შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეთორმეტე)


9-08-2018, 22:07
ავტორი sofikela
ნანახია 3 081

მთელი ღამე ვბორგავდი. არადა უნდა გამხარებოდა ჩემს თავს მომხდარი ამბავი. არ მომწონდა ტყუილი, რომლითაც ჩვენი ურთიერთობა დაიწყო, მაგრამ რომ არა ეს შემთხვევა, საერთოდ ხომ არ შევხდებოდი მას? ვეკითხებოდი ჩემს თავს. უეცრად წამოვდექი და ჩანთაში ფურცლის ძებნა დავიწყე. ფურცლის, რომელზეც ტაქსის ნომერი მეწერა. ლოგინზე გადმოვყარე ყველაფერი, რაც ჩანთაში იდო. ფურცელს ვერ მივაგენი. მერე გონება დავძაბე. გამახსენდა, რომ იმ დღეს სხვა ჩანთა მეკეთა და დერეფანში გავიქეცი, საკიდიდან რუხი ფერის ჩანთა ჩამოვიღე და ხელი ჩავყავი თუ არა, ის ფურცელი ამოვიღე, რომელსაც ვეძებდი.
ნომერს დავაკვირდი და სანდროსას შევადარე, რომელიც უკვე ზეპირად ვიცოდი. შემშლია, მე შემშლია ნომრის აკრება. არ მახსოვს, რომელ საათზე ჩამეძინა. მისი სახე კიდევ ერთხელ მესტუმრა სიზმრად. ჩემკენ მოდიოდა ღიმილით, ხელი გამომიწოდა და ის იყო, ჩემი ხელიც უნდა შეერთებოდა მისას - გაქრა, აი, საპნის ბუშტები რომ სკდებიან, ისე გაქრა მისი გამოსახულებაც. თავის საშინელმა ტკივილმა გამაღვიძა. მეგონა, რაღაც ძალიან მძიმე მედო და გამოძრავებას ვერ ვახერხებდი. ვხურდი, შინაგანადაც და გარეგნულადაც. წამოვდექი, ძლივს მივაღწიე სამზარეულომდე და თაროდან ჩამოვიღე წამლების ყუთი, რომელშიც თერმომეტრი მეგულებოდა. გავისინჯე და ციფერბლატი 39.3 ხაზს აჩვენებდა. ელექტრო ჩაიდანი ჩავრთე და აივნიდან დედის გაკეთებული მალინის მურაბა შამოვიტანე. ასეთ დროს მალინიანი ჩაი უებარი წამალი იყო ჩემთვის. ტელეფონი გაბმულად რეკავდა. სალომე იყო :
- სოფ, ხომ მშვიდობაა? რატომ დაგაგვიანდა?
- მაღვიძარას ხმამაც ვერ გამაღვიძა, სიცხე მაქვს 39.3, საშინლად მტკივა თავი, მაპატიე, რა.
- იყავი სახლში და ჩაწექი, დღეს ერთი ლექცია გაქვს და მე ჩაგიტარებ, შენს საქმეებსაც გავაკეთებ, თუ რამე იქნება, ქეთევანსაც ვეტყვი რომ ცუდად ხარ და არ იქნება პრობლემა - გამამხნევა მეგობარმა.
- აუ, მადლობა, სალ - ვუთხარი ჩაწყვეტილი ხმით.
- როგორ მოახერხე გაციება? ყელიც გტკივა? სურდო გაქვს? - მომაყარა კითხვები.
- არა, მხოლოდ სიცხე, სალ, სამსახურის მერე გამომივლი? - ვუთხარი საწყლად.
- კი, კი, იქნებ ცოტა ადრეც მოვახერხო გამოსვლა და მოვალ - მითხრა და დამემშვიდობა.
სულ რამდენიმე წამის გათიშული მქონდა ტელეფონი, ისევ რომ გაისმა ზარის ხმა და ალბათ, რამის თქმა დაავიწყდათქო, ვიფიქრე.
ეკრანზე ნინას სახელი დაეწერა :
- სოფ, რას შვები ?
- რავი, სიცხე მაქვს და სახლში ვწევარ - ვიპასუხე მოწყენილმა.
- უიი, სად გაცივდი?
- არ გავციებულვარ, ვინერვიულე და ცუდად გავხვდი - სიმართლის თქმა დავაპირე მისთვის.
- რა მოხდა? - ანერვიულა ნინა.
- გუშინ ნიკას რომ სამშენებლო კომპანიაში გავყევი, არქიტექტორთან შესახვედრად ხომ გახსოვს - დავიწყე ნერვიულად.
- მერე?
- ის ცნობილი და წარმატებული არქიტექტორი, იცი, ვინ აღმოჩნდა?
- ვინ ? - რამდენიც არ უნდა ეფიქრა, მაინც ვერ მიხვდებოდა.
- ვინ და სანდრი - ვუთხარი და მის რეაქციას დაველოდე.
- სანდრო? ვინ სანდრო? შენი სანდრო ? - დაიბნა ნინა.
- აჰამ - ჩამეღიმა.
- რანაირად კი მაგრამ ? ტაქსისტი არ იყო?
- როგორც აღმოჩნდა არა - ვუთხარი და იმ ისტორიის მოყოლა დავიწყე, სანდროსგან რომ მოვისმინე.
- აუ, ჩემ გამო აღმოჩნდი ამ დღეში ? - შეწუხდა ისიც.
- პირიქით, შენ რომ არა, როდის გავიგებდი ამ ამბავს, არც ვიცი.
- არა, კი ცუდია, ასე რომ მოგატყუა, მაგრამ დავიჯერო გწყინს, წარმატებული და შემდგარი პიროვნება რომ არის? - მკითხა ის, რაზეც მთელი ღამე ვფიქრობდი.
- არა, რა თქმა უნდა, პირიქით, ძალიან მიხარია. იცი, რა, ხომ შეიძლება ასეთი იყო ჩვენი ბედისწერა? კარგი, მე ნომერი არასწორად ავკრიფე და მასთან მოვხვდი, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, უბრალოდ, არ მოსულიყო მისამართზე, არაფრად ჩაეგდო ეს ზარი და გზა გაეგრძელებინა? – პირველად გავამხილე ის, რაზეც ამდენი ხანი ვფიქრობდი.
- აბა, რა, ეს ნიშანი იყო - წარმოვიდგინე რა სახით ამბობდა ნინა ამ სიტყვებს და კარგ ხასიათზე დავდექი.
- და თვითონ რას ამბობს? - მკითხა ისევ.
- ჩემზე მეტად, მგონი, თვითონ იყო შეწუხებული ამ ამბით. რომ დამინახა, სულ გაფითრდა, სიტყვებს თავს ვეღარ უყრიდა, მერე სახლთან მომაკითხა და დიდხანს ვლაპარაკობდით მანქანაში, დამპირდა, ეს ერთადერთი ტყუილი იქნება ჩვენს ურთიერთობაშიო.
- ჰო, მეც მგონია, რომ ძალიან კარგი ბიჭია და ცუდი განზრახვაც არ ჰქონდა, ალბათ, ვერ გაბედა სიმართლის თქმა, შენი რეაქციის ეშინოდა.
- არ ვიცი, ნინა, ნერვიულობისგან 39 მაქვს სიცხე.
- თვითონ რას ამბობს, აღარ შეგხმიანებია?
- არა, დამპირდა შენს პასუხს დაველოდებიო და აღარ მაწუხებს, თან ძალიან მომწონს ეს თვისება მასში, რამდენიც საჭიროა, იმდენ დროს მოგცემ ფიქრისთვისო, დამშვიდობებისას მითხრა.
- ხოდა, ძალიან კარგი, დასაფიქრებელი ისეთი არც არაფერია, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, დარწმუნებული ვარ.
- კარგი, ნინა, გავთიშავ ახლა, რა, საშინლად მტკივა თავი და თვალები თავისით მეხუჭება.
- მიდი, სოფ, გამოკეთდი და არაფერზე ინერვიულო, შენც ხომ იცი, ასეთ სევდას დიდი სიხარული მოსდევს ხოლმე.
- შენს პირს შაქარი - გამეღიმა. ტელეფონი გადავდე და შევეცადე დამძინებოდა. არ ვიცი, რამდენ ხანს მეძინა, მაგრამ კარზე კაკუნის ხმამ გამაღვიძა. თვალი გავახილე, მაგრამ ირგვლივ ბნელოდა. გაბრუებული წამოვდექი, ძლივს მივაღწიე ჩამრთველამდე, მოვდივარ-მეთქი, დავიძახე და კარის გასაღებად წავედი. სახელური ჩამოვწიე, ზღურბლზე სალომე და მარი იდგნენ შეწუხებული სახეებით :
- ყველაფერი ვიცით, ნინას ველაპარაკე - მითხრა და ჩამეხუტა მარი.
- ისევ მაღალი სიცხე გაქვს, ცოტა არ დამშვიდდი? - მარის მიბაძა მანაც.
- არ ვიცი, მეძინა, თავი ისევ საშინლად მტკივა, სიცხე აღარ გამიზომია, მალინიანი ჩაი დავლიე დაწოლისას.
- გუშინდელი ამბების მოყოლის თავი გაქვს? - შემომაპარა სალომემ.
- მითხარით, რა გითხრათ ნინამ და რაც გამორჩა, დავამატებ - ბალიში გავასწორე და ლოგინზე მივწექი.
- მოდი, მოგეფერო - ჩემს გვერდით ჩამოჯდა მარი და მანიშნა, კალთაში თავი ჩამიდეო.
- ყოველთვის იცი, რა მიშველის - გავუღიმე და გემრიელად მოვკალათდი მის კალთაში, თმაზე დამიწყო მოფერება და ახლა ნამდვილად მეგონა, რომ ყველაფერი ძალიან მალე მოგვარდებოდა.
- არ გამოჩენილა? - მკიღხა სალომემ.
- არა, მითხრა, რამდენიც საჭიროა, იმდენ დროს მოგცემ, კარგად დაფიქრდიო.
- მე ძალიან მომწონს ეგ ბიჭი. ტაქსისტი რომ გვეგონა, ჯერ კიდევ მაშინ მომწონდა და ახლა მითუმეტეს - მეუბნებოდა და ჩემს თმაზე თამაშს არ წყვეტდა მეგობარი.
- ჰო, ნუ, ტყუილი, რა თქმა უნდა, ცუდია, მაგრამ ზუსტად მაგ ტყუილის გამო აგეწყოთ ასე ეს ურთიერთობა. ალბათ, პირველივე შეხვედრისას მოეწონე ძალიან და იმიტომაც გადაწყვიტა უფასო მგზავრობის შემოთავაზება, რაიმე სხვა მიზანი რომ ჰქონოდა, ამხელა გზაზე ამდენი ხალხის წაყვანით თავს არ შეიწუხებდა - მითხრა და ცხელი ჩაი მომაწოდა სალომემ.
- აბა, რა, მეც ასე ვფიქრობ, ათასჯერ მაქვს ნათვამი, რომ ასეთი ამბები, შემთხვევით არ ხდება. ხომ იცი, ასეთი დამთხვევების როგორ მჯერა? ჰოდა, მგონია, რომ თქვენი ბედი იყო ეგრე შეხვედრა - გამიღიმა მარიამმა.
- რა კარგია, რომ მოხვედით - გამომიკეთდა ხასიათი მეც.
- იცი, რა, ვიფიქრეთ და დღეს შენთან ვრჩებით.
- მართლა? რა კარგია. როგორც არასდროს, ისე არ მინდოდა მარტო ყოფნა.
- სოფ, სანდროს როდის ნახავ - შემომაპარა სალომემ.
- არ ვიცი. ვნახავ ამ დღეებში. ხვალ ან ზეგ, ცოტა გამოვკეთდე, მოვძლიერდე. უი, უნივერსიტეტში რა ხდებოდა? ვინმემ რამე ხომ არ თქვა? ლექცია ჩაატარე? - გამახსენდა საქმეები და კითხვები მივაყარე მეგობარს.
- შენ მაგაზე არ იდარდო, ყველაფერი კარგადაა. ქეთევანთანაც ყველაფერი მოვაგვარე, შეგიძლია, არც ხვალ წამოხვიდე, ოღონდ შენი ბარათი გამატენე და დავაფიქსირებ.
- აუ, მართლა? რა მაგარია, მადლობა, სალ.
- არ გინდა სანდროს დაურეკო და ნახო - თვალებში შემომხედა მარიამმა.
- დღეს? - ვკითხე გაკვირვებულმა.
- ჰო, დღეს, აბა, როდის? შენ რა დღეში ხარ და ის ორჯერ უფრო ცუდად იქნება. ან შენი თავი არ გეცოდება ან ის? ნახე, დაელაპარაკე. ცოტა დამშვიდდებით ორივე. ხომ იცი, რამე სერიოზული რომ იყოს, არ ავუბამდი მხარს, მაგრამ ამ უწყინარი ტყუილის გამო, არ ღირს ჩხუბი. ახლა ახალი ეტაპი დაიწყება თქვენს ცხოვრებაში. აღარაფერს დაგიმალავს და თამამად მოგიყვება საკუთარი თავის შესახებ.
- ჰო, მეც ძალიან მინდა მისი სახის დანახვა, ხმის გაგონება, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში სად წავიდე, შეშლილს ვგავარ - სარკეში ჩავიხედე და შემეცოდა საკუთარი თავი.
- უცებ მოწესრიგდები, თმასაც დაგივარცხნი, მიდი, რა, დაურეკე .
- კარგი - ბევრი თხოვნა არ დასჭირვებია. მაშინვე ავიღე ხელში ტელეფონი.
- დავურეკო თუ შეტყობინება მივწერო? - გავხედე გოგონებს.
- დაურეკე - მითხრეს ერთხმად.
ხელის კანკალით ავკრიბე სანდროს ნომერი. ძალა მოვიკრიბე და მისი ხმის გაგონებას დაველოდე გაბმული ზუმერის შემდეგ :
- სოფო , როგორ მიხარია, რომ დამირეკე - სევდიანი ხმა ჰქონდა.
- როგორ ხარ? - მეტი ვერაფრის კითხვა მოვახერხე.
- არამიშავს, შენ როგორ ხარ?
- რა ვიცი, უკეთ.
- მიხარია. მინდა კარგად იყო და შენი მოწყენილი სახე აღარ ვნახო.
- სანდრო, შეიძლება გნახო დღეს?
- ახლავე მოვდივარ. 15 წუთში შენს სახლთან ვიქნები, დაგირეკავ და ჩამოდი, კარგი?
- კარგი, გელოდები - გავთიშე ტელეფონი და ტანსაცმლის შერჩევა დავიწყე.
- რა ჩავიცვა? - ვკითხე მეგობრებს.
- სადად, მაგრამ ლამაზად ჩაიცვი. არ უნდა გეტყობოდეს, რომ ძალიან დიდხანს იფიქრე, რა ჩაგეცვა. თან განსაკუთრებული პაემანი ხომ არაა? - მარიგებდა მარიამი.
არჩევანი შავ შარვალსა და კრემისფერ ზედაზე შევაჩერე, სარკეში შევათვალიერე ჩემი თავი.
- ჩაწითლებულ ცხვირსა და თვალებს რა მოვუხერხო? - დავეჭყანე მეგობრებს.
- მაგის დაფარვის ერთადერთი საშუალება მაკიაჟია - გამომხედა სალომემ.
- ოღონდ ეგ არა - ვუთხარი და ტელეფონის ზარიც გაისმა.
- მოვედი, ჩამოხვალ? - მითხრა სევდიანი ხმით.
- ახლავე, სანდრო, ჩამოვდივარ - ვუპასუხე და ჩვეული გულისცემა ვიგრძენი.
მივდიოდი, მაგრამ ფეხები უკან მრჩებოდა, თითქოს მცხვენოდა მასთან შეხვედრის. წვიმიანი დღე იყო. ჯინსი ეცვა, თეთრი პერანგი, საოცრად სიმპატიური იყო და სასწაულად გამოიყურებოდა. ჩამეხუტა და კვლავ მისთვის დამახასიათებელი სუნამოს სუნი დამიტოვა თმაზე.
- ერთიანად ხურხარ, სიცხე გაქვს?
- ჰო, დილით თავის ტკივილმა გამაღვიძა და ვიგრძენი, რომ სიცხე მქონდა.
- ახლა როგორ ხარ?
- ცოტა უკეთ, მალინიანი ჩაი დავლიე და ოდნავ მიშველა. კარი გამიღო და ჩაჯექიო, მთხოვა. მანქანა აფთიაქთან გააჩერა, გადავიდა და წამლებით სავსე პარკით დაბრუნდა.
- ეს რა არის, სანდრო? - ვკითხე გაოცებულმა.
- წამლებია შენთვის, ალბათ, აზრადაც არ მოგსვლია აფთიაქში ჩასვლა - მისაყვედურა.
- დაბლა ჩამოსვლის ძალა არ მქონდა - ფანჯრიდან ჰორიზონტს გავხედე მე.
- ყველაფერი კარგად იქნება - შემომხედა თვალებში და გული სითბოთი ამევსო.
აი, ეს დალიე, მომაწოდა წამალი და წყლიანი ბოთლი, მაიკო სულ ამას მასმევს, როცა სიცხე მაქვს.
- მაიკო?
- ჰო, მაიკო ანუ დედაჩემი - გადმომხედა და გამიღიმა - მალე გაგაცნობ.
- რაღაც უნდა გითხრა, სანდრო.
- ჰოო, აი, ამ მომენტის კი მეშინოდა ცოტა - გამიღიმა და ხელი შეიცურა თმაში, მისმა ამ ჟესტმა დამაბნია და სიტყვებისთვის თავის მოყრას ვეღარ ვახერხებდი.
- მთელი, ღამე ვფიქრობდი, სანდრო .. დავიწყე თქმა და სიტყვა გამიწყდა.
- დიდი იმედი მაქვს, ჩვენს სასარგებლოდ ფიქრობდი.
- ჰო, შეიძლება ასეც ითქვას - ვეღარ გავძელი და გავუღიმე.
- ეს უკვე მომწონს - მითხრა და ჩემი ხელი თავის დიდ და ძლიერ ხელში მოიქცია.
- მოკლედ, დავიწყებ და არ შემაწყვეტინო, გთხოვ, ისედაც ძლივს ვპოულობ საჭირო სიტყვებს - ვიგრძენი , როგორ მომიჭირა ხელი და ძალა მომეცა - ვერაფრით გავამართლებ იმ ტყუილს, ჩვენ შორის რომ არსებობდა ამ დროის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ჩემი შეცდომის და მერე შენი ტყულის წყალობით მოვედით აქამდე, საკმარისზე მეტი დრო გქონდა სიმართლის სათქმელად. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, მგონია, რომ შემთხვევით არაფერი ხდება ჩვენს ცხოვრებაში. ჯერ მე შემეშალა ნომერი, მერე შენ წამოხვედი არარსებულ „გამოძახებაზე“ და მერე რაც მოხდა, ორივემ ძალიან კარგად ვიცით. არ ვაპირებ გამოგონილი პრობლემები შევქმნა, მითუმეტეს იმის შემდეგ, რაც მითხარი, რომ ეს ერთადერთი ტყუილი იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში. მინდა გავაგრძელოთ, გავაგრძელოთ ის, რაც დავიწყეთ და მერე დინება მიგვიყვანს საჭირო ადგილამდე - მოვრჩი სათქმელს და საკუთარი გულისცემის გარდა აღარაფერი მესმოდა.
- ყველაზე მაგარი გოგო ხარ, ვინც შეიძლებოდა შემხვედროდა ცხოვრებაში. გიყურებ და ვერ ვხვდები, რა გავაკეთე ისეთი, შენ რომ დაგიმსახურე. როგორი მადლობელი ვარ, იმ დღეს ნომერი რომ არასწორად აკრიფე და ჩემთან მოხვდი, წარმოდგენაც კი არ გაქვს. ნიშანია, სოფო, ეს მართლა ნიშანია, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რაღაცების არ მჯერა, სხვა რა შეიძლება დავარქვა ამ შემთხვევითობას? ჯერ შენ შეგეშალა ნომერი და მერე მე ჩემთვის წარმოუდგენელი რაღაც გავაკეთე. გამიცნობ უფრო კარგად და მიხვდები, რამდენად შორს არის მსგავსი ქცევები ჩემგან. მენდე, რა. გთხოვ, მომენდე და აუცილებლად სწორი იქნება ის გზა, რომელზეც ერთად ვივლით. გპირდები, ყველა დღე ერთმანეთზე უკეთესი იქნება ჩვენს ცხოვრებაში. ჩემი ხომ გჯერა?
პასუხის გაცემა ვეღარ მოვახერხე, ან რა საჭირო იყო აქ სიტყვები? უთქმელადაც ძალიან კარგად გვესმოდა ერთმანეთის. მხარზე თავი დავადე და სულის სიმშვიდე ვიგრძენი. მანქანა დაქოქა და დიდხანს მივდიოდით, არც ვეკითხებოდი, სად მივყავდი, ვენდობოდი და ვიცოდი, ცუდს არაფერს გააკეთებდა.
- სანდრო, რამე მომიყევი შენზე , რა - ვთხოვე.
- ჰო, მგონი, რაღაც დეტალები გამოვტოვე - გამიცინა. სანდრო გიორგაძე, 28 წლის, არქიტექტორი, ვცხოვრობ მშობლებისგან ორი სართულით დაბლა, მიყვარს ფეხბურთი და მეგობრებთან ერთად დროის გატარება. კითხვაც მიყვარს, მაგრამ ამ ბოლო დროს, ვეღარ ვახერხებ. მთლად ტაქსისტი არა, მაგრამ ორდიპლომიანი ნამდვილად ვარ - გადმომხედა და გულიანად გამიცინა.
- სხვათა შორის, როცა პირველად შეგათვალიერე სარკეში, ვიფიქრე, ეს ტაქსისტი ორდიპლომიანი იქნებათქო - გავუცინე მეც საპასუხოდ.
- აჰა, ანუ შენც მაშინვე შემამჩნიე და ვერ გაუძელი ჩემს მომხიბვლელობას.
- ჰო, რაც მართალია, მართალია, პირველივე შეხვედრისას მომჭერი თვალი.
- სოფ, წამო, ჩაი დავლიოთ, რა, არ მომწონს შენი სახე, იქნებ, ცოტა გიშველოს, თან გავაგრძელებთ საუბარს.
- კარგი - დავთანხმდი მეც.
საოცრად მყუდრო და ლამაზ კაფეში მიმიყვანა, საყვარელი ჩაი შეუკვეთა და სითბოთი სავსე თვალებით გადმომხედა :
- აბა, რაზე შევჩერდით?
- სანდრო, იცი, მე ჩაი არ მიყვარს.
- ჰო? მეც ყავა მირჩევნია, მაგრამ ასეთ დროს უნდა დალიო, ჩემი ხათრით მაინც - ხელზე ხელი დამადო და გამიღიმა.
- ახლა დავლევ, მაგრამ, ზოგადად, ყავა მიყვარს, უშაქრო.
- უშაქრო? ღმერთო, ამდენი დამთხვევის უნდა შემეშინდეს თუ გამიხარდეს, აღარ ვიცი უკვე.
- არ ვიცი - ავიჩეჩე მხრები და მადლობა გადავუხადე მომსახურე პერსონალს, რომელმაც საოდრაც სურნელოვანი ჩაი დამიდო წინ.
- შენზე რას მეტყვი ახალს?
- ჩემზე რა უნდა გითხრა, ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებსაც კი იცნობ უკვე, ისიც იცი, სად ვმუშაობ, რას ვაკეთებ, სხვა განსაკუთრებული არაფერი მაქვს სათქმელი.
- ვინმე გყვარებია? - მკითხა მოულოდნელად და ცხელმა ჩაიმ ყელი ჩამწვა.
- თუ არ ჩავთვლი იმას, რომ ბავშვობაში რაული მიყვარდა, სერიოზულად არავინ მყვარებია - გავეხუმრე.
- და არასერიოზულად? - არ ეშვებოდა ამ თემაზე საუბარს.
- მეშვიდე კლასში მომწონდა ერთი ბიჭი ისე, რომ არც ვიცნობდი, მაგრამ მალევე გადამიარა.
- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ მე მელოდი მთელი ცხოვრება? - გადმომხედა ინტერესითსავსე თვალებით. პასუხის გაცემა ვერ მოვახერხე, მხოლოდ საპასუხო კითხვა დავუსვი :
- და შენ ?
- ჰო, არის ერთი ისტორია, რომელსაც აუცილებლად მოგიყვები, გპირდები, ოღონდ ახლა არა, ისედაც სიცხე გაქვს და თავს სუსტად გრძნობ - ჩემსკენ გადმოიწია და სახეზე ჩამოშლილ თმაზე მომეფერა.
- კარგი, დაველოდები მაგ დღეს - თავი ჩავხარე და თვალებში შეხედვა ვეღარ გავბედე.
დიდხანს ვსაუბრობდით, ვერც შევნიშნე, დრო როგორ გავიდა. საუბარი მარის ზარმა შეგვაწყვეტინა :
- ცოცხალი ხარ? ხომ არ გათხოვდი უკვე? - გამეხუმრა მეგობარი.
- ჩაის ვსვამთ და მალე მოვალ, არ ინერვიულოთ - ვუთხარი მშვიდად.
- ჩაის სვამ? შენ ან ძალიან მაღალი სიცხე გაქვს, ან უკვე უგონოდ გიყვარს ეგ ბიჭი და უარი ვერ უთხარი - დამცინა მან.
- ჭკვიანად იყავით და მალე მოვალ - ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე.
12 საათი დიდი ხნის შესრულებული იყო, სახლში წაყვანა რომ ვთხოვე. კორპუსთან მიმიყვანა და მომავალი დღისთვის შეხვედრაზე შემითანხმდა :
- ხვალ ბევრი უნდა ვიძინო, თავისუფალი დღე მაქვს და სამსახურში არ მივდივარ - ვუთხარი ბედნიერმა.
- ჰოდა, ძალიან კარგი, მეც ადრე გამოვალ სამსახურიდან და ერთ ადგილზე მინდა გამომყვე. თუ შენთვის პრობლემა არ იქნება, ძალიან მინდა, ჩემი მეგობრები გაგაცნო - გადმომხედა და სახეზე მუდარა ეწერა.
- დიდი სიამოვნებით - დავთანხმდი მეც.
- მიდი, ახლა, ადი და წამლების დალევა არ დაგავიწყდეს - მომაწოდა წამლებით სავსე პარკი.
- ხვალამდე, სანდრო - ვუთხარი და კარის გაღება დავაპირე, როცა შემაჩერა.
- რაღაც დაგავიწყდა - მითხრა და თავისკენ მიმიზიდა. ჩამეხუტა და ნაზად მაკოცა ლოყაზე.
ისე ავიარე ოთხი სართული, ვერც მივხვდი, კარზე დავაკაკუნე და შევედი თუ არა სახლში, ორივე მეგობარს ერთად ჩავეხუტე.
- წარმოდგენაც არ გაქვთ, ისეთი ბედნიერი ვარ.
- გეტყობა, ერთი შემოხედვაც საკმარისია - მითხრა არანაკლებ გახარებულმა სალომემ.
- დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ ვიცი, რას მომიტანს ხვალინდელი დღე, არ ვიცი, როგორი იქნება ჩვენი სამომავლო ურთიერთობა, მაგრამ ერთი ვიცი, სწორია ის, რასაც ახლა ვაკეთებ.
- მიხარია, რომ კარგად ხარ. აი, ხომ ვიყავი მართალი, ნახვა რომ გაიძულე? - მითრა ნიშნისმოგებით მარიამმა.
- ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ - გადავხედე მეგობრებს მადლიერმა.
- როდის გავიცნობთ როგორც არქიტექტორს? - მკითხა სალომემ.
- არ ვიცი, ალბათ, მალე, ხვალ მეგობრების გასაცნობად მივყავარ - სახეზე ბედნიერება მეწერა.
დიდხანს ვსაუბრობდით, საოცარ სიმშვიდესა და სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ვხვდებოდი, რომ სწორი იყო ის გზა, რომელიც მე და სანდრომ ავირჩიეთ. ის იყო, დაძინებას ვაპირებდი, შეტყობინება რომ მივიღე მისგან :
- „ტკბილი ძილი, ჩემო წაბლისფერთმიანო“ - მწერდა სანდრო.
- „ტკბილი ძილი, სანდრო“ - ვუპასუხე და მხარი ვიცვალე. თვალები დავხუჭე და სიზმრად მის მოსვლას დაველოდე.



№1  offline წევრი kora

უსაზღვროდ ვარ შეყვარებული ამ დადებით პერსონაჟებზე. ზღვა დადებითი ემოცია და სიყვარული მოდის ამ ისტორიიდან და მიხარია რომ აღმოგაჩინე <3
--------------------
kira.G

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

Yochaggg, moutmenlad gelodebi xolmee, saoctad lamazi da tbili istoriaaaa

 


№3 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან მომწონს ეს ისტორია, აი ძალიან მაგარია... მოუთმენლად ველოდები ხოლმე და ერთი ამოსუნთქვით ვკითხულობ მგონი. ;-)

 


№4  offline წევრი დარინა

ჩემი თბილებიიი როგორ მიყვარს ეს ორიიი, გამუხარდა სოფომ ყველაფერი დადებითად რომაღიქვა და უაზროო წიკვნი არ დაიწყოოო, აუ თათია არ გამოაჩინოოო არ მინდა ამათ შორის ვინმე რომ ჩადგეს.

 


№5  offline წევრი Chameleon ))

მიყვარს მე ეს მოთხრობა <3 ველოდები მომდევნოს და იმედი მაქვს ძალიან დიდი იქნება.

 


№6  offline წევრი თამო1712

დღეს დადებ?

 


№7 სტუმარი anni sweetiko

აიი ცუდი კი არ არის... მაგრამ რავი რა, ჯერ ძალიან ნეიტრალურია.
თითქოს თბილობაა, საყვარლები არიან, ტრალი-ვალი,იდეა საინტერესოა, აშკარად წერის უნარი გაგაჩნია, მაგრამ რაღაც აკლია.
კი არ გეუბნები უაზრო ბანძი დრამა გამოაკვეხე ან თითიდან გამოწოვილი ინტრიგა თქო, უბრალოდ რაღაც ვნება, შარმი, პეწი, რამე ნაპერწკალი რავიცი ;დ

ჰომ,კიდევ ცოტა გრძნობების განვითარების სისწრაფე არ მომეწონა რაღაც ( ნუ ეს პირადულია, სხვას შეიძლება ეგ მოეწონა ზუსტად). უბრალოდ ზედმეტად მეარარეალურა. ანუ ზედმეტად მიეჯაჭვნენ და დიალოგებიც ისეთი იყო, ცოტაც და უშენოდ მოვკვდები ასოციაციები წამომივიდა ;დ გუშინ გაიცნო, დღეს ოჯახს აცნობს... თან იდეაში სანდრიკოსნაირი ტიპი, პლიუს თავისი ბექგრაუნდით, რავი აბა..

ველოდები შემდეგებს აბა <3

 


№8 სტუმარი Ctgx

როდის დადებ????

 


№9  offline წევრი sofikela

anni sweetiko
აიი ცუდი კი არ არის... მაგრამ რავი რა, ჯერ ძალიან ნეიტრალურია.
თითქოს თბილობაა, საყვარლები არიან, ტრალი-ვალი,იდეა საინტერესოა, აშკარად წერის უნარი გაგაჩნია, მაგრამ რაღაც აკლია.
კი არ გეუბნები უაზრო ბანძი დრამა გამოაკვეხე ან თითიდან გამოწოვილი ინტრიგა თქო, უბრალოდ რაღაც ვნება, შარმი, პეწი, რამე ნაპერწკალი რავიცი ;დ

ჰომ,კიდევ ცოტა გრძნობების განვითარების სისწრაფე არ მომეწონა რაღაც ( ნუ ეს პირადულია, სხვას შეიძლება ეგ მოეწონა ზუსტად). უბრალოდ ზედმეტად მეარარეალურა. ანუ ზედმეტად მიეჯაჭვნენ და დიალოგებიც ისეთი იყო, ცოტაც და უშენოდ მოვკვდები ასოციაციები წამომივიდა ;დ გუშინ გაიცნო, დღეს ოჯახს აცნობს... თან იდეაში სანდრიკოსნაირი ტიპი, პლიუს თავისი ბექგრაუნდით, რავი აბა..

ველოდები შემდეგებს აბა <3

დიდი მადლობა, პირველ რიგში, დაინტერესებისთვის და თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის.
ვეცდები, გავითვალისწინო რჩევა <3
თუმცა, როგორც ბუნებრივად გამომდის, ისე ვწერ ^_^

 


№10 სტუმარი სტუმარი ნათია

შემოგიერთდით ახალი, საინტერესო და ლამაზი ისტორიაა, არ გაჩერდე და პაუზა არ გააკეთო. პირველი დადების თარიღი რომ ვნახე შემეშინდა, ასე რომ დიდი იმედებით ველით ახალ თავს????

 


№11 სტუმარი Ani

Rodis dadeb

 


№12 სტუმარი სტუმარი ბარბარე

გამაბედნიერე... მადლობა ამ ისტორიისთვის

 


№13 სტუმარი Jxtgv

Rodis dadeb

 


№14  offline წევრი თამო1712

რატო აღარ დებთ?

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

როდის დადებთ გაგრძელებას.. ? ძალიან მაინტერესებს...

 


№16  offline წევრი sofikela

მეგობრებო, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. დღეს საღამოს დავდებ, სავარაუდოდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent