ქარაფი (სრულად)
უჩვეულოდ აღელვებულიყო იმ დღეს ზღვა.. აზვირთებული ტალღები ზართქით ეხეთქებოდა კენჭებით დაფარულ სანაპიროს.. დამსვენებლები შიშით შესცქეროდნენ გააფთრებული მხეცივით აღრიალებულ ზღვას.. თაკარა მზის შემდეგ თავს დამტყდარი შტორმი ავს მოასწავებდა.. ამას გრძნობდა ყველა და, მეხის გავარდნას ელოდნენ.. აქეთ-იქით უმიზნოდ დააცეცებდნენ თვალებს და,ვიღაცას,ან რაღაცას ჩასაფრებულები ელოდნენ.. თუმცა,ჯებირებს გადმომცდარმა ზღვამ მალევე დაშალა ცნობისმოყვარენი. მხოლოდ ის,ვინც გულით გრძნობდა ტრაგედიას,ადგილმოუცვლელად იდგა და,მზერა ქარაფზე შეეყინა.. წამებს, წუთებს, საათებს გულში ითვლიდა... აქაფებული ტალღები კი კლდეს მძლავრად,დაუღალავად ეხეთქებოდა და, ბუბუნით ითხოვდა მსხვერპლს.. -გადაიფიქრე,გთხოვ!-ზღვას ნაღვლიანად გახედა,თუმცა,გაგრძელება აღარდასცალდა, თვალმა კლდეზე ფორთხით ამავალი სუსტი სხეული აღიქვა.. გაქვავდა! სიკვდილჩაფიქრებული სუსტი მტევნებით ეჭიდებოდა წვეტიან ქვებს და,მწვერვალისკენ მიისწრაფვოდა. გული გამალებით აუძგერდა.. სული აეშალა.. მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და, კლდის დასაწყისში ქვას მძლავრად მოეჭიდა.. ფეხდაფეხ მიყვა.. გზადაგზა ეძახდა,თუმცა,წინმიმავალს მხოლოდ სიკვდილის მიმზიდველი მელოდია ჩაესმოდა.. თითქოს ,ზღვამაც იგრძნო მსხვერპლის სიახლოვე, გააფთრებული შეეხეთქა ღრიოკს და, ჯერ კიდევ ვაკედ მყოფი მამაკაცი თავითფეხებამდე დაასველა.. შეამცივნა, მოზრდილ თმაზე ხელები გადაიტარა და, გზა განაგრძო.. მკაფიოდ ხედავდა მოკანკალე სხეულს,თუმცა,ვერ ეწეოდა.. საკუთარ თავზე გაბრაზებულმა მაგრად დაჰკრა მიწას ფეხი.. -დამეხმარე,უფალო!-სიმწრით გამოსცრა და, ღრიალით მოეჭიდა კლდეს.. ძლივს აზიდა სხეული სიმაღლეზე.. ხელები სულ დაეკაწრა,ქალის დანატოვარ სისხლის ნაკვალებებს მისას უერთებდა.. კლდეც იღებდა მის საფასურს.. მშიერი მხეცივით იწოვდა ქვაზე დაწვეთებულ სისხლს და, გულს იხარებდა.. მამაკაცს კი,დროდადრო,იმედი უკვდებოდა.. ხმაჩახლეჩილმა კიდევ ერთხელ სცადა მისთვის მიეწვდინა ხმა,მაგრამ, ყელიდან ერთი ბგერაც კი ვერ ამოუშვა.. შეეეშინდა.. წამით შეჩერდა,თუმცა, თავს ძალა დაატანა და, მისკენ კიდევ რამოდენიმე ნაბიჯით წაიწია.. -შეჩერდი,გთხოვ!-ხავილით გასძახა ზღვისფერკაბიანს.. მისდაგასაკვირად,გოგონას სუსტმა კიდურებმა მოძრაობა შეწყვიტეს და, მისკენ შემობრუნდნენ.. გაოცდა.. შიშისა და,ტკივილის განცდებმა სხეული მოუდუნა და, მოწყვეტილი კიდურებით, მისგან რამოდენიმე ნაბიჯში ჩაიჩოქა.. უკვე ქარაფის წვერზე ასულიყვნენ.. ცას გამოჰკიდებოდა ორი უსუსური სხეული.. ელდამ გაუარა,თუმცა,გონებიდან არ შორდებოდა ფიქრი,რომ,ის და სიკვდილი, ერთ ენაზე ალაპარაკდნენ.. გააკანკალა.. გოგოს თვალებს მზერაც კი ვერ მოაშორა.. ჩაიკარგა.. სიკვდილის მორევში უგზოუკვლოდ გაიფანტა.. თითქოს, დასტებად დაწყობილ მოგონებებს ხედავდაო, კადრებად გაურბინა მისმა განვლილმა დღეებმა.. დადუმდა.. სხვა თვალით ისეთი უინტერესო, უმიზნო, უცოდვილო, უკვალო ეჩვენა ბილიკები,რომ გული გაუჩერდა.. ასეთი უბადრუკი მისი არსებობა,ვერასდროს წარმოედგინა.. გული დასწყდა.. ვერ ეთმობოდა თუნდაც თვალახელილზე,მისი ცხოვრება.. მაგრამ,არცის უნდოდა, ზედმეტად ეგრძნო დღეის იქით თავი.. -ნუ მიშვები ამას,გთხოვ!-დაღლილი ხმით ამოილაპარაკა და, სიკვდილჩამდგარ თვალებს მზერა აარიდა. თუმცა,დაბურული ხედვა ვეღარ აღიდგინა.. მიჩუმდა.. ტალღების ამღერებულ ხმას ყური მიუგდო.. არსაიდან მოსულმა ჰარმონიულმა მელოდიამ სხეული ძალით დაუმუხტა.. წამოდგა, ეერთ ადგილზე დალურსმულ გოგონას დაუპირისპირდა და, სევდიანად გაუღიმა.. გაცრეცილ ნაკვთებზე ცრემლების მკრთალი კვალი სჩანდა.. მოცახცახე ტუჩები გაფითრებოდა.. ღაწვები ჩამოდნოდა.. სიკვდილს ღრმად დაევლო მისთვის ხელი.. თვალებშიც მხოლოდ უფსკრული სჩანდა.. არა სიმწანე.. არა სიცისფრე.. არა ფერადი.. მხოლოდ უკიდეგანო, უფსკერო, უკაცური ქარაფი.. ზღვისფერი კაბის ფრიალი მელოდიას ტკბილად შეერწყა.. ხელი ფრხილად ჩაჰკიდა სუსტ მტევანს.. ორი ნაბიჯით წინ წაიწია და, კლდის თავს, წამოწვეტებულ ნანგრევზე წამიერად შეჩერდნენ.. -რა ლამაზია,სიკვდილი!-მოქაფქაფე,ადრტვინებულ ტანღებს გადაჰხედა და,უკანასკნელი ნაბიჯი ზღვისფერკაბიანთან ერთად გადადგა.. ____ მეორე დილით, გუნდად შეკრებილი ადამიანები, გაოცებულები გადაჰყურებდნენ საოცრად მშვიდ ზღვას.. მსხვერპლ მიღებული ტალღები მშვიდად დალივლივებდნენ ათასფერ კენჭებზე და, ბრილიანტივით იწონებდა მაყურებელთან თავს.. ქარაფიც,საკვირველად,აღარ გამოიყირებოდა შემაძრწუნებლად.. თითქოს, ხრიოკს სიცოცხლე დასტყობოდა.. ხავსებით მოვსებულიყო კლდის წვერი.. ცაც,მზის სხივებს უკითხავად გაეპოთ.. წამით შეჩერდნენ მაყურებლები, მერეკი, აღტკინებულებმა შეცურეს მოკამკამე სიცისფრეში.. ფსკერზე კი,უსულოდ დასვენებულიყვნენ სიკვდილჩაფიქრებულების ჯარი.. _____ დღეს,როცა სანაიროზე,აღელვებულ ტალღებს ვუყურებდი,მხოლოდ ეს წარმომედგინა... ვფიქრობდი და,ის დავწერე, რაც, იქ ყოფნისას, თვალებიდან და,ფიქრებიდან არ ამომდიოდა.. იმედია,სწორად მიხვდებით და,მგეწონებათ.. თქვენი:ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.