სტოქჰოლმის სინდრომი(ნაწილი8)
როგორც იქნა დადგა იკას გამოწერის დღე, ნინა და ლევანი ერთად დახვდნენ საავადმყოფოსთან, ჯაბაც იქვე იყო დაინახა თუ არა ნინა მისკენ გაემართა და ლევანის თვალწინ მიმართა: -ჩემო შავო მშვენებავ იმ საღამოსთვის ბოდიშს გიხდი თვითონაც არ ვიცი რა დამემართა საშინლად შემრცხვა მაპატიე გთხოოვ! ამის გაგონებაზე ლევანის თვალებში მრისხანებამ გაიელვა, ნინამ ეს შეამჩნია და თვალებით ანიშნა დამშვიდდიო, იკა კი გაკვირვებული იყურებოდა ვერ გაეგო რა ხდებოდა. -ბიჭო ამიხსენით რა ხდება ვერაფერი ვერ გავიგე! -არაფერი სერიოზული იკა მერე მოგიყვებით! მშვიდად მიუგო ნინამ. -ჩემო შავო ანგელოზო მითხარი რომ მაპატიე ჩემი სისულელე! -მიპატიებია! ცივად მიუგო ნინამ. -ანუ კიდევ ერთ შანსს მომცემ ჰოო! საუბარში ლევანი ჩაერთო. -ვერ მოგცემს ჯაბიკო დაკავებულია უკვე და იმიტომ. ეს სიტყები იკას ენიშნა, ჯაბამ კი ენა ჩაიგდო. -კაი წავიდეთ ეხლა ჩემთან და იქ მომიყევით ყველაფერი. ........ -ეე ბიჭო რა მოხდა აღარ იტყვიით?! შეეკითხა იკა როდესაც მასთან სახლში მხოლოდ ის, ლევანი და ნინა დარჩნენ ჯაბა მალევე გაიძურწა. -იკუშ მოგიყვებოდი , მაგრამ ცოტა მეუხერხულება ჯაბა შენი ნათესავია და! მიუგო ლევანმა. -რა მოხდა ეე მითხარით და გამაგებინეთ ბოლოსდაბოლოს! -ბიჭო იმ რაღაცა წარმოდგენაზე აი ეს ქალბატონი მობრძანდა ჯაბასთან ერთად ჰოდა, სპეკტაკლი რო დაიწყო ვიღაც დებილმა გადაწყვიტა ბოროტად ეხუმრა და სახანძრო სიგნალიზაცია ჩართო, ხალხი პანიკაში ჩავარდა, სამხარაძეს გული წაუვიდა შიშისგან შენი ნათესავი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, ჰოდა მე გამოვიყვანე ნინა იქიდან! იკას ამაზე გაეღიმა. -ვაა ვაა შენ გმირი ხარ მოკლედ ლევან რაა! ლევანმა და ნინამ ერთმანეთს გადახედეს თითქოს რაღაცის თქმა უნდოდატ და ვერ გადაეწყვიტათ. -მოხდა რამეე? იკითხა იკამ. -იკა ნინა ამიერიდან ჩემი შეყვარებულია! ღიმილით უთხრა ლევანმა. იკას სახეზე გაკვირვება და უდიდესი სიხარული გამოესახა. -მოიცა რაა? შენ და ნინაა? ანუ მართალი ვიყავიი? -კიი მთლად მართალიც არ ყოფილხარ , შენ ამბობდი მემგონი ნინა მოგწონსო, მე კი ეს გოგო კი არ მომწონს, მიყვარს, ვაღმერთებ! ეს თქვა ლევანმა და ნინას თავზე აკოცა, ნინა სირცხვილისგან გაწითლდა. იკას ასე გულწრფელად დიდი ხანია არაფერი არ გახარებია, თან ცოტა გაბრაზდა თავის ჯიუტ ძმაკაცზე,. -არა რაა ვიცოდი რაა ვიცოდი კი უარყოფდი როგორც შეგეძლო მარაა, არა როგორ გამოვიცანი უყურე შენ, მოიცა მოიცა რა მოხდა ისეთი სასწაული რო ეგ სიჯიუტე დაამარცხე და გამოტყდი შენს სიყვარულში? -იკა ბევრი ფაქტორია რაა, ჯერ შენზე ვიეჭვიანე, მერე შენი ნათესავი გამოჩნდა თავისი ენამოქარგულობით, მერე იმ საღამოს ეს ქალბატონი რო დავინახე გულწასული აი მართლა ძაან შემეშინდა რო რამე დაემართებოდა და ბოლოს დავიღალე ამ საიდუმლოს ტარებით ეხლა ისე ვარ თითქოს ლოდი მოვიშორე გულიდან. -ღმერთს მადლობა ძლივს გონს მოეგე, ქალბატონო შენ მოკლედ ამიერიდან რძალოს დაგიძახებ თუ წინააღმდეგი არ იქნები! სიცილით მიმართა იკამ ნინას. ........ სკოლაში მეორე დღეს ლევანი და ნინა ხელიხელჩაკიდებულები გამოცხადნენ რასაც კლასელების დიდი განცვიფრება მოჰყვა, დასვენებაზე როდესაც ისინი დერეფანში ერთად მიდიოდნენ მათ წინ ელე გადაუდგათ ნინა არ შეუმჩნევია პირდაპირ ლევანს მიადგა: -ლევ რას შვრებიი? იმ დღეს არ გამოვიდა ჩვენი ერთად დროის გატარება, არ გინდა ამ დღეებში სადმე გავიაროთ! უთხრა გამაღიზიანებლად გამომწვევი ტონით. ნინა ბრაზისგან ლამის გაგიჟდა ლევანის მაგივრად უპასუხა: -არა არ უნდა იმიტომ, რომ ამ დღეებში ჩემთან ერთად მოდის, კარგად ბრძანდებოდე! მიახალა ნინამ ლევანს ხელი მოკიდა და ლამის ძალით მოარიდა იქაურობას -იდიოტი გოგო ამასთან როგორ ვმეგობრობდი! ბრაზდებოდა ნინა. ლევანს მის მსუბუქ ეჭვიანობაზე მხოლოდ გაეცინა და გულში ჩაიკრა. -უყურე ამათ ესენი თუ ერთად იქნებოდნენ ოდესმე არ მეგონა! თქვა ნანკამ. -ისე ეს გოგო ყველაფერთან ერთად მაზოხისტიც ყოფილა ამდენი რამის შემდეგ ლევანისთან ერთად ყოფნას როგორ დათანხმდა! ახლა ქეთა ჩაერთო ლაპარაკში. -ეელ ისე რა გადაგაგდო ლევანმა ჯერ შენ დაგპატიჟა ეხლა ჩვენს ნინაჩკასთან ერთად დადის ხელიხელჩაკიდებული, მემგონი მაშინაც სპეციალურად ნინას ჯიბრზე დაგპატიჟა,გამოგიყენა ასე ვთქვათ მე მე შენს ადგილას არ შევარჩენდი! გენიალური იდეა მიაწოდა ნანკამ. -ასეც იქნება მაგას ვანახებ ჩემი გამოყენება როგორ უნდა დიდხანს არ გაგრძელდება მაგათი სიამტკბილობა, გავუჩალიჩებ რამეს! ბოღმიანად ჩაილაპარაკა ელემ. p.s ბოდიშით ცოტა პატარაა, მაგრამ შემდეგში დიდს დავდებ უფრო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.