შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოუშორებელი ჭირი (სრულად)


8-08-2018, 01:15
ავტორი _scorpion_
ნანახია 21 826

ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ მედო საიტზე და წავაშლევინე რაღაცა უზუსტობების გამო, ამიტომ პლაგიატი არავის ვეგონო. გამიხარდება გუ წაიკითხავთ და შენიშვებზე დეტალურად გამომახვილებთ ყურადღებას, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.

მეტროში რელსების ბაგაბუგისა და აქა-იქიდან გოგო-ბიჭების ზუზუნის გარდა ყურებში არაფერი ჩამესმის, გრძელ, გადაცრეცილ რკინას ჩავჭიდებივარ რომელსაც დასტყობია სიძველის და ყურადღებიანი "მთავრობის" ხელი. ჩემი მზერა კი მხოლოდ
ჩემს წინ მდგომი ბიჭისკენ არის მიმართული, რომლისკენაც დრო და დრო ვაპარებ თვალებს რომ ჩემმა დაჟინებულმა მზერამ არ შეაწუხოს, მაგრამ ამის არანაირი საშიშროება არ არსებობდა ვინაიდან უკვე თხუთმეტი წუთია კარს მიყრდნობია რომელსაც წითელი ნაბეჭდი წარწერით აწერია,"ნუ მიეყრდნობით", უფროსწორად ნახევრად აწერია, რაც ჩვენი ქართველი მემამულეების დამსახურებაა, რომლებიც სოციალურ ქსელში თავგამოდებულ პატრიოტიზმს და საკუთარი სამშობლოსადმი სიყვარულს ასე ამტკიცებდნენ, ამ ყველაფრის სიმყარეში კი სკამებზე რომლებზეც ჩვენი წარსულს "მივტირი" მოხუცები სხედან, ქვეშ დაყრილი გაზიანი სასმელების არსებობა მიმტკიცეს. ბიჭი კი, რომლითაც დავინტერესდი ყურებში ყურსასმენები მოურგია და წინ ჰორიზონტისთვის გაეშტერებინა თვალი, თითქოს იმ სიცარიელეში მისთვის საყვარელი ადამიანი დაენახა, რომელსაც დაჟინებულ მზერას არ აშორებდა, ან შეიძლება ეს ჩემი წარმოსახვითი უნარია და უბრალოდ სასიამოვნო მუსიკას გაერინდა ასე.
"ნუთუ ის არის? " მისი პირველად შემჩნევის თანავე გამიჩნდა ეს კითხვა,
ვიზუალური აღწერლობით თუ ვიმსჯელებ გავს.
მაღალი არის? არის,
ნიკაპამდე მოშვებული თმა აქვს? აქვს, რომელიც იმაზე მეტად უხდება ვიდრე წარმოვიდგენდი.
ცხვირი? ოდნავ დაბერილი.
ზუსტად ისეთი როგორიც ამიღწერა.
მაგრამ,
იქნებ უბრალოდ გავს მას და ეს აღწერილობაც დაემთხვა. ბოლოს და ბოლოს ხომ ყველას გვყავს ორეული რომლებიც რაღაც ნაკვთებით მართლაც ჰგავს ჩვენს თავს, ან იქნებ მასზე ფიქრში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მანიასავით შეპყრობილმა უკვე გაგიჟება დავიწყე.
"ხო მარია მიდი ეხლა და ყველა იმედი გადაიწურე", უკმაყოფილოდ გამექცა ტუჩი გვერდზე. რატომ ვიცი ყოველთვის ასე? უბრალოდ ხომ სჯობს ვიმოქმედო, ვიდრე რაღაცა ვარაუდები ვისროლო უმისამართოდ იმ იმედით რომ რომელიმე მაინც მოხვდება მიზანში?!
"მივიდე?" საკუთარ ფიქრებზე სხვებისგან შეუმჩნევლად მეცინება და თავს დაბლა ვხრი.
"როგორ დავიწყო გაცნობა? გამარჯობა ლამასო?" ბაგეები უფრო მიფართოვდება და თავ დახრილი მზერას ისევ მისკენ ვაპარებ. ის ისევ იმავე პოზაში დგას და განძრევას არც კი ცდილობს.
ფერ დაკარგულ რკინას ხელს ვუშვებ და სანამ საკუთარი ექო ისევ უკან დახევას მაიძულებს, საპირისპირო მხარეს მდგომს სამ ნაბიჯში ვუახლოვდები. მის წინ ვდგები, ვუღიმი,მარჯვენა ხელს მაღლა ვწევ და გაშლილ თითებს რამდენჯერმე ერთმანეთზე ვამათმეშებ მისალმების ნიშნად.
მას ჰორიზონტიდან მზერა ჩემზე გადმოაქვს, ყურსასმენებს იხსნის და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით მიყურებს. ვხვდები არაფრის თქმას არ აპირებს,
მეტროში ყურისწამღები ხმაურის გამო მასთან ახლოს მიწევა მიწევს რომ ჩემი სიტყვები გავაგონო, სამწუხაროდ ის ადგილიდან ისევ არ იძვრის, იმავე პოზაში დგას და ვინაიდან და რადგანაც მაღალია ყველაფერთან ერთად თითის წვერებზე აწევაც მიწევს.
მასთან სიახლოვე სასიამოვნო ემოციას იწვევს ჩემში, ყოველთვის წარმოვიდგენდი როგორი სურნელი ექნებოდა მის სხეულს, რომელსაც მარტო მისი ერქმეოდა. დავიჯერო ეს სურვილი ამიხდა? თუ ასეა ერთ წლიანი ლოდინის შემდეგ ნამდვილად ღირდა. სიტყვების წარმოსათქმელად ბაგეებს ერთმნეთს ვაშორებ
-მარტო ხარ?-ვეკითხები და ოდნავ უკან ვიხევ. გამომეტყველება უცვლელი რჩება, მაგრამ წინ სვლა არის... ადგილიდან იძვრის, თავს კი გვერდზე აგდებს
- ამდენი ხანია შორიდან მაკვირდები და დავიჯერო ვერ შეამჩნიე რომ გარშემო არავინ მახლავს?-გაკვირვებული წარბებს მაღლა ვწევ და ვცდილობ დაბნეულობა გავფანტო. შევუმჩნევივარ მაგრამ ვერ ვხვდები როგორ? მას ხომ ჩემსკენ არც კი გამოუხედავს.
ისევ თითის წვერებზე მიწევს აწევა
-მე სხვა მარტოობაზე გეკითხები- ვეუბნები, ადგილს ვუბრუნდები და არის... ბიჭს ოდნავ ეღიმება, წამიერად მიყურებს და თავს გაკვრით, უარყოფის ნიშნად მიქნევს
-არა, მარტო არ ვარ-ტუჩებს გაწბილებული ვატრიალებ და ისევ იმავე მოძრაობით მასთან მიახლოვებას ვცდილობ
-რომ დაგინახე ვიფიქრე ეს არსევა ხელიდან გასაშვები არ არის თქო, მაგრამ... როგორც ჩანს დღეს არ მიმართლებს- ადგილს ვუბრუნდები. გამომეტყველება ისევ არაფრის მთქმელი გახდომია.
ვხვდები რომ არაფრის თქმას არ აპირებს, ამიტომ ისევ ვაგრძელებ საუბარს
-მაპატიე,არვიცი ბიჭები გოგონების დაკერვის რა მეთოდებს მიმართავთ, ამიტომ ძაან ნუ გამაკრიტიკებ- იმედიანად ვუღიმი და ისევ მის უემოციო სახეს ვუყურებ, ისევ არაფერს ამბობს, მხოლოდ მიყურებს, თითქოს ყოველდღე მიდიოდეს მასთან გოგო და გაცნობას არააქმვეუნიური მეთოდებით ცდილობდეს.
-ის მაინც მითხარი რომ პირველი ჯერისთვის არაუშს-ვუთხარი და იმედიანად შევხედე თვალებში, მაგრამ მოულოდნელად გარშემო დაპროგრამებული, უჩინარი ქალის ხმა გაისმა
-"აღმაშენებელი"- წამით ისევ შემომხედა, შემდეგ ჩემსკენ დაიხარა და ყურთან ჩამჩურჩულა
-სხვა გასართობი მოძებნე გოგონა- თქვა და მეტროდან გავიდა.
ბაგეები ოდნავ გამეპო და უკან მოუხედავად მიმავალ ბიჭს გავაყოლე თვალი
-რა ლამაზი ხმა აქვს-დავიჩურჩულე ჩუმათ და სანამ მეტროს კარი დაიკეტებოდა აზრზე მოსვლა მოვახერხე და სასწრაფოდ გავძვერი კარში.

***
"ერთი წლის წინ
ოთხშაბათი - 00:04
-მულთფილმები გიყვარს?-ვწერ პირველი და მის პროფილზე ნანახი მულთფილმის გმირის "სქვითვორდის" სქრინს ვუგზანი
-კი მიყვარს, შენ?- მომდის პასუხად და კმაყოფილს მეღიმება.
-ძალიან, საყვარელი მულთფილმი?-საუბრის გაგრძელება უინტერესოდ დავიწყე
-სპანჯბობი, შენი?
-ტომი და ჯერი
-ეგ მულთფილმიც მიყვარს
-მახსოვს ამ მულთფილმის საყურებლად ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი-ვწერ და ვიცინი, ბავშობის სასიამოვნო მომენტის გახსენებისას.
-რამდენი წლის ხარ?
-ცხრამეტის, შენ?
- მეც ცხრამეტის
- ერთი ასაკის ვყოფილვართ
-ნამდვილად... ანამარია? ანა დაგიძახო თუ მარია?
-უბრალოდ მარია-მის facebook სახელს კიდევ ერთხელ ვავლებ მზერას- შენ კი ილოო?
-უბრალოდ ილია-მწერს და თან სიცილის სმაილებს აყოლებს
-კარგი ილია, მშობლები გყავს?
-კი მყავს, მაგრამ მარტო ვცხოვრობ
-სწავლობ და მარტო გიწევს ცხოვრება?
-კი, მაგრამ მიზეზი ეგ არ არის
- პირადულია?
-პირადულია, მაგრამ გასაკვირი და დასამალი არ არის. უბრალოდ ჩემს მშობლებს ვერ ვეწყობი, მამა ცალკეა, დედა ცალკე თავიანთი პრობლემებით. ამ ყველაფრის გამო კი მე გვერდძე ვრჩები.
-გასაგებია- მებრალება-მაგრამ იქნებ მათ შენი გვერდში დგომა სჭირდებათ?
- დამიჯერე არ სჭირდებათ, ბევრჯელ ვცადე რამე მერჩია, ჩემი სიტყვა მნიშვნელოვანი რომ ყოფილიყო, ურთიერთობას ცოტა მაინც შეამსუბუქებდნენ.
- იქნებ ეცადნენ და არ გამოუვიდათ?
- სისულელეა, სხვა თუ არაფერი ხომ შეიძლება ჩხუბის სცენის დროს მაინც მომრიდებოდნენ.
- გასაგებია-მივწერე და მივხვდი რომ მართალი იყო. ოჯახის ჩხუბი, ბავშვს არასდროს უნდა აყურებინო.
-შენ გყავს მშობლები?
-არ ვიცი
-ანუ?
-ანუ როგორც კი დავიბადე მიმატოვეს
-იქნებ მიზეზი ქონდათ?
-მიზეზი? დამცინი ხო?
-არა უბრალოდ იქნებ იძულებულები გახდნენ?
-ცხრა თვე მუცლით მატარა, ჩაეთვალა რაც მთავარია-სიმწრისგან მეცინება.
- რომ არ სდომოდი ხომ არც გაგაჩენდნენ?
- უაზროდ რომ ამართლებ მათ ხვდები?
- როგორც შენ ამართლებდი წეღან ჩემ მშობლებს!"
ასე დაიწყო ჩვენი პირველი დიალოგი, უფროსწორად "ჩათაობა", რომლის ინიციატორიც რათქმაუნდა მე ვიყავი.

* * *
"ალტჰაუსში" ვზივარ და ველოდები როდის შემოაღებს კარს. დრო და დრო ჩემს მეორედ შეკვეთილ ყავას დავცქერი და მოუთმენლად ველოდები მის დანახვას.
"იქნებ გადაიფიქრეს და ტყუილად ვზივარ აქ". უიმედოდ გავიფიქრე და ბოლო ყლუპი მოვსვი, ის ისაა ადგმოას ვაპირებდი რომ კარში დავინახე როგორ შემოვიდა თავის ორ მეგობართან ერთად.
კმაყოფილს გამეღიმა და გული ამიჩქარდა ისე თითქოს პირველ პაემანზე ვიყავი. ისინი გვერდით მხარეს მდგომი მაგიდისკენ ჩამოსხდნენ და შეკვეთის ბრძანება გასცეს.
ერთი ფინჯანი ყავა ისევ შევუკვეთე და ადგილზე დავრჩი, ამდენი ყავა ცხოვრებაში არ დამილევია, იმედი მაქვს დამიფასდება ასეთი თავგანწირვა.
ერთმანეთთან საუბარში გართულიყვნენ, მე კი შორიდან მომღიმარი სახით ვაკვირდები მისი ლამაზი სახის ნაკვთებს.
რა საყვარლად იღიმის, იყურება...
ძალიან მომწონს, მერე რა რომ მითხრა მარტო არ ვარო, მე ჩემსას შევეცდები თუ საჭირო გახდება მათ გრანდიოზულ სიყვარულსაც კი დავანგრევ.
"რა ბორიტი ხარ მარია" ჩავისისი ჩუმად და როგორც იქნა...
შემამჩნია, ორჯერ წყვეტილად გამომხედა, ალბათ ჩემი სახის გახსენებას ცდილობდა ან უბრალოდ ისედაც ვახსოვდი და გაუკვირა ჩემი აქ დანახვა.
მე ისევ ვუღიმი, მარცხენა ხელის იდაყვს ვხრი და ხელისგულზე ნიკაბს ვათავსებ, მარჯვენა ხელს კი ოდნავ მაღლა ვწევ და თითებს ისევ ისე ვათამაშებ ერთმანეთში მისალმების ნიშნად.
თვალები ოდნავ უწვრილდება, წარბებს შესამჩნევად მაღლა წევს, აშკარაა ჩემი დანახვა უკვირს.
მეტროში შეხვედრის შემდეგ ჩუმად უკან ავედევნე, ვერ მოვისვენებდი რომ არ გამეგო ვინ იყო. მისმა თვალთვალმა "IBSU" უნივერსიტეტამდე მიმიყვანა.ჩემი იმედები გამართლდა; ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლობდა და ჩემს ეჭვს ბოლო მისი სახელის გაგონებამ მოუსპო,
ილია... ილია ერქვა, შეუძლებელი იყო რომ ეს დამთხვევა ყოფილიყო. ყველაფერი ემთხვეოდა, გარეგნობა, ფაკულტეტი და სახელი. სახელი რომელმაც ერთი წელი მოსვენება დამიკარგა, სახე რომელსაც დაწოლისას ჩემს წარმოსახვაში ვსახავდი, ხმას რომელიც დახშულ ყურებში ყოველთვის სასიამოვნოდ ჩამესმოდა და სურნელი, შეუგრძნობელი სურნელი, რომელიც მთელს ჩემს სხეულს ძრავდა.
მათ საუბარს ურცხვად მოვუსმინე და ყური მოვკარი რომ "ალტჰაუსში" აპირებდნენ სამ დღეში შეკრებას, ხო და მეც არ დავაყოვნე და რათქმაუნდა აქ გავჩნდი.
თავი ოდნავ გააქნია და გაიცინა, არ ვიცი ეს ღიმილი, რისი მანიშნებელია, იქნებ გაუხარდა რომ დამინახა?
"კი მარია აშკარად, სახე უბრწყნავს" გავიფიქრე პესიმისტურად.
მეგობრებთან ბაასი ისევ გააგრძელა, დრო და დრო თვალს შეუმჩნევლად ჩემსკენ აპატებდა და როგორც კი ჩემს მომღიმარ გამომეტყველებას ხედავდა მზერას წამში მაცილებდა. ჩემს საქციელზე მეცინებოდა, ბაბულიკა ბიჭივით ვიქცეოდი რომელიც გოგოს ხელში ჩასაგდებად ყველანაირ ხერხს მიმართავდა.
ერთ საათიანი დაკვირვების შემდეგ, ბიჭებმა წასვლა გადაწყვიტეს, შენობიდან გასვლამდე შევამჩნიე თავდახრილმა,ჩამოფხატებული თმებიდან როგორ გამომხედა. გავუღიმე და დამშვიდობების ნიშნად ისევ ისე დავემშვიდობე. სახეზე გამომეტყველება არ შეცვლია. თვალი ამარიდა და შენობიდან გავიდა.
მეგონა მასთან მარტო დარჩენას მოვახერხებდი, მაგრამ, როგორც ჩანს ეს არ გამოვიდოდა. ღიმილი სახიდან მოვიშორე და ტუჩები უკმაყოფილოდ ავატრიალე.
"არაუშავს რაც მთავარია ხომ ვნახე". ღიმილით ვუთხარი ჩემს თავს და ისევ მისი გამომეტყველება გამახსენდა ჩემი დანახვისას.
"ახლა კი დროა ჩემი უნივერსიტეტის ადგილმდებარეობის შეცვლაზე ვიფიქრო" გავიფიქრე კმაყოფილმა და ჩემს ჩანთას ხელი მოვკიდე.

***
"ოთხშაბათი 00:15
-შეგიძლია ამიღწერო როგორი ხარ?-მწერს ის
-აღგიწერო?
--ხო ამიღწერო
-როგორც წესი ჯერ სურათს მთხოვენ ხოლმე-მივწერე სასიამოვნოდ გაკვირვებულმა
-ასე უფრო საინტერესოა.
მოდი მე გკითხავ და შენ მიპასუხე, მერე კი შენ მკითხე და მე გიპასუხებ, გაწყობს?
-ბაზარი არ არის-მივწერე ღიმილით
-თმის ფერი?
-მუქი წაბლისფერი
-თმის სტილი?
-მოკლედ მაქვს შეჭრილი
-"კარე"?
-არა ოდნავ უფრო გრძელი
-სიმაღლე?
-არ ვიცი სხვათაშორის, არასდროს დავინტერესებულვარ
-რატომ? დაახლოებით მაინც?
-არ ვიცი, ალბათ 1.60 დაბალი არ ვარ
-1:60 უკვე დაბალია
-მართლა?-გამიკვირდა, ეს აქამდე როგორ არ ვიცოდი
-კი
-მაშინ 1:65ზე მაღალი მაინც ვიქნები, რადგან დაბალი ნამდვილად არ მეთქმის
-ძალიან კარგი, წონა?
- 51
- ცხვირი?
- ოდნავ კეხიანი, ისიც იმიტომ რომ გამიტყდა
-თითები?
-ყველაზე მნიშვნელოვანი-ოროვემ ერთდროულად გავგზავნეთ შეტყობინება.
-ლამაზი თითები მაქვს, მაგრამ ფრჩხილები ცოტა მიტეხავს, ლაქისგან ცოტა გაფუჭებულია
-არაუშავს, კბილები?-მის უცნაურ კითხვაზე გამეცინა
-სხვათაშორის კარგი კბილები მაქვს, მაგრამ უკან გაფუჭებული ცოტა
-მეც იგივეს თქმა შემიძლია
-ექიმთან მისვლა არ მიყვარდა, ამიტომ გამიფუჭდა
-შენი ჯერია-მომწერა და კითხვის დასმა დავიწყე
-თმა?
-ნიკაპამდე მაქვს გაზრდილი, ჩემს სტილში მაქვს
-სიმაღლე?
-1.75
-მაღალი ყოფილხარ, წონა?
-65 ალბათ
-ტატუ ან პირსინგი არ გაქვს?
-არა
-თექვსმეტი წლის ბავშვებს ტატუში თავი არ უჩანთ და ამან არაო-მივწერე სიცილით
-რას ვიზავთ
- ცხვირი?
- მეც ოდნავ დაბერილი მაქვს, ძილისგან გამიფუჭდა
- ძილისგან?
- ხო მუცლით მძინავს, ეს კი კარგი არ არის
-თითები?
-კარგი თითები მაქვს, ფრჩხილები პრიალა და ლამაზიც :დდდ
-მშურს შენი".

***
უნივერსიტეტის გამოცვლას იმაზე მეტი დრო დასჭირდა ვიდრე წარმოვიდგენდი. დაახლოებით ერთ თვეზე მეტი დავრბოდი საქმეების მოსაგვარებლად, საბუთების წესრიგში მოსაყვანად.
ამას დამატებული ფაკულტეტის გამოცვლაც მიწევდა. ბოლოს და ბოლოს ფსიქოლოგიიდან ბიზნესზე უნდა გადავსულიყავი.
არც კი ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი.
მთელს ჩემს გეგმებს თავდაყირა ვატრიალებდი ბიჭის გამო, რომელიც ისიც კი არ ვიცოდი, სიმართლის გაგების შემდეგ, მიმიღებდა თუ არა. მე ხომ მას გული ვატკინე, ცუდად მოვექეცი. ჩემს ვინაობას რომ გაიგებს რას იზავს? დაივიწყებს რომ ასე უცერემონიოდ გავქრი და გაუხარდება ჩემი დანახვა?
თუ უბრალოდ უკან მიტრიალდება და ჩემს ხმაზე ყურსაც არ შეიბერტყავს.
აი ისევ...
ისევ ეს უიმედო ვარაუდები რომელიც ადამიანის ერთ-ერთი საშინელი თვისებაა.
არ იცი კითხაზე პასუხი? მშვენიერია, გაიძულებს ეს დედა აფეთქებული ცხოვრება რომ ვარაუდების სროლა დაიწყო, რომელიც ან არ გამართლდება, ან არ გამართლდება და ან ისევ და ისევ არ გამართლდება.
ბებიაშენისამ ცხოვრება იმ ჭკვაზეა რომ რაიმეში გამართლების საშუალება მოგცეს.
მაგრამ ერთი ვიცი, ამ ნაბიჯის გადადგმა მიღირდა, არ ვიცი რად მაგრამ მიღირდა.
უნდა გამეგო, უნდა გამეცნო, სხვანაირად არ შემეძლო. მინდა ჩემი წარმოსახვითი სამყარო რეალობად გადავაქციო, მინდა გავიცნო, შევიგრძნო და გავითავისო.
სულ არ მაინტერესებს ვინ არის მის გვერდით, ჩემზე ლამაზია თუ წარმატებული, უბედური თუ ბედნიერი, მე უბრალოდ ამ ბიჭთან ახლოს ყოფნა მინდა, მინდა ის ყველა თვისება ვიპოვო მასში რასაც ბოლო ერთი წლის მანძილზე ვტენიდი.

***
და როგორც იქნა... ამდენ ხნიანი მოთმინების მერე ვდგები "IBSU"-ს
უნივერსიტეტთან და სახეს სასიამოვნო ღიმილი მიპობს. გარშემო სილამაზის მეტს ვერაფერს ვხედავდი.
ჰამაკებიც კი ჰქონიათ.
სასცილოა უნივერსიტეტია თუ დასასვენებელი კურორტი.
მართალი იყო ბიძაჩემი როცა მეუბნებოდა ვინც ითმენს ის იგებსო. პირველი რაუნდი მოვიგე ახლა მეორე ნაბიჯის გადადგმის დროა, დროა ილია შევისწავლო.
დერეფანში ნელა მივიწევ და ჩემსკენ წამოსულ ნაკადს გვერდს ვუვლი, თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებ და ჩემთვის დაინტერესებულ აუდიტორიას ვეძებ. დერეფნის ბოლოს აღმოჩნდა, კარს ვაღებ და ცოტახნით ვჩერდები.ფეხზე მდგომ ბავშვებს თვალს ვავლებ, რომლებსაც ზარის დარეკვა არ ადარდებდათ და აქეთ-იქეთ უდარდელად დაიარებოდნენ. ზოგიერთს უცხო სილუეტის დანახვა ცუდად მოხვდა თვალში, ზოგისთვის ეს სულერთი იყო, როგორც შემომხედეს ისევ ისე მომაცილეს თვალი, ზოგს კი არც შევუნიშნივარ, მერხს მისჯდომოდნენ და ტელეფონს გაფაციცებით ჩაშჩერებოდნენ. ჩემი სამიზნის ობიექტიც ბოლოს ნახსენებით იყო დაკავებული.
მერხზე მოთავსებულა და მობილურში რაღაცას მიშტერებიყო. სასიამოვნოდ გამეღიმა როცა მის გვერდით ცარიელი ადგილი დავინახე,
ნაბიჯი გადავდგი და ვიმედოვნებდი რომ დაკავებული არ იყო. ჩანთა მხრებიდან მოვიცილე და მაგიდაზე ოდნავ ხმაურით დავახეთქე რომ მისი ყურადღება მიმექცია. გამომივიდა.
ტელეფონი დაბლოკა და თავი ჩემსკენ ოდნავ ამოატრიალა, რომ გაეგო ვინ დაურღვია სიმყუდროვე.
წარბები კეთილი მეთევზესავით ავზიდე მაღლა და გვერდით მივუჯექი
-გამარჯობა-მივესალმე და თითები ერთმანეთში ავათამაშე
-ღმერთო ჩემო...-წარმოთქვა ოხვრით და გაოცებით, წინ სივრცეს გახედა და თავი ოდნავ გააქნია
-ასე უნდა დახვდე შენს ახალ ჯგუფელს ილია?-ვითომ შეშფოთებით მივუგე. ჩემსკენ თავი მკვეთრად შემოაბრუნა და წარბები შეჭმუხნა
-ახალი ჯგუფელი? ჩემი სახელი საიდანღა გაიგე?-მომაყარა კითხვები
-ვერ ხვდები ილია?-ვკითხე და ინტრიგნულად გავუღიმე
-რას უნდა ვხვდებოდე?-უკმაყოფილო გამომეტყველება არ შორდებოდა
-სადაც მიდიხარ ყველგან გხვდები, შენი უნივერსიტეტიც გავიგე და შენი სახელიც კი ვიცი, ვერ ხვდები რომ ვანგა ვარ- ვუთხარი და გავუცინე.
ცალი წარბი მაღლა ამრეზით აზიდა და ახლა მთელი სხეულით ჩემსკენ შემოტრიალდა, ერთი ხელი მერხს დააყრდნო მეორე კი სკამის კიდეს რომელზეც თვითონ იყო მოთავსებული, თავი ჩემსკენ ოდნავ გადმოწია და სრული სერიოზულობით მკითხა
-რა გინდა? რას დამსდევ?
-იქმებ მომწონხარ?!-თავი მეც მისკენ გადავხარე და პასუხის მოლოდინში გავინაბე.
ძალიან მინდოდა მეთქვა რომ მისი თბილი სუნთქვა სახეზე მომელამუნა თქო, მაგრამ მასთან ისე ახლოს არ ვიყავი როგორც მინდოდა რომ ვყოფილიყავი, მაგრამ თუ დააკვირდებოდით დაინახავდით მისი თვალის ფერის უცხოობას. თითქოს, არაფრით განსხვავებული ყავისფერი თვალი ჰქონდა, მაგრამ მკვეთრად გამოხატული ჭრილი არტყავდა გარშემო. თვალის გუგები თითქოს ფართე, დიდი ქონდა, თვალის ჭრილი კი პატარა, თითქოს ლინზები ჩაუსვესო. წარბები შავი, სწორი მოყვანილობის, თმის ფერიც ასევე შავი ქონდა, რომელიც სანახევროდ სახეზე ეფხატებოდა. მაგრამ ჩემი ყურადღება მისმა ჟღალმა წვერმა მიიქცია.
ჟღალ წვერებში მისი ტუჩები ვარდისფრად ბზინავდა.
თვალები მივნაბე, მზერა მისი ტუჩებისკენ გადავიტანე. რას არ დავთმობდი რომ მას შევხებოდი.
თვალები ოდნავ მოეჭუტა, ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ისევ იმავე პოზას დაუბრუნდა. არ მინდა იმაზე ვიფიქრო რომ ჩემმა მზერამ შეაწუხა.
-ხომ გითხარი რომ მარტო არ ვარ თქო.
-მაგრამ სახეზე შეყვარებული კაცის იარლიყიც არ გაქვს აკრული-პროფილზე ჩამოშლილი თმა ხელით უკან გადაიწია და ჩემსკენ ცალი თვალი გამოაპარა.ისევ იღიმის. კიდე კარგად მყავს გასაცნობი რომ გავარკვიო, მისი თითოეული ღიმილი რომელ ემოციას შეიძლება მივაწერო.
-ურთიერთობა ახალი დაწყებული გვაქვს-მეუბნება და ისევ წინ იყურება
-ანუ პატარა შანსები მაინც მაქვს-ცერა და საჩვენებელ თითს ერთმანეთს ვუახლოვებ და მათ შორის ოდნავ პატარა სივრცეს თავისუფალს ვტოვებ.
თავს ჩემსკენ მთლიანად აბრუნებს, ახლა ორივე წარბი აეწია და ისე მომჩერებოდა. ეტყობოდა რომ უკვირდა, გოგოსგან ასეთი მონდომება უკვირდა, ან უბრალოდ ამაზრზენად ეჩვენებოდა ჩემი ასეთი ქცევები მის მიმართ, არ ვიცი...
არაფერი უთქვამს თვალი ამარიდა, უხმოდ ჩამიარა და დერფანში ნელი ნაბიჯით გავიდა.
მეწყინა.
წამით გავიფიქრე რომ გამეჩერებინა და ყველაფერი მომეყოლა, მაგრამ გავჩერდი, ასე არ მინდოდა, არ მინდოდა ყველაფერი ასე მეხის ტყორცნასავით გაეგო. შეიძლება საერთოდ არაფერიც აღარ მეთქვა ჩემს მიმართ გამუდმებით ასეთ სიცივეს თუ გამოიჩენდა.

***
"ოთხშაბათი 01:30
-კითხვა გიყვარს?-ვწერ
-კითხვა მიყვარს, 7წლის ვიყავი ვეფხისტყაოსანი ზეპირად რომ ვიცოდი
-ღადაობ?-გულწრფელად გამიკვირდა, იმდენადაც კი რომ დაუჯერებელი მეგონა
-არა არ ვღადაობ, მშობლების დამსახირებაა
-ყოჩაღ, მე ვეფხისტყაოსანი ახლაც არ ვიცი ზეპირად
-ეგ არაფერი... პირველად რომელი წიგნი წაიკითხე?
-მე შენგან განსხვავებით კითხვა, ღრმა ბავშობიდან არ დამიწყია, მერვე კლასში ვიყავი პირველად რომ წავიკითხე "კაცი რომელიც იღიმის". ამ წიგნმა კითხვა შემაყვარა
-506 გვერდიანი, მაგ წიგნს ვერ დავუმუღამე-წარბები გაკვირვებისგან მაღლა ავზიდე
-მშობლები გაიძულებდნენ რომ წიგნების გვერდები დაგემახსოვრებინა?
-არა, ეს უბრალოდ აკვიატებასავით მაქვს, მინდა თუ არა მაინც მამახსოვრდება
-სასწაულია
-ახლა კითხულობ რამეს?
-კი, დორიან გრეის პორტრეტს. წაკითხული გექნება რათქმაუნდა
-478 გვერდი-მწერს და სიცილის სმაილებს აყოლებს. მეცინება
-შენ?
-ჟამი სიცოცხლისა ჟამი სიკვდილისა
-წაკითხული მაქვს ეგ წიგნი,რომ არ მეზარებოდეს ახლა საწოლიდან ადგომა მარიაჟობის მიზნით ვნახავდი რამდენგ გვერდიანია და მოგატყუებდი ვითომ ვიცოდი :დდდ
-ზარმაციც ყოფილხარ".

***
იმ დღეს აღარ მინახავს, ლექციებზე არ გამოჩენილა, აშკარად დავუკარგე ხალისი.
დღემ ჩემთვისაც უღიმღამოდ გაიარა, ახალ გარემოს შეჩვევა სჭირდებოდა, მე კი ამის არანაირი ხალისი არ მქონდა. უკვე სერიოზულად ვფიქრობდი ისევ უკან ხომ არ დავბრუნებულიყავი, ხელი ხომ არ ჩამექნია ამ ყველაფერზე.
მაგრამ მეორე დღეს ილია უნივერსიტეტის ეზოში მარტო მიმავალი დავინახე. სახე გამიბრწყინდა. მისკენ აჩქარებული ნაბიჯით წავედი, წინ მდგომ ბავშვებს გვერდი ოსტატურად ავუარე და ილიას წინ ანთებული თვალებით ავესვეტე.
მოულოდნელად გაჩერდა რომ არ დამჯახებოდა, ხელები ოდნავ განზე გაწია და რომ შეამჩნია ვინ იდგა მის წინ თვალები მომაბეზრებლად აატრიალა. გვერდით ჩავლას შეეცადა
-ჩემი დანახვისას ყოველთვის ასეთი რეაქცია რატომ გაქვს? არ მოგწონვარ?-ვეკითხები, ის ფრუტუნებს და ჩემსკენ ტრიალდება. იღიმის, მაგრამ სარკასტულად. დამცინავი ღიმილის ამოცნობას ოსტატობა არ ჭირდება.
-რატომ უნდა მომწონდე? ხომ არ გეჩვენება რომ შენს თავზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა გაქვს?-თავს ოდნავ წინ ხრის, თმებიც წინ ეყრება, მაგრამ სახიდან არ იწევს. არც მინდა რომ გადაიწიოს, ასეთ სტილში საშინლად სიმპატიურია.
-მე გოგო-ბიჭურ მიზიდულობრივ მოწონებაზე არ გელაპარაკები გენიოსო!-ვუთხარი და შენობის წინ მდგომი ბიჭისკენ მივუთითე, რომელსაც მხრები მოეგრიხა, შავი სათვალე გაეკეთებინა და თითებში კრიაპოსანი აეთამაშებინა-აი იმ ბიჭს აქ მოსვლის დღიდან ვერ ვიტან-ვთქი და ილიას შევხედე რომლსაც ბიჭიდან მზერა ჩემზე გადმოეტანა-მე მას პრაქტიკულად არ ვიცნობ, მაგრამ უბრალოდ რომ ვუყურებ უსიამოვნო გრძნობა მივლის-ისევ უხმოდ მიყურებს-ხვდები რას ვამბობ? რომ მხედავ ასეთი გრძნობა გეუფლება?- ვკითხე და პასუხს ძარღვებ დაბერილი დაველოდე.
ფარული თვითკმაყოფილი მზერით ამათვალიერა, მარჯვენა ხელი ნელა ჟღალ წვერზე დაისვა და ხმამაღალი ხმით ჩაეცინა. წინ ჩამოყრილი თმა უკან გადაიწია, ცალი თვალით კი ისევ მე შემომხედა. მომეჩვენა თუ არა არ ვიცი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მალევე გადაიფიქრა, თავი გააქნია და უკან გატრიალდა.
არაფერი უთქვამს, მისი მზერით გარინდულმა აზრზე მოსვლა ვერ მოვახერხე რომ გამეჩერებინა.
ეს ალბათ ერთი ნაბიჯით წინ წასვლას ნიშნავდა არა?!
კაი ნახევარი ნაბიჯით?!
უბრალოდ ნაბიჯით?!
ბიჯით?!
არც ჯით?!
ვსულელობ უკვე.
სადღაც შეცდომას ვუშვებ, იქნებ ძაან პირდაპირი ვარ, იქნებ ზედმეტად ვავლენ მის მიმართ სიმპათიებს და ეს მეტისმეტია.
ან იქნებ სწორ გზაზე ვდგავარ და ნაადრევად ვაჯამებ სიტუაციას.
"მოკეტე მარია, მოკეტე რა... უბრალოდ მიყევი დინებას და ვსო"
კბილებში გამოვცერი, ბაგეებიდან უკმაყოფილო ოხვრა ამოვუშვი და ყურებ ჩამოყრილმა საპირისპირო მიმართულებით გავაგრძელე სვლა.

***
ბოლო ორი დღე მასთან მარტო ყოფნა ვერ მოვახერხე, აუდიტორიაში შესვლისას მის გვერდით ადგილი გამუდმებით დაკავებული მხვდებოდა, ვცდილობდი მის სიახლოვეს ვყოფილიყავი, თვალში მოვხვედროდი რომ ჩემი არსებობა ეგრძნო. არ ვიცი ეს რამდენად გამომდიოდა რადგან ჩემს მიმართ ყურადღება ერთხელაც არ გამოუჩენია, იმ ფარული მზერითაც კი არ შემოუხედავს, რომელსაც ხშირად ვიჭერდი და სასიამოვნო გრძნობას მგვრიდა.
ღამე ძილი გამიფუჭდა, მასზე ფიქრში ადრეც გვიან მეძინებოდა მაგრამ მას შემდეგ რაც ვიპოვე რუნი საერთოდ აღარ მეკარებოდა.
გვიან საწოლში წრიალში მეძინებოდა და დილით მაღვიძარას ხმა ძლივს მაღვიძებდა. მაგრამ იმის ხალისით მაინც ვდგებოდი რომ ვიცოდი შორიდან მაინც მოვკრავდი თვალს.
ცალმხრივად შეყვარებული ქალივით ვგრძნობდი თავს, რომელსაც არანაირი იმედი არ ჰქონდა, მაგრამ თავისი მიჯნურის შორიდან დანახვითაც კი კმაყოფილდებოდა. მაგრამ მე ასე ყოფნას არ ვაპირებდი, იმიტომ არ ვიტეხ ძილს, იმიტომ არ შემიცვლია ფაკულტეტი, უნივერსიტეტი, იმიტომ არ მითქვამს ჩემს მთელ გეგმებზე უარი რომ მხოლოდ მისი შორიდან ყოფნით დავმტკბარიყავი მანამ სანამ ვინმე სხვა არ წამართმევდა.
არა, არა და არა...
გაინძერი მარია, როდიდან გახდი ასეთი ხელმოცარული, შენ არ იყავი რომ ამბობდი ვინც არ უნდა უყვარდეს მათ ურთიერთობას რომ მაინც დაანგრევდა.
იქნებ არც არავინ ყავს და უბრალოდ მაბოლებს.
"ხო მარია ხო, ხედავ დადებითადაც შეგძლებია აზროვნება" ტაში დავუკარი საკუთარ თავს.
ხანდახან რომ ვუფიქრდები ძალიან მიყვარს ჩემი თავი. ჩემი თავია მეც და ჩემი მეორე არაბიოლოგიური დაც, რომელსაც დაქალს ეძახიან.
არ მჯერა ტრუსიკის მეგობრობის, როგორც არ უნდა ახლოს იყო ადამინათან, მასთან ისე გახსნილი და თავისუფალი მაინც ვერ იქნები როგორც საკუთარ თავთან.
მეგობრობა კი სამუდამო არ არის.სისულელეა, გამორიცხულია. ეს უბრალოდ ილუზიაა რომელიც როდესმე დამთავრდება. ჩნდება პერიოდი როცა მართლა გინდება მეგობარი, რომელსაც გინდა შენი სიხარული და ტკივი გაუზიარო, რომ დაგარიგოს და სწორ გზაზე დაგაყენოს, მაგრამ ადრე თუ გვიან მოგბეზრდება, მისი ხელმოცარული ქადაგებები. თუ არ მოგბეზრდება დრო დაგაშორებთ. გათხოვდებით, სასწავლებლად წახვალთ, მუშაობას დაიყებთ, თავიდან გექნებათ კონტაქტი სოციალური ქსელით, ნომერზე დაურეკავთ ერთმანეთს, შემდეგ კი ნელ-ნელა მოუკლებთ ერთმანეთთან დაკავშირებას, რადგან მათ ვიღაც სხვა ჩაანაცვლებს.
მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდო, საკუთარი თავი მოგცემს რჩევას, გაგაკრიტიკებს კიდეც. უბრალოდ საკუთარ მესთან კავშირის დამყარება უნდა ისწავლო. მე ეს შევძელი, ამიტომაც მიყვარს საკუთარი თავი ასე ძალიან, მას ვაფასებ და რაც მთავარია მას არასდროს დავკარგავ, ერთად მოვკვდებით.

***
"ოთხშაბათი - 02:39
-მეგობრები გყავს?-ვეკითხები
- მყავდა, ორი საუკეთესო მეგობარი
- უსიამოვნება მოგივიდათ?
- არა, არაფერი მსგავსი, უბრალოდ ასე მოხდა. ერთ მეგობარს ყველაფერს ვუყვებოდი, ყველაფერი იცოდა აბსოლიტურად ჩემი ფარული საიდუმლოებების შესახებაც კი, მეორე მეგობარმაც, მაგრამ მასთან არ ვიყავი ისე უფრო კარგად როგორც პირველთან
- შეიძლება ეგეც გახდა თქვენი დაშორების მიზეზი
- არ ვიცი, შეიძლება. უბრალოდ დრომ მაინც თავისი ქნა.
- არ გეშინია რომ ის მეგობრები შენი საიდუმლოებების გამხელას შეეცდებიან.
- არა-მომწერა მტკიცედ-შეიძლება მათთან აღარ მაქვს ისეთი ღრმა კავშირი, მაგრამ ვიცი რომ ამის არ უნდა მეშინოდეს
- ეს კარგია
- შენ არ გყავს მეგობრები?
- მეგობრები რამდენიც გინდა, საუკეთესო არავინ
- საერთოდ? არც გყოლია?
- არა, მეგობრებში არასდროს მიმართლებდა, ხანმოკლე ურთიერთობა და ვსიო, მერე ჩვეულებრივი ნაცნობები ხდებიან
- ანუ გყავდა ვინმე განსაკუთრებული!
- არა, განსაკუთრებული არავინ არ ყოფილა, რატომღაც ბავშობიდან ასე იყო... ეტაპობრივად ვიცვლიდი მეგობრებს. სკოლის პერიოდშიც ასე იყო. პირველ კლასში სხვა, მეორეში სხვა და ასე გაგრძელდა დღემდე
- გული არც ერთზე დაგწყვეტია?
- საბედნიეროდ იმდენიხანი არ გაგრძელებულა მათთან ურთიერთობა რომ მერე განშორება გამჭირვებოდა.
- შენი ფარული საიდუმლოების შესახებაც არავისთვის მოგიყოლია?
- მახსოვს ერთხელ ჩემს კლასელს მოვატყუე ვითომ ერთი ბიჭი მიყვარდა და დავაფიცე არავის უთხრა თქო,მეშვიდე კლაში ვიქნებოდი, მასთან იმ პერიოდში "ვმეგობრობდი" მეორე დღეს კი ეს ამბავი ყველამ იცოდა, იმ ბიჭის ჩათვლით
- არ გიყვარდა?
- არა
- აბა მასე რატომ უთხარი?
- არ ვიცი,, ალბათ მაინტერესებდა რას გააკეთებდა
- რისკიანი ყოფილხარ
- უფრო გაბედული ალბათ, მას შემდეგ ვისწავლე რომ არავის არ უნდა ენდო.
- მაგის სწავლა ძნელია...".

***
პირველ ლექციაზე დავაგვიანე, უნივერსიტეტში მისვლისას შესვენება იყო გამოცხადებული, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა, უაზროდ დავიწყე ბოდიალი ეზოში და გარემოს ვათვალიერებდი, სამწუხაროდ ვერავინ გავიცანი რომ მასთან დრო გამეყვანა, ალბათ არც მომინდომებია.
შენობიდან გამოსულ ილიას მოვკარი თვალი. შავი შარვალი და ლურჯი მაისური ეცვა.
თმა წინ სახეზე გადმოყროდა და კიბეებზე ნელა ჩამოდიოდა. საშინლად მესიმპატიურა, ტუჩის კუთხეები ამეპრიხა და სადღაც ღრმა გონენაში შიშველი ილია წარმოვიდგინე. მისი ნავარჯიშები გამხდარი სხეულის პრესი, ყელზე დაბერილი ძარღვები, ოდნავ ქვემოთ საცვალში გამოკვეთილად წარმოჩენილი.... მარია რაზე ფიქრობ... სულ გავაფრინე, ახლა ამის დროა? ერთი წლის განმავლობაში მასზე იმდენი წარმოსახვითი მცდელობები ჩავატარე რომ ალბათ კიდევაც კარგად ვარ. ფიქრებიდან ძლივს ვერკვევი და მხოლოდ ახლა ვაანალიზებ სუნთქვა როგორ შემკვრია და ყელზე მდებარე არტილერია როგორ შესამჩნევად ამითამაშდა.
მისკენ სწრაფად წავედი,მასთან მისვლა უნდა მომესწრო სანამ მარტო იყო.
მის წინ ერთი კიბის გამოკლებით დავდექი და თავი მაღლა ავწიე რომ თვალებში შემეხედა.
თავს შევაგონე რომ წეღანდელი ფიქრები არ ამოტივტივებულიყო გონებაში და ლაღად გავუღიმე.
ზემოდან დამაკვირდა და თმა სახიდან თავზე გადაიტარა
- გამარჯობა-დუმილი მე დავარღვიე
- საინტერესოა, თვალში იმდენიხანია არ მომხვედრილხარ რომ გამიხარდა და ვიფიქრე რომ წახვედი-მითხრა კმაყოფილმა. ასპარეზის დათმობას ნამდვილად არ ვაპირებდი.
- როგორ გინდა შენი თავი დააჯერო იმაში რომ ჩემს სიახლოვეს ვერ გრძნობდი ილია-მისი კმაყოფილი ღიმილი ოდნავ უცნაურმა გამომეტყველებამ შეცვალა, თითქოს მისი ფიქრები სააშკარაოზე გამოვიტანე.
- რა გინდა მაინც ვერ ვხვდები?!
- თავი მინდა შეგაყვარო-ვუღიმი სანდომიანად, ფრუტუნებს და თავს გვერდით ხრის
- სასაცილოა რამე?
- გიყვარვარ?-თავს ჩესკენ ატრიალებს და ნასიამოვნები მეკითხება. დამალვას არც ვაპირებდი
- არ ვიცი, მაგრამ აქ იმისთვის ვარ რომ გავარკვიო
- ღმერთო ჩემო...-იცინის ხმამაღალი ხმით-ამხელა ამბიცია საიდან?
- ზოგადად ამბიციური არ ვარ ილი-ვეუბნები და მის სახელს ვარბილებ-უბრალოდ იმის მიღწევა მიყვარს რასაც გეგმად ვისახავ-წარბს მაღლა წევს გაკვირვებით და ტუჩის კუთხეებს დაბლა ხრის
- მაშინებს ბაბულიკა გოგონები, ალბათ სადმე რომ დამიმარტოხელავებ კედელზე მიმანარცხებ და ძალით მაკოცებ-ამბობს და ფრუტუნს იწყებს
- მე ბაბულიკა გოგო არ ვარ, უბრალოდ მომწონხარ და ამას არ ვმალავ-ცოტა ხნით მიყურებს, შემდეგ სახეზე ეშმაკური ღიმილი ეპარება, ჩემსკენ იხრება და ტუჩები ყურებთან მოაქვს, ინსტუქტურად თვალები მენაბება და მისი სურნელი მაბრუებს, საშინელი სურვილი მიჩნდება მისი მაისურის ქვეშ ავათამაშო ჩემი თითები
- მითხარი!-მეუბნება, ჩუმი ხრინწიანი ხმით და ვგრძნობ ენით ტუჩებს როგორ ისველებს-ჩემზე სველდები?-თვალებს ვჭყეთ და ბაგეებს ოდნავ ვაშორებ ერთმანეთს გაკვირვებისგან, არა და როგორ გინდა რომ უარყო. მშორდება, ჩემს გაკვირვებულ სახეზე ხმამაღალი სიცილი უვარდება.
- მანიაკი!-ჰაერში ისვრის სასხვათაშორისოდ ჩემსკენ მომართულ სიტყვებს და გვერდს მივლის, მესმის ზურგს უკან მისი ხითხითის ხმა როგორ იკარგება. გაკვირვებულმა უკან მოტრიალება ვცადე, მაგრამ ისევ წინ წავწიე ტანი, ისევ უკან წავედი მაგრამ ისევ იმავე ადგილას დავბრუნდი.
- ეს რა იყო- ვბუტბუტებ და სანამ მაღალი ფერადკანიანი გოგო ძლიერად არ მეჯახება მანამ ვერ მოვდივარ გონს.

***
სარაფანს ტანიდან ვიძრობ, საცველბსაც იმავე გზას ვაყოლებ და ტანზე მოკლე ცივ მაისურს ვიცვამ.
ცხელა, საშინლად ცხელა,
თუ უბრალოდ მე მიკიდია ცეცხლი ვერ ვხვდები.
საწოლზე გართხმული ვეგდები და თვალებს ვხუჭავ.
მისი შიშველი სხეული მიდგება თვალწინ.
მის მკლავებზე დავასრიალებ ხელებს, პრესზე გადავდივარ, პარალელურად მის ყელზე ვათავსებ ჩემს ტუჩებს და ინსტიქტურად მეღიმება.
წარმოვიდგენ როგორ ასრიალებს თავის თლილ ხელებს ჩემი მაისურის ქვეშ და ბაგეები მეხსნება. მისი თითები ჩემს მკერდთან ნელ-ნელა მიდის და ძუძუს თავებთან წრიულად ატრიალებს.
საწოლზე გართხმულს ინსტიქტურად ხელი მკერდთან მიმაქვს და წარმოვიდგენ თითქოს ის მეხება.
ხელს ქვემოთ ასრიალებს, მთელს სხეულზე ეკალი მაყრის, თითქოს მის შეხებას მართლა ვგრძნობდე და ბარძაყებს შოროს ჩერდება
"მითხარი, ჩემზე სველდები?" ჩამესმის უცბად მისი ხმა და ვნებაში დაკარგული თვალებს ელდა ნაცემივით ვახელ.
საწოლზე ვჯდები, ფეხებს ვკეცავ და ათრთოლებული სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობ
- არა! არა! არ ვსველები- ვბუტბუტრბ სისულელეებს, თითქოს ვინმესთვის რამის დამტკიცებას ვცდილობდე. თვალებს მაგრად ვხუჭავ. ცოტა ხნით ვჩუმდები და შემდეგ ბაგეებიდან შეწუხებული წმუკუნის ხმა ამომდის.
- ვის ატყუებ ანამარია? საკუთარ თავს?- სახეზე ხელებს ვიჭერ და ლოგინზე ვვარდები
- ეს ბიჭი სუნთქვასავით მჭირდება-ვხავი შეწუხებული და გაჯავრებული ბალიშს მუშტებს ვუშენ.
მოულოდბელად თავბრუს ხვევის და ოდნავ გულის რევის შეგრძნება მეუფლება. ცოტა ხნით შევყოყმანდი ვითომ არაფერი მიმაიმუნია.
გვერდით ვიხედები და იასამნების დანახვისას უაზრო ფიქრებს ვფანტავ. რამდენიმე დღეა სახლში იასამნების არომატის სუნი ტრიალებს, იასამნის სუნზე ვგიჟდები, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. იმდენად იყო ეს არომატი ჩემში გამჯდარი რომ უკვე გულს მირევდა.
ფეხზე ვხტები, იასამნებს ქოთნიდან ვიღებ, აივანზე გავდივარ და კუთხეში მდგარ ყუთში ვისვრი.
უკან ვტრიალდები და კარის ზღურბლზე მექანიკურად ვშეშდები. თავს ოდნავ მაღლა ვწევ და ნერწყვს სასულეში მძიმედ ვუშვებ.
უცებ ვფიქრდები,
იასამნები მე ძალიან მიყვარს, მაგრამ დღეს მისმა სურნელმა იმდენად მომაბეზრა თავი რომ გადავყარე, მისი სურნელი ძალიან გაჯდა ჩემში, მისი ყურება მომბეზრდა, მისით იმდენად გავჯერდი და შევიგრძენი რომ ბოლოს აღარც დამაინტერესა და უფრო მეტიც, გადავყარე.
მომდევნო ფიქრმა საშინლად გამცრა სხეულში.
შეიძლება ადამიანზეც ასე დამემართოს?
შეიძლება რომ ილიაც მომბეზრდეს?
ახლა მე ის მაინტერესებს, მომწონს, მაგრამ ბოლოს და ბოლოს მას საბოლოოდ რომ შევისწავლი, იქნება კი ის ისევე საინტერესო ჩემთვის როგორიც ახლაა, ვიქნები მისი ვიზუალით ყოველთვის ისე აღტაცებული როგორიც ახლა მისი ყოველი დანახვისას ვარ.
არ მომბეზრდება მისი სურნელი?
შესაძლებელია?
კი მაგრამ როგორ?
მე მისი სურნელის შეგრძნების სურვილი ერთი წელი მტანჯავდა, მისი ხმის გაგონების სურვილი, მისი...
თვალში ცრემლი ამიდუღდა, გვერდით ნელა გავიხედე და იმ ყუთისკენ დამნაშავე ბავშვივით დანამული თვალები გავაპარე.
- ნუთუ შეიძლება ისიც შენსავით მომბეზრდეს!-ხმა ჩამწყდარმა ჩავიჩურჩულე.
კი მაგრამ რატომ? როგორ? ეს იდეა არ მომწონს.
ღმერთო რა საშინელებაა...
რატომ არის ეს სამყარო ასე მოწყობილი? აი ახლაც რატომ ვფიქრობ ამ ყველაფერზე, ყველაფერს ასე რატომ ვართულებ?
ამდენს ვფიქრობ, ამდენს ვაანალიზებ, ჩემი ტვინი ამდენის გადახარშვის საშუალებას მაძლევს. მატყობინებს, მაფრთხილებს მომავალზე მაგრამ მაინც არ ვჩერდები.
ეს რა მართლა უაზროდაა ყველაფერი მოწყობილი.
რატომ ილტვის ჩემი სხეული და სული იმისკენ ვინც ბოლოს მაინც უნდა დავკარგო?!
"იქნებ არ გბერზრდება მარია" ჩამძახის საიდანღაც ექო.
იქნებ? იქნებაზე ვიყო დამოკიდებული?
მაგრამ...
მაგრამ მართლა იქნებ...
რა დედამოტყნული ხარ ცხოვრებავ.
სხვა გზა მაინც არ მაქვს არა? იქნებაზე უნდა ვიყო დამოკიდებული.
იქნებაზე...
იასამნებისკენ ნელა დავიხარე, ყუთიდან ისე ფრთხილად ამოვიღე თითქოს მეშინოდა არაფერი სტკენოდა.
ოთახში შევედი და ლარნაკში ისე ფრთხილად ჩავაწყვე, მისკენ დავიხარე და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე.
არა არ მომბეზრებია, მას ისევ ისეთივე კარგი სუნი აქვს როგორც გუშინ ან გუშინ წინ.
ყველაფერს მეორე მხრიდან უნდა შეხედო.
კარგი მხრიდანაც, ცუდი მხრიდანაც და ბოლოს მიხვალ ჭეშმარიტებამდე. იასამნები იმიტომ გადავყარე რომ ჩემს ამჟავებულ ხასიათს იასამნის სურნელი არ შეესაბამებოდა.
არა არ მომბეზრებია, რადგან მე იასამი მიყვარს, როცა გიყვარს კი არ მოგბერზრდება, ასე მინდა რომ იყოს და ასე მინდა რომ მჯეროდეს.

***
აუდიტორიაში მის გვერდით ვჯდები, ცალთვალს ჩემსკენ აპარებს, არაფერს ამბობ და მზერა ისევ ლექტორისკენ მიაქვს.
- აქ არავის ვიცნობ-ჩუმად ვეჩურჩულები
- მერე?-თავს ოდნავ ჩემსკენ აბრუნებს
- მეგობარი მჭირდება, უცხო გარემოს ცუდად ვეგუები
- ბავშვების მეტი რა არის-მითხრა და აუდიტორიას თვალი მოავლო-ვისაც ხელს დაადებ შენია, მთავარია კრიალოსანი აათამაშო ხელში სწორად და ჩათვალე ყველა დაყრილია-მეუბნება და საკუთარ ხუმრობაზე მოგუდულად ჩაიცინა.
- რა კრიალოსანი, რა დაყარა?
- კაი ეხლა, ჩემგან მასეთები არ გესწავლება-მეუბნება და გამამხნევებლად მხარზე ხელს მკრავს-მიდი აბა როგორ გამოგივა-აგრძელებს ლაპარაკს და ბაგეებზე ღიმილი უფართოვდება. მისი სილაღე მეც მედება, მინდა რომ სიცილში ავყვე მაგრამ ახლა უბრალოდ თავი უნდა შევიკავო.
- რა მაგრად ღადაობ ილია, შენით ისწავლე?
- არა დამეხმარნენ
- მეგობარი მჭირდება თქო!
- ბავშვების მეტი რა არის თქო!- არ ჩამომრჩა სიტყვა პასუხში
- უცხო ხალხთან კონტაქტში შესვლა მიჭირს-რატომღაც ეღიმება, წელში სწორდება, სკამს ზურგით ეყრდნობა და ლაითად თავს ჩემსკენ აბრუნებს რომ ლექტორისგან შენიშვნა არ მიიღოს
- ჩემთამ მშვენივრად შემოხვედი კონტაქტში- მითხრა და თვალი ჩამიკრა. ენა ჩამივარდა, ჩემს გამოლენჩებას მისი ღიმილი ემატება, მართალია სარკასტული, კმაყოფილი, მაგრამ მე მისი ეს ღიმილიც კი საშინლად შემიყვარდა დღეს. აზრზე მოსასვლელად თავი მსუბუქად გავაქნიე და ჩუმად ავბლუყუნდი
- მულთფილმები გიყვარს?-ვეკითხები მოულოდნელად.
- რა?- გაკვირვებული ოდნავ თავს წინ წევს
- მულთფილმები გიყვარს თქო?-გავუმეორე და ჩანთიდან ორი ბილეთი ამოვიღე და სახესთან ავუთამაშე
- ეს რა არის?
- დღეს კინოთეატრ "ამირანში" მაგარი მულთფილმის ჩვენებაა და ვიფიქრე რომ წამოხვიდოდი
- და რატომ გადაწყვიტე რომ მულთფილმები მიყვარს?-წარბები მაღლა დაეჭვებით აზიდა
- უბრალოდ ვიფიქრე რომ...- დაბნეულობისგან რას ვლუღლუღებდი არ ვიცოდი
- კარგი-მისი სიტყვები ბლუყუნს მაწყვეტინებს
- რა?-ჩავეკითხე გაკვირვებით
- კარგი თქო, წამოვალ- მეუბნება ილია და იღიმის-ოღონდ მომზადება დამჭირდება, საღამოს რვისთვის გამომიარე, ცოტა თუ დამაგვიანდა არ გაბრაზდე, შეიძლება აღელვებისგან რამე დამავიწყდეს-დაამთავრა და ჩუმი ხმით აფრუტუნდა.
- ჰაჰაჰა... იუმორის მამამ ამ წამს თავი მოიკლა-ვუთხარი უკმაყოფილომ
- რა გინდა ვერ ვხვდები ...- თვალები მოჭუტა და დამაკვირდა. მივხვდი რის გარკვევასაც ცდილობდა ამ ჟესტით
- მარია, მარია მქვია-ვუთხარი ცოტა ბორძიკით და მის რეაქციას ფარული აღელვებით დაველოდე
- რაც არის, რა გინდა?- თავი მსუბუქად გაატრიალა და მომიბრუნდა. გულში რაღაცამ ყრუდ მიჩქმიტა, რატომ მეგონა რომ ჩემი სახელი გაახსენდებოდა, ან საერთოდ მიამსგავსებდა რომელიმეს მის მოგონებებიდან ან ვაფშე გაახსენებდა იმ დღეს.
- მეგობარი მჭირდება ილია!
- ჯერ კიდევ გუშინ მითხარი რომ მოგწონვარ და ახლა მეგობარი გჭირდება ჩემი სახით?
- ხომ ხედავ რომ გუშინდელმა ტაქტიკამ არ გაამართლა, ლოგიკურად თუ იმსჯელებ მიხვდები რომ ახლა სხვა ხერხს ვცდი- ისევ გაკვირვებული მიყურებს, ალბათ არ ელოდა ასეთ გულწრფელობას. თავი დაბლა დახარა და სახე
მისმა თმამ დაუფარა.
- ბილეთებში ფული გადავყარე და არ მითხრა რომ ტყუილად... - იმედიანად გავუღიმე და ბილეთები თითებში კიდევ ერთხელ ავათამაშე
- კარგი... კარგი-შემომხედა და ხელები ოდნავ შეუმჩნევლად განზე, დანებების ნიშნად აწია-ვაღიარებ დამამარცხე, წამოვალ ამ მულთფილმის საყურებლად.
სიხარულისგან ყურებამდე გამეღიმა და რომ არა ამდენი ხალხი გამარჯვების ნიშნად ვიცეკვებდი. გაბრწყინებულმა კიდევ ერთხელ შევხედე მის ღიმილიან სახეს და ლექტორს მივუბრუნდი. მთელს სხეულში რაღაც დაცოცავდა, დაფრინავდა თუ რას შვრებოდა არ ვიცი, მაგრამ ფაქტია რომ მისმა ერთმა პასუხმა მთელი დღე პოზიტიურად მიქცია.
რა ცოტაა მართლაც საჭირო ბედნიერებისთვის.

**
ეკრანზე განათებულ სიუჟეტს ყურებამდე გაღიმებული ვუყურებ, დრო და დრო კი ცალ თვალს ილიასკენ ვაპარებ, ეტყობა რომ უკმაყოფილო არ არის, ისიც იღიმის და მთელი მონდომებით უყურებს.
მულთფილმების ყურება მართლაც ყვარებია, ალბათ იმდენად არასდროს გავიზრდებით რომ ეს სიამოვნება მოგვბეზრდეს.
ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სიუჟეტის მაგივრად მთელი საათი მის მომღიმარ სახეს ვუყურებდი. საოცრად მომწონს მასთან ერთად ყოფნა. ვერ ავღწერ ისე და ვუფიქრდები ეს ყველაფერი როგორ უნდა მომბეზრდეს.
ეხლაც ვერ ვიჯერებ რომ ჩემს გვერდით ზის, არ მჯერა რომ მისი დაყოლიება ასე მარტივად მოვახერხე.
ერთი ნაბიჯით წინ წავიწიე,
ეს კი ჩემს აღტაცებას უფრო ამაღლებს.

***
- მხოლოდ მულთფილმის გამო დაგთანხმდი-მეუბნებო შენობიდან გამოსვლის თანავე და ჩერდება
- მეც მხოლოდ მულთფილმის საყურებლად წამოგიყვანე-არ ვიბნები
- ახლა წავალ-მეუბნება ილია და ადგილზე ოდნავ ირხევა
- სახლამდე მიგაცილებ-თქმა და მისი სიცილის ავარდნა ერთი იყო
- მეღადავები გოგო-მეუბნება სიცილით
- არა, რატომ?-
- ღმერთო...- ოხრავს და ღიმილიანი სახიდან თმას უკან იწევს-წამოდი! მე მიგაცილებ
- მართლა?-ვიკვირვებ სასიამოვნოდ
- მთლად ეგრეც არ დამიკარგავს ჯელტმენობა რომ სახლამდე ქალმა მიმაცილოს-მეუნება ისევ სიცილით და უკან გატრიალდა
- ილია-ვეძახი და ვაჩერებ
- რა?
- აქეთ უნდა წავიდეთ-ხელით ჩემს ზურგს უკან მდებარე გზაზე მივანიშნებ
- ხო! ხო! წავიდეთ-ადგილიდან ტოკდება და ისევ უკან ბრუნდება.
ცოტა ხნით ჩუმად ვიარეთ,ჩემ სახლს საეჭვოდ მალე ვუახლოვდებოდით. მეზიზღება ეს მომენტი, როცა მინდა რომ სახლამდე მალე მივაღწიო მაშინ იწელება მაინც და მაინც დრო და როცა არ მინდა მაშინ ხდება ისე რომ სახლში თვალის დახამხამებაში ვჩნდები.
ესეც ერთ-ერთი გაჩალიჩებული სიტუაციაა ცხოვრებისგან.
საუბრის დაწყება მინდოდა, თორემ ეს სიჩუმე ნერვებს საშინლად მიშლიდა, თვითონ კი ეს ფაქტი სულაც არ ანაღვლებდა.
- მარტო ცხოვრობ?-ვეკითხები მოულოდნელად, დემონსტრაციულად თავს უმალ ჩემსკენ აბრუნებს და წარბებს გაკვირვებული ზევით ზიდავს
- რა?
- ღმერთო არა არა-სახე დავჭმუხნე როცა მივხვდი რაც გაიაზრა-ანუ რას გეკითხები, მშობლები რა...ანუ... თუ... აუ...-დაბნეულმა ბლუყუნი დავიწყე და თავში ხელი შემოვირტყი, როცა მივხვდი რომ სიტუაციიდან ვერ გამოვდიოდი.
ისევ სიცილის ხმა სწვდება ყურებს, გვერდით გახედვისას ვხედავ ილიას ხელი როგორ აეფარებინა პირზე და ჩუმი ხმით იცინოდა.
- გაწყობს ხომ რომ მარტო ვცხოვრობდე-სისინებს და ისევ იცინის
- ნუ სულელობ, ანუ მშობლები გყავს თქო ის ვიგულისხმე
- "მარტო ცხოვრობ" და "მშობლები გყავს თუ არა" კითხვა მგონი განსხვავდება ერთმანეთისგან. შინაარსობრივად მაინც არა?-მეკითხება და სახიდან ხელს იშორებს, რომელსაც ჯიბეებში მალავს
- ღმერთო ჩემო... კაროჩე დაიკიდე-ვეუბნები და საუბრის გაწყვეტას ვამჯობინებ, სანამ კიდევ უფრო უხერხულ მდგომარეობაში ჩავიგდებდი თავს
- კი მშობლები მყავს-მეუბნება მომღიმარ შეპარული ხმით და თავს ძირს ხრის-და მარტოც ვცხოვრობ-დაამატა ბოლოს
- მორჩი ეხლა-ვეუბნები ლოყა აწითლებული და მხარში მუშტს ვარტყავ
- ორ კითხვაზე ერთდროულად გაგეცი პასუხი, რაღა გინდა-მეუბნება და ისევ იცინის, გაბრაზება მინდოდა მაგრამ არ გამომივიდა, მისი ხავერდოვანი სიცილნარევი ხმის გაგონება სასიამოვნოდ მომხვდა ყურში და ბაგეებზე ოდნავი შეპარული ღიმილი დამეტყო.
- შენ?-მეკითხება
- მე არ მყავს-ვუჭრი მოკლედ
- ანუ?-რატომღაც თავი ერთი წლის წინ ისევ ჩემ საძინებელში წარმოვიდგინე და მასთან მიმოწერის ეს მომენტი გავიხსენე
- ანუ როგორც კი დავიბადე მიმატოვეს
- გასაგებია-მეუბნება ჩუმად
- მარტო რატომ ცხოვრობ?
- მშობლები გაცილებულები არიან, მათთან ცხოვრებისთვის კი მგონი უკვე საკმაოდ დიდი ვარ
- 20 წლის ხარ ილია-ავღნიშნავ მის პატარა ასაკს და ვახვედრებ რომ ნამდვილი მიზეზი მითხრას, მართალია ვიცოდი მაგრამ მინდოდა რომ ეს დიალოგი სადღაც დავიწყებული კუნჭულიდან გაეხსენებინა.
- უბრალოდ ვერ ვუგებ მათ-მეუბნება და წინ ჩამოყრილ თმას უკან იწევს, სახეზე ლამპიონებისგან წამოსული სხივები ეცემოდა. სასწაულად ლამაზი იყო ამ მომენტში-თავიანთი პრობლემები აქვთ, ამ პრობლემებს კი მეც თავზე მახვევდნენ, ეს კი მე არ მინდოდა, ამიტომ მარტო გადავწყვიტე ცხოვრება
- გასაგებია
- გიოცნებია მშობლებზე?-მეკითხება და ოდნავ მიკვირს მისი მცდელობიდან ლაპარაკის დაწყება
-არ ვიცი, მაგრამ ხანდახან სურვილი გამჩენია გამეგო რომელს ვგავდი უფრო, ხასიათით დედას თუ გარეგნობით მამას.
- გული არ დაგწყდეს-მანუგეშებეს და ოდნავ მიღიმის
- არ მწყდება-ვუღიმი ანალოგიურად და სხეული მითბება.
- ხანდახან ნერვებს მიშლის ღმერთის მიერ მოწყობილი ცხოვრება- ოხრავს და ნაბიჯებს ცოტა ანელებს, თითქოს მასაც არ უნდა რომ მალე დამთავრდეს ეს გზა- ადამინები რომლებსაც მშობლები არ ყავს გონიათ რომ უფრო კარგად იქნებოდნენ რომ ყოლოდათ, ვისაც ყავს კი არ აფასებს და ნატროვენ რომ ისინი საერთოდ არ ყავდეთ.
- იმას მივტირით რაც არ გავქვს
- ტირილს ხომ ჯობია რომ უბრალოდ ყველაფერი გამოვასწოროთ, ან სხვა მხრიდან მივუდგეთ ჩვენ მდგომარეობას, სხვა თვალით შევხედოთ
- მაგრამ ამას იმ მომენტში არავინ აანალიზებს
- მაგას ვამბობ, როცა უკვე აღარ აქვს იმ ყველაფერს აზრი, დრო რომ გადის და უბრალოდ აღარ გაინტერესებს, ან უბრალოდ უკვე გვიან არის რატომღაც მაშინ ვხვდებით იმ მომენტში რომ ასე მოვქცეულიყავით ყველაფერი გაცილებით კარგად იქნებოდა
- სამაგიეროდ ჭკუას ვსწავლობთ
- რათ გინდა ეგეთი ჭკუის სწავლება როცა იმ დროს ამ ყველაფერს აღარ აქვს აზრი
- მაგრამ სხვას მისცემ რჩევას და შენ გამოცდილებას გაუზიარებ
- ვის? ჩვენი ასაკის ბავშვებს რომლებიც მაგ რჩევას ერთ ყურში შეუშვებენ და მეორედან გაუშვებენ? -მეკითხება და თავს ჩემსკენ ატრიალებს.
გავჩუმდი, აღარაფერი მითქვამს, რაღაც მხრივ... არა რაღაც მხრივ არა. მართალი იყო, უბრალოდ ახლა გაჩუმება და მის სიტყვებზე დაფიქრება მჭირდებოდა.
ის რეალისტია, მაგრამ...
არ მინდა ამ ყველაფერზე, ცხოვრების ამ სტილზე ფიქრი, არ მინდა, რადგან მივდივარ დასკვნამდე რომ ამ ყველაფერს უბრალოდ აზრი არ აქვს, რაღაც უაზრობამდე მივდივარ და ვხვდები რომ ადამიანები უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი რობოტები არიან.
- შეიძლება ისინი არც ყოფილიყვნენ კარგი მშობლები, იქნებ თავიანთ პრობლემებზე ყოფილიყვნენ მთლიანად კონცენტრირებულნი, ან ზედმეტი მუშაობის გამო არ მოექციათ შენთვის ყურადღება, შეიძლება საერთოდ მკვლელები ყოფილიყვნენ-განაგრძო თავდაპირველ თემაზე ლაპარაკი
- და რომ მყოლოდა იქნებ იმაზე კარგად ვყოფილიყავი ვიდრე ახლა ვარ?
- მაგაზე ნუ იფიქრებ, ამ სიტუაციაში მხოლოდ ასეთი უარყოფითი ფიქრებისგან შეგიძლია თავი ინუგეშო.
მითხრა და თავი ისევ გზას ჩააშტერა. გვერდით ფიქრებში გაფანტული მივყვებოდი.
მართალი იყო...
ამ სიტუაციაში მხოლოდ ასეთი უარყოფითი ფიქრებისგან თუ ვიპოვიდი ნუგეშს.
მისმა სიტყვებმა სულამდე ჩააღწია და ღრმად დამიტოვა უსიამოვნო და ამავდროულად სასიამოვნო გრძნობა.
უსიამოვნო იყო ამ სიტყვების მოსმენა და გაანალიზება, მაგრამ სასიამოვნო იყო რომ ამ მეტად ჭეშმარიტ სიტყვებს მე მეუბნებოდა.
სასიამოვნო გრძნობას და იმედს მიჩენდა მისი დღევანდელი დამოკიდებულება ჩემსადმი. შეიძლება ბევრი არაფერი, მაგრამ მან მე რჩევა მომცა, ჩემი სატკივარი გულთან მიიტანა და თავისებურად გამამხნევა, ესეც ხომ ბევრს ნიშნავს.
- აბა! ღამე მშვიდობისა მარია-სახლში მიცილების შემდეგ მითხრა, შესამჩნევად გამიღიმა დამშვიდობების ნიშნად და გაბრუნდა.
"მარია" ჯერ არავისგან არ მომისმენია ჩემი სახელის ასეთი ლამაზი ჟღერადობა.

**
"ოთხშაბათი 04:00
- ქრისტიანი ხარ?-მეკითხება
- არ ვიცი, უბრალოდ მწამს ღმერთის, შენ?
- მაგაზე შემიძლია გესაუბრო
- მესაუბრე მერე
- მე გითხარი გესაუბრო და არა გეჩათაო
- კარგი
- ანუ პირობას მაძლევ რომ შემხვდები?
- პირობა არ მომიცია
- შენ დამთანხმდი რომ მესაუბრებოდი და არა მეჩათავებოდი, ეს უკვე პირობაა
- არ ვიცი ვნახოთ
- შენ დამპირდი ანამარია
- ხომ გითხარი რომ მარია დამიძახე თქო
- მე არ დაგპირებივარ
- კარგი თქო ხომ მითხარი?
- არა არ მითქვამს
- კარგი ილოო
- აი შენ კი ნამდვილად მითხარი რომ კარგი ილიას დაგიძახებო
- საქონელი ხარ
- გმადლობთ კომპლიმენტისთვის"

***
დილა სასწაულად კარგი განწყობით დავიწყე, ავდექი, ჩავიცვი, ყავა დავლიე და დავაკვრდი რომ მთელი პროცესის განმავლობაში სახიდან ღიმილი არ მომშორებია, უფრო მეტად ვრწმუნდები იმ სიტვებში რომლებიც აქამდე ბანალურად მეჩვენებოდა, რომ ბედნიერება ზუსტადაც რომ წვრილმანებშია.
სახლის კარები მოვიხურე და სადარბაზოდან გაბრწყინებული გავედი.
- მშვენიერი ამინდია-ღრმად ვისუნთქავს ნესტოებში მოხვედრილ ჰაერს და ველოდები როდის შევიგრძნობ ბუნების და ბალახების გამაბრუებელ სურნელს, მაგრამ საშინელი გამონაბოლქვის გარდა ვერაფერს ვიყნოსავ, ხველება მიტყდება ცხვირში მტვერის შეგრძნებისას, მგონი მთელი ქვეყნის ჟანგბადი ახლახანს შევისუნთქე და დავტოვე ხალხი მშრალზე
- მაინც მშვენიერი ამინდია-იხტიბარი არ გავიტეხე, ცხვირი ხელით მოვიქექე და გზა ღიმილით გავაგრძელე.

***
ლექციას უინტერესოდ ვუსმენდი, დრო და დრო კი ჩემს წინ მჯდომი სილუეტისკენ ვაპარებდი თვალს, რემელიც იმ ქერა გოგოს ესაუბრებოდა, რომელსაც ჩემთვის განკუთვინლ ადგილას მოეთავსებინა .
იმ მერხს ჩემი სახელი უნდა დავაწერო რომ არავინ დაჯდეს, ან ვიყიდი და ყველანაირი ფორმალურობით გავიფორმებ ჩემს სახელზე.
რა ნიჭიერი ვარ.
უკმაყოფილოდ ვაქნევ თავს და ზარის ხმაც სწვდება ჩემს ყურთა სმენას.
ახლა მასთან უნდა მივიდე და რამეზე დაველაპარაკო, თორემ ჩემი პოზიტივის ელემენტი ნელნელა იცლება, დატენვა მჭირდება თორემ ერთი ორი ნაბიჯიც და გავითიშები.
დერეფანში მიმავალს ვეწევი და წინ ვესვეტები, მაგრამ არ ჩერდება. ძალაუნებურად მეც უკუ სვლით მიწევს წასვლა და ლოცვა იმასთან დაკავშირებით რომ არაფერს მივეჯახო.
- სალამი- ვესამლმები და ვუღიმი იმის იმედით რომ გაჩერდება. რეაქცია ნული.
- გაგიმარჯოს-პასუხს უკმეხად მიბრუნებს
-რას შვრები?
- დავდივარ ვერ ხედავ?
- ვხედავ მაგრამ რაიმე ხომ უნდა გკითხო- არაფერს მეუბნება ისევ წინ განაგრძობს სიარულს, მეც მივიწევ უკან სვლით და თვალს არ ვაცილებ
- კითხვა გიყვარს?-ვეკითხები და ვუღიმი
- ახლა არ მითხრა რომელიმე წიგნის გამოცემის პრეზენტაციის ბილეთები იყიდე და იქ მეპატიჟები-შემომხედა და გაიცინა
- ცუდი იდეაა?- ვეუბნები და საკუთარი ფიქრებით ის ბილეთები ნაცარტუტად ვაქციე
- რა სასაცილო რაღაც ხარ მარია-მეუბნება და მიცინის, ყბა კინაღამ ჩამომივარდა, წარბები მაღლა ოდნავ გაკვირვებით ავზიდე და აზრზე ვერ მოვედი უკან მდგომ პატარა ბოძს ფეხი როგორ წამოვკარი.
ჩემსკენ სხარტი მოძრაობით წამოიწია, წელზე ხელები შემიცურა და ჰაერში გაშეშებული ოდნავ წინ წამომწია.
რამდენიმე წამი დამჭირდა ვითარების გასაანალიზებლად, შემდეგ კი მისი კანის სურნელი მომხვდა ცხვირში და მის მკლავებში გამაშეშა.
ოდნავი გაკრული ღიმილით, მიყურებდა.
არ მჯერა, მის მკლავებში მოქცეული ვარ,ეს კი არა და ვეხები. მის მხრებზე დავაწყე ჩემი მტევნები, როგორი ძლიერი და ამავდროულად ნაზია, დაჯერება მიჭირს რომ მე მის სხეულს ვეხები. ახლა მის თვალებს უფრო ნათლად ვხედავ. მის ტუჩებს, ჟღალ წვერს. ახლა კი თამამად შემიძლია ვთქვა რომ მის ნაზ ამოსუნთქვას ჩემი სახის ნაკვთები გრნობენ.
ნერწყვი მძიმედ გადავუშვი სასულეში, თავისი მკლავები ნელ-ნელა მოაცილა ჩემს სხეულს და მისგან მომავილა მთელი სიმხურვალე რაც კი წუთის წინ მომიტანა მაიძულა მომეცილებინა .
- ფრთხილად- მეუბნება სასიამოვნოდ და წელში სწორდება, აშკარად შემატყო აღელვება რაზეც ასე გამომცდელად მიღიმოდა
- კარგი- ამოვიხავლე და ოდნავ ჩავახველე რომ საკუთარი ხმა დამებრუნებინა
- კითხვა მიყვარს- დაგვიანებით მიბრუნებს პასუხს
- ანუ?
- ანუ წამოვალ-მთანხმდება და კისერზე ხელს ისვამს.
- კარგია-ვეუბნები წყნარი ხმით
- მაშ კარგი, შეხვედრამდე-გვერდს მივლის და ცოტა ხნით ჩერდება
- უკვე მეორედ მპატიჟებ პაემანზე, მითხარი როგორი გარემო იქნება იქ, რომ შესაფერისი სამოსი ჩავიცვა
- რ... რა?
- ანუ თუ მშვიდი გარემოა, შავ კაბას ჩავიცმევ თუ ხმაურიანია კი წითელს, ამას წინებზე ვიყიდე ასეთი შემთხვევებისთვის-ასრულებს და ბაგეები უფართოვდება
- კარგი რაა...- ვზმუი და ოდნავ მეც ვიღიმი
- შეხვედრამდე მარია-მიღიმის და გზას აგრძელებს.
ჯანდაბა, ნეტა მხრების მაგივრად მის წელზე მომეხვია ხელები, ასე ხომ მის პრესს შევეხებოდი.
რა უმადური ხარ მარია, შეირგე ის რაც განგებამ გარგუნა, მოვინდომე მთვარეზე მოჯმა.

***
ახლა კი მასთა ერთად წიგნის გახსნის პრეზენტაციაზე ვიმყოფები და მიუხედავად დუმილისა, ძალიან არ მინდა დრო სწრაფად გავიდეს, დავშორდე და ძილი გავიტეხო, ისევ იმის გამო თუ მომდევნო დღეს რა მოვიფიქრო რომ მასთან თუნდაც მცირე დროის გატარება შევძლო.
- კითხვა მართლა გიყვარს?-ვეკითხები ისე თითქოს არ ვიცოდე
- კი მიყვარს, ბავშობიდან ვკითხულობ წიგნებს
- მაგარია, მაშინ ბევრი წიგნი გექნება წაკითხული
- რომ არც დაგესიზმრება იმდენი-ამბობს და გარემოდან თვალი ჩემსკენ გადმოაქვს. შეპარული ღიმილით მიყურებს
- შენ? შენ გიყვარს კითხვა
- კი, კითხვა ნამდვილად მიყვარს-ვუღიმი და თავს გვერდით ვატრიალებ მისი მზერისგან ენა რომ არ ამებას
- მაშ შენც ბევრი წიგნი გექნება წაკითხული
- ცოტა ნამდვილად არ წამიკითხავს მაგრამ შენ მაინც ვერ გაჯობებ, ბავშობიდან არ დამიწყია წიგნების კითხვა
- რატომ?- მიკითხება და გულში მიხარია რომ რაღაცით დაინტერესდა, თუ არ დინტერესდა ის მაინც არის სასიხარულო რომ დიალოგის გაგრძელებას ცდილობდა
- ვერ ვიტანდი კითხვას - ვეუბნები და ოდნავ ვიცინი- მერვე კლასში ვიყავი პირველად რომ წავიკითხე წიგნი "კაცი რომელიც იღიმის" და მას მერე კითხვა შემიყვარდა.
- 506 გვერდიანი-მეუბნება და თავს მისკენ ვაბრუნებ, კინაღამ დამავიწყდა, წიგნის გვერდების დამახსოვრება რომ მისი ჰობია
- ასე ნუ მიყურებ... ძალა უნებურად მამახსოვრდება წიგნების გვერდები-მეუბნება და იღიმის
- შენი ჰობია?
- არა, უბრალოდ აკვიატებაა
- მაგარი აკვიატება გქონია-ვეუბნები და ორივეს ერთად გვწყდება ბაგეებიდან ჩუმი სიცილი.
- მოიწყინე?-ვეკითხები დამნაშავის გამომეტყველებით როცა უკვე ჩემს სახლს მივუახლოვდით
- არა არ მომიწყენია-მეუბნება მშვიდი ხმით.
- ანუ კაი აზრი იყო იქ წასვლა?
- ცუდი ნამდვილად არ ყოფილა
- მშვენიერია
- ხო მშვენიერია, ეხლა ადი სახლში და იმაზე იფიქრე მონდევნო დღეს რას მოიფიქრებ ჩემთან ერთად დროის გასატარებლად- ასისინდა ისევ და მოურიდებლად გაიცინა.
- ძაან მწარე ხარ-თავს უხერხულად ვაქნევ, წარბებს მაღლა გაწითლებული ღიმილით ვწევ
- ღამე მშვიდობის მარია-მეუბნება და საპირისპირო მხარეს იწყებ სვლას.
სახლში ასვლისას დივანზე მოწყვეტით ვეცემი, თავს კი უკან უკმაყოფილებით ვაგდებ .
საღამო მასთან ერთად გავატარე, მაგრამ კმაყოფილი მაინც არ ვარ.
ვერ იხსენებს, ან არ იხსენებს, ან საერთოდ არ უნდა გაიხსენოს, ან ვაფშე შეიძლება დაავიწყდა კიდეც.
ჩვენი დიალოგი, წიგნებზე, მულთფილმზე, თითქოს რიგრიგობით ვაკეთებ ყველაფერს მაგრამ რეაქცია ნოლი.
ყოველი წარმოთქმული სიტყვისას გული იმ იმედით მიფეთქავს რომ რაიმე გაახსენდება, დააკავშირებს ჩვენს დიალოგებს იმ შეტყობინებებთან, მაგრამ უშედეგოდ.
მე მაინც გავაგრძელებ ჩემსას ბოლომდე, მანამ სანამ არ გაიხსენებს, რადგან ის ყველაფერი თვითონ თუ არ გაიხსენა, არ მიხვდა და არ დააკავშირა ამ ყველაფერთან, მე ჩემი პირით ამის თქმას ვერასდროს გავბედავ.
მშიშარა ხარ ანამარია მშიშარა.
მეშინია რომ დავკარგავ , ეს კი ყველაზე ნაკლებად მინდა.

**
"ოთხშაბათი 04:28
- აბა შენს პირველ კოცნაზე მითხარი-ვწერ მე
- სათქმელი არაფერია, გაუაზრებელი იყო
- კაი ეხლა... პირველი კოცნა და გაუაზრბელი?
- ხო რა... ბავშვური იყო და არაფერი ემოცია არ გამოუწვევია ჩემში, პროსტა ინტერესის პონტში მოხდა ყველაფერი.
- უინტერესო!
- უინტერესო არ ვარ.
- ხარ!
- ბევრს რომ ლაპარაკობ შენ პირველ კოცნაზე მოყევი აბა.
- ჩემს? ჩემი პირველი კოცნა არასდროს მომხდარა, არავისთვის მიკოცნია და არც ვაპირებ სანამ ვინმე არ შემიყვარდება
- ღადაობ ხო?
- იასნა- ვწერ და ხმამაღლა ვიცინი.
- სულელი გოგო ხარ :დდ
- პირველი კოცნა ჩემთვისაც ექსპერიმენტის მსგავსი იყო, ინტერესის გამო ვაკოცე
- და რა იგრძენი
- არანაირი არაფერი
- უინტერესო!
- ჩემი სიტყვების ციტირებას თავი გაანებე
- ნუ იქნებით ასეთი კატეგორიული ქალბატონო ანამარია
- მარია ვარ ილია, მარია
- ანამარია ხარ!"

***
- მეგობრები რატომ არ გყავს?-მეკითხება ილია და ლექტორიდან მზერა მისკენ გადამაქვს.
- რა?- კიდევ ერთხელ მინდოდა გამეგო მისი სიტყვები რომ დავრწმუნებულიყავი მართლა დაინტერესდა და შეამჩნია თუ არა ჩემს გარშემო მომხდარი ფაქტი
- მეგობრები რატომ არ გყავს თქო?- გაიმეორა და მერხს ზურგით მიეყრდნო
- მყავს
- საუკეთესო მეგობარზე გეკითხები, ვის გვერდითაც გამუდმებით იჯდები ლექციების დროს და ჩემზე მოუყვები როგორ დამკერო, შესვენებებზე ვისთან ერთადაც გაიყვან დროს და არა მარტო მჯდომიარე ჰამაკში-მეუბნება და ცალყბად იღიმის
- არ ვიცი, ალბათ არავის ვაინტერესებ-მხრები ავიჩეჩე უხერხულად
- თუ შენ არ გაინტერესებს ისინი?
- ვინც მაინტერესებს მასთან კონტაქტსაც ვცდილობ
- ჩემ თავზე არ გეუბნები მარია-მიღიმის.
სასიამოვნო ჰარმონია ისადგურებს ჩემს სულში, ბოლომდე კიდევ ვერ მივეჩვიე მისგან წარმოთქმული ჩემი სახელის ინტონაციას. რაღაც სასწაულად მომწონს რაც აქამდე არ განმიცდია.
- არ ვიცი ილია- მის სახელს როცა ვამბობ ნეტავ მასაც ასეთი რეაქცია თუ აქვს
- არ გყოლია მეგობრები?
- მეგობრები მყოლია მაგრამ საუკეთესოდ არასდროს არც ერთი აღმიქვია
- არა და კარგია როცა გვერდით გყავს ადამიანი,რომელთანაც გაქვს იმის ფუფუნება ისაუბრო იმაზე რაც გინდა- მზერას მაცილებს და წინ იყურება
- ასეთი საკუთარი თავია, არ მჯერა საუკეთესო მეგობრობის, ის ბოლოს მაინც მთავრდება, არ მინდა ისეთი რამის დაწყება რაც ბოლოს მაინც დამთავრდება
- მაშინ ჩემთან რატომ დაიწყე?-მისი სიტყვები ადგილზე მყინავს. თავი ჩემსკენ შემოუტრიალებია და ინტერსით მომჩერებია, ყელში მობჯენილი ნერწყვი მძიმედ გადავაგორე და თვალებში შევხედე
- შენთან არ დამთავრდება- ვუთხარი მტკიცედ და მის პასუხს დაველოდე. არაფერი უთქვამს, ერთ ხანს თვალებში მიყურა შემდეგ კი თავი ისევ წინ მიატრიალა. თითქოს პასუხისგან თავი შეიკავა, რადგან არ უნდოდა ჩემი იმედები სამუდამოდ ჩაეკლა.
მისმა კითხვამ შემაცბუნა და ისევ მომავლის წინასწარ განჭვრეტა მაიძულა.
შემახსენა ისევ ის ფაქტი რომ შეიძლებოდა ამ ურთიერთობას გაგრძელება არ მოყოლოდა და როგორც ჩვეულებრივი ისტორიები ისე დამთვრებულიყო, მაგრამ ამავდროულად შეიძლებოდა ამ ყველაფერს ჰქონოდა რაღაც აზრი. უბადრუკ ცხოვრებას უბრალოდ გაეღიმა ჩემთვის და ყველაფერი კარგად დაემთავრებინა.
იმ ლექციის მერე სახლში წავედი, აღარ მინდოდა იქ დარჩენა, მისმა სიტყვებმა და დაფიქრებული მოვლენების შედეგმა შინაგანი სამყაროს ბედნიერი ჰორმონების სიმპტომები ჩამიქრო.
მთელი დღე სახლში დივანზე წამომჯდარმა და ერთ სივრცეში მიშტერებულმა გავატარე. სივრცეში რომელიც არაფრის მთქმელი და გამამხნევებელი არ იყო.
მაშინ ვფიქრობდი ყველაფერზე და ფაქტიურად არაფერზე.
ნერვები მეშლება,
ვზივარ ვფიქრობ და ვერაფერს ვაკეთებ, გარდა იმისა რომ უბრალოდ ისევ და ისევ ვფიქრობ.
რატომ არ შეიძლება უბრალოდ გაფიქრებით კეთდებოდეს ყველაფერი?!
აი ასე უბრალოდ მარტივად. ააა ხო გამახსენდა, მერე ცხოვრება რითიღა გაერთობოდა.
საზიზღრობაა,
ერთი უმნიშვნელო ბიძგი გინდა და მთელი დღე შხამად ფიქრებში გაქ გამოწერილი.
განსაკუთრებით კი ღამეს.
ღმერთო როგორ მეზიზღება ღამე,
ვერ ვიტან ღამეს, ამ დროს ან ვინმე მენატრება ან რაღაც სულელური აზრები მომდის თავში და ვიგრუზები ან ყველაზე უარესი მაცივართან ვიკეცები და ჩასკდომამდე ვჭამ.
ბალიშს ჰაერში ვისვრი და სამზარეულოსკენ მივდივარ,
მიყურე ცხოვრებავ და დატკბი, ნეტავ მეორედ მოსვლა მოვიდეს და ყველა ამოვწყდეთ, მაშინ ხომ ცხოვრება სულ მარტო დარჩება და მოიწყენს ან ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მოკვდება კიდეც.

***
- ფანტაზიის უნარი გამოგელია?- შესვენებისას ჰამაკში მჯდომს მომიახლოვდა ილია და ბალახზე ჩამოჯდა
- რა უნარი?-უცბად ვერ მივხვდი რა მითხრა
- ფანტაზიის უნარი მარია! ფანტაზიის!
- ჩემთან ყოფნა მოგენატრა ილიი- ბაგეები ღიმილით მეხსნება და წარბებს მაღლა გამარჯვების ნიშნად ვწევ. ჩუმად ჩაიფრუტუნა და წვერზე მარჯვენა ხელი ჩამოისვა
- გენიოსი ხარ მარია
- ნუ უარყოფ
- როდის ვუარყავი?
- ანუ?- ყურები დავცქვიტე და წარბები მაღლა ისევ ავწიე ოღონდ ეხლა სიხარულისგან
- წამოდი სადღაც მინდა წაგიყვანო-წამოდგა და მაჯაში ხელი ფრთხილად ჩამკიდა
- ლექციები?
- ჩემთან მარტო ყოფნის შანს მხოლოდ იმიტომ გაუშვებ ხელიდან რომ ლექცია გვაქვს?-გაჩერდა და გამომცდელად შემომხედა
- არა რათქმაუნდა- თავი გავიქნიე
- ხო და წამოდი- მითხრა ღიმილით და ჩემი მაჯა წინ დაქაჩა
მაღალ გორაკზე ვიდექით, უნებურად ფეხზე გახდა მომინდა. კეტები მოვიშორე და შიშველი ტერფები, ოდნავ ცივ მაგრამ სასიამოვნოდ რბილი ბალახის მდელოებზე გავასრიალე. აქედან ხმაურიანი დიდი ქალაქი, პატარა, დასახლებული პუნქტივით მოჩანდა,
ქალაქში სულში ჩამჯდარი ხმაური აქამდე ბუზის ზუზუნივით აღწევდა.
ილიას დიდი მუხის ქვეშ მოეთავსებინა თავი
- პირველი გოგო ხარ ვინც აქ ამოვიყვანე- მეუბნება და ტუჩის კუთხეში ეშმაკურად ეღიმება
- მართლა? -ვყვები მსახიობურად
- კი, დავიფიცე რომ აქ ჩემი ცხოვრების თანამგზავრს ამოვიყავნდი და მასთან მთელი ცხოვრება დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდი- გულზე ხელს იკრეფს და ცოტა ხანში ფხუკუნებს
- იდიოტი- ვიძახი მისი მისამართით და გვერდით თავს მეც გამხიარულებული ვატრიალებ, სადაც ორიოდე მეტრში პატარა ქოხივით აშენებული ეკლესია მხვდება
- ეკლესია?- მის გვერდით ვიკეცები და კითხვით სავსე თვალებს ვაშტერებ
- ქრისტიანი ხარ?-
დეჟავუს გრძნობა მეუფლება,განსხვავება კი მხოლოდ მდებარეობაა.
- მწამს ღმერთის-ვპასუხობ მშვიდად და გარშემო გაცრეცილი ბალახების სუნს ვიყნოსავ.
- როცა ღმერთის რწმენას ვკარგავ აქ მოვდივარ ხოლმე
- მერე პოულობ?
- არ ვიცი-ოხრავს და სახეზე ჩამოყრილ თმებს უკან იწევს, არ მიყურებს, გარშემო არემარეს ავლებს თვალს
- არასდროს დაგიკარგავს ღმერთის იმედი?- ისევ მეკითხება და ახლა თვალებში მაჩერდება, ვგრძნობ რამდენად მნიშვნელოვანია ეს თემა მისთვის
- როგორ გითხრა, მე ღმერთის იმედად არც არასდროს ვყოფილვარ, რაღაცის მოსაპოვებლად არასდროს მითხოვია მისთვის გულით რაიმე და არც დაკარგვის დროს შემიჩივლია არაფერი.
- არც მის არსებობაში შეგიტანია ეჭვი არასდროს?
- მე ღმერთი ღრუბლებზე წამომჯდარი თეთრწვერა მოხუცი არ მგონია. ღმერთი სიყვარულია, მე მჯერა რომ ის ყველას, ჩვენს გულში გვაყვს სათითაოდ შენახული.
- ღმერთი თუ სიყვარულია მაშინ ამდენ უბედურებას რატომ ატეხს ადამიანებს თავს?
- მათ გამოცდას უწყობს
- რის გამოცდას მარია?- მეკითხება და უიმედოდ მიყურებს. ვერაფერს ვამბობ, იმაზე ვერაფერს ვეტყვი რაც მეთვითონაც არ ვიცი.
- არ ვიცი... მაგრამ იქნებ ამდენ განსაცდელს ღმერთი სულაც არ გვიწყობს.
- მაშინ ვინ ეშმაკი?
- ცხოვრება
- ცხოვრება ხომ თვითონ ღმერთის შექმნილია
- ცხოვრება ჩვენი შექმნილია ილია, ეს ცხოვრება ჩვენ მოვაწვყეთ ასეთად. ღმერთისთვის ჩემი უბედურება არასდროს დამიბრალებია, ამაში ყოველთვის ჩვენს ცხოვრებას ვადანაშაულებდი
- მას რატომ?
- არ ვიცი, თითქოს ცხოვრება ჯიბრში გვიდგას და არ გვაძლევს წინ წასვლის საშუალებას, ვთვლი რომ ცხოვრება ერთი დიდი კედელია რომელიც მეორე გზაზე გადასვლაში ხელს გვიშლის, ღმერთი კი უკნიდან ძლიერად გვაწვება რომ ეს კედელი როგორმე გავანგრიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს და ოცნებებს.
- გჯერა მაგის?
- მინდა რომ მჯეროდეს, არ მჯერა რომ ღმერთი ჩვენი ბედნიერების საწინააღმდეგოდ აკეთებს რამეს.
- ხანდახან ქუჩაში რომ დავდივარ ან მეტროში და ვხედავ ძირს გაწოლილ ბავშვებსა თუ მოხუცებს, როგორ მათხოვრობენ მხოლოდ იმიტომ რომ ცხოვრებამ არჩევნის სხვა საშუალება არ დაუტოვა, ბრაზი მომდის რაღაცაზე ან ვიღაცაზე.
- ეს ღმერთის ბრალი არ არის?
- ცხოვრების? -მეუბნება და მიყურებს-შეიძლება ცხოვრებისაც არის, მაგრამ რომ უფიქრდები ეს ცხოვრება ღმერთის მოწყობილია, მაგრამ თუ შენი თქმით ეს ცხოვრება ჩვენ შევქმენით ასეთებად მაში იმასაც გეტყვი რომ ღმერთმა შეგვქმნა ჩვენ ასეთებად
- არა ჩვენს თავებს ჩვენ ვქმნით ასეთებად, ცხოვრებასაც ანალოგიურს ვხდით. არ მჯერა რომ ადამიანს შეცვლა არ შეუძლია
- ადამიანის შეცვლა შეუძლებელია მარია
- ილია შეუძლებელი არაფერია.სისულელეა, შენ შენს თავში უნდა შეძლო იმ ნაპერწკლის დაჭერა რაც მთელს შენს სულს 360°-ით შემოაბრუნებს-ერთხანს მშვიდად მიყურა, თითქოს ჩემი თვალების შესწავლას ან უფრო მეტის ამოკითხვას ცდილობდა.
- ყველაფერს ასე მარტივარ უყურებ?
- მარტივარ ნამდვილად არ ვუყურებ, უბრალოდ კარგია როცა რაღაცის ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე გჯერა და გწამს, ასეთი კი ღმერთია
- ყველას ჩვენ ჩვენი ღმერთი გყვყავს არა?
- რათქმაუნდა.მე მჯერა ამის. თუ ვიტყვით რომ ღმერთი არსებობს, ესეგი ის მართლაც არსებობს. რომ არ არსებობდეს მასზე არც ვილაპარაკებდით. ყველაფერი მარტივია.- ვეუბნები და თავს წინ ყრუდ მოზუზუნე ქალაქისკენ ვაპარებ
- ჩემთან ურთიერთობაც ასე მარტივად დაიწყე- მისკენ ცალი თვალი ნელა გავაპარე, ოდნავ ღიმილ შეპარული გამომეტყველებით მიყურებდა- უბრალოდ დამინახე მეტროში და ჩემს გამო შენი ყველა გეგმები თავდაყირა დააყენე მხოლოდ იმიტომ რომ უბრალოდ დაგაინტერესე?-
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ბაგეები ოდნავ დავაცილე ერთმანეთს რომ ჰაერს ფილტვებამდე მიღწევა შეძლებოდა.
- არ გიფიქრია რომ შეიძლებოდა ამ ყველაფერს ფუჭად ჩაევლო?
- ფუჭად ჩაიარა?- ვკითხე ოდნავ ჩამწყდარი ხმით და სიტუაციის ჩემსკენ შემობრუნებას შევეცადე.
ჩემმა კითხვამ შევატყვე ყელი როგორ გაუშრო, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და დავიჭირე მზერა ჩემი სახის ნაკვთებისკენ როგორ წაიღო და შემდეგ ყელზე გადაინაცვალ. სახეს, ჩამოყრილი თმა სანახევროდ უფარავდა, რომელშიც ნახევარი სახის ნაკვთები მოუჩანდა, ლამაზი თვალის ნაკვთები, ტუჩები რომლებიც არაპროპორციულად განსხვავდებოდნენ ერთამნეთისგან, რომლის შეგრძნების სურვილიც მკლავდა.
- წავიდეთ არა მარია?- მიჩურჩცულად ჩუმათ
- წავიდეთ- დაბინდული ხმით თითქოს ჩემთვის ვიძახი და ფეხზე წამომდგარ ილიას მივყვები.
- მადლობ დღევანდელი დღისთვის- ვეუბნები სახლთან მისვლის შემდგ
- არაფერს. მეგობრები მაგისთვის ვართ, ფანტაზიის დაცლის შემთხვევაში ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ-სისინებს ისევ და გვერდულად იცინის. ტუჩებს უკმაყოფილოდ ვატრიალებ და წარბებს კუშტად ვკრავ- კარგი ეხლა, ის მაინც აღიარე რომ სადაც წაგიყვანე ის ადგილი უფრო ორიგინალური იყო ვიდრე კინოთეატრი და საგამოფენო საღამო
- რა უმადური ყოფილხარ- ბაგეებს ერთმანეთს შეურაცხოფილი ვაცილებ- ტყუილად გადავყარე ის ფული, უმადურებზე გადაყოლა არ ღირს-ვთქვი და უკან შევტრიალდი -სხვათაშორის იქ ჩემი წაყვანა ორიგინალური კი არა ბანალური იყო - ვუბრუნდები და ვეუბნები, მაგრამ მას სახეზე ისევ აეფარებინა ხელი და სიცილის შეკავებას ასე ცდილობდა.
- მარია - ამბობს სიცილით და ცოტა ჩერდება, ჩენთან ერთ ნაბიჯში დგება და ლოყაზე თავის ტუჩებს მაწებებს. მე ამ დროს?
თვალებ დაჭყეტილი და მისი სურნელის ცხვირში მოხვედრით გამოწვეულ თავბრუსხვევას ვგრძნობ. რატომ ადრე არასდროს შევიგრძნობდი ამ სურნელს?
ტუჩებს ხანგრძლივზე მეტად აჩერებს ჩემს აფაკლულ ლოყებზე, შემდეგ კი ნელა მცილდება.
რა საზიზღული გრძნობა ყოფილა საყვარელი სითბოს და სურნელის შეგრძნება მოულოდნელად რომ სცილდება შენს სხეულს და დაჭერის საშუალებაც კი არ გაქვს.
- ძილინებისა მარია- ჩურჩულებს წყნარად, მიღიმის და უკან ბრუნდება.
მგონი შეამჩნია ჩემი რეაქცია, აბა რას იზავდა ისე გავხევდი ერთ ადგილას გეგონება პირველად შემეხო.
მაგრამ მართლა პირველად შემეხო ასე, ასე რეალურად. ეს ნამდვილად არ იყო ჩემი წარმოსახვის უნარი, ის ისეთი ნამდვილი და თბილი იყო, ცხვირში ახლაც კი მიღიტინებს ჰაერივით წამოსული მისი კანის სურნელი.

**
მეორე დღეს სახეზე დაცემულმა სხივებმა გამაღვიძა, ჯერ კიდევ გუშინ ასეთ შემთხვევაში ნერვები მომეშლებოდა და ზურგს ვიბრუნებდი, მაგრამ ახლა მზის სხივებს ჩემი ნათელი ღიმილიანი ბაგეები შევაგებე და საწოლიდან ლაღად ავდექი.
ღიმილით გადავივლე წყალი,
ღიმილით ჩავიცვი,
ღიმილით ვისაუზმე და ღიმილითვე გავეშურე უნივერსიტეტისკენ,
ღიმილით,
ღიმილით,
ღიმილით და კიდევ ერთხელ ღიმილით.
გუშინ ბედნიერების წამალი დიდი დოზით მივიღე, რაც მეორე დღემდე გამომყვა და ალბათ კიდევ მრავალი დღე გამყვება.
აუდიტორიაში ისევ ილიას გვერდით დავიკავე ადგილი
- გამარჯობა- ვუთხარი ღიმილით
- მოხვედი?- შემომხედა და თმა უკან გადაიწია- გაგიმარჯოს
- მელოდებოდი?
- ჩემს თაყვანისმცემელს და ფანს როგორ არ დაველოდებოდი- ჩაიცინა და სკამზე გასწორდა
- შენს ფანს ფანტაზიის უნარი გაეხსნა
- ოჰ... აბა გისმენ
- დღეს უბრალოდ შენთან ერთად გავისეირნებ
- უბრალოდ ჩემთან ერთად გაისეირნებ?- იკვირვებს და მეკითხება
- ხო! რა იყო?
- ეს დიდი ფანტაზიის მოხმობას არ საჭიროებს, აქედან დასკვნა შენს ფანტაზიას ისევ ძინავს
- უკეთესი შენ მოიფიქრე
- ვერ მოგართვი, დღეს შენი ჯერია, ხვალ მე მოვიფიქრებ- მითხა და თავი ლექტორისკენ მიატრიალა.
სახე ღიმილით გამებადრა. კიდევ ერთხელ, იმ ეტაპს მივაღწიე რაც მინდოდა.
ჩემგან გაქცევას და ჩემი დანახვისას თვალების ატრიალაბას აღარ ცდილობს.
პირიქით, თვითინაც უნდა ჩენთან ერთად დროის გატარება, ამას მის ყველა მოქმედებაში ვგრძნობდი.
ლექციიდან გამოსვლის შემდეგ, გზა ერთად განვაგრძეთ, არ ვიცოდით სად მივდიოდით, მაგრამ მივდიოდით...
შევთანხმდით რომ ერთად უნდა გაგვევლო, გვესეირნა მაგრამ სად ეს არც ერთმა არ ვიცოდით.
-აქ ჩამოვსხდეთ არა მარია- მითხრა და ხიდისკენ მიმითითა, რომლის ქვემოთაც პატარა მდინარე მიერეკობა თავის გზას
-ჩამოვსხდეთ-დავთანხმდი და ხიდის ცივ მეტალზე მოვთავსდი
- ახლავე მოვალ-მითხრა და წინ მდებარე მაღაზიისკენ გაიქცა, მოსვლისას კი პატარა ჰამბურგერი და კოკა-კოლა გამომიწოდა
- მადლობა-ვუთხარი და ხმამაღლა წყვეტილად გავიცინე
- რა გაცინებს?- მეკითხება თვითონაც ღიმილით და გვერდით მიჯდება
- არაფერი, უბრალოდ რატომღაც მეგონა რომ შაურმის გადარტყმას შემომთავაზებდი ბეჭებზე
- გიყვარს შაურმა?-მეკითხება და ჰამბურგერს სიცილით ითავსებს პირში
- ვერ ვიტან-ვუჭრი მოკლედ და მეც მთელი დღის მშიერი გემრიელად ვკბეჩავ ლუკმას
- არც მე- მიღიმის- ჯერ არ მინახავს ადამიანი ვისაც შაურმა არ უყვარს... ამიტომ ცოლად მომყავხარ- ამატებს ბოლოს და იცინის
- არც მე და რა გამოდის მეც ცოლად მომყავხარ?
- არა ამ შემთხვევაში ქმრად უნდა წამიყვანო, მაგრამ ჭირვეული ვარ
- მაშინ კოჭებს დაგიხვრეტ- გახარებული ვთავაზობ გენიალირ იდეას
- მშვენიერი აზრია- თავს მიქნევს ისიც- ოღონ მერე მთელი ცხოვრება ჩემი ხელით ტარება მოგიწევს- თითის ქნევით მეუბნება
- რათქმაუნდა, ხელის გულზე გატარებ და ცივ ნიავს არ მოგაკარებ- ვამბობ და ორივეს ერთდროულად გვეცინება.
- მანიაკი-ამბობს ჩემი მისამართით სიცილით და კოკა-კოლას სასულეში უშვებს.

***
- მიყვარს შენთან ერთად სიარული- ვეუბნები და წინ დაბინდულ გზას გავყურებ, რომელიც სახლთან სიახლოვეს მეუწყება
- მადლობა.
რაღაცნაირი იყო, განსხვავებული, შეიძლება ბევრის მსგავსი, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში განსხვავებული სახე იყო. არ იყო ირონიული, ქედმაღალი, სარკასტული ან თუნდაც მექალთანე.
იყო ლამაზი ღიმილით, იდუმალი გამოხედვით, თავისებური.
რაღაცნაირი რა...
ამ რაღაცნაირს კი სახელს ვერ ვარქმევ.
ხომ არსებობენ ადამინები, რომლებშიც რაღაც ისეთს ხედავ რაც მათზე მიჭავულობას გაიძულებს, რაღაც გიზიდავს და მასთან ყოფნის სურვილს გიჩენს.
გიჩენს სურვილს გაიგო რა არის მასში ის რაღაც ისეთი და ამოცანას, ამოხსნის სახე მისცე.
მაგრამ ეს არ მინდა. მინდა ის იდუმალება ისე დარჩეს როგორც ახლაა და მისით ყოველთვის ისეთი დაინტერესებული ვიყო როგორც ახლა ვარ,
რადგან მეშინია, მეშინია რომ იმ ამოცანას ამოვხსნი რაც მასში მხიბლავს და მერე ვსო, ყველაფერი დამთავრდება, მასში აღარაფერი დამაინტერესებს და ისიც ისეთივე ჩვეულებრივი ფერის გახდება როგორც ასფალტია, რომელზეც ახლა ფეხით დავდივარ, მაგრამ მერე ვუყურებ ისევ მის თვალებს, ბაგეებს რომლებსაც ღიმილის კვალი შერჩენია სახეზე და ვხვდები რომ ვერ მომბეზრდება. ვამბობ რომ მასში ის რაღაც ამოუცნობი მომწონს, მაგრამ ვუყურებ და ვხვდები რომ მას უკვე ვიცნობ, უფრო მეტიც დიდი ხანია ვიცნობ, სანამ გავიცნობდი მანამდეც ვიცნობდი და ეს იმედს მიჩენს, იმედს იმისას რომ მისი შეცნობა არასდროს მომბეზრდება.
ნეტავ იგივეს თუ გრძნობს ის ჩემს მიმართ, ნეტავ მასაც ეშინია ამ უაზრო ფიქრების რისიც მე?
- მარიააა....- მესმის მისი ხმა და მისკენ ვტრიალდები
- ჰა? ჰო...- ავბლუყუნდი უაზროდ, რასაც მისი ჩუმი სიცილის ხმა მოჰყვა
- ჰა და ჰო კი არა შენს სახლთან ვართ უკვე- მეუბნება წინ ჩამოყრილ თმას ისევ და ისევ უკან იწევს
- რა მალე მოვედით- ვამბობ დანანებით
- არ გინდოდა მალე მოვსულიყავით?
- უაზრო კითხვაა.
- მართალი ხარ, შენმა ინტონაციამ ისედაც უკვე ყველაფერი თქვა- ამბობს ღიმილით, ჩემსკენ ისევ ახლოს იწევა. ისევ კოცნას აპირებს, მე კი ისევ ისე გამოლენჩებას ვიწყებ როგორც გუშინ.
თლილ თითებს კისერში მიცურებს და ტუჩებს ჩემს ტუჩებსა და ლოყას შორის ათავსებ.
ღმერთო ახლოს არის, ჩემს ტუჩებთან რა ახლოს არის...
პანიკა მეწყება, თითქოს ფილტვებმა გაქცევა დააპირეს, მაგრამ მის შეკავებას ვახერხებ რაც აძგერებული გულის პულსაციას ორმაგად მიხშირებს. ხელი მისი ხელისკენ მიმაქვს რომელიც ჩემს კისერზე აქვს მოთავსებული და ოდნავ ვუჭერ.
მშორდება, ოდნავ მშორდება და სახეს ჩემი სახის გასწვრივ აჩერებს, თვალებში სერიოზულად მომჩერებია, ყოველგვარი ფარული ღიმილის გარეშე მიყურებს, თითქოს ჩემს შეგრძნებებს მთლიანად გრძნობს და ამის დაცინვას არ აპირებს
- ასე რატომ ვმოქმედებ შენზე მარია?- მეკითხება და ცერა თითს ლოყაზე ნაზად მისმევს. არ ვიცი რა უნდა ვუთხრა, უბრალოდ ენაზე კბილი მაქვს დაჭერილი, თვალები დახუჭული. ამ მომენტში მისი დანახვა არ მინდა,
მას თვალებ გაუხელელად ვგრძნობ, ვგრძნობ მისი კანის სურნელი როგორ იპყრობს ჩემს სხეულს და შიგნით ისადგურებს.
ვგრძნობ ჩემს ემოციებს და შეგრძნებებს როგორ უფრთხილდება და სათუთად ეპყრობა.
სასიამოვნოდ მომწონს მისი დამოკიდებულება. ის ჩემს გრძნიბებს ირონოულად და სარკასტულად არ უყურებ, პირიქით, თითქოს აი ახლა ლოყაზე როგორი სითათუთითაც მეფერება ისე ეფერება ჩემს სულსაც და მასთან ერთად ჩემს შინაგან გრძნობებსაც.
- ძილინებისა მარია- მეჩურჩულება და გავარვარებულ კისერზე მოულოდნელად სიცივე ისადგურებს, თვალებს დემონსტრაციულად ვახელ და მის თბილ გამოხედვას ვაწყდები, ნერწყვს ხახაში მძიმედ ვუშვებ და ოდნავ ვახველებ ხმის დასარეგულირებლად
- ძილინების ილია-მაინც არ გამომდის და ხმა მიწყდება.
ილია თავს ოდნავ მიკრავს და უკან ბრუნდება.

***
დღეს მთელი დღე სახლში ვარ, კვირაა და ვისვენებთ უნივერსიტეტიდან.
ეს წესი დამტკიცდა განათლების მიერ, რომლებმაც ჩათვალეს რომ სტუდენტებსაც უნდათ მთელი კვირის მეცადინეობის შემდეგ დასვენება.
მათ გადაწყვეტილებას პირველად შევეწინააღმდეგე. ახლა რა უნდა ვქნა? მთელი დღე უაზროდ უნდა ვიბოდიალო ერთ ადგილას.
დღეს ილიას ვერ ვნახავ, მისი ნომერიც არ მაქვს, არც მისი სახლის მისამართი ვიცი და არც facebook-ზე ვიცი როგორ ვნახო, თვითონ კი ჩემთან მოსვლას არ მგონია ფიქრობდეს.
არაუშავს ეს დღე მალე გავა და ხვალ ისევ ვნახავ.
იხტიბარს არ ვიტეხავ, ვიღიმი ისევ ლაღად და საწოლში გვერდს ვიბრუნებ ძილის გასაგრძელებლად.
როგორც შემეძლო დრო გავწელე და თავს ყოვლეგვარი ფიქრი ავუკრძალე რომ ძილის საშუალება მომცემოდა. რაც უფრო დიდხანს მეძინებოდა დღეც უფრო მალე გავიდოდა.
საწოლში შუადღემდე ვინებივრე, ადგომისას წყალი გადავივლე და სახლის მოწესრიგებას შევუდექი, თან ვღიღინებდი.
თან იცით რას?
შუა გაზაფხულს ჩემს სახლში "ჰეფი ნიუ იარის" ჰანგები გავაჟღერე.
რა მამღერებს ამ სიმღერას, ახალწელს არ მიმღერია და ახლა რამ მაიძულა ამის გაკეთება. უკმაყოფილოდ ვატრიალებ თავს და ტელეფონში ვრთავ სიმღერას, რასაც ხმას და ტანს ვაყოლებ და ღიღინ ღიღინით ვაგრძელებ სახლის ლაგებს.
რამდენი ხანია ხელი არ შემივლია აქაურობისთვის, საშინელ მტვერსა და აბლაბუდებს დაუსადგურიათ ჩემი სახლის თითოეული კუნჭული. ღორი რომ შემოგეშვათ უკან გატრიალდებოდა.
ლაგებას საღამომდე მოვუნდი, მართალია წელი ამტკივდა ამდენი მოძრაობისგან მაგრამ სამაგიეროდ სახლი წკრიალებდა და მომდევნო თვემდე ხელის მოკიდება აღარ დაჭირდებოდა, ვინაიდან და რადგანაც ძალიან სუფთა და კომუნიკაბელური ადამიანი ვარ.
ოთახში საწოლზე ზურგით გავწექი.
"ილია"
მივლის გონებაში სასურველი სახელი, რომელიც მთელი დღეა მაწუხებს.
შეწუხებულ ნასიამოვნები ღიმილით მეცინება და ისევ წრუკუნს ვიწყებ.
მისი გული მოვიგე, თითქოს ახლა სადარდებელი არაფერი უნდა მქონდეს, მაგრამ ზუსტად ეხლა გამიჩნდა ყველაზე დიდი თავის ტკივილი.
როგორ ვუთხრა სიმართლე?
როგორ ვუთხრა ვინ ვარ მე?
ამას ხომ ვერასდროს მოვახერხებ. ამდენი გამბედაობითაც არ დავუჯილდოვებივარ განგებას. თითქოს ყველაფერს ისე ვაკეთებ როგორც საჭიროა, იმ თემებს ვეხები რაც იმ დღეს მასთან მიმოწერაში მოვასწარი, რაც რეალურად უფრო სასიამოვნოდ მოსასმენი გამოვიდა, მაგრამ არაფერი.
მეგონა რაღაც მაინც გაახსენდებოდა, პატარა დეტალი მაინც, მაგრამ მისგან ვერაფერს ვგრძნობ ისეთს რომ მინიშნება მომცეს, მესიჯი მომცეს რომ რაღაც იგრძნო, გაახსენდა მაინც.
ვერაფერი...
საერთოდ ვერაფერი...
ეს უნდა მიხაროდეს?
რათქმაუნდა არა, ამ საიდუმლოთი და ტყუილით ხომ ვერ გავაგრძელებ მასთან ურთიერთობას.
ის დღე ჩვენთვის ორივესთვის, იმ ღამის მიმოწერები, უბრალო არ ყოფილა. ის ბევრად მეტს ნიშნავდა ვიდრე ამას ნებისმიერი სხვა ჩვეულებრივი ადამინი წარმოიდგენდა.
ვგრძობდი რომ მაშინ მისი წერილები ბევრს ნიშნავდა.
მეორე დღესაც მელოდებოდა, დარწმუნებული ვარ მელოდებოდა, მაგრამ მე აღარ, უფრო სწორად ვეღარ მოვახერხე მასთან კომუნიკაციის გაგრძელება.
ვიცი რომ ვაწყენინე და ამას საშინლად ვნანობ, ამიტომაც მეშინია მასთან ამ თემაზე ლაპარაკის, მეშინია რომ გაბრაზდება და უკან მოუხედავად წავა.
სასაცილოა, მინდა რომ სიმართლე გაიგოს მაგრამ თან არ მინდა.
ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვიქნები მშვიდად, ორივე ძალიან მძიმე ასატანი იქნება ჩემთვის, გაჩუმებაც და ლაპარაკიც.
მეორე დღისით ილია ეზოში დავლანდე, მის კურსელებთან ერთად, ამიტომ გეზი პირდაპირ აუდიტორიისკენ ავიღე, მაგრამ ადგილი რომელიც წესით ჩემთვის იყო განკუთვნილი სხვას დაეკავაებინა.
ყურებჩამოყრილმა გადავდგი ნაბიჯები და სულ უკან წავედი ბუზღუნით.
არა რა, ხომ ვთქვი რომ ის ადგილი უნდა მეყიდა და ჩემზე გამეფორმებინა, ტვინი რომ არ გექნება თავში.
- გამარჯობა- მესმის გევრდიდან ნაცნობი ხმა და ფიქრს მაწყვეტინებს. თავზე მომღიმარი ილია მედგა რომელიც ჩემს გვერდით ადგილს იკავებდა
- გაგიმარჯოს?-კითხვით მივესალმე დაბნეული
- გაგიმარჯოს?-გაიმეორა გაკვირვებულმა ჩემი ნათქვამი და უკვე ადგილზე მჯომიარემ მომაპყრო გაკვირვებული მზერა
- მე... ისა... - დავიწყე უაზრო ბლუყუნი და თავი უსიამოვნოდ გავაქნიე- მოკლედ გამარჯობა
მივაყარე ბოლოს და მომღიმარ ილიას თავი ავარიდე.
- ჩემი ჯერია?-ჩენსკენ იწევა და ისე მეუბნება რომ ლექტორს არ დაენახა
- რა ჯერი?- ვერ მივხვსი რას მეუბნებოდა
- ღმერთო მარია...- ხვნეშის შეწუხებული- ანუ დღეს მე მიმყავხარ სადღაც- მეუბნება და წარბებს მაღლა მიწევს- ახლა გაიგე?
- ააა, კი კი გავიგე - ვეუბნები და ოდნავ უხერხულად ვუღიმი
- ხო და ძალიან კარგი- მეუბნება კმაყოფილი და ლექტორს უბრაუნდება.
მე კი ისევ გამოშტერებული ვარ. ჩემს გვერდით თავისი ნებით ზის, რა უცნაური შეგრძნებაა.

***
ოთხშაბათი 05:00
- ჰობი? - ვეკითხები
- ვუკრავ
- მართლა? და რაზე
- ნერვებზე
- ნუ ბანალურობ
- კარგი ვხუმრობ. გიტარაზე ვუკრავ, მაგრამ ასევე ვცდილობ გიტარის გარდა, სხვა და სხვა ისნტრუმენტებზე ვისწავლო დაკვრა
- მშვენიერია, მუსიკა ძალიან მიყვარს
- შენი ჰობი?
- კითხვა რომ მიყვარს ეგ ჰობში არ მეთვლება?
- არა!
- კარგი, მაშინ ვწერ
- ეს უკვე საინტერესოა! დღიური?
- არა დღიური არ არის, უბრალოდ ჩემს ფანტაზიას კარგ საქმეში ვიყენებ და საინტერესო ისტორიებს ვწერ
- იმედია წამაკითხებ
- არავის ვაკითხებ
- იმიტომ რომ არავის ენდობი, გგობია რომ მაგ ყველაფერს ვერ გაიგებენ.
- შენ გაიგებ?
- შენ გაგიგებ, ეს კი უკვე ყველაფერს ნიშნავს.

***
შესასვლელი კარის ჩხაკუნის ხმა გავიგე. ილია შიგნით შევიდა და მარჯვენა ხელი გამომიწოდა
- მოდი- მის თლილ ხელებს დავხედე. დავაკვირდი მის მბზინვარე ფრჩხილებს, რომლებიც მის თითებს საშინლად უხდებოდა.
მარცხენა მტევანი შევაგებე და სახლში მარჯვენა ფეხი შევდგი.
კარის მარცხნივ სარკიანი პატარა კამოდი იყო სადაც ფეხსაცმელებს ალაგებდნენ.
ფეხზე დავიხადეთ და მისაღები ოთახისკენ გავყევი.
გამიკვირდა როცა იქაური მყუდროება სასიამოვნოდ მომხვდა თვალში
- შემ მართლა მარტო ცხოვრობ?
- რატომ მეკითხები?-მომიბრუნდა და თვალით მანიშნა დავმჯდარიყავი
- სახლი შვენიერ მდგომარეობაშია-მის გვერდით მოვკალათდი
- ეს დედაჩემის დამსახურებაა
- კარგია როცა დედა, განურჩევლად სქესისა ყველა შვილს სისუფთავეს ასწავლის
- სახლში ძირითადად მარტო ვცხოვრობდი, რადგან დედაჩემს ჩემთვის არ ეცალა, წესრიგი კი თავისებურად ვისწავლე, დედაჩემი არაფერს შუაშია-მითხრა და მაგიდაზე მიყუდებული გიტარა ხელში შეათამაშა.
როცა მშობლებზე ლაპარაკობდა, ხმა არასდროს უსევდიანდებოდა, არც ებზარებოდა. თითქოს დიდიხანია მიეჩვიე და გაითავისა ეს სიტუაცია.
დრო მართლა ყველაფერს გაჩვევს ადამიანს.
ილიამ გიტარის სიმს ხელი ჩამოკრა და ოთახში მშივდმა ნოტმა გაირბინა. ერთს მეორე მოყვა, მეორეს მესამე და საბოლოოდ მთელი ჩვენი არსება სიმშვიდეში გადავიდა.
ვგრძნობდი ილიას როგორ უყვარდა ეს საქმე,
ვხედავდი ეს გიტარა როგორ მიუსაკუთრებია და მთელს მის ტკივილს შიგნით უტუვებდა. ან რატომ ტკივილს, იქნებ ბედნიერებას.
წამით მომინდა ამ გიტარის ადგილას ყოფნა. მინდოდა ილიას ჩემთვის გაეზიარებინა ტკივილიც, სიხარულიც, აღტაცებაც, ყველანაირი გრძნობა. თითქოს ამ კედლებზეც კი ვიეჭვიანი. ამ კედლებს ილია ყველანაირ სიტუაციაში, ყველანაირ განცდებში ყავდათ დანახული.
ილიამ დაკვრა შეწყვიტა და გამომხედა.
- კარგად უკრავ- სასიამოვნოდ გავუღიმე- მიყვარს მუსიკა
- მუსიკა მეც მიყვარს-ცოტა ხნით გავჩუმდით.
ვერ მივხვდი ილუზია იყო თუ ილია მართლა მიახლოვდებოდა, მაგრამ ცოტა ხანში მას ჩემს სიახლოვეს შევიგრძნობდი, არ მეხებოდა მაგრამ თითქოს ვიწვოდი. შიგნიდან მაკანკალებდა, თითქოს დენმა დამარტყა და მისი შეგრძნება საუკუნეა გამყვა.
თითები კისრისკენ შემიცურა და თავისი ცხვირით ჩემს ცხვირს დაუწყო მოფერება.
მეგონა სუნთქვა გამიხშირდებოდა, მაგრამ ვიგრძენი ჰაერმა როგორ დატოვა ჩემი სხეული. თავი კოსმოსში მეგონა, სადაც ჟანგბადი გამითავდა და უიმედოდ ვცდილობდი არსაიდან წამოსული ჰაერი მეპოვნა.
ცხვირი ლოყისკენ გადაიტანა, სხეულში ეკლებმა დამაყარეს, იმდენად ამბურძგლა ამ შეგრძნებამ რომ ტკივილი ვიგრძენი.
თვალები დახუჭული მქონდა, თითქოს რაღაც დამადეს და გახელის საშუალებას არ მაძლევდა.
ვიგრძენი რომ ტუჩები ამეწვა. ბაგეები ერთმანეთს დავაშორე, სასწრაფოდ მჭირდებოდა ჰაერი. ნამდვილად არ მინდოდა ახლა მოვმკვდარიყავი.
უცებ სისველე ვიგრძენი, თბილი სხეული შემეხო ბაგეებზე. საუკუნე დამჭირდა იმის გასაანალიზებლად რომ ილიას ტუჩებს ვეხებოდი. თითქოს მთელი ქვეყნიერების სითბო გადმომაფრქვიეს.
სინაზეს ვგრძნობდი. ვერ ავღწერ მისი ბაგრების სიფაფუკეს, ზოგიერთი რამ მართლაც აუხსნელი გრნობაა. ეს ილიამ გამომაცდევინა.
ტუჩებიდან ოდნავ მომშორდა და შუბლი შუბლზე მომადო.
ვგრძნობდი თვალები მასაც დახუჭული ქონდა.
ოხრავდა.
მძიმედ სუნთქავდა.
ჩემი მტევნები მკერდზე დავაკრიფე.
ვიგრძენი გული გამალებით როგორ უცემდა.
ჩემი გაჩერებული იყო.
წამით მოვკვდი.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა გრძნობაა როცა ოცნებას რომელიც აუხდენელი გეგონათ, მოულოდნელად გიხდება. თითქოს კვდები და მეორედ იბადები.
- თითქოს მთელი ცხოვრებაა გელი-წაიჩურჩულა ისე თითქოს ეშინოდა მისი სიტყვები სხვას არ გაეგო.
-მე კი თითქოს ცხოვრების დაწყებამდეც შენ გელოდი.
***
- რატომ არ მიდიხარ?- მეკითხება წყნარად გულზე მიხუტებულს
- რატომ უნდა წავიდე?
- იქნებ გულს გტკენ, ამაზე არ გიფიქრია?
- მერე რა! ესეც ხომ ცხოვრების ერთ-ერთი კანონია
- ზედმეტად მხიარული ხარ ამ ცხოვრებისთვის.

**
ვიცი რომ შეყვარებული ვარ, რადგან ღიმილს ვერ ვიკავებ.
მინიმუმ ყოველ ოცდაათ ან ორმოც წამში ბავშვივით ვიღმინჭები.
ვიცი რომ შეყვარებული ვარ, რადგან საკუთარ ხუმრობებზე მეცინება. ისეთ სიმღერებს ვმღერი რომლის ტექსტებიც არ ვიცი.
ყოველ მეტრზე ხალხს ღიმილით ვესალმები. სულ არ აქვს მნიშვნელობა ვიცნობ თუ არა მათ. ყველა შემხვედრი მიყვარს.
ჩემი სხეული ბედნიერებით არის გაჟღენთილი.

***
- კარგად წერ მარია- მითხრა ერთხელ როცა პირველად ჩემს სახლში წავიყვანე და ჩემი ჰობის შესახებ ვუთხარი- რატომ მალავ ამ ყველაფერს?
- კარგი რა! - თვალები გადავატრიალე
- რატომ ასეთი პესიმიატურობა?-მეკითხება და მაჯით თავისკენ მწევს
- პესიმისტური სულაც არ ვარ, გენიოსო, უბრალოდ ჩემს თავს რეალურად ვაფასებ
- შენს შესაძლებლობებს საერთოდ არ აფასებ. მე კი ვერ ვიტან როცა ადამიანი საკუთარ თავს ბოლო პლანზე აყენებს
- ანუ ვერ მიტან?- ვკითხე და თვალები დავაწვრილე
- გამონაკლესების შესახებ გსმენია რამე?- ამყვა ეშმაკობაში და მის კალთაში მჯდომს ჩქმეტა დამიწყო
- ილია მეზიზღება ესეთი რაღაცეები- ავწრიალდი უკმყოფილოდ
-მაშინ ეს ნაშრომები ვინმეს ანახე
- კარგი!კარგი! ოღონდ ნუ მაწვალებ
- მპირდები?
- გპირდები.

***
იმ გორაკზე ვართ სადაც პირველად ამომიყვანა. დღეს რაღაც სენტიმენტალური ვიყავი. ისეთი გრძნობა მქონდა რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც დავიმსხვრეოდით
- რა ხდება მარია?- მკითხა და შუბლ შეკრულმა გამომხედა
- შესაძლებელია რომ მოგბეზრდე ილია?- ვკითხე ხმა ჩამწყდარმა
- როგორ შეიძლება რომ შენ მომბეზრდე?!
- შემეჩვევი და ისეთი აღტაცებით აღარ შემომხედავ, როგორც დღეს!
- არ მინდა რომ ამის მჯეროდეს მარია!
- მაშინ ნუ დავიჯერებთ
- ნუ დავიჯერებთ, ასე უფრო უფრო მარტივია.

***
ბავშვობაში მყავდა გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო. შეიძლება ცხოველი, ფრინველი ან თუნდაც უსულო არსება იყო.
უბრალოდ ბავშვების გარკვეულ ასაკში დგება პერიოდი, პერიოდი როდესაც ხვდებიან რომ მათ მშობლებს მათთან სათამაშოდ არ ცალიათ. ამიტომ ისინი იგონებენ პერსონაჟებს რომლებთანაც იწყებენ კონტაქტს და ლაპარაკს, რომლებსაც მათ გარდა ვერავინ ვერ ხედავს.
მინახავს ბავშვები, რომლებისთვისაც კედლის მიღმა მომიკრავს თვალი თუ როგორ სთავაზობენ მის წინ მჯდომიარე უჩინარ არსებას ჩაის ან ყავას.
მინახავს ბავშვები რომლებიც სწორედ ამ უჩინარ არსებას თითის ქნევით ეჩხუბებოდნენ რომ დავალება არ დაწერა, თავის დროზე არ დაიძინა ან მასწავლებელი გააბრაზა.
ეს პერიოდი მათ ცხოვრებაში მანამ არ მთავრდება სანამ დედიკო და მამიკო მათ ახალ დაიკოს ან ძამიკოს არ მოუყვანას, შემდეგ კი უჩინარი არსება მათით ნაცვლდება.
მაგრამ ჩემი წარმოსახვითი არსება არც დას და მითუმეტეს არც ძმას არ ჩაუნაცვლებია. ის დღემდე ჩემს გვერდითაა, მაგრამ ვტყუივარ, ის უკვე ბოლო ერთი წელია ჩემს გვერდით აღარაა. ილიამ ჩაანაცვლა და უკვე აღარც წარმოსახვით არსებად მევლინება, ის უკვე რეალურად ჩემთანაა.
არასდროს მეგონა თუ მისი ასე სიახლოვე შემაშინებდა.
იმდენად მაშინებს რომ მთელს სხეულს მატკიებს. არ მინდა რომ ის ისევ წარმოსახვის ნაწილად იქცეს.

***
- როდესმე გოგოსთვის გული გიტკენია ილია?- მის მუხლებზე მედო თავი.
წინ გადაპენტილ დაისს თვალი მოაცილა და ზემოდან დამხედა
- არა, გული არავისთვის მიტკენია- მითხრა მშვიდად.
სიმშვიდე...
ეს ერთ-ერთი ლამაზი თვისება კიდევ აღმოვაჩინე ილიაში.
შევატყვე ბუნების სუფთა ჰაერზე, ყოველთვის მშვიდად იყო. თითქოს ქალაქისგან გადაღლილი აქ ისვენებდა. სახე უმშვიდდებოდა.
- შენ?- ველოდი ამ კითხვას
- მე მიტკენია-ვთქვი დარცხვენილმა
- რატომ?- დამაჩერდა ინტერესით. მისი მუხლებიდან წამოვიწიე და თვალებში შევაჩერდი. "მიდი უთხარი მარია, დროა უთხარი" ჩამძახის ჩემი ექო. სიტყვების წარმოსათქმელად ბაგეები გავაღე. წარმოვიდგინე ჩემი მეორე ექო, ცერა თითებით აწეული როგორ მგულშემატკივრობდა.
- ერთ ბიჭს, ჩემდა უნებურად ვაწყენინე- ნერწყვი სასაში მძიმედ ჩავუშვი- ერთ ღამეს, მივწერე, კარგად ვისაუბრეთ, შემდეგ შევპირდი გნახავ თქო, მაგრამ ვერ ვნახე- განაბული ვუყურებდი. ყოველი წარმოთქმული ბგერის დროს მეგონა რომ წამოხტებოდა და მიყვირებდა " გამახსენდა, ის ბიჭი მე ვარ. ასე რატომ მომექეცი? რატომ გამიმეტე? მეზიზღები" მეტყოდა და უკან მოუხედავად გაიქცეოდა, მაგრამ ის უბრალოდ შუბლშეკრული მიყურებდა
- ეგ ხომ ცუდი საქციელია მარია- მითხრა განაწყენებულმა. თითქოს იმ ბიჭის ადგილას წარმოიდგინა თავი, შეიძლება თავისი წარსული გაახსენდა, ისიც ხომ იგივე მდგომარეობაში "ჩააგდეს" და გულზე ამიტომაც მოხვდა. სასაცილოა, ის ფაქტი თუ გაახსენდა და ერთი წუთით მაინც არ გაიფიქრა რომ ის გოგო შეიძება მე ვყოფილიყავი.
იქნებ მისთვის იმდენად ახლოს მივედი რომ ვერაფრით წარმოიდგენდა რომ ასეთ რამეს გავუკეთებდი.
- კარგია თქო არ ვამბობ
- რატომ არ ნახე.
- როგორც იცი მშობლები არ მყავს. ბიძაჩემი მზრდიდა. იმ დღისით როცა უნდა მენახა, ბიძიას ავარია მოუვიდა და დაიღუპა. რამდენიმე კვირა დამჭირდა შოკიდან გამოსასვლელად. ბიძაჩემი იყო ის ერთადერთი რაც მაიძულებდა სახელწოდება "ოჯახი" ჯერ კიდევ არ დამვიწყებოდა.
მერე კი როდესაც თითქოს ყველაფერმა ჩაიარა, გამახსენდა ის ბიჭი. მიმოწერა როცა შევამოწმე მისი ბოლო შეტყობინება ვნახე " მარია, ძალიან ცუდად მომექეცი".
- მოძებნა არ გიფიქრია?
- მიფიქრია! მაგრამ მისი ადგლიმდებარეობის შესახებ არაფერი ვიცოდი, facebook-იც გაუქმებული ქონდა. ნომერზე ლაპარაკიც ხომ ზედმტია.
- ნანობ რომ ვერ იპოვე? მკითხა ინტერესით. როგორ მინდოდა მეყვირა ბოლო ხმაზე რომ ვიპოვე. ვიპოვე და ის ჩემს წინ იჯდა, მაგრამ...
- არა არ ვნანობ- წარმოვთქვი ხელოვნური თავდაჯერებულობით
- ხო და ძალიან კარგი- მითხრა ბედნიერმა და თავი მის მკერდზე დამადებინა. როგორც ჩანს ილიას ის დღე აღარასდროს გაახსენდება. ამას ახლა მივხვდი, როცა თითქმის ყველაფერი ვუთხარი და მიზანში გარტყმამდე მხოლოდ სახელებიღა იყო შაჭირო.
იქნებ სჯობდა საერთოდ აღარაფერი მეთქვა. ასე ხომ უფრო მარტივი იქნებოდა. მომესროლა ჯანდაბაში ჩემი სისნდისი და მასთან ამ საიდუმლოთი მეცხოვრა.
" გენიალური იდეაა მარია, გენიალური" ჩამსისინა ექომ.

ოთხშაბათი 06:55
- თავზე დაგვათენდა- ფანჯარაში შემოღწეული აისი მახსენებს თავს.
- მე არ მეჩქარება, შენთან თავს კარგად ვგრძნობ
- მიხარია- ვწერ და დავაკვირდი რომ ძილის სურვილი საერთოდ არ მქონდა. დილის სუსხის მიუხედავახ თვალები მაინც არ მეფშვნიტებოდა
- შენი ნახვა მინდა.
- არ ვიცი რამდენად გამოვა
- შენ არ გინდა?
- მინდა!
- მაშინ რა გვიშლის ხელს? მთავარი ხომ მონდომებაა.
- მართალი ხარ.
- ხვალ გნახავ ანამარია?
- მიუხედავად იმისა რომ ანამარიას მეძახი, გამონაკლისებს დავუშვებ
- ძალიან კარგი.
- მაშინ დროებით
- კიდევ ერთი შეკითხვა?
- გისმენ!
- მხოლოდ 6 მეგობარი გყავს და რატომ მაინც და მაინც მე?
- არ ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ შენი პროფილის ფოტომ მომხიბლა, ასეა თუ ისე ინტუიცია კარგი მაქვს და არ შევმცდარვარ
- ანუ?
- იმაზე მეტი ვთქვი ამ სიტყვებით ვიდრე საჭირო იყო
- მაშინ მადლობა!
- დროებით
- დროებით ანამარია.
ჩვენს დამშვიდობებას დროებითი ნამდვილად ვერ დაერქმეოდა, მაშინ ეს სამუდამო დამშვიდობებას ჰგავდა.

***
- მარია!
- გისმენ
- რატომ მაინც და მაინც მე?
- ილია! უბრალოდ მინდა რომ გიყვარდე და არასდროს ამ თემაზე აღარაფერი მკითხო. არასდროს! აღარაფერი!- ვუთხარი და მის კისერში ჩავმალე უსირცხვილო სახე.

***
ადრე ილია იმ წიგნივით მეჩვენებოდა რომელიც არ გაქვს. მაგრამ მისი მოპოვების სურვილი საშინლად გინდა, რადგან თვლი რომ საუკეთესოა, საუკეთესოთა შორის! მაგრამ ერთ დღეს როდესაც სურვილს აღწევ, წიგნს ხელთ იპყრობ, კითხვას იწყებ მთელი აღტაცებით და მოულოდნელად იმედები გიცრუვდება. რადგან სინამდვილეში სულაც არ ყოფილა ისეთი კარგი და საინტერესო როგორიც შენ გეგონა.
ახლა კი ილია იმ წიგნს მაგონებს, რომელიც მთელი არსებით გიყვარს, რადგან სასწაულ განცდებს აღძრავს შენში, საგულდაგულოდ ინახავ რომ არ დაკარგო.
ერთ მშვენიერ დღეს კი აღებ კარს, გინდა ის წიგნი წაიკითხო, ჩაეხუტო, მისი სურნელი შეიგრძნო, მაგრამ ადგილზე აღარ გხვდება.
დაკარგულა.

***
-ილია ლექციას უსმინე-ვუთხარი ფხუკუნით, როდესაც მისი ხელები ჩემს ფეხთან ამოაცოცა
- ვუსმენ- მხრების ჩეჩვით მიპასუხა და თმა უკან თავის ქნევით გადააგდო, ხელის მტევანი კი ბარძაყზე მომიჭირა
- ნორმალურად ილია- გაჯავრებით შევუღვირე
- არ მინდა ნორმალურად ყოფნა- მითხრა და სკამიდან წამოხტა. თვალები გავაფართოვე. ლექტორმა საუბარი შეწყვიტა, ბავშვებმა მას მიაშტერეს მზერა
- გისმენთ ილია, რაიმეს თქმა ხომ არ გინდათ?- კითხრა ლექტორმა
- არა ბატონო- ხელი მსუბუქად ჩამკიდა, წამოდიო მითხრა და აუდიტორიიდან გამიყვანა.
შეშფოთებული მივადევნებდი მზერას.
- ილია გაგიჟდი?
- გავგიჟდი!
- რას იტყვიან? შეიძლება სულ აღარ შეგვიშვან ლექციებზე
- კარგი რა მარია! ჩემი დაკერვის დროს უფრო ინტერესიანი ჩანდი
- მოიცადე, ახლა არ ვარ?
- დამიმტკიცე რომ ხარ!

ცოტა ხანში მასთან ერთად პარკში ვიჯექი. ბაგეებიდან ამრეცილი ღიმილი, თვალებიდან კი ეშმაკური კმაყოფილება დამთამაშებდა
- ეს გამომეტყველება არ მომწონს- ამოიხავლა საცოდავად
- შენ მაიძულე!- ვუთხარი და თითი ჩვენს წინ ორ მეტრში მსხდარი წყვილებისკენ ვანიშნე
- მათ ხედავ?
- ო! არა!
- ხედავ თქო?- გავუმეორე სიცილით
- არა! არა მარია არა!
- კი ილია კი- ხელები ერთმანეთში ავფშვნიტე სანახაობის საყურებლად. ძალიან ვინანე პოპკორნი რომ არ მქონდა თან- ახლა მიხვალ და იმ გოგოს სიყვარულს აუხსნი
- არა
- ილია, მალე- გვერდიდან ზლაზვნით მომცილდა. ფეხებს უკან ითრევდა. რამდენიმე წუთი შორიდან, სვავივით ზვერავდა წყვილს. შემდეგ კი როგორც იქნა გაბედა და გოგოს მუხლის ჩოქებთან მივარდა
- ე! რას აკეთებ?- გაღიზიანებულმა შეყვირა კაცმა
- მე ეს გოგო მიყვარს- წარმოთქვა საცოდავი ხმით
- რა გიყვარს?- გოგომ გაოცებით შეხედა
- დიახ, დიდიხანია მინდა გამოგიტყდეთ ჩემს გრძნობებში, შორიდან მალულად გაკვირდებოდით და მივხვდი რომ შენ შენ იყავი და მე მე.
წყვილმა ერთმანეთს გადახედა. თვალებზე ეტყობოდათ რომ მიხვდნენ მის ჩანაფიქრს.
კაცი გაღიზიანებული წამოდგა, ილიაც თან მიყვა.
ერთი, ორი და სამი....
ილია ჩემსკენ რაზგონაწყვეტილი მორბის, ხელს მკიდებს სწრაფად მაჯაში და მეც მასთან ერთად მიმარბენინებს.
ასე სწრაფად ცხოვრებაში არ მირბენია.
უკან მიხედვისას კაცის სილიეტი თანდათან პატარავდებოდა. საბოლოოდ კი გაქრა.
შენობის კუთხეში მივიყუჟეთ და ღრმა ოხვრით დავიწყეთ სუნთქვა. ერთმანეთის მზერები გავცვალეთ და ბაგეებიდან დაღლილებს წყვეტილი სიცილი წაგვსკა.
ილიამ ხელები ჩემს გარშემო დააწყო და ბაგეებზე ნაჩქარევად შემეხო. თითქოს ამდენი სირბილისგან მოშივდაო და ჩემი ტუჩებით ივსებდა მშიერ კუჭს.
- ვერ ვსუნთქავ ილი- მის ტუჩებს ოდნავ მოვწყდი და ამოვიოხრე
- ისჯები ამ საქციელის გამო! შენს თავს გაუჩალიჩე- მითხრა და ისევ მომეწება.
ჯერ კიდევ არ მომბეზრებია მისი ტუჩების შეხება.
- მიყვარხარ მარია- მის ბაგეებს ის სიტყვები წამოსცდათ რაც ჯერ აქამდე ჩემი მისამართით არ წარმოუთქვამს.
- ჰა?
- ჰა კი არა მიყვარხარ თქო- გამიმეორა სიცილით- ძალიან მიყვარხარ! ეს სიტყვები გაცვეთილი სულაც არ მეჩვენება. ვინც გიყვარს მისთვის ყველაზე ბანალური სიტყვებიც კი ახლიდან ისხავს ფრთებს-ხელები ლოყებზე მომხვია- მიყვარხარ! მიყვარხარ!მიყვარხარ! იმეორებდა დაპროგრამებულივით და სახეს სიცილით მიკოცნიდა.
მიხაროდა. მაგრამ შინაგანი განცდა ამ ყველაფრის სრულყოფილად შეგრძნების საშუალებას არ მაძლევდა.
ჩემი სიყვარული იმ ძვირადღირებულ ღვინოს გავდა, სიამოვნების გახანგრძლივებას რომ ცდილობ და ბოთლის გახსნას არ ჩქარობ. მაგრამ ერთ დღეს, რაღაც სისულელის გამო, ბოთლი ხელიდან გივარდება და იმსხვრევა. ბოლოს კი აღარაფერი რჩება სინანულის გარდა.

***
უნივერსიტეტში შესვლის თანავე, ეზოში ილია დავლანდე. წყალთან იდგა და სახეს ისველებდა.
მისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი
- ილიი!- დავუძახე, ალბათ ვაკოცებდი კიდეც თავი რომ წამოეწია მაინც. სახე მუჭში ჩაგროვებული წყლისთვის მიეშტერებინა.
- ილია!- მივმართე სერიოზულად
წყალი სახეზე შეისხა და გვერდი ამიარა. წარბები უსიამოვნოდ შევჭმუხნე. გულში ისიც გავიფიქრე ხომ არაფერი გაიგო თქო. მაგრამ საიდან გაიგებდა?
" გაახსენდებოდა, შერლოკ ჰოლმს" ჩამსისინა ექომ.
უკან ლეკვივით ავედევნე
- ილია! მოხდა რამე?-რეაქცია ნოლი. თითქოს თავდაპირველ მდგომარეობას დავუბრუნდით.
- ღმერთო! ილია, ხმა გამეცი- თითქოს ნერვები მოეშალა თავს რომ არ ვანებებდი, გავიგე კბულები როგორ გააღჭრიალა და წარბები კუშტად შეკრა.
- ილია გამაგებინე რა გჭირს? რა გემართება?-ეს პიკი იყო. მაჯაში ხელი უხეშად მომკიდა და დასალაგებელი ინსტრუმენტების პატარა ოთახში შემაყოფინა თავი.
კედელთან მიმიმწყვდია და ტუჩბზე უხეშად დამეპოტიტა.
კისერზე მკბენდა, ხელები კი რომელსაც სხეულზე დააცოცებდა საშინლად გაუხეშებოდა.
- ილი!- ბაგეებიდან შეწუხებულს კვნესა ამომხდა-ილ... ილიაა! - მისი სახელი წამოვიკივლე. მისი ბაგეები აღარ იყო სითბოთი გაჟღენთილი, აღარ იყო რბილი.
ტკივილს მაყენებდა.
- ილიაა გთხოვ!
- რას მთხოვ? რას?!- მისი ხმის ტემბრი საშინლად გაუხეშებული, ხაოიანი იყო-ეს არ გინდოდა? ამის გამო არ დამდევდი გამუდმებით უკან? მითხრი!- მისი სიტყვები მარწუხებივით მედებოდა სხეულზე- ისე , მთელი ცხოვრება დაგამახსოვრდება.
არ ვიცი იმდენი ძალა საიდან მოვიკრიბე, მაგრამ ილიას სხეულიდან ვიცილებ. გაშმავებულ სახეზე ხელს ვარტყავ, თავი გვერზე უგორდება, თმები კი პროფილზე ალაგ-ალაგ ეფანტება.
ბაგეებიდან ამოოხვრის ხმა ამოგვდის, რომელიც კედლებზე ხმაურით ეხეთქება.
სახე ნელ-ნელა დაუმშვიდდა. მაღლა აწეული წარბები თავის ადგილს დაუბრუნდა. ნერწყვი კი ყელში მძიმედ გადაუგორდა.
მაგრამ სახე ისევ გვერდზე ქონდა გადაგდებული.
თვალებში შემოხედვას არც კი ცდილობდა, არც რაიმეს ახსნას.
სრცხვენოდა?
სხეულიდან მოცილების შემდეგ სულის საშინელი ტკივილი ვიგრძენი.
არ მინდოდა ფეხქვეშ მიწა ვ
გამომცლოდა ან უკვალოდ გავმქრალიყავი. ეს მას უნდა სდომოდა და დარწმუნებული ვარ უნდა კიდეც.
ენაზე დიდი ლოდივით მადევს რაღაც და ამოაძრავების საშუალებას არ მაძლევს.
თითქოს ისევ დავპატარავდი, ისევ თოთო ბავშვის ამპლუას დავუბრუნდი, რომელსაც რაღაც უნდა. კამფეტი ან ნამცხვარი მაგრამ ენას ვერ იდგამ რომ ვინმეს გააგებინოს.
გუგების წვას ვგრძნობ.
ცრემლები ცხელია.
ლოყის არეში ვგრძნობდი როგორ გაუყვებოდა ალაგ-ალაგ გზას და უკვალოდ დაბლა ვარდებოდა.
ილია ისევ ისე იდგა.
ადგილიდან შევტოკდი და მძიმე ნაბიჯებით კარისკენ წავედი. გავაღე და მოხურვისას სიყვარული ილიასთან ერთად უკან მოვიტოვე.

"სული, ისევე როგორც წიგნი არავის ანდო. დახევენ!"

***
-გამაგრდი მარია, გამაგრდი- სამი დღეა ჩემს თავს ამ გაცვეთილი სიტყვით ვანუგეშებ.
" ვეღარ გამაგრდები, უბრალოდ შეეჩვიე მარია" მითხრა ექომ
"დამარხე ეს ტკივილი და კბილებით ჩაეჭიდე ცხოვრებას. ფაქტი ფაქტად დარჩება . თვალი უნდა გაუსწორო სიმართლეს მხოლოდ ასე გადარჩები.

*****

საწოლზე წამომჯდარიყო და ცალი მტევანი შუბლზე ეგდო უსულოდ.
ყავისფერი თვალები ჭერისთვის მიეშტერებინა და ვერაფერზე ფიქრობდა.
თითქოს ტვინი ამოაცალეს.
ხანდახან დგება მომენტები როცა შენში არსებული ემოციები ფიქრის უნარს გაკარგვინებს. უმეტეს შემთხვევაში კი მთლიან გრძნობებს დროებით კეტავს.
შუბლიდან ხელი, ჟღალ წვერზე დაისვა და საწოლზე ისე მიაგდე, როგორც მოხუცი თავის ბოლო ამოსუნთქვის დროს.
დღეს ზედმეტად ემოციური დღე ქონდა.
დილით დედის სანახავად რომ შეიარა, საშინელი სანახაობა გადაიშალა მის თვალწინ.
მამას დედის ყელისთვის ჩაევლო მარწუხები და მის ბოლო გზაზე გაცილებას ლამობდა.
მშვიდი მზერა შეშლილ გამომეტყველებად გადაექცა.
ხელიდან ძლივს გამოგლიჯა გამზრდელი დედა და მანიაკი მამა სახლიდან წიხლის კვრით გააგდო.
პოლიციაში დარეკვა გადაწყვიტა როცა დედამისმა გააჩერა.
"ქმარია ვერ გავიმეტებო"
"როდის უნდა ისწავლო ჭკუა? სანამ ერთ მშვენიერ დღეს არ ჩაგაძაღლებს ის "
"შენს მშობლებზე წესივრად ილაპარაკე ილია!"
"რაც გინდათ ის გიქნიათ. ფეხზე თ ყველა"
დაგეშილი წავიდა უნივერსიტეტში და ხელში მარია შერჩა.
მომხდარის გაანალიზებისას, თავის თავზე გაბრაზებულმა კბილები კიდევ ერთხელ ააღჭრიალა ერთმანეთში და მუშტები ისე ძლიერად შეკრა რომ კანი გაუთეთრდა.
თვალები ძლიერად დახუჭა.
"მარია, მარია, მარია, მაპატიე! მაპატიე მარია!"
გონება უნებურად იმეორებდა მის სახელს, ისე თითქოს გოგონა გაიგონებდა, გამართლების შემთხვევაში კი იგრძნობდა კიდეც.
წამიერად თავში ყველა მოგონებამ ერთდროულად გაირბინა.
მულთფილმი, წიგნები, რელიგია... თითქოს ყველაფერი მსგავსება იყო.
ერთადერთი სხვაობა მხოლოდ სახელია.
მოგონებები არ გეკითხებიან როდის უნდა ამოგიტივტივდნენ, ტვინის კუნჭულში მიმწყვდეული მომენტები.
"მარია! მარ... - წამით ექოს ხმა გააჩერა. თვალები იმ შეშინებული კაცივით დაჭყიტა, რომელმაც კოშმარიდან როგორც იქნა თავი დააღწია.
საწოლზე წამის მეასედში წამოჯდა და მზერა ცივ კედელს მიანათა.
"ანამარია!"
და როგორც იქნა!
გაახსენდა ის, რასაც მარია ამდენი ხანია ცდილობდა.
"ანამარია?! ღმერთო!" საწოლიდან ფილმის ნელი მონტაჟივით წამოდგა.
მუშტი ღრმად შეკრა და კბილებთან მიიტანა.
იმდენად ღრმად მოუჭირა რომ ნაკბილარები დაედო.
თითქოს მისი ლამაზი თლილი თითების ბრალი იყო ამდენი მიუხვედრელობა.
ნაბიჯების მძიმე მოძრაობით ოთახში ბოლთას ცემდა წინ და უკან მოძრაობით.
ბრაზი მოსდიოდი, ოღონდ საკუთარ თავზე.
- კინოთეატრი, წიგნების გამოფენა. რელიგიაზე საუბრი... ღმერთო, ყველაფერს თითქმის რიგ-რიგობით აკეთებდა- შუბლი დაენამა- რა ვარ! რა ხარ ილია!- კედლის წინ გაჩერდა, ჭუბლი ზედ მიადო და მუშტს ყრუდ ურტყავდა.
- არა და მხოლოდ სახელი უნდა დამეკავშირებინა, მხოლოდ სახელი! ღმერთო!- აგონიაში ჩავარდნილი აზრებს თავს ვერ უყრიდა.
-მარია, ეს ის მარიაა! ანამარიაა!- მის სახელს სხვადასხვა ინტონაციებში წარმოთქვავდა.
შეშფოთებული, გაბრაზებული, გაოცებული.
- ანამარია!- ახლა კი მთელი სითბოთი წამოსცდა მის ბაგეებს მონატრებული სახელი. თუჩებთან თითები მიიტანა და ნელა დაისვა. ბაგეები ღიმილით გაეხსნა, მაგრამ მერე ისევ გაშტერდა.
მისი აქ არ ყოფნის აზრმა, ზურგიდან მტკივნეულად დაარტყა.

"მანამ, სანამ არ დამტოვა, ვერც კი ვხვდებოდი, რაოდენ მარტოსული ყოფილა, სამყარო რომელშიც ვცხოვრობდი."
***
სახეს მთვარისგან განათებული სხივები მინათებდა.
- ღამე არის მთვარიანი, სად მიდიხარ მარია...- თავი უკმაყოფილოდ გავაქნიე როცა სიტყვები ერთმანეთს ვერ გაერითმა
- რა უნიათო სახელი მაქვს! არსად არ თავსდება. არც ლექსებში, არც ოჯახთან, ეს ასფალტიც კი მაგრძნობინებს რომ მასზე არ უნდა ვიდგე.
- ჩემს გულში მოთავსდები... ანამარია!- ზურგიდან ილიას ხმა მტკივნეულად მომხვდა და თითქოს გულის არტილერია გახია.
ისეთი გრძნობა დამეუფლა თითქოს საუკუნის მონატრებული ინტონაცია სანუკვრად მოსწვდა ჩემს ყურებს.
ეს სახელი კი!
ახლა შევამჩნიე რომ ეს სახელი უკვე დიდი ხანია მიყვარდა.
ნაბიჯების ხმა მომესმა, თავის ჭრილიდან დავინახე სილუეტი როგორ ამცდა და ჩემს წინ გაჩერდა.
- ანამარია!- ხმის ამოღება მინდოდა მაგრამ ახლა შევამჩნიე რომ პირში და ყელში ჩაგუბებული ნერწყვი სიტყვების წარმოთქმის საშუალებას არ მაძლევდა. სასულეში წვალებით გადავუშვი და ჰაერს უფლება მივეცი ჩემს ფილტვებში ბავშვის ჩაფსმული პამპერსივით გაჟღენთილიყო. " რა რომანტიკული ხარ მარია" სისინებს ექო.
- ან...- ხელებს კისერში მიცურებს და სახეზე თავის სახეს მადებს- ღმერთო ანამარია!- მონატრებულმა ამოუშვა ოხვრით ჩემი სახელი.
- უბრალოდ მარია დამიძახე ილია!- ჩახლეჩილი ხმით დავუყვავე.
- ცხვირწინ მყავდი- შუბლი დანანებით შეკრა
- მართლა სულელები ხართ კაცები
- ხანდახან ძალიან სირულად ვიქცევით- ბაგეები ტუჩებზე მომაწება- მაპატიე რა! მაპატიე გთხოვ მაპატიე. გეტყვი, ყველაფერს აგიხსნი, ოღონდ ჯერ მაპატიე- სახეს მიკოცნიდა და მისი სიტყვები ძაფის წამდაუწუმ გაწყვეტასავით ჩამესმოდა ყურებში.
თვალის გუგები ისევ ამიწყლიანდა, მაგრამ სიხარულისგან. მოგვიანებით ალბათ მის ახსნა განმარტებასაც არ მოვისმენდი უბრალოდ ცნობისმოყვარე რომ არ ვიყო.
- შენ ჩემი დახეული სული დააწებე
- მაგრამ ბზარები მაინც დავტოვე.
- ცხოვრების განმავლობაში, ერთმანეთს ნელ-ნელა უამრავ ბზარებს გავუჩენთ. ესეც ცხოვრების კანონია, მაგრამ მაინც ერთად ვიქნებით , რადგან ცხოვრებაზე ძლიერები ვართ.

***
სამი წლის შემდეგ

გორაკზე ვდგავართ. მისი ხელი მიჭირავს. სახე როგორც ყოველთვის მშვიდი აქვს, მაგრამ მისი თვალის ჭრილი დღეს სილაღესაც ასხივებს.
რასაც ჩემზე ვერ ვიტყვი.
ტუჩის კუთხეს დილიდან ვიჭამ,მაქვსღა საერთოდ ტუჩი?
ვერ ვიგებ სიტყვებს თავი როგორ მოვუყარო და გუდა საგულდაგულოდ შევკრა.
ასეთ ამპლუაში პირველად ვარ. სხივსი თვალიც კი იშვიათად ხედავს ქალს ასეთ ამპლუაში.
- მარია! - მისი ხმა მაღვიძებს.მისკენ დაბნეულ თვალებს ვაცეცებ- მოხდა რამე? აქ რატომ ამომიყვანე? ან დილიდან ასეთი აფორიაქებული რატომ ხარ?
- ილია- მისი სახელი კანკალით წარმოვთქვი- წარმოდგენა არ მაქვს ამას როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მე ნამდვილად უნდა გავაკეთო. ილია ჩემს მოძრაობებს თვალს ადევნებს. ცალ მუხლს ვკეცავ და მიწავს ვახებ, ცალს კი მთლიანად ზედ ვეყრდნობი რომ წონასწორობის შენარჩუნება შევძლო.
- მარია რას აკეთებ?- მეკითხება და მუხლებს უნდობლად უყურებს.
- ძალიან გთხოვ ხელს ნუ მიშლი- ღრმად ჩავისუნთქვე და ქვემოდან ავხედე- მოკლედ! ილია, იცი რომ მიყვარხარ, გიყვარვარ. ეს ყველაფერი მე დავიწყე და მინდა რომ მევე დავაგვირგვინო.
- ხელს მთხოვ?- ხმაში დაცინვა ეპარება. ბერა თითი ტუჩთან მიაქვს და ცდილობს ეშმაკური ღიმილი დამალოს.
- კი. უფრო სწორად ქმრობას.
- და ბეჭედი?
წარბები მაღლა ავწიე. ბეჭედი არ მაქვს, .აგრამ ამის გამო უარს მეტყვის?
თვალები უელავდა. ჩემს მოძრაობას დაჰყვა და წამში ჩემთან ისიც მუხლ მორთხმული გაჩნდა.
- მარია!მოდი ასეთი რაღაცეების მოგვარება კაცებს ვანდოთ- თითები ჯიბისკენ წაიღო და ლაპარაკი განაგრძო- არის რაღაცეები ცხოვრებაში რისი გაკეთებაც მხოლოდ და მხოლოდ კაცის საქმეა.
- მაგალიად?- მისი ხელის მოძრაობას ჩემი თვალი გავაყოლე და დავინახე შავი პატარა ყუთი როგორ ამოიღო.
- მაგალიად, მხოლოდ კაცმა უნდა კითხოს ქალს: გამომყვები ცოლად? - მკითხა და ყუთი გახსნა სადაც სიყვარულის ახალი დასაწყისი გამოჩნდა- ხოლო ქალმა კი ყოველთვის უნდა უპასუხოს: დიახ.



№1  offline წევრი _scorpion_

meocnebe avadmyopi
ღმერთო რა იყო ეს ნამდვილად სასწაულებრივი ნაწარმოები
შემიყვარდა წყვილი რომელიც რეალური არც კი არის
თუმცა მათი სიყვარული რეალობასაც ცდება უფრო მეტია ვიდრე რეალობა და ვიდრე ფანტაზია
ფანტაზიასაც კი არ შეუძლია შექმნას ასეთი კარგი გრძნობა რაღაც ძალა გაქ და უბრალო ხალხს არ გვიმხელ მწერალო????საოცრად მომეწონა


ძალია, ძალიან დიდი მადლობა???????? ბევრს ნიშნავს ეს სიტყვები ჩემთვის

 


№2 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომეწონაა... საინტერესო და განსხვავებული იყო რაც აქამდე წამიკითხავს...

 


№3  offline წევრი _scorpion_

სტუმარი ანა
ძალიან მომეწონაა... საინტერესო და განსხვავებული იყო რაც აქამდე წამიკითხავს...


მადლობა ძალიან დიდი :****

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

რა კარგი იყო... სიამოვნებით წავიკითხავდი ბევრ სხვას... ❤️

 


№5 სტუმარი nana

Kargi iyo. Momewona. Gaagrdzelet wera, kargad gamogdit.

 


№6  offline წევრი _scorpion_

სტუმარი ნანა
რა კარგი იყო... სიამოვნებით წავიკითხავდი ბევრ სხვას... ❤️


მადლობა დიდი

[quote=nana]Kargi iyo. Momewona. Gaagrdzelet wera, kargad gamogdit.[/quote
აუცილებლად. მადლობა დიდი

 


№7 სტუმარი სტუმარი lika

გასაგიჟებლად მაგარი ნაწარმოებია, ყველასგან განსხვავებული, აი ხარისხიანი რასაც ქვია, არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველა ემოცია, ბედნიერება თუ სევდა. ძალიან საყვარელი წყვილია❤ცოტათი უკუღმართიც ???? მაგრამ საბოლოოდ წესისამებრ დაგვირგვინდა❤რაღაცნაირად განსხვავებული გრძნობა დამეუფლა ❤ ძალიან ძალიან მომეწონა ❤უნიჭიერესი ხარ. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დაიბყრობ ჩემს გულს შენი ისტორიებით. ასე გააგრძელე❤❤❤

 


№8  offline წევრი _scorpion_

სტუმარი lika
გასაგიჟებლად მაგარი ნაწარმოებია, ყველასგან განსხვავებული, აი ხარისხიანი რასაც ქვია, არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველა ემოცია, ბედნიერება თუ სევდა. ძალიან საყვარელი წყვილია❤ცოტათი უკუღმართიც ???? მაგრამ საბოლოოდ წესისამებრ დაგვირგვინდა❤რაღაცნაირად განსხვავებული გრძნობა დამეუფლა ❤ ძალიან ძალიან მომეწონა ❤უნიჭიერესი ხარ. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დაიბყრობ ჩემს გულს შენი ისტორიებით. ასე გააგრძელე❤❤❤


ლიკა, ვერ წარმოიდგენ ახლანდელი ამჟავებული ხასიათი როგორ გამომიკეთე.
ზუსტად ახლა ვფიქრობდი რომ ხელი ამეღო ამ საქმეზე მაგრამ შენმა კომენტარმა სერიოზულად ვამბობ აზრი შემაცვლევინა. უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის

 


№9 სტუმარი სტუმარი lika

_scorpion_
სტუმარი lika
გასაგიჟებლად მაგარი ნაწარმოებია, ყველასგან განსხვავებული, აი ხარისხიანი რასაც ქვია, არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველა ემოცია, ბედნიერება თუ სევდა. ძალიან საყვარელი წყვილია❤ცოტათი უკუღმართიც ???? მაგრამ საბოლოოდ წესისამებრ დაგვირგვინდა❤რაღაცნაირად განსხვავებული გრძნობა დამეუფლა ❤ ძალიან ძალიან მომეწონა ❤უნიჭიერესი ხარ. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დაიბყრობ ჩემს გულს შენი ისტორიებით. ასე გააგრძელე❤❤❤


ლიკა, ვერ წარმოიდგენ ახლანდელი ამჟავებული ხასიათი როგორ გამომიკეთე.
ზუსტად ახლა ვფიქრობდი რომ ხელი ამეღო ამ საქმეზე მაგრამ შენმა კომენტარმა სერიოზულად ვამბობ აზრი შემაცვლევინა. უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის

ძალიან მიხარია თუ ასეა ❤რასამბობ პირიქით ეს საქმე არაჩვეულებრივად გამოგდის და ველი შენს ახალ ისტორიას ❤ (ახლა ვნახე კომენტარი)

 


№10  offline წევრი M-morieli

აი არ ვიცი რა გითხრა :დ ძალიან მომეწონა მართლა. განსხვავებული ემოციების მატარებელი ისტორიაა. მარიას სიჯიუტეს და მიზანდასახულობას ვეთაყვანები <3 მიყვარს ასეთი გოგები კი ამბობდა არ ვარ ბაბნიკი გოგოო მაგრამ არ გეწყინოს და მეც ეგ ვიფიქრე( ხუმრობით) და ძალიან გამოხარდა აი რელობაშიც რომ შემხვდეს ეგეთი გოგო აუცილებლად დავიმეგობრებდი :დ( და ბიჭის მოტაცებაში დავიხმარებდი:დ) ახლა ავურიე ვიცი :დ მაგრამ აი ემოციებს ვერ გადმოვცემ ძალიან მომეწპნა მთელ ოსტორიას ღიმილით ვუყურებდი მოხარია უკან რომ არ დაიხია და საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლა <3

 


№11  offline წევრი _scorpion_

სტუმარი lika
_scorpion_
სტუმარი lika
გასაგიჟებლად მაგარი ნაწარმოებია, ყველასგან განსხვავებული, აი ხარისხიანი რასაც ქვია, არაჩვეულებრივად გადმოეცი ყველა ემოცია, ბედნიერება თუ სევდა. ძალიან საყვარელი წყვილია❤ცოტათი უკუღმართიც ???? მაგრამ საბოლოოდ წესისამებრ დაგვირგვინდა❤რაღაცნაირად განსხვავებული გრძნობა დამეუფლა ❤ ძალიან ძალიან მომეწონა ❤უნიჭიერესი ხარ. დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრჯერ დაიბყრობ ჩემს გულს შენი ისტორიებით. ასე გააგრძელე❤❤❤


ლიკა, ვერ წარმოიდგენ ახლანდელი ამჟავებული ხასიათი როგორ გამომიკეთე.
ზუსტად ახლა ვფიქრობდი რომ ხელი ამეღო ამ საქმეზე მაგრამ შენმა კომენტარმა სერიოზულად ვამბობ აზრი შემაცვლევინა. უღრმესი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის

ძალიან მიხარია თუ ასეა ❤რასამბობ პირიქით ეს საქმე არაჩვეულებრივად გამოგდის და ველი შენს ახალ ისტორიას ❤ (ახლა ვნახე კომენტარი)


ძალიან მიხარია, ახალ ისტორიად რამდენიმე თვეში შემოგთავაზებთ

ke-sane
აი არ ვიცი რა გითხრა :დ ძალიან მომეწონა მართლა. განსხვავებული ემოციების მატარებელი ისტორიაა. მარიას სიჯიუტეს და მიზანდასახულობას ვეთაყვანები <3 მიყვარს ასეთი გოგები კი ამბობდა არ ვარ ბაბნიკი გოგოო მაგრამ არ გეწყინოს და მეც ეგ ვიფიქრე( ხუმრობით) და ძალიან გამოხარდა აი რელობაშიც რომ შემხვდეს ეგეთი გოგო აუცილებლად დავიმეგობრებდი :დ( და ბიჭის მოტაცებაში დავიხმარებდი:დ) ახლა ავურიე ვიცი :დ მაგრამ აი ემოციებს ვერ გადმოვცემ ძალიან მომეწპნა მთელ ოსტორიას ღიმილით ვუყურებდი მოხარია უკან რომ არ დაიხია და საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლა <3


ასეთ გოგოს მეც დავიხმარებდი ბიჭის მოტახებაში დ
ძალიან დიდი მადლობა. გამიხარდა რომ მოგეწონა.

 


№12 სტუმარი snouii

მომეწონა )) კარგია მომწონს მარია არვიცი რატომ მაგრამ რაღაც თავისებურია
ერთი შესწორებ
360º არის წრე
თუ 360º შემოაბრუნებ, ისევ თავის ადგილზე დაბრუნდები... არასწორი კონტექსტიაა))

 


№13  offline წევრი _scorpion_

snouii
მომეწონა )) კარგია მომწონს მარია არვიცი რატომ მაგრამ რაღაც თავისებურია
ერთი შესწორებ
360º არის წრე
თუ 360º შემოაბრუნებ, ისევ თავის ადგილზე დაბრუნდები... არასწორი კონტექსტიაა))


მიხარია ძალიან თუ ჩემს მიერ შექმნილი პერსონაჟი მოგეწონა.
შენიშვნა მიღებულია, მათემათიკაში ისედაც ყოველთვის მოვიკოჭლებდი დდდდდ

 


№14  offline წევრი _scorpion_

dakarguli
არ მიყვარს ზედმეტად აქტიური გოგონები, მაგრამ მარია საყვარელი იყო ნამდვილად...
მომეწონა ძალიან, წარმატებები ❤


აქტიურსაც გააჩნია. უბრალოდ მე მინდოდა რომ ცოტა სხვანაირი ისტორია გამომსვლოდა სადაც უკვე კაცი კი არა გოგოა აქტიური.
ძალიან გამიხარდა თუ მოგეწონა, მეც ეს მინდოდა

 


№15  offline წევრი Encore

რა სასიამოვნო წასაკითხი იყო, ვერც კი წარმოიდგენ. მიჩვეული ვარ ამ საიტზე ღია რომანებს, უფრო მეტად განათებულ დიალოგებს, ამიტომაც წავიკითხე ეს ისტორია უფრო დიდი მონდომებით, ვიდრე ზოგადად მჩვევია ხოლმე.
ყველაფერი მომეწონა: სცენარი, დიალოგი, პერსონაჟები.
შენ მომეწონე!

 


№16  offline წევრი _scorpion_

dakarguli
_scorpion_
dakarguli
არ მიყვარს ზედმეტად აქტიური გოგონები, მაგრამ მარია საყვარელი იყო ნამდვილად...
მომეწონა ძალიან, წარმატებები ❤


აქტიურსაც გააჩნია. უბრალოდ მე მინდოდა რომ ცოტა სხვანაირი ისტორია გამომსვლოდა სადაც უკვე კაცი კი არა გოგოა აქტიური.
ძალიან გამიხარდა თუ მოგეწონა, მეც ეს მინდოდა

გამოგივიდა კიდეც, ძალიან განსხვავებული იყო ყველასგან რაც წამიკითხავს (თან შემოვაბერდი ამ საიტს :D ) სიამოვნებით წავიკითხავდი სხვა ისტორიებსაც შენსას


სხვა ისტორიას რამდენიმე თვეში შემოგთავაზებ დდდ გამიხარდება რათქმაუნდა თუ წაიკითხავ

 


№17  offline წევრი ლუკკიანეცცი

ვაიმე აქამდე სად ვიყავი? რატო არ მქონდა წაკითხული ეს ისტორია?
ძალიან,ძალიან,ძალიან განსხვავებული იყო და გამაგიჟა ისე მომეწონა❤❤❤❤
ემოციური იყო, ყველა მომენტი შევიგრძენი რასაც ქვია ისე ჩავიძირე კითხვაში. მარიაზე გამეხა პირი იმდენი ვიღიმე და ვიცინე. ილია კიდე ძალიან კარგი პიროვნებაა რა❤ ყოჩაღ ძალიან ნიჭიერი ხარ, შენი პირველი ისტორია ჩემთვის, წავალ ეხლა სხვებსაც წავიკითხავ:დდ❤❤

ეხლა ვნახე და ეს ერთი სიახლე გდებია მარტო:დ კარგი დასაწყისია დარწმუნებული ვარ უფრო მაგარ ისტორიებსაც ვიხილავ შენი ავტორობით:დ❤❤

 


№18  offline წევრი _scorpion_

ლუკკიანეცცი
ვაიმე აქამდე სად ვიყავი? რატო არ მქონდა წაკითხული ეს ისტორია?
ძალიან,ძალიან,ძალიან განსხვავებული იყო და გამაგიჟა ისე მომეწონა❤❤❤❤
ემოციური იყო, ყველა მომენტი შევიგრძენი რასაც ქვია ისე ჩავიძირე კითხვაში. მარიაზე გამეხა პირი იმდენი ვიღიმე და ვიცინე. ილია კიდე ძალიან კარგი პიროვნებაა რა❤ ყოჩაღ ძალიან ნიჭიერი ხარ, შენი პირველი ისტორია ჩემთვის, წავალ ეხლა სხვებსაც წავიკითხავ:დდ❤❤

ეხლა ვნახე და ეს ერთი სიახლე გდებია მარტო:დ კარგი დასაწყისია დარწმუნებული ვარ უფრო მაგარ ისტორიებსაც ვიხილავ შენი ავტორობით:დ❤❤


ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამახარა შენმა დადებითმა დამოკიდებუკებამ ჩემი პერსონაჟებისადმი.
სხვა ისტორიები არ მაქვს სამწუხაროდ, ახლახანს დავიწყე მოღვაწეობა ამ სფეროში.
ეხლა ვმუშაობ სხვა ისტორიაზე.
ჩემთვის ძალიან ძნელ საკითხს შევეჭიდე და არ მგონია რომ მალე დავამთავრო, მაგრამ შესაძლებელია ნაწილებად გავყო და ისე შემოგთავაზოთ.
კიდე ერთხელ დიდი დიდი მადლობა :-

 


№19  offline წევრი _scorpion_

Encore
რა სასიამოვნო წასაკითხი იყო, ვერც კი წარმოიდგენ. მიჩვეული ვარ ამ საიტზე ღია რომანებს, უფრო მეტად განათებულ დიალოგებს, ამიტომაც წავიკითხე ეს ისტორია უფრო დიდი მონდომებით, ვიდრე ზოგადად მჩვევია ხოლმე.
ყველაფერი მომეწონა: სცენარი, დიალოგი, პერსონაჟები.
შენ მომეწონე!


ეხლა ვნახე ეს კომენტარი, წამდე რატომ ვერ შევამჩნიე არ ვიცი.
საოცრად მადლიერი ვარ რომ ასეთი კარგი მკიყხველები მყავს.
ძალიან ძალიან დიდი მადლობა

 


№20 სტუმარი სტუმარი Tamta

Saocrebaa jer kidev emociebis qvesh var aseti saswauli jer ar wamikitxavs yvela danarchenisgan gansxvavebuli saocrad tbili da tkbili istoriaa gamatbo yvelaze mtavari zalian gamartuli da daxvewili iyo madloba rom aseti kargi xar da bevr warmatebas gisurveb

 


№21  offline წევრი _scorpion_

სტუმარი Tamta
Saocrebaa jer kidev emociebis qvesh var aseti saswauli jer ar wamikitxavs yvela danarchenisgan gansxvavebuli saocrad tbili da tkbili istoriaa gamatbo yvelaze mtavari zalian gamartuli da daxvewili iyo madloba rom aseti kargi xar da bevr warmatebas gisurveb


Tata ugrmesi madloba, shenma sityvebma ki me gamatbo.
Madloba,
Madloba
Da madloba

 


№22  offline მოდერი Nanaga

სრულიად შემთხვევით ვიპოვე და ვაიმე ისე მომეწონა, პატარა და კოხტაო რომ იტყვიან :დ მეგონა ამ ამბის საკუთარი თვალით მომსწრე ვიყავი <3 ძალიან კარგი იყო და ვისიამოვნე <3
პ.ს იბსუში ზარი არ გვაქვს :დ

 


№23  offline წევრი _scorpion_

Hermann
სრულიად შემთხვევით ვიპოვე და ვაიმე ისე მომეწონა, პატარა და კოხტაო რომ იტყვიან :დ მეგონა ამ ამბის საკუთარი თვალით მომსწრე ვიყავი <3 ძალიან კარგი იყო და ვისიამოვნე <3
პ.ს იბსუში ზარი არ გვაქვს :დ


Vaime dzalian didi madloba, gamixarda rom sheni azri damifiqsire :*
P.s zaris gamo mapatie d

 


№24 სტუმარი სტუმარი ენნე

ძალიან არაბანალური, დახვეწილი, თბილი, ტკბილი და “რაღაცნაირი” ისტორიაა. წავიკითხე და ჯგუფში უკვე სამ პოსტში ვურჩიე ხალხს ❤️
კარგი გოგო ხარ შენ ძალიან! წარმატებები და ბევრი ასეთი და უკეთესი ისტორიების ავტორობა შენ!

 


№25  offline წევრი _scorpion_

სტუმარი ენნე
ძალიან არაბანალური, დახვეწილი, თბილი, ტკბილი და “რაღაცნაირი” ისტორიაა. წავიკითხე და ჯგუფში უკვე სამ პოსტში ვურჩიე ხალხს ❤️
კარგი გოგო ხარ შენ ძალიან! წარმატებები და ბევრი ასეთი და უკეთესი ისტორიების ავტორობა შენ!


Dzalian, dzalian did madlobas gixdi aseti ndobistvis. Dzalian mixaria shennairi mkitxveli rom myavs

 


№26 სტუმარი Tata

Umagresi istoria iyo, gansxvavebuli, chveulebriv adamianebze arachveulebrivad shetxzuli istoriit

 


№27  offline წევრი _scorpion_

Tata
Umagresi istoria iyo, gansxvavebuli, chveulebriv adamianebze arachveulebrivad shetxzuli istoriit


Madlobt dzalian didi

 


№28  offline წევრი _scorpion_

გუია;ლს,რ,გჰბმჯცვ იაზოლ:ს,მდ ფნგბჯმცხლზ

 


№29 სტუმარი სტუმარი კოტე

ბანალური ისტორიაა,გოგო რომ ბიჭს ეტენება. მულტფილმი და რა მულთფილმი.

 


№30  offline წევრი _scorpion_

სტუმარი კოტე
ბანალური ისტორიაა,გოგო რომ ბიჭს ეტენება. მულტფილმი და რა მულთფილმი.

???????????????????????????????????? უფალო, ეს რა წავიკითხე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent