შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეცამეტე)


9-08-2018, 01:16
ავტორი buterfly
ნანახია 1 673

-ისევ აქ ხართ?-მეორე დილას პალატისკენ მიმავალმა ექიმმა ნოე და ლაზარე შენიშნა
-ექიმო, არის რამე ახალი?-სკამიდან წამოიჭრა ნოე
-ახლა უნდა გავსინჯო და გეტყვით ყველაფერს.
ექიმი მალევე გამოვიდა პალატიდან
-რა ხდება?
-ჯერ არ მოსულა გონს, ძლიერი დამაძინებელი გავუკეთეთ. მის ჭრილობებს ჯერ კიდევ ვამუშავებთ. შეხორცების პროცესს ვაკვირდებით. დიდი იმედი მაქვს პლასტიკური ოპერაცია საჭირო არ იქნება.
-ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
-დაისვენეთ. აქ მაინც ვერაფერს გააკეთებთ. თუ რამე ახალი იქნება შეგატყობინებთ. ახლა კი წავალ და რამდენიმე საათში ისევ გავსინჯავ-თქვა და წავიდა
-ექიმი მართალია ,ნოე. წავიდეთ, ტანზე მაინც გამოიცვალე თან დავილაპარაკებთ, მომიყევი ყველაფერი-ლაზარემ შეძლო ნოეს დარწმუნება. საავადმყოფოდან გავიდნენ. თავის მოწესრიგების შემდეგ ჩამოსხდნენ და ყველაფერზე დაილაპარაკეს.
-ყველას მკვდარი გვეგონე,ნოე. მომიყევი რა მოხდა?
-ვინც მესროლა ის ადამიანი ჩემი მეგობარია. ოღონდ არასდროს გამოგვიმჟღავნებია ერთმანეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება. აღმოჩნდა სწორადაც ვიქცეოდით. მამაჩვენმა, უფრო სწორად მამაშენმა მას დაავალა ჩემი მოკვლა , მან კი დამირეკა და გამაფრთხილა. შემდეგ საავადმყოფოში მოველეპარაკეთ ექიმს და რაღაც სითხე შემიყვანა ორგანიზმში, ასე მითხრა დროებით სიკვდილს გამოიწვევსო, შეიძლება კარგად ვერც გიხსნი. ნუ მოკლედ გავითამაშეთ სიკვდილი, დროებით გული გამიჩერდა ,ამიტომაც ვერ მიხვდა ლილიანა ,რომ ცოცხალი ვიყავი,როცა მეხებოდა. მაგრამ მერე გავიგე ,რომ თურმე ჩემს სითბოს ისევ გრძნობდა. ამის გაგების შემდეგ დანაშაულის გრძნობამ ორმაგად შემაწუხა. ამ დღეების განმავლობაში მის გარეშე საშინლად ვიტანჯებოდი. მაგრამ ასე იყო საჭირო. მამაშენს მკვდარი ვგონივარ და ეს ძალიან დამეხმარება. რამე უნდა მოვუხერხო ,თორემ არც ლილიანას აცოცხლებს. ვერ დაგაძალებ რომ დამეხმარო, ის მამაშენია და გაგიგებ თუ უარს მეტყვი-თქვა და თავი ჩაღუნა.
-რას ამბობ, ძმაო? შენი გულისთვის თავსაც გავწირავ. გარდა ამისა მამაჩემმა ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა და ყველაფერზე პასუხი უნდა აგოს.შეიძლება მასზე გულიც შემტკივა ,მაგრამ სამართლიანობა ასე მოითხოვს, ამიტომაც ბოლომდე შენთან ვიქნები-უთხრა და გვერდით მჯდომს მხარზე ხელი გადაჰხვია
-მაშინ დროა მოქმედებაზე გადავიდეთ-ჩაილაპარაკა ნოემ და სახეზე ეშმაკურმა ღიმილმა გდაურბინა
***
-სად ვარ?-სუსტად ამოილაპარაკა ლილიანამ
-საავადმყოფოში ,ქალბატონო ლილიანა
-აფეთქება, აფეთქება მოხდა. რა შემემთხვა? ანა სად არის? ან საბა, პეტრე? სად არიან?-ყვირილით ამბობდა და წვეთოვანის მოხსნა დაიწყო
-ქალბატონო დაწყნარდით ყველაფერი კარგად იქნება-ექთანი გარეთ გავარდა და სასწრაფოდ ექიმს დაუძახა
-დამამშვიდებელი გაუკეთეთ-რამდენიმე წუთში ლილიანა უგონოდ იწვა და მხოლოდ ერთ სიტყვას იმეორებდა-აფეთქება, აფეთქება-და ჩაეძინა. ექიმმა ნოეს დაურეკა .
-როგორ არის?-გიჟივით მიცვივდნენ ექიმს
-გაიღვიძა, მაგრამ მომხდარს ძალიან განიცდიდა და დამამშვიდებლის გაკეთება დაგვჭირდა. ახლა სძინავს.
-კარგით მადლობა-უთხრა ლაზარემ და სკამზე მჯდომ ნოეს მიუბრუნდა-კარგად იქნება, ნოე ნუ ნერვიულობ
-როგორ უნდა ვუთხრა რაც მოხდა? ან საერთოდ მე როგორ უნდა დავენახო?
-დაწყნარდი გთხოვ ,მოგვარდება ყველაფერი.
-პირველად რა ვუთხრა? მე რომ მოვატყუე თუ საყვარელი ადამიანები რომ დაეხოცა?-თავზე ხელები მოიჭირა თითქოს გამოსავლის მოძებნას ცდილობსო.
ლილიანა საავადმყოფოში თითქმის სამი თვე იწვა. დამწვრობები მოუშუშდა. საბედნიეროდ, არ დასჭირდა პლასტიკური ოპერაციების გაკეთება. როგორც ექიმმა თქვა, ნაიარევები არ დარჩებოდა.
მას მხოლოდ ლაზარე ნახულობდა ხოლმე . ათას მიზეზს იგონებდა ,რომ ლილიანას ჯერჯერობით მაინც არ გაეგო სიმართლე. ნოე კი მხოლოდ იცდიდა. უცდიდა დღეს როდესაც ლილიანას ნახავდა ,ამავდროულად ეს დღე საშინლად აშინებდა. ეშინოდა მისი რეაქციის , არ იცოდა როგორ მოიქცეოდა, როგორ მიიღებდა სინამდვილეს ან რა გავლენას მოახდენდა ეს ყველაფერი მასზე. ეშინოდა მაგრამ სხვა გზა მაინც არ იყო. უბრალოდ მის გვერდით უნდა ყოფილიყო და ყველაფრის გადატანაში დახმარებოდა.
და აი ლილიანაც გამოწერეს საავადმყოფოდან....
-ვერ ვიჯერებ ,რომ არ მომაკითხეს. ასეთი რა საქმე ჰქონდათ?-დაიბუზღუნა და მანქანაში ჩაჯდა.
-ლაზარეს ცრემლი ჩამოუგორდა ,მაგრამ ლილიანას რომ არ დაენახა მალევე მოიწმინდა და თავადაც ჩაჯდა. პასუხის გარეშე დაძრა მანქანა. ლილიანას მთელი გზა ხმა არ ამოუღია . იყურებოდა ფანჯარაში და მონატრებული ქალაქის ცქერით ტკბებოდა.
-ლაზარე, სანაპიროზე წავიდეთ რა. ცოტახნით მინდა ზღვის ყურებით დავტკბე
-კარგი, როგორც გინდა.
მალევე მივიდნენ ზღვასთან. ლილიანა უხმოდ დაჯდა და მღელვარე ზღვას თვალი შეავლო.თითქოს მის სულს ადარებდა.მასში საკუთარ თავს ხედავდა.
-ლილიანა, უნდა დაგელაპარაკო
-გისმენ-უთხრა ისე რომ ზღვისთვის თვალი არ მოუცილებია
-არ ვიცი საიდან დავიწყო ან როგორ გითხრა
-როგორც არის ისე მითხარი-ცივად უთხრა და მზერა გაუსწორა
-აფეთქების ღამე გახსოვს?
-სამწუხაროდ კი
-იმ აფეთქებისას ყველა არ გადარჩენილა
-რას გულისხმობ? -გული საშინლად აუჩქარდა
-ლაზარე დუმს
-ხმა ამოიღე,ლაზარე ნუ მაგიჟებ
-უფრო სწორად შენ გარდა არავინ გადარჩენილა-უთხრა და თავი ჩარგო
-მეხუმრები ალბათ-ზღვას ისევ თვალი მოავლო და ცრემლს გადმოსვლის საშუალება არ მისცა-ვერ იქნება სიმართლე. ისინი ცოცხლები არიან-დაიყვირა და წამოხტა. გაიქცა თითქოს ვიღაცას მისდევსო
-ლილიანა, გაჩერდი-მისდევს ლაზარე და თავადაც უჭირს ცრემლების შეკავება
-ცოცხლები არიან ,ისინი არ დახოცილან ,არ იქნება სიმართლე. ეს ყველაფერი ვერ იქნება სიმართლე-თქვა თუ არა ლაზარემ ხელი სტაცა და გულში ჩაიკრო.
-დაწყნარდი, ყველაფერი გაივლის-ცდილობდა დაემშვიდებინა მაგრამ ამაოდ
-ახლავე გამიშვი ხელი. მათთან უნდა წავიდე. სახლში წამიყვანე ვიცი იქ არიან, შენ მატყუებ-მწარედ ქვითინებდა და ლაზარეს მკლავზე ხელს ძლიერად უჭერდა.-მითხარი რომ მომატყუე ,ძალიან გთხოვ
-ვწუხვარ ,ლილიანა, ძალიან ვწუხვარ-ცრემლის წვეთებმა მის სახეზეც უნებართვოდ დაიწყეს მოძრაობა.
-ჩემი ანა-ამოიკვნესა ლილიანამ-ჩემი საბა და პეტრე,ყველა? ყველა დაიღუპა?-ძლივს აღმოხდა ეს სიტყვა-ყველა? ნუთუ აღარავინ აღარ მყავს? მე რატომ გადავრჩი? იქვე უნდა მოვმკვდარიყავი მეც. არ უნდა გადავრჩენილიყავი-დაიყვირა და ლაზარეს მკალვებიდან თავი გაითავისუფლა.
-ლილიანა, შენ უნდა გეცოცხლა
-რატომ? მათ გარეშე რად მინდა სიცოცხლე?
-უნდა გეცოცხლა იმიტომ ,რომ შენში ახალი სიცოცხლე ცოცხლობს
-რაა?-ამოიგმანა და გაგიჟებული მზერა შეანათა ლაზარეს
-ორსულად ხარ
-ორსულად?-ცრემლები წასკდა და მიწაზე დაეცა-ორსულად ვარ? ნოესგან ბავშვს გავაჩენ? ის კი აღარაა ცოცხალი-მწარედ აქვითინდა და თავი ხელებში ჩარგო-სასაფლაოზე წამიყვანე, ძალიან გთხოვ-სწრაფად წამოდგა და მანქანაში ჩაჯდა.
ცოტა ხანში უკვე მათი საფლავების წინ იდგა და აღარ იცოდა რა გაეკეთებინა.
-ჩემო საყვარლებო, მაპატიეთ ,რომ აქამდე ვერ გინახულეთ-ბურტყუნებდა და თან მათ სასაფლაოებს ყვავილებით რთავდა.-მაპატიეთ რომ მე აქ ვარ. უთქვენოდ რა უნდა გავაკეთო. როგორ ვიცხოვრო თქვენ გარეშე. -ცრემლები წასკდა და ძლივს ლაპარაკობდა-მენატრებით, სული მეწვის. ამდენის ატანა აღარ შემიძლია.-საცოდავად ამოიგმანა და იქვე დაეცემოდა ლაზარეს რომ არ დაეჭირა. ნოე შორიდან უყურებდა ამ ყველაფერს. საშინლად სურდა ჩახუტებოდა და მისი სურნელი ისევ შეეგრძნო. იცოდა ამის დრო მოვიდოდა ,მაგრამ არ იცოდა როდის. ეშინოდა დაგვიანებული არ ყოფილიყო.ყველაფრის თქმა აპირებდა ლილიანასთვის. აპირებდა გამოჩენილიყო და მისი არსებობით მაინც შეემსუბუქებინა მისი ტკივილი. მაგრამ ეშინოდა მისი ტყუილის გამო ლილიანას არ შესძულებოდა. თუმცა ყველაფრისთვის მზად იყო ,რადგან ლილიანა უყვარდა და ახლა უკვე მათი შვილიც.
-ლილიანა , წამოდი წავიდეთ. ცუდად გხდის აქ ყოფნა-ლილიანას ხმა არ ამოუღია ისე დაემორჩილა. მათი საფლავების წინ დგომა მართლაც საშინელ ტკივილს ანიჭებდა. სულს უკაწრავდა . მისი გული ამოვარდნას იყო , აღარ იცოდა რა გაეკეთებინა. უბრალოდ გადაწყვიტა დინებას გაჰყოლოდა, „როგორც ღმერთი ისურვებს“ ჩაილაპარაკა და მანქნაში ჩაჯდა.
-მეეჭვებოდა იმ ბინაში დაბრუნება მოგდომებოდა ამ ამბების შემდეგ და ამიტომ ახალი ბინა ვიპოვე შენთვის , იმედია მოგეწონება
-არ აქვს მნიშვნელობა-სევდიანად ჩაილაპარაკა და ფანაჯარაში გაიხედა. მალევე მიიყვანა ლაზარემ ლილიანა ბინაში . შესვლისთანავე ლილიანა ენერგიაგამოცლილი დაესვენა დივანზე და იქვე ჩაეძინა. ლაზარემ პლედი გადააფარა და თავად ნოეს მონაწერის გამო სადარბაზოში გავიდა.
-როგორ არის?
-როგორ იქნება? საშინლადაა. რომ გენახა რა რეაქცია ჰქონდა როდესაც ვუთხარი გული დაგეწვებოდა-სევდიანად ამოილაპარაკა და კარისკენ გაიხედა
-ღმერთო, როდის შევძლებ ისევ მის ჩახუტებას-ამოიგმანა და კიბეზე ჩამოჯდა.-მენატრება
-ცოტა კიდევ უნდა მოიცადო, ჯერ ეს ამბავი არ გადაუტანია და ახლა შენი გამოჩენა ორმაგი სტრესი იქნება
-იქნებ პირიქით მოხდეს და დავეხმარო გადატანში, იქნებ ჩემი სიყვარული დაეხმაროს.
-შეიძლება, მაგრამ ხომ ვერ გავრისკავთ? მისთვის და ბავშვისთვის ამდენი ნერვიულობა არ შეიძლება
-ვიცი ,ლაზარე ვიცი. დიდი ხანი ვფიქრობდი როგორ უნდა მეთქვა მისთვის ეს ყველაფერი და მგონია რომ სჯობს ყველაფერი გაიგოს ვიდრე მდგომარეობიდან გამოსულს ხელახლა მოუწიოს კიდევ ერთი ტყუილის გადატანა
-გეთანხმები ,ნოე ,მაგრამ შესაძლოა შენმა გამოჩენამ უარესად გახადოს და მისი გამოჯანმრთელება უფრო რთული იქნება. მაინც მგონი რომ ჯერ ეს სტრესი უნდა გადაიტანოს ბოლომდე და მერე შენს გამოჩენას უფრო ადვილად შეხვდება
-კარგი ,ძმაო იყოს როგორც იტყვი. ცოტახანს მოვიცდი კიდევ. -თქვა და უხმოდ დატოვა იქაორობა.ლაზარე შიგნით შევიდა და ლილიანა გაღვიძებული დახვდა
-სად იყავი?
-მეგობარს ველაპარაკებოდი. რამე გინდოდა?
-არა, ჩემი ოთახი სად არის? წავალ დავწვები-ცივად უთხრა და დივნიდან წამოდგა, ლაზარემ ოთხამდე მიაცილა და შესვლისას კარიც გამოუხურა.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს ლილიანას. ტიროდა, ცდილობდა ტკივილი ცრემლებთან ერთად გამოეშვა ,მაგრამ არ გამოსდიოდა უფრო და უფრო იტანჯებოდა ,როცა ხვდებოდა ,რომ სამზარეულოში გასულს ანა არ გაუმზადებდა საუზმეს ,საბა ნერვებს არ მოუშლიდა და პეტრეს ხუმრობებზე ვეღარ გაიცინებდა.

***
-დაიძინა-ტელეფონის მეორე მხრიდან ისმის ნოეს ხმა
-არა, მისი ტირილის ხმა ისმის, შესვლას ვერ ვბედავ-გაუბედავად უთხრა და თავის ოთახში შევიდა
-არ შემიძლია ამოვალ რა.
-მაგაზე ხომ ვილაპარაკეთ
-ხო მაგრამ მისი ასეთ მდგომარეობაში დატოვება არ შემიძლია. მის გვერდით უნდა ვიყო.
-დღეს მოიცადე და ხვალ ისევ დავიალაპარაკოთ
-კარგი-ამოიხვნეშა და ტელეფონი გაუთიშა
ერთი კვირის შემდეგ.
-ლილიანა, გაიღვიძე უკვე-საძინებლიდან გამოვიდა ლაზარე
-კი დღეს ექიმთან მივდივარ, უნდა გავესინჯო
-გინდა გამოგყვე?
-არა ,შენს საქმეებს მიხედე
-დარწმუნებული ხარ?
-კი
-კარგი ,მაშინ მე წავედი და საღამოს მოვალ, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე
-კარგი.
***
-ნოე, რა ხდება?-სახლიდან გასვლისას ურეკავს ლაზარე
-ყველაფერი მოგვარებულია.
-გამოვა ვითომ?
-კი. ამაღამ ყველაფერი დამთავრდება
***
ფიქრებში წასული ლილიანა ზარის ხმამ გამოაფხიზლა
-ალბათ რამე დარჩა-ჩაილაპარაკა და კარისკენ გაემართა. ხმა ვერ ამოიღო. თითქოს მოჩვენება დაინახაო ადგილზე გაშეშდა და მოულოდნელად იქვე დაეცა....



ხალხნო და ჯამაათნო, ველი კომენტარებს



№1  offline წევრი Mariami^^)

Auu dzaliannkargiaaa ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან კარგია კიდე დადე რა მალე

 


№3  offline წევრი buterfly

Mariami^^)
Auu dzaliannkargiaaa ❤️

❤❤

სტუმარი გვანცა
ძალიან კარგია კიდე დადე რა მალე

შევეცდები❤❤

 


№4  offline წევრი ნორმი

კარგია.მალე დადა ახალი
--------------------
მორფეოსი

 


№5 სტუმარი ნნნ

დღეს დადებ?

 


№6  offline წევრი buterfly

ნნნ
დღეს დადებ?

ვერა ,სამწუხაროდ

 


№7  offline წევრი თამო1712

buterfly
ნნნ
დღეს დადებ?

ვერა ,სამწუხაროდ

არ დაიდება დღეს?

 


№8  offline წევრი buterfly

თამო1712
buterfly
ნნნ
დღეს დადებ?

ვერა ,სამწუხაროდ

არ დაიდება დღეს?

დღეს ვერა ,სამწუხაროდ, ჩემი დიდი სურვილის მიუხედავად. მაგრამ ხვალ აუცილებლად დავდებ ახალ თავს.

 


№9 სტუმარი ანანო გარსიძე

აააუუ ძაან მაგარია მალე დადე რაა შემდეგი გთხოვ ????????????????????

 


№10  offline წევრი buterfly

ანანო გარსიძე
აააუუ ძაან მაგარია მალე დადე რაა შემდეგი გთხოვ ????????????????????

დღეს დავდებ, აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent