ხევსურეთი XI
ყოველდღე ასე გრძელდება.იღვიძებს,მიდის,დროს ატრებს ადამიანებთან,რომლებსაც მისი არ ესმით,ისევე,როგორც მას მათი,შემდეგ მოდის სახლში და იძინებს.იმაზე მძიმე ყოფილა ნიკოსთან განშორება,ვიდრე წარმოედგინა.რამოდენიმეჯერ ანტიდეპრესანტიც მიიღო.არ ჰყოფნიდა მხოლოდ ტელეფონით საუბარი,უფრო მეტი უნდოდა.უნდოდა შეხებოდა,მისი მკლავების სითბო ეგრძნო,მისი ტუჩები შეეგრძნო,მაგრამ ის ახლა ძალიან შორს იყო მისგან.მაინც როგორ შეიძლებოდა საკუთარი თავისთვის ეშველა? არ იცოდა. * * * ნიკო ფანჯარასთან იდგა და შხაპუნა წვიმის წვეთებს გაჰყურებდა.ხელში ტელეფონი ეჭირა და მზერას ხან ტელეფონისკენ მიმართავდა,ხან ფანჯრისკენ. ,,ნეტავ ახლა რას აკეთებს?" გაიფიქრა.არ იცოდა უნდა დაერეკა თუ არა.მისი წასვლის შემდეგ თიტქოს გაუცხოვდნენ. ,,დაველოდები თვითონ როდის დარეკავს" * * * ,,დამირეკე გთხოვ,დამირეკე.ტკივილამდე მენატრები" - გაიფიქრა ლოგინზე მოკუნტულმა ელენემ.რა იცოდა,რომ ნიკოსთან ასე გაუცხოვდებოდა? დილით ადრე ადგა სამსახურში წასასვლელად.პიჟამოთი სამზარეულოში გავიდა,ყავა გააკეთა და სიგარეტს მოუკიდა.გაახსენდა,რომ სიგარეტი მას შემდეგ არ მოუწევია,რაც ნიკოსთან პირველად გაატარა ღამე.ალბათ 3 თვის წინ და მას შემდეგ მხოლოდ რამოდენიმეჯერ ესაუბრა ტელეფონზე.მაინც რა უშლიდათ ხელს ერთად ყოფნაში?მანძილი?რატომ?ხომ შეიძლებოდა ტელეფონზე საუბარიც,მაგრამ ეს არაა საკმარისი.როგორ შეიძლება გენატრებოდეს ადამიანი,რომელსაც არ იცნობ? როგორ შეიძლება ერთდოულად გულში გრძნობებისგან ცეცხლი გიზგიზებდეს და თან მის მიმართ გაციებული იყო? ელენემ ყურადღება ისევ სიგარეტზე გადაიტანა.ახლა სიგარეტიც ნიკოს თავს ახსენებდა.ეს სიგარეტიც და მზეც,რომელიც ხევსურეთში არასდროს უნახავს.ახლა ეს მზე იმდენად უცხო იყო მისთვის,როგორც ნიკო.ყავა დაისხა და მეორე ღერს მოუკიდა.ძირს დაიხედა და მუცელზე იარებისკენ გაექცა თვალი.მაინც რამდენი რამის მოყოლა ვერ მოასწრო ნიკოსთვის? მაინც რა უსამართლოა სამყარო.უსამართლო სამყაროსთან ერთად,ელენეს თითქოს ახლა საკუთარი თავიც სძულდა.ახლა ისევ ძველი,საზიზღარი ელენე გახდა.ეს სახლიც სძულდა,თანაც აქაც რომ იყო ის საზიზღარი არსება აქ ერთხელ.ისევ უნდოდა ეძალადა,თუმცა უშედეგოდ.თავის დაღწევა სცადა და სხვათა შორის,ეს პირველად მოხდა. ელენე ფიქრებიდან გამოერკვა და საძინებელში შევიდა.წითელი,მოკლე კაბა აარჩია და კრემისფერი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.მაინც ვის ეპრანჭებოდა?საკუთარ თავს? თუ სხვებს? უფრო სხვებს.ჰო,დაინახონ,მოუნდეთ,დაე იცოდნენ სხვებმა,რომ ელენე მათი არასდროს არ გახდება.ჰო,რატომაც არა.მართალია მზეთუნახავი არ იყო,არც ძალიან მაღალი,თუმცა პატარა,სიფრიფანა,საშუალო წონის სხეული,მოზრდილი მკერდი და მოკლე,თავი კულულები მაინც მომხიბვლელს ხდიდა.თორნიკე.აი,თურმე ვის ეპრანჭება.დაინახოს,ვინ დაკარგაო,გაიფიქრა,თუმცა ისიც კარგად იცოდა,რომ თორნიკე სულ არ აინტერესებდა.იგრძნო,რომ ნიკო უფრო და უფრო ენატრებოდა,მასთან ხომ ასეთი ბოროტი არ იყო,მასთან არაფერზე ფიქრობდა და ბედნიერი იყო.სახლის კარი დაკეტა და სამსახურში გაემართა. * * * როცა დაბნელდა,ნიკო დივანზე მოკალათდა და ჩვეულებას არ უღალატა.ჭიქა ვისკი დაისხვა და ისევ ელენე გაახსენდა.ბოლო დროს სხვა ვეღარაფერზე ფიქრობდა.გარდაცვლილ ოჯახზეც კი აღარ.მისი წასვლის შემდეგ თითქოს სახლი დაიცალაო,აღარც ის მხიარულება სუფებს 5 დღით რომ შევიდა მის სახლში მხოლოდ.უნდოდა მასთან ლაპარაკი,მაგრამ ეშინოდა,იქნებ მეგობრებთან ერთად არის,ან საქმე აქვსო.რას იფიქრეებდა ელენესთან დარეკვის თუ მოერიდებოდა ოდესმე.ნეტავ კიდევ როდის ნახავდა? ეკითხებოდა საკუთარ თავს და ფიქრობდა,თუ არ მინდა ურთიერთობა დაინგრეს,მაშინ უნდა შევინარჩუნოვო,მაქსიმალურად ეცდებოდა შვებულებაში გასვლას,რომ თბილისში წასულიყო,ელენესთან.მაგრამ რა მოხდებოდა,თუკი ელენე გაცივდებოდა მის მიმართ და ეს ყველაფერი მისთვის გასართობი,უბრალო რომანი აღმოჩნდებოდა?არა,ამაზე არ უნდა იფიქროს,არავითარ შემთხვევაში.როგორ ენატრებოდა მისი ხელები,მისი თმის სურნელი.მისი შიშველი სხეული წარმოიდგინა,თუ როგორ ეფერებოდა.მასთან გატარებული ცხელი ღამეები გაახსენდა და იგრძო თუ როგორ აღეგზნო.ახლა ელენეს გარდა არავინ და არაფერი სურდა.ის ხომ მისი სულის,სხეულის გადამრჩენი იყო. * * * ელენე სამსახურიდან დაღამებისას გამოვიდა.გადაწყვიტა ნახევარი გზა ფეხით გაევლო.გაიხსენა თორნიკეს სახე,როგორი უყურებდა ელენე რომ შენპბაში შევიდა.ამან სულიერი სიმშვიდე მიანიჭა.ცოტათი მაინც.შემდეგ ისევ ნიკო გაახსენდა.სიგარეტს მოუკიდა.ქუჩაში შიგ და შიგ მოხეტიალე კაცები,მოხუცები და ახალგაზრდები ხვდებოდნენ,რომლების ელენეს გამომწვევ ჩაცმულობაზე უხამს შეძახილებს ისროდნენ,თუმცა ამისთვისაც არ მიუქცევია ყურადღება.რომ მივალ,აუცილებლად დავურეკავ და მშვიდად ვილაპარაკებთო,გაიფიქრა.შემდეგ იქვე მდგარ ტაქსში ჩაჯდა და ნიკოსთან საუბრის მოლოდინში სახეზე ღიმილი აღებეჭდა.სახლში შევიდა თუ არა ,მაშინვე ნიკოს ნომერი აკრიფა,თუმცა უცებ გადაიფიქრა.თვითონ რამდენი ხანია არ დაურეკავსო.ჯანდაბას,სიამაყე,დავურეკავო.ნომერი მეორედ აკრიფა და ზარი გაუშვა. ,,თქვენი ნომრის ანგარიშზე თანხა არ არის",გაისმა ოპერატორის ხმა.ჯანდაბა,გაიფიქრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.