შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმენდავი თავი 1


8-08-2018, 02:24
ავტორი melanqoliki
ნანახია 3 000

მაღვიძარას ხმაზე ლევანმა თვალები გაახილა . ადგომა არ გასჭირვებია . იმ ადამიანების კატეგორიას არ მიეკუთვნებოდა - გამთენიისას რომ წვებიან , დილით კი მაღვიძარას ხმით გაღიზიანებულნი, უხასიათოდ იღვიძებენ . არა, 29 წლის ლევანს უკვე გაცნობიერებული ჰქონდა ცხოვრების მიზნები და საკმაოდ წარმატებულადაც უძღვებოდა გარდაცვლილი მამის დანატოვარ ბიზნესს.

ყოველ დილით, , ვარჯიშის შემდეგ შხაპის ქვეშ ჯაზის ჰანგების გაცოცხლება უყვარდა . შემდეგ კი სამსახურში წასვლამდე, სიამოვნებით მიირთმევდა ცხელ კრუასანებსა და ფორთოხლის წვენს. იმ დილითაც ყველაფერი ჩვეულებისამებრ მიდიოდა, მაგრამ ლევანს სხვანაირი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. საღამოს, მისი უსაყვარლესი სურათი უნდა მოეტანათ, რომელიც ერთი კვირის წინ შეეძინა აუქციონზე.

საუზმის შემდეგ საათს დახედა და ყურადღებით შეამოწმა საბუთები, შემდეგ კი ყველა საჭირო ქაღალდი თავის ინიციალებიან ქეისში ჩაალაგა. სანამ სახლიდან გავიდოდა მისაღების სარკეში საკუთარი ანარეკლი შეათვალიერა. წლების მატებასთან ერთად, სულ უფრო მეტად ამსგავსებდნენ მამამისს. ისეთივე მოგრძო სახე, მუქი თმა, თაფლისფერი თვალები და მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, როგორც გარდაცვლილ რჩეულიშვილს. მასზე ოდნავ მაღალსა და ნავარჯიშებს, მამისგან განსხვავებით სულაც არ უყვარდა ჰალსტუხის ტარება. თუმცა კომპანიის მფლობელისთვის შესაფერის კლასიკურ ტანსაცმელს სიამოვნებით ირგებდა. ყველაფერი წესრიგში ჰქონდა . ბოლო წლებში ჩადებული თავდაუზოგავი შრომა, უფრო მეტ თავდაჯერებულობასა და სიმშვიდეს მატებდა. ქეისში მოლაპარაკებებისთვის განკუთვნილი საბუთები ეწყო. მალე, ერთ - ერთ ფურცელზე კიდევ ერთი ხელმოწერა გაჩნდებოდა. საკუთარ პროექტს წარმატებით წარუდგენდა მეგობარ კომპანიას, შემდეგ კი მისი ნახატების კოლექციას ახალი შედევრები დაამშვენებდნენ.

მოსალოდნელი წარმატების იმედით გახარებულმა, ღიმილიანი სახით გაიხურა კარი და ლიფტით პენტჰაუსის პირველ სართულზე დაეშვა. მიმღების კუთხეში მდგარ ოვალურ მაგიდასთან, შუახნის ქალი იდგა და თანამშრომელ ბიჭს რაღაცას უხსნიდა. ლიფტის ხმაზე ქალი შემობრუნდა და ახალგაზრდა კაცის დანახვაზე სახე გაუნათდა.
_ დილამშვიდობის, ბატონო ლევან _ თბილად მიესალმა და თავი დაუკრა.
_ დილამშვიდობისა, თინა დეიდა, ხომ იცი, როგორ არ მიყვარს ოფიციალურობა _ მიუახლოვდა, ქალი გადაკოცნა და მერე დანარჩენებსაც მიესალმა.
_ მარიამი როგორ გყავს, მიეჩვია ახალ სკოლას?
_ მადლობა, ძალიან გახარებულია, ყოველ დილით ისეთი სიხარულით იცვამს ხოლმე სკოლის ფორმას.
_ მიხარია_ ჩაეღიმა ლევანს და ქალს მხარზე ხელი დაადო.
_ მომავალ კვირას აუცილებლად მოვინახულებ, მანამდე კი უთხარი, რომ ფრანგულზეც შეუძლია შევიდეს და ცურვაზეც.
_ კი,მაგრამ _ ქალი უხერხულად შეიშმუშნა.
_ გადასახადზე ნუ დარდობ _ კიდევ უფრო ხმადაბლა უთხრა _ ყველაფერი მოგვარებულია.
_ დიდი მადლობა _ წამოწითლდა ქალი და წინ გადმოყრილი ჭაღარა შეპარული თმა უკან გადაიწია.

პენტჰაუსში მუშაობამდე თინა, სულაც არ იყო უბრალო მოსამსახურე. ის, ქალი იყო, რომელიც ლევანს დედამისზე უკეთ ახსოვდა. ყოველთვის თინა უმზადებდა სკოლაში წასასვლელ ტანსაცმელს, თინა აცხობდა მსოფლიოში ყველაზე გემრიელ ბლინებს, უყვებოდა სამყაროს ამბებს და სწორედ თინა იყო მის გვერდით, როცა დედამისი წავიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ლევანს თავის თავზე აეღო უკვე გაჭაღარავებულ თინასა და მის პატარა ქალიშვილ, ნიჭიერ მარიამზე ზრუნვა.
_ დღეს მოაქვთ ხომ ნახატი? _ გაახსენდა ქალს
_ კი _ ხმამაღლა წამოიძახა გახარებულმა ლევანმა._ ხომ გახსოვს, სადაც უნდა დავაკიდინო?
_ რა თქმა უნდა.
_ შეიძლება ჩემს მოსვლამდე მოიტანონ და შენი იმედი მაქვს, თინა დეიდა.
_ აუცილებლად მივხედავ _ დააიმედა ქალმა და კარისკენ გაიხედა. _ არ დაგაგვიანდეს ლევან, მგონი ივანიც გელოდება უკვე.
_ ახალგაზრდა კაცმა საათს დახედა, თინას დროებით დაემშვიდობა და ნაბიჯს აუჩქარა.

ქუჩაში გასულმა ღრმად ჩაისუნთქა. ჰაერში უკვე იგრძნობოდა გაზაფხულის სურნელი. სწრაფად მივიდა ძველ, ვერცხლისფერ მერსედესთან და ჩაჯდომისთანავე იგრძნო უსიამოვნო სუნი.
_ ახ, ისევ დაიწყე მოწევა პეტროვიჩ? საჭესთან მჯდომ მოხუცს გადახედა.
_ იმ კვირიდან დავანებებ _ ჩაახველა კაცმა და მანქანა დაძრა.
_ იმედია, ჩაეღიმა ლევანს _ საღამოს არაფერი დაგეგმო, მამას ვისკი მინდა გავხსნა.
_ ალბათ ძალიან ძვირფასი ნამუშევარია, რა მითხარი, კლიმტის რომელი ნახატია?
_ კოცნა _ სიამოვნებით წარმოთქვა ახალგაზრდა კაცმა და მობილურზე შემოსულ ზარს უპასუხა.
_ ლევან, ბატონმა კოტემ პირადად დარეკა და გიკითხა, აუცილებლად უნდა დავითანხმოთ ხელმოწერაზე, ვუთხარი რომ მალე მოხვალ. ყველაფერი მზადაა. იმედია არ დაიგვიანებ._ გადაბმულად მიაყარა ქალმა გამაღიზიანებელი ხმით.
_ როგორც ყოველთვის ნინა _ მოკლედ მოუჭრა ლევანმა.
_ გელოდები._ საუბარი დაასრულა ქალმა.
_ ისევ მოლაპარაკებები გაქვს?_ დაინტერესდა მძღოლი
_ ხო,მნიშვნელოვანი დღეა, მეგობარი კომპანიის აქციები მინდა შევისყიდო
_ არ დავიგვიანებთ _ სიამაყით უთხრა ივანმა და თან სიჩქარეს მოუმატა.

ავტომობილი რჩეულიშვილების კომპანიის წინ გაჩერდა. ლევანის ტელეფონზე 15 წუთინაი ინტერვალის შემდეგ ისევ შემოვიდა ზარი. ახალგაზრდა მამაკაცი მძღოლს დაემშვიდობა და ნაცნობ ნომერს ყალბი სიმშვიდით უპასუხა.
_ ნინა, უკვე ამოვდივარ _ მოკლე წინადადების შემდეგ ამოისუნთქა.
_ კარგი, ლიფტთან გელოდები _ ქალმა პრეტენზიულად დაასრულა საუბარი,ტელეფონი გათიშა და კაბინეტის კარი გამოიხურა.
მისაღების მაგიდასთან მჯდარი სტაჟიორი კარის ხმაზე შეცბა. სუსტი აღნაგობის, სათვალიან გოგონას თავზე წამომდგარი შავგვრემანი ქალის დანახვაზე ფერები გადაუვიდა.
_ მარი, ხელშეკრულების ასლები ჩემ მაგიდაზე დამილაგე. _ ხმამაღლა წარმოთქვა ქალმა და სტაჟიორი ცხვირაბზუებულმა აათვალიერა.
_ უკვე დავალაგე მაგიდაზეც და დარბაზშიც _ ხმადაბლა, გაუბედავად თქვა გოგონამ.
_ კარგი, საქმეს მიხედე _ მკაცრად უპასუხა ნინამ და ყავით ხელში ლევანის დასახვედრად გაემართა.
ლიფტთან მდგარმა ქალმა ცალი ხელით ზემოთ აიქაჩა მაღალწელიანი, ლამაზ სხეულზე მომდგარი ქვედაბოლო და თეთრი პერანგის საყელო შეისწორა. ლევანის დანახვაზე თვალები აენთო და სახეზე წამიერმა ღიმილმა გადაურბინა,მაგრამ არ შეიმჩნია და საქმიანი საუბარი დაიწყო.
_ ყველაფერი მზად გვაქვს ასლები და საჭირო ტექნიკა დარბაზშია, კოტეს ასისტენტს ველაპარაკე,საკმაოდ პრეტენზიული მოწილეა აუცილებლად უნდა დავითანხმოთ ხელმოწერაზე.ყავას დალევ? _ ორთქლადენილი ფინჯანი კაცისკენ გაიშვირა_ აჰ,სულ დამავიწყდა, უკვე დალევდი_ ასევე სწრაფად გამოწია ფინჯანი თავისკენ და ერთი ყლუპი ისე მოსვა კაცს სიტყვის დაბრუნება არ აცადა.
_ კოტეს მოსვლისთანავე კაბინეტში შემოდი _ ღიმილიანი გამომეტყველებით თქვა ლევანმა და მის წინ წასული ქალის სხეულს თვალი შეავლო.
_ რა თქმა უნდა _ უპასუხა ქალმა და ლევანის კაბინეტში შესვლის შემდეგ სკამზე დაეშვა. ფეხები მაგიდის ქვეშ შეაცურა და საათს დახედა.
_ მარი, სანამ ჯერ კიდევ არის დრო მაგ საბუთებს დროებით შეეშვი.
_ დიახ _ ქაღალდების გროვაში თავჩარგულმა გოგონამ სხარტად შეწყვიტა საქმიანობა.
_ გზის იქით გადაირბინე და დარიჩინიანი ლატე მიყიდე _ ნინამ ჩანთიდან საფულე ამოიღო და წასასვლელად გამზადებულ სტაჟიორს ბარათი გაუწოდა.
_ ახლავე, მარტო თქვენთვის თუ?_ უხერხულად მოჭუტა თვალები
_ ლევანი არ სვამს მარტო ჩემთვის,გაიქეცი სწრაფად და მარი _ სიტყვა დაადევნა გამჭვირვალე კარში გასულს _ შენთვისაც იყიდე რამე.
მისაღებში მარტო დარჩენილმა ქალმა დრო იხელთა და ატკიებულ ფეხებზე დაიხედა. წითელი, პრადას ფეხსაცმლიდან ფეხი ამოყო და ოდნავი შეწითლების

ნახევარი საათის შემდეგ ყველა დარბაზში ისხდა. მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულიყო. ბატონი კოტე, თავის ასისტენტს ელოდა,რომელიც საჭირო საბუთებისათვის გაეგზავნა. მოლაპარაკების მონაწილეებს სახეზე ნერვიულობა აღბეჭდვოდათ,განსაკუთრებით კი კოტე შფოთავდა და დროდადრო ლევანისკენ ეჭვიან მზერას აპარებდა. მსუქანსა და ნახევრად გამელოტებულს მოთმინება ამოსწურვოდა და ყოველ ორ წუთში ურეკავდა ასისტენტს,რომელიც მალევე გამოჩნდა და მოლაპარაკებების დასაწყებად ორივე მხარე შეემზადა.
_ ნინა, გთხოვ ბატონებს მოლაპარაკებების დამატებითი პუნქტებიც ჩამოურიგო_ ლევანმა თავაზიანად მოუხმო მდივანს და კონტრაქტზე სალაპარაკოდ მოემზადა.
_ ბატონო კოტე,როგორც ვიცით თქვენი ინტერესები ბოლო რამდენიმე წელიწადში რადიკალურად შეიცვალა,ამიტომ თქვენთვის მოსალოდნელი სასურველი შემოთავაზებები გვაქვს. იმედია მოცემულ პირობებს დაწვრილებითი განხილვისა და გაანალიზების შემდეგ სიამოვნებით დათანხმდებით და მოლაპარაკებებიც, ორივე კომპანიის სასარგებლოდ წარმატებით დასრულდება. _ ლევანმა წყალი მოსვა და თავდაჯერებულად განაგრძო _ ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება ეკრანს დაუთმოთ. ნინა, გთხოვ ჩართო ...
ლევანმა წინადადების დასრულება ვერ მოახერხა. მისი სიტყვები ძლიერმა ხმაურმა გადაფარა. წამში ყველა გაჩუმდა და იქით გაიხედა,საიდანაც მომავალმა შეჯახებისმაგვარმა ხმამ ისინი დააფრთხო.
_ შეხედეთ! _ წამოიყვირა რომელიღაცამ და თითი ლევანის სავარძლის უკან,გამჭვირვალე შუშისკენ გაიშვირა.
წამოძახილით დაინტერესებულმა ლევანმა სკამი ზურგის მხარეს მიატრიალა და გაოცებულმა თვალები დაახამხამა,იქნებ მეჩვენებაო. მრავალსართულიანი კომპანიის გამჭვირვალე ფანჯრიდან გოგონა იყურებოდა. ძლიერი შეჯახების შემდეგ,თვითონაც გაკვირვებული ჩანდა და ძლიერად ქაჩავდა მოწყობილობას,რომლითაც მინების გასაწმენდათ იყო დაშვებული.
კიდევ ერთი შეჯახების ხმაზე დარბაზში ოვაციები გაისმა. ზოგი ფეხზე წამოდგა,ზოგმაც ადგილიდან განაგრძო უჩვეულო არსების ყურება,რომელიც შავ სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილიყო. შეჯახების შემდეგ აკეცილი თმა ჩამოშლოდა და გრძელი, ოქროსფერი კულულები ფითქინა სახეზე ეფინებოდა. დიდი, მწვანე თვალებით იყურებოდა შენობაში და უხერხულად ეჯაჯგურებოდა ტანზე მიმაგრებულ ქამარს.
_ წყალი, სასწრაფოდ წყალი - იყვირა ქალმა და გულწასულ კოტეს სახეზე შეასხა. _ სასწრაფოში დარეკეთ_ განწირული ხმით განაგრძობდა ყვირილს.
ლევანი გაშტერებული იჯდა სავარძელზე და მოწყვეტილი იყო გარემოს. თითქოს სხვა სამყაროში გადასული. ასეთი რეაქცია მხოლოდ მაშინ ახასიათებდა,როცა ვისკის ჭიქით ხელში თავისი ნახატების კოლექციის წინ ჩამოჯდებოდა და ნეტარებდა. ახლა კი უბრალოდ იჯდა ვერ ხვდებოდა რა ხდებოდა ირგვლივ,მისი გონება ჰაერში მოლივლივე ოქროსთმიან,შავებში გამოწყობილ არსებას დაეკავებინა,რომელსაც მწვანე თვალები და საოცრად თეთრი კანი ჰქონდა.
წამით ისიც კი მოეჩვენა,რომ ფრთები მოეკეცა. მალე მის კულულებს ნიავი ვეღარ შეათამაშებდა ჰაერში. უეცრად გამოჩენილი არსება ფრთებს გაშლიდა და მოძრავი ნახატი უცაბედათ აორთქლდებოდა თვალთახედვიდან.
_ ლევან,ლევან ! _ ნინას ხმა ჩაესმა და მის წინ აღმართულმა სილუეტმა რეალობაში დააბრუნა.
_ გისმენ_ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და მზერა მინებისკენ გააპარა მაგრამ იქ აღარავინ დახვდა.
_ ლევან! _ გაბრაზებით მოუხმო ლევანს და გაცოფებული მზერა მიაპყრო. _ მოლაპარაკებები ჩაიშალა, კოტე სასწრაფომ წაიყვანა,ალბათ ინსულტია.



№1  offline წევრი melina

ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,ძალიან კარგია❤

 


№2  offline წევრი melanqoliki

melina
ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,ძალიან კარგია❤


ძალიან მიხარია . მადლობ რომ კითხულობ <3

 


№3  offline წევრი melanqoliki

უცნაური მე
უკომენტაროდ!! ძალიან მაგარია <3


დიდი მადლობა. სიხარულით დავდებ ახალ თავს.

 


№4  offline წევრი dark_violet13

აუ მაგარია მალე დადე ახალი თავი ????

 


№5  offline წევრი melanqoliki

dark_violet13
აუ მაგარია მალე დადე ახალი თავი ????

Aucileblad davdeb dges <3

 


№6  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ჰაიკო
სასვენი ნიშნები, გრამატიკა დასახვეწი გაქვს.
"ისხდა" - ასეთი სიტყვა არ არსებობს.
სხვა მხრივ კარგია.
აზრი დევს რაც მთავარია.
განაგრძე.
წარმატებები.

"იჯდა" არის მხოლობითის ფორმა. ერთ ადამიანზე ითქმის. "ისხდა" მრავლობითი ფორმაა. ხალხი ისხდა. ბავშვები ისხდნენ და ა.შ.

 


№7  offline წევრი melanqoliki

ჰაიკო
სასვენი ნიშნები, გრამატიკა დასახვეწი გაქვს.
"ისხდა" - ასეთი სიტყვა არ არსებობს.
სხვა მხრივ კარგია.
აზრი დევს რაც მთავარია.
განაგრძე.
წარმატებები.

დიდი მადლობა რომ კითხულობ.
კომპოზიტებსა და კრებით სახელებს ზმნა მრავლობითის ფუძით, მაგრამ მხოლობითის ფორმით შეეწყობა. და-ძმა დასხდა, ისხდა. ხალხი დასხდა,ისხდა.

 


№8  offline წევრი melanqoliki

ჰაიკო
melanqoliki
ჰაიკო
სასვენი ნიშნები, გრამატიკა დასახვეწი გაქვს.
"ისხდა" - ასეთი სიტყვა არ არსებობს.
სხვა მხრივ კარგია.
აზრი დევს რაც მთავარია.
განაგრძე.
წარმატებები.

დიდი მადლობა რომ კითხულობ.
კომპოზიტებსა და კრებით სახელებს ზმნა მრავლობითის ფუძით, მაგრამ მხოლობითის ფორმით შეეწყობა. და-ძმა დასხდა, ისხდა. ხალხი დასხდა,ისხდა.


გმადლობ რომ განმანათლე :) ქართულ გრამატიკაში არც ისე მოვიკოჭლებ,მაგრამ მსგავსი რამ არასდროს წამიკითხავს არსად,არც მსმენია.



ჰმ, არ ვიცი ვცდები? გრამატიკის წიგნიც გადავშალე და გარკვევით ამოვიკითხე
არასწორია: ხალხი იჯდა, მოსწავლეები იჯდნენ, ქვები გადააგდო, თქვენ მოკალით, ვაშლები აბია, მტერი თავს დაეცა, მტრები თავს დაგვეცნენ, ჩავვარდით.

სწორია: ხალხი ისხდა, მოსწავლეები ისხდნენ, ქვები გადაყარა, თქვენ დახოცეთ, ვაშლები ასხია, მტერი თავს დაესხა, მტრები თავს დაგვესხნენ, ჩავცვივდით.
რაც შეეხება სასვენ ნიშნებს,აუცილებლად გავითვალისწინებ.

 


№9  offline წევრი melanqoliki

ჰაიკო
melanqoliki
ჰაიკო
melanqoliki
ჰაიკო
სასვენი ნიშნები, გრამატიკა დასახვეწი გაქვს.
"ისხდა" - ასეთი სიტყვა არ არსებობს.
სხვა მხრივ კარგია.
აზრი დევს რაც მთავარია.
განაგრძე.
წარმატებები.

დიდი მადლობა რომ კითხულობ.
კომპოზიტებსა და კრებით სახელებს ზმნა მრავლობითის ფუძით, მაგრამ მხოლობითის ფორმით შეეწყობა. და-ძმა დასხდა, ისხდა. ხალხი დასხდა,ისხდა.


გმადლობ რომ განმანათლე :) ქართულ გრამატიკაში არც ისე მოვიკოჭლებ,მაგრამ მსგავსი რამ არასდროს წამიკითხავს არსად,არც მსმენია.



ჰმ, არ ვიცი ვცდები? გრამატიკის წიგნიც გადავშალე და გარკვევით ამოვიკითხე
არასწორია: ხალხი იჯდა, მოსწავლეები იჯდნენ, ქვები გადააგდო, თქვენ მოკალით, ვაშლები აბია, მტერი თავს დაეცა, მტრები თავს დაგვეცნენ, ჩავვარდით.

სწორია: ხალხი ისხდა, მოსწავლეები ისხდნენ, ქვები გადაყარა, თქვენ დახოცეთ, ვაშლები ასხია, მტერი თავს დაესხა, მტრები თავს დაგვესხნენ, ჩავცვივდით.
რაც შეეხება სასვენ ნიშნებს,აუცილებლად გავითვალისწინებ.


მე ჩემი აზრი გითხარი,მიხარია თუ ვცდები და სწორად გაქვს.

ანუ "თქვენ მოკალით ძერა" არასწორია?:D "თქვენ დახოცეთ ძერა?" :D


მიხარია,რომ შენს აზრს აფიქსირებ შევეცდები უკეთ ვწერო <3

 


№10 სტუმარი Qeti qimucadze

Es istoria adre daicye da agar daasruleee, gamaxsendaa

 


№11  offline წევრი melanqoliki

Qeti qimucadze
Es istoria adre daicye da agar daasruleee, gamaxsendaa


კი დავიწყე და ახლა აუცილებლად გავაგრძელებ. რამდენიმე წუთში მეორე თავის წერას დავასრულებ იმედია მოგეწონებათ <3

 


№12 სტუმარი სტუმარი დეფნე

უფ,,,,,,,,, კარგიაა

 


№13  offline წევრი melanqoliki

სტუმარი დეფნე
უფ,,,,,,,,, კარგიაა

დიდი მადლობა <3 როგორ მახარებს თქვენი კომენტარები

 


№14  offline წევრი naniko mindia

Pievelat vkitxulob shen istorias, momwons kargad wer, warmatebebi veli shemdegs
--------------------
lomidze

 


№15  offline წევრი melanqoliki

naniko mindia
Pievelat vkitxulob shen istorias, momwons kargad wer, warmatebebi veli shemdegs


მადლობა ყურადღებისთვის იმედია იმედებს არ გაგიცრუებ <3

 


№16 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

ფანტასტიურია,როგორც ყოველთვის :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent