შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უბედური შემთხვევა? (თავი 5)


9-08-2018, 18:55
ავტორი keti27
ნანახია 1 424

ერთი თვე გავიდა გამოსაშვებიდან.ამ დროის განმავლობაში ნიამ ათას რამეზე, განსაკუთრებით ბევრი კი ნიკას სიტყვებზე იფიქრა. არ იცოდა რა ექნა. ამასობაში გამოცდებიც მოადგა კარს. სკოლის დამთავრებიდან არც ერთ კლასელთან აღარ ჰქონია ურთიერთობა,თავს ძალიან ცუდად გრძნობდა,ამას ემატებოდა ნიკას სიყვარული,რომელიც უპასუხოდ დარჩა ნიას მხრიდან,თუმცა თავად ნიამაც არ იცოდა ამაზე პასუხი,მართლა არ იცოდა რას გრძნობდა ნიკას მიმართ.ნიკა მეშვიდე კლასში გადმოვიდა ნიასთან ჯგუფში.ხუთი წლის სიყვარულიო? გამოდის გადმოსვლის დღიდან უყვარს? და ამდენ ხანს მალავდა თავის გრძნობებს...ნიას ძალიან ენატრებოდა ნიკა,მასთან ლაპარაკი და გულის გადაშლა სურდა,მაგრამ ვერ ურეკავდა.არ შეეძლო ასე უბრალოდ დარეკვა,ვითომ არაფერი მომხდარა. ამასობაში პირველი გამოცდის დღეც დადგა. ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდა ნიას ქალაქის მეორე ბოლოში ჰქონდა.რეგისტრაცია რვაზე იწყებოდა,გამოცდა კი ცხრაზე.ცხრამდე აუცილებლად უნდა მიესწრო,თორემ გამოცდაზე აღარ დაუშვებდნენ.დილით სასწრაფოდ გაემზადა და ტაქსი გამოიძახა,რომელმაც თავისი საქმე პირნათლად შეასრულა და თითქმის რვა საათზე ნია უკვე ადგილზე იყო.რეგისტრაციაც რამდენიმე წუთში დაიწყო და ჯგუფ-ჯგუფად ბავშვების ნაკადი დაიძრა სკოლის ეზოსაკენ. ნია ჯერ არ აპირებდა შესვლას,ფიქრობდა ერთი საათი რა უნდა ვაკეთო იქო და ეზოში დარჩა ცოტახანს,თუმცა აქ უფრო მოიწყინა,ნაცნობი სახეების მაგივრად ათას უცხო სახეს ხედავდა.მხოლოდ ათი წუთი გაძლო ეზოში და შემდეგ თვითონაც შეჰყვა ერთ-ერთ ნაკადს.ცოტახანს რიგში მოუწია დგომა,თავისი ნივთები,რაც თან ჰქონდა ქვემოთ სართულზე შეინახა,რეგისტრაცია გაიარა და ავიდა ზემოთ მესამე სართულზე მითითებული ოთახისკენ,სადაც ორი კურატორი ქალი დახვდა.შევიდა თუ არა მიესალმა და პირადობა გაუწოდა,ცოტახანში კი თავისი კუთვნილ მაგიდაზე მოთავსდა.გადიოდა დრო და ოთახი ნელ-ნელა ივსებოდა, თითქმის შევსებულიც იყო.ცხრას ხუთი წუთი აკლდა მხოლოდ ერთი მაგიდაღა იყო ცარიელი.
-მაგიდა N6 იგვიანებს,თუ არ გამოცხადდება რამდენიმე წუთს დაველოდებით კიდევ და დავიწყებთ მუშაობას-ერთ-ერთმა კურატორმა ქალმა ბავშვებს მიმართა და თან საათს ახედა.
ეს ხუთი წუთი ძალიან გაიწელა ნიასთვის.მის წინა მაგიდაზე მჯდომი ბავშვი იგვიანებდა,სამი წუთი დააკლდა ცხრას,არავინ არ ჩანდა,ნია ფანჯარას შეჰყურებდა და ფიქრებში იყო გართული ნაცნობი ხმა რომ მოესმა:
-ბოდიშით,დამაგვიანდა.
ნიამ ელვისებური სისწრაფით მოაბრუნა თავი ბედნიერებას ვერ მალავდა ნიკა რომ დაინახა.ნაცნობი სახის დანახვამ ძალიან გაახარა და თვალებს არ აშორებდა ნიკას,გული გაუთბა და გამოცდაზე რომ იყო ისიც დაავიწყდა.ნიკა ჯერ ხელს აწერდა და ნია ვერ შენიშნა,მაგრამ როგორც კი დაიძრა თავისი მაგიდისკენ წამით გაშეშდა.არც ერთი არ მოელოდა ასეთ ვითარებაში შეხვედრას,ერთი თვის უნახავი მეგობრები და ახლა უკვე მეგობრებზე მეტნი ერთმანეთის ნახვით გახარებულნი თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს.
-თქვენს კუთვნილ მაგიდასთან დაბრძანდით-კურატორის ხმამ გამოაფხიზლა ორივე და ნიკა თავის მაგიდასთან დაჯდა .
-გამარჯობა-დამორცხვებით მხოლოდ ამისი თქმა მოახერხა ნიასთვის.
-გამარჯობა-ნიამაც თბილად უთხრა-გამიხარდა შენი ნახვა,მართლა-გულწრფელობას არ მალავდა ნია.
-მეც გამიხარდა-ნიკამაც არ დააყოვნა.
გამოცდა დაიწყო.ორივე მთელი ყურადღებით წერდა. ოთხი საათი და თხუთმეტი წუთი გაგრძელდა ქართული ენისა და ლიტერატურის წერა .ნიკა თხუთმეტი წუთით ადრე მორჩა და გავიდა ოთახიდან,ნიას გული დასწყდა,ეგონა ცოტას ილაპარაკებდნენ გამოცდის მერე.თვითონ გამოცდის დასრულებამდე სამი წუთით ადრე ადგა,მისი და კურატორების მეტი უკვე აღარავინ იყო ოთახში და თვითონაც მალევე დაასრულა წერა.ქვემოთ თავისი ნივთები აიღო და ეზოდან დაღონებული გამოდიოდა,ვინმეს რომ დაენახა იფიქრებდა ცუდად დაწერა და ამიტომ არის ასეო,მაგრამ ნიას უკვე ნიკასთან განშორება ხდიდა ცუდად. თავისდაუნებურად მოხდა ყველაფერი.ეს ნამდვილად სიყვარული იყო,რომელსაც რატომღაც მეგობრობას არქმევდა ორივე.ნიკასთან განშორება საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის,რომ ამას მიმხვდარიყო.სკოლის ეზოდან გამოვიდა და გზას დაადგა უკვე სახლისკენ წამოსასვლელად უკნიდან,რომ დაუძახეს:
-ნია,მოიცადე.
ნიამ მომენტალურად უკან გაიხედა და მოშორებით მდგომი ნიკა დაინახა.თვალები გაუნათდა და წამით გაშეშებული იდგა და ფიქრობდა.-ღმერთო არ წასულა,აქ არის,დამელოდა-უხაროდა პატარა ბავშვივით.
-ნიკაა-სიხარულის დამალვა აღარ უცდია და მთელი სისწრაფით მისკენ გაიქცა-ძალიან მომენატრე-ჩაეხუტა მთელი ძალით და აღარ უნდოდა გაშვება.
-მეც ძალიან მომენატრე ნია-ნიკაც მთელი ძალით ეხუტებოდა.
-ერთმანეთი არ დავკარგოთ გთხოვ-ნია გრძნობებში გადაეშვა-მე,აქამდე არ ვიცოდი რა იყო ნამდვილი სიყვარული,ამას მხოლოდ ახლა მივხვდი.როგორი ბრმა ვიყავი ღმერთო.
ნიკა ვერაფერს ამბობდა უხმოდ ეხუტებოდა ნიას და გული სითბოთი ევსებოდა.მასაც ძლიერ მონატრებოდა თავისი სიყვარული.
-ნიკა,მე მხოლოდ ახლა მივხვდი-ნია ისევ განაგრძობდა-ახლა მივხვდი,რომ ბექა არც კი მყვარებია,არ ვიცი ეს ალბათ ბავშვური გატაცება იყო.ერთადერთი ვინც მიყვარს ეს,ეს შენ ხარ ნიკა-კვლავ ეხუტებოდა და ხელს არ უშვებდა.მისი სიახლოვე სიამოვნებდა და სულ მასთან უნდოდა ყოფნა.
-მეც ძალიან მიყვარხარ ნია.
რამდენიმე წუთი ასე ჩახუტებულები იყვნენ,ნიას ტელეფონის ხმამ დაურღვიათ მყუდროება
-დედი რა ქენი აბა,გამოხვედი?როგორ დაწერე?
-კი დეე გამოვედი,კარგად დავწერე,დაველოდოთ ქულებს და ვნახოთ რა იქნება.
-მოდიხარ უკვე?
-კი,ახლა წამოვალ და მალე მოვალ,არ ინერვიულო.
ყურმილი დაკიდა და კვლავ ნიკას მიუბრუნდა-დედა იყო,აინტერესებდა როგორ დავწერე.
-ხოო,მეც მოვასწარი მსგავსი საუბრები დედაჩემთან მანამ შენ გამოხვიდოდი-ჩაიცინა.
მანქანით ვარ,ჩაჯექი წავიდეთ.
-კარგი-ნიაც სიამოვნებით ჩაჯდა წინ,ნიკას გვერდით და სიხარულით თვალები უნათებდა.
-სადმე შევიაროთ ცოტახნით და ვჭამოთ, მშიერი იქნები.-ნიას გამოხედა და მანქანა დაძრა.
-როგორც შენ იტყვი,ოღონდ დიდი ხანი არ გავჩერდეთ თორემ დედა დამირეკავს და ტყუილს ვერ ვეტყვი-გაეცინა.
მანქანა საგამოცდო ცენტრთან ახლომდებარე კაფესთან გააჩერეს.სასურველი მენიუ შეუკვეთეს და კარგად დანაყრდნენ.
-გამოდის,რომ შეყვარებულები ვართ?-ნიკამ ჩუმად ჩაილაპარაკა.
-ჰო,ასე გამოდის-ნიამაც არ დააყოვნა პასუხი და გაეცინა.
-მაგარია- აღტაცებისგან ხმამაღლა აღმოხდა.ნიამ გაიგო და ესიამოვნა,თუმცა არაფერი უთქვას .
-მოდი სურათი გადავიღოთ -ცოტახანში ნიამ სიჩუმე დაარღვია.-ჩვენი პირველი ფოტო შეყვარებულობის პირველ დღეს-გაეცინა-რა უცნაურია ეს ყველაფერი-კვლავ ეცინებოდა.
ბევრი სურათი გადაიღეს და იქიდან მარტო ერთი დატოვა ნიამ,დანარჩენებში არ ვარ ლამაზიო,ეს ,რა თქმა უნდა, მისი ახირება იყო, თორემ ყველა ფოტოში ლამაზი გამოვიდა.ჭამა რომ დაასრულეს ცოტა კიდევ ილაპარაკეს და წამოვიდნენ.ნიკამ სახლამდე მიაცილა ნია და დამშვიდობებისას ტუჩებში აკოცა. ნიასთვის ეს ყველაზე სასიამოვნო კოცნა იყო. კიდევ ერთხელ უთხრა ნიკას მიყვარხარო და სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან. სახლში ავიდა და სახე ისე უღიმოდა ყველას ეგონა გამოცდა კარგად ჩააბარა და ამიტომ არის გახარებულიო. დანარჩენმა სამმა გამოცდამაც ასე კარგად ჩაიარა და ნიას და ნიკას ურთიერთობაც მშვენივრად აეწყო. გამოცდები რომ დასრულდა ნია ისე ხშირად ვეღარ ნახულობდა ნიკას,ამიტომ მხოლოდ მიმოწერა და სატელეფონო საუბრები ჰქონდათ.
მალე ქულებიც დაიდო.ორივემ საკმაოდ კარგი ქულები აიღეს.ნიკამ,ერთად რომ მოხვედრილიყვნენ, პირველ ადგილზე ის უნივერსიტეტი ჩაწერა,რომელიც ნიას ეწერა. საბოლოო პასუხი აგვისტოს ბოლოსკენ უნდა დადებულიყო და ორივე მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. ყველაზე მეტად ეს დრო გაიწელა უსაშველოდ.

______________
იმედია მოგეწონებათ <3 ძალიაან მალე დავასრულებ ამ მოთხრობას,შეიძლება შემდეგ თავშიც ჩავტიო ყველაფერი და დიდი თავიც გამოვა თან <3 ძალიან მაგარი ამბები გელით წინ <3 აუცილებლად წაიკითხეთ და იაქტიურეთ <3



№1  offline წევრი qetti22

ძაან მაგარია ????

ოდესმე აღირსებთ შემდეგითავის დადებას?

 


№2  offline წევრი keti27

qetti22
ძაან მაგარია ????

ოდესმე აღირსებთ შემდეგითავის დადებას?

ძვირფასო,ერთ დღეში ორი თავი არ იდება,რას ვიზამთ :)

 


№3  offline წევრი kora

მახსოვს ამ ისტორიის კითხვა დავიწყე, თუმცა შევწყვიტე იმ უბედურების დატრიალების მერე. როგორმე რომ გადაგერჩინა ეს პერსონაჟი ძალიან კარგი იქნებოდა. მძიმე წასაკითხია და ვერ გავაგრძელე კითხვა...
--------------------
kira.G

 


№4  offline წევრი keti27

kora
მახსოვს ამ ისტორიის კითხვა დავიწყე, თუმცა შევწყვიტე იმ უბედურების დატრიალების მერე. როგორმე რომ გადაგერჩინა ეს პერსონაჟი ძალიან კარგი იქნებოდა. მძიმე წასაკითხია და ვერ გავაგრძელე კითხვა...


თუ გააგრძელებ კითხვას გპირდები იმედები არ გაგიცრუვდება <3 ცოტა დრამატიზებაც იქნება, მაგრამ შეიცვლება ყველაფერი ძალიან მალე <3 ფაქტობრივად შემდეგი თავი შეიძლება ფინალური იყოს და ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება, ამიტომ ჩემი თხოვნაა აუცილებლად წაიკითხო <3 მეტი სპოილერები არ მინდა, ისედაც ბევრი წამომცდა :დდ <3

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიკო

ველოდები შემდეგ თავს

 


№6  offline წევრი keti27

სტუმარი მარიკო
ველოდები შემდეგ თავს

წერის პროცესში ვარ და ვეცდები მალე დავდო <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent