შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხევსურეთი IX


9-08-2018, 05:09
ავტორი Californian
ნანახია 1 892

დილით ელენემ ნიკოზე ადრე გაიღვიძა.მძინარე შეყვარებულს დიდხანს უყურებდა.უნდოდა უფრო დიდხანს,საუკეთესო შემთხვევაში მთელი ცხოვრება ეყურებინა ყოველ დილით.გარეთ წვიმა დაიწყო,ამასობაში ელენე ადგა და საკუთარი ნივთები მოაგროვა.ნიკოს საუზმე მოუმზადა,თავის სახლში წავიდა,იქაც ნივთები მოაგროვა და ისევ ნიკოსთან დაბრუნდა,რომელიც ჯერ კიდევ არ ამდგარიყო.არ იცოდა დრო როგორ გაეყვანა და ისევ მძინარე ნიკოს ყურება გადაწყვიტა.მის ოთახში შევიდა და იქვე სკამზე ჩუმად დაჯდა.შეეძლო მისი სუნთქვისთვის ყოველ წამს ესმინა,თვალებისთვისაც ყოველდღე ეყურებინა,ტუჩებისთვის ყოველდღე ეკოცნა.ამავდროულად შიში იპყრობდა მისი დაკარგვისა.ოდესმე კიდევ ნახავდა? ამაზეც კი არ ჰქონდა პასუხი.მალე ნიკო გამოფხიზლდა და ელენეს დანახვაზე გაეღიმა,თუმცა სევდიანად
-შენზე კარგს რას დავინახავდი დილით - უთხრა ნიკომ - მოდი ჩემთან
ელენე გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა
-საუზმე მოგიმზადე,ადექი,ჭამე
-ჭამას მერეც მოვასწრებ.მინდა რაც შეიძლება დიდი დრო გავატარო შენთან იმიტომ,რომ ახლა ჩვენი ერთად ყოფნის ყოველი წამი მნიშვნელოვანია ჩემთვის
-ბოლოჯერ არ ვნახულობთ ერთმანეთს - დაამშვიდა ელენემ,თუმცა თვითონაც იმას გრძნობდა,რასაც ნიკო
-ჰო,რა თქმა უნდა - ხელებში მოიქცია ელენეს თითები
-როდის ჩამოხვალ ჩემთან?
-რამდენიმე თვე არამგონია მოვახერხო,საქმეები მაქვს ძალიან ბევრი,თორემ ხომ იცი როგორ მინდა
ელენემ თავი მკერდზე დაადო
-ძალიან ცუდად ვარ - წამოიძახა უცებ ნიკომ მთელი ემოციით
-მშვიდად
-მეშინია,რომ ვეღარ გნახავ,მეშინია,რომ აქ სულ მარტო დავრჩები.რაღაც განსაკუთრებული შემოიტანე ამ სახლში,რაც შენს წასვლასთან ერთად მიდის და არ ვიცი როგორ გავძლებ ამის გარეშე - თითქმის ატირდა ნიკო
ელენემ მთელი ძალით ჩაიხუტა
-ნეტავ შემეძლოს სულ შენს გვერდით ყოფნა - დაიჩურჩულა ელენემ
რამოდენიმე წუთი ერთ პოზაში იყვნენ ჩახუტებულები,შემდეგ ნიკო ადგა და ივახშმეს.ელენეს ტელეფონმა დარეკა და შეატყობინეს,რომ ტრანსპორტი მალე მივიდოდა სახლთან.ორივეს უნდოდა უფრო გახანგრძლივებულიყო ეს მომენტი.ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ცოტა ხანს ასე იჯდნენ.ამასობაში ტრანსპორტიც მოვიდა და ტელეფონზე დაურეკეს
-მოვედით,გამოდი - ტელეფონში ჯგუფის წევრების ყიჟინა ისმოდა
-წავედი - რაც შეიძლებოდა იმედიანად წამოიძახა ელენემ,რომ აუტანელი უიმედობა შეემსუბუქებინა
-მაპატიე,ვერ გაგაცილებ ,არ შემიძლია - თვალებზე ხელი მიიფარა ნიკომ - ვერ ვიტან დამშვიდობებას
-არაუშავს - ჩაეხუტა ელენე - ყველაფერი რიგზეა.მინდა იცოდე,რომ ყველაზე ნათელი წერტილი ხარ ჩემს ცხოვრებაში.და ამით არაფერი არ სრულდება,პირიქით,ახლა იწყება
გარეთ სიგნალის ხმა გაისმა.ელენე მიხვდა,რომ აგვიანებდა.
-საღამოს დაგირეკავ.აბა შენ იცი,ჩემი კვალი არ წაშალო,მუსიკები ჩართე ხოლმე და იცეკვე
ნიკოს გაეცინა მის ნათქვამზე,შემდეგ მთელი ძალით მიიკრა გულზე
-ძალიან მიყვარხარ
-მეც.წავედი,მელოდებიან - აკოცა ელენემ - დროებით და არ მოიწყინო
-დროებით - დაემშვიდობა ნიკო,ფანჯარას მოშორდა და თავის ოთახში ჩაიკეტა,რომ არ ეყურებინა ელენეს წასვლისთვის.
ელენე რაც შეიძლებოდა სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ნიკოს ეზოდან.თვითონაც უკვირდა ეს როგორ შეძლო.ახლა მისი თვალით დანახული ეს ავტობუსი,ეს ხალხი სრულიად უცნობი იყო.
-რას აკეთებდი ამდენი ხანი გოგო - გაისმა შეძახილები
უცებ ვიღაცას დაეჯახა
-მაია - წამოიძახა ელენე
-გამიკვირდა,რომ აღარ დამირეკე,სად დაიკარგე
-რა ვიცი - დაიმორცხვა ელენემ,თუმცა მაინც სევდიანი იყო
-გეთქვა მაინც რომ მიდიოდი - ისევ იღიმოდა მაია - იცი,შენზე და ნიკოზე გავიგე,უფროსწორად თვალი მოგკარით.არავის არ გვეგონა კიდევ თუ ვნახავდით ვინმესთან
ჰო - ელენე თავს უქნებდა და ერთი სული ქონდა ამ ქალს თავს როდის დააღწევდა
-აპირებ ჩამოსვლას?
-ჰო,ხან მე ჩამოვალ,ხან ის
წვიმა დაიწყო.
-კარგი,აბა შენ იცი.წარმატებებს გისურვებ.იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს
-აბა,კარგად - დაემშვიდობა ელენე და ავტობუსში ავიდა.ყველაზე უკან,განმარტოებით დაჯდა.უკვე დრო მოვიდა,რომ ყოველდღიურობას დაბრუნებოდა.მაინც რისი იმედი ქონდა?ერთად ცხოვრების? ეს ხომ სისულელეა.ისინი ხომ სხვადასხვა მიწისა და სამყაროს შვილები იყვნენ.მათ ერთად ყოფნა არ ეწერათ.რამდენიმე წუთის წინ ნიკოს ამშვიდებდა,ახლა კი თვითონ სჭირდება მისი დამშვიდება.ცდილობს კარგზე იფიქროს,მაგრამ არ გამოსდის.რა იქნებოდა ახლა,საიდანღაც,როგორღაც ნიკო რომ აქ გაჩენილიყო დამ ეთქვა დარჩიო.ცრემლები ღაპა-ღუპით მოსდიოდა და ცდილობდა ეს არავის შეემჩნია.ნეტავ ოდესმე კიდევ თუ ვნახავო,ეს გაიფიქრა და მიეძინა.
* * *
-ეს რა არის,ელენე - წამოიძახა გაოცებულმა ქალმა - მე შენ სტატიების მომზადება გთხოვე,ორი წინადადება ვის რათ უნდოდა?
-იცით,იქ გავცივდი და - ამოილუღლუღა ელენემ
-ჰმ,გაცივდი არა? - დაშოშმინდა ქალი - მე კიდევ სულ სხვა რაღაც გავიგე
-რა? - გაიკვირვა ელენემ,არაბუნებრივად
-კარგად იცი რაც.სიმპატიურია?
ელენე მიხვდა რასაც გულისხმობდა,თუმცა ის ვერ გაერკვია საიდან მივიდა უფროსის ყურამდე.
-კი - გაეღიმა
-მხოლოდ ამის გამო გპატიობ.კიდევ კარგი სხვებმა მოამზადეს ბევრი მასალა
-დიდი მადლობა - უთხრა და კაბინეტიდან გავიდა.
საღამოს მეგობრებთან ერთად ივახშმა ერთ-ერთი რესტორნის ტერასაზე,თუმცა რათ უნდოდა ეს ყველაფერი,თუკი მაინც უბედურად იგრძნობდა თავს და გვერდით საყვარელი ადამიანი არ ეყოლებოდა?! მოგვიანებით სახლში დაბრუნდა და მაშინვე ლოგინში დაწვა და დაძინება გადაწყვიტა.როგორი უცხო იყო ახლა მისთვის ეს ყველაფერი,უცხო და მოსაწყენი.თითქოს ყველაფერი კარგი,რაც მის ცხოვრებაში ხდებოდა ხევსურეთიდან წამოსვლის შემდეგ დამთავრდა.ახლა როგორ უნდა შეგუებოდა ძველ ყოველრიურობას? გული ერეოდა ამ ყველაფერზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent