შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე მოწმე (თავი მეთორმეტე)


7-08-2018, 00:20
ავტორი buterfly
ნანახია 1 719

-შიგნით არიან-დაიძახა უცებ ვიღაცამ და სახანძროს თანამშრომელს ეჯაჯგურებოდა
-შიგნით სამია ხალგაზრდაა -ისმის მეზობლის განწირული ხმა.
-ლილიანა-საკაცეზე მწოლიარეს მოსულიერებას ცდილობს ლაზარე.-ლილიანა, გონს მოდი, ლილიანა. -თავი ძლიერად მიერტყა. აფეთქებისგან მრავალი დამწვრობაც მიეღო და უსულოდ იწვა. -ლილიანა არ გაბედო. გონს მოდი-გაჰყვირის ლაზარე და მის სხეულს ეჯაჯგურება. ექიმმა მისი თავი გამოსტაცა და სასწრაფოდ საავადმყოფოში წაიყვანეს. ლაზარე კი მოულოდნელმა კივილმა გამოაფხიზლა . სამი ახალგაზრდა ადამიანის დაღუპვამ შეძრა ყველა. მეზობლები განწირული ხმით გლოვობდნენ .
მათი ნახევრად დამწვარი სხეულები მაშველებმა გამოიტანეს. პეტრე ადგილზე დაიღუპა . ანას გადარჩენის შანსი იყო ,მაგრამ დახმარება დროული უნდა ყოფილიყო , საბა კი ოთახიდან გამოყვანის შემდეგ დაიღუპა. ასეთი ტრაგედია ქალაქს არ ახსოვდა. ვინ გაიმეტა ახალგაზრდები? რა დააშავეს მათ ? ასეთი ტანჯვა რით დაიმსახურეს? ვინ მოაწყო ეს აფეთქება? რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ისმის დაუსრულებელი კითხვები, შეძახილები. ყველა მიზეზს ეძებს.ლაზარეს ამ ყველაფრის ატანა აღარ შეუძლია. იცის მიზეზი ,არ უნდა დაჯერება. მის გონებაში უკვე ყველაფერი აირია. როგორ უნდა აუხსნას ლილიანას ,რომ ეს ყველაფერი მამამისმა ჩაიდინა. როგორ უნდა უთხრას ,რომ სულ მარტო დარჩა და ახლობელი ადამიანები დაკარგა. რა მოხდება? რა რექაცია ექნება ლილიანას? ან გადარჩება საერთოდ? ამ არეულ-დარეულობაში ლაზარე მანქანაში ჩაჯდა და გზას გაუდგა .ერთ დღეში ყველაფერი თავდაყირა დადგა. მართლაც რა მოხდებოდა ამის შემდეგ? როგორ უნდა ეცხოვრა ლილიანას? ვინ იქნებოდა მის გვერდით ამის შემდეგ?
-სად არის?-ღრიალებდა შესასვლელში
-შვილო, მოხვედი?-ღიმილიანი სახით გამოეგება
-შვილი აღარ დამიძახო ,გესმის? ეს როგორ ჩაიდინე? როგორ გაიმეტე ამდენი ადამიანი სასიკვდილოდ?
-რას ამბობ ,შვილო დაწყნარდი
-შვილს ნუ მეძახი. შენ გამო სამი ადამიანი დაიღუპა . ლილიანა კი ღმერთმა უწყის გადარჩება თუ არა.
-არ მინდოდა უდანაშაულო ადამიანებიც დაღუპულიყვნენ. მაგრამ ასე გამოვიდა ახლა ვერაფერს ვიზამთ-ცივად ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაეშვა
- რა ადამიანი ხარ? სულ გაგიჟდი? ასეთი როდის გახდი? ვერასდროს ვიფიქრებდი ამის გაკეთებას თუ შეძებდი. -გაჰყვიროდა ბოლო ხმაზე, ცოტაც და გაგიჟდებოდა-ლილიანას რომ რამე მოუვიდეს გეფიცები ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. დავივიწყებ რომ მამაჩემი ხარ.
-მაგას ვერასდროს გააკეთებ, გაიგე? აქამდე ნოე გმფარველობდა ახლა ის არ გყავს და ჩემ წინააღმდეგ მითუმეტეს ვერ წახვალ
-ოო თან როგორ წავალ.-გაღიზიანებულმა ჩაილაპარაკა და მამამისს ზიზღნარევი მზერა მიაპყრო
-ეგეთი თვალებით ნუ მიყურებ. მე მამაშენი ვარ. გამიგებ ადრე თუ გვიან
-რას გაგიგებ რას? ნორმალური ხარ? საკუთარი თავის გადასარჩენად ადამიანები დახოცე. ამას როგორ გაგიგებ? -ემოციებისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა
-ის კი მშვიდად უყურებდა-ჩემი რჩევა იქნება ლილიანას თავი დაანებო
-რომ არ დავანებო რას მიზამ? მეც მისი მეგობრებივით მომკლავ? რას მიზამ, რას?
-მშვენივრად იცი რომ შენ არაფერს დაგიშავებ-წამოდგა და შვილს მიუახლოვდა
-უკვე აღარფერი ვიცი-ჩაილაპარაკა და წამოსასვლელად გაემზადა-ლილიანას აღარ გაეკარო, უკანასკნელად გეუბნები ამ ტონით. შემდეგ სხვანაირად დაგელაპარაკები.-უთხრა და კარი გაიჯახუნა. ცოტახანში საავადმყოფოში მივიდა.
-როგორ არის?-აცრემლებული თვალებით მივარდა ლაზარე პალატიდან ახლახანს გამოსულ ექიმს
-არ მოგატყუებ ,შვილო. საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა. თავი ძლიერად დაარტყა და დამწვრობაც საკმაოდ დიდია. შესაძლოა პლასტიკური ქირურგიის ჩარევაც გახდეს საჭირო.. მეშინია ნაიარევები არ დარჩეს-ჩაილაპარაკა და ლაზარეს მხარზე ხელი დაადო
-ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული ,ოღონდ თქვენ გადაარჩინეთ ,ძალიან გთხოვთ-ემოციებს თავს ვეღარ უყრიდა, არ იცოდა რა გაეკეთებინა
-სასიხარულო ამბავიც მაქვს. ის ორსულადაა. ძლიერად დაეცა ,მაგრამ ორსულობის შენარჩუნება მოვახერხეთ.ნუ ინერვიულებთ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ. -უთხრა და მარტო დატოვა. ის კი ტკივილისგან მოიკეცა და კედელთან ჩაიმუხლა.
-მაპატიე ,ძმაო .ვერ შევძელი მისი დაცვა. ახლა რა გავაკეთო? როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი? უნდა მიხაროდეს რომ ძმისშვილი მეყოლება? აღარ ვიცი არაფერი. როგორ შევუვსო საყვარელი ადამიანების დანაკლისი? მირჩიე რამე. ძალიან გთხოვ. დამეხმარე-აქვითინდა და თავი ხელებში ჩარგო. ელოდება შვებას. ვიღაცას ვინც მის დახმარებას შეძლებს. ვიღაცას ვინც ცოტათი მაინც შეუმსუბუქებს მძიმე ტვირთს და აი იგრძნო მხარზე შვების ხელი...
ლაზარემ მზერა მიაპყრო იქვე მდგომს და ცოტახანი გონს ვერ მოვიდა. თითქოს ელანდებოდა ,მაგრამ ყველაფერი ცხდზე ცხადი იყო. ის იქ იდგა და თბილი გამოხედვით ლაზარეს მწუხარება წამში ბედნიერებად აქცია.
-რა? მელანდება? შენ ნამდვილი არ ხარ.-წამოხტა სასწრაფოდ და მისი შეგრძნება სცადა ხელის მოკიდებით
-კი ნამდვილი ვარ თან როგორი.
-როგორ მოხდა? ცოცხალი რატომ ხარ?
-რას ჰქვია ცოცხალი რატომ ვარ-თავში წამოარტყა-შენ რა არ გიხარია ,ჩემი დანახვა?
-როგორ არ მიხარია, ნოე. ვგიჟდებოდი უშენოდ-საცოდავად ამოიგმანა და მაგრად მოეხვია-უშენოდ ამდენს ვერ გავუძლებდი
-კარგი დაწყნარდი. -თბილად უთხრა და თავადაც მოჰხვია ხელი
-მომიყვები, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? ყველას მკვდარი გვეგონე
-მოგვიანებით. გრძელი ამბავია. ახლა მის შესახებ მითხარი რამე-თქვა და ლილიანას პალატის ფანჯარისკენ ცრემლნარევი მზერა გააპარა. ლაზარემ ხმა არ გასცა. თავი ჩაღუნდა და აქვითინდა-ლაზარე, რა მოხდა? მითხარი, როგორ არის?
-ცუდაა ძმაო, ექიმმა მითხრა მძიმე მდგომარეობა არისო. მისი მეგობრები ...-სიტყვა გაუწყდა
-ვიცი, ვიცი რაც შეემთხვათ და ისიც ვიცი ვინც ეს ჩაიდინა-ამოილაპარაკა და სიმწრისგან მუშტი ისე მაგრად შეკრა ძვლების მტვრევის ხმას გაიგებდით.-ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგოს. ასე არ დამთავრდება ეს ყველაფერი-ჩაილაპარაკა და იქვე ჩამოჯდა
-რას ვაპირებთ?
-უკვე მოფიქრებული მაქვს . თავისივე მახეში გაებმება. არ შევარჩენ მათ დაღუპვას და ლილიანას ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას.
-შენ გვერდით ვარ. ყველაფერში დაგეხმარები-გვერდით მიუჯდა და მხარზე ხელი დაადო.
-ახლა მთავარია ლილიანა გამოჯანმრთელდეს და მერე მე ვიცი რასაც გავაკეთებ.
-ნოეს, კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი
-რა? მითხარი-ინტერესიანი მზერა მიაპყრო
-ორსულადაა ლილიანა-ღიმილიანი სახით უთხრა ლაზარემ
-რაა? მართლა? -წამოიყვირა და სკამიდან წამოხტა-ანუ მამა გავხდები? -ხმამაღლა თქვა და ლაზარე სკამიდან წამოაგდო ,მაგრად მოჰხვია ხელები და წამით სცადა ბედნიერება შეეგრძნო.-რა გამოდის? უნდა მიხაროდეს? უნდა ვიგლოვო? რა უნდა გავაკეთო? ღმერთო დამეხმარე-თქვა და ისევ სკამზე დაეშვა.-გამოსავალი მაპოვნინე. ამდენი გამოცდის თავი აღარ მაქვს. დამეხმარე ლილიანას ეს ტკივილი გადავატანინო. დამეხმარე უფალო. მისი ტანჯვის ყურება აღარ შემიძლია.



№1  offline წევრი ნორმი

ძალიან კარგია.მოუთმენლად ველი შემდგე თავს
--------------------
მორფეოსი

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

Rodis iqneba shemdegi

 


№3 სტუმარი Ablabuda

რა ყველა გაწყვიტე რა იყო

 


№4  offline წევრი buterfly

სტუმარი გვანცა
Rodis iqneba shemdegi

შევეცდები მალე.

tako.izek
ძალიან კარგია.მოუთმენლად ველი შემდგე თავს

❤❤❤

 


№5  offline წევრი თამო1712

დღეს დაიდება?

 


№6  offline წევრი buterfly

თამო1712
დღეს დაიდება?

დღეს ვერა ,სამწუხაროდ

 


№7  offline წევრი თამო1712

buterfly
თამო1712
დღეს დაიდება?

დღეს ვერა ,სამწუხაროდ

Dadeb dges?

 


№8  offline წევრი buterfly

თამო1712
buterfly
თამო1712
დღეს დაიდება?

დღეს ვერა ,სამწუხაროდ

Dadeb dges?

სავარაუდოდ კი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent