შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დარჩი ჩემთან (2 თავი)


9-08-2018, 15:43
ავტორი qetti22
ნანახია 1 200

მას შემდეგ, რაც ქეითის ველაპარაკე და ყველაფერი ვუამბე, ორი დღე გავიდა. ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ის ამბავი და ის ბიჭიც, მოგონებებს შეუერთდა.
ორშაბათ დილას, როგორც ყოველთვის, დედაჩემის ძახილი და ოდრის ყეფა მაღვიძებს. მობეზრებული ვდგები და დილის სამზადისს ვიწყებ. სწრაფად ვიცვამ, არჩეულ სამოსს და დაბლა ჩავდივარ. დედა და მამა სამზარეულოში ისხდნენ და ყავას სვავდნენ. ორვეს გადავეხვიე, და ჩემს კუთვნილ ჩაის ჭიქას დავავლე ხელი.
- დღეს მორიგე ვარ და ღამე მარტო მოგიწევს დარჩენა, საყვარელო. - დაღონებულმა მითხრა დედამ. არ მიყვარს მარტო ყოფნა, განსაკუთრებით ღამით. არა იმიტომ, რომ მეშინია, უბრალოდ, მარტოობა არ მიყვარს. მაგრამ, დედასი მესმის, ვიცი, რომ ამას ჩემს გამო აკეთებს და ვეგუები ამ ფაქტს.
- კაი დე, არაუშავს. ჩემზე არ იდარდო, თავს გავართმევ.
- ხო, თან ხშირად დაგირეკავ ხოლმე.
- რათქმაუნდა. კარგი, ახლა ჩემი წასვლის დროა, მოგვიანებით გნახავთ.
მშობლებს გადავეხვიე და სკოლის გზას დავადექი. ადრე სკოლაში ქეითისთან ერთად დავდიოდი, მაგრამ მან სკოლა დაამთავრა და ახლა უნივერსიტეტში აბარებს. ამიტომ, სიარული მარტო მიწევს. სკოლის ეზოში ბევრი ბავშვი ირეოდა, ზოგი ვიღაცას ელოდებოდა, ზოგი, თავისი კლასისკენ მიდიოდა. მეც ჩემი კლასისკენ გავემართე. საკლასო ოთახში, რამდენიმე ბავშვი იყო. მათ მივესალმე და ჩემი კუთვნილი ადგილი დავიკავე. მალევე შეივსო კლასი. მასწავლებელიც მალე მოვიდა და სიახლე გვამცნო.
- ბავშვებო სკოლაში ახალი მოსწავლე გვყავს, იმედია კარგად გაუგებთ და წესიერად მოექცევით. -სიტყვა დაასრულა თუ არა, კლასში ბიჭი შემოვიდა. ვერ წარმოიდგენთ ვინ იყო... ის ბიჭი, რომელიც გავიცანი. ის მწვანე თვალება.
- გამარჯობა, მე ჰარი ვარ. - თქვა მან და წამით ჩვენი თვალები, ერთმანეთს შეხვდა. მან ჩაიღიმა, მაგრამ მალევე გაიხედა სხვაგან. ეს რა ჯანდაბა იყო? გაოგნებული ვიჯექი მერხთან და მივჩერებოდი მას, თითქოს მოჩვენება ყოფილიყო. ასეთი დამთხვევების არ მჯერა. მაგრამ, რაც არუნდა ყოფილიყო, ეს ყველაფერი არაფერს ნიშნავდა. თავს ვარწმუნებდი, რომ ამაზე ბევრი არ მეფიქრა. სულელი შეყვარებული გოგოსავით ვფიქრობდი, რაც ძალიან მაღიზიანებდა. ასეთ გოგოებს არ ვგავარ, ისეთებს, რომლებსაც ყველა ბიჭი მოსწონთ. ამიტომ, თავი ხელში ავიყვანე და წიგნში განვაგრძე ყურება.
გაკვეთილებმა მალე ჩაიარა. თუ სწორად მახსოვს ჰარიმ, მალევე მოახერხა თავის დამკვიდრება ე. წ "საძმაკაცოში", რომელშიც რათქმაუნდა, ჯორჯი და მისი ძმაკაცები შედიოდნენ. ძალიან გამიკვირდა, რადგან კარგი ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ რას ვიზავთ, ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. გაკვეთილების დროს, ხანდახან გამომხედავდა ხოლმე, მაგრამ მე არ ვიმჩნევდი და ვაიგნორებდი.
სკოლის შემდეგ გადავწყვიტე, ქეითისთან წავსულიყავი და ყველაფერი მომეყოლა. მართალია, ეს სულელური ამბავია, მაგრამ საუკეთესო მეგობრებს მცირეოდენი სჭირდებათ, რომ საათობით გააბან საუბარი. ქეითის ყველაფერი ვუამბე.
- ღმერთო, პირველად გხედავ, რომ ბიჭი მოგეწონა. - მითხრა და გახარებულმა ტაში შემოჰკრა.
- არ მომწონებია, უბრალოდ... უბრალოდ სისულელეა. მე ასეთი ბიჭები არ მომწონს. - ვიმართლე თავი და წვენი სწრაფად მოვსვი.
- ჰო, როგორ არა. სხვათაშორის, მეც გავიცანი ერთი ბიჭი. - სახეაწითლებულმა თავი ჩახარა.
- მართლა? რა მაგარია. ყველაფერი მომიყევი მალე.
-მოსაყოლი არაფერია, უბრალოდ ერთმანეთი უნივერსიტეტის სასადილოში გავიცანით. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი და იმავე ლექციები გვქონდა. ეს იყო და ეს. მიკოლასი ქვია. კარგი ბიჭია.
- "ღმერთო პირველად გხედავ, რომ ბიჭი მოგეწონა".-გამოვაჯავრე და გავიცინე.
- კარგი ხო, გვეყოფა ამაზე ლაპარაკი.- კიდევ ბევრი ვილაპარაკეთ. შემდეგ, გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი. ფიქრებში გართული მივუყვებოდი ჩემს ქუჩას, როდესაც, რაღაც დიდი დამეტაკა და კინაღამ მიწაზე აღმოვჩნდებოდი, რომ არა ვიღაცის მკლავები. ავიხედე და გავოგნდი... ისევ ის მწვანე თვალები.



№1  offline წევრი keti27

კარგია, გააგრძელე <3

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

მეც ძალიან მომწონს

 


№3  offline წევრი qetti22

სტუმარი მარიკო
მეც ძალიან მომწონს

მადლობა რომ მოგწონთ ????

 


№4  offline წევრი qetti22

keti27
კარგია, გააგრძელე <3

მადლობა ❤️

 


№5  offline წევრი niniko nin

მაგარია სასწაული პირდაპირრრ sweat_smile sweat_smile

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent