაგამწყვდევენ.უთხრა ჩუმად ისე რომ თითქოს სხვას არ გაეგონა. -კარგი დედა დაწყნარდი,ყველაფერი კარგად იქნება.საავადმყოფოდან გამოსულს გიორგი,ბექა,ლაშა და ალექსი შეხვდა და ალიკამ მოუყვა მათ ლალის შიშების შესახებ. -დაშინებულია და დრო უნდა მდგომარეობიდან რომ გამოვიდეს.თქვა გიორგიმ. -ახლა სად მიდიხარ.კითხა ბექამ. -გელასთან მივდივარ,გეგენავას ნამუსმა შეაწუხა და ქონებას მიბრუნებს. -ეს სასიხარულო და უნდა ავღნიშნოთ.თქვა ლაშამ. -შენ შენს საქმეზე იზრუნე,სულ მალე დამთავრდება თვეც.უთხრა ღიმილით ლაშას გიორგიმ. ლაშა მართლა ბევრს ფიქრობდა,ყველგან სადაც კი გაივლიდა აკვირდებოდა გოგოებს თუ გამონახავდა რომელიმესთან საერთო ენას,მაგრამ გულს არავინი არ ხვდებოდა და უკვე მოსვენებაც კი დაკარგა.ერთი კვირაც ამოეწურათ ბიჭებს დასვენების და დაუბრუნდნენ სამსახურს და მოვალეობებს.დილით ადრე გასულს,საღამოს გემრიელი ვახშამი და საყვარელ ქალთან ერთად მისი ნერვების კიბორჩხალაც ხვდებოდა სახლში.ერთ საღამოს გიორგი ძალიან დაღლილი იყო და ასეთ დაღლილობას მხოლოდ ერთ ადგილზე მისვლით იქარვებდა.ეს იყო ადგილი სადაც ცხოვრობდა რამოდენიმე ღარიბი ოჯახი და ამ ოჯახებში ყველაფერს მოკლებული ბავშვებიც ცხოვრობდნენ,პატარები რომლებიც ყოველ დღე ვიღაცის მოლოდინში იყვნენ.გიორგის ეს ბავშვები ეცოდებოდა და ამიტომ მათ მოკიდებდა ხელს და წაიყვანდა,მათ გულს ახარებდა უფასოდ აჭმევდა,ყიდულობდა ჩასაცმელებს,სახარჯო ფულსაც აძლევდა მათ მშობლებს და ამით თავადაც მშვიდდებოდა.იმ ღამით შეეძლო მშვიდად დაეძინა კმაყოფილებით სავსეს.ანას ძალიან ბევრი საქმე დაუგროვდა ამ ერთ კვირაში და დილით ადრე წავიდა,ისე რომ გიორგი არ გააღვიძა და გიჟური დილა არ მოუწყო.გიორგი კი ადგა,მოემზადა და ანას ელოდებოდა,ბოლოს გაბრაზდა და ანას საძინებელში დაუკაკუნებლად შევარდა,მაგრამ გაოცებული უცქერდა ლამაზად გადასწორებულ საწოლს და ზედ საწოლზე კი რვეულის ფურცელს რომელიც ხელში აიღო და ერთი თვალის გადავლებით ჩაიკითხა. -გიორგუნა ვიცი ახლა გაბრაზებული რომ შევარდი ჩემს საძინებელში და რა ბედნიერი ვარ იქ რომ არ დაგხვდი,მაგრამ რა სამწუხაროა შენს სიბრაზისაგან დაქაჩულ თვალებს რომ ვერ ვხედავ.შენ უნდა იყო ჩემი უფროსი და მე შენი ხელქვეითი? მაგრამ რას ვიზამთ,ხანდახან უსამართლობასაც უნდა შევეგუოთ.ძილის გუდა მე უკვე ვმუშაობ და რომ წამოხვალ ყავა არ დაგავიწყდეს ჩემთვის,მეც მიყვარხარ იდიოტო.მპუაააა.გიორგის გაეცინა და თან გაბრაზდა. -იცოდი ანა წასული რომ იყო? ჰკითხა მარიამს. -წავიდა? რატომ წავიდა ასე ადრიანად? გაუკვირდა მარიამს. -მგონი გამოსწორების გზას დაადგა.გაეცინა გიორგის და მარიამთან ერთად სახლი დატოვა.მარიამი სასწავლებელში დატოვა და თავად კომპანიაში წავიდა,ანას ყავა უყიდა და მაგიდაზე დაუდო უხმოდ,ანამ რომ ამოხედა დაღლილი თვალებით შეეცოდა მის ჩაწითლებულ თვალებს რომ შეხედა. -ბევრი დაგრჩა გადასახედი? -არა,თუ კიდევ რამეს არ მომიმატებ და არ მომაყრი მალე დავასრულებ. -დაასრულე ეს და წადი სახლში დაისვენე,მართლა მოსაკლავად კი არ მყავხარ გამეტებული. -ოჰ,რას მივაწეროთ შენი ეს სიკეთე?გიორგიმ შეუბღვირა ანას. -ხო კარგი,ვაღიარებ რომ მართლა გადავიღალე.გიორგი წავიდა და ისიც თავჩარგული იყო საბუთებში შუადღით ლაშამ და გელამ რომ მიაკითხა.საუბრობდნენ ანა რომ შემოფრიალდა და გიორგის უთხრა. -გიორგი შენი სიტყვა ძალაშია რაც დილით მითხარი? -მორჩი? -კი,მოვრჩი. -ძალაშია,მაგრამ შეიძლება გავიგო სად მიბრძანდები ასეთი ჩაცმული? -პაემანზე.მოკლე პასუხი ესროლა ანამ. -მერე მეტი მოკლე არ გქონდა არაფერი რომ ჩაგეცვა?მე წაგიყვან სახლში, უჩემოდ ფეხს ვერ გაადგამ. -არ მივდივარ ჯერ სახლში და შენ ძალით წამიყვან? -შენი გულის ვარდი სად არის,რომ შეგხედოს რა ფორმაში ხარ დღეს. -რა ფორმაში ვარ,რა არ მოგწონს? -გამოფენაზე გყავს გამოყვანილი დღეს შენი ფეხები?უთხრა გაბრაზებულმა -რა არ მოგწონს? -მე მომწონს სხვას რომ ვუყურებ,თორემ ჩემსას რომ უყურებენ ეს არაა მოსაწონი.უთხრა გიორგიმ და თვალები დაუბრიალა. -ნუ ატრიალებ მაგ თვალებს სოჩიკივით,ბევრ კალორიებს დაწვავ და კიდევ რატომ დავმალო ის რაც კარგი მაქვს? კაბინეტში ბექა შემოვიდა ქაღალდებით და გიორგის უთხრა. -ანა სად წავიდა,ეს მისი საქმეა და კაბინეტში არ დამხვდა. -აბა ეს ვინ არის,ვეღარ ცნობ? ბექამ გვერძე მიიხედა და ანა კმაყოფილმა შეათვალიერა,შემდეგ ანას თვალი ჩაუკრა და გიორგის მიუბრუნდა. -შენ თვალები სად გაქვს დღეს,ვერ ხედავ ამას როგორაა? -ჩემთან რა გინდა.გაუკვირდა გიორგის ბექასგან საყვედური. -ასე რომ მოგყავდა სახლიდან ეს მე მომეწონებოდა, ყველას თვალები რომ ზედ ახატია? -გამოიპარა სახლიდან დილით და ახლა ვნახე როგორც გამოიყურებოდა.მე გითხარი მოარჯულე თორემ მე მოვარჯულებ,სანამ არ შემომაკვდება ხელში არ დაისვენებს. -ნუ იღრინები რა,შენ შენს კოკორს მიხედე.უთხრა გიორგის ენა გამოუყო და წავიდა,ისევ შემობრუნდა კარებთან მისული და ახლა ლაშასთან მივიდა.გიორგის ჩაეცინა და ლაშას უთხრა. -შენ დარჩი გამოუცეკვებელი და შენთანაც მოვიდა.ანამ არ მიაქცია ყურადღება გიორგის ბუტბუტს და ლაშას უთხრა. -ლაშიკო როგორაა შენი საქმე, ვერ ნახე დროებითი ქალი? მე მყავს მეზობელი 70 წლისაა და დაქორწინდი მასზე. -ენა მწარე ხარ ანა არაფერს შენ ადამიანს არ ეტყვი სანუგეშოს.უთხრა გიორგიმ. -თუ არ გინდა დაჯექი და იგლოვე შენი მილიონები რომელზედაც ხელი ვერ მიგიწვდება,მე რა მენაღვლება.ისე ჩვენ რომ მოვაწეროთ ხელი არ გინდა? -ანაააა ნუ გიყვარს ადამიანის ნერვებზე თამაში,ნუ ხარ სადისტად დაბადებული.იმედი მაქვს ერთ დღეს ვიღაცა გცემს ისე მაგრად,რომ ის უჯრედი რომელიც არ მუშაობს შენს ტვინში ამუშავდეს. -სულაც არ ვთამაშობ,იდიოტო მე ერთერთი ვარიანტი შევთავაზე.აქ ვინ მოუვა თავის ფეხით,უნდა გაინძრეს.მოიცადე,ისე არ გიფიქრია იმ შენს ადვოკატს რომ დაელაპარაკო? მან ხომ იცის ამ საქმის არსი რაც ხდება.ნუ მიყურებ მასე,გეფიცები მართლა სერიოზულად გეუბნები.ლაშამ გიორგის შეხედა,შემდეგ ანას და თითქოს გზა აჩვენა ანამ და სწორი მიმართულებით დააყენა ამ გზაზე. -შენ მართალი ხარ ანა მაგრამ მომისმენს? -ხოდა აქ რომ ზიხარ ბაციკუკუსავით,გაინძერი. -შენმა ენამ რომ არ თქვას რამე განსაკუთრებული და განსხვავებული შეუძლებელია.უთხრა ლაშამ სიცილით. -ოჰ მოვიდა საძმოს სიამაყე.მათ მხიარულ კომპანიას ალექსი შეუერთდა. -ანა ცუდ ხასიათზე ვარ. -რა ხდება,რა მოგივიდა.შეეკითხა ლაშა. -ჩემს მეტი ვერ ნახა ვინმე მოსკოვში გასაგზავნად. -მაგის გამო იშლი ნერვებს? წადი გაინავარდე,გაშალე ფრთები. -მერე გაუშვი შენი ბექუშქუშა და გაინავარდოს გაშალოს მანაც ფრთები. -შენ რა გინდა მითხრა,გოგოები არ გაინტერესებს? -რა გამოხტომები გაქვს ხანდახან ანა.უთხრა სიცილით ლექსომ. -მოამზადე ყველაფერი და უთხარი ზანდა დეიდას ბილეთი დაჯავშნოს.და ამას ნუ უსმენ თუ გინდა სრულ ჭკუაზე წახვიდე და მოხვიდე.უთხრა გიორგიმ ლექსოს. -მოგვარებულია ყველაფერი და ზეგ სამი თვით დაგასვენებთ. -უფ,ბევრია ბოს სამი თვე არ გეცოდება? -შენც უნდა გაგიშვა სადმე სამი თვით არა,სამი წლით რომ სულიერად დავისვენო შენგან. -ვერ ეღირსები მაგ დღეს.გამოაჯავრა ანამ გიორგი. -ამ საბუთებს გადახედე,მაინც ტყულა ხარ. -გინდ იყვირე,გინდ იღრიალე მე მივდივარ. დილით ხომ მითხარი ადრე წადი და დაისვენეო. -რატომ?რაღაა დარჩენილი მოიცადე და ერთად წავიდეთ.უთხრა გიორგიმ.ანამ ეშმაკურად შეხედა და უთხრა. -ჰმ,მე ჩემი დღის განრიგი შევასრულე.ახლა სხვაგან მივდივარ და სადაც მივდივარ იქ იმ სიაში შენ და თქვენ არ წერიხართ. -არც მე არ ვწერივარ?გაკვირვებულმა კითხა ბექამ. -არა,არცერთი თქვენთაგანი.შებრუნდა და კარებთან იყო მისული გიორგის ხმა რომ გაიგონა. -ყველა ტვინით ავადმყოფს და დარტყმულს მე რატომ უნდა გადავეყარო,რომ მერე მომიბრუნდეს და ჩემს ნერვებზე ითამაშოს? -შენს ნერვებზე ლეკურს რომ ვცეკვავ,აი მაშინ ვარ სწორედ არაჩვეულებრივ ხასიათზე.უთხრა სიცილით ანამ და გავიდა. -წადი წაიყვანე სახლში,თორემ ვიცი ასე რომ გავიდეს შარს გადაეყრება გზაზე და მაგის ძებნის თავი არ მაქვს.უთხრა ბექას და ბექაც გაყვა ანას სახლში წაიყვანა და ბევრიც იცინა ორივემ გიორგის ბუზღუნზე,უეცრად რაღაც აზრი მოუვიდა თავში და ბექას უთხრა. -ერთი კარგი გეგმა მაქვს,რომელსაც უკვე დიდი ხანია ვამზადებ,მხოლოდ გაფრთხილებ გული გაიმაგრე შენც ამ სიაში ხარ. -რა არის,რა გეგმაა ნუთუუუუ.... ბექას თვალებში ეშმაკები ჩაუსახლდა -მაპატიე,მაგრამ შენ რაც გაიფიქრე მე იქით არ მოვდივარ ჯერ-ჯერობით.ბექას უცებ შეეცვალა სახე და ანას სახლში შეყვა. -რა გეგმა გაქვს რატომ არ მეუბნები.უთხრა ჩუმად მაგრამ ძალიან ვნებიანი ხმით. -ბექა რა გჭირს. -რა მჭირს?ვერ ხვდები რა მჭირს?წელზე მოხვია ხელი და თავის სხეულზერ აიკრა,შემდეგ კი ანას ბაგეებს შეეხო ჯერ ნაზად და შემდეგ უფრო მომთხოვნად -ბექა არ შემიძლია,გთხოვ დრო მომეცი.უთხრა ანამ ჩურჩულით. -რატომ,რატომ არ შეგიძლია,რამე შეიცვალა? -არა,არა არაფერი არ შეცვლილა. -ჩვენს შორის სიყვარულია,მოდი ხვალვე დავქორწინდეთულ და ყველას სიურპრიზი მოვუწყოთ. -სულ ცოტა,სულ ცოტა დრო მომეცი რამდენიმე დღე.თხოვა ანამ. -როდესაც შენ მზად იქნები,როდესაც შენ თავად მეტყვი რომ უკვე დროა,მაგრამ თუ დილამდე ვერ ვიცოცხლე ეს იცოდე შენს სინდისზე იქნება. -დღეს არ მოკვდები,მაგის თავდებად მე დაგიდგები.თვალი ჩაუკრა ბექას და კარიც მიხურა.ბექა ისევ კომპანიაში წავიდა,ანა ქირქილით და სადისტური ღიმილით შემობრუნდა სახლში.ცოტა ხანში შეამოწმა ბექა სად იყო და დარწმუნების შემდეგ რომ გიორგი და ის ერთად იყო სახლიდან გავიდა.ტაქსი დაიჭირა და ბექას ბინაში წავიდა,იქ რამოდენიმე წუთი დაჰყო სამზარეულოში და ისევ სადისტური ღიმილით დაბრუნდა უკან.წყალი გადაივლო და გადიოდა უკვე მისმა ტელეფონმა რომ დარეკა,დახედა და ბექა იყო. -ანა სახლში მივდივარ,დაღლილი ვარ და ამოვალ რა შენთან თუ გიორგისთან არ მიდიხარ დღეს. -მივდივარ უკვე. -კარგი მაშინ ტკბილი ძილი. -ჯერ კი ვარ ტკბილად თუ გიურზამ არ გამაბრაზა და თუ გამაბრაზა დავსჯი. -მაგარი ხარ შენ.გადაიხარხარა ბექამ და ტელეფონი გათიშა. -თუ არ ვარ მაგარი,ხვალ გნახავთ აკანკალებულს.თქვა და ისევ ჩაიქირქილა.გიორგისთან ისე ჩუმად მივიდა სახლში რომ შევიდა ანას სიჩუმე თავად გიორგისაც კი გაუკვირდა.მარიამი და გიორგი ტელევიზორს უყურებდნენ,ორივემ რომ გახედა ანას ფრთხილად მოძრაობდა. -ანა ავად ხარ?შეეკითხა გაკვირვებულმა,უფრო გაოცებულმა მარიამმა. -ავად შენ ხარ,რა შემატყვე ავადმყოფობის ფერი არ მაქვს კარგი თუ ხორცი. -სისინა ამდენი ხანი სად იყავი,რატომ დაიგვიანე. -დავიბანე,დავსუფთავდი და ისე წამოვედი.მოიცადე,სახელი რატომ შემიცვალე ტომ? -ტომი ვინ არის? -თავად ჯერია და შენ ტომი ხარ.უთხრა სიცილით მარიამმა გიორგის. -ხელს არ შეგიშლით გვრიტებო მე დავწვები.თქვა ანამ და წავიდა. -მარიამ მე ეს სიჩუმე და სიწყნარე არ მომწონს.მარიამმაც სიცილით დაეთანხმა. -გეთანხმები,რაღაც აქვს ჩაფიქრებული და იცოდე სერიოზული. -მოიცადე,მაგას უნდა ვუყარაულო დღეს? -წავიდა დასაწოლად,დაიძინებს დაღლილია. -მაგამ საერთოდ იცის დაღლა რა არის?მაინც არ ვენდობი,რაღაცას გამიჩალიჩებს დღეს გეფიცები თუ ასე არ იყოს. -რაც გინდათ ის ქენით,მე დავწვები მეძინება ხომ არ გეწყინება. -რა უნდა მეწყინოს მარიამ წადი დაისვენე,მაგრამ ჩემს საძინებელში დაწვები. -კარგი,ნუ ბუზღუნებ.გაეცინა მარიამს.გიორგიმ ტელევიზორის ყურებას შეყვა,შემდეგ რაღაც ქაღალდებს გადახედა და ძალიან გვიანი იყო რომ დაწვა,დარწმუნდა რომ ანას ეძინა და თავადაც მშვიდად დაწვა,არადა ანამ ორჯერ ადგა და არ დაენახა გიორგის.სახლში სრული სიჩუმე სუფევდა,ანა რომ ადგა ისევ და ჩუმი ნაბიჯებით წავიდა სამზარეულოში.ჩქარა,ჩქარა ფუსფუსებდა და ცოტა ხანში ისევ საძინებელში დაბრუნდა,ჩაიცვა და ჩაცმული შეწვა,რადგან ყოველ წუთს ელოდა რაღაც საშინელს.როგორც იქნა 7 საათიც მოვიდა და ადგა,ჩუმად,უხმოდ გაიპარა სახლიდან.დილით მარიამზე ადრე გიორგიმ გაიღვიძა,კარებზე ზარი იყო და მარიამი არ გააღვიძა თავად გააღო კარი. -რა მოხდა ამ დილა ადრიან,ან სად იყავით რას გავხართ.უთხრა კარებში მდგარ გელას და ლაშას. -თქვენ რომ წამოდით ჩვენ მერე დავლიეთ. -ბექა სად არის მერე. -ბექა მალე მოვა ალბად,დაურეკე და გათიშული აქვს ტელეფონი. -ამ დილა ადრიან რატომ აქვს ტელეფონი გათიშული.გაუკვირდა გიორგის. -გიორგი ლუდი გვაქვს?ჰკითხა გიორგის გელამ. -კი მაცივარშია.უთხრა გიორგიმ და გელაც წამოდგა სამზარეულოში წასასვლელად,მაგრამ თავბრუ დაეხვა და ისევ დაჯდა,გიორგიმ შეხედა და უსაყვედურა. -რამ გადაგრიათ რომ ჩაწყდით წუხელ, დაჯექი მე მოგიტან. -მიდი რა მომიტანე,თავი მისკდება ისე მტკივა.თხოვა გელამ და თვალები დახუჭა.გიორგი გავიდა მაცივარი გამოაღო და მისმა ღრიალმა ყველა ფეხზე დააყენა,ლაშა და გელა ერთმანეთს მიაჩერდნენ მაგრამ წამოდგნენ ფეხზე და სამზარეულოში გაცვივდნენ,გიორგი გაფითრებული იდგა და მაცივარს უყურებდა აკანკალებული. -რა მოხდა,რა მოგივიდა.ახლოს მივიდა გელამ მაგრამ გიორგი ისე იყო დაბნეული,ხმა ვერ ამოიღო და ხელით ანიშნა მაცივარზე,იქ ნახეო.გელამაც მაცივარი გამოაღო და მანაც ჯერ დააშტერდა რაღაცას,მიხურა მაცივრის კარი და შემდეგ იყვირა. -რა ხდება ხალხო,ასე რამ დაგაფეთათ ანა ხომ არ ზის მაცივარში და გაშინებთ იქედან. -ბექას,ბექას დაურეკე გთხოვ.თქვა გიორგიმ და გულზე მიიდო ხელი. -ცოტა ხნის წინ დავურეკე ხომ გითხარი და შეტყობინება მოვისმინე,ავად ვარ და დამაგვიანდება დღეს მოსვლა მგონი გავცივდიო.გელამ გიორგის შეხედა,ისევ მივიდა მაცივართან და ნელა ნელა გამოაღო და კარგად დააკვირდა რაღაცას,შემდეგ გაეცინა და გიორგის უთხრა სიცილით. -შენ კი არა დღეს ისე შემაშინა მე მოვკლავ,ნუ გეშინია ანას მორიგი ხრიკია. -როგორ ხრიკი,რას გულისხმობ. -ბექას ფოტო აქვს ამობეჭდილი და ქილაში მოთავსებული, შემდეგ კი წყლითაა ავსებული,გეფიცები მაგარად შემეშინდა და კიდევ კარგი მაგარი ნერვები გვაქვს.გელამ მაცივიდან ქილა გამოიღო და ახლოდან აკვირდებოდა რომ ამ დროს მარიამი შემოვიდა სამზარეულოში და დაინახა თუ არა გელას ხელში ქილა,პირზე ხელი მიიფარა და საშინელი ყვირილი მორთო შემდეგ კი გიორგის ჩაუვარდა ხელებში გულშეწუხებული. -მარიამ ეს ანას მორიგი ხუმრობა იყო.როგორც იყო მოაბრუნეს მარიამი ყველა შეშინებული უცქერდა მარიამს რადგან ყველას ძალიან შეეშინდა.გელამ რატის დაურეკა და ისიც მალე მოვიდა,გასინჯა მარიამი და გიორგის უთხრა. -წნევა ძალიან დაბალი აქვს,გემოგლობილიც დაბალი ექნება და აუცილებლად ანალიზები უნდა აიღოს,ვიტამინები დაჭირდება მოსაძლიერებლად,სუსტად არის. -არ მტკივა არაფერი,თქვენ მე ნუ მიყურებთ მე კარგად ვარ ბექასთან წადით და ის მოიკითხეთ მარტოა და ძალიან შეეშინდებოდა.ღმერთო როდის უნდა დასერიოზულდეს ეს გოგო.წყნარად თქვა მარიამმა და წამოდგომა სცადა,გიორგი იქვე იყო და შეეშველა წამოდგომაში. -მართალია მარიამი რა დღეში იქნება ბექა მე წავალ მასთან.თქვა გელამ და ფეხზე წამოდგა,მას ლაშაც თან გაყვა. -მოვკლავ,გეფიცები მოვკლავ შემომაკვდება ხელში.ღრიალებდა გიორგი და თან ღმუოდა.-საიდან მოიტანა ეს საშინელება,სად ნახა,სად ისწავლა.ისე უნდა შევაშინო,რომ ენა ჩავაგდებინო მაგ ვირთხას მაგას. -აი ესაა სწორედ რომ არ უთმობთ ერთმანეთს და სანამ მართლა სერიოზულად არ დაუშავებთ ერთმანეთს და არ ატკენთ არ მოისვენებთ.არა,თქვენი ერთად ყოფნა ერთ სახლში კი არა,1000კმ-ის დაშორებაც ცოტა არის,რადგან იქაც მიწვდებით ერთმანეთს.არც შეგიძლიათ უერთმანეთოდ და ერთადაც არ შეიძლება თქვენი ყოფნა.ერთად თუ ხართ და იცინით,მეშინია იმ სიცილის რადგან სადისტური სიცილი გაქვთ ორივეს.მეშინია იმ დღეს,სერიოზულად მეშინია.ეს უკვე ზედმეტია გიორგი,ძალიან ზედმეტი.შეწყვიტეთ ერთმანეთის კბენა და ღეჭვა.სერიოზულად ნაწყენი იყო მარიამი ორივეზე.გიორგი რაღაცის თქმას აპირებდა,რომ ტელეფონზე ლაშამ დაურეკა რომელსაც უცებ უპასუხა. -გისმენ ლაშა. -გიორგი ბექა ცუდად არის მოდი რა საჩქარად. -მოვდივართ,რატის დაურეკე და მოვალთ ჩვენც,ტელეფონი გათიშა და მარიამის ხმა გაიგონა. -წამოდი ჩქარა,ნეტავი ვიცოდე ის თავად რას ფიქრობს ან სად არის,ნუთუ ვერ ხვდება რამხელა საშინელება ჩაიდინა.ბრაზობდა არა მარტო გიორგიზე,ბრაზობდა ანაზეც.ბექასთან ბინის კარები ღია დახვდა და ორივემ შევიდა ბინაში,რომ რატის ხმა შემოესმათ. -რა ხდება ხალხო,იქეთ მარიამი იყო ცუდად აქეთ ეს,რაა დღეს აქეთ იქეთ უნდა ვირბინო?რა გეტაკათ,რამ დაგაფინათ ძირს. -რამ კი არა,ვინ.თქვა გელამ. -ჰოდა ვინ დააფინა,რა მოუვიდათ.გელამ ხელით ანიშნა გამომყევიო და რატიც გელას გაყვა სამზარეულოში,იქ მისულმა რატის თვალები გაუფართოვდა ერთ დიდ ქილაში გიორგის თავი რომ დაინახა მოთავსებული. -ეს ნახა მარიამმაც? ვინ გააკეთა ეს,კიდევ კარგი გული რომ არ დაუსკდათ შიშისგან.რატის გაეცინა გულიანად და სული რომ მოითქვა სიცილით თქვა.-ანამ,ანამ გააკეთა ხომ? ანა,ანა არ დააფინე დღეს ეს ხალხი? -ეს გოგო მართლა ეშმაკის მოციქულია.ეს რაც დღეს გააკეთა სასაცილო არ არის,მან სერიოზულად დაგვაფეთა ყველა და შესაძლებელი იყო სერიოზულად დაშავებულიყო რომელიმე ჩვენთაგანი,უფრო მარიამის შემეშინდა.ამიტომ სერიოზულად უნდა დაისაჯოს,რომ შეწყვიტოს ეს საშინელებები.რამე უნდა მოვიფიქრო,ჭკუა უნდა ვასწავლო. -ამჯერად ვერ დაუძვრება იოლად დღევანდელ დღეს,მეც მოგეხმარები.ბექა დაეთანხმა გიორგის და ერთად გადაწყვიტეს ანას დასჯა.-იცის რაც მოხდა დღეს მარიამი რომ შეგვიწუხდა?არა გული რომ გაგვსკდომოდა ან მე ან მარიამს სად მიდიოდა მერე,რას აპირებდა ხომ გახდებოდა ორი ადამიანის მკვლელი.არა,უნდა დაისაჯოს და მწარედ უნდა დაისაჯოს.გიორგი რაღაც მოვიფიქრე და შენი დახმარება მჭირდება. -აუცილებლად,მე შენს გვერდით ვარ.უთხრა გიორგიმ და გაუღიმა ბექას მაგრამ ეს ღიმილი არ იყო სიხარულისგან გამოწვეული ღიმილი,მას სევდის ფერი დაჰკრავდა.ფიქრობდა ბექა,მაგრამ გიორგიმ იცოდა რისი ეშინოდა ანას ყველაზე და ყველაფერზე მეტად.ანას ზაფხულის მოახლოება არც თუ ძალიან უხარია,ზაფხულზე ანას ისტერიოული შემოტევები ემართება უბრალოდ ფოთოლის გაშრიალებაზედაც კი.ვერსად მარტო ვერ მიდის,არც სკვერში და არც საცალფეხო ბილიკებით არ სარგებლობს.ერთხელ გიორგისთან ერთად მისეირნობდა ქუჩაში და შემთხვევით საცალფეხო ბილიკზე მიმავლებმა გიორგიმ წვრილი გველი მოკლა.მას შემდეგ ეშინია მარტო სიარულის,რამდენჯერ უთხრა გიორგიმ. -არაფლის არ გეშინია დედამიწის ზურგზე და როგორმე დასძლიე ეს შიში და გააცნობიერე რომ არც ისეთი საშიშები არიან ეს არსებები.თუ არ ავნებ არ გერჩის,თავად შეძელი და მოახდინე მისი პროვოცირება.მაგრამ რა შიშის დაძლევა,ანა მის დანახვაზე ეგრევე ცუდად ხდება. -გიორგი შენ კარგად ხარ? შიში როგორ დავძლიო,მეზიზღება რომ ვუყურებ.თუ ოდესმე გადაწყვიტავ და ამ საშინელი არსებით შემაშინებ,ჩათვალე რომ უფასო ბილეთი ამიღე ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში სამოგზაუროდ.გიორგის გაეცინა ძველი განვლილი კადრების გახსენებაზე და ბექას უთხრა. -არ გაჩერდა თავად სანამ თავი არ ჩაიგდო იმ დღეში,რომელიც ვიცი არ მოეწონება.გაახსენდათ რომ სამუშაო დღე იყო და სამსახური იხმობდათ.ყველამ დატოვა სახლი და კომპანიაში მხიარული სახეებით შესულებს ბექს და გიორგის გაოცებული უცქერდა ანა. -გამარჯობა ანაბელ.მხიარულად მიესალმა გიორგი ანას და ოჰ,ეს არ მოეწონა ანას.მიხვდა რომ რაღაც ახალს უნდა ელოდოს.ბექამ კი შეხედა ანას და წყნარად უთხრა. -შამპანიური გახსენი და ილოცე,რომ დღეიდან 120 წელი იცოცხლო. -შენთან ერთად?კითხვა დაუბრუნა ანამ. -დღეს ნახავ ჩემთან ერთად თუ სხვასთან ერთად.ირონიულად უთხრა ბექამ რაზედაც ანას ჩაეღიმა და თავისთვის ჩაილაპარაკა. -არ ვიცი რა ჩაიფიქრეთ ორივემ,მაგრამ ეს თქვენი გამოწვევა მე უფრო ენერგიას მიმატებს.ვიცი რაღაც საშინელება გაქვთ ჩაფიქრებული,მაგრამ შევძლებ რომ გაგიმკლავდეთ ჯენლტმენებო.ანა დაღამებამდე მუშაობდა,გვიან დატოვა მისი სამუშაო ოთახი და დაღლილი წავიდა სახლში,მაგრამ ბექამ წაიყვანა და პირდაპირ გიორგისთან მივიდნენ წყნარად და უხმოდ.გიორგი კომპიუტერთან იჯდა და ბექაც მიუჯდა,რაღაც სახალისო თამაშს თამაშობდნენ და იცინოდნენ.მოულოდნელად გიორგი ანას მიუბრუნდა და უთხრა. -აბა ჩემო ჯერი,არაფერი არ გაქვს ჩვენთვის სათქმელი? -რას ითხოვთ ჩემგან,რა გინდათ რომ გითხრათ.გაიკვირვა ანამ. -ეს შენი ბოლო სიტყვაა?სანამ იტყოდე თანხმობას,მე ერთ რჩევას მოგცემდი. -გისმენ. -ანა გულახდილი აღიარება შენ სასჯელს შეგიმსუბუქებს. -არ მესმის რაზე საუბრობთ. -ესე იგი არ გესმის რაზე ვსაუბრობთ?მაშ ასე,შეგახსენებ რომ ამ დილით ჩემსა და ბექას სახლში მოხდა საშინელი შემთხვევა,შემთხვევაა ისაა რომ ვიღაცას ჩვენი შეშინება უნდოდა ან უფრო მეტი,ჩვენი სიკვდილი.მე კი შენს ადგილზე სიმართლეს ვიტყოდი,თორემ ძალიან მძიმე სასჯელი ელის დამნაშავეს. -და მაინც რა სააჯელი გაქვთ მოფიქრებული? -სასჯელია ასეთი,დამნაშავეს როცა აღმოვაჩენთ ის პითონის ან გიურზას გემრიელი ლუკმა გახდება.თან აქაც და იქაც ორივეს სახლში,ქილას შენი თითების ანაბეჭდები ამშვენებდა. -დამნაშავე სასჯელისთვის მზად არის,მაგრამ ამ სასჯელს გააპროტესტებს სტრანზბურგის სასამართლოში. -აააა,თუ სააჯელის გაპროტესტებისთვის მზად ხარ,ესე იგი აღიარებ თავს რომ დააშავე და თავს დამნაშავედ ცნობ.გასაგებია ყველაფერი.გიორგიმ ბექას გახედა და თვალით ანიშნა რაღაც,ისიც წამოდგა და ახლოს დაჯდა ანასთან და უთხრა. -დღეს გადავწყვიტეთ დავლიოთ და შენც დალევ,შემოგვიერთდები? -რატომაც არა.ბეჭები აიჩეჩა ანამ. -ღვინო თქვენ თავად აარჩიეთ პადვალშია,მაგრამ ვფიქრობ დღევანდელ საღამოს და ამ სიწყნარეს წითელი მშრალი ღვნო მოუხდებოდა.როგორც კი ჩახვალ მარცხენა მხარეს გოგის ღვინოების კოლექცია დევს და აიღეთ იქედან ორი ბოთლი და წამოიღეთ. -კარგი.დაეთანხმა გიორგის ბექა და ანას ხელი გაუწოდა. -მეც წამოვიდე?გაუკვირდა ანას. -წამოდი ამოვიტანოთ ღვინო,მარიამმა გემრიელი ვახშამო მოამზადა და ღვინო წავა ზედ.ანას უცნაურად მოეჩვენა ბექას გამოხედვა,მაგრამ მაინც წამოდგა წინ ბექა წავიდა და ნელა-ნელა ჩაუყვა სარდაფის კიბეებს ქვემოთ.შეშინებულმა დაადგა ფეხი ანამ კიბის პირველ საფეხურზე და გაუბედავი ნაბიჯი გადადგა,მაგრამ მაინც მედგრად ჩაათავა ბოლომდე არც თუ ისე მაღალი კიბე.ბექა გოგის ღვინოების კოლექციას ათვალიერებდა და ანას უთხრა. -მოდი შენ აარჩიე,რომელი ღვინოც შენ გინდა ის ავიტანოთ მაღლა.ანამ უყურა ბექას და შემდეგ უთხრა. -რა გაქვს ჩაფიქრებული,დავიჯერო გამიმეტებ საშინელი სასჯელისთვის? -შენ? შენ ხომ გაგვიმეტე მეც და მარიამიც ან გიორგი შეგვიცოდე რომელიმე?რა ჭკუამ მოგაფიქრა ეს რომ ქილაში მე გიორგის თავს ვნახავდი და ისე უბრალოდ შევხედავდი მასზე არ ვინერვიულებდი? რატომ არ ფიქრობ და ტვინს არ ატან ხანდახან რას აკეთებ.შენ წარმოდგენა გაქვს საერთოდ დღეს რა მოხდა? იცი რომ მარიამმა ნახა ის ქილა და ძლივს მოაბრუნეს,სასწრაფო გამოიძახეს მის მოსაბრუნებლად და შემდეგ მე დამემართა იგივე? იცი რომ ორი ადამიანის მკვლელი გახდებოდი მარიამი რომ ვერ მოებრუნებინათ და შემდეგ მე?აზრზე ხარ საერთოდ? ანა თავდახრილი იდგა ბექას წინაშე და უკვე გულით ნანობდა მის მიერ ჩადენილ დანაშაულს.ბექა კი აგრძელებდა. -შენ რა გგონია, მართლა ღვინის გამო ჩამოგიყვანე აქ? სადამდე არ ჩახვდები შენს დანაშაულს რა გააკეთე და რა შეიძლება მოჰყოლოდა დღევანდელ დღეს ძლიერი გული რომ არ მქონოდა,მანამდე ანა,მანამდე აქ იქნები.ანამ უეცრად თავი ასწია და ცრემლიანი თვალებით შეხედა ბექას.შეეცოდა,მართლა შეეცოდა ბექას რადგან პირველად ნახა ანას თვალზე სინანულის ცრემლი,მაგრამ გული გაიმაგრა და არ შეიმჩნია ნელა-ნელა მოშორდა ანას და ფეხი კიბეზე შედგა,ანას შეშინებული და აკანკალებული ხმა რომ გაიგონა. -შენ მართლა აქ მტოვებ -აქ გტოვებ,არ შეგეშინდება,რადგან მარტო არ იქნები აი იმ კუთხეში მიდი და ნახავ ორ შენსავეთ დაუნდობელ მეგობარს.ანამ გაიხედა საითკენაც ბექამ მიუთითა და თვალები გაუფართოვდა,ისევ ბექას შეხედა მაგრამ ბექა იქ აღარ დახვდა. -ღმერთო,დღეს გადამარჩინე და საერთოდ არ გავიფიქრებ ამათ ნერვების მოშლაზე.ჩაილაპარაკა ანამ და იქვე ჩაიკეცა.თანდათან შიში გაძლიერდა და კანკალმა აიტანა,ცივი ოფლი ასხამდა და უკვე სადაც იყო ბოლო ხმაზე იყვირებდა მაგრამ უძლებდა. -ღირსი ხარ ანა ღირსი ხარ,რაც დათესე იმას იმკი.უბრაზდებოდა თავის თავს. -ღმერთო მომეცი ნებისყოფა,მომეცი ძალა რომ ამ სასჯელს გავუმკლავდე.თვალი გაექცა იმ კუთხისკენ სადაც დიდი ყუთი იდგა და შიგ უზარმაზარი პითონი იწვა,რომელიც ენას ასარსალებდა და მისი თვალები ანას უცქერდნენ თითქოს სწავლობდა ანას შორიდან.რა თქმა უნდა ყუთს თავზე ეფარა და იქედან ის ვერ ამოვიდოდა,მაგრამ ანას შიშისაგან გონება გაეთიშა და უგონოდ დაეცა ძირს.თვალი რომ გაახილა განათებულ ოთახში იყო,მის ახლოს გიორგი და ბექა დალანდა,მაგრამ ისეთი ძლიერი იყო შიში მასში ვერ შეძლო თვალები გაეხილა და ისევ ბურუსმა მოიცვა გარშემო ყველაფერი. სიჩუმე იდგა სახლში,ყველას გიორგისთან მოეყარა თავი და არცერთი ხმას არ იღებდა.ბექა დანაღვლიანებული გადი-გამოდიოდა და ძალიან ნერვიულობდა ანაზე. -გიორგი ხომ კარგად ახურავს ყუთს.შეეკითხა გიორგის. -ნუ გეშინია,არაფერი მოუვა მისგან მაგრამ რომ შეეშინდება ეს ვიცი. -უნდა ჩავიდე,მეტს ვერ გავუძლებ.თქვა ბექამ და ერთი საათის გასვლის შემდეგ სარდაფის კარები გააღო,სწრაფი ნაბიჯებით ჩაირბინა კიბე და შუქი აანთო,კუთხეში შეხედა ანას მოკუნტული იწვა.სასწრაფოდ მივიდა მასთან და ხელში გულწასული ანა შერჩა. სევდა,სინანული,ცრემლი ერთად მოერია და ხელი დასტაცა ანას მაღლა აიყვანა და რატის უყვირა. -რატი გულწასულია უშველე ან საავადმყოფოში გადავიყვანოთ. -ნუ გეშინია ეს ნერვიული სტრესია. -რამე გააკეთე გონზე რომ მოვიდეს. -მანიაკიც კი არ იზამს ამას რაც თქვენ გააკეთეთ,ასე რამ გაგაბოროტათ,ეს როგორ ჩაიდინეთ.უყვირა რატიმ ბექას და გიორგის. -რა ვქნათ,არ აჯობებს საავადმყოფოში გადავიყვანოთ?კითხა ბექამ რატის. -შოკშია ჩავარდნილი და მაღალი ტემპერატურა აქვს.რატიმ გადასხმა დაუდგა,ნემსები გაუკეთა ანას და ნელა ნელა კანკალი ჩაცხრა და ოფლიანობა შეწყდა.მოულოდნელად იქვე მჯდომმა ბექამ ანას ჩურჩული გაიგონა. -არ დამტოვო,არ დამტოვო. -ღმერთო ეს რა გავაკეთე,როგორ გავაწამე. -უშენობა მომკლავს,უშენოდ ვერ ვისუნთქებ. -ზედმეტი მოგვივიდა.უთხრა იქვე მდგარ გიორგის რომელიც თავს დამნაშავედ გრძნობდა. -ვიცოდი,ვიცოდი რომ ეშინოდა და მარტო სარდაფში ჩაკეტვაც საკმარისი იყო,მაგრამ ჭკუას ისწავლის და ასეთ საშინელებებს აღარ გააკეთებს. -მადლობა თქვით რომ სერიოზული არაფერია,მალე მოვა აზრზე ეს მაღალი სიცხისგან არის ასე მოთენთილი და მიგდებული.თქვა რატიმ. -მივდივარ,უნდა წავიდე.ჩემი აქ მოსვლით თქვენ აირიეთ,ამიტომ წავალ შორს ძალიან შორს.ბექამ საწოლთან ჩამოუჯდა და მანაც ჩურჩულით უთხრა. -მაპატიე საყვარელო,შენ სიულელე ჩაიდინე და მე შენზე მეტი სულელი ვარ შენ რომ აგყევი მეც ზედმეტი მომივიდა,მაგრამ ძალიან გამაბრაზე ანა ძალიან.წასვლაზე ოცნება კი შეწყვიტე,მე არსად არ გაგიშვებ,მე შენ ვერ შეგელევი რადგან უშენოდ ვერ ვიცოცხლებ.მიუწვა გვერდით და მისი თავი მკერდზე დაიდო,ღრმად ჩაისუნთქა ანას სურნელი და თვალები მინაბა.-შენ რომ მიმატოვო ,მე გასაღები სად ვეძებო შენი გულის. -ჩემი გულის გასაღები შენთანაა უკვე წელიწადზე მეტია,მაგრამ დღეიდან ჩამოგერთმევა ეს უფლებები. -რას ჰქვია ჩამომერთმევა,შენ ამას სერიოზულად ამბობ? -სახლში უნდა წავიდე,ერთ ადგილზე მაქვს დასარეკი.ანა ძალიან წყნარად საუბრობდა,რაც არ მოეწონა არც ბექას და არც გიორგის.მისაღებში ყველა წყნარად იჯდა და ელოდებოდნენ როდის აფეთქდებოდა ბომბი,მაგრამ ანამ გადასხმა მოიხსნა წამოდგა და ყველას გასაკვირად წყნარი მისალმება აჩუქა მეგობრებს.ყველას მოესიყვარულა თითქოს გრძნობდნენ ანა მათ დიდი ხნით ემშვიდობებოდა,მკრთალი ღიმილით ჰაროვანი კოცნაც დაუტოვა ბიჭებს და კარებისკენ წავიდა,გიორგიმ ვერ აიტანა ანას ეს სიჩუმე და წინ გადაუდგა. -სად მიდიხარ ასე ჩუმად და უთქმელად,სად მიიპარები ეს ხომ შენი სტილი არ არის ასეთი სიწყნარე შენ არ გჩვევია ჯერი. -ვხმაურობდი და ვერ აიტანე ჩემით გამოწვეული ხმაური,იმდენად შეგაწუხე რომ პითონს და გიურზას მიუგდე ჩემი თავი შესაჭმელად.რა გარანტია მაქვს ახლაც არ მეთამაშები და არ შემომისხვამთ საწოლშიც,ამიტომ გამატარე დღეიდან მოგენატრებათ ეს ხმაურიც რადგან დაისვენებთ ჩემგან.ჩემი შემცვლელი ეძებე,მე იქ ხვალიდან აღარ მოვალ.თვალცრემლიანმა უთხრა გიორგის ანამ. -შენ სულ გაუბერე ხომ?ის დილა რა დილაა სადაც შენ არ იქნები,ან ის სახლი რა სახლია სადაც შენ და შენი სიგიჟეები არ მეგულება.მაგრამ აღიარე,აღიარე ანა რომ შენ ხარ პირველი ამ ყველაფრის წამომწყები. -წყნარი ცხოვრება ხომ გინდოდა და აჰა,მეც წყნარად გტოვებთ. რა არ მოგწონს ვერ გავიგე? გვერდი აუარა გიორგის და ხმაურით მიიხურა კარები,კარებს მიღმა დატოვა გიორგი გაშტერებული და ბექა სახეაჭრელებული,ასევე ჩუმად მჯდარი სამეგობრო.თავად კი ცრემლით სავსე თვალებით დაადგა გზას ბინისაკენ.განა ვერ ხვდებოდა,განა არ იცოდა რომ ის იყო დამნაშავე,მაგრამ ასე თუ გაიმეტებდნენ ეს არ უფიქრია.ბინაში შევიდა და მისი ნივთების ჩალაგებას შეუდგა,არცერთი წუთით აღარ უნდოდა იქ გაჩერება,შეიძლება ენანა ეს მისი საქციელი,მაგრამ იმ წუთში უნდოდა გაქცეულიყო რაც შეიძლება შორს.მალე მოყვა უკან მარიამიც და თვალცრემლიანი ადევნებდა თვალს,არ უნდოდა ანას წასვლა რადგან ანას გარეშე გაუჭირდებოდა იმ ბინაში ცხოვრება. -არ წახვიდე ანა ძალიან გთხოვ.უთხრა მარიამმა ტირილით. -შენ რომ რამე მოგსვლოდა მარიამ მე როგორ უნდა მეცოცხლა,დარჩენას როგორ მთხოვ. -გაიარა,კარგად ვარ ხომ ხედავ არაფერი არ დამმართნია.ბიჭები?ისინი მათთვის განა იოლია ეს ყველაფერი?იცი როგორ შეეშინდა გიორგის?აღარაფერს აღარ ვამბობ ბექაზე,ეს როგორ მოიფიქრე და გააკეთე შედეგებზე არ იფიქრე? -იმ წუთში არანაირ შედეგზე არ ვფიქრობდი მარიამ. -დარჩი,აპატიეთ ერთმანეთს დღევანდელი დღე. -მიუხედავად იმისა ორივე ძალიან მიყვარს,უზომოდ,უსაზღვროა ჩემი მათ მიმართ სიყვარული დღევანდელ დღეს ვერ ვაპატიებ ვერცერთს მარიამ.მარიამი და ანა ერთმანეთს ჩაეხუტა და ორივე ტიროდა,ორივეს უჭირდა ერთმანეთისაგან შორი-შორს ყოფნა.გიორგი ცუდად გახდა,ვერ აიტანა ანას ასეთი წასვლა და ბექას უთხრა მკაცრად. -წადი,ახლავეს წადი ხელი მოკიდე და სადაც გინდა იქ გადამალე.მანამ არ ანახო მზის სინათლე,სანამდე წასვლის სურვილი არ გადაუვლის.ერთი დღეც არ მინდა ეს სახლი ანას სიგიჟეების გარეშე.ბექამ შეიკავა თავი ჯერ,მაგრამ მარიამმა დაურეკა და ტირილით უთხრა რომ ანა მიდიოდა ამ საღამოსვე.ფეხზე წამოხტა და გიჟივით გავარდა სახლიდან,მარიამმა კარი გაუღო და კარებთან ანას სავსე ჩემოდნებს წააწყდა ანა კი ტელეფონზე საუბრობდა,ბექამაც მის ბოლო სიტყვებს მოკრა ყური რამაც გააბრაზა და ანას მივარდა ტელეფონი გამოართვა და ძირს დაანარცხა,მისკენ შემოაბრუნა და კედელზე ააკრა და თვალებში ჩააჩერდა.ვეღარ აზროვნებდა რას აკეთებდა და რას ამბობდა სიბრაზისაგან. -სად მიდიხარ,ნუთუ აქამდე მოგყვა მხოლოდ ჩემდამი ძლიერი გრძნობა და მხოლოდ ესაა შენი სიყვარული? მოგბეზრდი? შეგზიზღდი? ვის დაურეკე,ვის თხოვე შველა ძველ ბოინფრედი მოიკითხე? -რას ამბობ,გააფრინე? თუ თავი მიარტყი რამეს? რა არ მოგწონს,რომ მივდივარ სამუდამოდ?რა მნიშვნელობა აქვს შენთვის აქ ვიქნები თუ სხვაგან ჩვენს შორის ყველაფერი დასრულდა დღეს. -ნუ აგრძელებ ისევ ისევეს და ნუ იწყებ ნელი სვლით ჩემს ნერვებზე ცეკვას ანა.შენ ვერსად ვერ წახვალ,აქ დარჩები მაგრამ არა აქ ამ ბინაში მარიამის გვერდით,ჩემთან წამოხვალ ჩემთან ერთად.არც დაელოდა ანას პასუხს მეშოკივით გადაიკიდა მხარზე,მარიამს გვერდი აუარა და ბინიდან გავიდა. მარიამი კი თან ტიროდა და თან იცინოდა შემდეგ გიორგის დაურეკა და ყველაფერი აკისკისებულმა მოუყვა,გიორგიმაც შვებით ამოისუნთქა ბექამ კი ანა ერთ-ერთ პატარა და მყუდრო სასტუმროში მიიყვანა და ის ღამე იყო მათი სიყვარულის ღამე. -მე არ მეშინია არავის დაკარგვის,რადგან მე არ ვკარგავ მათ,ვინც ძალიან მჭირდება ცხოვრებაში და ვინც ჩემი საკუთრებაა.იკარგებიან ისინი,ვინც გამოგზავნილი არიან ჩემთან გამოცდილებისთვის და რჩებიან ისინი,ვინც გამოგზავნილია ბედისგან.შენ ხარ ჩემი ბედი და ჩემი ცხოვრების ვარსკვლავი. -მეზიზღები,მაგრამ ბედნიერებისაგან მეცხრე ცაზე ვარ და არც გაბედო ჩემი გამოფხიზლება,არ ჩამოვალ ძირს.უთხრა ბექას სიცილით. -მიყვარხარ ჩემო ქაჯანა ისე როგორც,ოცნებას უყვარს ფრენა და სანთელს ტირილი.უთხრა ბექამ და ორივე გადაეშვა სიყვარულის თავდავიწყების ვნების მორევში.ის ღამე იყო ორი უზომოდ გადარეული წყვილის ღამე,იმ ღამით ბექამ და ანამ ფეხი შედგა ცხოვრების ახალ საფეხურზე.ეს ღამე არის მათი საიდუმოებების ღამე,სიყვარულის ღამე.ბექა ძალიან ნაზი იყო და დარწმუნებული თავის ძალებში რომ ქალწულობის თაიგული უმტკივნეულოდ ჩაიბარა.დილით უჩვეულოდ ლამაზი იყო დილა,ოთახში სასიამოვნო არომატული სანთლები ენთო,რომლებმაც ანაში გააღვიძა ეროტიკული ლტოლვა.ვარდებით იყო ოთახი სავსე და ამ სილამაზემ ვნებიანი ღამის შემდეგ დაღლილობა სწრაფად მოუხსნა ვარდით და ჯასმინით იყო ის დილა გალამაზებული რომელიც სასიამოვნო ღამის შემდეგ ძალას ჰმატებს და კიდევ უფრო აღვიძებს სქესობრივ სურვილს.ჟასმინი უძველესი დროიდანაა ცნობილი,როგორც სიყვარულის ყვავილი და აღვიძებს ვნებას.ამ ულამაზესი დილის შემდეგ ანამ ყველა წყენა დაივიწყა და პირობა მისცა საყვარელ ადამიანს,რომ ის სანიმუშო მეუღლე იქნებოდა.ყველას გაუხარდა მათი ბედნიერება,უნდოდათ ნახვა მაგრამ ბექამ არ უთხრა სადაც იყო,მხოლოდ ერთხელ ესაუბრა გიორგის ტელეფონით და მთელი თვე არავის არაფერი არ სმენიათ მათზე. ბედნიერებაა დილით ჩიტების ჭიკჭიკით გაღვიძება და არა საზარელი მაღვიძარას ხმა.აპრილის თვე,ყველაზე ლამაზი და მშვენიერი წელიწადის დრო.აყვავებული ტყემლისა და ატმის ხეები,ამ დროს ძალიან ლამაზია ირგვლივ გარემო.მზე საუცხოოდ აცხუნებს,ირგვლივ კი საამური სუნი ტრიალებს.ო რა სასიამოვნოა ახლად ამოსული მწვანედ აბიბინებული ბალახის ყურება,ირგვლივ სილამაზე რომ გათრობს და გატკბობს.აპრილის თვეც მალე დასრულდება და ლაშას ანდერძის დროც იწურება.ერთ დღეს თვალები უჩვეულოდ უციმციმებდა და ბაგეზე ნაზი ღიმილი დასთამაშებდა,განწყობა კი ძალიან ამაღებული ჰქონდა და თავს გრძნობდა ძალიან ლაღად,მსუბუქად რაც მეგობრებს შეუმჩნეველი არ დარჩენია მასში ეს ცვლილება.ლაშა თავადაც გრძნიბდა მასში გაჩენლ ცვლილებებს რომელმაც დიდი იმედიც გაუღვივა და უფრო დატვირთა ახალი იდეებით და ახალი მიზნებით.გული კი უფრო აჩქარებულად ძგერდა როგორც ,,არაგვი-არაგვიანი''.მისი ფიქრები მხოლოდ ერთ ადამიანზე იყი ჩაწიკლული და ვერც კი ფიქრობდა სხვა ვერაფერზე.ბევრჯერ შეამჩნია მეგობრებმა რომ ლაშა ფიქრებში ჩაძირული მარტო თავისთვის იცინოდა,ერთ დღეს ვეღარ მოითმინა გიორგიმ მისი ეს იდიოტური ქცევა და უთხრა. -რა გაცინებს იდიოტივით მარტო რომ იცინი,თქვი რაა სასაცილო და ჩვენც გავიცინებთ. -გიორგი გული მიფართხალობს მასზე რომ ვფიქრობ.იცი ის ყველაზე განსხვავებულია,ყველაზე ლამაზი და ამავე დროს ყველაზე ძლიერი.თქვა ლაშამ.გიორგი ღიმილით უსმენდა ლაშას და ბოლოს უთხრა. -მმმმმმმ,ხოოოოოო?მაინც როგორია,რას გულისხმობ განსხვავებულში. -გიორგი ის სულ სხვა დროიდან მოდის,არასოდეს არ მიგრძვნია სხვა დროს,სხვა ქალის შეხედვაზე ასეთი რამ რასაც ვგრძნობ მის მიმართ. -არასოდეს,არასოდეს არ გიგრძვნია? -კარგი რა შეწყვიტე გიორგი,მე სერიოზილად გესაუბრები.შემდეგ გელას მიუბრუნდა და შეეკითხა.-შენ შეხედე მის თვალებს როგორ ელავდნენ ისინი? -აი მაგაში მეც დაგეთანხმები,თვალებს გვერდს ვერასდროს ვერ ავუვლით.თქვა გელამ. -მომეჩვენა რომ მოწონება მისი მხრიდანაც არის. -მართლა?გაოცებულმა შეეკითხა გიორგიმ. -მართლა,ხო მართლა. -იცი რას ვფიქრობ?მან იცის რომ შენ უკვე მილიონერი ხარ,მიტომ ხომ არ უციმციმებს თვალები?ირონია იგრძნობოდა გელას ხმაში,რაც ლაშამ კარგად იგრძნო და გაბრაზებულმა უთხრა. -რატომ მეუბნები ასე ირონიულად. -ვფიქრობ აქ ფულის საკითხია,ყველას უყვარს მდიდრულად ცხოვრება.გელა მის ადვოკატურ ყნოსვას ყველგან დებდა და მწარეს თქმასაც არ ერიდებოდა. -კარგი რა ნუ ფიქრობ ასე,არ მგონია ამხელა თანამდებობის გოგო სიმდიდრეზე და ფულზე იყოს დახარბებული. -შენც მოსინჯე,დაელაპარაკე და აუხსენი ყველაფერი.უთხრა გიორგიმ -სამი დღეა დარჩენილი და ამ სამ დღეში უნდა მოაგვარო ყველაფერი.მართლა მიდი,დაელაპარაკე უთხარი რასაც გრძნობ მოდი გაიჭერი ველად და შეიგრძენი რომ შენც ამ ცხოვრების ნაწილი ხარ,მისი განუყოფელი ნაწილი.რაც უფრო გადადებ საუბარს,მით უფრო გაგიჭირდება გრძნობების გამხელა.წადი და გახადე რეალურად შენო ყოველდღიური დილა უფრო ხალისიანი,აღივსე ბედნიერებით.ლაშას მოეწონა გიორგის და გელას საუბარი და ფეხზე წამოდგა,ღიმილით დატოვა მეგობრები. -რას ფიქრობ,გამოვა რამე გაუმართლებს? -მე ვფიქრობ,თუ ვაჟკაცურად დაელაპარაკება უნდა გაამართლოს ამ გეგმამ. -ვნახოთ რა ამბებით დასრულდება.წავედი მე და შეგეხმიანები. -თუ დაგირეკოს,უთხარი ჩემთან მოვიდეს და შენც აქ მოდი. -რატომ? -ნუ შემეკითხები მოგვიანებით აგიხსნი. -კარგი,შენ თუ რამე ჩაიფიქრე მაინც ვერ გათქმევინებ და რა აზრი აქვს აქ რომ დავჯდე მთელი ღამე.გეცინა გიორგის გელას სიტყვებზე და თვალი ჩაუკრა. -იცი და გესმის ადამიანის ბუნება შესწავლილი გაქვს,ვაფასებ შენს ნიჭიერებას.უთხრა სიცილით გიორგიმ გელას და მანაც სიცილით დატოვა გიორგი მარტო.ლაშა კი მიდიოდა და ბედს მიანდო დღევანდელი დღის ბედი.მიდიოდა და მისთვის ღიღინებდა. -მხოლოდ ჩემი წერა ხარ ქეთევან,შენ ერთადერთი მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ,რომელიც ღრმად შემოვიდა ჩემს გულში.ქეთევანის კაბინეტის კარებთან რომ მივიდა,მიხვდა რომ ღრმად სუნთქავდა და შეეცადა სუნთქვის დარეგულირებას,ცოტა ხანში კი ფრთხილად დააკაკუნა კარებზე საიდანაც მოესმა ნარნარა ხმა. -მობრძანდით. -გამარჯობა, ქეთევან შეიძლება? -კი,შემობრძანდით. -როგორ ხარ?მოიკითხა შინაურულად,დიდი ხნის მეგობარივით რამაც ქეთევანი ცოტა არ იყოს გააკვირა. -გამარჯობა, ლაშა თავად როგორ ხარ. -ქეთევან დასალაპარაკებლად მოვედი. -გისმენ,მშვიდობაა? -კი,კი მშვიდობაა.მოდი პირდაპირ გეტყვი ჩემს სათქმელს,ანდერძის თაობაზე ამ საქმეში ერთად ხომ ვართ,ჩვენ ორნი? -კი ვართ.გაეღიმა ქეთევანს. -ერთობა როცაა ხომ ყველა საქმე უპრობლრემოდ წყდება,ასე არ არის? -კი ასეა,მაგრამ ვერ გავიგე საით მიდიხარ,პირდაპირ მითხარი. -სამი დღე,მხოლოდ სამი დღე დარჩა ანდერძს ვადის ამოწურვამდე.ქეთევან მოდი მომეხმარე რა,ძალიან გთხოვ. -მე რაში ან როგორ მოგეხმარო,რა გავაკეთო.დაიბნა ქეთევანი. -მოვაწეროთ ხელი რამოდენიმე თვით,ან წლით რომ ეს ყველაფერი გადმოვიდეს ჩემს სახელზე და შენც რა თქმა უნდა უსარგებლოდ არ დარჩები. -ლაშა......................... -ჩუუუუ,ნურაფერს მეტყვი კარგად დაფიქრდი და ისე მითხარი პასუხი.შენს მშობლებს მე დაველაპარაკები ეს თუ არის შენი პრობლემა.ქეთევანი ჩაფიქრდა და თან ლაშას უცქერდა. -წადი ლაშა,იქნებ აქედან გასული უკეთესი გეგმა მოგაფიქრდეს.უთხრა მკაცრად ქეთევანმა. -ნუ აფეთქდები უცებ ქეთევან.ხვალ,ხვალ მოვალ და პასუხიც ხვალ მითხარი.ადგა თვალი ჩაუკრა და კაბინეტში დატოვა დაფიქრებული ქეთევანი,გზაში კი გელას დაურეკა. -გელუჩი სად ხარ?მოიკითხა მეგობარი ჯერ ლაშამ. -ოფისში ვარ,რა მოხდა რამე? -შენ კავკასიური ნაგაზივით ხომ გაქვს კარგი ყნოსვა? -მითხარი რა გინდა ნუ იცი ხოლმე ათასობით კილომეტრებით შემოვლა.გაეცინა გელას. -შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო ,ხომ გაგიგონია ეს ანდაზა.მიდი ახლა გადაჩხრიკე ყველაფერი ქეთევან მშვილდაძეზე მოიძიე დაწვრილებით ინფორმაცია და მეც მალე მოვალ. -აქ არა,გიორგისთან მიდი და მეც იქ მოვალ. -წასული რომ იყოს? -არა,იქაა ჯერ კიდევ ოფისში და მიუსწარი ახლა ველაპარაკე. -კარგი ბოს იქ გელოდები.ლაშამ ხმაურით შეაჭრა თითქმის დაცარიელებულ ოფისში სადაც რამოდენიმე ადამიანი შემორჩენილიყო და გიორგის კაბინეტში დაუკაკუნებლად შეაჭრა,იქვე მაგიდასთან მდგარ სავარძელში ჩაესვენა და ცოტა ხნით თვალები დახუჭა,გიორგი კი გაოცებული უცქერდა. -რა ხდება ლაშიტო მშვიდობა გვაქვს? -არც მე ვიცი რა ხდება,რა ვიბოდიალე რა ვილაპარაკე გეფიცები თუ მახსოვდეს. -რაო? მართლა იყავი მისული? უთხარი? რა გითხრა.ერთად მიაყარა ყველა შეკითხვა. -ხვალამდე მივეცი დრო,ხვალ უნდა მითხრას პასუხი. -ხვალ თუ გითხრა,ახლავეს მოვაწეროთ ხელიო? თქვა გიორგიმ და გულიანად გადაიხარხარა. -რა იდიოტი ხარ გიორგი.გაეცინა ლაშასაც. -მაშ ასე,ქეთევან მშვილდაძე.დედისერთა,ცხოვრობს მშობლებთან,24 წლის და არის მის ასაკში წარმატებული ადვოკატი.ასე რომ ღირს ამ გოგოზე საუბარი ლაშიტო.ფრიადოსანი მოსწავლესავით ჩააბარა პატაკი ლაშას გელამ და ისიც მის წინ დაჯდა. -გიორგი ალექსის არ დაურეკია? მოულოდნელად გელა გიორგის მიუბრუნდა. -ჩავიდა ეს ვიცი მხოლოდ,მიხედავს საქმეებს ალექსის არ მეშინია ის პროფესიონალია.თქვა გიორგიმ და მისმა ტელეფონმაც დარეკა,დახედა ნომერს და გაეცინა. -გეფიცები სუნი ეცა მასზე რომ ვლაპარაკობდით,ხო ალექს კარგი ყნოსვა გაქვს. -ჩემზე ჭორაობთ,შეგისწარით ხომ? -როგორ ხარ,როგორაა საქმეები. -კარგადაა ყველაფერი,კარგად მოვეწყვე დავისვემებ ორი დღით და მივხედავ საქმეებს,მაგრამ გიორგი ჩემი ვიზიტი მგონი კიდევ ორი თვით ან მეტით გადაიდება. -რატომ?ეს აუცილებელია. -როგორც პირველი შეხვედრისას შევატყვე ეს აუცილებელია და თან ჩვენმა ჯადოქარმა დამგესლა და ისე გამომიშვა,ჯერ არ ვარ დარწმუნებული,მაგრამ ორი თვის გამო საქმეს არ ავუჩქარდები,მეტიც რომ იყოს და ეს ჩვენს კომპამიის სასარგებლოდ ხომ იცი ჯობია დავრჩე. -ჩვენი ჯერი წინასწარმეტყველია,და როგორც შენ შეატყო ისე გააკეთე.ხო მართლა ანა და ბექა გაქრა და არ ვიცით სად არიან,არ გვიმხელენ სრულიად განტვირთვის დღეები მოიწყვეს და მარტოობით ტკბებიან,ქორწილი უშენოდ არ იქნება ალექს.მხიარული ხმა ბიჭებმაც გაიგონეს და ისინიც გახალისდნენ. -უიმეეე,მაგას მოარჯულებდეს და ქორწილის ხარჯებს მე გადავიხდი.მოესმათ ალექსის მხიარული ხმა და სამივემ გულიანად გაიცინა. -და კიდევ ახალი ამბავი,მეგობარო ლაშიტოც გვეცლება ხელიდან. -რა იყოთ მარტი დამთავრდა და საცაა მაისი დადგება,ასე ერთიანად რამ აახურა ყველა. -ასაკი,ასაკი ჩემო კარგო მაინც თავისას შვრება.უთხრა მხიარულად გელამ. -კარგია,კარგი.წავედი ახლა და დროს როგორც კი ვნახავ შეგეხმიანებით კიდევ. -თქვენ ორივე მანქანებით ხართ? შეეკითხა გიორგიმ ლაშას და გელას ორივემ უსიტყვოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად.-ჰოდა დატოვეთ აქ მანქანები და ჩემთან წავიდეთ,მარიამი გემრელ ვახშამს დაგვახვედრებს და ერთად ჩავუჯდეთ. -შენთანაა მარიამი? კითხა ლაშამ. -ხო,ეშინია მარტო ბინაში და იქ ხომ არ დავტოვებდი მარტო. -არ გიფიქრია,რომ უფრო ღრმად უნდა მიუდგე ამ საქმეს,არ გინდა უფრო ოფიციალური სახე მისცე თქვენს ურთიერთობას? -ჯერ არა,ერთი ან ორი წელი მაინც უნდა დაველოდო.თქვა გიორგიმ და უკვე დაღამებული იყო სამივე რომ გავიდა ოფისიდან,გიორგიმ დაცვა გააფრთხილა რომ მანქანებს იქ ტოვებდა და სამივემ გიორგის მანქანისაკენ აიღო გეზი.ხუმრობდნენ და ღამის სიჩუმეს მათი ხარხარი არღვევდა,რომ უეცრად გიორგის ლაშამ მანქანის გაჩერება მოსთხოვა. -რა მოხდა ამ სიბნელეში რას შეხედე.ლაშამ ველური გამოხედვით შეხედა სიბნელეში მდგარ ქეთევანს რომელსაც ვიღაც ხმამაღლა ეჩხუბებოდა,ხელებით რაღაცას უხსნიდა და ეტყობოდა რომ ქეთევანი ანერვიულებული იყო. -გააჩერე რამე არ მოსწიოს რა ბნელი ადგილი შეურჩევია.გიორგიმ მანქანა გააჩერა და ყველა გადავიდა,ლაშამ ქეთევანთან მისვლამდე მისი განწირული ხმაც გაიგონა. -მიშველეეეთ,მიშველეეეეეთ. გაიქცა ლაშამ და ისიც მის გვერდით გაჩნდა. -ხელი გაუშვი ქალს ერევი შე ახვარო,ძლიერი ხარ? უყვირა ლაშამ. -შენ ვინ ხარ,რას ერევი ჩვენს საქმეში. -დროზე მოუსვი აქედან,თორემ ვერ გიცნობს შენი პატრონი.შეუღრინა გელამ. -დღეს გადამირჩი ადვოკატო,შენთვის უკეთესია მიფრთხილდე სულ არ გაგიმართლებს.გიორგიმ ქეთევანს შეაშველა ხელი და წამოაყენა. -საავადმყოფოში წაგიყვანთ. -არა,არა სახლში წამიყვანეთ მისამართს გეტყვით. -კარგი.უთხრა ლაშამ და მანქანის კარები გამოაღო. -ქეთევან იქნებ ჯობდა ექიმმა გნახოს.თხოვა გელამ. -არა,არა სახლში ჯობია წავიდე,მადლობა თქვენ რომ დამეხმარეთ.გიორგიმ უხმოდ დაძრა მანქანა და ქეთევანის ნათქვამ მისამართზე მივიდა.ქეთევანს უჭირდა ფეხზე დგომა, ლაშამ დაეხმარა და თავისი ხელით შეიყვანა ბინაში.სახლში ქეთევანს მშობლები ელოდებოდნენ,მიჩვეულები იყვნენ მის დაგვიანებას მაგრამ ახლა დედას რაღაც უცნაური გრძნობა ჰქონდა,უცხო ხალხის დანახვაზე და შვილს რომ შეხედა გახეთქილი ტუჩიდან სისხლი სდიოდა ანერვიულდნენ მშობლები. -რა მოხდა,ჩემს შვილს რა მოუვიდა.შეიცხადა შეშინებულმა ლედიმ და უცხო ხალხს მიაპყრო შეშინეული მზერა,თითქოს ახსნას ამ უცხო ხალხისგან ელოდა. -ქალბატონო მიხვედოთ ჯერ ქეთევანს და შემდეგ აგიხსნით ყველაფერს.უთხრა ლაშამ და ქეთევანი ლედის მითითებულ საძინებელ ოთახში შეიყვანა,გელამ და გიორგიმ კი ყველაფერი დაწვრილებით მოუყვეს ოჯახის უფროოს ბატონ გურამს თუ რა როგორ მოხდა. -რა ვთქვა არ ვიცი,მადლობა რომ საჭირო დროს,საჭირო ადგილას აღმოჩნდით.ლედიმ ქეთევანს მიეხმარა გამოცვლაში,გამსკდარი ტუჩი დაუმუშავა,ასევე გადაყვლეფილი ხელის გულები და უცხო ხალხსაც გულითადი მადლობა მოუხადა. -მადლობა,მადლობა შვილებო რომ ჩემი შვილი გადაარჩინეთ.მითხარით,მადლობა როგორ გადაგიხადოთ. -ასე ვერ წახვალთ ჩემი ოჯახიდან,მობრძანდით ცოტა ხნით დაბრძანდით და ახლოდან გავიცნოთ ერთმანეთი.თხოვა გურამმა სტუმრებს.სამივემ უხერხულად იგრძნო თავი და ცოტა ხნით დარჩნენ.ლედიმ საჩქაროდ გაშალა სახელდახელო სუფრა და სტუმრებიც მიიწვია მაგიდასთან.ცოტა-ცოტას სვამდნენ და უფრო მეტს საუბრობდნენ.ქეთევანიც შემოუერთდა მათ,ლაშა უფრო და უფრო იხიბლებოდა ქეთევანით. -რთული პროფესია გვაქვს არჩეული ქეთევან.უთხრა გელამ. -მართალია,ზოგს უხარია სამართლიანობის დადგენა,ზოგი წაგებას ვერ ეგუება და მუქარით ცდილობს გამარჯვება მოიპოვოს,მაგრამ მე არ ვწერივარ იმათ სიებში ვისაც ფულით მოისყიდიან და დააშინებენ,ვერც ვერავინ დამაჩოქებს,მე სიმართლის გვერდით დავდგები ყოველთვის,მაგრამ ეს მამაკაცი არ მახსოვს,ვფიქრობ ვინმეში ავერიე.გიორგი წამოდგა ფეხზე და თავისი მტკიცე ხმით თქვა. -კარგია თქვენთან საუბარი ბატონო გურამ მაგრამ სახლში გველოდებიან და დროა დაგემშვიდობოთ. -მადლობა,კიდევ ერთხელ მადლობა და ვფიქრობ ღირს თქვენთან ურთიერთობა.ღიმილით თქვა გურამმა და ლაშას ეშმაკურად გადახედა,რადგან მას არ გამოპარვია ლაშას არცერთი გამოხედვა თუ როგორ აკვირდებოდა ქეთევანს. -ნახვამდის და ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს,იმედია ძალიან მალე.თქვა გიორგიმ და გურამს თვალი ჩაუკრა.დამშვიდობებისას ლაშამ ქეთევანს უჩურჩულა,ვითომ შეუმჩნევლად მაგრამ გურამმა შეხედა და ჩაეღიმა,გიორგის შეხედა და თვალით ანიშნა ლაშაზე,გელა კი ამ ყველაფერს გაკვირვებული აკვირდებოდა და გიორგის თვალებით შეეკითხა რა ხდებოდა,გიორგიმ კი ლაშასგან ჩუმად უთხრა. -შემდეგ აგიხსნი ყველაფერს.დაამშვიდა მეგობარი და სახლიდან გავიდა გურამთან ერთად.ლაშამ მოასწრო და ქეთევანს დრო დაუნიშნა. -ხვალ 11 საათზე ველოდებვი შენს ზარს. -რატომ ხარ დარწმუნებული,რომ დაგირეკავ.ასევე ჩურჩულით უთხრა ქეთევანმა. -უბრალოდ ვიცი,შენი თვალები მეუბნებიან რომ კეთილი ხარ და გინდა დამეხმარო.უთხრა ლაშამ და თვალი ჩაუკრა. -მომეწონა მე ეს ხალხი.თქვა გელამ როცა მანქანაში ჩასხდნენ,გიორგის ტელეფონმა რომ დარეკა გაეღიმა და უპასუხა ბედნიერი ხმით. -მოვდივართ მარიამ.ვიცი რომ დამაგვიანდა,მაგრამ გვეპატიება სულ მალე სახლში ვიქნებით. -გიორგი ნელა იარე არ იჩქარო.მოესმა გელას მარიამის ხმა და გაეღიმა. -ლაშიტო ჩვენი,ადამიანების ცნობიერებაში არსებობს სამი რამ და კარგად ჩაუფიქრდი სამივეს. 1.დრო,რომელიც გავიდა................ 2.სიტყვა რომელიც თქვი................ 3.შემთხვევა,რომელიც ხელიდან გაუშვი ან შენთან დაიტოვებ.შენ იფიქრე და მე ჩემს ვარიანტს გეტყვი რომ ეს შემთხვევა რაც ცოტა ხნის წინ ჩვენს თვალის წინ მოხდა,მე დავგეგმე. -როგორ?კითხა გაოცებულმა ლაშამ. -შენ როგორ დაგეგმე.არანაკლებ გაოცებული იყო გელაც. -დავგეგმე,როგორმე რომ შეგვეღწია ქეთევანის ოჯახში.ეს გოგო შენი ბედია და არ გაუშვა ხელიდან და შენ კიდე რომ იღიმები ჩუმ-ჩუმად შენ და ალექსი დარჩით მეწყვილეს გარეშე,იმედია მალე თქვენც იპოვნით თქვენი გულის ვარდს. -რატი?მესამე რატი არის.თქვა ლაშამ. -რატი რაღაცეებს გვიმალავს,მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე დაამღერებს. -გიორგი ამ ხალხს საიდან იცნობ?კითხა გელამ. -გურამი მშვილდაძე ჩვენი ახალი პარტნიორია,ასე რომ არ დაგიმალავ და მას შენზე ველაპარაკე და ის თანახმაა,ახლა მხოლოდ დედოფალი უნდა დაითანხმო,თუ არ დაგთანხმდა შემდეგ რაღაც უნდა მოვიფიქროთ უცბად რომ დათანხმდეს. -შენ ვინ ხარ,ასე ჩუმად როგორ აგვარებ ყველაფერს.გაოცებული იყო გელა. -უჩინ-მაჩინზე გსმენია რამე?გაეცინა გიორგის.-ასე ჯობდა გელა ახლა მარიამის გემრიელი ვახშამი მივირთვათ და ვისაუბროთ ტკბილად. -მადლობა გიორგი,შენ ნამდვილი მეგობარი ხარ.მხიარულად შეაბიჯა სამივემ სახლში და გემრიელად მიირთვეს ვახშამიც,ბევრი რამ გაიხსენეს ბავშვიბის ლამაზი მოგონებებიდან და ბევრიც იმხიარულეს. მშვენიერი საღამოა,ლაშას არ დაეძინა და ვერანდაზე გავიდა.გულზე სევდის ღრუბელს შემოწოლილს ქეთევანზე შემოეძალა ფიქრი,ფიქრი ხვალინდელ დღეზე და მის პასუხზე.რამდენადაც მეტს ფიქრობს ქეთევანზე ტანში ჟრუანტელი ვერცხლისწყალივით იწყებს სრიალს და გაზაფხულის დაბერილი კვირტივით რაღაც აფეთქების ზღვარზეა მის არსებაში და რა არის ეს თუ არა სიყვარული, ასე მოულოდნელად და ასე დაუკითხავად რომ შემოიჭრა და ააფორიაქა?რა არის სიყვარული და როგორია ლაშას თვალით და გრძნობით დანახული ეს გრძნობა?სიყვარული ძლიერია,მკურნალია,წმინდაა,ნაზია და ფაქიზია.მას სათნო ძალა აქვს და დაუმარცხებელია,უკვდავია,ურყევია,სიმშვიდეა,სინათლეა,სპეტაკია,ყველგან მყოფია,მარადიულია,სრულყოფილებაა,ჯადოსნურია,უშრეტი წყაროა სიკეთისა.ის მოულოდნმელად და დაუკითხავად,ასევე გაუფრთხილებლად მოდის ჩვენთან ჩვენს გულებს იპყრობს რადგან გულის გარდა სხვაგან ვერ მოთავსდება,იცის იქ არის მისი ადგილი. -ქეთევან,ქეთავან ამ ბნელშიდაც გასულს, გზა შენამდე მომიყვანს.როგორ მოულოდნელად და როგორ ღრმად შემოხვედი ჩემს გულში და თან მოთავსდი,გული რომელიც შენ დაიმონე.გვიან დაწვა,მაგრამ მაინც ადრე გაეღვიძა მხოლდ არ ამდგარა არ უნდოდა მისი სიფხიზლით სხვაც გამოეღვიძებინა,მაგრამ მარიამმა ლაშას საძინებლის კარი შეაღო და მისი ტანისამოსიც ისე მოაწესრიგა როგორც სხვების,შემდეგ კი ჩამოუარა და ყველა დააღვიძა. -ადექით,გვეჩქარება და გველოდებიან,დღეს დიდი დღეა დიდიიი.ახმაურდა სახლი და ყველამ ღიმილით გაუდგა გზას მთაწმინდისკენ.მხოლოდ ლაშა იყო მოწყენილი და წუთი-წუთზე ტელეფონს დასჩერებოდა,შესრულდა თუ არა 11 საათი მისი ტელეფონიც აწკრიალდა და გულიც აუფრიალდა. -გისმენ ქეთევან.სევდიანად და უხალისოდ მიესალმა. -ლაშა მე ბევრი ვიფიქრე,ძალიან მიჭირს და რთულია ჩემთვის ამ გადაწყვეტილების მიღება მაგრამ მე,მე თანახმა ვარ მოგეხმარო და გავაფორმოთ ფიქტიური ქორწინება. -სად მოგაკთხო ქეთევან.სიხარულისგან მთელი სხეული უკანკალებდა ლაშას. -არსად წასვლა არ გინდა რადგან მე უკვე აქ ვარ, შენს უკან.მიუბრუნდა ლაშა და ქეთევანი კრემისფერ შარვალში იყო ზემოდან კი თეთრი გადმოშვებული ზედა ამშვენებდა მის სილამაზეს.უხდებოდა დღევანდელი ჩაცმულობა და ძალიან ლამაზი იყო,ლაშამ ხელი მოკიდა მის ხელებს და უთხრა. -მზად ხარ ნამდვილად ამ ნაბიჯისთვის? ქეთევანი ჩაფიქრდა ის ხომ თეთრ საოცნებო კაბაზე ოცნებობდა და მას ყოველთვის უნდოდა დედოფლად მყოფს ატმისფერი კაბა ჩაეცვა.ახლა კი დგას უბრალოდ გამოწყობილი და ხელი უნდა მოაწეროს მამაკაცთან რომელსაც არ იცნობს,არ იცის ვინ არის.ლაშამ შეხედა ჩაფიქრებულ ქეთევანს და უთხრა. -მე ვხვდები რომ გიჭირს ამ ნაბიჯის გადადგმა,მაგრამ მე არაფერს გაძალებ გარდა იმისა რომ დამეხმარო,სულ რაღაც გარკვეული დროით. -ვიცი,ეს ფიქტიური ქორწინებაა მაგრამ მაინც რთულია.ლაშას ჩაეცინა,დაიხარა და მოულოდნელად აკოცა ქეთავანს. -აი ახლა კი გაგვიადვილდება იქ კოცნა.უთხრა დაბნეულ ქეთევანს და თვალი ჩაუკრა.ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -მაპატიე,მაპატიე რომ დავაგვიანე შენი პოვნა,გიპოვნე და ურთიერთობაც ფიქტიურად დავიწყეთ.მაპატიე,რომ ოცნებები წაგართვი და მზის მწველი სხივი მოგპარე. -არა უშავს,ეს ხომ ყველაფერი დროებითია.უთხრა ქეთევანმა ცივად,მაგრამ ამ სიცივის მიღმა დიდი ღამეების ფიქრების გატეხვა და გულში დიდი კოცონის ნაპერწკალი ღვივოდა,რომელსაც მხოლოდ ერთი ძლიერი სულის შებერვა უნდოდა.მეგობრები ჩასაფრებულები იყვნენ და მანქანიდან უთვალთვალებდნენ,დაინახეს თუ არა საქმე კარგი სვლით მიდიოდა გადმოვიდნენ მანქანიდან და წყვილთან მივიდნენ.მარიამმა თეთრი ვარდების თაიგული მიართვა პატარძალს და ბედნიერებმა შეაბიჯეს ფეხი საქორწილო სახლში.მოაწერეს ხელი და გახდნენ ერთმანეთის სულის ნაწილი,წყვილმა ქორწინების სახლიდან რესტორანში გადაინაცვლა და იქ აღნიშნეს წყვილის ბედნიერება.ლაშა გაკვირვებული იყო რესტორანში მისვლისას უამრავი ხალხი რომ დახვდა,ასევე ქეთევანიც რომელიც გაკვირვებული უცქერდა მის წინ მდგარ მომღიმარ მშობლებს. -გეგონა საიდუმლოდ აკეთებდი ყველაფერს,მაგრამ შენმა მშობლებმა რომ ყველაფერი იცოდა ეს შენ არ იცოდი.მომწონს შენი არჩევანი ქეთევან და გულით გილოცავ ბედნიერებას. -მამა მაპატიე,ეს ფიქტიური ქორწინებაა.უთხრა ჩუმად მამას,სხვებს რომ არ გაეგონა.გურამმა მრისხანედ შეხედა შვილს და ასევე ჩუმად,მაგრამ გაბრაზებულმა უთხრა. -ერთი წლის შემდეგ რა ვუთხრა ხალხს,ნათესავებს,მეგობრებს ის ფიქტიური ქორწინება იყო და მალე ნამდვილ ქორწილში დაგპატიჟებთთქო? სადარდებელი არაფერი გაქვს ჩემო გოგო,მე ვიცი შენ ბედნიერი იქნები. -მამა......ქეთევანს თვალები ცრემლებით ჰქონდა სავსე. -ყველა ჩვენ გვიყურებს და ეგონებათ,მამა-შვილი კამათობენო.დამშვიდდი,მე დარწმუნებული ვარ ეს ცრემლები მალე ბედნიერების ცრემლები იქნება შვილო.უზომოდ გახარებული იყო ლაშას დედა,უხაროდა მის ერთადერთ შვილს რომ ხედავდა ბედნიერებით შევსებულს და ასევე მოსწონდა მისი არჩევანი.მან არაფერი არ იცოდა არც ანდერძზე და არც მამისგან დატოვებულ ქონებაზე,არც ფიქტიურო ქორწინების შესახებ.ლაშა და გელა იქვე იდგნენ და საუბრობდნენ,რომ მარინას მათი ნაცნობი მისალმა და მოიკითხა. -როგორ ხარ მარინა,გილოცავ ლაშას ბედნიერებას. -მადლობა საყვარელო,გაიხარე.ღიმილი შეაგება ბედნიერმა დედამ ქალბატონს. -ძალიან მომეწონა პატარძალი. -არ ვიცოდი შეყვარებული თუ იყო,მეც ძალიან მომეწონა პატარძალი.უთხრა მარინამ ღიმილით. -როგორ ხარ,დიდი ხანია არ მინახიხარ.ჯამრთელობით ხომ კარგად ხარ,რაღაც ფერი არ მომწონს შენი. -უკეთესია თუ არ მკითხავ.სევდანარევი ხმით უთხრა მარინამ. -სერიოზული გჭირს რამე? გულის ამბავია? -არა,გული კარგად მაქვს,თავში მაქვს წამონაზარდები. -ამიტომ გტკივა ასე საშინლად თავი ხშირად. -ამიტომ,ამიტომ ვერ ვაყუჩებ ტკივილებს ზოგჯერ. -ლაშამ იცის? ექიმები რას ამბობენ. -უკვე დაგვიანებულია მკურნალობა,არა არაფერი იცის ლაშამ ისედაც ბევრი სადარდებელი აქვს და მეც არ დაუმატე ჩემი ტკივილი. -მარინა ეს შესაძლებელია შეცდომაა,მე წაგიყვან ხვალვე სხვა ექიმთან და გადავამოწმოთ. -არ ვიცი,არ ვიცი ღმერთმა ქნას შეცდომა იყოს.ლაშა დედისკენ გაიწია,მაგრამ გელამ დააკავა. -შენ გიფრთხილდება ხომ ხედავ,აქ არა არ დაელაპარაკო ამ თემაზე.ფეხზე იდგა და ეგონა ფეხები მოეკვეთა აკანკალდა,გელამ შეაშველა ხელი და ლაშამ უთხრა. -გარეთ გამიყვანე.გელამ ვერანდაზე გაიყვანა. -წამოდი,დამშვიდდი და მალე შემოვიდეთ ისევ. -სად ხართ,აქ რას აკეთებთ.გიორგიმ მოიკითხა ყველასგან განმარტოვებით მდგარი მეგობრები,გელამ კი უთხრა რაც მოისმინეს და გიორგის სახე შეეცვალა. -შეუძლებელია,წარმოუდგენლად მიძნელდება დავიჯერო რომ მარინა დეიდას ასეთი რამ ჭირდეს.ლაშა ყველაფერს ვიღონებთ,საუკეთესო კლინიკაში და საუკეთესო ექიმების ხელში.გურამმა თვალი მოკრა გიორგის რომელმაც თვალზე ცრემლი მოიწმინდა მასთან მივიდა,რა თქმა უნდა ეწყინა და ლაშას თანაგრძნობით უთხრა. -მის გვერდით იყავი,არ ვიცით როგორი სიტუაციაა ამიტომ დღეიდან ყოველი დღე და ყოველი წუთი მას მიუძღვენი.ლაშამ საუკეთესო ექიმები მოახვია მარინას თავზე,ყველა მის გვერდით იყო არ ტოვებდნენ მარტო.ქეთევანის სამსახურიდან გამოსული ჯერ საავადმყოფოში გაივლიდა და მოინახულებდა.ერთ დღეს როცა სახლს ალაგებდა წიგნებში ერთი ძველი ყდაგაცრეცილ რვეულს წააწყდა,გადაშალა და იქ მარინას სულიერი სამყარო აღმოაჩინა.მისი ლექსები,უბრალო ფანქრით ნახატები,ჩანაწერები რომლებიც რამოდენიმეჯერ გადაიკითხა და ცრემლები დაუკითხავად მოგზაურობდა მის სახეზე.მარინას ყველა ლექსი თუ ჩანახატი მის გაუმართლებელ სიყვარულზე და ტკივილზე მიუთითებდა.უცებ სახე დაიბანა,რვეული შეინახა და შესაფერის დროს და მომენტს დაელოდა როდის ეტყოდა ლაშას ამ რვეულის არსებობის შესახებ. ყველასათვის საყვარელი თვე მაისი,ვარდობის თვე.პირველი დღე მაისის მზიანი და თბილი,მაგრამ წინ სრული ოცდაათი დღე გვაქვს.რუსომ ეზოში მშვენიერი ყვავილების ბაღი გააშენა და მარიამს იქ უყვარს ყოფნა,უყვარს თავდახრილი ყავილებში ჩაჯდომა და მათ ეჩურჩულება,შემდეგ კი თითქოს მარიამის ჩურჩულზე ყვავილებიც იცინიან.დაიწყო მარიამისათვის ტანჯული თვე,გამოცდებისათვის მზადება და ისევ თავაუღებლად მეცადინეობა,ისევ გამოფიტვა მისი და გადაღლა.აქ ყოფნა კი ავიწყებდა ყველაფერს და მშვიდდებოდა.გონებას ყველანაირი უარყოფითისაგან ინთავისუფლებდა და წამიერად ივიწყებდა ყველა პრობლემას.ერთ კვირა დღეს ანა ესტუმრა და დიდხანს იჭორავეს გოგონებმა,საღამოს კი ანას ბექამ მოაკითხა,მარიამი უეცრად წამოდგა კარები რომ გაეღო ბექასთვის,მაგრამ უეცრად თავზე მოიკიდა ხელი,გონება გაეთიშა და ანას ფეხებში უგონოდ წაიქცა.ტუჩები გაულურჯდა,ფერი დაეკარგა და ანას შეეშინდა მისმა ისტერიკულმა კივილმა ბექა დააბნია და კარებზე ბრახუნს უმატა,როგორც იქნა მოიფიქრა ანამ და კარი გააღო, ბექა კი შეშლილი სახით შემოვარდა სახლში. -რა მოხდა,რა გაკივლებს. -მიშველე მარიამს გული წაუვიდა.ბექამ მარიამი ხელში აიყვანა და იქვე შემოსასვლელში მდივანზე დააწვინა,როგორც იქნა შეძლო და გონს მოიყვანა,შემდეგ გიორგის დაურეკა და ისიც გაგიჟებული შემოვარდა ბინაში. -სასწრაფოში დარეკეთ?იკითხა გიორგიმ და ამ საუბარში ანას თვალთ დაუბნელდა და გიორგის ხელებში დაკარგა გონება.ბექა დაიბნა და გიორგიმ ანას მოსულიერება სცადა,სასწრაფოც მოვიდა და ანასთან მივიდა ექიმმა,მარიამმა კი თვალი გაახილა და გიორგის შეხედა. -მარიამ მერამდენედ დაგემართა ასე,ხვალ აუცილებლად ანალიზებს აიღებ და ექიმის კონტროლის ქვეშ იქნები. -არ მინდა ანალიზები,უცებ წამოვდექი და თავბრუ დამეხვა. -რა ხდება ექიმო,რამე სერიოზულია? მოესმა მარიამს ბექას შეშინებული ხმა და გიორგის შეეკითხა ჩუმად. -ანას რა ჭირს? -თქვენ მეუღლე ხართ? -დიახ,მეუღლე ვარ. -არ შეშინდეთ,ბუნებრივია და ნორმალური მის მდგომარეობაში ეს გულის წასვლები. -რატომ? ექიმს გაეცინა ბექას დაბნეულ სახეს რომ შეხედა და ღიმილით უთხრა. -გილოცავთ თქვენი მეუღლე ფეხმძიმედ არის.ბექა ჯერ გაშეშდა და შემდეგ გაეღიმა, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.დაიბნა გიორგიც და ღიმილით ჩაიკრა გულში ანა თან ყურში უჩურჩულა. -დროებით შეწყვიტავ ყოველგვარ სისულელეს.მარიამის გასინჯვა არცერთს აღარ გაახსენდათ,ფეხზე იდგა და ანას ღიმილით უცქერდა თან ხელით ჯერ კიდევ შეუმჩნეველ მუცელზე ეფერებოდა.მოულოდნელად გიორგომ ხელი მოკიდა მარიამს და მის გვერდით დაიჯინა, თან მკაცრად უთხრა. -მარიამ თავი გააკონტროლე და მეცადინეობას ცოტა მოუკელი.შენ ყოველთვის ამ დროს გემჩნევა გადაღლა და გეწყება გულის წასვლები,ძილი გაკლია და ვიტამინები გინდა.დღეიდან მე გაგაკონტროლებ 12 საათზე არ იქნები დაწოლილი და მოვალ ძალით დაგაწვენ და ყველა წიგნს ფანჯრიდან მოვისვრი.უთხრა მკაცრად გიორგიმ და მარიამს თავზე აკოცა,ჩუმად კი ყურში უჩურჩილა.-ძალიან შემაშინე მარიამ.ჩაიარა ნერვიულობამ და ბექა სიხარულს გიორგიც სიხარულით შეხვდა,სხვებმაც გაიგო და პირველი პატარა სამეგობროში მაგრამ არის კი პირველი? -პირველი პატარაა სამეგობროში.თქვა ღიმილით მარიამმა. -გეშლებათ,ჩემს შვილს ნუ ჩამოართმევთ პირველობას.თქვა კარინამ და ალიკამ ვერ გააცნობიერა კარინას ნათქვამი სიტყვები,მაგრამ მთელი ტანით მიბრუნდა კარინასკენ და წარბაწეულმა შეეკითხა. -შენ იყავი ახლა რომ დაილაპარაკე თუ მომეჩვენა? -გეგონა მე ვიყავი?კისკისით უთხრა ალიკას მარიამმა და მას აყვა ყველა,ალიკა კი წამოდგა და კარინა გულში ჩაიხუტა. -რატომ არ მითხარი აქ მოსვლამდე. -ვაპირებდი თქმას,მაგრამ მარიამმა რომ დამირეკა და მითხრა ანას მდგომარეობა გადავწყვიტე აქ მეთქვა,ასე უფრო ეფექტური გამოვიდა. -ორი პატარა,ორი სიხარული ეს ხომ ბედნიერებაა,ვიზრდებით და ვფართოვდებით.თქვა გიორგიმ ღიმილით.ლაშამ კი ქეთევანს გადახედა,როგორ უნდოდა მასაც ეგრძნო ეს სასიახრულო წუთები ქეთევანისგან.მეგობრებთან ხალისობს,მაგრამ მისი გული საავადმყოფოს თეთრ დერეფნებში დაძრწის.მოჩვენებითია მისი სიხარული,სულში დიდი ტკივილი და გულში სიცარიელეა.არ უნდოდა მეგობრებისათვის სიხარული გაექრო და ისინი დროზე ადრე დატოვა,ქეთევანი სახლში მიიყვანა და თავად საავადმყოფოში დაბრუნდა.საავადყოფოში შესულმა ფრთხილად შეაღო დედის პალატის კარი.ეგონა ეძინა მაგრამ არა,არ ძინავდა სუსტი ხმა მოესმა და მასთან მივიდა. -რატომ მოხვედი შვილო,ქეთევანი მარტო დატოვე? -აქ უფრო მნიშვნელოვანი ვარ დედა. -არა,ის არის შენთვის მნიშვნელოვანი.ბავშვები როგორ არიან.მარინას როგორც ლაშა ისე უყვარდა ყველა მისი მეგობარი. -კარგად არიან,დღეს კარინამ და ანამ სიხარულით აგვავსო ყველა მათ ერთდროულად შეეძინებათ პატარა ბჟღარტები.დედა სამეგობრო უკვე ორ პატარას ველოდებით. -როგორ მინდოდა,მეც მოვსწრებოდი შენს პატარას ლაშა მაგრამ ბედნიერი ვარ,რომ შენს გვერდით არაჩვეულებრივი ადამიანია.ჩაეძინა მარინას და ლაშას გარშემო სიჩუმემ დაისადგურა,ეს სიჩუმე კი ჩახველების ხმამ დაარღვია და ლაშამაც თავი მიაბრუნა,მასთან ახლოში ქეთევანი იდგა. -რატომ მოხვედი ქეთევან.მსუბუქად უსაყვედურა,მაგრამ გულის სიღრმეში ძალიან გაუხარდა. -ვერ გავჩერდი სახლში,აქ მირჩევინია შენს გვერდით რომ ვიყო. -გაგიჭირდება მთელი ღამე აქ ყოფნა. -არა უშავს,როგორაა.გაიგო აქ რომ ხარ? -კი იცის,ცოტა ვილაპარაკეთ და ჩაეძინა. -წამლებისგან არის ასე,რომ ტკივილი შეუმსუბუქოს ძილში უნდა გაატაროს უმეტესად დრო. -წამოდი სახლში წაგიყვან ვერ გაძლებ დილამდე,გადაიღლები. -არა,არა აქ ვიქნები შენთან ერთად. -ხვალ მუშაობ და უძილობისგან გონება გაგეთიშებ,შეცდომას დაუშვება. -არა,არა გთხოვ გული მიგრძნიბს რომ აქ უნდა ვიყო. -კარგი როგორც გინდა,მე ყავა უნდა მოვიტანო გინდა შენ? -მოგვიანებით,ახლა არა.ექიმი ნახე? -ვნახე და მდგომარეობა უცვლელია,უფრო უარესობისკენ არის წასული. -ლაშა გაუძელი,თორემ ფიზიკურად განადგურდები. -დამშვიდდი,კარგად ვიქნები.უთხრა ქეთევანს ხელი მოხვია და გულზე მიიხუტა,რა ცუდია ზოგჯერ ცდუნებას რომ ვერ უმკლავდები.სახე ახლოს მიუტანა ქეთევანს და ნაზად შეეხო მის გამობურცულ ბაგეებს.არ გაუპროტესტებია ქეთევანს კოცნა, პირიქით ვერც მან სძლია ცდუნებას და ლაშას კოცნაში აჰყვა.თეთრად გათენებულმა ღამემ,დილით თავის ტკივილი მოუტანა ორივეს,ლაშა ყავის მოსატანად წავიდა და ყავით ხელში უკან დაბრუნებულს ბიჭები შემოეგება წინ. -შეიძლება ყავა მარინა დეიდასთვის?იკითხა გაოცებულმა ბექამ. -არა,ქეთევანისთვის მიმაქვს. -აქ იყავით წუხელ? -სახლში დავტოვე და მოგვიანებით თავად მოვიდა.ჩაეღიმა ლაშას. -რატომ არ გვითხარი აქ თუ მოდიოდი.ექიმი რას ამბობს. -უკვე ვეღარაფერს,ტკივილის შეჩერება არ შეუძლიათ და წამლებით აძინებენ.ცუდად არის დედა ბექა მე კიდევ უარესად,რომ ვუყურებ და ვერაფერს ვერ ვშველი. -ლაშა შენ რაც შეგეძლო გააკეთე,ასე მოხდა და უნდა შეეგუო ამ მდგომარეობას.უთხრა გიორგიმ. -რამხელა ტკივილი გქონდა და გუშინ ჩვენთან ერთად მხიარულობდი,უნდა გეთქვა აქ თუ მოდიოდი.გაბრაზებულმა უთხრა ბექამ.ფეხის ხმა გაიგონეს და სამივემ მიიხედა,ქეთევანი მოდიოდა ჩქარი ნაბიჯით. -ლაშა ექიმი გამოვიდა და მითხრა რომ ორივეს დედა გვეძახის.გიორგის შეაჩეჩა ხელში ცხელი ყავა და ქეთევანთან ერთად აირბინა კიბეები,კარებთან მისულმა სუნთქვა დაიმშვიდა და ისე შევიდა დედასთან.ღიმილით შეხედა მარინამ ორივეს და ბედნიერი ხმით თქვა. -ძალიან მიყვარხართ. -ყველაფერი კარგად იქნება დედა. -არა,აღარაფერი არ იქნება ჩემთვის კარგად.მე მხოლოდ ის მინდა თქვენ მყავდეთ კარგად,ერთი საიდუმლო მინდა გითხრა ლაშა.შენი მამა................. -არ მომკვდარა,ის მოულოდნელად გაუჩინარდა.ვიცი დედა,მე ყველაფერი ვიცი. -როგორ,საიდან.გაუკვირდა მარინას. -მან თავად მომძებნა და ამიხსნა ყველაფერი.ყველაფერი მოუყვა დედას და ისიც გაოცებული უსმენდა. -მაშ ცოცხალია? -არა,ცოცხალი არ არის ჩანაწერები დატოვა და ანდერძი. -ესე იგი აღარაა ცოცხალი?იმედია იქ მაინც ვნახავ.მარინას თვალებში დიდმა სევდამ დაიდო ბინა. -დედა........... -ლაშა მარტო დამტოვე ქეთევანთან.ლაშა წამოდგა დედას შუბლზე აკოცა და ქეთევანთან ერთად მარტო დატოვა.მარინამ ნაზად მოეფერა რძალს და უთხრა. -გიყვარდეს და დააფასე,ის სულ მარტო დარჩა.ქეთევან შენ ხარ ახლა ლაშას საყრდენი,შენ და მისი მეგობრები. -ექიმმა თქვა,რომ კრიზისი გადატანილია. -არა,შვილო ნუ დაუჯერებთ და ნურც იმედს ჩაიდებთ გულში.მე აქედან ვეღარ გავალ,ძალიან გთხოვ მიმიხედე ჩემს ერთადერთ სანთელს. -აუცილებლად,არ იდარდოთ ლაშაზე პირობას გაძლევთ რომ მის გვერდით ვიქნები. -მიხარია რომ გაუმართლა ჩემს შვილს,ახლა კი მარტო დამტოვე.ქეთევანმა მარინას გაუღიმა და დატოვა მარტო,ცოტა ხანში კი ექიმმა უთხრა ლაშას. -ქალბატონმა თავისი ცხოვრების მისია შეასრულა და მისი დრო ამოიწურა,ლაშა დედამ დაგვტოვა.ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და ამ ტკივილის დაამება.ძნელია და უძნელესი საყვარელ ადამიანთან განშორება,მაგრამ გვახსოვდეს არც განშორებაა მუდმივი.დრო რაც არ უნდა ხანგრძლივი არის,ის მაინც მალე მთავრდება.მთავარია ისე ვიცხოვროთ,რომ უფლის წიაღში ვიყოთ ერთად.დედამიწა სამოთხე არ არის,არამედ სამოთხიდან განდევნის ადგილია მარადიულ სასუფევლამდე.მშობლის სიკვდილი რთული და ძალიან მწარეა, ამ დროს შესაძლებელია შენთვის სრულიად უცხო განცდებთან მოგიწიოს ბრძოლა. -ნუ შეიკავებ ცრემლს,ტირილი ტკივილს შეგიმსუბუქებს და შენს გრძნობებს არ ჩაკეტავს სევდა,ვერ მოგერევა. -ყოველ საღამოს ძილის წინ ვკოცნიდი დედას,მხოლოდ ახლა არ ვიყავი მის გვერდით.თავს საშინლად ვგრძნობ ქეთევან. -აქ იყავი,მხოლოდ მის ახლოს არ ყოფილხარ.შენ არ ხრ დამნაშავე,დარდს გულში ნუ ჩაიკლავ ასე გაგიჭირდება მწუხარებასთან გამკლავება.ტკივილი ერთ დღეში არ ქრება,არც სისუსტის ნიშანია.მწუხარებისას ტირილისგან თავს ვერავინ ვერ იკავებს,ამიტომ მიეცი გზა მწუხარების ცრემლებს შენთან ერთად შენმა ცრემლმაც იტიროს. როგორც იქნა დადგა ზაფხული და ყველაფრისგან თავისუფალი ტკბება უკვე ზაფხულის ხალისიანი დღეებით,უფრო მეტად ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა სოფელში და მის ტირიფებს მოინახულებდა ლაღად და ღრმად რომ ესუნთქა ტირიფებში ჩაგუბებული ჰაერი.ლაშაც გამოვიდა მდგომარეობიდან და დაიწყო საზაფხულო მხიარულობები.გართობის და გაგრილების საერთო გადამკვეთი ხომ წყალი არის,ბევრი წყალი.წყალი დასალევად,წყალი დასაბანად,წყალი საწუწაოდ და ასე ერთობოდნენ მხიარულად მეგობრები.ერთ დღეს ანამ ისევ იეშმაკა და ბიჭებს დაემალნენ,ბევრი ეძება გოგიმაც მისი საყვარელი ქალი მაგრამ არც ის არ ჩანდა არსად. -ძლივს მოვაჭკვიანე და ისევ ბავშვობაში დაბრუნდა,ვეღარ ვცნობ დედაშენს გიორგი საერთოდ ვეღარ ვცნობ.გიორგი იცინოდა და მიხვდა სადაც იქნებოდნენ ეს სამი შეხმარტკბილებული ტრიო.ხელით ანიშნა ბექას და გოგის წამომყევითო და ჩუმად ავიდნენ სახლის სხვენზე.იქ გაუშლიათ პლედები და ზედ იწვნენ ისე თითქოს რუჯს იღებდნენ.ანამ დაინახა მათთან მისული ბექა და გიორგი რომლებიც გაკვირვებულები უცქერდნენ და ხმამაღლა თქვა ორივეს გასაგონად. -აქ თუ ფიქრობთ დარჩენას,გამოიყენეთ დამცავი კრემები რადგან კანი დაიცვათ დაზიანებისაგან. -გარუჯვა თუ გინდოდათ ბასეინზე წავიდეთ,აქ რა გინდათ ხალხო გაგიჟდით?შენ დედა ამ გიჟს აყევი და შენ მარიამ?შენ როგორღა გადაგიყვანა ჭკუიდან,ეს სერიოზული ადამიანი ამ გიჟს აყევი შენც? -ხელს ნუ გვიშლით ახალგაზრდავ.უთხრა გიორგის წყნარად მარიამმა მაგრამ თავი ვეღარ შეიკავა და აკისკისდა,მას კი ყველა აყვა და სხვენიდან ისმოდა გულიანი სიცილ-კისკისი რამაც გააკვირვა ძირს დარჩენილი ბიჭები. -რუსუდან აქ რა გინდა,ამ ბავშვებს აყევი შენც? გაოცებული უცქერდა გოგი რუსოს. -საყვარელო,უკეთეს ადგილას სად უნდა დავისვენო,ამ ხალისიან საზოგადოებაში დასვნება საუკეთესო სულის წამალია ჩემთვის.მშვიდად მიმართა რუსომ გოგის. -სულ გამოგელია ჭკუა რაც ასაკი მოგემატა? -შენზე მეტი ტვინი მაინც მაქვს ჯერ კიდევ.თვალი ჩაუკრა გოგის. -ადექი და წამოდი დაბლა. -რატომ? უჩემოდ ვერ ძლებ? -გამაგიჟებს,არა უკვე გამაგიჟა და ჭკუიდანაც გადამიყვანა. -შენ გადარეული ხარ მის მერე რაც გამიცანი,ამათ გავყრი ახლა და შენ მოდი აქ მომიწექი გვერდით. -სულ შეიშალა,მზემ დაგარტყა ალბად რას ამბობ ბავშვებთან ერთად,არ უკვირდები? -დაბერდი და გული,სული მაინც სიბილწესკენ გაგირბის,არ გრცხვენია? არადა,საერთოდ არ მიფიქრია ცუდი რამ. -ვინ დაბერდა,მე დავბერდი? აბა მოშორდით აქაურობას და გვადროვეთ ჩვენც ცხოვრება ახალგაზრდებო.თქვა გოგიმ და ყველა განდევნა იმ ადგილიდან,დარჩნენ მარტოები ორი ერთმანეთზე შეყვარებული ადამიანი რომელთა სიყვარული წლებმაც რომ ვერ გააუფერულა და ზიანი ვერ მიაყენა.სიცილ-ხარხარით დაბრუნდნენ ეზოში და სხვებთან ერთად დაჯდნენ გიორგის საყვარელ ჭადრის ძირში. -მარიამ როდის გადაწყვიტე წასვლა შენებთან? -ხვალ,ხვალ მივდივარ.უპასუხა ღიმილით და ბედნიერებით სავსემ მარიამმა გელას. -ხვალ? ხვალ დილიდან დატვირთული დღე გვაქვს,შაბათს წადი.მუდარით სავსე თვალებით შეხედა გიორგიმ მარიამს. -არა რა,ხვალ წავალ ძალიან მომენატა ჩემებიც და ტირიფებიც. -ოოო,ტირიფები ჩვენც მოგვენატრა.თქვა ბექამ.დროის უქონლობის გამო მარიამმა მარშუტით წავიდა ხაშურში,იმდენად მოენატრა მისი ეზო და მისიანები ერთი დღეც ვეღარ გაჩერდა და გიორგის თხოვნაც არ გაითვალისწინა რამაც გიორგი ძალიან გააბრაზა და არც კი დაემშვიდობა დილით მარიამს ისე წავიდა კომპანიაში.მთელი დღე ტელეფონზე მარიამის ზარს ელოდა,ეგონა დაურეკავდა ეტყოდა მივდივარ და მომენატრებიო,მაგრამ არა.მარიამიც გაბრაზდა დილით წასული რომ დახვდა და ისიც გაგულისებული წავიდა.სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მარიამს ეზოში რომ შევიდა და კაკლის ჩრდილში დაინახა ოჯახის წევრები თავმოყრილი,ყველას მიესალმა და ჰამაკშიც მოკალათდა ალექსანდრესთან ერთად.შემდეგ წამოდგა და ყვავილებს ჩამოუარა,მარწყვებშიც ჩავიდა,შემდეგ თხილებში გაიარა და ახალ ჯერ კიდევ გულ გაუმაგრებელ თხილსაც გაკრა კბილი.მათ ძირშიდაც გაწვა მიწაზე და მაღლა ცაში დაუწყო ყურება კამარა შეყრილ ჩიტების ფრენას. -მარიამ ასე ძალიან მოგენატრა აქ ყოფნა? ღიმილით დაადგა თავზე მამა შვილს. -მომენატრა,ძალიან მომენატრა.სკოლის წლებიც მომენატრა,დიდობას ვნატრობდი როდის გავიზრდებოდი და ახლა ისევ იმას ვნატრობ პატარა ვიყო და სკოლაში დავდიოდე. -გუშინდელივით მახსოვს როგორ წახვედი დედასთან ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული ჩანთით ხელში,უკან კი ალექსანდრე მოგყვებოდა ტირილით,მეც მინდა შენთან ერთად სკოლაშიო.გაიხსენა ნუგზარიმ განვლილი წლები. -უფ რა დიდი მეგონა მაშინ ჩემი თავი?გადაკისკისა მარიამმა და მათ მხიარულებას ალექსანდრეც შეუერთდა რომელიც მარიამის გვერდით გაწვა მინდორზე და მარიამს დაადო თავი მკერდზე თან ისიც ბავშვობაში დაბრუნდა. -მარიამ გახსოვს ამის პატრონმა რა ჰქნას რომ ვითამაშეთ და ანას ალვის ხეზე ასვლა რომ შეხვდა? -მახსოვს როგორ არა.გადაიკისკისა მარიამმა. -ალვის ხეზე როგორ ავიდა.გაუკვირდა ნუგზარის და ბავშვებთან ერთად ისიც გულიანად ხარხარებდა. -არ გაგიკვირდეს მამიკო, ეს ხომ ანაა ყოველ წელს მამიდას დამტვრეული რომ ხვდებოდა.თქვა მარიამმა. -აუუუ მამა იცი რამდენი ვიცინეთ?ჯერ როგორ კატასავით აძვრა ზედ და მერე მთელი ხმით გაჰკიოდა ,,ვირი ვარ ვირად ვიზრდები,რომ გავიზრდები მაშინაც ვირი ვიქნებიო''. -ჩამოსვლისას კი ჩამოვარდა და ფეხიც მოიტეხა.დაასრულა მარიამმა და ისევ აკისკისდა. -ის გახსოვს ბებოს დასაკლავად დამწყვდეული ქათამი რომ მოვპარეთ და ანას გარდერობში დავმალეთ? -საღამომდე იქ გვყავდა და რომ გამოვიყვანეთ კვერცხი დაგვახვედრა, მადლობა მოგვიხადა სიკვდილს რომ გადავარჩინეთ.ხარხარებდნენ გულიანად. -მარიამ შენი ფერი არ მომწონს შვილო.მამა-შვილების მხიარულებას თამარიც შეუერთდა. -მეც მინდოდა დე მაგის თქმა მარიამს რომ შევხედე,რაღაც ძალიან თეთრი მომეჩვენა.უთხრა ალექსანდრემ. -გადავიღალე დედა,დღე და ღამე ვმეცადინეობდი და უძილობამ სულ გამომფიტა.დაღლილი ხმით უთხრა მარამმა დედას. -შენ იცოდი თამარ ესენი ასეთი ეშმაკები რომ იყვნენ? -ხანდახან ამათ ეშმაკობას მეც ვუწყობდი ხელს.ღიმილით უთხრა ქმარს თამარმა. -მეგონა ორი ბავშვს ვზრდიდი,თურმე მესამეც გვერდით მყოლია.სიცილით თქვა ნუგზარიმ და თამარს სიყვარულით სავსე თვალებით შეხედა. -ალექსანდრე აჩვენე მარიამს ბაჭიები? -რააა? ბაჭიები გვყავს? თვალები გაუფართოვდა მარიამს სიხარულისგან. -აჰამ,იცი რა ლამაზები არიან? -წამოდი ჩქარა მაჩვეე სად არიან.ფეხზე წამოფრინდა მარიამი და ალექსანდრეც წამოაყენა,მარიამს ხელი გადახვია და ბაჭიებთან მიიყვანა. -რა ლამაზები ხართ.ეფერებოდა ყველას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა,მაგრამ რაღაც რომ დაეტაკა და უკან მიიხედა გაკვირვებულმა ფერი ეცვალა,მის წინ გაფხორილი ინდაური იდგა და გამომწვევად უცქერდა თითქოს ეუბნებოდა,მოდი მზად ვარ საჩხუბრადო.ალექსანდრემაც მიიხედა უკან და ხმამაღლა გადაიხარხარა. -რა გაცინებს, ალექსანდრე გამიყვანე აქედან. -მამააააა,მარიამს ინდაური ებრძვის და მოდი დავკლათ ეს ინდაური. -დავკლათ და ჩავასაცივოთ.თქვა თამარმა ღიმილით. -არა,არ დაკლათ.იკივლა მარიამმა. -რატომ? რომ გეჩხუბება? გაუკვირდა თამარს.მარიამმა ინდაურს შეხედა და გაბრაზებულმა თქვა. -ეს საახალწლოდ უნდა დავკლათ და კარგად აქნილიც ჩემი ხელით უნდა ჩავაწყო საცივში. -ოოო,ეს უფრო კარგად მომესმა ყურში და კარგი ახალ წელს დაველოდოთ.თქვა ალექსანდრემ ღიმილით. -დაველოდოთ,ახლა კი გამიყვანე აქედან.ჩაებღაუჭა ალექსანდრეს და ხელს არ უშვებდა. -მარიამ გინდა ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო?კითხა ალექსანდრემ. -სად, ტირიფებში? -არა,მიდი თავისუფლად ჩაიცვი და წავედით.მარამი გაიქცა და ალექსანდრეს ხმამ შეაჩერა. -მარიამ შორტი არ ჩაიცვა,ჯინსი ჩაიცვი. -რატომ? -იქ რომ მივალთ გაიგებ.მარიამმა მხრები აიჩეჩა და კბეებზე აირბინა.სულ ცოტა ხანში ისევ დაბრუნდა ეზოში,მაგრამ ალექსანდრეს ვერ შეხედა.ალექსანდრემ შეხედა როგორ ეძებდა თვალებით მას და დაუძახა. -აქ ვარ მოვდივარ.მიუახლოვდა და ხელში ორი თხელი პლედი ეჭირა. -ესენი რად გინდა?კითხა გაკვირვებულმა. -იქ კოღოები არიან ბევრი და თავი რომ დავიცვათ.წავედით? -წავედით.ბევრი არ უვლიათ მეზობლის ვენახზე გადავიდნენ და სულ ცოტა ხანში ბაბუაწვერებით გადათეთრებულ გაშლილ მინდორში გაიყვანა.იქ ერთი ძალიან დიდი ასაკის მსხლის ხე იდგა,მის ჩრდილში ერთი პლედი ძირს დააფინა და მეორე ორივემ შემოიხვია და გვერდი გვერდ დასხდნენ.საოცარი სილამაზე იყო ირგვლივ,გადათეთრებული მდელო და ამ სითეთრეში მწვანე კალიები დახტოდნენ.მოეწონა მარიამს ადგილი,მაგრამ თვალებმოჭუტულმა უთხრა ალექსანდრეს. -კარგი ადგილია მომწონს,მაგრამ ჩემს ტირიფებს ვერ შევადარებ. -არც ვადარებ მარი.მე აქ მომწონს,შენ იქ მერე რა რომ განსხვავებული ხედვა გვაქვს.იქ რომ გახვიდე და გაიარო,ყველა ბაბუაწვერა ჰაერში გაიბნევა. -შემდეგ წამოსვლაზე აპარატი წანოვიღოთ ან კამერა. -ტელეფონი არ წამოგიღია?მე დავტოვე სახლში.როცა აქ მოვდივარ მეც ვჯდები და სიწყნარეს ვუსმენ და ჩემს ოცნებებში დავდივარ.ტელეფონს კი სახლში ვტოვებ,მყუდროება რომ არ დამირღვიონ. -სამწუხაროა,მეც რომ არ წამოვიღე ტელეფონი.წამოდი წავიდეთ ძებნას დაგვიწყებენ ტელეფონი კი არცერთს არ გვაქვს და ინერვიულებენ. -მოიცადე ჯერ ახლა მოვედით.ადგილს ვერ თმობდა ალექსანდრე შემდეგ მარიამს დააკვირდა და სევდიანად უთხრა. -მარ ექიმთან მიდი რა,ანალიზები გაიკეთე მართლა არ მომეწონა შენი ფერი რომ შეგხედე და ჯობია გული მშვიდად გვქონდეს,გთხოვ ნუ გადადებ. -არაფერი არ მტკივა ალექს უბრალოდ გადავიღალე. -არ მატყუილებ?ალექსანდრეს თვალებში სევდა ბუდობდა. -არა შენს თავს გეფიცები.უთხრა მარიამმა და ძალიან მაგრად შემოხვია ხელები. -მარიამ რა ცივი ხელები გაქვს ამ შუა ზაფხულში.გაკვირვებულმა უთხრა ალექსანდრემ და მარამის სუსტი თითები მის ძლიერ და თბილ ხელებში მოიქცია. -ალექსანდრე ძალიან სიმპატიური მამაკაცი ხარ შენს ასაკში და დავიჯერო შეყვარებილი არ გყავს?შეეკითხა და თვალები აუციმციმდა მარიამს. -არა,მარიამ დღეს გოგოს გაცნობა ძნელი არ არის,ძნელია მისი შეცნობა. -ეს კი მართალია,გეთანხმები. -სანამ ისეთ გოგოს არ ვნახავ,ვინც ჩემს გულს ააფორიაქებს,ძილს და მოსვენებას დამიკარგავს.სანამ მისი მონატრებისგან სისხლი დიდი სიჩქარით არ დაიწყებს დენას ჩემს ძარღვებშო,მანამდე უმჯობესია ასე ვიყო მარტო და ეული.მშვიდი ცხოვრება ვის მოწყენია მეც რომ მომწყინდეს.უთხრა ღიმილით და გულზე მიიკრა. -ალექსანდრე ეს შენ ხარ? შენ როგორი გენიოსი მყოლიხარ ამ ღვთისნიერმა წალკოტა რომანტიკოსი გაგხადა?უთხრა მარიამმა ღიმილით ძმას და ორივემ გაიცინა ხმამაღლა. -შენ ჯერ კიდევ კარგად არ იცნობ შენს ძმას,სამაგიეროდ მე ვიცნობ კარგად ჩემს დაიკოს რომელსაც თვალები სხვანაირად უციმციმებს,მარიამ არ გინდა რამე მითხრა? სამარე ვარ იცოდე,არავის არ ვეტყვი ჩვენს საიდუმლოს სასიკვდილო სასჯელიც რომ მომისაჯონ.უთხრა სიცილით მარიამს და თვალები აუჟუჟუნა. -ალექსანდრე შენ არც კი იცი რაოდენ დიდი სითბო მოდის შენგან,შენ ვერც კი გრძნობ ამას,მაგრამ ყოველთვის იცოდი რომ ჩემი დიდი სიხარული ხარ.შენ მართალი ხარ,ვერ დავმალავ იმას რომ სიყვარული მაბედნიერებს და უფრო მეტად მასზე ფიქრით გული ძლიერად რომ მიცემს,სულიერად რომ ვგრძნობ თავს განსხვავებულად მის გვერდით. -ოოოო,უნდა ვთქვა რომ შენ დიდი ხელოვანი უფრო იქნებოდი მარიამ ვიდრე დიდი ექიმი.არ გინდა მითხრა ვის ეკუთნის შენი ფიქრებიც,გულიც და სულიც და საერთოდ ერთიანობაში ვისთვის ცოცხლბ?ვინ არის ეს პიროვნება ასე რომ აგავსო სიყვარულით,მეტყვი თუ მე გითხრა?უთხრა ეშმაკურად. -აბა მითხარი.გახალისდა მარიამი. -რა გამოცნობა მაგას უნდა მარიამ ეს არც ბეჟანაა და არც ტარიელი.ეს შენი სიყვარულის დიდი შემოქმედი თავად გიორგი გოგაბერიშვილია თუ ვცდები?შეეკითხა და გამომცდელად შეხედა წარბაწეულმა,არადა დარწმუნებული იყო მარიამს გიორგი სიგიჟემდე უყვარდა,ისე როგორც გიორგის მარიამი მაგრამ თავის დასმულ კითხვას თავადვე უპასუხა. -არა,არა მგონია ვცდებოდე. -არ სცდები ალექსანდრე შენ მართალი ხარ,მე ვეღარ ვძლებ გიორგის გარეშე.ეს ზაფხული როგორ გავძლო მას რომ ვერ ვნახავ,უიმისოდ ყოფნა ჩემი წამებაა.ცრემლმორეულმა თქვა მარიამმა. -ყველაფერი კარგად იქნება,უნდა მოითმინო სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა მისთვის უნდა იბრძოლო,მას არ უყვარს უკან დახევა და სუსტი ადამიანები.მისთვის იბრძვიან რომ ამ გრძნობის ხიბლი სამარადისოდ თან გაყვეთ. -იცი?ხანდახან ვფიქრობ რომ მე ამ გრძნობით ვერ გავიხარებ,ვერ შევიგრძნობ მე მას ბოლომდე. -რატომ ხარ ასეთი პესიმისტი,რა გჭირს მარიამ.შენ რაღაც გაწუხებს და შენთვის იტანჯები ჩუმად რადგან არ გინდა სხვას ატკინო,მაგრამ იმას კი ვერ ხვდები,რომ ყველას ატკენ შენი სიჩუმით.ხვალვე წავალთ ექიმთან,მე თავად წამოგყვები. -ნუ პანიკიორობ,ძალიან კარგად ვარ.უბრალოდ გადაღლილი ვარ,დავისვენებ ამ ზაფხულს სოფელში და ნახე რა კარგად გავხდე.რაღაც ცუდი განცდა მაქვს, ყველასთვის ძლიერი სიყვარული ტკივილით სრულდება. -მარიამ მე არ გამომიცდია,ამ საოცარი გრძნობის არც ტკივილი და არც სიხარული.მხოლოდ ის ვიცი გადმოცემით,რომ ეს გრძნობა ძალიან სათუთია მაგრამ ძალიან ძლიერი და მის გამო ყველაფერს თმობენ.სისულელეებსაც კი სჩადიან,ყველაზე ჭკვიანი ადამიანიც კი ბავშვივით ხდება.ნუ ნერვიულობ წინასწარ,ნუ უსწრებ მოვლენებს წინ.შენს თვალებში დანთებულ ძლიერი ცეცხლს ვხედავ და თავად ნუ გაანელებ ნელა ნელა ამ გრძნობას.შენ ნაზი არსება ხარ როგორც ქალი,მაგრამ ძლიერი სული ბოგინობს შენს სხეულში.ყველაფერი კარგად იქნება და ამოიგდე თავიდან ეს ცუდი ზრახვები.წავედით,დროა უკვე შეეშინდებათ. -წავედით,სადაცაა დაღამდება.წამოდგნენ და ხელი-ხელ გადახვეულები შევიდნენ ეზოში.მარიამმა გემრიელად ივახშმა მონატრებულ ოჯახის წევრებთან ერთად და გემრიელად დაიძინა. ხალისიანად გათენდა, დილა ჩიტების ჭიკჭიკმა უფრო გაალამაზა.მარიამს ჩიტების ჭიკჭიკმა სული გაუყინა და გული აუჩქარდა,როგორ მონატრებია ასეთი დილა სასწრაფოდ წამოდგა,ჩაიცვა თავისი საყვარელი ცისფერი კაბა და ხარბად ჩაისუნთქა დილის ჰაერი წიგნს დაავლო ხელი და თავის ტირიფებში წავიდა. ისე ნაზად,ფრთხილად და ჰაეროვნად მინარნარებდა შორიდან დამნახავი იტყოდა უფრთხილდება ბალახს რომ უხეშად არ შეეხოს და არ ატკინოს მისი არც თუ ისე მძიმე ნაბიჯებითო.საოცარი შეგრძნებით მოეფერა თითოეულ ტირიფს თვალებით,შემდეგ ფეხზე გაიხადა მოიკეცა მისთვის საგანგებოდ გაკეთებულ სკამში და კითხვა დაიწყო.ვერ გაიგო დრო როგორ გაეპარა და მამა დაადგა თავზე კალათით ხელში,რომელშიდაც მცირე საუზმე ჩაეწყო და ერთად ისაუზმა მამა შვილმა ტირიფებში ბუნების ამ მშვენიერ წიაღში. -იმედია ეს არდადაგები უცებ ამ შემომელევა,ეს ბოლო პერიოდი ვხვდებოდი რომ რაღაც მაკლდა და დაბნეული დავდიოდი,ამასთან ერთად მართლა ემოციურად დამღალა გამოცდებისთვის მზადებამ.ახლა კი მივხვდი რა იყო ამ დაღლილობის მიზეზი,აი ეს ადგილი მაკლდა და ეს სიმშვიდე. -მგონი მართლა გადაღლილობის ბრალი იყო შენი სისუსტე დღეს უკეთესად გამოიყურები მარიამ.მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ მამას პრინცესა. -მეც ძალიან მიყვარხარ მამა.უეცრად ცაზე ღრუბლები აირია და მალე მოიღრუბლა,ნუგზარიმ ცას ახედა და თქვა. -გავასწროთ,თორემ მაგრად დასცხებს. -ვერ გავასწრებთ,წიგნი არ დამისველდეს და მე თუ დავსველდები არა უშავს. -მომეცი აქ ჩავდებ და არ დასველდება.ჯერ ნელა-ნელა დაიწყო,მაგრამ უმატა და უმატა.ჭექა-ქუხილი ატყდა,უხაროდა წვიმაში ყოფნა ფეხზე გაიხადა და ასე მივიდა სახლში აუჩქარებლად სულმგაწუწული,მაგრამ ბედნიერი.გამოიცვალა და ფანჯარასთან იდგა,ფიქრობდა უკვე ყველა მოენატრა.მოენატრა მათი გულიანი ხარხარი და ანას გამოხტომებიც.უყვარს ძილი,ძილი რომელსაც წვიმის წვეთები აფრთხობს.ძილი რომელიც ტკბილი ღამით მთავრდება და იმედიანი ახალი დილა იწყება.ერთი კვირა წვიმდა გადაუღებლად,სახლში ყოფნა მოსაბეზრებელი გახდა გარეთ ვერ გადიოდა და სულ ეძინა,გამოკეთდა ძალაც მოემატა და ფერიც კარგი ჰქონდა.ერთი კვირის შემდეგ როგორც იქნა დაბრუნდა მზე და მარიამისთვის სულ ახალი გაზაფხული დადგა,გარეთ ყვავილების არეული სუნი იგრძნობოდა. -ალექს იცი რა მინდა? -რა გინდა მარიამ.შეხედა ალექსანდრემ. -ნაყინი მინდა,ხომ გახსოვს რომელი მიყვარს? -ვიცი მარი შოკოლადის,წავალ მოგიტან. -ოხ როგორ მიყვარს ზაფხული და როგორ მიყვარხარ შენ.ყვავილების სურნელებიც მიყვარს და წვიმის შემდეგ უღრუბლო ცაც.ჩქარა,ჩქარა მიაყარა ალექსანდრეს და შემდეგ გაეცინა. -აფერისტო. -აფერისტო?მე ვარ აფერისტი? -ხო აფერისტი ჭინკა.უცებ დაარქვა მარიამს სახელი და ღიმილით წავიდა ნაყინის მოსატანად თავად ჰამაკში ჩაჯდა და ალექსანდრეს ლოდინში ცის ჰორიზონტზე ამოსულ მზეს გაჰყურებს რომელსაც სხივები გაუბნევია უდარდელად გარშემო და ამდენი წვიმის შემდეგ ეშმაკურად იცინის.მალა დაბრუნდა ალექსანდრე და ნაყინი მოუტანა,ერთად დაჯდნენ ერთად მიირთვეს და როგორც ბავშვობაში ახლაც ისე დათითხნეს ერთმანეთი.კარგი იყო მონატრებულ გულზე პირველი დღეები,მაგრამ ახლა სხვები ენატრებოდა.ვერ იძინებდა მთვარის შუქზე ადგებოდა და ფანჯარასთან მჯდარი მისი გულის დარდები ფურცლებზე გადაჰქონდა. -მენატრები უსაშველოდ,მგონია რომ ცხოვრება დიდ სიურპრიზს მიწყობს,რას ვერ ვხვდები მაგრამ გული ცუდასაც მიგრძნიბს და კარგსაც.ხანდახან ვფიქრობ რომ შენ ხარ ამ სიურპრიზის მთავარი პერსონაჟი და თუ ასეა მაშინ მეც მზად ვარ ჩაგჭიდო ხელი და უსასრულობამდე გამოგყვე.მოდი,მომეხვიე ისე ძლიერად რომ ჩემმა ძვლებმა ტკაცუნი დაიწყოს,ცოტა ხნით გული არა მხოლოდ ძვლები მეტკინოს.შენ ჩემი ნათელი წერტილი ხარ,ჩემი დიდი სიყვარული და იცი რას ვფიქრობ ხშირად?რომ მოვკვდე და მიგატოვო,მაინც ასე ძლიერ გეყვარები?არა,არ მინდა გული გატკინო და არ მინდა ჩემს გამო იგრძნო დიდი ტკივილი.მე გელოდები დუმილით,სიყვარულით და შენ ეცადე ჩემს დუმილს უსმინო,რადგან ზოგჯერ დუმილსაც უნდა მოსმენა.ყველაფერს მივატოვებ შენს გამო გიო რადგან სიყვარული ჩემი შენდამი, ყველაზე და ყველაფერზე წინ დგას.ასეთი ჩანახატებით ივსებოდა რვეულის ფურცლები,რომლის წაკითხვას უცრემლოდ ვერავინი ვერ შეძლებდა.ერთი სული ჰქონდა როდის დასრულდებოდა ზაფხული და დადგებოდა სასწავლო წელი რომ ისევ შეძლებდა გიორგის ნახვას.არ ყოფნიდა ტელეფონებზე ღამეების თევა,ვერ ივსებოდა ვირტუალურად ნათქვამი სიტყვებით.როცა გიორგისაგან ძვირფას სიტყვებს ისმენდა,უნდოდა იმ დროს თვალებში ჩაეხედა და იმ თვალებიდან ამოიკითხა ის გრძნობა რაც ორივეს აკავშირებდა ერთმანეთთან,დღეები კი ნელა-ნელა გადიოდა მარიამის ჯიბრზე. ყველაფერი კარგად იყო აწყობილი,ყველა ერთმანეთს შეჰხაროდა.მარიამის კარგად ყოფნა უხაროდა ყველას. -ფერი მოგივიდა ბებოს მერცხალო,ძალიან შემაშინე. -გადაღლილობის ბრალი არისთქო და არ მიჯერებდით.საღამოს ეზოში ისხდნენ მარიამი და ალექსანდრე ეზოს მანქანამ რომ მოასიგნალა,ორივემ გაიხედა ჭიშკრისკენ მარიამს გული აუფრიალდა,მაგრამ მანქანა ვერ იცნო.ალექსანდრე წავიდა ჩქარი ნაბიჯით და მარიამი კი შუა ეზოში მიყვა ძმას და ერთი შეჰკივლა ნუგზარის მეგობარმა თავად ნუგზარი რომ შემოიყვანა ხელით ეზოში. -მამაააა,რა მოუვოდა მამიკოს.ცრემლით აევსო თვალები. -არ ინერვიულო მარიამ უბრალოდ ფეხი ვიტკინე შვილო,მალე გამივლის.ნუგზარის მართლა სერიოზულად ტკიოდა ფეხი,ვეღარაფერს ეხმარებოდა ოჯახის წევრებს და ალექსანდრეს დაევალა ფუტკრების მოვლა.ზაფხული უკვე დასასრულს უახლოვდებოდა,რომ ერთ დღეს ალექსანდრემ დიდი თხოვნით და მორიდებით დაელაპარაკა მშობლებს. -დედა,მამა მთელი ზაფხული არსად გავსულვარ და არც არაფერი მითხოვია,ხომ ასეა? -ასეა და მითხარი რა ხდება შვილო.უთხრა ნუგზარიმ ალექსანდრეს. -მამა უკეთესად ხარ და ბიჭებმა გადავწყვიტეთ რამოდენიმე დღით მთაში წავიდეთ,მარიამ არ გეწყინოს წაგიყვანდი,მაგრამ მხოლოდ ბიჭები ვიქნებით. -ალექსანდრე............. -ბებო უარს არ მივიღებ,უნდა წავიდე. -წადი შვილო მხოლოდ ერთი პირობით.უთხრა ნუგზარიმ და ნატკენი ფეხი შემოდი მის წინ მდგარ სკამზე. -რა პირობით,რა უნდა გავაკეთო. -ხვალ თაფლი უნდა წაიღო,გამზადებული რომ მქონდა წასაღებად.ფეხი მტკივა და მანქანას ვერ წავიყვან,სახლში რომ მოვიდეს და წაიღოს ფასს დააკლებს რადგან მოვილაპარაკეთ მე უნდა მივიტანო ადგილზე. -კარგი წავიღებ,გავამზადებ დღეს და რა პრობლემაა. -პრობლემა ისაა რომ თბილიში უნდა ჩაიტანო,შენ კი მართვის მოწმობა არ გაქვს. -ვინმე უნდა წავიყვანო? -აბა მანქანა მარტო ხომ არ წავა შვილო.გაეცინა ნუგზარის. -ბექას დავურეკავ და ის მომეხმარება. -ეცლება? -მე რომ ვეტყვი,მოიცლის.თვალი ჩაუკრა მამას.ნუგზარი გაყვა ალექსანდრეს,ვერ ეხმარებოდა მაგრამ იქ იყო და სიტყვით ასწავლიდა როგორ უნდა დაეწყო ტვირთი.ბოლოს დაღლილმა ცოტა დაისვენა,წყალი გადაივლო და ადრე წავიდა დასაძინებლად თან ბექას დაურეკა. -გისმენ ალექსანდრე. -როგორ ხარ სიძევ ბატონო,მოარჯულე ჭირვეული ცოლი? -კი,მორჯულების გზაზე დგას.გაეცინა ბექას. -ბექა მჭირდები ხვალ.უცებ დასერიოზულდა ალექსანდრე. -რა ხდება,ხომ მშვიდობაა. -კი,კი მშვიდობაა.ალექსანდრემ აუხსნა ბექას რატომ ჭირდებოდა მისი დახმარება და თანხმობაც მიიღო. -შენ წამოდი დილით ადრე და სანამ ხაშურიდან გამოხვალ მეც მოგიახლოვდები, ტაქსით წამოვალ.ჩემი რამდენია თაფლი. -ბევრი თაფლი გაწყენს,ამიტომ კილოიან ბანკაში ჩაასხა მარიამმა.გაეცინა ალექსანდრეს. -არ მჯერავს მარიამი მაგას არ იზამდა,შენ გადამალე ხო? -როცა შეასრულებ შენს საქმეს კარგად,წილსაც მაშინ მიიღებ მეგობარო. -ალექსანდრე გაიზარდე უკვე და წლებით უნდა დატკბე,ნუ მომაკვლევინებ თავს.7 საათზე გამოვალ დილით. -მეც მასე გამოვალ და შეგხვდები გზაში. -მამააა,არ იდარდო საქმე ისე გაკეთდება როგორც შენ გაგიხარდება.ბექა დამეხმარება. -დაელაპარაკე და მოაგვარე? -მოვაგვარე,წავედი უნდა დავწვე დილით 7-ზე უნდა გავიდე სახლიდან. -აღარც კი მახსოვს პატარები როდის იყავით შვილო,ძალიან მალე დაიზარდეთ.ალექსანდრე ადრე დაწვა,შუაღამით კი ტელეფონზე შეტყობინება მიიღო.დახედა და გაეცინა. -ალექსანდრე არავის არ უთხრა ამ შეტყობინების შესახებ,შენი დახმარება მჭირდება და აუცილებლად უნდა გნახო.სად და როგორ ეს შენ მოაგვარე და მომწერე ისე რომ არავის არაფერი არ უთხრა. -რა მოხდა. -ბექას უნდა გავშორდე. -რააა?შენ მართლა გააფრინე? -სერიოზულად. -ანა ნუ მიშლი ნერვებს,ტვინში დაგარტყა თუ რა მოგივიდა გოგო. -საყვარელი მყავს. -რაააა,ჩემი ხელით მოგკლავ იცოდე თქვი რა ხდება სერიოზულად. -მართლა სერიოზულად გელოდები, ალექს ეს უფრო მარიამს ეხება.შეეშინდა,შიშმა აიტანა და უცებ გადარეკა. -რა მოხდა ტვინით ავადმყოფო ვერავინ და ვერაფერმა რომ ვერ დაგაჭკვიანა მშვიდობაა,რამე სანერვიულოა? -უნდა შევხვდეთ და უნდა ვისაუბროთ. -ხვალ მოვდივარ თბილიში,ბექამ იცის ის უნდა დამეხმაროს. -კარგი მაშინ აქ მოხვალ ჩემთან,მნახე ისე არ დაბრუნდე უკან.ერთი სული ჰქონდა როდის გათენდებოდა,იმდენი იწრიალა ვერ გამოიძინა და დილით ადრე ამდგარმა თვალებდაწითლებული გაუდგა გზას.როგორც შეთანხმდნენ ბექამ ისე შეხვდა და იმედიანად გაუდგა გზას.საქმე მალე მოილიეს და ბექამ ანას დაურეკა. -სად ხარ ანა ჩვენ უკვე თავისუფლები ვართ. -სახლში მოდი,გელაც აქ არის. -კარგი,მოვდივართ.მალე მივიდნენ სახლში და ალექსანდრემ ანას თაფლით სავსე ქილა დაუდგა რამაც ანა ძალიან გაახარა. -რა მოხდა მარიამს ეხება და ეს სერიოზულია?იკთხა ალექსანდრემ და ყველას სათითაოდ მიაჩერდა. -დაჯექი და მომისმინე,ალექსანდრე ახლა რასაც გეტყვი და გაიგონებ იმიტომ ვაკეთებთ რომ ცალ-ცალკე იტანჯება ორივე,მოდი ჩვენ მოვუღოთ ბოლო მათ ტანჯვას და გიორგი დავაფეთოთ. -როგორ,მე რა უნდა გავაკეთო ან როგორ დავაფეთო. -გეგმა მოფიქრებული მაქვს,მაგრამ შენ ისე უნდა მოიქცე რომ მარიამმა უნდა გაიგოს რომ მხოლოდ მის ხელთაა შენი სიცოცხლის გასაღები. -რას ამბობ, ანა ამოდენა ტყუილი როგორ ვთქვა. -მათ მე დაველაპარაკები,მე და გელა ისე რომ ეჭვს ვერავინი ვერაფეს ვერ აიღებს. -ერთი სიტყვით,ალექსანდრე ვიწყებთ ახალ თამაშს და ამ თამაშში მთავარი როლი შენია. -ვაიმე თავი რომელიღაც კინოს გადაღებაზე მგონია.გაეცინა ალექსანდრეს და სხვებიც გააცინა. -ასეა,ხომ გინდა მარიამი ბედნიერი რომ იყოს. -ყველაზე მეტად ეს მინდა ანა. -კარგია,მაშ ასე.კარზე ზარი იყო და კარი ბექამ გააღო,სახლში კი მხიარული სახით რუსო შემოვიდა. -რუსო ეს ალექსანდრეა მარიამის ძმა და ის დაგვეხმარება ისე,რომ ვერავინი ვერ მიხვდება ჩვენს თამაშს. -სასიამოვნოა შვილო მარიამის ძმის გაცნობა ჩემთვის,მაშ ასე თანახმა ხარ გეგმა გაგაცნოთ? -სხვა რა გზაა,გეგმას მოვისმენ და დახმარებაზე მერე დავფიქრდები რადგან არ მინდა მარიამიც და ჩემებიც ვანერვიულო. -კარგია,მიხარია რომ ასე აფასებ შენს საყვარელ ხალხს.უთხრა რუსომ,ალექსანდრემ კი ანას შეხედა და უთხრა სერიოზული ხმით. -შენ ძალიან ამოუცნობი ხარ ანა.საერთოდ ვიცი,რომ ქალი ნაზი არსებაა და ზოგჯერ ის ყვავილს ჰგავს,ვფიქრობ და ვერ ამოვიცანი შენში რომელი ყვავილია თუ ყვავილის მაგივრად ავკაციის ეკლებს მალავ.ბექა ფრთხლად იყავი შენ,ეკალმა არ გაგკრას და შხამმა არ მოგწამლოს.სერიოზულად უსმენდა ყველა,მაგრამ შემდეგ ყველას გაეცინა. -როცა საქმეს სჭირდება ეკალიც უნდა გამოაჩინო და შხამც უნდა გადმოანთხიო,ამას იმიტომ ვაკეთებ გიორგი 2-3 წელი არაფერს არ ფიქრობს და ეს დიდი დროა გაუჭირდებათ ორივეს ასე ცხოვრება და სანამ გრძნმობა ცხელია, მოდი ჩვენ ვუწამლოთ და უფრო ახლოს მივუშვათ ისინი ერთმანეთთან.თქვა რუსომ და გაუღიმა ალექსანდრეს.ალექსანდრეს გეგმა გაანდვეს და მისი თანხმობის შემდეგ გულდამშვიდებული წავიდა რუსო. -შენ აქ იქნები,ხვალ ერთად წავალთ.გიორგი თუ მოვიდა არ უნდა დაენახვო.მთელი ღამე იწრიალა ალექსანდრემ და ვერ მოისვენა,ფიქრობდა და ღრმად გაანალიზა მის მიერ დაკისრებული როლი ხან გაიცინებდა და ხან სევდა შემოაწვებოდა.ტკიოდა მარიამისათვის ტყუილის თქმა რომ უწევდა და სინდისი აწუხებდა,მაგრამ ისიც კარგად იცოდა მარიამი გიორგის გარეშე როგორ იტანჯებოდა და ღამეც გაუგონია მისი ჩუმად ტირილის ხმა. -შენთვის და შენი ბედნიერებისთვის მე ყველაფერს გავაკეთებ მარიამ მხოლოდ შენ იყავი ბედნიერი,ლაღი და მხიარული.გათენდა,კიდევ ერთხელ ისაუბრეს კარგად გაერკვა მის როლში და ბექასთან ერთად გაუდგა გზას სახლისაკენ, უკან კი გელა მოყვებოდა მანქანით.ყველას გაუხარდა ბექასი და გელას ნახვა,მაგრამ ისინი არ იყვნენ ისეთი მხიარულები როგორც სჩვეოდათ.ალექსანდრეს შეხედა თამარმა და შეამჩნია მისი ჩაწითლებული თვალები ეს ხომ უძილობისგან იყო,მაგრამ პირველი ტყუილი აქედან თქვა გელამ. -ნუგზარი ძია უნდა ვილაპარაკოთ და იმედია გაგებით მოეკიდებით ამ თემას,საქმე თქვენი შვილის და ჩემს სიცოცხლეს ეხება. -რა მოხდა,ალექსანდრე არ არის ისეთი ბავშვი რამე გაეფუჭებინა. -მართალია,მაგრამ ზოგჯერ ჩვენს გარშემო არიან ისეთები რომლებიც აფუჭებენ და უდანაშაულოს ითრევენ თავიანთ ჩადენილ დანაშაულში. -თქვი გელა რა ხდება. -მე ალექსანდრეს ადვოკატი ვარ და ვალდებული ვარ დავიცვა ის,მაგრამ ვშიშობ ვერ შევძლებ თუ თქვენც არ დამეხმარებით. -რატომ ვერ დაეხმარები,გელა ასე სერიოზულად არის საქმე? -ის წუხელ ერთ ძალიან საშიშ ბანდას გადაეყარა,რომლებმაც თამაშში ჩაითრიეს და დიდი,ძალიან დიდი თანხა წააგებინეს.ჩვენ შევთავაზეთ თანხა,მაგრამ ვინც არის უფროსი მან უარი განაცხადა თანხის მიღებაზე. -რატომ,თანხა რატომ არ აიღო. -მან გარკვევით მითხრა,თუ გინდა იცოცხლო შენც და ამ ყმაწვილმაც მისი და მარიამი ჩემს შვილს უნდა მითხოვდესო.წინააღმდეგ შემთხვევაში კი სიკვდილით იმუქრება.გელამ გადახედა იქვე მყოფ მარიამს რომელიც გაქვავებული იჯდა და გული მოეწურა,მაგრამ უკვე უკან დახევა აღარ შეიძლებოდა ტყუილის პირველი გეგმა უკვე გამხელილი იყო. -შენ თავად რას ფიქრობ ბექა.შეეკითხა ნუგზარი სერიოზული ხმით ისე რომ თავი მაღლა არ აუწევია. -ალექსანდრე ძალიან დაკვირვებული ბავშვია ნუგზარ ძია,მაგრამ აქ არ გამოადგა მისი დაკვირვება ის მსხვერპლია ამ ბანდის.ვფიქრობ ეს დაგეგმილი ხაფანგი იყო და მოამწყვდიეს ალექსანდრეც ამ ხაფანგში. -გელამ თავის თავზე აიღო ალექსანდრეს სიცოცხლე ძია,თუ უარს ვეტყვით წინააღმდეგ შემთხვევაში მათი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილეთ გელასაც მოკლავენ და ალექსანდრესაც ისე რომ არც დაფიქრდებიან. -არც დრო არ გვაქვს დაფიქრების?იკითხა ხმა ჩახლეჩილმა და ფერდაკარგულმმა შეხედა მარიამს.უეცრად მარიამი ფეხზე წამოფრინდა და ხმამაღლა ტირილნარევი ხმით თქვა. -რა დაფიქრება,რას ამბობ მამა გესმის?რაზე უნდა დაფიქრდე,როცა ორი ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია.ძალიან გამიჭირდება,მაგრამ მე თანახმა ვარ.უმჯობესია უბედური ვიყო,ვიდრე ჩემი საყვარელი ადამიანები დავკარგო ჩემი ეგოისტობის გამო და მათ სიცოცხლეზე წინ ჩემი სიყვარული დავაყენო.მე მიყვარს გიორგი,ხო რა გაკვირვებული მიყურებთ მე მიყვარს ის,მაგრამ უფრო ჩემი ერთადერთი ძმა მიყვარს მამა.ამ უცხო ადამიანმა რა დააშავა,რატომ უნდა დაისაჯოს ის ჩემს გამო და ჩვენი შეცდომის გამო რატომ უნდა აგოს მან პასუხი,განა მეორედ მოვალთ ამ ქვეყნად? ხელი გაიშვირა გელასკენ,გელა და ბექა კი გაოცებულები იდგნენ და უცქერდნენ მარიამს რომელიც ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან და მიახლოვებას ვერცერთი ვერ ბედავდა. -ბექა,გელა რადგან მარიამი თანახმაა,აქ დასაფიქრებელი არც არაფერია და უთხარი შაბათს მოვიდნენ,არავინმა არაფერი არ უნდა გაიგოს,ყველაფერი წესის და ჩვენი ტრადიციის მიხედვით გაკეთდება. -მარიამ მაპატიე, ძალიან მინდოდა შენ და გიორგი ერთად ყოფილიყავით. -მაგრამ არ ხდება ყველაფერი ისე როგორც ვგეგმავთ.გელა გიორგის კიდევ შეუყვარდება,გთხოვ მხოლოდ ჯერ ნურაფერს ეტყვი,გთხოვთ ეს თხოვნა შემისრულეთ. -კარგი არაფერს ვეტყვი,შენი სურვილოს წინააღმდეგ არ წავალთ.უთხრა გელამ და მარიამს შუბლზე აკოცა.მარიამმა თავის საძინებელში გავიდა და ის დილამდე იქედან არ გამოსულა,გელა და ბექა ჯერ ჩუმად მიდიოდნენ,შემდეგ გელამ თქვა. -სიკვდილს ვეძებთ და მივიღებთ,დაგვწყვიტავს ყველას. -შენ რა გენაღვლება,მე შვილის გაჩენას მაინც დამაცადოს და მერე მომკლას.თქვა ბექამ და ორივეს გაეცინა.ალექსანდრე ვერ მიდიოდა მარიამთან და ვერ აწყნარებდა,ტიროდა მარიამი მაგრამ მის ცრემლს არავის არ აჩვენებდა.ყველას ეძინა გადაღლილებს და მარიამი მისი საწოლთან ძირს იატაკზე იჯდა და მის ოთახს მხოლოდ მთვარე ანათებდა,იგრძნო რომ ვიღაც დაადგა თავზე თვალი გაახილა და მის წინ თვალებჩაწითლებული და ნანერვიულები გიორგი იდგა.მოულოდნელად თავს დატეხილი უბედურებით სახლში რა გააჩერებდა,მარიამთან მოვიდა და მასთან ერთად ისიც ძირს ჩაჯდა. -შენ ის არ გიყვარს მარიამ. -მე ჩემი ძმა მიყვარს და ვალდებული ვარ დავიცვა მისი სიცოცხლე,რადგან ის საფრთხეშია.მაპატიე,მაპატიე გიორგი რომ ასე მოულოდნელად დასრულდა ჩვენი სიყვარული. -რას წარმოვიდგენდი,შენ სადედოფლო კაბას ჩაიცმევდი და ის დღე არ იქნებოდა ჩვენი ქორწილის დღე. -რას იზამ,თურმე ასეც ხდება და უნდა შეეგუო.ცრემლებს ყლაპავდა მარიამი. -არა,არ შეგიძლია მომექცე ასე უგულოდ მარიამ. -უკვე აღარაფერს აღარ აქვს მნიშვნელობა. -მარიამ მე ხომ სიგიჟემდე მიყვარხარ,ნუ გამწირავ გთხოვ. -გვიან არის,გიორგი დავაგვიანეთ.გიორგი წამოდგა,მარიამიც წამოაყენა და ტირილისგან დაწითლებული და დასიებული თვალები კოცნით ამოუშრო,გულში ძლიერად ჩაიკრა და უთხრა. -არასოდეს არ არის გვიან ის რაც გულით გინდა გააკეთო.უთხრა და ისევ ისე შეუმჩნევლად გავიდა. -სხვა დროს,სხვა ვითარებაში სიხარულით დაგთანხმდებოდი,მაგრამ ახლა ვერ მივცემ ჩემს თავს ბედნიერების უფლებას,როცა საქმე ჩემი ძმის სიცოცხლეს ეხება. -გპირდები,რომ ყველაფერს მოვაგვარებ მარიამ.უთხრა და გაუჩინარდა სიბნელეში. -ნეტავ შემეძლოს ყველაფერს გვერდი ავუარო და შენთან გამოვიქცე გიორგი.ფიქრში დაათენდა თავზე,უკვე გადაიღალა და დილით მიეძინა ტირილისაგან დაღლილს ფანჯარაზე თავმიდებულს.დილით ალექსანდრემ შევიდა დავხედავო და გაოცებულმა შეხედა,ფრთხილად აიყვანა ხელში და საწოლზე დააწვინა.იქვე დაუჯდა და მიაჩერდა როგორ ძალიან ტკიოდა მარიამის ასე ტანჯვა და წამება. -იდუმალი ნატურა ხარ მარიამ ვერ ვხვდები როგორ შეგიძლია ასეთ სუსტ ადამიანს,ასეთი ძლიერი სიყვარული.მაპატიე საყვარელო თუ ჩემით გული გატკინე,მაპატიე ჩემი გაუაზრებელი ნაბიჯები,რომლებმაც გულში იარა გაგიჩინა.მაპატიე შენი სუფთა სულის აფორიაქება,მომენატრა შენთან ჩახუტება და შენს გვერდით დაძინება.მიუწვა ცოტა ხნით და თავადაც მიეძინა მასზე მიკრულს.მარიამმა გაიღვიძა და მის წელზე ხელები რომ იგრძნო შემოხვეული ჯერ შეეშინდა და შიშით ამოტრიალდა ალექსანდრეს ხელებში და მძინარე ძმას რომ შეხედა გაეცინა,ჯერ ფრთხილად აკოცა არ გავაღვიძოო,მაგრამ მერე იმდენი კოცნა სანამ არ გააღვიძა.ალექსანდრემ თვალი გაახილა და ძილისაგან დაბოხებული ხმით უთხრა მარიამს. -მაპატიე. -რა გაპატიო,რამე დააშავე? -მაპატიე,რომ კარგი ძმობა ვერ გაგიწიე.ვერ ვარ ისეთი ძმა როგორსაც შენ იმსახურებ,შენ საუკეთესო ხარ მარიამ. -ჩშუუუუუ, შენ ხარ საუკეთესო,ჩემი ტკივილი და ჩემი სიხარული და მზად ვარ შენს გამო მე ყველაფერზე ვთქვა უარი. -და უნდა იტანჯო მთელი ცხოვრება? -სამაგიეროდ შენ ცოცხალი მეყოლები, შენ გამამხიარულებ და შენი არსებობა გამაბედნიერებს.შენი სიცოცხლე ხომ უფრო მნიშვნელოვანია ალექსანდრე და მეორედ აღარ გაიმეორო ეს სიტყვები.დასრულდა პარასკევი დღეც და გელა მოვიდა, მანქანიდან რაღაც დიდი ყუთი გადმოიღო და სახლში შეიტანა. -მარიამ ეს ყუთი შენია,ხვალ დილით გახსენი და ჩაიცვი. -რომელ საათზე მოვლენ გელა სტუმრები.კითხა ნუგზარიმ. -სამი საათისთვის აქ იქნებიან. -ანა რატომ არ წამოვიდა. -ანა ძალიან ნერვიულობს და თავს ცუდად გრძნობდა, ამიტომ ბექა მასთან დარჩა.ალექსანდრემ ყუთი გამოართვა გელას და მარიამის ოთახში აიტანა,გელა წავიდა და მარიამმა ის ღამეც იმ ყუთთან ერთად იატაკზე გაათენა ტირილში. -ძალიან მომენატრები საყვარელო,ვიცი ოდესმე გნახავ რადგან შეუძლებელია ბექასთან ერთად არ გნახო,მაგრამ მე არ მექნება უფლება შეგეხო, მხოლოდ შორიდან შეგავლებ თვალს.მაპატიე,რომ სიტყვა ვერ შევასრულე,ვერ დავიცავი ჩემი სიყვარული.მაგრამ გპირდები,რომ მხოლოდ შენ მეყვარები მთელი ჩემი ცხოვრება და არავინ სხვა.ჩემი გული მხოლოდ შენზე ფიქრებით იცოცხლებს.აქ თუ არა იქ შევხვდებით ერთმანეთს,მინდა ხვალ ფეხქვეშ მიწა გამისკდეს და თანვე ჩამიტანოს რადგან ხვალინდელი დღე უშენოდ ეს ჩემი ცოცხლად დამარხვაა.მაპატიე,რომ შენში უჩემობა იმეფებს.მაპატიე,მაპატიე,მაპატე ამ სიყვარულის ხათრით მაპატიე.როგორ მინდა ჩემი გესმოდეს და როგორ მინდა ჩემი გჯეროდეს რომ მხოლოდ შენ უყვარხრ ჩემს გულს და მხოლოდ შენ უნდიხარ. შაბათი დღეც გათენდა,მარიამისათვის ის დღე უკიდურესად დასამახსოვრებელი უნდა ყოფილიყო,მაგრამ დღევანდელმა დღემ არა სიხარული არამედ ცრემლი მოუტანა მას. -თქვენ საერთოდ აზრზე ხართ, რას მეუბნებით? -რა უნდა ქნა, გიორგი საერთოდ არ იცი ვის უნდა შეებრძოლო და გინდა ისეთი რამ გააკეთო თავი სამუდამოდ ციხეში ამოყო? -დედააააააა.უყვირა რუსუდანს გიორგიმ. -დედაშენი მართალია,შენ არ ხარ ისეთი ძლიერი როგორიც ის არის.უთხრა გიორგის გოგიმ. -მამაააა,როგორ შეგიძლია მითხრა ასეთი რამ,რომ შევაშვა და დავიკიდო მარიამი. -აბა გაქვს რაიმე შანსი? არა,გიორგი არაა არანაირი შანსი მარიამი შენს გვერდით იყოს.გიორგიმ ფეხზე წამოხტა,მაგიდა გადააყირავა და გოგის წინ დადგა,იმ წუთში ის გალიიდან გამოქცეულ მხეცს ჰგავდა. -რატომ არ გესმის,ხვალ ამ დროს მარიამი სხვის სახლში და სხვის საწოლში გაიღვიძებს.გიფიქრიათ რომელიმეს ის რა დღეშია ახლა? ან რას განიცდის? -ნუ ღრიალებ,მასეთი ნერვებით ვერ იპოვი გამოსავალს.უყვირა ბექამ. -ნუ ვღრალებ? ბექა როგორი გრძნობაა როცა საყვარელი ქალი გვერდით გყავს,კარგი ხომ? -ხოდა იბრძოლე,რომ ღრიალებ ვის აშინებ შენი ყვირილით.ჩვენ დავაშავეთ? ჩვენ შეგვეშალა რამე შენთან? არ დაუთმო ბექამ გიორგის არცერთი სიტყვა. -შენ თქვი ბატონო გიორგი რა ვერსია გაქვს და ჩვენც შენს გვერდით დავდგებით.უთხრა გელამ. -რატომ,რატომ გამიმეტა ასე ან მე და ან მარიამი ღმერთმა,ის ხომ ძალიან სუსტია და ვერ გაუძლებს გულით ამდენ ნერვიულობას,ამდენ ტკივილს.სულ წავალ და დავიკარგები მარიამის გარეშე ჩემს სიცოცხლეს აზრი არ აქვს დედა, მაგრამ ის როგორ დავტოვო მარტო ამ ტკივილში,როგორ გავიმეტო მარტოობისთვის.დედა მითხარი რა ვქნა,როგორ მოვიქცე. -მე მხოლოდ ერთს გეტყვი,შენს ადგილზე რომ ვიყო ხვალ ჩემს საყვარელ ქალს არ მივცემდი სხვაზე დაქორწინების ნებას,ბოლომდე ვიბრძოლებდი და მას არ დავთმობდი. -როგორ,მოვიპარო? -გიორგი გამოიჩინე ვაჟკაცობა და დაიცავი შენი სიყვარული,შენი მარიამი.მკაცრად უთხრა რუსომ და სახეზე ერთი ნაკვთიც არ შერხევია. -ჩუმად რომ გამოვიყვანო სახლიდან,შევძლებთ? -შევძლებთ.უთხრა ბექამ. -როგორ. -ალექსანდრე მოგვეხმარება. -ალექსანდრე არ მინდა,ალექსანდრეს ვერ გავრევ ამ საქმეში.თქვენ ხართ ჩემს გვერდით? -მაგას კითხვა უნდა გიორგი?ერთხმად უთხრეს ბიჭებმა.დილით ადრე გიორგი გამოეწყო ლამაზად და წავიდნენ,ბექამ იცოდა სადაც უნდა დაეყენებინათ მანქანა ისე რომ არავის დაენახა.სახლს უკანა მხრიდან მიადგნენ და მუნჯებივით მიდიოდნენ,ჯერ ყანა-ყანა იარეს და შემდეგ მიადგნენ მარიამის ოთახის ვერანდას.გიორგი აიპარა ვერანდაზე როგორც ორი დღის წინ და სახლში შევიდა.მარიამი დიდი სარკის წინ იდგა ანასთან ერთად სადედოფლო კაბაში გამოწყობილი და ის უფრთო ანგელოზს ჰგავდა.გიორგის შესვლა ვერცერთმა ვერ გაიგო,მაგრამ სარკეში დაინახეს მისი ჩაცვენილი თვალები,როგორ ემჩნეოდა ამ დღეების ნერვიულობა,მაგრამ გიორგი მარიამის სილამაზემ გააოცა. -მარიამ,მარიამ........სიტყვებს ვერ უყრიდა თავს. -არ თქვა არაფერი გიორგი. -ძალიან დავაგვიანე მარიამ მაგრამ იმიტომ არ დავაგვიანე,რომ შენ დამეკარგე.დღეს მოვედი შენთან,რომ ჩემს ხელს შენი ხელი დაადო და მეუბნები რომ დავაგვიანე?მე ხომ შენ გიფრთხილდებოდი საყვარელო,შენს გაზრდას ველოდებოდი. -ძალიან გთხოვ, გიორგი დღეს ჩემი ქორწილია და რას ხედავ მეტყობა რომ ბედნიერი ვარ?ვერავინი ვერ მიხვდება იმას მე ეს დღეები რა გამოვიარე,როგორ მოვედი დღემდე.დავაგვიანეთ გიორგი სულ მალე ის ადამიანი მოვა ვინც შენი ადგილი დაიკავა.უთხრა ტირილით და გიორგის გაყინულ ტუჩებს ფრთხილად შეეხო,ნაზი კოცნა დაუტოვა ბაგეებზე და უკან დაიხია. -არასოდეს,არასოდეს არ არის გვიან მარიამ გააკეთო ის რაც გულით გინდა.უთხრა ანამ ცრემლ ნარევი ხმით. -მარიამ გვიან არ არის ჯერ კიდევ ხელი მომეცი,მაგრად ჩამეჭიდე. -რა ჩაიფიქრე. -მენდობი? -გენდობი. -გინდა რომ სიცოცხლის ბოლო წუთამდე ერთად ვიყოთ? -ალექსანდრე?მას რომ რამე დაემართოს? -არაფერი დაემართება ალექსანდრეს მარიამ.უთხრა ანამ რომელიც იქვე იდგა კარებთან და მოსიყვარულე წვილს დარაჯობდა.მარიამმა გიორგის ძლიერ მკლავებს მიენდო და როგორც იქნა ამდენი ტირილს შემდეგ გაიღიმა,თავისი ხელი გიორგის ხელს ჩაკიდა და აივანზე გავიდნენ.გიორგიმ ჯერ ანა ჩაუშვა ფრთხილად,რომელსაც იქვე ბექა დახვდა და საყვედურებით აავსო ანა. -არაფერი არ მომსვლია ხომ მხედავ კარგად ვარ,ჩხუბის დროა? იმათ მივხედოთ.გიორგი ჯერ თავად გადავიდა და შემდეგ ცალი ხელით მარიამი გადაიყვანა.ორივე ერთად გადახტა და შემდეგ მარიამის ჩვენებით გავიდნენ გზაზე სირბილით.გზაზე მათ ლაშა, ქეთევანი,რატი გელა,ალიკა და კარინა დახვდათ ყველამ ერთად პირდაპირ ეკლესიაში მივიდნენ და ჯვრის წერას დაესწრნენ.ორივემ უფლის წინაშე მტკიცე ფიცი დადო, რომ სამარადისოდ ერთმანეთის იქნებოდნენ. -მარიამ უფალმა სამყარო შეჰქმნა,ასევე ის ყველაფერი რაც ჩვენს გარშემოა და გვითხრა,რომ ,,გვიყვარდეს ერთმანეთი'' სულერთია ვინ ვიქნებით ღარიბი თუ მდიდარი,სუსტი თუ ძლიერი. -ჩვენ უფალმა შეგვახვედრა ერთმანეთს და თავად დაგვაკავშირა ამ საოცარ გრძნობას რომელიც ჩვენს გულებშია.მუდამ ერთად გვერდით დგომით ყველაფერს გადავლახავთ,ყველა სიძნელეს გავუძლებთ საყვარელო. -ჩვენი,მხოლოდ სიყვარული იყოს ჩვენი მეგზური,სიყვარულია ჩვენი ერთობის მთავარი ღერძი. -დაე შევძლო და ვიყო ამ გრძნობის ღერძის ღირსებული მატარებელი.ტაძრიდან ბედნიერი სახით გამოვიდნენ,ტაძართან კი მეფე-პატარძალს ბიჭებმა თვალები აუკრეს და ასე დაადგნენ გზას იქ სადაც ვაი ვიშვიშით ტიროდნენ დედოფლის გაუჩინარებას. ხალხით აივსო ეზო,დღეს ოჯახში ქორწილია,მაგრამ არცერთს არ უხარია ეს დღე ყველა დაფიქრებულია და უფრო ყველაზე მეტად ალექსანდრე ნერვიულობს,ყველას უნდოდა მარიამის ნახვა ნათესავებს და მეზობლებს,მაგრამ ალექსანდრე მარიამის ოთახის კართან დგას და არავის არ ანებებს მის ნახვას,მხოლოდ ანას თვალებით დაელაპარაკა და შემდეგ შეუშვა თავისუფლად ოთახში.ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ნუგზარის როგორც სანათესაოში,ისე სამეზობლოში.სამი საათი შესრულდა და ნუგზარიმ ნერვიულად დაიწყო საათზე ყურება და სიგნალების გამაყრუებელი ხმა მოესმათ,რამაც ნერვიულობა სულ გაუმძაფრდა.გამოვიდნენ ეზოში სიძის შესახვედრად,მაგრამ ნუგზარიმ არ იცოდა როგორ გაგრძელდებოდა დღევანდელი დღე.მანქანა სანამ ეზოში შევიდოდა გელამ თვალები აუხსნა ორივეს და ნერვიული ხმით თქვა. -ახლა დღეს ცოდვა არ ჩაიდინო და ხვალ რაც გინდა ის გვიყავი ყველას.ისე გეგმა ანასი იყო და ჯერ მისი ცემა არ შეიძლება რადგან ფეხმძიმედაა,აი რომ იმშობიარებს მერე ცემე უფლება გეძლევა.გიორგი გაფართოვებული თვალებით უცქერდა გელას და ცდილობდა კარგად გაეანალიზებინა მისი ნათქვამი სიტყვები,არა ნაკლებ გაოცებული იყო მარიამიც. -ეს რას ნიშნავს გამაგებინე წესიერად და უფრო კარგად ამიხსენი,რადგან ვერ გავიგე,ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობ. -გიორგი ხალხი გველოდება.............. -როგორ გამიკეთეთ,ასე როგორ მომექეცით ჩვენი ნერვიულობა თქვენთვის არაფერი არ იყო?კაიფობდით ჩემს ნერვულობაზე? მარიამი? მარიამი მაინც არ შეგეცოდათ თქვე უსისხლებო? -როგორ არ მეცოდებოდა,ვიწვებოდი მისი ცოდვით მაგრამ ეს ასე უნდა მომხდარიყო.თქვენ უკვე ცოლ-ქმარი ხართ გილოცავთ და ხალხი დაიღალა ლოდინით.ღიმილით უთხრა გელამ ძარღვებ დაბერილ გიორგის. -გეფიცებით თუ არ განანოთ ყველას სათითაოდ ეს ჩვენი ნერვიულობა და მარიამის თითოეული დაღვრილი ცრემლისთვის გაზღვევინებთ.ბრაზიანად გამოთქვა კბილებში გიორგიმ და არწივით მოავლო თვალი სათითაოდ ყველას,რომლებიც იქვე იდგნენ და ანას მრისხანედ შეხედა. -გეფიცები თუ არ გადაგიხადო,არ იფიქრო დამავიწყდეს. -ვიტამინებს რომ მიიღებ დაგავიწყდება.უთხრა ანამ სიცილით და ენაც კი გამოუყო გიორგის. -დღეს ჩემს სიახლოვეს არ გაიარო,თორემ ნიყვივით წაგაცლი თავს იცოდე. -სულ არ მოგეკარები სანამ არ დატკბები. -გამეცალე ახლა აქედან,შენს თავს ნუ მაყურებინებ.შეუღრინა ანას და მარიამს ხელი მოკიდა რომელიც ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა მოხდა.საოცარი კი ის იყო,სიძე რომლის მოსვლის ეშინოდათ პატარძალის გაუჩინარების გამო ნუგზარი თვალებგაფართოვებული უცქერდა გიორგის.ნუგზარის სახეზე სიბრაზე ღიმილმა შეცვალა,თამარმა კი ხელები მაღლა აღმართა და უფალს მადლობა სთხოვა ამ უდიდესი საჩუქრისათვის.ნუგზარიმ კი სიხარულით აღფრთოვანებულმა გულში ჩაიკრა მარიამიც და გიორგიც.ბექამ და გელამ ყველაფერი აღიარეს და ნუგზარი ღიმილით უსმენდა,შემდეგ კი სიამაყით გახედა გიორგის რომელმაც დაამტკიცა მარიამისადმი ძლიერი სიყვარული.უხაროდა და დარწმუნებულიც იყო,რომ მარიამი უბედნიერესი იქნებოდა გიორგის გვერდით.ალექსანდრემ მიუახლოვდა მარიამს გულში ჩაიკრა და შემდეგ კი შეპარული ხმით უთხრა. -მარ მაპატიებ?ეს ყველაფერი დაგეგმილი იყო. -როდის დაგეგმეთ. -თბილიში რომ ვიყავი,იმ საღამოს დავგეგმეთ. -რატომ არ მითხარი,ხომ მიყურებდი როგორ ვიტანჯებოდი. -უნდა მეთქვა? -უნდა გეთქვა,უნდა მცოდნოდა. -მერე ასეთი ეფექტური,ასეთი საინტერესო და ნამდვილი რომ არ გამოვიდოდა?უთხრა ღიმილით. -მაშ აღარავინ აღარ გემუქრება? მითხარი ალექს ეს სიმართლეა? -არა,მარიამ არავინი არ მემუქრება და ეს ყველაფერი რეალობაა. -არ მჯერავს,თავი სიზმარში მგონია. -არის ერთი პრობლემა. -რა პრობლემა,მითხარი. -მე მემუქრება მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დროზე არ გავედი აქედან. -ვინ,ვინ გემუქრება. -შენი ქმარი,ისე მიბღვერს დროზე უნდა გავქრე აქედან თორემ ნამდვილად ვერ გადავურჩები მრთელი მის მოქნეულ ხელს.მარიამი და ალექსანდრე გულიანად იცინოდნენ და გიორგი მარიამს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა. -ღმერთო ჩემო,რამდენი ვიტირე მისი დაკარგვის შიშით.მე ხომ ჩემს ბედნიერებაზე ვთქვი უარი,ნუთუ ეს სიზმარი არ არის და რეალობაა?ბედნიერების მოპოვება არ არის იოლი რამ,ის ხომ ადამიანის მირაჟთან არის გაიგივებული.გაბრაზდა გიორგი და დაემუქრა ცხელ და გაბრაზებულ გულზე ბიჭებს,მაგრამ რომ დაფიქრდა მიხვდა რომ მათმა მის სულს უმკურნალეს და გელა მისი სულის მკურნალად მონათლა,რადგან ძალიან ღრმად შევიდა გიორგის სულში და იქ ნათლად დაინახა მისი დიდი ტკივილი,,უმარიამობა''.გიორგიმ სასმისი აიღო,გელას შეხედა და ყველას გასაგონად თქვა. -ჩემი ცხოვრების გზაზე და ჩემი 27 წლის მანძილზე ბევრი საინტერესო ადამიანი მინახავს,მაგრამ დღეს რაც ვნახე შენს და თქვენს თვალებში ეს ამ წლების მანძილზე არავის თვალებში არ დამინახავს.შენ სულის სიღრმემდე წვდები ადამიანს,ეს თითქოს უბრალო და ელემენტარული რამაა,მაგრამ არ შეცდეთ მე თქვენ სულის მკურნალს გიწოდებთ და თქვენ მე მოგნათლავთ საუკეთესო მეგობრად,რომლემაც იცით მეგობრის ფასი და მეგობრის სიყვარული.დაგემუქრე,დაგემუქრეთ ყველას მაგრამ არ ვიცი ოდესმე თუ შევძლებ ამ თქვენი სიკეთის გადახდას,მაგრამ გპირდებით რომ ვეცდები თქვენს სახეზე მაგ თბილი ღიმილის,მაგ სიყვარულით სავსე გულის შეცვლა დაგანებოთ.საერთოდ ნებას არასოდეს არ დაგრთავთ რომ შეიცვალოთ.გიორგი მოეხვია იქვე მის გვერდით მდგარ გელას და ისევ ხმამაღლა დიდი სიამაყით თქვა ,,ენით უთქმელი გრძნობაა თქვენს გვერდით ცხოვრება,ადამიანებთან ვისთანაც არ მჭირდება ათასჯერ გაზომვა და ერთხელ გაჭრა.დარწმუნებული ვარ ამ მეგობრობას ვერავინი ვერ შეარყევს ვერასოდეს''. -ეს არ მოხდება გიორგი არასოდეს,რადგან ჩვენი სამეგობრო ყველაზე წმინდა გრძნობით შეკრული სამეგობროა სადაც არ არსებობს ტკივილი,არ არსებობს ღალატი და არ არსებობს შური,ბოღმა.მე მიყვარს მჭიდროდ შეკრული ჩვენი გუნდი. იყვირა ბოლო სიტყვები გელამ და კიდევ ერთხელ მჭიდროდ ჩაკიდეს ერთმანეთს ხელი.ქორწილი ძალიან ლამაზად და წყნარად ჩატარდა,ამდენი ნერვიულობის შემდეგ მოეშვა ოჯახის წევრებიც და მარიამიც ანათებდა მისი ბედნიერებით,მისი გულიანი კისკისით ყველას აბედნიერებდა უფრო კი გიორგის.ქორწილმა თბილიში გადაინაცვლა,რესტორანში სადაც გიორგის დაუჯერებელი,მაგრამ ნამდვილი სიურპრიზი ელოდა.გული წყდებოდა,რომ ამ მნიშვნელოვან დღეს მის გვერდით არ იყო რუსო და გოგი მაგრამ რესტორანში შესვლისას მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა.იქ დახვდა ყველა მისი სანათესავო და დარბაზის შუა გულში ამაყად მდგარი რუსუდანი ეშმაკურად მომღიმარ მეუღლესთან ერთად. -არ მითხრათ,რომ თქვენ ყველაფერი იცოდით.გაბრაზება უნდოდა,მაგრამ მაინც შეეპარა მის ხმას ღიმილი და თავადაც გაეღიმა.რუსომ თავი დაუქნია და უთხრა. -ვიცოდი ქორწილისთვის მზადებას არ დამანებებდი და აი ეს ყველაფერი ჩემი ხელებით გავაკეთე. -როგორ დამალე ასე ტყუილი,შენ ხომ ტყუილის თქმა არ შეგიძლია ასე როგორ ითამაშე დედა. -ძალიან კარგად,ჩემი ერთადერთი შვილისთვის სიცოცხლესაც კი დავთმობ.ეს გეგმა მე და ანამ დავგეგმეთ,მერე ბიჭებს გავუმხილეთ და აი ახლა მადროვე მოგილოცო დაქორწინება.გიორგიმ გადაეხვია დედას და გემრიელად ჩაკოცნა შემდეგ კი გოგის მეგობრულად დაკრა ხელი და უთხრა. -არ მეგონა შენც თუ აგიყოლიებდნენ,როგორც ვხედავ ესეც მოახერხა ამ ჯადოქარმა. -საქმე ჩემი შვილის ბედნიერებას ეხებოდა შვილო და უარი მეთქვა? ამ დროს ბექას ომახიანი ხმა გაისმა. -მეგობრებო,მეგობრებო რამოდენიმე წუთით ვითხოვ თქვენს ყურადღებას.გთხოვთ ამ არაჩვეულებრივ კადრებს მივაქციოთ ყურადღება.დარბაზი დაბნელდა და სიბნელეში მთელ კედელზე ვიდეომ გაანათა და ექვსი პატარა ბიჭების ხელიხელგადახვეული ფოტოები გამოჩნდა, ნელა ნელა მათ სახეები ზრდასთან ერთად ცვლიდნენ კადრებს თუ როგორ იზრდებოდნენ,როგორ თამაშობდნენ ერთად,როგორ ჭიდაობდნენ.არ დავიწყებია ბოლო ორი წლის ვიდეოებიც სოფელში გადაღებული გიორგის ანას ჭინჭრებში ბურგნავი,მარიამის წყალში ჩავარდნა,ანას და გიორგის კინკლაობა მოსაკლავად რომ მისდევდა ეზოში,მარიამის ჩხუბი ინდაურთან რაზედაც ძალიან ბევრი იცინეს, მარიამის და გიორგის ნერვიულობა და ბოლოს მარიამის ვერანდიდან გადმოპარვა.ყველას მოეწონა ვიდეო და მარიამი კი გაოცებული იყო. -შენ,შენ ხომ წაშალე ეს ვიდეო.უთხრა ბექას დაბღვერილმა. -მოვასწარი ჩემს გვერძე გადაგზავნა.უთხრა ბექამ სიცილით.ძალიან ლამაზი საღამო იყო,დღეიდან შეიცვლება მარიამის და გიორგის ცხოვრება ისინი ხომ უკვე ერთი ოჯახი არის.მარიამს უნდოდა ძლიერი და თავდაჯერებულად წარმოეჩინა თავი,მაგრამ გიორგიმ მის თვალებში შიში ამოიკითხა მიუახლოვდა და უთხრა. -შიში,შიში გააქრე შენს თვალებში მარიამ. -შენთან არ მეშინია,შენზე ძვირფასი ჩემთვის თვით ჩემი თავიც კი არ არსებობს. -ხოდა მოეშვი და ის წუთი,რომ მოვა უშიშრად შეგიძლია მენდო და მაჩუქო შენი თავი.მე გპირდები,რომ შენ თავად მოუსმენ შენი სხეულის ხმას.ვინ იფიქრებდა,თბილიში ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ჩამოსული ერთი პატარა-ციცქნა გოგო ჩემს გულს თუ დაიმონებდა.მინდა ერთად,სულ ერთად ვიყოთ საყვარელო უსასრულობამდე. -სიყვარული უსასრულობამდე საყვარელო,შენ ჩემი გული და სული ხარ. -მე შენ მიყვარხარ და გახსოვდეს,რომ ამ სამ სიტყვაში მთელი ჩემი ცხოვრებაა,ჩემი სამყარო ამ წამამდე და ამ წამის შემდეგ უსასრულოდ.მათბობ და შენი სითბო,სულში მფეთქავ გულად მეღვრება,გულად რომელიც მაცოცხლებს,გული რომელიც შენი სიყვარულით გაგიჟებული ხეთქავს გულის ძარღვებს.საშინლად მომენატრე,შენი მონატრებაც ჩემი სიცოცხლის არსია,თავად შენ კი აუწონელი და ფასდაუდებელუი განძი ხარ ჩემი.მარიამმა ხმა ვერ გააკონტროლა და გიორგის მისი გულის სიღრმიდან ამოსული სიტყვები მიუძღვნა. -თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი,სიღრმე აქვს რომელიც შესაძლებელი წელიწადსაც კი გაუტოლდეს.ყველას გისურვებთ გეპოვნოთ თქვენი სიცოცხლის არსი თქვენს გვერდით და გეცხოვროთ ლამაზი ცხოვრებით.გვახსოვდეს,რომ ცა მიწიდან იწყება,ჩემი სიცოცხლე კი იწყება ადამიანით,რომელმაც სიყვარულით აავსო ჩემი გული.ყველას მოგიწოდებთ,დაიცვათ თქვენი სიყვარული თუნდაც თქვენივე სიცოცხლის ფასად. -როგორ მინდა აქვე და ახლავე მოგეფერო,მაგრამ ამჯერად მხოლოდ შენს კოცნას დავჯერდები.უთხრა გიორგიმ და მარიამის ნერვიულობისაგან გაცივებულ ტუჩებს შეეხო,რომელმაც იგრძნო თუ არა გიორგის ბაგე სიცივე სითბოთი შეცვალა და თავადაც უპასუხა მონატრებულ ადამიანს მისი გრძნობით.საღამო დასასრულს უახლოვდებოდა,ანა იდგა და სიყვარულით სავსე თვალებით შესცქეროდა მარიამს და გიორგის.ძალიან უხდებოდა მის სხეულზე დაკოფსებული პატარა მუცელი,რომელზედაც ბექამ ხელები შემოხვია და მუცელზე დააწყო მაგრამ უეცრად რაღაც ბიძგო იგრძნო ხელის გულებში და შეშინებულმა ხელი უკან წაიღო. -ანა ეს რა იყო?კითხა გაოცებულმა ანას და მან სიცილით უთხრა. -ეს ის იყო,რომ გაფრთხილება მიიღე ჩემმა შვილმა გითხრა წყნარად იყავი დედიკოს ამ ხალხში ნუ ეთომარებიო. -მართლა ის იყო?მე მან მიგრძნო?გაოცებას ვერ ფარავდა ბექა. -დიახ ის ჩემშია და აი აქ ფეთქავს ჩვენი მესამე გული.ხელი მოკიდა ბექას და მისი ხელი ისევ მის მუცელზე დაიდო,ბექამ ისევ იგრძნო დარტყმა და ამჯერად უფრო ძლიერი. -გამიგონია,პირველად ნაყოფი რომ გაინძრევა თვალები უნდა დახუჭო და ჩაიფიქრო ვის გინდა დაემსგავსოსო თან მისი ხასიათიც გამოყვესო. -ღმერთო,ანა ბიჭი იქნება თუ გოგო არ მინდა შენ რომ დაგემსგავსოს.არ მინდა შენსავით გიჯი იყოს,რამდენი რამ მაქვს შენს გვერდით გადატანილი.უთხრა ღიმილით ბექამ. -ნუ გეშინია მე უკვე ჩავიფიქრე,მინდა შენ დაგემსგავსოს.ისე ტვინი არ გასხამს თავიდან,ფიზიკურად კი მინდა შენსავით სიმპატიური იყოს ჩემი ბიჭი. -ბიჭია?რა იცი რომ ბიჭია?გაუხარდა ბექას. -ბიჭია.უთხრა ღიმილით ანამ. -რატომ არ მითხარი ანა. -მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო.არ გეწყინოს რა. -ანა ძალიან ბევრს ჰგონიხარ რომ შენ ერთი ძალიან ჯიუტი და თავნება გოგო ხარ,მაგრამ არცერთმა მათგანმა არ იცის რომ შენი გული კრისტალივით სუფთა და მოკრძალებულია.ამასთან ერთად დიდი მეოცნებე ხარ,რომელიც რეალობას შორიდან ადევნებს თავს.ასევე ხარ პესიმისტი და ფეთქებადი ხასიათის,შენ მხოლოდ ჩემი გიჟი ანაბელი ხარ.უთხრა ბექამ და ყელში დაუტოვა გემრიელი კოცნა.ანა ისე იდგა სულ შემოსასვლელისკენ ჰქონდა თვალი,უცებ იყვირა და ბექაც შეაშინა. -მოვიდააააა,უკვე სრულად ვართ ყველა ერთად.ბექამაც გაიხედა და დაინახა მისკენ გაღიმებული ალექსანდრე მოდიოდა რომელსაც წინ შეეგება ხელებგაშლილი და მონატრებული მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია.ყველას გაეხარდა ალექსის დაბრუნება,პირველი ანას მოეფერა მუცელზე,შემდეგ გიორგის და მარიამს მიულოცა და ღიმილით მაგრამ მსუბუქი საყვედურით დააჯილდოვა ყველა. -არ გრცხვენიათ? ჩემს წასვლას ელოდით რომ ყველა ერთად დაქორწინებულიყავით? გელამ რატის გადახვია ხელი და უთხრა. -ჩვენ შენ გელოდთ ძმაო,უშენოდ როგორ ვიქორწინებდით ამათსავით უნამოსოები ვართ განა? -კი როგორ არა, ამ წუთშივე დავიჯერე შენი სიტყვები.არ ჩაგივარდათ მომენტი ხელში ალბათ,თორემ არც თქვენ ხართ უკან დამხევი.გამოაჯავრა ალექსიმ გელა და რატი. -გეყოთ ერთმანეთის დაკბენა და ჯობია ქორწილი შეირგეთ.თქვა რატიმ.ბიჭებს კი კინკლაობა რუსოს და გოგის მისვლამ შეაწყვეტინათ რომლებმაც ახალდაქორწინებულ წყვილს რაღაც ჩაუდო ხელში და თან ღიმილით უთხრა. -გაფრენა ერთ საათშია და მოემზადეთ,აქედან პირდაპირ აეროპორტში მიდიხართ.მარიამ ყველაფერი მანქანის საბარგულში დევს,ასე რომ მე და ანამ ბოლომდე ვიზრუნეთ თქვენს ბედნიერებაზე.მარიამს გული აუჩუყდა და სადაც იყო ტირილს დაიწყებდა,რომ რუსომ მკაცრად უთხრა. -არ გაბედო ტირილი,დრო არ გაქვს უბრალოდ გამოიყენე დრო და ისიამოვნე საყვარელო ამ ლამაზი მომენტით.უკვე უნდა წახვიდეთ,დროა მძღოლი წაგიყვანთ.უთხრა ორივეს ღიმილით რუსომ. -ჩვენ წავიყვანთ.თქვა ბექამ. -თქვენ არსადაც არ წახვალთ ასეთ ნასვამ მდგომარეობაში.მკაცრად უთხრა რუსომ და მანქანის გასაღები ჩამოართვა ბიჭებს.გიორგიმ ბექას შეხედა და უთხრა. -ღირსი ხარ ერთი კვირა არ მოგცეს ის გასაღები და ფეხით იყანყალო. -წადი თუ მიდიხარ,უკვე ნერვებს მიშლი აქ რომ გხედავ.გიორგიმ ბექასკენ გაიწია,მაგრამ ანა ჩადგა მათ შუა და ორივეს უთხრა. -გააფრინეთ? შენ კიდე რას გვეჭიმები უკვე ძალაზე მოხვედი? -დავბრუნდები და მოგივლით.უთხრა და ბექას შეხედა რომელმაც ღიმილით მოაძახა. -თაფლობის თვე გაქვს და თაფლივით ჩატკბი უჟმურო. -ეს როგორ არ უნდა გამოვივლო ხელში ახლა.თქვა გიორგიმ მაგრამ რუსომ ერთი შეხედა და მარიამთან ერთად ყველას დაემშვიდობა და ბედნიერებით სავსე წავიდნენ პირდაპირი რეისით პარიზი,შემდეგ იტალია და შემდეგ ლონდონი.დაღლილები იყვნენ რომ ჩაფრინდნენ და მარიამს დაძინების მეტი არაფერი არ უნდოდა.გიორგიმ იცოდა რომ მარიამს შიშები ჰქონდა,ამიტომ ძალიან თავისუფლად იქცეოდა.ჯერ მარიამმა გადაივლო წყალი,თხელი გამჭირვალე საღამურები ჩაიცვა ტანზე სურნელოვანი კრემი წაისვა და შეწვა.გიორგიმ ღიმილით გადახედა უკვე დაწოლილ და დაღლილობისგან მოთენთილ მარიამს და თავადაც წყალის გადასავლებად შევიდა.ჯადოსნური ღამე იქნება დღევანდელი ღამე,ცდილობდა მაქსიმალურად რომანტიკული და სიყვარულით სავსე გამოუვიდეს ყველაფერი.წყნარი მუსიკა ჩართო კარგი განწყობის შესაქმნელად,შუქი გამორთო და ოთახი ოდნავ მბჟუტავი ნათურით გაანათა.ეს არა მარტო მარიამს აარიდა უხერხულობას,არამედ ინტიმური გარემო შეჰქმნა მათ გარშემო.დაწოლამდე თვალი მოკრა მარიამს გამჭირვალე საღამურებში და ის ოთახში არსებულ მკრთალ შუქზე ხელოვნების მუზად აღიქვა.უცქერდა და ფიქრობდა რომ ის უკვე სრულყოფილად შევსილია საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნით.ბიზნესმენს ბევრი დრო არ აქვს დაუთმოს თავის თავს,ყველა ბიზნესმენისათვის დრო ფულია,გიორგის აზრით კი დროს მოაქვს თავად ბედნიერებაც და ფულიც,უნდა გქონდეს იმდენი ძალა დაიცვა შენი ბედნიერება მასზე წინ არც ბიზნესი დგას და არც ფული.აი მისი ბედნიერება ვინ არის,ეს პატარა ქალი რომელიც ახლა ცახცახებს მის მოლოდინში. ლამაზი დილა ულამაზეს ღიმილთან ერთად,მარიამმა მკერდზე მიიფარა პლედი,შერცხვა რომ იგრძნო გიორგის მწველი მზერა.გიორგიმ ლოყაზე გაუხახუნა ცხირი და უთხრა. -რას მალავ მანდ ისეთს რომ მე არ ვიცი,ჩემი გრცხვენია? არასოდეს არ შეგრცხვეს ჩემი,შენ ჩემი ქალი ხარ.დღეს ჩემს გვერდით რომ აღიგქვი ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ. -არ მეგონა დღეს ასეთი ბედნიერი დილა თუ დამიდგებოდა იმ ნერვიულობის შემდეგ,ღმერთო რამდენი ვიტირე ალბად ცრემლი არასოდეს აღარ მექნება რადგან იმ დღეებმა დააშრო ჩემს თვალებში ცრემლები.დღეს გამოვიღვიძე და რომ დაგინახე იცი რა ვიფიქრე? -რა იფიქრე.ღიმილით შეეკითხა გიორგიმ. -ეს ლამაზი სამყარო ჩემიათქო,მხოლოდ ჩემი.უთხრა იმ ღიმილით გიორგის რომ უყვარდა მასში. -მიყვარხარ ჩემო პატარა ქალო. -მეც მიყვარხარ დიდო. -შევცდი,არ მიყვარხარ. -არ გიყვარვარ?თავი წამოწია მარიამმა და ცოტა დააკლდა ტირილს. -არა,არ მიყვარხარ მარიამ მე ვგიჟდები შენზე.უცებ გაუნათდა სახე და უთხრა. -მე კიდევ შენ მაგიჟებ.უბედნიერესი ერთი თვე გაატარა წყვილმა მხოლოდ ორნი,მშვიდ და წყნარ გარემოში მაგრამ საღამოობით დადიოდნენ კლუბებში და ქანცის გაწყვეტამდე ცეკვავდნენ,შემდეგ ფეხით დაივლიდნენ პარიზის ქუჩებს,დილით კი ჩაის სვამდნენ და ერთმანეთს თვალებში შესცქეროდნენ სიყვარულით სავსე. რამხელა სილამაზეა სამყაროში და ყველაფერი როგორი სრულყოფილია,იჯდა სკვერში და ღიმილით შესცქეროდა ერთი პატარა და ციცქნა ჩიტი მის წინ რომ დაფრინავს, თან ლამაზად და საამურად ჭიკჭიკებს.ამ პატარა არსებაშიც კი გული ფეთქავს და მანაც იცის რა არის სიყვარული,რომ არ იცოდეს ასე ლამაზი მოსასმენი არ იქნებოდა მისი ჭიკჭიკი.ტოტიდან ტოტზე გადადის და საამურად გაჰკივის მისი პატარა ყელიდან ამოსულ მუსიკალურ ბგერებს. -გამარჯობა,ბოდიში დამაგვიანდა საცობში მოვყევი.რატიმ შეხედა მის გვერდით მჯდარ გოგონას და პირველად მათი ნაცნობობის წლებში გაუჩნდა აზრი,რომ გოგონა ატყუილებდა. -რატომ ნერვიულობ,მე არ მითხოვია აგეხსნა თუ რატომ დაგაგვიანდა.უთხრა მშვიდად. -რატი შენ კარგი ადამიანი ხარ................. -კარგი ადამიანი ვარ და აღარ გინდა ტყუილში მაცხოვრო. -როგორ მიხვდი.გაუკვირდა გოგონას. -შენ საცობში არ მოყოლილხარ ელეონორა. -აბა? -აქ მოსვლამდე სხვის საწოლში ნებივრობდი,არ გინდა არაფლის ახსნა შენმა პარტნიორმა განგებ დაგიტოვა ჩემთვის საჩვენებლად ნიშანი.გააგრძელე ცხოვრება,ჩემგან თავისუფალი ხარ. -ასე ადვილად,ასე უთქმელად დამთმობ? -ვის მოვთხოვო პასუხი,ან რა პასუხი მოვთხოვო იმ ადამიანს ვისთანაც შენი ნებით წახვედი და ინებივრე აქ მოსვლამდე.აქვს ბრძოლას აზრი? ან ვისთვის ვიბრძოლო,მე ვერ ვხედავ და რომ ვხედავდე უკვე სურვილიც არ მაქვს,მშვიდობით. -რატი.... -ელეონორა მომისმინე,როცა ღმერთმა ჩემი სახით ადამიანის შექმნა ინება და მე სიცოცხლე მაჩუქა,ამ სამყაროს მომავლინა,მომავლინა სიყვარულისთვის და არა დარდისთვის.მე ხომ დარდისთვის არ შევქმნილვარ მე უნდა მიყვარდეს, მიყვარდეს და მწამდეს მისი არსებობა და მჯეროდეს მისი ყოველი სიტყვის ვინც ჩემს გვერდით იქნება. აი ეს არის ჩემი მოვალეობა,რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბედნიერებისთვის დამიწერა ღმერთმა.ჯერ არ მოსულა ჩემამდე ნამდვილი სიყვარული,თუმცა მგონი არის და მე ვერ ვხედავდი აქამდე მას.რატი წამოდგა და აუჩქარებელი ნაბიჯით დატოვა მისი სიმშვიდით გაოცებული ქალი.არ აჩვენა ელეონორას მაგრამ ძალიან ეტკინა მისგან ასეთი მოქცევა,უხასიათოდ დაბრუნდა სახლში.დედამ შეატყო რატის უხასიათობა და მიზეზი შეეკითხა. -რატი რატომ ხარ შვილო ასეთი მოწყენილი. -შემეშვი. -მითხარი რა გჭირს რატი. -გინდა გითხრა სიმართლე? -მითხარი შვილო რა ხდება,ხომ მშვიდობაა. -მშვიდობაა და არც არავინი არ მომკვდარა დედა,დღეს მხოლოდ ჩემი გული მოკვდა. -რააა? გიღალატეს? -არ მიყვარდა,ვერც იმას ვიტყვი რომ მზად ვიყავი მასთან მთელი ცხოვრება გამევლო მაგრამ ვხვდებოდი და ჩვენი ურთიერთობა ნელა-ნელა სერიოზულ ფაზაში გადიოდა. -ხვდებოდით ერთმანეთს? -ვხვდებოდი-(თ) და უკვე აღარ. -ასე უბრალოდ მორჩა ურთიერთობა? შეუძლებელია,არ მჯერა. -რატომაა შეუძლებელი, მე რომ დავიხიე უკან იქნებ იმიტომ? მისთვის შესაძლებელი იყო სხვასთან ენებივრა და რამდენიმე წუთში ჩემთან წამოსულიყო? -აჰ,არა ეს არა. -თან ალბად ის უფრო მდიდარია და ფულიანი. -შვილო შენ ექიმი ხარ,რამდენი კარგი გოგო ტრიალებს შენს გარშემო. -დედა მეძინება,ღამე ნათევი ვარ და უნდა დავიძინო ისე რომ აღარ გამეღვიძოს. -ღმერთო ამას რას ამბობ,გოგოები განა დაილია? მართალი ხარ შენ ჩვენ არ გვაქვს ბევრი ფული,მაგრამ ფულში არ არის ბედნიერება.ჩვენ გული გვაქვს,ცოცხლები ვართ და ვსუნთქავთ.ფული კი გვაქვს იმდენი რამდენიც გვჭირდება,შენს ცხოვრებაში ჯერ არ შემოსულა არავინი რომ ძლიერი გრძნობა გეწვიოს,ადამიანი რომელიც შენში შეამჩნევს შენს სუფთა სულს,გულს და არა სქელ ჯიბეს. -მართალი ხარ დედა,კარგია რომ დროზე ადრე დავინახე მისი ნამდვილი სახე.არ გამაღვიძო საღამომდე,საღამოს ავდგები და უნდა წავიდე მძიმე ავადმყოფები მყავს. -კარგი დაისვენე მაგრამ შენი დასვენების რეჟიმი ძალიან არეულია,ხომ არ დავურეკო ლაშას და ბექას და გულს გადააყოლებ მათთან. -არა,არ მაქვს ახლა მაგათზე ყველაფრის ახსნის თავი,მათმა არ იცოდნენ ელეონორაზე და სანამ არ გამომწურავენ ლიმონივით არ მომეშვენიან.გეფიცები მათთან დაჯდომას მირჩევნია სადმე სოფლის დედაკაცებში ჩავჯდე და ვისაუბრო.დედას გაეცინა და ვახშმის მზადებას შეუდგა,რატი კი შევიდა თავის ოთახში და საღამომდე მკდარივით დაეძინა.დედას შეეცოდა და საღამოს ვერ გააღვიძა გადაღლილი რატი რომელმაც დილამდე იძინა. ალბად მეორე დღის საღამომდედაც გააგრძელებდა ძილს დედას რომ არ გაეღვიძებინა.საათს შეხედა და თვალებ გაფართოვებული წამოდგა თან ბუზღუნებდა და დედას საყვედურობდა.უცებ მოიწესრიგა თავი და კარებში გასვლისას დედას დაუძახა. -დედაააა,მივდივარ. -სად მიდიხარ,საუზმე არ გინდა? -გუშინ რომ გაგეღვიძებინე ქალბატონო მადონა მივირთმევდი ახლა შენთან ერთად საუზმეს,ხომ იცი ყოველ დილით კომფერენცია რომ მაქვს არ უნდა დამაგვიანდეს.რატი ძალიან უფრთხილდებოდა თავის პროფესიას და პრესტიჟს,ისე როგორც ექიმის და პაციენტს შორის დამკვიდრებულ ნდობას.საავადმყოფოში მისვლისას პირველი რაც იყო თავისი თეთრი ხალათი შემოიმცვა და პირველად მძიმე პაციენტები მოინახულა.ერთ-ერთი პალატის კარი რომ შეაღო თვალები გაუფართოვდა,პაციენტი რომელიც მხოლოდ მაწონსა და ბულიონზე არის მის საწოლთან მნახველებს მამა-პაპური სუფრა გაეშალათ. -აქ რა ხდება,სად გგონიათ თავი რესტორანში? -დაგვეწვიეთ ექიმო,მეგობარი გადაგვირჩა და არ უნდა აღგვენიშნა? -ვფიქრობდი რომ მხოლოდ მე მყავდა გიჟი სამეგობრო და თურმე მათზე უარესებიც არსებობენ.მხიარულად თქვა რატიმ და მჭიდროდ შეკრულ სამეგობროს შეხედა. -ექიმო,ჩემი ლამაზი მაიკო ექიმი რატომ არ მოვიდა დღეს? იკთხა პაციენტმა რომელსაც გაბრაზებულმა უპასუხა. -სამაგიეროდ მე მოვედი,ერთ საათში გადაღებაზე გადიხარ ხვალ მნიშვნელოვანი დღე არის ოპერაციისათვის უნდა მოვემზადოთ.შემდეგ სამეგობროს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა. -დროზე მოასუფთავეთ აქაურობა,ეს საავადმყოფოს ჰიგიენური წესების დარღვევაა.დრო სწრაფად გავიდა და სასიხარულო ის იყო მორიგე არ იყო იმ საღამოს,არც ოპერაცია არ ჰქონდა და იფიქრა მეგობრები მოენახულებინა.სიხარულით გასწია თავისი მანქანისკენ რომ მაიას შეეჩეხა გასასვლელში. -ოჰ,უკვე შენც მიდიხარ? -ისე ვარ დაღლილი რატი არ ვიცი სახლამდე როგორ მივალ. -წამოდი ერთ ადგილზე წაგიყვან და დაღლილობაც მოგეხსნება. -აუ მაგ სიკეთეს თუ იზამ,მხოლოდ სახლამდე მიმიყვანე და შენი ვალი მექნება,მთხოვე რაც გინდა. -რაც მინდა?კითხა რატიმ და თვალები აუციმციმდა. -რატი მე სამსახურის ირგვლივ ვიგულისხმე. -მე კი პირადად ვიგულისხმე.უთხრა და თვალი ჩაუკრა მაიკოს. -არანორმალურო. -გავიგონე. -მიტომ ვთქვი რომ უნდა გაგეგონა. -წამოდი,წამოდი.გაეღიმა რატის და მაიკოს მანქანისკენ უბიძგა.ცოტა ხანში კი რატის დაურეკეს. -გულმა გიგრძნო რომ თავისუფალი ვარ ფისო?მაიამ გაოცებულმა შეხედა რატის. -ვაიმე მართლა თავისუფალი ხარ ფისუნია? -სად ხართ. -ბექასთან ვართ ყველა და ლუდი წამოიყოლე. -მარტო არ ვარ ფისო. -ვინ გყავს გვერდით,შენ ხომ იცი რომ მხოლოდ ჩემი ფისო ხარ. -მოკეტე,ნუ გადარიეთ ადამიანი.გაბრაზებული ხმით ჩასძახა აპარატს და გათიშა,შემდეგ მაიკოს გადახედა და ღიმილით უთხრა. -ცუდი არაფერი იგულისხმო,ახლა სადაც მიგიყვან ცოტა არანორმალური საზოგადოებაა სადაც ცოტა ხნით გავჩერდებით და შემდეგ სახლშიდაც მიგიყვან. -მივხვდი სამეგობროა, ძალიან ბევრი მსმენია შენს მეგობრებზე რატი. -ჰოდა კარგი წავედით, იქ მისვლამდე კი შენზე მომიყევი. -ჩემზე რა მოგიყვე,საინტერესო ცხოვრებით არ ვცხოვრობ პრიქით მოსაწყენია ჩემი ყოველდღიურო ცხოვრება. -მაინც გისმენ,რაღაც მაინც იქნება საიტერესო. -კარგი,მაგრამ შენც მომიყვბი როგორი დრო გაატარეთ გიორგის ქორწილში. -უსიტყვოდ გთანხმდები.გაეცინა რატის და როგორ მოსწონდა მაიკოს მისი გულიანი სიცილი. -25 წლის ვარ,მყავს მამა და 4 წლის ქეთი.სამი წლის წინ კი მამა ავად გახდა სერიოზული ავადმყოფობა დაუდგინა ექიმებმა,რომელსაც სჭირდებოდა ერთი ადამიანი სულ გვერდით და ყურადღება მის დიეტაზე და წამლებზე უნდა გაემახვილებინა.მე თოთო ბავშვით ხელში,მამა ავად ან უნდა დამეთმო ყველაფერი ან სახლში უნდა დავმჯდარიყავი ან უნდა ამეყვანა მომვლელი.მეც მომვლელი ავიყვანე რომელიც ქეთისაც ხედავს და მამასაც. -ამიტომ ჩქარობ სულ და სულ გარბიხარ. -კი,ასეა ყველაფერი ერთად შემომაწვა და ძალიან რთულია ხანდახან გაუმკლავდე მარტო ყველაფერს.საუბარში ბექას დაავიწყდა ლუდის ყიდვა და ისევ უკან დაბრუნდა,არა მარტო ლუდი თაფლი და შოკოლადები იყიდა. -თაფლი რად გინდა,გიყვარს ძალიან? -მე არ მინდა, ჩვენს ჯადოქარს თუ არ მივუტანე გამაქრობს ადგილიდან.მაიკომ ვერ გაიგო რა იგულისხმა რატიმ და აღარა დააძალა ეთქვა სიმართლე,მანქანაში რომ დასხდნენ ღიმილით უთხრა. -ორი ფეხმძიმე გვყავს სამეგობროში და მათთვის მიმაქვს.კარები ღია დახვდა და სახლში სიწყნარე იყო რაც ძალიან გაუკვირდა რატის,მაიკოს შეხედა გაკვირვებულმა და უთხრა. -არ შემოხვიდე,აქ დარჩი.თავად შევიდა ფრთხილად და ვერანდაზე მოესმა ხმაური,თავისუფლად ამოისუნთქა და მაიკოც შეიყვანა სახლში.შემდეგ სამეგობროს დაადგა თავზე და სერიოზული ხმით უსაყვედურა მათ. -თქვენ სერიოზული ადამიანები არ ხართ? -რა დაგემართა ფისო,მე აქ ვარ ძალიან შეგეშინდა? -ხო ლამის ჩავიფსი. -ლამის არ ითვლება რატიკო. -ახლა სერიოზულად დაშოშმინდით,ერთი ადამიანი უნდა გაგაცნოთ.ყველამ სერიოზულად გადახედეს ერთმანეთს და რატიმ სამეგობროს მაიკო წარუდგინა. -გაიცანით მაიკო ექიმი.ანამ ჩაახველა,ფეხზე წამოდგა და რატის თვალებში შეხედა. -ასე უბრალოდ,მაიკო ექიმი რატიკოოოო? -ანა მოგხვდება,მაგრამ ჯერ არა.ანამ მაგიდასთან მიიწვია მაიკო და ყველამ ერთად დასხდნენ. -მე ვიცნობ მაიკო ექიმს,როგორ ხართ ექიმო.მაიკომ ალიკას შეხედა და გაუღიმა. -როგორ არის დედა ალიკა. -მადლობა,უკეთესად თქვენის მონდომებით. -ჩვენ გოგოები სამზარეულოში გავალთ,თქვენ აქ ისაუბრეთ.ბექას გაეცინა და რატის უთხრა. -ჯადოქარმა გაიყვანა მსხვერპლი და დაამუშავებს ადგილზე.გაიცინა ალექსიმ და ყველას გაეცინა. -არაფერი არ შეეკითხოს და უხერხულში არ ჩააყენოს.რატი წამოდგა და სამზარეულოში გავიდა. -რაო რატიკო აქაა შენი მაიკო,გეფიცები არაფერს არ ვუზამთ.მაიკო გაწითლდა და რატის შეხედა მორცხვად. -მაიკო ისე იგრძენი თავი როგორც შენს ოჯახში.უთხრა კარინამ მაიკოს და თან თვალი ჩაუკრა. -ნუ ხართ მწარე სამივე. -მე არაფერი არ მითქვამს და ნუ მკბენ.უთხრა ქეთიმ. -ჯერ არ გითქვამს,მაგრამ მზად ხარ.კარინა შენ ამ ჯადოქარისგან გადმოგედი შხამიანი ტვინი? -არა გენაცვალე,მივხვდი რომ ჩვენი სამეგობრო კიდევ ერთი წევრის შემომატებით გაიზრდება სულ მალე და გამეხარდა. -ღმერთო ვის ხელში ვარ.თქვა რატიმ და ანას შეხედა. -ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინე და გაინძერი ცოტა,შენც ქალბატონო უნდა იმოძრაოთ. -შახმატი ვითამაშოთ,ვინ იცის? -მე ვიცი.თქვა მაიკომ დარცხვენილად. -მოდი,ძმურად ვითამაშოთ მხოლოდ სურვილებზე.უთხრა გელამ. -არ მინდა სურვილებზე.ცოტა გათამამდა მაიკო. -რატომ?გაუკვირდა გელას. -თქვენ რაღაც სასწაულ სურვილებს მეტყვით.ყველას გაეცინა და მაიკო მაინც ათამაშეს,სამი ხელი ითამაშეს და სამივე მაიკომ წააგო. -პირველ სურვილს მე ვეტყვი მაიკოს.თქვა ალიკამ. -გისმენ ალიკა. -როდის გაქვს კიდევ თავისუფალი საღამო. -არ ვიცი,ამ კვირაში არ მგონია. -მოკლედ,ჩემი სურვილი ასეთია.შენ უკვე ჩვენი დიდი ოჯახის წევრად ჩაგთვალეთ და მიგიღეთ თბილადაც,შემდეგ მოსვლაზე შენს პატარა გოგონასთან ერთად მოხვალ.მაიკოს გაეცინა და პირობა მისცა ყველას რომ აუცილებლად ნახავდა მათ ქეთისთან ერთად. -მეორე სურვილი ვისია.იკითხა ქეთიმ. -არავინის,ალიკამ თქვა პირველი სურვილი რომელსაც მეც მივესალმები და გელოდებით პატარასთან ერთად მაიკო.რაც შეეხება სხვა სურვილებს,ის რატის დავუთმოთ რომ მან გამოიყენოს,დროს ორ კვირას გაძლევთ ყმაწვილო თუ არ იმოქმედებ მერე ჩვენ ვიმოქმედებთ. -მაიკო ადექი წამოდი,თორემ ესენი შენ გაგასულელებენ აქ.მაიკო სიცილით წამოდგა ყველას დაემშვიდობა და წავიდნენ. -ძალიან კარგი სამეგობრო გყავს რატი. -როგორ ხარ,კიდევ გრძნობ დაღლას? -არა,სულ დამავიწყდა ჩემი დაღლილობა. -გული მწყდება,რომ დიდ დროს ვერ ვუთმობ მათ გვერდით ყოფნას.იქ იმათ გვერდით არის ჩემი სამყარო,სადაც სულიერად ვისვენებ. -მე მოკლებული ვარ ასეთ გარემოს.ცრემლი მოერია მაიკოს. -რა გემართება,ტირი? -იცი?დავფიქრდი და მივხვდი რომ გამიჭირდება დღეს უშენოდ.რატის ისე თბილად მოხვდა გულზე მაიკოს გულღია საუბარი რომ ღიმილი მოერია. -რატი შენ დამპირდი რომ ქორწილის ამბებს მომიყვებოდი.რატიმაც დაპირებული შეასრულა და ყველაფერი მოუყვა მაიკოს როგორ დაგეგმეს ქორწილი და როგორი დრო ატარეს ბოლოს. ისე მივიდნენ სახლამდე ვერც კი გაიგო ვერცერთმა. -რატი რამდენი მაცინე,აი ესაა მეგობრობა და ესაა ერთიანობა. -რატის და მაიკოს დაძაბული დღის განრიგი ჰქონდათ,თუმცა მაინც ახერხებდნენ ერთმანეთისთვის სითბო და ყურადღება არ მოეკლოთ.ისინი ისე დაახლოვდნენ,რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ რჩევებს და ყოველთვის ერთმანეთის გვერდით იდგნენ. -მაიკო თავისუფალ დროს ვიპოვი თუ არა შენ დაგეძებ,რა ხდება ჩემში ვერ გამიგია იქნებ ამიხნა შენ? -უჩემოდ ვეღარ ძლებ.უთხრა ღიმილით მაიკომ და რატიც ერთ ადგილზე გაშეშდა.ეს ისე გააზრებულად თქვა მაიკომ ალბად ნაფიქრიც ჰქონდა რატიზე და ჩუმადაც ოცნებობდა მის გულში მასთან ყოფნას.გაეცინა რატის და საქმეს და პირადულს ერთმანეთში არ ურევდა,მაგრამ ყოველთვის ცდილობდა მაიკოსთვის მარტოობის ტვირთი შეემსუბუქებინა, ამავე დროს თბილ და ადამიანურ ურთიერთობას ამყარებდა.ერთ დღესაც დადგა ისეთი მძიმე დღე მაიკოსთვის ცოტა დააკლდა და ცხოვრებაზედაც ხელს ჩაიქნევდა,მაგრამ ქეთი?ვისთვის დაეტოვებინა მისი 4 წლის პატარა გოგონა.რატი ტელეფონზე საუბრობდა და თავისი კაბინეტისკენ მიდიოდა რომ მოულოდნელად მაიკო დაინახა და დაუძახა. -მაიკო ახალი პაციენტის ისტორია და ყველა ანალიზები შემომიტანე. -ეს რომელია,სამი გვყავს ახალი. -სულ ახალი,332-ე პალატიდან. -არ ვიცი,ალბად ჩემს აქ არ ყოფნაში მიიღეს ჯერ არ მინახავს ახალი პაციენტების ისტორიები. -კარგი,ჩადექი ფორმაში და შემოდი ჩემთან. -სულ რაღაც 10 წუთი და ფორმაში ვიქნები უფროსო.რატის გაეცინა და ტელეფონზე დაურეკეს კიდევ. -რა გინდა,რა არ გასვენებს ბესარიონ. -გავიგე გიორგუნას ელაპარაკე და რაო გვრიტებმა აღარ ვბრუნდებითო? -რაო ბესარიონ დაგავიწყდა გიორგუნა რომ დაგეჩემა? -კი აქვს ახლა მაგის დრო იფიქროს იმაზე, როგორ დასაჯოს ბესარიონი.მოესმა რატის გელას ხმა. -ისევ ერთად ხართ?თქვენ სულ აუშვით ხელი სამსახურს და მართლა დაგსჯით გიორგი რომ დაბრუნდება. -სად წავა,გიორგი არ არის და ჩემთან მოდის არც დილა იცის,არც შუადღე და არც საღამო.საათი უნდა ვუყიდო დიდი ციფრებით რომ გაიგოს მოსვლის და წასვლის დრო.იცინოდა ბექა და რატიც აყვა სიცილში,რომ მოულოდნელად საშინელი კივილის ხმა მოესმა და ეს ხმა მაიკოს ხმას მიამსგავსა. -რა ხდება, რატი ვინმე გარდაიცვალა? -არაფერი არ ვიცი,მაიკოს ხმა არის.დაგირეკავთ.გაუთიშა ბექას და ხმის მიმართულებით გაიქცა. -რა მოხდა.იკითხა რატიმ და შეხედა მაიკოს წინ იდგა ქალი,რომელსაც თვალები ჩასწითლებოდა და მაიკოს ისეთი ზიზღით უცქერდა,ალბად რატის ჩარევა რომ არა დაუფიქრებლად გამოასალმებდა სიცოცხლეს. -რატი გამიყვანე აქედან.რატიმ ხელი მოკიდა და თავის კაბინეტში წაიყვანა მაიკოს წყალი დაუსხა და დამამშვიდებელიც დაალევინა,ცოტა რომ დაწყნარდა მის წინ დაჯდა,ეს იმის ნიშანი იყო რომ მაიკოს მისი შეკითხვის გარეშე უნდა ეთქვა რა მოხდა და ვინ იყო ის ქალი. -ის ქალი ელიზბარის ცოლი არის. -ელისბარი ვინ არის. -ქეთის მამა. -დაქორწინებული იყო ურთიერთობა რომ გქონდათ? -არა,ვსწავლლობდით ისიც სამედიცინოზე სწავლობდა ოთხი კურსი დახურა შემდეგ კი გაუჩინარდა,მე პირველ კურსზე ვიყავი.რამოდენიმე თვის შემდეგ გავიგე რომ საზღვარგარეთ წასულა,მე კი აღმოვაჩინე რომ ფეხმძიმედ ვიყავი,მასთან მივედი სახლში და დედამისს დაველაპარაკე, ავუხსენი მდგომარეობა,მან კი ფული შემომაძლია და მიბრძანა ეს ბავშვი არ დაიბადება, ჩემი შვილი მას შვილად არ აღიარებსო.მაშინვე გავიფიქრე რომ იქ მისვლა სისულელე იყო,მთელი ზაფხული იმ წელს მონასტერში გავატარე შემდეგ მამას გავუმხილე ჩემი მდგომარეობა, გული ვატკინე მაგრამ გვერდით დამიდგა არ მიმატოვა მარტო რთულ მდგომარეობაში.დედაჩემი გერმანელი არის,მამამ იქ ყოფნის დროს გაიცნო და დაქორწინდნენ მაგრამ აქეთ აღარ გამოყვა მამას,გადავწყვიტე ცოტა ხნით დედასთან წავსულიყავი და წავედი, ქეთიც იქ დაიბადა. ერთი წლის იყო რომ დავბრუნდი, რადგან მამა გახდა ავად.ორი წლის შემდგ შემხვდა ელიზბარი და ახნა განმარტება მომთხოვა თუ ვისგან მყავდა ბავშვი სანამ დნმ-ის ანალიზი არ გავაკეთებინე არ დაიჯერა რომ ბავშვი მისი იყო.ბოდიშები მიხადა,დაბრუნებაც მთხოვა მაგრამ უარით გავისტუმრე,ოჯახში კი ცოლთან და დედასთან დაეძაბა ურთიერთობა.აი ახლაც მოულოდნელად გადავაწყდი მის ცოლს და მიცნო, თურმე ჩვენი ფოტო უნახავს ელიზბარის საფულეში,ჩემი და ქეთის არ ვიცი როდის და როგორ გადაიღო ის ფოტო მაგრამ მე მასთან არანაირი ურთიერთობა აღარ მაქვს და არც ვაპირებ. -გასაგებია,მე მივხედავ იმ პაციენტს და შენ კი რამოდენიმე დღე ნუ მოხვალ სამსახურში. -მე არ მეშინია არავინის რატი. -ვიცი,რომ არ გეშინია და ვიცი,რომ არც არავინის შუაში არ ჩადგები მაგრამ ასე სჯობია,გინდა რამდენჯერ შეგხედავს იმდენჯერ ბინძური სიტყვები გიწოდოს?მე გავალ,მკაცრ გაფრთხილებას დავტოვებ იქ დაცვასთან ერთად და მოვალ,მე წაგიყვან სახლში. -არაა საჭირო,ტაქსით წავალ მანქანას ახლა ვერ ვატარებ ძალიან ანერვიულებული ვარ. -ხოდა ძალიანაც კარგი,მე წაგიყვან.რატიმ ახალი პაციენტი მოინახულა,დაკვირვებით გასინჯა და მითითებები მისცა ექთანს. -ექიმო მე მისი მეუღლე ვარ და ყველაფერს მე გავუკეთებ. -თქვენი აქ ყოფნა საჭირო არ არის,მოხვალთ მხოლოდ 1 საათზე ნახვის საათებში და წახვალთ,აქ ცირკი არ არის კონცერტები მოაწყოთ.პირადული თუ ვინმესთან გაქვთ გასარჩევი ამ კედლების მიღმა,გარეთ იწივლეთ და იკივლეთ რამდენიც გენებოს.დაბრუნდა თავის კაბინეტში და მაიკოსთან ერთად გავიდა.პაციენტი რთული იყო და როგორც ქეთის მამა მაიკო ნერვიულობდა.როგორც რატიმ უთხრა რამოდენიმე დღე არ მისულა სამსახურში,მაგრამ დღეები რომ გაიწელა და ორი კვირა აღარ გამოჩნდა რატიმ სახლში მიაკითხა მაიკოს და რომ შეხედა გაოცებული დარჩა,მაიკო ნასვამ მდგომარეობაში იყო. -ოოოო,ექიმო რატი როგორ ხართ. -შენ რა,ნასვამი ხარ? -ცოტა,სულ ცოტა დავლიე. -რა დაგემართა,ექიმი ქალი ხარ და გინდა შენი კარიერა საფრთხის წინაშე დააყენო?ვერასოდეს ვერ მიაღწევ წარმატებას,თუ არ დაივიწყებ წარსულს და მისგან მოკერებულ იარლიკს.ვმკურბალობთ თუ ვსწავლობთ ჩვენ ჩვენს დღევანდელ ცხოვრებაზედაც უნდა გავამახვილოთ ყურადღება.წარსულს კი მივმართოთ მხოლოდ პოზიტიური მოვლენების გამოსავლენად,თუ მუდამ შენს გონებაში შენი წარსული ტრიალებს,ის შენ დოლაბივით გექაჩება უკან გქაჩავს და წინ ვერ მიდიხარ,რაცარუნდა იწვალო.შენ დღევანდელ ცხოვრებაზე გაამახვილე ყურადღება და არასოდეს არ დაეყრდნო წარსულის შეცდომებს.ამ დროს იცი რა ხდება შენს ტვინში? შენ იჯერებ,რომ წარუმატებლობისათვის დაიბადე.გესმის? იჯერებ ამას და მარცხდები,ამიტომ გადახაზე წარსული მაიკო და ხელმეორედ გამოსცსადე შენით შენივე ძალები. -რატი ძალა აღარ მაქვს ბრძოლის. -მაიკო შენ მარტო არ ხარ,მე შენთან ვარ შენს გვერდით და დაგეხმარები.მაიკომ მართლა დაიჯერა რატის სიტყვები და მთლიანად მას დაეყრდნო,ნელა-ნელა დასძლია წარსულის ტკივილი და წარმატებული კარიერაც ააწყო. -ხვალ დილიდან შენს ხელშია ყველა პაციენტი მე გავდივარ რამოდენიმე დღით ქალაქიდან,აბა შენ იცი ქალიც შენ ხარ აქ და კაციც.თვალი ჩაუკრა მაიკოს და წავიდა. -სად მიდიხარ,ტელეფონი არ გათიშო რომ დამჭირდე რატი. -მიხედე საქმეს,მარტოც გაართმევ თავს.რატიმ თავის თავს რამოდენიმე დღე დასვენების უფლება მისცა და მაიკოსაც მისცა დრო დაბრუნებოდა სამსახურს პირვანდელი სახით.ყოველ დღე მეგობრებთან ერთად იყო,მათთან ერთად ავიწყდებოდა ვინ იყო და რას წარმოადგენდა.გიორგის და მარიამის გარდა ყველა რატისთან იყო და მათი მხიარული ხარხარი ისმოდა სახლიდან.არავინ ელოდა,არავინ არ იცოდა რომ კარებზე ზარი გაიგონა მადონამ და კარი გააღო. -მაიკო? რატის მოაკითხე ხომ? შემოდი,შემოდი აქ არიან.მაიკო სახლში შევიდა და მადონამ ვერ დაინახა მის უკან მდგარი პატარა გოგონა,რომელიც დედას ამოფარებოდა და ისე იხედებოდა. -ეს? ეს ვინ არის აქ რომ იმალება? მაიკოს გაეცინა ქეთის ხელი მოკიდა და მისაღებში გავიდა სადაც ყველა იყო. -გამარჯობათ,სურვილის ასასრულებლად მოვედი და მოგიყვანეთ ჩემი ქეთა. -პატარავ რა ლამაზი ხარ.უთხრა ანამ და მოეფერა.რატი უცქერდა მაიკოს და მიხვდა რომ ამ რამდენიმე დღეში ძალიან მონატრებოდა. -რა ხდება მაიკო საავადმყოფოში. -გაინტერესებს ექიმო? უკბინა მაიკომ რატის რაზედაც ბექამ ჩაიცინა და ალიკამ წაუმღერა. -დაიწყოოოოოო,რთული დღეები დაიწყოოოოო.რატიმ შეხედა ალიკას და შეუბღვირა.იმ ღამით რატიმ დალია,მაიკო ცოტა ხნით გაჩერდა და ქეთას ძილი რომ მოერია წამოვიდა. -მე წაგიყვან. -არა,ნასვამი ხარ და მე მანქანით ვარ.კარგი დრო გაატარა გოგოებთან და კმაყოფილი დაბრუნდა.რა უნდოდა რომ წავიდა,მაგრამ ვერ მოისვენა შეხედა თუ არა რატის მიხვდა რომ ეს ადამიანი უკვე მის გულში იყო და სულს უფორიაქებდა.მეორე დილით რატიმ ნახევრად მძინარემ წავიდა სამსახურში,თავის ტკივილით და ნაბეღლავით ხელში. მაიკომ დაინახა თუ არა მისი მოტანჯული სახე ჯერ გაეცინა და შემდეგ უთხრა. -რა ძალა გადგა,კიდევ ვერ გააგრძელე შვებულება? ხვალინდელი დღეც ხომ ამ თვის არის.რატი ადგა და მაიკოს კაბინეტში გემრიელად მოკალათდა მდივანზე და მაიკოს უთხრა. -მაიკო როგორც ვატყობ ენა დაგიგრძელებია,ჯერ წავუძინებ და მერე მოგხედავ. -სახლში ვერ იძინე ადამიანო?მე სად მივიღო პაციენტი რომ მოვა,სად გავსინჯო.გაუბრაზდა მაიკომ და რატის თავზე დაადგა.რატიმ მაჯაში წაავლო ხელი და მის გვერდით დაიჯინა. -გამიშვი ხელი ვინმე შემოვა. -არა,ცუდად ვარ და უნდა მიშველო. -მე რით გიშველო,გამიშვი ხელი დამიწითლდება რატი. -არა,ჯერ მითხარი რა იყო წუხანდელი შენი ჩემს სახლში მოსვლა.მაიკოს ტელეფონმა დარეკა და გაჭირვებით ამოიღო ჯიბიდან ტელეფონი და რატიმ წაართვა. -ჯერ მიპასუხე და მერე მოგცემ ტელეფონს. -რატი სახლიდან არის ზარი და მამა ვერ იყო ეს დღეები კარგად,მომეცი ტელეფონი. -რატომ არ გამაგებინე მამა ცუდად თუ იყო. -როგორ,ტელეფონი გათიშული გქონდა.უთხრა მოწყენილად.რატიმ ტელეფონი მისცა,მაგრამ ხელი მაინც არ გაუშვა.მაიკომ უპასუხა ტელეფონს და სასოწარკვეთულმა იკივლა,რატიმ ცივად უშვა ხელი და ისიც წამოდგა თან მაიკოს თვალს არ აცილებდა. -რა მოხდა,სასწრაფო გავაგზავნო? -ვფიქრობ, აღარაა საჭირო.თვალცრემლიანმა შეხედა რატის. -წამოდი,იქნებ არც ისე გვიან არის.ორივე სირბილით წავიდა და არცერთს უცდია თეთრი ხალათების გახდა.მიუსწრო,მაიკომ ცოცხალს მიუსწრო მამას და მაიკოს ხელებში დალია სული.მაიკომ ძალიან მძიმედ გადაიტანა მამის გარდაცვალება,პატარა ქეთა ხშირად რატის გაჰყავდა გარეთ,ერთ საღამოს მაიკოს დაუჯდა და უთხრა. -თავს გაუფრთხილდი,თუ რამე დაგჭირდეს რა დროც იქნება დამირეკე.ორივეს გულში გრძნობა იყო და ვერცერთი ვერ დგამდა პირველ ნაბიჯს.დაღლილი მივიდა სახლში და მკვდარივით დაეძინა,დილით კი მადონას ხმამ გააღვიძა. -რატი საუზმე მზად არის შვილო,მირთვი და ისე წადი.თან დაღლილი ხარ ეს დღეები,როგორ არის მაიკო. -მაიკო ცუდად არის დედა,ერთადერთი ადამიანი ჰყავდა გვერდით და ისიც დაკარგა. -რას იზამ შვილო ვიღაც იბადება,ვიღაც კვდება,ცხოვრება კი გრძელდება ის მკაცრი და დაუნდობელი კანონია მოკვდავების წინაშე.შენ?შენ რას აკეთებ,რატომ არ ხარ მის გვერდით. -მის გვერდით ვიყავი ეს დღეები. -რატი მაიკო მოგწონს,შენ რა გგონია მე ვერ გამჩნევ,მე ვერ ვხედავ და ვერ ვკითხულობ შენს თვალებში ვერაფერს? -გეთანხმები მომწონს,ძალიან მომწონს. -მაგრამ თავს იკავებ,ნუთუ იმიტომ რომ მას პატარა გოგონა ჰყავს? -არა მაგის გამო არა,მაგრამ დრო გვიჩვენებს ყველაფერს დედა.მაიკო დაუბრუნდა სამსახურს,მაგრამ ბოლო დღეებში თავს სუსტად გრძნობდა რაც გადაღლილობას დააბრალა.ერთ დილას პაციენტების შემოვლის შემდეგ რატიმ მაიკო უგონო მდგომარეობაში ნახა კაბინეტში. -მაიკოოოო?რა დაგემართა.მაიკოს უძრავი სხეული რატიმ ხელში აიყვანა და თავის ხელით შეიყვანა რედგენის კაბინეტში.ყველ ანალიზი თავის ხელით გაუკეთა და საუკეთესო ნევრო-ქირურგიც კი მოიწვია. -რას მეტყვი პროფესორო.მოუთმენლობა ეტყობოდა რატის ხმაში. -ჯერ ვერაფერს,სანამ ხელთ არ გვექნება ყველა ანალიზი.რატი ყველაზე მნიშვნელოვანი თავზე და გულზე გადაღებაა.ნუ შეაწუხებთ იძინოს მშვიდად,მას სიმშვიდე სჭირდება.ბევრი სტრესი გადაიტანა ამ ბოლო დროს. -მითხარი პროფესორო,ეს ანალიზები არის საჭირო რომ ზუსტი დიაგნოზი დადგინდეს? -რატი ექიმი ხარ და ვერ დაგიმალავ მაიკოს ჯამრთელობის შესახებ, მისი მდგომარეობა ძალიან რთული და სერიოზულია.ვიმედოვნოთ რომ ყველაფერი ისე იყოს,მკურნალობას ექვემდებარებოდეს.ყველა ანალიზი მზად იქნება თუ არა ჩემთან მოიტანეთ.რატი მაიკოსთან შევიდა და ჩაფიქრებული უცქერდა მის გაფერმკრთალებულ სახეს. -არ დაუშვა რომ შენი ქეთა მარტო დარჩეს,იბრძოლე მაიკო ქეთას გამო და ჩემს გამო.მაიკომ თვალები გაახილა და რატის შეხედა. -რატი?რა დამემართა. -გადაიღალე მაიკო მძიმე დღეები გქონდა. -ქეთა?ქეთა ბაღშია. -გავუშვი ექთანი და ჩემთან მიიყვანს,ნუ ნერვიულობ მასზე დედაჩემი მიხედავს.დაისვენე,მე მალე დავბრუნდები.რატიმ პალატა დატოვა და მადონას დაურეკა,აუხსნა მაიკოს მდგომარეობა და მადონამ ნუგეში მისცა რომ ქეთაზე არ ენერვიულა.მაიკო ისევ გაითიშა და დილამდე იძინებდა,რატი სახლში წავიდა და დედას დაწვრილებით მოიყვა მაიკოს შესახებ.ქეთა სამზარეულოში შევიდა და რატის კალთაში მოთავსდა შემდეგ მოულოდნელად შეხედა და შეკითხა. -ძია რატი ჩემი დედიკო გიყვარს?რატიმ მადონას შეხედა რომელიც ჩუმად იცინოდა,შემდეგ კი ქეთას უთხრა. -რატომ მეკითხები ქეთა. -იმიტომ რომ მე მოვისმინე პაპამ რა უთხრა დედას. -რა უთხრა ბებო.თვალები უცინოდა მადონას. -ეს მამაკაცი შენ სულ სხვა თვალით გიყურებს და ეს მეგობრობაზე მეტი არის რაც მის თვალებში ჩანსო. -ქეთა შენ და დედაშენი მე ძალიან მიყვარხართ.ქეთამ თავი დაადო მხარზე რატის და მადონამ შეატყო რომ ეძინებოდა პატარას. -დავიძინოთ ბებო? -კი დავიძინოთ.მადონამ ბავშვი გაიყვანა და ცოტა ხანში ისევ რატის წინ დაჯდა. -ბავშვიც კი ხვდება შენს გრძნობებს მაიკოს მიმართ.რატი იცი რას ვფიქრობ?მაიკოს რომ რამე მოუვიდეს შვილო ქეთა მარტო დარჩება,ვინ მიხედავს მას? -მე მივხედავ მას. -რა ჩაიფიქრე რატი. -დედა გთხოვ ნუ შემაჩერებ. -არ შეგაჩერებ,ვიცი რომ რასაც აკეთებ კარგად გაქვს გათვლილი. -ცოტა მოკეთდეს და ხელს მოვაწერ მაიკოსთან,ბავშვს გვარს მივცემ და ვერავინი ვერ შეეხება მას. -შენ უკეთ იცი შვილო,ღმერთი შენსკენ.მთელი ღამე ფიქრობდა რატი და დილით ჩაძინებული ქეთამ გააღვიძა. -ქეთა?ასე ადრე რატომ ადექი. -ბაღში მივდივარ. -ვის მიყავხარ,მოიცად მოვწესრიგდები და წაგიყვან. -ბებოს მივყავარ. -კარგი,მე მოვემზადები და სამსახურში წავალ საღამოს გნახავ. კარგი? -კარგი.რატი ადგა მოემზადა დედის გამზადებული საუზმე მიირთვა და წავიდა.მაიკო საწოლზე წამომჯდარიყო და ცოტა ფერიც უკეთესი ჰქონდა. -მაიკო შენთან სალაპარაკოდ მოვედი. -რა ხდება, ქეთას რამე ჭირს? -ქეთა ძალიან კარგად არის,ძალიან კარგი ადამიანის ხელში. -აბა რაზე უნდა მელაპარაკო. -მაიკო ხელი უნდა მოვაწეროთ. -რა ვქნათ?გაუკვირდა მაიკოს რატის წინადადება. -ხელი უნდა მოვაწეროთ და დღესვე. -რატი რამე მჭირს? -არაფერი არ გჭირს,ამ დღეებმა მაგრძნობინა თუ როგორ მყვარებიხარ.მიყვარხარ მაიკო და მინდა ერთად ვიცხოვროთ,ქეთას ჩემს გვარს მივცემ და ვიცხოვრებთ ერთად. -არ ვიცი რა გითხრა რატი. -მე ვიცი რაც უნდა მითხრა. -რააა? -რა და,უნდა მითხრა მეც მიყვარხართქო და აი ეს ბეჭედი უნდა გაიკეთო. -რატი.............. -ჩშუუუუ,არაფერი არ თქვა ადექი და გამომყევი. -ასე? -ასე,როგორც ხარ.რატიმ გელას დაურეკა და ერთი ექთანი წაიყვანა რომელიც ახლოს იყო მაიკოსთან და წავიდნენ.გელამ გაოცებულმა შეხედა რატის და მიხვდა რომ რაღაც ისე არ იყო რადგან მაიკოს ფერი არ მოეწონა,მიულოცა მეგობარს და ყურში უჩურჩულა. -ყველაფერს ამიხსნი. -მოგვიანებით,ახლა არა.ხელი მოაწერეს და რატიმ პირველად შეეხო მაიკოს და ნაზად აკოცა.რატიმ მაიკო ისევ საავადმყოფოში მიიყვანა და მისთვის გამზადებულ პალატაში დააწვინა,მაიკოს აკოცა და უნდა გასულიყო რომ რატის დაუძახა. -რატი ასე ცუდად არის ჩემი ჯამრთელობა? -გამოკვლევები უნდა ჩაიტარო. -ეს იმიტომ გააკეთე,რომ არ გინდა ქეთა მარტო დარჩეს. -დაწყნარდი,არ ინერვიულო. -მადლობა რატი. -დაწყნარდი გთხოვ,მე ყველაფერს გავაკეთებ,რომ შენ კარგად იყო.რატიმ ექთანს ანიშნა და დამამშვიდებელი გაუკეთეს მაიკოს თავად კი სახლში წავიდა მადონასთან სალაპარაკოდ. -რატომ მოხვედი ასე მალე რატი შვილო,ჯერ არ გელოდი. -დედა რომელზე უნდა გამოიყვანო ქეთა. -მე უნდა გამოვიყვანო დღესაც?ისევ აქ იქნება? -დედა მაიკოს ჯამრთელობის მდგომარეობა ცუდად არის,მძიმეა და რთული ისე რომ არ ველოდით ასეთ მძიმე შედეგს რაც ანალიზებმა აჩვენა. -ღმერთო ჩემო,ეს უკვე გადაწყვეტილი დიაგნოზია? -ჯერ კიდევ ველოდები ერთ მნიშვნელოვანი ანალიზის პასუხს,პატარა ჩვენთან იცხოვრებს.დღეს მე და მაიკომ ხელი მოვაწერეთ,მალე ქეთას გვარს მივცემ დედა და მაიკოს რამე რომ დაემართოს მის მეურვეობას მე ავიღებ ჩემს თავზე. -რატი შვილო.... -დედა შენ მართალი იყავი,მაიკო ჩემთვის იმაზე მეტს ნიშნავდა თურმე,ვიდრე წარმომედგინა.მაიკოს რომ რამე მოუვიდეს,ახლა მარტოა მაგრამ მას ძალიან ბევრი გულშემატკივარი გამოუჩნდება და მის ქონებას დახარბდებიან,შესაძლებელი უგულო და ქონებაზე დახარებულმა ნათესავებმა არც დაფიქრდეს პატარა ბავშვთა სახლშიც კი ჩააბაროს და ულუკმაპუროდ დატოვოს.ამიტომ გადავწყვიტე ასე,აქ იქნება და რომ გაიზრდება სიმართლეს ვეტყვით.არაფერი შემეკითხო დედა,მხოლოდ იმას გეტყვი რომ მაიკოსთან ერთად ჩემი სიცოცხლეც ნადგურდება.ვერაფერი უთხრა შვილს მადონამ და უხმოდ,ცრემლიებით სავსე თვალებით დათანხმდა.გაითვალისწინა რატის თხოვნა და ქეთას როგორც საკუთარ შვილიშვილს ისე ეპყრობოდა.შუადღით საავადმყოფოში დაბრუნებულს მეგობრები იქ დახვდა გელას ეთქვა ყველასთვის და რატის ელოდნენ,რატიმ შეხედა თუ არა მეგობრებს ათი წლის სიცოცხლე მოემატა. -არ გრცხვენია? შენ ასე გიჭირს და ჩვენ არაფერი არ უნდა ვოცოდეთ? უთხრა ბექამ. -მაპატიეთ,მართლა გასალანძღი ვარ.თქვენ დაგინახეთ თუ არა ძალაც მომემატა და იმედიც.რატის ტელეფონზე ის ზარი დაფიქსირდა რომელსაც ასე ძალიან ელოდა და სასწრაფოდ უპასუხა. -გისმენ არკადი რას მეტყვი ახალს და განსხვავებულს. -რატი გააკეთებ შენ ოპერაციას თუ ჩამოვიდე. -ოპერაცია თუ უნდა გაკეთდეს,ესე იგი შანსი არის და ექვემდებარება მკურნალობას.მითხარი გთხოვ რომ ასეა. -კი არის შანსი რატი და მას სასწაული ჰქვია.მე არ მჯერავს სასწაულების ძმაო,მაგრამ მჯერავს რისკის.რისკზე თუ წავალთ დრო არ უნდა დავკარგოთ.რატის ძალიან გაუხარდა და ყველამ მიხვდა რომ შანსი არსებობდა. -კარგი,როდის ჩამოხვალ რომ დაგხვდე. -მე უკვე აქ ვარ.რატის უკან მაღალი,დაკუნთული,თმაში ოდნავ ჭაღარა-შერეული მამაკაცი იდგა,ის ალბად იქნებოდა40-45 წლის. -ასე ჩუმად როგორ ჩამოხვედი ჩემს ერთ დაძახებაზე. -მეგობრები რისთვის ვართ რატი.ერთმანეთს გადაეხვივნენ და რატიმ ცრემლნარევი ხმით უთხრა. -შენს ხელთ არის იმ ადამიანის სიცოცხლე,რომელიც ჩემთვის ძვირფასია,მიყვარს და მჭირდება რომ ჩემს გვერდით იყოს. -ყველაფერი კარგად იქნება.ხვალ დილით ოპერაცია გაკეთდება. -შანსი არაა,შენ არ ჩამოხვიდოდი შანსი და იმედი რომ არ იყოს. -რატი არ დაგიფარავ და ეს დიდი რისკია,რისკთან ერთად მე მივდივარ 50-50-ზე.როცა ასეთ დიდ რისკზე გავდივარ,არ ვიცი და ვერ ვამბობ საბოლოო რა იქნება.ამიტომ ყველა,ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად.იმედი და რწმენა არ დავკარგოთ და ყველამ ვილოცოთ ხვალ მეგობრის გადასარჩენად. ალბად ყველას კარგად გესმით და გსმენიათ კიდეც,თუ რა რთულია როცა სიკვდილს ებრძვის მომაკვდავი და არ უნდა ამ სამყაროს დატოვება სადაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.სიყვარულიც იცით რა არის და რას არ ჩაგადენინებთ,სიყვარული გამო შესაძლებელია სამყაროსაც დაუპირისპირდეთ.ხომ გაგიგონიათ ,,რაც გინახავთ ვეღარ ნახავ'' ეს მართალია,მაგრამ მაიკოს ახლა ისე უნდოდა სიცოცხლე,როგორც არასდროს.მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა ადამიანი,რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. გიორგი ყოველ დღე ესაუბრებოდა მეგობრებს,როგორც კი გაიგო რატის უჭირსო არც დაფიქრებულა ისე ჩაალაგა ნივთები და დაბრუნდა.ბევრი ეხვეწა გელამ და ბექამ არ წამოხვიდეო,მაგრამ არაფლის გაგონება არ უნდოდა და მეორე დღესვე ყველას გაუკვირდა გიორგი რომ დაინახეს საავადმყოფოში. -ხომ გითხარი არ წამოხვიდეთქო,მარიამი სად არის. -მარიამი სახლში წაიყვანა მძღოლმა და შენ როგორ ფიქრობ,მე სად უნდა ვიყო,როცა ჩემს ძმას უჭირს.როგორ ფიქრობ,სამოგზაუროდ წასასვლელად დრო აღარ გვექნება? რა მინდა იმ დროს სამოგზაუროდ,როცა ჩემს მეგობარს უჭირს და ჩემი მხარდაჭერა ჭირდება მას.გიორგიმ მაიკოს პალატის კარი შეაღო და საწოლთან ახლოს მივიდა,სახეზე დაუსვა ხელი და სევდიანი ხმით უთხრა ყურში. -არ ვიცი ვინ ხარ,არ გიცნობ და რატის ამის გამო მოხვდება,მაგრამ ახლა გეტყვი რომ შენ სიცოცხლის შანსი გაქვს და არ დანებდე, იბრძოლე.ნუ გაწირავ რატის ამ ძლიერი ტკვილისთვის,ნუ დაუჭკნობ ჯერ კიდევ გაუშლელ ვარდს კუკუროდ,მიეცი საშუალება თავად გაშალს ის ვარდი და ერთად მიხედოთ ლამაზ ცხოვრებას რომელიც მასთან ერთად გელოდება წინ.დაიკო იბრძოლე,ჩვენ ყველა ვილოცებთ შენი სიცოცხლისთვის.გიორგიმ წამოდგა,წელში გასწორდა მაიკოს უფერულ სახეს დააკვირდა,გარეთ გავიდა და მეგობრებს შეუერთდა. -წავედით და ხვალ მოვიდეთ.ყველამ დაეთანხმა და წავიდნენ სახლში.არკადი რატის მიუბრუნდა და უთხრა. -წადი სახლში,რატი დამშვიდება და გამოძინება გჭირდება რადგან ხვალ ძალიან მძიმე დღე გელის.მე კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს ყველა ანალიზს,კარგად შევისწავლი პაციენტის ისტორიას და სასტუმროში წავალ რადგან იქ დავტოვე ჩემი ნივთები. -რა სასტუმრო,გაგიჟდი?სახლში წამოხვალ ჩემთან.დაგელოდები და ერთად წავალთ აქედან სახლში. -მომისმინე,შენ ხელს შემიშლი და რომ გეუბნები,დამაცადე მშვიდად მუშაობა გთხოვ.როგორც იქნა დაითანხმა რატი და გაუშვა.წავიდა თუ არა რატი ბრძანება გასცა საოპერაციო მოემზადებინათ და თავად გააკეთა ოპერაცია რომელიც 4 საათი მიმდინარეობდა.რატიმ კი არაფერი არ იცოდა და საბედნიეროდ ყველაფერი წარმატებით დასრულდა.დილით ადრე ადგა,მოემზადა და 8 საათზე საავადმყოფოში მისულს რატის არკადი წასული დახვდა,მის კაბინეტში კი წერილი დაეტოვებინა რატისთვის. -,,ჩემო რატი მთელი გულით ვიზიარებ შენს სიხარულს,მე გითხარი სასწაულების არ მჯერა რწმენით ვაკეთებ ყველაფერსთქო და აი,არც ამჯერად მიღალატა ჩემმა ექიმის ინსტიქტმა.მე მჯეროდა შენი,მაგრამ ეს ოპერაცია უშენოდ უფრო კარგად და დაკვირვებულად გაკეთდებოდა.მე შენთვის მომეხედა თუ ავადმყოფისთვის,ამიტომ ასე უკეთესი იყო.ვიცი ყველაფერი გაინტერესებს და ეს ცნობისმოყვარეობაც დაგიკმაყოფილე,ოპერაციის მსვლელობის 4 საათი ფირზეა ჩაწერილი და შეგიძლია უყურო,მხოლოდ ნუ აყურებინებ მაიკოს.შენ ნამდვილი ქართული სულის და ქართული სისხლის ადამიანი ხარ, მე შენი სისხლი არ მაქვს მაგრამ ერთი სულის ვართ ორივე.მადლობა უფალს,რომ ყველაფერი კარგად დასრულდა და მიხარია,რომ წლების წინ ჩემი სტუდენტი იყავი.შემიძლია უამრავი რამ დავწერო შენზე,ერთი რაც ყველაზე მეტად მინდა ის არის,რომ მინდა ბედნიერი იყო და არავინმა გაგიტეხოს ის თბილი გული,რომელიც შენს სხეულშია.შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი და სამაყო ადამიანი ხარ,ვამაყობ შენით და ვიმედოვნებ ოდესმე ისევ შევხვდებით ერთმანეთს. ,,არკადი ნიკოლ''.8-30 წთ-ზე ყველამ მოიყარა თავი და ოპერაციის დაწყებას ელოდნენ,რომ რატიმ შეშლილი სახით გამოვიდა მისი კაბინეტიდან ხელში აფრიალებული თეთრი ფურცელით და გვერდი ისე აუარა მეგობრებს არც კი მისალმებია მათ.მაიკოს პალატის კარი შეაღო და შეხედა მაიკოს რომელსაც თავი გადაპარსული ჰქონდა და ექიმის ხელით სახელდახელოდ გადახვეული.ნელა-ნელა მაიკო გამოდიოდა ღრმა ძილიდან და თვალებიც გაახილა და პირველი რაც შეამჩნია რატის ბედნიერებისაგან გაბრწყინებული თვალები იყო. -მაიკო უნდა ვიქორწინოთ.იმდენად სერიოზული იყო რატის ხმა მაიკოს შეეშინდა და დასუსტებული ხმით უთხრა. -ჩვენ ხომ უკვე ვიქორწინეთ. -ჩვენ ამ ჯერად,ნამდვილი ქორწილი გვექნება.უთხრა და ფრთხილად შეეხო მაიკოს ბაგეებს. სიყვარულში ულევად არის საუნჯე ბედნიერების,ვინც ამ საუნჯის წუთები აქვს შეგრძნებული ის მდიდარი არა,უმდიდრესი ადამიანია რადგან ის ხომ ძალიან ძლიერი და განსაკუთრებული გრძნობაა,ამიტომაც სტუმრობს განსაკუთრებულ ადამიანებს და ჩუქნის მის ძვირადღირებულ სამკაულებს.გიორგის სამკაული კი მარიამია,რომელსაც გულით ატარებს და ყოველ დილით ახალ-ახალი საალერსო სიტყვებით ავსებს. -შენ მაძლევ ძალას,რომ ვიბრძოლო.მაძლევ ძალას,რომ ვისუნთქო და რომ უფრო ძლიერ მიყვარდე.შენ ხარ ჩემი ჩსუქრობელი ვარსკვლავი,რომელიც მხოლოდ ერთხელ ინთება და ანათებს სამუდამოდ ჩაუქრობლად ,რომ გზა გამინათოს მისმა სუქმა სიბნელეშიც. -სიცოცხლის სიცოცხლე ხარ ჩემი და მთელ სამყაროში ყველაზე საამაყო ადამიანი ხარ გიორგი.უთხრა მარიამმა. -მიყვარხარ პატარავ,შენთან ერთად დღის გატარებას არაფერი არ მირჩევნია.შენთან როცა ვარ ასმაგად ბედნიერი ვარ,ვგრძნობ რომ სავსე ვარ ამ გრძნობით.დაღლილობაც მეხსნება, მაგრამ მაინც არ მყოფნიასეთი ჟღურტულით იწყებოდა მათი ყოველი ახალი დილა და მათი ურთიერთობა ბაღში მოდუდუნე ნაკადულს ჰგავს.მათი სიცოცხლე ერთმანეთის გარეშე?ეს ხომ წარმოუდგენელია,მათ დთითი დღე უძლიერდბათ სიყვარული და უასმაგდებათ ერთმანეთის მიმართ ნდობა.მხიარულად გათენდა დილა,ახმაურდნენ და აჟღურტულდნენ მტრედები მიირთვეს რუსოს მომზადებული უგემრიელესი ნაყოფიერი საუზმე და ერთად გავიდნენ სახლიდან.მარიამი სასწავლებელში მიიყვანა,გადასვლამდე გემრიელი კოცნა დაატოვებინა და ვნებიანი ხმით უთხრა. -ერთი სული მაქვს,სამუშაო საათები როდის დასრულდება რომ ჩვენს ჯადოსნურ და ზღაპრულ სამყაროში დაგიმარტოხელო და მხოლოდ ჩემთვის გახდე წუთიერად ველური არსება ყველას ნაზი და წყნარი რომ ჰგონიხარ,არადა რა იციან რა ვნება იღვიძებს შენში როცა ჩემთან ხარ მარტო -მე სულმოუთქმელად დაველოდები ჩემი ზღაპრის პრინცს,ჩვენს ჯადოსნურ სამფლობელოში.უთხრა ღიმილით მარიამმა თვალები აუჟუჟუნა და მისი დამათრობელი კისკსით გადაიკისკისა. -მარიამ გადადი,თორემ გადავიფიქრებ სამსახურში წასვლას და თავს ამოყოფ სასტუმროში. -არა,დღეს არა ძალიან მნიშვნელოვანი ლექცია მაქვს და ვერ გავაცდენ თორემ კი არის მაცდური წინადადება.გიორგიმ მანქანა აამუშავა და ცოტა გაიარა,რომ მარიამმა ღიმილით ეცა და გააჩერებინა. -არა,არა დღეს არა და სხვა დროს როცა გინდა შენს სურვილის წინააღმდეგ არ წავალ. -ვიმახსოვრებ.უთხრა ღიმილით გიორგიმ. -დროებით. -საღამომდე ტკბილო.ყველა სიტყვას რომ ვნებით აღვსილი ამბობ აი სასწაულად ბრწყინავს ამ დროს შენი თვალები,მინდა შეგჭამო ამ დროს და წადი თავს უშველე.გაეცინა გიორგის და მარიამი თითქმის ძალუს გამოყენებით გაუშვა მანქანიდან.მარიამიც ვერ იკავებდა სიცილს გიორგის ვნება მორეულს რომ ხედავდა და თავადაც ვნებიანად კბენდა თავის ტუჩს და თვალებს უჟუჟუნებდა ისედაც ვნება მორეულს.გადავიდა თუ არა მანქანიდან მარიამს შემოესია კურსელები და ყოველი მხროიდან ეძახდნენ მარიამ კონსპექტი მათხოვე.მარიამი კი იცინოდა და ყველას ეხმარებოდა,გიორგი კი მხიარული სახით შევიდა კომპანიაში და უკვე მას ელოდნენ. -რა მოხდა,არ გეძინათ წუხელ?იკთხა გიორგიმ და გაეცინათ. -გიორგუნა ამ ბოლო დროს ადრე მოდიხარ სამსახურში,გიშველა დაქორწინებამ გამოსწორების გზაზე ხარ.უთხრა ალექსანდრემ. -დაქორწინდი ალექსანდრე და თავად გაიგებ, ამ ბედნიერების ფორმულა რაშიც მდებარეობს.უთხრა გიორგიმ. -დაანებე თქვენი ბრძნული აზრების ფრქვევას და დავიჯერო ვერ ამჩნევთ,რომ ზანდა დეიდა არ არის სამსახურში?გიორგის კაბინეტში ანა შემოვიდა. -ზანდა დიდამ არ იცის დაგვიანება,იქნებ საცობში მოხდა და დაველოდოთ. -არ შემიძლია,ვერ დაველოდები.მე ამ ბოლო თვეებში არ მომწონს ზანდა დეიდა.გელას რამე ხომ არ გაურკვევია თუ იცით. -არაფერი უთქვია ჯერ-ჯერობით.თქვა ბექამ.ჩაფქრებული იჯდა გიორგი რომ ტელეფონმა დარეკა და გაეღიმა. -გისმენ მარიამ.ანას გადახედა გიორგიმ და უთხრა. -ანა,მარიამი გირეკავდა და ტელეფონი გათიშული გაქვს? -დამავიწყდა,არ დამიტენია წუხელ და მალე დაიტენება. -აჰა,დაელაპარაკე.ტელეფონი გამოართვა გიორგის და მარიამს მოუსმინა. -კარგი,მანდ დამელოდე და მოვალ. -სად მიდიხართ.შეეკითხა გიორგიმ. -ეს შენ არ გეხება,მხოლოდ ჩვენი საქმეა.უთხრა ღიმილით და გაქრა ოთახიდან.გიორგის გაეღიმა და თქვა. -შენ იმედი არ გქონდეს ანა როდესმე დაჭკვიანდეს,არა,ეს არასდროს არ დაჭკვიანდება.საინტერესოა სად მიდიან,ამხელა მუცლით არ უჭირს სიარული? -რას გაუგებ ქალებს.უთხრა ბექამ ღიმილით.გიორგი იცი რას ვფიქრობ? -იმას, რასაც მე.თვალი ჩაუკრა ბექას. -წამოდი,მივაკითხოთ სახლში ვფიქრობ რომ მას რაღაც უჭირს. -მეც მასე ვფიქრობ,გახსოვს იმ დღეს როგორ დაგვლოცა? -მეც იმ დღიდან ამეკვიატა მასზე ფიქრი,მივაკითხოთ სახლში. -შენ აქ იყავი ალექს,რომ ვინმე მოვიდეს არავინი არ ვართ ცოტა უხერხულია.ფეხზე წამოდგა გიორგი და ტელეფონზე ისევ მარიამის ნომერი აციმციმდა. -მომისმინე გიორგი,ზანდა დეიდა დავინახეთ და მე და მარიამმა უკან გავყევით,იცით სად მივიდა? საავადმყოფოში სადაც რატი მუშაობს. -მოიცადე იქ რა უნდა,ავადაა? -კარდეოლოგთან მივიდა, ალბად სერიოზული პრობლემა აქვს. -რატი ნახეთ? -მის კაბინეტში ვართ,არ გვინდა დაგვინახოს ზანდა დეიდამ. -მიეცი ტელეფონი რატის.ანამ რატის ტელეფონი მისცა და გიორგიმ უთხრა. -არ დაენახო ზანდას ისე მოაგვარე მის ექიმთან ყველაფერი და მოვდივართ. -კარგი გიორგი ყველაფერს გავარკვევ.გათიშა თუ არა გიორგიმ ბექას შეხედა და ანიშნა, წავედითო.ორივემ ჩქარი ნაბიჯებით დატოვა კომპანია და საავადმყოფოსკენ აიღო გეზი,იქაც საჩქაროდ გაიარეს ხალხით სავსე ფოიე და რატის კაბინეტში შეაჭრა ორივემ.გაბრაზებულმა გადახედა იქვე მჯდარ ანას რომელიც ნაყინს ჭამდა და უთხრა. -დაგერეკა სადაც დაინახე და იქ მოვიდოდით,სად დადიხარ ამხელა მუცლით სახლში უნდა იჯდე და ფრთხილობდე,ეგებ გადაგობრუნდეს ფეხი და დაეცე. -აააა,უმადუროი რომ იქნება ადამიანი,გაუკეთე მას სიკეთე.რომ ნერვიულობდი დღეს,იმიტომ დაგირეკე ხისთავიანო და რომ არ გამოვყოლოდი როგორ გავიგრებდი აქ რომ მოვიდოდა. -რაღაცამ მაინც დაგასერიოზულოს,თქვენ ორნი.გაბრაზდა რატი.ექიმს ველაპარაკე და მითხრა რომ ზანდას სერიოზული გულის პრობლემები აქვს,მას მკურნალობა სჭირდება და ახლავეს. -მოგიწევს ვაკანსია გამოაკრა რომ მისი შემცვლელი იპოვო.თქვა ანამ. -ძლივს რაღაც სერიოზული წამოგცდა.ამოილაპარაკა გიორგიმ.მოდი,წავიდეთ და ვნახოთ და თუ არ გაგვიმხილა ძალის გამოყენება რომ დამჭირდეს მაინც წამოვიყვან და მკურნალობას დაიწყებს.გოგოებიც წამოიყვანეს და ზანდას ბინასთან მივიდნენ,ბინას ძირს ძალიან ლამაზი სკვერი ჰქონდა,იქ სკვერში კი მოხუცებული ბებო იჯდა.გიორგი გადავიდა და ბებოს დაელაპარაკა. -გამარჯობა ბებო აქ ცხოვრობთ? -კი ბებო აქ ვცხოვრობ რაც თავი მახსოვს.ღიმილით უთხრა მოხუცმა გიორგის. -ზანდა დეიდას ვეძებ,ვიცი რომ ამ ბინაში ცხოვრობს მაგრამ რომელ სართულზე არ ვიცი. -ვინ ხარ ბებო მისი. -ჩემთან მუშაობს და დღეს არ გამოცხადდა,ვინერვიულე. -მესამეზე ცხოვრობს შვილო,მაგრამ ახლა იქ მისი მეუღლეა მისული და ალბად დედა-შვილს აწიოკებს. -რატომ? -ზანდა ძალიან კარგი ადამიანია,მაგრამ მძიმე ცხოვრება აქვს. -არ მჯერა. -დაიჯერე,მისი მეუღლე სვამს და კიდეც თამაშობს.ერთადერთი შვილი ჰყავთ,მეცოდება ის გოგო ასეთი მამის ხელში.გიორგი გაოგნებული იყო მოსმენილით,ზანდა ხომ ყოველთვის მოწესრიგებული მოდიოდა სამსახურში.მას არასოდეს შეუმჩნევია მსგავსი რამ,რამდენი რამის დამალვა შეუძლია ქალებს. -ბებო ორ ძალიან ჯიუტ გოგოს დაგიტოვებ აქ და არ მისცე ნება სადმე წავიდნენ,მე და ჩემი მეგობარი მაღლა ავალთ. -კარგს იზამთ შვილო,მაგრამ ფრთხილად იყავით.გიორგი მანქანასთან დაბრუნდა და ანას და მარიამს უთხრა. -გადმოდით და წამომყევით.გაკვირვებული გადმოვიდა ორივე მანქანიდან. -აქ იქნებით ჩვენს დაბრუნებამდე და აქედან ფეხი არ მოუცვალო,განსაკუთრებით შენ გეუბნები.უთხრა მკაცრად ანას. -მარიამ,გთხოვ ზემოთ არ ამოხვიდეთ არ ვიცით რა ხდება.უთხრა ბექამ მარიამს. -ხო კარგი გავიგეთ,რა პატარა ბავშვივით ჭკუას მარიგებ სულ განა პატარა ვარ? -პატარა არ ხარ,მაგრამ გიჟი ხარ და თავს არ უფრთხილდები.უთხრა ბექამ და მარიამმამაც უსაყვედურა. -გეყოთ ორივეს და წადით.წავიდნენ და ფრთხილად ავიდნენ მესამე სართულზე,ბინიდან გარკვევით გამოდიოდა ზინა დეიდას ტირილის ხმა. -არ გაბედოთ და ჩემს შვილს არ შეეხოთ,მე რაც გინდათ ის მიყავით მხოლოდ ჩემი შვილი გაუშვით გარეთ. -გიორგი აქ სერიოზულად არის საქმე,გელას დაურეკე ჩემი ტელეფონი მანქანაშია.გიორგიმ დაურეკა გელას და ყველაფერი აუხსნა. -შენ არ გვინდებხარ უკვე ბებერი ხარ,ამიტომ ამ გემრიელი სხეულით ჩვენს ვალს მივიღებთ და წავალთ. -როგორ გეძახდი მამას,შენ ხომ მამა არ ხარ.მოესმათ გოგონას ტირილიც. -წამებად მექაცა თითოეული დღე რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში,ჩემს წინ სულ სხვა ადამიანად გადაიქეცი ყალბი და გრძობებ დაცლილი.შენ კაცი არა ხარ,შენ არა კაცი ხარ.როგორ ძალიან მიყვარდი და როგორ შემზიზღდი.გამოგელია,ამოგეწურა რესურსები და შენი შვილით დაიწყე ვარჭრობა? შენნაირი ნაგავი ადამიანი ვერასოდეს გაუგებს,ყველაზე მდიდარ და ნათელ გრძნობას როგორიცაა სინდისი და სიყვარული.როგორ გაბედე და ეს ხვადაგები აქ მომიყვანე,რისთვის. აჰა, აქ ვარ მოდით და რაც გინდათ ის უყავით ამ გრძნობა დაკარგულ სხეულს.თუ გინდათ გადაუარეთ,თუ გინდათ ნაფლეთებად აქციეთ,მაგრამ ჩემს შვილს არ შეეხოთ.გთხოვთ,ნუ დაუმახინჯებთ სულს თქვენი სიბინძურით. -ღმერთო ეს რა ხდება.ჩაილაპარაკა გელამ და კარი შეამტვრია.ბინაში შესულებს საზარელი სურათი დახვდათ,დედა-შვილი იატაკზე ჰყავდათ ნაცემი და მათ გაუპატიურებას სამი მამაკაცი ცდილობდა.სასწრაფოც მალე მოვიდა და ორივე სავადმყოფოში გადაიყვანეს და ისინი კი დააკავეს.რატიმ დამამშვიდებელი გაუკეთა დედასაც და შვილსაც რადგან ორივეს ნერვიული აშლილობა ჰქონდათ. -ძალიან დიდი სტრესი აქვს გადატანილი და ეს მისი დაავადებული გულისთვის საშიშია.თქვა ზანდას ექიმმა. -ლევანი გააკეთეთ ყველაფერი რაც მისთვის საჭიროა და შესაძლებელი.მაიკო ჩემი ნომერი იცი,მხოლდ ჩემთან გექნება კონტაქტი დღე ღამის მონაკვეთში როცა დაგჭირდე დამირეკე.გთხოვ,შენი ცოდნა ახლა გამოიყემე და ეს ორი ჩემთვის საჭირო ადამიანი უნდა გამოიყვანო მდგომარეობიდან.მაიკომ მიუბრუნდა რატის და უთხრა. -ორივეს ნერვიული სტრესი აქვს და როგორც ნერვოლოგი შენ გევალება დედა-შვილი ამ სტრესიდან გამოიყვანო. -ძალიან გული მეტკინა და საერთოდ ხშირად ვამბობ,რატომ ისჯება ყოველთვის კარგი ადამიანი. -საკუთარ ცხოვრებას ვერ დაგეგმავ გიორგი,ეს ყველაფერი უფლის ხელშია.მას შეუძკლია გაგვახაროს და გაგვაუბედუროს.თქვა ბექამ. -რატი შენ რას იტყვი. -მე რასაც დავაკვირდი ამ მოკლე დროში,ხელთ მაქვს რამოდენიმე ანალიზი რომელიც იმ წუთში გაკეთდა,მიჩვენებს ცენტრალური ნერვიული სისტემის დაავადებას რომელსაც თან სდევს შინაგან ორგანოთა ფუნქციების მოშლა და რომელიც ნივთიერებათა ცვლას ასახავს. ხვალ გადავუღებთ თავზედაც და ასე რომ,ყველაფერი უმაღლეს დონეზე გაკეთდება. -ახლა ძინავთ თუ დამამშვიდებელი გაუკეთეთ. -დამამშვიდებელი აქვთ გაკეთებული,ისინი დილამდე იძინებს.წადით თქვენ,დღეს ჩვენ ვართ აქ და მივხედავთ.რატიმ დაამშვიდა მეგობრები და გაუსვა სახლში.სახლში გვიან მივიდნენ,სადაც ანერვიულებული დახვდა მშობლები. -სად ხართ შვილო ამდენი ხანი,დაღამდა გამისკდა გული.გიორგიმ დაღლილი ჩაესვენა სავარძელში და ცოტა რომ მოითქვა სული მარიამს თხოვნით შეხედა. -წყალი დამალევინე რა.მარიამმაც მიუტანა წყალი და მის გვერდით დაჯდა,გიორგიმ კი ყველაფერი მოუყვა გოგის და რუსოს.ძალიან იმოქმედა გოგიზე ზანდას მდგომარეობამ,მათ მეგობრობას ხომ წლების ათვლაც დავიწყებოდა,დილით გიორგისთან ერთად მივიდა საავადმყოფოში,რატიმ თვალი მოკრა გიორგის და წინ შეეგება. -როგორ ხართ,როგორ იყვნენ წუხელ რატი. -წუხელ გაიღვიძა და პანიკური აშლილობა ჰქონდა.შექცევადი შეტევები,თავის საშინელი ტკივილი და ბოლოს ისევ დამამშვიდებლისგან ძილად მივარდნა,ჯერ კდევ ძინავს. -გოგონა როგორაა,თუ არ ვცდები ალექსანდრა ჰქვია. -ხო ალექსანდრა ჰქვია,ის უკეთაა ღვიძავს.ცოტა შეეშინდა დედას რომ შეხედა ისეთ მდგომარეობაში,მაგრამ დავამშვიდეთ.შენ გიცნობს შორიდან,ალბად გადმოცემით იცის დედასგან. -კარგი შევალთ,ვნახავთ.გიორგი და გოგი პალატაში შევიდა და გიორგიმ ზანდას ფრთხილად აკოცა შუბლზე. -არ დავუშვებ რამე დაგემართოს,შენ დადგები ფეხზე. -მადლობა გიორგი მე ჩემს თავს არ ვჩივი,ბავშვი მრჩება უპატრონოდ.მოესმათ ზანდას სუსტი ხმა. -ნუ გეშინია ზანდა მე რადგან წამოვედი კომპანიიდან,ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ ცოცხლობს.როგორც ჩემს შვილს ისე მივხედავ,გიორგი მიხედავს ალექსანდრას ზანდა სანამ არ გამოჯამრთელდები. -მადლობა ბატონო გოგი. -აღარ ვარ შენი უფროსი,უბრალოდ გოგი დამიძახე ზანდა. -ერთი სათხოვარი მაქვს. -მითხარი ზანდა დეიდა. -გიორგი ის ადგილი და ის ბინა მეზიზღება,გთხოვ გავყიდო მინდა და უფრო პატარა ჭერი ვუყიდო ჩემს შვილს. -ვის სახელზეა ის ბინა,თუ თქვენი მეუღლის სახელზეა გაგვიჭირდება. -არა,ის ჩემი ბინაა მე ვიყიდე და ჩემს სახელზეა. -კარგი,გელას ვეტყვი და როგორც შენ გინდა ისე გაკეთდება ყველაფერი,ალექსანდრა წამოდგება ფეხზე და ისიც დაგვეხმარება. -ცუდ დროს მიგატოვე შვილო,დაძაბული დრო გქონდა და გჭირდებოდი.გიორგი ალექსანდრამ სამი უცხო ენა იცის,იქნებ ის აგეყვანა ჩემს ადგილზე. -ძალიან კარგი,თუ თავად გაწვდება სწავლაში ხელს არ შევუშლით,პირიქით მოვეხმარებით.ანა ასწავლის ყველაფერს და ვფიქრობ მოვგვარდებით მაგ საკითხში.შენ კი არ ინერვიულო კარგი? უთხრა გიორგიმ და თბილად გაუღიმა. -ჩემი შვილი თქვენს გვერდით იქნება,სანერვიულო მართლა არ მაქვს,ვიცი რომ არაფერს გაუჭირვებთ მას. -ალექსანდრა შენ როგორ ხარ.შეეკითხა გოგიმ. -მე უკეთ ვარ,მადლობა.მალე ყველამ მოიყარა თავი და ზანდას პირობა მისცა ანამ რომ ალრქსანდრას თავად მიხედავდა. -შენ მიხედავ? შენ სიგიჟეებს ასწავლი და დაგეშავ ჩვენს წინააღმდეგ,ენა არ შემომიბრუნო,ალექსანდრა ჩემთან წამოვა რომ სერიოზული ადამიანი ჩამოყალიბდეს და არა მის შეხედვაზე ხალხი პირდაპირ ფსიხიატრიული გარბოდნენ. -როგორ მეზიზღები გიორგი გოგაბერიშვილო,მაგრამ სულ არა,ხანდახან.უთხრა გაბრაზებულმა ანამ. -მეც მიყვარხარ და არ არის ამდენი აფიშირება საჭირო.ანამ უყურა,უყურა გიორგის და უთხრა. -ვისაც ჩემი შურს, იმას მოტყდეს ფეხი.ვოტ ასე მოგიხდება შენ. -ეს გინდოდა დილას ასე რომ დაელოცე? ხომ დაგლოცა შეეშვი ახლა.უთხრა სიცილით ბექამ. -ენას ამოგწიწკნი და ხელში დაგაჭეროინებ,ვინ ხარ რა არსება ხარ არც გათხოვებამ გიშველა,არც ორსულობამ,მაინც ანთხევ და ანთხევ ამ შახამ რომ არ გამოგელია?ზანდა და ალექსანდრა იღიმოდა მათ კინკლაობაზე. -ეს არაფერია,ახლა არ შეუძლი ანას თორემ ისეთ კონცერტებს უტარებდა გიორგის სულ ცივი ხმით აღრიალებდა.სიცილით უთხრა გოგიმ ალექსანდრას. -აქ სიმშვიდეა საჭირო და ნუ იცინით,გადით გარეთ ადამიანს დასვეება სჭირდება.შენისთანა ხისთავიანი კი არ არიან,რომ ვერ იგრძნოს ვერცერთმა ეს ხმაური. -ოხ ანა,ოხ ანა როდის დაიჩუტები. -ორი თვე მიდა კიდევ.უთხრა ღიმილით და მუცელზე ხელი დაისვა.ნელა-ნელა ყველაფერი ჩაწყნარდა და თავის ადგილზე დადგა,ზანდას ჯამრთელობა კარგად მიდიოდა,ალექსანდრა ხან გიორგისთან იყო და ხან ანასთან.სამსახურსაც შეეწყო და ამ მეგობრულად შეკრულ ოჯახშიც მოკალათდა სადაც თავს ყველაზე ლაღად გრძნობდა.გელამ დღე არ გავიდოდა გიორგისთან რომ არ მისულიყო თუ სახლში,თუ კომპანიაში და ისე არ მივიდოდა ალექსანდრესთვის შოკოლადი არ მიეტანა.მარიამი აკვირდებოდა გელას და ჩუმად მისთვის იცინოდა გულში,რადგან პირველმა მარიამმა აღმოაჩინა ალექსანდრეს მიმართ გრძნობები რომ ჰქონდა გელას. უჩვეულოდ ცივი ზამთარი დადგა,დილით გიორგიმ ფარდები გადაწია და თვალები გაუფართოვდა თოვლი მოსულიყო და ყველაფერი თეთრ ქათქათა ფენით იყო გადაფარული.ფარდები ისევ ჩამოაფარა და დაელოდა მარიამის გაღვიძებას,რომ შეეხედა მისი ბედნიერებით სავსე თვალებისთვის.როცა მარიამს უყურებს ბედნიერებით სავსეს და მხიარულს გიორგისთვის ირგვლივ ყველაფერი ირინდება და მას მხოლოდ მარიამის კისკისის ხმა ესმის,გაიღვიძა მარიამმა და გიორგიმ უთხრა. -ხომ გაგიგონია საყვარელო,ყველა ლამაზი დღე ქალთა დღე არისო,ასეც არის ადე გაიხედე გარეთ,დღეს შენი დღეა. -რა ხდება, გიორგი.ადგა ხალათი შემოიმცვა და ფარდები გადაწია,მის წინ კი უჩვეულოდ თეთრი დილა გადაიშალა. -ღმერთო,რა სილამაზეა,ბუნების სიცოცხლის საწყისი დღეები დაიწყო,ყველაზე დიდი სიმდიდრე ხომ სიცოვხლით ტკბობაა და აი ზამთარში ესაა სიცოცხლე და სიხალისე.ფერადი შემოდგომის შემდეგ ჭაღარა ზამთარიც დაგვადგა თავზე.ერთი,ორი,სამი,სამ თვეში კი გაზაფხულია.თავისთვის ლაპარაკობდა და გიორგი ღიმილით უსმენდა.-დღეს პირველი დეკემბერია ხომ?მიუბრუნდა კითხვით გიორგის. -1 დეკემბერია და ეს პირველი დღეც თოვლით მოგვილოცა ზამთარმა.უთხრა გიორგიმ და ხელები შემოხვია მარიამს. -ჩემი საყვარელი სეზონია გიორგი ზამთარი. -მართლა?ეს არ ვიცოდი.გაუკვირდა გიორგის. -ხო,მართლა.ცხელი ჩაი, ბუხარში ცეცხლის მზე და კალენდარზე ნელა-ნელა ყოველი დღე თითოეული ფურცლის მოხევა. -ჩემი პატარა რომანტიკოსი.შენებიდან ყველას წილი რომანტიკა მოათავსე შენში,ანას ვერ გაუყავი ცოტა? ვაფშე გარტყმაში არ არის,რა არის რომანტიკა.გაეცინა გიორგის. -რა გინდა ანასგან ახლა,შემდეგ იტყვი თავად გამომიწვია და მეც სამაგიეროს გარეშე არ დავტოვეო.იცი რას მივხვდი მთელი ეს დრო? -რას,რამე სისულელე არ თქვა მარიამ. -არა,სისულელე სულაც არ არის.თქვენ ორნი ვერ იტანთ უერთმანეთოდ ყოფნას და ვერც ერთად თავსდებით. -რა საყვარლად გაიბერა,უკვე 8 თვის არის ხომ? მალე პატარა გვეყოლება,მარიამ ჩვენ როდის გვეყოლება? კითხა მარიამს და კისერში აკოცა. -ეს შენზეა დამოკიდებული.ეშმაკურად უთხრა მარიამმა გიორგის და თან კისკისებდა,რადგან იცოდა რაც მოყვებოდა მის სიტყვებს. -აააა,ესე იგი მე ვარ დამნაშავე? ამ ზამთრის დაჩიავებულ დღეში,რა უნდა მოასწრო.დღე იმდენად პატარაა,იღვიძებ მიდიხარ სამსახურში,მოდიხარ და უკვე ღამეა.სიცივე კი ყველაფრის სურვილს გიკლავს. -გარეთაა სიცივე სულში ხომ არა?რა ჯობია სუსხიანი სიცივის შემდეგ სახლში შესვლას და სახეში ბუხრის სითბო რომ შემოგასკდებს.მერე უფრო კარგი არ არის მალე რომ ღამდება?უფრო ბევრი დრო გაქვს ტკბობისთვის და მოფერებისთვის. -მარიამ რა გაქვს გულში.თვალებით იცინოდა გიორგი. -ის რაც შენ.გადაიკისკისა მარიამმა და გიორგიც აყვა. -მაგიჟებ,მაბნევ და შენს წინაშე ორივე ველური ვხდებით.გიორგიმ საწოლზე გადააწვინა მარიამი და ორივემ სიყვარულით ჩააცხრო მათში მოწოლილი ვნება. -არ იცოდი ზამთარი იდეალური მომენტი რომ არის ერთმანეთის მოფერებისთვის?თბილ საწოლში გაღვიძებისთანავე როცა სხეულები ჯერ კიდევ თვლემს,ნელა ნელა ემზადებიან ნელი და ზარმაცი სექსისთვის,ნელა-ნელა ერთმანეთის ტკბობით ნელი და არც ისე მცხუნვარე მზის ფონზე იღებ სიამოვნებას.გიორგიმ ზემოდან დააჩერდა მარიამს და სიცილით შეეკითხა. -მარიამ კარგად ხარ? -ამ საოცარი სიამოვნების შემდეგ, მიიღე შხაპი და უცქირე შენს გამოსახულებას სარკეში.მარიამი აგრძელებდა ვნებამორეული ზამთრის ოცნებებში ხეტიალს და გიორგის ისევ აღგძნებდა,ისევ ჩაიძირნენ ვნების მორევში და როგორც იქნა ორივე დაიღალა.ამ საოცარი სიამოვნების მიღების შემდეგ ორივემ აშკარად იგრძნო შიმშილი. -ავდგეთ მარიამ შუადღე წამოვიდა,ენერგიის შენარჩუნებისათვის და ჯანსაღი ცხოვრებისთვის აუცილებელია ნოყიერი საუზმე. -მართალი ხარ შენ,მეც მომშივდა.ადგა,მოწესრიგდა და რუსოს გვერდით დაუდგა.ფორთოხალი დაწურა,კვერცხიც შეწვა,პომიდორიც დაჭრა,სოსისი მოხარშა,არც რუსოს გაკეთებული გემრიელი კვრასანები არ დავიწყებია და სხვებთან ერთად თავადაც მიუჯდა მაგიდას. ბედნიერება რომლის ძიებაში კაცობრიობამ უდიდესი ძალა დახარჯა,თვითეულმა ადამიანმა კი თავისი სიცოცხლის არც თუ მცირე დრო და ენერგია შესწირა,ისევ შორსააა და ჯერ კიდევ გამართულია ბედნიერების ძიების დიდი მარათონი და საუბედუროდ უაღრესად დიდ ბედნიერებას დიდი უბედურების მოტანაც შეუძლია.მაინც რა არის ბედნიერება? როდის იწყება მისი ძებნა? იქნებ ბავშვობაშივე მაშინ,როცა ჯერ კიდევ არ ვიცით რომ უბედურებაც არსებობს ქვეყნად და ბედნიერებასთან ერთად ფეხ და ფეხ მოგვდევს.ეძებს მომენტს როდის დაგვატყდეს თავს და წელში გაგვტეხოს,ეძებს აგრეთვე სულიერად მოგვსპოს და ბედნიერებით გაცისკროვნებული თვალები ცრემლით და დარდით შეცვალოს.ცხოვრების ბედნიერმა რიტმმა,ნელა-ნელა იწყო შეცვლა მარიამის ცხოვრებაში და მისი რეალურად ყველასათვის შესაშური ბედნიერება მუქი ფერებით შენიღბა.ვიდრე გზათა შორის ბედნიერების უტყუარი გზის ძებნას შევუდგებოდეთ, თენგიზ აბულაძის ,,მონანიებაში''ვერიკო ანჯაფარიძის გენიალური გმირის არ იყოს უნდა ვიკითხოთ; ,,ეს გზა ტაძრამდე მიგვიყვანს''?ბედნიერებაც სადღაც იქვე არის იმ ტაძართან,მხოლოდ მარიამის ბედნიერება.სულიერი და ემოციური მდგომარეობა,რომელიც სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს ადამიანში ,,არასოდეს დაუწყო ბედნიერებას დევნა და გახსოვდეს,რომ ის მუდამ შენშია''.-(პითაგორა) მართლაც ასეა,ის ყოველ ჩვენთაგანშია მათხოვარშიც და მდიდარშიც.თუ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალეებიდან შევხედავთ,უამრავი ბედნიერი წუთი გვექნება.დიახ,ბედნიერი წუთი და არა ბედნიერება.არ არსებობს ბედნიერება,როგორც ისეთი მუდმივი ცნება,არსებობს მხოლოდ ბედნიერი წუთები.მარიამი ბოლო ერთი თვის მანძილზე ძალიან დასუსტდა,თავს ცუდად გრძნობდა თანდათან ძალა ერთმეოდა და ძილად იყო მიგდებული,ამიტომ ჩუმად წავიდა ექიმთან ანალიზების ასაღებად.მოუთმენლად ელოდა პასუხს და მეამე დღეს მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა,მის სხეულში უკვე სულ პატარა და ციცქნა გული ჯერ კიდევ სუსტად ფეთქავდა.დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ,ექიმი მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა. -წინსვლა გვაქვს მარიამ და უნდა მოგილოცო,8 თვეში დედა გახდები.წინ ძნელი და რთული თვეები გაქვს გასავლელი და იმედია ვაჟკაცურად გაუძლებ,ერთ თვეში მოდი.ვიტამინებს გამოგიწერ,გჭირდება კარგი კვება და ნატურალური ყველაფერი. -ყველაფერი კარგად არის ხომ? ცუდად გრძნობდა თავს,მაგრამ ეს ცუდად ყოფნა სიხარულისგან იყო გამოწვეული.სადაც იყო ტირილს დაიწყებდა,ერთიანად კანკალებდა და ექიმს მაინც იმედი სავსე თვალებით უცქერდა. -ყველაფერი კარგად არის,მაგრამ თუ რჩევებს არ გაითვალისწინებ შესაძლებელია პრობლემებმა იჩინოს თავი და გაგვირთულდეს ისედაც რთული დრო რომელიც წინ გვიდევს.ამიტომ იზრუნე პატარაზე და შენს ჯამრთელობაზე. -აუცილებლად ექიმო,აუცილებლად გავუფრთხილდები ჩემს პატარას ეს ჩემი სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს. -აბა შენ იცი,პატარა დედიკო.სიხარულით სავსე გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან და კი არ მიდიოდა სახლში,მიფრინავდა.უეცრად რაღაც მოაფიქრდა და ბავშვთა სამყაროს ეწვია,თვალები უბრწყინავდა სიხარულისგან,ხელის კანკალით შეეხო პატარა და ლამაზ ვარდისფერ კაბას არც დაფიქრებულა მისივე პატარა ბაჩუჩებიც იყიდა და ლამაზად შეფუთული ფრთხილად ჩაიდო ჩანთაში.მიფრინავდა სახლისკენ ფრთებ-გამოსხმული,ერთმანეთში ერეოდა ყველა გრძნობა და ემოცია რომელმაც მთელი მისი არსება მოიმცვა.ყურში მელდიასავეთ ჩარჩა ექიმის სიტყვები ,,წინსვლა გვაქვს მარიამ და უნდა მოგილოცო,8 თვეში დედა გახდები''. უზარმაზარი,ჯერ კიდევ გულსი დაფარული სიხარულით და გრძნობებით შეაბიჯა სახლში. -სად იყავი მარიამ შემაშინე, გირეკავდი და გათიშული გქონდა ტელეფონი.უთხრა შეშფოთებულმა გიორგიმ.რუსომ შეატყო მარიამს თვალებიდან ვარსკვლავების ცვენა ხელი მოკიდა და ცალკე გაიყვანა,რამაც გიორგიც და გოგიც გაკვირვებულები დარჩნენ და ერთმანეთს გაოცებულებმა შეხედეს. -ქალები შვილო უცნაური არსებები არიან,29 წელია ერთად ვცხოვრობთ და ჯერ კიდევ ვერ ამოვიცანი.არა უშავს, წინ დიდი დრო გაქვს შეიცნო შენი მარიამი.ღიმილით უთხრა გოგიმ გიორგის და აგიზგიზებული ბუხრის წინ დაჯდა. -რა ხდება მარიამ? უთხრა რუსომ ღიმილით მარიამს და თან თვალებში ჩააჩერდა.-ნუთუუუუუუ,მართლა?მარიამმა სიტყვის უთქმელად დაუქნია თავი და რუსოს ჩაეხუტა.რუსომ ცრემლი მოიწმინდა და მარიამს უთხრა. -არ ეტყვი? ნახე როგორი მოლოდინით გიყურებს,ცოდოა ნერვიულობდა რომ დაგაგვიანდა. -ვეტყვი და თან რაღაც უნდა ვაჩვენო. -რა,რა უნდა აჩვენო რამე იყიდე? -ვიყიდე,ჩემს გოგოს პირველი საჩუქარი დედასგან. -ღმერთო ახლა შევიშლები,მადლობა უფალო.მარიამმა ჩანთა გახსნა და ლამაზად შეფუთული რაღაც ამოიღო და ბუხრის წინ დაჯდა ისიც გიორგის გვერდით.ხელები გაითბო,კარგად შეიგრძნო სახლის სითბო და აღარ აწვალა მასზე მოჩერებუილი მოლოდინით სავსე თვალები,გიორგის მიუბრუნდა და წყნარად უთხრა. -პირველი მინდა გითხრა,რომ ტელეფონი გამეთიშა რადგან ელემენტი დაუჯდა და გაითიშა,ამიტომ ვერ გიპასუხებდი. -და მეორე რა არის,რა გაქვს აქ. -მეორე ის არის,რომ ეს შენთვისაა მაგრამ სანამ გახსნი და ნახავ,მანამ მინდა გითხრა რაღაც. -მარიამ ნუ ღეჭავ სიტყვებს და ნუ ცდი ჩემს მოთმინებას. -ნუ იღრინები გიორგი.შეუბღვირა მარიამმა და ცრემლიც კი მოერია. -რა გჭირს,ტირიხარ? -დღეიდან არ შეიძლება ჩემი ნერვიულობა,არც შიმშილი,არც შფოთვა,არც ზედმეტი სინაზე და ეს შენგან წამოსული სიბრაზე კი ჩემს ნერვებზე ძალიან მოქმედებს,რომელიც უნდა დაივიწყო მთელი 8 თვის მანძილზე.გიორგი გაოცებული უცქერდა მარიამს რომელსაც ცრემლები სახეზე დაედინა,მაგრამ მაინც გაუღიმა შემდეგ კი ანიშნა გახსენი საჩუქარიო.გიორგიმ ნელა-ნელა შემოაცალა ბრჭყვიალა ქაღალდი და ხელში შერჩა ნაზი და ძალიან ლამაზი ვარდისფერი ქსოვილი,გაშალა და პირველი რაც აზრად მოუვიდა სახეზე აიფარა რამდენიმე წუთი ასე იჯდა მდუმარედ და მარიამს შეხედა. -აქ არის ჩვენი პატარა,რომელიც შენ მაჩუქე.ის ცოცხალი არსებაა რომელიც ჩვენი მარადიული სიყვარულის სიმბოლოა.ნელა ნელა გაიაზრა რაც ხდებოდა მის გარშემო,სახე გაუნათდა და ღიმილიმა გაუპო ბაგე,თვალებში შუქი ჩაუდგა. -მარიამ უბედნიერესი ვარ,შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამახარე.ჩემი ცხოვრების აზრი ხარ,რომელიც ცხოვრების თილისმას გამიჩენს.მადლობა,მადლობა ამ უსაზღვრო ბედნიერებისათვის.გოგი და რუსუდანიც წამოდგა ფეხზე და შვილებს მიულოცა ეს მართლაც და უდიდესი ბედნიერება.ბედნიერი წუთებში ბექას ტელეფონის ზარმა დაარღვია და გიორგის ჩაჰყვირა სიხარულით. -სად ხართ გიორგი. -სახლში ვართ,რა მოხდა. -გიორგი ანა მიმყავს,სულ მალე პატარა ტომი დაიბადება ჯერი თქვენი გოგონა იქნება.სიცილით უთხრა ბექამ. -მართლა?მოვდივართ.გიორგი ღიმილით მიუბრუნდა მარიამს და უთხრა.-მარიამ ანას მშობიარობა დაეწყო,წამოხვალ? მარიამი ფეხზე წამოფრინდა და გიორგის სიხარულით აჟიტირებული უკან გაჰყვა. -ჩვენ როდის ავფორიაქდებით ასეთი სიხარულისგან მარიამ? ღიმილით კითხა გოგიმ მარიამს და მანაც ღიმილით დაუბრუნა პასუხი. -აგვისტოში,ცხელი აგვისტო აირჩია ჩემმა გოგონამ.გიორგიმ კარები გაუღო მანქანის და ფრთხილად გავიდა ეზოდან,უეცრად მარიამს მიუბრუნდა და შეეკითხა. -რა იცი რომ გოგონაა ჯერ ხომ ადრეა სქესის დადგენა. -არც გავიგებ სქესის,ინტუიციით ვგრძნობ რომ გოგო არის. -აგვისტოში დიდი დღესასწაული გვაქვს ,,მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა''რა სახელი უნდა შევურჩიოთ მარიამ.იკითხა გიორგიმ დაფიქრებულად. -არც არაფერი განსხვავებული,მარიამობის თვეში მარიამი დაიბადება.უთხრა ღიმილით. -ეს როგორ,მარიამ დედას და შვილს ერთმნაირი სახელი გექნებათ? -ხო,მერე რა?მე რომ აღარ ვიქნები,ის გააგრძელებს ჩემს სახელს.გიორგიმ მოწყვეტილად გააჩერა მანქანა და მარიამს სიბრაზით ანთებული ჩაწითლებული და ჩასისხლიანებული თვალებით გახედა. -შენ გინდა რომ ჭკუიდან ამჭრა? რაღაც ძალიან ცდილობ ამას მარიამ. -რა მოგივიდა.გაუკვირდა მარიამს გიორგის ცვლილება. -რამე ისე არ არის და მიმალავ? მარიამ ხომ იცი უშენოდ რომ არაფერი არ გამახარებს,თუნდაც ეს ბავშვი იყოს. -გიორგი გეფიცები....... -ამიტომ დაიმახსოვრე,თავიდანვე ვიცოდე ექიმის ყველა რჩევა და ყველა მოქმედება. -ყველაფერი რიგზეა, რას ეფეთები ვერ გავიგე ლამის გამისკდა გული ისე გააჩერე მანქანა.ცას ვინ გამოკერებია მე რომ გამოვეკერო,ერთ დღეს ყველა წავალთ და დავადგებით გზას მარადისობისაკენ. -ერთ დღეს კი,მაგრამ ახლა არა და სულ სიკვდილზე ნუ ლაპარაკობ,რამდენჯერ გაგაფრთხილე.ხმა ვერ გააკონტროლა გიორგიმ და უყვირა მარიამს. -სულ არ გაქვს მოთმინება,აღარაფერს აღარ გეტყვი აწი.გაბრაზდა მარიამიც. -მარიამ ბედნიერება ჩვენს სიყვარულში კი არა, მის სიძლიერეშია.რამდენად ძლიერია სიყვარული,ბედნიერებაც მის გვერდითაა.საავადმყოფოში მისვლამდე არცერთს აღარ ამოუღია ხმა, გიორგი მარიამზე ბრაზოდა და მარიამი გიორგიზე უცებ რომ ფეთქდებოდა ყველაფერზე.საავადმყოფოში შევიდნენ თუ არა სულ სხვანაირი გიორგი გახდა,შეხედა ანას ტკივილიგან როგორ იტანჯებოდა და შეეცოდა,შემდეგ მარიამს გადახედა და გაეცინა რადგან ანას ადგილას მარიამი წარმოიდგინა და სასიამოვნოდ გააჟრიალა.იმდენად შეეცოდა მისი სისხლის მსმელი ტანჯვისთვის,მოუნდა ტკივილი შეემსუბუქებინა მისთვის ახლოს დაუჯდა,ხელი მოხვია და დაამშვიდა. -ძლიერი ხარ ანა და გამაგრდი,რადგან ეს ტკვილი რამდენიმე წუთიანია რომელიც ბოლოს სასიამოვნო წუთებად გადაგექცევა,სიცოცხლის აზრს ათასმაგად რომ გაგიმძაფრებს.არ ჩაიძირო ტკივილში,აიტანე,გაუძელი რამდენიმე წუთს,ბექასაც ძალა მიეცი რომ შიშმა და სისუსტემ ერთად არ მოერიოს.წადი,გაყევი შენს ექიმს ჩვენ აქ გელოდებით ყველა.ზუსტად 8 თვეში ასე დამშვიდებ შენც მარიამსაც,რადგან 8 თვეში შევიკრიბებით ისევ აქ ყველა ერთად და კიდევ ერთი პატარას შემომატებას ავღნიშნავთ. -მართლა? სიხარულით,მაგრამ ტკივილნარევი ხმით შეეკითხა ანამ მარიამს და თვალებით მოეფერა. -ყველაფერი კარგად იქნება ანაბელ გამაგრდი. -კარგად ვარ,რა მომკლავს როგორც იქნა ჩემმა ტომიმ მშვიდად და თბილად დამელაპარაკა.სიცილით თქვა ბოლო სიტყვები,რაზედაც გიორგიმ გულიანად გადაიხარხარა და ყველა აყვა მათ სიცილს. -არ შეგიძლია ახლა მაინც არ უკბინოთ ერთმანეთს? უთხრა ბექამ მაგრამ უეცრად სახე შეეცვალა ანას და ცივი ხმით იკივლა. -ღმერთო მიშველეეე,ხელი გამიშვი ვერ გიტან,არ მინდა რომ გხედავდე.შეუღრინა ბექას. -ჩემთან რა გინდა,მე რას მერჩი.გაკვირვებული იყო ბექა. -შენთან მინდა აბა ვისთან მინდა,შენ რომ არა ამ დღეში არ ვიქნებოდი.შეუბღვირა ანამ. -მე რომ არ ვყოფილიყავი,სხვა მაინც იქნებოდა.ამიტომ კარგია რომ მე ვიყავი იმ სხვის ადგილზე და ნუ ბუზღუნებ,სულ მალე დასრულდება ეს მტკვნეული წუთებიც.სადაცაა ჩვენი შვილი დაიბადება და ნუ შეხვდები ბუზღუნით.გაიყვანეს ანა და ყველა ნერვიულად გადი გამოდიოდა,რომ უეცრად კარინას კივილმა შეაშინა ყველა. -ალიკააააა მიშველე,მოდის.ცრემლიანი თვალები შეანათა ალიკას. -რა მოდის,ვინ მოდის.დაიბნა ყველა და ბოლოს ისევ ალიკა მოვიდა აზრზე,რომ კარინასაც შობიარობა დაეწყო. -ორი პატარა დაიბადება დღეს,მადლობა უფალო რომ ნელა-ნელა ზრდი ჩვენს თბილ კერას. -ორი ვაჟკაცი არის უკვე ადგილზე ჩემი პრინცესას დასაცავად.თქვა მარიამმა და ამაყად გადახედა იქვე მდგარ გელას,რატის,ალექსანდრეს,ლაშას და ქეთევანს.ეს ხომ ყველასთვის ახალი ამბავი იყო,ულოცავდნენ გიორგის და მარიამს და ლაშამ ჩაახველა. -ჩვენც ველოდებით პატარას.ხელი გადახვია ლოყებაწითლებულ ქეთევანს. -აბა ეს ქორწინება ფიქტიური არისო? შეეკითხა რატიმ გაკვირვებულმა ლაშას და თვალები მოუჭუტა სასაცილოდ. -ასეც იყო,მაგრამ ფიქტიური ფაქტიური გავხადეთ და დღეს ბედნიერი წყვილი ვართ.გიორგიმ დაინახა ექიმი რომ გამოვიდა და ღიმილით მიახლოვდა სამშობიაროს კართან მომლოდინეებს. -დაიბადა ორი ჯამრთელი ვაჟკაცი ერთად,არც ერთი წუთით გვიან და არც ერთი წუთით დასწრება,ისინი ტყუპებივით არიან გილოცავთ. -ერთის მამა მოდის,მაგრამ მეორე სად წავიდა.იკითხა ალექსიმ.ექიმსაც გაეცინა მათ სიცილზე და თქვა. -ერთის დაბადებას მედგრად შეხვდა მამა,მაგრამ მეორეს გული სუსტი ჰქონია და გრძნობა დაკარგა,მალე შემოგიერთდებათ.რამდენიმე წუთში დაინახე სახე გათეთრებული ბექა,რომელმაც ალექსის წაართვა სიგარეტი და ერთი ღრმა ნაპასი დაარტყა. -შენ,შენ სიგარეტის წევა როდიდან დაიწყე.შეეკითხა გიორგიმ. -რას გავხარ,ცუდად ხარ? ხელი მოხვია მხრებზე გელამ და უბიძგა დამჯდარიყო. -შეგეშინდა? არ ეშვებოდნენ და კითხვებს ყოველი მხრიდან აყრიდნენ. -შემეშვით,რომ დავინახე სულ ერთიანად გალურჯებული ბავშვი ექიმს ფეხებით ეჭირა და მის პატარა მხრებში ურტყამდა ხელს რხმა რომ ამოეღო შემეშინდა,ძალიან შემეშინდა.გავიგონე რომ იტირა და როგორ აღმოვჩნდი ძირს არ ვიცი.ის ისეთი პატარა და უსუსურია ტო,ხელი მას როგორ უნდა მოკიდო.თქვა ბექამ და შემდეგ გაეღიმა. -სახელი?რას არქმევთ სახელს.შეეკითხა მარიამმა. -ლუკა დაიბადა,ჩემი პატარა კაცი,პატარა ადამიანი. -მეორეს?რას არქმევთ მეორეს.ლაშამ შეხედა ალიკას ღიმილით. -ვახო,ვახო დაიბადა.ვახო კობახიძე ჩემი ლომი. თქვა ალიკამ ამაყად.ყველაფერმა კარგად ჩაიარა,მარიამს უნდოდა სულ ლუკასთან ყოფილიყო და მისი სუნი შეეგრძნო.ეხმარებოდა ანას პატარა კაცის მოვლაში,იქედან წამოსულები კი კარინას და ალიკას გაუვლიდნენ,იქაც იგივე ხდებოდა დაიჭერდა ვახოს ხელში და დაუღალავად ეტიტინებოდა,ალიკა კი ამ ყველაფერს როგორც ბექა ისიც კამერით იღებდა.ბოლოს დაღლილი და დაქანცული მიყავდა გიორგის სახლში.მალე იღლებოდა და ეს არ მოწონდა,აშინებდა მისი ბოლო დროინდელი ფაქტები თავად აღმოაჩინა და გაანალიზა,რომ რაღაცეები ავიწყდებოდა,თითქოს აზროვნება დაუქვეითდა.არავის არაფერი არ უთხრა და გიორგის ჩუმად წავიდა ექიმთან.ექიმმა ყველა ანალიზს გადახედა და მარიამს სევდაჩამდგარი თვალებით შეხედა. -რამდენი თვის ორსული ხარ შვილო.შეეკითხა მარიამს. -მეხუთე თვეში ვარ,რამე პრობლემაა ჩემს თავს? -კი,პრობლემაა და ვშიშობ ეს ბავშვი უნდა მოიშორო მკურნალობას ჩაიტარებ და ჯერ ცხოვრება წინ გაქვს,გამოჯამრთელდი მყარად დადექი ფეხზე და შვილის ყოლას ყოველთვის შეძლებ.ექოსავით ჩაესმა მარიამს ექიმის სიტყვები,თითქოს ახლახანს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.ექიმს შეხედა თვალებ ანთებულმა და მკაცრად უთხრა. -არასოდეს,სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს მე ჩემი შვილის გაჩენა,მას დავიცავ,მას მოვავლენ ამ ქვეყნად რადგან მას არავისთვის არაფერი არ დაუშავებია.ის ყველაზე დაუცველი და უსუსურია და არაა დამნაშავე თუ იმ ადგილას ჩაისახა სადაც საფრთხე ელოდება მის ყოფნას.ეს პატარა ჩემს სხეულში,ჩემი სიყვარულია და ის უნდა დაიბადოს.ეს მეორედ არ მითხრათ,დამინიშნეთ მკურნალობა და მივიღებ წამლებს,ოღონდ ის რაც მითხარით არ გავაკეთებ. -მარიამ იცი რომ შენს სიცოცხლეს სასწორზე დებ? -ასე მირჩევნია ექიმო და გთხოვ გიორგის ნუ ეტყვით,თუ მაინდამაინც ამ ეტაპზე თავად ვეტყვი როცა დრო იქნება. -მპირდები,რომ ეტყვი? ამის დამალვა არ შეიძლება მარიამ ეს სერიოზული დანაშაულია ჩემი მხრიდან,როგორც ექიმი. -დრო,დრო მომეცით და ვეტყვი. -კარგი,მაგრამ ხშირად მოხვალ კონტროლზე თუ რამე დაგჭირდეს ტელეფონითაც შეიძლება ვიკონტაქტოთ. -მოვალ,აუცილებლად მოვალ.მარიამი განადგურებული დაბრუნდა სახლში. დიდ სიყვარულს ძალა აქვს და ის სასტიკია,ხანდახან თვით სიყვარულსაც არ შეუძლია ტკივილის ატანა და ის ტირის მაშინ,როცა ვეღარ უძლებენ ტანჯვას.ხანდახან ისე კარგადაა ყველაფერი,არაფლის შეცვლა არ გინდა და თავის გზით მიდის ცხოვრებაც.სიყვარული უფრო ღრმავდება და მარიამიც არ ფიქრობდა მხოლოდ თავის თავზე,ის ფიქრობდა გიორგიზე. -განა ბევრს ვნატრობდი? მხოლოდ მინდოდა შენთან ერთად დილას ვხვდებოდე, შენი ბაგიდან სუნთქვას რომ ვიტაცებდე და მერე მკერდში გეხუტებოდე, მშვიდად მძინარეს, ფრთხილად გკოცნიდე, თან შენს სურნელში ვიკარგებოდე, მხოლოდ ის მინდა, რომ შენს სიყვარულს ყოველ საღამოს ველოდებოდე,მაგრამ რადგან ასე არ არის როგორც ვფიქრიბდით შენ კარგად უნდა იყო,იმიტომ რომ მეც იქ უნდა ვიყო კარგად.მე იქედან დაგიცავ რომ სიბნელე გაგიქრო და სინათლეში იარო.ჩვენ სიყვარულით ვიპოვეთ ერთმანეთი,ეს ბავშვიც ჩენი სიყვარულია და არ შემიძლია უარი ვთქვა მასზე.როცა გაიზრდება შენ მას შეიყვარებ და მისცემ ფრენის საშუალებას.მარიამი ყოველ დღეს ახალ ახალ ჩანაწერებს აკეთებდა,ეს ჩანაწერი მარიამის დღიურში ბოლო ჩანაწერია,რადგან მერე ხელის კანკალიც დაეწყო.იცოდა,რომ გიორგი ამ დღიურს ოდესღაც ნახავდა.ორი კვირის შემდეგ წავიდა ექიმთან.გასინჯა ექიმმა და შეეკითხა. -როგორ გრძნბ თავს მარიამ. -ეს ბოლო დღეებია,ვგრძნობ რომ სუნთქვა მიჭირს. -ეს პროცესი მოსალოდნელიც იყო,შენი ავადმყოფობა იცი და გესმის რომ განუკურნებელია.უნდა გაიგო,რომ შენს გარშემო ბევრი საყვარელი ადამიანია,არის ისეთი ხალხიც რომლებსაც ძალიან უყვარხარ და შენზე გული შესტკივათ. -ჩემს მდგომარეობაზე გული ჩემზე მეტად არავის შეტკივა ექიმო. -გიორგი?რას უშვები გიორგის,ის არ გეცოდება?როდის უნდა უთხრა ეს ყველაფერი. -არ ვიცი,ვეტყვი აუცილებლად მაგრამ ჯერ არა. -როდემდე გინდა მალო,როდემდე გინდა ითამაშო ძლიერი ქალის როლი მარიამ.როდემდე შეძლებ მალო ეს ყველაფერი,იცი რომ შესაძლებელია სიარულიც გაგიჭირდეს? მხედველობაც და სმენაც დაგიქვეითდეს? გაბრაზდა ექიმი. -სწორედ ეს მიჭირს მეც,რომ გათენდება დილა და გიორგი შემატყობს იმიტომ რომ ნაბიჯს ვერ გადავდგამ,დამიძახებს მარიამო და ვერ ვუპასუხებ,მომეფერეო და ხელს ვერ ავწევ მოვეფერო.როგორ გგონია ეს ყველაფერი ჩემთვის იოლია? ხმით ატირდა მარიამი. -მაგრამ თუ არ იბრძოლე,შენ თავად წაართმევ შენს თავს გიორგის და შენთან ერთად იმ ბედნიერ დღეებს რომლებიც ერთად გაატარეთ.ექიმსაც თვალები ჰქონდა ცრემლებით სავსე. -მე ახლაც მენატრება ის მხიარული და ბედნიერებით სავსე დღეები.თქვა ტირილით. -მარიამ ეს ხუმრობა არ არის ჩემო გოგო.პირველად რომ ანალიზი ავიღეთ ფილტვები 70%-ზე მუშაობდა,თანდათან ნელდბა მათი მუშაობა,სუნთქვა გაგირთულდება და ... -დააბოლოვე,..............და ბოლოს შეწყდება კიდეც. -როგორ ფიქრობ, გიორგისთვოს ეს სულ მალე შეუმჩნეველი დარჩება? -ოხ,ღმერთო რატომ,რატომ მე.არ მინდა მაგ ზომამდე მივიდე.ატირდა მარიამი და განადგურებული დაბრუნდა სახლში.ამჯერად რუსო მარტო იყო და გადაწყვიტა მას დალაპარაკებოდა. -მარიამ?მოხვედი შვილო?როგორ ხართ.ღიმილით შეხვდა რძალს რუსო მაგრამ მარიამს რომ შეხედა ღიმილი სახეზე შეაცივდა.მარიამი რუსოს მიუახლოვდა,ხელები შემოხვია და გულში ჩაეხუტა და სევდიანი,ტირილნარევი ხმით უთხრა. -მომეცი პირობა,რომ რაც არ უნდა გითხრა ამ საიდუმლოს შეინახავ. -რა ხდება მარიამ ნუ მაშინებ,გიორგის დავურეკო? -არა,არა მხოლოდ მე და შენ ვისაუბროთ. -გისმენ,მითხარი რა უნდა მითხრა. -ასე არა,ჯერ დამპირდი მომეცი პირობა რომ მშვიდად იქნები,მპირდები? მპირდები,რომ ჩემს შვილს დაიცავ და სასიკვდილოდ არ გაიმეტებ? -რას ამბობ მარიამ კარგად ხარ?გამაგებინე რა ხდება შვილო. -რუსო სულ ცოტა ხნის წინ,გავიგე რომ ცუდი ანალიზები მაქვს და უკურნებელი სენით თანდათან ედება ჩემს ფილტვებს,სუნთქვას მიკეტავს.ძალიან ვცდილობ ბავშვი შვიდ თვემდე მივიყვანო,რომ შვიდთვიანი დაიბადოს.ის ჯამრთელია,მას არაფერი არ ემუქრება. მარიამი მუხლებზე დაეცა და ისე შესთხოვდა რუსუდანს,რომელსაც უკვე აღარაფერი არ ესმოდა.-გთხოვ,გემუდარები დედა,დედიკო გიორგის ჯერ არ უთხრა არაფერი.მე მაინც აღარაფერი აღარ მეშველება და ამ ბავშვის გაჩენაში დამეხმარე,რომ ის დაიბადოს.ტოროდა მარიამი და ტიროდა რუსოც.ძალა მოიკრიბა და ფეხზე წამოაყენა,დააჯინა წყალი მიაწოდა,მისი ხელით მობანა სახე სველი ხელებით და ცოტა რომ თავადაც დამშვიდდა უთხრა. -ვინ იცის კიდევ ეს ამბავი მარიამ. -არავინმა,მხოლოდ მე ვატარებ ამ მძიმე ტვირთს უკვე ორი თვეა,რომელსაც ვეღარ გავუმკლავდი და გითხარი. -მარიამ ასე არ შეიძლება,ბავშვი მერეც გაჩნდება მთავარია შენი გადარჩენა ახლა. -არა დედა,მე უკვე ცალი ფეხით წასული ვარ.უთხრა რუსოს და ჩაიცინა სევდიანად. -გიორგი?გიორგი ძალიან დაიტანჯება შვილო. -ვიცი,არასოდეს არ ვყოფილვარ ეგოისტი,მაგრამ ახლა ვარ.ყველაფერი რაზედაც ვოცნებობდი ცხოვრებაში ის იყო,მეპოვნა ჩემი ადგილი.შემყვარებოდა და ყველას გულში დამენთო ძლიერი სიყვარული.სიყვარული,ყოველგვარი ძალადობის და ანგარების გარეშე მოვიპოვე.ფასდაუდებელი და შეუფასებელი გრძნობებით გაბნეული,ჩემი სიყვარული ჯერ გიორგის გულში და მერე ყველას გულებში.ეს იყო რუსო ჩემი ოცნება,რომელიც ზღაპრად დამრჩა ცუდი დასასრულით.ეს მხოლოდ ჩემი ზღაპარია,ჩემი რეალური ცხოვრების სევდიანი ზღაპარი.მე დღიური მაქვს და როცა დრო მოვა,ჩემს გარდერობში ბოლო უჯრაში ნახავ რომელსაც გადასცემ გიორგის. -მარიამ გაჩუმდი გთხოვ.ცრემლებს ვერ იკავებდა რუსო.გულში ჩაიკრა და ასე იყვნენ თითქმის ნახევარი საათი. -ადი ზემოთ,წყალი გადაივლე და დაისვენე.სადაცაა გიორგი მოვა და ნუ დახდები ასე.მარიამი წამოდგა და ნელა-ნელა წავიდა,რუსომ შეაჩერა და უთხრა. -მომეცი შენი ექიმის ნომერი,იქნებ არც ისე რთულადაა საქმე,იქნებ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი. -არა,არ ღირს რუსო.შენ ხოლოდ აი ამ პატარაზე იფიქრე,ძალიან გთხოვ.რუსო იქვე დაჯდა და ჩაფიქრდა,ცოტა ხანში სახლში რატიმ შემოგლიჯა კარები სახეგაფითრებულმა. -მარიამი სად არის რუსო.სევდა,ბრაზი,დარდი ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში და მის გახშირებულ სუნთქვაში. -რად გინდა მარიამი რატი.არ იმჩნევდა არაფერს რუსო და ძალიან ებრძოდა თავის თავს,რომ არ მისულიყო და რატის არ ჩახუტებოდა მის მკერზდე თავმიდებული არ აღრიალებულიყო. -საქმე მაქვს აუცილებელი,მაღლა არის? -ძინავს,მას სიმშვიდე ჭირდება.რატიმ შეხედა რუსოს და ჩახლეჩილი ხმით უთხრა. -შენ,შენ იცოდი? -შენ? შენ იცოდი და აქამდე არაფერი არ თქვი? -მე? მე დღეს გავიგე,სულ რამდენიმე საათის წინ შევხედე ონკოლოგის კაბინეტიდან განადგურებული გამოვიდა,ნამტირალები და თვალებდაწითლებული.არ დავენახე და მისი წამოსვლისთანავე შევედი ექიმთან,ყველა მის ანალიზს გადავხედე.ოთხი თვემდე არაფერი არ ჰქონდა,რომ ეთქვა და არ გაჯინებულიყო შესაძლებელი იყო მისი შემობრუნება.დღევანდელი ანალიზებით კი ყველაფერი დაგვიანებულია, რუსო გიორგის როგორ შევხედო თვალებში. -იქნებ სხვაგან,იქნებ საზღვარგარეთ წაყვანამ უშველოს რატი. -ვეღარაფერს ვერ შევცვლით სასიკეთოდ,რადგან ყოვლის შემძლე მხოლოდ ღმერთია მის ხელშია მხოლოდ სიცოცხლის და სიკვდილის გასაღები.თქვა ცრემლებამდე მისულმა რატიმ. -ღმერთო ეს რა დღე გამითენდა,ჩემი პატარა მარიამი თურმე თვეებია იტანჯება. -მე თავს ვიმტვრევ,ეს როგორ ვუთხრათ გიორგის. -გიორგი ვერ გადაიტანს,ძალიან გაუჭირდება რატი ამ ამბავთან შეგუება. -არ ვუთხრათ?ეს როგორ უნდა დავუმალოთ. -დამაფიცა,მუხლებზე დამდგარმა დამაფიცა და მთხოვა,მე აღარაფერი მეშველება და ეს ბავშვი რომ გავაჩინო მომეხმარეო. -წავალ ვნახავ,დაველაპარაკები.ვერ შეგპირდები ვერაფერს,მაგრამ ვცდი.რატი, ფრთხილად დააკაკუნა მარიამის საძინებლის კარებზე და შევიდა,საწოლზე ჩამოუჯდა და ჯერ მდუმარედ იჯდა. -აქ რას აკეთებ რატი. -მარიამ შენთან მოვედი,არ ფიქრობ რომ სალაპარაკო გვაქვს? არა როგორც მეგობრები,არამედ როგორც ექიმი და პაციენტი. -მე შენი პაციენტი არ ვარ რატი. -ვიცი,დაგინახე დღეს სადაც იყავი.რატომ გავიწყდება ყველა და ყველაფერი შენს გარშემო,რატომ გინდა დაამსხვრიო შენი სიჩუმით ეს ბედნიერება. -არა,არ მინდოდა ასე,მაგრამ წრეზე სიარული აღარ გამოვიდა,ახლა პირდაპირ მივდივარ.მინდოდა,ძალიან მინდოდა ვყოფილიყავი ბედნიერი,მაგრამ ახლა დავრწმუნდი რომ ბედნიერება არ არსებობს,არსებობს მხოლოდ ბედნიერი დღეები რომლებიც თქვენთან დარჩება ჩემი წასვლის შემდეგ. -მარიამ ცხოვრება არ არის რეკლამა,უნდა იბრძოლო მისთვის რომ ეს ყველაფერი შეიგრძნო და შენც შეგიგრძნონ. -რატი რას მთავაზობ, შვილი რომელიც ჩემს სხეულშია თითქმის ექვსი თვეა და დღითი დღე ვგრძნობ ის როგორ იზრდება ჩემს მუცელში ის მოვიშორო?ხელი მომეცი,დაადე აქ.რატის ხელი აიღო და მუცელზე დაიდო.-იგრძენი?ეს ხომ ცოცხალი არსებაა,ეს მოვიშორო და მოვკლა? რატი ამას არ ვიზამ,შენ ექიმი ხარ და ადამიანებს შველი,მე კი დედა ვარ და უკვე ბრძოლა მიწევს ჯერ არ დაბადებული შვილის გამო.მე წავალ და ის თქვენთან დარჩება,თქვენ გაზრდით მას.მარიამი ისევ თქვენს თვალწინ გაიზრდება მაგრამ სხვა სტატუსით,ძმიშვილის სტატუსით.რატიმ ყელში მოწოლილი ცრემლი გადაყლაპა და მარიამს შეხედა. -მარიამ სასწაულებიც არსებობს და დიდი იმედი მაქვს არჩევანს გააკეთებ შენი მომავლისთვის,გიორგის გამო და შენი სიყვარულისთვის.ეს ბოლო და ერთადერთი შანსია მარიამ ნუ დაკარგავ მას. -რატი მაპატიე,მე უკვე გავაკეთე არჩევანი ჩემი შვილის სასიკეთოდ ის უნდა დაიბადოს,ეს ჩემი ბოლო სიტყვაა.ვერაფერი გააწყო რატიმ და სევდიანმა დატოვა მარიამის საძინებელი,რუსო ძირს ელოდა და იმედით სავსე თვალებით შეხედა რატის. -რაო,რატი რა გითხრა. -ჯიუტია,რუსო ძალიან ჯიუტია,მაგრამ ძალიან ამაყი და მებრძოლი.ხელი მოხვია რუსოს და ასე გავიდნენ გარეთ.ნელა-ნელა გადიოდა დღეები და რატი ცდილობდა თავი აერიდებინა გიორგისთან შეხვედრებზე და ბევრ საქმეს იმიზეზებდა.გარეთ ცხელი ზაფხული იდგა,მარიამი ჭადრის ძირში იჯდა და წიგნს კითხულობდა უცებ ანას ხმამაღალი ხმა რომ შემოესმა,რომელიც ქოთქოთით მოსდევდა გიორგის და მათ უკან ბექა მოდიოდა ბავშვით ხელში სიცილ-სიცილით. -მოგტყდეს ეს ხელები და შეგახმეს ტანზე ეს ფეხები,მახინჯო და ხისთავიანო კაცო.გიორგიმ პირდაპირ მარიამისაკენ აიღო გეზი და მის გვერდით დაჯდა ხელი გადახვია და უთხრა სიცილით. -მარიამ გეფიცები,ანას ასაკი მოაკლდა ნახე როგორ ოთხმოცი წლის დედაბერივით იწყევლება.მარიამს გაეცინა და გიორგის შეხედა სიყვარულით სავსე თვალებით,თან სიცილით უთხრა. -რა უქენი ამჯერად,არც ასაკი გემატებათ და არც ჭკუა? -ეს რომ მოვა აქ,შეიძლება იმ დღემ მშვიდად ჩაიაროს?როგორ გგონია ან ერთი ან მეორე დაქორწინებუულები თუ არიან,ლუკაზე მეტი ჭკუა აქვს რომელიმეს? უთხრა სერიოზულად მარიამს ბექამ და რუსოს გადასცა ლუკა რომელიც ხელების და ფეხების ფართხალით წავიდა რუსოსკენ. -მოდი ბებოსთან ჩემო სიცოცხლე,როგორ მიხარიხარ მე შენ.შენ ხომ იქნები ჭკვიანი ბებო და ამათ არ დაემსგავსები. -გაგცემს ექვსი თვის ბავშვი სერიოზულ პასუხს.გაეცინა გიორგის და ლუკას მსუბუქად უკბინა შიშველ ბუსკუნა ფეხზე. -ჰეჰეჰეეეეეე,გაუმარჯოს ჩვენი კომპანიის მხიარულ საზოგადოებას.ეზოში ალექსი და გელა შემოვიდნენ. -ესენი მთვრალები არიან?იკითხა ბექამ და გიორგის შეხედა. -სად იყავით თქვენ. -გავიარეთ,რა არ შეიძლება?შეუბღვირა გელამ გიორგის. -სად დალიეთ.კითხა ბექამ და ალექსის შეხედა. -პირში.მარიამმა გულიანად გადაიკისკისა ალექსის პასუხზე. -ხალხნო სოფელში როდის წავიდეთ?იკითხა ალექსიმ. -ჩვენ მალე მივდივართ,მარიამის მშობლებს ქორწინების 25 წელი უსრულდებათ და სუფრა აქვთ,თქვა გიორგიმ. -მერე ჩვენ?თუ გითხრათ ვინმემ უკუღმა ჯდებიან მაგიდასთან და შეგარცხვენენო? გაეცინა ალექსის. -სახლში შემოდით ყველამ,სერიოზული სალაპარაკო მაქვს.თქვა ანამ და პირველი თავად შევიდა სახლში. -ანას რა ჭირს,იჩხუბეთ?შეეკითხა ბექას. -არა,რა ვიჩხუბეთ.გაუკვირდა ბექას.სახლში შელაგდნენ ყველა და ანამ თქვა. -აქ ჩემი მოსვლის მიზეზია,რომ მე და ბექა ვშორდებით.ყველა დადუმდა ხან ანას უცქერდნენ და ხან ბექას თავად ბექა კი იდგა და გაკვირვრბული უცქერდა ანას. -რას შვრებით? ეს მე რატომ არ ვიცი? ახლა მოიფიქრე თუ ცუდი სიზმარი ნახე,თუ რა ხდება გამაგებინე რა გეტაკა,შეგიძლია ჯერ მე გამარკვიო და განცხადება მერე გააკეთო?ასეთი გაბრაზებული ბექა მარიამს არ ენახა და სერიოზულად შეეშინდა,გიორგის ხელი ჩაავლო და მან დაამშვიდა. -არც სიზმარი მინახია და არც რამე მომლანდებია,როგორც კი სუფრას გავაწყობ შენს თეფშს კიდებ ხელს და საწოლ ოთახში გადიხარ,ნორმალურ ოჯახში ასე არ იქცევიან. მე შენ გელოდები,მინდა საღამო შენთან ერთად გავატარო შენ კი გვერდს ამივლი და გადიხარ ბექა.ანა თან ტიროდა.გიორგი უკვე ბრაზობდა ბექაზე და მისკენ გაიწია,რომელიც მარიამმა დააკავა და წინ გადაეფარა. -ბექა მე და ანა სულ ვკინკლაობთ,მაგრამ ეს თუ რამე სერიოზულია იცოდე არ გაპატიებ.ვინმე გაიცანი? რა ხდება,როდის მერე გაქვთ პრობლრემები,რატომ ერთხელ არ მითხარით. -რა პრობლემები გიორგი ვეღარ მოიფიქრა სხვა ვერაფერი,რაზე მდებს ბრალს იმაზე რომ საინფორმაციო გადაცემას ვუსმენ ყოველ საღამოს?გგონია დაგაკავებ და შეგეხვეწები?მიბრძანდი გზა ფართოა,მაგრამ არ გაბედო ლუკას ხელი ახლო.სერიოზულად გაბრაზდა ბექა.-უაზრო ხარ,მე ჭკუას ვკარგავ მთელი დღე შენი მონატრებით როდის მოვალ სახლში რომ შეგხედო და შევივსო შენით და შენ? შენ რას მიკეთებ, იდიოტის როლში გამომიყვანე და ნოტაციები წამიკითხე?.დაავლო ლუკას ხელი ბექამ და სახლიდან გავარდა,კარებში გასვლისას კი მიუბრუნდა ანას და უთხრა გაბრაზებულმა. -თქვენ ქალებს,სისხლში გაქვთ გამჯდარი ჭკუიდან გადაგვიყვანო და მერე ანგელოზის ღიმილით გვკითხო ,,ასეთი რა ვთქვი,რომ გადაირიე''.აქ ბრძანდებოდე და განქორწინების ქაღალდზე ხელი მოაწერე,ლუკაზე კი არც იოცნებო. -რა გააკეთე ახლა,ჯერ არ უნდა დაელაპარაკო და არ უნდა გაიგო რა ხდება მასში? თუ არასწორად იქცეოდა,რატომ ერთხელ არ უთხარი.შენ აღარ ხარ პატარა გოგო ანა უკვე ქალი ხარ,დედა და ის შენი შვილის მამაა.წადი ახლა უკან მიყევი,რაც უფრო ფეხს შეიჩერებ და დროს გაწელავ,მით უფრო გაგიჭირდება მასთან მიახლოვება და მერე მართლა სერიოზულ სახეს მიიღებს შენი უაზრო გამოხტომები.უთხრა რუსომ ანას და თითქმის ძალით გააგდო სახლში. -ანაააა თუ დრო დაგრჩეს დამირეკე,გავიგო რომ ცოცხალი ხარ.მიაძახა მარიამმა და ყველას გაეცინა. -რა ქარიშხალი დაატრიალა,არ გააქცია კაცი უკან მოუხედავად? თქვა ღიმილით ალექსიმ. -მარცხენა ფეხზე არის ამდგარი და დაუამებს ახლა ბექუშქუშა ნერვებს.ხუმრობას არ წყვეტდა გიორგი.ბექა მივიდა სახლში და ლუკა დააძინა,ფრთხილად ჩააწვინა მის საწოლში და კარების ხმაც გაიგონა,გაიხედა და ანა თავდახრილი იდგა რომელსაც მკაცრად და ცივად უთხრა რაც ანას არ მოეწონა და შეშინებულმა შეხედა. -რისთვის მოხვედი,გადაიფიქრე წასვლა თუ ნივთები უნდა ჩააწყო,მიბრძანდი არავინი არ გაკავებს,მხოლოდ ბავშვს არ შეეხო და არ გააღვიძო.სიბრაზესთან ერთად,ირონია იგრძნობოდა ბექას ხმაში. -ჯერ ისევ მიყვარხარ და შენს გადაყვარებას დრო უნდა. -ხოდა გექნება მაგის დრო. -ბექა................... -რატომ,რატომ სახლში არ მითხარი არაფერი ასე თუ გტკიოდა ჩემი აქ გამოსვლა ანა.რატომ ერთხელ არ დაფიქრდი თუ რატომ გამოვდიოდი აქ თუ ეს უკეთესი იყო შენთვის იდიოტის როლში რომ ჩამაგდე ყველას წინაშე.ვერ ფარავდა სიბრაზეს ბექა. -კარგი რა ვერ მივხვდი ხო დებილი ვარ,შტერი ვარ,უაზრო ვარ.მთელი ეს დღეები,მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი რომ ვიღაცა გყავდა და მე აღარ მიყურებდი,მე აღარ გჭირდებოდი და ლამის ჭკუაზე ავიჭერი.უთხრა ტირილით ანამ,ბექას ჩაეცინა ესიამოვნა ანას მხრიდან ეჭვიანობა და ცოტა შერბილებული ხმით უთხრა. -ყველა დამიჯერებს,ლუკაზე რომ ვთქვა არაფერი არ ესმის და გაიზრდება ჯერ ბავშვიათქო,მაგრამ ვინ დამიჯერებს ან როგორ დავაჯერი ხალხი რომ შენც ჯერ კიდევ ბავშვი ხარ ანა და თან ტუტუცი ბავშვი. -ვარ,ტუტუცი და გაუზრდელი ვარ.გაეცინა ბექას და ვნებიანი ხმით უთხრა. -მოდი ჩემთან ჩქარა,სანამ გადავიფიქრებ და ჩემი ხელით არ ჩაგიწყვე ჩანთა.ბექამ ხელები გაშალა და ანა გაიქცა,შეახტა ბექამ თავი ვეღარ შეიკავა და ორივე ძირს აღმოჩნდა ერთმანეთზე აკრულები.არც უცდიათ ადგომა,ერთმანეთს ნაზად ეფერებოდნენ და ნაზი მოფერება ველურ განცხრომაში გადავიდა.ნელა-ნელა ტანისამოსიც შემოაცალეს ერთმანეთს და ვნებით სავსე ხმები ეხეთქებოდა კედლებს. -არასოდეს მიფიქრია ჩხუბის შემდეგ სექსი ასეთი გემრიელი თუ იყო,აწი ყოველთვის მე ვიქნები ჩხუბის დამწყები.სიცილით უთხრა ბექამ და გვერდშიც მიიღო კარგი ძლიერი დარტყმა. -აუ ბაევიკი ცოლი თუ მყავდა არ ვიცოდი,ეს რაა კობრას ილეთი ჩამიტარე? -მორჩი გეყოს.ტელეფონი,ტელეფონი რეკავს.აიღო იქვე დაგდებული ტელეფონი და გაეღიმა.-გიორგი რეკავს. -გოგო ცოცხალი ხარ? ვიფიქრე დახოცეს ერთმანეთითქო,ისეთი ხმები გამოდიოდა გარეთ მთელი ბინის ხალხი გარეთაა გასული. -რა საზიზღარი ხარ გიორგი.მოიცადე,სად ხარ შენ ახლა. -როგორც იქნა მოტვინე და შემეკითხე,სად ვარ და შენს კარებთან და თუ მოილიეთ ერთმანეთის ცემა-ტყეპა კეთილი ინებე და გამიღე კარები. -ადექი ჩქარა გიორგი კარებთან დგას.უჩურჩულა ბექას და თავადაც წამოხტა ფეხზე და სააბაზანოში შევიდა,სახლში კი ხმაურით შემოლაგდა ახითხითებული სამეგობრო. -რა გინდოდა რომ გამოგვეკიდე უკან.უთხრა ბექამ სიცილით. -ვიფიქრეთ დახოცეს ერთმანეთითქო არცერთი რომ არ პასუხობდით ტელეფონზე,52-ჯერ დავრეკე თქვენ კარგად ხართ? რა უნდა მეფიქრა სხვა.გაუბრაზდა გიორგი ბექას. -კარგად ვართ,მშვენივრად და გადაწყვეტილებაც მივიღეთ. -რა გადაწყვეტილება.გიორგიმ ჯერ ანას შეხედა და მერე ბექას. -ბავშვს გიტოვებთ და მიხედეთ,ქურდულად არ აღზარდოთ სიმონ გასაგებია? -აჰა,გასაგებია და ეს სიამოვნება რამდენი ხნით გასტანს? მანამ სანამ ისევ არ იჩხუბებთ? მერე ისევ დასვენების დღეებს მოიწყობთ და ასე გაგრძელდება ორ იდიოტში მშვიდობა,ჰარმონია და სიყვარული.თქვა გიორგიმ.-რომ მიდიხართ უფროსს არ ეკითხებით გიშვებთ თუ არა? -ჯიგარი უფროსი გვყავს და გაგვიშვებს,რადგან მან კარგად იცის სიყვარულის ფასი.გაეკრიჭა ბექამ.გიორგის გაეცინა და დათანხმდა. -ერთი კვირა მხოლოდ, მეტი არა. -არის ბოს,ბავშვი თქვენ წაიყვანეთ.უთხრა ანამ. -მიდი ჩაუწყვე ლუკაჩოს მისი ნივთები და წავიყვან,მარიამს ძალიან გაეხარდება.გიორგიმ ლუკა წაიყვანა,რუსოს დააკისრა მისი შეხედვა და წყვილმა ერთი კვირა სრულ განცხრომაში გაატარა. გიორგის ძალიან აოცებდა მარიამის ასეთი სწრაფი ცვლილება.ჩუმი გახდა,აღრაფერს ამბობდა,მისი სიყვარულით სავსე თვალები თითქოს გაიყინა და გამოცივდა,ხშირად ხედავს რომ ტირის.ამ ყველაფერს ორსულობას აბრალებს,მაგრამ ვეღარ უძლლებდა ასეთი მარიამის ყურებას.არაფერს ამბობდა,მიდიოდა და გვერდით დაუჯდებოდა თავს მიადებდა თავზე და ისიც მარიამთან ერთად ერთ ამოჩემებულ წერტილს უცქერდა.ერთ დღეს როცა შეამჩნია მარიამი ისევ ტიროდა,ხელი მოხვია გულზე მიიკრა და სევდიანი ხმით უთხრა. -რა გჭირს საყვარელო,სულ გამოიფიტე და სახეც გაგეცრიცა.არ მეგონა ორსულობა ასე თუ შეგცვლიდა,ვეღარ ვუძლებ ასეთს რომ გიყურებ,ვგრძნობ,რომ აქ არ გინდა მითხარი სად წაგიყვანო,სად გაგიხარდება ყოფნა რომ ძველებური ღიმილი დავინახო შენს სახეზე.მომენატრა ჩემი ძველი მარიამი მარიამ. -მალე დაგიბრუნდება ძველი მარიამი საყვარელო.უთხრა მარიამმა და მდუღარე ცრემლებმა დანამა მისი სახე.-ლუკას ძინავს? -ძინავს,დააწვინა რუსომ.იცი როგორ ძინავს?შიშველს.მარიამს გაეცინა და უთხრა. -წავალ მეც დავიძინებ,დღეს ძალიან მეძინება თავს ვერ ვერევი. -წამოდი მე წაგიყვან.უთხრა გიორგიმ და ხელში აყვანილი გულზე მიხუტებული აიყვანა საძინებელში. -მომენატრე,მარიამ სიგიჟემდე მომენატრე.თითებზე ეფერებოდა მარიამს და ამ ფერებაში გიორგის გულზე მიკრულს ჩაეძინა. -არ ვიცი რატომ გამოიფიტა ასე,ვერ ვხვდები მაგრამ ვგრძნობ,ვგრძნობ რომ რაღაც უჭირს და არ მიმხელს.მეუბნება რომ ყველაფერი კარგადაა და მე მის სიტყვებს ვენდობი,მაგრამ ვხედავ რომ არც არაფერია კარგად.შენთვის ხომ არ უთქვამს რამე? შეეკითხა რუსოს გიორგიმ და შეხედა. -არა,უმჯობესია შემდეგ ვიზიტზე თავად გაყვე ექიმთან, მგონი ხვალ მიდის.მეც არ მომწონს მისი ფერი ეს ბოლო კვირეები,გეთანხმები ძალიან გამოიფიტა.ცოდო არის,წინ კიდევ სამი თვე არის და ძალა საერთოდ არ აქვს.გიორგი თავადაც ხედავ,რომ მარიამს ცუდი და რთული ორსულობა აქვს,ძალიან მეშინია და ვფიქრობ სოფელში წაიყვანო სოფლის ჰაერი მოუხდება და დაისვენებს ის ცოტას მისიანებში. -არ ვიცი რა გავაკეთო,იქნებ მართალი ხარ.ბექა და ანა დაბრუნდება თუ არა მარიამს წავიყვან და მეც მის გვერდით ვიქნები რამდენიმე დღით. -გიორგი ზანდა როგორაა.შეეკითხა გოგიმ გიორგის. -კარგადაა,გამოვიდა სამსახურში.ბინა გავყიდეთ და ახალი იყიდა ჩვენს კომპანიასთან ახლოს ტრანსპორტიც არ ჭირდება ფეხით მიდი-მოდის.ანას ადგილზე კი ალექსანდრა მუშაობს,კარგად აითვისა საქმე და მომწონს კარგი განათლებული გოგო არის. -გიორგი შენ არ შეგიმჩნევია რამე გელასთვის?სამზარეულოში მარიამი შემოვიდა,მაგიდაზე დადებულ ვაშლს ხელი წაატანა და გიორგის კალთაში ჩაუჯდა. -რატომ ადექი ასე უცებ,უკვე დაისვენე? -რატომ გამომეპარე.ნაწყენი ხმით უთხრა მარიამმა და გიორგის გაეცინა. -რაო რა შემეკითხე,თუ შევამჩნიე რამე გელას? -აჰამ.თავი დაუქნია მარიამმა. -მგონი კი შევამჩნიე,მაგრამ არა,კი არ შევამჩნიე დარწმუნებული ვარ ალექსანდრას უჟუჟუნებს თვალებს, მოუხშირა ჩემთან სიარულს თითქმის ყოველ დღე იქაა და ტელეფონზე ეძებენ რამე რომ მოხდება.გაეცინა გიორგის. -რაღაც მოვიფიქრე,დაურეკე ხვალ მოვიდეს შენთან.თვალები მოპწკურა მარიამმა და გაეცინა. -მარიამ რა ჩაიფიქრე? ღიმილით უცქერდა მარიამს და უხაროდა უფრო კარგ ხასიათზე რომ იყო მარიამი.სამზარეულოში რუსო შემოვიდა ლუკასთან ერთად,რომელიც შიშველი იყო და მარიამმა წაატანა ხელი ფეხებზე და მსუბუქად დაკბინა.ბავშვმა ჯერ ტუჩები მოამზადა სატირლად და მარიამმა გიორგის უთხრა. -შეხედე,შეხედე როგორ დაიშალა როგორ არ შევჭამო ახლა. -ცოდოა მარიამ ეტკინა.უთხრა რუსომ და ლუკას მოეფერა. -რაო ბებო გაწვალებენ? ნუ ხარ ასეთი მსუქანა და არ დაკბენენ.თავადაც ჩაკოცნა ლუკა და შემდეგ მარიამს მიუბრუნდა. -რა გეგმებს აწყობთ თქვენ,რაღაც გაქვს ჩაფიქრებული ვცნობ შენს სახეს როცა რაღაცას ეშმაკობ.გაეცინა რუსოს. -მაშ ასე,ხვალ შენთან რომ მოვა ყმაწვილი დამირეკე. -აქედან რას გააკეთებ, რომ დაგირეკო? -ვინ გითხრა, რომ აქედან რამეს გავაკეთებ? -აბა,წამოხვალ კომპანიაში? -დამაცადე გიორგი გეგმას ვაწყობ.მე დილით მაღაზიაში წავალ,კარგ ბუკეტს შევუკვეთავ და მისამართს დავუტოვებ შენი ზარის შემდეგ დავრეკავ და კურიერი მოიტანს.ისე უნდა გავაკეთოთ რომ ყველამ შეხედოს და შენც დააკვირდები გელას რეაქციას,მიხვდები ფიქრობს თუ არ ფიქრობს ალექსანდრაზე,კარგი გოგოა მე მომწონს და კარგი წყვილიც არიან.რუსომ გულიანად და გემრიელად გაიცინა და მარიამს უთხრა. -მარიამ რა ეშმაკი ხარ,ეს რა კარგად მოიფიქრე. -არ მიყვარს ასეთი ბავშვური თამაშები,მაგრამ კარგი თანახმა ვარ აგყვები და ხვალ გელა და მისი გრძნობები გამოვცადოთ.იცინოდა გიორგი და თან ლუკაჩოს გაეთამაშა. იმ საღამოს ცოტათი კმაყოფილმა დაიძინა,მარიამის გადაწყვეტილება მოეწონა და თან ის რომ კარგ ხასიათზეა ეს ყველაზე მეტად უხარია.დილით ფრთხილად ადგა,არ უნდოდა მარიამს გაღვიძებოდა მაგრამ ოთახიდან გასვლისას მარიამსაც გაეღვიძა და უთხრა. -გიო გთხოვ რა ლუკას თუ ღვიძავს მომიყვანე. -ვნახსავ და მოგიყვან თუ ღვიძავს.უთხრა გიორგიმ რუსოს საძინებლის კარზე ფრთხილად დააკაკუნა,კარი რუსომ გააღო და გამოვიდა. -ლუკას ისევ ძინავს? მეგონა ღვიძავდა მარიამს მივუყვანდი. -რომ გაიღვიძებს მე გავიყვან,გადი არ გააღვიძო. -ნახე ხელი როგორ ამოუდვია თავქვეშ და ძინავს დედა.გაეცინა გიორგის. -გამოდი არ გააღვიძო,საუზმე მზადაა და ჭამე ისე არ წახვიდე გიორგი. -კარგი წავედი მე.წასვლის წინ ისევ მარიამთან შევიდა და უთხრა.-ძინავს მარიამ და რუსო შემოგიყვანს რომ გაიღვიძებს.შენ რომელ საათზე შეძლებ მოსვლას დღეს. -ჯერ ექიმთან უნდა მივიდე გიორგი და იქედან მოვალ,დაგირეკავ.უთხრა მარიამმა მთქნარებით. -ექიმთან?დღეს გაქვს ვიზიტი ექიმთან მითხრა წუხელ რუსომ და რომელ საათზე უნდა იყო იქ. -ოოოუუუხ, გიორგი. -გეძინება?გაეცინა გიორგის და საწოლზე ჩამოუჯდა მარიამს. -11 საათზე იქ უნდა ვიყო.თქვა დაღლილი ხმით. -10 საათია,ნელანელა ადექი მოემზადე და მეც მოვდივარ ექიმთან და არაფერი მითხრა,ეს გასაჩივრებას არ ექვემდებარება. -აღარ მიდიხარ? არ ხვდები დღეს არავის? გაუკვირდა მარიამს და საწოლზე წამოჯდა. -არ გინდა წამოგყვე ექიმთან? არ გინდა მოვუსმინო ექიმს რას გეტყვის და დაველაპარაკო,გავიგო რატომ ხარ ასეთი დასუსტებული? მარიამ რამეს მიმალავ? -არა,არა რა იცი ხოლმე ეს ჩაჯინებული საუბარი.გაბრაზდა მარიამი. -კარგი არ შეგედავები,ადექი მოდი მოგეხმარო და მოემზადე ნელა ნელა.მივიდა საწოლთან და მოეხმარა ადგომაში, დასუსტებულია ძალიან მაგრამ ყველა ორსული ქალი თავისებურად მაინც ლამაზია.მუცელზე აკოცა,მოეფერა და სააბაზანოში შეიყვანა.უეცრად მარიამს თვალები აუბრჭყვიალდა და გიორგის ხელს ჩააფრინდა რომ არ წაქცულიყო.შეშინებულმა შეხედა გიორგიმ და შეეკითხა. -ცუდად ხარ? ვერ შეძლებ ექიმთან მისვლას? -არა,არა გამივლის უეცრად დატრიალდა ყველაფერი. -მარიამ რაღაცას მიმალავ,ვხვდები რომ ყველაფერი იდიალურად არ არის.როგორც იქნა მოემზადა,ლუკა ჩაკოცნა და სახლიდან ერთად გავიდნენ.რუსომ თვალი გააყოლა და ცრემლი მოაწვა,ვერავის უმხელდა და არავინ არ იცოდა რამხელა დარდი დაჰქონდა გულით.მარიამს ექიმი გაფრთხილებული ჰყავდა,მაგრამ მაინც ეშინოდა.ექიმმა გიორგის შეხედა,ხელი ჩამოართვა და მარიამს გადახედა თვალებით შეეკითხა,რა ვქნაო მაგრამ მარიამმაც იგივენაირად ანიშნა რაღაც და ექიმმა თავი დაუქნია. -ქრისტი ექიმო ეს ჩემი მეუღლეა გიორგი გოგაბერიშვილი. -ძალიან კარგი,ბევრი კარგი მსმენია თქვენზე დაბრძანდით.მინდა გაგესაუბროთ,თუმცა ჯერ მარიამი გავსინჯოთ.ფეხზე წამოდგა და ღიმილით უთხრა ისევ. -წამობრძანდით,თქვენი შვილის გულის ცემას მოუსმინეთ.გიორგი ღიმილით წამოდგა ფეხზე მარიამს გაყვა უკან,ცოტა ხანში ოთახში გაისმა გულის ცემის ხმა ,,დუგ-დუგ დუგ-დუგ''.გესმის? ეს ბავშვი ძლიერია,ძალიან ძლიერი.ის იბრძვის რომ დაიბადოს,ბატონო გიორგი ცალკე მინდა გაგესაუბროთ.მარიამი ექთანს დაუტოვა და ისევ კაბინეტში გავიდა,გადაწყვიტა გიორგისთვის მსუბუქად ეთქვა მარიამის მდგომარეობა. -გისმეთ ექიმო,რამე სერიოზული ხდება და ზომების მიღებაა საჭირო? -ბატონო გიორგი,5 თვემდე ყველაფერი იდეალურად მიდიოდა ნაყოფი ძლიერია,მაგრამ მარიამის ჯამრთელობა არის სანერვიულო.შვიდი თვის გახდება თუ არა,შესაძლებელია გაუარესდეს მდგომარეობა,ორგანიზმი ძალიან დასუსტებულია და ამ სუსტ ორგანიზმში ზის პატარა ძლიერი გული რომელსაც ძალიან,ძალიან უნდა დაიბადოს.კარგია რომ დღეს პირადად მოყევით მეუღლეს და საშუალება მაქვს ყველაფერი აგიხსნათ და საქმის ყურში ჩაგაყენოთ.ჩემი რჩევა არის,თუ გაითვალისწინებთ შვიდი თვის გახდება თუ არა მარიამი საკეისრო გაუკეთდეს,ბავშვი გადავარჩინოთ და შემდეგ მარიამის მოძლიერებაზედაც ვიზრუნებთ.თუ ასე არ მოხდება,მარიამს სუნთქვის პრობლემები შეექმნება და შესაძლებელია აქამდე მოყვანილი ბავშვი დავკარგოთ.მე თქვენს ზარს დაველოდები,იფიქრეთ წინ კიდევ ორი კვირა არის,ეს უნდა გააკეთოთ თქვენი შვილის გამო და თქვენი მეუღლის გამო. -ექიმო რამე საშიშია და პირდაპირ ვერ მეუბნებით? გიორგის თვალები ჩაუწითლდდა.ექიმს შეეცოდა გიორგი,მაგრამ შეეცოდა მარიამიც და უთხრა. -ბავშვი ძალიან ჯამრთელია,მიუხედავად იმისა რომ მარიამმა არ ისურვა სქესის გაგება,გეტყვით რომ გოგო არის.ძლიერი გოგო და ის ძალიან ლამაზი გოგო იქნება,რადგან მშობლებიც ძალიან კარგები ჰყავს.გიმეორებთ,ბავშვი კარგადაა,მხოლოდ მარიამის ასეთი სისუსტე არის დამაფიქრებელი. -მეც მაგის გამო გამოვყევბი დღეს ძალიან დასუსტდა,გამოიფიტა და ფერიც დაეკარგა. -ორსულობაში იცვლება ქალი და ზოგს რაღაც წიკები აქვს,ზოგი მის საკუთარ მეუღლეს ვეღარ გუობს გვერდით,ზოგი ჭამას თმობს.რა გითხრა სვადასხვანაირი გემოვნება და შეხედულებები უჩნდებათ,მაგრამ მარიამს ჭირდება ვიტამინები რასაც ღებულობს და ყველაფერი ბიოლოგიური როგორც მითხრა არ აკლია ასეთები. -არა,ერთი ნაცნობიდან მომაქვს ყველაფერი ბიოლოგიური და მას ღებულობს. -ასევე საჭიროა თუ სასუნთქი ბალიშით ისუნთქებს ღამე,ფილტვებისთვის ეს უკეთესია.ერთი სიტყვით თქვენს ზარს დაველოდები. -ყველაფერი გასაგებია,აუცილებლად შეგეხმიანებით სახლშიდაც დავილაპარაკებთ.არ ვიცოდი ამდენი პრობლემები თუ მოყვებოდა ბავშვის გაჩენას,თორემ ასე ნამდვილად არ დავტანჯავდი. -მარიამს ისე ძალიან უნდა ეს ბავშვი,ის ყველაფერზეა წამსვლელი ამ ბავშვის გამო.უნდა იამაყოთ ასეთი მეუღლით,ყველა ქალი ვერ შეძლებს იბრძოლოს ისე როგორც მარიამი ბრძოლობს ბავშვი გააჩინოს და მოავლინოს ქვეყანას.დაემშვიდობა ექიმს,იქვე მომლოდინე მარიამს ღიმილით დაუბრუნდა და ნელა ნელა დატოვეს საავადმყოფო. -მარიამ ახლა კომპანიაში წავიდეთ,რაღაც ქაღალდები მაქვს იქედან წამოსაღები და მერე სახლში წავიდეთ.ექიმმა რაღაც ვიტამინები დაგიწერა და იმასაც ვიყიდი და დღეიდან შენს გვერდში ვარ არ მოგშორდები.მარიამმა გაკვირვებულმა შეხედა და უთხრა. -მერე ჩვენი გეგმა? -რა გეგმა.გაუკვირდა გიორგის. -ალექსანდრა და გელა? -ისინი თუ ერთმანეთისთვის გააჩინა ღმერთმა,უჩვენოდაც მოძებნიან ერთმანეთს მარიამ. -აუუუუ,გიორგი შენ ხომ დამპირდი. -არ იტირო ახლა და ხასიათი არ გაიფუჭო, თორემ გადაგსხვამ მანქანიდან. -მაგას არ გააკეთებ ვიცი,მაგრამ სახლში რომ წამიყვან ისიც ვიცი.გიორგის ჩაეცინა მარიამის ბუზღუნზე და დამთბარი ხმით უთხრა. -შეძლებ ცოტა ხნით დაიცადო კომპანიაში? შესაძლებელია გელას დააგვიანდეს. -კარგი რა გიორგი როგორ ცდილობ გამიფუჭო ხასიათი და ხელი ამაღებინო დღევანდელ ჩემს გეგმაზე და გამიფუჭო აგრეთვე შემართება. -მარიამ მე შენ............... -არავითარი მარიამ გიორგი,დღეს ეს ორი ადამიანი უნდა დავაწყვილო. -დარწმუნებული ხარ? -მომეხმარე რა გთხოვ.აწუწუნდა მარიამი და გიორგის თვეებია ასეთი მარიამი არ უნახავს და მისი კარგი ხასიათი მასაც გადაედო. -მაშინ იცი რა ვქნათ? წამოდი გოდერძისთან გახოვს გოდერძი? -ჩემთვის რომ ყიდულობდი ყვავილებს? -ხო,იქ მივიდეთ შეკვეთა მივცეთ გადავიხდი ყველაფრის ფულს ტაქსის, ფიულსაც დავტოვებ შენც იქ დარჩები და რომ დაგირეკო ან მოგწერო წამოდი კურიერთან ერთად,ჩვენ ფოიეში დაგხვდებით და კურიერი ალექსანდრას გადასცემს ვარდების თაიგულს.დააწყო გეგმა გიორგიმ და მარიამს ისე მოეწონა გეგმა ტაში შემოკრა და კისკისებდა. -აუ რა მაგარია,აუ რა კარგი იდეა არის.მაღაზიაში მისულებს გოდერძი ღიმილით შეეგება გიორგის და მარიამს და საუკეთესო თაიგული თავად შეუკრა,მარიამმა კი თავისი ლამაზი ხელით ლამაზი წერილიც შეადგინა იქვე. ,,იცი რატომ ხარ მარტო?იმიტომ რომ სხვისი აზრი უფრო მნიშვნელოვანია შენთვის,ვიდრე საკუთარი ბედნიერება.ვეცდები მალე შეგიცვალო აზრი და თავად მიხვდე რომ სცდები.გაგიმხელ და გეტყვი,რომ შენ მთელი ჩემი სამყარო ხარ და მალე,სულ მალე ჩემი დედოფალიც გახდები,მე კი შენი პრინცი.მალე,სულ მალე გნახავ და ჩემს მკლავებში გნახავ განაბულს''.ერთი გემრიელად გადაიკისკისა და გიორგის გახედა ბედნიერი და აციმციმებული თვალებით.გიორგიმ გამოართვა გადაიკითხა და ღიმილით უთხრა. -რომ არ ვიცოდე,ახლა ამ წუთში შენ შეადგინე ეს წერილი,მარიამ გეფიცები მეც ეჭვი გამიჩნდებოდა რომ ალექსანდრას ფარული თაყვანისმცემელი ჰყავს. -როგორ ფიქრობ,გელა გამომაჟღავნებს გრძნობებს? -მე მგონი,რომ კი.უთხრა ღიმილით.შემმდეგ გოდერძის დაელაპარაკა,აუხსნა ყველაფერი სიცილით და გოდერძიმ ღიმილით და მეგობრულად უთხრა. -არ გრცხვენია გიორგი მე ტაქსის გამოვიძახებ და აქედან მარიამს ტაქსით გაუშვებ? მე თავად მოვიყვან,ყველაფერი კარგად იქნება უნიკალური გეგმა მოიფიქრე მარიამ.თავად თუ ვერ ხვდებიან,ვიღაცამ ხომ უნდა წაუჯიკავოს ახალგაზრდებს,წადი გიორგი და ჩვენ შენს ზარს დაველოდებით.გიორგიმ ღიმილით დაემშვიდობა ყველას,მარიამი ჩაკოცნა გემრიელად და წავიდა.კომპანიაში მისვლამდე გელას დაურეკა და სასწრაფოდ თხოვა მასთან მისვლა,იქ მისულს კი ზანდას და ალექსის დაელაპარაკა.გაეცინა ორივეს მარიამის გეგმაზე და ზანდა ცოტა ჩაფიქრდა. -ზანდა დეიდა არ მითხრა რომ გელა არ მოგწონს -არა,მომწონს კარგი ადამიანია,განათლებული და ნასწავლი მაგრამ გიორგი ეს ყველაფერი უხერხული არ არის? -შენ და შენ არაფერი არ იცით,რა თქმა უნდა მეც მაგრამ მარიამს დღევანდელ ნაშრომს ვერ ჩავუყრი წყალში.შემდეგ ექიმთან საუბარი უთხრა ორივეს და ორივე დაღონდა ძალიან. -გიორგი თუ ბავშვი ჯამრთელია და მხოლოდ მარიამის სისუსტე გაშინებს,შვიდთვიანი ბავშვები იზრდებიან შვილო.ალექსანდრაც შვიდთვიანია ეს არ იჯავრო მხოლოდ მარიამზე ვიფიქროთ რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს. -იმედია ზანდა დეიდა,მეც მხოლოდ მარიამზე ვფიქრობ.გეფიცები რომ ადრე ეჩინა ამ სისუსტეს თავი შევაჩერებდი ორსულობას,ბავშვის გაჩენას ყოველთვის შევძლებდით. -მაგრამ ზოგიერთი ქალი პირველი აბორტის შემდეგ ვეღარ ხდება დედა გიორგი,მას აღარ შეუძლია გახდეს დედა და იგრძნოს ის სიხარული რაც ამ გრძნობას მოაქვს.შესაძლებელია ეს იფიქრა მარიამმა და ამიტომ არ გაგიმხილა. -მართლა?ეს არ ვიცოდიი.თქვა გიორგიმ და ცრემლი მოერია,შემდეგ მის ტელეფონში შემოსულ გელას ზარს უპასუხა. -ხო გელა,კი აქ ვარ აქ მოდი.მალე შემოაღო გელამაც კარი და სამივე შეათვალიერა,ტანში ცუდად გაკრა გიორგის თვალზე ცრემლი რომ შენიშნა. -მოვედი,რა ხდება რა გჭირს,რა სახე გაქვს.გელასაც უთხრა ექიმთან შეხვედრა და საუბარი,რა თქნა უნდა გელაც დასევდიანდა,შემდეგ ლექსოს შეხედა და უთხრა. -ლექსო დაურეკე რა მარიამს თუ მივიდა სახლში გაიგე,ვერ დაველაპარაკები ახლა მიხვდება რომ ვნერვიულობ.უთხრა და თან თვალი ჩაუკრა ალექსის,ალექსიც მიხვდა და მარიამს დაურეკა ჯერ მოიკითხა და ჩუმად უთხრა. -წამოდი.მარიამი მიხვდა ამ ზარის მნიშვნელობას და უთხრა ალექსის რომ 20 წუთში იქ იქნებოდა.მართლაც 20 წუთში გოდერძისთან ერთად მივიდა კომპანიაში და ვითომ არც იცნობდნენ ერთმანეთს გოდერძიმ შეეკითხა. -უკაცრავად,ალექსანდრა კაციაშვილი სად უნდა ვნახო,შეგიძლიათ მიმასწავლოთ? -წამობრძანდით აქეთ არის მისი მაგიდა.უთხრა მარიამმა მისი ჯადოსნური ღიმილით და იგრძნო ხალხი როგორი გაოცებული უცქერდნენ კურიერს და მის ხელში უზარმაზარ ვარდების თაიგულს.გარეთ ფოიეში ალექსანდრას მაგიდასთან ახლოს იდგა გელა,ალექსი და გიორგი,გიორგი ზურგოთ იდგა და ვერ ხედავდა მარიამს,რომ გელამ უთხრა. -გიორგი შენი გულის ვარდი მოდის. -მარიამი? გაიოცა ვითომ არ იცოდა რომ უნდა მოსულიყო. -აბა სხვა გულის ვარდი გყავს? შეეკითხა უკვე მის უკან მდგარმა მარიამმა გიორგის და გაბრაზებული თვალებით შეხედა. -მე სახლში გაგიშვი და აქ რა გინდა,არ დაიღალე? -სახლში მისული დავბრუნდი უკან. -რატომ,რამე დაგავიწყდა? -მომენატრე და მოვედი,სახლშიდაც ერთად წავიდეთ. -მარიამ ჯერ ადრეა და დაიღლები, ან საღამომდე აქ რა უნდა გააკეთო. -არ გინდა შენს გვერდით რომ ვიყო? უთხრა და სატირლად მოემზადა,გელა გაბრაზდა ჯერ იმაზე რომ ალექსანდრას კურიერმა დიდი თაიგული მიართვა ვიღაცამ და მერე გიორგიზე გაბრაზდა,რომ მარიამი აანერვიულა და თითქმის აატირა.გიორგიმ ხელი მოხვია და მარიამს ღიმილით ყურში ჩასჩურჩულა. -დაისჯები დღეს ამ მსახიობობისთვის.შემდეგ კი გელას გასაგონად უთხრა. -დაწყნარდი? ზანდა დეიდა წყალი რა გთხოვ.როგორ ძალიან უნდოდა გაეცინა.თავად მიიყვანა ზანდას მაგიდასთან და უთხრა. -მოდი აქ დაჯექი და ვნახოთ ჩვენს ალექსანდრას ვინ მიართვა თაიგული.წავიდა ალექსანდრასკენ და უკვე წასულ გოდერძის მიაძახა. -უკაცრავად,ვისგან არის ეს თაიგული შეგიძლიათ გვითხრა? -არ ვიცი და რომც ვიცოდე,მე არ მაქვს უფლება ვთქვა. -კარგით,მადლობა.გიორგიმ ალექსანდრასთან მივიდა თვალებში ჩახედა და წარბების თამაშით უთხრა. -ალექსანდრა უნდა მოვემზადოთ ქორწილისთვის? ჯერ დაცდა მოგიწევს იცოდე რადგან მარიამიც უნდა იყოს ქორწილში.უთხრა გაშტერებულ ალექსანდრა,რომელსაც ვერ გაეგო ვისგან მიიღო ეს თაიგული. -არ დამიფიცო,მითხარი საქმე ასე სერიოზულად არის?უნდა გამაცნო,დაველაპარაკო და გავიგო რა გრძნობები აქვს შენს მიმართ.ამას კი არ გთხოვ,მოვითხოვ ალექსანდრა. -გიორგი გეფიცები,დედა შენს თავს ვფიცავარ არ ვიცი ვინ არის,საერთოდ აზრზე არავარ.გელას ცოტა გულზე მოეშვა,გიორგიმ შეხედა და არ მოეწონა მისი ფერ დაკარგული სახე, ხელი კრა და თავის კაბინეტში შეაგდო. -რა გჭირს,რა ფერი გადევს ცუდად ხარ?გელამ ხმა არ გამოსცა. -გელა კარგად ხარ? -კარგად ვარ კარგად,მაგამ არც ისე კარგად. -რატომ,რა გჭირს ენა გადაყლაპე რომ ამიხსნა რა ხდება? -გიორგი ამ გოგოს არავის დავუთმობ,გეფიცები თავს შევაკლავ. -მერე ასე თუა შე ბატო,რას ელოდები მიდი მოკიდე ხელი და წაიყვანე სანამ სხვამ დაგასწრო.სადაც ამხელა თაიგული გამოაგზავნა,შეიძლება დღეს გარედაც დახვდეს და ხვალ აქ მოსულს იმ მაგიდასთან მდგარი სკამი ცარიელი დაგხვდეს. -ზანდასი მერიდება იქ არის. -ზანდას მე დავუძახებ,მარიამს შემოიყვანს და შენ მას მიხედე.გიორგიმ თვალი ჩაუკრა გელას და ზანდას შიდა ტელეფონიდან დაურეკა. -ზანდა დეიდა მარიამი აქ შემოიყვანე ნელა-ნელა და მალე წავიყვან სახლში.ზანდამ მარიამი შემოიყვანა და გელა გარეთ გავიდა,ცოტა ხანში ალექსანდრას კივილი მისწვდა მათ ყურს,ვერ მოსწრო გარეთ გასვლა ვერავინ ისე უცებ გააქრო გელამ ალექსანდრა იქედან.მანქანის სიგნალი რომ გაიგონა გიორგიმ ხმამაღალი ხარხარი კიდევ დიდხანს ისმოდა კაბინეტიდან. -მარიამ შენ ანაზე მეტი ჯადოქრი ხარ,მხოლოდ მალულად მოქმედებ ის კი ღიად აკეთებს ყველაფერს.უთხრა ალექსიმ მარიამს და კიდევ ერთი გემრიელი ხარხარი მოედო კედლებს.გიორგიმ ჩაწყნარდა ცოტა და ბექას დაურეკა. -დამასწარი, ხვალ მოვდივართ გიორგი. -ხვალ კი არა დღესვე წამოდი,გელამ მარჯვენა ხელი წამართვა,მომკვეთა და ანას გარეშე მკვდარი ვარ ვერაფერს ვაკეთებ. -მართლა? -რა ხდება,რა მოხდა ჩემს არ ყოფნაში გიორგი რა გააფუჭეთ? ანამ გამოართვა ტელეფონი ბექას. -შენ დაშოშმინდი? -კეეეეე. -ხოდა დღესვე წამობრძანდით,აღარ მყავს მარჯვენა ხელი. -მითხრა ბექამ შეხედე შენ ამ მუდოებს,რომ ვერავინ შეამჩნიათ ვერაფერი ასე როგორ დამალეს გრძნობები. -დღევანდელი დღე მარიამის კლასია. -კარგი მოვდივართ, პირდაპირ თქვენთან მოვალთ და ბავშვი არ დამხვდეს დაძინებული. -მოდი,მოდი შენს დამშვიდებულ და ნასიამოვნებ სახეს შევხედავ. -იდიოტი ხარ,როდის უნდა გაიზარდო. -შენ ხელში როდისმე გავიზრდები? შენ თუ ხარ გაზრდილი მიტომ გასხამს ტვინი თავიდან.გადაიხარხარა ისევ გიორგიმ. -დამსვი,დამსვი ძირს რა ველურივით იქცევი. -გაჩუმდი ალექსანდრა თორემ დაისჯები. -დამსვი ძირს ადამიანო, იქნებ არ გჭირდება ასეთი მოქცევა და ჩემით მოგყვები. -ეშმაკობის დრო არ გვაქვს,სულ ცოტაც და აი მოვედით.მიიყვანა მანქანასთან და როგორც იტყვიან თვითმხილველები ხოლმე,ძალით შეტენა მანქანაშიო,სწორედ ასე მოიქა გელაც.ისეთი დიდი სისწრაფით გავარდა კომპანიის ეზოდან ბუღი დააყენა რასაც მოყვა უკან სამეგობროს გულიანი ხარხარი მაგრამ მათ ეს არ გაუგიათ,თუმცა გრძნობდა. -სად მივდივართ,იკითხა ალექსანდრამ გამრაზებულმა. -ქალაქს შემოვუაროთ.წყნარად უთხრა გელამ. -შემოვლა რად უნდა,უნდა ვილოცო? -თუ გინდა ილოცე,გინდა გულში და გინდა გასაგონად.დღეს ის მაინც არ აგცდება რაც ასაცდენია და ვიღაც ფარულ თაყვანისმცემლებზე ფიქრს მოვეშვათ.უთხრა გელამ და თვალი ჩაუკრა. -შენ იყავი ის ფარული თაყვანისმცემელი და გაითამაშე ხომ,ვითომ არაფერი არ იცოდი. -არა,არ ვყოფილვარ მე მაგრამ დამალვა რა საჭიროა როცა თავისთავად იასნია ყველაფერი ვინ უნდა იყოს შენს გვერდით. -დიდი წარმოდგენა ხომ არ გაქვს შენს თავზე? -არა,რატომ რასაც ვფიქრობ იმას ვამბობ.ალექსანდრამ მანქანის უკანა სალონში გადახოხდა და იქ რამდენიმე ლუდის ქილა ნახა,მიუხედავად იმისა რომ არასდროს არ დაულევია ახლა გაბრაზებულ გულზე დალია და სითამამეც კი მოემატა,ის სულ სხვა ადამიანად გადაიქცა,რაზედაც გელა გულიანად იცინოდა.მანქანა ქალაქიდან მოშორებით ერთ კერძო სახლთან გააჩერა,გადავიდა და ალექსანდრას გაუღო კარი. -გადმობრძანდი დედოფალო. -სად ვართ? -წამოდი და ფხიზელი თვალით რომ შეხედავ გარემოს,მოგეწონება იქ ყოფნა. -მე სხვა გეგმა მაქვს,უფრო რომანტიკული და სენსაციური. -ვააააუ,რომანტიკული და თან სენსაციური?გაეცინა გელას. -ნუ დამცინი,მე სერიოზულად ვამბობ. -აბა მითხარი რა გეგმა გაქვს,იქნებ მეც მომეწონოს. -წამოდი და ერთად რაიმე დანაშაული ჩავიდინოთ. -დანაშაული ჩავიდინოთ? -ჰო და იქ მოვითხოვოთ ერთ კამერაში ყოფნა. -რაღა ციხეში გინდა ჩემთან ერთად ყოფნა,ცხოვრებაში გისოსების გარეშე თავისუფლად რომ ვიყოთ ერთად უფრო უკეთესი არ არის? -ვერ ხვდები? ჩვენ ხომ შეყვარებული დამნაშავეები ვიქნებით,თან რა სენსაცია მოყვება ამ ამბავს აბა დაფიქრდი,გამომძიებელმა გელა ქავთაძემ სიყვარულის გამო დანაშაული ჩაიდინა.კარგად ჟღერს ხო? ალექსანდრა ჯერ კიდევ სასმელის ზემოქმედების ქვეშ იყო და არც დაფიქრებულა ისე წაეტანა გელას დიდ და გემრელ ტუჩებს.გელამაც ხელი დაავლო და ასე კოცნა-კოცნით შეიყვანა სახლში,მათში ველურმა ვნებამ გაიღვიძა და მთელი ღამე ველურ განცხრომაში გაატარეს.ალექსანდრას ჩაეძინა და გელა უცქერდა მის მკლავზე მძინარეს და ბედნიერი იყო,ცოტა ხანში ალექსანდრას ჩურჩული მოესმა. -მე და შენ ბედნიერები. -ეს მინდოდა კიდევ მე? დაიჩურჩულა გელამ და ძილში გაპობილ ბაგეებზე ფრთხილად აკოცა. -ჩემი ველური,იფართხალე მაგრამ მაინც მოგერია საოცრად ძლიერია ვნება რომელსაც ვერ აჯობე და დღეიდან კი ჩემი ვნება ხარ. -შენ კიდევ ჩემი ვნება.ჩურჩულით უთხრა ალექსანდრამ და ხელები ძლიერად მოხვია.ასე ერთმანეთზე ჩახვეულებს ამ სიცხეში,სიცხესაც რომ ვერ გრძნობდნენ დაიძინეს მეორე დღის შუადღემდე.გამოიღვიძა თუ არა უამრავი ზარები დახვდა ტელეფონში და პირველად გიორგის დაურეკა. -ცოცხალი ხარ?მოესმა გიორგის ხმა რომელიც იცინოდა. -რა მომკლავდა.გაეცინა გელასაც. -როგორ ხართ,დაატკბე? -კი ვართ ორივე ჩაიში ჩამბალი სუხარივით.გაეცინა გელას. -ალექსანდრას თაიგული მარიამმა წამოიღო სახლში.უთხრა გიორგიმ სიცილით გელას. -რატომ? -რა გინდოდა? ვაზაში ჩადებდი, თვალთახედვის ადგილზე დადგამდი და უცქერდი? -არა,გადასაგდები იყო მაგ თაიგული მაგრამ ჯერ მაინც პატრონისთვის უნდა გეკითხათ,რომ დახამდით თაიგულს.სცადა გელამ გიორგის გაბრაზება. -ჰოდა სწორედ პატრონმა წაიღო სახლში,ვისი გემოვნებიდაც იყო შეკვეთილი. -რაააა,გამიჩალიჩეთ? გაუკვირდა გელას. -აჰამ.მოესმა გელას მარიამის ხმა. -ვერ ვიჯერებ,მარიამ ეს შენ მოიფიქრე? -ეს ჩემი იდეა იყო,აბა რამდენი ხანი გინდოდა კიდევ გეთვალთვალა შორიდან,ჩემმა გეგმამ გაამართლა და უკვე გვერდით გყავს.იცინოდა მარიამი და გელაც აყვა მას. -მაჯობე,ხელებს ვწევ შენს წინაშე მარიამ.მარიამს ეძინებოდა და ისევ შეიბრუნა ძილი და თან მის ფიქრებში ჩაიძირა. -ჩემი ცხოვრება გულზე მაწევს მძიმე ლოდივით და ერთი სული მაქვს,როდის გადაგორდება ეს ლოდი გულიდან,რომ ერთი გემრიელად საბოლოოდ ამოვისუნთქო,ვიცხოვრო მუდამ ცოცხალი ეტალონის შესაბამისად.ცოტაც უფალო,კიდევ ცოტაც სულ რამოდენიმე დღეს გთხოვ მომეცი ძალა რომ მივიდე მნიშვნელოვან წუთამდე,მე დავდექი არჩევანის წინაშე და მე გადავწყვიტე ვირჩევ არა ჩემს თავს,არამედ ჩემს შვილს.ადამიანები სუსტები ვართ და როდესაც გულები გვიქვავდება უკვე არჩევანს საუკეთესო ვაკეთებთ.მე მინდა ჩემი უსაზღვრო სიყვარული მას მივცე,ჩემი გული ხომ მიილტვის არა კეთილდღეობისკენ,არამედ ის მე მსხვერპლად შევწირე ჩემს სიყვარულს.მეგობრის კარგად ყოფნით გამოწვეული ბედნიერება თურმე გადამდები ყოფილა მეგობრებზე ბედნიერების შეგრძნება.ანას და ბექს დაბრუნებას დიდი სიხარული მოჰყვა,გაუხარდათ გელას და ალექსანდრას ბედნიერება. -კიდევ ერთი წყვილი ჩვენს ოჯახში და ის მხოლოდ მარიამმა შეამჩნია.თქვა ანამ. -მეგობრებო,ძვირფასო დედიკო და მამიკო მე და მარიამი სოფელში მივდივართ. -კარგი გადაწყვეტილებაა.თქვა რუსომ. -ცოტას დავისვენებთ სუფთა ჰაერზე,მათი ქორწინების ბანკეტს დავესწრებით სადაც თქვენც მიწვეული ხართ და დავბრუნდებით.ასე რომ ბატონო ბესარიონ და ქალბატონო ანაბელ კომპანიას თქვენ გიტოვებთ და მას მიხედეთ წაღმაც და უკუღმაც.ღიმილით დაასრულა თავისი გამოსვლა გიორგიმ. -წვეულებაზე ჩვენც მოვდივართ.თქვა ანამ. -წვეულებაზე მოხვალთ,მანამდე კომპანიას მიხედეთ.შეუბღვირა გიორგიმ. -მერე ბავშვი?იკითხა ანამ. -გეყოთ გვრიტებო ნებივრობა ორჯერ მოიწყვეთ უკვე თაფლობის თვე მე და მარიამი ერთხელაც ვერ წავედით ნორმალურად,ახლა კი მინდა სოფელში მაინც დავისვენოთ რამოდენიმე დღე,მომეცით მცირედი დრო დავუთმო ჩემს ორსულ მეუღლეს.ბავშვი,არგუმენტი კარგი გაქვს აქამდე ვინ მიხედა ბავშვს რომ წაბრძანდი,ახლაც მიხედავენ ნუ ნერვიულობ.დედა ძალიან გთხოვ მიეხმარე მარიამს ნივთების ჩალაგებაში რომ გაიღვიძებს. -დღესვე მიდიხარ?კითხა ბექამ. -ხო დღესვე,ახლავეს.მტკიცე და შეუვალი იყო გიორგის ხმა. -ნუ იღრინები და წადი,აქ ვიქნებით ჩვენ.უთხრა ბექამ გიორგის და ორივეს გაეცინათ.მარიამი თავს ბედნიერად გრძნობდა,ალბად მისი მშობლიური ადგილების ხილვა უხაროდა,უხაროდა მის ტირიფებში კიდევ ერთხელ შესვლა და იქაურობით დატკბობა.ახლა არ ოცნებობდა მის მომავალზე,ის ოცნებობდა რომ მისი პატარა მარიამიც ამ სამყაროს სრულფასოვანი წევრი გახდებოდა.ის შეგუებული იყო უკვე მისი ცხოვრების მძიმე ხვედრს,რა ლამაზი იყო მთელი ეს დრო გიორგის გაცნობიდან დღემდე,მაგრამ ქრება ეს ბედნიერება ნელა ნელა და სად მიდის? რატომ ემალება ის მარიამს და რატომ არ უცქერს პირდაპირ თვალებში მას,რომ დაინახოს იქ ჩაბუდებული სიყვარული და სიყვარულთან ერთად დიდი ტკივილი.არა,არ იმალება ის ყველგანაა,შენს ირგვლივ რაც კი არსებობს,შენს ყოველდღიურობაში,სიყვარულში,მეგობრებში,საკუთარ ოთახში,მუსიკაში.ის ყველგანაა,მთავარია შენ იპოვო და შეივსო ამ გრძნობით.ბედნიერი როცა ხარ მას ყველა ხვდება,რადგან ერთიანად ანათებ,მთელი შენი შინაგანი მე ანათებს და ძლიერ ასხივებს.სიხარულს ასხივებდა მარიამის გაფერმკრთალებული სახე,სადაც იყო სოფელში სახლს უახლობვდებოდნენ და უკვე გრძნობდა მის სუნს,ბავშვობის სუნს,ჰაერი აქ სულ სხვაა,ყურში ჩაესმოდა წყაროს ჩხრიალი.მოენატრა მისი ტირიფები,ალექსანდრეს საყვარელი ადგილი ბაბუაწვერებით თეთრად გადაპენტილი დიდი გაშლილი მინდორი,ბებოს მწნილები და დედის ხელით დაწურული ხილის წვენი. -ღმერთო რა სიმშვიდეა აქ.თქვა ხმამაღლა და გიორგიმ ღიმილით გადახედა. -თუ გინდა შენს მშობიარობამდე ვიყოთ აქ მარიამ და მთელი ზაფხულის ხიბლს სრულად შეიგრძნობ.უთხრა გიორგიმ. -მშობიარობამდე?ვნახოთ გიორგი. -ვნახოთ,დრო გვაქვს.გაეღიმა გიორგის. -ბავშობაში თვალებს ისე მაგრად ვხუჭავდი მინდოდა სამყაროში მე და ჩემი გვირილები,ვარდები და იასამანი ვყოფილიავით.ყური დაუგდე გიორგი რა სიჩუმეა,რა მყუდროება.ნახე,ნახე ჩემი ვარდები გაშლილა,ჩემი გვირილები.სიხარულს და აღტაცებას ვერ დაფარა მარიამმა და წესიერად გაჩერებული არ იყო მანქანა რომ გადავიდა,ფეხ და ფეხ დაიარა მისი ბავშვობის ეზო ნაირფერი ყვავილებით სავსე.თვალი მოავლო ეზოს და გაეცინა,ჩუმად გადაიპარა ალექსანდრს ხენდროს ბაღში და იქ შუა გულში ჩაჯდა.ეგონა ვერ უცქერდნენ,მაგრამ ალექსანდრე სახლიდან უცქერდა და იცინოდა,მარიამს კი უხაროდა რომ ალექსანდრეს ბაღი გაუნადგურა. -გიორგი.დაუძახა ჩუმად,გიორგიმაც გაკვირვებულმა მიიხედა უკან. -რა გინდა აქ მარიამ ან როგორ გადადი. -მოდი გადმომიყვანე,ვეღარ გადმოვდივარ ალექსანდრემ არ დამინახოს.გაეცინა გიორგის და ხენდროს ბაღიდან ხელში აყვანილი გადმოიყვანა მარიამი.უეცრად მოიწყინა მარიამმა და გიორგის სახე შეეცვალა. -რა მოგივიდა,ცუდად ხარ? -არა. -აბა? -შემიძლია ყველაფერის გარეშე გავძლო,მაგრამ იმ გიჟების გარეშე ვერ გავძლებ -მაკვირვებ მარიამ არ გინდა ზოგჯერ განვმარტოვდეთ?არ გინდა იმ გიჟებისგან დავისვენოთ ცოტა ხნით და ვიყოთ მარტოები? -კარგი,შევიდეთ სახლში და მერე ვილაპარაკოთ. -მარიამ შვილო,იმდენი ჭამე ხენდრო ვეღარ გადმოდი ბაღიდან შენით? იცინოდა ნუგზარი. -შემხედეთ? მე მეგონა ჩუმად ვჭამდი.მარიამიც იცინოდა და გიორგის მკლავებიდან განთავისუფლებული მამის მკლავებში აღმოჩნდა. -უფ რა კარგია აქ,ბებოოო.ყველას გაუხარდა გიორგის და მარიამის მისვლა და უფრო მეტიც რომ ისინი იქ დარჩებოდნენ ზაფხულში. -გადავწყვიტეთ,რადგან ცოტა რთული ორსულობა აქვს მარიამს და ვერსად მიმყავს აქ დავისვენოთ.თქვა გიორგიმ -კარგია შენთვის სუფთა ჰაერზე ბებო და თან აქ ყველაფერს ნატურალურს მიირთმევთ ორივე. -მარიამი ყველას ეფერებოდა და ცდილობდა მათ თვალებში მისი მხიარული სახის კადრები დაეტოვა. -ალექს ცოტას დავისვენებ და შემდეგ მე და შენ გავისეირნებთ,ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.უთხრა ძმას და თვალი ჩაუკრა. -როდის მერე მომტეხე შენი საიდუმლო საქმეებიდან? გაეცინა გიორგის. -ნუ არც არასოდეს,მაგრამ არის რაღაცეები რომლებიც მხოლოდ მე და ალექსმა ვიცით,ამიტომ არ მიწყინო მაგრამ ჩვენ ორნი მარტო ვისაუბრებთ. -წადი,ისაუბრეთ მაგრამ ნუ დააგვიანებ ხომ იცი დიდი ხნით უშენობას რომ ვერ ვეგუები.უთხრა გიორგიმ და ლოყაზე აკოცა. -ყველა აქ ხართ და მინდა რაღაც გითხრათ. -რა მოხდა,ხო მშვიდობაა.შეეშინდა თამარს და ნუგზარის. -მშვიდობაა,ჩემი ნახატები თბილიში გაიგზავნა სადაც შეამოწმებს ცნობილი მხატვრები.მართალია მე ვერც ფიროსმანს შევადარებ ჩემს თავს და ვერც გურამ ქუთათელაძეს,ვერც მიქელანჯელო კარავაჯოს მაგრამ დიდი იმედი მაქვს მეც გავალ მხატვრობის ფართო გზაზე.მინდოდა პირველებს ეს თქვენ გცოდნოდათ.მარიამს და გიორგის ძალიან გაეხარდათ,თამრომ ჩაიცინა რადგან არ სჯეროდა.ალექსანდრემ შეამჩნია თამარის ჩაცინება და უთხრა. -იცინე შენ იცინე და ჩემი მასწავლებელი დარწმუნებულია რომ ჩემი ნახატები დიდ მოწონებასაც დაიმსახურებს მნახველით თვალში და პირველ ადგილზეც გავა. -მე იმიტომ არ ჩამეცინა,რომ შენი არ მჯერა შვილო პირიქით,მე ვამაყობ შენით და ორივეთი რომ ორივე ნიჭიერები მყავხართ,ეს კი ორივემ ძალიან კარგად იცით. -მხოლოდ ერთი პრობლემაა. -რა პრობლემაა.შეეკითხა გიორგიმ სერიოზული ხმით. -გამარჯვებული შეიძლება წავიდეს პროგრამის გაცვლით ავსრტიაში,დაფინანსება ნახევარია მთავრობის და ნახევარი ვინც წავა მან უნდა გადაიხადოს. -ეს ძალიან საინტერესო პროგრამაა ალექს და უნდა წახვიდე,უარი არ უნდა თქვა.შენ შანსი გეძლევა გახდე ხელოვანი.უთხრა მარიამმა ალექსის. -მეც ვეთანხმები მარიამს ალექს.ფული არაა პრობლემა,რაც დაგჭირდება და რამდენიც ჩვენ აქ ვართ.მართალია უფულოდ ვერაფერს ვერ მივაღწევთ,მაგრამ გახსოვდეს რომ ფულში არასდროს არ არის ბედნიერება,ის ძნელად მოსაპოვებელია და ადვილად დასახარჯი.ამიტომ ყოველთვის გქონდეს იმის უნარი,რაში ხარჯავ,რაში დებ და რას იღებ შენ იქედან.ინატრე ყოველთვის იმდენი,რამდენიც საჭიროა სხვას ყველაფერს დრო თავად გვიჩვენებს.შენს ხელოვნებას შანსი ეძლევა ის საზოგადოებამ გაიცნოს და შენც გაგიცნონ.ასე რომ ეგ ნუ გადარდებს,შენ იფიქრე ოცნება აგისრულდეს და სხვას ჩვენ მოვაგვარებთ,მე აქ ვარ შენს გვერდით,ჩვენ ძმები ვართ.ყველას გაეხარდა გიორგის და მარიამის მხარდაჭერა და აღფრთოვანებულები დარჩნენ გიორგის სიტყვებზე. -ერთი კვირა,სრულ ჰარმონიაში გაატარა მარიამმა და გიორგიმ.ყოველ დილით გაყავდა სუფთა ჰაერზე,თითქოს მოუხდა კიდეც იქ ყოფნა და თავს უკეთესადაც გრძნობდა მარიამი. -მარიამ არ დადგა დღე რომ ვისაუბროთ? გავისეირნოთ და მოგისმენ რა გინდა რომ მითხრა,რა გაინტერესებს. -გავისეირნოთ.უთხრა მარიამა და გიორგის შეხედა,გიორგიმ იგივე გაუმეორა. -არ დააგვიანო,გახსოვდეს რომ მე აქ გელოდები. -მალე მოვალთ.მარიამმაც აკოცა გიორგის და ალექსის გაყვა. -ალექსანდრე დიდი ხანია ცვდილობ შენთან დალაპარაკებას,მაგრამ დამიჯერე ადვილი არ არის.სადმე ჩამოვჯდეთ,სერიოზულ თემაზე უნდა გელაპარაკო. -რა ხდება მარიამ წამოდი ტირიფებში წავიდეთ. -არა, იქ გიორგი მოგვაგნებს და არ მინდა მან მომისმინოს,არ მინდა მან გაიგოს ჩემი ავადმყოფობის შესახებ. -ავადმყოფობის? ხმა ვერ გააკონტროლა ალექსიმ და მარიამს შეხედა. -ჩუმად,აქეთ იხედება და არ მინდა რამეს მიხვდეს.ალექსის ფერი დაეკარგა,ყბა აუკანკალდა და ძლივს მოაბა რამოდენიმე სიტყვის თქმას თავი. -წამოდი,ჩემს ადგილზე წავიდეთ იქ ვერ მოგვაგნებს.შეძლებ იქამდე რომ გავიდეთ? -შევძლებ, ამ საუბრისთვის ძალას მოვიკრებ ალექს რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ალექსმა ვეღარაფერი ვეღარ უთხრა და მისივე დახმარებით წაიყვანა მის ადგილზე მარიამი.იქ მისულებმა ცოტა სული მოითქვეს,მარიამმა წყალი დალია და ალექსის ღიმილით შეხედა,თავზე ხელი გადაუსვა ლოყაზე აკოცა და უთხრა. -ამბობენ,რომ რწმენით ცხოვრება უფრო ადვილია.მწამს რომ რაღაც იქნება სიკვდილის შემდეგ,ეს ყველაფერი რასაც ჩემს წინ ვხედავ ილუზიებია და ესეც სულ მალე გაქრება.მჯერავს მხოლოდ რომ ღმერთია თავად სიყვარული,რადგან მე ძლიერ სიყვარულს განვიცდი და კიდეც ვგრძნობ.მე ქალი ვარ ალექს და როგორ მინდოდა ჩემი წილი ბედნიერება მეც ისე მრგებოდა,როგორც საჭირო იყო.არ მომიპარავს არავინის წილი სიყვარული,ის მე უფალმა მაჩუქა და ბოლომდე ჩემია,მე კი მისი.ჩვენ ერთმანეთის ვართ,მხოლოდ მე ვერ შევძლებ მასთან ბოლომდე ყოფნას. -მარიამ გამაგებინე და ამიხსენი რა ჯანდაბა ხდება,როგორ არ იქნები მასთან,გიორგიმ იცის ეს ყველაფერი? -ალექს მე ფილტვების სიმსივნე მაქვს,სულ მალე დღითი-დღე სუსტდება ჩემი ფილტვები. -ბავშვი? მარიამ ბავშვის ყოლა როგორ გარისკე.გაოცებული იყო ალექსი და ნელა ნელა მისი თვალებიდან ცრემლმა იწყო დენა. -ალექსანდრე გთხოვ მომისმინე,შენი დიშვილი გოგოა და მას მარიამს დაარქმევთ.დამპირდი,დამპირდი რომ ყველაზე დიდ სითბოს შენგან მიიღებს მარიამი.შენ მოუყვები ყველაზე ლამაზ მოგონებებს რაც კი გულში გაქვს ჩვენი ბავშვობიდან შემორჩენილი.ყველაზე კარგად ვიგრძნობ იქ მაღლა თავს,როცა თქვენ ორნი ერთად იქნებით.შენი თავისუფალი დროის ყოველი წუთი,ყოველი წამი მასთან იყოს,მას აჩუქე.გაუხალისე ბავშვობა და მისი ლაღი ვარდისფერი სამყარო.მარიამი სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა.გთხოვ ძამიკო,ძალიან გთხოვ გაუფრთხილდი ჩემთვის ორ უძვირფასეს ადამიანს.გიორგის არ მისცე დაცემის უფლება,აჩუქე მათ რაც შეიძლება მეტი სითბო და სიყვარული,მათთან გაატარე უმეტესი დრო და შენ აღარ დაგრჩება დრო იფიქრო ცუდზე და იფიქრო ტკივილზე,მათთან ერთად შენ არ იქნები მარტოსული.გააკეთე ეს ჩემთვის გთხოვ,ჩათვალე რომ ეს ჩემი უკანასკნელი თხოვნაა ალექს მაგრამ დამპირდი,დამპირდი რომ ძლიერი იქნები და გაუფრთხილდები დედას და მამას. -შენ,შენ,შენ მე მაოცებ მარიამ.რკინის ნერვები გაქვს ასე მშვიდად როგორ ხარ,ზიხარ და ელოდები როდის მოვა შენი სიცოცხლის ბოლო დღე?გააკეთე რამე შენი ბედნიერებისთვის. -მე არ მჯერა სააწაულების ალექს ეს მხოლოდ ზღაპრებში ხდება,ჩემი მარიამი კი ჩემს თავს არასდროს არ დაგავიწყებთ,მაგრამ დარდს აუცილებლად შეგიმსუბუქებთ.მე ისიც მჯერა,რომ ის ბედნიერებას შემოიტანს ოჯახშიც და შენს ცხოვრებაშიც.აი სულ მალე დასრულდება ჩემი ხანმოკლე,მაგრამ ბედნიერი ცხოვრება.გთხოვ შემინახე ეს საიდუმლო,შემეძლო არაფერი მეთქვა მაგრამ გითხარი. -მარიამ შენ ნუთუ ვერ ხვდები ახლა შენივე ხელით დაფლითე და დაანაკუწე ჩემი გული,აავსე იმ დიდი ტკივილით რომელიც მუდამ იქ დარჩება და გარეთ არსდროს არ გამოვა. -ალექსანდრე ჩემო ძამიკო,რასაც აღარ ეშველება უაზრობაა მასზე დარდი და ფიქრი.გთხოვ პანიკაში არ ჩავარდე და ძლიერი იყავი.ჩემს ტირიფებს შენ გაბარებ საყვარელო,ხშირად მიდი.გული მეტკინა თვალი გადავავლე და ორი თუ სამი შევნიშნე ხმობა დაუწყია,დაურგე მას გვერდით ახლები,რადგან ჩემს მერე მარიამი გააგრძელებს თქვენთან სიცოცხლეს და ის ადგილი მასაც შეუყვარდება.ისიც ვიცი ის ადგილი გიორგის განმარტოვების ადგილი იქნება,შესაძლებელიც არის ქალაქის ხმაურს გამოექცეს და აქ ისე მოვიდეს სახლშიდაც არ გაიაროს.აქ ხშირად ნახავ ამიერიდან,მიხედე გიორგის და მიეცი ძალა,დააძალე რომ იცოცხლოს.მპირდები? ალექსი უკვე ხმით ტიროდა და მარიამს გულში იკრავდა. -მე მარტო არავარ,ჩემს ირგვლივ უამრავი საყვარელი ადამიანია,მეგობარია,ახლობელია,ნათესავია.მარტო არ ვარ,მაგრამ მარტოობის გრძნობა ჩემში ისეა რომ ვერც ჭაობს შევადარებ.არა,აღარ მეცოდება საკუთარი თავი,პირიქით მადლობელი ვარ რომ ჩემი 22 წელი სიყვარულში,სითბოში და საყვარელი ხალხის გარემოცვაში გავატარე.მე აქ დედამიწაზე ვტოვებ ჩემს დიდ სიყვარულს ალექს იმ დიდ გრძნობას,რომელიც გიორგის სახით მომევლინა.გთხოვ ჩემი უკანასკნელი თხოვნა გაითვალისწინე და გაუფრთხილდი მას. -მარიამ,მარიამ,მარიამ რატომ,რატომ შენ ეს ამოდენა ტკივილი.რატომ ჩვენს მშობლებს,ჩვენ ხომ არავინისთვის არასოდეს ცუდი არ გვითქვამს.რატომ,რატომ დაუშვი უფალო ამოდენა შეცდომა,სიყვარული ასწავლე,ბედნიერება აჩუქე და ახლა ყველაფერს ართმევ?რატომ,რატომ ამიხსენი. -ჩვენი ოჯახიდან,ალბად ვინმე უნდა წასულიყო ამ ტკივილით,ალბად მე აღმოვჩნდი ყველაზე სუსტი.თქვა მარიამმა წყნარად. -მარიამ მუდამ ასეთი მემახსოვრები გეფიცები. -როგორი. -გაღიმებული,მოღიღინე,მხიარული,მუდამ ჩემი მფარველი და ჩემს გვერდით მდგომი,კეთილი,ჩემი ყველა დარდის მოზიარე ჩემი მარიამი,ჩემი მარო.ვერ იკავებდა ცრემლებს ალექსი და მარიამს ხელს არ უშვებდა.ძალიან ბევრი ფოტო გადაუღო მინდორში მისივე ტელეფონით და უკვე საღამო იყო სახლისაკენ გზას რომ დადგნენ.გიორგი გზაში შემოხვდათ ტირიფებიდან მოდიოდა,ეტყობოდა რომ ნანერვიულები იყო. -სად იყავით ამდენი ხანი,იცი როგორ ვინერვიულე? -სად წავიდოდით გიორგი.უთხრა გიორგის მარიამმა და გაუღიმა,ალექსი კი თვალს არიდებდა გიორგის. -ტირეფში რომ არ დამხვდი ვინერვიულე,კიდევ გაქვს სხვა ადგილი ამოჩემებული და მე არ ვიცი? -მე არა,ეს ალექსის ადგილია და იქ ვიყავით წასული. -ალექს მეჩვენება თუ შენ მართლა მარიდებ თვალს,შენ რა იტირე? -ხო,ბავშვობის ამბები გავიხსენეთ და ხან ვტიროდით,ხან ვიცინოდით.უთხრა ალექსიმ. -წამოდი არ დაგგრილოს,მოიღრუბლა ალბად გაწვიმდება ცივმა ჰაერმაც დაუბერა, ჩემთვის კარგია ეს სიგრილე შენ არ გაწყინოს.ასე სითბოში და სიტკბოში გადიოდა დღეები და კიდევ ერთი კვირაც მიიწურა.სამ დღში ნუგზარის და თამარის ქორწინების 25 წელი წელიც მოახლოვდა,მარიამს არაფერზე მოაკდებინეს ხელი მხოლოდ აგემოვნებდა გემრიელ კერძებს,წინა ღამეს ბექა,ანა,გოგი და რუსო ესტუმრათ,გაიხარა პატარა ლუკაჩოს ნახვით ყველამ მაგრამ უფრო მარიამმა. -კი მაგრამ დღეს რა გინდოდა აქ,ხვალისთვის იყავი შენ მოწვეული.უთხრა გიორგიმ ბექას. -ჯერ ერთი,შემზე ადრე ვიყავი მე-(ც)ამ ოჯახის წევრი და სულ არ მჭირდება აქ მოწვევა,მეორე ფულის დედაც ვა...ე,რა მნიშვნელობა აქვს ფული ბევრი მექნება თუ ცოტა,ჰოდა ვიფიქრე მეც იქ წავალ სადაც ჩემი ბოსი ნებივრიბსთქო და გზას გამოვუდექი,როგორ ფიქრობ,მე და ჩემს ცოლ-შვილს გვაწყენს აქ ყოფნა? -სადაც შენი მეგობრები არ გყავს,იქ ყოფნა ყოველთვის მოსაწყენია.მე თქვენ ამ დღეებში რაც აქ ვარ, მართლა ძალიან მომენატრეთ. -მეც იქ მინდა ყოფნა სადაც ბევრი სულგუნი,ხაჭაპური და ჩემი დარტყმუული სამეგობროა.ეზოში შემოვიდა ლექსო,გელა,ალექსანდრა,რატი და მაიკო. -უუუფ,რა კაია ახლა ღომი და სულგუნი?თქვა მარიამმა და ბებოს გახედა. -ამ წუთში ჩავზილავ ბებოს მერცხალო.წამოდგა ბებო ფეხზე და სახლში შევიდა,სულ მალე მარიამი მიირთმევდა ბრინჯის ღომს სულგუნთან ერთად.ბექამ წაუწია სულგუნს ხელი და გიორგიმ ხელზე დაარტყა ხელი. -თათი გასწი,ამას ორი ადამიანი ჭამს ღორო.ყველას გაეცინა.იმ საღამოს მარიამმა ძალიან სუსტად იგრძნო თავი და ადრე დაწვა.დილით არა უშავდა,არ იმჩნევდა სისუსტეს სევდიანად გადახედა თავისი ოთხის სარკმლიდნ ეზოში თავმოყრილებს და ცრემლიც კი მოერია.ჩაიცვა,მოემზადა და მათთან მივიდა.ბექას სევდიანი მოეჩვენა მარიამი და ხუმრობით უთხრა. -რაო მარო გოგო რატომ ხარ მოწყენილი? მალე წავალთ ნუ გეშინია.უთხრა ხუმრობით და ხელი გადახვია. -ბექ.თვალებში ჩააშტერდა მარიამი ბექას და ბექას შეეშინდა ასეთი ცივი,ცარიელი და არაფლისმთქმელი თვალები მარიამს არასოდეს ჰქონია. -რა მარიამ. -ბექ მომეცი პირობა,რომ რაც არ უნდა მოხდეს ალექსის არ მიატივებ და მას ოცნებების არულებაში დაეხმარები. -რა ხდება მარო ნუ მაშინებ.უთხრა ბექამ. -მალე გაიგებ,შენ მხოლოდ ვაჟკაცური სიტყვა მომეცი. -გპირდები,ლუკას გეფიცები არასოდეს არ მივატოვებ. -მიყვარხარ,ანას გაუფრთხილდი და არც გიორგი არ მიატოვო. -მარიამ........... -ჩუ,არაფერი არ მითხრა,გთხოვ შემისრულე ეს თხოვნა რაც გითხარი.მალე გაიგებ ყველაფერს,მომენატრებით.ბექა გაშეშდა,დამუნჯდა და ვეღარაფერს ამბობდა ვერ ახსნა მარიამის სიტყვები რას ნიშნავდა.მალე მასპინძელმა სტუმრები მაგიდასთან მიიპატიჟა,მარიამი გიორგის ხელს არ უშვებდა თითქოს გრძნობდა,რომ დღევანდელი დღე მათი ერთად ყოფნის ბოლო,უკანასკნელი დღე არის.ყველას მოეფერა,ბევრი კოცნა პაპა და ბებო,ასევე მშობლები.ალექსიმ გულში ჩაიხუტა და დიდხანს ყავდა გულზე აკრული და თან საალერო სიტყვებს ეჩურჩულებოდა.არც ანა და პატარა ლუკა დავიწყებია და ბოლოს გიორგის მოხვია ხელები,მოეფერა და ვნებიანი კოცნაც დაუტოვა რაც გიორგის ძალიან გაუკვირდა,მარიამს არ უყვარდა ხალხში კოცნა,ძალიან ერიდებოდა ასეთ სცენებს და საყვედურობდა გიორგის ხოლმე როცა აკოცებდა სხვასთან ერთად. -რა გჭირს მარიამ დაჯექი.უსაყვედურა მსუბუქად. -არ ვაცდი თამადას პირველი სიტყვა მე უნდა ვთქვა.ჭიქა აიღო ხელში და კისკისით გადახედა ყველას.-ყველა,ყველა მიყვარხართ რა ვქნა რომ ვერცერთს ვერ გამოგარჩევთ ერთმანეთისგან,თქვენ ხართ ადამიანები რომლებიც ავსებთ ჩემს სამყაროს.მოეფერეთ ერთმანეთს და გიყვარდეთ ერთმანეთი ბოლომდე ისე ძლიერ,როგორც ახლა გიყვართ.გახსოვდეთ,ერთგული მეგობარი ნებისმიერ ქონებაზე მეტი სიმდიდრეა და თქვენ ხართ,ჩვენ ვართ ერთმანეთის სიმდიდრე.ჩემო შეძენილო დედიკო და მამიკო,მიყვარხართ და მეამყებით.ჩემო მშობლებო თქვენ კი გილოცავთ დღევანდელ დღეს.უეცრად თვალები აუბრჭყვიალდა,ყველაფერი დატრიალდა,შუბლი ოფლმა დაუცვარა და ჭიქა ხელიდან გაუვარდა,გიორგის შეხედა და მხოლდ ორად ორი სიტყვა თქვა. -მაპატიე,მიყვარხარ.გონება გაეთიშა და გიორგიმ ხელი შეაშველა.რატი ფეხზე წამოდგა და მარიამს მივარდა,გიორგი კი უეცრად გარდაიქმნა მხეცად,მას ადამიანის სახე არ ჰქონდა და ღრიალებდა. -მარიააააააამ.სასწრაფოს დაურეკეთ ჩქარა.რატიმ ხელი კრა გიორგის და პირველადი დახმარება ჩაუტარა მარიამს,ამასობაში სასწრაფოც მოვიდა და გადაიყვანეს საავადმყოფოში.დღე და ღამე საავადმყოფოში იყო როგორც გიორგი ასევე ყველა,15 დღე,15 დღე სიკვდილს ებრძოდა მარიამი და ბოლოს ექიმმა თქვა. -გიორგი ვიცი რომ გიჭირს,ვიცი რომ მძიმეა,მაგრამ საკეისრო უნდა გავაკეთოთ რომ ბავშვი გადავარჩინოთ და არ დავკარგოთ. -რატი რაც გინდა გააკეთე,რასაც ხედავ რომ აუცილებელია,ის რაც მისი ჯამრთელობისთვის იქნება უკეთესი.გთხოვ,მხოლოდ მარიამი გადამირჩინე და დამიბრუნეთ.მარიამი საოპერაციოში გაიყვანეს და დაიბადა 7-თვიანი გოგონა,ძალიან სუსტი და უსუსური.გიორგიმ ერთი შეხედა მის პატარა ცხვირს,თითებს და ხელი წაიღო მისკენ რომ მოფერებოდა,პატარამ თითქოს იგრძნო მამის გვერდით ყოფნა და გიორგის თითს მისი სუსტი და უსური ხელით ჩააფრინდა,თითქოს თხოვდა არ მიეტოვებინა.გაეღიმა გიორგის და გული გაუთბა ამ პატარა თითებმა,მაგრამ მარიამის უგრძნობი სხეული რომ გაახსენდა მის ხელებში ცივად შეუშვა პატარას ხელი და ზიზღის სავსე თვალებით შეხედა.თვალი აარიდა და მისკენ მომავალ რატის შეხედა. -რა ხდება რატი. -გიორგი ექიმს სურს შენთან საუბარი,თავის კაბინეტშია და გელოდება.შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა ექიმთან,მას უკან მარიამის განადგურებული მშობლებიც თან გაყვა. -გამარჯობათ ბატონო შოთა. - მობრძანდი გიორგი დაბრძანდი.უჭირდა ექიმსაც საუბარი,იცოდა რომ ბოლო დროს ვერ გრძნობდა თავს კარგად მარიამი მაგრამ ის ამ ყველაფერს ორსულობას და გადაღლილობას აბრალებდა.აზრზე არ იყო წინ რამდენად უსიამოვნო საუბარი ელოდა. -მაშ ასე,ბატონო გიორგი ბოლო თვეებია თქვენი მეუღლე კონსულტაციას როგორც თავის გელოკოლოგთან გადიოდა,ასევე ის კონსულტაციას გადიოდა ჩემს კოლეგასთან ექიმ-ონკოლოგ ლევან შალამბერიძესთან და როგორც გატყობთ მისი ავადმყოფობის შესახებ თქვენ არაფერი არ იცოდით,მან არავის გაუმხილა და მთელი ეს სიმძიმე თავად ატარა გულით ეს რამოდენიმე თვე. -რას ამბობ ექიმო.დაბნეული იყო გიორგი. -ძალიან ძნელია გითხრა შვილო გიორგი მაგრამ მედიცინა უძლურია,მე გერმანიაშიც გავაგზავნე მისი ანალიზები,მაგრამ იგივე პასუხი მოგვივიდა რასაც ჩვენ ვვარაუდობდით,ვწუხვარ,ძალიან ვწუხვარ მარიამი თავად სამედიცინოზე სწავლობდა და იცოდა ბევრი რამ,იცოდა ამ დაავადების უკუ ჩვენებაზეც მაგრამ ის ყველაფერზე უარს ამბობდა იმდენად უნდოდა ამ ბავშვის დაბადება.სამწუხაროა,პერიოდულად მოვა აზრზე მაგრამ ისევ გაითიშება,დროებით დაუბრუნდება აზრი.მას თავშიც გაეთიშა ტვინის ყველა უჯრედ,ფილტვები აპარატით სუნთქავს.გიორგი გაოგნებული იჯდა და ძლივ ამოიღო ხმა. -ეს,ეს ყველაფერი თავად იცოდა? -იცოდა, გიორგი მარიამმა ოთხი თვის ორსული რომ იყო მაშინ გაიგო.ვთხოვდით ეს ბავშვი მოიშორე,კიდევ გეყოლება ბავშვითქო მაგრამ გაჯიუტდა. -როგორ შეძლო და ზიდა მარტომ ამოდენა ტვირთი,როგორ არავის არ დაელაპარაკა,როგორ იყო ჩუმად,ასე როგორ შეინიღბა რომ ვერაფერი შევამჩნიე.გიორგის საუბარი თანდათან ყვირილში გადადიოდა,თამარი და ნუგზარი ახლა მარიამზე მეტად გიორგიზე ჯავრობდნენ და მას ტიროდნენ. -გიორგი მომისმინე. -არა,არაფლის გაგონება არ მინდა,დღესვე მიმყავს მარიამი საზღვარგარეთ ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.უყვირა ექიმს. -ვიცი რომ ეს შენთვის ძნელი დასაჯერებელია,მაგრამ აქ მარტო მარიამის ტვინს არ ეხება საქმე,ის უკურნებელი სენითაა დავადებული,მისი ფილტვები შეჭმულია.მას ეს ბავშვი უნდოდა და არ გაამხილა,რომ არა სასწრაფო საკეისრო კვეთა შენ შვილსაც დაკარგავდი.უყვირა ექიმმა რომ გონზე მოეყვანსა გიორგი.-გაიგონე მარიამის შორს გზაზე წაყვანა არ შეიძლება ვერ გადაიტანს მგზავრობას და გზაში დაგეღუპება.რატი გიორგის ყვირილზე შევიდა ექიმის კაბინეტში და გიორგის მდგომარეობით განადგურებული იყო თავადაც. -რა გავაკეთო,მითხარით მარიამი ჩემთან რომ დარჩეს.რატი მითხარი,რა გავაკეთო მე მარიამის გარეშე არათუ ვიცოცხლებ,ვერც კი ვისუნთქებ.მის გარეშე ეს ბავშვიც არ მინდა,თვალით არ დამანახოთ. -გაგიჟდი? ბავშმა რა დაგიშავა,ის ხომ ჯერ სულ ციცქნა და უსუსურია,მას შენ ჭირდები გიორგი როგორც შენ გჭირდება ის.მკაცრად უთხრა რატიმ. -ის რომ არა მარიამი იცოცხლებდა,მან წაართვა სიცოცხლე დედას.ზიზღით თქვა და ატირდა.-არ შემიძლია,ასე უძრავად მწოლიარეს რომ ვუყურებ ვერ ვუძლებ მის მდუმარედ ყოფნას,მინდა ისევ ისე მეტიტინოს. -გამაგრდი გიორგი,გთხოვ ძირს ნუ დაეცემი. -არ შემიძლია ვიჯდე და ვუყურო როგორ თან და თან კვდება ჩემი საყვარელი ქალი.ადგა,ექიმს არც კი დაემშვდობა და მარიამთან შევიდა.საწლთან ჩამოუჯდა,მისი დასუსტებული ხელი მის დიდ ძლიერ ხელებში მოიქცია და უთხრა. -ძალიან მიყვარხარ მარიამ და არც იფიქრო ჩემი მიტოვება.მარიამმა სუსტად მოუჭირა ხელზე ხელი და ძლივს გასაგონი ჩურჩულით უთხრა. -გიორგი დამპირდი.გიორგის თვალები გაუნათდა და იყვირა. -მარიამ საყვარელო,მითხარი რას მთხოვ ყველაფერს შეგისრულებ. -დაიფიცე რომ სიტყვას შეასრულებ. -გეფიცები,გეფიცები ჩვენს სიყვარულს. -გიორგი მიყვარხარ და მინდა ძლიერი იყო,დამპირდი რომ იქნები ძლიერი. -გპირდები.გიორგი ძალას ატანდა ხმას,რომ არ აკანკალებოდა. -ახლა გაჩუმდი და მომისმინე,ძალიან გთხოვ იპოვე ის გიორგი რომელიც შენში შენს თავს დაინახავს,ისე როგორც მე დავინახე შენში შენი თავი. -ვინც მე დამინახავს? -ჩაიხედე სარკეში და დაინახავ ადამიანს,რომელსაც მე ვხედავ ძლიერს და მტკიცეს,შეუპოვარს და საქმის ერთგულს,მოსიყვარულეს და თავდადებულს. -მადლობა მარიამ რომ მე ამ სამყაროში შენით შევიგრძნე ნამდვილი სიყვარული.მადლობა,რომ შენგან ძვირფასი განძი მრჩება,შენ მარტომ იბრძოლე რომ ეს განძი მოგეტანა ჩემამდე მაგრამ სანაცვლოდ სულის ტკივილს მიტოვებ.შენ ერთადერთი ქალი ხარ ჩემს ცხოვრებაში და გპირდები სხვა არ იარსებებს რადგან სხვისთვის ეს გული ისეთი აღარ იქნება როგორიცაა შენს მიმართ.მიყვარხარ მარიამ უაზრო და უსაზღვრია ჩემი შენდამი სიყვარული. -მეც ძლიერ მიყვარხარ და ეს ძლიერი სიყვარული შენ მასწავლე.მარიამმა ნელა-ნელა მილულა თვალები და დაიძინა. -ყველაფერი შემიძლია გაპატიო გარდა ორგულობისა და ღალატისა,არ გაბედო და არ მიღალატო მარიამ.ნაზად აკოცა გაუფერულებულ ბაგეებზე და გარეთ გავიდა. ნურაფერს ეძებთ სულის გარეთ,ყველაფერი მასშია.შეიძლება მთელი ცხოვრება სიმშვიდეს ეძებდე?რატომ გვიჭირს ჩვენივე სიმშვიდის ასე ძნელად მოპოვება,ჩვენ მხოლოდ გულს ვიმშვიდებთ რომ ყველაფერი კარგად იქნება. მარიამის ავადმყოფობით გიორგის ცოხვრებაში კრიტიკული დღები დადგა,ბევრჯერ უხმოდ ამდგარა და ყველასგან განმარტოვებულად წასულა შორს და თავის სამყაროში ჩაკეტილა.ის უკვე მიეჩვია მაროტობას,ხშირი გახდა მელანქოლიური დღეები მისთვის,თითქმის ყოველდღიურობად ექცა სიმარტოვე და ის ერთ-ერთი წყნარი და ჩუმი სამყაროს მკვიდრი გახდა.აღარ შეეძლო,მაგრამ უძლებდა,უძლებდა და ელოდა კიდევ როდის გაახელდა მარიამი სოცოცხლე ჩამქვრალ თვალებს.აღარაფერი აღარ აინტერესებდა სხვა გარდა იმისა,სულ ექიმებში იყო და ეძებდა როგორ ეშველა მარიამისათვის.არანორმალური სიყვარული,არანორმალურ ტკივილად იქცა.დილა,შუადღე,საღამო იქ იყო მარიამის გვერდით და არ ტოვებდა შედიოდა და ელაპარაკებოდა,იმ დღესაც ჩვეულებრივად წყნარად ელაპარაკა. -როგორ ხარ მარიამ უკვე ერთი თვე გავიდა რაც აქ წევხარ და მე ბავშვიც არ მინახავს,უშენოდ მისი არა თუ დანახვა,მისი ხმის გაგონებაც არ მინდა.ვისთვის ან რისთვის ვიცოცხლო უშენოდ,რატომ გამიმეტე ასე დაუნდობლად,რატომ გამწირე,ვისთვის ვიცოცხლო და ვისუნთქო,მარტო იმისთვის რომ გავიხსენიო ჩვენი სიყვარულით სავსე ლამაზი დღეები,რომელმაც ცხოვრება გამილამაზა? ჩემი ცხოვრება დასრულდა და დაცარიელდა უშენოდ,ის ცარიელია და მხოლოდ შენდამი ტკბილი მოგონებებით ვსუნთქავ ჯერ კიდევ რომ ვსუნთქავ.ჩემს გულში უშენობის სიცარიელით დიდი ტკივილი დარჩა მარიამ.ფრთხილად აკოცა გათეთრებულ,გაცრეცილ,თითქმის გაყინულ ბაგეებზე და ადგა,უხმოდ ცრემლიანი თვალებით დატოვა მარიამის პალატა.იქედან გასულს უნდოდა სადმე ისეთ ადგილზე წასულიყო,სადაც მარტო იქნებოდა.წუთიერად დაფიქრდა და ბავშვის სანახავად წავიდა,პატარა ჯერ კიდევ ინკუპატორში იყო,გარედან დიდ სარკმელთან იდგა და უცქერდა მძინარე ლამაზ თოჯინას.ეგონა მის მიმართ რაიმე შეიცვალა მასში,მის გულში,მაგრამ არ უგრძვნია არაფერი ბავშვის მიმართ,ესე იგი ის ჯერ კიდევ გაბრაზებული იყო მასზე.სახლში მივიდა,არავის დაელაპარაკა გამოიცვალა და ისევ ეზოში გავიდა,იქ დაჯდა ჭადრის ძირში სადაც მარიამს უყვარდა ჯდომა და წიგნის კითხვა. -გიორგი სად მიდიხარ შვილო.უთხრა ცრემლიანი თვალებით რუსომ. -დააცადე,რაც უნდა მის გულს ის გააკეთოს.უთხრა გოგიმ და რუსოს ხელი მოხვია.ჭადრის ძირში დამჯდარმა სიგარეტო ამოიღო,ჯერ უყურა ხელში მოფშვნა რამოდენიმე ღერი და შემდეგ მოუკიდა,არ ესიამოვნა და გადააგდო.ფიქრებში ჩაიძირა უძილობისაგან დაღლილს ჩაეძინა და თითქოს ცხადში ესმოდა,მარიამის ხმა მოელანდა და გაოცებულმა მიმოიხედა. -გიორგიიი გადაადე სიგარეტი არ გიხდება და მოდი ჩემთან. -მარიამ,მარიამ დამელოდე მეც შენთან წამოვალ. -სად ხარ,აქ რატომ არ ხარ მომენატრე.გიორგი მნახე,მხოლოდ ამ ერთხელ მნახე.თვალი გაახილა,ჩასძინებოდა დაღლილს და გაახსენდა მარიამი უხმობდა,წამოდგა წელში გასწორდა და ნელი ნაბიჯით დაიძრა მანქანისკენ,შემდეგ გაიქცა მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით გავარდა ეზოდან.საავადმყოფოში მისულმა მანქანა დააყენა და ასევე გიჟივით აიარა კიბეები,ბოლოს ძალა წაერთვა მარიამის პალატასთან ექიმები რომ დაინახა.ფეხები აუკანკალდა,სიმწრის ოფლმა დაასხა და სულ დასველდა,შეეშინდა და კედელზე ხელის გაყოლებით მივიდა მათთან.ყველა გიორგის უცქერდა და ყველას სევდა ჰქონდა თვალებში,მაგრამ სასწაულია? თუ ეჩვენება ან ჯერ კიდევ სიზმარშია? არა ვერ უჯერებს თვალებს სიხარულის ცრემლები მის სახეზე იკვლევენ გზას.ვერ მიხვდა ცხადში იყო თუ სიზმარში და ისევ მარიამის ხმამ გამოიყვანა ბუსუსიდან და დააბრუნა რეალურ სამყაროში. -ვიცი იქ წასულები უკან რომ არ ბრუნდებიან,მაგრამ მე ჯერ არსადაც არ წავსულვარ აქ ვარ და შენ გელოდები.ეს ბოლო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მწარე და ყველაზე ტკბილი ზღაპარია,ზღაპარი რომელშიც სიყვარული წარმატებულია შენს გულში რომ დარჩება სამუდამოდ ლამაზი მოგონებებით,ერთადერთი რაც მტკივა ჩემში,ჩემი ოცნებებია რომლებიც ფუჭად დარჩა,ოცნებებშიც არ მქონია ბედი.თითქოს გრძობდა მისი ცხოვრების ბოლო საათების მოახლოვებას და უფალმა შანსი მისცა გამომშვიდობებოდა საყვარელ ადამიანებს,მის თვალებში კი ფილმის კარდებად იშლებოდა ბოლო წუთების ფოტოები.დაიღალა,თვალები დახუჭა ენით გამომშრალი ტუჩები გაისველა და მკრთალი ღიმილი მოეფინა სახეზე,გიორგიმ ახლოს მივიდა გაცრეცილ სახეზე მოეფერა და ჩამწყდარი ხმით უთხრა. -ნუ გამიმეტებ ამოდენა ტკივილისთვის,ნუ დამტოვებ უშენოდ აქ ამ სამყაროში.მარიამმა სუსტად მოუჭირა ხელი და უთხრა. -მე ვიბრძოლე,მაგრამ ვერ მოვერიე გიორგი და დღეს ეს წუთები ვგრძნობ რომ ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთებია.ჩვენი ეს საუბარი საბოლოოა და გთხოვ,გთხოვ ნუ მიგლოვებ დიდი ხნით.შენ ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე მამაკაცი ხარ,დამპირი გიორგი რომ ცხოვრებას გააგრძელებ,რომ შენს თავს კიდევ მისცემ შანსს იყო ბედნიერი. -მაპატიე საყვარელო,რომ ამ სურვილს ვერ შეგისრულებ.ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა მონატრებული,რამოდენიმეჯერ გამოტირებული საყვარელი სხეული.არ მჯერავს რომ ისევ აქ ხარ ჩემთან და მე შემიძლია შენ შეგეხო,თუნდაც წუთიერად მე ბედნიერი ვარ რომ შენ გხედავ,რომ ჩვენ ვსაუბრობთ,ჯანდაბა არეულად ვამბობ ყველაფერს.გიორგიმ მარიამთან საუბარით სიხარულისგან არ იცოდა რას ამბობდა. -მესმოდა რასაც მეუბნებოდი,ყველაფერი მესმოდა.შენ ჩემს მაგივრად სუნთქავდი,შენი გული მთელი ეს დრო ჩემი გულისთვის სუნთქავდა,ჩვენ ერთად დავძლიეთ ეს დიდი გასაჭირი,მაგრამ საკითხავია დავძლიეთ კი? გიორგი ნუ შეიძულებ პატარას,ის არ არის დამნშავე რაც მოხდა. -ნუ გადაიღლი თავს საყვარელო,ჯერ კიდევ სუსტად ხარ.ცრემლით სავსე თვალებით უთხრა გიორგიმ მარიამს და სახე დაუკოცნა. -მოდი აქ დაწექი ჩემთან და ერთად დავიძინოთ,მეძინება საყვარელო,ალბად წამლების ბრალია.რომ გამოვიღვიძებ მარიამს ხომ მანახებ. -აბა რას ვიზამ,გინდა ახლა მოვიყვანო? -მინდა,ძალიან მინდა რომ ვნახო.გიორგი წამოდგა და რამოდენიმე წუთში ბავშვით ხელში დაბრუნდა,მარიამს მის დასუსტებულ ხელებში ჩაუწვინა პატარა თავადაც მიუწვა და მისი ორი საყვარელი არსება გულში ჩაიხუტა.ამ მტანჯველი ერთი თვის მანძილზე პირველად დაიძინა გემრიელად,ვერც კი გაიგო როგორ შევიდა ექიმი პალატაში,ბექა,რატი,ალექსი გაოცებული უცქერდა ამ საოცარ კადრს და ბექამ ფოტო გადაუღო სამივეს,ფრთხილად და უხმოდ დატოვეს პალატა და გარეთ დაელოდნენ. რამოდენიმე საათში გიორგი სიცივემ გააღვიძა,მარიამს მის მკერდზე თავმიდებულს შეეწყვიტა გულის ფეთქავა.ფეხზე წამოდგა,სუნთქვას დააყურადა და რომ დარწმუნდა მარიამი აღარ სუნთქავდა მისმა ღრიალმა მთელი საავადმყოფო ფეხზე დააყენა.ყველაფერი რაც კი ხელში მოყვა დალეწა და დაამსხვრია,არავის ახლოს არ იკარებდა,მხოლოდ ბექამ მოახერხა და პატარა მარიამი გულზე აკრული გაარიდა იმ ადგილს.გიორგი კი გულში იხუტებდა მარიამის გაცივებულ სხეულს და ტიროდა მანამ,სანამ თავად არ დაიღალა. -შენ მე გამიმეტე,მაინც გამიმეტე და მიმატოვე.გამიმეტე მწარე ტკივილისთვის და დამიტოვე შენი ცოცხალი სურათი ჩვენი პატარა მარიამის სახით.მხოლოდ ის დამრჩა შენგან სამუდამო საჩუქარი,სულში კი ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ''.იწვა საავადმყოფოს თეთრ პალატაში და მისი შავი თვალები ერთი წერტილისათვის გაეშტერებინა,ფანჯრიდან კი ჩანდა როგორ ჩამოწვა უკუნი ღამე და ნელი წვიმა წამოვიდა,ნელა-ნელა კი წვიმა თავსხმა წვიმად გადაიქცა და თითქოს ისიც განრისხებული მარიამის სიკვდილით ეხეთქებოდა მთელი ძალით დედამიწაზე და იქვე ჭუჭყში ერეოდა.ეს ცხოვრებაც ხომ ჭუჭყია და მეტი არაფერი.გიორგი კი იჯდა ერთ კუთხეში და ბუტბუტებდა. - ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ''რომელიც მხოლოდ ჩემს სულს ეხება მტკივნეულად.შენ,შენი წილი სიცოცხლე იცხოვრე თუნდაც მცირე ხნით,მაგრამ იცოცხლე და იცხოვრე დიდი სიყვარულით.შენ მუდამ ჩემში იქნები,შენ ხომ ჩემი პატარა მარიამი ხარ რომელმაც ჩემი გული დაიკავე და წასვლისას კი თანვე წაიღე აქ უგულოდ დამტოვე გამოცარელებული,რადგან ვერ ვგრძნობ მის ფეთქვას.მშვიდობით საყვარელო,ჩვენ იქ ზეცაში შევხვდებით ერთმანეთს.აღარავინის დანახვა აღარ უნდოდა,აღარც ის პატარა უსუსური არსება რომელიც დედის სითბოს გარეშე დარჩა,აღარც მისი შეხედვა არ უნდოდა.ისე სწრაფად გავარდა და ჩაუქროლა გვერდი იქვე მდგარ ბიჭებს,რომ ვერცერთმა ვერ გაიაზრა რა მოხდა,მაგრამ როცა ბექა აზრზე მოვიდა უკან გაეკიდა გელასთან ერთად მაგრამ ვერ დაეწია,მანქანით გაყვა უკან და ისიც ტიროდა. -არ გააკეთო სისულელე, გიორგი აზრზე მოდი.გიორგი კი ისეთი სისწრაფით მიდიოდა რამოდენიმეჯერ ამოტრიალდა ჰაერში და ორივე გაშეშებული უცქერდა ჰაერში მობრზიალე მანქანას და შიგ მჯდარ გიორგის.დავარდა თუ არა მანქანა,ბექა და გელა მივარდა და მკვეთრად გაიგონეს გიორგის ნათქვამი სიტყვები. -მოვდივარ საყვარელო,ამიერიდან იქაც ერთად ვიქნებით. ყველას და ყველაფერს თავისი წესები აქვს თითქოს, ბუნების საკუთარ და მრავალშვილიან ოჯახში ჩვენ ადამიანებს, ჩვენი წესები გვაქვს,ჩვენი მოვალეობები. შენ არ გცალია დარდისთვის, ნუ გააკეთებ იმას, რაც კიდევ უფრო დიდ ტკივილს მოგაყენებს და სულიერად არ მოგცემს საშუალებას იყო მშვიდად. როცა ღმერთმა ამ მანუგეშებელ ბუნებაში შეგვქმნა, შენ შეგქმნა ტანჯვისთვის,მაგრამ დიდი სიყვარულისთვის, დიახ შენ დარდისთვის არ შეუქმნიხარ. შენ უნდა გიყვარდეს,გიყვარდეს და გწამდეს. აი ეს არის დღეიდან შენი მოვალეობა,რაც მხოლოდ და მხოლოდ ამ დროისათვის დაგიწერა ღმერთმა. გიორგი შენი ბედნიერება პატარა მარიამის გვერდით არის, მასთან ერთადაა ბედნიერება,სიხარული, რადგან თქვენ ერთ ოჯახს ეკუთვნით,ის შენი სხეულის,სულის და ცხოვრების ნაწილია. დაბრუნდი,დაბრუნდი უბრალოდ წუთით შეჩერდი მის პატარა საწოლთან, წუთით დაუთმე დრო შენივე შექმნილ ულამაზეს არსებას და მიხვდები როგორ ძალიან სჭირდები პატარას.გოგი გოგაბერიშვილის ოჯახში დაბნეულობა გამოიწვია გიორგის მდგომარეობამ,ფეხზე დადგა ყველა,აღარ იცოდნენ ვინ ეტირათ უდედ-მამოდ დარჩენილი პატარა და უსუსური მარიამი,გიორგი რომელიც საავადმყოფოში აპარატზე იყო შეერთებული და არაფერი არ ესმოდა,ვერაფერს გრძნობდა თუ მარიამი რომელმაც ამ ქვეყნად შვილის მოვლენით დათმო თავისი სიცოცხლე 22 წლის ასაკში და გადასახლდა იქ მაღლა მარადისობაში,მაგრამ შეიცოდა,უფალმა შეიცოდა პატარა დედით ობოლი და არ დატოვა ის მამის გარეშე.გიორგი გრძნობაზე მოვიდა მარიამის დასაფლავების წინა დღეს გამოწერეს საავადმყოფოდან,მაგრამ ისევ ისეთი გათიშული იყო როგორ ჩაიარა დასაფლავებამ არც კი გაუგია.მისთვის დღე და ღამე გაერთიანდა,ფარდებჩამოფარებულ ოთახში ვერ გებულობდა დღე იყო თუ ღამე და მარიამის დასაფლავებოდან ერთი თვე ამ სიბნელეში გაატარა.არც ლაპარაკობდა და არც ჭამდა,საღამოოით კარებს გამოიკეტავდა,მინდვრის ყვავილების შეკვრას იყიდდა და საფლავებს შორის გაუყვებოდა გზას.იქ დაიდო ბინა გიორგიმ და ღამეც იქ ეძინა მარიამის გვერდით.არ გარეულა საფლავის გაკეთებაში,ყველაფერი ბიჭებმა გააკეთეს მის დაუკითხავად,მხოლოდ თავად აარჩია ქვაზე დასახატი ფოტო და წარწერაც ზედ თავად გააკეთა,განა წელი დააწერა გარდაცვალების და დაბადების?არა,მხოლოდ ორად ორი სიტყვა გაკრული ხელით ,,მარიამს გიორგისგან''.ქვემოთ კი წვრილი ასოებით ეწერა ყველაზე დიდი საჩუქრი ცოცხლად ტკივილი დამიტოვე ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ''.ამ ტანჯვაში შემოდგომის ბარაქიანი თვეც მიიწურა,თითქოს სიცოცხლე გამოეცალა დამჭკნარ,გაყვითლებულ და ძალა დაკარგულ ფოთლებს.ირგვლივ სიჩუმეა,ისმის მხოლოდ წვიმის ხმა და ფოთლების ნელი ნაბიჯებით გამოწვეული შრიალი.ისევ მიიჩქარის ამ გზაზე ბინდში ვიღაც და მის ნაბიჯებს ცის ცრემლები ეცემა ზემოდან,თითქოს ამ ადამიანთან ერთად ისიც გლოვობს საყვარელი ადამიანის გარდაცვალებას.ძალა გამოცლილი მიუახლოვდა ამოჩემებულ ადგილს,დგას და უცქერს,სევდისმომგვრელი იდუმალი ნისლიც კი ვერ ფარავს მის სახეზე ცრემლის კვალს,ცრემლი რომელიც თვალიდან მოდის და მის სახეზე თვეების გაუპარსავ წვერში იმალებიან,ცივი ნიავი კი თითქოს შიგ გულში აღწევს და სულსაც კი ყინავს ნელა ნელა.ახლოს მიდის მის წინ მდგარ მარიამის ფოტოსთან,უცქერს და შემდეგ თითქოს მას ესაუბრება. -შენი ნაკვალები კიდევ არის სადღაც შემორჩენილი,სადღაც აუცილებლად დავინახავ შენს მსგავს,არ შეიძლება ასე ბოლომდე გაქრე შენი ყველაფრიანად,შენ უგულო არ ხარ.გეძებ,გეძებ და არსად არ ხარ,მერე ისევ ოთახში ავდივარ და შენს დატოვებულ ნივთებს ვერები.წავიკითხე შენი დღიური რომელიც რუსომ მომცა,ვიცი რომ გიყვარდი,ვიცი რომ ეს სიყვარული თანცე წაიღე,მეც მიყვარხარ მარიამ ისე ძალიან,რომ არ შემიძლია გადაგიყვარო ვერ შევძლებ ამას.აქ როცა მოვდივარ შენს სურნელს ვგრძნობ,თითქოს აქვე ხარ,სადღაც შორიახლოს დგეხარ და მიყურებ.დამიკარგე ცხოვრების ყველა მიზანი,ახლა მარტო იმაზე ვფიქრობ აქედან წავიდე,მაგრამ შენი სურნელი არ გამყვება იქამდე,აქ დარჩება.როგორ მიხაროდა ყოველი დილა შენს გვერდით,შენი წასვლის შემდეგ იმ ოთახს სინათლე არ უნახავს,უშენოდ იქ დღეები ბნელი და ცივია.ჩვენი მარიამის დაბადებით,მეგონა ყველაზე ბედნიერი კაცი ვიქნებოდი,მაგრამ უშენოდ არც ამ ბავშვმა მომიტანა სინათლე.ცხოვრება უშენოდ და უხალისოდ მიდის,ჩვენ ორივე ცხოვრების სხვადასხვა მატარებლით ვმგზავრობთ და ეს ასე წლები გაგრძელდება,ქარმა წაიღო ჩვენი ოცნებები ნათელი ფერებით ბედნიერ მომავალზე და ჩვენი ილუზიები სამყაროზე.სადღაც ყველაფერი კარგადაა,ჩემთან კი არა საყვარულო,უარესობისაკენ მიდის.გუშინ უბედნიერესმა,დღეს გავიღვიძე და შენ აღარ ხარ ჩემს გვერდით,უშენოდ რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას. ვცადე,მაგრამ არ გამომივიდა,ვერ შევძელი.იცი რამხელა ტკივილი ხარ?ყველაზე დიდი და ძლიერი ტკივილი ხარ ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ'' მარიამის სახით.მაკლიხარ,დრო გარის ძალიან სწრაფად.სოფელში ვაპირებ წასვლას,რომ შენგან დარჩენილი უკანასკნელი კვალი ვიპოვო,იქ ჩენს საყვარელ ტირიფებში.შენი თხოვნა ავასრულეთ მე და ბექამ ალექსანდრე წავიდა გაცვლითი პროგრამით ბრიტანეთში და ყველაფერი ისეა როგორც შენ გინდოდა.ბექასთვისაც გითხოვია იმ დღეს, თითქოს გრძნობდი რომ მეტად ვერ შეძლებდი ამ თემაზე საუბარს.ეს შენი უკანასკნელი თხოვნა იყო და ის შესრულებულია.მარიამის ფოტოს მოეფერა,აკოცა ცრემლიც კი დაეცა მარიამს სახეზე,შემდეგ კი ყურთან უჩურჩულა ისე როგორც იცოდა. -შენ გადაღლილი ხარ,მეცადინეობდი ალბად და დაისვენე,მეც აქვე მივწვები შენთან ერთად.არ მინდა დავბრუნდე იქ ჩვენს გაცივეულ ბუდეში.მიყვარხარ ისე ძლიერ,რომ არ შემიძლია შენი გადაყვარება.შენ ერთადერთი ქალი ხარ,მხოლოდ შენ ხარ ჩემს ცხოვრებაში.იქვე დააფინა სახლიდან წამოღებული პლედი და მარიამის გვერდით მიწვა.მშვიდად დაიძინა,ისე თითქოს მის საძინებელში იყვნენ და ეძინათ ჩახუტებულებს. რა არის სიყვარული,ტანჯვა.ის მხიარული და ბედნიერი მხოლოდ ტელევიზორის ეკრანზე სჩანს,რეალურ ცხოვრებაში კი ის მხოლოდ ტანჯვაა და მეტი არაფერი.შეგაყვარებს,გაგახარებს,ცაში აგაფენს და შემდეგ კი მიწაზე ისე მწარედ დაგანარცხებს,რომ წლები მოუნდები ფეხზე წამოდგომას.აი ესაა სიყვარულის რეალური და ნამდვილი სახე მისი მწარე სენით. გიორგი ერთ ულამაზეს წალკოტში იდგა და მისკენ ულამაზესი მარიამი მოდიოდა,მის საყვარელ ცისფერ კაბაში გამოწყობილი.გვერდი უნდა აევლო გიორგისთვის რომ მან შეაჩერა. -მარიამ ეს შენ ხარ? მარიამ შენ შეძელი და დამიბრუნდი? -ვინ ხართ?გაკვირვებულმა შეანათა გიორგის ოდესღაც მისი საყვარელი თვალები. -ვერ მიცანი?მე გიორგი ვარ საყვარელო,შენი გიორგი. -არა,შეუძლებელია შენ ჩემი გიორგი იყო.ჩემი გიორგი თავისუფალია ლურჯ ცაში აფრენილი ჩიტივით,ის არ არის დარდის მონა. -მარიამ ეს მართლა მე ვარ,ასეთი შეცვლილი უშენობით ვარ. -ვფიქრობ,შენ გარეგნობით არ ხარ მხოლოდ შეცვლილი,შენ სულიც შეცვლილი გაქვს.მე ვერ გცნობ შენ,შენ არ ხარ ჩემი გიორგი. -ვიცი რომ გაბრაზებული ხარ,მაგრამ ყოველ დღე იმაზე ვფიქრობ მალე მოვიდე შენთან. -არ გინდა ბევრი ფიქრი,მალე მოკვდები ასე თუ გააგრძელებ.მარიამს,მარიამს რას უშვები ის ხომ სულ პატარაა და უშენობით ცოდო არის.ესაა შენი დაპირება? ხომ შემომფიცე,შემომფიცე რომ ძლიერი იქნებოდი, სად არის შენი სიძლიერე გიორგი. -ვიცი,ვიცი რომ ცოდოა მაგრამ შენც არ შემიცოდე,გულში სინათლე თავად ჩააქრე და რატომ,რატომ მომექეცი ასე,რატომ არ შემიცოდე მარიამ.რაშია ჩემი დანაშაული,მე რისთვის დავიტანჯე მხოლოდ იმის გამო რომ მიყვარდი? რომ გაღმერთებდი? რომ უშენოდ ვერ ვსუნთქავდი? გაგონილი მქონდა ძლიერი სიყვარულისთვის ისჯებიანო და არ მჯეროდა,ახლა ვიცი,ვიცი რომ ეს სიმართლეა მე თუ დავისაჯე მხოლოდ იმის გამო რომ ძლიერ მიყვარდი,მიყვარხარ და მეყვარები მარიამ. -არასდროს,არასდროს არ არის გვიან ფეხზე დადგე გიორგი.შენ მე არა,შენ პატარა მარიამს სჭირდები და ის შენ გჭირდება.ის ჯერ ძალიან პატარაა,ნუ წაართმევ შენი გადაწყვეტილებით მას მამის სითბოს,თუ ასე გააგრძელრბ მე ვეღარასოდეს ვეღარ მნახავ,აქ ნუ წევხარ გულზე მაწევხარ და სუნთქვა მიჭირს,სახლში წადი თუ გინდა მეც მშვიდად ვიყო.გაეცალა მარიამი გიორგის და წავიდა.გიორგიმ უკან გაეკიდა,მაგრამ მარიამი გაქრა და ის ისევ იმ ულამაზეს წაკლოტში დარჩა. -არ წახვიდე,არ დამტოვო მარიამ,მარიაააამ,მარიააააამ.გიორგი გამოფხიზლდდა,შეშინებული და სულ ოფლიანმა, მის წინ კი ბექა და ალექსი იდგა.სევდიანად შეხედა მათ და ნატანჯი ხმით უთხრა მის წინ ჩამუხლულ ბექას. -მარიამი,მარიამი ვნახე და მისაყვედურა.არც შემომხედა და არც დამელაპარაკა წესიარად. -გიორგი მეც მარიამმა გამაღვიძა და მიმანიშნა აქ მოვსულიყავი,მიხვდა რომ გიჭირდა და იქედან გფარველობს და შენ კი საერთოდ არ აქცევ ყურადღებას.შენ რა გგონია ის ვერ გხედავს შენ როგორ ხარ,არ ესმის რასაც ესაუბრები ამ ქვას? ესაა უგრძნობი და არ ესმის ამ ქვას,თორემ მარიამი ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ესმის და შენი ასეთი ქცევები მას ტკივა.სიცოცხლეც და ცხოვრებაც ეს მდინარეა,ეცადე რომ არ ჩიძირო ამ მდინარეში გიორგი და ყოველთვის იცოდე შენი ადგილი,ამიერიდან შენი ცხოვრება პატარა მარიამს ეკუთნის. -ბევრჯერ შევსულვარ ერთსა და იმავე მდინარეში,გარკვევით ვხედავდი ჩემსკენ მომავალ აზვირთებულ ტალღებს,ახლა კი ვეღარაფერს და ვერც ვერავის ვხედავ ბექა თითქოს დავბრმავლდი და დავყრუვდი კიდეც.გიორგი არ გაუჯიუტდა ბიჭებს და ერთად წავიდნენ,მაგრამ არაფერი შეცვლილა მის პირადულში,ის ამჯერად სახლში,თავის ოთახში აგრძელებდა მარტოობის წუთებს,საათებს და დღეებს.ვეღარ მოითმინა ბექამ და ერთ დილასაც გაბრაზებულმა დაადგა თავზე. -გიორგი 12 საათია,შენ ისევ გძინავს? -რა იყოთ რას დამჩხავით თავზე,მაღვიძარას როლს ასრულებ შე ჩე...ა? -გიორგი დროზე ადექი გეყოს,საკმარისია და შეუძლებელიც კი უკვე შენი ქცევების ატანა.კოპებშეკრული იდგა ბექა გიორგის საწოლთან. -მეტი საქმე არ გაქვთ არაფერი?არაფერი არ მინდა,მომშორდი.შეუღრინა გიორგიმ და გვერდი იცვალა. -გეყოს ძილი და გეყოს ოთახში გამოკეტვა,საქმეები გელოდება გიორგი.საკმარისია,მარტო შენ არ დაგკლებია მარიამი.ყველას დაგვაკლდა და უფრო მეტად პატარა მარიამს დააკლდა დედის სითბო და ალერსი.ყავს მამა რომელიც ცოცხალ-მკვდარია და ფეხებზე ჰკიდია მისი შვილი.რას აკეთებ,რას?არ გეცოდება რუსო და გოგი?შეხედე, უბრალოდ შორიდან შეხედე როგორი განადგურებულია ორივე.ექვსი თვე მთავრდება ამ ოთახში ხარ ჩაკეტილი და გარეთ ნორმალურად არ გასულხარ.ყვიროდა ბექა და მას ალექსიც შეუერთდდა. -თავს როდის მიხედე ბოლოს ადამიანურად გახსოვს მაინც? წვერი როდის გაიპარსე ის თუ გახსოვს. -მომშორდიიით.გახვალთ თუ ჩემი ხელით გაგიძახოთ გარეთ.არ მინდა,არავინის დანახვა არ მინდა რით ვერ გებულობთ ამას რით.ჩემს ტკივილს ჩახვდებით ოდესმე და გაიგებთ?მაგრამ არა,არ გირჩევთ არ მინდა რომელიმე თქვენთაგანს ასე ეტკინოს როგორც მე მტკივა. -მომისმინე გიორგი.იქვე ჩაიჩოქა ბექამ და ცრემლიანი თვალებით შეხედა მეგობარს,ძმას და საყვარელ ადამიანს.-ჩვენც გვტკივა გიორგი მარიამი და ძალიან გვტკივა,გვენატრება მაგრამ ნუ გაეგოისტდები,ბავშვს მიხედე ძმაო,ერთხელ მაინც შეხედე და შეეხე.ეს ხომ თქვენი შვილია,შენი შვილი,შენი და მარიამის სიყვარულის ნაყოფი.მარიამს ასეთი გიორგი არ მოწონს,მას შემდეგ არც სიზმარში გინახავს იმდენად გაბრაზებულია შენზე. -გული არაფლისკენ არ მიმიწევს,ვერაფერს ვერ ვუდებ გულს,რატომ არ გესმით.დაღლილი ხმით თქვა გიორგიმ. -მარიამი შენს გულში სულ გეყოლება,საქმეზე კი გონებით იმოქმედე.დროა გიორგი შენს ცხოვრებას დაუბრუნდე,თუ არ ეცდები ფეხზე დროულად დადგე მყარად,ფსიქოლოგიურად ძალიან გაგიჭირდება თავს მოერიო.ერთხელ მაინც შედი ტაძარში და სანთელი დაანთე მარიამის სახელზე, ის შენ გელის.უთხრა ალექსიმ და კარები გამოიხურა ორივემ,გიორგი კი მარტო დატოვეს მის ფიქრებთან და ტკივილთან ერთად. ანა?როგორ იყო ანა მთელი ეს თვეები,განადგურებული,გამოფიტული და გაციებული.მუდამ მხიარული და ენერგიით სავსე გოგონა,მოსიარულე ფიტულს დაემსგავსა.გახდა,თვალები ჩაუცვივდა. ცრემლით გათენებული ღამეები,ტკვილით სავსე გულის ნაწილი,რაც გული ვერ იტევს, არღვევს ჯებირებს და გამოქანებული ტალღასავით გაარღვია გზა და მთელი ძალმოსილებით მიაწყდა, გამოჟონა თვალის უპეების ნაპრალებიდან და გრძნობებად ქცეული ჩამოცოცდა სახის ნაკვთებზე, ჩამოცოცდა და დამშვიდდა. ცხელი ცრემლი მძინარე ბექას სახეზე დაეცა და თვალი გაახილა,შეხედა ანას არ ეძინა და ჩუმად,უხმოდ ტიროდა. -ისევ ტირიხარ? უთხრა სევდიანად ბექამ და გულზე მიიკრა.ბექას აქეთ ანას ჯავრი ჰკლავდა და იქით გიორგის.ხან ერთს საყვედურობდა და ხან მეორეს.ერთ დღეს თავი შეუძლოდ იგრძნო და კომპანიიდან ადრე დაეთხოვა,მაგრამ სახლში არ წავიდა მონასტერში მივიდა სალოცავად,ტაძრიდან გამოსულს იქვე ნაცნობი დედაო დაინახა და მის გვერდით ჩამოჯდა. -რა სიწყნარეა და რა სიმშვიდე.უთხრა ანამ დედაოს. -აქ მართლაც სიმშვიდეა. -რომ დავფიქრდე კარგად,შეგიძლიათ რამოდენიმე ხნით აქ მიმიღოთ და შემიფაროთ? -ჯერ კარგად იფიქრე, ანა შენ მარტო არ ხარ ქმარი გყავს,შვილი გყავს და შენ მათ სჭირდები.ცხოვრება ძნელი და რთულია,მაგრამ იმ ნაბიჯის გადადგმა რომ მიატოვო ყველა და ყველაფერი ადგე და მონასტერში წახვიდე,ძალიან რთულია.შენ ამისთვის ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ ანა.თბილად დაარიგა დედაომ ანამ მადლობა მოუხადა და ისიც დაფიქრებული წავიდა. სახლში მისვლამდე ფიქრობდა მთელი გზა და გეგმებს აწყობდა,ლუკას ეძინა,ძიძა გაუშვა და დიდი მოლოდინით დაელოდა ბექას მოსვლას,მის ლოდინში ვახშამი მოამზადა და ამასობაში ბექაც მოვიდა.აღარ იყო მათი შეხვედრები ისეთი მხიარული როგორც ადრე,სიხარულით და სიყვარულით სავსე,ბექა ძალიან ნერვიულობდა,ხვდებოდა რომ ანას თანდათან კარგავდა. -ანა ცუდად ხარ? ლუკას ხომ არაფერი უტკენია,რა ხდება.შეშფოთება იკითხებოდა ბექას თვალებშიც და სახეზეც. -კი,კი ლუკა კარგადაა ნუ გეშინია მოდი აქ დაჯექი უნდა დაგელაპარაკო.უთხრა ჩუმად ანამ. -მითხარი რა გჭირს,მითხარი რომ შევძლო დაგეხმარო არ მინდა სულ ასეთი იყო ანა. -შენი დახმარება ისაა,უნდა მომისმინო და ერთად გადავწყვიტოთ,ერთად ვიფიქროთ და ვიმსჯელოთ შედეგებზე. -თქვი გისმენ.სიმშვიდეს ინარჩუნებდა ბექა რადგან არ იცოდა რა ჰქონდა ანას ჩაფიქრებული. -ბექა მე წასვლა გადავწყვიტე,არ შეგეშინდეს აგიხსნი ეს ყველაფერი დროებითია. -რამდენი ხნით. -2 კვირით?2 თვით?გთხოვ უარს ნუ მეტყვი,არ მინდა ჩუმად წავიდე და იდარდო.პირველი იმიტომ გადავწყვიტე რომ უნდა დავმშვიდდე,მეორე გიორგის შეხედვას ვეღარ ვუძლებ გულით ასეთ დღეში რომ ვხედავ,ის უბედურია და მე როგორ მივსცე ჩემს თავს იმის უფლება ვიყო ბედნიერი. -არ გიშლი წასვლას საყვარელო,მაგრამ ბავშვი? მე ხომ ვმუშაობ,ვინ შეხედავს ბავშვის. -მომისმინე,ხვალ დილით მე რომ წავალ ბავშვი რუსოს მიუყვანე.მინდა,ძალიან მინდა გიორგი დეპრესიიდან გამოვიდეს,მინდა გაიგოს რომ მე სახლიდან წავედი ბექა.იქნებ სინდისმა შეაწუხოს და მასში გაჩენილმა ეგოისტობამ უკან დაიხიოს.ის მარტო მის ტკივილს ხედავს,ვერ ხედავს მის გარშემო თუ როგორაა მისი მშობლები ან მისი მეგობრები.მარიამი მარტო მას არ დაუკარგავს,ის ყველამ დაკარგა და ყველას დააკლდა ბექა. -ანა ეს საუკეთესო გამოსავალია გიორგის შემოსაბრუნებლად და როგორ დაგიშალო წასვლა,როგორ დაგაკავო.საახალწლოდ ალექსანდრეც ჩამოვა და ისიც დაელაპარაკება,იქნებ დავუბრუნოთ სიცოცხლის ხალისი.ექვსი თვე გავიდა ოთახიდან არ გამოსულა,დღის სინათლეზე არ გაუვლია,მალე ალბად ლაპარაკიც დაავიწყდება,პატარა მარიამს კი მამა ჭირდება. -ასე მოვიფიქრე,ის თუ ვერ ხვდება მოდი ჩვენ მივახვედროთ.ანას ძველებურად აენთო თვალები და ბექას გაეხარდა,რომ მის წინ ძველი ანა იდგა რომელიც ცდილობდა მეგობრის გადარჩენას. -ძალიან გამიჭირდება უშენობა,მაგრამ ეს სწორი ნაბიჯია.დილით წავიყვან ლუკას და მეც იქ გადავალ,იქ ვიქნები ჩვენზე ერთი წუთით არ ინერვიულო. -რუსოს გაუჭირდება ორი ბავშვის მოვლა. -მართალია გაუჭირდება,ამიტომ ძიძას იქ გადავიყვან და ჩვეულებრივად გააგრძელებს ლუკას მოვლას.შეთანხმდნენ და დილით ანამ ლუკას მძინარეს დაემშვიდობა,საყვარელი ადამიანის სუნი ღრმად შეისუნთქა და წავიდა,არ გააღვიძა ბექა რადგან გაუჭირდებოდა წასვლა,ამიტომ ასე არჩია მხოლოდ რამდენიმე სიტყვა დაუტოვა. -ბექა მივდივარ,აზრი არ აქვს იმის თხოვნას რომ წასვლა გადავიფიქრო.დავბრუნდები,დავბრუნდები მაგრამ არ ვიცი როდის.დილით რუსომ პატარა მარიამს მიხედა და გოგის გადასცა შვილიშვილი,ბაბუა და შვილიშვილი ერთად თამაშობდნენ რომ ბექამ კარი შემოაღო,ცალ ხელში ლუკა ეჭირა და ცალ ხელში ჩემოდანი.გაკვირვებულმა შეხედა რუსომ ჯერ კუთხეში მიდებულ ჩემოდანს და შემდეგ ბექას. -ანა სად არის,სადმე წავიდა სამსახურიდან? ბექამ გაბრაზებულმა გახედა კიბეებზე ჩამომავალ თმა აბურძგნულ,ფეხშიშველა გიორგის და ასევე გაბრაზებულმა თქვა. -ანა წავიდა,არ ვიცი როდის დაბრუნდება რუსო.დილით წერილი დამხვდა მაგიდაზე და მივხვდი რომ დრო უნდა,მონასტერში წავიდა. -რას ამბობ ბექა მონასტერში როგორ გაუშვი,ბავშვი? უთხრა გაოცებულმა გიორგიმ ბექას და ორ პატარას გადახედა. -ხო წავიდა,რა გაგიკვირდა გიორგი ის შენს გამო წავიდა და იცი წუხელ რა მითხრა? ,,სიყვარული მტკივნეულია'' და ეს ტკივილი მეც ისე ღრმად უნდა გავითავისო,რომ სისხლმა შიგ გულში დაიწყოს წვეთაო. -რას ამბობ,ანამ ჩემს გამო დატოვა ლუკა და წავიდა? -შენს გამო წავიდა,რადგან ვერ გიტანდა ასეთ დღეში რომ გხედავდა.გიორგი შენი ჯერი წავიდა,ისე წავიდა არც ჩემზე უფიქრია და არც ლუკაზე,მან შენი ტკივილი გულთან მიიტანა.შენ რა გგონია,ან როგორ ფიქრობ მარიამი მარტო შენ გაკლია? ან მარტო შენ გტკივა? ხედავ? სხვასაც ჰქონია გული და სხვასაც ცოდნია ტკივილი რა არის.გიორგი გაბრაზდა,ძალიან გაბრაზდა ანაზე ისევ ბავშვებს შეხედა და ლუკაც რომ დედის გარეშე წარმოიდგინა სისხლი მოაწვა თვალებში,შებრუნდა კიბეები დიდი სიჩქარით აირბინა,თავი მოიწესრიგა,მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და ძირს ჩასულმა ბექას შეხედა და ხელით ანიშნა გამომყევიო,ბექამ რუსოს თვალი ჩაუკრა და გასვლისას ყურში უჩურჩულა. -რომ დავბრუნდები ყველაფერს გეტყვი. -თქვენ გენაცვალეთ.თქვა რუსომ და მიხვდა რომ ანამ გიორგის გამო გააკეთა ეს ყველაფერი და მათი გასვლისას გოგის შეხედა.გოგიმ გაუღიმა და უთხრა. -ანა დააბრუნებს გიორგის და ის დაუბრუნდება თავის ცხოვრებას.გარეთ გასულმა ბექას ესროლა გასაღები და უთხრა. -შენ დაჯექი,ექვსი თვეა არ გამიყვანია მანქანა და გამიჭირდება.ბექამ გამოართვა გასაღები და მანქანა გამოიყვანა,უხმოდ მიდიოდნენ და ადგილზე მისულებს ბექამ უთხრა. -მოვედით.იქაა,შედი და დაელაპარაკე.გიორგიმ გაუბედავად გადადგა ნაბიჯი და კარებთან მისვლამდე ორჯერ დაბრუნდა უკან,ერიდებოდა ანას ნახვა,ერიდებოდა მისთვის თვალებში შეეხედა,მან ხომ მის გამო მიატოვა საყვარელი ადამიანები.ბოლოს ძალა მოიკრიბა,გაბედა და კარებზე დააკაკუნა.დედაომ გამოიხედა და მიხვდა,იცნო გიორგი ანას აღწერილობით,მაგრამ უფრო ნათლად და რეალურად დაინახა გიორგის თვალებში მისი ტკივილი.თავი დაუქნია მსუბუქად და უთხრა. -გიცანით,თქვენ გიორგი ხართ. -დიახ,გიორგი ვარ ანას მეგობარი.დედაომ გაბრუნდა უსიტყვოდ და ანას უთხრა. -ანა ერთი მამაკაცი გკითხულობს,როგორც მივხვდი გიორგი უნდა იყოს შვილო. -დედაო მე იმისათვის მოვედი,რომ სიმშვიდე მინდა.არავინის ნახვის სურვილი არ მაქვს.დედაო გაბრინდა და გიორგის წყნარად უთხრა. -არ უნდა ანას არავინის ნახვა. -დედაო აუცილებლად უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო. -მას არ უნდა თქვენთან შეხვედრა.მტკიცე იყო დედაოს ხმა. -თავად მითხრას,რომ ჩემი ნახვა არ უნდა და წავალ.რამდენი ხნით მოვიდა,როდის დაბრუნდება. -ანა აქ თავის სურვილით მოვიდა და თავისივე სურვილით წავა როცა მოუნდება. -იქნებ ფული უნდა გადავიხადო მას რომ შევხვდე? -წმინდანებს ფულით ვერ იყიდი შვილო,წადი სახლში და ძალიან ღრმად ჩაფიქრდი თუ რატომ მიიღო ანამ ეს გადაწყვეტილება.პატარა ბიჭი არ ხარ გიორგი შვილო და უნდა მიხვდე,რომ ანასთვის ოჯახი და ქმარშვილი დიდი საფიქრალია,მაგრამ არანაკლებ დროს უთმობს ის მის მეგობრებზე ფიქრს,იმ მეგობარზე რომელმაც სიცოცხლეზე ჩაიქნია ხელი.დედაომ მონასტრის კარი მიხურა და გიორგი დატოვა გაშეშებული.გიორგის ცრემლი მოერა და ჩაილაპარაკა. -ანა შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ,მე დავბრუნდები აქ და მაინც წაგიყვან აქედან.კიდევ ერთხელ შეავლო თვალი მონასტრის კედლებს ყელში მოწოლილი ცრემლი უკან დააბრუნა გულში და ბექასთან ერთად უხმოდ დაბრუნდა სახლში.რამდენჯერმე დაურეკა ბექამ და გიორგიმაც დაელაპარაკა,თხოვა დაბრუნებულიყო მაგრამ ანა სასტიკი წინააღმდეგი იყო დაბრუნების.გიორგის ხმას გაიგონებდა თუ არა ტელეფონს უთიშავდა,რაზედაც გიორგი არ ამბობდა არაფერს მაგრამ ღმუოდა.ახალი წელიც დადგა და ალექსანდრე დაბრუნდა ლონდონიდან,გაბრაზებული იყო გიორგიზე ის ხომ ბექადან გებულობდა გიორგის და მარიამის ამბებს.ფოტოებს უგზავნიდა ბექა და უხაროდა ალექსანდრეს პატარა მარიამის არსებობა.პირდაპირ სოფელში წავიდა და ახალი წლის ღამეს ყველამ თბილიში წავიდნენ პატარა მარიამის სანახავად.არ მოეწონა გიორგი ამოდენა წვერში რომ დახვდა,ამიტომ თავის თავი ყველაზე წინ დააყენა და სიძეს მტკიცედ დაელაპარაკა,მას ხომ მარიამმა პირობა ჩამოართვა გიორგისთვის დაცემის უფლება არ მიეცა.ადგა ჯერ ბავშვს ეფერა,შემდეგ გიორგის წინ დადგა და უთხრა. -მამაკაცის ეტალონი,გარედან ყველას მაგალითი და შიგნიდან უდრეკი რკინა,ფოლადი,რომელმაც ამოდენა ტკივილს გაუძლო.ერთხელ მაინც თუ ჩაგიხედავს სარკეში და შენივე თავი შენ თუ იცანი.ეეეხ გიორგი ვერცერთი თქვენთაგანი,ვერც შენ ვერ წარმოიდგენთ მე როგორ მიჭირს მარიამის გარეშე ყოფნა.არა,შენც არ იცი რა არის უმარიაობა.მე ვიცნობდი მარიამს ვიცნობდი მის შინაგან და სულიერ სამყაროს თუ როგორი ფაქიზი და ნაზი იყო იგი.ის მთელ სამყაროს ეთაყვანებოდა,მე არ შემიძლია ვუყურო როგორ იტანჯება მისი საყვარელი ადამიანი.ეს არც მას გაუხარდება და უფრო მეტი,არ მოეწონება შენი ამ ფორმაში შეხედვა.გიორგი ჩვენ ყველანი ძალიან ვწუხვართ მის დაკარგვას,მაგრამ მინდა გითხრა შენ მიატოვე მასზე ზრუნვა,რადგან შენი ქცევით და შენი ქმედებებით ძალიან ტკენ მას.მას შემდეგ რაც შენ გაგიცნო მარიამმა ყოველ წუთს,ყოველ წამს შენ გიძღვნიდა და შენზე მელაპარაკებოდა.ხშირად იცი რას ამბობდა? ,,ვიცი ძლიერ სიყვარულს,ძლიერი ტკივილი მოსდევს და მეშინია ჩემს სიყვარულს საფრთხე არ შეექმნეს,მეშინია რომ მე მას ვერ შევიგრძნობ ბოლომდე კარგად.არ მინდა ჩემი გიორგი ჩემს გამო დაიტანჯოს და ჩემს გამო ეტკინოსო''.როგორც შემეძლო და როგორც ვახერხებდი ვუმსუბუქებდი ტკივილს,მის წინაშე ვთამაშობდი ძლიერის როლს მაგრამ ღამით ვტიროდი.მე ერთადერთი ადამიანი,ჩემი სულის და ხორცის ნაწილი ხელიდან მეცლებოდა და ეს ჩემს მეტმა ოჯახში არავინ იცოდა.ეს აი იმ პატარას გამო გააკეთა,რომ შენთვის მისი სხეულის და მისი ძლიერი სიყვარულის ნაწილი დაეტოვებინა.შენ კი რას აკეთებ,ზედაც არ უყურებ პატარას.მე გადავწყვიტე პატარა ჩემთან წავიყვანო და ამას ვერ დამიშლი რადგან ამის სრული უფლება მაქვს.მე ამ არსების გამო ყველაფერს მივატოვებ,ჩემი საყვარელი დიშვილის გამო ყველაფერზე უარს ვიტყვი და მის გვერდით ვიქნები,რადგან მე მის დედას,ჩემს დას სიტყვა მივეცი.ვაღიარებ,შენ მარიამისათვის ბევრი რამ გააკეთე,ჩემთვისაც არ დაგნანებია არაფერი ამისათვის უღრმესი მადლობა,მაგრამ მე მინდა ამ პატარა არსებასაც შეხედო,იზრუნო მან დედის თუ არა მამის სითბო გაიგოს,იგრძნოს.ნუ გაიხდი გიორგი ცხოვრებას ერთფეროვანს,ნუ გამოიკეტები ოთხ კედელში,მალე მოწყდები ყველას და ყველაფერს და ვეღარაფერს ვეღარ იგრძმნობ რადგან დაკარგავ შეგრძნებას.მარიამი აღარ დაბრუნდება,არ შემოგიღებს შენი ოთახის კარს და აღარ გადაიკისკისებს ისე როგორც იცოდა შეიგნე ეს და დროა გონს მოეგო,რომ შენს ირგვლივ სხვასაც შეხედო,იქნებ მათ სახეზედაც წაიკითხო ტკივილისაგან გამოწვეული დარდები.თუ არ მოეგები გონს,პატარას გვერდით მე დავდგები და იმას გავაკეთებ რასაც ის მოისურვებს.მოგწონს ეს თუ არა,ეს ასე იქნება და შენ ვერაფერს შეცვლი უკვე გვიან დაგრჩება გამოფხიზლება.არ მოგცემ უფლებას ის ნახო და მარიამმა გაიგოს მისი მამის შესახებ,თუ რატომ უარყო ის მამამ. -არ შემიძლია მისი ხელში აყვანა,რატომ არ გესმით,რატომ არ გინდათ გამიგოთ. ჩუმად თქვა გიორგიმ. -შენ ამას შეძლებ,რომ კარგი მამა იყო და დარწმუნებული ვარ ეს ასეც იქნება.არ იცვლიდა ტონს ალექსანდრე.-ადექი,მიდი მასთან,სცადე მასთან ყოფნა და ურთიერთობა.შეძლებ და შემდეგ მიხვდები რომ სრულყოფილი ადამიანი ხარ,მის სიყვარულს რომ შეიგრძნობ.ჩვენ გვინდა რომ იცხოვრო და იცოცხლო,შენ სული გაქვს პარალიზებული და არა გონება,არა სხეული.გთხოვ,გიორგი ყველა გთხოვთ დაუბრუნდე ოჯახს,მეგობრებს და შვილს.შენ შესანიშნავი ადამიანი ხარ,ჩვენ ყველას გვიყვარხართ და ამიტომ ვბრძოლობთ ყველა შენს კარგად ყოფნაზე.ალექსანდრე ტიროდა და არც უცდია მას ცრემლების დამალვა,არა მარტო ალექსანდრე ყველა ტიროდა,რადგან ყველას ტკიოდა მარიამი და უფრო მეტად გიორგი.ახლოს მივიდა გიორგისთან თვალებში ჩაედა და ისე უთხრა ბოლო სიტყვები. -გიორგი ღმერთის სიყვარული ძალიან ძლიერია,ძალიან.შენ სამაგალითო მამა იქნები დარწმუნებული ვარ,ამ წუთში მხოლოდ შენ დეპრესიის მსხვერპლი ხარ და შენ ფსიქოლოგის კონსულტაცია გჭირდება. -მეც მიყვარხართ,მეც ყველას გაფასებთ და ისიც ვიცი თუ როგორ გიჭირთ,როგორ იტანჯებით განა ასეთი უგულო და უგრძნობი ვარ ამას ვერ ვხედავდე და ვერ ვხვდებოდე რაც ჩემს გარშემო ხდება? მაგრამ გთხოვთ დრო მომეცით, დრო მჭირდება. -დრო გაქვს ბებო რამდენ ხანსაც გინდა,მე შენმა სიყვარულმა მომიყვანა აქამდე და რომ შეგეკითხო, როგორ ხარ გიორგითქო შენ მეტყვი კარგადო,მაგრამ მე გხედავ რომ არ ხარ კარგად.მე შენზე ვლოცულობ და გთხოვ ბებო მეორედ ნუ მომიკლავ ჩემს მარიამს იყავი მის გამო ძლიერი და დაუბრუნდი შენს ცხოვრებას.სასწაულები ხდება ხანდახან შვილო,მაგრამ ის სასწაული რომ მარიამი დაბრუნდება ამის შანსი არ არსებობს,მაგრამ არსებობს შანსი იმისა რომ შენ შენი მეორე და პატარა მარიამისთვის იბრძოლო,იცოცხლო და იარსებო.არ შეგვიძლია ასეთს გიყუროთ ბებიკო,დედამ რომელმაც გშვა და გაგზარდა,როგორ ფიქრობ მისთვის ადვილია უცქიროს მის ერთადერთ შვილს როგორ ეცლება ხელიდან? მიეცი შენს თავს იმის უფლება რომ ვიყოთ ერთმაბეთის გვერდით.შეწყდეს შენი ტკივილი და შეწყდეს შენი ტანჯვა.იმედია გაითვალისწინებ ჩემს სიტყვებს,აქამდე მოვედი იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ,მაგრამ ასეთს ვეღარ შევძლებ დიდხანს გიყური.ვიცი ის შენი ძალა იყო,შენი სიხარული მაგრამ ახლა ეს ყველაფერი იმ პატარა არსებაში უნდა ჰპოვო.იმედი მაქვს ტყუილა არ ვილაპარაკებ ამდენს და სულ მალე გააგრძელებ ცხოვრებას,სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა და თავად ნუ გადაწყვიტავ შენ,შენივე ხელით შეწყვიტო ის,შენ არა ბებო,შენი სიცოცხლის შეწყვეტა მხოლოდ უფალზეა დამოკიდებული ნუ გაუსწრებ მას და სიკვდილზე არა,სიცოცხლეზე იფიქრე რომ ღირსეულად გაზარდო შენი ერთადერთი შვილი,შენი მარიამი დიდი მარიამის სახით.ნაზი ბებომ ცრემლები შეიმშრალა და გიორგი გულში ჩაიკრა,თამრომ კი სახეზე ჩამოუსვა ხელი და ტირილნარევი ხმით უთხრა. -აპატიე,აპატიე გიორგი შენს მარიამს შენი ასე ადრე დატოვება.გიყვარდეს გულში,სულში შენთვის,შენებურად და აქ კი ყველას გაუღიმე ჩვენ ყველა შენზე ვზრუნავთ,შენს კარგად ყოფნაზე.გიორგიმ ვეღარ გაუძლო,ცრემლები მოიწმინდა და თქვა. -გამიმეტა,ამ საშინელი ტკივილისთვის გამიმეტა და სიბნელეში დამტოვა .მარიამ მასწავლე საყვარელო როგორ გამოვიდე ამ სიბნელიდან და როგორ შევეჩვიო თანდათან იმ ნათელ და ხასხასა ფერებს რომლებსაც ჩვენი ფერები ჰქვიოდა და გვიხაროდა. როდესაც გტკივა,მაშინ გიყალიბდება სხვების მიმართ თანაგრძმნობის აუცილებლობა.ადამიანის გული იმ სადგურს გავს,სადაც სხვადასხვა მიმართულებით მოძრავი ადამიანები იცდიან.ამავე დროს ამ სადგურს ჰყავს ისეთი მგზავრები,რომლებიც სარგებლობენ,არა როგორც გამვლელები,არამედ სისტემატიურად მომხმარებლები.ამ სადგურში აქ ყველა ნივთი შენი საკუთრებაა და ზეპირად იცი ყველა მგზავრის განრიგი ვინ როდის მოვა,ვინ როდის წავა და ვინ საით მიდის.ბედნიერებას სანამ შეიგრძნობ,მას წინ ტკივილი რომ არ უსწრებდეს ვერ გავიგებდით რომ გვეწვია.სული,გული და გონება ეს სამი ავტონომიაა რომელიც ერთ ადამიანშია მოთავსებული.ალბად კაცობრიობის ისტორია ამ სამ სივრცეში გაილია.გიორგისაც დაელია სული ლოდინით და ერთ დილით ბექას დაადგა თავზე. -რა გინდა,რატომ გამაღვიძე.შეუბღვირა ბექამ. -ადექი სასწრაფოდ. -რატომ,კომპანიაში მოდიხარ? გაუხარდა ბექას. -არა,ადექი ლუკას ჩააცვი ან რუსოს გაუყვანე ის მიხედავს და მონასტერში მივდივართ. -რა გეტაკა,სიზმარი ნახე? გაკვირვებული წამოჯდა საწოლზე ბექა. -ბექა საზღვარი აქვს მის მეტიჩრობას,ნებით თუ არ წამოვა,ძალით წამოვიყვან იქედან. -ოჰ,გამოფხიზლებულა ბიჭი.ჩაიბურდღუნა ბექამ და გულში უხაროდა,მაგრამ არ იმჩნევდა. -გავიგონე,ბურდღუნს თავი დაანებე და ადექი.შეუბღვირა გიორგიმ და ოთახიდან გავიდა.ბექა წამოფრინდა და რუსოს სიხარულით უთხრა მომხდარი,ისიც გახარებული შეუდგა ბავშვების მომზადებას.გიორგიმ მოწესრიგდა,წვერიც გაიპარსა დაბალზე დაიყენა,შეხედა როგორ დაბაჯბაჯებდა ლუკა ხელში აიყვანა აკოცა და უთხრა. -დედას ვნახავთ საყვარელო.ლუკამ თავი დაუქნია და გიორგის ლოყაზე აკოცა რაზედაც გიორგის ტანში ჟრუანტელმა დაუარა.ცივი იანვრის კვალობაზე,მანქანაში სითბოა და ლუკას ტიკტიკი მხიარულ გარემოს უჰქმნით.მარიამი რუსოს ჰყავდა კალთაში და მოულოდნელად ლუკას ხელი წაავლო თმებში და თან კიოდა ლუკას ყვირილზე,ლუკამაც გაბრაზდა წარბები შეჰყარა და გაშლილი ხელი სახეში ჩაანათა მარიამს,რომელმაც იმ წუთში დაუბრუნა პასუხი უკან.გაოცებულმა გააჩერა მანქანა ბექამ და უკან მიიხედა რა ხდებაო და შემდეგ გიორგის გახედა და ორივეს თვალწინ გაიარა ბედნიერმა კადრებმა გიორგის და ანას სისულეებით სავსე და ორივეს გაეცინა.მონასტერსაც მიუახლოვდნენ,უკვე ორი თვეა გასული და გიორგის დიდი იმედი აქვს ანას კარგად გაანალიზებული ექნება რა უნდა გააკეთოს.მონასტრის ეზოში შევიდა და იქვე მოფუსფუსე ანა დაინახა,გული აუჩქარდა თურმე როგორ მონატრებია მისი ჯერი,მისი ნერვების კიბო და თბილად გაეღიმა,შემდეფ კი ფრთხილად და გაუბედავად დაუძახა. -ანა.მოესმა ანას მონატრებული ხმა,უცებ შებრუნდა და მის წინ გიორგი იდგა,ძველი გიორგი ოდნავ შეცვლილი იმიჯით,მაგრამ თვალებში ჩამქვრალი სინათლით რომლებიც დიდ ტკივილს ასხივებდნენ. -ანა მომენატრე,მაგრამ ჩემი მონატრება არაფერია იმასთან,რომ ოჯახს სჭირდები,შენს ქმარს,შენს შვილს სჭირდები. -არ ვარ მზად დასაბრუნებლად.უპასუხა ანამ და თვალებში ვერ უცქერდა გიორგის. -რა მომზადება გინდა სახლში დასაბრუნებლად,საკმარისია უკვე ოჯახიდან შორს ცხოვრება. -გიორგი ჩიტი დაფრინავს,დრო იცვლება და შენ უკვე რამდენი თვეა სახლში ზიხარ ერთ ოთახში გამომწყვდეული და შუქსაც კი არ ანთებ.რამდენი ხანია დღის სინათლეც არ გინახავს,შენ ყველა და ყველაფერი დაივიწყე.მოსაწყენია ასეთი ცხოვრება? თუ უკვე მზად ხარ დაუბრუნდე საზოგადოებრივ ცხოვრებას და ხალხმა დაგინახოს რომ ცოცხალი ხარ. -მე ასე ჩემს ტკივილს ვიკლავ ანა. -მართალი ხარ,შენ მხოლოდ შენს თავს ხედავ,რადგან გგონია მხოლოდ შენ გტკივა.ერთხელ მაინც შეეკითხე რომელიმეს როგორ არის? -რატომ არ მელაპარაკებოდი,რომ გირეკავდი. -არ იყავი ღირსი.შეუღრინა ანამ.-შენზე ნაკლებად არ განგვიცდა ჩვენ მარიამის დაკარვგა,ის ყველას გვიყვარდა. -ანა,ანაბელ ჩემი გული ფეთქავს მაგრამ სულის გარეშე,მე ის თან გავაყოლე მარიამს. -არა გიორგი აი აქ სცდები,შენ მან დაგიტოვა ყველაზე ძვირფასი,ყველაზე ძვირადღირებული სამკაული მისი სახელით და შენ ვალდებული ხარ მიიღო ის და შეიყვარო.ის ხომ თქვენი სიყვარულის ის დიდი მედალიონია,რომელშიც დევს თქვენი ყველა საიდუმლო.როგორ შეგიძლია იმ უსუსურ არსებას ხელი კრა. -ხელს არასოდეს არ ვკრავ ანა მარიამს მაგრამ არ შემიძლია ხელში ავიყვანო,ერთხელ შევხედე მას მარიამის თვალები აქვს,მასავეთ კისკისებს და შიგ გულში მომხვდა.არ შემიძლია,ჯერ ვერ ავიყვან ხელში,მაგრამ გპირდები რომ პატარა მარიამის გარდა ჩემს გულში ქალი ვერ შეაღწევს და ვერ დაისაკუთრებს მას.წამოდი სახლში,ყველას მოგვენატრე. -არა,სანამ იმას არ გაითავისებ,რომ ჩვენ ყველას გვვტკივა შენი ტკივილი,ყველა განვიცდით უმარიამობას არსადაც არ წამოვალ.შენ ვერ ხვდები ჩემთვის რა ძნელი იყო ამ ყველაფრის გადატანა,სიკვდილმა ახალგაზრდა 22 წლის ბიძაშვილი ხელიდან გამომტაცა და მე მისმა სიკვდილმა ისე არ გამანადგურა როგორც შენმა ეგოისტობამ.შენ მხოლოდ შენს თავს ხედავ და შენს ირგვლივ ვერ ხედავ როგორ ვიტანჯებით ყველა და გვტკივა მარიამის არ ყოფნა.თავდავიწყებით მიექანები სიკვდილთან შესახვედრად,რატომ იკლავ ძალით თავს.ვერ ხვდები იმდენს რომ შენს თავსაც ინადგურებ და შენს ირგვლივ მყოფ ახლობლებსაც ანადგურებ.შენ მარიამთან შეხვედრას ნატრობ და ამ უსუსურ მარიამს რას უშვები,რომელიც სახლში გყავს სულ პატარა და დაუცველი.გული ეწურებოდა რომ უყურებდა მის წინ დარდისაგან,ფიქრისაგან,ტკივილისაგან და უძილობისაგან გატეხილ გიორგის.ისიც იდგა და უხმოდ უსმენდა,მაგრამ სიგარეტი რომ ამოიღო და მოუკიდა ნიკოტინი ღრმად შეისუნთქა ანას თვალები გაუფართოვდა. -მოწევაც დაიწყე? -ეს რომ არ დამეწყო,ალბად ჭკუიდან ავიჭრებოდი. -არც არასდროს ყოფილხარ დადგენილი ჭკუის.გიორგის ტუჩის კუთხეში ჩაეცინა და თვალები წამიერად ძველებურად ბედნიერებით სავსე გაუხდა,ანას ზემოდან დააჩერდა და თხოვნით უთხრა. -ანა თუ გიყვარვარ წამოდი რა სახლში,უშენობით ტკივილს ნუ მომიმატებ.გეყოს ეს ორთვიანი სასჯელი რაც მომისაჯე და დაასრულე ჩემი დასჯა,ვიცი რისთვისაც გააკეთე ეს და შენ მართალი ხარ.გთხოვ,გარეთ დაგელოდები.ლუკაც აქ მყავს და მარიამიც ერთი დედას ელოდება გარეთ და მეორე მის ალქაჯ დეიდა-მამიდას.თავზე აკოცა ანას და მონასტრის ეზოდან გავიდა.ანამ ღიმილით გააქნია თავი და თვალი გააყოლა მიმავალ გიორგის.ფრთხილად მიუახლოვდა დედაო და წყნარად უთხრა. -ანა ეს ტკივილი არასოდეს არ განელდება შვილო,ფიზიკურადაც ეტყობა როგორი განადგურებული არის,მაგრამ ვხედავ პირველად რომ ვნახე შედარებით უკეთესადაა და ცდილობს დაუბრუბდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს და სწორედ ახლა სჭირდები შენ მას გვერდით.გიყვარდეს ეს იმას ნიშნავს ტკივილი უნდა აიტანო,შენ კი იმალები ყველაზე ახლობლებისგან.წადი ანა ცხოვრება გრძელდება ტკივილთან ერთად და უფრო ძლიერი ხდები.უფლის ნებაა გიყვარდეს,იცოცხლო და აიტანო ეს ტკივილი.აი ეს შენი ნივთებია,იქ რაც გქონდა ყველაფერი ჩავაწყვე,წადი შვილო გელოდებიან.დედაომ ჯვარი გადასახა ანას და დატოვა მონასტრის ეზოში,ისიც ნელა-ნელა დაიძრა იქ სადაც გიორგი იდგა.ბექას ანას მონატრებით გული უფრიალებდა,ორი თვე დასჭირდა გიორგის აზრზე მოსაყვანად და არ ნანობდა ამ ორ თვეს ანასგან შორს გატარებულ დროს, რადგან მიხვდა რომ ნელა-ნელა იბრუნებდა მეგობარს და ეს ორი თვის სიშორე საყვარელ ქალისგან ამად ღირდა.გიორგიმ ფეხის ხმა გაიგონა,ჩაიცინა და შემდეგ უკან მიიხედა მის წინ იდგა მასავით განადგურებული და დარდებისაგან,ტკივილისგან და მონატრებისგან ჩამქრალი ანა. -ჯერი გამარჯობა,მოგესალმები ჩემებურად.გაეღიმა გიორგის. -გამარჯობა ჩემო ტომ.ღიმილი დაუბრუნა პასუხი ანამაც. -კიდევ ერთხელ გთხოვ მაპატიო ჩემი ეგოისტობა და ვიმეორებ,რომ შენ მართალი ხარ.სერიოზული გაუხდა ხმა გიორგის. -ჩუუუუ,მე შენ გელოდი.გიორგი ვიცოდი რომ ერთ დღეს შენ გონს მოეგებოდი და ჩემს არ ყოფნასაც შეამჩნევდი.მე ვიცოდი,დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემი გიორგუნა დამიბრუნდებოდა,ჩემი ტომი. -ვაპატიოთ ერთმანეთს მიყენებული ტკივილი. -ვაპატიოთ,ეს ხომ გამგებ არც შენ გინდოდა და არც მე. -იმედია ისევ დამიბრუნდება ძველი ანა,გიჟი ანა მისი ახალი გეგმებით და ისევ მხიარული დღეებით. -თუ დამპირდები,რომ შენც იგივეს იზამ მე თავს არ დავზოგავ რომ სიცოცხლე გაგიმწარო ჩემი მოფიქრებული შედევრებით.გიორგიმ ხელები ასწია,ანამაც იგივე გააკეთა მათმა ხელებმა ერთმანეთი მოძებნეს და ერთმანეთს გადაეხვივნენ,ორივე ატირდა და ცრემლებს ერთმანეთის მხარზე აფრქვევდნენ. -რუსო მგონი შერიგდნენ,მგონი გეგმამ გაამართლა და გიორგი დავიბრუნეთ. -ანას უნდა ვუმადლოდე მისი დეპრესიდან გამოყვანას ბექა. -ორი თვე დაჭირდა გონზე რომ მოსულიყო,მაგრამ ბედნიერი ვარ ეს რომ შეძლო ანამ. -ლუკა ბებო გაიხედე იქ დედა დგას.უთხრა რუსომ.ლუკამ გაიხედა და სიხარულით ათებულმა დაუყვირა ანას. -დედაააააა.ანამ უკან მიიხედა და ბექას ლუკა ეჭირა ხელში,რუსოს კი მარიამი.ანამ გაიქცა და გულში ჩაიკრა ორივე პატარა,ეფერა და შემდეგ გიორგის შეხედა იმედით სავსე თვალები.გიორგიმაც ნელა ნელა მიუახლოვდა და პირველად დააკვირდა პატარას ასე ახლოდან,ხელი გასწია და აუკანკალდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და 7 თვის შემდეგ პირველად დაიჭირა მარიამი და პირველად შეისუნთქა მისი ტკბილი ყელის სურნელი.ტიროდა რუსოც და ტიროდა ანაც თვით გიორგისაც ცრემლი ჰქონდა თვალებში,ბექა კი არ იმჩნევდა.დარწმუნებული იყო ანაც და რუსოც რომ მარიამი ამ წუთში მათ ხედავდა და ისიც ხარობდა მათთან ერთად და უხაროდა გიორგის შემობრუნება სიცოცხლისკენ. -წლები გაივლის, მაგრამ მე ყოველთვის ნათლად მემახსოვრება ის დღეები და წუთები მეხის გავარდნასავით რომ დამატყდა თავს და ყველაზე ღრმა ძილისგან გამომაფხიზლა. თვალებში ვაკავებ ტკივილს, გულში ვაკავებ, სულში ვაკავებ და ტკივილით ვივსები.უფალმა მაჩუქა მისი თავი და მხოლოდ მანვე წამართვა,გაივლის წლები და როგორ შორსაც ან როგორ ახლოსაც არ უნდა ვიყო მასთან, ყოველთვის შევთხოვ უფალს, თავის მფარველობა არ მოგვაკლოს, რადგან ის არის ერთადერთი ყოვლისმოქმედი.დღეს კი გილოცავ შენ გაიმარჯვე და მადლობა ჩემთვის რომ საყვარელი ადამიანები გასწირე,მე კი ცხოვრების აზრი დამიბრუნე. -ასეთია ნამდვილი მეგობრები გიორგი.უთხრა ბექამ და მხარზე ხელი დაარტყა გიორგის მსუბუქად. -ცდილობ შეცვალო ცხოვრება და ამ დროს ადამიანები ვუშვებთ ძალიან დიდ შეცდომას ან პირიქით,ვღებულობთ ძალიან დიდ ტკივილს.სიყვარულიც ასეთია,ჩემი ცხოვრება ბოლო დროინდელმა მოვლენებმა შეცვალა და ვინც არ მიცნობდა აღმიქვამდნენ ძალიან საშინელ ადამიანად,ჩემს მეგობრებს კი ჩემს უთქმელადაც ესმოდათ ჩემი.ბედნიერება ადამიანის ცხოვრებაში მოულოდნელად მოდის,ნუ გაექცევით მის სირთულეებს,სიყვარულს არ აქვს კეთილი ბოლო,ყველას სიყვარული არ არის ბოლომდე თაფლივით გემრიელი და ტკბილი.ოცნება,სულის ტკივილი და მე როგორც ცხოვრებისაგან დაჩაგრული,სამივე ერთ გზაზე ვდგევართ და სამივე სულის ტკივილს გულით დავატარებთ.რა არის ცრემლი? გრძნობაა? ემოციაა? სისუსტის ნიშანია? როცა გულიც ტირის ცრემლით და იმავე ცრემლით ივსება გულის პარკუჭები.ეს ცრემლი კი არა სისხლია,ხო სისხლი ჩემი თვალებიდან და გულიდან წამოსული სისხლი.ნაკლებად შემიძლია საკუთარი საქციელის კონტროლი ემოციების სადავეები ხელიდან გამივარდა,არ მინდოდა ჩემი გაბრაზება, ტკივილი თუ ფსიქიურ აშლილობა ყვირილითა და აგრესიით გამომეხატა ჩემს საყვარელი ხალხისთვის,ამიტომ ბევი ფიქრის შემდეფ მივხვდი,რომ ყველა მხიარული იყოს,ვინც მიბიძგებდა სიცოცხლეს დავბრუნებოდი.მხოლოდ ჩემი ტკივილია მარიამი და მე უნდა ვზიდო ეს ტკივილი ცხოვრების ბოლომდე.დავამთავრო უნდა ჩემი მეგობრების,ახლობლების,ყველა საყვარელი ადამიანების ჩემს მიმართ ნერვიულობა.ხვალიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ,მაგრამ ვიწყებ მარტო მარიამის გარეშე და მხოლოდ პატარა მარიამთან ერთად.მხოლოდ ეს დამრჩა შენგან მარიამ ჩვენი სყვარულის სიმბოლოდ,მე გელოდე 7 თვე,მაგრამ შენ არ ჩანხარ და უკან არ ბრუნდები ან როდის იყო ანგელოზები უკან ბრუნდებოდნენ.მენატრები,მაგრამ ვიცი რომ მაღლიდან გვიყურებ დაგვიცავ და დაგვიფარავ საყვარელო.უნდა ვეცადო და უშენოდ ცხოვრება უნდა ვისწავლო,ჩემი ცხოვრება მხოლოდ შენ ხარ და ამ გულს სხვა ვერასოდეს ვერ შეავსებს.უნდა წავიდე დროებით აქედან,მხოლოდ დროებით რომ ეს ტკივილი ორგანიზმმა შეიბრჟნოს,მიიღოს და გაითავისოს. გიორგიმ გადაწყვიტა დროებით გაცლოდა ამ ტკივილს და არც არავის არ გაუპროტესტებია,ის დაბრუნდა ლონდონში და სამი წელი დაჰყო იქ.ყოველ დღე უგზავნიდნენ სოციალურ ქსელში მარიამის ფოტოებს და რაც უფრო იზრდებოდა,იმდენად უფრო ძალიან ემსგავსებოდა დედას რომ გიორგის მისი შეხედვაც არ უნდოდა,იმ დროს რეკავდა ხოლმე სახლში როცა მარიამს ეძინა,მაგრამ ნელა ნელა გადალახა,დაძლია ტკივილი როცა მარიამმა დაინახა,აკისკისდა ტაში შემოკრა და მამა დაუძახა.გიორგი გახევდა,გაითიშა და ვერ აღიქვა თუ მას ეძახდა მარიამი მამას.მოუსვენრად იყო მთელი დღე კომპანიაში,ერთი სული ჰქონდა როდის მივიდოდა სახლში რომ მარიამს დალაპარაკებოდა.შეუყვარდა მისი ტიტინი,მაგრამ ვერა და ვერ შეეგუა მის ცრემლებს როცა ერთხელ დაინახა ტიროდა თავადაც მზად იყო ეტირა,გიჟს ჰგავდა ხოლმე და რუსო ცდილობდა მარიამს არ ეტირა გიორგის დასანახად.მაგრამ ძალიან ხალისობდა როცა ლუკა და მარიამი კინკლაობდნენ და გიორგი ბევრჯერ მოსამართლის როლში გამოდიოდა.ასე გავიდა სამი წელი,მარიამი თითქმის ოთხი წლისაა, ერთ დილით მისმა მონატრების სურვილი მოერია და მოულოდნელად მიატოვა ყველაფერი და დაბრუნდა.პირდაპირ კომპანიაში მივიდა,ტაქსს უთხრა დალოდებოდა და მონატრებულ შენობას სიმაღლეზე ახედა,არავინი არ ელოდა,ვერც ვერავინმა იცნო მოზრდილ წვერში,სულ შავებში და შავი სათვალით,შავი ფერი უკვე წლებია გიორგის საყვარელი ფერი გახდა.ლიფტით ავიდა მეხუთე სართულზე,ბექა დაინახა რაღაც მითითებებს აძლევდა თანამშრომლებს,ზანდა მის ადგილზე იჯდა და გაშეშებული უცქერდა გიორგის იცნო,მიუხედავად შეცვლილი იმიჯისა იმ წუთში იცნო გიორგი და თვალები ცრემლით აევსო.გაეღიმა და ბექას ბავშვობის სახელი დაუძახა. -ჰეი ჩიკო.ბექა გაშეშდა,ამ სახელს ხომ მხოლოდ გიორგი ეძახდა როცა გააბრაზებდა,არ დაიჯერა მაგრამ მაინც მობრუნდა და გაოცებულმა შეხედა გიორგის რომელიც გაღიმებულმა ხელები გაშალა და ბექასკენ წავიდა,ბექამ ჯერ ფრთხილად შეეხო მეგობარს დასარწმუნებლად მართლა იდგა მის წინ გიორგი თუ ელანდებოდა. -გიორგი მართლა შენ ხარ? -მე ვარ მეგობარო,მე ვარ დავბრუნდი.ბექას ხელში რაც ეჭირა ძირს დაყარა და მეგობარს გადაეხვია,სიხარულის ცრემლებიც კი არ დაუფარავს. -დაბრუნდი,სულ დაგვიბრუნდი აღარსად აღარ გაგიშვებ ძმაო. -არ ვაპირებ წასვლას,აქ როგორაა საქმე ყველაფერი რიგზეა?თვალი მოავლო ნაცნობ კედლებს და ღიმილით წავიდა აცრემლებულ ზანდასთან რომელმაც შვილივით ჩაიკრა გულში გიორგი და თბილად მოეფერა. -კარგი ქენი რომ დაბრუნდი გიორგი ძალიან გაგვახარე. -ვეღარ შევძელი გაჩერება,მაგიჟებს ის პატარა არსება და რომ ვერ ვეხები ლამის ჭკუაზე ავიჭრა. -რა ვქნათ აქ შემოხვალ ჯერ თუ სახლში წავიდეთ.კითხა ბექამ. -ანა სად არის.ანას მაგიდას შეხედა გიორგიმ. -სახლში წავიდა,რაღაც შეუძლოდ გრძნობდა თავს. -ბავშვი? -ბავშვი რუსოსთან არის. -მაშინ წავედით,მარიამს უნდა შევეხო და გულში ჩავიკრა.აღიარა,აღიარა რომ მარიამი ყველას და ყველაფერს ერჩივნა. -იცი რა სიცოცხლეა? ისეთი ფაქიზი,ისეთი ნაზი მაგრამ გიჟიც,ჩემი ცხოვრებაა ეს ბავშვი გიორგი.აღტაცებული ამბობდა ბექა. -ზანდა დეიდა მეჩვებება თუ ეს ხისთავიანი მეცილება შვილის სიყვარულში? -მართლა სიცოცხლე გყავს,მარიამი ისეთია სულს მოგიბრუნებს.გაღიმებულმა უთხრა ზანდამ გიორგის. -ზანდა დეიდა ყველაფერი შეხვედრა გადადე,ვაკანსია გააუქმე უფროსი უკვე აქ არის და ვფიქრობ აღარ დაგვჭირდება ახალი კარდის აყვანა. -წავედით.ხელი გადახვია გიორგის და გავიდნენ მხიარული სახეებით კომპანიიდან.გიორგიმ მომლოდინე ტაქსს ფული გადაუხადა,მადლობა უთხრა და ბექას მანქანით წავიდა სახლში. -ბავშვები როგორ ეწყობიან ერთმანეთს,ხშირად ვხედავდი რომ კამათობდნენ. -არ მიხსენო,ნერვები მაქვს დაგლეჯაზე როცა ერთად არიან,დღეს თავად ნახავ. -ვის გავს ლუკა ან მარიამი. -გეფიცები მარიამი ბიჭი რომ ყოფილყო ასე არ დაგემსგავსებოდა,როგორც ლუკა გგავს შენ გიორგი.მარიამი კი სუფთა ანას დაპატარავებული ასლია,სულ იმის ფიქრშია რა გააფუჭოს და ვინ როგორ ააყვიროს.ჯერ რაა ოთხი წლის და ამდენი ეშმაკობის თავი როგორ აქვს ამ პატარა არსებას. -კარგია მიყვარს ცოცხალი ბავშვები,სხვები? -ვახო გგავს კიდევ მაგრად.ლაშას კობა ლაშსასავეთ ცანცარაა.სიცილით თქვა ბექამ. -აქ მარტო ხარ შენ? -ხო ალექსი მოსკოვშია,გაუტკბა იქით ყოფნა მაგრამ მალე დაბრუნდება აქაც ფიქრობს რესტორნის გახსნას და აქ იქნება.ალიკას ბიზნესი აქვსთ ოჯახური და ორივე მუშაობს შეწყობილად,ძალიან კარგად უძღვება საქმეს,ბავშვების აღზრდაში კი კარინას მშობლებიც ეხმარებიან. -დედამისი როგორაა,გამოვიდა მდგომარეობიდან? -ყველანი კარგად არის,სახლი გაყიდეს ძალიან არ უნდოდა ალიკას გაყიდვა მაგრამ დედამისს შიშები ჰქონდა იმ სახლში ვერ იცხოვრებდა.ასე რომ ყველა მისი გზით მიდის ძმაო,ახლა შენ იფიქრე შენს თავზე და შენს მომავალზე. -ახლა არ გადამრიო ბექა და ტვინი არ გაჭედო მომავალზე ლაპარაკით,ჩემი მომავალი ჩემი შვილია და ვსიო.თქვა მკაცრად გიორგიმ. -შენი საქმისა შენ იცი,მე არაფერს არ გაძალებ.ხელები ასწია ბექამ. -სად არიან,თბილიში? -არა,ამ სიცხეში რა უნდათ თბილიში ჩვენც ვიხრჩობით აქ ყოფნით.წყნეთში არიან,იქ უკეთესია.გიორგის არც სახლში ელოდნენ და ამ მოულოდნელი სიურპრიზით ყველა გაოცებული იყო,ეზოში იჯდნენ ჩრდილში გოგი სილაში დაეჯინათ ბავშვებს და თამაშობდნენ.ყველამ ჭიშკრისკენ გაიხედა ბექას მანქანამ რომ მიასიგნალა,ლუკამ გაიქცა მამასთან შესახვედრად,მაგრამ შეჩერდა უცხო კაცი რომ დაინახა მის წინ მომავალი.მარიამმა თვალები დაჭყიტა,ფეხზე წამოხტა ლუკას ხელი კრა და აუზში მოისროლა თავად კი გაიქცა უცნობი მამაკაცისაკენ მამიკოს,მამიკოს ძახილით. -მამიკო მოჩულა,მამიკო მოჩულა.გიორგი არ ელოდა მარიამისგან ასეთ ემოციურ შეხვედრას და გაშლილი ხელებით შეეგება,პეპელასავეთ აიტაცა ხელში პატარა და გულში ჩაიკრა,გოგიმ კი აუზში ჩახტა ლუკას გადასარჩენად.გიორგიმ ვერ გაძღა მარიამის მოფერებით და უეცრად თვალი შეავლო დოინჯებ შემოდებულ და წარბებ შეყრილ გაწუწულ ლუკას და მიხვდა, რომ ძალიან გაბრაზებული იყო მარამზე ამ ორ შორის ჩხუბი გარდაუვალი იყო,გადაწყვიტა ჯერ ხელში ყოლოდა მარიამი სანამ ლუკას სიბრაზე არ გაუვლიდა.რუსო იდგა და თვალცრემლიანი უცქერდა შვილს და შვილიშვილს,გაუხარდა შვილის დაბრუნება და უკვე დარწმუნებული იყო რომ გიორგის აქ დაბრუნებას და სიცოცხლეს დიდი ძალა მისცა მარიამის არსებობამ.მიუახლოვდა მშობლებს,მოეფერა და გულში ჩაიკრა ატირებული დედა,გოგი კი გაწუწული იდგა და მხრებზე ხელს უთათუნებდა რუსოსაც და გიორგისაც.შემდეგ თავადაც იქვე დაჯდა და მარიამი ცალ ფეხზე ჩამოიჯინა კაბა გაუსწორა და უემოციოდ თქვა. -მე არ მაინტერესებ რას იტყვით და როგორ მიიღებთ,მაგრამ ყველამ კარგად იცით ეს ოთხი წელი უფერული და არაფლის მომცემი იყო ჩემს ცხოვრებაში,მაგრამ ახლა მარიამი გამიფერადებს ჩემი არსებობის დღეებს. -გიორგი შვილო,მარიამი ძალიან კარგი იყო და მე ის როგორც ჩემი ქალიშვილი ისე მივიღე,მიყვარდა და შენთან ერთად მეც ვხარობდი მისი ბედნიერებით.მეც ძალიან მაკლია ის მისი კისკისით,მენატრება მისი შემოფრიალება სამზარეულოში,ის წუთები რომ დამიბრუნდებოდეს სიცოცხლესაც კი დავთმობ როგორ გულით ამზადებდა დილის საუზმეს ყველასთვის,მთელ მის სიყვარულს დებდა თითოეულის გულში,მაგრამ უნდა შევეგუოთ ამ დიდ ტკივილს და ცხოვრება გრძელდება,ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. -მარიამ ჩადი ძირს და ლუკასთან ითამაშე.უთხრა გიორგიმ. -ალა,ველ ქედავ ლოგორ მიბღერს? უნდა ლომ მჩემოს.უთხრა მარიამმა მოწყენილი ხმით გიორგის. -რატომ? რატომ უნდა გცემოს.გაიკვირვა გიორგიმ ვითომ არ იცოდა. -აუზჩი ჩავადე და იმიტო.გიორგის გაეცინა და ლუკას შეხედა,რომელსაც ისევ ისე ჰქონდა წარბები შეყრილი. -რატომ ჩააგდე,პაპა რომ არ გადამხტარიყო ლუკა დაიხრჩობოდა.უთხრა ვითომ გაბრაზებულმა რუსომ მაგრამ მაინც შეეპარა ღიმილი მის ღაწვებს.მარიამმა გაბრაზებულმა შეხედა რუსოს და წარბებ აწეულმა უთხრა. -ალ დამითო გზა,ლომ გავიქესი ველ შემქედა?ჰოდა ჩავადე,აჩე მოუთება მაგას. -თუ აჩე,ჩაგიგდემ მე შენ ხელში.ჩაილაპარაკა ლუკამ რაც ბექამ კარგად გაიგონა და გაეცინა. -გიორგი ამათ ჩხუბს რომ ვუყურებ შენ და ანა მახსენდებით.უთხრა ღიმილით გოგიმ. -სად არის მართლა გველთევზა,დამტკბარია?გაეცინა გიორგის. -მოწყენილია დედიკო,გიორგი ძიას ფოტოებს ეფერება და დასტირის მომენატრე ანაკოდაო.ყველას ხმამაღლა გაეცინა ლუკას ნათქვამზე. -მოდი ჩემთან.უთხრა ბექამ ლუკას და გიორგისთან მიიყვანა.-აი ესაა ძია გიორგი მარამის მამა რომელსაც შენ გავხარ. -მას თუ ვგავარ,მეც შავები რატომ არ მაცვია?იკითხა ლუკამ. -ნუ ახლა ეს მისი ჩაცმის სტილი არის,გაიზრდები და შენც გექნება შენი სტილი,შენი ფერი. -ვაუუუ,რა მაგარია.ახლოს მივიდა ლუკა და ხელი ჩამოართვა გიორგის მაგრამ ჩუმად ყველას შეუმჩნევლად მწარედ უბწკინა მარიამს რასაც მისი შეკივლება მოყვა და ისე სწრაფად ჩამოფრინდა გიორგის მკლავებიდან და ლუკას თავზე დააცხრა ვერც კი გაიაზრა გიორგის რა მოხდა. -რა მოხდა,ახლა მაინც რა გაჩხუბებთ.უყვირა ორივეს ბექამ. -მიბრწკინა,აი შექედე უკე გაწითეულია.გაბრაზებულმა შეხედა ისევ ლუკას რომელიც თავაწეული იდგა ამაყად და დაუძახა.-დებულო. -ამათი მარტო დატოვება არ შეიძლება.თქვა გიორგიმ და მარიამს დაუძახა.-მარიამ მოდი მამიკოსთან და მაჩვენე ფეხი სად გტკივა,მოგეფერები მა.მარიამმა მიირბინა და ცრემლიანი თვალებით უთხრა. -აი ნაქე,გაწითულებულია უაძლო ბავში.მართლა გაწითლებოდა თეთრი ფუმფულა ხორცი რომელიც გიორგიმ დაუკოცნა და უთხრა. -აღარ გეტკინება აწი მორჩა, ხომ მორჩა. -კი მოჩა, ჩემ ლომ მატოცე იმიტომ მოლჩა.ბექამ ყველას დაურეკა და უთხრა საღამოს წყნეთში ამოსულიყვნენ,ასევე ანას დაურეკა სასწრაფოდ ასულიყო წყნეთში და რატომ ეს არ უთხრა.ეზარებოდა ანას წყნეთში ასვლა მაგრამ წავიდა, ეზოში შევიდა თუ არა ფიქობდა პირდაპირ აუზში გადავეშვებიო,მაგრამ მარიამმა მიახარა. -მამუდა მამიტო ლომ დაბუნდა ჩემ ალ იჩი? ანა გაშტერდა და შემდეგ კივილით წავიდა სახლისკენ,გიორგი სახლში იყო და დაფეთებული გამოვარდა გარეთ ბავშვებმა რამე ხომ არ მოიწიეს ერთმანეთსო,ვერც გაიაზრა ვინ ეხვეოდა და კოცნიდა,სანამ ცოტა არ ამოასუნთქა ანამ.შეხედა და ჯერ გაბრაზდა და ძველებურად შუღრინა. -რა გაკივლებს გოგო,გამისკდა გული. -მართლა შენ ხარ? -არა გეჩვენება.ხუთი წლის შვილი გყავს, ჭკუა კიდევ ვერ ისწავლე? -რა უჟმურიც იყავი,ისევ ისეთი დაბრუნდი? უთხრა ანამ. -უფრო უარესი.გიორგიმ მარიამს შეხედა და უეცრად გულიანად გადაიხარხარა,ანას გაეცინა და თან გაკვირვებულმა იქვე მდგარ მარიამს შეეკითხა. -მამიდა რა აცინებს მამაშენს. -მე ლა ვიჩი,გონია გაჩულელდა? გიორგიმ სული მოითქვა და ანას უთხრა. -შენ თუ იცი ჩემმა შვილმა რომ მოერია შენს ყმაწვილს და თავით გადაუძახა აუზში.უთხრა და წარბები აუწია ანას ეს იმას ნიშნავდა,რომ აბა გაბედე და მარიამს რამე უთხარიო. -მართლა? წუპაკა მოდი აქ.დაუძახა მარიამს. -ლა გინდა,ლას მიბლძანებ ქაბატონო? -ხო ხო რა ენა აქვს? იცინოდნენ ეზოში უკვე თავშეყრილი მეგობრები. -მოდი გოგო აქ რომ გეძახი.უყვირა ანამ. -ნუ უყვირი თორემ ახლა შენ იყურყუმალებ აუზში.უთხრა გიორგიმ ღიმილით ანას,მარიამმა გაიგონა მამის გამოქომაგება და დიდი გული მიეცა,მივიდა და წინ დაუდგა ანას უტეხად. -მოვედი ჰა,ლა გიდოდა ქაბატონო. -მაუდა აღარ ვარ?ლუკას რა უქენი,მართალია ის რაც გავიგე? -დიღაც მათალია,აუში გადავადე. -მერე რატომ,რომ დამხჩვალიყო?უყვირა ანამ. -ნუ კილიხალ,ეკუთოდა. -რატო ეკუთნოდა. -ლოცა მე მიდივალ ზაზე უნდა მიტიოს.უთხრა მარიამმა და წარბები შეკრა. -უნდა უტიოს თურმე ამას და გზა დაუთმოს თურმე.გიორგიმ ხელში აიყვანა მარიამი და ყელში აკოცა გემრიელად.რუსომ მაგიდა გააწყო,გოგოებიც დატრიალდნენ.მარიამი დაიჯინა და თავის ხელით აჭამა,ლუკამ არ იკადრა მარიამთან დაჯდომა და ბექას დაუჯდა გვერდით. -ჩენ ველ გაიგე,ლოცა უფლოსები ზიან ჩენ იქ ალ უნდა დაჯდე? -მომშორდი.შეუღრინა ლუკამ და მარიამიც გულომოსული დაჯდა განცალკავებით.გიორგიმ დაუძახა და კალთაში ჩაიჯინა. -ხომ იჯექი ცალკე აქ რისთვის მოდი.უთხრა ანამ. -მე მამიტოსთან ვალ,ჩენ ლა გაწუქებს? -ხო,ხო,ხო ნაკვერჩხალს ენით იღებს.თქვა ლაშამ და გულიანად გაიცინეს. -მამიტო ალექსი ძიოსთან წამიკან? -ხვალ წავიდეთ მამი.უთხრა გიორგიმ. -ულაააა,მე ჩოფელჩი მიდივალ.თითით გამოაჯავრა ლუკა. -რა გინდა ლუკასთან რატომ აღიზიანებ,მერე იტყვი მეჩხუბებაო არადა ყოველ დღე შენ ხარ საცემი. -ანა.შეუბღვირა გიორგიმ ანას. -გიორგი.არც ანამ დააყოვნა და ველებურად შეუღრინეს ერთმანეთს. -ჩენ ნუ უღენ ძაგივით ჩემი მამიტოს,გესის? უყვირა მარიამმა ანას და შემდეგ ჩუმად ჩაილაპარაკა.-უდელი ქალი.გიორგის კისერში თავი ჩარგო,გიორგიმ ანას შეხედადა უთხრა. -ოთხი წლის ბავშმაც კი იცის,რომ უდელი ქალი ხარ.ენა გამოუყო ანას გასაჯავრებლად. -ღმერთო, როგორ მომნატრებია ამათი კინკლავი.თქვა რუსომ.მოულოდნელად გიორგი დასერიოზულდა,წარბები შეჰყარა და მკაცრი,მტკიცე ხმით თქვა. -მაპატიეთ ყველამ,რომ დაგტოვეთ მაგრამ უნდა წავსულიყავი,უნდა გავცლდი აქაურობას.წავედი და მთელი გულით,სულით ჩავეფალი ჩემს საქმეში და თითქოს აუწონავი ტვირთი მოვიხსენის მხრებიდან.შეიძლება ადამიანმა შეიკავოს სულიერი ტკივილი, არ გამოხატოს ამ დაგროვილმა ტკივილმა კი შესაძლებელი იყო გამოეწვია ჩემში გარდაიქმნა და გულში ღრმად ჩადებული ტკივილი ბოღმად გადაქცეულიყო.ერთ დღეს კი შესაძლებელი იყო ეს ბოღმა სხვაზე გადმომენთხია,ტკივილი გასკდებოდა, ამოიფრქვევოდა და ამ ყველაფრის რეზულტატი კი უკიდურესობის მორევში გადავარდნილი, გაბოროტებული ადამიანია დავდგებოდი თქვენს წინაშე.ამიტომ აგარიდეთ ეს ტკივილი თქვენც და ჩემს თავსაც.გამიგონია ”იტირე, იტირე და გულზე მოგეშვებაო”. ეს მართლაც ასეა ცრემლთან ერთად ადამიანი იშორებს გულში არსებულ, დაგროვილ განცდებს, გრძნობებს და სულიერ განწმენდას განიცდის, მძაფრი ემოციებისაგან იცლება და სიმშვიდის გარკვეულ დონეს აღწევს,ასე ნელა-ნელა გადავლახე,დავძლიე ჩემი დიდი ტკივილი და დავმშვიდდი კიდეც. -გიორგი შენი კომპანიაში დაბრუნება აუცილებელია.უთხრა ბექამ. -არა,ჯერ არსადაც არ გავალ მე და ჩემს პეპელას ჯერ საქმეები გვაქვს,ხომ მამიკოს ცხოვრება.შენ გაუძეხი ჯერ ისევ კომპანიას.ხვალ საფლავზე გავალთ მე და მარიამი,მერე სოფელში წავალთ იმათაც ვნახავ,ცოტა ხნით გავჩერდებით და საქმეები შემდეგაც თავზე საყრელად გვექნება ბექა.შემდეგ მარიამს ამოსდო ნიკაპში თითი,თავი ააწევინა და უთხრა. -არავინმა მითხრა სიტყვა მომავალზე,ჩემი ცხოვრება ამ პატარა არსებას ეკუთნის რადგან მხოლოს ეს ერთი ქალი არის ჩემს გულში და სხვისთვის ადგილი იქ არ არსებობს.შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი მარიამ.უთხრა და გულში ჩაიკრა პატარა.გიორგი იჯდა და ფიქრებში ჩაძირულიყო რუსომ რომ დაადო ფრთხილად ხელი მხარზე და უთხრა. -გიორგი წავიყვან მარიამს და დავბან,შენ მერე ამოდი. -კარგი დედა,ცოტა ხნით ვიქნები გარეთ.რუსო წავიდა მარიამთან ერთად და გიორგიმ ვარსკვლავებით მოჭესილ ცას ახედა,შემდეგ თავზე მოიკიდა ხელი,საფეთქლები დაიზილა და ჩურჩულით თქვა. -დაივიწყე,დაივიწყე გიორგი რაც იყო ადრე და მიიღე ეს ცხოვრება დღევანდელი ხედვით როგორც ხედავ მას.წარსული უკან არ ბრუნდება,ნუ ცდილობ დაიბრუნო ის რაც დაკარგე,მაგრამ დღევანდელი ცხოვრება უნდა მიიღო ისეთი,როგორიც მოგცა უფალმა.ახლა შენ მხოლოდ შენი პატარა მარიამისთვის უნდა იცხოვრო.უეცრად მარიამის ხმამ გამოიყვანა ფიქრებიდან,რომელიც მხოლოდ ტრუსის სამარა გამოქცეოდა რუსოს და გიორგის კალთას შეაფარა თავი. -გამოექეცი ბებოს? -ქო,გამოექესი და ჩეთან მოვედი. -ჰოდა წამოდი ჩვენც დავწვეთ,დღეს ჩემთან ხომ დაწვება ჩემი გოგო. -უდა ჩაგექუტო? -ხო, აბა?გიორგიმ ცას ახედა,თითქოს იქედან მარიამი უცქერდათ და დაემშვდობა მას,შემდეგ კი კიბეებს აუყვა და ანას ხმაც გაიგონა. -ლუკა შენ და მარიამი ერთ ოთახში დაწვებით,ისე როგორც ადრე. -არა,არ მინდა მე მარიამის გვერდით დაწოლა.გაჯიუტდა ლუკა.გიორგიმ ანას შეხედა გაბრაზებულმა და უთხრა. -რატომ ატირებ ბავშვს ანა. -ასე ადვილად ამას ვერ აატირებ,მაგრამ ვერ გავიგე რატომ არ წვება მარიამთან ერთად არადა სულ ერთად წვებოდნენ. -ნაჩხუბრები არიან დღეს და იმიტომ.მოესმა გიორგის ბექას ხმა. -მარიამი ჩემთან წვება ბიძი,შენც წამოხვალ? შეეკითხა ლუკას. -არა,მაგასთან ერთად აღარსად აღარ წავალ.მკაცრად თქვა ლუკამ და მარიამს შეხედა გაბრაზებულმა. -უუუფ,ჩენ გგონია შეგეხეწები?ენა გამოუყო მარიამმა ლუკას რამაც ლუკა კიდევ უფრო გააბრაზა და ჩაილაპარალა. -წუნკალა.გიორგი კი იცინოდა მარიამის მოსწრებულ პასუხზე. -წავედით მა დავიხუხუნოთ? -ჭავედით.გიორგი თავის საძინებლის კარი გააღო,რომ უეცრად ლუკას ხმა გაიგონა რომელმაც მარიამს მიაძახა. -წუნკალა აფერისტო.კარებიც უცებ მიხურა და თავის საწოლში შეძვრა. -გამიჩი ქელი მამიტო,ის უდა ვჩემო. -ვინ უნდა ცემო. -ვინ და იდიოტი ლუკა.აფართხალდა გიორგის ხელებში მარიამი მაგრამ გიორგიმ არ გაუშვა და სიცილით უთხრა. -ხვალ,ხვალ გაუსწორდი.უთხრა და საძინებელში შევიდა. -ლატო ალ გამიჩვი.შეუბღვირა მამას მარიამმა. -დაწყნარდი ახლა და აი შენი საღამურები აქ დაგიტოვა ბებომ,შენ ჩაიცმევ?მე წავალ და წყალს ამოგიტან. მარიამმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად,გიორგიმ კიბეებზე ჩამოირბინა და ერთი გულიანად გადაიხარხარა.რუსომ გაკვირვებულმა მიაჩერდა,რამდენი ხანია გიორგის ასეთი ბედნიერი სიცილი არ მოუსმენია. -დედა,ეს ორი ასე კბენენ ერთმანეთს? შეეკითხა რუსოს სული რომ მოითქვა.გაეცინა რუსოს და უთხრა. -სულ ასე არიან,სულ მათ გაზავებაში ვარ.ლუკა აქ რომ არის ვერაფერს ვერ ვაკეთებ,მაგათ დავდევ რომ ერთმანეთს რამე არ ატკინონ. -ეს ორი ერთად არასოდეს არ დატოვოთ მარტო,ან ლუკას შემოაკვდება მარიამი და ან მარიამს ლუკა.თქვა იქვე ღიმილით მდგარმა გოგიმ. -მეცინება რომ მახსენდება როგორ კრა ხელი და არც დაფიქრებულა ისე გადააგდო წყალში.გაეცინა გიორგის.-წყალი უნდა წაუღო,ღამე რომ მოითხოვოდს.წაიღო წყალი გიორგიმ და ოთახში რომ შევიდა მარიამი იჯდა და ელოდა მამას,საღამურები კი უკუღმა ჩაეცვა.გიორგის აღარ შეეძლო ამდენი სიცილის შეკავება და გულიანად იცინა,შემდეგ ხელი მოკიდა დააგდო ლოგინზე და იმდენი ეფერა სანამ ორივე არ დაიღალა. -ადე მა,უკუღმა ჩაგიცვამს საღამურები და წაღმა ჩაგაცმევ. -მამიტო დედიტო ალასდლოს აგარ მოვა?შეეკიხა მარიამმა. -დედიკო აქ აღარ მოვა,მაგრამ დაიმახსოვრე ის ყოველთვის ჩვენთან არის. -მელე ჩვენთან ლატომ ალ მოდის,ალ ვუკალვალთ? -მარიამ შენ ბებომ რა გასწავლა დედა სად არისო, დაგავიწყდა? -მახჩოვს კალგადაც ლაც მასწავლა ბებიკომ. -აბა მითხარი თუ გახსოვს. -დედიტო იქაა მაღლა ცაჩი,ვალსკავებთან ელთად. -შემდეგ? -შენდეგ,იქ ცხოლობს დედა. -და? -და იქედან გვიკულებს. -და............. -და ის ალის ჩვენი ფაველი აგელოზი. -სწორია და ის ჩვენ არ უნდა გავაბრაზოთ. -ბებომ მითლა ჩულ წესლიგში უდა ვიკო,ჩუფთად ლადგან დედას ალ უკალს უწეშლიგობა.ამ საუბარში საღამურიც ჩაიცვა,საწოლიდან ჩამოვიდა და სარკმელთან მივიდა,ფარდა გასწია მაგრამ ვერ შეწვდა და მამას გახედა. -ამიკანე შენი ქელებში,ეთი ჭუთით.გიორგიმ მივიდა გაღიმებული და ხელში აიყვანა,ფანჯრის რაფაზე შემოსვა,მარიამმა მოუბრუნდა და ლოყაზე აკოცა შემდეგ კი ღიმილით ახედა ცას და უთხრა. -მე და მამიტო უკე ვიზინებთ და ჩენს დაიძინე დედიტო.გატოსეეე,მიკალქალ დე.გიორგის ცრემლი მოერია და მანაც ახედა ცას,შემდეგ მარიამს მოკიდა ხელი და მის გვერდით დაიწვინა,მარიამმა შეუბრუნდა გიორგის და მასაც დაემშვიდობა. -ღამე შიდობისა მამიტო -ღამე მშვიდობისა ჩემო პრონცესა.შუბლზე აკოცა გიორგიმ და ღიმილით დააცქერდა ამ ერთი ციცქნა მოუსვენარ და ენა ტარტალას. -ყველა თავის ცხოვრების ჯვარს დაატარებს საყვარელო,შენ ჩემი ცხოვრების ის მძიმე ჯვარი ხარ,რომელიც სიცოცხლის ბოლომდე ჩემს გვერდით იქნება.ეფერებოდა მის შავ ლოკონებს,რომ მოულოდნელად მარიამმა უთხრა გაბრაზებულად. -ნუ ექები და ნუ აჭვალებ ჩემს ლუკონებს,ველ ვიტან ჩემი თებს ლომ ექებიან.თებზე ნუ შემექები, უუუუფ.გადაბრუნდა და მამას მისი პატარა ტაკუნები მიაბზიკა. -ღმერთო ჩემო შენ აქედანვე გინდა სიმკაცრე,ალბად ძნელი იქნება გოგოს აღზრდა მაგრამ როგორმე გაგიძლებ.გაეღიმა და ასე გაღიმებულს ჩაეძინა.დილით ღიმილით შეხედა მის მკერდზე მიკოფსებულ მარიამს და შუბლზე აკოცა,ფრთხილად ადგა სპორტულ ფორმაში გამოეწყო და სავარჯიშოდ გავიდა მარიამის გამოღვიძებამდე,ისე გაერთო ვარჯიშში რომ ვერც კი გაიგო როგორ მიუახლოვდა მარიამი.დაასრულა ვარჯიში და სულ ოფლიანი იყო,შეხედა იქვე მდგარ წარბებ შეკრულ მარიამს რომელსაც დოინჯები შემოეწყო და ისე უცქერდა.გიორგიმ მიხვდა,რომ ის ნაწყენი იყო რადგან საწოლში არ დახვდა გამოღვიძებულს. -ოჰ,საქართველოს ყველაზე გემოვნებიან პრინცესაც მოსულა.მე წყალს გადავივლებ ახლა,ხომ მხედავ რომ სველი ვარ,მოვემზადები და სოფელში წავიდეთ მე და შენ კარგი?უთხრა და თვალი ჩაუკრა.მარიამმა წარბები გახსნა და იყვირა ხმამაღალი ხმით. -ულაააა,ბებოოოოო ლა მაგალიაააა,ჩვენ მიდივალთ. -რამ გაგახარა ბებო ასე ძალიან.გამოვიდა რუსო გარეთ. -დილა ჩიდობის ბებლიკო,ლოგოლ ქალ? -მე კარგად ვარ ბებო,შენ როგორ ხარ?უთხრა რუსომ ღიმილით. -გამრთობი გყავთ და არ მოგაწყენთ თუ მარიამი და თუ სხვები. -კი,ესაა ჩვენი სიმხიარულე.ღიმილით გააყოლა თვალი სახლში შესულ მარიამს. -დედა მე მოვემზადები,შენ მარიამი მოამზადე და ჩვენ სოფელში წავალთ.ჩაუწყვე რამოდენიმე ხელი ტანისამოსი.ვნახავთ იმათ და ორ-სამ დღეში დავბრუნდებით. -კარგს იზმ შვილო.გაუხარდა რუსოს მაგრამ უეცრად სახე დაუსევდიანდა.-საფლავზედაც გახვალ მარიამთან ერთად? -ხო მივალ,იქაც მივალ.გიორგისაც დაუსევდიანდა თვალები.-ვიცი,მელოდება და წავალ მარიამთან ერთად მაგრამ ჯერ არა დედა.უთხრა რუსოს და მის თვალებში ცრელმაც გაიბრწყინა.ამ დროს მარიამის ხმაც გაიგონა და ყურებს არ უჯერებს. -ბებო მამუდა ჭაშულა,მამიტო ჩენ ამილჩევ ლა ჩავისვა? გიორგიმ შეხედა რუსოს თვალებ გაფართოვებულმა და უთხრა. -დედა,მე უკვე ცუდად ვარ.ეს მე მოდებზე მიწყებს უკვე ჩაცმას?რუსო და გოგი ჩუმად იცინოდნენ. -წამოდი ბებო, მე აგირჩევ რა ჩაიცვა და რა წაიღო. -ჩეეენ? მამუდა ლატომ ჭავიდა. -მე არ მენდობი თუ ჩემი გემოვნება არ მოგწონს? -ჭამოდი,ჭამოდი.უთხრა რუსოს და თავად წავიდა პირველი. -სულ გააფუჭა ეს ანამ,რასაც ის ყიდულობს ისეთ კაბას უკერავს ამასაც აჭრა ბავშვი ჭკუაზე.გიორგიმ თავი გააქნია,გაეცინა და თავის ოთახში ავიდა,როგორც ყოველთვოს შავებში გამოეწყო,მარიამმა შეირბინა გიორგისთან და რომ შეხედა შავები ეცვა თავადაც მამას მიბაძა,შავი შარვალი,შავი თხელი მაისური ჩაიცვა,თმები აუწია რუსომ მაღლა და სათვალეებიც გაიკეთა,ყურებთან კი ლოკონები ჩამოუყარა.ასე გამოწყობილი შევიდა გიორგისთან და გიორგიმ რომ შეხედა ჯერ თავად მარიამს შეხედა,შემდეგ მარიამის ფოტოს და გულზე სევდა შემოაწვა. -სად წადი მარიამ პაპა გეძახის.მოესმა რუსოს ხმა.გაიქცა და გოგის ჩაეხუტა,გიორგი გარეთ გავიდა ჩანთები საბარგულში ჩააწყო და მარიამს დაუძახა. -მარიამ წავედით,მზად ხარ? -მოდივალ ქო. -ეს ბავშვი მე სოფელში ჩასვლამდე ჭკუიდან გადამიყვანს.თქვა გიორგიმ და მშობლებს გადახედა. -აგალ მოდიხარ?შეხედა გაკვირვებულმა გიორგის. -წავედით,წავედით წინ ალბად კიდევ ბევრი სიურპრიზები მელის.ჩაილაპარაკა გიორგიმ და მარიამს მანქანის უკანა კარები გაუღო,მარიამმა კი ცრემლიანი თვალებით შეხედა და შეეხვეწა. -მამიტო წინ დამაჯინე ლა გთოვ.გიორგი მარიამის ცრემლს საერთოდ ვერ იტანდა და ისევ წინ,მის გვერდით დააჯინა.ქამარს უკრავდა წელზე,რომ მარიამმა ლოყაზე აკოცა და უთხრა. -მამიტო მიკალხალ.გიორგის გაეცინა და უთხრა. -ჭინკა,პატარა ჭინკა ხარ მარიამ.საჭეს მიუჯდა და ღიმილით გადახედა შვილს. -წავედით? -სათალე გაიკეთე და წავედით.თავადაც გაიკეთა სათვალე,მარიამმა ბებოს და პაპას ხელი დაუქნია და წავიდნენ. -წავედით ჩოფელჩიიიიი.აკისკისდა მარიამი.მიჰქრის გიორგი და თითქოს არწივმა ფრთები გაშალა,მიჰქრის მანქანა და თბილი ნიავი მარიამის ლოკონებს ათამაშებს.მიჰქრის და უკან რჩება ბაღ-ვენახები,გზა კი არ ილევა და მიჰქრის ლაღად ფრთებშესხმული.იცნო მარიამმა ადგილი და გიორგის უთხრა გახარებული ხმით. -მამიტო,იქ იმ მაღაზიაში ჩემი ძიო ნაყინს ყიდულობს ჩემთის. -გინდა გიყიდო?მარიამმა თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად და გიორგიმაც შეანელა და გააჩერა მაღაზიასთან.სოფელში მაცხოვრებლებმს შორიდანვე შეამჩნიეს უცხო ავტომობილი და ყურადღებაც მიიქცია ბირჟაზე მყოფების.შეხედე რომ მაღაზიასთან გაჩერდა მანქანა და გიორგი გადმოვიდა,მარიამიც გადმოიყვანა და უეცრად ხელიდან გაუსხლტდა,რომ ხმა ვერ გააკონტროლკა და შეშინებულმა დაიყვირა. -შეჩერდი,სად გარბიხარ მარიამ. -ძიო,იქ ძიო დავინაქე.უჩვენა ხელით და ისევ შებრუნდა,წინ გაიქცა ძახილით. -ძიო,ძიო ალექსი ძიო.ბიჭებს მაღალი სუსტი მამაკაცი გამოეყო და სახე გაუნათდა,ხელები გაშალა და მარიამს შეეგება,ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა. -ვინ მოუყვანა ძიოს მისი მეტიჩარა გოგო. -მამიტომ,აი იქაა და გვიკულებს.იცი? ჩეეჩინდა მამიტოს. -მამიკომ? გიორგი დაბრუნდა? გაუხარდა ალექსის და გიორგისკენ წავიდა,ორივე გადაეხვია ერთმანეთს. -ძალიან გამეხარდა გიორგი შენი ნახვა,სულ ჩამოხვედი? -სულ ჩამოვედი ალექს სად უნდა წავიდე,ჩემი ტკივილიც და ჩემი სიხარულიც აქ არის.აი ენა არ გაუჩერებია აქ მოსვლამდე,შეხედა მაღაზიას და აქ ძიო ნაყინს მყიდულბსო. -გახსოვს აქ რომ ვყიდულობდით ნაყინს? -მაშხოვს. -მაშხოვს.გაეცინა ალექსის და მარიამს ხელი მოკიდა,მაღაზიაში შევიდნენ და ნაყინი უყიდა.ალექსის თმაჭაღარა ქალბატონი მიუახლოვდა და სევდიანად უთხრა. -ძალიან გავს დედას,კითხვა არ უნდა რომ მარიამის შვილია.ეეეხ,ყველას დაგვიტოვა ტკივილი მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი მის ქმარ-შვილს დაუტოვა შვილო.ეს გიორგია დღემდე შავს ატარებს? -კი,დღემდე შავს ატარებს,მათ ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. -რას იზამ შვილო,არც პირველია და არც უკანასკნელი სიკვდილის შემდეგ ცხოვრება გრძელდება.მარიამი ჩემი საუკეთესო მოსწავლე იყო,დღეს ძალიან იშვიათია ასეთი ნიჭიერები. -მარიამ წავედით.ხელი ჩაკიდა პატარას და წავიდნენ. -სახელიც რომ დედის ჰქვია.ჩაილაპარაკა ქალბატონმა და სევდიანად გააყოლა თვალი პატარას. -გიორგი სად წავიდეთ,სამი არჩევანი გაქვს. -ჩამოთვალე,მაგრამ გაითვალისწინე დალევა არ მინდა.გაეღიმა გიორგის. -არა,დალევა ამ სიცხეში არც მე არ მინდა. -აბა?წარბი ასწია გიორგიმ. -ტირიფები,ბაბუაწვერას მინდორზე და სახლში. -ძიო ხენდო კიდე ალის? -არის ცოტა,მაგრამ ბებომ უამრავი მურაბა გაგიკეთა.შევიპაროთ პადვალში და ვჭამოთ. -ჩემთინ გააკეთა?შეეკითხა მარიამმა და თვალებითაც იცინოდა ისე როგორც იცოდა დედამ. -ხო შენთვის გააკეთა,ყველას შენ ახსოვხარ ძიო ვიღას ახსოვს.გაეცინა ალექსის და გიორგიც აყვა მას სიცილში. -მოდი ჯერ სახლში მივიდეთ ლექსო დაიღალა მარიამი გზაში და მე წავალ მერე ერთ ადგილზე ცოტა ხნით,მხოლოდ მარტო.უთხრა გიორგიმ ლექსოს და ლექსოც მიხვდა,რომ გიორგის მარტო უნდოდა ტირიფებში ყოფნა.წავიდნენ,ალექსიმ ჭიშკარი გააღო და მარიამი ყვირილით შევიდა ეზოში,ყველას გაუხარდა მისი ნახვა და გიორგის რომ არ ელოდნენ ამდენი წლის შემდეგ მისი ნახვა ძალიან სასიხარულო იყო. -ვიცი რომ ყველასთვის მტკივნეულია,მაგრამ ძალიან გთხოვთ ცრემლების გარეშე,მარიამს შეეშინდება.მორიდებულად თქვა გიორგიმ და იქვე მდგარ გაოცებულ მარიამს გაუღიმა.ცოტა ხნით ჩამოჯდა იმ ძველ ადგილზე სადაც უამრავი ლამაზი მოგონება ჰქონდა,შემდეგ კი ტრიფებში წავიდა და შეაგვიანდა. -მალე მოვა ბებო მამიკო,მანქანით ხომ არ წასულა.ცრემლნარევი ხმით ამშვიდებდა თამრო ბებო მარიამს რომელიც გულამოგლეჯილი ტიროდა და მამას ეძახდა. -ოთხი წლის შემდეგ მიაკითხა გიორგიმ ტირიფებს,გული ეტკინა რამოდენიმე ტირიფი გამხმარიყო და გვერდით ახალბედა ტირიფები ედგა ძველებს თავმომწონედ.ფეხ და ფეხ დაიარა თვითეულ ხესთან,შემდეგ კი მარიამის საყვარელ სკამზე დაჯდა.რამდენი რამ გაახსენდა,რა მხიარულმა კადრებმა გაუქროლა მოგონებებში,დღეს კი დგას და იგონებს იმ ტკბილ დღეებს,რომლებიც მწარე ტკივილად ექცა.მისი ცხოვრების ძალიან ბედნიერი დღეების და მომენტების გახსენებით გულმა ტკივილით დაიკვნესა და თავს აჩვენებდა ყველას,მაგრამ ჯერ კიდევ ვერ შეგუებოდა იმას,რომ ეს ყველაფერი წარსულის ფურცლებზე დარჩა.დრო მიდის და დროის სვლასთან ერთად ფერადი და ლამაზი კადრები შავ-თეთრ კადრებად გადაიქცა და გულში რჩება ლაქებად,მოგონებების ლაქებად.მარტო ეს ადგილი,რამდენ ბედნიერ მოგონებას ინახავდა.არ არსებობს დროის მანქანა, რომელიც წარსულში დაგვბრუნებს და ყველაფერს თავის ადგილას დააყენებს, ასე რომ იყოს, მაშინ აწმყოც სხვანაირი იქნებოდა.საათს დახედა,დრო საკმაოდ გასულიყო და წამოდგა,ნელა-ნელა გაუყვა გზას სახლისკენ.ეზოში შევიდა თუ არა მარიამის ტორილის ხმა შემოესმა და გული აუფრიალდა,ხელი მიიდო გულზე და სწრაფი ნაბიჯებით აიარა კიბეები,მარიამის ცრემლიან თვალებს შეხედა და თვალები მაგრად დახუჭა,ერთი ღრად შეისუნთქა ჰაერი და მარიამთან მივიდა რამოდენიმე ნაბიჯით,მის წინ დაიმუხლა. -ალავინი ალ მიდა,ალც ძიო და ალც ბებიკო,ჩემი მამიტო მინა. -ჩუუუუ,აქ ვარ მამიკოს პრინცესა,რატომ ტირი.უთხრა და გულში ჩაიკრა აკრუსუნებული პატარა.ყველამ შეამჩნია გიორგის რომ თვალები ჩაწითლებული ჰქონდა ტირილისგან. -ჩად იკავი,დაგაგიანდა.უთხრა მარიამმა გაბრაზებულმა და როგორც მარიამმა იცოდა კოპების შეკრა ისე კოპებშეკრულმა შეხედა გიორგის. -იმიტომ იტირე რომ იფიქრე მამიკო წავიდაო? სულელო მანქანა ხომ აქ იყო,ან უშენოდ სად წავიდოდი. -ადენი ველ მოვიფიქლე.თქვა მარიამმა რაზედაც გიორგის გაეცინა. -ჩემი ჭკვიანი,ჩემი სიცოცხლე შენ მამიკო აღარასოდეს არ მიგატოვებს,ამ შეცდომას აღარ დავუშვებ და სულ შენთან ვიქნები ამიერიდან მა. -სულ,სულ? -სულ,სულ,სულ შენთან ვიქნები.მიდი ახლა ბებოს უთხარი გვაჭამოს ხენდროს მურაბა,მეც მიყვარს ის ძალიან,ძალიან.მარიამს გაეცინა და ჩასრიალდა გიორგის მკლავებიდან და იქვე მყოფ თამრო ბებოს უთხრა. -ბე,ბებიკო ხედოს მულალა მათლა გამიკეთე? -აბა?გაგიკეთე ჩემო სიხარულო,გინდა? -კი მიდა და მამიტოსაც უდა.უთხრა ტაშის დაკვრით მარიამმა და გადაიკისკისა. -ალექს?დაუძახა თამრომ ალექსის. -აქ ვარ დედა. -მურაბა ამოუტანე შვილო მარიამს.ალექსიმ ხელი დაუქნია მარიამს და წაიყვანა,შეიყვანა სათავსოში სადაც მურაბები ინახებოდა,მიწვდა თაროზე დადებულ სავსე ქილას,მიიზიდა პატარა ხელებით ახადა თავი და იქვე დაიწყო ჭამა.მის პაწაწა თითებს ყოფდა ქილაში და სულ მოითხვარა,რაზედაც ალექსანდრე იცინოდა,მის სიცილზე გიორგი დაადგათ თავზე და რომ შეხედა მარიამს მასაც გაეცინა,შემდეგ კი თვალი მოკრა ძველ ორ ველოსიპედს და ალექსანდრს უთხრა. -ესენი კიდევ არ გადაგიგდია? -იყოს,ვერ გავიმეტე გადასაგდებად.იმ ღამეს მარიამმა ჯერ დიდ ბებისთან და პაპასთან ჩაწვა შუაში,შემდეგ წამოფრინდა ფეხზე და თამრო ბებოსთან შეწვა,ვერც იქ მოისვენა და ბოლოს მაინც გიორგის მიადგა რომელიც ალექსანდრესთან ერთად ვერანდაზე საუბრობდა. -არ დაგეძინა? -ველ დავიძინე,ჩეთან მიდოდა. -წამოდი მაშინ და დაიძინე.წავიდნენ და ერთად დაიძინეს,დილით მარიამი რომ ადგა ყველა ამდგარი იყო,ალექსანდრეს საძინებელში შეიპარა და იქ დაჰყო რამოდენიმე ხანი,გამოვიდა იქედან ჩაიცვა და გიორგის მიეწება,თან ყურში უჩურჩულა. -მამიტო მე ჯალიან,ჯალიან მიკალქალ სახლში წავიდეთ ლა?ლუსო ბებოსთან მიდა.გიორგის გაეცინა,ლექსოს გახედა და თვალი ჩაუკრა,მიხვდა ლექსომ რომ მარიამმა რაღაც გააფუჭა ამიტიმ ყურში უჩურჩულა. -მითხარი რა გააფუჭე რომ ვიცოდე,წასვლამდე რომ არ გვცემოს ალექსი ძიომ.მარიამმა შეხედა გიორგის შიში ჰქონდა თვალებში. -შენ გეშინია მე დამელაპარაკო? ნუ გეშინია ყურში მითხარი ჩუმად. -ბალიჩები დავკუწე და ბულბულები გალეთ გამოვკალე. -ვის ოთახში. -ალექსი ძიოს ოთახში.ჭავიდეთ ლა მამიტო. -კარგი წავიდეთ,დავემშვიდობოთ ყველას და წავიდეთ.უთხრა გიორგიმ. -აქლავეს ჭავიდეთ. -დამაცადე მარიამ ჩვენი ნივთები წამოვიღო. -ალ გინდა,დავტოვოთ მე ქომ ბევლი ტასაცელი მაქვს.გიორგის გაუკვირდა,მარიამს ყველა მისი საყვარელი ჩასაცმელი ჰქონდა წამოღებული,მაინც ჩამოიტანა ნივთები და საბარგულში ჩადო,მათი მოულოდნელი განცხადება წასვლაზე ყველასათვის გულსაწყვეტი იყო,მაგრამ მარიამი აღარ ჩერდებოდა.ყველას დაემშვიდობა და სირბილით წავიდა მანქანისკენ.ბებოებმა სოფლის ნობადით დატვირთეს სიძე და შვილიშვილი და თვალცრემლიანი გააცილეს,ეზოდან გასვლამდე კი მარიამმა უთხრა გაბრაზებული ხმით ალექსიანდრეს. -რამ გაგაჩეჩა გააგე ჭიკალი.რაზედაც გიორგის გულიანად გაეცინა და ალექსის უთხრა. -გაიგონე?გააღე ჭიკალი.სახლში მისულებს გიორგი სიცილით უყვებოდა გოგის და რუსოს სოფლიდან რატომ გამოიქცნენ და იცინოდნენ,რომ გიორგის ტელეფონი ამღერდა და გაეცინა,ალექსანდრე ურეკავდა. -ხო ალექს სახლში ვართ უკვე.თან იცინოდა. -შენ იცოდი? -რა,რა უნდა მცოდნოდა. -ვერ წამოიდგენ რა დამემართა გიორგი ოთახში რომ შევედი,დედაჩემს გულმა ლამის დაარტყა რა უქნია ყველა ბალიში დაუკუწია.სად არის,უთხარი პატრული მოყავს ძიოსთქო.გიორგის გაეცინა და მარიამს დაუძახა. -გგონია პატრულით შეაშინებ? მარიამ მოდი ძიოს შენთან უნდა საუბარი. -აქა ალ მოვედი იქედან? აჩე უცებ მოვენატლე? -ხო მოენატრე ძიოს და თავად გეტყვის.დასცინა გიორგიმ მის მოჩლექილ ენას.მარიამმა გამოართვა ტელეფონი,კრესლოში ჩაჯდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და ისე საუბრობდა გიორგი კი უცქერდა და იცინოდა,გოგიმ კი ფოტო გადაუღო მარიამს. -ლას მუბლძანებს ჩემი ძიო? -მითხარი რას ერჩოდი ჩემს ბალიშებს გოგო.მარიამმა ჯერ თვალები გადაატრიალა და შემდეგ უთხრა. -ალ მომეჭონა ფელები და ამას ველჩოდი.აბა კალგად აქლა,მე და მამიტო ვთამაჩობთ.გათიშა ტელეფონი და გიორგის გახედა რომელმაც ხმამაღლა გადაიხარხარა ფოტო კი ალექსის გადაუგზავნა და მიწერა. -ზუსტად ამ მომენტში შენ გელაპარაკება ასეთ ფორმაში.გიორგიმ გადაურეკა ალექსის და ბევრი იცინა ორივემ. -გიორგი ეს არ ვიცი რა იქნება,აქედანვე გისურვებ გამძლეობას.იცოდე,შენს წინაშე პატარა ანა დგას.მარიამი არ იყო ასეთი ცელქი და ეშმაკი,ეს ანას ასლია. -ვიცი ალექს და მიკვირს ასე როგორ დაემსგავსა,ლუკა არ გავს ასე დედამისს როგორც მარიამი.დიდხანს ისაუბრეს ახლო სამომავლო გეგმებზე და გვიან დაემშვოდობნენ ერთმანეთს. ყველამ ვიცით რა არის დრო,მაგრამ ცოტა რომ დავფიქრდეთ არ გვაწყენდა მივხვდეთ რა არის დრო სინამდვილეში.დრო სამყაროს უცვლელი სიდიდეა,ის ყოველგვარი გარე ზემოქმედების გარეშე მიედინება და ყველა დამკვირებლისათვის ერთნაირია.დრო სწრაფად გადის და ის რაც უკვე მოხდა არ შეიძლება დაბრუნდეს,ისე როგორც არ შეიძლება დაბრუნდეს განვლილი დრო.დრო არაა დამნაშავე იმაში რომ ადამიანი ასე სწრაფად იზრდება,ბერდება და კვდება.დრო და სამყარო ერთად დიდი ამოუცნობი სივრცეა,ის წააგავს მდინარეს რომელსაც ჩვენ მივყვებით ნავებით და ნიჩბებით.ასე გადიოდა დრო და დროს მიუყვებოდა გიორგიც.მარიამი კი იზრდებოდა და უფრო და უფრო მშვენდებოდა,აი დადგა სკოლაში წასვლის დღეც,დილით ადრე ადგა გიორგი და მარიამიც აყვა მას -მამიკო სად მიდიხარ ასე ადრე?კითხა მარიამმა. -მალე მოვალ მამი და მე წაგიყვან სკოლაში,მე და ბებო. -რატომ მოტეხეთ ბაბუ თქვენგან,თუ ისე დავბერდი სკოლის კარს ვერ მივაგნებ? თქვა ღიმილით გოგიმ და ამ დროს სახლის კარებიც გაიღო და სახლში ალექსანდრე შემოვარდა მხიარული სახით. -ნუთუ რომელიმე თქვენგანმა გაიფიქრა,რომ მე ჩემს დის-შვილს დღეს სკოლაში არ გავყვებოდი? დიდის ამბით მოემზადა მარიამი და ყველამ ერთად გავიდა სახლიდან,გიორგიმ დიდი წითელი ვარდების თაიგული იყიდა და პირველად საფლავზე მივიდნენ,სკოლის ფორმაში გამოწყობილი მარიამით.ცოტა ხანი უცქირა მარიამის ფოტოს,შემდეგ როგორც ყოველთვის ცივ ქვაზე თბილი ტუჩების კოცნა დაუტოვა და სკოლისაკენ გაუდგნენ გზას.უხაროდა მარიამს ყველასთან ერთად რომ მიდიოდა,მაგრამ არ იცოდა ეს პროცესი ყიველ დილით ადრე ადგომა,ყოველ დღე მეცადინეობა მოსაბეზრებელი გახდებოდა.მარიამი იზრდებოდა და გიორგის პრობლემებიც ემატებოდა,ყოველ დღე არა მაგრამ კვირაში ორჯერ სკოლაში იბარებდნენ,როგორც გიორგის ასევე ყველას.ლუკა და ვახო ყოველ დღიურად ტანსაცმელ-შემოხეული ბრუნდებოდნენ სახლში. -ვის ეჩხუბები ყოველ დღე,მე დავიღალე უკვე სკოლაში ყოველ დღე სიარულით და მრცხვენია სულ შენს გამო საყვადურები ვისმინო,რას ჰგავხარ რას.უყვიროდა ანა ლუკას და ის ხმას არ სცემდა,შემდეგ შეუბღვერდა დედას და ეტყოდა. -მარიამი დაარიგეთ,ნუ ჭამს ჩემს ნერვებს და წესიერად იყოს,აღარც მე და აღარც ვახო არ ვიჩხუბებთ.წარბებს შეყრიდა და ისე მიუხურავდა ოთახის კარს დედას. -ამიერიდან მშობელს როცა დაგიბარებენ,მამაშენი წამოვა.მე დავიღალე უკვე,დავიღალეეე.როცა ბავშვები სკოლის ასაკის გახდნენ და ბექა,ალიკა და ლაშა სკოლაში დაიბარეს,გიორგი იცინოდა მე გოგო მყავს და კიდევ კარგი არ მომიწევს ყოველ დღე სკოლაში სიარული და მასწავლებლებზე ბოდიშების ხდაო,მაგრამ ერთ დღესაც ადრე დაბრუნდა სამსახურიდან და რუსოს ყვირილს მოკრა ყური,ის ისეთი გაბრაზებული იყო ხმას ვერ აკონტროლებდა და გაუკვირდა გიორგის რაც ხნისაა რუსოს ხმამაღალი ხმა არ გაეგონა არასდროს,ამიტომ ჩუმად დაუგდო ყური და გაოცებული დარჩა. -რას ჰგავს შენი საქციელი მარიამ,მამაშენმა რომ გაიგოს ყოველ დღე სკოლაში დავდივარ და ყოველ დღე გალანძღული მოვდივარ სახლში როგორ ფიქრობ გაეხარდება? გოგო ხარ ბებო და შეინარჩუნე შენი სინაზე,ბიჭებს უნდა ეპრანჭებოდე 15 წლის ასაკში და შენ? რას აკეთებ შენ.აქამდე მოგიყვანე,ყოველთვის შენს სურვილებზე დავდიოდი,გაიზარდე და ვეღარ გერევი,ვერ გავიგე გოგო ხარ თუ ბიჭი.გიორგი თავზე დაადგა ბებია-შვილიშვილს და მარიამს პირველად შეეშინდა მამის. -რა ხდება აქ,რას მიმალავ დედა და რას არ მიმხელ წლებია. -არაფერს,არ მინდოდა შენ გაგეგო რატომ მოხვედი ასე ადრე. -რას მიმალავ დედა.გიორგი მშვიდად საბრობდა,მაგრამ მისი მტკიცე ხმა და მკაცრი გამოხედვა უკვე აშინებდა მარიამს. -იმედია მიხვდება,რომ გაიზარდა და ყველაფერი აღარ ეპატიება. -მარიამ გისმენ,არ მინდა გეჩხუბო მინდა მეგობრები ვიყოთ და არა მოსისხლე მტრები. -გიორგი შვილო............... -დედა დაგვტოვე მარტო მე და მარიამს როგორც ვხედავ სერიოზული სალაპარაკო გვაქვს,ამიტომ ოთახში წამობრძანდი,იქ გელოდები.გიორგიმ გვერდი აუარა იქვე მდგარ რუსოს და გოგის და მარიამის ოთახისკენ წავიდა,მარიამიც უკან გაყვა თავდახრილი.ასე თავდახრილი შევიდა ოთახში და გიორგის წინ დადგა,გიორგიმ თვალები მაგრად დახუჭა თავს სიმშვიდისკენ მოუწოდა და წყნარად უთხრა მარიამს. -დაჯექი,იმეცადინე და რომ დავბრუნდები ვისაუბროთ.არ შეეძლო იმ ცხელ გულზე წყნარად საუბარი და სახლიდან გავიდა.სად წავიდოდა თუ არა მარიამის საფლავზე, იქ იყო მისი სულის სიმშვიდე,მისი ცხოვრების აზრი,იქ ხომ ის გულღიად საუბრობდა რაც კი ჰქონდა გულში. -ოდესღაც ლამაზი ოცნების კოშკი ავაგე,მაგრამ დამენგრა და ჩემი ცხოვრების ლამაზი ზღაპარი წვიმამ წამიშალა,ჩარეცხა ქვიშასთან ერთდ.გული რომელიც სიხარულით ფეთქავდა მოკვდა და სულს არსებობაც შეძულდა.ცხოვრების დასაწყისის პირველი საფეხურები გავიარე ლამაზად,მაგრამ დასასრული არ ყოფილა ლამაზი,ლამაზად ზღაპრები მთავრდება.რეალობა სულ სხვააა,რეალობა მწარეა.ის დრო მენატრება ძალიან ფურცლის კიდეში მე და შენ მზეს რომ ვხატავდით,ის დრო მენატრება როცა დარდად მხოლოდ ის მქონდა შენ როდის გნახავდი და როდის შევივსებოდი შენი სურნელით.მაგრამ დამთავრდა, ის დრო აღარასოდეს აღარ დაბრუნდება.ის დრო მხოლოდ უსაშველო ტკივილად დარჩა ჩემს გულში,რომელიც მხოლოდ ჩემი ცხოვრების თანამგზავრია.ყველაზე დიდი ტკივილი რაც დამაქვს მარიამ ეს შენი და ჩემი წარსულია,ჩემში ისეთი მოგონებები ცხოვრობს რომლის დავიწყება არ შემიძლია,რომლებსაც ვერც დრო დამავიწყებს და ვერც მომავალი.მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც მიყვარს ჩემი წარსული,მე მაინც მენატრება ის დრო მხოლოდ შენთან ერთად.ჩვენმა სიყვარულმა ყველაზე ღრმა ჭრილობა დამიტოვა გულში,ეს ჭრილობა ისეთი ღრმაა რომ დღემდე ტირილამდე მივყავარ შენს მონატრებას.მერე რა რომ მას შემდეგ 15 წელი გავიდა და დრომ ვერ შეცვალა ეს გრძნობა,ვერც დრომ ვერ გაქრო ტკივილი.ალბად ვინმემ რომ მითხრას შენს წარსულში დაგაბრუნებ და რას გაიღებ ამისთვისო,დაუფიქრებლად ვეტყოვი რომ გავწირავ ჩემს სიცოცხლეს იმ ერთი წუთისთვის,მხოლოდ შენ შეგხედო,მხოლოდ შენ შეგეხო და შენ მოგეფერო მარიამ.მიყვარხარ ისე ძალიან რომ ვერ შევძლებ შენს გადაყვარებას.მერე რა რომ ის დღეები აღარ დაბრუნდება,მე მაინც მადლობელი ვარ უფლის რომ მარიამი მყავს სანაცვლოდ და თუ დღემდე ვცხოვრობ,ვცოცხლობ და ვსუნთქავ,ეს მისი არსებობით არის.მიუხედავად დიდი ტკივილისა,ჩვენი წარსული მაინც ყველაზე ლამაზი იყო.დღეს რომ აქ არ მოვსულიყავი და არ დაგლაპარაკებოდი,ვიცი მარიამს ვაწყენინებდი.ვეღარ ვერევით მარიამ და მაჩვენე გზა როგორ მივუდგე მის აღზრდას.გიორგიმ ამჯერადაც 15 წლის შემდეგ თვალცრემლიანმა დატოვა მდუმარე სასაფლაოს ეზო და სახლში დაბრუნდა,მისაღებში გოგი გაზეთს კითხულობდა და რუსოც იქვე იჯდა,შეხედა მშობლებს დედას დაუჯდა გვერდში ხელი მოხვია და გულზე მიიკრა. -გადაიღალე დე,არ გინდათ სადმე წახვიდეთ ორივემ? -არა,მარიამს ვერ დავტოვებ გიორგი. -აქ ანა და ბექა გადმოვლენ და არ ვიქნებით მარტო.წადი განტვირთვა გჭირდებათ ორივეს. -გიორგი არ უყვირო გთხოვ დედა. -რომ არ მეყვირა და არ მენახა ცრემლი მის თვალზე ამიტომ წავედი სახლიდან დედა,ახლა მშვიდად დაველაპარაკები.სად არის,არ ჩამოსულა? -მაღლა არის მეცადინეობს,ნიჭიერი არის მაგრამ ჯიუტი და ძალიან ცელქი. -არ ეტყობოდა თავიდან რომ ასეთი იქნებოდა? რა გიკვირს,ის ხომ ანას ასლია.გაეცინა გიორგის და წამოდგა,ფრთხილი ნაბიჯებით შევიდა მარიამთან და მარიამმა მიხვდა მის ჩაწითლებულ თვალებზე სადაც იყო,ამიტომ არაფერი შეეკითხა ახედა და სევდიანად უთხრა. -ახლა რაღა მოხდა,არაფერი გამიფუჭებია. -ვიცი,მაგრამ მინდა დაგელაპარაკო ვფიქრობ დროა უკვე ყველაფერი იცოდე მარიამ.დაჯდა მარიამის წინ,ჯერ თვალებში უცქირა და შემდეგ უთხრა. -ხშირად მიფიქრია,რა არის ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი და ღირებულითქო.ამას ალბად არ შემეკითხები თუ რა იყო კი არა,არამედ ვინ იყო და ახლა ვინ არის.ყველაზე ღირებული ვინც გამაჩნია მარიამ ეს შენ ხარ.ცხოვრებას სანამ ისწავლი დიდი ბრძოლა უნდა გამოიარო,უნდა იბრძოლო შენი მიზნის მისაღწევად.მეც ვიბრძოდი ყოველთვის ადვილი არ ყოფილა წარმატების მოპოვება,ყველაფრისთვის ვიბრძოდი და ასე მოვედი დღემდე.მეც მქონდა როგორც ყველა თინეიჯერს ფერადი ოცნებები,მეც მინდოდა რომ ბედნიერი ვყოფილიყავი,ვიყავი კიდეც მაგრამ დროებით და ამ დროებითმა ბედნიერებამ დამიტოვა ჩემთვის ძვირფასი საგანძური რომელსაც ფასს ვერასოდეს ვერ დავადებ.როცა ჩემთვის დასრულდა ჩემი ბედნიერება ჩემს გარშემო ყველაფერი გაუფერულდა,ჩემს ირგვლივ თავდაყირა დადგა ყველაფერი,ის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელი არსება ერთ მჩხავანა არსებად გადაიქცა და თვეების მანძილზე ვერ შევძელი მისთვის შემეხედა.რვა თვის იყავი როცა პირველად ხელში აგიყვანე და შენი სურნელი შევისუნთქე.შენმა პირველად დაძახებულმა მამამ მე სამყაროს შემომაბრუნა.რომ არა ჩემი მეგობრები,რომ არა შენი ძია ალექსანდრე,ბებო თამრო და ბებო ნაზი,ასევე ჩემი მშობლებიც მე დღეს არ ვიქნებოდი ეს რაც ვარ.ერთი პერიოდი შენს ტირილს გავექეცი,მივატოვე ყველა და ყველაფერი და ამის გამო განსჯის საგანი შევიქენი,ეს ნაკლებად მაღელვებდა,მაგრამ დავრწმუნდი რომ მე მათგან ზღვა სიყვარულს ვღებულობდი,მე მათ ვუყვარდი და ამავე დროს ვტკიოდი,მათ ჩემი ტკივილი დღემდე ტკივათ.მარიამ ცხოვრებაში უნდა შეიცნო ადამიანი და უნდა გწამდეს მისი მეგობრობის,წამი,წუთი,საათი გამოიყენე და დაანახვე ყველას შენი სიყვარული და კეთილი გული.უთხარი რასაც ფიქრობ სიტყვით და არა მუშტებით,უთხარი რომ გიყვარს ისინი და როგორი ძვირფასია მათი არსებობა შენთვის.მარიამ ჯერ შენი თავის ფასი იცოდე და მერე სხვასაც დააფასებ,დღეს ჩემთვის შენ ხარ ღირებული და ჩემი სამეგობრო,ჩემი ოჯახი თუ აქ და თუ იქ სოფელში.მინდა ისწავლო მეგობრის სიყვარული,რომ ჩემს შემდეგ ისინი დაგიდგნენ გვერდით. -მამა რას ამბობ,სად მიდიხარ ისევ უნდა წახვიდე? თვალები აუცრემლიანდა მარიამს. -ჩუუუუ,არ ვიცი რამდენად გამომდის შენთან საუბარი,მაგრამ ერთ რაღაცაში დარწმუნებული ვარ 1000%-ით რომ მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ.მე შენ მეამაყები და ნუ მატკენ გულს,იყავი ჩემთან გულახდილი და მეგობრული.მარიამი ადგა გიორგის მოეხვია და კოცნით დაუფარა გიორგის სევდიანი სახე,შემდეგ კი უთხრა. -მამ დღეს შენთან მინდა დავწვე. -ჯერ იმეცადინე,რაღაც საქმე მაქვს და მოვალ მალე.მარიამის ტელეფონი რომელიც ვიბრაცაზე ჰქონდა დაყენებული არა და არ ჩერდებოდა გიორგიმ შეამჩნია და უთხრა. -ტელეფონი გირეკავს,ვინ არის რომ არ ჩერდება ან რატომ გაქვს ხმა გამორთული. -როცა ვმეცადინეობ ხმას უთიშავ რომ არ შემაწყვეტინონ მეცადინეობა. -ვინ არის რომ არ ჩერდება. -ვინ იქნება თუ არა ხისთავიანი ან ლუკა ან ვახო. -რატომ ჩხუბობთ, შეგიძლია მითხრა რატომ ვერ იტანთ ერთმანეთს? -ვინ გითხრა რომ ვერ ვიტან,ჩემი მეგობრები არიან,უფრო მეტიც ჩემი ძმები მაგრამ ხანდახან ზედმეტები მოსდით მამა. -რატომ,რა ხდება. -ვერავინი ვერ დამლაპარაკებია,ვერავის ვერაფერი უკითხია იმ წუთში მამლებივით წამოყოფენ თავს და ჩხუბობენ,მეც ვალდებული ვარ მათ შუაში ჩავდგე და დავიცვა ისინი ვისაც ტყუილად ხვდება ჩემს გამო. -გასაგებია,სხვა არაფერი არ ხდება? -არა,არაფერი მე უნდა ვისწავლო მამა და ზედმეტებისთვის დრო არ მაქვს. -კარგი,უპასუხე ახლა ტელეფონს.მარიამმაც აგრესიულად უპასუხა ტელეფონს. -რა გინდა,რა არ გასვენებს. -სად ხარ გოგო,რატომ არ პასუხობ რომ გირეკავ. -იდიოტი ხარ და იმიტომ არ გპასუხობ,არ მინდა შენთან საუბარი რა ვერ გაიგე. -მარიამ მოვალ ახლა მანდ და თმებიდან გაგცლი. -კი როგორ არა,რას ეტყვი მამიკოს რატომ ვცემე შენი ერთაო? გიორგის ჩაეცინა. -მაგის მოფიქრება გამიჭირდება? -წადი ახლა დამაცადე სახლში არ ვარ და ნუ დამირეკავ. -სად ხარ გოგო. -შენი საქმე არ არის,უთქვენოდ ვერ გამივლია ვერსად. -მარიამ სად ხარ,დაურეკავ ახლა მამაშენს. -დაურეკე,სანამ ის მოვა სახლში მეც სახლში დავხვდები და ვეტყვი რომ მოგატყულა სახლში ვიყავითქო. -დედაააა,დაურეკე ძია გიორგის და გაიგე სად არის.მარიამმა გიორგის შეხედა და გიორგიმ მიხვდა თამაშში უნდა აყოლოდა.სულ ცოტა ხანში კი გიორგის ტელეფონზე ბექამ დარეკა. -სად ხარ გიორგი. -სახლში ვარ,რა ხდება. -მარიამი სახლშია? -არა,ვიღაც მეგობარმა მოაკითხა ლუკამ და ვახომ გამომაგზავნა შენს წასაყვანადო და წავიდნენ. -და შენც არ გადაამოწმე? ბავშვი ვის გაატანე გიორგი შენ ნორმალური ხარ? -რა გაყვირებს მოვა სადაცაა. -გიორგი კარგად ხარ? -არ მითხრა რომ ლუკა სახლში არის და არავინი არ გამოუგზავნია. -ლუკაც სახლშია და ვახოც აქ არის,კარგი მოვდივართ არსად არ გახვიდე.ტელეფონი გათიშა ბექამ და გიორგიმ მარიამს შეხედა და მერე ორივემ გულიანად გადაიხარხარა. -არა,ეს საიდან მოიფიქრე ახლა სულ გაგიჟდებიან.იცინოდა მარიამი.ცოტა ხანში სახლში ბექა,ლუკა,ვახო,ალიკა,კარინა და ანა შემოვიდნენ,გიორგი კიბეებზე ჩამოდიოდა და სერიოზული სახით დაუდგა წინ მათ. -რა ხდება,ხომ მშვიდობაა.იკითხა რუსომ და სათითაოდ მოათვალიერა ყველა. -დედა სამზარეულოში გაიყვანე ეს გოგოები და დაასაქმე,შენ დაჯექი და მხოლოდ ბრძანება გაეცი რა გააკეთონ.სხვები სად არიან,გვაკლია ხალხი. -მალე მოვა გელაც და ლაშაც. -ოჯახით ალბად ხომ? იკითხა გიორგიმ. -გიორგი მეჩვენება თუ ზედმეტად მშვიდად ხარ? -რატომ უნდა ვიყო აღელვებული? ბიჭებო როგორ ხართ? -ვინ იყო მოსული.თვალები ჩასისხლიანებოდა ვახოს და ლუკას. -მე რა ვიცი ვახოს და ლუკას მეგობარი ვარ, მათმა იციანო. -ეს ის იქნება.გადაულაპარაკა ლუკამ ვახოს და მანაც თვალებით დაემოწმა. -მამა ჩვენ გავალთ და მალე მოვალთ.უთხრა ვახომ ალიკას მაგრამ კარებისკენ წასულები გიორგის ხმამ ადგილზე მიაყინა ორივე. -არსადაც არ წახვალთ,აქ დარჩებით მარიამი კი სახლშია. -სახლშია? იკითხა ორივემ გაკვირვებულმა. -არავინი არ მოსულა? იკითხა ლუკამ. -არა,ეს ჩემი ოინი იყო აქ მოგიყვანეთ ორივე რადგან უნდა ვილაპარაკოთ,მაგრამ დღეს არა დაგირეკავთ და ერთ დღეს სამივე ვილაპარაკებთ.მარიამ გამოდი.დაუძახა მარიამს და ისიც კისკისით ჩამოფრიალდა კიბეებზე. -რაო ბიჭებო შევშინდითო? -რატომ იმაიმუნე.შეუღრინა ლუკამ. -მე არა,ეს ამ ბატონმა იმაიმუნა დღეს. -ჭკუა არ გაქვს თავში? შეუყვირა ბექამ გიორგის და იქვე დაჯდა. -აი მარიამ რას გეუბნებოდი დავამტკიცე თუ არა ჩემი სიტყვები,ესაა შვილო მეგობრობა და სიყვარული,ახლა სამივე ადით ოთახში და შემდეგებს გადაუქანოთ გული.სამივე ავიდა ოთახში და გელაც მოვიდა ლაშასთან და კობასთან ერთად. -რა ხდება კობა რატომ ნერვიულბ,არ იცი მეგობრები სად არიან? რატომ მოგტეხეს საქმიდან. -არ ვიცი,მართლა არ ვიცი სად არიან.თქვა კობამ მაგრამ გიორგის შეეცოდა და უთხრა. -ადი მაღლა არის სამივე. -კარგი რა გიორგი გულები დაგვიხეთქე,რატომ გააკეთე ეს.უთხრა გელამ. -მე და მარიამი ვსაუბრობდით მეგობრებზე და მომინდა დამენახვებინა მისთვის თუ რას ნიშნავს თითოეული ჩვენთაგანისათვის ერთმანეთის სიცოცხლე,მადლობა ბიჭებო.არ ვიცი მერამდენედ უნდა დავრწმუნდე თქვენს ერთგულებაში და სიყვარულში,ამიტომ დღეს ჩაუჯდეთ და ვიქეიფოთ,მოდი გავხსნათ ეს სახლი 15 წლის შემდეგ.იმ საღამოს ჩაუჯდა სამეგობრო და კარგადაც იხალისეს,კარგადაც მოილხინეს და ოთხივეს დაანახეს თუ რა ძალა აქვს კარგ მეგობრებს და მათ სიყვარულს.გაიხსენეს ძალიან ბევრი რამ გიორგის და ანას კინკლაობებიდან და ბევრი იცინეს. -დედა მართლა ასეთი იყავი? იცინოდა ლუკა. -მამა თავი როგორ გაგიტეხა,როგორ მოგერია მამიდამ.კისკისებდა მარიამი.დასრულდა კიდევ ერთი ძალიან ლამაზი საღამო და არცერთი არ გაუშვა გიორგიმ სახლში სანამ ქეთამ,ანამ,ალექსანდრამ და კარინამ არ მიალაგეს სახლი,რუსო კი თავად დაიჯინეს და ხარხარებდნენ.მეორე დღეს კი ყველას თავი უსკდებოდა და გიორგის ეღიზინებოდნენ და გიორგიმ უყვირა ბექას. -ვინ გასხამდა პირში რომ სვამდი,იარაღით დაგადგა ვინმე თავზე? შენ როგორ გაგაფუჭებინე ჩემი სიმაურის მოწურული ღვინო იმ ღვინის დალევის ღირსიც არ ხარ,ერთხელ არ გასულხარ მოხმარებოდი მათ შემოდგომაზე. -წელს წავიდეთ ყველამ ერთად და მტერს დაუფსოთ თვალები.უთხრა ბექამ სიცილით. -ვიმახსოვრებ იცოდე,ახლა საქმეს მიხედე.გიორგი საღამოს დაბრუნდა სახლში,მისაღებში არავინი დახვდა და პირდაპირ მარიამის ოთახში შევიდა. -მარიამ რატომ არ დაწექი მამი. -შენ გელოდებოდი,წუხელ ვერ დავწექი შენთან და დღეს მინდა დავწვე. -არ გშია? წამოდი ვჭამოთ და მერე დავწვეთ,დღეს არაფერი მიჭამია და მშია ძალიან.მარიამი წამოდგა და ხელი-ხელ გადახვეული შევიდნენ სამზარეულოში. -გიორგი?რა დროს მოხვედი შვილო რომ ვერ გავიგე. -აქ შემოვედი და არ იყავი,ამიტომ მარიამს მივაკითხე ცოტა ვიჭორავეთ მამა-შვილმა. -რა მოხდა,კიდევ სკოლაში ხარ დაბარებული ხომ? იკითხა რუსომ და მარიამს გაბრაზებული თვალებით გახედა. -ნუ მიყურებ მასეთი თვალებით,ამჯერად არაფერი არ დამიშავებია,დამშვიდდი. -მართლა? გიორგი რა ხდება. -არაფერი არ ხდება დედა გვშია თუ დაგვაპურებ, თუ არადა რესტორანში წავალთ მე და მარიამი.ღიმილით გადახედა მარიამს და თვალი ჩაუკრა. -თქვენ ორნი,მამაც და შვილიც შემიწირავთ მე.თქვა რუსომ. -ხო მართლა განცხადება გამოვაქვეყნე,სახლში დამხმარე ავიყვანოთ და შენ აღარ დაიღლები,მოგეხმარება და მარიამსაც მიხედავს. -როგორც იქნა გადაწყვიტე,მაგრამ 60-70 წლის ბებერს ნუ აიყვან ძალიან გთხოვ.უთხრა მარიამმა მამას,გიორგიმ გაიცინა და თავი გააქნია.ორივემ ივახშმა და დასაწოლად წავიდნენ. -მა გეძინება? -არა,რა გაინტერესებს. -რამე მომიყევი რა. -რა მოგიყვე მარიამ. -ვიცი დაგასევდიანებ,მაგრამ მინდა დედაზე მომიყვე. -მისი სახის თითეული ნაკვთი მახსოვს,მისი გამოხედვა,მისი სიცილი,გაბრაზებაც.იცი რომ ძალიან გავხარ დედას? მისი სიარული გაქვს,მისი სიცილი.მიუხედავად იმისა ჩემზე 7 წლით პატარა იყო,მე ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. -მამიკო არ გინდა ცადო რამე შეცვალო შენს ცხოვრებაში? მორიდებულად კითხა მარიამმა. -მაგალითად რა მარიამ. -არ ვიცი,უფრო პირადულს ვგულისხმობ. -სიკვდილის წინ პირობა დამადებინა და მთხოვა,რომ ცხოვრება გააგრძელე ჩემს შემდეგო მაგრამ არ შემიძლია მარიამ.ვერავის შევხედე ისეთი თვალით,რომ ჩემში რამე შეეცვალა.დედაშენისნაირი არ არსებობს,ის ერთადერთია და ის ერთადერთიც მე მერგო ცოტა ხნით,მაგრამ მაინც ჩემი იყო და ჩემად დარჩა სამუდამოდ. -როგორ იგრძენი რომ ბოლო წუთები იყო. -ხელს მიჭერდა იმ დღეს,არ უნდოდა გაეშვა ხელი,შემდეგ მთხოვა შენ მიმეყვანე მასთან და ენახე,ხელში დაგიჭირა,მოგეფერა,სამივემ ერთად დავწექით იმ დღეს,ჩამეძინა რამოდენიმე ღამის უძილარს და რამოდენიმე საათში სიცივემ გამომაღვიძა,მისმა ცივმა სხეულმა გამომაღვიძა.ვერ გავიგე რა ხდებოდა,დავაკვირდი და მივხვდი რომ ის ჩვენთან აღარ იყო,ღრიალი მინდოდა,მგონი კიც ვიღრიალე აღარ მახსოვს,ც ვცადე არ გამომივიდა.ბოლოს განშორებისას რომ ჩავეხუტე,მისი გაყინული სხეული შემრჩა ხელში და დამაბრუნა რეალობაში.მერე აღარაფერი აღარ მახსოვს.გონზე მოსასვლელად ძალიან დიდი დრო დამჭირდა.15 წელი გავიდა,მაგრამ გულში დღემდე საშინელ ტკივილს ვგრძნობ.მტკივა რომ ძალიან შორსაა ჩვენგან,მხოლოდ მაშინ მენახება როცა ძალიან მიჭირს,მისი დანახვა ჩემთვის ნუგეშივითაა,მაგრამ მე არ მყოფნის ასე,მასთან ერთად მინდა ვიყო. -ასე ძალიან გიყვარდა დედიკო? -რა თქმა უნდა სიგიჟემდე მიყვარდა და მიყვარს აქამდე. -მე? მე როგორ გიყვარვარ. -შენ კი ჩემი ცხოვრების აზრი ხარ მარიამ. -მარტო აზრი? არ გიყვარვარ სიცოცხლეზე მეტად? -როგორ არა მამი,შენ აძლევ ჩემს ცხოვრებას აზრს.შენ ხარ ის სულის ტკივილი,რაც დამიტოვა დედაშენმა შენი სახით.გიორგიმ გულში ჩაიკრა მარიამი და ცრემლის დამალვა უნდოდა,მაგრამ მარიამმა მაინც შეხედა.ორივე ხელებით მოეფერა და უთხრა თავადაც აცრემლიანებულმა. -შენს ლამაზ თვალებს ცრემლი არ უხდება,აღარ იტირო რა გთხოვ.მპირდები? -გპირდები მამას პრინცესავ. -შენთვის ყველაზე ლამაზი დილა როდის არის მა. -როდესაც გავიღიძებ და პირველად შენ გხედავ მა.მარიამმა გიორგის გულზე დადო თავი და ასე დაეძინა მამის მკერდზე,გიორგიმ ხელი მოხვია შვილს და თავის თავს უთხრა. -არ გატყდე გიორგი,ყველა ტკივილს აქვს დასასრული და ამ ტკივილს შენ დაგიამებს მამის სიხარულო.დამთავრდა წარსულით ცხოვრება,ვერ დაგივიწყებ მაგრამ ვერც წარსულით ვიცხოვრებ.უშენოდ ცხოვრება არაფერია,ცარიელი ფურცელივითაა ყოველი დღე,მაგრამ მარიამთან ერთად კი აზრი მიეცა ცხოვრებას.შენი პატარა ხელები რომ მეხებს ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ.მწუხარება ზოგჯერ ტალღასავეთ მთელი სიმძაფრით მოულოდნელად გატყდება თავს და მთელი ცხოვრება თან გდევს ტკივილი. მარიამ ვერ მოვერიე უშენობას,ვერა.იმედია სულ მალე ვიქნებით ერთად,ვგრძნობ რომ სულ ცოტა დამრჩა შენთან მოსვლამდე.ფიქრებში ჩაეძინა გიორგის და იმ ღამით მარიამი ნახა,ჯერ ხმა მოესმა მისი და შემდეგ ნელა-ნელა ნისლი გაიყარა მარიამი ახლოს მივიდა საწოლზე ჩამოუჯდა,ორივეს სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა,სახეზე შეეხო გიორგის და უთხრა. -იტანჯები საყვარელო და ვეღარ გცნობ, როცა თვალებზე ცრემლით გხედავ ჩემი გული ძალიან განიცდის და მეც უსაშველდ მტკივა შენი ტკივილი.არ მინდა კიდევ იტირო,მე ხომ ორივეს ნაცვლად ვტირივარ.დამივიწყეთქო ვერ გეტყვი,მაგრამ ცხოვრება გააგრძელე საკმარისია უკვე ჩემზე დარდი და ტირილი.ძალიან გამახარებ შენს ბედნიერ თვალებს რომ შევხედავ,ჩემი ცრემლები კი ვალია ჩემი სიყვარულისა.დამიჯერე აღარაა საჭირო ამდენ წლიანი გლოვა არ მინდა ასე რომ იტანჯები,ასე რომ განიცდი,მაგრამ თუ შენ სიკვდილს ელოდები მე შენ აღარ შეგიცოდებ.მორჩი გლოვას გიორგი და ფერი შეიცვალე,ღია ნათელი ფერები მიეცი შენს ცხოვრებას.მე დაგპირდი შენს სიყვარულს თანვე წავიღებთქო და ის ჩემთანაა,ჩემშია და ჩემია,მარტო ჩემია.დამპირდი,რომ კარგად იქნები და მარიამის ჩვენი მარიამის გამო გაიფერადებ ცხოვრებას.ჯერ შენი დრო არ მოსულა,ჯერ ადრეა და თავად ნუ ჩქარობ აქ მოსვლას.იძინე საყვარელო მე ისევ მოვალ როცა დაგჭირდები,მიყვარხართ. -მარიამ არ წახვიდე,არ დამტოვო მარიამ,მარიაააამ.გიორგის ყვირილმა ყველა დააღვიძა და მარიამიც წამოხტა ფეხზე და რუსოსთან გაიქცა,მაგრამ რუსო გზაში შემოხვდა დაფეთებული.შევარდა გიორგის საძინებელში და რას ხედავს,გიორგი ოფლში არის გაწურული მაღალი სიცხით.ასე ემართებოდა ყოველთვის როცა მარიამს ხედავდა სიზმარში. -გიორგი როგორ დაიტანჯე,დედამ მოგიკვდეს შენ შვილო. -ბებო ხომ კარგად იქნება მამიკო,იცი როგორ შემეშინდა? ცრემლიანი თვალებით იდგა მარიამი გიორგის თავთან. -ასეა შვილო როცა დედაშენს ნახულობს სიზმარში. -მეც მინდა ბებო ასეთი დიდი,ძლიერი და მტკიცე სიყვარული.თქვა გულუბრყვილდ მარიამმა. -ღმერთმა დაგიფაროს შვილო,ეს არ არის სიყვარული,ეს ტანჯვაა.უყურებ როგორ იტნჯება შენი შვილი და ვერ შველი.არ მოინდომა ვინმესთვის შეეხედა და შეეყვარებინა ისევ,მარიამს სხვა დედას ვერ მოვუყვანო და ამ სახლში სხვა ქალი ვერ დაიკავებს მარიამის ადგილსო.ტიროდა რუსო და თან გიორგის ეფერებოდა. -დედა.მოესმა გიორგის ჩურჩული. -მაღალი სიცხე გაქვს,რატის დავურეკე და მოვა მალე წამლებს მოიტანს. -არაფერი არ მინდა დე,მაისური მომიტანე გამოვიცვალო სულ სველი ვარ.მარიამი სად არის. -აქ ვარ.უთხრა მარიამმა სრუტუნით. -იტირე? ნუ გეშინია კარგად ვარ მა,წყალი დამალევინე.მარიამმა წყალი მიუტანა და გიორგიმ რუსოს მიუბრუნდა. -ხვალ ჩემი გარდერობი გაანთავისუფლე,ყველაფერს ნუ გადაყრი თუმცა მე გადმოვდებ,რაც არ მინდა და ვისაც გინდა იმას მიეცი. -რა ხდება,გარდეროფს ცვლი? -ვცვლი,მარიამმა მითხრა ფერი შეიცვალე და ნათელი ფერები ჩაიცვიო.მარიამს გაუღიმა და უთხრა.-ხვალ სავაჭრო ცემტრი დავიპყროთ მე და შენ,შენი გემოვნებით ვიშოპინგოთ და უყიდე მამას ახალი ფერადი ტანისამოსი.ახლა გამოვიცვლი,თეთრეულიც გამოვცვალოთ და დავწვეთ ისევ,ჰა რას იბღვირები,არ გინდა ხვალ ჩემთან ერთად შოპინგი? -როგორ არა,მაგრამ სკოლა? -მოვაგვარებთ მაგას. -ურააა,შავი ფერი გაიხადა მამიკოოოოომ.მარიამმა გიორგის დააცხრა და სახე დაუკოცნა,სიხარულით გამოცვალა რუსომ და მარიამმა თეთრეული და ისევ გიორგის გულზე თავდადებულს დაეძინა.დაეძინათ და ღამემ მოგონებებს სევდა შეაპარა,გარეთ კი გადაუღებლად წვიმდა,ისე როგორც მაშინ როცა მარიამმა დედამიწაზე სიცოცხლე დატოვა და მაღლა-მაღლა წავიდა,აირჩია გზა მარადისობის.სიყვარული თავის გზაზე გატარებს და მონატრების დიდ ტკივლსაც გაგიყუჩებს,გულს გაგიჩერებს.მოვა დღე და ეს სიყვარულით სავსე გულიც გაჩერდება მაშინ როცა ჩემს თვალებში ზეცა წამეშლება,იქ კი შენი მონატრებით გახუნებულ ნიღაბს მოვირგებ,იმ ნიღაბში ხომ ჩემი სულის ანარეკლია.იისფერ ცაზე ანცი ღრუბელი გაიქცევა,თვალს ჩამიკრავს და მე იმ ღრუბელს გამოვედევნები რადგან შეგიცანი ის ღრუბელი შენ ხარ მარიამ. -დილა მშვიდობის ჩემო ძილისგუდა,არ ავდგეთ? -მერიდე ახალ გაღვიძებულზე,ფუტკარივით არ დაგკბინო.შეუღრინა მარიამმა გიორგის. -მგავხარ ხანდახან ხომ იცი შენ,ადე მარიამ დღეს შოპინგის დღე გვაქვს აქ ვჭამოთ თუ გარეთ. -აუ გარეთ რა,რამდენი ხანია შენთან ერთად არ გამივლია მა. -ხოდა ადე მოემზადე,ვიცი მე შენი მალე მომზადება,სამი საათი დამაყუდებ ძირს.ტყუილად კი არ გეჩხუბებიან ბიჭები,არ გეღირსება ხოლმე ოთახიდან გამოსვლა. -იმათ ნერვებზე ვცეკვავარ,შენ კი არ გალოდინებ მასე. გარეგნობაზე ზრუნვა გიორგისთვის პირველია,რადგან ბავშვობიდან უყვარს კოხტად ჩაცმა.სარკესთან საათობით დგომა არ უყვარს,ეს მარიამს უფრო ეხერხება და ამით დედამისს ჰგავს,აი უკვე მზად არის და მარიამს ელოდება. -მარიამ წამოდი დროზე,თორემ წავალ და დაგტოვებ სახლში გამოწყობილს.გაჰყვირის გიორგი. -მოვდივარ ხო მოვდივარ,წესიერად ჩაცმაც არ დამაცადე.აბუზღუნდა მარიამი. -დედააა,ჩვენ გავდივართ და შესაძლებელია ვინმემ დარეკოს განცხადების თაობაზე სახლის ტელეფონიც მაქვს მითითებული,სახლში დაიბარე და ჩემს მოსვლამდე გაესაუბრე,თუ მოგეწონოს თამხაზე მე დაველაპარაკები. -კარგი შვილო როგორც შენ იტყვი,მაგრამ არ ისაუზმებთ? -გარეთ შევჭამთ.მარიამი გიორგის ამოუდგა გვერდით და უთხრა. -წავედით. -შენ გააფრინე? ნახევრად სველი თმებით მოდიხარ გარეთ ასეთ ამინდში? -არ დამაცადე და წამოდი ახლა,ნუ გეშინია არ მოვკვდები.თავზე ვიფარებთ,აი ნახე.ქუდი ამოიღო და დაიფარა.მამა-შვილმა სავაჭრო ცენტრი დაიარა და ძალიან ბევრი რამ იყიდეს,ბევრი იხალისა ორივემ და ირონიულად აყოლებდა თვალს ვინც გიორგის გახედავდა,გიორგი კი იცინოდა. -მარიამ მოდი აქ,ეჭვიანი შეყვარებულივით ხარ და ვიღაცა პედოფილობას დამწამებს. -ვინც არ მომეწონება,იცოდე ახლოსაც არ მოვუშვებ შენამდე. -მასე ქენი,საერთოდ გადაკეტე გზა და არავინი გამოუშვა. -მა, ხვალ მე და ბიჭები ბარში მივდივართ და ხომ გამიშვებ? -ჩვენ ბიჭებთან გაგიშვებ,სხვასთან არა.მარიამ გელას ნინის რატომ არ ემეგობრებით? -რავიცი რაღაცნაირად ჩაკეტილი ბავშვია,ვერ გაუგებ ხასიათს. -არ შეიძლება მასე. -რამე გითხრა ძია გელამ? -არა,არაფერი მე შევამჩნიე რომ მაინდამაინც არ მეგობრობთ. -ის ძალიან წყნარია და სერიოზული.მა,არც საახალწლო კარნავალზე არ გამიშვებ? კომბლე ხომ ჩემს კლასშია. -მანამდე მარიამ ერთი თვეა და მაცოცხლე მაგ დრომდე. -არა ვიცი რომ ჯერ ადრეა,მაგრამ მე მაინც შეგახსენე. -ეს შენს სწავლაზეა დამოკიდებული, ვნახოთ ჯერ შენი წლის მაჩვენებლები და იმისდა მიხედვით ვიმოქმედებ. -რა სადისტი მამიკო მყავს? ცხვირი აიბზუა მარიამმა. -სულაც არა,ჩვეულებრივი ტიპიური მამა ვარ.კარგი ხვალ წადი,მაგრამ მოგაკითხოს ლუკამ და ვახომ. -ჩემნაირი მამიკო არავის არ ყავს.მოეხვია მარიამი გიორგის და გიორგიმ ხმამაღლა გაიცინა,რაზედაც კონსულტანტი გოგოები გიორგს ღიმილმა მოაჯადოვა და მარიამს შურიანი თვალით შეხედეს.მარიამმა თვალი შეასწრო ერთ-ერთ გოგონას და მოუნდა ეთამაშა იქ შეყვარებულის როლი და ერთ-ერთი პერანგის არჩევისას გიორგის დაუძახა. -საყვარელო,ეს პერანგი მომეწონა. -მარიამ მოგხვდება. -კარგი რა მამიკო მართლა მომეწონა,ნახე ფერიც როგორ მოგიხდა.ერთმა გოგონამ შებრუნდა და გაოცებულმა შეხედა მარიამს. -მე არ მომწონს მაგ ფერი. -მა,მამიკო. -ნუ ყვირიხარ აქ ვარ. -აბა ეს ნახე,ამ ფერს ვერ დამიწუნებ ფერფლის ფერია და სტილიც მომეწონა,მართლა მოუხდება შენს სახეს. -ჩემი მოდნი შვილი.უთხრა გიორგიმ და ლოყები დაუწელა მარიამს.-არ მოგშივდა?წამოდი,საკმარისია უკვე ფული გადავიხადოთ და ვჭამოთ რამე თუ სახლში წავიდეთ. -აუუუუ,მა ხინკალი მინდა.გიორგის გაეცინა და მარიამი ხელ გადახვეული გაიყვანა მაღაზიიდან.ნაცნობ სახინკლეში წაიყვანა,რამდენი წელია იქ აღარ მისულა. -რა მყუდრო ადგილია.მარიამს მოეწონა ადგილი. -აქ მოვდიოდით მე და მარიამი ეს ჩვენი საყვარელი სახინკლე იყო.წლებია უკვე აღარ ვყოფივარ.მეგობრებს რომ გამოვეპარებოდით აქ განვმარტოვდებოდით ჩვენ ორნი გავთიშავდით ტელეფონებს და ანა გიჟივით დარბოდა,გვეძებდა მაგრამ მარიამმა არ გათქვა ეს ადგილი. -ბატონო გიორგი რა პატივია თქვენი აქ ხილვა,დიდი ხანია აქ აღარ ყოფილხართ.ეს გოგონა თქვენი შვილია,თქვენი მარიამი? -კი ეს ჩემი მარიამია.უთხრა გიორგიმ სევდიანად.მამაკაცმა თანაგრძნობის ნიშნად მხარზე ხელი მსუბუქად დაარტყა.აბა რას მიირთმევთ,რა მოგართვათ. -ხინკალი უნდა მარიამს და მეც იგივეს ავიღებ.უთხრა გიორგიმ. -ახლავე მოგემსახურებიან.უთხრა მამაკაცმა და თავის დაკვრით გაეცალა მაგიდას.მარიამმა გაკვირვებულმა გააყოლა თვალი და გიორგის შეეკითხა. -მა ვინ არის ეს კაცი? -არ მითხრა ახლა მეცნობაო.ირონილად უთხრა მარიამს და გაეცინა.-ჩემი ძველი ნაცნობია,მეგობარს ვერ ვიტყვი რადგან წლები საზღვარგარეთ ცხოვრობდა რომ დაბრუნდა თავად პატრონობს ამ მცირე ბიზნესს,ადრე სხვა ხელმძღვანელობდა.ერთი სიტყვით კარგად დანაყრდნენ,მარიამს ასე გემრიელად დიდი ხანი არ ეჭამა,თან უხაროდა მამასთან ერთად რომ იყო. -მარიამ წავიდეთ? -ხო წავიდეთ,ტუალეტში გავალ ცოტა ხნით ხელები გადავიბანო რას ვგავარ.გაეცინა მარიამს.ამ დროს გიორგის უცხო ნომერმა დაურეკა და სერიოზული ხმით უპასუხა. -გისმენთ. -გამარჯობათ.მე გაზეთში გამოქვეყნებულ განცხადების თაობაზე გაწუხებთ. -დიახ,დიახ გაზეთში აღნიშნულ მისამართზე მიბრძანდით,ან სახლის ნომერიც არის მითითებული დარეკეთ და გაგესაუბრებიან. -წლოვანება შეეკითხე მამიკო.ჩასჩურჩულა მარიამმა. -უკაცრავად რამდენი წლის ბრძანდებით? მორიდებით შეეკითხა გიორგიმ. -28 წლის ვარ.უპასუხა გოგონამ რომელსაც ძალიან ნაზი ხმა ჰქონდა. -კარგით მე გადავრეკავ სახლში და მიბრძანდით თქვენ აღნიშნულ მისამართზე.მიდი მარიამ ხელები გადაიბანე და წავედით მე რუსოს დაურეკავ.მარიამი ტუალეტისკენ გაიქცა და გიორგიმ რუსოს დაელაპარაკა. -დედა ჩემს ნომერზე დამირეკეს და მოვა ახალგაზრდა გოგო არის, გაესაუბრეთ. -კარგი შვილო.მარიამს შეაგვიანდა, ტუალეტიდან გამოსული კაშნეს ისწორებდა ყელზე,რომ მოულოდნელად რაღაც რბილ საგანს შეასკდა და რომ არა ძლიერი ხელები მის წელზე ძირს გაიშოტებოდა.უცნობმა წელზე მოუჭირა ხელები და შიგ მისი თვალის სიღრმეებში ჩააღწია,მარიამის შავი თვალები ისე ანათებდნენ თავად უხმობდნენ მისკენ უცნობს და თითქოს უცნობმაც არ დააყოვნა და მოგზაურობა დაიწყო შავი ოკეანის ზედაპირზე.მარიამი გონს მოეგო და უცნობს შეუყვირა. -ოუუუუ,თვალებში ვერ იხედები? -და შენ თავად სად იხედები,ისე ძალიან ლამაზი ხარ მაგრამ თავშიც ნუ აგივარდება ეგ სილამაზე. -რასაც შენზე ვერ ვიტყოდი.ცხვირი აიპრიხა მარიამმა. -ვითომ რატომ რას მიწუნებ? -ხასიათს,ძალიან უხასიათო ხარ. -შენ თავად როგორი ხასიათის ხარ? -საშინელი,თუ ხელს არ გამიშვებ ახლა შესაძლებელია მკვკლელობაც კი ჩავიდინო. -მოულოდნელი ბედის გჯერავს? -არა,ის არ არსებობს. -მე მჯერავს,მოულოდნელი ბედნიერების.შეუძლებელია ყველაფერს ბრძოლა ჭირდებოდეს,რაღაც ან ვიღაც თავისითაც მოდის ზოგჯერ. -თუ ღირსი ხარ,რა თქმა უნდა.დაამატა მარიამმა. -ახლა გიშვებ ვიცი რომ გელოდებიან,მაგრამ ჩვენს ხასიათებზე საუბარს ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ.უთხრა და ხელი შეუშვა. -თუ მომძებნე კი.ამაყად თქვა მარიამმა. -მარიამ გოგაბერიშვილი 16 წლის,შეყვარებული არასდროს არ გყოლია რადგან ქაჯანა ხარ და უფრო სწორად ველური,კიდევ პირადი დაცვა გყავს ლუკა და ვახო,კობალოსი არ გეშინია.და კიდევ გიცნობ 4 წლის ასაკიდან. -როდიდან? ვინ ხარ შენ თავად.თვალები გაუფართოვდა მარიამს. -ანდრეა მანაგაძე 18 წლის,სხვას სხვა დროს ვისაუბრებთ პატარავ.ამ დროს მარიამ გიორგის ხმა მოესმა და იქით გაიხედა,კბილებში კი რისხვით გამოთქვა სათქმელი და ანდრეას უთხრა. -არც იოცნებო მეორედ შეხვედრაზე,იდიოტი და მეტიჩარა ხარ.ჩაილაპარაკა და ადგილს მოსწყდა,გარეთ გასვლისას კი თვალი მაინც გაექცა უცნობისაკენ და დაინახა ანდრეა ისევ იქ იდგა,რომელსაც ჯიბეებში ჩაეწყო ხელი და ღიმილით უცქერდა მარიამს.დაიჭირა თუ არა ანდრეამ მარიამის მზერა თვალი ჩაუკრა და ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა რომელმაც ტანში ჭიანჭველებივით დაუარა და გააკანკალა. -მარიამ რა გჭირს.ეჭვის თვალით შეათვალიერა გიორგიმ მარიამი და მერე მის უკან გაიხედა,მაგრამ ვერავინი დაინახა. -არაფერი,ფეხი გადამიბრუნდა რომ მოვდიოდი და მეტკინა. -დარწმუნებული ხარ,რომ ფეხის გამო გამოშტერდი?ღიმილს ვერ იკავებდა გიორგი,მარიამმა კი ერთი დაბღვერილად შეხედა და უთხრა. -რა დაკითხავას მიწყობ მამა,სახლში გველოდებიან. -ხო გველოდებიან,გველოდებიან.უთხრა და ღიღინით წავიდა მანქანისკენ,მარიამს კი სახლში მისვლამდე ხმა არ ამოუღია.იყოს ეს ჩანთები და მერე გადმოვიტანოთ,ჯერ ვნახოთ ვინ გველოდება სახლში,იქნებ უჟასია და გასაქცევად თუ გვექნა საქმე მე კი მექნება გამოსაცვლელი. -რა ბოროტი გახდი ამ ბოლ დროს მამა,მერე მე? გიორგიმ ხელი-ხელ გადახვეული შეიყვანა სახლში მარიამი და ორივე იცინოდნენ.რუსო შემოეგებათ წინ შვილს და შვილიშვილს. -რა მოგივიდათ,მთვრალები ხართ? ხომ იცოდით რომ გელოდებოდნენ სახლში რატომ დალიეთ,ან შენ ნასვამი როგორ იარე გზაში. -ისეთი მთვრალი ვარ დედა მიმიყვანე რა საწოლამდე. -გიორგი გელოდებიან შვილო........ -მერე ჩვენც აქ ვართ,რა შემატყვე სიმთვრალის რუსუდან. -ბე ღირს რომ შევიდეთ სახლში თუ პირდაპირ გავარდეთ გარეთ? რუსომ გაბრაზებულმა გახედა ორივეს და უბრძანა რომ სახლში შესულიყვნენ წესიერად. -მარიამ რუსუდანი გავაბრაზეთ,ამ საღამოს ვახშამი არ გვაქვს. -რამეს მოვიფიქრებთ. -ახლა სერიოზულად,შენ მაღლა ადი და მერე დაგიძახებ.უთხრა მარიამს და მისაღებში შევიდა. -გამარჯობათ.გიორგი შევიდა მისაღებში და გოგის გვერდით დაჯდა,გოგონა ისედაც ნერვიულობდა და გიორგის მკაცრი ხმა რომ გაიგონა უფრო შეეშინდა, გიორგიმ რუსოს უთხრა.-ილაპარაკეთ? მოაგვარეთ ყველაფერი? -ჩვენ კი მაგრამ,შენ გელოდებოდით დედა.გიორგგიმ გოგონას გახედა და შეეკითხა. -რატომ გადაწყვიტე დამხმარედ მუშაობა 28 წლის გოგონამ,მხოლოდ სიმართლე მითხარი ტყუილს ვერ ვიტან. -ვფიქრობ არანაირი სამუშაო არ არის სათაკილო,მე არ მეთაკილება მთავარია ვიმუშაო,სამუშაო მქონდეს და მიხაროდეს იქ მისვლა სადაც ვიპოვი ჩემს ადგილს,მეორე კი სიმართლე ისაა,რომ ჩემი პროფესიით ვერ ვიშოვე ვერაფერი და სამუშაო კი მჭირდება,ვერ გავჩერდები უმუშევარი. -საინტერესოა,რა პროფესია გაქვთ? -არქიტექტორი ვარ.გიორგიმ უეცრად შეხედა გოგონას და საინტერესოდ აათვალიერა.გოგი და რუსო ინტერესით უცქერდა ჯერ გიორგის და შემდეგ გოგონას.გიორგი ფეხზე წამოდგა და უთხრა. -წამობრძანდით კაბინეტში დავილაპარაკოთ.გოგონამ რუსოს შეხედა და რუსომ თვალი ჩაუკრა,გაამხნევა ნუ გეშინიაო და გიორგის გაყვა.-დაბრძანდით,მიუთითა იქვე მაგიდასთან მდგარ სავარძელზე.-თქვენი სახელი? -ნინო,ნინო მეფარიშვილი. -ეს რა არის? ანიშნა ხელში სქელ საქაღალდეზე. -ეს ჩემი მონაცემებია სადაც ვმუშაობდი,ვიფიქრე რომ დაგჭირდებოდათ. -არ იყო საჭირო,მაგრამ რადგან თანვე გაქვს გადავხედავ.უთხრა და ხელი გაუწოდა,საქაღალდე გამოართვა ინტერესით გადაავლო თვალი მოწონების ნიშნად კი კმაყოფილმა მარჯვენა წარბი ასწია მაღლა. -საინტერესოდ გახასიათებს ყველა ვისთანაც კი გიმუშავია,მოკლედ დედაჩემი გეტყოდათ რა გევალებათ,მაგრამ მეც გეტყვი.ამ კაბინეტს არ შეეხები უჩემოდ,აქ პატარა ქაღალდიც რომ აიღო და გადააგდო შესაძლებელია დიდი პრობლემა შემექმნეს,ამიტომ ჩემთან ერთად შემოხვალ აქ ისიც მაშინ როცა მე გეტყვი.სხვა გევალება სახლის საქმეები,სისუფთავე და სამზარეულში დედაჩემი არავის უშვებს მაგრამ ძალიან გადაიღალა შევამჩნიე და ამიტომ გადავწყვიტე ვინმე ავიყვანო,დაეხმარები ესეც თუ მოისურვა.შეგიძლია ყოველ დღე 2-3 საათი გაისეირნო.ნინო მინდა დედაჩემს შეუმსუბუქდეს შრომა,არ იქნები ძალიან დატვირთული მთავარია პროგრამა თავად შეადგინო.ბოდიში რომ გეკითხები,მაგრამ ბინა გაქვს თუ ქირას იხდი. -ნაქირავებში ვარ,მე რაიონიდან ვარ ჩამოსული ჩემები ყველა იქ ცხოვრობს. -მაშ ასე,მე თანახმა ვარ თქვენი კანდიდატურა მაკმაყოფილებს და ხვალიდან თქვენი ნივთებით მოხვალ,აქ დარჩები სახლი დიდია და შენც ქირის ფულს დაზოგავ.რატომ უნდა დახარჯო ზედმეტად ფული როცა არის საშუალება აქ გაჩერდე. -უხერხულია,იქნებ სხვები არ არიან თანახმა.თქვა ნინომ დარცხვენილად. -რასაც კარგს გააკეთებ უხერხული არაფერია და კიდევ,მყავს 16 წლის გოგონა.არ არის რთული ბავშვი,მაგრამ გაფრთხილებ ძალიან ეშმაკია.ძალიან გამიხარდება თუ დამეგობრდებით და კიდევ მთავარი,მინდა ხელფასზე შევთანხმდეთ.თვეში 700 ლარი,თანახმა ხარ? ნინომ თვალები დაჭყიტა და გიორგის შეხედა. -რამდენი? გიორგიმ იფიქრა ცოტა ვუთხარიო და მოუმატა თანხის რაოდენობას. -800 ლარი,თანახმა ხარ?უფრო დაიბნა ნინო და გაუბედავად უთხრა გიორგის. -ბატონო გიორგი ეს თანხა ვფიქრობ ბევრია.გიორგის გაეცინა და გულახდილად უთხრა. -მე კი შემაშინე,ვიფიქრე ცოტა ვუთხარი და გაუკვირდათქო. -არა,არა ცოტა როგორ არის,პირიქით. -ნინო რასაც არ უნდა აკეთებდე,დააფასე შენი შრომა და დააფასე ის რასაც გაძლევენ.ისე ხომ არ ჯობია ნივთები დღესვე გადმოიტანო და დღესვე გადმოხვიდე? -უკვე გვიანი არის,ხვალ მოვალ. -ხვალ მე არ მცალია,დღეს კი უკვე თავისუფალი ვარ და წამოდი მე თავად მოგეხმარები.მარტო ცხოვრობ? -არა,სამი გოგო ვართ ერთ ბინაში და სიმართლე გითხრა,როდის წამოვალ იქედან ერთი სული მაქვს. -გასაგებია,მაშინ ახლავეს წამოვიდეთ.გიორგი წამოდგა,ნინოს საქაღალდე იქვე მაგიდის უჯრაში ჩადო ფრთხილად და ნინოს ანიშნა გასულიყვნენ კაბინეტიდან. -დედააა,მარიამი სად არის მაღლააა? -კი მაღლაა,დავუძახო? -მე დავუძახებ.კიბეებზე ავიდა და მარიამს მიუკაკუნა ფრთხილად. -შემოდი მა. -მარიამ რას აკეთებ. -არაფერს,ფილმს ვარჩევ. -წამოდი ნინო ავიყვანეთ,მოგეწონება და ნივთები მოვატანინოთ ხვალ ჩანთებით რომ არ იაროს ქუჩაში.ორივე ერთად დაეშვა კიბეზე და უეცრად მარიამი გიორგის ზურგზე შეახტა. -მარიამ შეგრცხვეს უცხო ადამიანია სახლში.მსუბუქად უსაყვედურა გიორგიმ. -სტუმარი არაა ნინიკო ის ჩვენი ოჯახის წევრია,ასე არ არის ნინი? ნინოს გაუკვირდა მარიამის ასე თავისუფლება და გაეცინა. -მარიამ შენ სწორად თქვი ნინი არ არის ამ სახლში სტუმარი,ის დღეიდან ჩვენი ოჯახის წევრია არავითარი დამხმარე და მოსამსახურე,შენ კიდევ ეს მორცხვობა დაძლიე და თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში.ნინი მართლა საოცრად დიდი სიმპატიით განიმსჭვალა გიორგის მიმართ,იმ საღამოსვე დაიდო ბინა გოგაბერიშვილების დიდ ოჯახში და კარგადაც შეეგუა ყველას.ნინი ძალიან კარგი სწრაფი ხელის აღმოჩნდა,რუსო კმსაყოფილი იყო რომ არჩევანში არ შეცდა და ეს გიორგისაც უხაროდა.მალე გაირბინა დეკემბერმაც და კარნავალზე წასვლის დღეც მოახლვდა,რაც მარიამს ძალიან არ უხაროდა და სულ მოწყენილი დადიოდა.ნინიმ კი ერთ დღეს შეეკითხა. -მარიამ გჭირს რამე?შეგიძლია გამენდო და დამელაპარაკო.მარიამმა შეხედა ნინის და გულდაწყვეტილმა უთხრა. -საახალწლო კარნავალზე მინდა წასვლა. -მერე არ გიშვებენ? -მამიკომ კი იცის,მაგრამ არაფერს არ მეუბნება. -იქნებ დაავიწყდა,მარიამ ხომ იცი როგორი რთული სამუშაო დღის რეჟიმი აქვს. -რომ დამთანხმდეს და გამიშვას იქ ჩასაცმელი არაფერი არ მაქვს.არ ვიცი რა ავარჩიო,ასეთი რამ არასოდეს არ მიყიდია პირველად მივდივარ კარნავალზე. -გინდა წავიდთ მაღაზიაში და ვიყიდოთ? -წამომყვები? სიხარულით შეეკითხა მარიამი. -ორი-სამი საათი ხომ მაქვს გასვლის დრო? ჰოდა წამოდი ეს დრო გამოვიყენოთ,ან თუ გამომიშვებს მამაშენი უფრო თავისუფლად ვიქნები და დაკვირვრბულად ავარჩევთ ჩასაცმელს. -მაგას მე მოვაგვარებ ნი.გიორგი მალე დაბრუნდა სამსახურიდან და რუსოს გასძახა. -დედააა,დღეს გიჟები მოიყრის აქ თავს და რამე მოამზადე რა მოიხმარე ნინი სად არის? -მაღლაა მარიამთან რაღაც მოწყენილი იყო და წავიდა დაველაპარაკებიო,მოდი შენ აქ. -რა მოხდა რუსო რაღაც გამიძველბიჭდი შენ მე ამ ბოლო დროს.გაეცინა გიორგის და რუსოს მიუახლოვდა. -დაჯექი.მიუთითა იქვე სკამზე და ძალით დააჯინა გიორგი. -რა მოხდს ადამიანო აღარ იტყვი?არ მოგწპნს ნინი? ვერ ასრულებს მის მოვალეობას? -როგორ არა შვილო,ძალიან უბრალო გოგოა როგორც მარიამი იყო. -არ გაბედი,არ გაბედო დედა და მარიამს არავინ არ შეადარო. -გიორგი......... -არასდროს დედა,არასროს არ შეადარო ის ერთადერთია და მის ნაირი არ არსებობს არავინ.მოგწონს? გეხმარება? გყავდეს და დაავალე სახლის საქმეები,ხელფასს მე გადავუხდი. კარგად აღზრდილი გოგონაა,უმაღლესი განათლებაც აქვს და ერთი იდეა მომივიდა და მივცემ ერთ შანსს თუ დამთანხმდა. -რა შანსზე ამბობ გიორგი. -კარიერის შექმნაში დავეხმარები და ამ სამსახურთან ერთად თავისი სამსახურიც ექნება.წასასვლელი არსად არ აქვს,აქ იყოს შენც მოგეხმარება და ცოტა თანხასაც მოუყრის თავს მერე კი ალბად მიხედავს მის ცხოვრებას. -გიორგი ის მიხედავს მის ცხოვრებას,შენ როდის მიხედავ შვილო. -დედააა,არ გინდა გთხოვ.ვიცი რასაც მეკითხები,მაგრამ ჩემი პასუხიც იცი და მოდი ნუ ვატკენთ ერთმანეთს გულს. -ბებოოოო.სამზარეულოში მარიამი შევარდა,მაგრამ გიორგი რომ დახვდა იქ ისე გაეხარდა უცებ დაატორმუზა და ტაში შემოკრა.-უი მამიკო სახლში ხარ,უკვე მოხვედი? -მე მოვედი,მაგრამ შენ რატომ ხარ ამ დროს სახლში. -გაგვიცდა ბოლო ორი გაკვეთილი.შენ რატომ მოხვედი ასე ადრე? თვალები უბრწყინავდა მარიამს. -არ გიხარია სახლში ადრე რომ მოვედი? წავიდე?უთხრა გიორგიმ მოწყენილად. -არა,სად უნდა წახვიდე კაცო.უთხრა სიცილით და რუსოს გახედა. -მარიამ შენც? მოიცადე მოლაპარაკებული იყავით? შეხედა ჯერ რუსოს და შემდეგ მარიამს. -მეც ხო,მეც მაგრამ ახლა სულ სხვა თემაზე მინდა დაგელაპარაკო და არც არაფერზე ვყოფილვართ მე და ბებო მოლაპარაკებული,არც გვჭირდება მოლაპარაკება რადგან ჩვენ ისე უსიტყვოდაც ვუგებთ ერთმანეთს. -ღმერთო შენ მიშველე,სული მოითქვი შვილო.გაკვირვებული უცქერდა გიორგი მარიამს და შემდეგ სამივეს სიცილი წასკდა. -მითხარი ახლა რა გინდა.შეეკითხა და ვაშლი ჩაკბიჩა. -არ ვიცი გახსოვს თუ არა,მაგრამ დამპირდი რომ საახალწლო კარნავალზე გამიშვებდი. -და ვისთან ერთად მიდიხარ? ხომ არ ფიქრობ,რომ მარტო წახვალ მარიამ? -ეს რომ ვიფიქრო ზედმეტად თავის ტეხვა გამომივა,ვიცი რომ იმ ორი ვამპირის გარეშე არ გამიშვებ. -ოოო,ეს კარგია რომ გახსოვს,ახლა მითხარი რა გინდა ჩემგან,რას ითხოვ უფრო სწორად რამდენს ითხოვ. -როგორ მიყვარხარ შენით რომ ხვდები ყველაფერს. -მარიამ ნუ მეაფირისტები.გაეცინა გიორგის. -ხო კარგი,ნინი წამყვება მაღაზიაში და ვიყიდი რამე რუმეებს. -აააა,ახლა ნინი? ჩემი გემოვნება აღარ მოგწონს? -როგორ არა,თუ დრო გაქვს სამივე წავიდეთ და კარგადაც გავერთობით. უთხრა და თვალი ჩაუკრა გიორგის. -ნუ მიპაჭუნებ თვალებს.არა,არ მცალია ბევრი სამუშაო მაქვს არადა თავი მტკივა,არ გამოგივა არაფერი მაგ შენი ჩანაფქრიდან.ნინი შევიდა სამზარეულოში და გიორგიმ ფული მისცა. -ნინი ფულს შენ გაუწიე კონტროლი,იმედია გეყოფათ.მარიმს რომ მივცე ეს ფული ხელში ვიცი ვალით მოვა სახლში და ამიტომ შენ გაძლევ,1000ლარია და აკმარე. -ეს ბევრია,ამდენი არაა საჭირო. -იყოს ნი დაგვჭირდება.გიორგიმ მარიამს შეხედა და გაეცინა. -დედა წავალ ცოტა ხნით დავწვები,მერე სამუშაო მაქვს ბიჭებიც მოვლიან.თქვენ არ დაიღამოთ,დროზე წადით და დროზე მოხვალთ. -ნინი ჩაიცვი წავიდეთ. -მე ჩაცმული ვარ მარიამ მანტოს მოვიხურავ და ვსიო,შენ მოემზადე მიდი.მალე მოემზადა მარიამიც და წავიდნენ გიორგი კი მის ოთახში შევიდა და ცოტა ხნით წამოწვა.ვერ დაისვენა,ვერ დაიძინა და ისევ ადგა კაბინეტში ჩავიდა და რაღაც პროექტებს ადგენდა ბექა და ლექსო რომ დაადგა თავზე,სულ მალე კი სახლში ანა და ლუკა შემოვიდნენ. -ბეეეე როგორ ხარ,ჩემი ლამაზი ბებო.ლუკა მოეხვია რუსოს. -კარგად ვარ ჩემო ანგელოზო,მარიამი არაა სახლში. -სად არის,სად წავიდა უჩემოდ ან ძია გიორგიმ იცის?შეეკითხა ლუკამ გაკვირვებულმა. -იცის,იცის თავად გაუშვა.გაეღიმა რუსოს. -მე რატომ არ დამირეკა,მალე მოვა? რუსომ მოუყვა ანას და ლუკას ნინის შესახებ და ანას ჯერ გაეხარდა,შემდეგ გარაზდა. -რა საზიზღარი ადამიანია,არაფერს არ გეტყვის კარგი გოგოა? იქნებ კი გაუჩნდეს გრძნობები,ა რუსო. -არ ვიცი ერთი რაღაც შევეკითხე და ისე შემომხედა ლამის გავქრი ადგილიდან ამ ხნის ქალი.არ უნდა არაფლის ხსენება ანა არადა როდემდე იქნება ასე მარტო და ეული. -ბააააა ლუკა? როგორ ხარ,რატომ დამივიწყე? უთხრა ლუკას სამზარეულოში შემოსულმა გიორგიმ და თმები აუჩეჩა. -რავი არ მცალია, ვერ მოვიცალე.აუ ბე მშია,მაჭამე რა? საწყლად შეხედა რუსოს ლუკამ. -რატომ ვერ მიიცალე,ვერ სცდები რაზბორნიკობას ხომ? თვალი ჩაუკრა და ანას გახედა.-როცა გჭირდები,მაშინ ხომ პოულობ ჩემს ნომერს,ისე რომ მომიკითხო საქმის გარეშე არ შეიძლება? ანამ თვალები დაქაჩა და ხან ლუკას უცქერდა და ხან გიორგის,-რა ქენი იმ საქმის მოაგვარე? დაჟეჟე თუ მე დავჟეჟო ისე ერთი თვე იწვეს ტრავმატოლოგიურში. -მიიღო უკვე მისაღები,ნუ გეშინია ვახო ჩემზე უარესი მხეცია თუ გადაირია.აყვა თამაშში ლუკა გიორგის. -რა ხდება გიორგი,რას ასწავლი იჩხუბოს თუ უნდა დაარიგო კარგად მოიქცეს. -რა გაყვირებს,ბიჭია გოგო ხომ არ არის კალთაზე რომ გამოიბა.ლუკას ისევ თვალი ჩაუკრა და გაეცალა ანას. -ძია მიდი რა მარიამს დაურეკე,მალე მოვიდეს. -ჰმ,დავურეკო? ისე ჭამთ ერთმანეთს და უერთმანეთობას ვერ ეგუებით.წარბი აუწია ლუკას. -თავად მიწვევს ისე რომ იცოდე ყოველთვის.აბუზღუნდა ლუკა. -მალე მოვლენ,დიდი ხნის წასულები არიან.გიორგი კაბინეტში შევიდა და ბექას უთხრა სიცილით. -შენი ცოლი პანიკებშია მე და ლუკას ერთად რომ გვხედავს. -რატომ,რა მოხდა. -დაგვინახოს ლუკას რამეს ვეუბნები და შუბლზე აქვს თვალები ასული. -გიორგი ნუ ახელებ,ისედაც არ არის კარგად მისი ნერვები ლუკას გადამკიდე,სულ კინკლაობენ. -კარგი რა ბექა დაგავიწყდა ჩვენ როგორ ვიყავით? ბავშვები არიან,ზედმეტი არ უნდა მოუვიდეთ თორემ აბა თავს ხომ არ დაუდებენ მოდი და დამარტყიო. -ყოველ დღე? გიორგი ყოველ დღე ტანზე შენოხეული პერანგებით მოდის სახლში.რამდენჯერ დავმალე და არ გაუმხილე ანას. -ახლა აქვთ ეს პერიოდი,თორემ ორ-სამ წელიწადში ნელანელა დაღვინდებიან.არა,არ ვუწონებ საქციელს მაგრამ მიხარია თავს რომ არ აჩაგვრინებენ არავის. -ვახოს იცი თურმე რას ეძახისნ? -რას? გაეცინა გიორგის. -შეუბრალებელ ვამპირს,ზოგი თურმე სისხლის მწოველ ვამპირსაც ეძახის. -ალიკას ძალა აქვს,გახსოვს კრივში რა მაგარი იყო? -როგორ არ მახსოვს,ის სასიკვდილო ბრძოლა რომ ითამაშა და არცერთმა არ ვიცოდით,ღმერთო იმ დღეს რომ რამე მოსვლოდა? -კარგი რა არ გინდა ცუდზე ფიქრი,ამ პროექტზე ვიფიქროთ და საღამოს გავიხსენოთ ბავშვობა.სიმართლე გითხრათ უკვე მომწყინდა ამ ქაღალდების ფურცვლა და ხაზვა,მომწყინდა ამდები აფერისტი ხალხის ყურება.არაფერი ახალი არ არის,არაფერი არ მომდის თავში თითქოს ვიღაცამ გადაკეტა ჩემს ტვინში იდეები,არადა ამ ტენდერის მოგება ჩვენთვის მნიშვნელოვანია. -შენ მართალი ხარ გიორგი მეც იგივე დღეში ვარ.თქვა ბექამ და გიორგის შეხედა. -შენი საქმე როგორაა ლექსო.მიუბრუნდა გიორგი ლექსოს. -არ ვარ ცუდად,ვაფართოვებ ბიზნესს და არ ვარ უკმაყოფილო კარგად მოვერგე ჩემს საქმეს.თქვნგან განსხვავებით მე მართლა დავისვენე ამ ქაღალდების შრიალისგან. -მოდი რა ძმურად,რახან აქ შემოგვესწარი გადახედე რა ამ ქაღალდებს მაინტერესებს შენ რას იტყვი.ბექა ლაშა სად არის თუ მას არ ეხება ეს ტენდერი. -მოვა სად წავა ქეთის მგონი სიცხე ჰქონდა. -ახლა როგორაა,ელაპარაკე და გაიგე? -დამირეკა,მეც მალე მოვალო და ალბად კარგად არის და მოვლიან.ნინიმ მარიამი საკმაოდ ცნობილი მაღაზიაში შეიყვანა და იქ მომუშავე ქალბატონს ძალიან შინაურულად,გაბედულად და თამამად მიესალმა. -გამარჯობა ირმაკო როგორ ხარ. -ოჰ,ნინიკო? სად დაიკარგე რომ არ ჩანხარ, რით გემსახური? შეეკითხა ღიმილით. -მოკლედ კარგად მიცნობ,ჩემი გემოვნება იცი,ჰოდა მოგიყვანე ჩემი ერთი ძალიან ახლობელი რომ გამოაწყო საახალწლო კარნავალზე მიდის. -კარნავალზე? ჩაილაპარაკა ირმაკომ და მარიამი აათვალიერა. -კაბა გვჭირდება ირმაკო უცხო,და ჯერ არ ნახული.მარიამი უცქერდა ნინის და სულ სხვა ნინი დაინახა,მიხვდა რომ მას ძალიან კარგი გემოვნება ჰქონდა და ბოლომდე მიენდო.ირმამ ჯერ ჩაფიქრდდა და შემდეგ მარიამს დაუქნია ხელი მასთან ახლოს მისულიყო. -აი ესენი არის ჯერ სულ ახალი კოლექცია,დღეს მოვიდა იტალიიდან და შედი აარჩიე,თუ გაგიჭირდეს და ვერაფერს ვერ იზამ,მოგეხმარებით.ისეთი კარგი კაბები იყო,მარიამს მართლა გაუჭირდა არჩევანის გაკეთება. -ნინი მომეხმარე რა თორემ ყველას მოვხვევ ხელს და წავიღებ სახლში.სამივეს გაეცინა,დატრიალდა ორივე და ერთმანეთის შერწყმული გემოვნებით აარჩიეს ძალიან ლამაზი იისფერი მუხლს ცოტა ზემოთ კაბა.ასევე კაბაზე ცოტა ოდნავ მოკლე მანტო და შავი მაღალი მოკლე ჩექმები.ისეთი კმაყოფილი იყო მარიამი არჩევანით,რომ სიხარულით ცეკვავდა -ლექსო რა ქენი,შენც გაგეჭედა ტვინი? -სიმართლე გითხრა,ამ პროექტის წარდგენა არ ღირს გიორგი. -დრო რამდენი გვაქვს ბექა? -ზუსტად ორი თვე. -ორ თვეში იმედია რაღაცას მოვასწრებთ,წამოდით დავიღალე აწი მარიამიც მოვა.ყველანი მისაღებში ისხდნენ და იცინოდნენ,სახლში ჩანთებით დატვირთული მარიამი და ნინი რომ შემოვიდნენ. -მამიკო მოვედიიიიით.იყივირა მარიამმა და ლუკაც დაინახა რომელიც წარბებ შეყრილი უცქერდა,შორიდანვე ემჩნეოდა რომ გაბრაზებული იყო. -ვახ,ლუკუნკულა აქ ხარ? -ჯერ ერთი რომ ეს სახელი მეორედ არ დამიძახო,მითუმეტეს სკოლაში და მეორე რატომ არ მითხარი სახლში რომ მოდიოდი.მარიამმა თვალები დაუბრიალა რაც გიორგიმ შეამჩნია და უფრო გაამძაფრა ყურადღება.ლუკამ ხელი მოკიდა და გვერძე გაიყვანა. -რატომ წამოდი უთქმელად სკოლიდან. -ყველა წამოვიდა და მე რა შკოლნიკი ვიყავი რომ დავრჩენილიყავი? -მარიამ? აკი გამიცდაო ასე არ თქვი? უთხრა გიორგიმ.მარიამმა ლუკას შეხედა გაბრაზებულმა და შემდეგ გიორგის უთხრა. -არ გამიცდა,ჩავსტრახეთ ბოლო ორი გაკვეთილი და არ შექნა ახლა ერთი ამბავი მარტო მე ვერ დავრჩებოდი ჯგუფში. -მერე მეორე სართულიდან უნდა გადმოხტე? შენ კარგად ხარ? რომ რამე მოგეწია? ხმა ვეღარ გააკონტროლა ლუკამ და მარიამს დაუღრიალა. -ლუკა ხმა გააკონტროლე და ნუ ღრიალებ,ახლავეს ვეტყვი მამიკოს სკოლის უკან რასაც ეწეოდით.მე ხომ ჩამიშვი,ახლა მეც ჩაგიშობ.უთხრა გაბრაზებულმა ლუკას არ გაახსენდა იქვე გიორგი რომ იდგა და უსმენდათ. -ღმერთო ჩემო მეორე სართულიდან რამ გადმოახტუნა.აქოთქოთდა რუსო. -მარიამ რაო რა თქვი? მკაცრი და ცივი გაუხდა გიორგის ხმა. -არაფერი,თავად არ იცის რასაც ამბობს ძია.ლუკამ ხელი მოკიდა და ოთახში კივილ-კივილით აიყვანა. -რატო იჩხუბეს ახლა.გიორგიმ ანას შეხედა და უთხრა. -რას გაიგებ,ერთმანეთს უბღვერენ და თვალებით ლაპარაკობენ. -გამარჯობათ.მოერცხვად მიესალმა ნინიკო სტუმრებს,ბექამ და ალექსიმ ერთმანეთს გადახედეს და გაეცინათ,ანამ კი თვალები აუჟუჟუნა ნინის და გიორგისგან მუშტიც მიიღო გვერდში. -მეტკინა შე მხეცო,გაგვაცანი ეს სტუმარი ვინ არის.გიორგიმ ნინის ხელი გადახვია და სამეგობროს წარუდგინა. -გაიცანით,ჩვენი ოჯახის ახალი წევრი ნინი მეფარიშვილი.სხვათა შორის არქიტექტირი არის,მე გადავხედე მის მონაცემებს და უნდა ვთქვა რომ კმაყოფილი დავრჩი. -მართლა? იქნებ უფალმა გამოგვიგზავნა გიორგი და ეს არის ჩვენი შანსი? გიორგიმ ბექას შეხედა შემდეგ კი ნინის და უთხრა. -ნინი ორ თვეში შეგიძლია რამე პროექტი შექმნა? ვიცი რომ ცოტა დრო არის მაგრამ იქნებ გეცადა,იყოს შენი გემოვნებით. -მე მაქვს შედგენილი ერთი პროექტი,მინდოდა ტენდერში გამეტანა მაგრამ კარგად იცით,როცა გვერდში ძლიერი ადამიანი არ გყავს ძნელია მიზნის მიღწევა.ვისაც ვაჩვენე ყველას მოეწონა,მაგრამ მათი სახელით უნდოდათ წარდგენა,გაყიდვით კი პროექტს არ გავყიდი. -რა პროექტია, აქ გაქვს? შეიძლება რომ ვნახოთ? შეეკითხა გიორგიმ. -კი აქ მაქვს,ახლავეს მოვიტან.ნინი წავიდა და მალე დიდი დაგორგლილი ქაღალდით დაბრუნდა და მაგიდაზე გაშალა ორი დიდი ფორმატის ქაღალდი.ყველა იქ იყო და ნახაზს გულდასმით სწავლობდნენ. -ეს ძალიან საინტერესო პროექტია,რა გაქვს ჩაფიქრებული ნინი რა უნდა იყოს აქ.შეეკითხა გოგი ისე რომ ნახაზისთვის თვალი არ მოუშორებია. -ეს არის ბავშვთა სახლი,ნათელი ფერებით და დიდი კომფორტით. -ძალიან საინტერესოა,მე დამაინტერესდა.თქვა ბექამ და უსმენდა ყველა ნინის როგორი აღფრთოვანებული საუბრობდა თითოეულ უმნიშვნელო ნახაზზეც კი.ბექამ გიორგის შეხედა და აღფრთოვანებულმა უთხრა. -არ მჯერავს რომ გამოსაალი ვიპოვეთ. -ნინი შენ ის თუ იცი რომ გაჭირვებისგან გვიხსენი? -მართლა,ძალიან მიხარია თუ რამეში დაგეხმარებით. -ჩვენ არა,შენს თავს დაეხმარები ნინი და კარიერაში პირველ საფეხურზე ახვალ.ორ თვეში,გპირდები შენი სახელი და გვარი ცნობილი გახდება და შენს ნამუშევარს ნახავს საზოგადოება.ნინიმ გულზე მიიდო ხელი და ცრემლით სავსე თვალებით შეხედა გიორგის. -დიდი მადლობა,არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ ბატონო გიორგი. -არანაირი ბატონო,ნინი შენ ამ სახლში უკვე ჩვენი წევრი ხარ და იგივე უფლებები გაქვს როგორც ანას ასე რომ მოხსენი ბატონო და უბრალოებას ხომ იცი რომ არაფერი არ სჯობს.ახლა კი მაჩვენეთ რა იყიდეთ.მიუბრუნდა მარიამს რომელიც ლუკასგან შორს იჯდა და ერთმანეთს მოსისხლე მტრებივით უცქერდნენ. -არა,ეს სიურპრიზია.ხვალ რომ ჩავიცმევ მერე ნახეთ.თქვა მარიამმა. -ყველაფერი მოკლე გექნება ნაყიდი. -შენი საქმე არ არის.შეუბღვირა ლუკას. -მარიამ. -ლუკა. -ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე. -ჰოდა დააყენე ერთი ადგილი,ნუ ხტუნავხარ.იქნებ მე შენი აზრი არ მომწონს. -გინდა არ გინდა მოიწონებ,სანამ ჩემს გვერდში ხარ ნორმალურად ჩაიცმევ და პატრონი რომ გეყოლება,თუ მას უნდა შიშველი გატაროს ფეხებზე, გაიგე? -ეს ინდივიდი გაიტანე მამიდა რა აქედან,რა მოგივიდათ ქვის ხანის წესით აღზარდეთ რომ ამ ცხოვრების არაფერი არ ესმის? -ვის არ ესმის გოგო,მე?თქვა ლუკამ და მარიამის გვერდით გაჩნდა. -შუშანიკის და ვარქსენის ხანაში უნდა გეცხოვრა შენ და არა ჩვენს დროში,ამიტომ ვერ უგებ ამ დროს ვერაფერს,ვერ შეეწყვე რადგან უჩვეულოა შენთვის ცივილიზაცია.ლუკამ ხელები მომუშტა და მარიამმა გიორგისკენ გაიქცა. -მამიკო მიშველე. -თუ გეშინია რატომ აქეზებ,ლუკა დაჯექი.მკაცრად უთხრა ლუკას. -ორი ხისთავიანი შენ და ვახო. -ჰოდა მოვა ვახო და შენ და კომბლეს განახვებთ აყვავებულ ხანას.გიორგი,ბექა და ლექსო ჩუმად იცინოდნენ. -რას იცინით,ზიხართ და უსმენთ როგორ წყვიტავენ ერთმანეთს? უყვირა ანამ ბექას და გიორგის. -შენ საერთოდ გაქვს რამე სათქმელი?16 წლის რომ იყავი ბოინფრენდს ცხელი ჩაი შეასხი სახეში. -ვააა,დედა ბაევიკობას ხომ არ აწვებოდი? გიორგიმ ვეღარ შეიკავა თავი და გულიანად გადაიხარხარა. -ჯერ ერთი,16-ის კი არა 21 წლის ვიყავი. -უფრო უარესი შე ბატო,21 წლის გასათხოვარ გოგოს ჭკუის ერთი გრამიც არ გქონდა თავში და ახლა გიკვირს ამ ბავშვების? ზუსტად მასე ეკავა ხელში მამაშენს კაპლის შუშა ხელში და შენს სახლში დაბრუნებამდე არ ეძინა თენგოს. -რა აუტანელი ადამიანი ხარ გიორგი.უთხრა ანამ და თავადაც გაეცინა. -დედაააა,დაასაქმე ეს ზარმაცი და უსაქმური ბევრი ტლიკინის დრო რომ არ ექნეს.იყვირა გიორგიმ და ანა ძალით შიყვანა სამზარეულოში. -მხეცო,ნადირო როდის უნდა ისწავლო ნაზად მოპყრობა.დამილურჯდა ხელები. -ნუ გეშინია ბესარიონი ეჭვიანი არ არის.უთხრა ანას და თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი მარიამს გასძახა სამზაეულოდან.-მარიამ როდისაა კარნავალი. -ხვალ მამა.უცებ დაუბრუნა პასუხი მარიამმა. -ლუკა შენ და ვახო სად მიდიხართ ხვალ. -კარნავალზე,მაგას კითხვა უნდა? -კარგია აქ მოდით და ერთად წადით,კობა არ მოდის? -როგორ არ მოდის,მან ტანგო უნდა იცეკვოს მის შეყვარებულთან ერთად.წამოცდა მარიამს და პირზე ხელი მიიფარა. -აააა,ასეა საქმე? გაგვეზარდა ბიჭი? იკითხა სიცილით ბექამ და ყველას გაეცინა.გვიან გელა შემოუერთდა სამეგობროს და უხასიათოდ იყო. -რა მოხდა,რა სახე ჩამოგტირის.შეეკითხა გიორგიმ -რა ზომამდე უნდა მიიყვანოს კაცმა მისი საყვარელი ადამიანი,რომ მან ის ძირში მოაჭრას. -რაააააა,ღადაობ?იკითხა ბექამ გაკვირვებულმა. -მე ვიცი რა მოხდებოდა იქ. -რა მოხდებოდა.მიბრუნდა გელამ. -ღალატს აქვს ადგილი,უღალატა და გაიგო ან სულაც წაადგა თავზე და გამწარებულ გულზე რაც მოაფიქრდა ის გააკეთა, დაურჩეს ხელები უყუროს ახლა ქალებს და ყლაპოს ნერწყვები. -მოიცადე ქართველმა გააკეთა ეს? ძალიან მესაკუთრე ყოფილა.თქვა ალექსიმ. -არა,ჩინელები არიან.გაეცინა გელას. -მე ჯერ თავს წავაცლიდი და მერე იმასაც მივაჭრიდი.თქვა ანამ. -თავს თუ აჭრი ის რაღად გინდა უნდა დასპირტო და შეინახო მოსაგონებლად? ახარხარდა გიორგი და სხვებიც აყვა.გოგიმ გადახედა ყველას და თქვა. -არ იზრდებით,ასაკი გემატებათ მარტო როდის უნდა დაღვინდეთ. -ჯერ შუშხუნებენ ბაბუ ისევ მაჭარი არიან.თქვა მარიამმა. -მოიცადე,მოკვდა ის კაცი? იკითხა ბექამ სიცილით. -არა,მიაკერა ექიმებმა. -აუ რა მაგარია მიკერებული ა...ო?ისევ სიცილმა მოიცვა სახლის კედლები. -ბავშვები არიან აქ,შენ კიდე სხვა ვერაფერი ვერ ნახე რომ გეთქვა? ანა გაუბრაზდა გელას.საღამომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა,ბევრი იმხიარულეს და იცინეს.ნინის ძალიან მოეწონა მათთან ყოფნა.გვიან დაიშალნენ და ნინიმ ყველაფერი მიალაგა და ყველაზე გვიან გაუდგა გზას საძინებლისაკენ და იმ საღამოს ყველაზე ტკბილი ძილით იძინა. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებსაში უნდა იყოს დღესასწაულები სიხარულის მომტანი,კარგი კეთილი და ნათელი დღესასწაულები.ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრება ხომ რუტინაა,აი ლამაზი დღესასწაულები კი სულ სხვაა,ეს არის სინათლე ოთახის ბნელ სარკმელში.ღამე იწურება და ახლოვდება დილა,ნინიმ ტანისამოსი გაუმზადა მარიამს დილით კი ადრე გააღვიძა და სალონში წაიყვანა, ძალიან ლამაზად გაუკეთა თმები და სახლშიდაც ჩუმად შეაპარა.ვახო და ლუკა ერთად მივიდნენ,გიორგიც სახლში იყო უკვე და უხაროდა ბიჭებს ასეთ ლამაზებს და სიმპატიურებს რომ ხედავდა,მაგრამ ერთი სული ჰქონდა მარიამს როდის ნახავდა. -სად არის ამდენი ხანი.ლუკა დუღდა ერთ ადგილზე. -სარკეს მიეწება ალბად.სიბრაზეს ვერც ვახო ფარავდა. -დააცადეთ და ჩამოვა,ის ხომ გოგოა და თქვენზე მეტი დრო ჭირდება მოსამზადებლად.არადა თავადაც გულისფანცქალით ელოდა მარიამის გამოჩენას.ლუკამ ვეღარ მოითმინა და გაბრაზებულმა ააკითხა მარიამს ოთახში,ის ხომ გიორგის ასლია.შეაღო ოთახის კარი და ჯერ გაშეშდა,მაგრამ არ შეიმჩნია მარიამის არა ჩვეულებრივი სილამაზე. -სულ როგორ მატყუებ გოგო,გზაში ვარო და ჯერ კიდევ სარკესთან დეხარ,თავს იწესრიგებ მე კი ვდგევარ და საათობით გელოდები იდიოტივით.მარიამმა არ მიაქცია ყურადღება ლუკას ყვირილს და დინჯი,გაწონასწორებული ნაბიჯით და სახეზე მშვიდი ღიმილით დატოვა საძინებელი.შავი მანტო ეცვა,ერთიანი იისფერი მუხლს ზემოთ კაბა ტანზე მომდგარი და ქუსლიანი შავი მოკლე ჩექმა.ვახო ძირს იყო და ესმოდა ლუკას ხმა,ყოველ კვირა დღეს ისინი ასე ჩხუბობდნენ.მარიამმა გვერდი ჩაუარა ვახოს და კარისკენ წავიდა ეს იმას ნიშნავდა,რომ ,,გამომყევითო'' მაგრამ ვახომ შეაჩერა და გაბრაზებული მაგრამ დაბალი ხმით უთხრა. -მეტი მოკლე კაბა არ გქონდა რომ ჩაგეცვა?მარიამმა ახედა მასზე ორი თავით მაღალ ვახოს და უთხრა გაბრაზებულმა. -ქვის ხანიდან დაბრუნებულო,კარნავალზე მივდივართ და ნუ ჩამამწარებ საღამოს.რაც შეეხება მოკლე კაბას,მაქვს ამაზე მოკლეც და შემდეგ ჯერზე მას ჩავიცმევ.ახლა ვერ გავიხდი თმები დამეშლება.მკრთალად გაუღიმა,იქვე მდგომ გიორგის აკოცა და ჩუმად უთხრა. -ეს იდიოტები რომ არ გამაყოლო არ შეიძლება? გიორგის გაეცინა და მანაც ჩუმად უთხრა სიცილით. -არა,ესენი რომ არა მე წამოვიდოდი და დღეს შენს კავალრობას და დაცვის როლს ერთად გაგიწევდი. -რომ იცოდე,ეს მეორე ვარიანტი ბევრად მირჩევნია.თვალი ჩაუკრა რუსოს და გოგის აკოცა, ბიჭებს შუაში ჩაუდგა და წავიდნენ.მთელი ღამე არც ვახოს და არც ლუკას მარიამისათვის თვალი არ მოუშორებია,მათი შიშით კი ვერავინი ვერ ეკარებოდა მარიამს მაგრამ გამოჩნდა ერთი უშიშარი რომელიც არ შეუშინდა მუქარას. -დაცვას შეიძლება ვთხოვო,რომ ტუალეტში გავიდე? იმედია იქ არ გამომყვებით. -მალე მოდი.მოკლედ უთხრა ვახომ,მარიამიც წამოდგა და ნელი ჰაეროვანი ნაბიჯებით წავიდა ტუალეტისკენ. -არაჩვეულებრივი სუნამოს სუნი აგდის მარიამ.ლიმონის და გრეიფურტის სუნი ჭარბობს.ეს სუნამო არის შენი კანის და სულ ეს ატარე.ყურში უჩურჩულა მარიამს ნაცნობმა ხმამ. -ანდრეა შორს დადექი ჩემგან,ძალიან გთხოვ არ მინდა პრობლემები დღევანდელ საღამოს.მარტო არ ვარ,მახლავს მეგობრები. -ვიცი რომ მარტო არ ხარ,მაგრამ დაწყებული საუბარი უნდა დავასრულოთ მარიამ. -დღეს არა,გთხოვ დღეს არ გინდა. -მითხარი როგორი ხასიათის უნდა იყოს ნამდვილი და იდეალურ მამაკაცი,შენ როგორი წარმოგიდგენია ის მარიამ.მარიამი არც დაფიქრებულა ისე უთხრა. -ნუ შემეკითხები რადგან ვიცი პასუხის მოსმენა არ მოგეწონება. -ეჭვიც არ მეპარება,რომ თავად ხარ უხასიათო და უგემოვნო. -შენ კი იდიოტი ხარ,ხელი გამიშვი.ანდრეამ ხელი შეუშვა მარიამს და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია,უცქირა და უთხრა. -რთული ქმნილებები ხართ ქალები და რა ვქნა რომ თქვენი გაგება მიჭირს? მარიამი წინ წავიდა და იმდენად დაბნეული იყო ანდრეას სურნელით ფეხი გადაუბრუნდა და ძირს დაეცა. -აააა,იკივლა მწარედ მაგრამ ვინ გაიგონებდა იქ მუსიკის ხმაში,ანდრეა მივარდა შეშინეული სახით და უთხრა. -დაშავდი? შემდეგ ფეხზე ხელი შეავლო და მარიამის ორგანიზმში რაღაც მოხდა,რეაქცია მოხდა ისე როგორც პლიუსი და მინუსი ვოლტები გამოყოფს ჟრიალს.-მდაააა,ნაღრძობია ამ წუთში საავადმყოფოში გადაგიყვან არ იმსახურებ გრძელი ენა გაქვს,მაგრამ აქ ვერ დაგტოვებ ასე ძირს დაგდებულს მეშოკივით. -არ მინდა შენი დამადლებული არაფერი.უარზე იყო მარიამი,არადა ფეხზე ვერ დგებოდა.ანდრეამ ხელში აიყვანა ბუმბულივით და მკაცრად უთხრა. -ნუ ჯიუტობ და ნუ ფართხალებ. -სად მიგყავარ,ბიჭები ინერვიულებენ.უთხრა მარიამმა. -ექიმმა უნდა გნახოს,ბიჭებს მე დავურეკავ და ვეტყვი.ღმერთო რა მძიმე ხარ,რა მოგივიდა ჭამის მეტს არაფრს არ აკეთებ?თუმცა როგორ არა,ენას იქნევ ხმალივით. -სულაც არა ვარ მძიმე,46 კგ ვარ და ნუ მახელებ.უთხრა მარიამმა გაბღვერილად ანდრეას და მკლავზე მწარედ უბწკინა. -ვაიმე დედა,გინდა ხელიდან გაგაგდო?კვახივით დაასკდები ძირს.იცინოდა ანდრეა და მარიამი კი გაბუსული დაჰყვა მის სურვილს. -რას მოვესწარ გაგაჩუმე.მანქანაში ჩასხდნენ თუ არა უთხრა ანდრეამ და პასუხის თქმა არ დააცადა.-მომეცი რომელიმეს ნომერი,რომ დავურეკო თუნდაც მამაშენის იყოს. -არა,არა რა მამიკო ინერვიულებს.ვახოს ნომერს მოგცემ,მარიამმა ვახოს ნომერი მოძებნა და ანდრეას გაუწოდა ტელეფონი. ლუკა აწრიალდა მარიამს რომ დააგვიანდა,ვახოს ანიშნა გავდივარო და საპირფარეშოსკენ გავიდა,მოათვალიერა ყველაფერი მაგრამ მარიამი არსად ჩანდა,კობაც მათთან ერთად იყო და სამივე ძალიან ანერვიულდა.ამ დროს ვახოს ნომერზე უცხო ნომერი დაფიქსირდა,გაუკვირდა ვინ უნდა იყოს ამ შუაღამესო და წყნარად უპასუხა,არ უნდოდა მღელვარება შეემჩნია ვინმეს. -გამარჯობა ვახო ხომ? მე ანდრეა ვარ,ანდრეა მანაგაძე.არ ინერვიულოთ,თქვენი მეგობარი წაქცეული ვნახე და საავადმყოფოში მიმყავს ფეხი აქვს ნაღრძობი და წუხს ძალიან.მისი თხოვნით დაგირეკეთ,რომ ძებნას დაუწყებდით და ინერვიულრბდით. -მარიამი? სად ხართ ან რომელ საავადმყოფოში მიგყავს,ახლავეს წამოვალთ.ვახოს სიბრაზისაგან კისერში ძარღვები დაებერა,ასე იყო ლუკაც და კობაც. -ჩქარა ტაქსი დავიჭიროთ,სახლში ვერ დავრეკავთ შეეშინდებათ.უთხრა სწრაფად ბიჭებს და გარეთ გავარდა სამივე.კობამ მარიამის მანტოს და ჩანთას დაავლო ხელი და ბიჭებს გაყვა უკან.გზიდან კიდევ დაურეკეს ანდრეას და გაიგეს რომელ საავადმყოფოში მისულიყვნენ,გიჟებივით შეცვივდნენ საავადმყოფოში და იქ ანდრეა დაინახეს არ იცნობდნენ ამიტომ ანდრეა თავად მივიდა მათთან. -მარიამის მეგობრები ხართ,გაყვანილი ყავთ ვფიქრობ თაბაშირი დაჭირდება.სამივეს სიბრაზე ჰქონდა თვალებში და თავიანთ თავს უბრაზდებოდნენ.მალე გამოიყვანეს მარიამი ფეხშეხვეული,ლუკამ ახლოს მივიდა და ძალიან დიდი სიყვარულით უთხრა. -მაპატიე მარიამ ვერ გაგიფრთხილდი, იცი რამდენი გეძებე? -მაპატიე ლუკა ვიღაც იდიოტი დამეტაკა და წამაქცია,უკან არც კი მომიხედა რომ არა იქვე ანდრეა ალბად ფეხებით გადამივლიდნენ.(ღმერთო როგორი მშრალი ტყუილის თქმა შეუძლია ამ გოგოს)გაიფიქრა ანდრეამ და ჩუმად ჩაეცინა. -მადლობა ძმაო ყურადღება რომ მიაქციე მე ვახო ვარ,ეს ლუკა და ეს კიდევ კობა. -საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი,ყველაფერი კარგად იქნება.შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და ღიმილით უთხრა. -ისე სირცვხილი არ არის აღიარო რომ ამ 20 სმ-იან ქუსლებზე სიარული ჯერ შენთვის ადრეა და მოდას ნუ აყვები ამისთვის ბავშვი ხარ ჯერ.მალე გამოჯამრთელებას გისურვებ,დროებით.ბიჭებსაც ხელი დაუქნია და წავიდა.ლუკამ და ვახომ ერთმანეთს შეხედეს და კობამ ჩუმად აუწია ცერა თითი,მაგრამ მარიამისგან ისეთი გამოხედვა მიიღო სახეზე ეწერა ,,სულ ერთია მოგკლავ''. -მარიამ რა ხდება ვინ არის ეს რომეო.კითხა ვახომ და თან მარიამის სახეს თვალს არ აცილებდა. -ჩემი ცხოვრების 16 წლის მანძილზე,სულ მეორედ ვხედავ.მარიამმაც მშვიდად უპასუხა. -აჰა,ესე იგი მეორედ და პირველად სად ნახე? -პირველად რესტორანში ვნახე ორი კვირის ეინ. -რესტორანში ვისთან ერთად ბრძანდებოდით? შენ ამ ბოლოს ძალიან გათამამდი და ძალიან გაგივიდა თავს.შეუღრინა ლუკამ. -რესტორანში ხინკალი მივირთვი ძვირფასო. -გავიგეთ და ვისთან ერთადთქო.ვახოს თანდათან ეწურებოდა მოთმინება. -ეს უკვე ვფიქრობ აღარაა თქვენთვის საინტერესო.მარიამი არ ეშვებოდა ბიჭების წამებას. -შენ როგორ ფიქრობ არ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის,შენ სად დადიხარ? -ჰო კარგი ნუ იბღვირებით და ნუ იბერებით,ისე ხართ უკვე სადაცაა გასკდებით.მე და მამიკო ვიყავით,ხომ კარგი მამიკო მყავს? შეგიძლიათ გადაამოწმოთ ბატონებო. -ეჭვიც არ შეგეპაროს აუცილებლად გადავამოწმებთ.უთხრა ვახომ. -სად წავიყვანოთ, სახლში ვერ მივიყვანთ ბებო ინერვიულებს რომ შეხედავს.თქვა ლუკამ. -ჩემთან წავიდეთ ყველამ,შოთა ძიას დაურეკავ და მოვა არ გინდა სხვისი შეწუხება. -ჩემი მანტო და ჩანთა? იკითხა მარიამმა. -წამოვიღე მე ნუ გეშინია.უთხრა კობამ. -ძია შოთა ბოდიში რომ გაწუხებ,მაგრამ ტაქსი ვერ გავაჩერეთ. -სად ხარ,ვახო შვილო სად მოვიდე.უთხრა ძია შოთამ.ვახომ აუხსნა სადაც უნდა მისულიყო და შოთა ძიამ შეშფოთებულმა უთხრა. -მანდ რა გინდა შვილო, ხომ კარგად ხარ. -კი,კი კარგად ვარ უბრალოდ აქ მოდი და არ უთხრა რა ჩემებს, მე თავად ვეტყვი ხვალ.რამდენიმე წუთში მივიდა ძია შოთა და ვახომ ხელში აყვანილი რომ მიიყვანა მარიამი მანქანასთან,ამ ასაკის კაცს გულმა ლამის დაარტყა.ლუკამ შეატყო და უთხრა. -ნუ გეშინია ფეხი გადაუბრუნდა და თაბაშირში აქვს ჩასმული,მაგრამ როდის იყო ძაღლი კოჭლობით რომ კვდებოდა.დაამატა ბოლოს სიცილით. -ნუ უსმენ ამათ,სახლში წავიდეთ ძია.უთხრა ვახომ მძღოლს და მარიამი ფრთხილად დააჯინა მის გვერდით,ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.მარიამი კი ფიქრებში გადავარდა და ვისზე ფიქრობდა იმ წუთში თუ არა ანდრეაზე.ვინ იყო ეს ადამიანი,საიდან იცნობდა მას ან რა უნდოდა.ფეხის ტკივილმა შეაწუხა და სახეზე წუხილი ეხატა,ვახომ შეხედა და შეეკითხა. -გტკივა? ასე როგორ დაეცი ან შემეხედა ვინ იყო ხომ მოვკლავდი ადგილზე,გამაყუჩებელს დაგალევინებ სახლში და გაგივლის. -ვაიმე როგორ ძალიან მტკივა.ვეღარ გაუძლო ტკივილს და ცრემლი მოადგა,ცრემლიანი მარიამი ბიჭებს არ ჰყავდათ ნახული და გაუკვირდათ,მაგრამ რადგან მარიამი ტიროდა ესე იგი მართლა ძალიან ტკიოდა. -მარო მართლა ასე ძალიან გტკივა? მოითმინე რა სახლამდე,მალე მივალთ.თხოვა ლუკამ.მალე მივიდნენ სახლში და ჩუმად შევიდნენ ვახოს ოთახში.ვახომ მოეხმარა მარიამს კაბის გახდაში და მისი მაისური ჩააცვა,შემდეგ გამაყუჩებელი დაალევინა და მიაწვინა.ოთხივე ერთად დაწვა,ლუკას და ვახოს შუაში იწვა მარიამი. ახალი წელი ყოველთვის მხიარულ და ბედნიერ გარემოსთან არის დაკავშირებული,ამ დღეებში ყველა ცდილობს გაიღიმოს და რამით გამოირჩეოდეს,გიორგი კი უბრალოდ მის სამუშაო კაბინეტში იჯდა და ნინის პროექტის შესწავლას ცდილობდა მარიამის ლოდინში.უკვე შუაღამე გადავიდა და მარიამი არ ჩანს,ყოველ ათ წუთში საათს უყურებს.შეგნებულად არ ურეკავს ბიჭებს,რადგან არ უნდა იფიქრონ რომ შეზღუდულია და თავს შებოჭილად გრძნობს.ამ ფიქრებში და ლოდინში მისაღებში ბუხართან ჩაეძინა,უკვე ძალიან გვიან იყო რომ გაეღვიძა,სასწრაფოდ ადგა ბუხარს შეშა შეუკეთა და მარიამის საძინებელს მიაშურა,მაგრამ დარწმუნებული იყო არ იყო სახლში.ის რომ მოსულიყო გააღვიძებდა ან პლედის დააფარებდა,ან მიუწვებოდა და როგორმე მის გვერდით მშვიდად დაიძინებდა მის გულზე თავდადებული,მაგრამ მარიამი სახლში არ მისულა,ეს მოხდა 16 წლის მანძილზე პირველად,უიმედოდ მაგრამ მაინც შეაღო კარი და საწოლი ხელუხლებელი რომ დახვდა აი აქ გამოტოვა გულმა რამოდენიმე დარტყმა,სასწრაფოდ აკრიბა ბექას ნომერი და დაურეკა,ბექამ კი მძინარემ უპასუხა. -რომელი საათია შენთან საათი უკუღმა ტრიალებს? -ნუ იღრინები ბექა ლამის ჭკუიდან ავიჭრე. -რა მოხდა. -მარიამი სახლში არ არის,არ მოსულა წუხელ.ლუკა სად არის,იცი? გიორგი სიმშვიდეს ინარჩუნებდა,ბექამ კი სასწრაფოდ გამოფხიზლდა არ უნდოდა ანა გაეღვიძებინა და ფრთხილად წამოდგა საწოლიდან,სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ლუკას ოთახში მაგრამ ოთახი ცარელი დახვდა. -გიორგი არც ლუკა არის სახლში.უთხრა შეშფოთებულმა.არსად წახვიდე,მოვდივარ და ერთად გავიდეთ.ღმერთო,ჩემო რამ დამაძინა ბვშვი სახლში არ არის.შეშფოთებულმა ჩაილაპარაკა ბექამ და გიორგიმ კი ლაშა გააღვიძა. -გიორგი?თვალები დაჭყიტა ლაშამ გიორგის ნომერი რომ ამოიცნო.-რა ხდება,ხო მშვიდობაა ჯერ 4 საათია,ვერ ხედავ უკუნი ღამეა გარეთ? -ლაშა ნახე კობა საძინებელში თუ არის. -აბა სად უნდა იყოს გიორგი.უთხრა ბექაზე არანაკლებ შეშინებულმა და კობას საძინებელი მასაც ცარიელი დახვდა.-არ არის გიორგი.მოესმა გიორგის ლაშას ანერვიულებული ხმა. -ერთი ვარიანტი დარჩა,ბექას გამოვიყვან და დამელოდე ვახოსთან წავიდეთ,არ დაურეკო და არ გააფრთხილო. -მე.............. ვერ მოასწრო თქმა მესმისო რომ გიორგიმ გაუთიშა,ისიც შებრუნდა და უცებ მოემზადა და გიორგის ზარს დაელოდა.რამდენიმე წუთში უხმოდ მიდიოდა სამივე ალიკას სახლისკენ,კარებთან მისულმა კი ალიკას დაურეკა. -გიორგი? ხო მშვიდობაა მითხარი სად ხარ და მოვდივარ.უცებ მიაძახა ალიკამ. -კარი გამიღე შენთან ვარ მოსული.მოესმა გიორგის მკაცრი ხმა,არ მოეწონა და სასწრაფოდ წამოდგა ფეხზე,კარი გააღო და სავივე მეგობარი რომ კარებთან დახვდა გულზე მიიდო ხელი და ფერი წაუვიდა,იფიქრა ვახოს რამე შეემთხვაო. -ბავშვებს რამე შეემთხვა?იკითხა ჩუმად ჩამწყდარი ხმით. -ალიკა ეს ბოლო იმედია ჩვენი,აქაც თუ ბავშვები არ არიან ალბად გავაფრენ.უთხრა გიორგიმ.ალიკამ თვალები ფართოდ გაახილა და უსიტყვოდ შებრუნდა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა ვახოს საძინებელში,მაგრამ ამჯერად იქ არ იყო ცარიელი ოთახი,იქ იყო ძალიან დიდი სიყვარული.ეს ბავშვები უერთმანეთოდ ვერ ძლებდნენ,ვერც წარმოედგინათ ერთი დღეც ერთმანეთის გარეშე.ალიკამ მარიამის შეხვეული ფეხი დაინახა და ყველაფერს მიხვდა,სწრაფად გაბრუნდა უკან და ჩუმად დაუძახა სამივეს. -შემოდით და მაღლა ამოდით.გიორგი სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა გაბრაზებული,მაგრამ ოთახში შესვლისას სახეზე თბილი ღიმილი გამოესახა.ლუკა მარიამს აწებებოდა უკნიდან და მისი ფეხები მარიამის ფეხებში იყო ახლართული.მარიამი კი ვახოსკენ იყო მიბრუნებული და თავი მის მკერდზე ჰქონდა დადებული,ვახოს ფეხები კი ასევე მარიამის ფეხებში იყო.კობა კიდევ ვახოს მოხუტებოდა და მშვიდად ფშვინავდნენ.გიორგიმ რამოდენიმე ფოტოც კი გადაუღო ოთხივეს ჩუმად,მაგრამ მარიამის შეხვეული ფეხი რომ დაინახა სულ სხვა სახე მიიღო.მარიამი შეიშმუშნა და გვერდის შეცვლას ეცადა,მაგრამ უშედეგოდ ცდილობდა.ვახომ რომ შეუყვირა გაჩერდა და გაისუსა. -დაისვენე გოგო,რა არ გასვენებს ვიცოდე მართლა შვიდ თვიანი ხარ? ჯერ გაისუსა მარიამი მაგრამ შემდეგ მანაც შეუღრინა. -გავიგუდე იდიოტო ვეღარ ვსუნთქავ,შემიშვი ცოტა ხელი. -თუ აქ ძილი არ მოგწონს,გამოგეხედა თვალებში აქ კი არ იქნებოდი შენს საწლში დაწვებოდი,მაინც გავიგებ ვინ იყო. -მორჩი ღურღულს და დამაძინე,ვერაფერსაც ვერ გაიგებ. -გეგონოს,დაიცადე გათენდეს.გიორგიმ მიხვდა განგებ არ მივიდა მარიამი სახლში რომ არ ენერვიულათ.უკვე ოთახიდან გასვლას აპირებდნენ,რომ კობა აკრუსუნდა. -მეორედ დაგინახო მაგხელა კიბეზე შემდგარი და იცოდე მე წავატეხავ ქუსლებს და ისე ივლი.მიიწიეთ გადავარდი მე,სულ ცოტაც და იატაკზე აღმოვჩნდები. -სამივეს მოგისვრით ახლა ფანჯრიდან და მე მშვიდად გავაგრძელებ ძილს.ისეთი ხმით დაიღროალა ლუკამ გიორგისაც კი შეეშინდა და ბექს შეხედა რომელმაც ჩუმად უჩურჩულა. -ამოიცანი შენი თავი? -ამდენი უჟმური მე არ ვყოფილვარ.თქვა გიორგიმ.გაეცინა ალიკას და უთხრა გიორგის. -ძნელია საერთოდ შენს თავზე საუბარი,ლუკა შენი ასლია გიორგი და ამას არ უნდა უარყოფა.თვალი ჩაუკრა გიორგის და ისევ ბავშვებს შეხედა. -მარიამ მიიწიე ცოტა.ახლა მარიამს დაუღრიალა ლუკამ. -სად მივიწიო ლუკაჩო ჩემს იქით ორი დინოზავრი წევს,არც გადმობრუნება შემიძლია დამიბუჟდა ცალი გვერდი და ვერაფერს ვერ ვგრძნობ. -ლუკა აეთრიე წაიყვანე კობა და თქვენს საწოლში დაწექით.შეუღრინა ვახომ. -შენ ტვინი გაქვს გაყინული? იმ ცივ საწოლში დაწექი შენ,ასე მირჩევნია.თქვა და მარიამს უფრო მიეწება. -მაშინ ხმას ნუ იღებ,ჩაკვდი. -ვიკივლებ იცოდეთ ახლა თუ არ ამომასუნთქებთ ცოტას.გაბრაზებულმა თქვა მარიამმა შემდეგ თავი წამოწია და კობას გასძახა. -წრუწუნ ციცხალი ხარ? -შემეშვი მარიამ შენი ბრალია ამ ახალი წლის ღამეს ასე გაჭირვებული ძილი რომ დამებედა. -ვსიო მე მამიკოს დაურეკავ და წავალ სახლში.მარიამი წამოიწია და იმხელა იკივლა სამივემ წამოყო თავი და შეშინებული იხედებოდნენ,გიორგის ჯერ შეეშინდა შევაშინე ბავშვებიო,მაგრამ ოთხივე რომ იჯდა საწოლზე და თვალებდაქაჩული უცქერდნენ თავიანთ მშობლებს ძალიან სასაცილო იყო. არც დააყოვნა და ეს ფოტოც გადაიღო, ოთხივეს შეშინებული სახეები. -აბა მიკიბ-მოკიბვის გარეშე,სად იტკინე ფეხი და როგორ. -ნათლი არ ინერვიულო,ნაღრძობი აქვს.უთხრა ვახომ. -დიდი ხანია აქ ხართ და გვიყურებთ? იკითხა ლუკამ. -საკმაოდ ვისმინეთ თქვენი ბუზღუნი.თქვა ბექამ.-სახლში რატომ არ მოხვედი.მაგრამ ლუკამ იქით შეეკითხა ბექას. -დავაშავე აქ რომ მოვედით?-ძია გიორგი კაცურად გთხოვ რა,სანამ არ ისწავლის მარამი ქუსლიანებზე სიარულს არ უყიდო და არ ჩააცვა.თხოვა გიორგის ლუკამ. -დაგვდეთ პატივი და გვადროვეთ ძილი რა თუ შეიძლება.თქვა ვახომ ჩახლეჩილი ხმით და მარიამს ხელი წაატანა ისიც მის გვერდით დააწვინა.ყველა ღიმილით გამოვიდა საძინებლიდან და ამასობაში კიც გათენდა. -გიორგი წახვალთ თუ დაისვენებთ აქ.შეეკითხა ალიკა ბიჭებს -არა,არა არავინმა არ იცის აქ რომ ვართ,ყველას შეეშინდება ანას ამბავი რომ ვიცი პანიკაში ჩავარდება არც ბექა და არც ლუკა სახლში რომ არ დახვდეს,რომ გაიღვიძებენ წამოიყვანე.დამშვიდებული დაბრუნდა გიორგი სახლში და მარიამის ფოტოს დაელაპარაკა. -ახალი წელი თენდება საყვარელო,როგორ გიყვარდა ეს დღესასწაული,მე დაგპირდი რომ შენს გარდა ჩემს გულში ადგილს ვერავინი ვერ ნახავდა და დღემდე ასეა.ჩემში მხოლოდ შენ, ჩვენი მარიამი და ჩვენი ლამაზი მოგონეებია შენი ლამაზი ღიმილის თანხლებით.16 წელია არაფერი არ შეცვლილა საყვარელო და არც არასოდს არ შეიცვლება.გიორგიმ ცრემლი მოიწმინდა და ისე გაუხდელი შეწვა და ჩაეძინა. ასე კინკლავში და ღიზინში გავიდა ზამთარი და მნიშვნელოვანი დღეც დადგა. ნერვიულობს,მაგრამ მედიდურად დგას.გრძნობს რომ რაღაც კარგის მოლოდინშია,მაგრამ სანამ ამ წერტილამდე მივა ოფლში იღვრება.დაკარგა სიმშვიდეც და მოსვენებაც,რამდენჯერმე მისცა შენიშვნა ჯერ ანამ და შემდეგ გიორგიმ თავად კი მარიამს გადაუჩურჩულა. -არ ვიცოდი წარმატების პირველი ნაბიჯები ასეთი სანერვულო თუ იქნებოდა. -მალე,სულ მალე იგრძნობ შვებას და მამაკაცთა სქესი უხვად გადმოაფრქვევს შენს წინაშე სურნელებას. -მარიამ შემომაკვდები ხელში,შენ რაზე ფიქრობ.გაეცინა ნინის. -სიკეკლუცე ნინიკო მეტი სიკეკლუცე და ნუ ჩააჭკნობ გულში შენს სილამაზეს,უკეთესია მამაკაცის ხელში ჩაჭკნეს. -ანა მომაშორე ეს აქედან თორემ ვიკივლებ ახლა. -რას გიშვება რომ უნდა იკივლო.გაუკვირდა ანას და მარიამს გადახედა რომელიც სერიოზულად იჯდა და დიდი ყურადღებით უსმენდა საუბარს. -რა მოგივიდათ.თვალები დაუბრიალა გიორგიმ მის გვერდით ანას. -ნინი ნერვიულბს.გადაულაპარაკა ანამ გიორგის და გიორგიც ნინის გვერდით დადგა. -ნერვიულობა მოისროლე შენგან შორს და იფიქრე მხოლოდ წარმატებაზე,დაიწყო გამოცხადება და წარმატებები ვუსურვოთ ერთმანეთს.გაამხნევა გიორგიმ ნინი და დარბაზში მჭექარე ხმა გაისმა. -ძვირფასო მეგობრებო დღეს დიდი დღეა,დღე რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას მისი საუკეთესო პროექტით.140 პროექტში რომელშიდავ 10 გავიდა ათეულში და ამ ათიდან ძალიან რთული იყო გამარჯვებულის გამოვლინება,მაგრამ მაინც გამოვლინდა,გეტყვით რომ ამ წუთამდე მოსვლა ძალიან გაგვიჭირდა ჩვენ ჟიურს.მეგობრებო ყველა დღევანდელ დღეზე წარდგენილი პროექტები ერთმანეთზე უკეთესები იყო,მე პირადად დიდი არჩევანის წინაშე დავდექი და ჩემთან ერთად სხვებიც,საბოლოოდ კი არჩევანი შედგა და მესამე ადგილი დაიკავა ბათუმიდან ალექსანდრე დეკანაძის პროექტმა.გილოცავთ ბატონო ალექსანდრე.მეორე ადგილი ერგო,მრავალსართულიანი საერთო ბინას ქუთაიში ბატონ ზურაბ ერაძეს.პირველ ადგილზე მყოფმა პროექტმა კი უბრალოდ ჩვენი გაოცება გამოიწვია,რაც უფრო მეტი დრო დავუთმეთ ამ პროექტს და ამ არაჩვეულებრივ ნახაზს,უფრო მეტი საოცრება აღმოვაჩინეთ.საუკეთესო დიზაინით,ეკონომიური,მაგრამ მარტო ეს არ არის აღფრთოვანება ამ პროექტში,მე ვფიქრობ ადამიანი რომელმაც ეს პროექტი შეადგინა ძალიან კარგად აქვს გათვალისწინებული თითოეული დეტალი,რადგან ეს ყველაფერი უნდა იყოს ძალიან ლამაზი,მდიდრულიც და უბრალოც.მთავარი კი არის ის რომ ამ სახლის კედლებში სიხარული სუფევს,თუ აქ ამ არაჩვეულებრივ სახლში უნდა აღიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.მაშ ასე,გამარჯვებული პროექტი არის კომპანია ,,ფაბიელა''და პროექტის ავტორია ნინი მეფარიშვილი წარმატებები მას.ქალბატონებო და ბატონებო ყურადღება რადგან აქვე უნდა ავღნიშნო, რომ პროექტის ავტორი არა მარტო ავტორია ამ საოცრებისა,ის დირექტორია ამ მშენებლობისა.ნინი გაოცებული იდგა და ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა ხდებოდა.გიორგი,ბექა,ლაშა,ანა ყველა ამაყად იდგა და ოვაციებით შეხვდნენ ნინის პირველ,დაუვიწყარ და მნიშვნელოვან წარმატებას. -ეს უნდა ავღნიშნოთ გიორგი.უთხრა ბექამ. -ამას თქმა ჭირდება?აუცილებლად,მე უკვე ყველაფერზე ვიზრუნე მეგობარო.გოგიმ სიხარულით აღფრთოვანებულმა ჩაიკრა ნინი გულში და უჩურჩულა. -შენ ჩვენ წარმატება მოგვიტანე ნინი და არსად არ გაგიშვებ.ნინი უკვე სიხარულისგან ტიროდა.-მე ეჭვი არ შემპარვია შენში შვილო.ნინიმ არ იცოდა წინ კიდევ ერთი დიდი და სასიხარულო სიურპრიზი ელოდა.გახარებულებს სახლში მისულებს რუსო შემოეგებათ,მას უკვე ჯერ გოგიმ აცნობა ნინის წარმატება და შემდეგ გიორგიმ.მაგრამ უეცრად მუხლები მოეკვეთა და გიორგიმ შეაშველა ხელი და გადაარჩინა მეტლახზე ჩახუტებას.სახლის კარები გააღო თუ არა გიორგიმ ნინის წინ მისი ოჯახი იდგა,მონატრებული მშობლები და მისი და-ძმა.თვალებგაფართოვებული უცქერდა მათ და სიხარულისგან ვერაფერს ამბობდა. -არ გაგიხარდა შვილო,ჩვენი ნახვა? მამის მონატრებულმა ხმამ გამოაფხიზლა და ხელებგაშლილი წავიდა მათკენ.გული რომ იჯერა მათი ფერებით,გიორგის მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა და ეს თვალები იმ წუთში ყველაფერს უსიტყვოდ ამბობდნენ,მაგრამ ბედნიერებისაგან და სიხარულისაგან მაინც არ ბრწყინავდნენ,პირიქით გიორგის თვალები დიდ სევდას გამოსახავდნენ,ამას მისი თვალები ამბობდნენ,თვალები რომლებიც იყო მადლით და სიკეთით სავსე.ეს თვალები ჩარჩა ნინის გულში ბედნიერი,ამაყი,მადლიერი,მაგრამ მაინც დარდიანი,ენით გადმოუცემელი დარდი რომ იკითხებოდა იქ იმ ორ სიღრმეში.თავი მოთოკა და ცრემლმორეულმა უთხრა გიორგის. -ღვთის კაცი ხარ შენ გიორგი აქ მოსვლით ჩემი ცხოვრება ერთიანად შეიცვალა,როგორ გადაგიხადო მე ეს სიკეთე,რა შემიძლია მე თქვენთვის გავაკეთო.გიორგი ყველას გამოეყო,ახლოს მივიდა ნინისთან თვალებში ჩახედა და უთხრა. -დამპირდი რომ არასოდეს არ შეიცვლები და ასეთი უბრალო იქნები ყოველთვის როგორიც იყავი დღეს.ფრთხილად მიიკრა გულზე და თავზე აკოცა ნაზად.-სანამ აქ გენდომება ცხოვრება,მანამ იყავი აქ ერთი ოთახი და იქ მდგარი ერთი საწოლი უკვე შენი არის.მე სანამ ცოცხალი ვიქნები,სადაც არ უნდა წახვიდე,სადაც არ უნდა იყო დამიძახე და მე ყოველთვის დაგიცავ ნინი.თუ რამე შეიცვლება შენს ცხოვრებაში,შენს პირადულში,იმედია ჩამთვლი ღირსად როგორც უფროს ძმას და გამანდობ ვინ იქნება ის ბედნიერი,მთავარია შენ იყო ბედნიერი და შენი ცხოვრებით კმაყოფილი. -შენს დაუკითხავად გიორგი ერთ ნაბიჯსაც არ გადავადგამ,შენ მე დამაყენე იმ გზაზე რომელ გზაზეც ყოველთვის მინდოდა გამევლო ამაყად და რადგან დღეს ეს გზა ჩემთვის გაიხსნა არასოდეს,გეფიცები არასოდეს არ გადაუხვევ ამ გზიდან.მადლობა ამ ყველაფრისათვის,მე უფალმა გამომგზავნა თქვენთან და მადლობა უფალს ამ დიდი საჩუქრისთვის.რუსომ და ანამ ყველა მაგიდასთან მიიწვია,დასხდნენ სტუმრები და სიტყვა ითხოვა ნინის მამამ. -გუშინდელ დღესავით მახსოვთ ნინის დაბადება მისი პირველი ნაბიჯები, სკოლის პერიოდი, იმ დღეს ისე გამოვთვრი, რომ საწოლამდე ძლივს მივბარბაცდი.გოგო დაიბადა,მაგრამ მასზე დავამყარე დიდი იმედები არც შევმცდარვარ.წამოიზარდა და მხოლოდ სწავლა აინტერესებდა,გაუმართლა მოეწყო და მე ვერ შეუწყვე ხელი გიორგი შვილო როგორც მამამ.ვერ ვუყიდე ბინა ჩემს შვილს,ვერც მანქანა რადგან ამის საშუალება არასდროს არ გვქონდა.დღეს ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს, სიხარულის ცრემლები მდის იმიტომ რომ როგორც იქნა გამოჩნდა ერთი უბრალო ადამიანი რომელმაც ფრთები შეასხა ჩემი შვილის ოცნებებს.რა უნდა ვთქვა,გარდა იმისა რომ მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ და მადლობას გიხდით ამ ჩემი მოხუცებულობის ჟამს დიდი სიხარულისთვის.გუშინდელივით მახსოვს ის დღე,როცა მოეწყო და ბევრმა შურიანი თვალით შეხედა. მაშინ მეგონა არასოდეს დავბერდებოდი და მუდამ გვერდით დაუდგებოდი ჩემს შვილებს, მაგრამ ახალგაზრდობა თვალსა და ხელს შუა გაქრა. მხოლოდ ლამაზი მოგონებებიღა შემოგვრჩა წარსულზე.არასოდეს ვინანებ ჩემს შვილებზე გაწეულ გარჯას,მე მათ არ შეურცხვენივარ,არ მინანია მათი დაბადება და დღეს ძალიან ამაყი ვარ.მადლობა გიორგი შვილო,მადლობა ბატონო გოგი და ქალბატონო რუსუდან მე არ შემიძლია ამ სიხარულის სამაგიერო გადაგიხადოთ,ვერ შევძლებ,არ შემწევს ძალა.ყველა გასუსული უსმენდა მოხუცს და ნინი კი ცრემლებს იწმენდდა. -მამა სიღარიბე სირცხვილი არასდროს არ არის,სული არ უნდა გვქონდეს ღარიბი.ჩვენ კი არ ვართ ღარიბები რადგან ჩვენ სულით და გულით მდიდარი ხალხი ვართ.უთხრა ნინიმ და მამას ჩაეხუტა.ჩაიარა ამ სიხარულმა,ჩვეულებრივად გააგრძელეს სამსახური და საქმე მხოლოდ განსხვაება ის იყო,რომ ნინიც გიორგის კომპანიის თანამშრომელი გახდა.აპრილის დასასრული იყო და ერთ დღეს გიორგი ადრე დაბრუნდა სახლში და რუსას ტელეფონზე საუბარს შეესწრო. -მოვალ,აუცილებლად მოვალ და გთხოვთ გიორგის არ დაურეკოთ ტელეფონზე.მიხვდა,რომ ზარი სკოლიდან იყო და გაბრაზებულმა მარიამის ოთახში შეაჭრა,მარიამმა შეხედა თუ არა გაბრაზებულ გიორგის შეეშინდა და უთხრა. -მამ, არაფერი არ გამიფუჭებია შენს თავს გეფიცები. -აბა რატომ იბარებენ რუსოს სკოლაში. -ჩვენს ბიჭებთან ერთად რომ ვარ,მასწავლებლებს ჰგონიათ რომ მეც ვჩხუბობ მათთან ერთად,როცა ისინი ჩხუბობენ მე ჯგუფში როგორ გავჩერდე.ქართულის მასწავლებელმა ისიც მითხრა დედის გარეშე იზრდები და რასაც გინდა იმას აკეთებ,შენ და ვახო შეყვარებულები ხართო. ლამის ხელით შევეხე და ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა, ხმა ვერ გავაკონტროლე რომ ვუთხარი,დედა არასოდეს არ მიხსენო ცუდად ამის უფლებას არ მოგცემ და ვახო მამიკოს ნათლული არისთქო. -სიმართლეს მეუბნები? -შენს თავს გეფიცები მა,დედას გეფიცები.ცრემლი მოერია მარიამს. -კარგი,მჯერა და სწავლის საქმე როგორ გაქვს,მარიამ წელს სკოლას ამთავრებ.ხვალ რუსო არა მე მოვალ და იმ ქართულის მასწავლებელსაც ვნახავ და შენი სწავლის მაჩვენებლებსაც შევამოწმებ. -შეამოწმე არ მეშინია. -კარგი სიტყვაზე გენდობი.იმ ღამით მარიამი დილამდე მეცადინეობდა და ოთახიდან წყლის დასალევად გამოვიდა,რომ გიორგის ოთახიდან მოგუდული ტირილის ხმა გაიგონა.გული ეწვოდა მამას სევდიანს რომ ხედავდა,მაგრამ ვერანაირად ვერ შველოდა.თავის ოთახში შებრუნდა და დილის 5 საათზე ლუკას დაურეკა რომელმაც დაფეთებელმა უპასუხა. -რა მოხდა, მარიამ ხომ მშვიდობაა. -ლუკ არ მიყვირო რა გთხოვ. -მითხარი რა გააფუჭე,რა გჭირს მოვიდე? -მოდი რა ძალიან მჭირდები. -მოვდივარ და კარი გამიღე,რომ არ დავაღვიძო ყველა.მალე მოვიდა ლუკა და კარები ღია დახვდა,ფეხაკრებით აიარა კიბეები და მარიამის ოთახში შევიდა,ხედავს მარიამი საწოლზე ზის და გულამოგლეჯილი ტირის. -ეეეე,რა მოგივიდა რატომ ტირი მარიამ. -ლუკა შემთხვევით გავიგონე მამიკო დედას ფოტოს როგორ ელაპარაკებოდა,ჩემზე უყვებოდა და თან მწარედ ტიროდა.იცი? ძალიან მინდა მამიკომ ახალი ცხოვრება დაიწყოს,ვინმე გაიცნოს.ასე სულ ნერვიულობით და დარდიანი ცხოვრებით გული ვერ გაუძლებს და მეშინია,ლუკა მეშინია რამე არ დაემართოს. -მარიამ იცი როგორ შემაშინე? მოდი ჩემთან.ლუკამ გულში ჩაიხუტა მარიამი და ასე ყავდა დიდი ხანი. -ადრეა ჯერ და დავწვეთ,მეც მეძინება.დილით გიორგი გაოცებული უცქერდა მარიამზე ჩახუტებულ ლუკას და ვერ მიხვდა როდის მოვიდა რომ ვერ გაიგო,ჩუმად გააღვიძა. -ლუკა? რა დროს მოხვედი რომ ვერ გავიგე. -დილის 5 საათზე.უთხრა ბოხი ხმით. -5 საათზე სად იყავი.მკაცრად უთხრა გიორგიმ. -სად ვიყავი და სახლში,ჩემს საწოლში მეძინა მარიამმა დამირეკა და მოვედი.ნუ მიყურებ ასე არსად არ ვყოფილვარ ძია დედას გეფიცები. -როგრ მინდა დაგიჯერო ლუკა.ლუკამ კი გაუბედავად უთხრა. -მარიამმა მოგისმინა წუხელ დეიდას ფოტოს რომ ესაუბრებოდი მასზე და ტიროდი თან,ვერ დაიძინა,ძალიან ინერვიულა და მე დამირეკა.გიორგის სევდიანად გაეღიმა და მძინარე მარიამს აკოცა და მარიამმა შავი თვალები შეანათა მამას. -ჩემო ძვირფასო,მე არ ვიცი რა მოხდება ხვალ ან ზეგ,მაგრამ გახსოვდეს შენ ყოველთვის ჩემი პეპელა იქნები.შენ უანგარო და დიდი სიყვარული შეგიძლია,მეც შემეძლო 26 წლის ასაკში და დავგეგმე მთელი ჩემი ცხოვრება ჯერ კიდევ მაშინ როცა დედაშენის მუცელში იყავი და გარედან გიკაკუნებდი თითს,შენ კი თითქოს გესმოდა ჩემი ხმა და შიგნიდან ბანს მაძლევდი,თანხმობის ნიშნად მომარტყამდი ფეხს ალბად მოგწონდა ჩვენი ფიქრები მომავალზე თუ როგორ მოვაწყობდით შენს ოთახს.მე ვოცნებობდი და თურმე დედაშენი ამ დროს სიკვდილს ებრძოდა.რა ტყუილად ფიქრობდი გიორგი წინასწარ,რა გიხაროდა და ერთ დღესაც ყველაფერი თავზე ჩამომენგრა და ამ სახლშიც სევდამ და უბედურებამ დაიდო ბინა.ჩემი დიდი და უსაზღვრო სიყვარული ხელიდან გამომეცალა.ის აღარ დაბრუნდება,მაგრამ ახლა შენ მყავხარ მე მხოლოდ შენზე ვფიქრობ და შენს მომავალზე.არ გაბედო და არაფერი არ მითხრა,მე შენით ვსუნთქავ მარიამ და შენით ვცოცხლობ აქამდე თუ ვცოცხლობ. -მამა მიყვარხარ ძალიან და რაღაც მინდა გითხრა. -გისმენ,რამე მოილაპარაკეთ სადმე გინდათ წასვლა? -არა,არა მამიკო დედა არ დაბრუნდება და შეეცადე ახალი ცხოვრება დაიწყო. -მარიამ ჩავთვლი რომ ეს არ გამიგონია,კარგი? -მამიკო შენ საოცარი მამა ხარ. -მეც ძლიან მიყვარხსრ ჩემო პეპელა.შემდეგ იქვე ცრემლმორეულ ლუკას მიუბრუნდა და უთხრა. -ლუკა წამოხტი ფეხზე,თორემ ანამ რომ გნახოს სახლში არ ხარ ისტერიკებს მოგიწყბს და არ დაგიჯერებს აქ რომ ხარ.ლუკას გაეცინა და მოემზადა,მარიამს აკოცა და ჩქარა დატოვა სახლი და გიორგი მართალი აღმოჩნდა ანა გაბრაზებული დახვდა სახლში. -სად იყავი,სად დადიხარ ამ დრომდე ლუკა. -მარიამთან ვიყავი იქ მეძინა.უთხრა წყნარად ლუკამ. -ტყუი,წუხელ სახლში იყავი დაწოლის წინ შეგამოწმე გეძინა ლუკა.რა დროს წადი,რომელ საათზე გაიპარე.უკვე ხმას ვერ აკონტროლებდა ანა და ლუკას უკიოდა. -რატომ ყვირიხარ,წუხელ ხომ ვიყავი სახლში დედა. -იყავი,შემდეგ სად წადი სად. -მარიამთან,მარიამთან რატომ ერთხელ არ გჯერა ჩემი,რატომ. -იმიტომ რომ სულ იტყუები. -სულ წავალ სახლიდან და დაისვენებ. -და სად მიდის ჩემი შვილი შეიძლება გავიგო? -თუ ჩემი არ გჯერა,ნურც იმას კითხულობ სად წავალ სრულწლოვანი ვარ არ დაგავიწყდეს და სადაც მინდა იქით წავალ.ჩემი საქმეა უკვე სად ვიცხოვრებ და ვისთან ერთად,აუტანელი გახდა უკვე შენს გვერდით ცხოვრება და ეს შენ გააკეთე დედა,შენ.სახლის კარები გაღო და ისე გაბრაზებული გავიდა სახლიდან კედლებმა ზანზარი დაიწყო ანა კი იდგა გაშეშებული.კომპანიაში მივიდა და ბექას მიუკაკუნა კარებზე. -მობრძანდით. -მამა შეიძლება? -ლუკა? რა მოხდა ხომ მშვიდობაა.გაკვირვებულმა კითხა ბექამ შვილს. -უნდა დაგელაპარაკო. -მითარი რამდენი გინდა.გაეცინა ბექას. -არა, ფული არ მინდა. -ეს რაღაც ახალია,გისმენ ლუკა. -სამსახური მინდა მამა,რამით დამასაქმე. -რა მოხდა ლუკა თქვი მოგისმენ. -მაპატიე რა,ცუდი შვილი ვარ დედას ვეჩხუბე. -ეს ახალი არ არის თქვენ სულ კამათობთ. -არა,ამჯერად სერიოზულად,ვუთხარი რომ სახლიდან მივდივარ და მინდა ეს მართლა გავაკეთო. -ლუკა კარგად დაფიქრდი? -დავფირდი მამა ასე უკეთესია. -რატომ იჩხუბეთ,მიდი და ბოდიში მოუხადე. -ტვინი შემიჭამა,არაფერი არ სჯერა უნდა რომ ამ თავში შემიძვრეს და ყველაერი გაიგოს. -ლუკა ხომ იცი როგორი დროა,ყოველ დღე ნარკოტიკზე და მკვლელობებზე საუბრობენ ტელევიზორში ის დედაა შვილო და ნერვიულობს.ეს რატომ არ გინდა გაიგო შენც.სად წახვედი გამთენიის 5 საათზე,გეგონა ვერ გავიგებდი? -მარიამთან ვიყავი,გეფიცები თუ გინდა ძიას შეეკითხე -მართლა მარიამთან იყავი? -ხო,ტოროდა რომ დამიეკა მეც რა გამაჩერებდა ავდექი და წავედი. -რატომ ტიროდა ან გამთენიის 5 საათზე რატომ არ ეძინა მარიამს. -შემთხვევით ძიას ტრილი გაიგონა და დეიდას ფოტოს ელაპარაკებოდა თურმე მარიამზე უყვებოდა,თავადაც დაიგრუზა ვერ უძლებს ძიას ასეთს რომ ხედავს. -გიორგის დღემდე უჭირს მარიამის გარეშე.თქვა ბექამ სევდიანად. -მართლა ასეთი ძლიერი სიყვარული ჰქონდათ? -ამ სიყვარულის აღწერა ენით არ შეიძლება,ეს უკვე ტკივილია ლუკა და არა სიყვარული.უთხრა ბექამ.-მოდი შენ ჯერ დედაშენი შემოირიგე,წადი გაუხარდება შენგან ყურადღება. -მერე იტყვის მიხვდა დანაშაულს და თავად მოვიდა პირველიო. -მე დაველაპარაკები,რომ ამჯერად ზედმეტი მოუვიდა.გიორგიც დაელაპარაკება და დაიჯერებს. -მაშინ წავალ,მაგრამ შენ გაფრთხილებ თუ კიდე ასეთი ისტერიკები მომიწყო არც დავფირდები ისე წავალ სახლიდან,გეფიცები გავაკეთებ ამას. -აღარ განმეორდება,მე გპირდები. -კარგი,მაშინ წავალ.წამოდგა ფეხზე და კარებისკენ წავიდა. -ლუკა სამსახურზე რაც თქვი მართლა გინდა? -მინდა,როდემდე შემოგაჩერდე ხელებში მამა 19 წლის ვარ. -კარგი გიორგის დაველაპარაკები და ვნახოთ რას ვიზამ.შენ ასე მიდიხარ? -როგორ ასე? -წადი ყვაილები უყიდე და ისე მიდი.თვალი ჩაუკრა შვილს და ფულიც მისცა.და კიდევ,არასოდეს დაგავიწყდეს ის დედაა და მას ძალიან უყვარხარ. -მაგრამ ზედმეტები მოსდის და ეს შენც ძალიან კარგად იცი,რომ არ ვაჭარბებ. -ვიცი ლუკა ვიცი,მაგრამ დამიჯერე ყველა დედა ასეა.სიყვარული სულგრძელი და კეთილია,ის განაწყენებას არ ითვლის შვილო.მობოდიშება თავმდაბლობა არ არის ის გაბედულებაა, ,,მაპატიე რომ გული გატკინე'' ეს სიტყვები მას გულს მოულბობს,დამიჯერე და დედის ბედნიერებისგან ანთებულ თვალებს რომ შეხედავ გაგახსემნდება ჩემი სიტყვები.გიორგი მარიამთან ერთად გავიდა სახლიდან და სკოლაში მივიდნენ,მარიამთან ერთად შევიდა დირექტორის კაბინეტში და დირექტორს გაესაუბრა,აუხსნა თუ რაც უთხრა მარიამმა და ქართულის მასწავლებელიც დაიბარა,გიორგიმ შეხედა ასაკოვანი ქალბატონი იყო და ნერვები მოთოკა,მაგრამ რამოდნიმე სიტყვა მაინც უთხრა. -ქალბატონო მაკა ჩემი შვილი ნამდვილ ქართულ ოჯახში იზრდება,სადაც კარგად იციან ნათლია და მირონი რა არის.ძალიან გთხოვთ ამიერიდან არა მარტო მარიამის შეურაცყოფას,არამედ სხვა ბავშვების შეურაცყოფითაც შეიკავეთ თავი სანამ არ დააზუსტებთ თუ რა კავშირი აქვთ ამა თუ იმ ბავშვს ერთმანეთთან.თქვენთვს არაფლის ახსნას არ ვაპირებდი მაგრამ გეტყვით რომ ვახო სულ ციცქნა მე მოვნათლე და ჩემი შვილია,ჩემს სახლში იზრდება და დედაჩემს ბებოს ეძახის.რაც შეეხება მარიამის დედას,არავის არ აქვს უფლება შეეხოს მას ცუდად და მისი ხსოვნა შეურაცყოს.მარიამს დედა არ ახსოვს,მაგრამ მას ზრდის დედაჩემი და ზრდის დეიდა-მამიდა.მეორედ ამ საკითხე აქ არ მოვიდე,ხო კიდევ ლუკა კი დეიდაშვილია მარიამის.კიდევ გაინტერესებთ რამე? გიორგი წამოდგა დირექტორს ხელი ჩამოართვა და კაბინეტი დატოვა ისევ მარიამთან ერთად,დაემშვიდობა შვილს სათვალე გაიკეთა და კომპანიაში წავიდა,სადაც ანას უნდა დალაპარაკებოდა,რადგან გაიგო ლუკას და ანას ჩხუბის შესახებ.მარიამი კი ამაყად შებრუნდა კლასელებისკენ და იმ დღეს თვალებში ვერ უცქერდა მას ქალბატონი მაკა.კომპანიაში შევიდა გიორგი და დაინახა ლუკა თაიგულით ხელში ანასკენ მიმავალი,გაეხარდა სიამაყის გრძნობა გაუჩნდა რომ ლუკა არ იყო დამნაშავე,მაგრამ დედის წინაშე თავს მაინც დამნაშავედ გრძნობდა.ანა გაშეშებული იდგა და ლუკას უცქერდა,გიორგი მიუახლოვდა და მკაცრად უთხრა. -როცა გეტყვის მარიამთან ვიყავიო ხმა აღარ ამოიღო თორემ გეფიცები სასტკად განანებ მაგ შენს ეგოისტობას,რომ გინდა სულ შენ იყი მართალი მაგრამ არ ხარ და ისტერიკებს აწყობ. -გიორგი შემეშვი. -არ შეგეშვები სანამ პასუხს არ გამცემ,გესმის რა გითხარი? ლუკა წუხელ 5 საათზე იმიტომ მოვიდა რომ მარიამმა დაურეკა,შენ რა გინდა დაამტკიცო შენი საქციელით ლუკამ რომ დაურეკოს მარიამს არ უნდა მივიდეს მამიკო იყვირებს და პანიკას მომიწყობსო? უაზრო ხარ და გამოხტონებიც უაზრო გაქვს. -კარგი,ვაღიარებ რომ ზედმეტი მომივიდა. -ლუკა ამას სიცხე აქვს? -დილას მშვენივრად იყო,არა მგონია მაგრამ ის კი გავიგონე კარგად რომ დანაშაული აღიარა.ანა არ აქცევდა გიორგის ყურადღებას და დიდ თაიგულს მსჩერებოდა,რომელიც ლუკას ეჭირა ხელში. -ლუკა ეს რა არის. -დაფნის ფოთლებს ჰგავ? მიუხედავად იმისა შენ ხარ დამნაშავე,მაინც დაგაფასა შვილმა და თაიგული მოგართვა.შეუღრინა გიორგიმ. -წადი გიორგი და მარტო დამტოვე ლუკასთან,მერე გაგისწორდები.გიორგის გაეცინა და წავიდა თავის კაბინეტში. -დე ბოლო აღარ უჩანს ჩვენს კინკლაობას,მართლა რომ არ მომიტყუებიხარ ძიამაც გითხრა,მართლა მარიამთან ვიყავი.ანა ცრემლიანი თვალებით მიუახლოვდა ლუკას და უთხრა. -იცი ყოველი შენთან წაჩხუბება რის ფასად მიჯდება?დეპრესიაში ვარდები ლუკა და აგრესიაში გადადის ეს ყველაფერი.ლუკა ყველაფერს გაპატიებ,მაგრამ არა ტყუილს იცოდე.გიორგის და მარიამის ტკივილიანი სიყვარული წარსულს დარჩა,მომავალიც ტკივილიანია მისი რადგან ის მარიამის მოგონებებით ცოცხლობს და ცხოვრობს.აწმყოს კი უძლებს და შენ,მარიამი,ვახო,ნინია.თქვენ ხართ ჩვენი იმედი და ჩვენი მომავალი,ჩვენი ცხოვრების აზრი.მეც ვერ ვმალავ ტკივილს გულში ზოგჯერ და როცა მარტო ვარ მარიამის მონატრებას ცრემლებით ვუშვებ გარეთ.ლუკა ის ჩემი წარსულია, ჩემი აწმყოა და ჩემი მომავალიც ის არის.ტკივილით ვიბადებით და ტკივილით ვკვდებით,თუმცა სიცოცხლე ლამაზი და ტკბილია.შენ ჩემი ერთადერთი ხარ დე.ანამ გულში ჩაიკრა ლუკა და დიდხანს ეფერა. -ძალიან განიცდის მარიამი ძია გიორგის მარტოობას და სთხოვა ახალი ცხოვრება დაიწყეო,მაგრამ ძიამ უთხრა,ამას ისე გავატარებ თითქოს არც გამიგონიაო. -ძია გიორგიმ თავისი სიყვარილი წარსულში დამარხა,მაგრამ ამ სიყვაერულით მუდამ მფეთქავი გული თან დაყვება მას მარიამის სახით რომელსაც დავიწყება არ უწერია და ცხოვრებას მიუყვება მისი ბედის სვლაც ტკივილნარევ აკორდად ამოკვნესილი.ხანდახან გვინდა დრო შევაჩეროთ,რომ ლამაზი კადრები დიდი ხნით დარჩნენ ჩვენთან,მაგრამ სამწუხაროდ დრო არ გვეკითხება გაჩერდეს თუ გააგრძელოს სვლა,ის ჩვენ გვისწრებს წინ და ჩვენზე წინ გარბის.წამში ილევა დრო და ადამიანის თვალები დაღლილი და დაქანცული ნამს ემსგავსება, რომელიც დაიღალა ყვავილზე ჭიდილით.საოცარია,ოდნავადაც არ შეცვალა წლებმა გაიზარდა,დაიხვეწა და ულამაზესი გოგონა დადგა.რაც უფრო გადიოდა დრო,გიორგის აფორიაქებდა ის აზრი რომ თითქოს მარიამი ცოცხალი ჰყავდა სახლში, ის ძალიან ახლოს იყო მასთან და ამავე დროულად ძალიან შორს.თან უხაროდა რომ უცქერდა და თან გული ტკიოდა მის კისკის რომ გაიგონებდა,სწორედ მაშინ ჰგავდა მარამი დედას როცა რაიმე უნდოდა ეთხოვა გიორგისთვის და მთელი სახე უცინოდა,თვალებიდან კი ვარსკვლავებს აფრქვევდა.მაგრამ გიორგის წინ მისი 18 წლის მარიამი იდგა და ელოდებოდა როდის გავიდოდა შვილთან ერთად ხელკავით სახლიდან.აი ამიტომ ვახსენე დრო,რა სწრაფად გავიდა ის გიორგისთვის ერთმხრივ ტკივილით სავსე და მეორე მხრივ ბედნიერი,მარიამის სკოლის დასრულების დღე დადგა. -დღეს არ გამაგონო შენი წუწუნი,რომ დრო არ გაქვს და ვერ იქნები ჩემს გვერდით.თუ კარგად გახსოვს დღევანდელი დღეც შედის შენს მოვალეობებში ძვირფასო მამიკო.უთხრა მარიამმა გიორგის და ხელკავი გაუკეთა,გიორგის გაეცინა მის მკაცრ სახეზე და სიყვარულით სავსემ უთხრა. -შენთან როცა ვატრებ დღეს,იმ დღეს დრო არ არსებობს მარიამ.მე სასწაულად მსიამოვნებს შენს გვერდით ყოფნა,შენი არსებობა ენერგიით მავსებს. -ყოველთვის ვამბობდი,არასოდეს არ დამიფარავს მაგრამ დღეს ხმამაღლა უნდა ვაღიარო რომ მე ეს ადამიანი კიდევ უფრო ძალიან მიყვარს გუშინდელთან შედარებით. -ნუ აჭარბებ მარიამ და სულ ნუ მაიმუნობ,წავედით.უთხრა ღიმილით და თან ოდნავ მკაცრად გიორგიმ შვილს და ერთადაც გავიდნენ სახლიდან.სკოლის ეზო სავსე იყო მშობლებით და მოსწავლეებით,გიორგიმ მანქანა შეიყვანა ეზოში და გადმოვიდა,მარიამსაც მოეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში და რამოდენიმე წყვილმა თვალმა გააყოლა თვალი მამა-შვილს,მარიამიც ბედნიერი ღიმილით ამაყად მიაბიჯებდა მამასთან ერთად და მალე მათ მისი განუყრელი ტრიო შეუერთდა,წინ წავიდა ბიჭებთან ერთად და უკან მოყვებოდნენ მათი საყვარელი ადამიანები.ყველამ თავიანთი ადგილი დაიკავა და ღონისძიებაც დაიწყო,მარიამს მღელვარება დაეტყო.ხელის გულები ჯერ გაუცივდა და შემდეგ გაუოფლიანდა და გიორგის მაგრად მოუჭირა მკლავზე ხელი,გიორგიმ შეხედა მარიამს და მიხვდა მისი მღელვარების მიზეზს და დაამშვიდა. -დამშვიდდი საყვარელო,სიმშვიდე შეინარჩუნე ყველაფერი კარგად იქნება.გულზე მიიკრა და თავზე აკოცა.რამოდენიმე წყვილმა თვალმა შურით შეხედა მამა-შვილს,რამოდენიმემ კი ნამდვილი წრფელი სინანულის თვალი შეავლო მარიამს.ბევრი ბოროტიც იყო ამ უამრავი ხალხის ნაკადში,მაგრამ მარიამს მხოლოდ ერთი რამ აღელვებდა,უნდოდა ძალიან დღეს გაეხარებინა მამის გული,გული რომელიც წლებია ტკვილს დაატარებს.დაიწყო გამოცხადება და სცენაზე სკოლის დირექტორი ავიდა. -მეგობრებო,ძვირფასო მშობლებო და ჩემო კურს დამთავრებულებო.დღეს დადგა დღე რომელსაც თითოეული თქვენთაგანი დიდი მოლოდინით ელოდით წლებია.მინდა მოგილოცოთ სკოლის დამთავრება,მშობლებო რამოდენიმე წლის წინ ეს ბავშვები ხელი-ხელ ჩაკიდებული მოიყვანეთ ამ ცოდნის კედლებში პატარები და ძალიან საყვარლები.დრომ თვალსა და ხელს შუა გაგვიფრინდა და ეს პატარა მერცხლებიც დაიზარდნენ,ისინი დღეს ბავშვობას ასრულებენ და ახალ ცხოვრებას იწყებენ,მაგრამ აქ ამ კედლებში დარჩება მათი ლამაზი მოგონებები.მარიამმა ვერ მოზომა ისე უჭერდა გიორგის ხელს,გიორგიც არაფერს ეუბნებოდა და შეხედა თვალები დახუჭული ჰქონდა და გულში ჩუმად მისთვის ლოცულობდა.-ყველას გილოცავთ,წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ ჩემი ცხოვრების ნაწილი ხართ.მინდა გულით მივულოცო ოქროსმედალოსანს რომელიც სამწუხაროდ წელს მხოლოდ ერთი გვყავს.მიუხედავად მისი სიცელქისა და ეშმაკობისა მან შეძლო უმაღლესი შედეგით გასულიყო მისი ბავშვობის სამყაროს კედლებიდან,ეს გახლავთ ყველასათვის უსაყვარლესი და ცელქი გოგონა მარიამ გოგაბერიშვილი.მადლობა მარიამ შვილო რომ შენ ასეთი კარგი შვილი ხარ.ეს შენი საყვარელი ადამიანების დაფასებაა შენგან,დიდი იმედი მაქვს ეს აქ არ დასრულდება და სწავლას გააგრძელებ.წინ ძალიან დიდი და რთული გზა გაქვს გასავლელი და ხავერდოვანი,ლამაზი,ნათელი მომავალი გელოდება,დაგილოცავ ამ გზას.ყველაფრისათვის მზად უნდა იყო,მე შენი მჯერა,შენ ძლიერი ხარ. -სცენაზე ამოვიდეს მარიამ გოგაბერიშვილი.გაისმა ხმა და მარიამს ფეხები აუკანკალდა,გიორგიმ გაამხნევა და ნელა ნელა გასცილდა მამის ძლიერ მკლავებს.დირექტორმა მედალი გადასცა და თხოვა თუ რამე ჰქონდა სათქმელი ეთქვა.მოუსვენარი და მუდამ მხიარული გოგონა დღეს წყნარად იყო,გაუბედავად მივიდა ტრიბუნასთან ხელის კანკალით შეეხო ნიკრეფონს,თვალი მოავლო დარბაზს,ხმა ჩაიწმინდა და ასევე ხმის კანკალით დაიწყო საუბარი.უეცრად გიორგის თვალებში ჩაგუბებულ ცრემლს მოჰკრა თვალი და გათამამდა,ძალა მიეცა და ომახიანად თქვა. -მადლობა ყველას,ადამიანებს რომლებმაც აი-იადან მეცნიერების დიდ საფუძვლებამდე ამიყვანეს,მადლობა ბავშვობის ბილიკები დატკეპნილად და ლამაზად რომ გავიარე.თქვენგან ვისწავლე უამრავი რამ და დღეს ამაყად მინდა ვთქვა რომ მე თითოეული თქვენთაგანი მიყვარხართ.მაპატიეთ თუ ოდესმე გული გატკინეთ ეს ხომ ბავშური ეშმაკობებით იყო გამოწვეული,არ მინდოდა მაგრამ მაინც მაკეთებინებდა გული ამ სისულელეებს და სიგიჟეებს.მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა ადამიანს რომელიც ჩემთვის ის ადამიანი ლეგენდაა. ადამიანი რომელმაც მხოლოდ ჩემს გამო გააგრძელა ცხოვრება და 18 წელია ის ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს და ცოცხლობს,ამ ადამიანით ვისწავლე თუ როგორ უნდა გავუმკლავდე სირთულეებს,მისმა სიძლიერემ მეც მასწავლა ვიყო ძლიერი.ადამიანი რომელმაც მთელი თავისი საუკეთესო წლები მე შემომწირა,ის ჩემი არსებობით ცხოვრობს და ჩემი არსებობით ცოცხლობს.მე ვიქნებოდი ძალიან უმადური შვილი დღეს ეს სიტყვები შენთვის რომ არ მეთქვა მამიკო,მადლობა ყველაფრისთვის,მადლობა ჩემთან გატარებული ყველა წუთისთვის,მადლობა უფალს რომ მე შენი შვილობის ღირსი გამხადა, განსაკუთრებული მადლობა მამა ყოველი მილისთვის რაც ერთად გაგვივლია,მიყვარხარ და მეამაყები.ჩვენი სიყვარულის ისტორია დაიწყო ჩემს დაბადებამდე მაშინ როცა ჯერ კიდევ დედას სხეულში ვიყავი და შენ მელოდებოდი და მელოდებოდი ალბათ ისე, როგორც არ ელოდებიან არასდროს და არავის ცხოვრებაში. შენ უკვე გიყვარდი, მთელი გულით, მთელი არსებით.მოვევლინე თუ არა ამ სამყაროს შემიზიზღე და არც გამტყუნებ მამიკო, ჩემში ხომ იმ ადამიანის სული დევს რომელიც მე წაგართვი ჩემი გაჩენით.იმის ნაცვლად რომ სიხარულისგან გეყვირა და გემღერა თვეების მანძილზე ვერც მიყურებდი ეს ისევ შენი ნათქვამიდან ვიცი სხვას არავის არ უთქვამს.მე არ მახსოვს ეს წუთები,მაგრამ მახსოვს შენი ძლიერი და ამავე დროს მზრუნველი ხელები, რომლებიც შიშისა და აღფრთოვანებისგან აყვირებულს ამაგდებდნენ ხოლმე ჰაერში,მე ყოველთვის ვიცოდი რომ შენ დამიჭერდი.შენ იყავი ყველაზე მომთმენი და ყურადღებიანი ყველა ჩემს მასწავლებელს შორის, შენ პირველმა მასწავლე ამ სამყაროს შეცნობა და შეყვარება.ხანდახან მაკლდი შენ და მაკლდა შენი სიტყვები,შენი მოფერება,შენთან დაძინებას ვერ ვახერხებდი ხშირად,მაგრამ მაინც გელოდი შენს საწოლში,შენს ბალიშზე ჩახუტებული ვიცოდი მოხვიდოდი და მე შენს მოსვლას გავიგებდი.არ ვწუწუნებდი,რადგან ვიცოდი რომ ბევრს მუშაობდი, მაგრამ ამასაც ხომ ჩემთვის აკეთებდი.ბევრჯერ მკაცრადაც დამლაპარაკებიხარ და შენი გაბრაზებული მზერისგან მინდოდა მიწა გამსკდომოდა, მაგრამ შეხედავდი თუ არა ჩემს თვალებში ცრემლებს ღრმად ამოისუნთქებდი და მეფერებოდი.მამიკო რაც არ უნდა მოხდეს,დედა ჩემი მფარველი ანგელოზია მაღლიდან, შენ კი ჩემი ყველაზე საიმედო საყრდენი და ჩემი ციხესიმაგრე ხარ.თუ მე შემეკითხებიან, ვინ არის საუკეთესო მამა მსოფლიოში, მე ვუპასუხებ რომ შენ ხარ საუკეთესო მამა, იმიტომ რომ შენ ჩემი მამიკო ხარ.ასევე ბოდიშს ვუხდი ადამიანს რომელიც წლების მანძილზე უძლებდა ვაჟკაცურად ჩემს გამო გალანძღვას და თითქმის ყოველ დღე სკოლაში იყო დაბარებული,ამ ყველაფერს კი ჩემი ბებლო მამიკოს ჩუმად აგვარებდა.შენ საუკეთესო ბებლო ხარ ბე.მადლობა ჩემს საამაყო ძიოებს,იმიტომ რომ ყოველთვის მამხნევებდით და გჯეროდათ ჩემი.მამუდა არ დამვიწყებიხარ,მიყვარხარ აი აქ გულში.ვახო,ლუკა,კობა,ნინი თქვენ ჩემი ლამაზი სამყარო ხართ.ანას გაეცინა და გიორგის ჩამოადო მხარზე თავი. -არ თქვა რომ აფერისტობაში შენსავეთ ბადალი არ ჰყავს,ასე როგორ გამოზარდე ანა მარიამი.უჩურჩულა გიორგიმ. -საზიზღარი ადამიანი ხარ,იცი ახლა ვერ გიპასუხებ.შეუბღვირა ანამ გიორგის.მარიამი ამაყად ჩამოვიდა სცენიდან და ხალხის მასაში ადვილად მოძებნა მამის ძლიერი მკლავები და გიორგიმ ორივე ხელებით ასწია მარიამი და გულში ჩაიხუტა საყვარელი არსება,რომელმაც დღეს ძალიან ასახელა და ამაყი გახადა. -შენ მე დღეს სიცოცხლის უკვდავების წყალი შემასვი,მე ვამაყობ შენით ჩემო ერთადერთო. -მაპატიე რომ გაბრაზებდი ხოლმე,მაგრამ ვფიქრობ გამოვისყიდე ჩემი დანაშაული. -შენ მე ვერასოდეს გამაბრაზებ,ჩემი სიცოცხლის აზრი მხოლოდ შენ ხარ მარიამ.ბექამ გულში ჩაიკრა მარიამი და თავზე აკოცა ფრთხილა.ვახომ კი ხელში აიყვანა და აფრიალა მარიამი და მთელი ხმით იყვირა. -ჩემი ნერვების შემჭმელი,მაგრამ გპატიობ იმიტომ რომ მედალოსანი ხარ.. -ძიო დღეს სახლში ვქეიფობთ.თქვა ლუკამ. -ნათლი ხვალინდელი დღე კი ჩვენია და უარს არ მივიღებ იცოდე.უთხრა ვახომ მკაცრად. -არ ფიქრობთ,რომ სახლში უნდა ვილაპარაკოთ ამ თემაზე? მკაცრად უთხრა ვახოს გიორგიმ რადგან უამრავი წყვილი თვალი იყო მათზე მოჩერებული. -მარიამ ბიძი ცოტა ტვინი ვერ ჩაუდე კობალოს თავში?უჩურჩულა ლაშამ და ორივეს გულიანად გაეცინა. -ნუ ხარ უმადური ბიძი,ბიჭია და მაინც კარგად გამოძვრა.ყველა გახარებული და ბედნიერი დაბრუნდა სახლში და გიორგიმ სამეგობრო წრეში აღნიშნა მარიამის წარმატება.სოფლიდან ვერ ჩამოვიდნენ და ტელეფონით აცნობა თამროს და ნოდარს მარიამის წარმატება.გიორგიმ გაიხსენა ყველა ის წუთი რომელიც ერთად გაიარეს დედის სამშობიაროში მიყვანიდან დაწყებული,დამთავრებული სკოლამდე რომელსაც ისინი ხშირად ერთად გადიოდნენ. -არის მომენტები, როცა განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი სამსახური ათასი გრძნობა და ფიქრი ირევა თავში, მაგრამ სახლში მოვალ შევხედავ მარიამს და მავიწყდება მთელი დღის დაღლა. -მარიამ შენ არაფერი არ გაქვს სათქმელი ბიძი?მოეფერა ბექამ. -ბევრი,ძალიან ბევრი და მაპატიეთ თუ ტკივილს მოგაყენებთ,მაგრამ უნდა ვთქვა. -თქვი რაც გულში გაქვს.უთხრა გიორგიმ. -თანდათანობით პატარა და გიჟი გოგონა თქვენს თვალწინ გაიზარდა,რაც უფრო საღად აღივიქვი ცხოვრება, მით უფრო მეტად ჩავწვდი შენს ბუნებას მამა.უფრო ნათლად ვამჩნევდი შენს ძლიერ დადებით თვისებებს და ვხვდებოდი რომ შენ მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ რომელსაც შეუძლია დამალოს ტკივილი და მაჩვენოს ის დიდი სიყვარული რაც შენს გულშია.სადაც არ უნდა წასულიყავი,მე ყოველთვის ველოდი შენს ზარს და უკვე ვიცოდი რასაც მეტყოდი ,,მიყვარხარ პატარავ''.ახალა კი მე მინდა გითხრა,მიყვარხარ მამიკო ყველაზე და ყველაფერზე მეტად. -უფ მარიამ,უფ მარიამ დღეს სკოლაში მატირე,ახლა აქ მატირებ რა დაგიშავე მითხარი რას მერჩი.უთხრა ანამ და მარიამს მოეხვია.გიორგის სიტყვები ყელში გაეჩხირა და ვერ შეძლო ხმის ამოღება,ადგა მარიამს ხელები შემოხვია, თვალებიდან ცრემლები წასკდა. -მიყვარხარ ჩემო პატარავ,შენ მე სულიერად მავსებ და ცხოვრებას მიხანგრძლივებ. -გიორგი შვილი გაგეზარდა.თვალი ჩაუკრა ბექამ. -მართალია,როგორ მალე გამეზარდა და ჯერ კიდევ არ ვიცი რას ფიქრობს,რაზე უნდა რომ ისწავლოს. -მე დედიკოს ოცნებას უნდა შევასხა ფრთები და ექიმი უნდა გამოვიდე.გიორგის ფერი დაეკარგა და მკაცრად,მტკიცედ უთხრა მარიამს. -მაგ დარგის გარდა რა დარგიც გინდა ის აირჩიე,მხოლოდ ეს დარგი აღარ ახსენო.მარიამს უცებ შეეშინდა,არ იყო ჩვეული გიორგისგან ასეთი ტონით საუბარს და ეუცხოვა მისი ხმა. -მე ეს დარგი მაინტერესებს.უთხრა გაუბედავად. -მარიამ ძალიან გთხოვ,მხოლოდ ეს დარგი არა.გიორგი ადგა და მაგიდა დატოვა,ჰაერზე გავიდა.ბექამ მარიამის გვერდით დაჯდა და უთხრა. -მარიამ შვილო უნდა გაუგო გიორგის მას დღემდე ეშინია,ყველა დარგს უნდა მეცადინეობა,მაგრამ როცა ექიმი გინდა გამოხვიდე თავი არ უნდა დაზოგო,მარიამიც ასე იყო მიუხედავად იმისა ძალიან ნიჭიერი იყო მაინც დღეს და ღამეს მეცადინეობდა.ამიტომ ეშინია,ვერც გაამტყუნებს ვერავინ,ნუ აწყენინებ მას,ნუ ატკენ უარესად იმ ნატკენ გულს და თქვენს შორის ნუ ჩააშენებ ურყევ კედელს.ჭკვიანი ხარ და იმედია დაფიქრდები,წადი ახლა და მოეფერე დღევანდელ საღამოს ნაწყენი ნუ დაშორდებით ერთმანეთს. -ადექი ახლა და მიბრძანდი გარეთ,თორემ როცა ჩაქრება ჭადრებში მაშინ მოგხვდება ღრანჭებში ჩემი ხელი.უთხრა კარგად შემთვრალმა კობალომ. -აუ ამან შეუბერა უკვე.თქვა ლუკამ და ყველას გაეცინათ. -არა უშავს ლუკაჩო ყველა უბერავს ნიავის გარდა.უთხრა კობამ და თვალი ჩაუკრა.მარიამი კი წამოდგა გარეთ გავიდა და გიორგის დაუდგა გვერდით,რომელიც სიგარეტს აბოლებდა.როცა ნერვიულობს ძალიან მხოლოდ მაშინ ეწევა,თითქმის სიმაღლეში გაუტოლდა მამას,წელში მისი სუსტი ხელები შეუცურა თავი მხარზე ჩამოადო და მაღლა ცაში დაიწყო ცქერა.უცქერდა მდუმარედ,როგორ დასრიალებდა შავ ღრუბლებში დიდი სავსე მთვარე ხან რომ ემალებოდათ და ხან დასცქეროდა მამა შვილს თავზე. -მა მაპატიე რა,არ ვიცოდი ეს დარგი ასე თუ გეჯავრებოდა.უთხრა მოწყენილმა. -ჩემი ბრალია მარიამ დრო ვერ გამოვნახე შენთან მომავალ სპეციალობაზე და გეგმებზე მესაუბრა და ერთად განგვეხილა ეს საკითხი.ძალიან გთხოვ,კარგად დაიმახსოვრე რაც არ უნდა დამემართოს,ექიმი არ მომიყვანო იმდენად მეჯავრება ეს დარგი ვერ ვიტან თეთრ-ხალათიანებს.მე ამ დარგმა უსაყვარლესი ნაზი ქმნილება წამართვა.აირჩიე ბიზნესი,ჩემი კომპანია,რომელსაც ჯერ ბაბუაშენმა და მერე მე ჩვენი ახალგაზრდული წლები შევალიეთ შენია შვილო.არც ბაბუაშენი და არც მე თან არაფერს არ წავიღებთ,გარდა ერთი ხელი ტანისამოსისა და ჩემს ოთახში კომოდზე რომ ჩემი და დედაშენის ფოტო დევს. -აღარ გააგრძელო,დავასრულოთ საუბარი მე მთელი არსებით მიყვარხარ.შენ ყოველთვის ჩემს გვერდით ხარ,შენ მე ცხოვრება მასწავლე ყოველთვის გულწრფელი გულით და სუფთა თვალებით დგეხარ ჩემს წინაშე.შენ ხარ ძალიან ძლიერი პიროვნება,მტკიცე და გამგები.მეც ყოველთვის გაგიგებ თუ რამეს შეცვლი.გიორგის გაეცინა და უთხრა. -მიხარია მარიამ ამ სიტყვების მოსმენა შენგან,გულახდილად გეტყვი ამ 18 წლის მანძილზე არ შემიცოდავს და თუ რამე შეიცვალა დარწმუნებული იყავი რომ ამას პირველი შენ გაიგებ ჩემო გოგო და იმასვე მოვითხოვ შენგან. -აუცილებლად,შენზე უკეთეს მრჩეველი მე არავინ არ მეყოლება.ჯერ თავისუფალი ვარ,არაფერი არ ხდება თუ რამე იმედი მაქვს რომ ყოველთვის დამეხმარები გადაწყვეტილების მიღებაში. -საბოლოო გადაწყვეტილებას თვით გული აკეთებს მარიამ და არა მეორე პირი,უკვე ზრდასრული ხარ და არა ჩვეულებრივად მოაზროვნე,შენ გაქვს იმის უნარი გააკეთო არჩევანი და გადაწყვეტილებაც თავად მიიღო,მე კი ყოველთვის მოგისმენ და რჩევას მოგცემ,მთავარია შეგიყვარდეს გრძნობით.მარიამი უცქერდა მამას და თვალებით უცინოდა,ვისაც არ უნდა შეეხედა მისთვის ყველა შეამჩნევდა მათ შორის მსგავსებას,რომ მათ ერთნაირად უცინოდათ თვალები,ასევე ჰქონდათ ერთნაირი მომნუსხველი ღიმილი და გამოხედვა.ეს ორი არსება, ერთნაირი ინდივიდი იყო ერთი სხეულისა. ყველამ კარგად ვიცით რომ უძველესი დროიდან,ქალის მისია ოჯახი და შვილებია.მაგრამ დროთა განმავლობაში შეიცვალა ეს მისია და სუსტი სქესის ქალი ძლიერი ქალით შეიცვალა.ქალი ყოველთვის მაღლა დგას მამაკაცის გონებაზე,ხასიათზე და სიმტკიცეზე.იმიტომ,რომ ქალი უფრო წინდახედული და მიზანდასახულია და ვინ არის ეს სუსტი ქალი? ვინ არის და ჩვენი ნინი მეფარიშვილი და ეს არის ადამიანი რომელიც ჩამოყალიბდა საქმიან ქალბატონად და რომელსაც მკაფიოდ აქვს განსაზღვრული ფასეულობები.მან ზუსტად იცის რა უნდა გააკეთოს,რომ მიზანს მიაღწიოს და ამასთანავე მკაცრად და წერტილ დასმულად გასცეს პასუხი მოსაბეზრებელ მამაკაცებს.ძალიან კმაყოფილი იყო გიორგიც და ყველა ნინის შემართებით,ნინი წარმატებული ქალი გახდა და ამით არ ავარდნია მისი წარმატება თავში,არც სხვის მოქმედებებს ადევნებდა თვალს,არამედ ის თავად თავის თავისგან ითხოვდა ძალიან ბევრს და ამიტომ მიიწევდა ნელა-ნელა წინ მწვერვალებისკენ სულ მალე კი ის საზოგადოების წინაშე წარსდგებოდა როგორც დაუღალავი ,,ბიზნეს ლედი''. გიორგი თვალს ადევნებდა და ზოგჯერ გაფრთხილებას აძლევდა სხვების ჩუმად. -ნინიკო მეც ბევრჯერ წამიკითხავს სანთლის შუქზე რომელიც გაცნობიერებულმა ავირჩიე და მივმხვდარვარ,რომ ჯერ საკუთარი სინათლით ხელში შუა გვირაბში მდგარმა გავყევი ამ სუსტ შუქს.ბედნიერება მაშინ ვიგრძენი როცა გზის ბოლოში გასვლამდე უკვე უფრო კაშკაშა შუქი ვიგრძენი და თითქმის წელში გამართული ვიყავი,რადგან ოცნება ნახევრად შესრულებული მქონდა.დამიჯერე,როცა იმ გვირაბს გასცილდები ბედნიერება იქ გხვდება რადგან იქ სიბნელიდან გასული უკვე მყარად დგეხარ მიწაზე,მხოლოდ ტვინს დასვენების საშუალებაც მიეცი რომ თავად მოგაწოდოს ახალ-ახალი იდეები.სჯეროდა,სჯეროდა გიორგის თითოეული სიტყვის და ძალიან აფასებდა მას.მასთან ერთად ძალიან დიდ დროს ატარებდა ბიბლიოთეკაშიც,კითხულობდნენ ლიტერატურას და შემდეგ წაკითხულს ერთად განიხილავდნენ.30 წელს მიღწეული ნინი უკვე წარმატებული და საქმიანი ქალია.ისე ჩაერთო გიორგისთან ერთად ბიზნესში და თავისი პირადი ცხოვრება თითქმის მიავიწყდა,მაგრამ ბედი ხომ თავად ეძებს იმედგადაწურულ ლამაზმანებს.ერთ საღამოს ნამცხვრის გაკეთება გადაწყვიტა და მისმა ტელეფონმა შეახსენა თავი,ამიტომ გიორგი რადგან ახლოს იყო ტელეფონთან თხოვნით შეხედა რომ თავად ეპასუხა. -გიორგი უპასუხე რა? -მეეე? -ხო,არა უშავს. -გისმენთ. -ალოოოო? მოესმა გიორგის ქალის სასიამოვნო ხმა და საქმეში გართულ ნინის გახედა. -გისმენთ,ვინ გნებავთ. -უკაცრავად მგონი შემეშალა. -იქნებ არ შეგშლიათ და სწორედ მასთან რეკავთ ვინც გაითვალისწინეთ.ჩაეღიმა გიორგის და ნინის თვალი ჩაუკრა. -ნინი მინდოდა,მაგრამ......... -არავითარი მაგრამ,ახლავეს დავუძახებ.უთხრა გიორგიმ და ნინიკოს ანიშნა შენ გკითხულობენო.ნინიმ ტელეფონი გამოართვა და გაუბედავად უპასუხა. -გისმენთ ნინი ვარ. -ნინიკოოოო,ანკა ვარ წუხელ ჩამოვედი გერმანიიდან და მინდა გნახო.გიორგის ესმოდა და ხელით ანიშნა აქ მოვიდესო. -აქ რომ მოხვიდე? -სად აქ ქალი,იქ შევიკრიბოთ სადაც ვიკრიბებობით საღამოს 5 საათზე გელოდებით მე და თიკო.ნინიკო ვინ იყო ის რომ მიპასუხა? რა მკაცრი ხმა აქვს,გამაცნობ? გიორგის ჩაეღიმა და ნინის უთხრა. -გადაეცი იმ მკაცრი ხმის პატრონი დაკავებულია უკვე 18 წელიათქო.გაიგონა მოსაუბრებ და ჩაილაპარაკა. -ეს რა უბედო დავიბადე,მე ხომ ბედი არ მაქვს რა არაფერში.ნინის გაეცინა და შემდეგ მოწყენილმა უთხრა. -არ ვიცი ანკა თუ წამოვალ,წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვი. -წამოხვალ,გული მიგრძნობს რომ გნახავ და გელოდები.ნინიმ ტელეფონი გათიშა და გიორგიმ მკაცრად შეხედა. -რამდენი დროა გასული რომ შენი მეგობრები არ გინახავს. -არ მახსოვს ბოლოს როდის ვნახე,პირველი კურსი დავხურეთ და შემდეგ გერმანიაში წავიდა გაცვლითი პროგრამით მას შემდეგ იქ არის. -ყველაფერს დაანებე თავი,მოემზადე და წადი,თუმცა მე გაგიყვან დაგტოვებ იქ სადაც უნდა შეხვდეთ ერთმანეთს და წამოსვლისას მოგაკითხავ,სახლშიდაც მე წამოგიყვან.ამ სახლში სრული თავისუფლება გაქვს,შეგიძლია გახვიდე და მეგობრებსაც შეხვდე.დროს ნუ კარგავ,წადი მოემზადე მაგ ნამცხვარი მერე დაასრულე რომ მოხვალ ან ხვალაც შეიძლება რომ გააკეთო.ნინის გაუხარდა და ღიღინით შეუდგა მომზადებას.ნინიმ გამოვიდა მომზადებული თავის ოთახიდან და ამ დროს გიორგიმაც გააღო ოთახის კარი,შეხედა თუ არა ნინის ცერა თითი აუწია და ღიმილით უთხრა. -დღეს ბედი გაგეხსნება. -კარგი რა გიორგი დამცინი? -სულაც არა,მოდი დავნიზლავდეთ. -არ მჯერა,ჩემმა მატარებელმა ჩაიარა დიდი ხანია. -ხო ჩაიარა,რომ არ დახვდი გაჩერებაზე. -იცინე,იცინე.გაეცინა ნინისაც. -მშვებივრად გამოიყურები ნინიკო.უთხრა და თვალი ჩაუკრა.მალე მივიდნენ ნინის ნათქვამ მისამართზე და გიორგიმ დაინახა ორი გოგონა იდგა კაფეს წინ. -ესენი ალბად შენ გელოდებიან.ნინიმ გაიხედა და თქვა. -ღმერთო,როგორი შეცვლილები არიან. -შესაძლებელია შენც იგივე გითხრას ორივემ.გააჩერა,გადმოვიდა და ნინის მოეხმარა მანქანიდან გადმოსვლაში.გოგნებამ კი სათვალეები ჩამოიწიეს და ისე შეათვალიერეს გიორგი. -დაცვინდა თვალები შენს დაქალუშკებს ნინიკო.ღიმილს არ იშორებდა სახიდან გიორგი რაც ნინისაც ახალისებდა.გიორგიმ ნინის ლოყაზე აკოცა და დაუბარა. -საღამოს გამოგივლი,არ იჩქარო მოვალ და ერთად წავიდეთ.ამ დროს ორი გოგონა ნინისკენ გამოიქცა და მხიარული შეძახილებით ჩაეხუტნენ ერთმნანეთს,გიორგიმ კი სიგნალი მისცა ნინის და ადგილიდან მოწყვეტილად გავიდა. -წამოდით შევიდეთ,რომელმა მოიფიქრეთ აქ შეხვედრა.რამდენი წელია აქ აღარ ვყოფილვარ და როგორ მომნატრებია.თქვა ნინიმ. -ნინი ის ვინ იყო? შეეკითხა ანკამ. -ის არის ადამიანი,რომელმაც მე გზა გამიხსნა ბიზნესში და ჩემი კარიერის პირველი წარმატეაც მისი დახმარებით მოხდა. -ეს არის გიორგი? ნინი ცოლიანია?თვლები აუციმციმა თიკომ. -თქვენ არ იცვლებით ხომ? -მართლა მომეწონა,მაგარი ტიპია.თქვი ცლიანია? -არა ანკა გიორგი ქვრივია, მაგრამ დღემდე მარტოა.ერთადერთი შვილი ჰყავს 18 წლის მარიამი და მისი ცხოვრება მხოლოდ მას მიუძღვნა,ალბად დარჩენილ სიცოცხლის დღეებსაც მას მიუძღვნის. -ნინი შეგიყვარდა? კითხა ანკამ და ნინი შეკრთა. -ანკა,გიორგი მიყვარს როგორც ადამიანი და როგორც კარგი მეგობარი.მე მან ოჯახში მიმიღო და პირველივე დღიდან ჩემი პატარა და ხარო მითხრა,აქ კი როგორც ხვდები ზედმეტია სხვა გვარად ფიქრი.ის დღემდე მტკიცედ და სათითად უფრთხილდება მისი საყვარელი მეუღლის ხსოვნას,გაგაცნობთ საღამოს და თავად დარწმუნდებით. -გამოდის შანსი არ მაქვს? -არა ნაირი,ნუ ფიქრობ შენ მასთან შენს ფიქრებში თუ მიხვალ თიკო რეალობაში ეს გამორიცხულია.თქვენი ამბები მომიყევით,რას აკეთებთ და როგორ ხართ. -შენ ისევ მარტო ხარ? ბიზნეს ლედი არავის მოსწონს? -პირიქითაა ანკა ბიზნეს ლედს არ მოსწონს არავინი.შენ? -შაკოსთან ვარ უკვე თითქმის ერთი წელია. -ოოოუ,ეს პროგრესია შენ ხომ წლამდე არცერთ მამაკაცთან არ ჩერდები რადგან მალე გბეზრდება ისინი. -მგონი მეწვია ატომური ბომბი გოგოებო. -გაგვანათლე უფრო კარგად.იცინოდა ნინი და ანკას შესცქეროდა. -ნინი ნუ დამცინი,მე და შაკო ვქორწინდებით. -სერიოზულად ფიქრობ დაქორწინებას? -საკმარისია საყვარელო რაც გავერთე,30 წლის ვარ შაკო მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. -კარგია,ძალიან გამახარე.გოგონებს საუბარში დროც შემოეძარცვათ და დღემაც ბინდისფერი გადაიკრა,გიორგის მანქანაც გამოჩნდა და ნინიმ ხელი დაუქნია შემოდიო,გიორგიც შევიდა და ნინის გვერდით დაჯდა. -გიორგი გაიცანი ჩემი სკოლის მეგობრები და შემდეგ სტუდენტობაც ერთად გავიარეთ,ეს კი გიორგია,ადამიანი რომელმაც ჩემთვის ძალიან ბევრი გააკეთა. -სასიამოვნოა,ნინი ჩემი პატარა და არის.თქვა გიორგიმ და ნინის ხელი გადახვია მისკენ მიიწია და თავზე აკოცა ფრთხილად.ისაუბრეს,იცინეს და მოულოდნელად გიორგის თვალი გაუშეშდა,ნინიმ გაიხედა და მათკენ ძალიან სიმპატიური მამაკაცი ღიმილით მოდიოდა,გიორგი ფეხზე წამოდგა და სიხარულით სავსემ თქვა. -მელანდენი თუ მართლა შენ ხარ დემეტრე. -არ გელანდები, გიორგი არ შეცვლილხარ უბერებელი ხარ მეგობარო. -მე?მე შესაძლებელია ფიზიკურად არ შევცვლილვარ თორემ ჩემში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა,აი შენ კი არ შეცვლილხარ.როგორ ხარ,საით ხარ ან როდის დაბრუნდი.დიდი ხნის უნახავი მეგობრები ერთმანეთს გადაეხვია. -ეს ბოლო სამი წელია საქართველოში ვარ,ბანკში ვმუშაობ ბანკის მმართველი ვარ.შენ?ისევ შენს ბიზნეს უძღვები ალბად,მარიამი? როგორაა მარიამი ღმერთო რამდენი წელია გიორგი აღარ მინახიხართ,დაქორწინების შემდეგ.ერთ შვილზე გაჩერდით? აქ გიორგის სუნთქვა შეეკრა,სახე მოექუფრა,ფერი დაეკარგა და შუბლზე ოფლმა გამოჟონა,მის თვალებში კი ცრემლიც გაჩნდა.დემეტრეს შეხედა თვალებში და ჩუმი,ჩამწყდარი ხმით უთხრა. -მარიამი 18 წელია აღარ მყავს დემეტრე.დემეტრე გაშეშდა,ცუდად იგრძნო თავი და გაოცებულმა უთხრა. -რას,რას ამბობ გიორგი როგორ,როდის.მის თვალებშიდაც ცრემლი გაჩნდა და გიორგის თანაგრძნობით შეხედა. -ახლა არა,მერე შეგხვდები და მოგიყვები.უთხრა სევდიანად. -კარგი როგორც შენ იტყვი,მაპატიე არ ვიცოდი ან რატომ არავინ არაფერი არ მითხრა. -მეც არ მახსოვს ჩემი თავი იმ დრო დემეტრე როგორ ვიყავი და შენ რა გითხრა. -ბავშვი? -18 წლისაა და მარიამის ასლია. -უნდა ვნახო აუცილებლად,ერთ საღამოს გესტუმრები. -როცა გინდა დემტრე საღამოობით სულ სახლში ვარ.ნინის ტელეფონი ამღერდა და გიორგის შეხედა. -მარიამი არის. -უპასუხე. -გისმენ მარიამ. -სად ხარ,სად გაქრი ნინიკო? -მოვალთ მალე მარ. -მოხვალ(თ)? ვინ და ვინ მოხვალთ,მამიკოც შენთან ერთად არის? გიორგიმ ტელეფონი გამოართვა და უთხრა. -დაწექი მარიამ და მალე მოვალთ,საქმეზე გამოვედით. -კარგი ბატონო გიორგი.ისე უპასუხა მარიამმა აშკარად ეტყობოდა რომ არ დაუჯერა.გაეცინა ნინის გადახედა და უთხრა. -პატაკის ჩაბარება მოგიწევს.შემდეგ დემეტრეს შეხედა და უთხრა.-გაიცანი დემეტრე ეს გოგონები ნინის მეგობრები არიან და თავად ნინი ჩემი პატარა დაიკო არის.გოგოებმა ბოდიში მოიხადეს,დაემშვიდობნენ ერთმანეთს და წავიდნენ.დემეტრე კი არ ჩქარობდა წასვლას,გიორგიმ მიხვდა დემეტრეს ინტერესი ნინის მიმართ,თვალი ჩაუკრა დემეტრეს და ცოტა ხნით ბოდიშის მოხდით გასვლა ითხოვა.ნინიმ უხერხულობა იგრძნო,მაგრამ დემეტრემ გადადგა პირველი ნაბიჯი თვალებში ჩახედა და უთხრა. -საიდან მოხვედი ასეთი სუფთა,მორცხვი და უმანკო. -არსაიდან,იქ ვარ ყოველთვის სადაც უნდა ვიყო. -უფრო მეტის გაგება რომ მომინდეს,როგორ უნდა დაგიკავშირდე ნინი. -ვფიქრობ არ გაგიჭირდებათ საინტერესო ინფორმაციის მოძებნა,რადგან ძალიან კარგი ინფორმატორი გყავს.ღიმილით უთხრა და დემეტრესაც ჩაეღიმა. -რატომ გავიგო გიორგისგან როცა შეიძლება ვახშამზე დაგპატიჟოთ და თავად მითხრათ.ნინიმ შეხედა და უთხრა. -თუ უფლის ნებაა,ისევ შევხვდებით ერთმანეთს. -ის მაინც მითხარი,როდის შევძლებ კიდევ შენს ნახვას. -ნინიკო წავედით.ნინიმ გახედა იმ წუთში მოსულ გიორგის და დაეთანხმა. -წავედით.დაემშვოდობნენ დემეტრეს და გიორგიმ რაღაც ანიშნა და დემეტრემაც გაუღიმა.მიდიოდნენ ორივე კმაყოფილი სახეებით და მოულოდნელად გიორგიმ უთხრა. -ხომ გითხარი დღეს ბედი გაგეხსნებათქო,შევცდი. -რაში?გაუკვირდა ნინის. -უნდა დაგნიზლავებოდი და უფრო მუღამი ექნებოდა დღევანდელ საღამოს.იცინოდნენ და გიორგიმ ფრთხილად გააღო სახლის კარები და ნინიმ ფეხზე გაიხადა,სირბილით გადაკვეთა კიბემდე გზა რომ მოულოდნელად ზარივით გაისმა სიბნელეში მარიამის ხმა რასაც ნინის შეკივლება მოჰყვა. -ჰაიტ,ხელები მაღლა სახლში ქურდები შემოვიდნენ. -მარიამ? გულზე მიიდო გიორგიმ ხელი. -სად მიიპარებით თქვენ ორნი ასე აუხსნელად? წინ გადაუდგა ორივეს და მათ შეშინებულ სახეებზე ცდილობდა სიცილი შეეკავებინა. -ღმერთო ჩემო,მარიამ ენა ლამის გადამეყლაპა შიშისგან.უთხრა ნინიმ. -მე კი გული დამეშალა ნაწილებად და მის ადგილზე აღარ არის.თქვა გიორგიმ გაბრაზებულმა და მარიამს შეუბღვირა. -როგორც ვხედავ არც ერთს გადაგიყლაპია ენა და მეორესაც გული არ დამსხვრევია ადგილზე გაქვთ ორივეს თქვენი სხეულის ნაწილები,ახსნას ვიმსახურებ და გელოდებით,სად ბრძანდებოდით თქვენ ორნი ერთად? თვალები მოპწკურა და ჯერ გიორგის შეხედა და მერე ნინის. -დაწექი ხვალ ვისაუბროთ. -კარგი დავწვები,რადგან მოაგენით სახლი და სახლში ბრძანდებით ხვალაც მზად ვიქნები ახსნა განმარტების მოსასმენად.გიორგიმ და ნინიმ ერთმანეთს შეხედა და ორივეს გაეცინა.რადგან მეორე დღე კვირა დღე იყო,არავის უფიქრია უთენია ამდგარიყო,მხოლოდ ნინი ადგა,საუზმე მოამზადა და მათ ადგომამდე ნამცხვარიც გამოაცხო.სახლი ნელა-ნელა ახმაურდა,ყველაზე გვიან კი გიორგი ადგა სამზარეულოში შევიდა და მარიამს გაბღვერილი უცქერდა,უხალისოდ მიირთვა საუზმე და ნინის უთხრა. -ნინიკო ბექამ დამირეკა,კომპანიაში უნდა წავიდე და თუ დაგირეკო ყველაფერი გადადე და წამოდი,არ ვარ დარწმუნებული მაგრამ მზად იყავი ანა გამოგივლის და ერთად წამოხვალთ. -დღეს ხომ კვირაა?-კითხა მარიამმა. -მნიშვნელოვანი ნახაზებზე გვაქვს გადასახედი,დღეს სიწყნარეა იქ და გაგვიადვილდება მუშაობა არავინი არ შეგვიშლის ხელს. -სახლში რომ მოიტანო? -აქ შენ შემიშლი ხელს კიბორჩხალა ხარ და არ დამაცდი მუშაობას.გახედა მარიამს და წამოდგა.მარიამმა ჩაიცინა და მიმავალ გიორგის ზურგზე შეახტა,რამაც გიორგის უეცარი ძირს დავარდნა მოყვა და ხმამაღალი კვნესა აღმოხდა. -ვაიმე დედა რა დამეცა,არცერთი ძვალი მრთელი არ მაქვს.შემდეგ მარიამს შეხედა და შეშფოთებულმა უთხრა.-იტკინე რამე? -ძირს შენ დაეცი და შენ უნდა გტკენოდა,მე ძალიან რბილად და კომფორტულად დავეცი.აკისკისდა მარიამი. -ადე გოგო,ნუ დამაწებე მეტლახზე. -მა დღეს ისეთ ხასიათზე ვარ, რაღაც უნდა გავაფუჭო. -მარიამ შენგან სიგიჟეების სიახლეების ჩამოყალიბება ვისწავლე,მაინტერესებს როგორი იქნება ჩემი ხვალინდელი დღე? -ეს შენზეა დამოკდებული. -მაინც? -ჯერ ვფიქრობ,მაგრამ ნუ ხარ უზომოდ ცნობისმოყვარე. -ხომ იცი არ მიყვარს როცა რაიმეს მავალდებულებენ და კიდევ,კაბინეტში არ შეხვიდე იქ არაფერს არ შეეხო,თორემ იცოდე სერიოზულად ვიჩხუბებთ. -არა,გპირდები კაბინეტს არ შევეხები თუ რამე მოვიფიქრე დაგირეკავ.ხომ დამეხმარები? -გააჩნია რას ჩაიფიქრებ.თვალი ჩაუკრა გიორგიმ ფეხზე წამოდგა და მარიამიც წამოაყენა.რუსო და ნინი შეშფოთებული უცქერდა გიორგის მაგრამ მათი მომღიმარ სახეებს რომ შეხედეს თავადაც გაეცინათ. -როდის უნდა დაჭკვიანდე ბებო როდის.შეეკითხა რუსომ მარიამს. -რომ გავთხოვდები.თქვა მარიამმა და გიორგი უცებ შემობრუნდა,მარიამს წარბაწეულმა და თვალებ მოჭუტულმა შეხედა და უთხრა. -რამე ხდება და მე არ ვიცი? -არა,არა შენს თავს ვფიცავარ ეს ისე წამომცდა.გიორგის გაეღიმა და თავის ოთახში ავიდა მოსამზადებლად.გიორგი წავიდა და ტრიომ მისაღებში გადაინაცვლა,მარიამი ნინის უტეხად უცქერდა და თან ადგილზე ცქმუტავდა,ასევე ღიმილით ელოდა რუსო რას ეტყოდა მათ ნინი წინა ღამის შედეგებზე.შეამჩნია ნინიმ მარიამს მოუსვენრობა და თავად შეეკითხა. -რა გჭირს,რა არ გასვენებს მარიამ. -არ იცი რა არ მასვენებს? ან რატომ ვარ ასე არეული? -რა გჭირს,მითხარი.გაუკვირდა ნინის. -ვერ ხვდები? -ვერა. -ვფიქრობ და ვერ გავიგე სად იყავით წუხელ ორივე ერთად.ნინიმ ჯერ თვალებში შეაჩერდა მარიამს და შემდეგ მოულოდნელად გულიანად გაეცინა რომ მიხვდა მარიამს რა არ ასვვენებდა.სიცილისაგან თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა და ცოტა რომ დამშვიდდა მარიამს უთხრა. -ვაიმე მარიამ რა გემრიელად გამაცინე.ნინიმ მოუყვა ბებიას და შვილიშვილს ყველაფერი და რუსომაც დაარიგა. -მე ვიცნობ დემეტრეს აქ ხშირად მოდიოდა,სიმართლე გითხრა სულ მიკვირდა რომ არ დარეკა და სამძიმარი არ თქვა,ესე იგი არ სცოდნია მარიამის ამბავი. -ძალიან უხერხულში ჩადგა,აღარ იცოდა რა ეთქვა გიორგისთვის და თან ხომ ეტყობა ადამიანს რომ გულწრფელად შეწუხება,არ ჩანს ცუდი ადამიანი. -არა,დემეტრე ძალიან კარგ ოჯახში აღზრდილი ადამიანია.დიდზე წასულა,ბანკის მმართველი ყოჩაღ,ნინი ბედი კარზე მოგადგა და ვფიქრობ უარი არ უნდა თქვა,მაგრამ ბედის საკითხია ეს ყველაფერი.ამ დროს ნინის ტელეფონზე უცხო ზარი დაფიქსირდა და გაუკვირდა. -გისმენთ. -როგორ ხარ ნინი.ნინი გაშრა და ერთიანად გააცხელა რუსოს და მარამს გადახედა და ანიშნა ის არისო,მარიამმა კი ხელით ანიშნა დამშვიდდიო და ისიც დამშვიდდა -რომელი ხართ?ვითომ ვერ იცნო ზარის მფლობელი. -ნინი დემეტრე ვარ,გიორგიმ მომცა ნომერი და დაგირეკე მინდოდა მეკითხა ამ საღამოს შეგიძლია რომ შემხვდე? არც დაფიქრებულა ისე უთხრა დემეტრემ. -ვწევარ,სიცხე მაქვს.მარიამი და რუსო იცინოდნენ ნინის დაბნეულობაზე. -მართლა? მოვიდე? -არა,არა სახლში სტუმრები არიან და უხერხულია. -მერე რა? გნახავ და წამოვალ.ნინი ძალიან მინდა რომ გნახო,წუხელ მთელი ღამე შენზე ვფიქრობდი.რადგან არ შეგიძლია გამოხვიდე,მე თავად მოვალ.გიორგიმ რატომ არ მითხრა სიცხიანი თუ იყავი? დაიბნა ნინა და გაუბედავად უთხრა. -გიორგიმ არ იცის,მეძინა რომ წავიდა კომპანიაში და არ დაგვირეკია მისთვის. -კარგი მე დაურეკავ და ერთად მოვალთ.გაუთიშა დემეტრემ ნინის და შეხედა მარიამი უკვე გიორგის ურეკავდა. ბექა და გიორგი ნახაზებს ასწორებდნენ და ხშირ-ხშირად იწმენდნენ ოფლს,მარიამის ნომერი რომ დაფიქსირდა მის ნომერზე და გაეცინა აიღო და ღიმილით უთხრა. -რა მოიფიქრე,ვინ უნდა გაამწარო დღეს? -მამიკო შენი დახმარება გვჭირდება. -რა ხდება. -შენ მითხარი,ქორწილში ხომ გინდა რომ გაიჩითო? -მარიამ ვის ათხოვებ,გოგო დედაჩემი არ გაატანო ვინმეს ძალით ვერ გადაურჩები გოგის ცოცხალი.თქვა და გიორგიმ გადაიხარხარა და ბექა გაოცებული უცქერდა. -შენ დამპირდი,მომეხმარები? -ხო კარგი,მაინც ვერ მოგიშორებ და მითხარი რა გავაკეთო.მარიამს უსმენდა გიორგი ხან გაიცინედა და ხან წარბს მაღლა ასწევდა და ბექას ერთი სული ჰქონდა გაეგო თუ რა ხდებოდა. -რა ხდება გიორგი. -წავედით ბექუშ დიდი ხანია არ გვიცინია,სახლში კლოუნი მყავს და როდის დასერიოზილდება ეს არ ვიცი. როცა შენი გულის-ხმა კარგად გესმის და ფეხდაფეხ სწავლობ როგორ მოუფრთხილდე ამ პატარა საოცრებას,რომელიც მკერდში გიძგერს გონებაც ეთანხმება გულს.მტანჯველი წუთები იყო საცობში დგომა,გიორგი იდგა და ელოდა როდის გაიხსნებოდა გზა,რომ დემეტრემ დაურეკა. -გისმენ დემეტრე. -გიორგი სად ხარ,მინდა გნახო -სახლში მივდივარ მაგრამ საცობში მოვხვდი. -გაიგე რომ ნინი სიცხიანი არის? -კი გავიგე,მარიამმა დამირეკა მივალ და ექიმსაც დავურეკავ.გიორგი ისეთი სერიოზული სახით იჯდა და საუბრობდა ბექას ეს ყველაფერი რეალობა ეგონა და წყნარად უსმენდა. -როგორ შეგხვდე,მეც მინდა ვნახო ნინი თუ წინააღმდეგი არ იქნები. -არა წინააღმდეგი რატომ უნდა ვიყო,მაგრამ ალბად ჯერ კიდევ მომიწევს ლოდინი რთული სიტუაციაა,გადაკეტილია გზები. -მე ადვილად წავალ და სახლთან დაგელოდები,არ მინდა უშენოდ მივიდე. -კარგი დემეტრე დამელოდე და ვფიქრობ მალე განთავისუფლდება გზა.მართლაც ცოტა ხანში ნელნელა გაიხსნა მოძრაობა. -რა ხდება გიორგი. -ეს ბექა სიყვარულია, ეს მათი ბედია, კიდევ ერთი ლამაზი ოჯახი შეიქმნება და კიდევ ახალი პატარები შეემატება ჩვენს დიდ ოჯახს.როგორ შემიძლია ამ საოცრად ლამაზ საქმეს ხელი შევუშალო,მარიამი ჩემს სახლში ანას შემდეგ მეორე ჯადოქარია. -ვერაფერი ვერ გავიგე რასაც ამბობ. -მალე გაიგებ ყველაფერს.ლამაზი გოგო და ლამაზი ბიჭი, ორი ადამიანის ესთეტიკურ-რომანტიკული ბუნება ერთმანეთს სულ მალე შეერწყმება.მივესალმები მარიამის სითამამეს და სიგიჟეს, ეს ბუნების კანონია და ჩვენც ვალდებული ვართ კარგ საქმეს ხელი შევუწყოთ. -შენგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს მარიამი და შენ ის ძალიან კარგად გიცნობს რადგან ყოველთვის დარწმუნებულია, რომ შენ გულისმიერად მიიღებ მის ნათქვამს. -აქ ჩემო ბექუშ იცი რა ხდება? ჩვენ ორივემ კარგად ვიცით ურთიერთობების ფასი. -ვერ შეგედავები,მე ჩუმად ვარ და დიდი ინტერესით დაველოდები დღევანდელი დღის შედეგებს. -მეც შენთან ერთად და საღამოს კი ყველამ ერთად განვიხილოთ.გიორგი ტაატით მიიწევდა წინ სახლისაკენ და ნინი ხელებზე თითებს იმტვრევდა,აქეთ-იქით დადიოდა და ბუზღუნებდა. -რა ვქნა ახლა,ვიფიქრე თავს დავიხსნითქო და აქ მოდის,თან გიორგის დავურეკავო და მას შეეშინდება. -მაგ საქმეზე ნუ ჯავრობ დედოფალო,იმაზე ვიფიქროთ სიძეს რა ვუთხრათ.მარიამი გულიანად კისკისებდა. -მარიამ რა გაცინებს,მოვკვდები ნერვიულობით. -ვატყობ დემეტრე მართლა შენი ბედისაა შვილო.ღიმილით უთხრა რუსომ. -მოდი ასე ვქნათ,ბებლო შენ ძმარი გაამზადე ნინიკო ჩაწვება და ძმრიანი ტილო დავაფაროთ შუბლზე. -აუ ძმარი? სუნი აქვს.თქვა ნინიმ. -სალათას რომ ასხამ ხომ გიყვარს. -მერე სალათა ვარ მე? -სალათაც იქნები სულ მალე დემეტრესთვის გოჭის ხორციც და ვაშლიც,თუ ძმრის სუნი არ გინდა კიდევ,სიძეს ექნება კარგი სუნი და უთხარი არაფერიც არ მჭირს, შენი აქ მოტყუება მინდოდათქო და ჩვენ მარტო დაგტოვებთ და ზამეკანიაც მოხდება.სიცილით უთხრა მარიამმა. -რა ჩაიფიქრე მარიამ.უთხრა თვალებმოჭუტულმა ნინიმ. -არაფერი ისეთი რაც ჯერ არავის არ გაუგონია და რაც ჯერ არ მომხდარა. -რას გულისხმობ,რა გინდა გააკეთო. -ჩემი ბრალი არც არაფერია,შენ უთხარი სიცხე მაქვსო. არ გეთქვა და ეს თეატრიც არ გვექნებოდა დასადგმელი,წამოდი ახლა ზემოთ.არ აჩერებდა ენას მარიამი. -მოიცადე,იქნებ არ მოდის? -დავურეკო მამიკოს? -მიდი აბა რას გეტყვის.მარიამმა გადარეკა და მარიამს მოსმენილისგან თვალები გაუფართოვდა. -მართლა? შენ ბევრი დაგაგვიანდება? -არა,მოვედი უკვე.უთხრა გიორგიმ და ხმაც გაიგონა მარიამმა რომ დემეტრეს მიესალმა. -ბოდიში დემეტრე რომ გალოდინე,ძალიან დიდი საცობი იყო წამოდი სახლში შევიდეთ. -მოვიდნენ,დემეტრე აქ ყოფილა გარეთ და მამიკოს ელოდა,ბებლო სწრაფად ძმარი,ნინი საწოლში სასწრაფოდ.დატრიალდა მაგრამ რა დატრიალდა ტრიო,ნინი ისე აფრინდა კიბეებზე ფეხიც არ დაუდგამს მგონი ძირს,მარიამმა გადაასწრო რუსოს და უკვე საწოლში შეწოლილ ნინის ძმრიანი ტილო ტყეპა შუბლში,რაზედაც ორივეს სიცილი აუვარდათ,ოთახში აქლოშინებული რუსო შემოვიდა და მასაც გაეცინა. -ბებლო ნასკებიც ჩამოვამცვათ ფეხებზე უფრო დამაჯერებელი რომ იყოს. -ვაიმე მარიამ ვერ გადამირჩები. -დადუმდი,სიცხე გაქვს და ნუ ლაპარაკობ.შემდეგ სიცხის საზომი აიღო და ხელით გაახურა 39-ზე დააყენა და იქვე დადო.გიორგიმაც შემოაღო კარები და ცდილობდა არ გაცინებოდა,სახლში სიწყნარე იყო,მხოლოდ გოგი იჯდა მისთვის და ისიც ახალი მოსული იყო არ იცოდა რა ხდებოდა სახლში.შეხედა თუ არა გიორგის შეეშინდა და უთხრა. -რა იყო რა სახე გაქვს. -სად არიან,მარიამი სად არის. -ზემოთ არის,ახლა მოვედი აქ არავინი არ დამხვდა.კიბეებზე რუსო და მარიამი ჩამოვიდნენ და გიორგიმ მათ საყვედურით უთხრა. -რატომ არ დამირეკეთ ავად თუ იყო,დემეტრედან უნდა გამეგო? ექიმს დაურეკეთ? -არა,არ დაგვანება არც ექიმთან დარეკვა და არც შენთან.თქვა გულმოსულად მარიამმა. -რა ხდება,ნინი არის ავად? იკითხა გოგიმ. -ხო ბაბუ მაღალი სიცხე აქვს. -გაცივდა,სულ წყალში რომ აქვს ხელები დაურეკე გიორგი რატის და მოვა.გიორგიმ რატის დაურეკა და რატის ტელეფონზე მაიკომ უპასუხა. -მაიკო რატი სად არის? კითხა ისე შეშფოთებულმა მისალმების გარეშე რამაც მაიკო დააბნია. -აბანოშია,რა მოხდა გიორგი რა ხმა გაქვს. -მაიკო წამოყევი რატის და ჩემთან მოდით,ნინი არის მაღალი სიცხიანი. -უიმეეე,სად გაცივდა ასე მწარედ მოვდივართ ნახევარ საათში მანდ ვართ. -როგორ ხართ რუსო დეიდა,ძია გოგი.როგორც იქნა დემეტრემ მიესალმა რუსოს და გოგის. -გამეხარდა დემეტრე შენი ნახვა.მოეფერა რუსომ. -მარიამ მოდი ჩემთან.მარიამი მივიდა და დემეტრემ გულში ჩაიკრა. -ბოდიშს გიხდით არაფერი არ ვიცოდი მარიამის შესახებ,ალბად რა არ იფიქრეთ ჩემზე.გიორგიმ რომ მითხრა ძალიან მეწყინა,კარგად ვიცნობდი მარიამს. -მიკვირდა სიმართლე გითხრა,მაგრამ გიორგიმ რომ მითხრა დემეტრე ვნახე და ლამის ატირდა ჩემს წინო,მივხვდი რომ არაფერი არ იცოდი.გიორგიმ რუსოს შეხედა და გაუკვირდა მარიამის და ანას ხელში რუსომაც დაიწყო ტყუილების თქმა. -მარიამ ძალიან გავხარ დედას,არა მამასაც გავხარ მაგრამ უფრო დედას მიგამსგავსებ. -მამიკოს რით მიმამსგავსებ?კითხა მარიამმა.დემეტრემ ხელზე მოკიდა ხელი და უთხრა. -მამიკოს ხელის მტევნები გაქვს,ლამაზი თითებით. -ხშირად მეუბნება ჩემი ბებლო,რომ ხელის მტევნებით და გრძელი თითებით მამიკოს ვგავარ. -შეიძლება ნინი ვნახო?თქვა მორიდებულად. -კი,კი წამობრძანდით.უთხრა მარიამმა და წინ გაუძღვა დემეტრეს ძირს კი გიორგი და რუსო სამზარეულოში იცინოდნენ და მათ ბექაც შეუერთდა. -ახლა მივხვდი რა აქვს ჩაფიქრებული,რა სადისტი ბავშვია გიორგი.გაეცინა ბექას. -მეტყვი ახლა საერთოდ არ გავს ანასო? -ხომ არ დაგვიწყებია სისხლით ნათესავები არიან.მარიამმა დემეტრე ნინისთან დატოვა და თავად ძირს ჩავიდა,შევიდა სამზარეულოში და გულიანად გადაიხარხარა,გიორგიმ კი პირზე ააფარა ხელი. -გაიგონებს და უხერხულია,მიხვდება რომ ვატყუებთ.რატომ გააკეთე ეს,რა შედეგს ელი მარიამ. -მამა ნინი 30 წლისაა,თუ არ უჯიკა ვინმემ არ თხოვდება რადგან ამ ასაკში ძნელია გადაწყვეტილების მიღება მე კი ქორწილი მინდა და ქეიფი. -ღმერთო ჩემო,წამოდი გოგო მე წაგიყვან რესტორანში და იქეიფე ამის გამო წირავ ნინის? -ქორწილში ქეიფს სულ სხვა მუღამი აქვს,არ გაგეცინოთ და გეგმები წყალში არ ჩამიყაროთ.გააფრთხილა ყველა და ამ დროს რატი და მაიკოც მოვიდნენ. -რა მოხდა,რა მოუვიდა სად გაცივდა ასე ძალიან.იკითხა რატიმ,მარიამმა კი არ დააცადა გიორგისათნ საუბარი ექიმებს და სირბილით აიყვანა ისინი პაციენტის ოთახში.შესვლისთანავე კი დემეტრეს ბოდიში მოუხადა,ნინის შეხედა სულ ერთიანად კანკალებდა,ეს კანკალი კი ნერვიულობის იყო. -ბოდიში ძია დემეტრე ავადმყოფს გასინჯავს ექიმი. -კი,კი მე ძირს დაგელოდებით.დემეტრეს გასვლა და ნინის წამოხტომა ფეხზე ერთი იყო,რატი და მაიკო გაშტერებულები უცქერდნენ ნინის და ვერ გაიგეს რა ხდებოდა.მარიამმა ხელი მოკიდა ორივეს და საწოლზე ჩამოაჯინა და ზოგადად აუხსნა ორივეს რა ხდებოდა. -ესე იგი,ნინის ტკივა გული და მისი ნერვიულობა არ შეიძლება.სხვას მერე აგიხსნით,დაწერეთ რაღაც წამლები ქაღალდზე და ეს წამლები უნდა მიიღოს დღეიდან.მიუბრუნდა ნინის და სერიოზული ხმით უთხრა.-დაწექი შენ,შენი ადგომა არ შეიძლება უკვე გასინჯული ხარ და დიაგნოზიც დასმულია. -მარიამ მოგკლავ.რატი უცქერდა მარიამს და ერთი გადახარხარება როგორ ძალიან უნდოდა,მაგრამ თავს იკავებდა.როგორც იქნა ექიმები ძირს ჩამოვიდნენ და მაიკომ თქვა. -გიორგი ნინის გულის პრობლემები აქამდეც ჰქონდა? -არაფერი არ ვიცი.უთხრა გიორგიმ. -აუცილებლად გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს,მანამდე კი ეს წამლები უნდა მიიღოს. -და კიდევ მისი ნერვიულობა არ შეიძლება მის მდგომარეობაში.თქვა მოულოდნელად მარიამმა. -რა მდგომარეობაში.თქვა დემეტრემ. -მამიკო დამალვას აზრი აღარააქვს,ნინი ორსულად არის და ეს მისმა შეყვარებულმა დღეს გაიგო,ეჩხუბა და დაშორდა მაგ ბავშვს მე არ ვაღიარებო.აღარ შემხვდე,არ მიყვარხარ და აზრი არააქვს ჩემს მოძებნასო,ეს სიცხეებიც ნერვიულობის ბრალია.დემეტრემ მაიკოს შეხედა და უთხრა. -არაფერი ეტყობა,ალბად ნაყოფი ჯერ პატარაა. -მართალია,ჯერ პატარაა ალბად სამი კვირის.(ღმერთო რამდენ ტყუილს გვალაპარაკებს ეს ბავშვი)გადაულაპარაკა რატიმ გიორგის რომელიც გაშტერებული იდგა და მარიამს უცქერდა,იმ წუთში უნდოდა მართლა ეცემა,რადგან ასეთ რამეებზე არ შეთანხმებულან ისინი. -თავზე ხელები შემოიწყო და დამწუხრებული სახე მიიღო. -მამიკო ნინიმ ეს ბავშვი რომ არ მოინდომოს გაბრაზებულ გულზე და მოიშოროს? -არა,ამის უფლებას არ მივსცემ.თქვა მოულოდნელად დემეტრემ და ნინისთან წავიდა,ფრთხილად მიუახლოვდა მის საწოლს ნინის ხელი ხელში აიღო და უთხრა. -არ ინერვიულო,ყველაფერი კარგად იქნება.შენ ახლა ძლიერი კვება და სიმშივიდე გჭირდება,ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ.წამოდგა,შუბლზე აკოცა და დაბლა ჩავიდა. -გიორგი ვის უნდა ვთხოვო ნინის ხელი? გიორგი დაიბნა ჯერ რუსოს შეხედა და შემდეგ გოგის. -რატომ შეგეშინდა,არ ვიცი თქვენ რას და როგორ ფიქრობთ მაგრამ ნინის შევხედე თუ არა მომეწონა.ერთი ნახვით შეყვარება არ გაგიგონიათ? სწორედ მეც ასე დამემართა სადაცაა 40 წელს მივაღწევ და ალბად ჩემი გული ნინის ელოდა.გიორგი მე გაუწევ მამობას ამ ბავშვს და ამას ჩვენს გარდა ვერავინი ვერ გაიგებს,გპირდები რომ ნინის არასოდეს არ ვატკენ,თუ ჩემში ეჭვი გეპარება,მე მზად ვარ ხვალვე მოვაწერო ხელი. -მოიცადე დემეტრე ჯერ დადგეს ფეხზე,ახლა დასუსტებულია ცოტა მოკეთდეს და დაველაპარაკები,გავიგოთ რას ფიქრობს.ასე უცებ ადგე და ხელი მოაწერო,მას მშობლები ყავს,და ყავს,ძმა ყავს,ოჯახი აქვს.მე ვერ გადავწყვიტავ მათ გარეშე ვერაფერს,რჩევას კი მოგცემ,რომ ძალიან სწორ გზაზე ხარ დამდგარი და მინდა ბედნიერება გისურვო. -მაშინ აღარ შევაწუხებ დაისვენოს და ხვალ ვნახავთ. -მობრძანდი,თავად დაგირეკავს ხვალ და დაგელაპარაკება.უთხრა გიორგიმ.დემეტრემ ყველას დაემშვიდობა და წავიდა,ცოტა ხნით გარეთ ისაუბრა დემეტრემ,ბექამ,რატიმ და გიორგიმ სახლში შებრუნდნენ თუ არა ერთ ხმაში ახარხარდა ყველა,მაგრამ მარიამს გაბრაზებულმა გადახედა გიორგიმ და უთხრა. -ეს უკვე ხუმრობა აღარაა მარიამ. -პირველი,შენგან და ბექასგან განსხვავებით რაც თქვენ ორმა ანას გაუკეთეთ,ეს მასთან არაფერია და თქვენ ხმა არ გაქვთ ამოსაღები.მარიამმა ყურები დაცქვიტა და რატის შეხედა. -შეხედეთ რა სახე მიიღო,როდის გაიგებს მისთვის ამ ახალ ინფორმაციას ვერ დაისვენებს.თქვა გოგიმ და ისევ გაეცინათ. -რა მოხდა,ძია რატი გთხოვ რა თქვი. -რა მოხდა და ამ ორმა ჭკუა სუსტმა ადამიანმა დეიდაშენი პითონს მიუგდეს შესაჭმელად.მარიამმა შეჰკივლა და პირზე ხელი მიიფარა. -რომ შეეჭამა? -არა,ეს არ მოხდებოდა,რადგან ეს გათვლილი ჰქონდათ საშიშროება არ მოხდებოდა.შემდეგ მათ მიუბრუნდა და გააგრძელა.-აი თქვენგან განსხვავებით ეს ბავშვი ეშმაკია,მაგრამ ცდილობს ორი ადამიანი დააქორწინოს და ოჯახი შეიქმნას.მაგრამ მაინც გაოცებული ვარ,გიორგი მარიამის დაბადებას რომ არ დავსწრებოდი ვიტყოდი,რომ ეს შენი შვილი არ არისთქო,მაგრამ რა ვქნა რომ დავესწარი პირველად მე ავიყვანე ხელში და იმ წუთიდან მაიმუნობს. -რას გულისხმობ.თქვა მარიამმა. -ერთი საათი აწვალე ექიმები,რომ ხმა ამოგეღო და აი ასე აგრძელებ ხალხის წამებას დღემდე. -ცუდი არაფერი არ ჩამიდენია,ნახეს ერთმანეთი ორივე მხარეს მოწონებაა და რა მოხდს თუ ცოტა ტყუილი ვთქვი,ეს დღევანდელი ტყუილი დასაშვებია. -რა გააკეთე კარგი მარიამ ქალი აზრზე არ არის ორსულად თუა და ისიც უკაცოდ არის დაორსულებული.სიცილით თქვა ბექამ.ნინიკოოოო გაგიტკბა წოლააა? გგონია მართლა წოლითი რეჟიმი გამოგიწერა ექიმმა? ჩამოდი ძირს გოგო. -არა ჩვენ როგორ გვაჩერჩეტა ორი ადამიანი.თქვა მაიკომ. -აუუ,მაგარია ქორწილში ვიგრიალებ.ამ დროს ნინი ჩამოვიდა და მარიამს შეეკითხა. -ვისი ქორწილია? ამის კითხვა და ისევ მათი ახარხარება ერთი იყო. -ვისი და შენი ნინიკო.უთხრა ბექამ. -რა? მე არ მეკითხებით? -არ შეიძლება შენი ნერვიულობა ნინიკო ბავშვს ზიანს მიაყენებ და ეს ცუდია.უთხრა წყნარად რატიმ ნინიმ მუცელზე მიიდო ხელი და თქვა. -რა ბავშვი ხალხო ამიხსენით რა ხდება,მარიამ რა ჩაიფიქრე ვერ გადამირჩები. -ჩემო ლამაზო და კეთილო ნინიკო ახლა ბრაზობ,მაგრამ უნდა იცოდე სიყვარული იწყება თვალების პაჭუნით და მთვავრდება საწოლის ჭრაჭულით.ასე რომ ახლა თუ არა,მანდ ხელი რომ გიდევს სადღაც სამ ოთხ თვეში ან სულაც უფრო ადრე ან უფრო მოგვიანებით პაწია აუცულებლად იქნება,იცოდე ტყუპები უნდა იყოს ერთი ჩემი ნათლული და მეორე რატი ექიმის.ყველა გულიანად იცინოდა და გიორგისაც სიცილისგან ცრემლები სცვიოდა. -ჩემთან რა გინდა,მე რატომ მაგდებ ვალში. -კარგი ახლა ექიმო ამ შუაღამით მობრძანდით პაციენტის გასასინჯად და თქვენმა მეუღლემ თქვა ჯერ პატარა ორსული არისო და ამაგს წყალში ხომ არ ჩაგვიყრის ჩვენი ნინიკო. -მოიცადეთ,მოიცადეთ დაწყნარდით უნდა მოვიფიქროთ რა ვთქვათ,ორსულობა ეს ძალიან რთულია და გამოვრიცხოთ.ხვალ დავურეკავ დემეტრეს და მე თავად დაველაპარაკები,აქ უკვე სერიოზულად არის საქმე,ნინი გულწრფელად მიპასუხე მოგწონს დემეტრე?ვიცი ძნელია ამის თქმა დღეს მეორედ ნახე მაგრამ სულ ოდნავ თუ იგრძენი განსხვავებული რამ მის მიმართ.ნინი დაფიქრდა და თქვა. -ვერ ვიტყვი რომ მიყვარს და მის გარეშე ვერ ვიცოცხლებ,მაგრამ ცუდი ადამიანი არ არის არც ფიზიკურად და არც შინაგანად,ეტყობა რომ თბილი ადამიანია.ასე უცებ როგორ გადავწყვიტო გიორგი. -ნინი უცებ არის 30 წელი? რადგან მოწონებას გრძნობ,სიყვარული მოვა თავისით და ეს საქმე მოგვარებულია.ხელი მოხვია და თავზე აკოცა. -გიჟები ხართ,ამ თითისტოლა ბავშვის ჭკუაზე დადიხართ? სიცილით თქვა გოგიმ. -ვაიმე ცუდად ვაააარ? აკისკისდა უეცრად მარიამი და ყველამ მას მიაჩერდა. -რაღაცა გაახსენდა,მარიამ რა გაგახსენდაა.უთხრა გიორგიმ სიცილით. -ვაიმე რატომ არ დავდე კამერა სადმე,ბებლო როგორ დაფაცურდა ძმარი და ტილო რომ მომაჩეჩა ხელში და რა სწრაფად აიარა კიბეები, ახლა უთხარი ადი მაღლათქო და ერთი საათი მოუნდება ასვლას. -მარიამ შენთან ერთად ტყუილის თქმაც ვისწავლე.გაეცინა რუსოს. -ვქეიფოოოობთ.გამომივიდააააააა,ნინიკოს ვათხოვეეეებ თავად ვერ მოიფიქრააააა.ყვიროდა მარიამი,მაგრამ შემდეგ ნინის მიუბრუნდა და მოწყენილმა უთხრა.-ისე აქედან რომ წახვალ და მომენატრები ,ხომ მომიშვებ ხოლმე შენთან? -ხარ სახლში შემოსაშვები? კითხა ნინიმ სიცილით. -რატომაც არა? ბანკის მმართველი დაგითრიე.არტისტობას არ წყვეტდა მარიამი. -მარიამ ბიძი არ გიცდია თეატრალურზე ჩააბარო? -ნწუ,არა.არ მომწონს იქ შიგნით შექმნილი სიტუაციები,კულისების მიღმა ვგულისხმობ. -მარიამ ლექსიკონი შეარჩიე. -ჰო რაიყო მამიკო,18 წლის ვარ შეგახსენებ და ვეღარ მომატყუებ ბავშვები წეროებს მოჰყავს შეფუთულიო. -ღმერთო ეს შემიწირავს მე.თქვა გიორგიმ და წყალი დალია,შემდეგ ტელეფონი ამოიღო და ყველას დაურეკა,15 წუთში სახლი გაივსო. -რა ხდება გიორგი ხომ მშვიდობაა.შეშინებული შემოვიდა სახლში ანა და არ ელოდა იქ ბექას.-შენც აქ ხარ? -მეც აქ ვარ,დღევანდელ სპეციალურ ნომერს ვერ დავაკლდებოდი ნამდვილად.თქვა ბექამ სიცილით. -მოკლედ მეგობრები ერთ კვირაში ქორწილში ხარ ყველა დაპატიჟებული. -ვაიმე ვისი ქორწილია,გიორგიიიიი არ მითხრა რომ.................. -ანა რაც დაგაკელი ცემა გათხოვებამდე,ახლა მოგხვდება.მე კი არა ნინი თხოვდება,მარიამია მაშვალი.შემდეგ ყველაფერი მოუყვა მეგობრებს და მათმაც იხალისეს. -ვაიმე რა გიჟები ხართ.კისკისებდა ქეთი და კარინა. -რომ იცინით,იმაზე იფიქრეთ ერთ დღეს ასეთი მხიარული სახეებით არ გაგყიდოთ ყველა.თქვა ვახომ. -გამოვიდა სიტყვით უჟმურების მეფე.ისე რომ ამბობთ ვახო გიორგის ჰგავსო,მამიკო კი იცინის და ეს სულ ასე მოჯღუნული დადის მგონი წარბები გადაკერებული აქვს და იმიტომ არ ისხნება ისინი.თქვა მარიამმა და რუსოს ამოეფარა. -დიდ გულზე ხარ ამ საღამოს,ჩაგიგდებ ხელში და ნოტებზე გამღერებ.მარიამმა ენა გამოუყო ვახოს და გოგის და რუსოს შუში ჩაჯდა.ყველაფერი მართლა ისე მოგვარდა,როგორც მარიამმა ჩაიფიქრა.ერთ კვირაში ნინიმ და დემეტრემ კარგად გაიცნო ერთმანეთი. -ბედნიერების სულ მცირე კი არა ძალიან დიდი ნაჭერი მარგუნა ნინი უფალმა,მართლა ძალიან ბედნიერი ვარ.შენ რაღაც განსხვავებული ხარ,მე არ შემიძლია შენს გარეშე.დემეტრე სიხარულს და სიყვარულს ერთნაირად ასხივებდა. -არ მჯერავს,რომ მეც იგივე შემიძლია ვთქვა. -ხედავ მარიამმა რა გვიყო? გულიანად გაიცინა დემეტრემ. -ყველაფერი მან დაგეგმა ისე,რომ არაფერი არ ვიცოდი,არც ორსულობის შესახებ. -ისე არ უნდა ეთქვა გიორგის ტყუილია ეს ორსულობაო და მეგონებოდა ორსულ ქალზე დავქორწინდი,არადა ჩემს წინ სიწმინდის განსახიერება ზის.გეფიცები გულის შეტევა მომივიდოდა სიხარულისგან და იტყოდნენ პირველი ღამე არა დედოფალმა სიძემ ვერ გადაიტანაო.იცინოდნენ გულიანად და ყველა მათ უცქერდა. -ვერასოდეს ვიფიქრებდი ასე უეცრად თუ გადავწყვიტავდი გათხოვებას. -ამ ყველაფერს მარიამს უნდა ვუმადლოდე,საჩუქარი ეკუთნის,რა გაუხარდება? -მოდი კარგი გულის ცეფი ვუყიდოთ, კარგი კულონით. -კარგი არჩევანია,ხვალ გავიდეთ და ვუყიდოთ.ნინი მე არავარ მდიდარი ფულით ადამიანი,მაგრამ ვარ მდიდარი ჩემი სინდისით და ახლა შენით. -შეუძლებელია გიორგის მეგობარი სხვაგვარი იყო,დემეტრე ჩვენ ვიქნებით მდიდრები მე შენ მყავხარ,შენ კი მე და ორივეს ირგვლის საოცრად ერთგული მეგობრები გვიდგას,აი ესაა ჩვენი სიმდიდრე,მე არ მინდა სხვა სიმდიდრე.ცხოვრებაში არ ვართ გარკვეული რა გვინდა,ის რაც ჩვენია და რა დანიშნულებითაც ვართ მოსული.არ ვუღრმავდებით და არ ვუსმენთ შინაგან ხმას,ასე ილევა ცხოვრება ძიებაში და მთავარი გვრჩება შესასრულებელი-რა მისიითაც მოვედით ამ ქვეყანაზე! -ვისაც ზუსტად აქვს განსაზღვრული,იმას სამყარო ეხმარება და ყოველთვის იპოვნის სწორ გზას, საკუთარი ძალებით ან სხვისი დახმარებით.მე აქამდე მუდმივ ძიებაში ვიყავი,მიჭირდა ალბად სწორი გზა ამერჩია რადგან ჩვენი ბედი ერთად იყო დაწერილი ადრე თუ გვიან ჩვენ შევხვდებოდით ერთმანეთს.ვერანაირი ქარი ვერ დაეხმარება ხომალდს, რომელსაც მიზანი არ გააჩნია,მოდი ვმართოთ ჩვენი ცხოვრების ხომალდი ერთად ნინი. -მთელი ცხოვრება ბედნიერების ძიებაში ვარ,მხოლოდ მაქსიმული მინდოდა რომ მიმეღო ცხოვრებისგან,აქამდე მე ყოველდღიურ რუტინაში ვიყავი ჩართული და როგორ მივედი 30 წლამდე დამავიწყდა.მთავარია გქონდეს ოცნება,მიზანი და საკუთარ თავთან იყო მართალი.დემეტრე მოდი ვმართოთ ხომალდი ერთდ,მე თანახმა ვარ. როცა უკვე დიდი ადამიანი ხარ,გაქვს დიდი შესაძლებლობები,როცა თავს კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობ,ადამიანი იწყებ საკუთარი ენერგიის გამოყენებას,და შენს ირგვლივ ყველა ხედავს შენი ხასითის სიმტკიცეს.ფული,განათლება,საკუთარი ბიზნესი და რა აკლია სრულ ბედნიერებას? ოჯახი,საყვარელი ადამიანი და შვილები.ეს ყველაფერი კი არ ხდება თუ სიყვარული არ ეწვია გულს.დღეს ძალიან იშვიათია ხანგრძლივი მომავალი,როცა გვერდით გყავს ადამიანი წლების თუნდაც თვეების მანძილზე და იქ მხოლოდ სხეულის სიახლოვეა და არა სულიერი სიახლოვე,არ ხარ გრძნობებში დარწმუნებული,იქ ვნებაც ნაცრდება და მათში ნარჩენი ვითომ სიყვარულის კვალიც ქრება,მაგრამ შესაძლებელია გავიდეს დრო და სწორედ ამ სიყვარულმა შეგახსენოს თავი თუნდაც 22 წლის შემდეგ. სინანული მიხვდე და გაიხსენო მისი არსებობა, მაგრამ გაგიჭირდება დროის უკან დაბრუნება,ამიტომ ძალიან გვიან არის სინანულიც ამ საკითხზე.ამ სინანულმა კი შესაძლებელია ერთ დღეს მოულოდნელად დაგაცხრეს თავზე ისე,რომ შოკში ჩავარდე და ენაც დაგიბრუჟოს ისე რომ სიტყვაც ვერ თქვა. -გულო ბებო დღეს შეიძლება ადრე წავიდე? -რა ხდება ხვიჩა შვილო. -ჩემს გოგონას დღეს დაბადების დღე აქვს და დავპირდი პარკში გაგასეირნებთქო. -წადი შვილო,მაგრამ არა მოიცადე აქ დამელოდე.გულო ბებო სახლში შებრუნდა და მალე დაბრუნდა უკან ხვიჩას რამოდენიმე 50 ლარიანი გაუწოდა და უთხრა. -ეს დღეს ჩემგან პატარას და ძალიან გამახარებ ერთ დღეს თუ მომიყვან. -მადლობა გულო ბებო,აუცილებლად მოვიყვან.გახარებული მიდიოდა ხვიჩა და გულო ბებომაც თვალი გააყოლა. -დედააა, საუზმე მზად არის? -არა,არ მომიმზადებია. -რატომ? -რატომ და დროა მიხვდე რომ შენი დედა დაიღალა და შენ გჭირდება ადამიანი გვერდით ვინც მოგემსახურება. -თუ დაიღალე ვინმე ავიყვანოთ,ეს რა ძნელი მოსაგვარებელია? -ალექსი ისე ნუ იქცევი, რომ თითქოს ვერ გებულობ რას ვითხოვ შენგან. -ოხუუუ,არ გათენებულა ჯერ წავალ გარეთ ვისაუზმებ. -ამ ერთ კვირაში ვინმეს არ მოიყვან და გეფიცები განანებ.ალექსიმ შეხედა მის წინ მდგარ დედას და წარბი ასწია,რადგან მიხვდა გულო არ ხუმრობდა. -ასე უცებ ერთ კვირაში ვინ მოვძებნო ადამიანო. -მართალია 48 წელია ვერ მოგიძებნია და ერთ კვირაში მოძებნი? მე გაგაფრთხილე,გეფიცები განანებ.სახლში ალიკა შემოვიდა და გაოცებული უცქერდა კიბეებზე მიმავალ გულოს და შემდეგ ალექსის უთხრა. -რა გჭირთ,რატომ გააბრაზე ჩემი ბუნჩულა გულო. -გააფრინა,გეფიცები დღეს ვერ ვცნობ.არც საუზმე მოამზადა და მეუბნება ვინმეს თუ არ მოიყვან ერთ კვირაში განანებო. -კარგი რა,შეგაშინა. -მგონია მარტო შესაშინებლად ეთქვა,ძალიან გააზრებულად და სერიოზულად თქვა. -ხომ ხარ იმ ქალთან ისევ მოიცა რა ჰქვია?გამახსენდა,მარინა. -დარწმუნებული ხარ მასთან იმიტომ ვარ,რომ დავქორწინდები? კარგი რა ის ხომ მხოლოდ ფულის მონაა. -მაშინ ერთი ვარიანტი არის. -რა ვარიანტი? -შევასახელოთ მარიამი და ვიღაცას გამოგიძებნის,ნინი და დემეტრე ხომ დააქორწინა. -მარიამი მართლა რა გიჟია ეს ბავშვი. -რაღა ბავშვი ალექს გაიზარდა,სულ მალე გაუფრინდება გიორგის სახლიდან და მერეა ცოდო. ახლა ჯერ კიდევ ახლოს ყავს და მისი სიახლოვით სუნთქავს. -კარგი წავედით. -არა,რას ვითხოვ ასეთს რომ ძნელად გებულობ და გიჭირს გაითვალისწინო.ხმამაღალი საუბრით დაუყვა კიბეებს გულო და ალექსის წინ დადგა. -დედა რა გჭირს დღეს. -რძალი მინდა,შვილიშვილი მინდა,ამ სახლის კედლებმა მინდა გაიცინოს,მინდა სიმხიარულე იყოს.მომწყინდა მარტოობა,მომწყინდა.არავინი არ მყავს მთელი დღე ხმის გამცემი ამხელა სახლში,ხანდახან მეშინია რომ წავიქცევი და გული შემიწუხდება ზედმეტი სიჩუმისგან რატომ ხარ ასეთი ხისთავიანი და რატომ ვერ გებულობ ვერაფერს,რატომ. -ღმერთო შენ მიშველე.ხელბი ასწია მაღლა ალექსიმ და სახლიდან ალიკასთან ერთად გავიდა. -მანქანა სად გყავს ლექსო. -რაღაც ხმა არ მომეწონა და გაბრიელთან დავტოვე,შეხედავს რა ჭირს.გამიყვან? -აბა რას ვიზამ,მეც იქით მაქვს გზა. -მომიშალა ნერვები ამ დილით.ჩაიბუზღუნა ალექსიმ და წინ დაჯდა. -მე თუ მკითხავ გულოს ვერ გაამტყუნებ,მოხუცდა უნდა შვილის გვერდით ვინმე იყოს და მანაც შეიგრძნოს ბედნიერი წუთები. -შეგიყვარდა და დაქორწინდი ალიკა მე ვისზე დავქორწინდე? როცა ამ დონემდე მიხვალ და იცი ვისთან ერთად უნდა გაატარო შენი სიცოცხლის წლები,უბრალოდ უნდა აღიქვა და შეიგრძნო სიყვარულის ემოცია მასთან ერთად. როცა წყვილს შორის უპირობო და უკიდეგანო სიყვარულია, მუდმივად გაცნობიერებული გაქვს რა გინდა და არის თუ არა შენი კავშირი იმ ქალთან რომელიც გინდა მასთან ერთან იმ სამყაროში გაატარო სადაც მხოლოდ ლამაზი მოგონებები გაქვს გასახსენებლად.მე არ მყავს ასეთი ქალი გვერდით. -არც არასდროს გყოლია? -იყო წლების წინ,მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ორივემ ვიცოდით რომ დროებითი იყო. -სამწუხაროა,დრო შემოგვეძარცვა ალექს და წლები მოგვემატა. -იცი რა არის ურყევი ამ წლების მანძილზე ჩვენს შორის? -რა თქმა უნდა ჩვენი მეგობრობა და........... -ერთიანობა.აი მოვედით,მე აქ დამტოვე დღეს დიდი ზეიმია რესტორანში და აქ უნდა ვიყო.ალიკამ მანქანა გააჩერა და მოულოდნელად თვალი გაუშტერდა,ალექსის შეხედა სანამ გადავიდოდა და უთხრა. -გაიხედე,იქ რომ გოგონა დგას ხედავ? -ვხედავ,რა ხდება. -მგონი უჭირს,ალექს დაასაქმე ვინ იცის რამხელა მადლობას გადაგიხდის.ალექსიმ გოგონას შეხედა,ალიკას მიუბრუნდა და უთხრა. -როდიდან დაიწყე დედა ტერეზობა,ჯერ შიგნით შევალ და ვნახავ რა ხდება.ალექსი რესტორანში შევიდა და დაცვის ერთ-ერთმა წევრმა უთხრა. -ბატონო ალექსანდრე ის გოგონა დილის 8 საათიდან თქვენ გელოდებათ. -მე მელოდება? ზაზა დარწმუნებული ხარ? -კი დარწმუნებული ვარ,დილიდან აქ არის და ხშირად დასცქერის საათს. -დაუძახე და შემოიყვანე ჩემთან,ალბად სამსახური უნდა მთხოვოს გავესაუბრები. -ახლავეს.ზაზა წავიდა და გოგონას დაელაპარაკა და მასთან ერთად წავიდა შენობისკენ,მიიყვანა ალექსის კაბინეტში და უთხრა. -მოვიყვანე ბატონო ალექსანდრე. -მობრძანდით,დაბრძანდით ყავა,ჩაი რას ინებებთ?გოგონა უცქერდა ალექსის და მისი ხმა იავნანასავეთ ჩაესმოდა. -წ,წ,წყალი თუ შეიძლება.უთხრა ისე რომ ალექსისთვის თვალი არ მოუშორებია. -ზაზა ცივი წყალი მოუტანე სტუმარს.ზაზაც მალე შემობრუნდა და წყალი მოაწოდა,გოგონამ გამოართვა მოსვა და ალექსის შეხედა. -კარგად ხარ?გისმენ მითხრეს დილიდან აქ იცდი და ალბად რამე გაქვს სათქმელი. -კი,სათქმელი მაქვს და ძალიან ბევრი.ალექსი ახლოს დაუჯდა,მისი ხელები ხელებში მოიქცია და გოგონას თვალებში შეხედა. -გისმენ,დახმარება გჭირდება? გოგონამ თვალებში შეხედა ალექსის და უთხრა. -მეშინია. -რისი გეშინია პატარავ. -მეშინია,რომ ვერ გამიგოთ.გოგონამ ცრემლიანი თვალები შეანათა ალექსანდრეს და ალექსის ამ თვალების დანახვაზე სახეზე ფერი დაეკარგა,ძალა მოიკრიბა და უთხრა. -ნუ გეშინია,ცადე და დამელაპარაკე.უთხრა არეულად და ხელებზე ხელს უჭერდა. -ჩემი გვარია მორთულაძე,მართა მორთულაძე.ეს გვარი რამეს ან ვინმეს გახსენებს? იქნებ გადახედოთ თქვენ წარსულს წუთიერად.მოდი ნუ ვილაპარაკებთ გამოცანებით და პირდაპირ გეტყვით,მე თქვენი შვილი ვარ.ალექსანდრე დაიბნა გოგონას ხელები შეუშვა სიგარეტი ამოიღო მოუკიდა და იქვე მდგარ ზაზას უთხრა. -ზაზა არავინი შემოუშვა,დღეს მენიუს შენ მიხედავ ძალიან დიდი პასუხისმგებლობას გაკისრებ.ვფიქრობ სერიოზულ თემას შევეჩეხე ჩემი წარსულის წლებიდან.თქვა და მართას შეხედა. -ინტრიგას არ აქვს ადგილი? -არა,არანაირი ინტრიგა არ არის.სადაც გინდათ გადაამოწმეთ.დაიბნა ალექსი და არ იცოდა რა ექნა. -მოდი ასე ვქნათ,შენ აქ იყავი სულ ცოტა ხნით დაგტოვებ განკარგულებას გავცემ და დავბრუნდები.ალექსიმ ტელეფონი აიღო,კაბინეტიდან გავიდა და გელას დაურეკა.მართამ კი იქვე დადებულ დივანზე წამოწვა და ჩაეძინა. -გელა სად ხარ. -რა მოხდა,რა ხმა გაქვს. -სასწრაფოდ მოდი ჩემთან რესტორანში ისე არავის არაფერი არ უთხრა. -რა მოხდა,რამე შარში გაეხვიე? -დიდ შარში და არ ვიცი როგორ დავიძვრინო თავი,ან მინდა კი თავის დაძვრენა ამ შარიდან? -მოვდივარ,არსად არ გახვიდე დამელოდე. -სანამ წამოხვალ ინფორმაცია მჭირდება მართა მორთულაძეზე რუსეთის მოქალაქე არის.ალექსანდრემ განკარგულებები გასცა,ზაზა დაარიგა და გელას მოსვლამდე ბოლთას სცემდა რესტორნის წინ.გელა მოვიდა თუ არა,მისალმებაც არ დააცადა. -მოიძიე ინფორმაცია? -ვინ არის,მცირე ბიზნესი აქვს დედასთან ერთად,არის 22 წლის და დაბადებულია მოსკოვში და სწავლობს იურდიულზე,ბოლო კურსზეა. -მისამართიც იცი? -კი შოლკოვსკაია,ურალის ქუჩა და ბინა 51.როგორც ვხედავ ეს პირადული საკითხია. -მართალია,ეს ჩემი პირადია რომელიც ჯერ-ჯერობით მხოლოდ მე და შენ ვიცით.ისა,დედას რა ჰქვია ნახე? -დედას დინა ჰქვია,დინა მორთულაძე. -მისამართი ემთხვევა,ისევ ის არის.დინა,დინა 22 წლის შემდეგ? ღმერთო ნუთუ ეს სიმართლეა,მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ სიმართლეა.გელა უხმოდ უცქერს თავის თავთან მოსაუბრე ალექსის და მიხვდა, რომ ის ძალიან რთულ სიტუაციაში იყო. -ალექსი როდის იყავი იქ ეს შედეგი რომ მიიღე? ალექსიმ შეუბღვირა გელას და უთხრა. -გელა მეცინება ახლა მე? -რომ ბუტბუტებ ჯერ გადაამოწმე,იქნებ შანტაჟია. -არა,არა შანტაჟი,რომ შევხედე დედამისი მეგონა იდგა ჩემს წინ,დამაბრუნა იმ წლებში მისმა ნახვამ. -დედას კი გავს შენ? შენ გგავს? გაბრაზდა გელა. -ალბად მგავს,არ ვიცი.ალექსიმ გელასთან ერთად წავიდა თავის კაბინეტში და ორივემ ერთმანეთს შეხედა,მართას ჩასძინებოდა და მისი თმები კი იატაკზე ეყარა. -ღმერთო ალექს რა ლამაზია.თმები? რამხელა და რა მოვლილი თმები აქვს.შეხედა ალექსის,რომელიც მონუსხული იდგა და მართას მკერდზე დაკიდებულ კულონს უცქერდა. -ეე,გამოფხიზლდი და დაწყნარდი ეს არაა შენი შვილი. -არაა? საიდან დაასკვენი.გაუკვირდა ალექსის და გელას შეხედა. -ის ლამაზია,შენ არ ხარ ასეთი ლამაზი.ალექსიმ შეუბღვირა გელას. -ჩემს ნერვებზე სათამაშოდ მიიცალე? -დაწყნარდი,ახალგაზრდობაში რომ ასეთი სილამაზე შენში შემემჩნია,არ გაგიშვებდი სხვასთან და მე მოგივლიდი ფისო. -დასერიოზულდი გელა. -კარგი ნუ იბღვირები,კი არ გართმევ.ისე რა გინდა მის გაზრდაში შენ არ გიწვალია და აი თავად მოვიდა გაზრდილი და დამშვენებული. -ნუ ხარ მწარე და ნუ ასხამ შხამს. -შხამის გადმონთხევა მაშინ ნახე,ანა რომ ნახავს.უთხრა სიცილით. -მომშორდი,წადი. -კარგი მე მივდივარ.გელა კარებისკენ შებრუნდა რომ მართამ თვალები გაახილა. -გამარჯობა ძმისშვილო,გავხარ შენს ტვინით ავადმყოფ მამას.თვალი ჩაუკრა მართას შუბლზე აკოცა და იქვე მდგარ დაბღვერილ ალექსის შეხედა.გელა გავიდა და ალექსი ისევ მართას წინ დაჯდა. -გისმენ,რამე გაარკვიე? -როგორ მიხვდი? -მე იურდიულზე ვსწავლობ,ბოლო კურსზე ვარ. -მაშ ასე,ფორმალურად ყველაფერი ემთხვევა მაგრამ ძალიან დავიბენი,რატომ აქამდე არაფერი არ ვიცოდი,რატომ არ მითხრა დედაშენმა შენი არსებობის შესახებ. -არ ვიცი,მაგ კითხვებზე მე პასუხს ვერ გაგცემ,მაგრამ გავიგე თუ არა მოწერას გადავწყვიტე პირდაპირ მენახე ეს უკეთესი იყო. -მართალია. -რა შეგაშინე? -არა,არ შემშინებია მაგრამ არ დაგიფარავ გამიკვირდა. -მე კი ახლა შემეშინდა,ახლა ვიგრძენი შიშის გრძნობა. -რისი გეშინია. -ცხოვრების.როცა ბებოსგან გავიგე მამა მყავს და ისიც ქართველი,არ დავმალავ და თქვენი რეაქციის შემეშინდა. -არ შეგეშინდეს,გავიცნობთ ახლოს ერთმანეთს და მივეჩვევით კიდევ ამ ახალ სტატუს მე მამობას და შენ იმას რომ თურმე მამა გყავს.გინდა წავიდეთ,გავიაროთ? -მე მალე უნდა წავიდე თუ გინდა რომ აქედან გამიყვანო რადგან შეგრცხვება,მე არ მოვსულვარ იმის გამო პრობლემები შეგიქმნა. -ეს არც მიფიქრია,მარამ ვფიქრობ ბევრი გვაქვს სალაპარაკო. -სიმართლე გითხრა,უფრო სხვანაირი წარმომედგინე. -მაინც როგორი?გაღიმა ალექსის. -უფრო სერიოზული და მკაცრი სახის.ალექსიმ გულიანად გაიცინა და მართას უთხრა. -არა სერიოზულის შთაბეჭდილება დაგიტოვე? -შეგიძლია მითხრა რა მოხდა თქვენსა და დედას შორის,რატომ დაშორდით? -გაუგებლობა და ერთმანეთის არ მოსმენა.უფრო სწორად დედაშენის დედა რუსის ქალბატონია ქართველზე დაქორწინებული და მას არ უნდოდა რომ მისი ერთადერთი ქალიშვილი ქართველზე დაქორწინებულიყო,მან გააკეთა ყველაფერი რომ ჩვენ ერთმანეთს არ შევხვედროდით და სულ რაღაც ექვს თვეში ჩვენი ურთიერთობა დაინგრა.არ მოგშივდა? -კი,მომშივდა უკვე შუადღეა და დღეს არც ყავა არ დამილევია. -მართლა? წამოდი მაშინ და ერთად ვისადილოთ. -დღეს ხომ დიდი ზეიმია და აქ უნდა იყოთ. -არა უშავს ზაზას მივაბარე ყველაფერი.ალექსიმ ერთ უბრალო პატარა სახინკლეში შეიყვანა მართა და გემრიელად მიირთვეს ხინკალი და ლუდი.უეცრად მართას გვერდით ვიღაცამ სკამი გამოსწია და ალექსის გაბრაზებული თვალებით მიაჩერდა მაღალი სუსტი უამრავი მაკიაჟით გადატიტყნილი 30 წლამდე ქალი. -ვერ შეგამჩნიე როდის მოგბეზრდი და ყურადღება როდის მოვადუნე რომ ასეთ პატარა გოგონებზე გადახვედი.მართამ მიუბრუნდა და ჩანგლის ტრიალით უთხრა. -ბოდში მოიხადე,ეს ბავშვი როგორც თქვენ უწოდეთ 22 წლის არის. -კარგია,კარგად ყავხარ შენახული პატარავ 17 წლის მეგონე.ალექსიმ მართას შეხედა და თვალი ჩაუკრა,წამოდგა მკლავში ხელი მოკიდა დაუპატიჟებელ სტუმარს და თითქმის ძალით წამოაყენა და გარეთ გაიყვანა. -რას აკეთებ,ზედმეტი რომ მოგდის ხვდები? -ზედმეტებში თავად რომ გადიხარ ხვდები ამას? ხომ არ ფიქრობ ჩემთან ერთად ოჯახურ როლი გაქვს მორგებული,რომელიც მე სულაც არ მომწონს? დაგაძალე როდისმე რამე? თქვი დაგაძალე? -არა.ამოიკლნავლა შეშინებულმა. -დაგპირდი რამეს? -არა. -ჰოდა რის ახსნას მოითხოვ,შენ შეგეკთხო როდის და სად ვისადილო ჩემს ქალიშვილთან ერთად? -შვილია? შენი შვილია? არა,შენ ვერ ხარ კარგად.შენ არასოდეს არ გმენია აფერისტებიზე და გამოძალვებზე? თუ ამხელა ტუპიაკი ხარ ასე ადვილად იჯერებ ყველაფერს. -მარინა შენზე მეტი გამომძალველი არის სხვა ვინმე? ის აფერისტი და გამომძალველი შენს თვალში,მე ტუპიაკი გზა იქით მიდის და ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს ჩემს სიახლოვეს.მარინა არ ელოდა ალექსისგან ასეთ რეაქციას და შეეშინდა მის თვალებში სიბრაზე რომ დაინახა.ალექსიმ ისევ დაბრუნდა მართასთან და უეცრად მართამ უთხრა. -არ გიმართლებს სიყვარულში? -ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ვიგრძენი ნამდვილი გრძნობა,მხოლოდ ერთხელ მიყვარდა ნამდვილი სიყვარულით და ეს ქალი დედაშენი იყო მართა.მოკლე და ლამაზი იყო ჩვენი ექვსთვიანი სიყვარული,მას შემდეგ ვერ მოვერგე ვერავის,მხოლოდ ასეა მიდიან და მოდიან ფულის მოყვარული ქალები.მართამ ხელზე ხელი დაადო და უთხრა. -ნუ ნერვიულობ აუცილებლად გაგიმართლებს. -დედაშენი? -რა დედაჩემი. -როგორაა,გათხოვდა? -არა,მიუხედავად ბევრი მცდელობისა ბებიას მხრიდან დედა არ გათხოვდა,ცალკე გადავიდა საცხოვრებლად იმავე ბინაში ქირით და 15 წლის ვიყავი რომ დაელაპარაკა,ისიც ბებია სერიოზული ავად გახდა თორემ ალბად დღემდე არ დაელაპარაკებოდა.დედამ მისი საუკეთესო წლები მე შემომწირა და ძალიან ვაფასებ მას.ძალიან ესიამოვნა ალექსის მართას სიტყვები,ურყევი და უსაზღვრო სიხარულის შეგრძნება დაეუფლა, ჩაეღიმა და თქვა. -ერთი ნაბიჯი სიკვდილამდე და გებულობ 48 წლის ასაკში რომ ხარ მამა,მაგრამ არ გაკისრია მამის მოვალეობა.იცი რას ვგრძნობ ახლა შენს წინაშე? იცი როგორ ვარ? საკუთარი თავისადმი მიმართული სიძულვილი მახრჩობს. -დაწყნარდი,მე არ მოვსუვარ იმის გამო რამე მინდა,არა.მე მინდოდა გამეცანი,ვიცოდი რომ არ იცოდი ჩემი არსებობის შესახებ.მე არასდროს არ შეგაწუხებ,უბრალოდ ხანდახან მოვიკითხოთ ერთმანეთი. -მართა სასწავლებელს დაასრულებ თუ არა აქ გადმოხვალ საცხოვრებლად,ახლაც აქ დაგიტოვებდი სამუდამოდ ჩემს გვერდით,მაგრამ დაასრულე სასწავლებელი ბევრი არ არის დარჩენილი და ვინ იცის რა მოხდება. -დედამ არ იცის აქ რომ ვარ. -აბა როგორ გაიგე. -ბებომ მიხვდა თავის დანაშაულს და მითხრა ყველაფერი,გაბრაზებულმა ავდექი და წამოვედი.ჩამოვედი თუ არა ნომერი ავიღე და მივწერე,რომ არ მეძებოს. -ეს ცუდია,ინერვიულებს. -საღამომდე ტელეფონისთვის არ სცალია და საღამოს ვიცი რომ დამირეკავს. -გინდა წავიდეთ ჩემთან სახლში? -სირცხვილი არ არის? -არა,სახლში მარტო დედაჩემია.ტელეფონი ამოიღო და გელას დაურეკა. -რა მოხდა მამიკო? -გელა ნუ ხარ სადისტი ადამიანი. -თქვი რა გინდა,რამ შეგაწუხა. -მინდა გულოსთან წახვიდე და უთხრა სიმართლე და მეც მოვალ მართასთან ერთად. -კარგია,დაილაპარაკეთ და გაარკვიეთ ყველაფერი? -კი,ყველაფერი რიგზეა. -კარგი მივდივარ,მახარობლის როლში ვარ და მივფინავ.ისე მახარობელს ხომ იცი რა ეკუთნის,ოჯახს პირველი შვილიშვილი უნდა ვახარო. -ჩემგან მუჭი კბილებში და გულო თუ რამეს გაჩუქებს აიღე უარი არ თქვა.ალექსის სიტყვებზე მართამ გულიანად გაიცინა რაც გელამაც გაიგონა და ალექსის უთხრა. -კი არ იცინის,შენსავეთ ბრიხინობს.ალექსიმ გაუთიშა და მართას შეხედა,ცოტა ხნით კიდევ ისხდნენ ანგარიში გაასწორა და გამოვიდნენ უკვე საღამოს 5 საათი იყო და ზაზას დაურეკა ამბავი იკითხა,კმაყოფილმა წარბი ასწია და ზაზას უთხრა. -ყიჩაღ,პრემიას მიიღებ ზაზა. -როგორ მყავს ჩემი ფუმფულა გულო დეიდა. -მოდი გელა შვილო,რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ.ჩემმა შვილმა გამოგიშვა, წადი დახედე არ მოკვდეს უპატრონოდო? -რას ამბობ,რა დროს შენი სიკვდილია ათი წლით გაახალგაზრდავდები დღეს. -რა მოხდა გელა. -დღეს მახარობლის როლში ვარ. -არ მითხრა,რომ ჩემმა შვილმა იმ წანკლა მარინაზე შეაჩერა არჩევანი. -არა,ვერ გამოიცანი.შეხედე ამ ფოტოს.გელამ მართას ფოტო აჩვენა და დააკვირდა გულოს რეაქციას. -რა ლამაზია,გელა ეს ხომ სულ ბავშვია.ჩემი შვილი ასეთ პატარასთან საქმეს არ დაიკავებს არა, არა. -დაჯექი,მართლა მეშინია გული არ წაგივიდეს.გელამ დააჯინა გულო და თავადაც წინ დაუჯდა.-გულო დეიდა, ეს ლამაზი ქმნილება შენი შვილიშვილია. -როგორ,რანაირად რომ არასდროს არ უთქვია ალექსანდრეს არაფერი? -ეს იმ მივლინებაში წანწალის შედეგია გულო.გაეცინა გელას. -მართალს ამბობ? თვალები გაუბრწყინდა გულოს. -მართალს ვამბობ,გოგონამ ახლა გაიგო რომ ქართველი მამა ჰყავს და მოვიდა თავად გაერკვია სიმართლე,სულ მალე კი აქ იქნებიან მამა-შვილი.ალექსიმ იმ დღეს მიიყვანა მაინდამაინც მანქანა ხელოსანთან და უმანქანოდ რა ექნა,ისევ გაბრიელს დაურეკა და რადგან გაიგო ყველაფერი რიგზე იყი მანქანის მიყვანა თხოვა იქ სადაც იყო,გაბრიელიც მივიდა და ალექსიმ იმაზე მეტი გადაუხადა ახალგაზრდა ხელოსანს რაც უნდა მიეცა,სიხარულით სავსე მიდიოდა ქალიშვილთან ერთად სახლში,მოულოდნელად სიჩუმე მართამ დაარღვია. -სანამ შეგეჩვევი მამა რომ ვერ დაგიძახო გეწყინება? -ჰეი ბიჭოს ნუ დამიძახებ და თუ გინდა ალექსი დამიძახე.როგორც გიკარნახოს გულმა,ისე გააკეთე.მართას გაეცინა ალექსის სიტყვაზე და ამ სიცილში უზარმაზარ სახლს მიადგა მანქანა,მართა გაოცებული უცქერდა მის წინ ამაყად მდგარ დიდ შენობას და დაინახა გელა რომელსაც სიცილით მოყვებოდა გვერდით ასაკის ქალბატონი.ალექსიმ მართას ხელი მოკიდა და გულოსთან მიიყვანა. -ამ სილამაზეს გიმალავდნენ შვილო? მე გულო ბებო ვარ ბებო. -მე მართა ვარ,მიხარია თქვენი გაცნობა. -ახლა მე მკითხე შვილო, მე როგორ მიხარია.სახლში შეუძღვა მართას და შემდეგ ალექსის მიუბრუნდა. -ახლავეს წახვალ და ბავშვს რამე გამოსაცვლელს უყიდი. -მე რა ვიცი რა ვუყიდო დედა. -ახლა რომ გამოიცვალოს და ხვალ თავად იყიდის,ჩქარა.ალექსი გავიდა სახლიდან და თან ტელეფონზე დარეკა. -ლუკა სად ხარ ძიას კაცო. -სახლში ვარ ძია ალექსი რა მოხდა. -სასწრაფოდ გამოდი ჩემთან. -ბებოს რამე ჭირს? -არა,არა მე მჭირდები. -მე?მე თუ მამა. -შენ,შენ გამოდი ჯერ და მაგენი საღამოს გამოვლიან. -რა ხდება ლუკა. -არაფერი არ ვიცი,სასწრაფოდ გამოდიო ძია ალექსიმ. -ვაიმე გულოს ხომ არაფერი დაემართა ბექა დაურეკე ალექსის.ბექამ გადარეკა ალექსისთან და მოკლე ახსნის შემდეგ ლუკას უთხრა. -წადი,არ ვიცი რა უნდა არ ამბობს და საღამოს ჩვენც მოვალთ. -საინტერესოა.ლუკამ გამოიცვალა ანამ სიყვარულით სავსე თვალები გააყოლა შვილს და ლუკას გასვლისას ბექას მოეხვია. -რა მოხდა? ვნებებმა ხომ არ შემოგიტიეს,დავაცხროთ? -მიყვარხარ. -მეც მიყვარხარ ჩემო ჯადაქარო. -უფროსო ჯადოქარო.გაეცინა ანას. -დამავიწყდა,რომ ჩვენს ჯგუფში უმცროსი ჯადოქარის არსებობს. -მაგას ვეტყვი და გაგაქრობს. -მერე შენ ვინ გასიამოვნებს? -ვიშოვი. -რას იზამ? -ვიშოვი. -ეს არ მოხდება,არასოდეს იცოდე.ბექამ ანა მხარზე გაიდო და საძინებელში შეიყვანა,ალექსი კი ამ დროს სათუთად არჩევდა გოგოსთვის ტანისამოს და ყველაფერი მისი არაჩვეულებრივი გემოვნებით იყიდა.მალე დაბრუნდა და მართას გადასცა ხელში რაც ჩანთები ეჭირა,მართას გაუკვირდა და გაოცებულმა შეხედა. -ეს რა არის. -ეს ახლა უბრალოდ რაც გიყიდე რომ გამოიცვალო და ხვალ მარიამთან ერთად წადი და რაც გინდოდეს ის იყიდე. -წყალი გადაივლე ბებო,ბავშვებიც მოვლენ და გამოიცვალე თან ნამგზავრი ხარ დაღლილ სხეულს წყალი ესიამოვნება.გულომ ერთ-ერთ დიდ საძინებელში შეიყვანა და უთხრა.-ეს საძინებელი შენია დღეიდან,იქ სააბაზანოა და შედი.მართა ჯერ კიდევ გაოცებული იყო არ ეგონა ასეთი სითბო თუ დახვდებოდა ამ უცნობ ხალხში,წყალი გადაივლო თავი მოიწესრიგა და დაბლა ჩავიდა და ლუკამ თვალებგაფართოვებულმა შეხედა. -ბებო რატომ არ მითხარი სტუმარი თუ გვყავდა? გულომ გაიხედა და ღიმილით გახედა მისკენ მომავალ მართას,საოცრად უხდებოდა მოკლე თეთრი შორტი და ასევე თხელი ოდნავ დეკოლტე მაისური.გელამ შეხედა ალექსის და უთხრა. -გემოვნება კი გქონია და რატომ არ იყენებდი შენს თავზე ფისო? -გელა მოგხვდება. -კარგი წავედი მე და საღამოს გესტუმრებით.გულომ მართას შეხედა და ძალიან მიიქცია ყურადღება მის გულზე გაკეთებულმა ოქროს ცეფმა თავისი კულონით. -ძალიან ლამაზად გამოიყურები,ეს კულონი მეცნობა.თქვა და ალექსის შეხედა -მაგ კულონით მივხვდი დედა რომ მართა ჩემი შვილია. -შენს ოთახში ვნახე ერთხელ და იქედან მახსოვს. -აღარ გამაცნობთ ამ სტუმარს? -ჯერ არა,სხვებიც მოვლენ.თქვა ალექსიმ და ღიმილით შეხედა ლუკას.ალექსიმ სათითაოდ დაურეკა ყველას და შემდეგ რესტორანში დარეკა,ყველაფერი გამზადებული შეუკვეთა და ერთ საათში უკვე სუფრას აწყობდნენ რესტორნიდან მოსული გოგონები.მართამ ლუკასთან მივიდა და თავად გაეცნო. -მე მართა მქვია. -ლუკა.უთხრა მოკლედ და მშრალად.მართა აათვალიერა და უთხრა. -რატომ არის გასაიდუმლოებული შენი სტუმრობა და არ მეუბნება ძია ვინ ხარ? -ლუკა ნუ გაუბრაზდები,თავადაც შოკშია ჯერ კიდევ. -რატომ? -წარმოიდგინე, რთულად არ გეჩვენება 22 წლის შემდეგ გაიგო რომ მამა ხარ,თურმე შვილი გყოლია? -ვერ გავიგე რისი თქმა გინდა.გაუკვირდა ლუკას. -ლუკა მე ალექსანდრეს შვილი ვარ. -ვაიიიი,ეს რა ახალი ამბავია.ალექსი ნათლიაა ჩემი. -ძალიან კარგი,გამოდის რომ კარგი მეგობრებიც ვიქნებით.ნელა ნელა შეივსო სახლი და თავი ყველამ მოიყარა,ყველას უკვირდა და აინტერესებდათ რატომ მოიხმო ალექსიმ ისინი ასე ერთად,გელას გარდა კი ყველა ღელავდა. -მეგობრებო,ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გაცნობოთ.თქვა ალექსი. -იმედია სასიხარულო ალექსი,უკვე დროა.უთხრა კარინამ. -როცა ცხოვრება მოგიჭერთ ვხდებით პარანოიკი და ვიკეტებით საკუთარ თავში.ვიწყებთ ყვირილს,თავის დაცვას,ვიწყებთ ანალიტიკურ აზროვნებას,ჩვენს თავში ირთვება მძლავრი ინტუიცია,მაგრამ მე ამ გრძნობებიდან დღეს შოკის გარდა არცერთი არ მიმიღია.მთავარია თქვენ როგორ მიიღებთ ამ ახალ ამბავს გამკიცხავთ? გამლანძღავთ? გეტყვით რომ არაფერი არ ვიცოდი. -რა ხდება ალექს თქვი დროზე, რად გინდა ამხელა შესავალი.ფეხზე წამოდგა გიორგი. -ვცდილობ, გიორგი ძალიან ვცდილობ გასაგებად მოვიტანო ჩემი სათქმელი თქვენამდე და ლუკა გამოდი გამოიყვანე.ლუკამ ხელი-ხელ ჩაკიდებული გამოიყვანა მართა და ანამ შეიკივლა,კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ლუკას და ბექას მკლავებში გულწასული ჩაესვენა. -რა მოგივიდა,ანა შემომხედე.რატი მივიდა უცებ და პულსი გაუსინჯა,მარიამმა წყალი შეასხა და სახეში მსუბუქად შემოარტყა.ლუკამ ხელში აიყვანა ანა და გულზე მიიკრა. -რა მოგივიდა დარწმუნებული ვარ დედაჩემმა ის გაიფიქრა რომ ჩემი შვილი ჩემს უკითხავად დაქორწინდაო.თვალი გაახილა ანამ და წყნარად უთხრა. -რა ასე არ არის? -არა,არ დააცადე ნათლიას ბოლომდე ეთქვა სათქმელი ისე დავარდი ძირს.ადე გული გაიმაგრე,წინ მოულოდნელი სიხარული გელის. -არაააააა. იყვირა ისევ ანამ. -რა მოგდის გოგო დააცადე ადამიანს სიტყვის დასრულება.უყვირა გიორგიმ. -არ მითხრა რომ ეს პატარა ასაკის გოგო............... -ანა ეს მართაა ჩემი ქალიშვილი. -ქალიშვილი? ყველას ერთხმად წამოცდა. -ჩემი ქალიშვილი მართა მორთულაძე,მაგრამ ის სულ მალე გახდება მართა ალავიძე. -ეს რაა ალექს ფარული კამერაა სადმე დამალული? იკითხა ლაშამ და თან სხვასთან ერთად მართას უცქერდა.გიორგი მკაცრი სახით იდგა ალექსის უყურებდა და დრო და დრო მართას გახედავდა. -ეს შენი ექვსთვიანი მივლინების შედეგია მოსკოვში რომ იყავი? -ეს იმ ექვსთვიანი მივლინების შედეგია ანამ რომ დამწყევლა და ისე გამიშვა მოსკოვში. -იცოდი? -არა, გიორგი არაფერი არ ვიცოდი მეც ჯერ კიდევ შოკში ვარ. -გასაკვირი არაფერია,ალექს გოგონა შენ გგავს.გიორგიმ ხელები გაშალა და მართას ანიშნა მასთან მისულიყო,მართამაც წავიდა გიორგისკენ და გიორგიმ გულში ჩაიხუტა და შემდეგ მარიამს უთხრა. -გააცანი მა ბავშვები.გაოცებული იდგა მართა არასოდეს არ მიუღია არავინისგან ამდენი სითო და სიყვარული რაც მიიღო ამ ერთ დღეში. -არ გაგიკვირდეს ჩემო ლამაზო,ეს ჩვენო დიდი ოჯახია მაგრამ მე ასე ვეძახი მათ სულელების ოჯახი. -დედა რძლებს ნუ დალანძღავ დაინდე, ისინი არ არიან დამნაშავეები არანორმალური ქმრები თუ ჰყავთ.თქვა ალექსიმ სიცილით. -მათნაირი სულელებია ისინიც მათზე რომ დაქორწინდნენ.თქვა გულომ და ყველას გაეცინა. -იმ მივლინებაში რომ ბექა წასულიყო მაშინ? თქვა ანამ. -მაგრამ არ წასულა,მე წავედი მაშინ დაწყევლილი მაგრამ თურმე ლოცვად მომსვლია. -ხომ გაგიგონია საყვარელი ადამიანი როცა გწყევლის,ძუძუები გლოცავსო.თქვა გულომ და გაეცინათ. -მერე არ იცოდი თვალების დაკუსვას რა შედეგი მოყვებოდა?შეუღრინა ანამ. -მაშინ არ ფიქრობდა შედეგებზე.თქვა გელამ. -ალექს რატომ არ შეგეპარა ეჭვი რომ იქნებ მართა გატყუილებდა.უთხრა გიორგიმ. -მის გულზე ის ცეფი და კულონი რომ დავინახე,ჩემს წარსულში დავბრუნდი და გამახსენდა ის დღე,როცა ეს ცეფი დინას მივეცი.ის იხსნება და შიგ ჩვენი სახელებია ამოტვირფრული. -არ ვიცოდი თუ იხსნებოდა,მართამ ცეფი მოიხსნა და გიორგის გადასცა,მართლაც გახსნა კულონი და ზედ მხოლოდ ორი ასო ეწერა დ და ა. -გახსოვდა,დღემდე გახსოვდა გამოდის შენ ეს ქალი გიყვარდა ალექს. -ისე მოულოდნელი იყო ჩემი წამოსვლა და ისეთი ცივი იყო გამოცილება მისგან არ ვიცოდი თუ მასაც ჰქონდა გრძნობა ჩემს მიმართ,მაგრამ როგორც ხედავთ ფაქტი სახეზეა. -გათბა ღვინო და რამე თქვი. უთხრა ბექამ. -შენ არ დატოვო არცერთი ჭიქა დაულეველი.შეუღრინა ანამ.ბექამ კი ყურში უჩურჩულა. -ნუ ბრაზობ,დღე არ ჩამიგდია ხომ მიიღე დღევანდელი გეგმის. -დამპალი ხარ,აქ არა სახლში მოგივლი. -მზად ვარ სასჯელისთვის. -იმ ჩინელმა რომ მიაჭრა ქმარს ძირში შენც ისე გიზამ რომ დაიძინებ.ბექამ ვეღარ შეიკავა თავი და ისე გულიანად ახარხარდა სკამიდან გადავარდა და მინდორზე გააგრძელა სიცილი.ყველამ შეხედა გაოცებულებმა და ანას შეხედეს რომ ისიც იცინოდა. -რა უთხარი გველთევზა,თუ გადაწყვიტე სიცილში მოკლა და მერე იტყვი კარგი ურთიერთობა გვქონდაო.უთხრა გიორგიმ. -იმ ჩინელივით ძირში მიგაჭრიო,მეჩემებაააა.სიცილით თქვა ბექამ და სხვებიც აყვა. -არა,არასდროს არ შეიცვლებით თქვენ.თქვა გულომ.ჩაწყნარდნენ და ალექსი ფეხზე წამოდგა. -მეგობრებო დღეს ყველაზე ლამაზი და ყველაზე ბედნიერი დღე მაქვს.48 წლის ასაკში გავაცნობიერე რომ მყვს შვილი და ვარ მამა.ახლა მივხვდი თუ რატომ არ აეწყო არასდროს ჩემი პირადი ცხოვრება,მე სადღაც ჩემი შვილი მელოდა,მას მამა ჭირდებოდა და თავად მომძებნა.მადლობა უფალო ამ დიდი სიხარულისთვის.ლუკაც იცინოდა რომ მისმა ტელეფონმა დარეკა. -ხო,სად ხარ. -თქვენ სად ხართ,სადაც მივედი არსად არ არიან მაგრამ ვერ გავიგე სად ხართ. -ნათლიასთან მოდი,აქ ვართ. -მარიამთან? -არა,ალექსი ნათლიასთან.მარიამი და მართა ცალკე იჯდნენ და საუბრობდნენ. -ელოდი ასეთ დახვედრას? -არა, გამიმართლა და გაოცებული ვარ.ასეთი სითბო და სიყვარული არასოდეს არ მიგრძვნია,მიხარია რომ ამ დიდი და მხიარული სიყვარულით სავსე და როგორც ბებომ თქვა სულელების ოჯახიო,მეც რომ მაქვს სულ მცირე ადგილი. -ეს სამეგობრო,მხოლოდ მამაკაცები პატარა ბიჭობიდან დღემდე ერთად მოდიან აქ ყველა შეგიყვარებს და შენ დღეიდან არ ხარ მარტო ალექსი ძიას შვილი,შენ ყველას შვილი ხარ. ლუკა მიუახლოვდა გოგოებს და ლუკამ მარიამის ფეხებთან გაწვა და თავი კალთაში ჩაუდო,ქვემოდან ახედა და შეეკითხა. -ხვალ რა გეგმები გაქვს,სად მიდიხარ? -მე? არ ვიცი გავიდეთ ერთად სადმე? -მე უნდა წავიდე. -ვინ გიშვებს რომ გინდა წასვლა. -ვსწავლობ ლუკა ბოლო კურსზე ვარ. -რაზე სწავლობ? დაინტერესდა მარიამი. -იურდიულზე. -ვააახ,ორი იურისტი გვყავს? -შენ სწავლობ იურდიულზე? შეეკითხა მარიამს. -არა,მე ლუკა და კობალო ბიზნესის მართვაზე ვსწავლობთ და ჩვენი ვახო უჟმურების ხელმწიფე იურდიულზე და გეტყვი რომ უხდება ეს პროფესია მის იდუმალ ხასიათს. -უხეშია? -დაუნდობელი.უთხრა მარიამმა და თან ლუკას თვალი ჩაუკრა. -არ მიყვარს ასეთი უხეში ტიპები. -რომ გაიცნობ დასკვნები მერე გამოიტანე,შენ ის მითხარი გინდა დედაშენი და მამაშენი ერთად რომ იყოს? -ეს ყველას უნდა მარიამ. -მოდი რა ვქნათ,ხვალ ტელეფონი სახლში დატოვე და სხვა ბედს მივანდოთ. -მართა დაუჯერე შენ მარიამს და ნახე ორ-სამ დღეში დედაშენი თუ აქ არ იყოს. -კარგი,მაგრამ გამოვა რამე ვითომ? -თუ თავისუფალია და არავინ არ ყავს,გამოვა.ღიმილით უთხრა მარიამმა. -კარგი მე თანახმა ვარ,კობა და ნინო ვინ არის? -კობა ლაშა ძიას შვილია და ნინო გელა ძიასი.მე გიორგის შვილი ვარ,ეს ხის თავა კიდე ბექასი და ანას შედევდრია და ჩვენ დეიდაშვილებიც ვართ.აი უჟმური რომ გვყავს ამოუცნობი ფორმულით ის შესაძლებელია დღესაც მოვიდეს. -მოდის,უკვე გზაშია.თქვა ლუკამ. -ის უჟმური ალიკას და კარინას შვილია. -შენი დედიკო რომელია,აქ არ არის? -არა,ის ამათთან აღარ არის 22 წელია.დედა არც მე მინახავს ისე წავიდა იმ ქვეყნად. -უი ბოდიში. -არა უშავს შენ ხომ ეს არ იცოდი. -რა ხდება ლუკა,რა იყო ასეთი საჩქარო ან რა თავყრილობაა აქ.სიბნელიდან გაისმა ბოხი და მკაცრი ხმა. -მოდი აქ და გაიგებ რომ დადიხარ გარე-გარე.უთხრა მარიამმა. -შენ ნუ ტლიკინებ ბევრს,დიდი ხანია არ მოგხვედრია. -უი შე საცოდავო,როგორ მეშინია შენი? -მარიამ მოგხვდება. -სად გაქი დღეს რომ აორთქლდი?კითხა ლუკამ. -ერთს გაედო მაგრად. -ვის? ვიცნობ მე? -არა,ნინის ეუზრდელა და შემთხვევით გავიგე. -გაიცანი სტუმარი ვახო. -ვა,სტუმარი გვყავს? მარიამ შენთან არის? -არა,ამ ოჯახის სტუმარია,მაგრამ მალე მკვიდრი იქნება.გაიცანი მართა ძია ალექსის შვილია.ვახომ ჯერ მართას შეხედა,შემდეგ მარიამს და ბოლოს ლუკას. -ატრიალე ახლა ბუსავით მაგ თავი და აბრიალე თვალები. -გოგოოოოო ენათქო.ლუკა ღადაობთ? -სულაც არა,ჩვენი გუნდის წევრია.უკვირდა ვახოს ამ დროს მართას გულომ დაუძახა და წამოდგა,წავიდა და ვახომ ყბაჩამოგდებულმა გააყოლა თვალი. -ეეეეე,აქ ვართ ჩვენ აქ.ხელი აუფრალა მარიამმა.არ შეიმჩნია,მაგრამ მოეწონა ვახოს ჩამოსხმული ტანის მართა და მოწონების ნიშნად წარბი ასწია,შემდეგ ლუკას შეხედა და უთხრა. -მართალია? გადაამოწმა ალექსიმ? -გელა ძიამ გადაამოწმა და ყველაფერი ისეა როგორც თქვა.უთხრა ლუკამ. -თან ის კულონი გულზე რომ ეკეთა ძია ალექსის უჩუქებია დედამისისთვის.ვახო მათკენ მომავალ მართას უცქერდა ლუკამ რომ კრა მხარი. -რა იყო შე ჩ..ა მოგეწონა? -რაც კარგია,კარგია.ჩაიღიღინა და ხმამაღლა მართას გასაგონად თქვა. -მე გადავამოწმებ ხვალ ყველაფერს,დღეს არავინი არ არის სანდო.მართამ გაიგონა და გულზე მოხვდა ვახოს სიტყვები და სადაც იყო აღრიალდებოდა. -მართლა ხისთავიანი ხარ უჟმურო,როგორ გიყვარს და გსიამოვნებს სხვას რომ ტკენ. -მარიამ ენას ამოგაცლი.შეუბღვირა მარიამს და მაგიდისკენ წავიდა რათა მისალმებოდა სხვებსაც. -ოჰო,ჩვენი სერიოზული ბიჭი მოვიდა.თქვა ბექამ. -გიორგი მთელი შენი სერიოზულობა ამ ბავშვს დაანათლე? უთხრა ლაშამ გიორგის და ვახოს ხელი ჩამოართვა. -ამეტებთ,მე არა ვარ ასეთი სერიოზული როგორც ვახო მაგრამ ბევრჯერ დავაკვირდი და აქვს ჩემი მანერები,მე რომ აღარ ვიქნები თქვენს შორის,აი ჩემი სურათი იქნება თქვენს წინ ცოცხალი სახით. -ასეთი საუბარი ჯერ ადრეა ნათლი,მჭირდები შენგან ძალიან ბევრი რამ მაქვს სასწავლი.მე სულ სხვა რამ მაინტერესებს,ძია ალექს ეს გოგო საიდან ჩამოხტა შენს ეზოში,მართლა შენი შვილია? -იმაიმუნა,იეშმაკა 22 წლის უკან და შედეგიც თავის ფეხით მოადგა კარს.ჩადენილ ცოდვას არავის შეარჩენს ღმერთი.სიცილით უთხრა გიორგიმ. -ნათლი გამოდი გვერძე უნდა დაგელაპარაკო.გიორგი უცებ დასერიოზულდა და ვახოს გვერძე გაყვა. -რა ხდება ვახო. -ნათლი შენ იცოდე ეს გოგო ძალიან დამევასა,ხომ მიცნობ ჯერ სერიოზულად არ ვუყურებ ქალთა მოდგმას,მაგრამ ამ გოგომ აზრი შემაცვლევინა.იცოდე ჩვენშ ჯერ-ჯერობით საიდუმლოა. -წლები როგორ მალე გავიდა,უკვე ის უნდა ვიფიქრო ჩემი მარიამიც მალე გამიფრინდება?წარმატებები ნათლი აბა შენ იცი,თუ შეგიყვარდეს ბოლომდე გიყვარდეს და ბოლომდე დაიცავი ის არსება რომელიც შენს გულში მის გულს ჩადებს. -მაგალითი სიყვარულისა აგერ მყავხარ ჩემს წინ და რომ ასე არ გავაკეთო,შენს წინაშე მუდამ თავდახრილი უნდა ვიყო.ვახომ გიორგის თვალი ჩაუკრა და ლუკასკენ წავიდა,გიორგი კი იდგა და ღიმილით უცქერდა მიმავალ ვახოს. -რა გთთხრა,რა უნდოდა.შეეკითხა ალიკამ. -არაფერი,ეს თქვენი გასაგონი რომ ყოფილიყო აქ იტყოდა. -არ გაამხილო,მე მაინც მივხვდი მაგი რაღაცამ ან ვიღაცამ ააწრიალა და თუ ანასნაირი კლასები ჩაუტარა,მაშინ ვახო კი არა ის გოგო მეცოდება რადგან ვახოს ბექასნაირი და გიორგისნაირი მოთმინება არ აქვს.თქვა ალიკამ და საერთო ხარხარმა ეზოს სიმყუდროვე დაარღვია.ვახო კი ლუკას გვერდით დაჯდა და ხმამაღლა თქვა. -ხვალ რას აკეთებთ. -თქვენ არ ვიცი და მე გულო ბებომ მითხრა მართა მაღაზიებში გავიყვანო. -ჩვენც წამოვალთ. -იქნებ ტრუსიკი და ლიფი მინდა ვიყიდო,შენ უნდა შეამოწმო? -გარეთ დაგელოდები.უთხრა მშვიდად ვახომ მარიამს.ყველა იქ დარჩა იმ ღამით,ვახომ მთელი ღამე არც თავად დაიძინა და არც ლუკა დააძინა,ყველაზე ადრე ადგა და მარიამს და მართას შეუხტა ოთახში და ორივე მძინარე წამოაგდო. -ადექიიიიიიით. -არცერთმა არ გააგონა.მარიამ ადექი იცოდე მესამედ არ გავიმეორებ. -რა ხდება,რა კარგად ხარ? 7 საათზე რატომ ადექი შენ გააფრინე? აწიკვინდა მარიამი.მარიამი ადგა და ლუკას ოთახში გავიდა,ჯერ კიდევ ეძინა ლუკას. -ლუკ მიშველე რა.შეუწვა ლუკას. -რას მეხუტები გოგო,ამ სიცხეში მომშორდი.აღრიალდა ლუკა. -მარიამ აქ რატომ გამოიპარე,რა ვერ მოგაგნებდი? -შემეშვი. -არ დგები? -ჯერ ადრეა. -მარიამ არ დგები? -არა. -კარგი.უთხრა და ისე უცებ გადაიკიდა მხარზე და ცივი დუშის ქვეშ დააყენა კივილ-კივილით,გიორგის შეეშინდა ძილში მარიამის ხმა რომ ჩაესმა და გულგახეთქილი გამოვარდა ოთახიდან,რომ დაინახა ვახო ასველებდა გაახსენდა თავად რამდენჯერ ყავს ასე ანა დასველებული და გაეცინა მაგრამ ვახოს მკაცრად უთხრა. -ერთი დღე იქნება გულს გამიხეთქავთ.მარიამს იმედი მიეცა გიორგის ხმა რომ გაიგონა და ცივი ხმით იკივლა. -მამაააა,მიშველე მამიკოოოო მომაშორე ეს ავადმყოფი.გიორგის შეეცოდა მარიამი და ვახოს უყვირა. -ვახოოო. -ვსიო გამოფხიზლდდა უკვე,აბა ვის უნდა კიდევ გამოფხიზლება? იკითხა და იქვე მდგარ მართას შეხედა. -არა,არა,არააააა მე ნუ მიყურებ იცოდე შევწუხდები ვერ ვიტან ცივ წყალს.უთხრა შეშინებულმა ვახოს და ოთახიდან გადიოდა ხელი რომ დაავლო და მისკენ მიიწია აფართხალებული სხეული. -უკეთესია თუ შეწუხდები,დაგიტოვებ შიგნით და ვერაფერს გაიგებ.უთხრა ვახომ და წარბები აუთამაშა მართას.გიორგის ჩაეცინა და გაწუწულმა მარიამმა გაოცებულმა შეხედა ჯერ ვახოს და მერე გიორგის. -მამა ვახომ გაიცინა. -ჩუუუუ,სიყვარულის ბადეს ქსოვა დაიწყო ობობამ.თვალი ჩაუკრა და მარიამი მართას ხმამ გამოაფხიზლა. -არა,არ დამასველო.ორივე ერთად დასველდა და ვახოს თვალებში დაუბნელდა როცა მართას შეხედა თხელი მაისური როგორ მიეწება სხეულზე და კარგად უჩანდა სველი სავსე მკერდი,წელში შეუცურა ხელი და მის ტანზე აიკრა,სახე ახლოს მიუტანა და უთხრა. -ჩემს სიახლოვეს როცა იქნები,ულიფოდ არ გაიარო იცოდე ერთი დღეც თავს ვერ გავაკონტროლებ და ჩემი გახდები.ტუჩის ახლოს კოცნა დაუტოვა და დატოვა საშხაპეში გაშტერებული მართა.მალე მოემზადა მართა, მარიამს არ ჰქონდა იქ გამოსაცვლელი და სახლში მოუხდა წასვლა,ერთად წავიდნენ გამოიცვალა რუსოს მართა გააცნო და წავიდნენ მაღაზიებში.ძალიან ბევრი რამ იყიდეს,შემდეგ გაისეირნეს და ისე შემოეძარცვათ დღე ვერც კი გაიგეს,შემოაღამდათ და სახლისკენ დაადგნენ გზას.გიორგი ისევ ალექსისთან იყო,მარიამს ელოდებოდა და მულოდნელად უთხრა ალექსის. -ალექს არ გიფიქრია დინაზე? -როგორ არ მიფიქრია გიორგი.მართამ რომ მითხრა არ გათხოვილა და მარტომ გაზარდა შვილი,გულში რაღაც ჩამწყდა.რატომ დამიმალა,რატომ არ მითხრა.საუბარი ალექსის ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინა. -ჩემი არ არის.თქვა გიორგიმ. -არც ჩემია. -მაგიდზე დევს ნახე ვისია. -მართას ტელეფინია და დედამისი რეკავს.ამ დროს სახლში შემოვიდნენ ყველა სიცილ-სიცილით და ლექსომ მართას შეხედა.მიხვდა მართამ და ტელეფონი აიღო,მაგრამ მარიამმა გამოართვა და უბრძანა. -ხმა არ ამოიღო. -უპასუხე,რას ელოდები მარიამ.უთხრა გიორგიმ. -გისმენთ. -რომელი ხართ,ჩემი შვილი სად არის? -დაწყნარდით თქვენი შვილი უკვე კარგად არის,მისი მდგომარეობა სტაბილურია. -რა მოხდა,სად არის. -თქვენთან ერთ მამაკაცს სურს დალაპარაკება და ის აგისხნით ყველაფერს ქალბატონო. -ამიხსენით რა ხდება,ჩემი შვილი სად არის. -გამარჯობა. -ვინ ხართ,სად არის ჩემი შვილი. -თქვენი შვილი სანდო ხელშია. -თქვენ ვინ ხართ.გიორგიმ ანიშნა ალექსის უთხარი ვინც ხარო და ალექსიმ გაბედულად უთხრა. -ალექსი ვარ ალავიძე თუ ისევ გახსოვარ. -ალექს? მართა სად არის. -არ ინერვულო,ახლა კარგად არის. -როგორ თუ ახლა კარგადაა,რა ჭირს. -თქვენმა შვილმა ქალბატონო ფეხი მოიტეხა და ორი ნეკნი აქვს გატეხილი,ის ავტო საგზაო შემთხვევის დროს დაშავდა და რეპუბლიკურ საავადმყოფოში წევს.უთხრა მარიამმა. -სად,სად რომელ საავადმყოფოში? -თბილიში,რესპუბლიკურ საავადმყოფოში. -საააად? -თბილიში ქალბატონო. -მოვდივარ,ახლავეს წამოვალ და უახლოესი რეისით გადმოვფრინდები.ტელეფონი გაითიშა და მარიამმა მდუმარედ მყოფებს უთხრა. -ესეც მეორე ოჯახის გაერთიანება.გაეცინათ,მაგრამ ალექსანდრე საღამომდე ნერვიულად გადი-გამოდიოდა,გიორგი კი დინას დასახვედრად წავიდა,მართამ ფოტო აჩვენა თავის ტელეფონში გადმოიტანა და ასე უფრო იოლი იყო მისი მოძებნა.მტანჯველად გაიარა ლოდინში დრომ და როგორც იქნა გიორგი მოვიდა,დინა დაფეთებული გადმოხტა მანქანიდან სახლში შევარდა და მართას დაუწყო თვალებით ძებნა ამდენ ხალხში,მართა კი ალექსის გვერდით იდგა ჯამრთელი და საღ-სალამათი რომელიც დედას ბედნიერი ღიმილით უღიმოდა. -ჩემს პრაქტიკაში უკვე მეორე ბედნიერი ოჯახი დაქორწინდა.თქვა მარიამმა და გადაიკისკისა.მართამ კი ამაყად შეხედა დედას და უთხრა. -დედა ძალიან კარგი იდეა მომივიდა,მხოლოდ ხელის მოწერა გინდათ რომ სრულყოფილი ოჯახი ვიყოთ. -ძალიან კარგი აზრია.უთხრა მართას ალექსანდრემ და ხელი მოხვია. -ეს რას ნიშნავს.იკითხა ხმა წართმეულმა და ხელით დაეყრდნო იქვე მდგარ გიორგის. -ეს იმას ნიშნავს დედიკო,რომ 22 წლის შემდეგაც შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი,თბილი და ტკბილი ოჯახი. -დინა იქნებ ახლა მაინც გამოვნახოთ საერთო ენა,დავიჯერო ფიქრისთვის დრო კიდევ გჭირდება? ვაღიაროთ,ვაღიაროთ ორივემ რომ გიჟები ვიყავით და ჩვენი სიგიჟით რამდნი დრო დავკარგეთ ერთმანეთის გარეშე.ამ ორმა დღემ მე ძალიან ბევრ რამეზე დამაფიქრა.აი ჩემი დიდი და თბილი ოჯახი,რომლებიც გუშინს მერე გელოდებიან და არცერთი არ წავიდა სახლში. -ტყუილი რა საჭირო იყო,გული გამიხეთქეთ ღმერთო როგორ შემეშინდა.ფერი არ ედო დინას სახეზე და ქეთიმ ჭიქით წყალი მიაწოდა და დაამშვიდა.დინა დააჯინეს რათა ცოტა დამშვიდებულიყო,იყო თავდახრილი და დრო და დრო ალექსისკენ და მართასკენ გააპარებდა თვალს,არ სჯეროდა რომ მისი ორი უსაყვარლესი ადამიანი ერთად გვერდი გვერდ იდგა და მოულოდნელად იგრძნო ცრემლები სახეზე. -აბა ცრემლი არა,ქორწილია ქორწილიიიიი.იყვირა ანამ და სახლი ახმაურდა.ალექსი მივიდა დინასთან და უთხრა. -თანახმა ხარ? -მე მთელი 22 წელი ველოდი ამ წუთებს ალექს მაგრამ შენ არ ჩანდი.გულო მიუახლოვდა დინას და მისი ხელიდან ულამაზესი ბეჭედი წაიძრო და რძალს გაუკეთა,მოეფერა და ცრმლმორეულმა უთხრა. -აი ახლაა ჩვენი ოჯახი სრულყოფილი.ქორწინება,ოჯახური ცხოვრება და ვალდებულებები უკვე შენს საყვარელ ადამიანთან ერთად,იცვლება ცხოვრების რიტუნა,ჩნდება ცვლილებები და რა თქმა უნდა კაპრიზებიც.აი ასეთი მოულოდნელი და უცნაური ქორწილი შედგა და ესევ კიდევ მარიამის მოფიქრებით. -მე არცერთ თქვენთაგანს არ ვიცნობ,მაგრამ იმედია ჩემი თქვენს დიდ ოჯახში შემომატებით ცვლილებებს არ შემოიტანს,რამოდენიმე სიტყვა კი მინდა ვუთხრა ჩემს მეუღლეს,ღმერთო როგორც იქნა ვამბობ ამ სიტყვას ,,მეუღლეს'' ალექსანდრე შენ ყოველთვის იყავი ჩემთვის ყველაზე საუკეთესო მამაკაცი და დღემდე იმ წრფელი სიყვარულით მიყვარხარ,როგორც ადრე პირველად როცა დაიბადა ეს გრძნობა ჩვენში.მინდა მადლობა გითხრა იმ ექვსი თვისთვის,რაც ერთად ვიყავით.იმ ექვსმა თვემ მასწავლა მე ცხოვრებაც და სიყვარულიც, გვიან, ძალიან გვიან გავიგე ამ გრძნობის ძალაც და ფასიც, მაგრამ დღემდე ურყევად დებს ჩემში, დუღდს დღემდე ეს გრძნობა, მაგრამ მხოლოდ შენს მიმართ.მაპატოე,რომ იმ ერთმა არ მოსმენამ,იმ ერთმა გაუგებრობამ,იმ ერთმა ჯიუტობამ 22 წელი დაგვაშორა ერთმანეთს.ალექსი ადგა დინას ხელები მოხვია და გულში ჩაიკრა,თვალებში ჩახედა და უთხრა. -მაპატიე,რომ დედაშენზე გარაზებულმა უკან არ მოგიხედე,მიუხედავად შენი ძახილისა მე მაინც წამოვედი.აი დღეს იმ შეცდომის შედეგს ვიმკი,მადლობა უფალს რომ გვიან მაგრამ მაინც ერთად ვართ და ამჟამად სიცოცხლის ბოლომდე ვიქნებით ერთად,ერთმანეთის სიყვარულში. -ერთმანეთის ნდობით.დაამატა დინამ. -ერთმანეთის ერთგულება და ყურადღება. -არა ღალატი და არა უნდობლობა. -არა ღალატი და არა უნდობლობა,მხოლოდ ნდობა და მხოლოდ სიყვარული. -ჰე დაასრულეთ ახლა.კარგია კარგი მოგონებები,კარგი დროის გახსენება მაგრამ მოგვხედეთ ჩვენც ბატონო ალექსანდრე აქეთ.მაგ თვალები კი ცალკე კუტოკში უჟუჟუნე დედოფალს,მარიამ სად ხარ როგორაა ბიძი შენ რიმ იცი თქმა? -სიყვარული იწყება თვალების პაჭუნით და მთავრდება საწოლის ჭრაჭუნით. -გაუმარჯოს სიყვარულის უძლიერს გრძნობას.თქვა ბექამ და ყველამ ერთხმად შესვა ახალი წყვილის სადღეგრძელო. -მართა როდის გადაწყვიტეთ წასვლა შენ და დედაშენმა? -დედაჩემი დარჩება,მე სწავლის გამო უნდა წავიდე თან იქ მაღაზიას მივხედავ და ზაფხულზე დავბრუნდები.მარიამს ფეხის ხმა შემოესმა,კარებთან მივიდა ფეხაკრებით და ჩუმად,შეუმჩნევლად გაიხედა კიბეებზე ვახო და ლუკა ამოდიოდნენ,უცებ დაბრუნდა თავის ადგილზე კარებისკენ ზურგით დადგა და მართას შეხედა,თვალი ჩაუკრა და ხმამაღალი ხმით უთხრა. -არ მომწონს მე ეს ამბავი. -რა ამბავი,რაზე ამბობ. -აქედან რომ წახვალ,იმედია იცი რაც უნდა გააკეთო.მართამ მოტვინა მარიამის თამაში და ისიც აყვა თამაშში. -მეც მასე ვფიქრობ,უნდა ვნახო მიშა და უნდა დაველაპარაკო. -მასე აჯობებს,ყველაფერი თავიდან გაარკვიო და ზედმეტი ბარგი მოიშორო.კიბეებზე ამოსულ ვახოს ხმა შემოესმა და ლუკა ხელით შეაჩერა,ყური დაუგდო გოგოების საუბარს და ბრაზი მოაწვა,კისერში ძარღვები დასკდომაზე ჰქონდა და კბილებს აჭერდა ერთმანეთს რომ არ აღრიალებულიყო. -ვეტყვი რომ ძალიან კარგი დრო ვატარეთ ერთად,მაგრამ აქ უნდა დავასრულოთ. -უნდა დაგიჯერო,თუ ვუთხრა მამიკოს და წამოგყვე მეც და ერთად მოვაყუმაროთ შენი ყოფილი სიყვარული. -კარგი რა არ მენდობი? თან ზაფხულიდან აქეთ გადმოვალ და თავისთავად ჩამოვშორდები. -ისე რა სიგიჟეები გექნებათ გაკეთებული? მართამ თვალები დაუპრაწა მარიამს მაგრამ ის არ ჩუმდებოდა. -მიდი რა მიდი მომიყევი.არ მითხრა, რომ ვერანდიდანაც არის ამოსული შენს ოთახში როცა გეძინა. -უუუფ,ბევრჯერ იყო ასეთი მომენტები. -აააახ,რა რომანტიკაააა. -რომანტიკას მე გაჩვენებთ ახლა თქვენ ორივეს რომ მოგისროლით მეორე სართულიდან. -ვახო,ლუკა? აქ იყავი? დიდი ხნის მოსული ხართ? გაიკვირვა მარამმა. -საკმაოდ და არც ეცადო რამე დაფარო,ვინ არის შენი ყოფილი და რა კავშირი გქონდა მასთან. -ვახო მე ...................... -გადით გარეთ და შენ სად მიდიხარ,აქ მოდი.ხელი სტაცა მართას და საწოლისკენ მოიფრიალა. -რა,რა,რას აკეთებ ვახო. -ხმა,შენი ხმა არ გავიგონო სანამ მზად არ ვიქნები მოგისმინო.კარებთან იდგა მარიამი და ლუკა და კარებზე ჰქონდა ყური მიდებული,რომ უეცრად ვახომ კარი გააღო და ორივე შევარდა ოთახში. -რას აკეთებთ,მიყურადებთ რას ვიტყვი თუ რას გავაკეთებ. -ვახო მომისმინე. -ხმა,შენი ხმა არ გამაგონო მართლა ჯადოქარი ხარ თუ რა ხარ გამაგებინე. -მართა არ არის დამნაშავე,ყველაფერი ტყუილია რაც გაიგონე. -მბააა,აღიარებ? -ვაღიარებ,მინდოდა გამეგო რას გრძნობ მის მიმართ. -გველო,ისე რომ გეკითხა არ გეტყოდი? შეუღრინა ვახომ. -რა ხდება,რატომ ჩხუბობთ.იკითხა მოულოდნელად სახლში დაბრუნებულმა გიორგიმ. -ამას კითხე,მისი ჯადოქრობის მესამე ექსპერიმენტს ატარებდა და მივუხვდი ჩანაფიქრს.თქვა ვახომ და მარიამისკენ გაიწია. -არ მომეკარო,მაგაზე მეტად არ მომიახლოვდე. -დაწყნარდებით თუ დაგაწყნაროთ ყველა.იყვირა გიორგიმ და ოთხივეს სათითაოდ შეავლო თვალი.-თქვენი ხმა არ გავიგონო,ჩემს ოთახში ვიქნები.უეცრად გიორგიმ ლუკას ჩაავლო ხელი და შეეცადა წონასწორობა დაეცვა,თავზე მოიკიდა ხელი და წუთიერად გაითიშა,შემდეგ შეუშვა ხელი და თავის ოთახში წავიდა. -მამა? რა გჭირს კარგად ხარ? -კარგად ვარ,უბრალოდ გადავიღალე ძალიან წავალ დავისვენებ და წყნარად იყავით.უთხრა მშვიდად,გიორგი შევიდა ოთახში და პირველი სააბაზანოში შევიდა წყალი შეისხა სახეზე და შემდეგ უეცრად ტანისამოსით დადგა დუშის ქვეშ.რაღაც ემართებოდა,ბოლო რამოდენიმე კვირის მანძილზე უცნაურად გრძნობდა თავს.გარეთ ჩაწყნარდნენ,სიმშვიდეში გიორგის ჩაეძინა და უკვე დაღამებული იყო რომ ადგა ისევ იქ იყვნენ ოთხივე და ფილმს უყურებდნენ.მარიამმა დაინახა გიორგი და ფეხზე წამოდგა. -კარგად ხარ? -კარგად ვარ ნუ გეშინია,ბევრი საქმე არის კომპანიაში და რამოდენიმე ღამე გადამბულად მომიწია მუშაობა.დღეს სახლში ხართ? როგორ მოხდა რომ არ წადით ბარში. -ნათლი მართლა კარგად ხარ? შეეკიხა ვახომ. -კარგად ვარ ვახო და ძალიან გთხოვ,ამ ბავშვს ნუ გაასულელებთ იყოს ერთი ჭკვიანი თქვენს შორის არაფერი არ დაშავდება.მართას გაეცინა და გიორგიმ თვალი ჩაუკრა,შემდეგ კი რუსოს მიუბრუნდა. -დე მშია,რა გვაქვს? -მოდი შენი საყვარელი ქაბაბი მაქვს და პიურე. -თქვენ ჭამეთ? -ჩვენ არ გვინდა,გასვლა გვინდა გამოუშვებ მარიამს? უთხრა ვახომ. -წადით მაგრამ დილამდე ნუ გაჩერდებით გარეთ,დრო გაიგეთ სახლში მოსვლის.კარგად გაერთნენ,ვახო თვალს არ აცილებდა მართას და ლუკა მარიამს.მარიამი დაღლილი იყო განმარტოვებით იჯდა და ბედნიერი ღიმილით უცქერდა ვახოს და მართას რომ მოულოდნელად ვახომ გახედა მარიამს და უთხრა. -ვიცოდი რომ განგებ ალაპარაკებდი მართას და გინდოდა მე გამეგო ის ყველაფერი,გგონია ვერ, მივხვდი? -როგორ მიხვდი.გაეცინა მარიამს. -მართას დამფრთხალ თვალებს რომ შევხედე მივხვდი და მომინდა მეთამაშა შენს ნერვებზე. -ლუკამაც იცოდა? -მაშ,ერთად ვიყავით და არ ეცოდინებოდა? -ჰმ............. -რა ჩაიფიქრე. -არაფერი,ჯერ ჯერობით ასე იყოს.მარიამმა ჩაიცინა,მართას დაუბარა ცოტა ხნით გავალო და ეს ცოტა ხანი საკმაოდ გაიწელა,ლუკა აწრიალდა ვერსად მარიამს ვერ მიაგნო.არ უნდოდა ვახოსთვის ეთქვა და გარეთ გავიდა,იფიქრა იქნებ ჰაერზე გავიდაო მაგრამ არც გარეთ იყო,ტელეფონი კი გათიშული ჰქონდა რაზედაც ანერვიულდა.არც დაფიქრებულა სახლში წავიდა და უეცრად თვალებგაფართოვებული უცქერს მარიამი ვიღაც უცხო ბიჭთან ერთად მისეირნობს,შორი ახლო კი კიდევ ორი ბიჭი იდგა და ძალიან არ ესიამოვნა იმ ტიპების დანახვა,გაბრაზდა და ფეხს აუჩქარა,მიუახლოვდა და გაიგონა. -მადლობა რომ მომაცილე. -მადლობას მე გიხდი,რომ ეს მცირე დრო დამითმე და მომისმინე. -ჩემი წასვლის დროა,ღამე მშვიდობის. -მარიამ ხვალ საღამოს გეცლება? ლუკამ ვეღარ მოითმინა და უცნობს შეუღრინა. -ვერ გაიგონე რომ დაგემშვიდობა? -მეცლება თოკა სალომე წამოიყვანე და ისევ იქ შევხვდეთ ერთმანეთს. -მადლობა მარიამ.თოკამ ლოყაზე აკოცა მარიამს და სიბნელეში გაუჩინარდა. -ვინ არის გოგო ეს თოკა? ბოლოში ხმა დაიწვრილა ლუკამ რაზედაც მარიამს გაეცინა,მაგრამ შემდეგ მიუბრუნდა და უთხრა. -ლუკა შენ ხარ იდიოტი და ამ ავადმყოფობას ექიმები ვერ შველის,ასე რომ შენ არა და დეიდაჩემი და ბიძაჩემი ძალიან მეცოდებიან ერთი ყავთ და ისიც იდიოტი. -ნერვებზე ნუ ცეკვავხარ და ვინ არის ეს თოკა. -ჩემი კურსელია,რომელსაც ჩვენი კურსელი უყვარს და ეს ჩემით მოხდა.ასე რომ,სახლში მომაცილა და მადლობა ასე გადამიხადა.დაწყნარდი,დამშვიდდი? -არ უნდა გეთქვა რომ მოდიოდი,სად არ გეძებე?ხელი მოკიდა და სახლში ჯიკავ-ჯიკავით შეიყვანა და თან ვახოს ზარს უპასუხა. -ვნახე,სახლშია და მეც აქ ვარ. -არა,ვერ გეტყვი ახლა რადგან ვიცი ძალიან აფეთქდები აქ მოდი და თავად გეტყვის. -ხელი გამიშვი მეტკინა მკლავი,მართლა იდიოტო ხარ. -მეორედ ასე გააკეთებ და გეფიცები ვერ გადამირჩები. -მაააა,უთხარი ასე რატო მაჯიკავებს ტვინის შერყევა დამემართა. -ტვინ შერყეული რომ ხარ არ იცოდი? -შენზე მეტად მაინც არ ვარ,სადისტო. -ძია დაარიგე,გეხვეწები რამე უთხარი თორემ ერთ დღეს ხელში შემომაკვდება. -რა გავაკეთე ასეთი ხელში რომ შემოგაკვდე? -შენ თვალები მიხატული გაქვს გოგო? -შენ ხომ ერთობი,მეც მინდა გართობა.უყვირა მარიამმა. -მერე,გაერთე მაგრამ სახლში ერთად მოვალთ და არა სხვასთან ერთად გაშპე ადგილიდან.შენ ერთ თოკას იცნობ,მაგრამ არ იცნობ მის გვერდით მდგომს რომლების შორი ახლო იდგნენ და დამშეული მგლებივით გიყურებდნენ. -იქ არავინი არ იყო,მე არავინი დამინახავს. -იმიტომ რომ დაბრმავებული იყავი და ვერც იმას ხვდები ის სალომე და თორნიკე კოლპო არის იმიტომ რომ სხვამ ჩაგიგდოს ხელში,მაგრამ რას გიხსნი გაიგებ რამეს? ცოფებს ყრიდა ლუკა. -მამაააა,უთხარი რამე გამიშვას ხელი.გიორგი მთელი ეს დრო უცქერდა და უსმენდა ლუკას და გაოცებული იყო რადგან ლუკას შიგნით იმ წუთებში დაინახა ცხოველი,ცხოველი რომელიც მზად არის მისი საყვარელი არსების დასაცავად თავიც კი გასწიროს.არაფერი არ უთხრა,რადგან გადაწყვიტა ის რაც მოისმინა ამ საკითხზე ლუკას ცალკე დალაპარაკებოდა მარიამის გარეშე და სრულიად მშვიდი ხმით უთხრა მარიამს. -ორივე მომწყდით თავიდან,მაგრამ ლუკა გოგოს არასოდეს ხელით არ შეეხო. -აი გესმის? შენ კი მკლავი ლამის მომაგლიჯე. -მაშინ გააფრთხილე,რომ შეეშვას ჩემი ნერვების ჭამას და კალიასავეთ ხტუნვას აქეთ-იქეთ.მარიამმა ჩაიღიმა და გიორგის მივიდა კალთაში ჩაუჯდა და უთხრა. -ჩემი სიმპატიური და არაჩვეულებრივი მამიკო,ვერავინი ვერ გაიგებს როგორ მიყვარს მე ეს ადამიანი,ეს თვალები,ეს გამოხედვა,ვგიჟდები მა მე შენზე. -აფირისტი,როგორ უნდა საყვედური აიცილოს თავიდან.ჩაილაპარაკა ლუკამ და მოშორებით დაჯდა.გიორგიმ კი მარიამს შეხედა და წარბაწეულმა უთხრა. -ამიტომ უჭამ ნერვებს შენს სიმპატიურ და საყვარელ მამიკოს? ასე როგორ დაემსგავსე ანას მახსენდება ასე გიჟი და გადარეული იყო ისიც. -გამახსენდა,შენ იცი ბექა ძიამ და მამაჩემმა დეიდა პითონს რომ მიუგდეს შესაჭმელად?უთხრა ლუკას რომელმაც გაოცებულმა შეხედა გიორგის. -რააააა? გიორგიმ შეხედა ლუკას და სიცილით დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად. -რატომ,რა გააფუჭა ასეთი.ან წარმოდგენილი მაქვს,ასე როგორ უნდა გაამწარო ადამიანი რომ ამ ზომამდე მიიყვანო. -არ მთხოვოთ მომიყევიო,თავი მტკივა და არ ვარ ხასიათზე შეეკითხე და თავად მოგიყვეს. -მომიყვება,მაგრამ ეს თუ არ მოუხმობს ჭკუას გეფიცები არ ვიცი რას ვუზამ. -ლუკა ჩვენ სალაპარაკო გვაქვს,შენ წადი დაწექი.ამ დროს ვახო და მართა შემოვიდნენ სახლში და გაბრაზებულმა შეხედა მარიამს.გიორგი ფეხზე წამოდგა და ლუკას და ვახის ანიშნა გაყოლოდა,კაბინეტში შესულებმა დიდხანს ისაუბრეს სერიოზულად სხვადასხვა თემებზე. -ნათლი მე და ლუკა გავარკვებთ ვინ არიან ისინი,არ ინერვიულო ძალიან გთხოვ. -ვახო და ლუკა ყოველთვის გახსოვდეთ თქვენი ნათელი მხარე,თქვენი ღირსება და სიყვარული საყვარელი ადამიანების მიმართ.ადამიანის ბნელი მხარეა ამპარტავნება, შუღლი და დირექტივების გაცემა რაც დარწმუნებული ვარ თქვენში არც არის და არც იქნება.ისინი არიან ისეთი აღზრდილები რომ ისწრაფიან ცუდისკენ,თქვენც იგივეს ნუ გააკეთებთ უბრალოდ ყურადღება არ მოვადუნოთ.უკვე დიდები ხართ,სადაცაა თქვენს საკუთარ ბუდეებს შექმნით და დაიმახსოვრეთ,მე დღემდე მივდივარ მაგრამ ჩემს გზას მისამართი არ აქვს.მივდივარ შენელებული,მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით.მხოლოდ ის ადამიანები გამიგებთ ყველაზე კარგად, რომლებსაც გამოცდილი აქვთ, რაც მე გამოვიარე და გამოვცადე.როცა ვფიქრობ, როგორი ვიყავი წარსულში, და როგორი ვარ ახლა, ძალიან ბევრ რამეს სხვანაირად ვუფიქრდები და ვიცი რომ არ ვარ სრულყოფილი ადამიანი,ჩემს სიცარიელეს ვერავინი ვერ ამოავსებს,მისი ნახევარი ჩემი მარიამია და მეორე ნახევარი კი ისე დარჩება ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე. ვიცი,რომ ადრე თუ გვიან, ისევ შეიცვლება ყველაფერი და მარიამიც მის ბუდეს შექმნის,მაგრამ დამპირდით ორივემ რომ მუდამ მის სიახლოვეს იქნებით. -ნათლი რამეს გვიმალავ? შეეკითხა ვახომ. -არა,არაფერს არ გიმალავთ.თქვა გიორგიმ და ვახოს თვალი აარიდა.ცრემლები აწვებოდა და თითქოს ცხლად ეღვრებოდა მუცელში, გულზე თოკი ჰქონდა მოჭერილი და უფრო და უფრო უჭერდა რადგან სადაცაა სუნთქვაც გაუჭირდებოდა.ძალა არ ჰქონდა საუბარი გაეგრძელებინა და ხელით ანიშნა ორივეს მარტო დაეტოვენინათ კაბინეტში. -ნათლი შეგიძლია დამელაპარაკო,გული გამიხსნა და ვიცი რომ ბევრს იხვევ გულში და ბევრს არ ამბობ,თქვი და უკეთესად იგრძნობ თავს. -რა გითხრათ ვახო დავჯდე და გავიხსენო ის წლები რომლებმაც უამრავი რამ მასწავლა? გავიხსენო ის წარსული, რომელმაც აწმყოში გამაძლიერა და მომავლის იმედი მომცა? რა უნდა გითხრა ეს ის წარსულია, რომელმაც ჩემგან სულ სხვა ადამიანი გამოძერწა ბევრად უფრო თამამი და ბევრად უფრო მიზანდასახული? ეს ის წარსულია, რომელიც უბრალოდ წარსულის, წარსულში დარჩა? ან რა გითხრათ ის რაც კარგად იცით,რომ თავდავიწყებით მიყვარდა რომლის გარეშე სიცოცხლეც ვერ წარმომედგინა და დღემდე მიყვარს? მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი დავიდე და ისე გავაგრძელე გზა,გზა ჩემი მარიამის გარეშე,რომელიც პატარა მარიამმა ჩაანაცვლა და დღემდე მომიყვანა. ეს არის გზა, რომელიც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება მეამაყება. ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ მარტო ვარ სრულიად მარტო ჩემს ფიქრებთან და წარსულთან ერთად.მე მარიამის არსებობამ გადამარჩინა,თქვენმა არსებობამ გადამარჩინა და თქვენ მასწავლეთ საკუთარი თავის გადარჩენა.იცით რას ვხვდები? არ ვიცი ამას პრინციპულობა ქვია თუ უბრალოდ ბედნიერებისთვის ბრძოლა,ოღონდ გახსოვდეთ, არ შეცდეთ და თქვენი ცხოვრება ყალბ და მოჩვენებით ბედნიერებას არ მიუძღვნათ, რადგან მისი გარჩევა ძალიან რთულია რეალურისგან.გქონდეთ ეს საოცრად შესაშური მეგობრობა და გახსოვდეთ ეს არის სწორედ თქვენი ერთად ყოფნის ძლიერი ჯაჭვი და გქონდეთ ის სიმტკიცე რომელიც ყოველთვის იქნება თქვენი სიტყვის იარაღი, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს არც გააჩნიათ და არც ფასი იცის მეგობრობისა. ადამიანთა ცხოვრება დინებას მიჰყვება და ჩვენც ვალდებული ვართ,ფეხ და ფეხ მივყვეთ ცხოვრების რთულ და მკაცრ კანონებს,მაგრამ ჩვენ რთული მოსწავლეები ვართ რადგან ვერ ვუღრმავდებით შევიცნოთ ცხოვრების სირთულეები და ავიცილოთ ისინი თავიდან,უბრალოდ ავუაროთ გვერდი და გზა გავაგრძელოთ წინ მომავლისაკენ.თუმცა არსებობენ ადამიანები,რომლებსაც არც აწმყოში უნდათ ყოფნა და არც მომავალი უნდათ.ისმება კითხვა,რატომ? იმიტომ რომ ტკივილი აქვს მიღებული იმ ლამაზი ცხოვრებიდან,სადაც უხაროდა ცხოვრება,ტკივილი და ეს ტკივილია უკიდეგანო,მაგრამ მაინც აგრძელებს ცხოვრებას ერთადერთი ადამიანისათვის.არ აქვს მნიშვნელობა რის საფუძველზე მოხდა ამ ძლიერი ტკივილის მიღება,მთავარია ეს ტკივილი მთელ სხეულში გაიბნა,გაიბჟნა,ფესვები გაიდგა და ის ვინც ასე გიყვარდა,ის ვინც გაბედნიერებდა აღარ არის ჩვენი სივრცის,ცხოვრების და სამყაროს ნაწილი.როდესაც ვიღაც მიდის, ამისთვის არასდროს ვართ მზად ადამიანები, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ მათი ჩვენგან წასვლა ეს არ არის ჩვენი გადაწყვეტილება. ზიხარ საკუთარ თავში ჩაკეტილი და ფიქრობ სად დაუშვი შეცდომა,მიუხედავად იმისა,რომ კარგად იცი ეს ისეთი უეცარი და რთული მოვლენა იყო,ვერაფერს ვერ შეცვლიდი და ვერც მის წასვლას დაადანაშაულებ.რაც არ უნდა მოხდეს,უნდა დავკავდეთ საქმით რომ დრო გავიდეს და წარსულზე ფიქრისთვის დრო აღარ დაგვრჩეს.ღამის სიბნელეში ვარსკვლავების ციმციმს თანდათან დღის სინათლე აქრობს და ტკივილიანი დღეები ჩვენთან ერთად აგრძელებს სვლას.გარეთ ოქტომბერია და ცივი და ნელი წვიმა ფანჯრის მინებს ცრემლებივით სდის ღარებად,გიორგიმ მინის შიგნიდან წვიმის წვეთს თითი გააყოლა და სევდიანად უთხრა იმ წვეთს. -შენს გულსაც ძლიერი ტკივილი აკრთობს და ის ჩემსავეთ ტირის,დარდს ვერ აჩერებს მტკივანი გული და ცრემლებად გადმოდის,მიწას ეცემი და ასე ქრები.ვინ არის დამნაშავე ჩვენი ასეთი მოწყენილობის,თუ არა ისევ ჩვენი ბედი.ყოველ დღე ვცდილობ არ ვიფიქრო მაგრამ არ გამომდის,არ შემიძლია.მე ხომ მხოლოდ ჩემი ბედნიერ დღეებს მივსტირი,რაა ჩემი დანაშაული გადაულახავი სიმწარე რომ მარგუნე უფალო,ნუთუ ის რომ მიყვარდა? ის რომ მის გარეშე არ შემეძლო? ასე რატომ მომექეცი,რატომ წამართვი,რატომ დამსაჯე,ასეთი მკაცრი რატომ ხარ ჩემს მიმართ.წლებია გაცივდა გული,გაცივდა ისე რომ მასზე თბილი ზამთარია.დრო,დრო გავიდა საყვარელო მაგრამ უშენობა წლებმა ვერ განკურნა და მასთან ერთად ვისწავლე ცხოვრებაც.სიყვარული კი საზღვარს არ ცნობს,ეს სიტყვებიც ჩემს მონატრებას ვერას ვუშველის.გადავწყვიტე, განაჩენი გამოტანილია დღეიდან აღარასდროს შემეშინდება სიკვდილის,ეს სიკვდილია სწორედ რომ არ მომცა საშუალება დავმტკბარიყავი შენთან ცხოვრებით,არ მომცა საშუალება შენ ჩემს ერთადერთ,უანგარო და წრფელ სიყვარულთან ერთად ვყოფილიყავი და შემეხედა შენს სახეზე წლებისგან გაჩენილ ღარებზე,თმაში ალაგ-ალაგ შეპარულ ჭაღარაზე.გიორგის ცრემლი დაედინა სახეზე და არც უცდია მისი შემშრალება. -გიორგი მზად ხარ? მოულოდნელად შეაღო ბექამ გიორგის კაბინეტის კარი და ვითომ ბექას ჩუმად შეიმშრალა მისი მტკივნეული ცრემლი,მაგრამ ბექამ შეხედა. -გიორგი 22 წელი გავიდა,შენ კი ისევ ისე გტკივა როგორც პირველ ეტაპზე გტკიოდა. -ეს ტკივილი არასოდეს არ გაივლის ჩემში ბექა. -ასე თავს ავნებ,ჯამრთელობა შეგერყევა გიორგი.გიორგიმ თვალებში ჩახედა ბექას და ჩუმად უთხრა. -დაჯექი,უნდა დაგელაპარაკო.ბექას უცებ ფერმა გადაუარა და თვალებში შიში ჩაუდგა. -რა ხდება,გიორგი რამე ხდება და მე დამიმალე? იცი, რომ ამ ბოლო დროს არ მომწონხარ და არც ფერი არის შენი მოსაწონი? -ბექა მარიამს თვალ-ყური ადევნე, ბიძა ხარ მისი და ძალიან უყვარხარ მაგრამ ნუ გაუშვებ მის ჭკუაზე ყოველ-დღიურად. -რა ხდება,სადმე მიდიხარ? -მივდივარ,გადავწყვიტე ლონდონში წავიდე. -რატომ,რამე პრობლემებია? -სახლი,ბექა სახლი ამდენი წელია დაკეტილია,კომპანია უპატრონოდ არის და მინდა ასე გაუფრთხილებლად დავაგდე თავზე ჩემს ნდობით აღჭურვილ პირებს,რომლებსაც ხელში ჩავუგდე ყველაფერი და აქეთ რაღაც კაპიკებს აგზავნიან. -ეს კი სერიოზულია და მართალიც ხარ,ამდენი წლის შემდეგ უნდა ერთი კარგი გადამოწმება თუ რა ხდება იქ.სხვა? სხვა არაფერი არ გაქვს სათქმელი? -სხვა რა გაინტერესებს. -გიორგი მე მელაპარაკები, ბექას რომელიც ბავშვობიდან გიცნობს და აქ არ გაუცვნიხარ ამ კედლებში.თქვი სიმართლე.ვფიქრობ რომ რაღაცას მიმალავ და ძალიან მაწყენინებ თუ ასე არის. -არაფერს არ გიმალავ,გადავიღალე ამ ბოლო დროს. -თქვი,მეტი ნდობა არაა ჩვენს შორის? კარგი ნუ მეტყვი,წადი და მხოლოდ კარგი ამბებით დაბრუნდი.წყენა გამოხატა ხმაში ბექამ. -მალე ვიღლები ბექა და არ ვიცი მე გადავიღალე თუ გული დაიღალა. -იყავი რატისთან და ანალიზები აიღე? -იქ მივალ,იქ გავიკეთებ.უთხრა გიორგიმ. -მპირდები რომ ექიმთან მიხვალ? -გპირდები რომ მივხედავ თავს,რადგან ჯერ მარიამს ვჭირდები.პატრონს უნდა ჩავაბარო,რომ მეც მშვიდად წავიდე ჩემს მარიამთან. -სულ ცუდზე რატომ ფიქრობ გიორგი რატომ.იყვირა მოულოდნელად ბექამ და კაბინეტიდან გავიდა და ზანდასთან მივიდა,რაღაც დაელაპარაკა აღელვებულმა და თავის კაბინეტში შევიდა,ერთ საათში ზანდამ აცნობა ბექას შიდა ტელეფონით,რომ ვისაც ელოდა ის უკვე მოსული იყო,გავიდა და დაელაპარაკა,შემდეგ კი გიორგისთან შეიყვანა. -გიორგი ხმა არ ამოიღო და დააცადე თავის საქმე გააკეთოს. -რა ხდება,რა უნდა გააკეთოს.გიორგის წინ მაღალი და ძალიან ლამაზი ქალბატონი იდგა. -სისხლი უნდა აგიღოთ.გიორგიმ ბექას გადახედა გაბრაზებულმა,მაგრამ არ უთქვია ზედმეტი არაფერი. -ბექა ეს არ უნდა............ -არ უნდა გაიგოს არც ანამ,არც მარიამმა და არც არავინმა,ნუ გეშინია არავინი არ გაიგებს.პასუხებს მე დამირეკავს და შენც შეგატყობინებ.უთხრა და გავიდა. -რამდენ ხანში იქნება ანალიზის პასუხი? -სამ დღეში,მაგრამ გამონაკლისის დაშვებაც შეიძლება თუ ყველაფერი კარგად იქნება ერთ საათში გაცნობებთ პასუხს.ბექამ ფული გადაუხადა კეთილ ექთანს და დიდ ნერვიულობაში გაიარა ერთმა საათმა.ჩაფიქრებული იყო ტელეფონის ხმამ რომ შეაშინა და ხელის კანკალით აიღო ტელეფონი რომელსაც გაუბედავად უპასუხა. -გისმებთ. -ბატონო ბექა ანალიზების პასუხი გითხრათ თუ აქ მოხვალთ. -მითხარი.უთხრა მკაცრი ხმით ბექამ. -საშიში არაფერია,გემოგლობილი არის ძალიან დავარდნილი და ამიტომ აქვს თავბრუხვევები. -სერიოზულად? სხვა ყველაფერი რიგზეა? -კი,კი ყველაფერი რიგზეა,სადაც გინდათ იქ გადაამოწმეთ. -მადლობა,დიდი მადლობა.ბექამ გახარებულმა წამოდგა,მაგრამ გიორგისთან მისვლის მაგივრად სადღაც წავიდა,ანალიზების პასუხები წამოიღო და მაინც გულის დასამშვიდებლად რატისთან წავიდა.შევიდა თუ არა რატის კაბინეტში მაიკო და რატი ერთ-ერთი რთული პაციენტის ისტორიას განიხილავდნენ,ბექამ ანალიზების ქაღალდი დაუგდო წინ და უთხრა. -გადახედე და პასუხს ახლავეს ველოდები. -ვისია. -მითხარი და მერე გეტყვი ვისია.რატიმ შეხედა და წარბაწეულმა უთხრა. -ვისიც არ უნდა იყოს,გასაკვირია ფეხზე როგორ დადის. -რატომ?გაუკვირდა მაიკოს. -30-ზე აქვს გემოგლობილი.ვისია ბექა ეს ანალიზები. -გიორგის,გიორგი ამ ბოლო დროს ცუდად გრძნობს თავს და ხომ იცი როგორი განწყობილია მარიამის მერე ექიმების მიმართ,ამიტომ ანალიზატორი მივიყვანე და მკაცრად მოვთხოვე სისხლის აღება და აი პასუხიც დღევანდელია სულ რაღაც ერთი საათია გასული. -კარგი გიქნია,გადასხმა ჭირდება აუცილებლად,ძლიერი კვება,ნატურალური წვენები,შოკოლადი და სხვა ყველაფერი კარგადაა. -შემეშინდა,ძალიან შემეშინდა. -არაფერია საშიში,მაგრამ საღოლ რომ მოახერხე და სისხლის ანალიზი აუღე.ბექამ დაემშვიდობა მეგობრებს და გიორგის კაბინეტში შევიდა,ანალიზის ქალდი წინ დაუდო და უთხრა. -იჩქარი,მაგრამ ყველაფერი რიგზეა მხოლოდ გემოგლობილი გაქვს დაბალი და ძლიეტი კვება,აწი ყოველ კუთხეში შოკოლადები უნდა დავდო რომ სულ იცუცქნებოდე.გიორგი წამოდგა და მეგობარს,მისი სულის ნაწილს გადაეხვია.ამ დროს ოთახის კარი გაიღო და მარიამი შემოვიდა,გაკვირვებულმა შეხედა გიორგის და ბექას და იკითხა. -რა ხდება,რატომ ეხვევით ერთმანეთს ისე რომ თითქოს დიდი ხნით ემშვიდობებოდეთ ერთმანეთს.გიორგიმ ღიმილით შეხედა მისი სიცოცხლის აზრს და უთხრა. -ოჰ,შენ აქ რამ გადმოგისროლა ყველას დედა ტერეზა? -შემოგიარეთ,საღამომდე დიდი დროა გარეთ წვიმს რა გავაკეთო მარტომთქო და მოვედი. -კარგია,რომ მოხვედი უნდა დაგელაპარაკო. -ოხ,არ მომწონს მე შენი არც გამოხედვა და არც ხმის ტონი. -მარიამ რამოდენიმე თვით მივდივარ,უნდა წავიდე შვილო. -სად,სად მიდიხარ. -ლონდონში,ხომ იცი ყველაფერი უპატრონოდ არის მიტოვებული.მარიამ რომ დაგირეკო,რასაც არ უნდა აკეთებდე უნდა მიპასუხო,დაუჯერე ბექას და დაუჯერე ბიჭებსაც.ძალიან გთხოვ,ნუ მანერვიულებ.მარიამმა მოიწყინა და უთხრა. -ძალიან ბევრი დაგაგვიანდება? -გადავხედავ,საქმე როგორც მოითხოვს შვილო. -კარგი,მე წავალ. -დაჯექი,ერთად წავიდეთ მეც მალე დავასრულებ საქმეს.მიხვდა გიორგიმ რომ მარიამისათვისაც იგივე ნაირად მძიმე იქნება განშორება როგორც მისთვის,ამიტომ ყველაფერი გვერძე მიაწყო და მარიამთან ერთად ხელი-ხელ გადახვეულმა დატოვა კომპანიის კედლები.სახლში მიხვდა რომ რუსომ არაფერი არ იცოდა გიორგის გამგზავრების შესახებ და ჩუმად უჩურჩულა. -როდის მიდიხარ,დღეს არ მიდიხარ? -არა,ერთ კვირაში.მარიამ ჩემს კაბინეტში ვიქნები და შემოდი,გაუკვირდა მარიამს იქ ხომ მხოლოდ მაშინ შედის რაღაც სერიოზული სალაპარაკო როცა აქვთ. რაღაც ცუდის მოლოდინში იყო და არც დაფიქრებულა, იმ წუთში შეყვა მამას კაბინეტში და მის წინ დაჯდა. -მარიამ მინდა ვიცოდე,შენს პირადში რა ხდება.გულზე მოეშვა,ჩაეღიმა და უთხრა. -არა მა,ჯერ არავინის მიმართ არ აძგერებულა ჩემი გული. -კარგად იცი რომ შენ ჩემი ზეციური მადლი ხარ და სიცოცხლის ხე,რომლის ფესვები ჩემს გულსა და გონებაშია,საზრდო კი მისი ისევ შენი ნაზი სულია.შენ ამ სამყაროში ჩემთვის მარიამ ყველაზე ჭეშმარიტი სიყვარული ხარ. -და რა გამოდის,მე თუ სიცოცხლის ხე ვარ,ტანი ამ ხისა შენ ხარ მამა.გადაიკისკისა მარიამმა და გიორგისაც გაეღიმა,მაგრამ შემდეგ სევდიანად უთრა. -შენი კისკისი ვერც კი წარმოიდგენ როგორ ჰგავს დედაშენის კისკისს,გული მტკივა ამ ცხოვრებაზე.ჩაილაპარაკა გიორგიმ.მარიამი დასერიოზულა და უთხრა მამას. -რატომ იტანჯავ თავს,მამიკო რატომ არ გინდა გაიცნო ვინმე და ცხოვრება სცადო,სხვა თვალით შეხედო ყველაფერს.გიორგიმ თვალებში შეხედა მარიამს და უთხრა. -ცხოვრებას შევხედავ სხვა თვალით,მაგრამ მითხარი დედაშენს როგორ შევხედო სხვა თვალით მარიამ.მის ფოტოსთან რომ დავდგე როგორღა ვესაუბრო სიყვარულზე,მე მას ყოველთვოს ვგრძნობ ჩემს გვერდით მაგრამ ვერც ვხედავ და მიუწვდომელიც არის. -მამა ეს ხომ სიყალბეა,დაფიქრდი გთხოვ.თავს გაუფრთხილდი გული გეტკინება ამდენი ნერვიულობით,მე კი მჭირდები მა,მინდა ჩემს გვერდით იყო.ნუ მისცემ შენს თავს მელანქოლიას დაგიმონოს და მარტოობამ დაისადგუროს შენს სულში.ვიცი გტანჯავს ეს ყველაფერი და მთელი ცხოვრება ასე გასტანს,ბედნიერებას კი არ მოგიტანს.ასეთი ცხოვრება ღირს კი ცხოვრებად? მა მიიხედე და მოიხედე შენს გარშემო,შეხედე ყველა ბედნიერია და შენ? შენც მიეცი რა თავს ბედნიერების უფლება.შენ ხომ ჯერ ახალგაზრდა და ძალიან სიმპატიური მამაკაცი ხარ,საკმარისია მამიკო 22 წელი გლოვისთვის,დარწმუნებული ვარ შენი ბედნიერება დედიკოსაც გაახარებს. -მარიამ მოდი რა ამ თემაზე ნუ ვისაუბრებთ რატომ,რისთვის,რა მიშლის ხელს? ეს კითხვები გვერძე მიდე და ვეცადოთ გული არ ვატკინოთ ერთმანეთს,პირიქით მეტი სითბო და მეტი სიყვარული გავცეთ.შენ ჩემი სიცოცხლე ხარ და მინდა გახსოვდეს რომ ძალიან მიყვარხარ. -რა გემართება,რამეს მიმალავ? სადაც იყო მარიამი ატირდებოდა. -რა გჭირს,პირველად გეუბნები მიყვარხართქო? წამი-წამია,ცხოვრებაც წამიერია.წამს წამი მისდევს და ცხოვრებაც გრძელდება მაგრამ არავინი არაფლისგან არ ვართ დაზღვეული,არავინმა ვიცით ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს.უბრალოდ როცა შენს გვერდით ვინმე არ იქნება,არ ენდო არავის,ენდე მხოლოდ შენს თავს და იყავი ძლიერი,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები.გიორგიმ ხელი ჩამოისვა სახეზე,შემდეგ ადგა და თმებზე მოეფერა მისი სუნი შეისუნთქა. -გიხდება გაშლილი თმები,მაგრამ ამ სიცივეში რომ გეწეწება დასავარცხნად ცუდია და შეიკარი.უთხრა ღიმილით, მარიამმა კი გიორგის შეანათა მისი ბავშვური,უშფოთველი,სიკეთით სავსე ცრემლიანი თვალები. -ნეტა ვის გავხარ ასეთი მკაცრი,ასეთი გიჟი და კეთილიც რა საინტერესოა? ვითომ სხვათა შორის კითხა გიორგიმ და ორივეს გაეცინა.მარიამმა ადგა გიორგის ჩაეხუტა და უთხრა. -შეიძლება დედას ვგავარ გარეგნობით,მაგრამ მაგ თვისებებით შენ გგავარ მა. -ვიცი,ვიცი ჩემო საყვარელო. -მა დღეს ბარში ვიკრიბებით კურსელები,ცოტა შემაგვიანდება კობალოსთან დავრჩები და არ ინერვიულო. -დამირეკე სად იქნებით და მოგაკითხავ. -ჩვენი ბავშვებიც იქნებიან,მარტო არ მივდივარ.სახლში ხმაურით შემოვიდნენ ბავშვები და მარიამი იკითხა ვახომ,რუსომ კი წყნარად უთხრა. -კაბინეტში არიან და საუბრობენ რაც მოვიდნენ მის მერე,ბებო მარიამს რამე პრობლემები ხომ არ აქვს? კითხა ლუკას და ვახოს და მათმა ერთმანეთს გადახედეს. -არა მგონია ბებო,ყველაფერი კარგადაა. -ალბად ისე საუბრობენ.ჩაილაპარაკა რუსომ და სამზარეულოში გავიდა. -რუსო სად ხარ.დაიჭექა ბექას ხმამ. -რა მოხდა,რა გაყვირებს აქ ვარ ბექა.შეეშინდა რუსოს და ბავშვებიც ფეხზე დადგა. -სადაა თქვენი პირმშო, რომელმაც გული ლამის გამიხეთქა დღეს. -რა ხდება,საუბრობენ მამა-შვილი კაბინეტში. -ვახო,ლუკა,კობა,მართა შენ დაჯექი ბიძი თქვენ კი წადით მანქანიდან გადმოიტანეთ რაც კი ნახოთ წამოსაღებად.ბიჭებმა დატვირთული შემოვიდნენ სახლში და რუსო გაოცებული უცქერდა ბექას ვერ გაეგო ბექას რა უნდოდა ეთქვა. -ნუ მიყურებ გაკვირვებული,რუსო დღეს გიორგის ძალის ძალად აუღე სისხლის ანალიზი,რადგან ამ ბოლო დროს ხშირად შევამჩნიე თავბრუსხვევები ჰქონდა. -მეც შევამჩნიე.თქვა ლუკამ. -ხოდა გემოგლობილი აქვს დაბალი,ამას ვიცი რომ არ გეტყოდა და ამიტომ გაძლიერებიული კვება თუ სახლში,თუ კომპანიაში და ნატურალური წვენები ჭირდება. -კი დედა,კი შვილო მოუკვდეს დედა ჩემს შვილს. -ახლა არ გადამრიო და არ იტირო.გაიჟღერა გიორგის მკაცრმა ხმამ და ბექას მკვლელის თვალრბით უცქერდა. -შენ ტვინი გიმუშაობს საერთოდ? -ძალიან კარგად შენგან განსხვავებით,რუსო მშია რა გვაქვს? -დღეს საქონლის ხორცი ჩავშუშე ისე მარიამს რომ უყვარს,მაგრამ ქათამიც მაქვს მაიონეზში და ამ წუთში გავაკეთებ სალათსაც.რუსო დატრიალდა,მარიამმა მოემზადა შავი მოკლე კაბა ჩაიცვა ასეთივე შავი მოსასხამით,ეს მოსასხამი გიორგის ნაყიდი იყო და მას გარდერობში ინახავდა,მოულოდნელად მარიამმა იპოვა და მოეწონა.გამოწყობილი სამზარეულოში შევიდა,შიოდა გიორგის თეფშში პური ჩაუწო და რამოდენიმე ლუკმა გადაუშვა ყელში,შემდეგ კი ბიჭებს ხელი დაუქნია და წავიდნენ ყველა ერთად,გიორგიმ კი თვალი გააყოლა უხაროდა მარიამს ასეთ გამოწყობილს რომ უყურებდა და ტკბებოდა მისი სილამაზით.გავიდა თუ არა მარიამი თვალები მაგრად დახუჭა და თქვა. -იცანით ის მოსასხამი? -ვიცანი,მაგრამ არაფერი არ ვთქვი.თქვა რუსომ და ბექამ ერთხმად.ბარში მისულებს მეგობრები თითქმის მთვრალები დახვდნენ და ვახომ მარიამს და მართას უჩურჩულა. -არავის მოწოდებული არაფერი არ დალიოთ,გასაგება? -გასაგებია.უთხრა მართამ.ერთმა უცნობმა ჯერ შორიდან უცქირა მარიამს და შემდეგ სასმელით სავსე ჭიქა მიაწოდა. -ახალმოსულმა ბოლომდე უნდა შესვას.თან ხელი წელზე შემოხვია.მარიამი შეიშმუშნა და მკაცრად უთხრა. -ხელები დაიმოკლე სანამ დაგამოლკებინეს და სპირტიან სასმელს არ ვსვამ.ვახომ მარიამის ანთებული თვალებს რომ შეხედა ლუკას გახედა და ლუკამაც მარიამის გვერდით დადგა. -მარიამ კარგად ხარ? -კი,კი საყვარელო.უცნობმა ცივად შეუშვა ხელი მარიამს და უთხრა. -უკაცრავად,ბოდიშით.ბავშვები ცოტა შეხურდნენ და რა თქმა უნდა ვახოს და ლუკას თვალთა ხედვიდან წუთიერად გამოეთიშა მარიამი და უცნობმა ამ მომენტით ისარგებლა,მარიამთან მივიდა,ისევ წელზე მოკიდა ხელი მისკენ მისწია და ყურში ჩასჩურჩულა. -ჩვენ ახლა,მე და შენ უხმოდ გავალთ და ჩემთან წავალთ.დაუვიწყარ ღამეს გპირდები ლამაზო,შესაძლებელია ძებნაც დამიწყო.მარიამმა უეცრად შემობრუნდა მის მკლავებში და ისეთი სილა გააწნა და დაუკივლა ბარში მუსიკის ხმასაც კი გადააჭარბა. -გაგაფრთხილე თუ არა ხელი მომაშორეთქო.უცნობმა თავი ვერ შეიმაგრა და მაგიდის ქვეშ ამოყო თავი. -გენაცვალე მარჯვენაში.მოაძახეს სხვა მაგიდიდან მარიამს.ამ ხმაურზე რა თქმა უნდა ბიჭებიც დადგნენ ფეხზე და ის უცნობი გარეთ გაიტანეს და გვარიანად დაუმატეს.ბარიდან გამოვიდნენ და რამოდენიმე ბიჭი გამოყვა მათ მანქანას,რომლებმაც გზაში გონკაობა დაიწყეს,მოულოდნელად კი პატრულმა გააჩერა და იმ მანქანამ კი გვერდი გაუარა და წავიდა.ყველა ნასვამი,მძღოლიც ნასვამი და რა თქმა უნდა განყოფილებაში გადაიყვანეს.გელამ სამუშაო საათები გვიან დაასრულა და შუბლზე აუვიდა თვალები, როცა ბავშვები დაინახა წინასწარი პატიმრობის საკანში.ერთი ზარის უფლება ჰქონდათ და გიორგისთან დარეკვა ვერცერთმა ვერ გაბედა,ისევ გელამ დაურეკა და სასწრაფოდ წამოდგა,გიჟს ჰგავდა მის ყვირილზე რუსოს გაეღვიძა და გულზე მიიდო ხელი,შემდეგ წვნიანი მოამზადა ბავშვებისთვის და დაელოდა მათ მოსვლას.გიორგიმ არცერთი არ ნახა, ყველაფერი მოაგვარა და სახლში მისვლამდე არცერთს არ ამოუღია ხმა,ყველა მასთან მიიყვანა.მოშივებულებს რუსომ მაგიდა გაუწყო და ყველას წვნიანი დაუსხა,დამშეულები ხმას არ იღებდნენ და სამზარეულოში მხოლოდ კოვზების კაკუნის ხმა ისმოდა.გიორგიმ სიგარეტი ამოიღო,რამდენი ხანია არ მოუწევია ისთი ანერვიულებული იყო გარეთაც არ გავიდა,სამზარეულოში იყო და ღრმად შეისუნთქა ნიკოტინი,ყველას სათითაოდ ათვალიერებდა და ფიქრობდა.როგორ გაფრინდა წლები,როგორ მალე დაიზარდნენ.წლებმა და ამდენმა დარდმა გიორგისაც დაატყო კვალი,მის თმებს საკმაოდ მოდებოდა ჭაღარა რაც კიდევ უფრო ამშვენებდა მას,ბოლოს მარიამს შეხედა და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა. -დაგიმატოს ბებომ,კიდევ გინდა? შეეკითხა გიორგი. -არა,მადლობა ბებო გემრიელი იყო.უთხრა მარიამმა რუსოს. -ჭამე კიდევ,ციხეში ასეთ გემრიელ კერძებს არ გაჭმევენ. -სად? რომელ ციხეში.იკითხა შეშინებულმა. -სულერთია რომელში,იქ სადაც ყველამ დღეს პირველი ნაბიჯი გადადგით.გილოცავთ მეტი წარმატება არ ეძიოთ ცხოვრებაში. -კარგი რა მა,ეს ხომ პირველი შემთხვევა იყო და მერე კიდევ არ იყო ჩვენი ბრალი ის იდიოტები გაგვეჯიბრნენ. -ვინ იყვნენ. -არც ვიცნობთ ვინ არიან. -ჯერ 15 დღე დაგაჯენენ,შემდეგ სასწავლებელში გააგზავნიან შენს მონაცემებს,ამათ დამთავრებული აქვთ და დიპლომიც უჭირავთ ხელში,არანაირ შეღავათს არ მოგცემთ არავინი და დიდ დამნაშავეებადაც მოგნათლავენ.თქვენი ჯგუფი შექმენით,ბევრი არ გიკლიათ.როდის უნდა გაიზარდოთ,როდის.დაიღრიალა გიორგიმ და მარიამი შეხტა.-არ გაგამტყუნრებთ სიგიჟეებზე,რადგან ჩვენც ვიყავით თქვენი ასაკის,მაგრამ მილიცია და ციხე?იცით რომ ჯერ თქვენი ოჯახის სახელს არცხვენთ,შემდეგ ჩვენს კომპანიას რომ პრესტიჟი უვარდება? არ ფიქრობთ მომავალზე? კობასთან დავრჩებით ყველაო,არ იყავით რა უნდა მეფიქრა,გელას რომ არ დაენახეთ და არ დაერეკა. -ჩვენ ყველა ერთად ვიყავით.დამნაშავეს სახით შეხედა მარიამმა გაცოფებულ გიორგის. -ციხეშიდაც ერთადათ წახვალთ,თქვენი დაშორება საცოდავობად მიმაჩნია. -კარგი რა მამა,მხოლოდ ერთხელ მოხდა ეს შემთხვევა. -შენ რა გგონია,ისევ ისეთი პატარა გოგო ხარ რომ ყველაფრი გეპატიება? მე იმას ვცდილობ არაფერი მოგაკლდეს,სასწავლებელი კარგად დაასრულო და შენ? შენ რას ცდილობ გააკეთო ჩემთვის რომ მასიამოვნო,პირიქით გული ხელით მიჭირავს.ცოტა დამშვიდდა,სული მოითქვა და ცოტა შერბილებული ხმით უთხრა. -არ მოგწონს ვხედავ შვილო ჩემი ზრუნვა,კეთილი ინებე იმუშავე და გაიგე ფულის შოვნის ყადრი. -გიორგი დაწყნარდი,მარიამი მართალია ეშმაკი და ცოხალი ბავშვია,მაგრამ სწავლითაც კარგად სწავლობს.ხმა ამოიღო აქამდე მდუმარედ მყოფმა რუსომ და სცადა შელაპარაკებოდა გიორგის მაგრამ გიორგიმ რუსოს მიუბრუნდა და მკაცრად უთხრა. -ამ თქვენი ძველი სიმღერებით ვეღარ დამაჯერებთ დედა,იმუშაოს და თუ ექნება ბარებში და კლუბებში სასიარულო დრო თავად შეხედავს.პირველად ხედავდა მარიამიც და ბიჭებიც გიორგის ასეთ გაბრაზებულს და ეშინოდათ,ვერაფერს ამბობდნენ. -ყოველ ღამე წნევას ვეღარ ვაკონტროლებ,რაც უფრო გაიზარდე მით უფრო ძნელი გახდა შენი დამორჩილება,გავიწყდება რომ გოგო ხარ,სინაზე გმართებს,22 წლის ხარ უკვე სასწავლებელს ასრულებ,მაგრამ რად გინდა ვინ მიგიღებს გამოცდილება შენ არ გაქვს,არ გაინტერესებს რას ვაკეთებ,როგორ მოდის ეს ყველაფერი.მე დღეს და ღამეს ვასწოებ და შენ ბარიდან-ბარში,კლუბიდან-კლუბში დადიხარ.გოგო ხარ,გოგო ბიჭი რომ იყო შეიძლება არ გამძნეებოდა ასე.როდემდე,მარიამ როდემდე ფიქრობ ასე გაგრძელებას.მოხვალ ჭკუაზე მოხვალ,არ მოხვალ და გადაწყვეტილების მიღება მომიწევს მე თუ ვეღარ გერევი ქმარი მოგერევა,შენ ნებით თუ არა ძალით გათხოვდები.გაოცებული უცქერდა რუსო და გოგი გიორგის და ხმას ვერცერთი ვერ იღებდა. -დღეს მე მკაცრ ზომებს ვიღებ, გინდა ამ ყველაფერს სასიკვდილო განაჩენი დაარქვი და გინდა ცხოვრების მიზანდასახულად გაგრძელება. შენ ყოველგვარი შეგრძნების, ქმედებისა თუ არსებობის, უნარი დაკარგე რომელიც აუცილებლად საჭიროებს ეს თვისებები რომ იყოს შენში,მაგრამ სამწუხაროდ არ არის.სამოთხის ყვავილის მშვენება მიაჩნიხარ ყველას,მაგრამ გულის კიბო ხარ შენ,რაც არ უნდა მოგეფერო,რაც არ უნდა წყნარად დაგელაპარაკო შენს ყურში არაფერი არ შედის,ახლა ვფიქრობ ნუთუ გონება შეზღუდული ხარ? ყველა თავდახრილი უსმენდა გიორგის და გათხოვებაზე ჩამოგდებულ სიტყვაზე ყველამ წამოწია თავი და რამოდენიმე წყვილი თვალი გიორგის მიაჩერდა.ეგონათ ხუმრობდა და მათ გაკვირვებულ სახეებზე გულიანად გაიცინებდა,მაგრამ მის მკაცრ სახეს და სიბრაზისაგან ანთებულ თვალებს რომ შეხედეს,ისევ დაწიეს თავები დაბლა მარიამი კი ფეხზე წამოხტა. -რაააააა? გინდა ძალით გამათხოვო? -თუ მე ვერ გაკავებ? თუ მე აღარ შემიძლია შენი გაკონტროლება? ის დაგაკავებს,ამიტომ არჩევანში ხარ ან იმუშავებ ან გათხოვდები.თქვენ კი აქ რაც მოისმინეთ გაკვეთილი იყოს ჩემგან და ლექციებს სახლებში მოუსმინეთ.შებრუნდა და სამზარეულო დატოვა,სადაც გასუსული ისხდნენ ყველა. -გიორგი.დაიჭექა დიდი გოგაბერიშვილის ხმამ და გიორგიმაც მამისკენ მიიხედა. -გისმენ მამა.უთხრა დაღლილი ხმით. -კაბინეტში შემოდი.უთხრა გოგიმ და თავად შევიდა პირველი კაბინეტში.გიორგიც დაბრუნდა ნახევრად ავლილი კიბეებიდან და კაბინეტში შევიდა,მორჩილად დადგა უკვე მოხუცებული მამის წინ და დაღლილი ჩაესვენა სავარძელში.თავი გადასწია და სავარძლის ყელს მიადო,თვალები დახუჭა და ცოტა ხნით მოდუნდა.გოგიმ დაელოდა,მაგრამ შემდეგ მისმა ხმამ გამოაფხიზლა და თვალები გაახილა. -გიორგი ვიცი შვილო რომ ჯერ კიდევ მძიმე და რთულია შენი ცხოვრება და ეს უკვე 22 წელია ასე გრძელდება,მაგრამ ის რაც თქვი გააზრებულად თქვი? -სავსებით მამა.უკვე ვფიქრობ დიდი ხანია რომ საქმეში ჩავაბა ასე მკაცრად და მერე გაუხარდება რომ ხელში დარჩება ყველაფერი უმაღლეს დონეზე ნასწავლი ის რაც ჩვენს ბიზნეს ეხება. -კარგია,მაგრამ სად გინდა რომ იმუშაოს ჯერ ყველაფრისგან გამოუცდელმა ის იფიქრე? -ის თუ ვიფიქრე,რომ უნდა იმუშაოს ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ისიც ნაფიქრი მაქვს სად იმუშავებს. -სად,რა ადგილი შეურჩიე შენს შვილს. -ზანდა დეიდა გადის პენსიაში ავადმყოფობის გამო და მის ადგილზე იქნება მარიამი.ორი სამი თვეა მანამდე და შეასწავლის ის ყველაფერს წასვლამდე. -სად? მდივნად გინდა იმუშავოს? -რაა აქ მიუღებრლი მამა. -გიორგი კომპანიის მფლობელის შვილმა მდივნად უნდა იმუშავოს? იყვირა გოგიმ მაგრამ არც გიორგიმ დააკლო და პირველად მის ცხოვრებაში აუწია ხმა მამის წინაშე. -გენერალური დირექტირი და კომპანიის დამაარსებელი,მფლობელი იყავი შენ მამა მაგრამ შენს ერთადერთ შვილს არასოდეს მოუთხოვია შენგან ხარჯილიკი რადგან ის დღე სწავლობდა და ღამე შავ მუშად მუშაობდა ლონდონში.რატომ მომაჩერდი,დილით კლასიკურად ჩაცმული მივდიოდი და ყველას სასურველი სიძედ მივაჩნდი,მაგრამ ღამე ტვირთს ვეზიდებოდი,დაღლილი დაქანცული ვიმეცადინებდი და ზოგჯერ ნახევარი საათის ძილიც არ მქონდა.იცი რამდენჯერ ჩამძინებია ტრასპორტში სახლამდე მისვამდე? შენ გრცხვენია? მე არ მრცხვენია თუ მარიამი მდივნად იმუშავებს,მეტი არ დაუმსახურებია არანაირი ინტერესი არ გააჩნია,ვფიქრობ მოვალეობის მოხდის მიზნით დადის სასწავლებელში,ამიტომ მდივნად კი არა დამლაგებლადაც ვამუშავებ შეფარდებით რომ გაიგოს როგორი ოფლის სუნი აქვს შენს ნაშრომ ფულს და არა ნაჩუქარს. -გიორგი......... -მამა ძალიან გთხოვ შენც და დედასაც იცით როგორ პატივს გცემთ,იცით როგორ მაღალ დონეზეა ჩემში თქვენდამი პატივისცემა მაგრამ ნუ ჩაერევით ჩემსა და მარიამის შუაში,მე და მან ვიცით უკეთესად.ვიცი რომ კარგი გინდათ მისთვის,არა უფრო საუკეთესო გინდათ მაგრამ დამიჯერეთ ასე უფრო გამოიზრდება.უთხრა გიორგიმ გოგის და გოგიმაც ხმა ვერ ამოიღო,რადგან გიორგის ნათქვამი თითოეული სიტყვა მართალი იყო.სიჩუმე ჩამოვარდა,მაგრამ ისევ გიორგიმ დაარღვია დუმილი. -ხანდახამ მეშინია,მეშინია რომ მარიამს დავკარგავ,ის ჩემგან წავა რატომ და საიდან მებადებიან ეს ფიქრები კი არ ვიცი.ჩემში ვიღაც სხვა ცხოვრობს მამა და მაფრთხილებს,რა ხდება ჩემს თავს არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ ვეღარ ვერევი,ვეღარ ვიმორჩილებ.გაიზარდა მამა,ძალიან მალე გაიზარდა უკვე დიდია და ქამრით ვეღარ გამოვიბამ.არ შემიძლია ვუყვირო,ბავშვობიდან ვგიჟდები მის ცრემლებზე,გათამამდა ყველას მოფერებით და ეს სამსახური წამალია მის მოსარჯულებლად.ნუ ნერვიულობ, დამიჯერე ყველასთვის ასე აჯობებს.ჩემზე წინ წასვლის უფლებას არ მივცემ,მე უფრო შორს წავიყვან მას მამა.გიორგიმ კაბინეტიდან გამოვიდა და სამზარეულოში შევიდა,რუსოს შეხედა და უთხრა. -წავიდნენ შავი სამყაროს მაფია? -წავიდნენ,მართას მიიყვანდა ვახო სახლში და დარეკე მერე და გაიგე ხომ მივიდნენ,ან ასე გვიან რატომ წავიდნენ აქ ვერ დარჩნენ თუ ჯერ არ დარჩენილან.საყვედურობდა რუსო.სამზარეულოში მარიამი შემოვიდა,ვაშლი აიღო ჩაკბიჩა და გიორგის უთხრა. -მამიიიიიი,მანქანას მიყიდი? გიორგი წყალს სვამდა და უეცრად გაგონილისგან ხველა აუტყდა,შემდეგ მარიამს მიუბრუნდა და უთხრა. -რა გიყიდო? შენ გგონია რაც ცოტა ხნის წინ გელაპარაკე უკვე დამავიწყდა? -კარგი რა მა,მანქანა მიყიდე. -მარიამ ეს ცოტაა შვილო,მე კიდევ თვითმფრინავის ყიდვას ვაპირებდი. -კარგი რა ნუ დამცინი,მიყიდი? -არა,არ გიყიდი.მტკიცე იყო გიორგის ხმა. -რატომ,რატომ არ მიყიდი. -უბრალოდ არ გიყიდი,განა იმიტომ რომ საშუალება არ მაქვს,არ გიყიდი მარიამ არაფერს მანამ,სანამ არ დაიწყებ მუშაობას და არ გაიგებ შენი საკუთარი ფულის გემოს.შენ მე ძალიან,ძალიან გამითამამდი. -გიორგი ნუ იქნები ასეთი მკაცრი. -შენ ჩუ,თქვენ გაათამამეთ ეს და თქვენი არცერთის ხმა არ გავიგონო აწი მის დასაცავად.უთხრა რუსოს მკაცრად,წყალი დალია და სამზარეულოდან გასვლისას ისევ თქვა. -სანამ არ ისწავლის ჭკუიას და არ მიხვდება რომ გაიზარდა,ვერაფერს ვერ მიიღებს.ამ დროს სახლში ბექა შემოვიდა. -სად არიან ბავშვები,შენ რა გაყვირებს გარეთ გავიგონე შენი ხმა. -წავიდნენ,ალბად გზაში აგცდა ლუკა.გელამ დაგირეკა? ხომ ვუთხარი არ დაურეკო ხვალ მე ვეტყვითქო. -დამირეკა ხო და ანა გაგიჟებული დავტოვე სახლში,შენ გირეკე და არ აიღე ამიტომ წამოვედი. -არც მიმიქცევია ყურადღება,ლექციას ვუკითხავდი ყველას. -ისინი თუ წავიდნენ,ახლაც მარიამს უყვიროდი? -კი,ორივე ბებიას და შვილიშვილს რადგან მათმა გაათამამეს და მასაც თავს გაუვიდა.გული მტკივა რომ ვუყვირე ბექა მაგრამ ეს ბოლო დროა გადამიყვანა ჭკუიდან,ვერ ვიტან რომ ტირის მაგრამ მგონი უნდა დავრწმუნდე რომ მართლა ჯადოქარია.ანას კოპიო,ასე როგორ დაემსგავსა მას. -წადი,წადი დაელაპარაკე და მოეფერე.გაეცინა ბექას.-რაც არ უნდა საყვედური თქვა მე ჩემი ჯადოქარი მაინც მიყვარს. -არ წავალ,არ მოვეფერები მაგ მოფერებამ გააფუჭა სწორედ. -ვერ დაიძინებ,ხომ გიცნობ არა? -მშვენივრად დავიძინებ,შენ გინდოდა რამე? -ლუკას მოვაკითხე,მაგრამ რადგან წავიდა და გამასწრო სახლში წავუკითხავ მას ლექციას,რადგან მანაც აუშვა აფრები ძალიან.გიორგის გაეცინა და სიცილით უთხრა. -სამსახური რომ გთხოვა,რატომ არ დაასაქმე. -ვაკანსია არ არის გიორგი. -დაცვაში გაუშვი ან მძღოლად,მიხვდეს რომ არ ხუმრობ.თვალი ჩაუკრა გიორგიმ. -დავფიქრდები.გაეცინა ბექას. -წარმატებები ფიქრში.ავიდა თავის ოთახში,მარიამის ოთახს რომ გაუსწორდა ხელი წაიღო კარების გასაღებად მაგრამ უკან დასწია,თავი მოთოკა და თავის ოთახში შევიდა.ისე უნდოდა წყლის ქვეშ დადგომა,წყალი გადაივლო და შეწვა მაგრამ განა დაეძინა?არა,ადგა ფანჯარასთან დადგა და სიგარეტს მოუკიდა ერთი,ორი,სამი,ოთხი ღერი გადამბულად რომ მოსწია შეხედა სიგარეტის კვამლის რუხი ფერი მის გარშემო როგორ შეგროვდა.არ უყვარდა მოწევა,მაგრამ როცა ნერვებს ვერ იმორჩილებდა სიგარეტი თითქოს ამშვიდებდა,მისი გულის ტკივილს და შეუხორცებელ იარებს აყუჩებდა.ბოლო ღერიც ჩააქრო და საფერფლეზე ჩაასრისა,ფანჯარა გამოაღო ოდნავ და ფრთხილი ნაბიჯებით გადაკვეთა ოთახი,განა ეშინოდა? არა,მაგრამ არ უნდოდა მარიამს ღვიძებოდა ამ დროს და შეეხედა რომ მამა ჯერ კიდევ ნერვიულობდა.ნელა-ნელა ჩამოსწია კარების სახელური და ფრთხილად გააღო კარი,უნდოდა მძინარე შვილისთვის დაეხედა,მაგრამ არც მარიამს არ ეძინა და ფანჯარასთან მდგარი უსმენდა გარეთ ქარის კივილს.მიუახლოვდა,ხელები შემოხვია უკნიდან და ჩუმად,ნელი ჩამწყდარი ხმით უთხრა. -ყოველ დღე ვხედავ თუ როგორ სწრაფად გაფრინდა დრო და კალენდარს აკლდება თითო-თითო ფურცელი.ეს ფურცელი ჩვენი ცხოვრებიდან თითო დღის მოკლებაა,ამიტომ არ მინდა დრო უაზროდ გავიდეს.დღეიდან შენი უაზრო და თავისუფალი ცხოვრება მოკვდა,დღეიდან ყოველ დღეს ჩემთან ერთად გაატარებ და ჩაებმები ბიზნესის საქმეში.გაიზარდე და უნდა მიხვდე,რომ ბავშვობა დასრულდა,დაიწყო ახალი ცხოვრება ახალი გეგმებით და ახალი მისწრაფებებით. -მამა შენ ჩემი სამყარო ხარ,იცი რომ ძალიან მიყვარხარ.მიყვარს შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა,მიყვარს შენი სიცილიც და შენი სერიოზულობაც.მაპატიე,შენ მართალი ხარ მე გადავაჭარბე და გპირდები,ამიერიდან გულს აღარ გატკენ. -მარიამ დაიმახსოვრე,რომ კარგ ურთიერთობას არ ჭირდება არანაირი პირობები.ეს მამაშვილური გრძნობა იქნება თუ სასიყვარულო,ან მეგობრული მნიშვნელობა არ აქვს მას,მთავარია ნდობა ერთმანეთის მიმართ და ყველაფერი მოგვარდება ისე,რომ გული არცერთს არ გვეტკინება. -ყოველთვის მაოცებ და ყოველთვის როცა შენს გაღიმებულ სახეს ვუყურებ,იღიმი მაგრამ ის არ გამოხატავს ბედნიერებას,ის მეუბნება რომ შენ ძლიერი ხარ. -ჩემზე დაკვირვებას თუ ახდენ,გეტყვი რომ ჩემი შეცნობა ძნელია მარიამ.25 წლით ადრე რომ გენახე,გამიცნობდი და შემიცნობდი კიდეც,მაგრამ ეს 22 წელია ჩემი თავი მე თავად ვერ შემიცვნია ამიტომ დაწექი და დაიძინე.უთხრა ღიმილით შუბლზე აკოცა და თვალიც ჩაუკრა.დილით ადრე ადგა,მოემზადა და გიორგი სამზარეულოში რუსოსთან ერთად ყავას მიირთმევდა რომ მარიამი კლასიკურად გამოწყობილი გიორგის წინ დადგა.ფეხის ხმაზე გიორგიმ თავი ასწია,რუსომ უკან მიიხედა და ორივე გაოცებისაგან თვალებდაჭყეტილმა მიაჩერდა მარიამს. -მარიამ მეჩვენება თუ ეს შენ ხარ? მე კი არ შემოვედი, ვიფიქრე ისევ გეძინა და არ გავაღვიძებთქო, რადგან დარწმუნებული ვიყავი ისევ ვიჩხუბებდით და ეს დღე შენ მოგანდე რომლის შედეგმაც ძალიან მასიამოვნა,ვხედავ მზად ხარ. -თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რომ მეც თავად მიკვირს საკუთარი თავის,მიკვირს რომ გავიზარდე მაგრამ არ მიწყინოთ და სულიერად ისევ ბავშვად ვგრძნობ თავს.ბებლო ყავა გვაქვს? -კი ბებო დაჯექი და შენი საყვარელი შოკოლადიან ბლინებიც მაქვს,ისაუზმე და წადი მამასთან ერთად. -იცი რატომ გაქვს ასეთი შეგრძნება? აქამდე არაფლით არ ყოფილხარ დაკავებული,არანაირი ვალდებულება არ გქონია და აი ნახე დღეიდან როგორ შეიცვლება შენში ყველაფერი და გახდები სულ მალე წარმატებული და საქმიანი ქალი ისე როგორც ჩვენი ნინიკო. -იცი რომ ნინიკო მომენატრა? ვნახოთ დღეს,მაგრამ ღრუბელი ისეა გაბერილი და საწვიმრად გამზადებული სადაცაა კოკისპირული წვიმა დასცხებს და წვიმაში სიარული კი მეზარება. გიორგის გაეცინა და რუსოს შეხედა. -მეცინება ლუკას სახეს რომ წარმოვიდრენ. -რა ხდება,ლუკაჩოს რა სჭირს.გაუკვირდა მარიამს. -ბექამ მითხრა წუხელ დაცვაში დააწყებინებს მუშაობას და ლუკას ხასიათი რომ ვიცი ყველას დაცოფავს და ყველას მიმართ აგრესიული იქნება. -ძალიან კარგი,ბიჭუნკელას არ ეცლება სასიარულოდ. -მარიამ გეშინია? -არა,მაგრამ ვფიქრობ ხანდახან შეუძლებელია ყველაფრით ბედნიერი და კმაყოფილი იყო,მოსაბეზრებელიც კი არის ხანდახან ცხოვრება და ამიტომ მე შენთან ერთად გავუყვები შენს მიერ ნაჩვენებ გზას მამა.ახლა კი წავიდეთ,დღეს დიდი დღეა,დიდიიი.დღეს უნდა დავაფიქსირო ყველას გაოცებული და ყბაჩამოგდებული სახეები გაფართოებული დიდი თვალებით.ჩანთას ავიღებ და წავიდეთ.გიორგის გაეცინა,თვალი გააყოლა მარიამს და ჩაილაპარაკა. -ნეტავ თუ ხვდები რამხელა ძალას მაძლევს შენი არსებობა მარიამ და როგორ ძალიან მიყვარხარ.უშენოდ მე ბრმა ვარ,სიცოცხლე-შეზღუდული ვარ და ვერც ვისუნთქებ ალბად რადგან უშენოდ ჰაერიც არ იარსებებს ჩემს გარშემო.რუსომ მხრებზე მოხვია ხელი გიორგის და ძლიერად ჩაიხუტა გულში. -დარწმუნებული ვარ,რომ მარიამით ყველა ვიამაყებთ გიორგი. -ვიცი დედა,მაგრამ არ მინდა რომ ვუთხრა წინასწარ შედეგები.მარიამიც დაბრუნდა რუსო ჩაკოცნა,სამზარეულოში შემოსულ გოგის ლოყები დაუწელა და მკაცრად დაუბარა. -არ იცელქოთ,თუმცა ვინ გაიგებს სახლში მარტოები ხართ.გადაიკისკისა მისებურად და გიორგის გაყვა უკან.ძალიან ცივი და სუსხიანი ამინდი იყო,აი ისეთი ყველაფრის ხალის რომ დაგიკარგავს,უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და მარიამი მყისვე ჩაეჭიდა გიორგი ძლიერ ხელს,მიხვდა რომ ეს ხელი და ეს მკლავი იყო მისი საყრდენი და სიამაყის გრძნობამ მთელ ტანში დაუარა.დანიშნულ ადგილზეც მივიდნენ,დაცვას გასაღები ჩააბარა და მარიამთან ერთად შევიდა კომპანიის კედლებში,მამა-შვილი გრძნობდნენ რამოდებიმე წყვილი თვალი მათ რომ უცქერდა,ყველას თვალებში არსებული გრძნობების წაკითხვა შეიძლებოდა.ზოგს საბრალო გამოხედვა ჰქონდა, უფრო იმათ ვინც იცნობდა ბედნიერ და ხალისიან მარიამს რომელიც გიორგის მიაკითხავდა კომპანიაში და ყველას მის ჯადოსნურ ღიმილს უტოვებდა.ზოგს შიში ჰქონდა თვალებში,რადგან მარიამი ერთი გათამამებული გოგონაა მაგრამ მის თვალებში დანახული მრისხანება ბევრს დაახევინებს უკან რამოდენიმე ნაბიჯით.ზოგს შური,რადგან მათ ხომ გასაოცარი მამა-შვილობა ჰქონდათ და ეგონათ მარიამი პირდაპირ დიდ სკამზე დაჯდებოდა.ზოგი კმაყოფილი უცქერდა და ტკბებოდნენ ამ ორი საოცრად საყვარელი ადამიანით.ყველას ერთნაირად მიესალმა გიორგი,როგორც ყოველთვის და სიამაყოთ გააგრძელა მარიამთან ერთად მის კაბინეტამდე გზა.ისეთ განწყობაზე იყო,მარიამმა დიდი ძალა მისცა,ამიტომ ძალიან მტკიცე ნაბიჯებით მიარღვევდა მის წინ ჰაერს და მარიამი კი მას მსუბუქად და ჰაეროვნად მოჰყვებოდა გვერდით.დაიწყო მარიამის პირველი სამუშაო დღე. -დილა მშვიდობის ზანდა დეიდა,გაბარებ რომ ყველაფერი შეასწავლო. -არ მეხუმრები გიორგი? -სულაც არა,აქედან და ამ მაგიდიდან უნდა დაიწყოს მარიამის პირველი ნაბიჯები ამ კედლებში.ეს ყველაფერი კი შენ გევალება სანამ აქ ხარ და აქედან წასვლამდე ყველაფერი შეასწავლო. -ცხოვრებაში არსებობს წამი,წამი რომელმაც შეიძლება მთელი ცხოვრება შეცვალოს. ყველაფერი სხვაგვარად დაგანახოს და გაგააზრებინოს. ასევეა ადამიანი, რომელიც ცხოვრებას გიცვლის, გილამაზებს და შენც ხვდები,რომ ღირს სიცოცხლე. ღირს თუნდაც იმ ერთი წამისთვის და ადამიანისთვის, რომელიც შენთვის ხშირად მთელი სამყაროა,წლების განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა რისი გაკეთება მინდოდა და ამ ჩემს ჩამოუყალიბობას უკვე წერტილი დაესვა,მთავარი სიახლეა ჩემი შინაგანი სამყაროს გარეთ.დავმშვიდდი, დავლაგდი, დავწყნარდი შეიძლება ითქვას, რომ ახლა კარგად ვარ მაგრამ რაღაც მამძიმებს, რაღაც მაკლია. -მიუჩვეველი ხარ ჯერ ამ ყველაფერს და შეეგუები.უთხრა ღიმილით ზანდამ მარიამს და გიორგის შეხედა. -გაბარებ და ეცადე,რომ გასახელოს.გაუმეორა ზანდას გიორგიმ და თავის კაბინეტში შევიდა.მარიამმა თვალი გააყოლა გიორგის და რაღაცნაირად იგრძნო თავი,თვალებშიაც ცრემლი მოაწვა.ზანდამ მხარზე დაადო ხელი და უთხრა. -მარიამ კარგად ხარ? -საყვარელ ხალხს გულს ვტკენ უმიზეზოდ, ან მიზეზიანად, მაგრამ ხომ ვტკენ არადა,ასეთი არ ვარ. -რომ გამოასწორო ყველაფერი,ნახე რამხელა შანსი გეძლევა რომ ყველა გაახარო.დამიჯერე, მარიამ გიორგიმ იცის რას აკეთებს. -ახალ ცხოვრებას ვიწყებ და ვფიქრობ რთული იქნება ამ ცხოვრების დასაწყისი. -თავიდან ყველაფერი რთულია,მიეჩვევი ნელა-ნელა და გაიწაფები შენს საქმეში.გიორგიმ კაბინეტიდან გამოვიდა და მარიამს შეხედა,ახლოს მივიდა და საქმიანი ხმით უთხრა. -გავდივარ,აუცილებლობაზე დამირეკე ტელეფონზე ორი საათი დამაგვიანდება. -სად მიდიხარ მა. -აქ სამსახურია, მარიამ გითხარი გავდივართქო. -კარგი.უთხრა მარიამმა და უკვე წასულ გიორგის თვალი გააყოლა. -მკაცრია,მაგრამ გიორგი ძალიან კარგი უფროსია.გიორგიმ წითელი ვარდების თაიგული იყიდა და წავიდა.უკვე თითქმის ერთი თვეა არ ენახა მარიამი და არ დალაპარაკებია.მივიდა თუ არა ყვავილები ვაზაში ჩააწყო და იქვე ჩაჯდა. -მაპატიე საყვარელო ვერ მოვედი,ვიცი რომ მელოდებოდი მაგრამ ვერ მოვახერხე.გამიბრაზდი? ვიცი გაბრაზებული რომ ხარ და ახლა გვერძე იხედები თითქოს გინდა დამანახო როგორ არ გინდა ჩემთან საუბარი და ასე მსჯი,მაგრამ ისიც ვიცი რომ ჩუმად იცინი.ძალიან გართულდა მარიამ ყველაფერი,იმედია არ გამიბრაზდები მარიამის გამო რომ ასე დავსაჯე,იყოს რაც უფრო რთულად და დაბალ საფეხურიდან დაიწყებს კარიერის შექმნას,უფრო ინტერესი ექნება და ნელა ნელა სიმაღლეზე ასვლა უფრო სტიმულს მისცემს.ლონდონში მივდივარ,არ ვიცი რამდენი დრო მომიწევს იქ გაჩერება,მაგრამ დავბრუნდები თუ არა მოგაკითხავ,მიყვარხარ ჩემი ცხოვრების დიდი ტკივილი ხარ მარიამ.მე აქ დავტოვებ წარსულის ლანდებს, ღამის აჩრდილებს, ჩვენს მოგონებებს, მაშინდელსაც კი, როცა ჩვენს ”ჩვენი” აღარ ერქვა და მე დამტოვე მარტო,სულ მარტო და მოვა დღე,წამი,წუთი რომ დასრულდება ეს ტანჯვა გვირილების წვიმით,სწორედ ასე და არა სხვაგვარად.რას ვიზამ, ასეთია ჩვენი ცხოვრება, ხან სწორი, ხანაც აშლილი.შენთან მოსვლამდე კი დღეები იქნება შენი,იქნება ჩემი მაგრამ უკვე წლებია ამ დღეებს არ ჰქვია ,,ჩვენი''. ყოველი ჩვენგანის ცხოვრება გვირაბია, ძააალიან, ძაააალიან გრძელი გვირაბი, რომელსაც ბოლო არ აქვს, ან ჩვენ ვერ ვხედავთ ამ ბოლოს, ანდა რა ინტერესი ექნებოდა გვირაბს, რომ ვიცოდეთ, სად მიგვიყვანს იგი.ყველა გზა სადღაც ხომ მიდის და ამის ცოდნა სრულიად საკმარისია,როგორც არასდროს, მგონი ახლოა ცხოვრების გასაყარი.მოგონებებს არასდროს აქვთ დასასრული და ისინი ყოველთვის არსებობენ,როდესაც შენი ხელი ჩემს ხელზე გედო,ვფიქრობდი,რომ ამ წუთებს არასოდეს არ ექნებოდა დასასრული,რომ სიყვარული დროზე მაგარია.უკვე მუცლით დაატარებდი ჩვენს დიდ სიყვარულს და ამბობდი ,,ჩემს ბედნიერებას ჩემი სხეულით დავატარებო''.ხშირად,ძალიან ხშირად იხედებოდი სარკეში და ძალიან მოგწონდა შენი თავი, სახე,ბედნიერებისაგან ანთებული თვალები.სხვანაირად უყურებოდი შენს თავს,შევსებული ბედნიერებით მაგრამ თადათან ჩაქრა პერიოდულად ის სიხარულის ნაპერწკალი.დრო მალე გადის და ადამიანები არ იცვლებიან არც მე შევცვლილვარ,ვიცი რომ უფრო მეტად გავუფრთხილდე ჩვენი სულის ნაწილს.შენ ყოველთვის ჩემთან ხარ,ჩემში,ჩემს გვერდით.წამოდგა ისევ მიაკრა ცივ ქვას მისი ბაგეები და თვალცრემლიანი დატოვა სასაფლაოს მდუმარე ეზო.კომპანიაში მისულს მარიამმა შეხედა თუ არა მიხვდა სადაც იყო წასული,ზანდას გადახედა და ზანდამ მხარზე დაადო ხელი თითქოს დაეთანხმა იმაზე თუ რაც უნდოდა გაეკეთებინა.წამოდგა და გიორგისთან შევიდა,გიორგის მის ხელებში ჰქონდა თავი ჩარგული და ფიქრებს გაეტაცებინა,მარიამის ხმამ გამოიყვანა მდგომარეობდან. -მამა. -გისმენ მარიამ.მარიამი მივიდა და ძლიერად მოეხვია გიორგის მანაც მოხვია მისი ხელები და ვეღარ შეიკავა თავი,ატირდა და ტირილით უთხრა მარიამს. -მტკივა,მტკივა გაუნელებლად არის ეს ტკივილი ჩემში.ნელა-ნელა ჩაცხრა,დაწყნარდა და მარიამმა წყალი მიაწოდა.გიორგიმ ფეხზე ჩამოიჯინა და უთხრა. -ერთ კვირაში უნდა წავსულიყავი,მაგრამ ხვალ მივდივარ მარიამ.შენზეა დამოკიდებული როგორ დამხვდები მა,ძალა მოიკრიბე და ზანდას დაუჯერე.იცოდე მნიშვნელოვანი საკითხები უშენოდ არ გადაწყდება,ყველა საბუთი კარგად წაიკითხე მანამდე სანამ ხელს მოაწერ.გაგიჭირდება,მაგრამ ცხოვრების გზა არ არის ყოველთვის ია-ვარდებით მოფენილი.აღმართს-დაღმართი მოსდევს,გზად უამრავ კეთილს და ბოროტს შეხვდები მაგრამ ყოველთვის სიმართლის გზა აირჩიე თუნდაც იმ სიმართლემ დაგაკარგინოს ახლობელი ბოლოს მიხვდები რომ სიმართლის თქმით ბედნიერი ხარ.მოვა დღე,რომ ამ ყველაფერს სათავეში შენ ჩაუდგები და იქნები მდიდარი ქალი,მაგრამ არასდროს არ იამაყო შენი სიმდიდრით და შენი ფულით.უნდა იყო უბრალო და უნდა იყო ამავდროულად ორიგინალური,მე ამ წლების მანძილზე გავაცნობიერე თუ რაა სიცოცხლე,ჩემი სიცოცხლე შენ ხარ მარიამ და მე შენი იმედი მაქვს. -დედასთან იყავი და იტირე კიდევ ხომ? -შენი ერთი შემოხედვა,შენი ერთი ჩახუტება რომელიც მაგრძნობინებს, რომ ფეხზე მყარად ვდგავარ და ძლიერი ვარ შენი არსებობით.ვიცი ყოველივე დაბრკოლებას ადვილად გადავლახავ და არაფერი მაშინებს, სრულებით არაფერი. იმიტომ,რომ შენ ხარ ჩემს გვერდით და სწორედ ამ დროს ლაგდება ჩემს ირგვლივ გამეფებული ქაოსი, რომელიც ადრე მაშინებდა, სულს მიფორიაქებდა და მიხუთავდა.საღამოს ერთ ადგილზე უნდა გაგიყვანო და მინდა სანამ დავბრუნდები იმ ადგილს ხშირად მიაკითხო. -სად? სად უნდა მიმიყვანო. -ნახავ და თავად მიხვდები,ადექი ახლა და იმუშავე გადი მარტო დამტოვე.მარიამმა ლოყაზე აკოცა გიორგის და თავადაც თვალცრემლიანი გავიდა ზანდასთან. -კითხვა არ არის საჭირო რომ დაგისვა რა გჭირთქო,რადგან თვალებზე გეტყობა რომ იტირე.მარიამმა მკრთალი ღიმილით დაუკრა თავი ზანდას და მუშაობას შეუდგა,საღამომდე იმუშავა და გიორგის ხმამ გამოაფხიზლა. -წავედით მარიამ.წამოდგა და გიორგისთან ერთად დატოვა კომპანია.გიორგიმ იმ ღარიბთა უბანში მივდა სადაც წლებია დადის,ის ბავშვები დაიზარდნენ და ზოგიერთი მათგანი გიორგის წყალობით სწავლობს უმაღლესში.იქ მარიამმდა დაინახა გიორგის ბედნიერი სახე და თვალები.იქ დაინახა თუ როგორია ბედნიერი გიორგი და ძალიან მოუნდა ასეთი ყოფილიყო გიორგი მთელი დარჩენილი ცხოვრება.იმ დღეს მარიამმა ბედნირება შეიგრძნო რადგან მამამ გაანდო მას ეს დიდი საიდუმლო,თუ როგორ ეხმარებოდა ის გაჭირვებულებს და დაპირდა რომ ისიც გააგრძელებდა ამ კეთილ საქმის კეთებას.უკვე ხალისი მიეცა ყოველ დილით ადრე ადგომას და ისწავლა ზანდასგან არ იყო ძალიან რთული,მომდევნო დღეები კიდევ უფრო ადვილი მოეჩვენა და ასე ჩაიძირა თავის საქმეში. -მარიამ წავედით ბიძი,გავაცილოთ გიორგი.უთხრა ბექამ და მარიამთან ერთად გავიდა კომპანიიდან.გიორგი ყველას დაემშვიდობა და ყველას ცალ-ცალკე დაუბარა რომ მარიამს თვალი ადევნეთო.გიორგი ლონდონში ჩასული პირდაპირ სახლში წავიდა,ბარგი იქვე დადო,წყალი გადაივლო პერანგი გამოიცვალა და კომპანიაში მივიდა გაუფრთხილებლად.მიუახლოვდა თუ არა კომპანიას ღრმად ამოისუნთქა. -როგორ მონატრებია ეს კედლები,აქაური ქაოსი.ვერცერთმა თანამშრომელმა ვერ იცნო გიორგი მაგრამ ის პირდაპირ მისი კაბინეტისაკენ წავიდა. -უკაცრავად აქ საშვის გარეშე როგორ შემოხვედით? წინ გადაუდგა დაცვის თანამშრომელი,მაგრამ გიორგიმ წყნარად უთხრა. -წყნარად იყავი თუ გინდა სასახური არ დაკარგო,არ გაბედო და არავინ არ გააფრთხილო. -გასაგებია.უთხრა დაბნეულმა. -ხო მაქსი და მიხაილი შემოვიდნენ ჩემთან. -მაქსი აქ არ არის,ჯერ არ მოსულა და მიხაილი კაბინეტშია დახურული შეხვედრა აქვს.გიორგიმ წარბი ასწია,რადგან მან ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზე იცოდა ზოგადად ინფორმაცია.გაკვირვებული მიუბრუნდა დაცვის წევრს და შეეკითხა. -რა გქვია. -ტომი. -ტომ მე შენ მომეწონე და შეგიძლია მითხრა,ბატონ მიხეილს ხშირად აქვს დახურული შეხვედრები,ან რატომ არ ესწრება მას მაქსი? -არ ვიცი ბატონო გიორგი ეს ჩვენ არ გვეხება. -დიახ,მართალი ხარ. -დიდი ხანია აქ მუშაობ? -ექვსი თვეა. -სწავლობ? -კი,ვსწავლობ და თან ვმუშაობ. -რატომ სხვა თანამდებობა არ მოგცეს აქ თუ ერგები კომპანიას შენი ცოდნით. -რაზედაც დამთანხმდნენ უარი არ მითქვამს. -კარგი ტომ შენი ნომერი მომეცი.ტომმა თავისი ნომერი ჩაუწერა გიორგის ტელეფონში და გიორგიმ ღიმილით დაუკრა თავი და წავიდა,მის კაბინეტთან მისული მდივნის ადგილი ცარიელი დახვდა,ორჯერ გასწია ხელი კარის გასაღებად და ორჯერ დაიხია უკან,მაგრამ ძალა მოიკრიბა და კარიც გააღო საოცარი სურათი დახვდა წინ,მაგიდაზე შპრიცები და ტაბლეტები ეყარა.სამი ულამაზესი გოგონა შიშვლები იყვნენ და ერთი მამაკაცს ზემოდან გადაჯდომოდა.მიხეილმა გაბრაზებულმა შემობრუნდა და თვალებჩაწითლებულმა შეხედა მის წინ მდგარ გიორგის რომელიც ჯერ ეგონა მოეჩვენა და გადაიხარხარა. -ფულის გადმორიცხვა დამიგვიანდა და უკვე მეჩვენები? გიორგიმ არც დაფიქრებულა ისე გამოიძახა ჯერ დაცვა და შემდეგ მილიცია.მიხეილი მანამ ვერ მოვიდა გონზე და ბინდი ჰქონდა თვალებში,ბუნდად ხედავდა გიორგის სანამ სამართალ დამცავებმა არ მოკიდეს ხელი და არ გაიყვანეს კაბინეტიდან. -გიორგი?თითქოს გამოფხიზლდა გასვლისას და გაოცებულმა მიაჩერდა გიორგის. -გისმენ მიხაილ ხო მე ვარ,არ გაგაფრთხილე რადგან ეს უნდა მენახა,ყველაფერზე პასუხს აგებ. -მაქსის დაურეკეთ,მაქსის შეატყობინეთ.ყვიროდა მიხაილი და ასე ყვირილით დატოვა კომპანიის შენობა.ზიზღით შეხედა ოთახში მიყრილ-მოყრილ ნივთებს და ახალ გაცნობილ ტომს დაურეკა. -ტომ ამოდი მაღლა,სხვა დატოვე მანდ.ტომი გაოცებული ავიდა გიორგისთან და გიორგიმ ხელი გაუწოდა. -გიორგი გოგაბერიშვილი ამ კომპანიის მფლობელი და გენერალური დირექტორი. -მაპატიეთ,მე არ ვიცოდი თქვენს შესახებ. -არა უშავს,ახლა კი ვინმე სანდო მჭირდება რომ აქაურობა წესრიგში მოიყვანოს. -ტომმა ტელეფონზე გადარეკა და ცოტა ხანში ხანში შესული ქალბატონი მოვიდა,რომელსაც ტომის თვალები ჰქონდა. -ტომ რაზე სწავლობ. -იურდიულზე ვსწავლობ ბატონო გიორგი. -მოდი ასე ვქნათ,მე სანდო კაცი მჭირდება იყავი ერთული მუშაკი და ხელფასიც კარგი გექნება.ტომს თვალები გაუფართოვდა ჯერ მოსმენილისგან და შემდეგ სიხარულით აღარ იცოდა რა ექნა. -ხვალიდან ეს სამოსი გაიხადე და ჩვეული კლასიკური ფორმით მოდი,ერთად გადავხედოთ ყველა მნიშვნელოვან საბუთს.ამ დროს მაქსი მოვიდა და გიორგის გადეხვია. -როგორ ხარ გიორგი რატომ არ გამაფრთხილე. -რომ გამეფრთხილებინე მაქს ამ ყველაფერს ვერ ვნახავდი, თურმე რაც ჩემს ზურგს უკან ხდებოდა.საკმარისია ერთი თვალის გადავლება და უკვე ვიცი რა მდგომარეობაც არის.ტომს განკარგულებები მისცა გიორგიმ რაზედაც მაქსმა წარბი ასწია მაღლა და ორივე გავიდა კომპანიიდან რადგან მიხეილი მოენახულებინა განყოფილებაში. -გიორგი,გიორგი ყველაფერს გადაგიხდი,ყველაფერს დაგიბრუნებ მხოლოდ აქედან გამომიყვანე. -რა თქმა უნდა ყველაფერს დაბრუნებ მიხეილ მე შენ გენდე და შენ რა გააკეთე,ჩემი კომპანია ბორდელოდ გადააქციე.აი აქ არავინი არ შეგიშლით ხელს,დროც საკმაოდ ბევრი გაქვთ. -კარგი რა ხანდახან დასვენებაც და გართობაც საჭიროა. -ამიერიდან ჩემს ადვოკატს ელაპარაკე. -გიორგი მართალი ხარ,დავაშავე მაგრამ გთხოვ ნუ გამწიავ. -ჯერ არ ვიცი,მაგრამ დარწმუნებული ვარ იქ შენი ადგილიც იქნება მაქს და ამიტომ სანამ ყველაფერს არ გამოვიძევთ აქ იქნები. -მაქს ხელი მოკიდეს და ისიც დააკავეს.მაქსი რომელიც აქამდე ჩუმად იყო ხმა ამოიღო და გიორგის ზიზღი ნარევი ხმით უთხრა. -შენ რა გგონია,შენი ფული ბედნიერებას მოგიტანს?გაერთე გიორგი მიწაში არავინ არაფერს ჩაგაყოლებს,როგორც შნ ვერ ჩაატანე შენს საყვარელ ცოლს ვერაფერი.იდიოტო ხარ,რომ დღემდე მას მისტირი. -მართალი ხართ ორივე,მე იდიოტი ვარ რადგან ჩემი თავისთვის ვერ ვიცლი და ჩემი სკამი თქვენ ორივეს განდეთ.მაგრამ დღეიდან გავანიავებ იმ კაბინეტს და გავნდევნი იქედან იმ ბინძურ სუნს რომელიც თქვენ დატოვეთ.ერთ საათში დაბრუნდა და ყველაფერი წესრიგში დახვდა,ყველა თანამშრომელს შიში ეწერა სახეზე,რადგან არ იცოდნენ დარჩებოდნენ თუ გაანთავისუფლებდნენ სამსახურიდან.გიორგიმ ტომის და მისი პირადი ადვოკატის დახმარებით ახალი ვაკანსიები გამოაქვეყნა,რადგან ძალიან ბევრი გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.კომპანიაში ყველგან ჩურჩულებდნენ თუ რა მოხდა,ზოგს უხაროდა მაქსის და მიხეილის დაკავება,ზოგი ვინც ძველი თანამშრომელი იყო გიორგის აქებდნენ,მაგრამ იმასაც ამბობდნენ რომ ძალიან გამოცვლილია და სულ სხვა გიორგი დაბრუნდა,მიზეზი კი არავინმა არ იცოდა მანამ,სანამ გიორგის მაგიდაზე ლამაზ ჩარჩოში ჩამულ მარიამის ფოტოს არ შეხედეს.ყველაფერი რომ ცოტა ჩაწყნარდა ბექას დაურეკა და კომპიუტერში დაელაპარაკა,ბექა რუსოსთან იყო ოჯახით. -როგორ ხარ,სამი დღეა შენს ზარს ველოდებით ხომ მშვიდობაა გიორგი. -აქ ისეთი ჩახლართულია ბექა ყველაფერი,ალბად წლები მოვუნდები კომპანიის ფეხზე დაყენებას.ნუ გგონიათ ყველგან თქვენნაირი მეგობრები არიან,ყველაფერი განადგურებულია კომპანია თითქმის აღარ ფუნქციონირებს. -ესე იგი გამოდის დროზე ჩასულხარ შენ მანდ. -სრული ბარდაგია,რამდენი გავანთავისუფლე და კიდევ რამდენს გავანთავისუფლებ არ ვიცი.მთავარი ვინც იყო პასუხის გებაში მივეცი,ყველამ უნდა აგოს დანაშაულზე პასუხი,არავის არ ვაპატიებ ჩემს დამცირებას ბექა. -მართალი ხარ,აქეთ მშვიდად იყავი მარიამი ეჩვევა ნელა-ნელა საქმეს და მიხედე შენ შენს თავს. -მადლობა ბექა ისე ვფიქრობ ლუკა და კობა აქეთ წამოვიყვანო,რომ ჩავრთო საქმეში ისინი. -ლუკა უკვე მუშაობს და გელას დაველაპარაკები კობაზე. -ლუკას გამოშვება ანას გაუჭირდება,ვახო? -ვახოც ჩაებმება მალე საქმეში გელამ დაეხმარა და მასთან იმუშავებს,მაგრამ გიორგი მართა მინდა ავიყვანო კომპანიაში შენ რას მეტყვი. -აიყვანე,გამოსაცდელი ვადით და დააკვირდი.ზედმეტი თავისუფლება არავის არ მისცე, ეს ყველასთვის კარგი იქნება ბოლოში.როგორც იქნა გიორგის ხელი მიუწვდა კომპანიის ყველა მისთვის მნიშვნელოვან საბუთზე. -ეს საბუთები თქვენი გადასახედია ბატონო გიორგი. -დააწყვეთ და გადით,ტომს დაუძახეთ ჩემთან შემოვიდეს.ახალგარდა გოგონას ძალიან მოღებული დეკოლტე მაისური ეცვა და საკმაოდ მოკლე კაბა. -თქვენი სახელი? მკაცრად უთხრა გიორგიმ კარებში გასვლისას გოგონას. -პალინა. -პალინა როგორ ფიქრობთ დილით რომ მოდიხართ,ცირკში მოდიხართ თუ სამსახურში.პალინა დაიბნა და გიორგის მიუბრუნდა. -მე განგებ გამაფრთხილეს ასეთი ჩაცმული მოვიდე. -ვინ გაგაფრთხილა და როდის. -მაქსიმმა დამიბარა მის კაბინეტში და ........... -მაქსიმი და მიხაილი არ არიან ჩემი უფროსები,მე ვარ მათი უფროსი.მკაცრად შეაწყვეტინა გიორგიმ პალინას საუბარი,მაგრამ პალინა თამამად შებრუნდა და გიორგის წინ დადგა. -ეს თქვენი მეუღლეა? -დიახ,ჩემი მეუღლეა. -მე მითხრეს რომ ის გარდაიცვალა,თქვენ კი ისევ მარტო ხართ. -არ ვთვლი ვალდებულად თავს,ჩემი პირადულზე ვისაუბრო მდივანთან.საქმეს მიხედე. -მე თქვენს ადგილზე სიცოცხლეს გავაგრძელებდი,ბედნიერებისთვის ვიბრძოლებდი.ბატონო გიორგი მე გახდით ბედნიერს და ცხოვრებაზე სულ სხვაგვარად იფიქრებთ,რას გაძლევთ თუ არა ტკივილს გარდაცვლილ ადამიანზე ფიქრი და მასზე მოგონებებით ცხოვრება.გიორგი გაოგბებული უსმენდა და განრისხებული წამოდგა ფეხზე,კარი გააღო და ხელით უბრძანა გარეთ გასულიყო და წყნარად,თავშეკავებულად უთხრა. -ის გარდაცვლილია,მაგრამ მან მომცა ის რასაც შენ ვერასოდეს ვერ მომცემ იმიტომ რომ შენ ის გრძნობა არ გაგაჩნია.შემდეგ კი მთელი ხმით უღრიალა და მისი ხმა ყველამ გაიგონა ისე აიტაცა კედლებმა და იქუხა კედლებს შორის მჭექარედ. -წადი,და თუ კიდევ ეცდები ჩემს წარსულზე საუბარს,ისე მოგკლავ ხელიც არ ამიკანკალდება.წაეთრიე და ისე გავაკეთებ,რომ ქვეყნის დატოვება მოგიწიოს რადგან ვერსად ვერ შეძლებ სამსახური იშოვო.გიორგის ხმაზე ტომი და რამდენიმე თანამშრომელი მიუახლოვდა. -რა ხდება ბატონო გიორგი. -რა ხდება?ტომ ვერ გავიგე აქ კომპანიაა,ხალხი მუშაობს თუ ბორდელია.ვაკანსია გამოაქვეყნე სასწრაფოდ მდივანი მჭირდება და სანამ არ დარწმუნდები საჭირო კადრია ჩემამდე არ მოვიდეს.ეს რა თავისთავის უპატივცემულობაა.გაცოფებული იყო გიორგი.რამოდენიმე წუთში კი ისევ პალინამ შევიდა თავდახრილი და უთხრა. -მივდივარ სამსახურიდან. -არ იყო საჭირო გაფრთხილება,ისედაც განთავისუფლებული ხართ.როგორც იქნა დაიმშვიდა ნერვები,გვიანობამდე შემორჩა კომპანიაში და მასთან ერთად იყო ტომიც არ დაზოგა თავი და ერთად დატოვეს გვიან კომპანია.გიორგიმ თავის მანქანისკენ აიღო გეზი და ტომმა გზისკენ წავიდა,რათა ტაქსი გაეჩერებინა და გიორგიმ თვალი გააყოლა. -ტომ სად მიდიხარ. -ტაქსს გავაჩერებ ბატონო გიორგი უკვე ძალიან გვიანია ტრანსპორტი აღარ მოძრაობს. -წამოდი მე წაგიყვან.ტომმა ფეხი შეიჩერა,ერიდებოდა მაგრამ გიორგიმ კიდევ რომ გაუმეორა მორიდებულად დაჯდა წინ.გამოვიდა რომ ტომიც იმავე დასახლებაში ცხოვრობდა სადაც გიორგი და ამ ფაქტმა ორივე ძალიან გაახარა,დაუახლოვდა ტომის ოჯახს და ხშირად იკრიბებოდნენ ვახშამზე ერთად.ტომის და მის მდივნად აიყვანა და დედა დამლაგებლად.დარწმუნებული იყო,რომ სანდო ხალხი იყო ,მის გარშემო.თვეები იყო გასული გიორგის წასვლიდან,მარიამი ისე ჩაერთო თავის საქმეში რომ დაღლასაც ვერ გრძნობდა.მარტის სუსხიანი საღამო იყო და მარიამი როგორც ყოველთვის ყველაზე გვიან გამოვიდა კომპანიიდან,უკვე რამოდინე დღეა გრძნობს რომ უკან ვიღაც მოყვება.ტაქსი არსად არ ჩანდა,წვიმამაც დაიწყო და მარიამი წვიმაში მიიკვლევდა გზას ჩქარი ნაბიჯით.წვიმას უეცრად საშინელი ქარი მოყვა ისეთი რომ ღმუის და ღრიალებს,არ უნდა უკან მიიხედოს რადგან გრძნობს უკან ისევ მოყვება ვიღაც მოზომილი ნაბიჯებით,თავზე კი კაპიშონი აქვს წამოფარებული.ტელეფონი ამოიღო და ლუკას დაურეკა რამოდენიმეჯერ მაგრამ ლუკამ არ გამოეპასუხა,შემდეგ ვახოს,მაგრამ არც ვახომ უპასუხა და ამაზე ლამის კივილი მორთო.ძლივს მიაღწია ბექასთან და გაგიჟებულმა დასცხო კარებს ხელები,შიშისაგან ცახცახებდა.კარი ანამ გააღო და შეეშინდა მარიამი ასეთ დღეში რომ დაინახა -რა ხდება ირბინე მარიამ? -სად,სად არის ის ხისთავიანი.უთხრა გაბრაზებულმა. -მის ოთახში არიან,ვახოც აქაა. -ააა,აქ ბრძანდება უჟმურთა ხელმწიფე?მარიამი შევარდა ლუკას ოთახში და ორივეს თავზე დააცხრა ქორივით,გაკვირვებულმა შეხედა ორივემ და თვალები გაუფართოვდათ. -რა მოხდა,მარიამ რა გჭირს.კითხა ვახომ. -სად გაქვთ ტელეფონები,რამდენი ხანია გირეკავთ ხან ერთს,ხან მეორეს სად ხართ.რომ მოვეკალი ვინმეს?ვიცოდი,ვიცოდი,რომ თამაშობდით მაგრამ ორივე იდიოტი თუ ერთად იყავით ეს არ ვიცოდი. -რა ხდება აღარ იტყვი? უყვირა ვახომ და ნერვიულობისაგან სიგარეტს მოუკიდა,არ გაახსენდა ბექა რომ იყო სახლში. -მარიამ რა მოხდა ბიძი,ვახო მე და შენ მაგაზე მერე დავილაპარაკებთ.სიგარეტზე ანიშნა. -რამოდენიმე დღეს ვგრძნობ რომ ვიღაც დამყვება,ახლაც მომყვა აქამდე. -დარწმუნებული ხარ? კითხა ბექამ. -ფეხ და ფეხ მომყვებოდა,ვერ შევხედე სახეზე კაპიშონი ჰქონდა გადმოფარებული.აქ მოვედი თუ არა გაქრა,გავიხედე და აღარ სჩანდა. -ვინ უნდა იყოს.თქვა ბექამ და ბიჭებს გახედა. -რამე ხომ არ მიქარეთ და ჩემზე უნდათ გადაგიხადონ სამაგიერო.უთხრა მარიამმა ლუკას და ვახოს ცრემლნარევი ხმით. -შენს თავს გეფიცები არაფერი არ გაგვიფუჭებია,მაგრამ გავიგებთ ვინ არის.მოულოდნელად მარიამის ტელეფონი განათდა შეტყობინება მიიღო და წაიკითხა,წაიკითხა და პირი ღიად დარჩა,თვალები გაუფართოვდა და შემდეგ ბიჭებს შეხედა.ვახომ გამოართვა ტელეფონი და წაიკითხა. -ყოველ დილით იმ ხიდზე ვდგევარ სადაც შენ უნდა გამოიარა,გამივლი გვერდს შენი სუნამოს სუნს დამიტოვებ და მთელი დღე მავსებს ეს სურნელი.მეორედ რომ გამოივლი და ქუდს მოგაწოდებ,შიგ ჩემი სულის ნაწილს ჩავტოვებ შენ კი მას სითბო დაამატე,ასევე ჩემს სურელს მოგაპკურებ იქნებ სურნელით მიცნო.ვახომ მარიამს შეხედა და წარბაწეულმა უთხრა. -ახსნა გვჭირდება მარიამ. -რა აგიხსნა რაც მე თავად არ ვიცი ვახო.იმ ღამის შემდეგ არც შეტყობინება მიუღია და არც ვინმე გამოყოლია,მაგრამ ძალიან აინტერესებდა ვინ იყო ის ვინც სახლამდე აცილებდა უხმოდ და არაფერს ამბობდა,არა მარტო მარიამს ეს ყველას აინტერესებდა მის გარშემო. როცა ყველაფერის ახლიდან იწყებ,როცა ყველაფერი თავიდან იწყება გგონია რომ ვერასოდეს ვერ გააკეთებ ისე როგორც უნდა გააკეთო და დაწყებული ახალი გზა უკვე დასრულდა,მაგრამ მაგარი შეგრძნებაა,როცა არ იცი რა უნდა გააკეთო და ამ დროს ყველაფერი გამოგდის,ყველაფერი იცი და ყველაფერი ისე აეწყო რომ შენც არ გჯერავს თუ ეს შენ ხარ,თუ ამას შენ აკეთებ და თუ ეს გზა წარმატებით გაიარე.გინდა ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთო,რომ ადამიანმა, რომელსაც შენი ცხოვრება გგონია მთლიანად შეცვალა და თავდაყირა დააყენა შენც შეგცვლის.ადამიანს რომელსაც შეუძლია ერთი ჩახუტებით ძალა შეგმატოს და ეს ჩახუტება გაგყვება მთელი დღის განმავლობაში ან მისი მოულოდნელი გამოჩენით სუნთქვა შეგიჩერდეს და გული აგიჩქარდეს ისე,რომ შენი გულისცემა კილომეტრზე ესმოდეს.ადამიანი,რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე გრძნობ,მაშინაც კი როდესაც კილომეტრების იქეთაა და მის სიახლოვეს მაინც ისევე მძაფრად განიცდი,როგორც მაშინ როცა შენს გვერდითაა,როდესაც თვალებში ჩახედავ ყველა სიტყვა უფასურდება,იკარგება და აზრი ეკარგებ რადგან ხედავ მთელს სამყაროს და ამ სამყაროში ყველაზე პირველს მისთვის, საკუთარ თავს,ისე თითქოს სარკეში იყურებოდე.როდესაც შენი თვალებით შემოქცქერის და ეს გამოხედვა სუნთქვას გიჩერებს წამიერად,როცა ყველა გრძნობა აღბეჭდილია მის გამოხედვაში მაშინ ხვდები,რომ ძლიერი ხარ,იმაზე ძლიერი ვიდრე მხოლოდ საკუთარი სიძლიერეა.უკვე ორი ადამიანის ძალას გრძნობ და არაფერი გაშინებს სამყაროში.არც შენი გადაულახავი პრობლემები გეჩვენება ,,დიდ ურყევ კედლად“ და ხვდები, რომ ამასაც გადალახავ,მოერევი და ყველაფერი გაივლის და შენ იმაზე ძლიერი იქნები ვიდრე იყავი გუშინ.უბრალოდ მაბედნიერებს მისი არსებობა და აქ მარცხნივ შიგნიდან განვიცდი მის ფეთქვას.ერთი წლის უნახავი ყავდა მარიამს გიორგი და საშინლად გრძნობდა თავს,არ ყოფნიდა მხოლოდ კომპიუტერით მისი შეხედვა,უნდოდა ახლოდან ენახა,ახლოდან ჩახუტებოდა მამას და მონატრება ასე ჩაეცხრო და ერთ დღესაც ერთი წლის შემდეგ მოულოდნელად დაადგა თავზე გიორგი ბექას და მარიამს და მის შეხდვაზე მარიამმა კივილით გაიქცა და ტირილით ჩაეხუტა მონატრებულ მამას.გაოცებული და გაკვრვებული,ასევე გაღიმებული უცქერდა ახლოს მყოფი თანამშრომლები მამა-შვილის შეხვედრას,ასევე ბექა და ანა ღიმილით შეცქეროდნენ მონატრებულ მეგობარს.როცა შვილის მონატრებით გული იჯერა,მეგობრებსაც მიუბრუნდა და ანამ ცრემლმორეულმა მოეხვია გიორგის. -მომენატრე შე საზიზღარო. -რაო ანიჩქა გველთევზამაც იცის მონატრება? -იცის,იცის და საშინლად მოწყენილი იყო მისი ანაკონდას გარეშე.გაეცინა ანას. -ნუთუუუ, უნდა დავიჯერო? -ეს გველთევზას და ანაკონდას რატომ ეძახით ერთმანეთს ზოგადად ვიცი,მაგრამ მამიდა ერთ დღეს უნდა მომიყვე. -არა,არც გაბედო თორემ ვერ გადამირჩები.უთხრა მკაცრად ანას გიორგიმ მაგრამ შემდეგ თავადაც გაეცინა მარიამის შეშინებულ სახეს რომ შეხდა. -რატომ ვითომ? -იმიტომ რომ კარგ მანერებს არ სწავლობ ისე ადვილად როგორც ცუდს და ამიტომ არ მინდა ისწავლო სადისტი დეიდა-მამიდას მანერები. -არ იცვლებით,თმები გაგითეთრდათ და ასაკი სადაცაა ნახევარ საუკუნეს მიუკაკუნებთ და თქვენ მაინც არაფერი არ გშველით.თქვა ბექამ და გიორგის გადაეხვია.ოთხივე დაიძრა და გიორგის კაბინეტში შევიდნენ. -აბა,როგორაა აქ საქმე. -აქ ყველაფერი კარგადაა,შენ როგორ დატოვე იქ ყველაფერი. -იქ სანდო დავტოვე, ამჯერად ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება და გადაწყვეტილი მაქვს კობა გავუშვა რამოდენიმე ხნით,შემდეგ ლუკა და ასე მონაცვლეობით რომ იყოს კომპანია მუდამ ჩემიანი კაცისგან დაცული და კონტროლის ქვეშ. -კარგია,ეს კარგად მოგიფიქრებია.ისინი? -ისინი პასუხისგებაში მივეცი,სხვისი ქონების გაფლანგვის გამო და ყველაფერი უკლებლივ დავაბრუნებინე უკან ორივეს,ერთად ჭამეს და ერთად გადაიხადეს.ასე ნელა-ნელა დავუბრუნე სახელი და პრესტიჟი კომპანიას.აქ როგორაა,მარიამი როგორ შეეჩვია პირველი ნაბიჯებიდან დღემდე როგორ მოდის. -მარიამი არ დაგიფარავ გიორგი ძალიან კარგი მუშაკია,მონდომებული და მისმა ბევრმა იდეამ კარგად წაადგა კომპანიას.ჩვენ გავალთ,მამა-შვილს სალაპარაკო გაქვთ.უთხრა ბექამ გიორგის და თვალი ჩაუკრა მეგობარს. -ბექა ერთად გავიდეთ,ან ჩემთან მიდით აქედან ყველას დაურეკე და მე და მარიამი ერთად მოვალთ,არ იციან სახლში რომ დავბრუნდი აქ მოვედი პირველი. -კარგი გიორგი დავურეკავ საძმოს. -და კიდევ.ბექა ისევ შემობრუნდა გიორგისკენ და მიაჩერდა. -რა კიდევ გიორგი. -მადლობა,მადლობა რომ აქ ყველაფერს აკონტროლებდი.მადლობა რომ მარიამს ყურადღებას აქცევდი და ერთი სიტყვით,ყველაფრისთვის მადლობა. -ვერ ხარ შენ კარგად.უთხრა ბექამ და დაუბღვირა გიორგის შემდეგ კი ორივემ ისე გაუღიმა ერთმანეთს როგორც სჩვეოდათ ეს ბავშვობიდან. -აბა როგორ ხარ,როგორია შენი პირველი ნაბიჯები დღემდე აქ ამ კედლებში.როგორ დაიწყე იმ სკამიდან და რა შედეგებით მოდი დღემდე,ყველაფერი მაინტერესებს მარიამ ყველა წვრილმანიც კი. -სიმართლე გითხრა პირველად შემეშინდა,შემეშინდა იმიტომ რომ მეგონა ვერასოდეს ვერ გავიგებდი რა და როგორ გამეკეთებინა,მაგრამ მაშინდელმა შენმა სიმკაცრემ მე გზაზე დამაყენა. -ვიცოდი,დარწმუნებული ვიყავი რომ ყველაფერს სწორად გაართმევდი თავს.კიდევ ცოტაც და მეც დავისვენებ,ამ სკამს კი დავუთმობ ამ კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს ეს კი შენს შესაძლებლობებზეა დამოკიდებული.ნუ მიყურებ გაკვირვებული,ვიცი რომ ამასაც შეძლებ და არ შემარცხვენ.30 წელი ბაბუაშენი მართავდა ამ კომპანიას და 25 წელია რაც მე ვარ მმართველი,გვარი გოგაბერიშვილების კომპანია ,,ფიოლეტა''ჯერ კიდევ მყარად დგას ფეხზე და მესამე თაობას ელოდება ეს მაგიდა და სკამი,ამას კი დამსახურება უნდა მარიამ.მარიამი უსმენდა გიორგის და თვალებიდან ცრემლები სდიოდა.მაგარი შეგრძნებაა ასეთი დიდი მომავალი რომ გელის წინ,როცა ამ კედლებში მუშაობა უბრალო მდივნის სკამიდან დაიწყე.სიხარულისგან შესალებელია გაგიჟდე ადამიანი,ასე ვართ ყველა ზოგს ცოტა რამ გვწყინს და ზოგს ცოტა რამ გვაბედნიერებს.როგორ მონატრებია მამის ეს საუბარი,ეს გამოხედვა,ეს თვალები ახლოდან რომ ხედავს ისევ ისეთივე დიდი სიყვარული და ისეთივე სითბო რომ გადმოდის და გულში ეღვრება,გრძნობ რომ უკვე შენს გვერდით არის და აღარაფერი აღარ გაშინებს.ყელში მოწოლილი ცრემლი ხმაურით გადაყლაპა და აკანკალებული,მაგრამ მაინც გაბედული ხმით უთხრა გიორგის. -მერწმუნე და გჯეროდეს,ყველაფერი კარგად იქნება მამა. -ბექასი მჯერა და ვიცი,რომ სიმართლეს მეუბნება,მაგრამ შენს მუშაობას და შენს შედეგებს მე თავად უნდა შევხედო და აწი აქ ვარ,მხოლოდ რაც მინდა გითხრა,მთავარია იყო ბუნებრივი ისეთი როგორიც სინამდვილეში ხარ,ეს უნდა გააკეთო ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. -ხშირად უფალს მადლობას ვუხდი, რადგან მე მყავს გვერდით ადამიანი რომელიც მილიონ ბავშვს არ ყავს და ნატრობს.ჩემს ირგვლივ ჩემი სამყარო იმდენად ნამდვილია და ისეთი ზღაპრული რომ ხანდახან არ მჯერა თუ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების რეალობაა.მყავს მეგობრები,რომლების გარეშეც ჩემს ცხოვრებას აზრი არ აქვს,მყავს მამა რომელიც ჩემთვის ყველაზე დიდი ძალაა და ყოველთვის ზურგს მიმაგრებს,მისი სიყვარული ჩემს მიმართ ხომ განუსაზღვრელია.მე ყოველთვის ვამაყობ იმ ადამიანებით,რომლებიც ჩემს სამყაროს ავსებენ და ისინი მსოფლიოში საუკეთესონი არიან.ჩემი მეგობრები რომლებსაც ვაბრაზებ რადგან მათი გადამეტებულად ზედმეტი ყურადღება,უკვე მოსაბეზრებელიც კი არის და ამის გამო ხშირადაც გვიჩხუბია მაგრამ ისინი ხომ მე მავსებენ მათი არსებობით და ჩემს ცხოვრებას მათ გარეშე რა აზრი ექნებოდა.მადლობა მამიკო რომ ეს გზა შენ გამიკვალე,ამ გზის თავში დამაყენე და ბოლოში ისე გავალ რომ შენ იამაყო,მიყვარხარ მა და უსაშველო იყო ჩემი მონატრება. -მარიამ ნუთუ კარიერის გზაზე მდგარი უკვე გაიზარდე? ღიმილით გახედა გიორგიმ და თან გაეღიმა. -გავიზარდე,გავიზარდე და მეც კი არ ვიცი ისე სწრაფად შემომეპარა წლები.სიცილით უპასუხა მარიამმაც. -წავედით,ჩვენ ერთ ადგილზე უნდა მივიდეთ ერთად და მერე სახლში მივიდეთ.წამოდგა,მარიამთან ერთად დატოვა კომპანია და ერთი წლის გაუვლელი გზა გაიარა წითელი ვარდებით ხელში.მარიამის საფლავზე მისულმა მამა-შვილმა ყვავილები დააწყო სადაც აწყობდნენ,მაგრამ გიორგიმ ახალი ვარდები შეამჩნია ვაზაში და მარიამს შეხედა. -შენს მაგივრადაც ვყიდულობდი და მომქონდა,ვეუბნებოდი დედას რომ მამიკომ გამოგიგზავნათქო.არ ვიცი თუ სჯეროდა,მაგრამ მე ბედნიერად ვგრძნობდი თავს და მშვიდად ვიყავი. -მადლობა,მადლობა მარიამ რომ მოდიოდი და დედა მარტო არ დატოვე. -მე არ ვიცი დედის სიყვარული,მაგრამ მე ის მიყვარს იმიტომ რომ შენ გიყვარს ასე ძალიან,ასეც რომ არ იყოს დედა ეს ხომ ძალიან სათუთი სიტყვაა,შეიძლება კი დედა ოდესმე გაქრეს სამყაროდან? ის ხომ შვილის გულში, თვალებში და სულში, ყოველთვის აგრძელებს სიცოცხლეს. -რა ბედნიერი ვიქნებოდი,ისიც ჩვენს გვერდით რომ იყოს მარიამ. -მამიკო როგორც ყვავილს სჭირდება მოვლა ასე სჭირდება მოვლა სიყვარულს,რომ არ გახუნდეს და მალე არ დაჭკნეს.მარადიული ყვავილი ლამაზია, მაგრამ არ სუნთქავს და სიყვარული ხომ ცოცხალია, ხანდახან იძინებს როგორც ადამიანი და მაინც აგრძელებს სუნთქავას. -ეს ყვავილი წლებია აღარაა ჩვენს გვერდით საყვარელო.სუსტი აღმოჩნდა ვერ გაუძლო ზედმეტ ბედნიერებას და გაქრა,მეც ვერ მოვუფრთხილი ისე როგორც საჭირო იყო.თქვა გიორგიმ დანანებით. -მაგრამ გრძნობს რომ აქ ვართ.ცოტა ხნით გაჩერდნენ,მარიამმა პატარ-პატარა დამტვრეული ტოტების ნატეხები და გამხმარი ფოთლები აკრიფა და ყვავილებიც ლამაზად დააწყო,ერთდროულად შეხედა მარიამის ფოტოს მამა-შვილმა და ორივეს თვალებში დიდი,უზარმაზარი სევდა იკითხებოდა.ხელი-ხელ გადახვეული შევიდნენ სახლში და რუსოს მოხვია მისი მკლავები და გულში ჩაიკრა ჯერ მონატრებული მშობლები და შემდეგ სამეგობროს მიუბრუნდა. -როგორც იქნა შევიკრიბეთ და ყველა ერთად ვართ.გიორგიმ სერიოზულად დაელაპარაკა ლაშას და ქეთის კობას შესახებ და ლაშამაც დაეთანხმა,რადგან კობასთვის ეს შანსი დიდი პერსპექტივის მომტანი იყო,ქეთის გაუჭირდა კობას გაშვება ასე შორს,მაგრამ ეს ხომ შვილის მომავალს ეხებოდა,ამიტომ ცრემლი მოერია,მაგრამ მაინც დაეთანხმა გიორგის.რამოდენიმე დღეში კობაც გააცილეს ლონდონში,ქეთიმ თავი ჩარგო შვილის კისერში და წასვლამდე ასე იყო მასზე ჩახუტებული. -ნახე რამდენ გიჟი რჩება უკან არ მოგაწყენენ ნუ გეშინია,ექვს თვეში აქ ვარ დე არ მოიწყინო რა გთხოვ. -მომენატრები დე,ძალიან მომენატრები.ლაშა უცქერდა ქეთის და თავადაც ცრემლები ყელში ჰქონდა,ცოტაც და ისიც ქეთივით აქვითინდებოდა. -მარიამ არაფერი არ იფიქრო ჩემს მოსვლამდე თორემ არ დამელაპარაკო იცოდე. -თუ რამე მოვიფიქრე,შენც აქ იქნები კომბლე მაგრამ მშვიდად იყავი ჯერ ეს საშიშროება არ ემუქრება საძმოს.წავიდა კობალო გული დაწყდათ,მაგრამ საქმე ასე მოითხოვდა,უკვე პატარები აღარ არიან ყველამ უნდა გაიკვალოს ცხოვრების გზა რომ არა რაღაც,არამედ ვიღაც იყვნენ ცხოვრებაში. ქუჩას მიუყვება ფეხით,ფოთლები ნაირფერებად ირევა ბუნებაში.მოულოდნელად ხეებს გადაევლო ჩხავილით ყვავები და მაღლა აიხედა,გაეცინა მათ მოფარფატე ფრთებზე და შემდეგ გაახსენდა გიორგის იდუმალებით სავსე თვალები,რამდენ სითბოს და სიყვარულს იტევდნენ ეს თვალები მაინც ამოდენა ტკივილთან ერთად.უეცრად ძალიან მოუნდა ოქროსფერ ფოთლებში გახვეულიყო, თავზე ცა დაეფარა და ასე ეოცნება,ვერ მოითმინა და პარკში შევიდა მაგრამ არა სკამზე იქვე ხის ძირში დაჯდა და დააკვირდა რძისფერ ნისლშიც გახვეულებს გამალებით სცვივათ ხეებს ფოთლები. -რატომ ჰგონიათ რომ ფოთოლცვენა დასასრულია ზოგისთვის სიცოცხლის და ზოგისთვის სიყვარულის? მე რომ ასე არ ვფიქრობ? -აბა როგორ ფიქრობს პატარა ქალბატონი? მოესმა ხმა და შიშისგან წამოფრინდა ფეხზე,მის წინ ახალგაზრდა მამაკაცი იდგა,თითქოს იცნო,ის იყო,კი ის იყო და სწორედ ის კაპიშონი იცნო რომელიც სულ აქვს თვალებზე ჩამოფხატებული როცა უკან დაყვება უხმოდ და შეუმჩნევლად მარიამს. -ვინ ხარ,რა გინდა ჩემგან. -არაფერი,რა უნდა მიდოდეს ერთი დაუცველი და შეშინებული პატარა ჩიტისგან რომელიც ახლა თვალებს აცეცებს და მშველელს დაეძებს იმ ლამაზი დამფრთხალი თვალებით. -მითხარი ვინ ხარ და რა გინდა ჩემგან. -ნუ ჩქარობ,მალე გაიგებ ვინ ვარ,რა მინდა და საიდან მიცნობ. -გიცნობ? მე თქვენ გიცნობთ? თვალები გაუფართოვდა მარიამს რასაც უცნობის სიცილი მოყვა,მხოლოდ მისი თეთრი კბილებს შეხედა და დაუფიქრებლად უთხრა. -მოვიდა,ჩემი აღსასრული მოვიდა,მანიაკი ხარ? უნდა მომკლა? არ მომკლა,მამიკო ვერ გადაიტანს კიდევ ერთ ტკივილს.უცნობი მარიამს მიუახლოვდა,ცრემლი მოწმინდა და საოცრად ვნებიანი ხმით უთხრა. -არასოდეს არ ვავნებ იმ ადამიანებს რომლებსაც ვაღმერთებ,რომლებსაც ვაფასებ და რომლისთვსაც სიცოცხლესაც დავთმობ. -ვინ ხარ,რატომ დამდევ.უთხრა მარიამმა ჩურჩულით. -მარიამ მალე,სულ მალე გაიგებ მანამდე კი გთხოვ ცუდზე არ იფიქრო. -უნდა წავიდე,არ ვიცი ვინ ხართ. -მართალი ხარ,წასვლა გინდა და გინდა ფრთები გაშალო.ახლა კი წამოდი სახლამდე მიგიყვანო,ასე გვიან ნუ გამოხვალ ქუჩაში მარტო.დაიბნა,აირია,აიშალა და ვერც ხმა იცნო,ვერც აღნაგობით მიამსგავსა ვინმეს და ფიქრებით დატვირთული მივიდა სახლში. გიორგისა და მარიამის ცხოვრება ისედაც ჰარმონიული იყო და ისედაც ახლო ურთიერთობა კიდევ უფრო ახლო გახდა.არ იმჩნევდა გიორგი მაგრამ კმაყოფილი იყო მარიამის საქმისადმი მონდომებით.ერთ საღამოს კი გულახდილად შეეკითხა გიორგიმ. -მარიამ არ ფიქრობ,რომ უკვე დროა პირად ცხოვრებაზედაც იფიქრო? მარიამმა შეხედა მამას და სერიოზულად უთხრა. -ადამიანები თავიანთი ცხოვრების განმავლობაში უამრავ სირთულეებს აწყდება,მუდამ იცვლება ჩვენს ირგვლივ გარემო და პირობები.შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ადამიანი არ იყოს მზად კარიერის დასაწყებად ან ოჯახის შესაქმნელად,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ხელი უნდა ჩაიქნიოს ყველაფერზე.დღეს მე როგორც ვცხოვრობ ეს მომწონს და მადლობა შენ მამიკო,ეს შენი დამსახურებაა.მე არასოდეს მომისმენია შენგან სიტყვა ,,მთელი ჩემი ცხოვრება შენ შემოგწირე'' და მე ჩემი ქვეცნობიერი მე მუდამ ამას მიჩიჩინებს,რომ შენ უძლიერესი ადამიანი ხარ,ადამიანი რომელიც არ ცხოვრობ მარტო შენი თავისთვის და ყოველთვის ცდილობ სხვაც აცხოვრო შენს გვერდით,მაგრამ შენი ტკივილი შენს გულშია.რაც შეეხება ჩემს პირადს,ალბად ჯერ ადრეა.ეს უფლის ნებაა ჩემს გულშიდაც ჩადოს მცირე სიყვარული ისეთი ძლიერი თუ არა,როგორც შენ და დედას გქონდათ,მასეთი სიყვარულის მცირე ნაწილსაც დავჯერდები,რომ მეც ძლიერად შემიყვარდეს ისე კი არავის არ გავუხსნი ჩემს გულის კარს,უსიყვარულოდ რაიმე ურთიერთობის დაწყებას კი არანაირი აზრი არ აქვს. -გახსოვდეს მარიამ ყველა ადამიანი თავად ქმნის პირად ცხოვრებასაც და კარიერასაც. -გულს ვერ ვუბრძანებ მამა.ჯერ ალბად არ არის დრო თორემ გულის სურვილის წინააღმდეგ ვერ შევძლებ წასვლას,რადგან გრძნობას რომელსაც სიყვარული ჰქვია თუ ღრმად შევიდა გულის სიღრმეში და უკითხავად დაიკავა იქ ადგილი,შენც კარგად იცი რომ ადამიანმა რაც არ უნდა ეცადოს მისი გულიდან განდევნა ამას ვერ შეძლებს,ყველა ადამიანი განურჩევლად ასაკისა უძლურია ამ გრძნობის წინააღმდეგ.ამიტომ,ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენია მხოლოდ დაველოდო მას,როდის მოისურვებს და ინებებს თავად დიდი აღმატებულება ჩემს მონახულებას.ღიმილით დაასრულა მარიამმა საუბარი მამასთან და გიორგის კაბინეტი დატოვა.გიორგიმ კი ღიმილით გააყოლა თვალი და თავისთვის თქვა ამაყად. -აი დღეს ვიგრძენი,რომ უკვე საქმიანი ქალის იმიჯი გაქვს აკრული და ეს მე ძალიან მომწონს ჯერ ხომ ცხვრება წინ გაქვს მარიამ.სასწაულები ზოგჯერ ხდება და მეც მივხვდები ერთ დღეს ამ სასწაულს შენი თვალების ციმციმით,თვალები რომლებიც შენს მამიკოს ძალიან უყვარს მა.ცოტა ჩაფიქრდა,მარიამის მომავალი აფიქრებდა ნუთუ უკვე 24 წელს მიტანებულ მარიამს არავინი არ უყვარს და ეს უნდა დაუჯეროს? თუ მართლა გულახდილია მამის წინაშე და ერიდება მასთან ამ თემაზე საუბარი?არ ვიცი,არ ვიცი მაგრამ იმედია პირველი ვარიანტი უფრო მომეწონებოდა.ეგოისტურად გაიღიმა გიორგიმ მანქანის გასაღებს ხელი დაავლო, კაბინეტი დატოვა და მარიამს დაადგა თავზე. -მარიამ წავიდეთ სახლში. -მე ჯერ კიდევ საქმეები მაქვს,ბატონ ბექას ეს საქაღალდე უნდა დახვდეს დილით გასწორებული და ხელმოსაწერად გამზადებული.ამიტომ,წადი შენ მა და მე მოვალ მოგვიანებით. -ხვალ გააგრძელე ან სახლში წამოიღე.არ უნდოდა სახლში მარტო წასვლა,მიეჩვია უკვე მასთან ერთად სახლიდან გასვლას და მერე ისევ ერთად დაბრუნებას. -ხვალ ახალი დღეა,ახალი იმედების ისე როგორც ახალი საქმეების. -არ დააგვიანო,რომ დაგირეკო მიპასუხე,ხომ გესმის. -არის ბოს.უთხრა სიცილით მარიამმა და გიორგიც კი გააცინა.გიორგი წავიდა,მარიამი კი საქმეში ჩაიძირა და არ იცოდა გარეთ რა საშინელი ამინდი იყო.ქარი უფრო და უფრო გაძლიერდა,შიგადა შიგ წვიმასაც ურევდა გვიან დატოვა კომპანიის შენობა და თითქოს კიც ინანა რომ არ გაყვა გიორგის,ქოლგა გაშალა და ჩქარი ნაბიჯით წავიდა გზაზე სადაც ტაქს უფრო ადვილად გააჩერებდა.უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და ქოლგა ხელიდან წაართვა,დასველდა,წვიმის წვეთებმა ღარად დაიწყო სიარული მის ტანზე.ფეხებთან წყლის გუბე დადგა,ქარი სახეში ასხამს წვიმას და ინანა, ო როგორ ინანა სახლში არ წასვლა.ერთი სული ჰქონდა სახლში როდის მივიდოდა,მიირთმევდა ბებლოს მიერ მომზადებულ ჩაის და დაწვებოდა თბილად.გიორგი ღელავდა და ჯავრობდა როგორ დაუჯერა და მარტო დატოვა,არ ეგონა ამინდი თუ ასე გაუარესდებოდა. -მომიკვდეს თავი,რატომ დააგვიანდა ამდენი გიორგი ან შენ რა გულმა მოგცა მარტო რომ დატოვე ასეთ ამინდში.უკვე ხმამაღლა ქოთქოთებდა რუსო და გიორგიმაც აუჩქარებელი ნაბიჯით დატოვა მისაღები ოთახი და პიჟაკი შემოიმცვა,რომ კარიც ერთიანად სველმა მარიამმა შემოაღო. -სად მიდიხარ ასეთ ამინდში მა,არ მითხრა რომ დედასთან.გაოცებული უცქერდა მარიამი მის წინ უკვე გარეთ გასასვლელად მზდ გიორგის. -შენთან მოვდიოდი,რომ დაგეჯერებინა ჩემთვის ჯიუტო ასეთ დღეში ხომ არ ჩავარდებოდი.უთხრა გიორგიმ გაბრაზებულად. -კარგი რა დავსველდი,მეტი ხომ არაფერი.ცხელ ჩაის დავლევ და გაცივებასაც გადავურჩები,ხვალ ჩიტივით ვიქნეი. -მე გული გამისკდა და ეს კი კიდევ ხუმობის ხასიათზეა,ნუ ლაპარაკობ ზედმეტს როცა დამნაშავე ხარ. -ბებლო სად ხარ,მიშველეეე. -რა იყოთ,რა გაყვირებს აქ ვარ.გავიდა რუსო შემოსასვლელში სადაც მარიამი სველ მანტოს იხდიდა და თან რუსოს ელაპარაკებოდა. -ბებლო რა უნდა ჩემგან ერთი გამაგებინე და გამარკვიე,ჯერ სანამ არ მასწავლეთ დაიძახე მამაო არ მომეშვით,ვისწავლე მეც მეტი რა გზა მქონდა და დავიძახე პირველად მამა.შემდეგ ნელა-ნელა ლაპარაკი მასწავლეთ და რატომაა როცა გავიზრდებით, ბავშვები აღარ გვქვია და უკვე როცა არ მოგწონთ რამე გვიშლით ამ სიმწრით გამოზრდილ ბავშვებს ლაპარაკს? დიდი ინტერესით ისმენდა ბოლო სიტყვამდე გიორგიც და რუსოც და ორივეს გაეცინა. -მარიამ დიდი ინტერესით გისმენდი რაღაც საინტერესის იტყვისთქო,შემოდი ცხელი წვნიანი მაქვს ბებო ჭამე და დაისვენე. -არაფერი არ მინდა ბე მხოლოდ ჩაი გამიმზადე და მოვალ,მარტო ჩაის დავლევ.უთხრა მარიამმა მის საყვარელ ბებლოს და ცხელი აბაზანა მიიღო,მის თეთრ ფუმფულა ხალათში გამოწყობილი დაბრუნდა ისევ სამზარეულოში,ჩაი მიირთვა ოჯახის წევრებთან ერთად და იმ ღამით დაღლილს უსიზმროდ დაეძინა,დილით კი ისევ წვიმის ხმამ რომ გამოაღვიძა უკვე ხმამაღალი ხმით კიოდა რომელიც დაბლადაც გაიგონეს და გაეცინათ. -გავგიჟდებიიიიიიიი,ეს წვიმა გააჩერეთ თორემ ჩემს ნერვებზე წვეთააააავს.ადგა ფარდები გადაწია და ფანჯარასთან უყურებს წვიმას.წვიმს,რაა სამყარო ზოგჯერ რა მშვენიერია.რა კარგია დღეს სახლში რომ ვარ და შემიძლია წვიმას ვუყურო აქედან.რა კარგია რომ შემიძლია შევიგრძნო წამის სილამაზე,წვიმა ცეკვავს და მე ბედნიერი ვარ რომ დღეს ვერ დამასველებ,რადგან გარეთ არ გამოვალ.როცა გაწვიმდება აწი სახლში დავრჩები და ჩემი ოთახის ფანჯრებიდან დავიმახსოვრებ მშვენიერი წვიმის პეიზაჟს.აივნის კარებს ღიას ტოვებს და წვიმა სახლშიც სტუმრობს მარიამს მაგრამ იქ სიცილით ხვდება არ შეუძლია ისე ძალიან დაასველოს როგორც გუშინ დაასველა.სირბილით ჩარბის კიბეებზე მხიარული სახით ესალმება ოჯახის წევრებს,მისი ბებლოს მომზადებულ უკვე შეგრილებულ მაგრამ მაინც გემრიელ ყავას მიირთმევს და თვალებს ხუჭავს,რათა სიამოვნება უფრო შეიგრძნოს. -გაცივდა ბებლოს გოგო ყავა ახალს გაგიკეთებ. -არ მინდა ბე დაჯექი შენ ძალიან იღლები,მა დროა ვინმე ავიყვანოთ. -ავიყვანოთ,რაც ნინი წავიდა ვერ მოვახერხეთ ახალი დამხმარეს აყვანა. -ავიყვანოთ 35-იდან 40 წლამდე,მეტი დიდი ასაკის არა არც პატარა განცხადებას რომ გამოაქვეყნებ,გთხოვ ასაკი მიუთითე. -რატომ? მეტი რომ იყოს ასაკით?გაუკვირდა გიორგის. -არ მინდა ასაკით შენზე უფროსი ქალი რომ შემოვიდეს,ვინ იცის და მოგეწონოს შემდეგ პირზე დაიდებ ჩემზე უფროსი არისო.უთხრა გიორგის და მის დაბღვერილ სახეს რომ შეხედა გულიანად გადაიკისკისა. -მარიამ მოგხვდება შენ.მკაცრად უთხრა,მაგრამ მაინც გაეღიმა შვილის კისკისზე.-არ წავიდეთ? -მე ჩემი დღეს გააკეთებელი საქმე გუშინ გავაკეთე ბოს,ამიტომ დღეს ცოტას დავაგვიანებ მეგობრებს უნდა შევხვდე რამდენი ხანია ნერვები არცერთისთვის არ მომიშლია. -ოხ,ვიცი უკვე რაც გაქვს ჩაფიქრებული.გაეცინა რუსოს.მარიამმა ტელეფონი აიღო და ღიმილით მოძებნა სასურველი ნომერი. -როგორ ხარ ჩემო საყვარელო? -ნერვების კიბოვ ამ დილა ადრიან არ ხარ სამსახურში? თუ ჩემი ჭკუიდან აშლა გაქვს გადაწყვეტილი დღეს? -როგორ მიხარია თავად რომ ხვდები ყველაფერს და მიყვარს შენში სიმართლის მარცვალს რომ ვხედავ. -რა გინდა მარიამ. -ლუკაჩო ნუ იღრინები ძალიან კარგ ხასიათზე ვარ და გთხოვ ხასიათს ნუ გამიფუჭებ. -მითხარი რისთვის დამირეკე და გამაღვიძე. -სახლში ხარ არ მუშაობ დღეს? -არა,ვისვენებ. -შენ წარმოიდგინე და მეც,ბოსმა გამანთავისუფლა. -მართლა სახლში ხარ? -ხო, შენს თავს გეფიცები. -მაშინ წავედით. -სად? -ერთად გავგიჟდეთ დღეც და სხვებიც გავაგიჟოთ. -კარგი მოგყვები,გაემზადე და გამოგივლი. -მე გამოგივლი ბექუშას მანქანა ავახიე დღეს. -ოჰო,ესეც სიურპრიზი.გაიცინა მარიამმა. -შენ დღეს როგორც ვატყობ საქმეები გაქვს და მე წავალ. -ერთი დღე მაჩუქე მა. -კარგი,დღეს არაა არაფერი მნიშვნელოვანი.წავედი მე.მარიამიც ადგა მოემზადა და ლუკას დაელოდა.მხიარული შეძახილებით შეხვდნენ ერთმანეთს მარიამი და ლუკა,თითქმის ერთი კვირაა რაც ერთმანეთი არ ენახა და ორივემ ანთებული თვალებით გაემართნენ უჟმურთა ხელმწიფესთან, რათა ორივემ ერთად მოუშალოს ნერვები. -დავურეკო ხისთავიანს არ დაგვიწყოს იქ რომ მივალთ ღრენა.უთხრა ლუკამ მარიამს და ტელეფონში ვახოს ნომერი ამოძებნა. -გამარჯობა ვახტანგი. -ძვლებში დაგამტვრევ როგორც კი მაგ სახელს მეორედ დამიძახებ იდიოტო.უთხრა ვახომ და გაუთიშა ლუკას რომელიც გაოცებული დასჩერებოდა ტელეფონს და მარიამს უთხრა. -გამითიშა,ამ იდიოტმა გამითიშა. -ვახტანგი რომ დაუძახე იმიტომ და გეკუთნოდა,მოდი ახლა მე დავურეკავ. -მოიცადე გადავრეკო აბა კიდევ.უთხრა ლუკამ და ისევ გადარეკა. -რა გინდა,ჩქარა თქვი არ მცალია.მოესმა ლუკას ვახოს დასერიოზულებული ხმა. -მჭირდები,სასწრაფოდ უნდა გნახო სალაპარაო მაქვს. -მერე არ შეგეძლო თავიდანვე წესიერად გეთქვა? სად ხარ,მომწერე და იქ მოვალ. -კარგი,უშენოდ მკვდარი ვარ ვახო.გაუთიშა და მარიამს შეხედა რომელიც ჩუმად იცინოდა. -დავურეკო? -დაურეკე და შენც იგივე უთხარი,აბა რომელთან მივა. -კარგი.უთხრა მარიამმა და ვახოს ნომერზე დარეკა. -გისმენ მარიამ. -ვახო სად ხარ უნდა გნახო,მჭირდები. -რა ხდება მარიამ ტირიხარ? სად ხარ,მითხარი ახლავეს. -მჭირდები ვახო უშენოდ მკვდარი ვარ, უნდა გელაპარაკო. -სად ხარ გოგო.გაბრაზდა ვახო მარიამის ტირილის ხმა რომ გაიგონა. -სადაც ლუკა არის მეც იქ ვარ. -ლუკას რა უნდა შენთან ერთად,მარიამ მოიცალეთ დღეს ჩემს ნერვებზე რომ დაუკრათ ორივემ? გაბრაზდა ვახო და მანქანა გადაიყვანა გზიდან,გაუთიშა მარიამს და გიორგის დაურეკა. -გისმენ ვახო. -ნათლი მარიამი სად არის. -ლუკასთან ერთად არის,შენთან წამოვიდნენ უნდა ვნახოთო. -უნდა ვნახოთ იმიტომ რომ მომენატრაო თუ ვახოს ნერვებზე უნდა ვიცეკვო დღეს ორივემო. -აჰა,უკვე დაიწყეს? გაეცინა გიორგის. -ესე იგი ორივე კარგადაა და არც არაფერი არ ჭირდებათ. -არა,არა კარგად არიან. -კარგი მაშინ ვბრუნდები სამსახურში.გაეცინა გიორგის და ვახომ კი უკან დაბრუნდა არც ერთთან მივიდა და არც მეორესთან.მარიამი და ლუკა ვახოს ლოდინში კი უცნაურ ფაქტს შეესწრნენ და გაოცებული უცქერდა მარიამი მაღალ სართულიანი ბინის ერთ-ერთი ფანჯრიდან როგრ ცდილობდა ახალგაზრდა გოგონა გადახტომას. -ლუკააააა. -მიგვიხვდა მარიამ იმ იდიოტმა. -ლუკააააა,შეხედეეეეეეეე.ხელით ამიშნა მარიამმა ლუკას გოგონასაკენ. -ფანჯარაში მტრედიაააააააააა. წაუმღერა ლუკამ მაგრამ მერე დააკვირდა გოგონას და თვალებ გაფართოვებული უცქერდა,უცებ მოათვალიერა ბინის გარშემო გარემო და ბინისკენ გაიქცა. -ლუკააააააააააა არა,არ წახვიდე. -ადგილზე დარჩი მარიამ. -არა,შენ იქ თუ წახვალ მეც მოვდივარ მარტო არ გაგიშვებ ლუკა.მარიამიც გაეკიდა ლუკას და ლუკამ ბინის კუთხეში საწვიმარ მილს ნელა-ნელა აყვა,მარიამმა კი სულმოუთქმელად აირბინა მეოთხე სართულამდე და კარზე ბრახუნი ატეხა,საიდანაც ახალგაზრდა ბიჭი გამოვიდა და მარიამს გაოცებულმა შეხედა. -გისმენთ.უთხრა ბიჭმა და მარიამი აათვალიერა. -ვერანდა,ვრანდაზე უნდა გავიდე სასწრაფოდ.მიაყარა უცნობს შემდეგ ხელი კრა და გაოცებული შევარდა სახლში სადაც რამოდენიმე წყვილი თვალი ასევე გაოცებული უცქერდნენ მარიამს.მარიამმა ჩანთა იქვე მიაგდო,რომელიც ერთ-ერთ მათგანს მოხვდა თავში,საჩქაროდ მანტოც გაიხადა მოისროლა და ვერანდის კარები გამოგლიჯა. -რას აკეთებ,ეეეეეეე.მარიამს ხელში წვდა ერთ-ერთი და სახელით მიმართა. -მარიამ რას აკეთებ. -ხელი გამიშვი იდიოტო იქ გოგონა თავს იკლავს.ხელი გამოგლიჯა გაოცებულ უცნობს,ყველას მზერა დააიგნორა და ვერანდაზე გავიდა.ქვემოთ ჩაიხედა და შეხედა ლუკა როგორ მოყვებოდა საწვიმარ მილს და ნელა-ნელა მიიწევდა მაღლა.მარიამმა მეორე ვერანდაზე ეცადა გადასვლა და ქუსლიანებით ვერ მოახერხა,ფეხზეც გაიძრო იქვე მიყარა და მეზობლის ვერანდაზე გადავიდა,ყველას შემოესმა გოგონას განწირული ხმა.რამოდენიმე მეტრში შეჩერდა,გაოცებულ ბიჭებს მიუბრუნდა და უთხრა. -სახლში შედით და დამავალებთ თუ ყავას გაგვიმზადებთ,მე დაველაპარაკები მანამდე.მეორე მხარიდან გოგონას ლუკა დაუდგა და უთხრა. -არ მომიახლოვდეთ,თორემ გადავხტები. -მოიცადე,გადახტები? შეხედე ორი ადამიანი მოვედით რომ მარტო არ იყო,გინდა ერთად გადავხტეთ? -მოდი სამივემ ჩავკიდოთ ხელი და სამივემ გადავხტეთ,სამ თვლაზე.უთხრა გოგონას მარიამმა და ისიც გადავიდა ვერანდის გარეთ მხრიდან და ცალი ხელით დაიმაგრა თავი. -გადადით,არ მინდა ჩემს პრობლემებს ვინმე შეეწიროს და ისიც უდანაშაულო. -მე მარიამი მქვია,ის ლუკაა ჩემი მეგობარი და შენ? რა გქვია შენ სახელი. -ეკატერნე მქვია. -ეკატერინე იცი რომ დებილობას აკეთებ? მეოთხე სართული არც თუ ისე მაღალია,დიდი-დიდი ხელი ან ფეხი მოვიტეხოთ და ყველაზე ცუდი კი თვითმკვლელობაა. -მართალს გეუბნება მარიამი ეკატერინე არავის გულისთვის არ ღირს სიცოცხლის შეწყვეტა,ის უფალმა გაჩუქა და უფალმა უნდა დაიბრუნოს უკან ისევ.იცი რას გეტყვი?აქედან გადავიდეთ ახლა წყნარად,მშვიდად და დავჯდეთ სადმე თუ გინდა გული დაიცალე და გვითხარი რა გჭირს,იქნებ კი შეგვიძლია შენი დახმარება. -გთხოვთ დამაცადეთ სიკვდილი დავიღალე,დავიღალეეეეეე. -არ იშლი? მაშინ მოდი ერთად გადავხტეთ სამ თვლაზე სამივემ ერთად როგორც მარიამმა თქვა და ჩვენ ორიდან თუ რომელიმე ინვალიდი დავრჩით, იცოდე ეს ცოდვა მთელი შენი ცხოვრება უნდა ატარო ტვირთად. -მე არ მითქვამს თქვენთვის მოდი და მომეშველეთქო. -არ დაგვიძახე,მაგრამ დაგინახეთ და მოვედით.ეკატერინე დამიჯერე პრობლემის დაძლევისათვის გამოინახება გამოსავალი,მაგრამ სიცოცხლეს ვეღარ დაიბრუნებ.შესაძლებელია ვიღაც არაკაცის გამო ხარ ამ დღეში,მაგრამ არ ღირს არავინი,არცერთი მამაკაცი თუნდაც ერთი წვეთი ცრემლის ფასადაც კი.გთხოვ,გადმოდი წყნარად და მშვიდად.ეკატერინე ატირდა და ნერვიულობისაგან ძალა გამოცლილს ცალი ხელი გაეშვა და ცალი ხელით დაეკიდა ვერანდას,ლუკამ უეცრად გადავიდა ვერანდაზე და ორივე ხელებით ჩააფრინდა ეკატერინეს და მარიამს უყვირა. -გადმოდი აქეთ მარიამ არ გადავარდე.მარიამიც გადავიდა და ლუკასთან მივიდა,მაგრამ იმ უცნობმა ბიჭმა ხელით დასწია უკან და ლუკას მოეხმარა ეკატერინე ორივემ ამოიყვანა ვერანდაზე და ძალა გამოცლილები დავარდნენ ძირს.როგორც იქნა სახლში შეიყვანეს ეკატერინე და დაამშვიდეს,მარიამმა ისევ ვერანდაზე გავიდა და ჩექმები ჩაიცვა,შემდეგ სახლში შევიდა მორიდებულად და ყველა სათითაოდ მოათვალიერა. -შემოდი რატომ გერიდება,ისე შემოვარი თავიდან არ მოგრიდებია.გაეცინა უცნობს და ხელი გაუწოდა.-მიშიკო ჩემი სახელი. -მე კი მარიამი ვარ.თავიდან იმიტომ, რომ იქ ერთი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა მიშო.უთხრა მარიამმა და თვალი ჩაუკრა,შემდეგ მანტო ჩაიცვა ჩანთაც მოიძია და ყველას მოავლო თვალი. -გაბრიელი, ირაკლი, ბაჩო და ერთი გასულია,ჩვენ ერთი ახლო სამეგობრო ვართ მარიამ ძალიან სასიამოვნო იქნება თუ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს. -იმედია ასეთ შეთხვევას არ გულისხმობ,რომელიმე თქვენთაგანი არ აპირებთ თვითმკვლელობას.ვითომ გაუკვირდა მარიამს და შემდეგ ბიჭების გაოცებულ სახეებს რომ შეხედა მისი ჩვეული ღიმილით გადაიკისკისა.ტელეფონს დახედა და ვახოს ნომერი რომ დაინახა გაეცინა და ხმა ჩაიწმინდა და ისე უპასუხა სერიოზულად. -სად ხართ გოგო,სად დაბოლდიალობ დღეს.ვახო ისე ხმამაღალი ხმით ყვიროდა ყველამ გაიგონა და ლუკას შეხედა რომელიც ვერანდიდან შემოვიდა სახლში. -სად უნდა ვიყო,ერთი ადამიანი გადავარჩინეთ სიკვდილს დღეს გითხარი მჭირდებითქო და არ მოხვედი,უშენოდაც მოვაგვარეთ საქმე უჟმურების მეფევ. -მარიამ ნუ თამაშობ ჩემს ნერვებზე თორემ ვერც ლუკა და ვერც ნათლია ვერ გიშველის. -ჩემი როდის გჯეროდა ახლა რომ დაიჯერო იდიოტო,არადა ახლა მართლა სერიოზულად გელაპარაკები. -მომეცი ტელეფონი.უთხრა სერიოზული ხმით ლუკამ მარიამს და ხელიდან აართვა ტელეფონი. -რა გჭირს,რა მოხდა ან რა გაყვირებს და რა დღეში გაქვს ნერვები. -სად ხართ. -ხომ გითხრა სადაც ვართ მარიამმა. -სერიოზულად? -სერიოზულად და დაწვრილებით ინფორმაციას მოვდივართ სახლში და ჩაგაბარებთ პატაკით უფროსო.უთხრა ლუკამ და გაუთიშა,შემდეგ ბიჭებს მიუბრუნდა და დაემშვიდობა ყველას.მარიამმა გაუღიმა ყველას და ხელი დაუქნია.სახლიდან გავიდნე თუ არა ერთ-ერთმა სიგარეტს მოუკიდა და სავარძელში ჩაჯდა. -რა გჭირს ტო,ესაა ის მარიამი? -ესაა და არ ვახსოვარ საერთოდ. -ანდრეა რამდენი წელია რაც არ გინახავს. -16 წლის იყო ბოლოს რომ ვნახე,ახლც მახსოვს მისი შეშინებული თვალები როგორ მიცქერდნენ. -ახლა რამდენი წლისაა. -ალბად 24-ის იქნება ახლა. -დაბადების დღე როდის აქვს. -ის არასოდეს არ აღნიშნავს დავადების დღეს,ეზიზღება ის დღე მიშო. -რატომ,რა მოხდა იმ დღეს. -მარიამის დედამ მარიამის გამო იბრძოლა გაბრიელ რომ ის დაბადებულიყო,რამოდენიმე დღეში კი თავად გარდაიცვალა. -უნდა ნახო და უნდა უთხრა,რომ წლებია გიყვარს ანდრეა.8 წელია მას შემდეგ გასული,არაა გამორიცხული რომ არ ახსოვდე. -უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო.თქვა და უკვე ჩამქვრალი სიგარეტი მეორე ღერი სიგარეტით ჩაანაცვლა. -საღამო მშვიდობის ანა. -საღამო მშვიდობის,ვახშამც მზად არის. -რა მოხდა დღეს აქ ჩვენს სახლში არ ყოფნაში. -რა მოხდა,მეც ერთი საათია რაც მოვედით. -ეკატერინე? სად არის ეკატერინე. -თავის ოთახშია,ძინავდა ცოტა ხნის წინ. -ანა ეკატერინეს ჭირდება მკურნალობა,ჭირდება ფსიხიატრის ყურადღება,ყოველდღიური ყურადღება რატომ არ გესმის რომ ვამბობ. -რატომ დაიჯინე შაკო რომ ჩემი შვილი გიჟია და ის კლინიკაში უნდა დავაწვინო,არა ეკატერინე გიჟი არ არის. -დიახ გიჟია და ეჭვიც არ მეპარება,დღესაც კონცერტები ჩაუტარებია თვითმკვლელობის. -ნუ მიიყვან იმ ზომამდე,რომ მართლა ჩაიდინოს თვითმკვლელობა. -რატომ არ გინდა ანა ჩაიტაროს გამოკვლევა. -იმიტომ,რომ ჩემი შვილი გიჟი არ არის და ისე იზამ მართლა გააგიჯებ,რამეს მოსწევს მის თავს და ამას არასოდეს არ გაპატიებ,არასოდეს.შენ ვინ ხარ ადამიანის სიცოცხლე აბუჩად აიგდო და გამოკეტო იქ საიდანაც დიდი ხნით ვერ გამოვა. -ძველი სიმღერააა ის რასაც შენ ამბობ,ხომ არ ფიქრობ ეს რასაც ამბობ არ არის იმ შეკთხვის პასუხი რასაც მე გეკითხები ანა. -შენ ფიქრობ ასე ადვილია იმის გაკეთება რასაც შენ ითხოვ ჩემგან? -გაიგე ადამიანო,რომ მას მკურნალობა ჭირდება,მკურნალობა. -რატომ დაიჯინე რომ მკურნალობა მინდა,რატომ დაიჟინე რომ მე გიჟი ვარ იმიტომ ხომ არა,რომ იქ სადაც გამომკეტავ ერთ ოთახში ადვილად შეგიძლია მომიახლოვდე,ადვილად მიიღო ის რისთვისაც წლებია იბრძვი. -რას ამბობ,შენ ვინ რას დაგიჯერებს. -დამიჯერებს,იმ ყველა ვიდეოს რომ წარვუდგენ გამოძიებას ნახავ მერე ვის დაუჯერებენ და ვის არა. -რა ხდება,რა ვიდეოს,რას ამბობ ეკატერინე. -შენს საყვარელ ქმარუკას შეეკითხე,გგონია უყვარხარ?არა დედიკო მას შენი ქონება უნდა ჩაიგდოს ხელში,ამიტომ უნდა ჯერ მე გამომიყვანოს გიჟი და მერე შენი ჯერიც დადგება ისე მოგისვრის აქედან ღამის გასათევიც არ გექნება და მე თუ მკითხავ ღირსიც ხარ. -ამიხსენი ახლავეს რა ხდება.მკაცრი იყო ანას ხმა და მომთხოვნი,ხან ეკატერნეს უცქერდა და ხან შაკოს.ეკატერინემ უხმოდ დატოვა სამზარეულო და გავიდა,უკან გაყვა ანა მაგრამ შაკომ უთხრა. -მე დაველაპარაკები. -არა,ჩემი შვილია შენი არა და მე უნდა დაველაპარაკო.შაკოს ფერებმა გადაუარა და შეეცადა ანას შეჩერებას,მაგრამ ვერ შეძლო ანამ კი ეკატერინეს ოთახის კარი შეაღო და ეკატერინემ უთხრა. -ვიცოდი რომ მოხვიდოდი,ვიცოდი რომ დაგაინტერესდებოდა თუ რა ხდება ამ სახლში როცა შენ არ ხარ და იმ ღამეს როცა მორიგე ხარ მე სად ვათევ ღამეს,ხან ბინის სახურავზე და ხან სად.ახლა კი დაჯექი და ამ ვიდეოს უსმინე,ოღონდ მშვიდად.ანა ეკეტერინეს საწოლზე ჩამოჯდა და ვიდეოს უსმენდა განაბული. -,,როგორ ხარ შაკო. -რავი ვარ ნელა-ნელა. -ახალი რა არის,როდის ჩააბარებ თავანს. -მალე,სულ მალე. -ქალიშვილი კიდევ ვერ მოათვინიერე? -მალე გავისტუმრებ საგიჟეთში და გამოვამწყვდევ იქ,დედამისს კი ადვილად მოვთაფლავ და ყველაფერი ჩემს ხელში გადმოვა,მერე კი ვეღარ მომიძევს''. -ეს,ეს რა არის ეკატერინე.თვალები ცრემლებით ჰქონდა ანას სავსე.შეიმშრალა სახე,თავის ოთახში გავიდა და სულ მალე იქედან გამოვიდა ჩანთით ხელში,ჩანთა კარებთან დააგდო და შაკოს გახედა. -არც იფიქრო,რომ მოგისმენ და ისევ დავიჯერებ შენს ტყუილებს.ახლავეს,ამ წუთში დატოვე ეს სახლი და არასოდეს არ გამოიხედო ჩემსკენ.ჩემი შვილის შევიწროვებისთვის კი იცოდე პასუხს აგებ ჩემს წინაშე თუ ვერა,უფლის წინაშე.კარი გააღო და მთელი ძალით დაიკივლა. -გაეთრიეეეე.შაკომ ადგა და უკან მოხედვაც არ დააცადა ისე მიუხურა კარი ანამ.ცოტა ხანში კი ეკატერინე გამოვიდა ჩანთით ხელში და ანამ შეშინებულმა უთხრა. -სად მიდიხარ,რას აკეთებ. -აღარასოდეს აღარ დავბრუნდები ამ სახლში,უკეთესად ქუჩაში ვიცხოვრებ ვინემ ამ სახლის კედლებში. -დაწყნარდი,წავიდეთ გეფიცები არც მე მინდა აქ გაჩერება და სადაც მეტყვი იქ წავიდეთ,მხოლოდ დრო მომეცი შვილო რომ გავყიდო და სხვა ვიყიდო. -დედა როცა შენ თავად მიხვდები რაც თქვი ამ ყველაფრისთვის მზად ხარ გააკეთო,მაშინ მეც შენს გვერდით ვიქნები,ახლა კი უნდა წავიდე რადგან გულს მირევს შენთან ერთად ამ სახლის კედლები,რადგან შენ,შენ დაანგრიე ჩემი ბავშვობა და გატეხე წელში ჩემი მომავალიც.არ მიჯერებდი,არ გინდოდა დაგეჯერებინა რადგან გინდოდა გვერდით გყოლოდა არა მამაკაცი,არამედ ვიღაც მათხოვარი რომელმაც თვალი დაადგა შენს ქონებას. -სად მიდიხარ,ვისთან იქნები.შეეკითხა აკანკალებული ხმით ეკატერინეს და იქვე ჩაიკეცა. -სად მივდივარ? მამასთან,მამასთან მივდივარ იმ ადამიანთან რომელმაც მეხვეწა მასთან გავჩერებულიყავი და მე შენი თავი ავირჩიე,ახლა კი მივდივარ რომ მივეკედლო მას რომელისაც ერთ დროს უკანა არც კი მივუხედე.ეს მინდოდა რომ შენთვის თვალი ამეხილა,აგიხილე,სიმართლე დაგანახე და აწი როგორ მოუქცევი ეს შენზეა დამოკიდებული.ეკატერინემ თავისი ჩანთით გამოვიდა სახლიდან და ტელეფონი ამოიღო და არც დაფიქრებულა ისე დარეკა. -ღმერთო რა მძიმე დღე იყო.თქვა მარიამმა დაფიქრებულად. -როგორ ფიქრობ, მარიამ იყო ეკატერინე იმის გამკეთებელი რასაც ჩვენ შევხედეთ? -რა გითხრა ლუკა ეკატერინე არ ჰგავდა ადამიანს რომელისაც გადაწყვეტილი აქვს თვითმკვლელობა,მას რაღაც აწუხებს,მას რაღაც ტკივა და ვერ ამბობს შიგ გულში აქვს დალექილი ტკივილი. -მეც მასე ვიფიქრე.თქვა ჩაფიქრებულმა ლუკამ და მარიამს გაუღიმა. -ლუკა არ მაქვს ახლა ვახოს ჯუჯღურის ნერვები და გთხოვ მე წავალ კომპანიაში,შენ წადი მასთან. -მეც გამიფუჭდა ხასიათი სიმართლე გითხრა,ხო მართლა შენი ნომერი მივეცი ეკატერინეს თუ დაგირეკოს დაელაპარაკე რა გაიგე როგორაა. -კარგი,აუცილელად.მარიამმა ლუკას ლოყაზე აკოცა და მაქანიდან გადავიდა,ტაქსი გააჩერა და კომპანიაში წავიდა მაგრამ კომპანიასთა ახლოს არ გააჩერა,ცოტა მოშორებით ჩამოვიდა და ფეხით გაუყვა გზას,მოულოდნელად ვიღაც დაეტაკა მკლავში და იქვე მდგარი მაქანისაკენ წაიყვანა.მარიამმა ერთი შეხედა შეშინებულმა და ისევ ის კაპიშონი მოხვდა თვალში და მანქანაშიდაც უბიძგეს დასაჯდომად. -ვინ ხარ რატომ არ ამბობ,სად მიგყავარ უნდა მომკლა? უცნობს ჩაეცინა მაგრამ ხმას არ იღებს და მანქანას მთელი სისწრაფით მიაქროლებს.ერთ შეჩერებულ მშენებლობაზე მიიყვანა და ხელით გადმოიყვანა,მარიამმა თვალი მოავლო იქაურობას და შეამჩნია რომ ირგვლივ ჩამკვდარია ყველაფერი,ადამიანის კვალიც რომ არსაით არ ჩანდა.ამწე კრანით აიყვანა მაღალ სართულზე და მარიამის ყვირილს არად აგდებდა. -იცი აქ რატომ მოგიყვანე? -რატომ,რა გაქვს ჩაფიქრებული. -აქ უნდა დაგელაპარაკო.ბოხი ხმა ჰქონდა უცნობს და ძალიან საინტერესო იყო თავად პიროვნება. -არა,აქ არა გთხოვ აქედან წამიყვანე,მეშინია აქ ამ სიჩუმის მეშინია.ცრემლი მოერია მარიამს.ცოტა ხანი უცქირა უცნობმა შორი ახლოდან და ვერ გაუძლო მარიამის ცრემლებს და წამოვიდნენ.უეცრად მარიამმა გზაში უბრძანა მანქანის გაჩერება,უცნობმაც მოწყვეტით გააჩერა მანქანა და მარიამს მიუბრუნდა. -არ მოგეწონა გასერნება? უთხრა უცნობმა ბოხი ხმით. -გააჩერე და მე გადავწყვიტავ სად და ვისთან ერთად უნდა გავისეირნო. -მარიამ იცი? ხანდახან ვფიქრობ გჭირდება გასეირნება, ზედმეტად მიეჯაჭვე შენს სამსახურს და ეს უკვე არ მომწონს. -გიკრძალავ ამიერიდან მომიახლოვდე,გიკრძალავ გასაგებია? -გასაგებია უფროსო.გაეცინა უცნობს. -იცინი? რა ვთქვი სასაცილო? -სასაცილო ის თქვი,რომ რასაც ამბობ იმავეს არ ფიქრობ საყვარელო.მარიამი მანქანიდან გადავიდა მოხდენილად,მიუბრუნდა უცნობს და უთხრა. -თქვენ ვფიქრობ ჯამრთელობის მხრივ პრობლემა გაქვთ,რასაც თქვენი საქციელიც ამტკიცებს.შესაძლებელი თქვენი ცხოვრება თეატრი გგონიათ,მაგრამ ჩემი ცხოვრება კი არ არის თეატრი.ჩემი ცხოვრების ყოველი წუთი,ყოველი წამი და ყოველი დღე რეალურია.მე ვცხოვრობ ისე თავისუფლად,რომ არ მიწევს სახის დამალვა და შენ? შენ რატომ მალავ სახეს იმიტომ ხომ არა რომ არ გინდა რეალობას შეეჩეხო? მაგრამ თამაშობ,სხვისი ცხოვრებით თამაშობ თუ გყოფნის ძალა მითხარი ვინ ხარ,ჩემს ცხოვრებაზე არა შენს ცხოვრებაზე დაფიქრდი,შეგიძლია ეს გააკეთო? -შემიძლია,მაგრამ ჯერ შენ გიყურებ და დაგელოდები როდის დაწყნარდები. -მეც გიყურებ ამ წუთში და იცი რას ვხედავ? -რას ხედავ პატარავ.ისევ გაეცინა უცნობს. -მამაკაცი დგას ჩემს წინ უსახოდ,რადგან მას ეშინია სახის გამოჩენის. -მე? მე მეშინია? -დიახ გეშინია,არ ვიცი რისი მაგრამ ვხვდები რომ გეშინია.იცი რას გეტყვი? ყოველ დილით სარკეში ჩაიხედე,რადგან მიხვდე იმ სარკიდან ვინ გიმზერს და იქნებ იცნო კიდეც რომ ის უცნაური ადამიანი შენ ხარ? -მე მზად ვარ სარკის ნაცვლად, შენს თვალებს ვუყურო საათობით. -ამას ვერ შეგპირდები,რომ შენს წინ დავჯდები იდიოტივით და ვუცქერ მხოლოდ თვალებზე ჩამოფხატებულ კაპიშონს.თუ ძალას მოიკრებ და ამ კაპიშონს ერთ დღეს გადაიძრობ ვინ იცის შესაძლებელია მოგისმინო კიდეც.ამ დროს ტელეფონმა დაურეკა და უპასუხა. -გისმენთ. -მარიამ ეკატერინე ვარ ლუკამ მომცა შენი ნომერი. -ააა,როგორ ხარ ეკატერინე.გაუხარდა მარიამს. -კარგად მინდა რომ შეგხვდე,დაგელაპარაკო. -კი,კი ტაქსის გავაჩერებ და მოვალ მომწერე სად იქნები. -კარგი,მოგწერ მისამართს.უცნობმაც ამოიღო ტელეფონი და უთხრა. -გამოდი და სადაც გეტყვის წაიყვანე.რამოდენიმე წუთი უშედეგოდ იდგა მარიამი და რომ დააპირა დარეკვა ლუკას დავურეკავო გამოჩნდა მანქანა და მისი სახელიც კი გაიგონა. -მარიამ? მარიამმა შეხედა და გაეღიმა. -მიშო? -აქ რა გინდა მარიამ. -არ ვიცი სად ვარ,ერთმა იდიოტმა მომიყვანა და აქ დამტოვა. -ვინ,არ იცნობ? -არა,იქ დგას და დარწმუნებული ვარ ახლა მიყურებს. -გადავალ გავუერთიანო სახე.მანქანის კარები გამოაღო მიშომ და მარიამმაც მკლავზე დაეტაკა. -არ გინდა,ძალიან გთხოვ.ერთადერთი რაც მინდა ისაა რომ აქედან გამიყვანო. -კარგი წამოდი,წავიდეთ.მიდიოდნენ და ხმას არცერთი არ იღებდა,მარიამი მის ფიქრებში ჩაძირულიყო და ვერ აეხსნა უცნობის საქციელი ან თუ ვინ იყო ეს ადამიანი ამდენის უფლებას რომ აძლევს თავის თავს. -დუმილი ვერ დაგვიცავს,რატომ ხარ ასეთი ყურებ ჩამოყრილი.ბედნიერებას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როცა სხვას უზიარებ.ვახო მიუჯდა გვერდით მდუმარედ მჯდომ ლუკას და დააკვირდა.-რა გჭირს ლუკა სად არის ის ჩემი ძმა და მეგობარი ყველა წვრილმანს ერთად რომ განვიხილავდით,რა გემართება შეგიყვარდა თუ ჯერ ფიქრობ და ვერ გადაგიწყვეტია როგორი გრძნობით შემოვიდა,შენც რომ იგივე გრძნობით უპასუხო? -გამოიცანი,მაგრამ პასუხი არ მაქვს. -მითხარი რა გავაკეთო და დაგეხმარები,მხოლოდ მითხარი როგორ მოგიდგე.მაგრამ არ გინდა წახვიდე სადმე დაფიქრდე და დაბრუნდე? ორი-სამი დღე გაერიდე ქალაქს და ტვინიც გაგისუფთავდება ცოტა. -რას ერჩი ჩემს ტვინს. -დალუქული გაქვს ან გაბიდნულია და გაწმენდა უნდა.თვალი ჩაუკრა ვახომ ლუკას. -არაა დალუქული,ფიქრობს ვახო ფიქრობს. -რაზე,ან ვისზე. -ვისზე,ვისზე ვახო ეკატერინეზე ვფიქობ,ვფიქრობ რატომ უნდოდა. -ოპა,ოპა შენ რა მარიამთან ერთად მართლა გადაარჩინეთ ის გოგო სიკვდილს თუ მარიამის ერთ-ერთი მორიგო სიგიჟე იყო. -არა,არანაირი სიგიჟე.სიმართლე გითხრა ყველაფერი მარიამმა და როდის დარეკავს ერთი სული მაქვს. -ახლა სად არის. -ეკატერინემ დაურეკა და შეხვედრა თხოვა,ძალიან მაინტერესებს რას ეტყვის.მარიამმა მიშოს მადლობა მოუხადა და დაემშვიდობა,ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა მანძილი გზიდან კაფემდე და გულამოვარდნილი დაჯდა ეკატერინეს წინ. -როგორ ხარ,დამშვიდდი ცოტა? -დავმშვიდდი,მადლბა მარიამ რომ მოდი. -რას ამბობ ეს არ გაიმეორო,ეკატერინე შეგიძლია თავისუფლად დამელაპარაკო. -ლუკამ ნომერი რომ მომცა,მითხრა მარიამს დაურეკე და დაელაპარაკე ის მოგისმენს გქონდეს მისი იმედიო,მეც არ დავფიქრდი ისე დაგირეკე. -მე მოგისმენ,მხოლოდ ერთ ადგილზე უნდა დავრეკო. -ლუკას უნდა დაურეკო? -არა,ლუკას არა მამას უნდა დავურეკო რომ არ ინერვიულოს.ეკატერინეს გული ჩაწყდა,როგორ უნდოდა მასაც ჰქონებოდა მამასთან ახლო ურთიერთობა. -მა როგორ ხარ,ცოტა დამაგვიანდება. -ხომ კარგად ხარ მარიამ. -კი,კი არ ინერვიულო მოგვიანებით აგიხსნი ყველაფერს. -კარგი,დღეს ნუ მოხვალ მაგრამ საღამოს ყველაფერს მეტყვი. -აუცილებლად,გპირდები. -საღამომდე მარიამ. -საღამომდე მა.უეცრად მოიფიქრა და შეტყობინება გააგზავნა. -,,მა ახლა ვერაფერს ვერ გეტყვი არ გეწყინოს,ლუკას დაურეკე და გეტყვის სიმართლეს მე საღამოს აგიხსნი დაწვრილებით,უბრალოდ ახლა ვერ გესაუბრები ეს გოგონა ჩემს წინ ზის''.ტელეფონი გათიშა და ეკატერინეს შეაჩერდა. -აბა გისმენ ეკატერინე დღეს მთელი დღე მაქვს დრო,მითხარი რა გაწუხებს,რა გტკივა,რატომ მიდი ამ ზომამდე რომ სიცოცხლე შეგეწყვიტა შენი გადაწყვეტილებით და არა უფლის.ადამიანებს ყველას გვაქვს პრობლემები,მაგრამ შეიძლება პრობლემის გადაჭრა,მოგვარება და თავისუფლად სუნთქვა. -ჩემი პრობლემა მარიამ დედაჩემია. -დედაშენი? გაუკვირდა მარიამს. -დედაჩემი. მშვიდად უპასუხა ეკატერინემ. -ეკატერინე იცი რომ არსებობენ ბავშვები რომლებიც უდედოდ იზრდებიან და სიტყვა დედა დაიძახონ ენატრებათ? იცი რომ არსებობენ ბავშვები რომლებსაც დედა საერთოდ არ უნახავთ,არ იციან მისგან ნათქვამი სიტყვა შვილო,არ იციან დედის თბილი გაღიმება, მისი მოხვეული ხელები და მისი ჩახუტება? -და სად არიან ასეთი ბავშვები მარიამ. -მე ვარ ერთ-ერთი მათგანი რომელმაც არ ვიცი დედა,რომელსაც არასოდეს შემხებია დედის არც ხელები და არც ძილის წინ უკოცნია მას ჩემთვის შუბლზე. -მარიამ ვწუხვარ,მაგრამ არსებობენ ბავშვები რომლებსაც თვით დედები ტეხენ ხერხემალში და მომავალს უკეტავენ.ცრემლი მოერია ეკატერინეს. -მესმის რომ გულში დიდი ტკივილი გაქვს, მე არაფერს არ გაძალებ გინდა მითხარი გინდა არა,მაგრამ ვხედავ ჩემს წინ ზის ერთი ძალიან ნაზი არსება რომელმაც გადაწყვიტა მისმა გულმა გაჩერდეს და თავად შეუქმნას მის სიცოცხლეს საფრთხე.არა,არა ეკატერინე შენ ვერ ჩააქრობ იმ სანთელს რომელიც თვით უფალმა აანთო,ამიტომ უმჯობესია ჭკუას მოუხმო და ცხოვრება გააგრძელო. ეს რუტინა უნდა დათმო რაც შენშია და დაიბრუნო შენი თავი. -არ ვიცი რა დრო უნდა გავიდეს,რომ ჩემში ის სიცარიელე შეივსეს რასაც ადამიანის მიერ ნდობა ჰქვია მარიამ.სახლიდან წამოვედი,ვეღარ გავჩერდი იქ იმ ცივ კედლებში.არ მინდოდა კიდევ უფრო მეტი სიმწარე,არ მინდოდა სხვაც დამეტანჯა ჩემი უთქმელობით. -ეკატერინე მივხვდი რომ....................... -მარიამ ვიცი რომ გაუგებლად გიხსნი ჩემს სათქმელს,მაგრამ არ გამომდის,თითქოს გვერდს ვუვლი მთავარ სათქმელს. -მე გითხარი არაფერს არ გაძალებ,ჩემი ნომერი გაქვს და როცა მზად იქნები მოვალ,მოგისმენ და ერთად გადავწყვიტოთ რა, როგორ აჯობებს შენთვის. -დედამ ხუთი წლის წინ მიატოვა მამა და ბებოსთან გადავიდა საცხოვრებლად,მე კი მამას თხოვნა არაფლად არ ჩავაგდე და დედას გავყევი.რამოდენიმე თვეში ბებო გარდაიცვალა,დედამ კი სხვა მამაკაცი გაიცნო და სახლში მოიყვანა.ეკატერინემ ყველაფერი ერთი ამოსუნთქვით მოუყვა მარიამს და მხოლოდ მაშინ ასწია თავი მაღლა, როცა სათქმლი გამოელია. -და ამ ყველაფრის გამო გადაწყვიტე სიცოცხლე შეწყვიტო? კითხა მარიამმა გაოცებულმა.ეკატერინემ შეხედა და თანხმობის ნიშნად უხმოდ დაუქნია თავი და ცრემლიც კი ჩამოუგორდა სახეზე. -გასაგებია,ესე იგი გავიწროვებდა და შენს წინაშე დედას ეფერებოდა ეს ხომ არა ადამიანობაა.რა ჰქვიაო რა მითხარი? -შაკო,შაკო ვაშაყმაძე. -კარგი დაწყნარდი,ყველაფერს გავარკვევთ.არ წახვიდე ტუალეტში გავალ და მოვალ მალე,ჩანთას ვტოვებ და მიხედე ჩემს მოსვლამდე.მარიამმა ცოტა მოშორდა თუ არა ეკეტერინეს ლუკას დაურეკა და აუხსნა ყველაფერი. -ვინ არისო?შეეკითხა ლუკამ. -შაკო,შაკო ვაშაყმაძე.შემდეგ კი გიორგის დაურეკა. -გისმენ მარიამ. -მა ერთ ჩემს ახლობელს პრობლემები აქვს ოჯახში და წავიყვან რა სახლში,ცოტა ხნით რომ იყოს ჩვენთან. -წაიყვანე მარიამ რატომ მეკითხები,უარს გეტყოდი? -ვიცი მა მაგრამ მაინც შეგეკითხე,დროებით. -საღამომდე,მარიამ ბექა და ანა ხომ არ იცი სად არიან არცერთი არ მოვიდა დღეს. -იქნებ სოფელში წავიდნენ მოულოდნელად,არაფერი არ ვიცი. -კარგი,არავის არაფერი არ უთხრა საღამომდე დაველოდები. -კარგი,მაგრამ ბექას ის საბუთები წუხელ რომ გავამზადე დღეს უნდა ენახა აუცილებლად. -საბუთები არ დევს მაგიდაზე,ყველაფერი გაკეთებულია თავად კი არ ჩანს არცერთი. -სასწაულია,უთქმელად არსად არ მიდიან. -არც ცალ-ცალკე დადიან არსად, ეს ორი ბატი ასე ერთნაირი როგორ შეხვდა ერთმანეთს.ჩაილაპარაკა გიორგიმ და მარიამს გაეცინა.ეკატერინეს ხელი ჩაკიდა და სახლში მიიყვანა. -ეს ჩემი ბებლო და ბაბულო არიან ეკატერინე გაიცანი,ეს კი ჩემი ახლო მეგობარია ბებლო და რამოდენიმე დღე აქ იქნება ჩვენთან,მამიკომ იცის. -კარგი ბებო,საჭმელი გავაწყო თუ დაველოდოთ მამას. -დაველოდოთ მამიკოს ბე. ეკატერინეს თავის ოთახი უჩვენა და სამზარეულოში დაბრუნდა,მოკლედ უამბო რუსოს საქმის შინაარსი და სევდიანად თქვა. -როგორ უნდა ზოგიერთ ბავშვებს დედის ალერსი და ნატრობენ დედის სითბოს,მაგრამ ზოგიერთს ტკივათ დედის არსებობა ბე,რატომ ხდება ასე. -შენ არა ხარ შვილო დამნაშავე,ჩემი კეთილი გოგო ხარ შენ იცი რომ დედაშენიც ასეთი კეთილი იყო? ეეეხ მარიამ,მარიამ რამდენი წელი გავიდა შვილო და დაუვიწყარი ხარ ყველასთვის,აი ასეთი უნდა იყოს ქალი რომ მამაკაცმა ადვილად ვერ დაივიწყოს ის როგორც ჩემმა შვილმა ვერ დაივიწყა დღემდე მარიამის სახელი და მისი სიყვარული. -ძალიან ძნელია დღეს ბებო ასეთი წყვილის არსებობა.მოგვიანებით ლუკა მოვიდა და ილაპარაკეს ცალკე,შემდეგ გიორგიც დაბრუნდა და ლუკას რომ შეხედა ანერვიულებულმა უთხრა. -ლუკა დღეს ელაპარაკე დედაშენს და მამაშენს? -დილით კი,რა ხდება. -ტელეფონზე ვურკავ და არ მიხსნის არცერთი,დღეს სამსაზურში არ მოსულან რა ჯანდაბა ხდება შეიძლება გავიგო? ლუკას შეეშინდა და ტელეფონზე დაურეკა ჯერ ანას,შემდეგ ბექას მაგრამ არცერთი არ პასუხობდა. -წავალ სახლში რა ხდება გავიგო. -მოვდივარ მეც.უთხრა გიორგიმ. -მეც მოვდივარ .თქვა მარიამმა და გაყვა უკან ორივეს,გზიდან კი ყველას დაურეკა მარიამმა და უკვე იქ ელოდებოდნენ ლუკამ გასაღები ამოიღო და კარი ვერ გააღო,რადგან შიგნიდან იყო დაკეტილი. -ღმერთო მშვიდობა მოგვეცი,გაზი ხომ არ დარჩენიათ ჩართული.თქვა კარინამ და ცრემლი მოერია.ლუკას მეტი რა უნდოდა და კარებს დაეტაკა ველურივით,მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. -გამოდი,გვერძე დადექი ერთი,ორი,სამი და ოთხიიი. გაიქცა ვახომ და კარი შეამტვრია,სახლში კი სამარისებული სიჩუმეა.ვერცერთმა ვერ გაბედა საძინებელ ოთახში შესვლა,იდგნენ კართან და უცქერდნენ, ბოლოს მარიამმა მივიდა და ფრთხილად შეაღო კარი სიბნელე იყო ოთახში და სანამ სიბნელეს თვალი შეაჩვია გიორგიც ამოუდგა გვერდით და ძალა მიეცა უფრო თამამად შევიდა ოთახის სიღრმეში და დაინახა საწოლში ორივე ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ. -მამიკო ცოცხლები არიან?უთხრა მარიამმა ჩურჩულით გიორგის.გიორგის ცრემლი მოაწვა თვალებში, მაგრამ მაინც ახლოს მივიდა ბექასთან ცხვირთან მიუტანა ხელი და მარიამს შეხედა. -სუნთქავს,ცოცხალია. -ორივე? ორივე ცოცხალია? იმედი მიეცა მარიამს და ცრემლებს იკვებდა. -ორივე ცოცხალია.თქვა გიორგომ და ნელა ნელა ყველა შემოვიდა ოთახში,უეცრად ანამ თვალი გაახილა და შეიკივლა. -თქვენ ნორმალურები ხართ? შეუბღვირა ყველას ერთად. -ჩვენ კი მაგრამ თქვენ ხართ ნორმალურები?არც გიორგიმ დააკლო ყვირილი ანას.გიორგის ყვირილზე კი ბექასაც გაეღვიძა და თვალი მოავლო ოთახში მყოფ სამეგობროს. -ანა მოვკვდი და ყველა წამომყვა სამოთხეში? უთხრა ანას ბექამ. -არა,ჯერ არ მომკვდარხარ,მაგრამ ახლა მოკვდები იდიოტო სად გაქვს ტელეფონი,რატომ ხარ დღეს დადუმებული.უღრიალა ალიკამ ბექას და მისკენ წავიდა,მაგრამ გელამ შეაჩერა ბექამ კი წამოდგომა დააპირა და ანამ დაავლო ხელი. -არ ადგე,დამიჯერე აქ მოგკლან ჯობია. -რას ამბობ ანა ჩემს მოსაკლავად მოდის და მე არ გავინძრე? -შიშველი ხარ იდიოტო ნახე სად არის შენი საცვალი დაკიდებული,მერე კიდევ თვალი ეცემა.ხელით ანიშნა ანამ და ყველამ იქით გაიხედა,ლუსტრაზე იყო ბექას ლურჯი საცვალი რომელსაც წინა მხარეს სუპერმანი ეხატა.ამის შეხედვაზე ყველამ ერთხმაში იხუვლა და მათი ხარხარი მოედო მთელ სახლს. -მამა რაა სუპერმანი ხარ? უთხრა ლუკამ და ისევ გაეცინათ. -გაქრით ახლა აქედან და დამაცადეთ ადგომა.შეუღრინა ბექამ სამეგობროს და ისინიც გამოვიდნენ ოთახიდან,გამოვიდა თუ არა ბექა გატეხილ კარებს თვალი შეავლო და ერთი თქვა. -რომელმა ივაჟკაცეთ,მამამ თუ შვილმა.ჯერ ალიკას შეხედა და მერე ვახოს. -შვილმა.უპასუხა მარიამმა. -ხოდა უკვე მოსამსახურე ხარ,ხელფასი გაქვს და კარები გააკეთე ბიძიკოს ვაჟკაცო. -მე გიორგი ძიას მივყვები და რომ მოვალ კარები გაკეთებული დამხვდეს ჭიკო.ჭიკოს ხსენებაზე ბექამ გიორგის შეხედა და მუჭებით წავიდა მისკენ. -არ მომეკარო, თორემ იქ გადამირჩი და ახლა პირდაპირ ფანჯრიდან მოგისვრი.უთხრა გიორგიმ სიცილით და სახლიდან გავიდა, მარიამმა კი ლუკას და ვახოს ყველაფერი მოუყვა და ვახომ უთხრა ლუკას. -მე განყოფილებაში წავალ და გავარკვევ მაგ ადამიანზე ყველაფერს,ვინ იცის და შესაძლებელია საშიში პიროვნებაც იყოს. -კარგი,მარიამთან ერთად ვიქნები თუ რამე იქ უნდა მოხვიდე.სახლში წავიდნენ გიორგისთნ ერთად და ვახშამიც ერთად მიირთვეს. -ლუკა შემოდი ჩემთან სალაპარაკო მაქვს შენთან.უთხრა გიორგიმ ლუკას და თვალი ჩაუკრა.ლუკამ გაკვირვებულმა შეხედა მარიამს და თვალებით შეეკითხა რა უნდაო,მარამ მარიამმაც გასაგებად უთხრა,არ ვიციო.ლუკა წამოდგა და გიორგისთან შევიდა კაბინეტში,რუსომ კი მარიამს მიუბრუნდა. -რა ხდება,რამე გააფუჭა ლუკამ? -არა მგონია ბე,მართლა არ ვიცი. -რა ხდება,არაფერი არ გაგვიფუჭებია ძია არც მე და არც მარიამს.უთხრა გიორგის ლუკამ და იქვე დაჯდა. -ვიცი,ვიცი ლუკა დაჯექი რა ხდება,მარიამმა მითხრა ლუკა გეტყვის სიმართლესო და გელოდები,ვინ არის ეს გოგო. -აააა,ეკატერინეზე ამბობ? ლუკამ ყველაფერი მოუყვა გიორგის და შუბლშეკრული უსმენდა გიორგი. -ვინ არის ის პიროვნება ჯერ ვერ დაადგინეთ? -ჯერ არაფერი არ ვიცით,მაგრამ ვხვდები რომ ეკაერინეს დედა ვიღაც არაკაცის გავლენის ქვეშ არის და საფრთხე ემუქრება თუ დროზე არ უშველა ვინმემ. -კარგი დაველოდოთ ვახოს და გელას რა ამბავს მოგვიტანებენ და მერე ვიმოქმედოთ. -ბიძი სიყვარულის გამო რა სიგიჟეს ჩაიდენდი? შეეკითხა ლუკამ მოულოდნელად. -სიყვარულის გამო? ჩავიდინე ერთხელ და არც არასოდეს მინანია.ღიმილით უთხრა გიორგიმ და შემდეგ ლუკას შეხედა. -მოიცადე,შენ რა ის გოგო უნდა მითხრა რომ გიყვარს? -ჯერ არ ვიცი,მაგრამ მგონი არ ვარ გულგრილი.უპასუხა ლუკამ და როგორც გიორგიმ იცის, ლუკამაც თვალი ჩაუკრა გიორგის. -ლუკა თუ გიყვარს დაიცავი,თუ გიყვარს იბრძოლე და თუ გიყვარს ისე გააკეე,რომ მხოლოდ შენზე ფიქობდეს. -ვიცი ძია,თუ ეს გრძნობა სიყვარულში გადავიდა აუცილებლად ვიბრძოლებ მისთვის,დავიცავ კიდეც და ჩემიც გახდება,მხოლოდ ჩემი.გოგოები უკვე დაწოლილები იყვნენ ვახო რომ მოვიდა და თავისუფლად ისაუბრეს სამივემ. -რა ხდება ვახო რა გაარკვიე. -მოკლედ შაკო ვაშაყმაძე არის ჩამოყალიბებული მოთამაშე,კაზინოს ვალებით გატენილი ეკატერინეს დედის გარდა აქვს კიდევ სამ ქალთან ურთიერთობა და ამ სამიდან ერთს უკვე წაართვა საცხოვრებელი.ვერ გავიდოდით კვალზე რომ არ შემოსულიყო ამ პიროვნებიდან საჩივარი მასზე. -გამოდის ეკატერინემ გადაარჩინა დედამისის ქონება. -ასე გამოდის,მაგრამ ეკატერინეს სახლიდან წამოსვლიდან ის მამაკაცი ისევ იქ დაბრუნდა და ცოტა ხანში სასწრაფო მივიდა ბინასთან,რომ არა სამართალ დამცავები ეკატერინეს დედას ფსიხიატრიულში წაიყვანებდნენ,მაგრამ მადლობა უფალს ყველაფერი მოგვარდა. -როგორ არის ახლა ეკატერინეს დედა. -კლინიკაში გადავიყვანეთ,თავად შაკო კი დაპატიმრებულია. -კარგია,ესე იგი დასრულდა ყველაფერი. -კი ყველაფერი დასრულდა.შვილის ნახვას ითხოვს. -გავაღვიძებ მარიამს და მოაგვარებს ეკატერინეს ეტყვის და წამოსვლით,მეც წამოვალ საავადმყოფოში.თქვა გიორგიმ და ფეხზე წამოდგა,მარიამის ოთახში ფრთხილად შევიდა მაგრამ გოგოები ერთად იყვნენ და არ ეძინათ. -მა? რა ხდება ვახო მოვიდა? -მოვიდა და ეკატერინე ორი ამბავი გვაქვს შენთვის. -მივხვდი ერთი კარგი და ერთი ცუდი.თქვა მარიამმა. -მარიამ სწორად გამოიცანი,კარგი ის არის რომ მამაკაცი რომელიც დედას თავს საყვარელ ადამიანად აჩვენებდა ის უკვე დაპატიმრებულია,მაგრამ მეორე არ მოგეწონება,მაგრამ მაინც უნდა გითხრა. -რა ხდება,დედას რამე მოუვიდა? -დედა ამ წუთებში კარგად არის და შენს ნახვას ითხოვს,ის საავადმყოფოშია. -ღმერთო,რა ჭირს დედას არანაირი პრობლემა არ ჰქონია არასდროს ჯამრთელობის მხრივ.ანერვიულდა ეკატერინე და ვერც კი გააცნობიერა როგორ დადგა გიორგის წინ თხელი გამჭირვალე საღამურით,რომელსაც ოთახში შემოსული ლუკა ვნებით სავსე თვალებით უცქერდა. -ჩაიცვი,ქვემოთ დაგელოდებით და მე წაგიყვან დედასთან.ეკატერინემ მოემზადა და მარიამთან ერთად ჩავიდა ქვემოთ,სადაც ელოდებოდნენ ლუკა,გიორგი და ვახო.უხმოდ გავიდნენ სახლიდან და ასევე უხმოდ მივიდნენ საავადმყოფოში სადაც ანა იწვა და ჭერს უცქერდა თვალებიდან კი დრო და დრო ცრემლი მოსდიოდა,ცრემლი რომელიც თვალიდან გადმოსული გზას საფეთქელში იკვლევდა და იმალებოდა.პალატის კარი გაიღო და შეხედა კარებში მდგარ ტირილამდე მისულ ეკატერინეს და თვალები დახუჭა თითქოს ემალებოდა შვილის თვალებს,ბოლოს გაახილა თვალი და სუსტად უთხრა. -მაპატიე,მაპატიე რომ არ დაგიჯერე და შენი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დავაყენე.ვიცი,რომ გაგიჭირდება პატიება,მაგრამ შეეცადე მაპატიო.აქედან გამოვალ თუ არა მივდივარ ეკატერინე და შენ გთხოვ დაბრუნდი მამასთან. -სად,სად მიდიხარ.გაუკვირდა ეკატერინეს და დედას თვალებში შეხედა. -მივდივარ იტალიაში დეიდას უკვე ველაპარაკე და აქედან გავალ თუ არა ბილეთსაც ავიღებ.იქედან მოგეხმარები დე და ასე აჯობებს,თუ გინდა ის ბინა გავყიდოთ და სხვაგან იყიდე იმ თანხით სადაც შევწვდებით. -შენ? არ გეწყინება იმ ბინის გაყდვა? იქ ხომ შენი ბავშვობის ფერებია დე. -არა უშავს,შენ სადაც მშვიდად იქნები,სადაც ბედნიერი იქნები მეც იქ მინდა ყოფნა შვილო. -კარგი,მარიამს ვეტყვი და ვთხოვ ძია გიორგი არ მეტყვის უარს ის დამეხმარება.ოთახში გიორგი და მარიამი შემოსულიყო და უსმენდა დედა შვილის საუბარს. -დაგეხმარებით,აუცილებლად და ისეთი ბინა შევარჩიოთ სადაც კომფორტულადაც,დაცულადაც და მშვიდადაც იგრძნობ თავს ეკატერინე. -აი ხომ გითხარი,ეს ძია გიორგი არის მარიამის მამა. -გიორგი? გიორგი გოგაბერიშვილი? გაკვირვება და გაოცება ეწერა ანას სახეზე. -დიახ,მე გიორგი გოგაბერიშვილი ვარ მაგრამ თქვენ? -მე? მე მარიამის მეგობარი ვიყავი ერთად ვსწავლობდით.ცრემლი მოერია ანას. -გასაგებია,მაშ მე დაგტოვებთ და ეკატერინე ჩემი იმედი გქონდეთ.გიორგიმ პალატა დატოვა და გარეთ გავიდა,ცოტა ხანში კი გვერდით მარიამი ამოუდგა და მამას მხარზე დაადო თავი. -როგორი ამაყი ვარ მა რომ შენ მყავხარ. -მეც ვამაყობ შენით,დღეს შენ და ლუკამ რაც გააკეთეთ ეს გმირობის ტოლფასია,ყოჩაღ მარიამ შეგძლებია ხანდახან იყო სერიოზული.ორივეს გაეცინა და ხელი მოხვია შვილს. -უკაცრავად.მათ ეკატერინე მიუახლოვდა. -გისმენ ეკატერინე. -მე აქ დავრჩები დღეს და მადლობა მინდა გითხრათ. -დარწმუნებული ხარ? შეეკითხა გიორგიმ. -კი,დარწმუნებული ვარ.გაუღიმა ეკატერინემ გიორგის. -კარგი,მაშინ ჩვენ წავიდეთ. -მე დავრჩები ძია ეკატერინესთან ვინ იცის რა დასჭირდეს და ახლოს ვიქნები მასთან.გიორგის მარიამმა მაგრად მოუჭირა ხელი,თითქოს უთხრა უარი არ უთხრაო და გიორგისაც ჩაეცინა. -კარგი და დამირეკე თუ რამე დაგჭირდეთ,ვახო გავედით.ვახომ რაღაც უჩურჩულა ლუკას და ღიმილით თვალიც ჩაუკრა.მარიამმა კი შეხედა თუ არა ლუკას ეკატერინეს ჩუმად ენა გამოუყო და მისი გაბრაზებული გამოხედვაც მიიღო.ასე დაშორდნენ ერთმანეთს და ვახომ თავის მანქანით წავიდა ღიღინით მართასთან შესახვედრად და გიორგი მარიამთან ერთად სახლში წავიდა.სახლში მისვლამდე გიორგის ტელეფონზე ლაშას ნომერი დაფიქსირდა და არც დაფიქრებულა ისე უპასუხა. -გისმენ ლაშა რა ხდება. -გიორგი ქეთი ვარ,მე და ლაშა საავადმყოფოში ვართ.საავადმყოფო გაიგონა თუ არა გიორგიმ ადგილზევე გააჩერა მანქანა და შეშინებულმა უთხრა. -რა მოხდა ქეთი რატომ ხართ საავადმყოფოში. -ლაშა დაეცა და მგონი ფეხი მოიტეხა გიორგი. -კარგი არ ინერვიულო მოვდივარ,სხვებმა იციან? -არა,არავინისთვის დამირეკია ისე გავითიშე. -კარგი,დაწყნარდი 10 წუთში მანდ ვარ.გიორგიმ მანქანა მოაბრუნა და ისევ საავადმყოფოში მიბრუნდა,გზიდან კი ბექას და ალიკას დაურეკა.რამოდენიმე წუთში კი ყველა ერთად იყო და ქეთას ამშვიდებდნენ. -რატი ნახეთ? -კი,რატიმ ანალიზები აუღო აქ ხარ და აიღე ბარემ ანალიზებიო და მაიკოც აქ იყო ცოტა ხნით გავიდა. -ნუ გეშინია,სად დაეცა. -ფარდას დავკიდებ მოგეხმარებიო და კიბეზე ფეხი აუცდა,გადმოვარდა და დაცემისას მგონი მისივე ფეხზე დაეცა. -თავი რადგან არ დაარტყა,ფეხს არა უშავს.უთხრა ბექამ და ქეთი მაინც გააცინა.რატიმ გამოიყვანა ლაშა ფეხშეხვეული და გაეხარდა ყველა იქ რომ დახვდა. -იარე ახლა ყავარჯნებით და იყავი.უთხრა ალიკამ და გაეცინა. -მადლობა უფალს თავი რომ არ დაარტი,თორემ შენს ტვინს კიდე გალაყება უნდოდა ისედაც გალაყებული გაქვს უკვე რაც სიბერეში წადი.უთხრა ბექამ და მისებურად აროხროხდა.მეორე დღეს სამსახურიდან საღამოს ბექამ და გიორგიმ ლაშას სანახავად წავიდნენ და გიორგიმ უთხრა ბექას. -ხელცარიელი მივიდეთ,არაფერი არ ვუყიდოთ? -რა ვუყიდოთ.თავი მოიფხანა ბექამ და გიორგის შეხედა. -რასაც ყიდულობენ ხოლმე ავადმყოფებს,წვენებს და ხილს. -კარგი წამოდი ვიყიდოთ. -მე მანქანას დავაყენებ და შენ შედი.ბექა შევიდა მარკეტში და ყველა ნაირი წვენი,თითო თითო ცალი ყველა ნაირი ხილი და შოკოლადები იყიდა, გიორგიმ გაოცებულმა შეხედა როცა ჩანთაში ჩახედა,უნდოდა ვაშლი ამოეღო და მისებურად გემრიელად ჩაეკბიჩა. -ბექა ეს რაა ყველაფერი თითო ცალი იყიდე? არ შეგრცხვა ფულის გადახდის დროს? -სულაც არა,რატომ უნდა შემრცხვენოდა? კითხა ბექამ და გაეცინა. -ღმერთო კიდევ კარგი რომ არ შემოგყევი შიგნით,სირცხვილით ადგილზე მოვკვდებოდი იდიოტო.შეუბღვირა გიორგიმ ბექას და მანქანისკენ წავიდა,რამოდენიმე წუთში ლაშას ბინის კართან იყვნენ და ზარს აძლევდნენ. -მოვდივარ,მოვდივარ.შემოესმათ შიგნიდან ლაშას ხმა.კარი გააღო და მათ წინ ყავარჯნებზე მდგარი ლაშა უღიმოდათ. -მოხვედით? რა მომიტანეთ? თქვა სიცილით და ორივეს შეხედა. -რა უნდა მოგვეტანა,რაც მიაქვთ ხოლმე ავადმყოფებთან.უთხრა ბექამ. -მწარე,არ შეგიძლია რამე ტკბილი თქვა და დაამშვიდო ადამიანი? -შენ ის თქვი როგორ ხარ, ქეთიმ მიგაგდო დღეს ხომ? ღირსიც ხარ თვალებში რომ ვერ იხედები,ანგელოზივით ქალია უფრო ახალგაზრდას ნახავს და უფრო ენერგიულს.ლაშამ შეუღრინა ბექას და გაჭირვებით დაჯდა სავარძელში. -ისე შენს ასაკში უკვე ძვლები სუსტდება და ფრთხილად უნდა იყო.უთხრა გიორგიმ და ბექას ჩაუკრა თვალი. -ისე შენ ახლა ფეხმოტეხილს არაფერი არ შეგიძლია და სახლში მარტო ხართ,იჯექი მასე და სხვამ აკეთოს დიდი საქმეები. -რა იდიოტო ხარ ბექუშქუშ.გაეცინა ლაშას და გიორგიც აყვა მათ სიცილში. -აუ,აუ,აუუუუ. -რა გჭირს,რა მოგივიდა.შეეშინდა ბექას და ლაშას დააცქერდა ზემოდან. -აუ,აუ,აუუუ ფეხი მეფხანება და ვერ ვიფხან. -მოიცადე,აი ვნახე.ბექამ ხელში აიღო ფანქარი და თაბაშირის შიგნიდან დაუწყო ნელა ნელა მოძრაობა. -აუუუ,რა კარგია მარცხნივ.არა,არა მარჯვნივ ცოტა ზემოთ,ცოტა ქვემოთ უფრო ღრმად,უფრო ღრმად შენ რა დამჯერი ყოფილხარ.ლაშას ბოლო სიტყვაზე ბექამ თავში წამოარტყა და მოშორებით დაჯდა და გიორგიმ კი ცრემლებამდე იცინა. -ადექი წავიდეთ რომ იცინი ფრიადოსანივით.უთხრა გიორგის ბექამ მაგრამ გიორგიმ შეხედა და შეუბღირა. -სად წავიდეთ ქეთის მოსვლამდე დაჯექი მანდ. -ამას ვუყარაულოთ? ანას შეეშინდება. -იცის სადაც ბრძანდები,ველაპარაკე მაღაზიაში რომ იყავი.ბექამ დაბღვერილმა შეხედა გიორგის და ჩაილაპარაკა. -მოუსწრია პატაკის ჩაბარება.გიორგიმ წამოდგა ფეხზე,ლაშას საძინებელ ოთახში გავიდა ვერაფერი ვერ ნახა და საწოლზე გადააძრო გადასაფარებელი,გამოიტანა მისაღებში თავად გაიხადა სქელი სვიტერ და დივანზე გაიშოტა ზემოდან კი გადაიფარა და ბექას უთხრა. -მეძინება და შენმა ხმამ არ შემაწუხოს.ბექას გაუკვირდა გიორგის ქცევა და უთხრა. -შენ შვილო არ აპირებ დღეს სახლში წასვლას? -კი მამიკო,მაგრამ ქეთის მოსვლამდე აქ დავისვენებ.ბექამაც ადგა და გიორგის შეუწვა და მისი გადასაფარებელი მანაც გადაიფარა,ლაშა იჯდა და უცქერდა ორ მეგობარს რომლებიც ძალიან,ძალიან უყვარდა.თავადაც ჩაეძინა და ქეთი რომ დაბრუნდა უკვე კარგად დაღამებული იყო,გაეცინა სამივეს რომ შეხედა მიძინებულს და გიორგის საყვარელი შემწვარი კარტოფილი მოუმზადა,სალათები გააკეთა ყველიც დაჭრა წინა დღის გაკეთებული ხორციც შეაცხელა და შემდეგ გააღვიძა სამივე. -ქეთი შემეშინდა,ვიფიქრე მიქელა დამადგა უკვე თავზე და მივყავართქო.უთხრა ბექამ და ცალი თვალით შეხედა ქეთის შემდეგ ტელეფონი ნახა და არცერთი ზარი არ იყო ანასგან შემოსული,წარბი ასწია მაღლა და თქვა. -დაღამდა სახლში არ ვარ,არ დააინტერესდა სად ვარ? -რომ დაინტერესებოდა დაგირეკავდა.გამოაჯავრა გიორგიმ. -არა,იქნებ ჩამეძინა მანქანაზე და დავიმტვერი,საავადმყოფოში ვარ. -დაგვირეკავდნენ და მოვიდოდით იქ სადაც ეგდებოდი უპატრონოდ. -იქნებ გზაში ჩამეძინა სადმე და შემჭამა მხეცებმა. -შესაჭმელი იქნებოდი და შეგჭამდნენ,ადექი ზევით და წავიდეთ ნუ შეჭამე ტვინი,მე გავაფრთხილე ანა არ დარეკო ტელეფონზეთქო. -რატომ? გაუკვირდა ბექას. -რატომ და ქალებში მივდივართთქო. -იდიოტო,ანამ იცის მე სხვა ქალებისკენ რომ არ ვიხედები. -სულ არ აყოლებ სხვა ქალებს თვალს. -რას არ აყოლებს გიორგი კარგ ქალს რომ შეხედავს ტრ...ი მიუძვრება უკვე.ხმამაღლა გაიცინა ლაშამ. -მასე შენ ხარ? უი ბოდიში ქეთევან.ლაშა ციმციმ წამოაყენეს ფეხზე და ასე ხელში აყვანილი გაიყვანეს სამზარეულოში,გემრიელად ივახშმეს და ბევრიც იცინეს. როცა ბედნიერება დაიბადება თქვენში, მაგრად ჩაჰკიდეთ ხელი და ისე იარეთ ცხოვრების გზაზე.დააფასეთ ეს მშვენიერი გრძნობა, რომელიც მზესავით ბრწყინავს.არ მისცეთ მას ნება გაფერმკრთალდეს,დააფასეთ მისი სიტურფე,არ გააქროთ ის მარტოობაში,პირიქით გააღვივეთ და გააძლიერეთ.მეხსიერება ხომ შემოდგომის ფოთოლია, რომელიც ქარში გაიშრიალებს ხოლმე და შემდეგ მისი არავის ესმის.მაგრამ დამიჯერეთ, თქვენში გაღვივებული ბედნიერების წამები პოზიტიური ენერგიით აგავსებთ. იცხოვრე უბრალო და კეთილი ცხოვრებით, გულწრფელად გიყვარდეს და ზრუნავდე საყვარელ ადამიანებზე, აი რა არის ბედნიერება.ჩაფიქრებულს და მისი წარსულის ოცნებებში ჩაძირულს ისე დაადგა მარიამი თავზე არც კი გაუგია,მხარზე დაადო ხელი გიორგის და ცოტა მკაცრად უთხრა. -წარსულის ცხოვრებით,წასრულის აჩრდილსა და ბურუსით მოცულ მომავალს შორის ხარ გაჩხერილი.ვერ მართავ საკუთარ ცხოვრებას სულ ასე გახლეჩილ მდგომარეობაში მყოფი და შენთვის აწმყოც ხომ წარსული ხდება, მომავალი კი აწმყოში მოდის. გამოდის რომ გაუგებარ მომავალს ისევ აწმყოში ტოვებ, გაუგებარ აწმყოს და განცდას მტანჯველ წარსულად აქცევ და ასე გრძელდება მთელი ეს 24 წელია მამა. არ ცდილობ, არ იცი ან არ გინდა აწმყოთი იცხოვრო,მოდი ერთად შევიგრძნოთ ის, რათა წარსულმა არ გაგთანგოს, რომელსაც ვერასოდეს დაიბრუნებ აწმყოში. დღეს და აქ მე და შენ ვართ,შენი ცხოვრების მომავალი და დროა შეეგუო ამ აზრს,დროა დაივიწყო წარსულით ცხოვრება. -ნუ მომაქცევ ყურადღებას მარიამ მიდი შენი საქმე აკეთე. -წადი სახლში და დაისვენე,გადაღლილიც ხარ მა. -წავალ,მართლა მინდა დავისვენო ცოტა. -მოდი სადმე წადი რამოდენიმე დღით და დაისვენე. -მარტო?რა აზრი აქვს მარტო წასვლას შვილო. -მე ვერ წამოვალ სამწუხაროდ ბევრი საქმე მაქვს,მოდი მამიდას ვუთხრათ და სამივემ წადით სადმე აუცილებლად უნდა წახვიდე მა და დაისვენო,არ დავუშვებ რომ ასე გადაღლილი იჯდე აქ და ისევ წარსულის ფიქრებს დააცხრე ხოლმე თავზე და თავი დაიტანჯო.მკაცრი იყო მარიამი და გიორგიმ მის მკაცრ სახეში მომენტალურად მისი გაბრაზებული თვალები დაინახა და ჩაეცინა. -ნუ იცინი მამა ძალიან გთხოვ,ახლავეს გავალ და მოვაგვარებ. -როგორ ეწყინება ანიჩქას? -ხო აბა ეს თქვი შენ.გაეცინა მარიამსაც და ბექასთან შევიდა,ანაც იქ იყო და ორივეს მკაცრად შეხედა. -რა გჭირს მარიამ.შეეკითხა ანამ. -მომისმინეთ,თქვენი დახმარება მჭირდება. -რა ხდება გაპარვა გინდა? წადი მე დაგიფარავ საათებს,ვეტყვი გიორგის რომ მე გაგიშვი საქმეზე. -არა,არა თუ რამე მინდა მამიკოს ვეტყვი,ხომ იცი მის გარეშე არაფერს არ გავაკეთებ მამუდა.თქვენი დახმარება იმაში მჭირდება რომ როცა მამა ძალიან გადაღლილია წარსულის ფიქრებში და მოგონებებში იძირება და ითიშება,არის პერიოდი რომ ის წარსულით ცხოვრობს და მინდა რამოდენიმე დღე წავიდეს,დაისვენოს მაგრამ საქმე ისაა რომ მარტო არ მიდის. -შენ? რატომ არ წაყვები შენ მამიდა. -არა,მე შენმა ქმარმა იმდენი საქმე მომაყარა ალბად რამოდენიმე დღე ვერ გავალ აქედან დღის სინათლეზე. -რატომ გააკეთე ეს სადისტო.შეუბღვირა ბექას ანამ. -გადატვირთული რომ იყოს.თვალი ჩაუკრა ბექამ. -ხოდა ვიფიქრე,რომ თქვენც წასულიყავით სადმე რამოდენიმე დღით ან მხოლოდ ბიძია და მამიკო წავიდეს,არ ვიცი თქვენ მოგვარდით მამიკოს დეპრესია ეწყება და მინდა დავიხსნა ამ უსიამოვნო შეგრძნებისაგან.თან ხომ იცი უკვე ზაფხულია,ივლისიც მოდის და სწორედ იმ დღეებში არ მინდა მარტო რომ იყოს. -გასაგებია,დაველაპარაკები მამიდა და რას გადავწყვეტთ შენც გეტყვით.მარიამი ადგა კარებთან მივიდა და მოულოდნელად შემობრუნდა ანას წინ დადგა და მაგრად მოხვია მისი მკლავები,კისერში თავი ჩაურგო და მწარედ აქვითინდა.ვეღარ შეძლო ცრემლის შეკავება,აღარ შეეძლო ამდენი თამაში და გატყდა,სწორედ ანას მკერდში ჩაკრული გატყდა და აქვითინდა. -რა მოხდება,რომ ვიყოთ ბედნიერები აწმყოში, ჩვენც შევიგრძნოთ რომ ცხოვრება მშვენიერია. ჩვენც შევიგრძნოთ უსაზღვროდ ლურჯი ცა, ოქროსფერი მზის სხივები, გავცეთ სიყვარული, რომელზეც სამყარო სიყვარულითვე გვიპასუხებს.რატომ,რატომ დაისაჯა მამიკო ასე მწარედ მამიდა. -ვიცი, უარყოფითი ენერგიაა ტკივილი რომელსაც ცხოვრება გვიტოვებს გზა და გზა რომელიც თავს უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ გვატყდება და ჩვენში,ასევე დროებით ჩვენს გარშემოც უბრალოდ სიცარიელე დგება.დილემური პრობლემაა ისიც,რომ საკუთარ თავს შეცდომებსა და არასწორ ნაბიჯებს არ ვპატიობთ.გიორგი სწორედ ამას არ პატიობს მის თავს და ამიტომ ცხოვრობს დღემდე წარსულით, ამიტომ ვერ ჩამოირეცხა უარყოფითი ემოციები დღემდე.ცდილობს, სხვასაც გაუგოს,მაგრამ ყველაზე მეტად მას უჭირს მარიამ.აპატიე საყვარელო მისი ასეთი დამოკიდებულება საყვარელი ადამიანის მიმართ.პატიება და სიყვარული ეს ორი გრძნობა ხომ განუყოფელია. -მე ყველაფერს ვპატიობ,მაგრამ მეც დავიღალე მამიდა სულ დანაღვლიანებულს რომ ვხედავ.გთხოვ რამე გააკეთე და ამ დღეებს გაარიდე მამა აქაურობას,გთხოვ არ მინდა ისევ ჩაიკეტოს და ისევ უხასიათობამ შეპყროს. -კარგი,ვეცდბით დავითანხმოთ სადმე წასვლაზე.მარიამი წამოდგა და კარებში გადიოდა ბექამ რომ დაუძახა. -მარიამ 24 წლის ხდები მოდი წელს ავღნიშნოთ ეს თარიღი. -არასოდეს, ეს არასოდეს აღარ გაიმეორო ბექა ძია.რა ავღნიშნო სიხარულით დედაჩემის გარდაცვალება? არა,სანამ ცოცხალი ვარ მე ამ დღეს არასოდეს არ ავღნიშნავ.კარი გამოაღო და გავიდა,ანამ ბექას შეხედა და ნაწყენი ხმით უთხრა. -ვიცი რატომ უთხარი,მაგრამ ეს მისთვის რთულია საყვარელო და არ გეწყინოს თავად როგორც უნდა ისე იყოს. -არა,არ მწყინს,მაგრამ თავადაც ცოდოა ანა მას ხომ არასოდეს არ აღუნიშნია მისი დაბადების დღე. -წამოდი გიორგის დაველაპარაკოთ.ორივემ გიორგის კაბინეტში შევიდნენ. -მოიცალეთ? შეეითხა ბექას დაღლილი ხმით გიორგიმ. -როგორ ხარ. -არ ვიცი ბექ როგორ ვარ,რაღაც უცნაურად ვარ.მარიამი 24 წლის ხდება და ერთხელ არ აქვს მისი დაბადების დღე აღნიშნული,ეს კი მტკივა,ძალიან მტკივა. -მე შევთავაზე,მაგრამ კატეგორიულად მითხრა მეორედ არ მითხრა რამე ამ თემაზეო. -ვიცი,კატეგორიული არის ამ თემის გარშემო. -გიორგი მოდი რამოდენიმე დღით წავიდეთ აქედან. -აქ? ვინ დარჩება. -ზაფხულია,ხომ იცი ამ დროს ყველა გადის ქალაქიდან და არ გვაქვს ბევრი სამუშაო,წავიდეთ სადმე სამი-ოთხი დღით. -ანა თანახმა ხარ? -რტომაც არა?ანას ტელეფონზე კარინას ნომერი დაფიქსირდა და ანამაც ჯერ ბექას შეხედა და შემდეგ ზარს უპასუხა ისე,ვითომ უცნობი იყო. -გისმენთ. -სად ხარ,აუცილებლად უნდა შემოგვიერთდე. -სად და როდის.მოკლედ უპასუხა ანამ და თვალს ბექასკენ აპარებდა რომელიც არ იმჩნევდა,მაგრამ ანას მთელი ყურადღებით უსმენდა. -ჩემთან სახლში,ქეთიც აქ არის და ალექსანდრაც შენ და მარიამს გელოდებით. -და კიდევ მართას და დედამისს. -გამოვდივარ.ტელეფონი გათიშა და გიორგის მიუბრუნდა. -თქვენ გადაწყვიტეთ სად წავიდეთ და როდის,მე საღამოს დავბრუნდები. -მოიცადე,მოიცადე სად მიდიხარ.ფეხზე წამოხტა გიორგი და კარებთან დაეწია ანას რომელიც ძალიან ცდილობდა სიცილის შეკავებას. -ხომ ვთქვი საღამოს სახლში წავალ პირდაპირ. -საიდან წახვალ,სად მიდიხარ,ვინ იყო რომ დაგირეკა.კითხვები მიაყარა გიორგიმ და ასევე ბექამ რომელმაც ტელეფონი აართვა ხელიდან და შემოსულ ზარს დახედა. -კარინამ დაგირეკა? კითხა გაკვირვებულმა. -აბა ვინ დამირეკავდა,გეგონა რამეს ვმალავდი? -შენ თავად მოიქეცი ისე რომ ეჭვი შეგვეპარა ორივეს შენს პატიოსნებაში.უთხრა გიორგმ სიცილით. -იდიოტო.შეუღრინა გიორგის და გარეთ გავარდა,მარიამს ხელი დაუქნია და გიორგიმ მოაძახა. -მარიამი სადღა მიგყავს,ჭკუიდან უნდა აჭრა დღეს? -ბექა გიორგისთან წადი დღეს და იქ მოვალ მარიამთან ერთად,ლუკასაც დაურეკე და უთხარი. -კარგი.უთხრა ბექამ და გიორგის მიუბრუნდა. -თავყრილობა აქვთ დღეს და სიურპრიზს ელოდე. -რა,დალევენ და მთვრალები მოვლიან? კითხა გიორგიმ გაოცებულმა. -არ ვიცი,მეც შენთან ერთად ვნახავ.ჩაიმღერა ბექამ და გიორგის შეხედა.საღამოს ორივემ ერთად წავიდა და რუსომ გაკვირვებულმა იკითხა. -სად არის მარიამი გიორგი ან სად დატოვე შენ ანა. -მოვლიან ცოტა მოგვიანებით დედა და შენ უკეთესია რამე წვნიანი მოამზადო,რადგან შესაძლებელია ორ-ორი ფეხით კი არა,ოთხ-ოთხი ფეხით მოვიდნენ ორივე. -კარგია,გაერთონ ცოტა სულ მუშაობა და მუშაობა ცოდოა ბავშვი რაც იმ კედლებში დაიწყო მუშაობა წესიერად მეგობრებშიდაც არ გაუვლია. -ერთი შენისთანა მოწმე კიდევ დედა და მარიამი იქედან გამომექცევა.სიცილით უთხრა გიორგიმ და დედას შუბლზე აკოცა.ივახშმეს და მისაღებში იჯდნენ ლუკაც რომ შეუერთდა. -ბე მშია,ჩემთვის არაფერი არ არის? -როგორ არ არის ბებო მოდი.ლუკა სამზარეულოში გაყვა რუსოს და გემრიელად მიირთვა შემდეგ კი ყველასთან ერთად ტელევიზორს უყურებდა,კარები რომ გაიღო და ფეხშიშველი ანა და მარიამი შემოვიდნენ სახლში. -ღმერთო ჩემო რა დღეში არიან.ჩაილპარაკა ბექამ და გიორგი კი იცინოდა პირველად დაინახა მარიამი ნასვამი. -სად დალიე გოგო ამდენი.გაუბრაზდა ბექა ანას,ანამ კი თითი მიტანა პირთან და უთხრა. -აააა,აქ დავლიე პირში.ამის გაგონება და ლუკას ახარხარება ერთი იყო.ანა ბექას მიუახლოვდა და ლოყებში შემოსცხო ორივე ხელი და წაუმღერა. -ჩემი პირველი სიყვარული და ჩემი დიდიიიი სიყვარულიიიი. -არ გითხრა არავინ ადექი და წადი სახლშიო? რას გავხარ, რა დღეში ხარ ანა არ გრცხვენია? -რა გავაკეთე სამარცხვინო რომ შემრცხვეს? წარბი აუწია ანამ ბექას. -მე ფრთები მაქვს და დავფრინავ,ლუკაჩ რადგან აქ დამხვდააააა.გვერდით მიუჯდა ლუკას მარიამი მაგრამ ლუკა ხმას არ ცემდა. -სად დაინახე ქალი ასეთი მთვრალი მარიამ. -შენ გყავს დანახული ასეთი მთვრალი ქალი?კითხვა შეუბრუნა მარიამმა ლუკას. -არა.უპასუხა მოკლედ და სერიოზულად ლუკამ. -მერე? აქ ვარ და დამინახე.გადაიკისკისა მარიამმა რაზედაც სერიოზული ლუკაც კი გააცინა.ანამ ბარბაცით მოშორდა ბექას და კიბეებზე ავიდა ხელებით და ფეხებით,ამ კადრებს გიორგი ვიდეოზე აფიქსირებდა.რუსოს და გოგის დიდი ხანი არ ეცინა ასე გემრილად და კარგად იხალისეს.ბექამ გულმოსლმა მოკიდა მკლავში ხელი ანას და სულ სირბილით აარბებინა კიბეებზე. -ფეხი,ფეხი დამრჩა ძირს უტვინო.ყვიროდა ანა. -სად დაგრჩა გოგო ფეხი, თან არ მოგაქვს? კითხა ბექამ გაბრაზებულმა. -არა,ძირს დარჩა იქ კიბის ბოლოში. -მე,მამუდა მე მოგიტან.წამოდგა მარიამი ფეხზე და თავი ვერ დაიმაგრა და ლუკას ჩაუვარდა კალთაში.ლუკამ ადგა მკლავი მოხვია და ისიც ციმ-ციმ აიყვანა კიბეებზე. -ორი ლოთი გვყავს სახლში.ჩაილაპარაკა და მარიამი საწოლზე მოისროლა. -არ შემეხო დიოტო მე თავად მივხედავ ჩემს თავს. -კი,კი რგორ არა.ოთახში გიორგი შემოვიდა და ლუკას უთხრა. -მე მივხედავ მარიამს.საღამურები გამოიღო და მოეხმარა მარიამს ჩაცმაში. -მა გახსოვს უკუღმა რომ ჩავიცვი საღამურები და ისე გელოდებოდი შენს ოთახში?გიორგის გაეცინა და უთხრა. -მახსოვს მა როგორ არ მახსოვს, ერთი ციდა იყავი მაშინ და შენი ქცევებით მაგიჟებდი. -ჩემთა დაწვები? -ხშირად შემოვალ და დაგხედავ, მარიამ უკვე დიდი გოგო ხარ მა არ შეიძლება. -ვიცი,ღამე მშვიდობის მამიკო. -ღამე მშვიდობის ჩემო პატარავ.თითქმის არ უძინია იმ ღამეს არც გიორგის და არც ბექას,ლუკა კი სასტუმრო ოთახში დაწვა.დილით კი მარიამმა თავი ვერ ასწია, ანამ კი საშინელი სიზმრით გაიღვიძა რომელმაც ბექას ხელები დასცხო და ბექაც წამოვარდა საწოლიდან. -მთელი ღამე,მთელი ღამე რა ენერგია გაქვს რომ არ დამაძინე ქალი ხარ შენ?არა,არა შენ რაღაც სხვა არსება ხარ და ჯერ ვერ გავიგე ვინ ხარ, 25 წელია ამის გარკვევაში ვარ.ბურდღუნებდა ბექა და ანას უცქერდა გაბრაზებული. -ღმერთო რა ცუდად გამეღვიძა. -მე არ შეგხებივარ,არაფერი მიქნია და არც გაბედი დამაბრალო რამე. -სიზმარი,ცუდი სიზმარი ვნახე. -ხოოო? გქონდა მისი თავი აზრი შინაარსი გამოგეტანა? -ბექააააა. -რა გინდააააა? -მგონი სიცხე მაქვს. -სად? ტვინში თუ სხეულში. -ბექა ნუ მიშლი ნერვებს. -მე გიშლი კიდე ნერვებს?ოთხივე ხელ-ფეხით მობრძანდით გუშინ სახლში, შენც და მარიამიც. -გადი გარეთ მარტო დამტოვე.ბექა კარებისკენ შებრუნდა წასასვლელად,ისევ რომ დაუძახა. -მოიცადე,წასვლამდე სიცხის საზომი მომეცი. -სად არის. -უჯრაში ნახე.ბექამ უჯრა გამოაღო და სიცხის საზომი იმდენ ხანს აქნია ხელში უკუღმა რომ ვერცხკისწყალი 40-ზე დააყენა და თავის ხელით ჩაუდო. -არ შეეხო,დააცადე ხუთი წუთი.ხთი წუთიც გავიდა და სიცხის საზომი თავის ხელით ამოიღო და დახედა,თვალები გაუფართოვდა და ცივი ხმით იკივლა,რაზედაც ყველა მათ ოთახში გაჩნდა. -რა ხდება ადამიანო,კლავ? -სიცხე მაქვს,გიორგი სიცხე მაქვს.ტირილით უთხრა ანამ. -ეს ახალი ამბავი არაა,შენ სიცხეს თან დაატარებ ყოველთვის. -არ ვხუმრობ ვკვდები,40 გრ-ი მაქვს სიცხე.გიორგიმ სერიოზულად შეხედა ბექას და შეეკითხა. -სერიოზულად? -სერიოზულად,კვდება საღამომდე ვერ გაატანს.ანა ხან ერთს უცქერდა და ხან მეორეს და მერე ხმამაღალი ხმით მორთო ტირილი. -რა მოხდა,რა გემართებათ.ოთახში მარიამი შემოვიდა. -მოვიდა მეორე ლოთი.ჩაილაპარაკა ბექამ მაგრამ მარიამს უთხრა სერიოზული ხმით. -მამიდა გიკვდება ბიძიიიი. -რაააა?მამუ რა გემართება. -სიცხე მაქვს მამუდა.მარიამმა მოჭუტული ცალი თვალით გახედა ბექას და უთხრა. -ბუძი მომეცი სიცხის საზომი,მე გაგისინჯავ მამუ და ნახე არაფერიც არ გჭირს,ამ ორმა მეტი გასართობი ვერ ნახეს და შენზე იცინიან.მარიამმა გაუზომა სიცხე ანას და 36-6 ჰქონდა. -ადექი ზემოთ აღარ კვდები,აღარ გინდა გამოსათხოვარი სიტყვის მომზადება.ანამ ბექას შეხედა დს ბალიში ესროლა,ბექამ აიცდინა ბალიში და გიორგის მოხვდა სახეში რამაც ის გამოოწვია და ანას სახეზე დააფარა. -ახლა მე მოგკლავ შენით თუ არ კვდები,ალქაჯო.მთელი აგვისტო ყველამ დაისვენა,ბავშვები ერთად წავიდნენ მთაში ორი კვირით და ასევე ზღვაზე ორი კვირით.დიდებმაც ერთად შეიკრიბეს და ხან სად იყვნენ და ხან სად,მათ საერთო შემადგენლობას მხოლოდ კობა აკლდა,რომელიც ლონდონში იყო და ექვსი თვეს მეორე ექვსი თვე გადააბა.სექტემბრიდან კი ისევ შეუდგნენ დაკისრებულ მოვალეობებს.არა, ადამიანი იმისათვის არ იბადება, რომ უბრალოდ იცხოვროს. ჩვენ თუ ვეძებთ ბედნიერებას, მივაღწევთ კიდეც ამაში ისევ ჩვენი ინსტიქტი დაგვეხმარება, ჩვენი შინაგანი ხმა და იგი თვითონ მიგვიყვანს ბედნიერებამდე.კოკისპირული წვიმა იყო დილიდან და ხანდახან ცუდ ამინდს შეუძლია ის დღე სამუდამოდ დაგამახსოვროს,რადგან იმ ცუდ ამინდში ვიპოოთ სწორედ ჩვენი ბედნიერება.სწორედ ასეთი უეცარი ბედნიერი დღე დადგა მარიამისათვის.როგორც ყოველთვის დილით მამასთან ერთად გავიდა სახლიდან,შუადღისით კი თავი შეუძლოდ იგრძნო და გიორგის დაეთხოვა. -მა, მე აუცილებელია რომ ვიყო დღეს აქ? -რა ხდება მარიამ. -წავალ რა ცოტა ადრე,რაღაც ცუდად ვგრძნობ თავს. -წადი,მაგრამ მარიამ ვერ გაგიყვან მნიშვნელოვან სტუმრებს ველოდები და ფეხით არ წახვიდე,ტაქსით წადი.რომ მიხვალ დამირეკე და მშვიდად ვიქნები. -მამ ხომ იცი,არ მიყვარს როცა პატარა ბავშვივით მელაპარაკები.შენ მიხედე აქ საქმეებს,ვერ გეხმარები დღეს მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს.ცოტას გავივლი და სახლშიდაც მივალ,ალბად გადავიღალე.მამას აკოცა და წავიდა,მიდიოდა და ფიქრობდა მისთვის. -მარიამ,მარიამ როგორ მოეშვი ცხოვრებას,რამდენი ხანია შენი მეგობრები არ გინახავს.არა,არცერთს არ მოვიკითხავ რადგან თავად არ მომიკითხეს,დამივიწყეს.არადა რა ძნელია იყო უხეში,როცა არ შეგიძლია უხეშობა.კეთილი გული გაქვს მარიამ და ზოგადად სიკეთე ყველაფერს წონის ამ ქვეყანაზე.ხოდა კეთილი თუ ვარ ჩემი ლუკაჩო მომენატრა,დაურეკავ რასა იქმნის აბა? გაიფიქრა და ღიმილით ამოიღო ტელეფონი,ნომერიც აკრიბა და ზარი უნდა გაეშვა,რომ ამ დროს შავი ფერის ჯიპმა მის ფეხებში გააჩერა და მარიამის კივილმა იქ მყოფი ხალხი შეყარა.მანქანის კარი გაიღო და იქედან განრისხებული სახით გადმოვიდა,მაღალი,სუსტი და ძალიან სიმპატიური მამაკაცი. -შენ რა ბრმა ხარ? სად გაიზარდე რომ შუქნიშანის არსებობა არ იცი. -ნუ ყვირიხარ, გული მაქვს ცუდად.უთხრა მარიამმა და გულზე მიიდო ხელი,მათთან ახლოს კი პატრულის მანქანა გაჩერდა და უფროსი წყვილთან მივიდა. -თქვენ გოგონა სიცოცხლე მოგბეზრდათ? -თქვენ წარმოიდგინეთ და არა,ჯერ ძალიან ახალგაზრდა ვარ იმისათვის რომ მომბეზრდეს სიცოცხლე. -ყველაფერი რიგზეა,ჩვენ ერთად ვართ უბრალოდ გზა აგვერია და ერთმანეთს დავეძებდით.არ მეგონა აქ თუ ვნახავდი,რადგან სულ სხვა ადგილას დავტოვე.მიდი დაჯექი მანქანაში და დამელოდე საყვარელო.უთხრა მარიამს და ხელით უბიძგა მანქანისკენ წასულიყო.გაშტერდა მარიამი და გაშეშდა,პირი გააღო უნდა ეთქვა არ გიცნობთო,რომ უცნობმა ხელი მოკიდა და მანქანამდე თავის ხელით მიიყვანა. -დაბნეულია.უთხრა გაოცეულ ორგანოს მუშაკს და რაღაც უჩურჩულა ყურში,რამაც მისი სახე ღიმილმა მოიცვა და გზაც კი დაუთმო უცნობს.დაჯდა,არც იხედება მარიამისკენ და წავიდა,მიჰქრის მანქანა და მარამს ქარი თმებს უფრიალებს. -რაზე ფიქრობდი ასე რომ გაითიშე,არც დასიგნალება გაგიგონია.რაო შეყვარებულმა მიგვატოვა და დეპრესიაში ვართო? შეეკითხა მარიამს უცნობმა და რა ნაცნობი იყო მისთვის უცნობის ღიმილი. -აააარა,აქ ვმუშობ კომპანია ,,ფაბიელა'' თუ გაქვს გაგონილი. -როგორ არა,სიახლოვე არ მაქვს მაგრამ ვიცნობ შორიდან მის მმართველს,ისიც ვიცი რომ ძალიან მიზანდასახული უფროსია და მისი დაწესებულებაც ამიტომაა ცნობილი და განთქმული.წარმატებული კომპანიაა და მიხარია დღეს საქართველოში ასეთი ნიჭიერი ადამიანები ჯერ კიდევ რომ არსებობენ.გაუხარდა მარიამს მფლობელის და კომპანიის ასეთი დახასიათება უცნობისგან,ეს ხომ მისი მომავალია.უცნობმა გადმოხედა ღიმილით მჯდარ მარიამს და უთხრა. -ხომ არ გაგეცნო უკეთესად ერთმანეთი? -რას გულისხმობთ? დაიბნა მარიამი. -მოდი თავისუფლად ვისაუბროთ,მე ძალიან მომშივდა იქნებ დრო გაქვს ერთად რომ ვისადილოთ? შეეკითხა და მოუთმენლად დაელოდა პასუხს წარბაწეულმა და მარიამი დაიბნა,არ ელოდა ამ შემოთავაზებას. -იცით? მე ...... -ვიცი,არ ვიცნობთ ერთმანეთს.გავიცნობთ ერთმანეთს ეს ხომ პრობლემა არ არის,აქვე ერთი კარგი ადგილი ვიცი და იქ წავიდეთ,დარწმუნებული ვარ შენც მოგეწონება.გახედა ჩუმად მჯდარ მარიამს და მიხვდა უარის თქმას აპირებდა,ამიტომ დაასწრო და უთხრა. -უარი არ მიიღება,დამიჯერე ის ადგილი ძალიან მოგეწონება და უფრო მეტიც,იმ ადგილმა შესაძლებელია მახსოვრობა აღგიდგინოს და გაფიქრებინოს ,,ნეტავ ხომ არ ვიცნობ ამ სიმპატიურ მამაკაცსო''? გახედა ღიმილით გაშეშებულად მჯდარ მარიამს რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო ვინ იყო ეს უცნობი და საიდან იცნობდა მას.გაოცებულმა შეხედა და უთხრა. -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს? -მე კი გიცნობ უკვე წლებია მარიამ და შენ თუ დაძაბავ მეხსიერებას კარგად და გადაქექავ წარსულის ფურცლებს იქნებ გაგახსენდე კიდეც.მარიამი გაბრაზდა,რადგან ძალიან აბნევდა უცნობის ღიმილი,გამოხედვა და ხმა,ხმა ეცნობა,ნეტავ სად აქვს ეს ხმა გაგონილი? -კარგი რა,რა გამოცანებით მელაპარაკები მითხარი საიდან მიცნობ ან მე როგორ უნდა გიცნო მინიშნება მაინც მომეცი.ჩემი სამეგობროდან? -ლუკა შენი დეიდაშვილია ასევე როგორც საკუთარი და-ძმა ისე ხართ,ვახო მამაშენის ნათლულია და ის ძალიან მკაცრი და ჯმუხი პიროვნებაა, ამიტომ ეძახი უჟმურთა ხელმწიფეს.შენ და კობა ტოლები ხართ,გენატრება რადგან ლონდონშია.ნინიასთან არ მეგობრობთ რადგან ის ჩაკეტილი ბავშვია.შემოგემატათ მართა რომელიც ვახოს შეყვარებულია სტატუსიც აირტყა ძალიან მალე და ეკატერინე რომელიც ლუკას დაევასა,ეს ბოლო თქვენ გადაარჩინეთ თვითმკვლელობისგან.სწორად ვთქვი ყველაფერი? მგონი კი დარწმუნებული ვარ არაფერი არ მეშლება.ამ საუბარში უცნობმა მისთვის ძალიან კარგად ნაცნობ ადგილზე გააჩერა მანქანა და მარიამს გადახედა. -არ გადავიდეთ? რამეს ხომ არ გაგოებს ეს ადგილი? ან როგორ გაგონდება ესაა უფრო საკითხავი. -ეს ადგილი ჩვენი საყვარელი ადგილია,აქ მამასთან ერთად მოვდივარ მხოლოდ.უთხრა მარიამმა უცნობს და პირველად შეხედა თვალებში. -ვიცი რომ მამასთან ერთად დადიხარ აქ მხოლოდ და მხოლოდ ხინკალს მიირთმევ ორივე ხელებით და სულ მოტუტყნლი ხარ.გაეცინა უცნობს. -მარიამმა ისევ მიანათა უცნობს მისი შავი თვალები და დააკვირდა.ვერ იცნო,ძალიან დაძაბა მეხსიერება,მაგრამ ვერაფერი გაიხსენა წარსულიდან მასთან დაკავშირებით. -ნუ მაწამებ მითხარი საიდან მიცნობ,ჰე გელოდები დროზე.მოუთმენლობა არ ასვენებდა და პირდაირ თვალებში უცქერდა უცნობს როდის ეტყოდა სიმართლეს.უცნობი კი არ ჩქარობდა და მარიამს მისი მომაჯადოვებელი ღიმილით უღიმოდა,მარიამს კი მის ღიმილზე სადაც იყო გული წაუვიდოდა. -,,იმტვრევ კისერს,20სმ-იან ქუსლიანებზე რომ შედგები და ვერ დადიხარ,სირცხვილი არ არის გაამხილო და აღიარო რომ არ იცი მაღლებზე სიარული''.ფეხი როგორ გაქვს მარიამ?მარიამმა მთელი ტანით შემობრუნდა უცნობისკენ და მასაც ფართოდ გაეღიმა ჯერ და შემდეგ გულიანად გადაიხარხარა,აღარ დასჭირდა მეხსიერების დაძაბვა და მხიარული ხმით შესძახა უცნობს. -ანდრეა? შენ? ვაიმე როგორი შეცვლილი ხარ,გეფიცები მართლა ვერ გიცანი. -როგრც იქნა მიცნო ღრმად პატივცემულმა მარიამმა.მარიამმა უეცრად შეწყვიტა ღიმილი,იქვე სიდენიაზე ქუდი იყო აიღო და ანდრეას დააფარა ისე,რომ თვალები დაუფარა და დააკვირდა. -გაიღიმე.უთხრა მკაცრად,მიხვდა ანდრეამ რასაც გულისხმობდა მარიამი ქუდი მოიხადა და ღიმილით უთხრა. -მე ვიყავი,მე დაგყვებოდი უკან როცა აქეთ ვიყავი,მაგრამ როცა მივდიოდი არც მაშინ ყოფილხარ არასდროს მარტო მარიამ. -ღმერთო იცი როგორ მაშინებდი? -ვიცი,მაგრამ აი ამ წუთებს ველოდი.მარიამი საზურგეს მიაწვა თავი გადაწია თვალები დახუჭა და თქვა. -ისეთი დაღლილი ვიყავი,სულ გადამავწყე დაღლილობა.სად იყავი,სად დაიკარგე.აღფრთოვანებას ვერ ფარავდა სიხარულისგან.მისდიე შენი ცხოვრების მიზანს სიყვარულით,აკეთე სიკეთე და დაეხმარე სხვას.არასოდეს არაფერი მეორდება, სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და ნუ დაკარგავთ ინტერესს,დააფასეთ და გიყვარდეთ სიცოცხლის სიმდიდრე და მშვენიერება.შენი ცხოვრება შენ გეკუთვნის და გადაწყვიტე როგორ, სად და ვისთან ერთად გსურს იცხოვრო.მიიღე სიამოვნება თითოეული წამისაგან, დააფასე სიცოცხლე, გიყვარდეს იგი და მადლობა შესწირე უფალს ამ ძვირფასი წამებისთვის რასაც განიცდი ახლა მარიამ.მარიამი ანდრეას ხმამ გამოაფხიზლა და დააბრუნა რეალობაში. -შევიდეთ შიგნით და იქ ვილაპარაკოთ,მარიამ იქნებ გეჩქარება ან იქნებ გელოდებიან.შეეკითხა ანდრეამ სერიოზულად. -არა,არა სახლში მივდიოდი დავისვენებთქო. -შენ რა სიცხე გაქვს? შუბლზე მიადო ხელი ანდრეამ. -მგონი ვცივდები.უთხრა მიწყენილად და ანდრეას მიაჩერდა,წამიერად კი გულში გაიფიქრა. -ღმერთო რა გაცინება აქვს,მის მხიარულ და კარგ ხასიათს თვალებიც კი გადმოსცემს ისე კაშკაშებენ ისინი.თვალები სადაც შეიძლება წაიკითხო ადამიანის თვისებები. ღიმილი?ოხ ეს ღიმილი რომელიც მაგნიტივით მიგიზიდავს.ხელები? ძლიერი ხელები და ზედ გრძელი თლილი თითები,რომელიც სარტყელივით შემოგერტყმება და ზედ მიგიკრავს,არასოდეს არ მოგცემს უფლებას მისგან წახვიდე. -ეეეეე,მარიამ აქ ხარ თუ სადმე მოგზაურობ? მარიამმა შეხედა ანდრეას და გაუთვითცნობიერებლად,სერიოზული გამომეტყველებით უთხრა. -ნუ იცინი, გთხოვ. -რააა? ასე მოგნუსხა ჩემმა ჯადოსნურმა ღიმილმა? ანდრეამ ხმამაღლა გადაიხარხარა და მარიამიც გამოერკვა რა თქვა,ამიტომ შეუბღვირა ანდრეას და გაბრაზებულმა უთხრა. -ნუ დამცინიმეთქი. -მარიამ ნუ დამცინის და ნუ იცინის შორის ძალიან დიდი განსხვავებაა,მაგრამ ახლა წამოდი ვჭამოთ,საშინლად მომშივდა.გადმოვიდნენ და უეცრად ცა გაიხსნა და თქეში წვიმა წამოვიდა.ორნი იდგა ცისა და მიწის შუა წვიმაში და ერთმანეთს შეჰყურებდნენ,მათი გამოხედვა კი ამტკიცებდა რომ ეს ორი სხეული უკვე დიდი ხანია რომ ნატრობდნენ ერთმანეთს. -მარიამ თუ ხვდები ან თუ გრძნობ რომ ვსველდებით? უთხრა ანდრეამ ვნება მორეული ხმით და ვნებისაგან მოლულული თვალებით,ისე რომ მარიამის შავი თვალებისთვის მისი თვალები არ მოუშორებია. -ნუ ლაპარაკობ და ჩამეხუტე იდიოტო.ანდრეას გაეღიმა მისი გრძელი მკლავები მოხვია მარიამს და თითქოს ამ წუთებს ელოდა წლებიაო,ისე ღრმად შეისუნთქეს ერთმანეთის სუნი წვიმის სუნთან ერთად და ერთმანეთის გულის ძგერას უსმენდნენ,მათ ირგვლივ კი წვიმის წვეთები ცეკვავდნენ სიხარულისგან.როცა სიცოცხლე სიცოცხლეს არ ეტრფის, სასიკვდილოდ არის განწირული ცხოვრება აუცილებლად დაგვასაჩუქრებს უფალი მოულოდნელი სიხარულით.ბედნიერება ხომ მის მოსაპოვებლად ბრძოლაშია,რამდენჯერ მხოლოდ გულში უფიქრია და წარმოუდგენია ეს წუთები.იგრძნო თუ როგორ კანკალებდა მის მკლავებში მარიამის სხეული,ხელით თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა,აკანკალებულ და გალურჯებულ ტუჩებზე ცერა თითი გადაუსვა,იწვევდენ ეს ტუჩები მისკენ,მწიფე ატამივით რომ გაპობილიყო და სასიამოვნოდ,მადისამღძვრელად რომ უხმობდნენ გასაგიჟებლად.დაიხარა და ნაზად შეეხო,შეეხო და მარიამის კვნესაც მოესმა.ისეთი ამაღლებული და შთამბეჭდავი იყო ეს წუთი როგორც პირველი თოვლი ზამთარში,პირველი სიყვარული და პირველი დაუვიწყარი ღამე.ყველაფერი პირველი რაც ხდება ადამიანის ცხოვრებაში განა ვინმეს ავიწყდება? რა თქმა უნდა არა,ეს ხომ დაუვიწყარი და განუმეორებელი შეგრძნებაა.გინდა რომ ეს წამი,წამი რომელიც იმ წუთში მარადისობად გეჩვენება არ დასრულდეს,არ გინდა დაეშვა მიწაზე მაღლა ღრუბლებში ასული და აღარ გინდა ფეხით იარო,გინდა ისევ ფრენა,იფრინო ამ შესანიშნავი გრძნობით შეპყრობილმა -არსად აღარ გაგიშვებ,ვნანობ იმ ერთხელ რომ გაგიშვი და აღარ გნახე.ვნანობ,რომ ფეხშეხვეული დაგტოვე საავადმყოფოში და აღარ მოგაკითხე,მეორე დღეს გერმანიაში გავფრინდი.უნდა გადამედო წასვლა,არ უნდა წავსულიყავი.ჩუმად ჩურჩულებდა ანდრეა და თავის თავს ადანაშაულებდა მათ შორის წლების სიშორეს. -სად იყავი,რატომ არ მომძებნე ანდრეა. -მე შორს ვიყავი,მარიამ შენგან კილომეტრებით შორს მაგრამ ჩემი თვალები ყოველთვის შენთან იყო ჩემს მაგივრად.შენი ყოველი ნაბიჯი,შენი ყოველი დღე,შენი დილის საუზმეც კი ჩემთვის ცნობილი იყო,უბრალოდ ჩვენ კილომეტრების ციფრები გვაშორებდა.აწი კი აქ ვარ,ყოველ დღე შემიძლია გნახო,შეგეხო და თვალებში ჩაგხედო.4 წლიდან გიცნობ მარიამ და იმ 4 წლიდან მიყვარხარ,იმ წუთიდან ხალხში გაბნეულს ნაყინი რომ გიყიდე და ერთად ვჭამეთ,შენი ნაყინით მოტუტყნული ტუჩები რომ მახსენდება ტანში მტეხავს და მინდოდა რომ ახლს მყოლოდი,შეგხებოდი და მოგეფერებოდი.გესმის ეს რას ნიშნავს გიყვარდეს და ვერ ხედავდე,ვერ ეხებოდე,ხმა არ გესმოდეს მისი.გაოგნებული უსმენდა მარიამი და ჩუმად,თითქმის ჩურჩულით უთხრა. -სიკვდილამდე თავი ისე უნდა მოგაძულო,რომ ჩემი სიკვდილით გული აღარ გეტკინოს ანდრეა. -ჩემი გულის ანგელოზი ხარ,რომელმაც 8 წლის ბავშვსაც კი თავგზა ამიბნიე და იმ დღიდან დღემდე შენით გამოშტერებული დავდივარ. -გზა,ცხოვრების გზა როგორც წესი გრძელია და არ ვიცით, როდის დამთავრდება.წინ ხან ორმო შეგვხდება, ფეხი ჩაგვივარდება და დავეცემით.ხან ყვავილებით მორთულ მდელოზე გავალთ,ხან აცივდება, გზა ყინულით დაიფარება და ფეხიც აგვისრიალდება. ისევ დავეცემით, წამოვდგებით, შეიძლება ტკივილსაც ვგრძნობდეთ, მაგრამ წამოდგომით მაინც ბედნიერი ვიქნებით. ზოგჯერ იწვიმებს და ჭუჭყიან გუბეში აღმოვჩნდებით. დავისვრებით, მაგრამ თუ მოვინდომებთ, მაინც შევძლებთ პირვანდელი სისუფთავის დაბრუნებას.დაუსრულებლად ვივლით. ხშირად დავიღლებით. ისე დავიღლებით, რომ ერთი ფიქრი ვიფიქრებთ გზის გაგრძელებას ვეღარ შევძლებთ და მზად ვიქნებით წინსვლა შევწყვიტოთ, მაგრამ სწორედ ამ დროს გაგვეხსნება მეორე სუნთქვა, სწორედ ამ დროს მოვა ადამიანი, გაგვიღიმებს, ხელს გამოგვიწვდის და დაღლილობაც უკვალოდ გაქრება. გაჩნდება იმედი სიყვარულით და სითბოთი სავსე და გზას კი საოცარი აღმაფრენით გავაგრძელებთ.ასეთია ცხოვრების გზა საყვარელი ადამიანის გვერდით ანდრეა. -და შენ მზად ხარ ამ ყველაფრისთვის? -თუ შენ ხარ მზად,მეც მზად ვარ. -მარიამ იცი ეს შენი ნათქვამი სიტყვები, მთელს ჩემს ცხოვრებას რომ ცვლის? -ვიცი და სწორედ შენს გამოჩენას მოყვა წვიმა,მაგრამ თბილი წვიმა. -შენმა სიტყვებმა ძალა მომცა,გამაფერადა და შემცვალა მარიამ. -მე კი უკვე დამიკეტე სუნთქვა და სულის სიმშვიდე აღარ მაქვს. -გამიჭირდება,უშემოდ დღეიდან სუნთქვაც კი გამიჭირდება.უთხრა ანდრეამ და მარიამის ბაგეებს დააცხრა და ვნებიანი კოცნაც აჩუქა.მარიამი სახლამდე მიიყვანა ანდრეამ და ორივეს უჭირდა ერთმანეთის დათმობა,მაგრამ მაინც დათმეს და მარიამი მანამ არ შევიდა სახლში,სანამ ანდრეას მანქანა თვალს არ მიეფარა და ისიც სარკიდან უცქერდა გზაზე მდგარ მარიამს და ეცინებოდა.გახარებული შევიდა სახლში და ერთიანად ასხივებდა ბედნიერებას,გოგი როგორც ყოველთვის თავის კრესლოში ჩამჯდარი გაზეთს კითხულობდა და ბედნიერებით სავსე მარიამს თვალს ადევნებდა,ჩაეცინა მიხვდა რომ მარიამის გულშიდაც შეეღწია ვიღაცას და მოუსვენრობამ შეიპყრო.მარიამიც თვალებ ანთებული მიუჯდა და შეეკითხა. -ბაბლუ მარტო ხარ სახლში?ბებლო სად არის?გოგიმ ჯერ არ შეიმჩნია რომ ძალიან აინტერესებდა მარიამის სიხარულის მიზეზი,დაელოდა თავად მეტყვისო და მშვიდად უპასუხა. -შენი ბებლო სოფიოსთან წავიდა,დიდი ხანია არ მინახავსო და მოვა სადაცაა დილას წავიდა. -ბა რატომ მიყურებ ასე? -როგორ გიყურებ,ჩვეულებრივად გიყურებ მხოლოდ მიხარია მეც გახარებულს რომ გხედავ,რამ გაგახარა ასე ძალიან? -ისე,არ შეიძლება რომ რამე მიხაროდეს? გოგიმ სათვალე ჩამოიწია და მარიამს ეშმაკურად შეხედა და თან ღიმილით შეეკითხა. -მარიამ კარგი ბიჭია? შენ შეგეფერება? დაბერდა შენი ბაბლო და ამ სახლსაც მოენატრა პატარების ჟღურტული. -კარგი რა ბაბლო,არაფერი არ ხდება მნიშვნელოვანი. -როდის გამაცნობ?მარიამს გაეცინა,მხარზე თავი დაადო გოგის და უთხრა. -ჯერ ადრეა,მაგრამ ვნახოთ.მეშინია. -რისი გეშინია სულელო. -რომ არ მოგეწონოს? -ხოდა თვალები იმიტომ გვაქვს,რომ შევამოწმოთ.საუბრობდნენ და ჟღურტულობდნენ ბაბუა და შვილიშვილი რომ გიორგიც დაბრუნდა. -რატომ არ დამირეკე მარიამ ვინერვიულე.უსაყვედურა მსუბუქად. -ახლობელი ვნახე და მეც ახლა მოვედი,ვსაუბრობდით,მერე კაფეში შევედით და მაპატიე რა მა გულზე გადამვარდა.გიორგიმ შუბლზე აკოცა და უთხრა. -ცხელი ხარ მარიამ,გაისინჯე რამდენი გაქვს სიცხე.დედა სად არის მამა.შეეკითხა გოგის. -დედაც აქ არის,მომასწარით მოსვლა? -ადე გაისინჯე სიცხე მარიამ და რატის დავურეკავ რა წამლები მოგცეთ გვეტყვის.მარიამი წამოდგა და ნელი,სუსტი ნაბიჯებით წავიდა.ძალა გამოელია,სისუსტემ დაიმონა მისი სხეული და თვალებზედაც ბინდი გადაეკრა.კიბეებთან იყო მისული რომ ბუნდოვნად ჩაესმა რუსოს კივილი რომელიც გიორგის და გოგის საშველად უხმობდა. -მარიამ,მარიამ ბებო გაახილე თვალები.გიორგიიიიი სად ხარ შვილო, მიშველეეეეე.გიორგი გაგიჟებული მივარდა მარიამს და ხელში აიყვანა,სველი ტანისამოსი ეცვა მარიამს და საწოლზე დააწვინა სასწრაფოდ გახადა ყველაფერი და ტანი შეუმშრალს და რუსოს დაუყვირა. -რატის დაურეკე ან სასწრაფოს უკეთესია.თავის ხელით ჩააცვა ყველაფერი და ექიმის მოსვლას დაელოდა. -ასე სად დასველდა,სად იყო წვიმაში იარა? რუსომ ცრემლიანი თვალებით აკრიფა იატაკზე მიყრილ-მოყრილი ტანისამოსი და გიორგის შეხედა რომელიც განადგურებული უჯდა თავთან მარიამს და მისი ხელი ხელში ეჭირა. -ადრე წამოვიდა დღეს,ცოტას გავივლიო.მანქანა ჭირდება,მე არ მეცალა და ვერ წამოვიყვანე,აი შედეგად კი რა მივიღე.თქვა წყნარად გიორგიმ და სასწრაფოც მოვიდა,ექიმმა გასინჯა და გიორგის უთხრა. -უმჯობესია საავადმყოფოში გადავიყვანოთ,ორი-სამი დღე იყოს და გამოვა მდგომარეობიდან.საოცარმა სითეთრემ თვალები აუჭრიალა,ნელა-ნელა გაახილა და სინათელის შუქს შეაჩვია თვალები,თავზე ვიღაც უცნობი ადგა და ნელა-ნელა ურტყამდა ხელს სახეში,გაოცებული მიაჩერდა კეთილი სახის თეთრხალათიან მამაკაცს ის კი გაღიმებული უცქერდა და ღიმილით უთხრა. -როგორც იქნა დაგვიბრუნდი. -რამდენი ხანა რაც აქ ვარ.იკითხა მარიამმა. -მესამე დღეა,ასე ძალიან სად გაცივდი შვილო. -წვიმაში მოვყევი. -ახლა როგორ გრძნობ თავს,რამე გაწუხებს? -არა,უკეთ ვარ,მაგრამ თითქოს ძალა არ მაქვს და ცოტა თავიც მტკივა. -ეს არაფერია, მცირე სიპტომებია გაცივების.გარეთ გელოდებიან,ვეტყვი რომ გაიღვიძე.მარიამმა ნელა დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად და თვალები ისევ დახუჭა,თითქოს სინათლეს გაურბოდა.ექიმი გავიდა და მალე ფერდაკარგული გიორგიც შევიდა და გულში ჩაიხუტა მარიამი. -როგორ ძალიან შემაშინე მარიამ.უთხრა ხმაჩამწყდარმა.სამი ღამის უძილობას და ნერვიულობას უკვე მის სახეზე ღარიც კი გაეჩინა და თმაში კი უფრო შესამჩნევად გაუჩნდა ჭაღარა,რომელიც უფრო სიმპატიურს ხდიდა.მარიამმა ბავშვივით შეხედა მამას და ისეთი ნაზი იყო მისი გამოხედვა,ისეთი სუფთა და წმინდა,როგორც ცის ნამი.გიორგის თვალებში კი მარიამმა შიში დაინახა,დუმილი,სიცარიელე და უზარმაზარი სიყვარული.ცრემლნარევი სევდა და სევდანარევი სიხარული,სიკვდილის უაზრო შიში და უფლისგან არ წართმეული სიცოცხლე.მარიამის ფერებით რომ გული იჯერა,შემდეგ ჩუმად უთხრა. -იცი როგორ შემაშინე? დღეს დილით წავედი სახლში გამოვიცვალე და ისევ წვიმამ დაიწყო იცი პირველი რა გავიფიქრე? დღეს თუ ჩემმა მარიამმა მისი შავი თვალები შემომანათა,ფეხზე რომ დადგება,რომელი მანქანაც უნდა იმ მანქანას ვუყიდითქო. -აჰა,უკვე დადგა დღე რომ მანქანას ყიდულობ? ისე ამდენხანს გავმხდარიყავი ცუდად.გიორგისაც გაეცინა და უთხრა. -ვყიდულობ,ვყიდულობ შენ იყავი კარგად და ყველაფერს გიყიდი. -ახლა რა გამოდის,მადლობა უნდა ვუთხრა უფალს ცუდად რომ გამხადა? -მარიამ გარეთ უცხო მამაკაცი გელოდება და ჩემთვის რამე ხომ არ გაქვს სათქმელი,იქნებ გაცივებასთან ერთად ისიც არის შენი შეწუხების მიზეზი? კითხა გიორგიმ ეშმაკურად. -ანდრეა? აქ არის ანდრეა? როგორ გაიგო აქ რომ ვიყავი? -ახ,ესე იგი ანდრეა და ვინ არის ეგრედ წოდებული ანდრეა? -კარგი რა მა რამე სერიოზული რომ იყოს არ გეტყოდი? ჯერ-ჯერობით არაფერი,მაგრამ............... -მაგრამ იქნება,რადგან თვალები გიციმციმებს მისი აქ ყოფნა როგორც კი გაიგე მარიამ. -სულ სამჯერ მყავს ნანახი მა. -სიყვარულს ერთხელ თვალის შევლებაც კმარა,ასე არ იყო დემეტრე და ნინი? და სხვათა შორის მეც პირველი ნახვისას შემიყვარდა დედაშენი.გიორგიმ თვალი ჩაუკრა და ადგა. -როდის მოვიდა. -გუშინ დილით რომ მოვიდა არ წასულა,გავალ და შემოვუშვებ ცოდოა ადამიანი.გიორგის გასვლისას ანდრეა შემოვიდა და მარიამის შავ თვალებს შეხედა თუ არა უთხრა. -მარიამ იცი როგორ შემაშინე? -რამ შეგაშინა ან აქ როგორ მომაგენი. -სიყვარულის დასაწყისია ძნელი,მისი პირველი ნაბიჯები მარიამ და თუ ეს გრძნობა ადამიანს ეწვია მისი შეჩერება არავის არ შეუძლია.იმ დღეს ერთმანეთს რომ დავშორდით,მთელი ღამე შენზე ფიქრებში დამათენდა დილით კი 9 საათზე უკვე შენს სახლთან ვიდექი და გელოდებოდი,გელოდებოდი 12 საათამდე მაგრამ არ გამოჩნდი.ვიფიქრე,ადრე წავიდა მამასთან ერთადთქო და სამსახურში მოგაკითხე,იქაც გარეთ გელოდი და არც საღამოს რომ აღარ გამოჩნდი მერე ვინერვიულე და დაცვის ბიჭებს დაველაპარაკე,იქ გავიგე აქ რომ იყავი უგრძნობლად და არც დავფიქრებულვარ ისე მოვედი,არ მაინტერესებდა ვინ რას მეტყოდა მხოლოდ ვლოცულობდი შენი შავი თვალები გაგეხილა და ისევ ჩამეხედა ამ თვალების სიღრმეში,ვიცი რომ იქ მხოლოდ სიყვარულს ვხედავ. -ოჰოოო,რომეო ასე ადვილად თუ გიყვარდება,გადაყვარებაც ადვილად შეგეძლება. -სცდები ჩემო ჯულიეტა.ორივეს გაეცინა. -რომეოს და ჯულიეტას სიყვარული ტრაგიკული ისტორიის დასრულდა. -ჩშუუუუ,ნუ ლაპარაკობ,ქარი აქ არ უბერავს მაგრამ შენი ეს სურნელი მე თავბრუს მახვევს,ჩემსკენ იწევს და სარტყელივით მეკვრება მთელ სხეულზე.მარიამ მიყვარხარ,ძალიან მიყვარხარ.არ მინდოდა ჯერ რომ მეთქვა,მაგრამ გავაკეთე ის რაც უფრო სწორად ჩავთვალე.ნუ მიყურებ ასე რადგან ვერ მივხვდი ჯერ რას ფიქრობ კარგს თუ ცუდს.იქნებ საერთოდ არ უნდა მეთქვა,ყოველ შემთხვევაში ახლა ამ მდგომარეობაში.ვინ იცის იქნებ შენთვის არც არაფერს არ წარმოვადგენ.მაპატიე,ვხედავ რომ დაგაბნიე არადა ვიფიქრე რომ ასე გაცილებით უკეთესი იქნებოდა და გულის კარნახით გავაკეთე.მითხარი რამე მარიამ. -აქ არა,აქ არაფერს არ გეტყვი.ამ კედლებს თავს რომ დავაღწევ მაშინ გეტყვი ანდრეა. -მაშ,ჩვენს ადგილზე შევხვდეთ ერთმანეთს.უთხრა სიხარულით ანდრეამ.ნაზად აკოცა მარიამს და გარეთ გავიდა გიორგისთან მივიდა და უთხრა. -მადლობა რომ დრო დამითმეთ,ჩვენ მალე შევხვდებით ერთმანეთს.ანდრეა წასვლისთანავე გიორგი მარიამთან შევიდა,ჯერ მშვიდად იყო უცქერდა მის შვილს და მიხვდა რომ მარიამი გაიზარდა,უკვე სრულწლოვანია და ბუნებრივია მის ცხოვრებაში რომ გამოჩნდეს მამაკაცი.ახლოს დაუჯდა საწოლთან და მშვიდი,გაწონასწორებული ხმით უთხრა. -მარტივი,სასიამოვნო პროცესია დახატო პეიზაჟი და ერთი მზის სხივით მასში გამოხატო გრძნობა,ჩადო მასში დიდი აზრი და შინაარსი.ახლა შენს წინ ვზივარ და გელოდები იმ პეიზაჟის ახსნას,რაც აქ ამ ოთახში მოხდა.ვფიქრობ ვიმსახურებ,რომ მეც ვიცოდე ის თუ რა ხდება ჩემი შვილის ცხოვრებაში. -სულ მესამედ ვნახე,თუ დამაცდი რომ უკეთესად გავიცნო,დაუფარავად გეტყვი შემდეგ რაც მოხდბა ჩემი ცხოვრების ცვლილებებში. -ერთი საათია ჩაკეტილები ხართ,ლაპარაკობთ და დავიჯერო ის რომ კარგად არ იცნობ? -გეფიცები წესიერად არც მე არ ვიცნობ,თუმცა მეუბნება რომ ოთხი წლიდან მიცნობს. -ოთხი წლიდან? საიდან,როგორ. -მითხრა ერთხელ ხალხში გაიბენი და ნაყინი გიყიდეო,შემდეგ მოგაკითხა შეშინებულმა ორმა მამაკაცმა და წაგიყვანესო.გიორგიმ მეხსიერება დაძაბა და გაეცინა ალექსის სიტყვები გაახსენდა. -,,გიორგი დაგენიძლავები ეს ბიჭი შენი სიძე გახდება. -გადმოაფრქვია სიბრძნე''. -ერთს გეტყვი,აქედან რომ გავალ უნდა შევხვდე.დამალვაც რა საჭიროა არ ვარ ისეთ ასაკში რომ დამალვა მჭირდებოდეს,ამიტომ გეტყვი რომ მეც მომეწონა როგორც პიროვნება. -კარგი,პატარა აღარ ხარ როგორც აღნიშნე და კარგად იცი რასაც აკეთებ.ხომ იცი რომ მე შენ გენდონი.უთხრა გიორგიმ მარიამს და შუბლზე აკოცა.ბავშვები არიან გარეთ და შემოვუშვენ,ნერვიულობენ.გიორგი გავიდა მარიამთან დაბღვერილი ლუკა და სხვებიც შემოვიდნენ. -ადამიანი რომელსაც ვიცნობდი და მის მეგობრობაში ეჭვი არ შემპარვია არასდროს,ახლა უნდა ვიეჭვიანო რადგან გამოჩნდა ადამიანი რომელიც ჩემზე მეტად უყვარს,მაგრამ მარიამმა იცის რომ მე კამფეტივით ტკბილი ვარ და ასე ადვილად ვერ შეძლებს მომიშოროს თავიდან. -შენ მგონი ბრმა ხარ. -რატომ? -რა რატომ,შენ საწოვარა კამფეტი ხარ და მე რომ შოკოლადი ვარ ვერ მხედავ? -მწარე ხარ მარიამ და უნდა გესმოდეს ამხელა გოგოს,რომ ნამუსი ყვავილია რომელიც თუ მოწყვიტე აღარ ამოვა. -მე კი ასე ვიტყოდი,რომ შურიანი ადამიანი ორმაგად უბედურია საკუთარი უბედურებით და სხვისი ბედნიერებით. -ეეეეეხ,როგორც ვხედავ ვერ მოგიგებ სტყვებში და ამიტომ სიჩუმე საუკეთესო პასუხია შენს უაზრო კითხვებზე. -ლუკ შენთან ჩახუტება მომენატრა.ლუკამ უცქირა მარიამს და შემდეგ თქვა. -რით ვერ გაიგე ჩემო თავო რომ ეს გოგო აფერისტია და ამასთან ერთად ნერვების მჭამელი.თავად აირჩიე,რა განაჩენს ისურვებდი? -არაფერს ლუკ მხოლოდ გეტყვი რომ გველი ხარ,მაგრამ ჩემი გველი და მიყვარხარ ჩემო პითონო.პითონის გაგონებაზე გიორგიმ და ბექამ გულიანად გადაიხარხარა. -გავჰკარი უშენოდ გატრებულ დღეებს მარ.სიყვარულით სავსემ ჩაეხუტა ლუკამ მარიამს და მთელი სახე დაუკოცნა. -ყველაზე მეტად იცი როდის მიყვარხარ? -როდის? -როცა მე ვარ დამნაშავე და მაინც შენ თმობ.უთხრა მარიამმა. -მარ სიყვარულის და ერთგულების გარეშე ყოფნას რა აზრი აქვს,არც არაფერი ხომ? -არც არაფერი, ლუკა არც არაფერი.დაეთანხმა ლუკას მარიამი და თავადაც მოხვია ხელები. -სიმართლე გითხრა ამ სამ დღეში მომენატა შენი ბუზღუნი.იცი რომ შეგხედე თვალები გაახილე და უკვე თავისუფლად სუნთქავდი,მეც ამოვისუნთქე მარ. -წარმოდგენა არ მაქვს უთქვენოდ რა მეშველებოდა. -ერთი სული მაქვს ამ კედლებს როდის დააღწევ თავს,ჩემებურად რომ აგაწიოკო.მომენატრე მარიამო.ლუკა დაახტა თავზე მარიამს და მონატრებული ხმაც გაიგონა,იმხელაზე იკივლა მარიამმა ექიმებიც კი შემოცვივდნენ პალატაში. -ვგიჟდბი როცა ასე განწირული ხმით კივიხარ და მშველელი არ გყავს. -მაზოხისტი ხარ,მომაშორეთ ეს უტვინო,გიორგის გაეცინა ლუკას რომ შეხედა მარიამთან ჩახუტებულს,ვახომ კი გულწრფელად უთხრა. -ნათლი ამათ გარეშე ცხოვრება ჩემთვის პირადად ჯოჯოხეთია,აი რა მაკლდა ეს სამი დღე,მარიამის წიკვინი. -მამიკო მართა რატომ არ მოვიდა? -იყო და წავიდა კომპანიაში არავინი არ არის და ის მაინც იყოს,ჩვენც გავდივართ ახლა და მოვალთ მოგვიანებით და ყოველგვარი შორი გზებიდან მოვლით რაღაც-რაღაცეები გაქვს მოსაყოლი და ასახსნელი.უთხრა ვახომ და თვალი ჩაუკრა.დარჩა მარიამი მის ფიქრებთან მარტო და ფიქრიც კი არ დააცადეს,პალატაში აქლოშინებული მართა შემოვიდა. -მარიამ,მარიამ მარტო ხარ? -რა იყო მოგდევს ვინმე და დამალვა გინდა? -ნახე? ჭიპი გავიხვრიტე.უფასოდ, ფული არ გადამიხდია. -რა ქენი? თვალები დააჭყიტა მარიამმა და მართას ჭიპს დააკვირდა,შემდეგ ჩაახველა და მშვიდად უთხრა. -დარწმუნებული ვარ ლუკაც და ვახოც შუბლს გაგიხვრიტავს უფასოდ, არც ისინი გადაგახდევინებენ ფულს. -როგორ მინდა,ახლა სიფათში გხიოთ სამივეს და ცხოვრების აზრზე მოგიყვანოთ.ჩაიბურდღუნა მართამ და გაბუსული დაჯდა მარიამთან შორი ახლოს,შემდეგ აწრიალდა და ისევ მარიამს მიუბრუნდა. -მარიამ მართლა გამირაზდებიან? -არა,არ გაბრაზდებიან მართა გაცოფდებიან.მარიამი წყნარად საუბრობდა,მაგრამ გულში ხარხარებდა მართას შეშინებულ სახეს რომ ხედავდა. -მარიამ მახელებ ხომ?როგორ შემაშინე,ვერ გიტან აუტანელი ადამიანი ხარ.უთხრა სერიოზულად და ორივემ გულიანად გაიცინა.ერთი კვირა დაჰყო მარიამმა საავადმყოფოს გაუსაძლისს კედლებში,ერთი კვირა არ შეწყვეტილა მხიარული კისკისი მის პალატაში.სამეგობრომ კარგად გაიცნო ანდრეა,ლუკას და ვახოს გაახსენდა ის ღამე საავადმყოფოში რომ წაიყვანა მარიამი.მათი სასიხარულო ის იყო,რომ ისიც მათი ჭკუის აღმოჩნდა და ამიტომ გაუგეს ასე ადვილად ერთმანეთს.მართამ კარგად აათვალიერა ანდრეა ხან ახლოდან დააკვირდა,ხან შორიდან და შემდეგ მარიამს უთხრა სერიოზლი ხმით,თან ანდრეას შეუმჩნევლად თვალი ჩაუკრა. -ყოჩაღ მარიამ შენ ასეთ მამაკაცს ბაზარში ვერ იპოვი მარტოსული,ფულიანი,საქმიანი და ამიტომ გაუფრთხილდი მას.მართას სიტყვებზე ჯერ ლუკამ ჩაიცინა და შემდეგ ერთიანად იქუხა გულიანმა ხარხარმა. -ანდრეა მართას უფრთხილდი,რაღაც არ მოეწონე თვალში.უთხრა სერიოზულად ვახომ -ვეცდები აზრი შევაცვლევინო უახლოეს მომავალში,მაგრამ ჯერ უმჯობესია მართა თავად ჩაიხედო სარკეში და თმები მაინც გადაივარცხნო, ვინ შეგაშინა საინტერესოა.არც ანდრეა ჩამორჩა ენაში მართას. -შეიძლება? პალატის კარი მორიდებით შეაღო ეკატერინემ და მისი ცისფერი თვალებით ყველა შეათვალიერა. -ეკატერინე? როგორ გამახარე,სად ხარ აქამდე.მხიარულად შესძახა მარიამა. -ისეთი დაძაბული დღეები მქონდა,მარიამ არ გეწყინოს აქამდე რომ ვერ მოვედი და ბოდიში რა,შენ როგორ ხარ,როდის გწერენ? -ვფიქრობ ხვალ გავაღწევ აქედან,კატ დედა წავიდა? -კი გუშინ გავაცილე და ცოტა გულიც კი დამწყდა. -ბინა რა ქენი, მოაგვარე რაც გინდოდა? -კი,გადაცვლა გავაკეთეთ. -კარგია,მაგრამ პირადში როგორ ხარ? ეკატერინემ ლუკასკენ გააპარა თვალი და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა და მათ შორის მოხდა რაღაც უხილავი,თითქოს მიძინებულმა გრძნობამ გაიღვიძა. -კატ ძალიან გიყვარდა? -არა უშავს,მარიამ.ზოგს ტკივა თვით თავის სიცოცხლე,ზოგს უხარია და ცხოვრება მაინც თავისი გზით მიდის. -ალბად ის ვინც შეს გულში შემოვიდა,იმედია არ დამუნჯდება სამუდამოდ და ხმას ამოიღებს.თქვა მარიამა და ლუკას გახედა ცალი თვალით.-არ ინერვიულო,დარწმუნებული ვარ შენ უკეთესს იმსახურებ და ამიტომ არ გიწევს გული მისკენ.თუ შენგან წამოსულ გრძნობას ის ვერ გებულობს,უგრძნობი ყოფილა,ამიტომ უკეთესია მის გარეშე გააგრძელო ცხოვრება და გიყუროს შორიდან.არ ცხრებოდა მარიამი და ლუკა კი იდგა გარინდული,უსმენდა მარიამის ქოთქოთს და შიგადაშიგ გაბრაზებულიც კი გახედავდა. -ისევ თავყრილობა გაქვთ? ექიმი შევიდა მარიამთან და ღიმილით გადახედა ყველას. -რა ხდება ექიმო ამ ტვინით ავადმყოფს როდის გაწერთ? -აქ ტვინით ავადმყოფს ვერავის ვხედავ ყმაწვილო და რაც შეეხება მარიამს ხვალ გავწერთ მარიამ დილით და სხვა ავადმყოფები დაისვენებენ თქვენი ზედმეტი ხმაურსაგან.ცოტა ხანში რატიმ მიაკითხა მარიამს და გაუხარდა ყველა იქ რომ ნახა. -თავყრილობა გაქვთ? მთელი მედ პერსონაჟი თქვენზე საუბრობს,რა დღეში ხართ ლუკა. -ლუკას ხედავს რატი ძია შენი თვალები აქ მარტო? მაშინ გეტყვი რომ დიდი პრობლემა გაქვს მხედველობის. -ლუკა.... -მარიამ...... -არ შეიძლება დღეს რომ წავიდე ძია რატი? -არა,ხვალ დილით წაბრძანდები.წყნარად იყავით ცოტა,ავადმყოფები და თავმდგმურები ჩივიან თქვენგან გამოწვეული ხმაურით.მკაცრად გადახედა იქვე მდგომთ.-აღარ ხართ პატარები,რომ ვერ გაიაზროთ სად იმყოფებით.გაიზარდეთ და დავირდით,აღარაფერი თქვენ აღარ გესმით. -ნუ გიკვირთ ჩვენი ძია რატი,თქვენ უარესები იყავით ჩვენს ასაკში და ეს ნუ დაგავიწყდება.უთხრა რატის მოულოდნელად დაბრუნებულმა კობამ,რომლის ნახვით ყველამ ძალიან გაიხარა.რატისაც გაეცინა და მარტო დატოვა ახალგაზრდები პალატაში.გრძნობდა,რომ ძალა აღარ ჰქონდა და დაიღალა ყოველდღიური რუტინისაგან, როდის გათენდებოდა დილა მოუსვენრობა დაეტყო რომ ამ კედლებს გასცილებოდა,რადგან გარეთ საკმაოდ საინტერესო დღეები ელოდა.დილით გიორგი და ლუკა დაადგა თავზე,ეგონათ ადრე მივიდნენ და არ უნდოდათ გაეღვიძათ მარიამი მაგრამ ის უკვე გამზადებული იყო და უკვე ერთი საათიც გასულიყო მათ ლოდინში. -მარიამ უკვე მზად ხარ?შეეკიხა ღიმილით გიორგიმ და ლუკამ კი თმები აუჩეჩა და უთხრა. -რას იბღვირები,აჰა მოვედით და წაგიყვანთ სახლში გაიღიმე ხომ იცი ვერ გიტან როცა მასეთი სახით დადიხარ.რამოდენიმე დღე სახლში დაისვენა და ერთ ორშაბათ დილით კი გიორგის წაყვა კომპანიაში.ყოველი ახალი წუთი, საათი, დღე, უფროდაუფრო სანერვიულო ხდებოდა მარიამისთვის,რადგან წინ მნიშვნელოვანი შეხვედრა ელოდა.გიორგიმ შეატყო ნერვიულობა და უთხრა. -მარიამ რა გჭირს? -არაფერი მა. -მოდი აქ.მარიამი მიუახლოვდა და გიორგიმ თვალებში ჩახედა და შეეკითხა. -ვიცი, რომ ადამიანს ყოველთვის ეშინია, როცა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. ჩემთვის გასაგებია ეს შიში, მაგრამ ვერაფერს გააწყობ ჩვენ ადამიანები ასე ვართ მოწყობილნი. გვეშინია შეცდომების, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღო. სხვანაირად როგორ გაიგებ მარიამ სწორი არის თუ არა შენი გადაწყვეტილება, ეს რომ გაიგო შიში უნდა დაძლიო და გადადგა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი შენს ცხოვრებაში.მიიღე ეს შემოთავაზება,წადი პირველ შეხვედრაზე თუ პაემანზე და შედეგებს თავად მიხვდები გააგრძელო შეხვედრა თუ შეწყვიტო. -მამიკო............ -ჩუუუ,წადი და თავად გადაწყვიტე.მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები მარიამ რაც არ უნდა გადაწყვიტო,არჩევანი შენ უნდა გააკეთო თავად.ცოტა ხანში მარიამის ტელეფონი გუჩერებლად რეკავდა და ხმის კანკალით უპასუხა. -გისმენ ანდრეა. -მარიამ როგორ ხარ,6სთ-ზე სამსახურთან დაგელოდები. -კა,კა,კარგი გამოვალ. -შენ რა ნერვიულობ? -არა,არა რატომ უნდა ვინერვიულო. -კარგი,კარგი მარიამ გარეთ დაგელოდები.გიორგის გაეცინა და მარამს უთხრა. -რომ დაგამშვიდო და საღამო მშვიდად გაატარო,ანდრეა იყო ჩემთან მოსული და ვისაუბრეთ.უნდა გამოგიტყდე რომ მომეწონა,ძალიან განათლებული ახალგაზრდაა,უმაღლესი ცოდნით მაგრამ ჩემთვის ეს არ არის მთავარი.ადამიანი შეიძლება საშუალო განათლების იყოს,მაგრამ იმაზე მეტი იცოდეს და ფლობდეს ვინემ უმაღლეს დამთავრებული.ჩემთვის მთავარია შენ მას უყვარხარ მარიამ და ვიცი,რომ შენ მასთან ბედნიერი იქნები. -როდის იყო მოსული. -არააქვს მნიშვნელობა,მნიშვნელოვანი ის არის რომ იყო,მოვიდა და ვისაუბრეთ.წადი ახლა საქმეს მიხედე.მარიამი კარებში გადიოდა,რომ გიორგიმ შეაჩერა. -და კიდევ,იმედია დღესაც არ დასველდები ისე ძალიან კიდევ საავადმყოფოში მოხვდე შენი დაუკვირვებლობით. -არის ბოს,არ დავსველდები.საღამომდე ნერვიულად იყო და ყოველ 15 წუ-ში ამოწმებდა საათს,ექვსი საათიც მოვიდა და გიორგის შეაკითხა. -მა მივდივარ და არ ინერვიულო. -კარგი მარიამ.გაუღიმა გიორგიმ და ფანჯრიდან ადევნებდა თვალს როგორ გაუღო მანქანის კარი ანდრეამ და წინ დააჯინა.ჩაეცინა და ისევ თავის სკამს დაუბრუნდა,მარიამის ფოტოს შეავლო თვალი და გაუღიმა. -გაიზარდა მარიამ ჩვენი პირმშო,სულ მალე გაგვიფრინდება.გიორგს ტელეფონის ხმამ შეაწყვეტინა მარიამის ფოტოსთან საუბარი და ღიმილით უპასუხა. -გისმენ ალექსანდრე. -გიორგი შენი ნახვა მინდა,სად ხარ. -კომპანიაში ვარ ალექს ხომ მშვიდობაა,ბებო და ბაბუ ხომ კარგად არიან. -კი,კი ყველანი კარგად არიან,სალაპარაკო მაქვს. -სად ხარ მითხარი და მოვალ. -მე მოვედი უკვე შენს კომპანიაში ვარ და დაცვა არ მიშვებს. -მიეცი ტელეფონი ბიჭებს.გიორგიმ დაცვის მუშაკს დაელაპარაკა და სულ მალე მის კაბინეტში იყო ალექსანდრეც.ორივე ერთმანეთს გადაეხვია და გიორგიმ სერიოზულად შეეკითხა. -რა ხდება,რამე პრობლემები გაქვს? -მარიამი სად არის.გიორგიმ მოკლედ მოუყვა მარიამის შესახებ და გაბრაზდა ალექსანდრე. -ასე ცუდად თუ იყო, რატომ არ დამირეკე და მარტომ გადაიტანე ეს ყველაფერი გიორგი. -არ მინდოდა გენერვიულათ,კარგი ყველაფერი კარგადაა და ახლა შენ გისმენ. -გიორგი ახსნა არ გჭირდება იმისა თუ როგორი ძნელია მარიამის გარეშე ჩემთვის ყველაფერი,მაგრამ ცხოვრება გრძელდება. -ცხოვრება გრძელდება ალექსანდრე და შენ რას ელოდები,ერთი ყავხარ შენს მშობლებს რას ფიქრობ,მომავალი არ გინდა? მე რას მიყურებ,ჩემი ცხოვრება იმ დღეს დასრულდა როცა მარიამმა დამტოვა,მაგრამ მე მარიამი მყავს და მის გამო გავაგრძელე სიცოცხლე.შენ? შენ რატომ არ გინდა შექმნა ოჯახი. -მოვედი,რომ ნიშნობაზე წამოხვიდეთ. -მართლა? ძალიან გამახარე ალექსანდრე.გიორგიმ გულწრფელად მიიღო ალექსანდრეს სიხარული. -შაბათს გელოდებით,ბექა და ანას ვეტყვი,მაგრამ შენც შეახსენე და მარიამი წამოიყვანე. -წამოვალთ,აუცილებლად.პარასკევ საღამოს ვიქნებით სოფელში.ძალიან გაეხარდა ანას და ბექას ალექსანდრეს ამბავი და ისინიც სიხარულით დასთანხმდნენ.მარიამი ძალიან სერიოზული სახით იჯდა და ასევე სერიოზულად პასუხობდა ანდრეას კითხვებზე,შიში ხომ საკუთარ თავში დაუჯერებლობას იწვევს და არ უნდოდა ეს შიში ამოეკითხა ანდრეას მასში.რა თქმა უნდა მარიამის ნერვიულობა ანდრეასაც გადაედო და ძალიან ცდილობდა არ განეცადა კრახი.ვერ ამბობდა ვერცრთი,მაგრამ გულში მათი ურთიერთობის გაგრძელებას ოცნებობდნენ. -მარიამ მოეშვი გთხოვ,თორემ რომ გიყურებ ასეთ დაძაბულს მეც ვნერვიულობ.რომ არ გიცნობდე,ვიტყვი რომ სულ ასეთი მორცხვი ხარ. -დამაცა ანდრეა განა ყოველ დღე დავდივარ პაემანზე? ორივეს გაეცინა და დაძაბულობაც მოეხსნათ. -მარიამ ქუსლიანები გაქცვია? -არც ისე მაღლებია,რატომ მეკითხები? -არ გაბედო და დღეს არ დაეცე,არ მინდა დღეს მთელი საღამო საავადმყოფოში გავატარო.გაეცინა ანდრეას და მარიამიც აყვა სიცილში.ანდრეამ მათ საყვარელ ადგილზე მიიყვანა მარიამი და მხიარულად შევიდნენ სახინკლეში. -რა იცოდი რომ მშიოდა ანდრეა. -მეც მშია და იმიტომ მოვედი აქ,თან შენც ახლა გამოდი სამსახურიდან.მარიამმა იქვე ახლოში წყვილი შენიშნა რომლებიც ერთმანეთს უცქერდნენ თვალებში,მოშორებით კიდევ რამოდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და მათაც შეავლო თვალი.ანდრეამ გახედა უცხოებს და მარიამს უთხრა. -შენ არ დაგავიწყდეს რომ შეყვარებული გყავს,შენთვის ნაშები ხიხიაა მარიამ.მარიამი გულიანად გადაიკისკისა და იგრძნო რამოდენიმე მამაკაცის მწველი მზერა და არც დაფიქრებულა ისე დააცხრა ანდრეას თან ზედ ტუჩებზე უჩურჩულა. -არ გაგიკვირდეს,ასე იყო საჭირო ამ წუთში. -გაკვირვებით არა,მაგრამ თუ გაიმეორებ სიამოვნებით აგყვები,ვერ მოვასწარი აგყოლოდი ისე უცებ მომშორდი. -არ გაგიტკბეს,თორემ განმეორებას უფრო ხანგრძლივი კოცნა მოყვება და ...... -და კოცნას სხვა რამეებიც.თვალი ჩაუკრა ანდრეა. -უზრდელო. -მე რატომ? შენ დაიწყე და მე რა ქალიშვილი გოგო ვარ დავიმორცხო და უკან დავიხიო? -მიდი რა შეუკვეთე და ახლავეს მოვალ. -რამდენი შევუკვეთო. -რამდენიც გინდა. -99? -ერთიც დაამატე. -ერთიც რა ღორები ვართ? ორივე გულიანად იცინოდა და დაძაბულობაც შორს მოისროლეს.ორივემ კარგად შეექცა ხინკალს,ლუდიც დალიეს და ანდრეამ უეცრად სერიოზული სახე მიიღო. -მარიამ რომ გითხრა რომანტიკოსი ვარ გაქანებულითქო მოგატყუილებ,ამიტომ ბევრი რომ არ გავაგრძელო საკმაო წლებია რომ გიცნობ და დროის დაკარვას აღარ ვაპირებ. -გისმენ ანდრეა.დააინტერესდა მარიამ ანდრეას საუბარი. -ვიცი რომ ეს ადგილი დედაშენის და მამაშენის საყვარელი ადგილია,20 წლის ვიყავი აქ რომ გნახე მეორედ და აქ მინდა გთხოვო მნიშვნელოვანი რაც ამიერიდან უამრავმა წლებმა უნდა გადაჯაჭვოს ჩვენი მომავალი.ცოლად გამომყვები?მარიამი დაიბნა,აირია,გაშტერდა,გაოგნდა და ანდრეას ისე უცქერდა თვალსაც კი არ ახამხამებდა.ბეჭედი ამოიღო და მარიამს ისედაც ულამაზესი თითი ლამაზი ბეჭდით დაუმშვენა და უბედნიერეს ადამიანად ჩათვალა თავი როცა მარიამისგან მის ცოლობაზეც თანხმობა მიიღო. რა თქმა უნდა ანდრეამ მიიყვანა სახლში და ოჯახის წევრებსაც შინაურულად შეხვდა,რამაც მარიამი გააკვირვა და ყველაზე გვიან გაიგო რომ იმ ღამის პაემანის მიზეზი ყველამ იცოდა,ამიტომ ნერვიულობდა გიორგი და მოუსვენრად იყო სანამ არ დაბრუნდა და არ შეხედა მარიამის ბედნიერებისაგან განათებულ თვალებს. -იცოდი.იცოდი ხომ იცოდი და არაფერი არ მითხარი.უთხრა გიორგის. -ვიცოდი,ანდრეა იყო ჩვენთან მოსული ხომ გითხარი და თავის გრძნობების შესახებ,ასევე დღევანდელ დღეზეც გვითხრა.მოდი ჩემთან,მოგილოცო და დიდი იმედი მაქვს ახლა მაინც დაჭკვიანდები. -დაჭკვიანების ნაცვლად სულ არ გადაირიოს.თქვა ლუკამ და ყველას გაეცინა. -ერთი სასიხარულო ამბავი შენთვის,შაბათს ნიშნობაში მივდივართ შენი საყვარელი ძიომ გადაწყვიტა როგორც იქნა დაქორწინდეს. -ალექსანდრე?ალექსანდრე იყო მოსული და ისე წავიდა არ მნახა? -ასეა,პარასკევ საღამოს წავალთ,შაბათს დავესწრებით ნიშნობას და დავბრუნდებით.მართლაც ასე იყო,პარასკევ საღამოს სოფელში წავიდნენ და კარგი დროც გაატარეს,მარიამის ნიშნობის ამბავიც ძალიან სასიხარულო იყო მათთვის და მოულოდნელიც.ნიშნობიდან დაბრუნებულები ისევ შეხვდნენ ერთმანეთს და ანდრეამ ყველაზე უახლოესი ორი კვირაში დანიშნა ქორწილი.გადაირია,გადაიშალა,აყვირდა მაგრამ ანდრეას გიორგიც დაეთანხმა და გაჩუმდა.მარიამის სამეგობრო და ანდრეას სამეგობრო ერთად შეიკრიბა და სრული საგიჟეთი იყო მათი ერთად ყოფნა.ქორწილის წინა საღამოს ბიჭები საქეიფოდ წავიდნენ,ისე გაერთნენ და იმდენი დალიეს ქორწილი აღარავის ახსოვდათ და მარიამი კი ულამაზესად მორთული ნერვიულად იდგა და ელოდა ანდრეას,ანდრეას კი ლუკა დააცხრა თავზე და ნახევრად მძინარე წამოაგდო ფეხზე. -რატომ მაღვიძებ ლუკა რა გინდა დამაცადე რა ძილი. -ადექი,ქორწილი დაგავიწყდა? ანდრეას ტვინში დაარტყა სიტყვა ქორწილის გაგონებამ და ფეხზე წამოხტა,რაც მოყვა ხელში ჩაიცვა და რაც ნახა ფეხსაცმელები გაუყარა ფეხი და წავიდა,გზაში ხელით გადაივარცხნა თმები და ისე მიდიოდა,ლუკამ შეხედა ცალ-ცალი ფეხსაცმელი რომ ჩაიცვა და ვიღაც კიდევ ცალ-ცალს ჩაიცმევდა და ეს ვიღაც კი მიშო იყო ანდრეას მეჯვარე.გიორგის სახლთან მივიდნენ თუ არა ლუკამ შეაჩერა სიძე მეჯვარე და ორივეს შეუღრინა. -გაცვალეთ ფეხსაცმელები.ანდრეამ დაიხედა ფეხზე და შეხედა ცალ ფეხზე კარიჩნი ფერის ფესაცმელი ეცვა და ცალ ფეხზე შავი,ასე იყო მიშოც და ორივემ ერთმანეთს შეხედა და ორივეს სიცილი აუვარდა,რაზეც ლუკასაც გაეცინა. -იცინე,იცინე თუ არ დაგადუმა მარიამმა ასეთ დღეში რომ შეგხედავს. -ღმერთო შენ დიდი ხარ და დღეს გადამარჩინე არ ჩამიშალო ეს ქორწილი.ვახოს მიტანილი ყვავილები ხელში დაიკავა და სახლში შევიდა,მარიამმა შეხედა თუ არა თვალებს არ უჯერებდა,მაგრამ რას იზამდა.თვალებით შეჭამა მიშოც და ანდრეაც და ვერცერთი ვერ ბედავდა მარიამისთვის თვალებში შეეხედა.მარიამმა კი ყურში უჩურჩულა ანდრეას. -დიდხანს დაგამახსოვრდება წუხანდელი საღამო. -კარგი რა მარიამ,ქორწილის შემდეგ ვილაპარაკოთ. -წესით უნდა ჩავშალო ყველაფერი,მაგრამ არა,არ მოგანიჭებ თავისუფლებას ახლოს გეყოლები,მაგრამ მიუწვდომელი ვიქნები შენთვის. -ლუკამ ჩაუარა ანდრეას და უთხრა. -გეკუთნის,მომწონს მარიამის გადაწყვეტილება. -ლუკა ძვლებში დაგფშვნი. -მარიამი გადამეფარება.მოწვეულმა სტუმრებმა რესტრანში გადაინაცვლა,გიორგი მარიამთან მივიდა და უთხრა. -ყოველთვის იყავი კლდოვანი კონცხი, რომელსაც მძინვარედ აწყდებიან ბობოქარი ტალღები. ის კი დგას მშვიდად, ქედშეუხრელად და მის გარშემო თანდათანობით ცხრება მრისხანე ტალღათა მძინვარება.არ შეიცვალო,მაგრამ ძლიერიც იყავი მარიამ.მე რესტორანში დაგელოდებით.გიორგი წავიდა რუსო და გოგიც მას გაჰყვა,ერთი მაგიდა ოჯახის წევრებისთვის იყო განკუთვნილი და გიორგის გვერდით სკამი ცარიელი იყო,მხოლოდ გიორგიმ და მისმა ოჯახის წევრებმა იცოდა რატომ იდგა ის სკამი ცარიელი და რატომ არავინი არ ჯდებოდა იქ,იქ გიორგის წარმოსახვაში მარიამი იჯდა და თითქოს ისიც ესწრებოდა ერთადერთი შვილის ქორწილს.ყველაფერმა კარგად ჩაიარა,რომ ქორწილის დასასრულს გიორგიმ თვალი მოკრა უკვე კარებში გასულ მეფე-პატარძალს და ჩაეცინა,თითქოს თავი თავზე მიადო მარიამს და უჩურჩულა. -წავიდნენ,იმედია მალე ბაბუაც გავხდები.ანდრეამ თავის ბინაში მიიყვანა მარიამი,მარიამს ისე ძალიან უნდოდა სამაგიერო გადაეხადა დღევანდელისთვის ანდრეასთვის,სირცხვილის გრძნობა არც უგრძვნია,ისე გაიხადა სადედოფლო კაბა და ანდრეას წინ დადგა საცვლებით,შემდეგ ანდრეას პერანგში ჩავლო ხელი და ღილების შეხსნა დაიწყო,ანდრეამაც დაიხარა და ყურში საალერსო სიტყვებს უჩურჩულებდა,მარიამ თავი ასწია თვალებში ჩახედა და უთხრა. -შენ რა გინდა დღესვე დაგნებდე? დაგავიწყდა როგორ მოდი ქორწილში? -ეს ახლა უნდა დავივიწყოთ,გასაჩივრებას არ ექვემდებარება და საქმეს მივხედოთ. -არავითარ შემთხვევაში. -კი,კი საყვარელო,მაგრამ არა აქ.შენ რა ფიქრობ შენს წივილს მეზობლებს მოვასმენინებ?ჩაიცვი სხვა კაბა და გავდივართ. -სად გავდივართ,ანდრეა სად მივდივართ. -იქ სადაც ვერავინი ვერც დაგვინახავს და ვერც მოგვისმენს,ვერც შენს ხმას და კრუსუნს ვერ გაიგონებს.მარიამმა გამოიცვალა და ანდრეას გაყვა,ანდრეამ კი მანქანა სადღაც მიყრუებულ ადგილას გააჩერა ტრიალ მინდორზე. -აქ რა გვინდა ანდრეა. -ვიცი რომ ძვირადღირებულ სასტუმროს ელოდი ან ახლავეს სადმე კუნძულზე გავფრინდებოდით,კუნძულზე რა გვინდა ჩვენ ხომ რობიზონ კრუზო არა ვართ,უბრალო ხალხი ვართ ამიტომ უბრალოებას ფასი არ დავუკარგოთ და აქ იქნება დღეს ჩვენი პირველი ვნებიანი ღამე. -შენ რა მინდორზე გინდა დამაწვინო? -ყველაფერზე ვიზრუნე საყვარელო,გვერდებს არ გატკენ და არც მე ვიტკენ.მოსაბეზრებელია ეს მაღალი ელიტას მეტიჩრობები და აი ჩვენი სექსუალური ადგილი.ძირს თხელი ლეიბი დააფონა, პლედიც იქვე ჰქონდა და თვალი აარიდა მარიამის შეშინებულ თვალებს და უეცრად გადაიწვინა მკლავებზე,ყველაფერი გახადა და მთელი სხეული დაუკოცნა. -მარიამ უკვე ჩემი გოგო ხარ,ჩემი სულის ნაწილი.გულზე დაიწვინა მარიამი და გაოფლილ სხეულზე პლედი შემოაფარა. -უბედნიერესი ვარ მარიამ. -მიყვარხარ ანდრეა.გიორგიმ რესტორნის წინ გამოვიდა,სიგარეტი აანთო და მაღლა ცას ახედა,ჩაეღიმა და ცას უჩურჩულა. -მიკვირს როგორ მოვედი აქამდე უშენოდ,შენ ხომ ,,სულის ტკივილი დამიტოვე მარიამ'' და სწორედ ეს ტკივილია დღეს რომ გმიფრინდა.მიყვარხარ ჩემთვის შეუცვლელო და ერთადერთო.როგორ შეგიძლია ყველაფერს ხედავდე და ერთ ადგილას იდგე? როგორ შეგიძლია ასე მიყურო შორიდან და ერთი სანუგეშო სიტყვა არ მითხრა.როდესაც ცხოვრებაზე გულგატეხილნი ხელი ჩავიქნიე,მაშინ მითხარი სწორედ გიორგი იცხოვრე, იცოცხლე, ცხოვრება ადვილი არ არის, ცხოვრება რთულია მაგრამ ეს უნდა შეძლო ჩვენი მარიამის გამოო.შევძელი,მე ეს შევძელი მარიამ მაგრამ სადა ხარ შენ.მტკივა უშენობა საყვარელო,ძალიან მტკივა.ალექსანდრემ ხელი დაადო მხარზე გიორგის და ორივემ ერთმანეთს ჩახედეს ცრემლიან თვალებში. -გამიმეტა,ალექს მარიამმა გამიმეტა და მხოლოს სულის ტკივილი დამიტოვა ჩვენი მარიამის სახით. -მარიამი დღეს ბედნიერია და არ გინდა დღეს ცრემლი გიორგი.ორივემ გადახვია ხელი ერთმანეთს და ისევ დაბრუნდნენ ხალხში და ყველამ შეამჩნია გიორგის ცრემლიანი და ნამტირალევი თვალები და ამ დროს მის გვერდით იდგა მარიამი ისიც ცრემლიანი და სევდიანი. დავდე სრულად რამოდენიმე მკითხველის თხოვნით და მმინდა კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა მოგიხადოთ ყველას.მიყვარხართ და ვეცდები მალე დავბრუნდე ამავე ისტორიის მეორე ნაწილით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.