ბნელი ღამის მგზავრი(1 თავი)
ბნელი ღამის მგზავრი მრავალჯერ დაცემული, რომ იტყვიან უკანასკნელ ძალას ვიკრებ,კვლავ ფეხზე ვდგები, სირბილს ვაგრძელებ,ჩემს სოფელს და ზოგადად დასახლებულ პუნქტს კარგა ხნია გავცდი.ბნელა,ირგვლივ მხოლოდ დათოვლილი ხეები და ეკალ-ბარდებია,ვცდილობ ამ ლაბირინთს თავი დავაღწიო და როგორმე საავტომობილო გზამდე მივიდე,რაც არც ისე ადვილია.ბნელა, ხედვა მიჭირს.გზა მრავალჯერ ამებნა,ვინ იცის იქნებ წრეზე დავრბივარ,თუნდაც ასე იყოს გაჩერებას და დილამდე ლოდინს არ ვაპირებ ამ შუაგულ ტყეში,რადგან თუ გავჩერდი ან სიცივით გავიყინები ან მგლების ლუკმა გავხდები,სხვა არჩევანი არ მაქვს.ისედაც დახეული ტანსაცმელი მთლად შემომეძარცვა ტანზე,წამით ვჩერდები ფილტვებს ჰაერით ვივსებ და სირბილს ვაგრძელებ.დაღლილობა,შიში,ნერვიულობა ყველა განცდა ერთმანეთშია არეული.კიდევ რამდენიმე ხნიანი სირბილის შემდეგ შორს სინათლე შევნიშნე,არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა მოძრაობს მაგრამ მისი მიმართულებით წავედი.დაახლოებით ორ წუთში აღმოვჩნდი გზის ნაპირზე,სინათლე აღარ ჩანდა,ბნელოდა,ალბათ ის ნათება მანქანას ეკუთვნოდა რომელმაც სავარაუდოდ ამ გზით ჩაიარა.ღონემიხდილი იქვე ჩავიკეცე,გამვლელი მანქანის ლოდინი დავიწყე იმ იმედით,რომ ვინმე სიკეთეს გამოიჩენს და გზად გამიყოლებს,თუმცა ამაოდ.გადის წუთები გზაზე კი არავინ ჩანს,ასეთ დროს იშვიათი მოძრაობაა.კიდევ ცოტაც და შორიდან მბჟუტავი სინათლე გამოჩნდა რომრლიც თანდათან მიახლოვდება,როგორც იტყვიან სიხარულით ცას ვეწიე,მაშინვე მისკენ გავემართე,ჩემს დანახვაზე შეანელა,ამათვალიერა, სიჩქარეს მოუმატა და სვლა განაგრძო,წყვდიადში გაუჩინარდა.არ გააჩერა,ან როგორ გააჩერებდა ერთი ნახე რას გავხარ,გავუჯავრდი საკუთარ თავს და შევეცადე თმები რომელიც ოფოფივით მქონდა ხელით შემესწორებინა.რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის მიუხედავად იმედს არ ვკარგავ,რომ ვინმე აუცილებლად წამიყვანს გამარიდებს აქაურობას.ეს ესაა კიდევ ერთი სამიზნე გამოჩნდა,იმის შიშით რომ მასაც სხვებივით გვერდი არ აევლო, შუა გზაზე დავდექი, ხელები გავშალე და ველოდები როდის შემამჩნევს და გააჩერებს.მანქანამ პირდაპირ ფეხებთან დაამუხრუჭა,ცოტაც და ზედ გადამივლიდა,შიშით გული ლამის ყელში მიცემდა.სინათლე თვალებში მანათებდა და წინ ვერაფერს ვხედავდი,მხოლოდ კარის გაღების ხმა გავიგე,წამებში ამესვეტა წინ უცნობი და მიღრიალა: -შენ რა სიცოცხლე მოგბეზრდა?თუ მაინცდამაინც ჩემი ხელით გინდა სიკვდილი? -მე…უბრალოდ მანქანის გაჩერება მინდოდა.-ვთქვი ისე რომ სახეში არც შემიხედავს,თავი მაღლა არ ამიწევია. -როდის აქეთ არის,რომ მანქანებს ასე აჩერებენ,ეს ალბათ შენებური სტილია… არ ცხრებოდა უცნობი,არაფერი მიპასუხია,შიში კიდევ უფრო გამიმძაფრდა,უკვე აღარ ვიცოდი მინდოდა თუ არა მასთან ერთად მანქანაში დაჯდომა. -ჰა ეხლა დაჯდები თუ ელოდები კარს როდის გაგიღებ? ნელი ნაბიჯით მივუახლოვდი,კარები გამოვაღე და დავჯექი.საოცრად მესიამოვნა შიგნით არსებული სითბო.მაშინვე დაძრა მანქანა,დიდი სისწრაფით მივქროდით მე და “ჩემი უცნობი” თუმცაღა წარმოდგენა არ მქონდა სად.მშვიდი, მელოდიური სიმღერის ჰანგები იღვრებოდა მანქანაში.სავარძელს მივეყრდენი და უმისამართოდ ვიხედები გარეთ,არ ვიმჩნევ თუმცა ვგრძნობ დროდადრო როგორ მიყურებს და მაკვირდება,ალბათ ჩემი მდგომარეობიდან გამომდინარე,ერთიანად სველი და ტალახიანი ვარ…ასე ჩუმად, უსიტყვოდ ვიარეთ დაახლოებით ერთი საათი,მერე ისევ თვითონ დაარღვია დუმილი: -ბოდიში…წეღან ძალიან უხეშად გელაპარაკე,ვიცი ამას გამართლება არ აქვს მაგრამ მაინც გეტყვი,სამსახურში რაღაც პრობლემა მქონდა და განერვიულებული ვიყავი… -არაუშავს,ალბათ ჩემი ბრალიც იყო…მოკლედ მივუგე და პირველად შევხედე სახეში “უცნობს”.დაახლოებით ორმოცი წლის მამაკაცია, სასიამოვნო სახითა და ნავარჯიშები სხეულით.. -აი ნახავ არც ისეთი ცუდი და უხასიათო ვარ როგორც ახლა გგონია…გამიღიმა და განაგრძო.-თუმცა ჩვენ ხომ გაცნობასაც ვერ ვასწრებთ ისე გამოვემშვიდობებით ერთმანეთს.დაა სად მიდიხარ? ეს იყი კითხვა რომელიც მისი ღიმილის შემდეგ ყველაზე მეტად მაბნევდა…იქ სადაც შენ.ვუპასუხე მცირეოდენი პაუზის შემდეგ. -გასაგებია,ანუ თბილისამდე ჩემი თანამგზავრი ხარ.ჰო მართლა მე თემო მქვია…მითხრა ისე რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. -ნანუკა…ვუპასუხე მეც ყოველგვარი ცერემონიის გარეშე. შემდეგ იყო დიდხნიანი პაუზა,თბილისამდე ხმა არცერთს ამოგვიღია,ცოტა ხნით ჩამეძინა კიდეც,გადატანილმა სტრესმა და ნერვიულობამ თავისი გაიტანა.როცა თბილისში შევედით როგორც ჩანს თემომ ჩემი გაღვიძება სცადა და ხელი მხარზე შემახო,მე კი შიშით შევხტი,თვალი რომ გავახილე ისიც დაჭყეტილი თვალებით მიყურებდა,ჩემი რეაქციით მგონი შევაშინე.არემარე მოვათვალიერე უკვე გათენებულიყო,ალბათ დილის შვიდი საათი იქნებოდა,თბილისი ჩემს პატარა სოფელთან შედარებით უზარმაზარი,უკიდეგანო მეჩვენა.მართალი გითხრათ ჩემი ოც წლიანი სიცოცხლის მანძილზე ფეხი არასდროს გამიდგამს ჩემი სოფლიდან,მითუმეტეს თბილისში არ ვყოფილვარ,ამისთვის არც დრო და საშუალება მქონდა. -უკვე თბილისში ვართ,სად მიგიყვანო რომელ უბანში? -ნეტავ ეგ გამაგებინა სად მივდივარ და რა უნდა ვქნა მარტომ ამ ქალაქში,გავიფიქრე და შემდეგი სიტყვებით ვუპასუხე:-აქ გამიჩერე,აქვე ჩავალ. მანქანა შეაჩერა,ღიმილიანი სახით ამათვალიერა და განაგრძო:-ასე ამ ფორმაში როგორ უნდა იმოძრაო ქუჩაში,კანის ფერიც კი არ გიჩანს,ერთიანად ტალახიანი ხარ.ჯობია მისამართი მითხარი და მე გაგიყვან. -არ ვიცი რა გითხრა,არც ის ვიცი სად მივდივარ,აქ ამ ქალაქში არავინ მყავს,საერთოდ არავინ,უფრო მეტიც პირველად ვარ თბილისში…ერთი ამოსუნთქვით მივაყარე სათქმელი და მის რეაქციას დაველოდე.ჩემდა გასაოცრად ხმას არ იღებდა,მანქანა დაძრადა და ჩემთვის უცნობი მიმართულებით მიაქროლებდა,დაახლოებით ათ წუთში მრავალ სართულიანი კორპუსის წინ გავჩერდით,ძრავი გამორთო და მანქანიდან გადავიდა,ჩემი კარი გამოაღო და მანიშნა გადავსულიყავი. -სად მოვედით?ვიკითხე დაბალი ხმით და კითხვის ნიშნად ქცეული თვალებით მივაჩერდი. -პეკინზე,ჩემი სახლის წინ ვართ,აი იქ ვცხოვრობ,მითხრა და მეორე სართულზე მიმანიშნა ხელით.გადასვლას არ ვჩქარობდი,თავში ათასმა აზრმა გამიელვა,ან რა მეთქვა მისი ოჯახის წევრებისთვის… -ნანუკა ოღონდ ახლა არ დაიწყო,რომ გეშინიადა არ მენდობი,რამის დაშავება რომ მდომებოდა შენთვის მთელი გზა მანქანაში მყავდი და ბევრად მიყრუებული ადგილები გამოვიარეთ ვიდრე ეს ქუჩაა.წესით მე არ უნდა გენდობოდე,ღამით შუა გზაზე გამომეცხადე დაკაწრული და ერთიანად ტალახში ამოსვრილი,არაფერი მიკითხავს ისე გამოგიწოდე დახმარების ხელი.ვფიქრობ როცა საჭიროდ ჩათვლი თვითონ მომიყვები ყველაფერს.მეტს ვერაფერს გეტყვი,ახლა კი შენ გადაწყვიტე უნდა მენდო თუ არა… ------------------------ დიდი პაუზის შემდეგ დავბრუნდი მეგობრებო,იმედია გახსოვათ.გადახედეთ ახალ ისტორიას და ველოდები შეფასებებს...მიყვარხართ მე თქვენ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.