შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი.2


9-08-2018, 00:58
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 679

ჩაშლილი მოლაპარაკებების გამო, განერვიულებული ნინა დარბაზში წინ და უკან დადიოდა. მას არც ლევანის რეაქცია გამოჰპარვია, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში გაუნძრევლად მისჩერებოდა გოგონას. რა შედეგი მოჰყვებოდა მომხდარს? შეიძლებოდა თუ არა ეს ყველაფერი, კოტეს საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი ყოფილიყო?
შეკითხვებით დატვირთულ ქალს, ყველაზე მეტად მაინც ლევანის უჩვეულო უყურადღებობა და გაფანტულობა უშლიდა ნერვებს.
შენობის მინებთან მდგარი კაცი მდუმარედ იყურებოდა სივრცეში.
ნერვიული სიარულისას ნინას თავში იდეამ გაუელვა, ლევანს გახედა, მაგრამ მიხვდა რომ მასთან ამაზე საუბარს აზრი არ ჰქონდა და ამიტომ გადაწყვიტა, მომავალი ქმედების შედეგი თავის თავზე აეღო.
სწრაფი მოძრაობით ლიფტისკენ წავიდა და მესამე სართულზე მდებარე კადრების განყოფილებასთან გაჩერდა.
პატარა ოთახიდან,რომელსაც დასუფთავებისთვის საჭირო ნივთებისთვის იყენებდნენ, ტირილის ხმა ისმოდა.
_ მართლა არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა. ყველანაირად ვცდილობდი კარგად გამომსვლოდა _ ხნიერი ქალის წინ მდგარი,ატირებული გოგონა თავს იმართლებდა და მდინარესავით წამოსული ცრემლების შეჩერებას ამაოდ ცდილობდა.
_ მესმის შვილო,მესმის რთულია,რომ მცოდნოდა დღეს აპირებდი საქმის გაკეთებას ვინმეს გამოგაყოლებდი მეთვალყურედ,ან საერთოდ არ გაგიშვებდი. დარბაზში იმდენი ხალხი იყო. წესით იმ მხარეს არც უნდა გასულიყავი _ მართლა მთელი გულით ვცდილობდი ლია დეიდა, არ მინდა ამ სამსახურის დაკარგვა _ ცრემლიან სახეზე მიკრულ გრძელ კულულებს უკან იწევდა და ნერვიულობისგან კანკალებდა.
_ ლიზა, იქნებ სხვა სამსახური გენახა? მეც დაგეხმარები, ოღონდ ახლა დამშვიდდი._ ქალმა აცახცახებული გოგო გულზე მიიკრა.
_ ქალბატონო ლია _ კარის გაღებასთან ერთად ოთახში მკაცრი ხმა გაისმა და მოხუც ქალს განრისხებული ნინას დანახვაზე ცხელმა ტალღამ გადაუარა,თითქოს ადუღებული წყალი გადაავლესო. _ შენ,_ ჰაერში თითის წრიული დატრიალებით,უხეშად მიმართა რამდენიმე წუთის წინ ნანახ არსებას,რომელმაც ლევანის ყურადღებაც მიიპყრო.
_ არ ვიცი,აქ როგორ აღმოჩნდი,მაგრამ მინდა გითხრა, ტირილი ვერ გიშველის _ ამრეზით შეხედა ტირილისგან შესიებულ თვალებზე, შემდეგ კი მზერა ტანზე ჩამოაყოლა და ცხვირაბზუებულმა განაგრძო _ ჩვენი კომპანია საქველმოქმედო ფონდი არაა, ეს ქალბატონმა ლიამაც ძალიან კარგად იცის _ წარბის აწევით გადახედა გოგონას გვერდით მდგარ ქალს _
განთავისუფლებული ხარ! _ მკაცრი სახით შესძახა და გასვლისას კარი გაიჯახუნა. ოფიციალური განთავისუფლების შემდეგ ლიზამ ტირილს უმატა და თავისი ნივთების შეგროვება დაიწყო.
ფანჯრების მწმენდავის განთავისუფლებით ნინამ გული იჯერა და კმაყოფილი სახით შეაბიჯა მიმღებში.
_ კოტეს ასისტენტს ხომ არ დაურეკავს?_ ყავის აპარატთან მდგარ სტაჟიორს მიუტრიალდა.
_ არა._ სწრაფად უპასუხა გოგომ და მის მზერას თვალი აარიდა.
_ თუ ვინმემ მიკითხა უთხარი,რომ ცოტა ხნით დაკავებული ვარ.
_ კარგით.
ქალი კაბინეტის აივანზე გავიდა და სიგარეტს მოუკიდა. ნერვიულად ეწეოდა და მომხდარზე ფიქრობდა. გოგონას განთავისუფლებამ წამიერი სიამოვნება მოჰგვარა, მაგრამ გონებაში შემოპარული მისი სილუეტი გულს უღრღნიდა. ფიქრებში წასული ტელეფონის ხმამ შეაკრთო, ეგონა ლევანი იქნებაო,მაგრამ შეცდა, კოტეს ასისტენტი ურეკავდა. საუბარის დასრულების შემდეგ ბოლო ნაფაზი დაარტყა და კაბინეტიდან გახარებული გავიდა.
_ ლევან, _ მხიალურად დაიძახა და მინის კარი შეხსნა. ლევანი კომპიუტერთან იჯდა და ახალ კონტრაქტზე მუშაობდა.
_ შეწყვიტე ცოტა ხანს,ეგ აღარ დაგჭირდება _ ღიმილიანი სახით, გამომწვევად ჩამოჯდა სამუშაო მაგიდის კუთხეზე და ხელით მამაკაცის სახე თავისკენ მიაბრუნა, მერე კი ოდნავ გადაიხარა და ლოყაზე აკოცა. _ გილოცავ, კოტე პირობებს დათანხმდა, მოლაპარაკება მაინც შედგა.
_ კი,მაგრამ ..._ გაუკვირადა ლევანს და ქალს შავ თვალებში ჩახედა.
_ ჰო,ვიცი, მეც მიკვირს. ახლახანს კოტეს ასისტენტმა დამირეკა, გონს მოსულა და თანხმობა უთქვამს, გამოჯანმრთელების შემდეგ კი ხელმოწერითაც დაგვიდასტურებს. _ ნინამ კოცნის შემდეგ დარჩენილი წითელი ლაქა თითების მოძრაობით მოაშორა მამაკაცს. _ არ გიხარია? ჰალსტუხი შეუსწორა და მაცდურად გაუღიმა.
_ როგორ არა, დავლიოთ _ ლევანი ფეხზე წამოდგა და ჭიქებში ვისკი ჩამოასხა.
_ დიდად გახარებული არ ჩანხარ _ აღნიშნა ქალმა და გამოწვდილი სასმლის ჭიქა გამოართვა.
_ მიხარია, მაგრამ ჯერ ხელმოწერა გვჭირდება
_ ეჭვი არ შეგეპაროს, ეგეც მალე გვექნება. კოტე სიტყვას აუცილებლად შეასრულებს. ჩვენი ნდობა აუცილებლად დასჭირდება მომავალში.
_ მართალი ხარ ნინა .
_ რაც მთავარია, დაბრკოლებებს აღარ შეგვიქმნიან _ ქალმა ვისკი მოსვა და ეშმაკურად ჩაიღიმა .
_ რას გულისხმობ? _ ჩაეძია ლევანი.
_ ის ვიღაც,ლამის დარბაზში რომ შემოვარდა გავანთავისუფლე .
_ რაა? _ ხმამაღლა წარმოთქვა ლევანმა და ქალს მის ხმაზე გაოცებამ გადაურბინა.
_ ლევან, მის გამო მოლაპარაკებები ჩაიშალა. _ კიდევ ერთი ყლუპი მოსვა და ფეხზე წამოიჭრა.
_ მის გამო არა ნინა, კოტეს ინსულტის გამო.
_ თავი ცირკის წარმოდგენაზე მეგონა _ მწარედ გადაიხარხარა ნინამ
_ ვინ იყო საერთოდ, ან როდის გაუშვი?
_ მის ვინაობას შენთვის რაიმე მნიშვნელობა აქვს? _ გაცოფთა და ირონიით განაგრძო.
_ ლევან ხუმრობ? შენთვის რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაწმენდს ამ ოხერ მინებს? ხვდები მაინც დღეს რამხელა სირცხვილი და უაზრობა გადავიტანეთ ვიღაც იდიოტკას გამო?
_ ნინა, ზედმეტი მოგდის _ ლევანმა ღრმად ჩაისუნთქა._ შენ არ წყვეტ კადრების განთავისუფლებას და არც მისი გაშვება შეგეძლო.
_ მართალი ხარ ლევან, მე უკვე დიდი ხანია აღარაფერს ვწყვეტ _ დამცინავი მზერა ესროლა ქალმა ლევანს, წამიერად სახეზე ტკივილმა გადაურბინა,მაგრამ მალევე სცადა გაღიმება.
_ ნინა...
_ არაფრის თქმა აღარაა საჭირო ლევან _ მშვიდად უპასუხა ნინამ და ასეთივე სიმშვიდით დატოვა ლევანის კაბინეტი.
სახლისკენ მიმავალ გზაზე გოგონა შეუჩერებლად ტიროდა. საშინელ სევდას და უსუსურობის გრძნობას ერთიანად აეტანა და ვერ წყნარდებოდა. ავტობუსიდან ჩამოსულმა მხარზე გადაკიდებული, გაცვეთილი ჩანთის ჯიბეში ხურდები მოქექა და პატარა მუშტებით ცრემლები მოიწმინდა.
_ ყველაფერი კარგად იქნება._ საკუთარ თავს დასამშვიდებლად შეუძახა და ღრმად ჩაისუნთქა.
უბნის მაღაზიაში შესულმა ხურდა ფულით პური იყიდა და წამით სევდიანი მზერა შოკოლადების სექციისკენ გააპარა. ტკბილეულის დანახვაზე მუცელში რაღაც ჩასწყდა და თვალზე ცრემლი მოადგა,მაგრამ ამჯერად თავს ტირილის უფლება არ მისცა. სადარბაზოში შესულს ლიფტის დანახვაზე გაეღიმა და მეშვიდე სართულისკენ კიბეებს ფეხით აუყვა.
მარჯვენა მხარეს, ხის ძველ კართან შეჩერდა, გასაღები ამოიღო და სახლში შესვლამდე გაიღიმა.
ეგონა სახლში დახვდებოდნენ,მაგრამ მარტო იყო. ახლა მხოლოდ ერთი რამ უნდოდა, შხაპი მიეღო და რაც შეიძლება დიდხანს დაეძინა,რომ ცოტა ხნით მაინც მოწყვეტოდა საშინელ რეალობას. სამზარეულოში გავიდა, პატარა მაგიდაზე პური დადო მერე კი წყალი გადაივლო და სახლის დალაგებას შეუდგა. საქმიანობის დასრულების შემდეგ მაგიდასთან, ნახევრად მორყეულ სკამზე ჩამოჯდა და ხატვა დაიწყო.
მალე გასაღების ხმა გაისმა და კარი ხმაურიანად დაიხურა.
_ ლიზა,ლიზააა _ ახალგაზრდა კაცის ხმამ სამზარეულომდე მიაღწია._ მოდი,დედიკო მოვძებნოთ_ განაგრძო კაცმა და ატიტინებულ პატარა გოგონას უკან ხმაურიანად დაედევნა.
_ დედა, დედიკო,_ საყვარლად ალაპარაკდა ბავშვი და დიდი გაფართოვებული მწვანე თვალებით მიირბინა გოგოსთან.
_ ნახე, ნიკუშამ რა მიყიდა _ ბუთხუზა ნაკეცებიანი ხელი გაიშვირა და დედას კალთაში ყავისფერი, ბაფთიანი დათუნია ჩაუდო._ კიდე ზოლოპარკში ვიყავით და ჯირაფები ვნახეთ _ უცებ წააყარა ბავშვმა და ჩამომდნარი ნაყინის ჭამა გააგრძელა.
ლიზას ღიმილი მოჰგვარა ბავშვის ტიტინმა და შოკოლადში ამოსვრილი ლოყები და სახე ჩაუკოცნა.
_ თმებზეც წაგისვამს ნენე. _ გადაიკისკისა ლიზამ და პატარას შოკოლადით დასვრილი თმები აუკეცა._ დაასრულე ნაყინის ჭამა და მერე გაჭუპავებ დე.
_ კვატიებიც ვაჭუპაოთ რა _ სიხარულით აჭყიპინდა ნენე და ოთახში შემოსულ კაცს შარვალზე მოქაჩა.
_ სად არიან ჩემი კვატიები? _ სახე დაასერიოზულა და ნაყინის ბოლო ლუკმა კმაყოფილად გადასანსლა.
_ ოთახში არიან,აბა მოძებნე დედიკო _ თბილად უპასუხა ბავშვს ლიზამ და ჩაეღიმა,წამში გადაავიწყდა ყველა დარდი და საფიქრალი. ოთახში გასულ ბავშვს თვალი გააყოლა მერე კი სამზარეულოში მდგარ კაცს ცელოფნები გამოართვა და ამოლაგებას შეუდგა.
_ რამდენი რამე გიყიდია ნიკუშ,მადლობ რომ ნენე გაასეირნე_ კაცს ღია წაბლისფერი თმა აუჩეჩა და ნაღვლიანად გაუღიმა.
_ მაგრად გავერთეთ,კაბის ყიდვაც მინდოდა,მაგრამ ვერ ავარჩიე წესიერად, ფულს მოგცემ და ხვალ გაიყვანე, შენთვისაც იყიდე ლამაზი კაბა. _ თვალი ჩაუკრა ნიკამ, ფანჯარა გამოხსნა და სიგარეტს მოუკიდა.
_ არაა საჭირო ნიკუშ ძალიან მერიდება რა, ისედაც საკმარისად გაწუხებთ.
_ ეგ მეორედ აღარ ახსენო,_ დაუბღვირა ნიკამ და სახე ეცვალა _ არ გცხვენია?მიდი რა სოსისები მოვხარშოთ და კვერცხი შევწვათ, ბავშვისთვისაც ვიყიდე რაღაცები,შოკოლადებიც ვუყიდე.
_ ახლავე,_ გაუხარდა გოგოს და გაზქურაზე სოსისებით სავსე ქვაბი შემოდგა.
ოთახიდან ბავშვის თამაშისა და სიცილის ხმა შემოდიოდა.
_ დედამიწაზე ყველაზე მაგარი ხმებია,_ ჩაილაპარაკა ნიკამ და სიგარეტის ფილტრი სანაგვე ყუთში ჩააგდო.
_ მართლაც _ უპასუხა ლიზამ და კვერცხის შესაწვავად გაცხელებულ ტაფაზე ზეთი დაასხა.
_ მე რომ შემეძლოს,გაზაფხულის დღეს შეგადარებდი,მაგრამ შენ სხვა ხარ, ხანგრძლივია შენი მშვენიერებაც. მაისის კვირტებს დააჭკნობენ ავი ქარები და ეს ზაფხულიც მათთან ერთად ჩაესვენება _ ზეპირად წაიკითხა კაცმა და ნათელ სახეზე ღიმილი აღებეჭდა.
_ ოჰო,შექსპირი? შენ რა , არ მჯერა რომეო უნდა ითამაშო?_ სიხარულით გახედა ნიკუშას.
_ დიახ,დიახ,ნენეც დამემოწმება,თეატრის რეპეტიციაზე მყავდა იქიდან წავედით ზოოპარკში.
_ როგორ მიხარია _ გაზქურა გამორთო და მაგიდის გაშლას შეუდგა.
_ შენ რა იტირე?_ სახეზე მიაჩერდა კაცი _ თვალები გაქვს შესიებული
_ ჰო, სამსახურიდან გამომიშვეს_ პირდაპირ თქვა და მძიმედ ამოისუნთქა
_ ძალიანაც კარგი, არ იყო ეგ შენი საქმე,ნაკლები სანერვიულო მექნება_ გახარება და ღიმილი ვერ დამალა ნიკამ.
_ აბა, რა არის ჩემი საქმე?როდემდე უნდა ვიყოთ ასე შენს კისერზე მე და ნენე? ან შეყვარებული არ გინდა, ან ცოლი? იქნებ გოგოს მოყვანა გინდა ჩვენ კიდე...
_ მაგაზე საუბარი ზედმეტია და მორჩი_ საუბარი არ აცადა კაცმა, წინ გადმოვარდნილი კულული ყურს უკან გადაუწია და ლოყეზე მზრუნველურად მოეფერა,მერე კი სიცილით განაგრძო._ ყველას როლი შევასრულე,ერთი კოტეს როლი ვერ მაღირსეს რა ,_ მუცელი წინ გამობერა ხმა დაიბოხა და გააგრძელა._ მსახიობობა რა კაცის საქმეა,მთელი ცხოვრება მასხარა უნდა იყო?
_ ნიკუშ,ნიკუშ ვითომ,ვითომ მსუქანა ხარ? _ ტუჩები მოპრუწა ოთახიდან გამოსულმა ბავშვმა და გულიანად ჩაიკისკისა.
_ დედა იცი,დღეს ნიკუშა ლექსებს კითხულობდა_ მიახარა დედას და ლიზას ნაყიდ პურს დაწვდა_ მინდა.
ბავშვის დანახვაზე ორივეს გაეცინა,ნიკამ ბავშვი ხელში აიყვანა და პური მოუტეხა.
_ კვატიებსაც უნდათ _ აჭყიპინდა ბავშვი,კაცის კალთიდან ისკუპა და პურის ჭამით გაიქცა ოთახში.
_ ნიკუშ,რაღაც უნდა გითხრა_ ლიზა სკამზე ჩამოჯდა და კაცს გახედა_ დღეს კოტე ვნახე.
_ რას ამბობ,მართლა? რაო მერე, მენატრებით, დაბრუნდი სახლში და შვილიშვილი მანახე გონს მოვეგეო? თუ მე მიკითხა არაუშავს იყოს იმაიმუნოსო? _ ცხელი სოსისი მოკბიჩა და კაცის გახსენებაზე თვალები აატრიალა.
_ ნიკუშ,ინსულტი აქვს, ოფისში იყო დამინახა და ცუდად გახდა._ მოწყენილი ხმით წარმოთქვა
_ შენ ნუ ღელავ, მაგას რა მოკლავს,ალბათ ისევ თავისი სიხარბე და სიღორე. აქვს და ჰქონდეს ბატონო და არც გაბედო ზედ შეხედვა, მისვლები და რაღაცები.კარგად გახსოვდეს რა დღეში ჩაგაგდო და არამარტო შენ დედაშენიც.
_ კი, მაგრამ, არავითარი მაგრამ ნუ ღელავ დედაჩემი მოუვლის ერთმანეთს იმსახურებენ და მორჩი ამაზე ფიქრს,სამსახურს კიდე გაანებე თავი დაჯექი, ნენეს მიხედე და ხატე.
_ არ მინდა ასე ჯდომა ხვალ მშრალ ხიდზე გავალ და ჩემ ნახატებს გავიტან _ წამიერი გადაწყვეტილება მიიღო და ფეხზე წამოდგა_ ყავასაც გავაკეთებ, ნენე, დედი მოიყვანე კვატიები და ვჭამოთ.
ოთახში ხმაურით შემოსული ბავშვი დაბღუჯულ სათამაშოებს ყრიდა და კისკისებდა. ჩაფიქრებული ლიზა გაზქურასთან იდგა და უყურებდა, როგორი სითბოთი აჭმევდა საჭმელს ბიძა დიშვილს.
საღამო ხანს ოფისში,ასისტენტის მაგიდაზე მდგარი ტელეფონი აწკრიალდა.
_გისმენთ, ბატონო ლევან
_ მარი,შენთვის დავალება მაქვს,ოღონდ ნინასთან არაფერი თქვა.
_ დიახ_ ყურადღება დაძაბა გოგომ და სათვალე შეისწორა.
_ მინდა,რომ კადრების განყოფილებაში ჩახვიდე და დღეს ნინას გაშვებული გოგონას შესახებ ინფორმაცია გამირკვიო,ვინ არის, რა გვარია და ასე შემდეგ, ყველაფერი გესმის?
_ დიახ._ უპასუხა გოგომ და გათიშული ტელეფონი დაკიდა.



№1 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მაგარი ისტორია ჩანს,იმედია ბოლომდე ასე გაგრძელდება.წარმატებები ავტორს.

 


№2 სტუმარი Ablabuda13

ძალიან საინტერესო და კარგი ისტორია ჩანს, მარტივი და ჰაეროვანი საკითხავია, იმედია კარგად და სწორად დაამთავრებ ისტორიას და ბოლომდე მიიყვან

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

წინა თავთად შედარებით დიალოგები უფრო გასაგები იყო,
მაგრამ სხვა პერსონაჟებთან,რომ გადადიხარ აბზაცით დაიწყე ხოლმე თორემ მერე გაუგებარი ხდება.
წარმატებები! kissing_heart

 


№4  offline წევრი melanqoliki

Didi madloba yvelafers gavitvaliswineb <3

 


№5  offline წევრი dark_violet13

მაგარია ველი შემდეგ თავს და ეს ბავშვი ალბათ ლევანისი იქნება ჰუჰუუუ

 


№6 სტუმარი Ano

dark_violet13
მაგარია ველი შემდეგ თავს და ეს ბავშვი ალბათ ლევანისი იქნება ჰუჰუუუ



ეტყობა ბოლომდე არ წაგიკითხავთ ისტორია.
ავტორს გასაგებად უწერია, რომ ლევანს წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ეს გოგო :D :D :D

 


№7  offline წევრი melanqoliki

dark_violet13
მაგარია ველი შემდეგ თავს და ეს ბავშვი ალბათ ლევანისი იქნება ჰუჰუუუ


ალბათ ლევანის და ლიზას ერთად ყოფნა იგულისხმე ხო? :დ

Ano
dark_violet13
მაგარია ველი შემდეგ თავს და ეს ბავშვი ალბათ ლევანისი იქნება ჰუჰუუუ



ეტყობა ბოლომდე არ წაგიკითხავთ ისტორია.
ავტორს გასაგებად უწერია, რომ ლევანს წარმოდგენა არ აქვს ვინ არის ეს გოგო :D :D :D


დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3 უსაზღვროდ მიხარია კომენტარების დანახვა.

 


№8 სტუმარი სტუმარი lia

kargia motxrobaa

zalian momewona.gaagrzele ar gvalodino.❤❤❤

 


№9  offline წევრი melanqoliki

სტუმარი lia
kargia motxrobaa

zalian momewona.gaagrzele ar gvalodino.❤❤❤



დიდი მადლობა.მესამე ნაწილიც მალე იქნება,იმედია მოგეწონებათ.<3

 


№10  offline წევრი melina

ძალიან კარგია❤❤❤

 


№11  offline წევრი melanqoliki

melina
ძალიან კარგია❤❤❤


მიხარია,რომ მოგწონს <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent