შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ღამის მგზავრი(მესამე თავი)


9-08-2018, 09:21
ავტორი melina
ნანახია 1 581

-მე კი დავსრულე და შენგან ნებართვა არ მჭირდება, ლაპარაკი გავაწყვეტინე და ხელი სასწრაფოდ გავაშვებინე როცა ჩვენსკენ მომავალი თემო შევნიშნე.

-----------------
-რამე მოხდა? რაღაც შენი შეშინებული გამოხედვა არ მომწონს. მითხრა და თვალებში კიდევ უფრო ჩამაკვირდა.
-რა უნდა ხდებოდეს ძმაო, უბრალოდ განმარტოებით ყოფნა გვინდოდა, გამოეპასუხა ლუკა.
-შენთვის არაფერი მიკითხავს, ასე რომ ნურც ერევი. ჩვენ მერე დავილაპარაკებთ. ახლა კი შეგიძლია წახვიდე. გამოსცრა, კბილებს შორის მთელი სიმკაცრით თემომ, მერე კი მე მომიბრუნდა და ჩემი პასუხის მომლოდინე უსიტყვოდ მომაჩერდა.
-კაი რა, ეგრე ნუ მიყურებ,არაფერი მომხდარა.
-რა არაფერი ნანუკა, ნუ მაგიჟებ, საკუთარი თვალით ვნახე, ხელით როგორ ყავდი დაჭერილი და არ გიშვებდა, რაღაც ხდება მაგრამ რატომღაც დუმხარ.
-აქ ხართ? რახანია გეძებთ, ისიც კი ვიფიქრე ხომ არ წავიდნენთქო. თეოს ხმა გაისმა და მეც შვებით ამოვისუნთქე, არ მინდოდა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა.
-ხო თეო, ცოტა ხნით სუფთა ჰაერზე გამოვედით, მივუგე და სამივენი შიგნით შევედით.
საკმაოდ გვიან დავბრუნდით სახლში, თითქმის თორმეტი სრულდებოდა, დაღლილებს ლაპარაკის თავიც არ გვქონდა, თუმცა დილით მაინც ვერ ავცდი, არასასიამოვნო თემაზე ლაპარაკს.
-ღმერთო ჩემო, თემო რამ გაგახსენა ამ დილა უთენია ეგ ადამიანი? არაფერი მომხდარათქო ხომ გითხარი.
-ხომ მიცნობ, და იცი რომ ტყუილი ყველაფერზე მეტად მეჯავრება, დავინახე როგორ გექაჩებოდა ხელში და რაღას მაბოლებ ჰა?
-თუ ყველაფერი ნახე და მოისმინე, ჩემგან რას ითხოვ თემო? რაღა დავამატო?
- შეგიძლია ნორმალურად ამიხსნა რა ხდება თქვენ ორს შორის? შენი სიჩუმე მაბნევს, ვერ გამიგია რა პონტში მიმალავ, იმას იცავ?
-რა? გაოცებისგან რომ იტვიან ლამის ყბა ჩამომივარდა, შენ თუ მართლა მაგას ფიქრობ სათქმელიც არაფერია.
-ჰოდა შენ მითხარი რა ვიფიქრო.
-ეს ლაპარაკი კარგს არაფერს მოიტანს, ჯობია წავიდე ისედაც საკმარისად დავაგვიანე… ვთქვი და ჩანთის ასაღებად დავიხარე.
-ოქეი…ნუ მეტყვი, დღეს მაინც უნდა ვნახო ლუკა, ყველა შემთხვევაში გავიგებ რა ხდება, და თუ რამე რიგზე ვერ არის, მაშინ გუშინდელივით ადვილად ვერ გამოძვრება.
-ანუ მაინც არ ეშვები, ბოლომდე ეძიები ამ საქმეს, თუ რამეს არ ვამბობ, ეს მხოლოდ შენს გამო, არ მინდა ჩემს გამო შარში გაეხვიო, თორე ლუკა? ნაკლებად მაინტერესებს, თავი მომაბეზრა მისი უაზრო ქცევებით.
-ჩემს გამო ნუ ღელავ, თავის დაცვა შემიძლია. მთელ სამყაროს უყოყმანოდ დავუპირისპირდები და უფლებას არავის მივცემ რამე დაგიშავოს. იმ ს**საც დაველაპარაკები და დღესვე მოვსვავ მის ადგილზე.
სათქმელი დაასრულა და სამზარეულოში გავიდა, ტრადიციულად დილის ყავა მივირთვით, მერე კი ორივენი ჩვენ-ჩვენ საქმეებზე წავედით.სამსახურში გული ვერაფერს დავუდე, მთელი დღე თემოს ნათქვამზე ვფიქრობდი, როგორც კი ჩემი სამუშაო საათები დასრულდა მაშინვე ლენუკასთან ავედი. აქამდე არ მითქვამს, ლენუკა ჩემი ერთადერთი და უახლოესი მეგობარია, არ ვიცი ალბათ და რომ მყოლოდა მასზე მეტად არ მეყვარებოდა. ისიც სტუდენტია, მშობლები საზღვარგარეთ ყავს და სულ მარტოა. ზარის ღილაკს თითი დავაჭირე თუ არა მაშინვე გამიღო კარები.
-რა იყო, კართან იდექი და მელოდებოდი თუ საიდან ასეთი სისწრაფე?
-ხო აბა რას ამბობ, აქვე ვიყავი, ფეხსაცმელების კარადას ვალაგებდი.
ორივე სამზარეულოში შევედით, ლენუკამ ჩემთვის ჩაი, მისთვის კი ცხელი შოკოლადი გაამზადა.
-დღეს ლექციებზეც არ ვყოფილვარ, მთელი დღეა სამსახურის საქმეზე დავრბივარ, ორგან ვიყავი გასაუბრებაზე მაგრამ იმედი არ მაქვს…
-წინასწარ რა იცი, რომ გამოგაქვს დასკვნები. სადაც აგიყვანეს აბა იქ არ გაჩერდი და შენი ფეხით გამოიქეცი…აღარ დავასრულე სათქმელი და გაცინებული სახე ხელებში ჩავმალე.
-ნუ იცინი საძაგელო, იქ რა გამაჩერებდა ტიპს მთელი დღე ჩემი შებმის მეტი არაფერი უკეთებია…არაუშავს რამე გამოჩნდება. შენსკენ რა ხდება ახალი?
-ჯერჯერობით მეტი არაფერია, რაც ტელეფონით მოგიყევი ეგ არის…
დაახლოებით ერთი საათი კიდევ შევყოვნდი, სახლის გზას რომ დავადექი უკვე კარგად ბნელოდა. საათი ცხრა საათს და ოცდაათ წუთს უჩვენებდა. ფეხით მივუყვებოდი განათებულ ქუჩას, დაახლოებით ათ წუთში კორპუსთან ვიყავი. მთელი გზა, ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც მომყვებოდა,რამდენჯერმე მივიხედე კიდეც უკან, მაგრამ ვერავინ შევნინე, სადარბაზოსთან მისულმა კიდევ ერთხელ მოვიხედე უკან, ისიც მაშინვე თვალს მიეფარა, თუმცა ამჯერად დანახვა მოვასწარი, დავრწმუნდი რომ ის იყო…ლამის სირბილით ავიარე კიბეები და კარები კიარ გავაღე, შევანგრიე. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, გასაღებით გადვკეტე. თემო უკვე სახლში იყო, დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა.
-მოხვედი პატარავ? გამომძახა მაშინვე. მეც სასწრაფოდ გავიხადე მოსაცმელი, საკიდზე მივამაგრე და აქოშინებული, შეშლილი სახით შევედი.
-რა გჭირს ფერი არ გადევს, მოხდა რამე?
-ის იყო, აშკარად დავინახე, აქაც მომაგნო, მომაგნო და მოსვენებას აღარ მომცემს, ჰო ასე იქნება…ვიმეორებდი ამ სიტყვებს და შეშინებული აქეთ-იქით ვიხედებოდი.
-დამშვიდდი და ამიხსენი რა მოგივიდა, ვინ მოგდევდა? ან რატომ არ დამირეკე, მოგაკითხავდი.საღამოს, რომ დაგირეკე მითხარი მოგწერო და მეც შენს მესიჯს ველოდებოდი.
-მაგას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს თემო, ფეხით მინდოდა გავლა, ამას როგორ ვიფიქრებდი რომ აქ მომაგნებდა, ჯანდაბა… ჯანდაბა… დაპანიკებული უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
თემო ჩემსკენ მოიწია, ორივე ხელები შემომხვია, მეც სიამოვნებით ავეკარი საყვარელ სხეულს, თავი კისერში ჩავუდე და გავიტრუნე, საოცარ სიმშვიდეს და დაცულობას ვგრძნობდი. ასე ჩახუტებულები ვიჯექით დივანზე ალბათ ორი წუთი.
-დამშვიდდი? მკითხა და თვალებში ჩამაჩერდა.
-ცოტა უკეთესად ვარ. ვუპასუხე და კვლავ მხარზე მივეყრდენი.
-მომიყევი რა მოხდა, ვინ ან რატომ მოგდევდა. დღემდე არაფერი მიკითხავს შენთვის, დაახლოებით ვხვდები რომ ეს ყველაფერი იმ ღამეს უკავშირდება, მისი გაგრძელებაა. თუ მართლა გითვალთვალებენ, უნდა ვიცოდე ვინ ან რატომ? რომ უკეთ შევძლო შენი დაცვა.
-ეს ძალიან დიდი ისტორიაა…გახსენებაც არ მინდა.
-ღამე დიდია, არსად გვეჩქარება, ყველაფერი მომიყევი რა და როგორ მოხდა. მერე ვნახოთ რისი გაკეთება შეიძლება, გამოსავალს აუცილებლად ვიპოვით, ერთად ყველაფერს შევძლებთ.
გადავწყვიტე, რომ მეამბნა ჩემი წარსულის შესახებ, მასთან დასამალი არაფერი იყო, მაგრამ ალბათ, აქამდე გამბედაობა არ მყოფნიდა წარსულის გასახსენებლად, იმ ემოციების და ტკივილის ხელახლა გასავლელად. მე ხომ მთელი მონდომებით ვცდილობდი ყველაფრის დავიწყებას, ვცდილობდი არ მეფიქრა წასულზე. ახლა ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მრავალჯერ წაკითხული წიგნი გადმოვიღე თაროდან და გადავფურცლე, კვლავ წასაკითხად. ღრმად ამოვისუნთქე და თხრობა დავიწყე, ისე რომ პოზა არ შემიცვლია.


------------------
ესეც მესამე თავი❤შენიშვნები ან ზოგადად ემოციები გამიზიარეთ❤



№1  offline წევრი qetti22

სასვენი ნიშნები გაკლია და ბეჭდვაში გაქვს შეცდომები.ისე კარგია,ველოდები განვითარებას.წარმატებები.

 


№2  offline წევრი melina

მადლობა რომ კითხულობ❤

 


№3  offline წევრი ნეფერტარი

სათაურზე მაქვს რეკომენდაცია. ჯობია დაარქვათ "ღამის მგზავრი"

გრძელი სათაური არაეფექტურია. :)

 


№4  offline წევრი melina

მადლობა რჩევისთვის,ამ ისტორიას უკვე ამ სახელით იცნობენ, და შემდეგისთვის გავითვალისწინებ...????

 


№5  offline წევრი naniko mindia

Kargi istoria
❤️❤️❤️❤️Veli shemdegs, gansxvavebulia merac wamikitxavs imistoriebidan, warmatebebi,
--------------------
lomidze

 


№6  offline წევრი melina

მადლობა❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent