შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ღამის მგზავრი(მეორე თავი)


8-08-2018, 10:30
ავტორი melina
ნანახია 1 635

-ნანუკა ოღონდ ახლა არ დაიწყო,რომ გეშინიადა არ მენდობი,რამის დაშავება რომ მდომებოდა შენთვის მთელი გზა მანქანაში მყავდი და ბევრად მიყრუებული ადგილები გამოვიარეთ ვიდრე ეს ქუჩაა.წესით მე არ უნდა გენდობოდე,ღამით შუა გზაზე გამომეცხადე დაკაწრული და ერთიანად ტალახში ამოსვრილი,არაფერი მიკითხავს ისე გამოგიწოდე დახმარების ხელი.ვფიქრობ როცა საჭიროდ ჩათვლი თვითონ მომიყვები ყველაფერს.მეტს ვერაფერს გეტყვი,ახლა კი შენ გადაწყვიტე უნდა მენდო თუ არა…

-------------------------
თქვა, და ნელი ნაბიჯით წავიდა სადარბაზოსკენ. მივხვდი, რომ მართალი იყო, მას ჩემთვის უნდობლობის მიზეზი არ მოუცია, ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე დამეხმარა. ვირწმუნე მისი სიტყვების გულწრფელობის, ხმაურით მივხურე მანქანის კარები და ორივენი სადარბაზოში გავუჩინარდით. კიბის მეშვეობით ავედით მეორე სართულზე, გადავაბიჯე კარების ზღურბლს და გემოვნებით მოწყობილ, მყუდრო ბინაში აღმოვჩნდი, დიდი და ნათელი ოთახები. მთელი მონდომებით ვათვალიერებდი და თვალებით ვეძებდი თემოს ოჯახის წევრებს, თან ვცდილობდი არ შეემჩნია, თუმცა ამაოდ.
-რამეს ეძებ?
-რამეს არა, ვინმეს… შენს ოჯახის წევრებს.
-თავს ტყუილად ნუ დაიღლი, აქ მხოლოდ მე ვცხოვრობ, ნუ ყოველ შემთხვევაში დღემდე ასე იყო… სახეზე ღიმილი შეეპარა და განაგრძო. -ჩემი და და მშობლები ცალკე ცხოვრობენ.
-ცოტა მომეშვა, სიმართლე გითხრა მერიდებოდა ასე რომ შემოვიჭერი უცხო სახლში.
არაფერი უთქვამს, ჩემი საძინებელი მაჩვენა, ყველაზე მეტად სააბაზანოს დანახვისას გავიხარე, მაშინვე შევედი წყალი გადავივლე. თმა პირსახოცით ავიწიე, ტანზე ხალათი მოვიცვი და მისაღებში გამოვედი. მოვათვალიერე და თემო არსად ჩანდა, მარტო ვიყავი. ისევ საძინებელში დავბრუნდი და საწოლზე წამოვწექი, მალევე ჩამეძინა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, ხმაურით შეშინებულს გამეღვიძა, ოთახიდან გავედი და სამზარეულოში მოფუსფუსე თემო დამხვდა. ნაყიდ კერძებს სუფრაზე აწყობდა.
-მოვახერხე და გაგაღვიძე ხო? შევეცადე არ მეხმაურა მაგრამ არ გამომივიდა. მითხრა ისე რომ არც შემოუხედავს.
-არაუშავს, მეც მოგეხმარები, ვთქვი და პურს დავწვდი დასაჭრელად.
-აი მესმის გარდასახვა, არა ჯერ ჩაიცვა ჯობია თორე ასეთს რომ გიყურებ მაბნევ. მითხრა და ღიმილიანი სახით ამათვალიერა… მერე იქვე დაწყობილი ჩანთებისკენ მიმითითა, აიღე შენი ნივთებია, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ყველაფერი რაც შეიძლება დაგჭირდეს.
-მადლობა, ძალიან ყურადღებიანი ხარ... ვუთხარი და საძინებელში შევედი ჩემი ჩანთებიანად. უცებ გადავიცვი სპორტული მოსაცმელი, შარვალი და კვლავ სამზარეულოში დავბრუნდი.
ამ ამბებიდან ზუსტად ერთი თვის შემდეგ, მე და “ჩემი უცნობი”იმდენად ნაცნობები გავხდით ერთმანეთისთვის, რომ უერთმანეთოდ აღარ შეგვეძლო, ყველგან ერთად დავდიოდით, მთელი მისი თავისუფალი დრო მე მეკუთვნოდა, მომატარა და მაჩვენა მთელი თბილისი. დავდიოდით ყველგან, სადაც დროის სასიამოვნოდ გატარება შეიძლებოდა. გავიცანი და დავუახლოვდი თემოს მეგობრებს, მოკლედ თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, კმაყოფილი ვიყავი “დღევანდელი“დღით და ვცდილობდი წარსულზე არ მეფიქრა, დამევიწყებინა.რაც ასე თუ ისე გამომდიოდა, ყოველ შემთხვევაში აღარ ვიხსენებდი მაინც. ერთადერთი რაც დისკომფორტს მიქმნიდა სახლში უქმად ჯდომა იყო, ბევრი თავისუფალი დრო მქონდა, გადავწყვიტე კი არა ავიკვიატე რომ აუცილებლად სადმე უნდა მემუშავა, ეს ახირებაც ამისრულდა თემოს წყალობით და მისი მარკეტების ქსელის ერთერთ ფილიალში დავიწყე მუშაობა. ამაზე მხოლოდ ერთი პირობით დამთანხმდა, რომ სწავლა უნდა გამეგრძელებინა, ასეც მოხდა. ჩავაბარე გამოცდები, ვერ გეტყვით რომ უმაღლესი შეფასება დავიმსახურე მაგრამ ბარიერი კი გადავლახე და სტუდენტი გავხდი, მენეჯმენტს დავეუფლებოდი.
სექტემბერიც მიიწურა, უკვე რვა თვეა რაც ერთად ვცხოვრობთ, საოცარი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, ვერანაირად ვერ ვგრძნობ რომ ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა ოცი წელია. ნებისმიერ სიტუაციაში ცდილობს გამიგოს, დამეხმაროს. ცხოვრებაში არასოდეს არავინ დამხმარებია, სიტყვაც კი არავის უთქვამს ჩემს სასიკეთოდ, ყოველთვის მარტოს გამქონდა თავი, არ ვარ ნაჩვევი ვინმეს მხარდაჭერას. თემო კი ყველას მიმართ ძალიან თბილი, ყურადღებიანი და კეთილია. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ მას მე ზღაპრიდან გადმოსულ პრინცად აღვიქვავ და როგორც იტყვიან ყურებამდე ვარ შეყვარებული თუმცა ვერაფერს ვამბობ… არ ვიცი რამდენად კარგად გამომდის გრძნობების დაფარვა, იქნებ თვითონაც ხვდება თუმცა არაფერს იმჩნევს…
-ნანუკა სახლში ხარ?საღამოს შემოაღო თუ არა სახლის კარი , მაშივე ძებნა დამიწყო.
-სამზარეულოში ვარ, მეც ახლა მოვედი ათი წუთის წინ.
-როგორ ხარ? დღემ როგორ ჩაიარა? ვეღარ დაგირეკე დღეს საგიჟეთი მქონდა ოფისში.
-ნორმალურად. დილით ლექციაზე ვიყავი, მერე მთელი დღე სამსახურში. იცი? გადავწყვიტე ლექციებს აღარ დავესწრო და მხოლოდ გამოცდებზე მივიდე.
-რატომ? დილით ადრე ადგომა გეზარება ჩემო პატარავ? მითხრა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია, მერე კი ხმაურით მაკოცა ლოყაზე, მაშინვე ვიგრძენი როგორ ჩამეღვარა სითბო მთელ სხეულში.
-ნუ მაჯავრებ, ეგ რა შუაშია.უბრალოდ ლექციების შემდეგ სამსახურში ვაგვიანებ… ვთქვი სახელდახელოდ მოგონილი ტყუილი და ყავის ფინჯანი მივაწოდე.
-კარგი როგორც გინდა… არ დაგავიწყდეს ხვალ თეოს დაბადების დღეა, ექვს საათზე ვიკრიბებით.
-რა დამავიწყებს, ოღონდ არ მითხრა რომ ლუკაც იქნება. ვკითხე და უკმაყოფილო სახით მივაჩერდი პასუხის მომლოდინე.
-მაგას რა თქმა უნდა, მის გარეშე ჩემი პატარა დაიკოს დაბადების დღის ფართი ვერ შედგება. თქვა და გაბადრული სახით მოსვა ყავა.
-მიკვირს შენი და რა საერთოს ნახულობს მაგ ტიპთან, აუტანელია.გონია ფულით ყველას და ყველაფრის ყიდვა შეუძლია.
-დიდად არც მემევასება, მაგრამ თეოს პონტში ვიტან, ისე რამე ხდება რაც მე არ ვიცი? რაღაც სახე გეცვლება ლუკას ხსენებაზე.
-არა, რა უნდა ხდებოდეს…
-არ ვიცი უბრალოდ გკითხე, თუ რამეა არ დამიმალო, ვიცი ეგ რა ნაგავიც არის, არაფერი გამიკვირდება მაგისგან.
-არაფერი მეთქი ხომ გითხარი… მოკლედ ვუპასუხე და სასწრაფოდ შევცვალე თემა, აბა ხომ არ ვეტყოდი მოსვენებას რომ არ მაძლევს, სწორედ მაგის დაუსრულებელი ვიზიტების დამსახურებაა ლექციებზე რომ აღარ მინდა დასწრება…
მეორე დღეს ცოტა ადრე წამოვედი სამსახურიდან რადგან საღამოსთვის მოსამზადებელი ვიყავი, დიდად ამაღლებული განწყობა არ მქონდა, იძულებული ვიყავი მთელი საღამო ლუკას მჟავე სიფათისთვის მემზირა… წყალი გადავივლე, თმა გავიშრე, ბევრი არ მიფიქრია რა უნდა ჩამეცვა, კარადიდან გამოვიღე მოკლე, ტანზე მომდგარი შინდისფერი კაბა, საკმაოდ ღრმა დეკოლტით, შავი ქუსლიანი ფეხსაცმელი, თმა ცხენის კუდად შევიკარი, მსუბუქი მაკიაჟი და მზად ვიყავი. მინდოდა თემოს მოსვლამდე ყავის დალევა მომესწრო მაგრამ გავედი თუ არა სამზარეულოში ჩემი მობილურიც ახმაურდა.
-გისმენ თემო.
-თუ მზად ხარ ჩამოდი ქვემოთ გელოდები პატარავ.
-შენ არ ამოხვალ? თუ როგორც ხარ ასე მოდიხარ?
-ვეღარ ვასწრებ ტო, ექვსის ნახევარია უკვე ისე კი მინდოდა სხვა ვიდზე ვყოფილიყავი.
-კარგი ჩამოვდივარ… ორ წუთში უკვე ძირს ვიყავი, გზაში რამდენჯერ დაიწუწუნა ვინ იცის, რომ ვერ მოასწრო გამოცვლა. თუმცა მე თუ მკითხავთ ის ტანზე მომდგარი მაისური, ღია ფერის დახეული ჯინსი და კედებიც არაამქვეყნიურად უხდება. მანქანყიდან გადმოსვლისას კიდევ კარგად შემათვალიერა…
-ძალიან ლამაზად გამოიყურები დღე.
-მხოლოდ დღეს?უმალ შევიფერე კომპლიმენტი.
-ყოველთვის ლამაზი ხარ, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ასხივებ სილამაზეს და ქალურობას. მითხრა და ხელი ჩამკიდა, ნელი ნაბიჯით გავუყევით რესტორნის შესასვლელისკენ. თითქმის ყველანი შეკრებილიყვნენ, შეგვამჩნია თუ არა თეონამ მაშინვე ჩვენსკენ დაიძრა ჯერ ძმას გადაეხვია მერე კი მე ჩამეკრა მთელი ძალით.
-გამეხარდა რომ მოხვედით, ნანუკა რა ვიდზე ხარ, იმენა დაცემა ქალი ხარ.
-როგორ გიყვარს გაზვიადება თეო, ისე კი ვეცადე ყველანაირად. სიცილით დავაბოლოვე სათქმელი.
-ეცადე კი არა გეუბნები შოკი ხარ მეთქი. თქვა და შემოსული სტუმრების დასახვედრად გაქანდა.
სივრცეს თვალი მოვავლე, ის იყო ჩემს გულში ვიზეიმე ლუკას არ ყოფნა, რომ ყურთან ნაცნობმა ხმამ ჩამჩურჩულა:
-მე ხომ არ მეძებ ლამაზო?
-მეტი საქმე არამაქვს, საიდან ამხელა წარმოდგენა საკუთარ თავზე… სახეზე ირონიული ღიმილი ავიკარი და ისე გავეცალე, რომ პასუხს არც დავლოდებივარ.
საღამო იმაზე უკეთ მიმდინარეობდა ვიდრე წამომედგინა, ცეკვითა და ხმაურით დაღლილმა გადავწყვიტე ვერანდაზე გავსულიყავი. სასიამოვნო სიმშვიდე სუფევდა, ნელი სიო ქროდა, მოაჯირს მივეყრდენი და ნელა მოვავლე მზერა არემარეს. ზურგს უკან ნაბიჯების ხმა მომესმა, მოტრიალება ვერ მოვასწარი, რომ წელზე ვიღაცამ ხელი მომხვია და მისკენ მიმიზიდა, სახე თავთან მოიტანა და თმების სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-ხელი გამიშვი, შენ რა სულ გაგიჟდი? შევყვირე და მაშინვე მოვიშორე როცა გავცნობიერე, რომ ჩემს სხეულზე ლუკას ხელები დაცოცავდნენ.
-შენმა სურვილმა გამაგიჟა… დაბალ ხმაზე მიჩურჩილა და სახეზე ის ღიმილი გამოესხა რომელიც ასე მაღიზიანებდა.
-შენ ყოველთვის გიჟი იყავი, ასე რომ მე არაფერ შუაში ვარ, ახლა კი გამატარე.ვუთხარი და შიგნით შესვლა დავაპირე როცა კვლავ მკლავში მწვდა და შემაჩერა. რამდენიმე წამით თვალებში ჩამაჩერდა და სერიოზული ხმით დაიწყო:
-იცი ოცდაათი წლის ვარ და ჯერ ჩემთვის არცერთ ქალს არ უთქვამს უარი,შენ რაღაც ახალი ხარ… ან იქნებ ეს კაცის შებმის შენებური სტილია? მუღამში მაგდებ. თუ ასეა გამოგივიდა, შენი ერთი შემოხედვაც საკმარისია თავზე კონტროლის დასაკარგად.
-კარგი რა, სისულელეებს მოეშვი, შენი შებმა არც მიფიქრია, ერთი საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი ხარ, რომელიც ცდილობს ნებისმიერი ხერხით საწოლში შემითრიოს, რომ ჩემი უარით შელახული თავმოყვარეობა აღიდგინოს.ახლა კი გამიშვი, მეტისმეტი მოგდის, მეტკინა ხელი.
-ჯერ არ დამისრულებია შენთან ლაპარაკი, არაუშავს ცოტაც გაუძელი.
-მე კი დავსრულე და შენგან ნებართვა არ მჭირდება, ლაპარაკი გავაწყვეტინე და ხელი სასწრაფოდ გავაშვებინე, როცა ჩვენსკენ მომავალი თემო შევნიშნე.



№1  offline წევრი melina

ხვალ დილით იქნება შემდეგი თავი:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent