ერთი ღამე (1)
წვიმდა,წვიმის წვეთები ფანჯარას ესხმებოდა, ყველაფერი იდეალურად იყო,სანამ ესეთი არ გავხდი,უფრო სწორად გამხადეს,საკმაოდ გრძელი ისტორია მოდი ჯერ რეალობას დაუბრუნდეთ. ვიღვიძებ და ჩემი დღე ისევ იგივე რუტინას უბრუნდება, ლოგინში მორიგი ქალი მიწევს და საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ არის და რას წარმოადგენს,ვდგები და აივანე გავდივარ სიგარეტს ვუკიდებ, ნაფას ვურტყავ და უბრალოდ ვფიქრობ, რა მელის შემდეგ, დედაჩემს და მამაჩემს არ ველაპარაკები,არც ფულიანი არ ვარ და სამსახურიდანაც გამომაგდეს უკვე მერამდენედ ვკარგავ სამსახურს აღარც კი ვიცი. ცოტას ჩემ თავზეც გეტყვით დემეტრე (დემე) ბოჭორიშვილი 21 წლის სკოლა მაქ დამთავრებული და ბიზნესის2კურსი, მე_3კურსზე ვარ ადრე საუკეთესო ვიყავი ახლა კი არც დავდივარ ლექციებზე. გამოდის გოგო და წელზე მეხვევა ისევ რეალობაში ვბრუნდები ვტრიალდები და მეცინება. გოგონას უკვირს რაზე მეცინება აინტერესებს -ჩაიცვი და წადი მიმკაცრდება ხმა და სახეც სერიოზული მიხდება. გოგონა უხმოდ გადის საროჩკას მიგდებს და ტანსაცმელს იცვამს,ოთახს გაბრაზებული ტოვებს და მიდის თავის გზაზე. ტელეფონზე ზარი შემოდის გაბმულად რეკავს რამოდენიმეჯერ ბოლოს ვპასუხობ რა თქმა უნდა ლუკა სიგუა ამ დილაუთენია რამ შეაწუხა. -ბიჭო შენ სულ გაუბერე, გაბრაზებული ტონი აქვს ლუკას -ჯერ მომესალმე და მერე მაგინე ახლა რაღა მოხდა? ისე უინტერესოდ ვეკითხები მე თვითონაც ვიცი რაც მოხდა და რაზეც უნდა მეჩხუბოს მაგრამ მაინც. -შე*ემა მეტი რა უნდა მომხდარიყო უფროს დაარტყი,ნამეტანი მთვრალი იყავი ეცინება -როგორც ყოველთვის, არა ჩემი ადგილი კლუბში, სადმე სხვაგან უნდა დავიწყო მუშაობა. -შენ არაფერი გეშველება და დღეს საღამოს წავიდეთ კლუბში არ ვმუშაობ დღეს და ხვალ დასვენების დღეები მაქ -რა პრობლემა ლევანის და გიორგისაც შეატყობინე. ლევან გაჩეჩილაძე 22წლის ჟურნალისტი ცისფერთვალება და ქერათმიანი, გიორგი ახვლედიანი 23 წლის, წყალბურთელი, შავ თვალება და ყავისფერთმიანი, ლუკა სიგუა 21 წლის,ბიზნესზე სწავლობს ჩემთან ერთად,მწვანე თვალება და შავგვრემანი და მე როგორც იცით 21 წლის ვარ , ცისფერთვალება და რიჟა ვარ. ტანზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ. რა ხდება ჩემ ცხოვრებაში? ნათელი არაფერი, ბნელი უფრო ბევრია, ყველაფერი იქიდან დაიწყო, როდესაც გავიგე,რომ მამაჩემი გასვრილი იყო ნარკოტიების საქმეში, დედაჩემმაც იცოდა ეს და ასე მშვიდად როგორ ცხოვრობდნენ ძალიან მაინტერესებს? მის მერე მათთვის ფულიც არ მითხოვია და ძმაკაცთან ვცხოვრობდი. ყველაფერი ერთფეროვანი იყო მე კიდე სიგიჟე მწყუროდა,სე*სი არ იყო სიგიჟე, მე სხვა რამე მსურდა,ძლიერი ლტოლვა არა 1 დღიანი, უბრალოდ ინტერესი, რომელიც ჩამითრევდა ეს თავიდან სწავლაში იყო, მაგრამ მამაჩემის საქმიანობის გამოაშკარავებამ ბოლო მომიღო. რეალობაში დავბრუნდეთ დანარჩენს ნელ-ნელა მოგიყვებით,დილით არასდროს არ ვსაუზმობ, მხოლოდ ყავას ვსვავ და ძმაკაცებთან გავდივარ ან ვმუშაობ. გიორგის ვურეკავ -გეძინა? -არა ბუზებს ვითვლიდი ჭერში, რა კითხვებს მისვავ ? მეკითხება ნამძინარები ხმით. -ლუარსაბ თათქარიძის, რა ხარ , სიცილს ვერ ვიკავებ. -დარეჯანი მაკლია და ეგ ვარ,მყვება ხუმრობაში. -კაი გვეყოფა ხუმრობა, რამე სამსახური უნდა გავჩითო ან ასისტენტის ან ბუღალტერის ან რამე რა. -ერთი კომპანია ვიცი,მოგწერ მისამართს გასაუბრებაზე მიდი?იქნებ გაგიმართლოს. -კარგი, კარგი, ბევრს არ ვიცელქებ გპირდები . -დღეს საღამოს გამოდი იმ კლუბში. სიცილს ვტეხავ. -1 დღე მაქ დასვენება და ძილსაც არ მცალიან რა ბლიად, მოგწერ მესიჯს სადაც უნდა მიხვიდე, იმედია ტვინში რამე არ დაგარტყავს. -კაი გზაში ვარ, გამომიგზავნე და ტაქსიში,სანამ ჩავჯდები . -კაი წავედი, საღამომდე და წარმატებიბი ბრატუხ. მესიჯიც მალე მოდის და ტაქსიში ვჯდები და მძღოლს მისამართს ვეუბნები,15 წუთში ადგილზე ვართ და ფულს ვაწვდი. -ხურდა დაიტოვეთ. -მადლობა შვილო. გადავდივარ მანქანიდან და ვხედავ მაღალ შენობას, "წარმატებები დემე" ჩემთვის ვჩურჩულებ და შევდივარ კომპანიაში, იქვე მისაღებში გოგონა მხვდება და მიღიმის. -გამარჯობა, სამსახურის თაობაზე მოვედი. -მეოთხე სართული, ხელ მარცხნივ გაუყვით კარიდორს და კაბინეტს დაინახავთ, წარმატებები. გამიღმა გამომწვევად და მეც საპასუხოდ "უბრალოდ" გავუღიმე. დახურული სივრცე დიდად არ მიყვარს და ამიტომაც კიბეებს ავუყევი, ლიფტსაც მივაგენი და ხელ მარცხნივ გავუყევი კარიდორს, დავაკაკუნე კაბინეტის კარზე, ბოხმა ბარტონმა გამომძახა. -შემოდით. -გამარჯობა სამსახურის თაობაზე ვარ. -მობრძანდით, მეუბნება სადღაც შუახნის კაცი 35_დან 40_მდე იქნება, უფრო მეტის არამგონია. -საკამოდ ახალგაზრდა ჩანხართ,ალბათ გამოცდილება არ გაქვთ? -მესამე კურსზე ვარ ბიზნეს ადმინისტრაციაზე, გამოცდილება მხოლოდ ბარში ვმუშაობდი. დემეტრე ბოჭორიშვილი 21 წლის კიდე რავიცი გააჩნია ვის ეძებთ ? იმედია გამოვდგები. -კარგი დემეტრ, მომწონს შენი შემართება. გეგა შუბითიძე და აყვანილი ხარ სამსახურში. წარმატებები, ასისტენტი იქნები ჩემი. -დიახ სერ როდიდან ვიწყებ? -ხვალ მოდი 9:00-ზე დანარჩენზე მერე დავილაპარაკოთ. ხელი ჩამოართვი ბატონ გეგას გასასვლელად ვემზადებოდი, როდესაც შემოფარფატდა ანგელოზივით გოგო 18წლამდე იქნებოდა კარგი ტანით,ლამაზი სახის ნაკვთებით,სქელი ტუჩებით, სწორი ცხვირით,ცისფერი თვალებით, შავი თმით, და სახეზე ჭორფლებით. -მამიკო ფული მჭირდება,ამბობს გოგონა თბილი ხმით. -კაი მა, ვერ ჩაგირიცხავ ახლა შეხვედრა მაქ და ბარათი წაიღე, ბევრს ნუ დახარჯავ. მეღიმება ამ დიალოგზე, მერე უბრალოდ გოგონას ვუყურებ ბოლოს ჩვენი თვალები ერთმანეთს ხვდება და ის უბრალოდ მიდის, ყურადღება მეფანტება. -ლამაზია არა? გაეღიმა ბატონ გეგას. -დიახ ძალიან ლამაზია რა ჰქვია? -ლიზი შუბითიძე 17 წლის. -კარგი აღარ მოგაცდენთ, უბრალოდ წავალ. აჩქარებული ნაბიჯებით ვტოვებ კაბინეტს და გარეთ გავდივარ,საკმაოდ კარგი ამინდია,იმაზე მეტად თბილა ვიდრე მეგონა, რადგანაც წვიმამ გადაიღო,გადავწყვიტე ფეხით გამესეირნებინა სახლამდე. რა ხდება, როდესაც თავს კარგავ და ცდილობ დაიკარგო და არ გიპოვონ ,მაგრამ არ გამოგდის? რა ხდება,როდესაც იგებ სიმართლეს,რომელიც არ გსურს გაიგო? ცხოვრება თამაშია,როგორც კარტი, მთავარია რიცხვებზე არ დაეცე,იყო მაღლა ეს მთავარი კოზირია,არ გამოაჩინო დარდი,წუხილი, სიცარიელე, დამარცხება. შეიძლება ცხოვრება დაგენგრეს,სულ რაღაც წამებში, წუთებში, საათებში, დღეებში, კვირებში და ასე შემდეგ... ყველაფერს თავისი ფასი აქვს, ცხოვრება ყოველთვის აზღვევინებს და საიდუმლოსაც ათქმევინებს, ცხოვრება სასტიკია. სახლში ასე ჩაფიქრებულმა მოვაღწიე, არაფრის თავი მქონდა,დავწექი და ჩამეძინა,სიზმრებმა წამიღო, როდესაც გამოვფხიზლიდი, დანარეკები იყო ბევრი. წამოვდექი და ჩაცმა დავიწყე საათი გავიკეთე და გავედი გარეთ ამ ხეტიალში ლიზი გამახსენდა და გამეღიმა. რატო გამოიწვია ჩემი მან ღიმილი? მალევე მივედი კლუბში,ძმაკაცები გრიალობდნენ, გაეხარდათ, რომ დამინახეს მერე უბრალოდ თვალი გავაპარე და ო ღმერთო რა სექსუალური გოგო იყო ჩემ წინ... (ბავშვებო მოკლედ საცდელია ეს თავი არ ვიცი რა გამოვიდა იმედია მოეწონებათ და აბა გავაგრძელო?) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.