შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შრამიანი (თავი 3)


7-08-2018, 18:06
ავტორი ქეთათო4
ნანახია 3 101

იმდენად დაღლილი ვარ ყველაფრით, არ მინდა თვალი გავახილო და ისევ ამ ბინძურ სამყაროს შევხედო, რომელიც დანაგვიანებულია ადამიანებით. იცოდით, რომ სიგარეტზე ტოქსიკური ადამიანები არიან? არა როგორ გეცოდინებოდათ, თქვენ ხომ ჩემნაირი ცხოვრება არ გაქვთ. 2 თვე გავატარე იქ სადაც ღორსაც არ გაუშვებენ ტალახში საგორაოდ. ხვდებით ეს რას ნიშნავს? არა ისევ ვერაფერს მიხვდებით და არც მინდა მიხვდეთ, ცხოცრება დიდი ნაგავია ხოდა ახლა ვცდილობ ეს ნაგავი გავწმინდო და სრულიად ჩვეულებრივი ნენე გავხდე.
ალბათ კითხვები შეგაწუხებთ, რას ნიშნავს ჩვეულებრივი ნენე? ხო აი ეს უფრო კარგია, თუ კითხვა დაგებადათ. ცხოვრებაში ბევრი რამის გადატანა მომიწია, მქონდა ბედნიერი დღეები ცხრამეტ წლამდე, მერე ბედნიერ დღეებს უბედური დღეებიც გამოერია რაც ოცდაორ წლამდე გაგრძელდა და ახლა უკვე სრულმა უბედურებამ მოიცვა ჩემი ცხოვრებაც და არსებაც.
ძლიერი გოგოს იმიჯი მოვირგე და ვცდილობდი ყველა დარტყმა მომეგერიებინა, მაგრამ იმიჯი არა მე ძალიან ძლიერი ვარ ამდენს გაუძლო ასეთ პირობებში მეხუმრებით? და საერთოდ რატომ ვწერ ამ ძველმან დღიურში ამ სისულელეებს? ღმერთო როგორ დავიღალე!
წერა დაასრულა და შავად შეღებილ კედელს მიაშტერდა, იმდენი კითხვა უტრიალებდა უცნობის მიმართ მაგრამ თავს იკავებდა და მოვლენებს წინ არ უსწრებდა.
გარეთ წვიმდა, ისეთი წვიმა იყო გასვიანს, რომ უყვარდა ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი პატარა ბავშვივით აქეთ-იქით იქნევდა ფეხებს და სასიამუვნო ღიმილი აეკრა სახეზე.
კარის ხმამ ბავშვობიდან ისევ უკან დააბრუნა და უკმაყოფილოდ ამოსწია ფეხები.
-Νεν! მისმა ბერძნულმა ვერ მოახდინა შთაბეჭდილება ნენეზე მას ქართულად საუბარი სჭირდებოდა.
-არა მასე ნუ მომმართავ გესმის? ჯანდაბა მესაუბრე ქართულად გასაგებია?
-Νεν! ისევ ჯიუტად იმეორებდა ბერძნულად ნენეს სახელს და დაჟინებით უცქერდა ქალის მწვანეებს.
-შენ ვინ ხარ? მითხარი ვინ, რომ ასე იქცევი? რა გინდა ჩემგან? მესაუბრე ქართულად ჯანდაბას შენი თავი გესმის? ახლა არ იცი ქართული ხომ? შენი დედაც! გაეთრიე აქედან ახლავე, თვალით არ დამენახო ვინ მიგდიხარ აქ, რომ შემოდიხარ? შენი დედაც უცნობო ნაბი*ვარო დაახ*იე ჩემი ოთახიდან! წყობილებიდან გამოსული ყვრიოდა გასვიანი .
-ბერო! მხოლოდ ეს ოთხი ბგერა გაისროლა ნენესთვის მერე კი დინჯი ნაბიჯით დატოვა ოთახი.
კედელს მიშტერებოდა და ხარშავდა ყველაფერს.
-არა შენ არა! შენ ვერ იქნები! წამოიკივლა და ჩაიკეცა.
----
6 წლის უკან.
-და თუ მე წავალ მაშინ რას იზამ? ჩურჩულებდა ქალი და მამაკაცის განიერ მხრებს ბოლომდე იყო ჩაფრენილი
-კარგი რა! მაშინვე შეჭმუხნა წარბები და ერთი თავით დაბალ სხეულს შუბლზე მიაკრო ტუჩები
-მითხარი ბერო უნდა გავიგო რას იზამ!
-არასდროს გაპატიებ შენ თუ წახვალ. მშრალად საუბრობდა ბერო და ანთებულ სიგარეტს ხელში ათამაშებდა.
-შენ არ ხარ ნორმალური! მე გეკითხები დედამ, რომ გამიშვას ამერიკაში სასწავლებლა რას იზამთქო?
-არ გამოგყვები!
-ღმერთო ბერო შენ მე აღარ გიყვარვარ ის ქაჯი შეგიყვარდა?
-ეკატერინე ხმას დაუწიე!
-ის როგორ შეგიყვარდა ბერო? ღმერთო ის რატომ?
-მსგავსი *ლეობა, რომ არასდროს გითქვამს ახლა მაგიტომ გპატიობ და სახლში გაცილებ თორე მშვენივრად იცი რა ემართებათ ისტერიჩკებს. მომაბეზრებლად აატრიალა თვალები და გვერდით მყოფს ხელი მოხვია,
ერთად მიუყვებოდნენ ფილებით მოპირკეთებულ ქუჩას და არც კი საუბრობდნენ. ორივეს გონებაში ერთი ქალი ნენე გასვიანი ტრიალებდა.
და ამ დროს სად იყო ნენე?
სახლში და უბრალოდ შემდეგ გეგმას სახავდა, როგორ გაემწარებინა ბერო ნოძაზე.
---
-ამიხსენი რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-Μιλάτε σε μια γλώσσα που προκαλεί σύγχυση! ირონიას არ აკლებდა მამაკაცი.
-ახლა ვსაუბრობ გაუგებარ ენაზე? მოგწონს ასე, რომ ვართ ახლა? რა გინდა ჩემგან?
-ნენე რა ისტერიკებიანი გახდი!
-წადი ჩემი ცხოვრებიდან
-ცუდი ნენე! არადა როგორ მეხვეწებოდი არ დამტოვო არასდროსო!
-ის დღეები დაივიწყე გასაგებია?
-დავივიწყო? ამის დედაც ნენე გასვიანო როგორ დავივიწყო? როგორ დავივიწყო ის რაც მაცოცხლებდა და ბოლოს იქ, რომ დაგინახე იცი რა დამემართა?
-მე შენ არასდროს...
-მაგის თქმა არ გაბედო გესმის? მკლავში ჩააფრინდა ნოზაძე.
-ის ომი მე მოვიგე ბატონო ბერო, შენ კი როგორც ყოველთვის დამარცხდი! ღიმილით ჩამოართვა მისი მკლავი და წელში გაშლილმა დატოვა ოთახი.
გარდამავალი წამი დადგა ნენე გასვიანის ცხოვრებაში.
სარკის წინ იდგა და ყველაფერს იხსენებდა, ყველა ღიმილს რომლის მიზეზიც ბერო იყო.
ახლა კი იმედგაცრუებას გრძნობდა, ცხოვრებამ კიდევ ერთხელ გაუცრუა იმედები.
ღირდა ცხოვრება?
რისთვის ეცოცხლა ნენე გასვიანს?
----
-თამაზ იპოვნის?
-იპოვნის გივი და ჩამოიყვანს
-ძალიან კარგი სულ მალე გასვიანების ქონება ჩვენი გახდება.
-მისი ერთადერყი მემკვიდრე კი მამამის მიუწვება გვერდით! გადაიხარხარა კაცმა და მაგიდაზე მდგარი ვისკის ჭიქა გამოცალა.

საბერძნეთში შემოდგომა დამდგარიყო. ცოტა აცივდა... ხეზე ალაგ-ალაგ შერჩენილი ფერადი ფოთლები ბალახზე იშლებოდნენ და ხალიჩის ქსოვას იწყებდნენ.
მიაბიჯებდა ფერად ფოთლებში და არაფერი აინტერესებდა.
ცხოვრება სწყუროდა მაგრამ საიდან დაეწყო ვერ ხვდებოდა. მობილურის ხმამ მოიყვანა აზრზე და მაშინვე დააჭირა მწვანე ღილაკს დაროს სახელი, რომ წაიკითხა
-გისმენ დარო
-ნენე შეგიძლია ხვალვე დაიწყო სამსახური.
სასიხარულო ამბავმა ორმაგად შემატა ძალა გაეგრძეებინა ცხოვრება, როგორც ღირსეულ ადამიანს შეეფერებოდა!
----
პატარაა ვიცი და ახლართულიც. ყოველთვის როცა მოთხრობის წერას ვიწყებ რიგით მესამე თავი ძალიან "რაღაცნაირი" გამომდის. თუ მოსწონს ხალხს მერე მიადვილდება ვწერო და კარგი გამოდის თუ არადა ის მოთხრობა "ფლავდება".
არ ვიცი მოგეწონებათ თუ არა ეს თავი მაგრამ ვიმედოვნებ გამიგებთ!
მე არ ვარ პროფესიონალი მწერალი.
არ ვიცი შემიფასეთ!



№1  offline წევრი ნენეე

ღმერთო რა კარგი გოგო ხარ❤
რამდენი ველოდე ნეტა იცოდე.. ქეთო დამშვიდდი და წინასწარ ნუ გაიხეთქავ გულს არიან ადამიანები ვისაც მოსწონთ შენი მოთხრობა. (მაგ:მე)
ჩემი ბერო როგორ ველოდებოდი ამ კაცის გამოჩენას და მერე როგორ ველოდები ჩვენი სვანუკის გამოჩენას, ორივე, რკმ ვგიჟდებით აი იმაზე ვამბობ❤
წაკითხული მაქვს მაგრამ დამიჯერე კიდევ ერთხელ ძალიან დიდი სიამუვნებით ვკითხულობ????
ხოო რაც შეეხება ნენიტოს როგორ მახარებთ თქვენ ორნი იცი? ნენე ძალინმგავს და მადლობა ამისთვის შენ!
მიყვარხარ ნენეს მაგივრადაც❤
ჩემი არსობისა ქეთო????
--------------------
ნენე გასვიანი

 


№2 სტუმარი სტუმარი თაია

ღმერთო ეს რა არის ქეთევან?
თავიდან კიყხვა, რომ დავიწყე მეგონა რაღაცნაირი იყო. ხოო ზუსტად ისეთი რაღაცნაირი შენ, რომ გგონია მაგრამ ეს თავი? რა შოკია ხვდები? რა კარგი გოგო ხარ ნეტავ იცოდე!
ბევრი ქება გამოგდის ხო? იცოდე თავში არ აგივარდეს დორბლი იცის :დ მაგრამ აი თურმე რა გოგოს მალავს კახეთის ერთ-ერთი მაგარი სოფელი! რომ გავიგე ქეთი თან ჯავახიშვილიო არ დამეჯერა მართლა ოღონდ იმიტომ კი არა, რომ შენ არ შეგიძლია მსგავსი რამ კარგად იცი, რომ სკოლის კედლებზე შენი დაწერილი ჩანახატები ფოტოებთან ერთად დღესაცაა შემორჩენილო მაგრამ ვერ ვიფიქრებდი ჩემი ძვირფასი მოსწავლე ასეთი თუ იყო.
იცი ხო რა შენიშვნებკც მაქვს ბევრი შეცდომაა.
გრამატკული, მორფოლოგიური.ლიტერატურული და უჰჰ...
მაგრამ შენ ხარ სუპერ გოგონა❤
გაფასებ ჩემო ქეთევანო და მენატრები❤

ძალიან კარგია შემდეგს როდის დადებ?❤

 


№3  offline წევრი ქეთათო4

სტუმარი თაია
ღმერთო ეს რა არის ქეთევან?
თავიდან კიყხვა, რომ დავიწყე მეგონა რაღაცნაირი იყო. ხოო ზუსტად ისეთი რაღაცნაირი შენ, რომ გგონია მაგრამ ეს თავი? რა შოკია ხვდები? რა კარგი გოგო ხარ ნეტავ იცოდე!
ბევრი ქება გამოგდის ხო? იცოდე თავში არ აგივარდეს დორბლი იცის :დ მაგრამ აი თურმე რა გოგოს მალავს კახეთის ერთ-ერთი მაგარი სოფელი! რომ გავიგე ქეთი თან ჯავახიშვილიო არ დამეჯერა მართლა ოღონდ იმიტომ კი არა, რომ შენ არ შეგიძლია მსგავსი რამ კარგად იცი, რომ სკოლის კედლებზე შენი დაწერილი ჩანახატები ფოტოებთან ერთად დღესაცაა შემორჩენილო მაგრამ ვერ ვიფიქრებდი ჩემი ძვირფასი მოსწავლე ასეთი თუ იყო.
იცი ხო რა შენიშვნებკც მაქვს ბევრი შეცდომაა.
გრამატკული, მორფოლოგიური.ლიტერატურული და უჰჰ...
მაგრამ შენ ხარ სუპერ გოგონა❤
გაფასებ ჩემო ქეთევანო და მენატრები❤

ძალიან კარგია შემდეგს როდის დადებ?❤

ნეტავ იცოდეთ ახლა როგორ გამახარეთ! უღრმესი მადლობა

 


№4 სტუმარი Tiko

Dzalian momwons es istoria, erti amosuntqvit vkitxulob xolme. Kargi gogo xar????????????

 


№5 სტუმარი სტუმარი ნინა

როგორი ტკბილი თავია????
ინტრიგას, რომ იტევს და სასწაულად გითრევს.

 


№6 სტუმარი anni sweetiko

ჯერჯერობით ვერაფერი გავიგე, წინა 2 თავი უფრო მესაინტერესოვა.
ისე წინა კომენტარები წავიკითხე და ძალიან ავითხარე.
არაფრით შეცვალო სათაური.
რა უბედურებაა სათაურის გამო რა ამბები ატეხა სასტავმა:/ ცოტა გარეკილი აქვს სექტას.
ნენე კარგი გოგოა, წაკითხული მაქვს მისი მოთხრობები, მაგრამ ტოჟე მნე დოსტოევსკი რა.
ადრე კიდე სახელზე, რომ მოაწყვეს მიტინგები ნენე რატო დაარქვიო ან ეილინიო თუ რაღაც?!
სიცილად არ მყოფნის რა.
მესმის პლაგიატზე გამოხტე და დაწერო რამე, ან ავტორის მითითება მოითხოვო მაგრამ ასეთი არაადეკვატური გამოსვლების გამო ბოდიშები არ უნდა იხადო.

 


№7  offline წევრი ქეთათო4

anni sweetiko
ჯერჯერობით ვერაფერი გავიგე, წინა 2 თავი უფრო მესაინტერესოვა.
ისე წინა კომენტარები წავიკითხე და ძალიან ავითხარე.
არაფრით შეცვალო სათაური.
რა უბედურებაა სათაურის გამო რა ამბები ატეხა სასტავმა:/ ცოტა გარეკილი აქვს სექტას.
ნენე კარგი გოგოა, წაკითხული მაქვს მისი მოთხრობები, მაგრამ ტოჟე მნე დოსტოევსკი რა.
ადრე კიდე სახელზე, რომ მოაწყვეს მიტინგები ნენე რატო დაარქვიო ან ეილინიო თუ რაღაც?!
სიცილად არ მყოფნის რა.
მესმის პლაგიატზე გამოხტე და დაწერო რამე, ან ავტორის მითითება მოითხოვო მაგრამ ასეთი არაადეკვატური გამოსვლების გამო ბოდიშები არ უნდა იხადო.

მადლობა შენ დამიჯერე ისევ საინტერესოდ მოგეჩვენება❤

 


№8 სტუმარი სტუმარი lia

kargad wer momewona motxroba.ar gaherde gaagrzele wea.dabadebidan mwelad ar ibadebian,mere kalibdebian.sheizen gamocdilebas da uketesad dawer. gisurveb warmatebas.❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent