გიჟური დღეები (თავი 4)
თავი 4 -არავითარი მაგრამ ლიზა ხარხიანო! -მაწყვეტინებს კატეგორიული ხმით და ტელეფონს თიშავს. სხვა რა გზა მაქვს? სახლისკენ ვიღებ გეზს და ყველაზე მოსაწყენი ვახშმისთვის სულიერად ვემზადები. სახლის კარებს ჩემი გასაღებით ვაღებ და ფეხაკრეფით შევდივარ შიგნით. ძალიან, ძალიან ნელა ვხურავ კარებს. ის-ისაა სამშვიდობოზე გავდივარ და ოთახის კარებს ვაღებ, რომ ვიღაცის ხმა მაჩერებს. -გამარჯობა! - უკან ვბრუნდები და ახალგაზრდა ბიჭს ვაკვირდები. მაღალია, ჩალისფერი თმა აქვს და ნაცრისფერი თვალები. მშვენიერი სახის ნაკვთები, არა უშავს რა! -გაგიმარჯოს?! - წარბშეკრული ვესალმები, ხვდება ამის მიზეზსს და აგრძელებს. -სააბაზანოში ვიყავი და. -ისიც იგივეს იმეორებს, რაც წამის წინ მე გავაკეთე და თავიდან ფეხებამდე მათვალიერებს. - შენ ბატონი გიორგის ქიალიშვილი ხომ ? -შენ კი, ბატონი ჯაბას ვაჟიშვილი! - მშრალად ვუბრუნებ პასუხს, თუმცა ეჭვი მეპარება ისევ „ვაჟიშვილი“ იყოს. -დახ, მე ვაკო! - იღიმის. -ლიზა! - უკმაყოფილოდ ვაწკლაპუნებ ტუჩებს, ახლა ალბათ ქვემოთ მომიწევს ჩასვლა. - კარგი, ქვევით გადაეცი, რომ გამოვიცვლი და ჩამოვალ. -კარგი. - იღიმის და ნელი ნაბიჯებით მეცლება, მე კი ხვნეშით შევდივარ ოთახში. ეს ვახშამი ზუსტად ისე იწელება, როგორც რუსულის გაკვეთილი გრძელდებოდა ხოლმე ჩემთვის, სკოლის წლებში. ყველა სულელურ თემას შეეხნენ რაც კი არსებობდა. ხოლო მე ამ დროის განმავლობაში სუიციდზეც დავფიქრდი ერთი-ორჯერ. -ლიზა ძვირფასო, რომელ კურსზე ხარ ? -ეს ბატონი ჯაბას ცოლი, ქალბატონი ნინოა. -მესამე! - რაც შეიძლება მეტად ვცდილობ ჩემს ღიმილს სიყალბე არ შეეტყოს. -ოჰო, ჩემი ვაკუნიაც მესამე კურსზეა, ოღონდ ბიზნესის ფაკულტეტზე. - ვაკუნიაო! წყალს ვიღებ იმისთვის, რომ ფხუკუნი შევიკავო მაგრამ ისიც მცდება მერე. დედაჩემი შეშფოთებული მარტყამს ზურგზე ხელს. მე, რომ ბიჭი ვიყო და სტუმრად როცა ვარ, ვინმემ ვაკუნია დამიძაღოს , ალბათ იმ ვიღაცას შუაზე გავგლეჯ! უკვე სერიოზულად ვფიქრობ იმაზე, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ არის ეს ბიჭი ოჯახში! -კარგად ხარ დე?! - ხელახლა ვსვამ წყალს გაწითლებული. -კი, კი, კარგად ვარ ელენე! - მზერას ვაკუნიასკენ ვაპარებ, რომელმაც არც კი იცის სად დაიმალოს. -კარგი, ჩვენი წასვლის დროა! - ლამისაა ხტუნვა დავიწყო ბატონი ჯაბას სიყვები, რომ მესმის. არა ხალხნო, არ იფიქროთ, რომ სტუმართმოყვარე არ ვარ, მაგრამ ვერ ვიტან ასეთ მოსაწყენ შეკრებებს. -კიდევ დარჩენილიყავით! - თავაზიანობას არ კარგავს დედაჩემი, მაგრამ ვხვდები, რომ ჩემზე მეტად დაღლილია, მე კი ყველაზე ნაძირალა შვილი ვარ, რადგან დედას დღეს ვერ დავეხმარე. -არა, უმჯობესია დაგტოვოთ. ძალიან გვიანია - ამ ჯერად ქალბატონი ნინო ამბობს. -კარგი მაშ, ნახვამდის! კიდევ გვეწვიეთ. - ერთმანეთს ვემშვიდობებით და მეც სწრაფად ავდივარ ოთახში. შხაპს ვიღებ, ვწესრიგდები და თინეიჯერი მგელის ყურებას ვაგრძელებ. ცოტა ხანში ჩემი ტელეფონი რეკავს. ეკრანს ვუყურებ და ნიკას სახელის დანახვისას წარბებს ვწევ. ნუთუ ლატარია მოიგო და ამიტომ მირეკავს? -გისმენ ნიკოლოზ! - მკაცრი ხმის შენარჩუნებას ვცდილობ, არ მინდა ადვილად ვაპატიო მომხდარი, რადგან შემდეგში უარესებს იზამს. -ლიზ, მომენატრე! - ცოტახანი ჩუმად ვარ, ის კი აგრძელებს- არაფერს იტყვი? -რა გითხრა ნიკა? -ის, რომ შენც მოგენატრე ლიზა! -მე...-ვოხრავ, ყველაფრისდა მიუხედავად თავს დამნაშავედ ვგრძნობ მასთან. ვუყვარვარ, მე კი სიყვარულზე სიყვარულით ვერ ვპასუხობ. მერა რა, რომ მან ეს იცის და ამის და მიუხედავად მოინდომა ჩემთან ყოფნა, იმის იმედით, რომ მომავალში მეც იგივე გრძნობით ვუპასუხებდი. - თბილისში ხარ? -ჰო...თბილისში ვარ! - იმედგაცრუებული ხმით მპასუხობს, მე კი თავს ვხრი ისე, ისე თითქოს დაინახავდეს. - ხვალ შემხვდები? -არ ვიცი ნიკა, ბევრი საქმეები მაქვს. - უსინდისოდ ვტყუი, ცოტახანი არ მინდა მასთან შეხვედრა. -ლიზ... - როგორც ჩანს ისიც ხვდება ამას. -დროებით ნიკა! - ტელეფონს ვთიშავ. დილით ცხვირში რაღაც მიღუტუნებს, ხელებს ვიქნევ და მეორე მხარეს ვბრუნდები. ისევ იგივე მეორდება, მე კი გამწარებული ვახელ თვალებს და მეტად უცნაური სურათი მხვდება. თავზე ვიღაც მეტად სიმპათიური ბიჭი მადგას გაკრეჭილი, ჩემი ლოკონით ხელში. აი თურმე რა მიღიტინებდა წეღან. მოიცა გადავახვიაოთ! მე ვთქვი თავზე ვიღაც მადგას მეთქი ? თვალებს რამდენჯერმე ვახამხამებ იმის იმედით, რომ მეჩვენება მაგრამ, არც ერთი თვალის გახელისას არ იცვლევბა სურათი. გაკვირვებული ვიწევი საწოლიდან და ჩემს წინ ლანასა და მიშოსაც ვხედავ, (ნუ რათქმაუნდა სადაც ერთი ტყუპია იქ მეორეც იქნება) რომლებიც ჩემს გაფართოებულ თვალებზე ფხუკუნებენ სავარაუდოდ. -თქვენ აქ რა გინდათ? - გაოცებული ვკითხულობ და ხელებს ვაშვებინებ ვაჩეს ჩემი თმისთვის. -დილა მშვიდობისა ლამაზო! - მიცინის მიშო და ჩემს საწოლზე სკუპდება. - დღეს გადავწყვიტეთ ჯინო-ფერედაისში წავიდეთ და ამიტომ გამოგიარეთ! -ტელეფონით ვერ დამირეკავდით? - მეტად საინტერესო კითხვას ვსვამ. -ეს დილაობით ასეთი უჟმურია? - დაბღვერილი გაყურებს ლანას და გოგოც თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. -შიშველი, რომ ვყოფილიყავი სად მიდიოდით? - თვალებს ვაწვრილებ და მეც არანაკლებ დაბღვერილი ვუყურებ მიშოს. -ლანა შემოვუშვით ჯერ სიტუაციის დასაზვერად ტო, აბა ისე ხო არ შემოვცვივდებოდით? - ისევ იკრიჭება ვაჩე. -მაგდენი თუ მოტვინეთ, - ვფრუტუნებ და აჩეჩილი თმებით ვდგები საწოლიდან. - ლუკა არ არის? -კი ქვევითაა! - ლუკა მოვიკითხე და სხვა ვინ მიპასუხებდა, თუ არა ლანა. -უჰ რა კარგია! მომენატრა სიძ...- სწრაფად ვასტოპებ, როცა ვხვდები, რომ ხმამაღლა მომდის ჩემი ფიქრები. -საძაგელი. - ვასწორებ და ტუჩებზე ვისობ კბილებს. არავის არაფრის თქმას ვაცდი ისე გავდივარ ოთახიდან. -ლუკა! -სირბილით შევდივარ მისაღებში, მაგრამ ვშეშდები იქ ლუკასა და ელენეს გარდა, ალექსანდრესაც, რომ ვხედავ. -რა ფორმით ჩამოსულხარ დე? -თავს აქეთ-იქით აქნევს დედაჩემი და მეც ინსტიქტურად ჩემს სპანჯბობიან მაისურსა და მოკლე შორტს ვუყურებ, თმას კი მადლობა ღმერთს ვერ ვხედავ თორემ ალბათ გონებას დავკარგავდი. -ამ...ლუკა, აქ არისო და...-უხერხულად ვიშმუშნები მწველ მზერაზე, რომელიც არც ლუკას ეკუთვნის, არც დედაჩემს და არც ამ წუთას ჩემოსულ ტყუპებსა და ლანას. -რას გამოვარდი ოთახიდან ტო ? - გვერდით მიდგება ვაჩე - ვერ მივხვდით რა მოხდა. -არა არაფერი, რა...წავალ და გმოვიცვლი. - სირბილით ავდივარ ოთახში და გულზე ხელს ვიდებ. რა გჭირს ლიზა? დამშვიდდი, დაწყნარდი! ტანზე საცურაო კოსტუმს ვირგებ, ზემოდან კი სარაფანს ვიცმევ. პირსახოცს თხელი ნაჭრის, ყვავილებიან ჩანთაში ვაგდებ და მხარზე ვიკიდებ, შემდეგ სარკის წინ ვდგები. -თმა უნდა შევიჭრა, თორემ მალე რაპუნცელს დავემსგავსები. - ვფრუტუნებ და წარბშეკრული ვაკვირდები ლამის საჯდომამდე მისულ თმას. ათ წუთში ჯინოსკენ მიმავალ გზას ვადგავართ. მე ლანა და ლუკა ერთი მანქანით ვართ, ტყუპები კი მისტერ სერიოზულობასთან ერთად მგზავრობენ მეორე მანქანით. ტუჩებს ვიკვნეტ და დამნაშავესავით ვაკვირდები წინ მჯდომ, ლანასა და ლუკას. თავი მურმანის ეკალი მგონია! -იქიდან გამოსულები კლუბში წავიდეთ და მაგრად გავერთოთ! - გეგმას გვიმხელს ქირია. -ხო კარგი იქნება! - ტუჩებს ვაცმაცუნებ. -მოვედით! -მანქანას აჩერებს და ჩვენც გადავდივართ. შენობაში ყველა ერთად შევდივართ, იქ კი ყვითელ სამაჯურებს გვირიგებენ. სარაფანს ვიხდი, პირსახოცი კი ჩანთიდან ამომაქვს, ამ ორს კარადაში ვინახავ. ლანაც იგივეს იმეორებს და გარეთ, აუზისკენ მივდიართ. -მოდი, იქ ჩავიდეთ, ყველაზე ღრმა აუზი ეგაა. - დიდი აუზისკენ მიმათრევს ლანა და მეც ვემორჩილები. უჰ, რა ჯობია პაპანაქება სიცხეში წყალში ნებივრობას? არც არაფერი! სწრაფად ვხტებით აუზში და ვკისკისებ, ამ დროს კი ბიჭებიც მოდიან, მაგრამ ალექსანდრეს ვერ ვხედავ. ტყუპებიც ერთად ხტებიან აუზში, ლუკა კი მონუსხულივით გაყურებს აუზის კიდეზე მჯდომ ლანას. ხო, ჩემი ბიძაშვილი ნამდვილად მიმზიდველია! -მოდი შევეჯიბროთ, ვინ უფრო მეტ ხანს გაძლებს წყლის ქვეშ! -ყვირის ვაჩე და ცურვა-ცურვით მიახლოვდება. -ბაზარი არაა! - გამოწვევას ღებულობს მიშო, შემდეგი კი ორივე მე მიყურებს მომლოდინედ. -კარგი ხო. ოღონდ წაგებულისთვის მოვიფიქროთ რამე. -წარბებს ეშმაკურად ვათამაშებ. -რა ? - მეტად საჭირბოროტი კითხვას სვამს მიშიკო. -საღამოს კლუბში, რომ ვიქნებით იქ მოვიფიქროთ. -კარგი! -მხრებს ვიჩეჩავ - სამ თვლაზე! ერთი, ორი და სამი! -სუნთქვა შევიკავე და ჩავყვინთე. ყურებში შხუილი ვიგრძენი და წყალქვეშ დამანჭული ვაჩე, რომ ვნახე აღარც გამხსენებია წყალში, რომ ვიყავი და პირ გავაღე ხარხარის დასაწყებათ, მაგრამ ხმა არ ამომდიოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პირი წყლით გამევსო. სწრაფად ამოვყვინთე და საშინელი ხველება ამიტყდა. -ლიზ, კარგად ხარ? - ვაჩეც ამომყვა, მე კი ძლივს, რომ მოვსულიერდი ხველება ხარხარში გადამეზარდა. -რომ იცოდე იქ რას გავდი! -შენ ნორმალური ხარ ? - ალექსანდრეს ხმაზე შევხტი და მისკენ გავიხედე. ჩაწითლებულ თვალებს, რომ შევხედე უნებურად ის დღე გამახსენდა, როცა პირველად ვნახე. - კინაღამ დაიხრჩვი სულელო! -გაბრაზებული დამჩხაოდა თავზე. უფ ძაან არ ედარდა ახლა ჩემს დახრჩობაზე. -როგორც ხედავ არაფერი დამმართვნია! - წარბშეკრულმა გადავხედე. -სულელი ხარ! - ისევ იგივე სიტყვები, მე კი ბრაზი მომაწვა ყელში. ასე უბრალოდ როგორ მლანძღავდა?! -შენკი თავხედი! - უკან გატრიალებულს შევძახე გაგულისებულმა და ისიც უმალ მობრუნდა , მე კი წყლის სიღრმისკენ ნელა წავედი თავის დაზღვევის მიზნით. -რა თქვი? -თავხედთან ერთად ყრუც ყოფილხარ! - ხო ეს კი ვშიშობ არ უნდა მეთქვა. -გოგო შენ...-აუზში ჩამოვიდა და ხელი მკლავზე ჩამავლო. მისი სიახლოვისგან კი ჟრუანტელმა დამიარა და რომა არა ეს თვალები, რომელშიც ჩემი მოკვლის სურვილი იკითხებოდა, ალბათ მომეწონებოდა კიდევაც ეს ბიჭი. თან რა ნავარჯიშევი სხეული აქ? -შენ! -ლიზა ? - ჩემი სახელი გავიგე და ამ ხმის გაგონებას, მითუმეტეს აქ, ისევ ამ უჟმურის ხელით სიკვდილი მერჩივნა! -ნიკა? - ენას პირში ძლივს ვიბრუნებ და მისკენ ვიხედები. ვაიმე! ახლა ამან ისევ ეჭვიანობის სცენები თუ გამიმართა აქ, ამ აუზში შავახრჩობ ჩემი ხელით! ეს უჟმურიც, რომ არ მაშორებს მარწუხებს. -რა ხდება აქ ? -სწრაფად ვეცლები ალექსანდრეს და წყლიდან ამოვდივარ. -რა გინდა აქ? -მის კითხვას ვაიგნორებ. -რა ხდება აქ-მეთქი? - თვალებს ვატრიალებ. ის კი არა, რომ კითხვაზე მიპასუხოს. -რა გინდა აქ-მეთქი? - შანსი არაა, არ დავუთმობ! ეს უკვე პრინციპის საკითხია მერწმუნეთ. ხრმად ოხრავს და ხელებს სახეზე ისვამს. აჰა, ესეც ნევროზის ნიშნები. -რა, არ შეიძლებოდა? - გამწარებული მიბრიალებს თვალებს და ჩვენზე მოშტერებული მზერა მაფორიაქებს. ლანა მომკლავს უეჭველი, ახლა, რომ ვუთხრა ეს ჩემი შეყვარებულია და რადგან შევხვდით ბარემ გაგაცნობ მეთქი! -ვინ ხარ ? -გვერდით ალექსი მიდგება და ჯიბრით გაყურებს ნიკას. ამას რაღა უნდა, მეტყვით ვინმე? -მისი შეყვარებული! - ნიშნის მოგებით ამბობს და მეც მიწა მისკდება იქვე. ფეთიანივით გავყურებ თვალებგაფართოებულ ლანას და აქვე მინდა ჩამოვახრჩო ნიკოლოზ ცინცაძე! - შენ ვინ ხარ? -მე...-არ ვიცი რატომ, მაგრამ იბნევა მისტერ სერიოზულობა და გვერდით იწევა. -მოიცა, მოიცა რა თქვი?! - შუაში ჩაგვიხტა ლანა და ნიკას გადახედა. - შენ მისი შეყვარებული? -ლან, აგიხსნი! - თვალების ფახულით გადავხედე ბიძაშვილს, მაგრამ ვფიქრობ ამჯერად ეს მზერა ვერ მიშველის. -შეყვარებული გყავს ლიზუ? - ლუკა მიახლოვდება და ხელებს მხვევს, ნიკას კი თვალები უფართოვდება. -გამარჯობა! - ჩემს შეყვარებულს უღიმის, ის კი ისევ ისეთი მზერით აკვირდება. ჯანდაბა! იცნო, უეჭველი იცნო! -შენ...შენ მასთან ერთად იყავი აქ? - მე მიბრუნდება გაავებული ნიკა. -არა მარტო! - ისევ ალექსანდრე გამოდის ასპარესზე და ამჯერად ის მხვევს ხელებს. მე კი ბუსავით თვალებდაჭყეტილი გადავხედე მას. რა ჯანდაბაა?! -რა...ჯანდაბაა?! - იგივე კითხვას, რომ სვამს ნიკა გაუცნობიერებლად ვფხუკუნებ, მერე კი სათითაოდ ყველას მზერას, რომ ვაწყდები, სწრაფად ვკუმავ ტუჩებს. -ნიკა, მისმინე! - ალექსის ხელს ვიშორებ, ის კი დაბღვერილი მიყურებს. -ისინი ჩემი მეგობრები არიან! -რომელი მეგობრები ლიზა? მე შემხვდი მეთქი, რომ გეუბნები არ მცალიაო მპასუხობ, შემდეგ კი ვიღაც ტიპებთან ერთად გხედავ გასართობად წამოსულს! ორი დღეა არ მინახავხარ და რომ გირეკავ ერთ თბილ სიტყვასაც ვერ ვიღებ შენგან - ღრალებს და მეც მეკეტება! არა, რაღაც მომენტებში კი არის მართალი, მაგრამ... მაგრამებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. -ხმას დაუწიე, თუ არ გინდა აქვე დასრულდეს ეს ურთიერთობა! - მამის მკვლელი თვალებით ვუყურებ, ვიცი ეს სიტყვები გაჭრის, რადგან ბევრჯერ დამიშინებია. ასეც ხდება და ცოტათი შოშმინდება. - მე და შენ ნაჩხუბრები ვიყავით, თუ გახსოვს და ამიტომაც გითხარი ნახვაზე უარი! ცოტა დამშვიდება მჭირდებოდა ნიკა! -კარგი. -ღრმად ხვნეშის - მეც გამაცანი ისინი. - ღიმილს იკრავს სახეზე. წარბაწეული ვხვდები ამ ფაქტს და ეჭვით ვაკვირდები ნიკოლოზს. -ეს ლანაა, ეს ლუკა, ვაჩე და მიშო, ეს კი- ალექსის ჯერი, რომ დგება მისკენ ვიხედები, ის კი ნიკას უყურებს. - ალექსი! მმ...მეგობრებო ეს ნიკაა! -შენ...შენ ...მე დამიმალე ? - ნაწყენი ტონით მიბრუნდება ლანა. -აპატიე ლანა, ჩვენი ურთიერთობა ახალია და ამიტომ ვერ მოასწრო მან შენთვის თქმა - გაბრაზების და მიუხედვად, მადლიერი მზერით გავყურებ შეყვარებულს. - შენ, რომ გერმანიიდან ჩამოხვედი იმ დღეს ვიჩხუბეთ. -შენ რა იცი, მე სად ვიყავი ? - გაკვირვებული ხმით ამბობს ლანა. -ლიზუ სულ მიყვებოდა შენზე! - უხ გენაცვალე შეყვარებულო! დარწმუნებული ვარ, ეს სიტყვები მოთაფლავს ლანუკას. -ხოო? - თავს ამაყად წევს ბიძაშვილი, მე კი გულში ვხარხარებ. -ხო ლანა, რომ არა ის ჩხუბი, იმ დღესვე ვაპირებდი შენთვის მის გაცნობას! - უსინდისოდ ვტყუი, მაგრამ დანაშაულის გრძნობა აგვიანებს. -ჰმ...-ერთ დაეჭვებულ მზერას მავლებს, შემდეგ კი მიღიმის. - კარგი რადან ასეა. საღამოს ყველანი კლუბში მივდივართ და რამოდენიმე საათი ვრჩებით. ვხვდები, რომ ბიჭებს დიდად არ მოეწონათ ნიკა, თუმცა ეს მისი ბრალია, ეჭვიანობის შემოტევა, რომ არ დამართნოდა მანდ, ასეც არ იქნებოდა. -ლიზ, მეტს ნუღარ დალევ. - ხელიდან მართმევს ლიზიკო ჭიქას. -ეი, თუ შეიძლება დამიბრუნე! - გაკაპასებული ვუბრიალებ თვალებს და ჭიქას ვართმევ. -მგონი წასვლის დროა. - ლუკა ფეხზე დგება. აქ მხოლოდ ლუკა და ალექსია ბოლომდე ფხიზელი. -ნწ! არ გეთანხმები. - თავს ვაქნევ უარყოფის ნიშნად - მე დარჩენა მინდა! -ხო ტოო, დავრჩეთ! - ბარბაცით ჯდება მთვრალი ვაჩე ჩემ გვერდით. -ნუ სულელობთ, წავიდეთ! -მკაცრი ხმით ამბობს ალექსი. -მე არ წამოვალ! - ჩემსას ვაწვები ისევ. არ წავალ და მორჩა! -მარტო დარჩები? - მარტო დავრჩები? ხო, ეს მეც მაფიქრებს. -მას მე მივხედავ. - წელზე მხვევს ნიკა ხელებს, მის მოძრაობას კი დაბღვერილი აკვირდება ალექსი. -ის მე მომხედავს. -ინსტიქტურად ვიმეორებ. -როგორც გინდა! - ცივი ხმით ამბობს და ბავშვებს უბრუნდება. - წავედით. ყოყმანს ვატყობ მათ, მაგრამ მაინც მიდიან ბოლოს. -ნიკ, სასმელი მინდა! -არ გინდა ლიზ! -იმდენად მთვრალი არ ვარ, რომ ჩემი სურვილები ვერ ვაკონტროლო! -მკაცრად ვამბობ, ნიკაც ხვნეშით ეძახის ოფიციანტს, რომ სასმელი მოიტანოს. 30 წუთის შემდეგ: -ნიკა, მიმღერე! - თვალები უფართოვდება ჩემი თხოვნისას. რა საყვარელია, ადრე რატომ არ იყო ნეტა? -რა? - ჩემს თხოვნას ამოწმებს ის. -მიმღერე! - თავბრუსხვევას არ ვიმჩნევ და თხოვნას, არა უფროსორედ მოთხოვნას ვუმეორებ.- მიდი...თორე გცემ! - ვემუქრები ჩემი მთვრალი ჭკუით. -შემიყვარდი გულში ცეცხლი მინთიაა...- თვალებს ვატრიალებ, რა ცუდი გემოვნება აქ. -აი, ეგ მე სულ ფეხებზე მ*იდიაა-ჩემებური ვერსიით ვყვები და ვუბღვერ,ნიკა კი სიმწრით კუმავს ტუჩებს.-სხვა მიმ...ღერე ნიკა, მი..დი -ვლუღლუღებ გაჭირვებით. -გეყოფა! - ფეხზე დგება - ორ წუთში მოვალ, აქ დამელოდე! - თავს ვუქნევ ის კი ცოტახანში თვალს ეფარება. ახლა მე რა ვქნა? მზერას ვავლებ იქაურობას, ყველა ერთმანეთს ეხუტება. ნეტა არ ცხელათ? სკამზე ავდივარ, როგორც კი მუსიკა ჩერდება და ხმამაღლა ვსტვენ. -მეგობრებო! მოდი ამ ჭიქით , ყველაზე ბანძ გრძნობას, სიყვარულს გაუმარჯოს! - ხმამაღლა ვამბობ და სწრაფად ჩამოვდივარ სკამიდან, რომ არ ჩამოვვარდე. თვალებმოჭუტული ვაკვირდები ქერა გოგოს, რომელიც ვიღაც ბიჭს მიტმასნია. ის ხომ რამოდენიმე საათის წინ სხვა ბიჭთან იყო. არეული ნაბიჯებით მივაბოტებ მათთან. -შენ, ის გღალატობს! - მისვლისთანავე ვაბრეხვებ ბიჭის მიმართულებით. -უკაცრავად? - გაკვირვებული მათვალიერებს თავიდან-ფეხებამდე. -წეღან დავინახე სხვა...სთან იყო! - ვაბეზღებ ქერას. -რატომ ღალატობდი შეყვარებულს? -გიჟი ხარ? -შენც შემოგვიერთდი ლამაზო თუ გინდა. - წელზე ხელებს მხვევს და თავისკენ მქაჩავს. ფუ, ჩათლახი! მაგიდიდან ბოთლს ვიღებ და პირდაპი თავზე ვამსხვრევ . მერე ? მერე ჩოჩქოლი ტყდება, ერთმანეთის გაწევ-გამოწევა, მე კი ორი შავებში ჩაცმული გოლიათი გასასვლელისკენ მიმათრევს. საწყლად ვფართხალებ, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი უბრალოდ ბნელდება და სასიამოვნო ბურუსში ვიძირები. ******** თავზე მონიტორულად მიკაკუნებს რაღაც და ქუთუთოებზე სიმძიმეს ვგრძნობ. წამწამებს გაჭირვებით ვახამხამებ და ძლივსძლივობით ვიწევი საწოლიდან. მზერის გასაწმენდად თვალებზე ვისვამ ხელს. სად ვარ? პირველი ეს კითხვა მომდის თავში, როცა უცნობ გარემოს ვხედავ. არა, ჩემი ოთახი აშკარად არაა! გუშინდელი საღამოდან ნაწყვეტები მახსენდება და უკმაყოფილოდ ვაწკლაპუნებ ტუჩებს. -ჯანდაბა! იმედია ქალიშვილობა ასე ბანალურად არ დამიკარგავს. - თვალებს ვატრიალებ და საბანს ვიხდი. ყველაფერი რიგზე, ტანსაცმელი ისევ მაცვია და სრულიად ხელუხლებელია! ჰჰჰ მგონი ეს თავი ცოტა უაზრობა გამომივიდა :დ უხასიათოდ ვიყავი და ვვეჭვობ ეს ისტორიასაც დაეტყო :( ბოდიში ვინც მეტს ელოდით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.