წარსულის კვალდაკვალ თავი 4
თავის პატარა,მყუდრო კაბინეტში იჯდა რომ დაურეკეს და შვილის ამბავი შეატყობინეს.ისედაც გაბრაზებული კიდევ უფრო მეტად წაუხდა ხასიათი.თავზე საყრელი ჰქონდა საქმე,ბოლო პერიოდში ცუდად მიდიოდა ყველაფერი.ახალი ფირმები გამოჩნდნენ ბაზარზე,კონკურენციამ იმატა,შემოსავალმა იკლო.ახლა კი რაა უნდა წასულიყო და დროებით ყველაფერი გადაედო... გაცეცხლებულმა შეგლიჯა პალატის კარი და მაშინვე იყვირა. -როდემდე შვილო?როდემდე უნდა იქცეოდე ასე?არ მოგბეზრდა?არ გეყო ამდენი სიგიჟის ჩადენა?-წინ და უკან მოჰყვა პალატაში სიარულს.დროდადრო მშვიდად მომზირალ შვილს გადახედავდა. -დამშვიდდი მამაჩემო.ნუ დადიხარ აქეთ-იქეთ.თავბრუ დამეხვა. მისმა მშვიდმა ტონმა კიდევ უფრო გააგიჟა კაცი. -როდის უნდა დასერიოზულდე?როდის?ოცდაშვიდი წლის ხარ უკვე.გესმის ეს რამდენია?ძალიან ბევრი იმისთვის რომ ჭკუა მოგეკითხებოდეს. -ვიცი მამა.არ გააგრძელო.ისედაც ვიცი რომ უარგისი შვილი ვარ.არაფრის მაქნისი.რომ ჩემს ასაკში შენ ოჯახი გქონდა,მუშაობდი და საკუთარი შრომით ინახავდი..სერიოზული იყავი.მაგრამ ერთი რამე გავიწყდება.შენ ყველაზე ნაკლებად გაქვს საყვედურის თქმის უფლება.არ გგავარ შენ და რა ვქნა?ვეღარ შემცვლი,თქვენგან სწორედ ეს ვისწავლე ჩხუბი და აყალმაყალი.ასე რომ ხომ არ გეჩვენება რ გვიანია რჩევა-დარიგებების მოცემა ჩემთვის? -რა თქვი?გაიმეორე რა თქვი. -რაც გაიგე.არ მოგესმა.რა არ ვარ მართალი? თუ რამეში ვტყუი?ერთხელ მაინც გიკითხავთ ჩემთვის რა მიჭირდა.რა პრობლემა მქონდა.რამე ხომ არ მაწუხებდა.ყოველთვის თქვენი პრობლემებით იყავით დაკავაბულები.რომ ერთმანეთისთვის რამე საშინელი გაგეკეთებინათ ან გეთქვათ.შენ ცალკე დადიოდა გასართობად და საყვარლებში,ის ცალკე.მეე?მე ვახსოვდი ვინმეს? -არ გაბედო დედაშენზე რამე ისეთი არ თქვა.ის დედაა შენი და მან გაგაჩინა. -და რატომ გამაჩინა?საერთოდ იქნებ უკეთესი ყოფილიყო არ მოგეყვანა ცოლად და არც მე ვყოფილიყავი კაცმა ხელები უღონოდ ჩამოყარა და სკამზე ჩამოჯდა.შვილი მართალი იყო.განა რა მისცა მას მშობლებმა?არაფერი საერთოდ არაფერი. -ის შენ არასოდეს გყვარებია.რატომ მოიყვანე ცოლად?ან თუ მოიყვანე რატომ არ მქონდა მე ის სითბო და სიყვარული როგორიც სხვა ოჯახების შემთხვევაში.?-შეუვალი იყო თორნიკე -არ ვიცი.მართლა არ ვიცი.რთული ყოფილა ცხოვრება და მითუმეტეს სწორი გადაწყვეტილების მიღება.მაშინ გამიგებ როცა ოჯახს შექმნი და შვილი გეყოლება. -არასოდეს შევქმნი ოჯახს უსიყვარულოდ და არასოდეს დავანახებ ჩემ შვილს იმას რაც მე ვნახე.თუ ასეთი რამის გადატანა ელის მასაც აჯობებს საერთოდ არ გაჩნდეს. -ნუ იქნები ასეთი მკაცრი.წარმოდგენა არ გაქვს შენ რა მძიმე იყო ჩემთვისაც ეს ყველაფერი.შენ ხომ არ იცი მე რას ვგრძნობდი ან რას განვიცდიდი? -გვიანია თავის მართლება მამა. -მამა...ჰმ.რა უცნქურად ჟღეტს ეს სიტყვა შენგან და როგორ შეიცვალა მისი ტონალობა.გახსოვს ბავშვობაში რომ გეშინოდა და გაიღვიძებდი ყოველთვის მე მეძახდი ხოლმე.ჩამეხუტებოდი და ისევ იძინებდი. -მაშინ ყოვლისშძლე მეგონე,მაგრამ აღმოჩნდა რომ ასე არ ყოფილა. -მართალი ხარ.ყველაზე მშიშარა ადამიანი ვყოფილვარ.იმიტომ რომ იმისთვის ვერ ვიბრძოლე და ვერ დავიცავი რაც ყველაზე ძვირფასი იყო ჩემთვის.იცი შვილო რა ყოფილა ცხოვრებაში მთავარი?სწორი არჩევანის გაკეთება. ასეთ მამას პირველად ხედავდა თორნიკე.დაჩაგრულს და განადგურებულს.ეცოდებოდა მაგრამ ვერ პატიობდა.გამწარებულ ბავშვობას ვერ პატიობდა... -ანუ შენ მეუბნები რომ დედა არ უნდა აგერჩია? -სწორედაც რომ ასეა.მაგრამ რას გაუგებ ცხოვრებას.მაშინ მეგონა რომ მიყვარდა,თუმცა მალევე გადაიარა ეიფორიამ და გატაცებამ და დავრჩით მხოლოდ ორი უცნობი ადამიანი გრძნობის გარეშე.არანაირი საერთო ინტერესი.არანაირი სურვილები,ოცნებები... -ამას ახლა მე რატომ მიყვები? -რატომღაც გულახდილობის ხასიათზე დავდექი.შენი საყვედურები და უპასუხისმგებლობა ვერ ავიტანე.შენ ვერ წარმოიდგენ რა რთულია ცზოვრება უსიყვარულოდ.და გაცილებით უფრო რთული მეორე ნახევრის პოვნაა.იმ ადამიანის ვინც ბოლომდე და უსიტყვოდ გაგიგებს.ვისი ერთი შეხედვაც საკმარისი იქნება რომ მიხვდე მის გამო ღირდა მხოლოდ ცხოვრება.მის გამო შეიძლება ბოლომდე შეტოპო აბობოქრებულ მდინარეში და გადაცურო.მზად ხარ იმისთვის რომ სიკვდილის არ გეშენოდეს რადგან თან გაგაყოლებს იმ ცრემლიანი თვალების მზერას შენ რომ გიჟდებოდი.აი სწორედ ასეთი ადამიანი უნდა იპოვო.ასეთის გვერდით იქნები ბედნიერი და სრულყოფილი. -და თუ ვერ ვიპოვი? -მაშინ ჩათვალე რომ შენი ცხოვრება ცხოვრება არაა და შენ უბრალოდ მოსიარულე გვამი ხარ.უსულო.ცარიელი.არაფერი არ ხარ. -შენი მონაყოლიდან ვხვდები რომ შენ ესეთი ადამიანი გყავდა და დაკარგე. -არ ვისაუბროთ ამაზე კარგი?აზრი არ აქვს.მაინც არაფერი შეიცვლება -იქნებ შენ გეშველოს და განთავისუფლდე.თქვა და გაჩუმდა.პალატაში გამეფებული სიჩუმე ახალგაზრდა ექიმის შემოსვლამ დაარღვია.მხიარულად მიესალმა ორივეს და გაიღიმა -აბა როგორ გრძნობს პაციენტი? -გმადლობთ კარგად.ორიოდე სიტყვა გაიმეტა უმცროსმა მეტრეველმა.აი მამას კი სახეზე ფერი გადაუვიდა და ძლივს დაიმორჩილა ხმა და თავი რომ არაფერი შემჩნეოდა.მის წინ ახალგაზრდა სოფო იდგა უფრო სწორად გოგო ძალიან ჰგავდა მას -ექიმო როგორაა ჩემი შვილი?-აიყვანა თავი ხელში -კარგად იქნება.დღეს ნაკერებს მოვხსნი,ჭრილობას დავათვალიერებ და თუ ყველაფერი კარგად იქნება სახლში გავწერ.ოღონდ უნდა დამპირდეს რომ თავს გაუფრთხილდება.წოლით რეჟიმს დაიცავს და ასეთი რამეებისგან თავს შეიკავებს -არ დავიცავ ექიმო.ტყუილად გაქვთ იმედი.ასე რომ დროულად მორჩით თქვენი საქმე და გამიშვით აქედან. -თორნიკე დააცადე.. -რა დავაცადო მამა?მორჩით ჩემთვის ჭკუის სწავლებას ექიმო და ნუ ყოფთ თქვენს გრძელ ცხვირს სხვის საქმეში. -თორნიკე ნუ უზრდელობ -ნუ მაჩუმებ მამა.სხვათა შორის არ მომწონს აქ რომ ხარ.გადი აქედან.მკაცრი იყო შვილი. -შენ ვერ მიბრძანებ გავიდე თუ დავრჩე? -იცით ბატონო ზაზა ახლა ნაკერები უნდა მოვხსნა და აჯობს გარეთ დაგველოდოთ.მოგვიანებით დაგიძახებთ.სიტუაციის განმუხტვა სცადა სოფომ და გამოუვიდა კიდეც.მართალია უკმაყოფილო დარჩა ამით ზაზა მაგრამ ექიმის სიტყვა კანონი იყო. სოფომ ხელთათმანები მოირგო და საქმეს შეუდგამ.ბიჭი წამოაჯინა და მის წინ დადგა ისე რომ მისი სუნთქვა პირდაპირ სახეზე ეფრქვეოდა.იმდენად იბნეოდა მის გვერდით რომ ხელების დამორჩილება უჭირდა და იმ პრაქტიკანტს ემსგავსებოდა პირველად რომ მიუშვეს პაციენტთან. აქამდე მსგავსი არასოდეს არაფერი განუცდია.არასოდეს აინტერესებდა მამაკაცები პაემნებზე სირბილი და სიყვარული.ყოველთვის სწავლა და კარიერა იყო მისთვის მნიშვმელოვანი.ბოლო პერიოდში კი გამოჩნდა და იყო პიროვნება ვისთანაც სერიოზული ურთიერთობა ჰქონდა და სამომავლო გეგმები მაგრამ მსგავს შეგრძნებებს ისიც კი არ იწვევდა მასში. -მადლობა ექიმო. -რისთვის?-გაუკვირდა გულწრფელად. -ის რომ აქედან გაუშვი. -სამადლობელი არაფერია.ის შენს გამო არ გამიშვია,უბრალოდ ჩემი საქმე მქონდა გასაკეთებელი და არ არის საჭირო ამ დროს ზედმეტი ხალხი.თან იცი რა მაინტერესებს ის ხომ მამაშენია და ასე რატომ ექცევი? ნერვიუობს შენზე. უეცრად თავი გასწია და იყვირა -ცოტა ნელა ექიმო...მეტკინა..ახლა სწავლობთ?-ამით აარიდა კითხვას თავი -უკაცრავად.მოვრჩი.მეტს აღარ გატკენთ. -ეჰ ნეტავ ეს იყოს მხოლოდ და სხვა არაფერი.რომ უცებ გაიაროს და ეს სულიერი ტკივილიც გაიყოლოს.ჩაილაპარაკა თავისთვის -რა თქვით ვერ გავიგე? -ვთქვი რომ ნეტავ ცხოვრებისგან მოყენებულმა სულიერმა ტკივილმაც ისე გაიაროს როგორც ეს ფიზიკური ტკივილი გადის -იცით რაა.არ ვიცი მე რა გადაიტანეთ თქვენ.მაგრამ ერთი რამე ეუნდა იცოდეთ.ყველაფერი წარმავალია.მათ შორია ეგ სულიერი ტკივილი.თქვენც იპოვით სიმშვიდეს და ყველაფერი მოგვარდება -სულ ასეთი ხართ ექიმო? -ასეთი როგორი? ვერ მიუხვდა სოფო გაკვირვებულმა შეხედა და თან ხელთათმანები მოიხსნა უკან დაიხია.ბიჭმა ახლა უფრო კარგად შეძლო მისი შეთვალიერება.საოცრად ნაზი ეჩვენა მისი სახე.ბავშვივით სუფთა და სათუთი,თეთრი კანი,ღია თაფლისფერი თვალები,რომელიც ნუშისებრი ჭრილიდან იმზირებოდა.არანაირი მაკიაჟი.მხოლოდ სისადავე და ბუნებრიობა.მაღლა აწეული თმები კიდევ უფრო ხაზს უსვამდა მის მომხიბვლელობას.ეს იყო ის წუთი რომელიც სამუდამოდ ჩარჩა მეტრეველის მეხსიერებაში. -ექიმო მოიცადეთ.შეაჩერა ბიჭმა წასასვლელად გამზადებული.სოფო უკან მობრუნდა და კარი ღია დატოვა -აი იცით როგორი ხართ?ადამიანებს ფიზიკურთან ერთად სულიერადაც მკურნალობთ,იმედს უნერგავთ მათ რომ ყველაფერი კარგად იქნება და მომავლის რწმენა ჰქონდეთ. -ასეცაა.აბა ისე როგორ შეიძლება...სხვათა შორის სულაც არ მაქვს გრძელი ცხვირი.და ჳთვლი რომ არც სხვის საქმეში ვყოფ.უბრალოდ ვაკეთებ იმას და ვამბობ იმას რასაც საჭიროდ მივიჩნევ..გაუღიმა გოგომ და მძივებივით ჩამწკრივებილი კბილები გამოაჩინა. -ვიცი..ჩაიდუდღუნა ბიჭმა.იცოდა რომ არასწორი იყო და არ იმსახურებდა გოგო უხეშობას მაგრამ ვერ გადააბიჯა თავმოყვარეობას და სიუხეშეში გამოავლინა თავის სიმპატიები,მერე რომ დაფიქრდა ზედმეტი მოუვიდა დანაშაულის გამოსყიდვა სცადა.. -მაპატიეთ ჩემი უხეშობა.ზედმეტი მომივიდა.თქვენ შესანიშნავი ექიმი ხართ.იცით რაა სულ ასეთი დარჩით. -როგორი? -აი ასეთი სუფთა,ბავშვური და საყვარელი.უბოროტო,საოცარი უნარია ამ დროში დარჩეთ ასეთი და ადამიანებისთვის ღიმილის მინიჭების უნარი გქონდეთ. -ჩემი შვილი ჩვეულ ფორმაშია და აქაც არ იშლის ქალების მოხიბვლას ხოო?-მოისმა წამებშის უკან გამეფებულ სიჩუმეში და პალატაში ქერათმიანი.საშუალო ასაკის ქალბატონი გამოჩნდა -დედაა.. -რა დედა?რას მიბრიალებ მაგ თვალებს გამაგებინა.სხვისგან უნდა ვიგებდე ჩემი შვილია ამბებს?რამე რომ მოგსვლოდა რა უნდა მექნა ჩემო ერთადერთო.უცებ სითბოს განსახიერებად იქცა ქალი და ბიჭი გულში ჩაიხუტა. -დედა პატარა ბიჭი აღარ ვარ და არც შენი ჩახუტება მინდა.ხომ არ გეჩვენება რ დაგაგვიანდა და შენი შვილი უკვე გაიზარდა. -დაცადე ნუ ხარ უხეში.არ მიაქცია ყურადღება ქალმა მის ნათქვამს.-ექიმო როგორაა ჩემი შვილი? -კარგად.კარგად იქნება.გაუღიმა სოფომ.ქალმა მზერა ჯერას მიაპყრო,მერე ხალათზე გაკეთებულ ბეიჯს სადაც მისი სახელიბდა გვარი ეწერა.უეცრად ფწრი გადაუვიდა სახეზე,მერე აკანკალდა და შებარბაცდა.სწრაფად მოეგნენ გონს სოფოც და თორნიკწც,ხელი შეაშველეს და სკამზე ჩამოსვეს. -არ მომეკაროო.მეზიზღები,მძულხარ...ამდენი წელი გავიდა და ისევ არ მანებებ თავს...გაფი აქედან..წადიიი.ყურებზე აიფარა ხელები და თვალები დახუჭა,ისე ცუდად შეიქმნა რომ სოფომ ექთნები გამოიძახა,დამაშვიდებელი მოატანინა და ნემსი გაუკეთა.ყვირილზე ზაზაც შევიდა პალატაშო.ცოლი რომ ასეთ მდგომარეობაში დაინახა ხმა არ ამოუღია თითქოს მიხვდა რატომაც გახდა ასე -მამა ასე მშვიდად როგორ ხარ?დედა ცუდადაა. -არაფერი მოუვა შვილო.ამდენი წელია ასეა და აისევ ცოცხალია ხომ ზედავ. მამოს გულგრილობა ვერ აიტანა მეტრეველმა.კედელზე იყარა ბრაზი,მთელი ძალით დაარტყა მუშტი,ერთი დაიკვნესა,მერე კი პალატიდან გავარდა... რომ დარწმუნდა სოფო ქალა მშვიდად ეძინა ცოტაცანს ისევ დარჩა,მერე კი მანაც დატოვა პალატა.... ****% ვერადა ვერ მოისვენა.ან რა მოასვენებდა ისე რომ მეტრეველი არ ენახა? ექთნება და დაცვას მისი ადგილსამყოფელის დადგენა სთოვა და თვითომ მპრიგი პაციენტი გასინჯა.უკვე ასრულებდა რომ შეატყობინეს ეზოში ზის სკამზე და არაფრის დიდებით პალატაში არ ბრუნდებაო. ბინტი და სადეზინფექვიო ხსნარი აიღო და იქ წავიდა სადც ეგულებოდა.მარტო იჯდა.სკამის საზირგეს მიყრდნობოდა და ფეხები ოდნავ გაეშალა.თავი უკან გადაეგდო.თვალებით სადღაც უსასრულობაში იყურებოდა..მისი მისვლა არც გაიგია.ან გაიგო და რეაქცია არ ჰქონოა.სევდიანი ეჩვენა ბიჭი.ისე შეეეცოდა გული ჩაეწვა.მის ხელს დახედა რომელიც სკამის საზურგეზე ედო.მთლიანად გადსკდარი ჰქონდა კანი და არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა. +რატომ ცდილობა ყოველთვის საკუთარ თავს ავნო? -თქვენ ყველა პაციენტს ასე დასდევთ უკან ძიძასავით? -ყველას არა.მხოლოდ განსაკუთრებულს და მხოლოდ ერთს.მშვიდად უპასუხა გოგომ.ბიჭმა გაოცებულმა შეხედა. -ანუ მე განსაკუთრებული ვარ? -კი.საოცრად გიჟი,არამდგრადი.იმპულსური და ფეთქებადი.ემოციური ადამიანი ხარაგრამაგ ყველაფროა უკან ყველაზე გულჩვილი და თბილი ადამიანი იმალება -ასე კარგად ერკვევი ადამიანებში რომ ჩემი ამოცნობა შეძელი? -ადამიანი წიგნივითაა.გააჩნია როგორ გადაშლი მას,რა ადგილზე და საიდან წაიკითხავ.დამეთანხმები უინტერესო წიგნებიც არსებობს და უზომოდ საინტერესოც,მაგრამ ყველაზე უინტერესო წიგნშიც უნდა დაინახო საუეკთესო მონაკვეთი -და თუ ავტორმა არ შექმნა სწორი და კარგი? -ავტორი პასუხს ვერ აგებს იმაზე თუ ვინ როგორ გაიგებს მის თითოეულ წინადადებას.ყველა სხვადასხვანაირად აღიქვამს და მხოლოდ ერთეულები შეძლებენ მის სწორად დანახვას და ამოკითხვას. -ესეგი მეუბნებით რომ თქვენ მე ამომიკითხეთ? -მგონი..გაეცინა სოფოს და მის ხელს წაეტანა თავისი ნაზი თხელი თითებით.-ამას დავამუშავებ და შეგიხვევ,მერე ზემოთ წახვალ და მშობლებია გვერდით იქნები.ბრძანებასავით გამოუვიდა და ბიჭის ღიმილი გამოიწვი -ნუ გეცინება.დამიჯერე ადვილი არც მათთვისაა შექმნილი სიტუაცია.ამას მხოლოდ მაშინ მიხვდები როცა შენც მშობელი გახდები.ლაპარაკობდა გოგო და თან ჭრილობას ამუშავებდა.როცა მორჩა წამოდგა.ყველაფერი ხელში აიღო და წასასვლელად მოემზადა. -მე ჩემი საქმე დავასრულე,ხვალ უკვე გაგწერენ,ასე რომ ეცადეთ მშვიდად იყოთ და აქ აღარ მოხვდეთ.თორემ ყოველთვის მე არ დაგხვდებით... -მემშვიდობებით?ხვალ ვეღარ გნახავთ? -სამწუხაროდ ვერა,ხვალ ჩემი სმენა აღარაა,სახლში ვიქნები და შეიძლება ვეღარც გნახოთ,ასე რომ ახლა დაგემშვიდობები,წარმატებებს გისურვებთ ბატონო თორნიკე.თავს გაუფრთხილდით.კიდევ ერთხელ გაუღიმა და ნელი ნაბიჯებით გაეცალა იქაურობას. ****%*%%%%%% მაღაზიათა ქსელის სათაო ოფისის მთავარ კაბინეტში ორი მამაკაცი ერთმანეთის პირისპირ იჯდა და ხმის ამოღებას და საუბრის დაწყებას ვერც ერთი ბედავდა.მდუმარედ მისჩერებოდნენ მაგიდაზე დადებულ ტელეფონს და ალბათ მიღებულ იმფორმაციას აანალიზებდნენ. -მაინც საიდამ გამოჩნდა ეს ნაბი...ი?ან ვინაა?ან რა უნდა ჩვენგან რას გვერჩის? -წარმოდგენა არ მაქვს გიორგი,მაგრამ დიდი ზიანი კი მოგვაყენა.კარგა ხანს ალბათ ფეხზე დადგომა გაგვიჭირდება -ისე როგორ მოახერხა რომ ვერაფერი ვიეჭვეთ ზეზვა? -ჩემი ბრალია,ალბათ მე მოვადუნე ყურადღება.მაპატიე.თავი დმნაშავესავით ჩაღუნა და იატაკს დაწყო ყურება -შენ არაფერ შუაში ხარ.მარტო შენ ხო არ ხარ?მეც დამნაშავე ვარ.ეს შეიძლებოდა მეც დამმართნოდა.ახლა ამის დროა არაა,ახლა მთავარი ისაა რომ გამოსავალი მოვნახოთ. -იქნებ შუამავალი კომპანოა მოვნახოთ და მათგან შევიძინოთ პროდუქტები.. -ასეთი კომპანიიის პოვნა ძნელი იქნება.როგორ ფიქრობ რატომ არ გვყავს ამდენი ხანი კონკურენტი ბაზარზე?იმიტომ რომ ჩვენსავით ძლიერი საკუთარი მეურნეობა არავის აქვს.ამ ეტაპზე კი სრულიად გავნადგურდით,წელს მოსავლის გარეშე დავრჩით.თან ისე მოახერხა რომ დაზღვევაც არ გვინაზღაურებს ზარალს. -მეც ეგ მაცოფებს რომ ასე ღიად გამოგვიცხადა ომი.არ ერიდება არაფერს.იმდენს იზავს რომ ავდგები იარაღს ავიღებ და ტყვიას დავაჭედებ შუბლში.აფეთქდა ზეზვა და იარაღს წაეტანა -რას აკეთებ?ეგ გამოსავალი გგონია?მთიული კი ხარ და ფიცხი.მაგრამ ახლა მთავარი გონებაა და არა ძალის დემონსტრირება,ან ვინ მიგიშვებს იქამდე.სანამ მიხვალ მისი დამქაშები დაგაჭედებენ ტყვიას შუბლში... -ამის დედაც....სიბერეში თუ მტერი გაგვიჩნდებოდა რას წარმოვიდგენდი.ახლა ყველა საფრთხეშია.ბავშვებიც კიი,არ მინდა რომ მათ რამე გაიგონ.ბერდია ისეთი არანორმალურია რომ რამე სისულელეს ჩაიდენს. -მოდი იცი როგორ მოვიქცეთ.შენ გაემგზავრე,ნახე იქნებ რამე გადარჩეს.სიტუაცია შეაფასე,მე კი აქ დაცვის გაძზიერებაზე ვოზრუნებ ისე რომ ვერ შეამჩნიონ.მერე მეც ჩამოვალ - კარგი გიო.იყოს ასე.იქაურ ხალხსაც დაველაპარაკები.იქნებ რამე გამოვიდეს და მოსავალი ჩავიბაროთ.მართალია ხარჯი გაგვეზრდება,მაგრამ მაღაზიებიბარ უნდა გამოცარიელდეს.კლიენტებს დავკარგავთ. -ასე ვქნათ.ოღონდ ზეზვა სოფომ არ უნდა გაიგოს ეს და არც არავინ,ჯერ ჩვენ მოვაგვაროთ. -ამას რათ უნდა თხოვნა.ისედაც ვიცი რომ ასეა.მოკლედ ამ საღამოსვე წავალ,სესილიც მელოდება უკვე.მასაც ვნახავ. -რაო ბებერო მოგენატრა ცოლი?-გახუმრება სცადა გიომ -ბექაურის გადამკიდე კვირაში სამჯერ თუ ვნახულობ,ეგ და მაგის სასტუმრო მოკლედ.ამდენი წელია ასე ვცხოვრობთ ხან მე ვარ მასთან,ხან ის ჩამოდის. -ოქროს გოგოა სესო.გაუფრთხილდი ზეზვა,უნდა ჩააკითხო კი არა ხელიაგულზე უნდა ვატაროთ ძმაო ცოლები ჩვენ რომ გვიძლებენ და ჩვენს გადარეულ შვილებს...გიომ საბუთბი სეიფში ჩაალაგა და ერთად დატოვეს კაბინეტი.ერთი ყაზბეგის გზას დაადგა,მეორე სახლის.დაცვის უფროსა უნდა დალაპარაკებოდა და უსაფრთხოებაზე ეზრუნა. *******'' თითქოს ერთად იცის პრობლემებმა თავია მოყრა და ერთმანეთზე ჯაჭვივით გადაებმევა ხოლმე.საავდრო ღრუბლები კი უკვე შეკრებილიყო მათ თავზე და პრობლემების წვიმას იწყებდა.რამდენიმე წვეთი უკვე გადავარდნილიყო მათი ოჯახებისკენ..ჯერ ყაზბეგში დაიწყო და და ახლა უკვე ბექაჯრებისკენ მიიწევდა... მათკენ ჯერ მხოლოდ ელავდა.აი როდის დაიქუხებდა არავინ იცოდა... სახლში იჯდა.საკუთარ კაბინეტში.სანახევროდ ჩაბნელებულ ოთახში და ვიაკის ბოთლი ნახევრამდე დაეყვანა.ფიქრისგან თავი უსკდებოდა.მოულოდნელად დაატყდა თავს ეს პრობლემა და შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის პივნას ცდილობდა... -შვილო აქ ხარ?-კარი დაუკითხავად შემოაღო უფროსმა ბექაურმა. -აქ ვარ მამა აქ.შემოდი.რატომღაც ჩვეული ხმა არ ჰქონდა და მასში შეპარული შიში მაშინვე შეამჩნია მამამისმა.მის წინ ჩამოჯდა სკამზე და მეორე ჭიქა მიუჩოჩა. -დამისხი და მომიყევი რა მოხდა და აქ რატომ გამოიკეტე მთელი დღე ჩაბნელებულ ოთახში? რეზომ სანახევროდ შეავსო ჭიქები.ყინულიც არ დავიწყებია და გაეღიმ -არ ეშვები მაინც ხო? -ერთი ჭიქა კარგი სასმელი ჯანმრთელობაა.გაეღიმა კაცსაც-მიდი დაიწყე გისმენ. -შენ ყოველთვის ხვდები როდის უჭირს შენ შვილს. -გისმენ მომიყევი. -უმდა გითხრა ტორემ გავგიჟდები მამა.ვეღარ გავუძლებ ვიცი. მოხუცა ასეთი შვილი კარგა ხანია არ ენახა .კარგა ხანია კი არა მეორწდ ხედავდა.ერტხელ მაშინ ნახა როცა თამარი გარდაიცვალა. -ის დაბრუნდა...მხოლოდ ეს თქვა.ეს ორი სიტყვა და მასში გაერთიანებული ყველაფერი შიში იმისა რომ საყვარელ ადამიანებს ვერ დაიცავდნენ. -ამდენი წლის მერე?რა უნდა?რაღა მაინცდამაინც ახლა? -არ ვიცი.ეტყობა ამდენი ხანი მშვიდად იმიტომ იყო რომ შურისძიებას გეგმავდა.ვიცი რომ ისე არ იჯდება,რაღაცას მოიმოქმედებს,ისევ აირწვა ყველაფერი,იაევ დაიწყება სისზლიანი გარჩევები და დაპირიაპირება,მე კი აღარ მინდა იარაღი ავიღო ხელში.აღარც პატარა ბიჭი ვარ და არც მინდა. -მაგრამ ალბათ ამას ვერ გავექცევით.გთხოვ შვილო ყველაფერი გააკეთე რომ ტყვია არ გავარდეს.არ დაგავიწყდეს ახლა მარტო არ ვართ,ცოლ-შვილი გყავა.მეგობრები,მათი შვილები...მე ჩემს თავს ნაკლებად ვდარდობ. -არა მამა,არ დავუშვებ მაგას.ჯერ დაცვას გავაძლიერებ და აი მერე დათასტან დალაპარაკება რომ მომიწევს იმას როგორ გავაკონტროლებ არ ვიცი...ცხელ გულზე რისი გამკეთებელია კი იცი. -მაგას მე მოვაგვარებ,მე დაველაპარაკები... -ბებერი ლომი როგორც ყოველთვის ფორმაშია.გაეცინა რეზოს -შენი შვილი ჩემთვის საცოლეს ეძებს და შენ ბებერს მეძახი?გაიხუმრა კაცმა -რა სულელია.ნეტავ როდის დასერიოზულდება ეს ბიჭი.. -რატომ არ მიკვირს..მამამისის ასლია.. -ახლა ვხვდები და მხოლოს ახლა ვაფასებ შენს ამაგს მამა.სენს მოთმინებას და გამძლეობას...ახლა მესმია როგორ გვიძლებდი და რამდენს გვითმწნდი... -ხო მაგრამ შენი გონზე მოყვანა მაინც ვერ შევძელი სანამ სოფო არ გამოჩნდა,აი დემეტრეც რომ შეხვდება თავის ცხოვრების ქალს ნახავ ისიც შეიცვლება და სულ სხვანაირი გახდება.იმედი მისცა მამამ შვილს და წამოდგა. -წავალ მე ავისვენებ,შენ კი ბევრი არ დალიო და საქმეებს მიხედე.ვიცი ღირსეული მემკვიდრე ხარ და საჭირო გზას იპოვი... მამის გვერდში დგომა რეზოსთვის დიდი იმედი იყო.იცოდა რომ ის ყველაფერა გააკეთებდა ოჯახია დასაცავად და უმოქმედოდ არ იქნებოდა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.