ფანჯრების მწმენდავი თავი.3
საღამო ხანს, შინ დაბრუნებულ ლევანს მისაღების კედელზე დაკიდული სურათი დახვდა. ქალბატონ თინას დანაპირები შეესრულებინა და ლევანის არყოფნაში ყველაფერი მოეგვარებინა. კაცი ნახატის წინ გაჩერდა, წამიერმა გაკვირვებამ გადაურბინა და მერეღა გაახსენდა ნამუშევარი, რომელსაც ამდენ ხანს მოუთმენლად ელოდა. მთელი დღე მხოლოდ ოფისში მომხდარზე ფიქრობდა. რა აღარ გააკეთა: ისადილა, ახალი კონტრაქტის პუნქტები ჩამოაყალიბა, ნინასთან ილაპარაკა, ყავის საყიდლადაც კი გადავიდა მოპირდაპირე ქუჩაზე, მაგრამ მასზე ფიქრები თავიდან ვერ ამოიგდო. ნუთუ, ასე ადვილად შეეძლო მის გონებაში უცნობ არსებას შეჭრა? მან გოგონას სახელიც კი არ იცოდა. საკმარისი იყო, ყურადღება მოედუნებინა და საქმეებზე არ ეფირა,რომ გოგონას სახე წამიერად ჩნდებოდა მის წინ. თითქოს გამჭვირვალე მინიდან ისევ შემოანათებდნენ მისი საოცარი, მწვანე თვალები. და მაიც რატომ ფიქრობდა მასზე? საკუთარ თავს შეკითხვებს უსვამდა ლევანი და ნინას ნათქვამს იხსენებდა _ ის, ხომ უბრალო ფანჯრების მწმენდავი იყო. რითი დაიმსახურა მისი ყურადღება და ამგვარი ფიქრები? იმით,რომ ქერა კულულები და მწვანე თვალები ჰქონდა? არა, ლევანს ადრეც ჰყოლია უამრავი ქალი მწვანე თვალებითა და ოქროსფერი თმით, მაგრამ... კაცმა ქეისიდან ფურცელი ამოიღო და ნახატის წინ მდგარ, ჟურნალების მაგიდაზე დადო. ყინულებიანი, ვისკის ჭიქით მიუჯდა მაგიდას და ფურცელს კიდევ ერთხელ დახედა. ეს, იმ ბლანკის ასლი იყო, რომელიც ლიზას სამსახურის დაწყებამდე შეევსო. _ ლიზა რომანოვა._ ხმამაღლა წარმოთქვა ლევანმა გოგონას სახელი და სასმელი მოსვა. ასაკი_ 25 წლის. ოჯახური მდგომარეობა_ დასაოჯახებელი. კაცი შემდეგ პუნქტზე გადავიდა. პროფესია _ ფერმწერი _ უცნაურია _ ისევ ხმამაღლა ჩაილაპარაკა ლევანმა და სივრცეს გახედა. რა უნდოდა 25 წლის, ფერმწერ ლიზა რომანოვას რჩეულიშვილების კომპანიაში? ფერმწერია_ ლევანმა გონებაში გაიმეორა და კლიმტის ნახატს მიაჩერდა. თითქოს, რაღაც მაგიური კავშირი იგრძო, უზადო ნამუშევარსა და დილით ნანახ არსებას შორის. შემოტეული ფიქრების მოსაშორებლად თავი გააქნია და სამსახურის თემაზე მსჯელობა წამოიწყო. ახლა მისი მთავარი ინტერესი კოტე უნდა ყოფილიყო და კონტრაქტი, რომლის განსახორციელებლად შრომას არ იშურებდა,მაგრამ სწორედ კონტრაქტი იყო, ბოლო რამ რაზეც იმ საღამოს ლევანს ფიქრი შეეძლო. ამგვარი დამოკიდებულება პირველად ჰქონდა ვინმეს მიმართ და ამ გარემოებას ვერაფრით ხსნიდა. ერთი რამ ნამდვილად იცოდა, ეს ყოველივე მის საქმიანობას ხელს შეუშლიდა და უკვე აღიზიანებდა თავისი გაფანტულობა და მდგომარეობა, რომლის გაცნობიერებასაც ვერ ახერხებდა. 8 საათზე, ლიზას მაღვიძარას ხმაზე გამოეღვიძა. სწრაფად გამორთო ზარი და ბავშვს გადახედა, რომელსაც დედის გვერდით მშვიდად ეძინა. _ ნენე,დედიკო _ ნაზად შეეხო შუბლზე ტუჩებით და კისერიც ჩაუკოცნა. პატარამ ცალი თვალი გაახილა და დედის ხელი პაწაწუნა თითებში მოიქცია. _ ავდგეთ დე, ბაღში უნდა წაგიყვანო. _ არ მინდა რა, შენთან მინდა _ დაამთქნარა და გოგონას გულზე მიეკრო. _ რატო დედიკო, არ მოგწონს ბაღში? _ ბაღში არა, ნიკუშასთან კი, კიდე ბაღში კვატიები ვერ მიმყავს._ დაბუშტული ვარდისფერი ტუჩები აპრუწა ნენემ. ლიზას ბავშვის ნათქვამზე გაეღიმა და პატარას შეუღიტინა. აკისკისებული ნენე ლოგინზე გადაკოტრიალდა და ჩაბჟირდა. _ კარგი ჩემო კვატია, დღეს ბაღში არ წავალთ. დედის ნათქვამზე ბავშვი, ლოგინიდან წამოხტა და მხიარული ყიჟინით მისაღებ ოთახში გავარდა. ნიკუშას უკვე ესაუზმა და რეპეტიციაზე წასულიყო. სამზარეულოში შესულ ლიზას მაგიდაზე ფული დახვდა, ზემოდან კი პატარა ფურცელი წარწერით _ ჩემ მოსვლამდე გაისეირნეთ და კაბები იყიდეთ . ნიკას დანაპირები არ დავიწყებოდა, ლიზას წინადადების წაკითხის შემდეგ გაეღიმა,მაგრამ თავისთვის ფულის დახარჯვა დაენანა. საკუთარი ნამუშევრების მშრალ ხიდზე გატანა ჰქონდა დაგეგმილი. თავი მოიწესრიგა, ბავშვს დაბანა, ჩააცვა და სამზარეულოში დაბრუნებული საუზმის მზადებას შეუდგა. _ ნენე მოდი ჩემთან _ საუზმის შემდეგ ბავშვი ოთახში მოიხმო და თავისი ნახატების წინ დააყენა. _ ლამაზებია _ შეაქო თვალებგაფართოვებულმა პატარამ. _ აბა რომელი ავარჩიოთ? რომელი წავიღოთ დე? _ ბავშვმა ინტერესიანი სახით გადახედა ნამუშევრებს და ტილოზე შესრულებული ნახატისკენ გაიშვირა თითი. მალე მშრალ ხიდზე მივიდნენ.ნენე მოუსვენრად დარბოდა და ნახატების წინ ჩერდებოდა . _ ეს წავიყვანოთ რა _ სთხოვდა დედას და ლამაზ ნახატებს ეპოტინებოდა. გოგონამ ბავშვი კიბეზე ჩამოსვა და ტილოს ნაჭერი გვერდით მოიდო. მანამდე არასდროს გაეტანა ნამუშევარი გასაყიდად. სახეზე ნერვიულობა ეტყობოდა და ყოყმანობდა, ყველა ნამუშევარი ცოცხალივით ყავდა,უვლიდა , ეფერებოდა და ხანდახან ელაპარაკებოდა კიდეც. _ დიდხანს უნდა ვიჯდეთ? ნიკუშას ველოდებით? _ მაისურზე მოქაჩა ბავშვმა _ ცოტა ხანიც ნენე და მერე ნაყინს გიყიდი კარგი?_ თმაზე მოეფერა _ კარგი _ უყოყმანოდ დაეთანხმა ნაყინის ხსენებაზე თვალებანთებული ბავშვი და გაისუსა. ნახევარსაათიანი ლოდინის შემდეგ მყიდველიც გამოჩნდა. ტურისტებივით ჩაცმული ქალები ნახატის წინ შეჩერდნენ და ერთმანეთს სიხარულით სავსე სახეებით გადახედეს. _ უდავოდ მშვენივრად შესრულებული ნამუშევარია,თქვენია? _ შეხედეს ლიზას. _ დიახ_ ქალების დანახვაზე ლიზას იმედი გაუჩნდა. _ აქამდეც გიმუშავიათ ასლების შესრულებაზე?_ განაგრძობდნენ შეკითხვებს _ არა, ეს პირველია, პირველი ცდაა. _ შესანიშნავია, მონასმებიც ზუსტია, ულამაზესია, ოქროსფერი სამოსიც ისეთივე ჰარმონიაშია და შერწყმულია წყვილთან,როგორც კლიმტის ორიგინალ ნამუშევარზე. _ ნამდვილად _ დაეთანხმა მეორე ქალი,რომელიც ნახატს თვალს ვერ აშორებდა. _ შეგვიძლია 200 ლარი შემოგთავაზოთ_ გადალაპარაკების შემდეგ განაცხადეს ქალებმა. _ თანახმა ვარ _ ლიზას უკვე წარმოედგინა ამ ფულით ნენესთვის შეძენილი ნივთები და გული სიხარულით ჰქონდა სავსე. ქალებმა ღიმილიანი სახით გადახედეს ერთმანეთს და ულამაზესი მონაპოვარის სანაცვლოდ გოგონას ფული გადასცეს. _ იმ დეიდებმა ჩვენი ნახატი წაიყვანეს _ ბავშვს თვალები აუცრემლიანდა. _ რა განერვიულებს დე, კიდევ დავხატოთ, შენც ხომ დამეხმარები? წამო, ნაყინები ვჭამოთ და ლამაზი კაბებიც ვიყიდოთ _ გოგონამ გახარებული ბავშვი ხელში აიტაცა. მაღაზიებში სიარულისას ლიზას კოტეზე ფიქრი მოსვენებას არ აძლევდა. იცოდა, კოტე მის ყურადღებას არ იმსახურებდა, მაგრამ მაინც უნდოდა ენახა, იქნებ სხვა დრო არც არასდროს დამდგარიყო და მერე საკუთარ თავს ამას ვერ აპატიებდა. წარმოიდგინა ნიკუშას რეაქცია,როცა ეტყოდა კოტე ვნახეო, ის ხომ ყოველთვის მწარე სიმართლეს ეუბნებოდა ლიზას. იქნებ სულაც არ ღირდა? ან რა უნდა ეთქვა მამისთვის, რომელიც მთელი ხუთი წელი არ ყავდა ნანახი? რომ არა ოფისში მომხდარი ინციდენტი ალბათ კიდევ გავიდოდა წლები. გულის სიღრმეში კოტეს ცუდად გახდომას საკუთარ თავს აბრალებდა და თან ამ ვარაუდს კიდევ ერთ შეკითხვას უმატებდა. რატომ გახდა კაცი ცუდათ, თუ ასეთი გულქვა იყო? არა, კოტე ნამდვილად იყო გულქვა მონსტრი და მამამისზე ამგვარი შეხედულების ჩამოსაყალიბებლად ლიზას არაერთი მიზეზი ჰქონდა. _ დედა, დე, ტელეფონზე გირეკავენ _ ფიქრებიდან გამოარკვია ბავშვმა _ გისმენთ _ უპასუხა უცხო ნომერს. _ ლიზა გამარჯობა, როგორ ხარ შვილო, ლია დეიდა ვარ_ თბილად მოიკითხა ქალმა. _ გამარჯობათ ლია დეიდა, მადლობთ კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? _ მადლობ, გაიხარე კარგად ვარ, სამსახურთან დაკავშირებით გირეკავ. _ დიდი მადლობა ლია დეიდა, არ მინდა თქვენი შეწუხება _ დაიმორც ხვა გოგონამ. _ არ ვწუხდები ლიზა, თავს უხერხულად ვგრძნობ მომხდართან დაკავშირებით, ნინას არ ჰქონდა ამის უფლება. _ ალბათ _ მწუხარებით ჩაილაპარაკა ლიზამ და მომხდარი გაახსენდა _ მოკლედ გეტყვი შვილო, ჩემი ახლობლის რესტორანში მიმტანი გოგონები ჭირდებათ, სამსახური თუ გინდა მისამართს გამოგიგზავნი და მიდი, სცადე. _ კარგით, აუცილებლად ვცდი, ნუ წუხხართ თქვენი ბრალი არაა, დავივიწყოთ, ყურადღებისთვის დიდი მადლობა. _ კარგი შვილო, მისამართს გამოგიგზავნი მაშინ, კარგად იყავი. ლიზა ქალს დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. ნენეს გამო ყველანაირ სამსახურზე თანახმა იყო, პატარა რომ არა, ზუსტად იცოდა განვლილი წლების წინ ნამდვილად ავნებდა საკუთარ თავს და სიცოცხლეზე უარს იტყოდა. _ დე,პეპელა _ ნენემ თეთრი პეპელა დაინახა და ახითხითებული დაედევნა. ბავშვის რეაქციის დანახვაზე ლიზამ მძიმე ფიქრები თავიდან გააძევა და გადაწყვეტილება მიიღო, კოტე უნდა ენახა. უკვე იცოდა, რომელ საავადმყოფოშიც გადაიყვანდნენ , ამიტომ ახალ კაბაში გამოწყობილ ბავშვს ხელი ჩაკიდა და სამარშუტო ტაქსი გააჩერა. საავადმყოფოს ფოიეში შესულმა, გეზი მიმღებში მჯდომი ქალისკენ აიღო და კოტე მოიკითხა. _ დე, აქ რა გვინდა ცუდად ხარ?_ ანერვიულდა ბავშვი და გოგონას ფეხებზე შემოეხვია. _ არა კვატია, ნუ გეშინია_ ლიზა ცოტა ხანს ჩაფიქრდა მერე კი პასუხი განავრცო _ ბაბუა უნდა ვნახოთ. _ ბაბუა?_ ბავშვმა გაოცებული სახე მიიღო _ აქეთ წამოდი დედიკო _ ლიზამ ბავშვს მორიგე ექთნის მიერ ნათქვამი პალატის მოსაძებნად უბიძგა. _ აი აქ უნდა იყოს_ ჩაილაპარაკა და სიარულის შემდეგ პალატის წინ მჯდარ ქალთან გაჩერდა. პატარამ , ქერად შეღებილი ქალის დანახვისას დაიმორცხვა და დედის ფეხების უკან დამალვა არჩია. _ ლიზა, _ ქალს გოგონას დანახვა გაუკვირდა და სწრავი მოძრაობით წამოდგა სკამიდან. წამით სანახავად გაწევა სცადა,მაგრამ უხერხულობამ და დაბნეულობამ აიძულა თავი შეეკავებინა. არ ელოდა მის აქ ნახვას . _ შენი გოგონაა? _ ბავშვისკენ გააპარა ცნობისმოყვარე მზერა და ორივე აათვალიერა. _ კი, ნანა, ჩემი პატარაა _ ამაყად უპასუხა ქალს და ბავშვს დასამშვიდებლად ხელი ჩაკიდა. _ ნიკაც აქაა? _ დერეფნისკენ გაიხედა. _ არა, ნიკუშა მუშაობს _ როგორ არის? მენატრება ჩემი შვილი _ სევდიანად ჩაილაპარაკა და თითზე ასხმულ ბრილიანტის ბეჭდებზე დაიხედა. _ შეგიძლია მოიკითხო შენი შვილი, ისევ ის ნომერი აქვს, გაუხარდება._ უპასუხა შეკითხვით გაღიზიანებულმა ლიზამ და წამით მოსვლა ინანა. _ არ ვიცი, არ ვიცი_ ქალმა თავი უკან გადააგდო და დადუმდა. _ კოტე როგორაა? _ რომ მოიყვანეს შენ გახსენა _ მართლა? რაო?_ გაუკვირდა გოგოს _ არ ვიცი, ასისტენტი ახლდა,როგორც კი დამირეკეს გიჟივით მოვვარდი, სახეზე ნიღაბი მედო და წესიერად ჩამობანაც ვერ მოვასწარი._ კანზე სათუთად გადაისვა მოვლილი თითები. _ შესვლა მინდა. _ ახლა ისევ უგონოდაა, მაინც ვერ დაგინახავს და ვერც მოგისმენს._ მწარედ მიაყოლა ქალმა _ უკეთესიცაა _ მოკლედ უპასუხა ლიზამ და ყოველგვარი შესავლების გარეშე შეაღო პალატის კარი. გათიშული კოტე ფერწასული იწვა. გოგონას მამის დანახვაზე გული აუჩქარდა და საშინელი სევდის შეგრძნება დაეუფლა. ღონიერი კაცი უმწეო მდგომარეობაში აქამდე არასდროს ენახა. ის ყოველთვის ყველას მართავდა, ყველაფრის ეპიცენტრში იყო და თვალთახედვიდან არაფერი ეპარებოდა, ახლა კი გაუნძრევლად იწვა საავადმყოფოს პალატაში, აპარატზე დაერთებული და დუმდა. _ მამა, ვიცი შენთვის სასურველი შვილი არ ვყოფილვარ _ თვალები აუცრემლანდა ლიზას _ ისე არასდროს ვიქცეოდი,როგორც შენ მოგწონდა. ბევრი რამ მოხდა,მაგრამ არ შემეძლო არ მენახე, არ ვიცი, შეიძლება გესმის კიდეც, არც კი ვიცი ეს ყველაფერი, რაც ჩვენს თავს მთელი ამ წლების განმავლობაში ხდებოდა რას დავაბრალო. _ ბაბუკო _ ჩაიბუტბუტა პატარამ და კაცს თითზე შეეხო. _ ნენეც აქაა _ ამოიოხრა ლიზამ და ცრემლები გადმოღვარა. _ ნუ ტირი დედიკო რა, ბაბუკო კარგად იქნება _ დააიმედა ბავშვმა,რომელსაც სიტყვა ბაბუკო მოსწონდა. ლიზამ ცრემლები მოიწმინდა და ბავშვი მიიხუტა. _ დაემშვიდობე დე, მივდივართ _ ნახვამდის ბაბუკო, _ ხელი დაუქნია პატარამ და დედასთან ერთად პალატიდან გამოვიდა. _ ნანა _ გოგონამ ტელეფონში ჩამძვრალ ქალს მიმართა. _ რაღაც უნდა გთხოვო. _ მითხარი _ ქალმა თვალები მოჭუტა _ ნიკუშას თუ დაურეკავ ნუ ახსენებ რომ აქ ვიყავით. _ კარგი_ უყოყმანოდ უპასუხა ქალმა და ფოიესკენ წასულებს თვალი დაადევნა,. ნინა ხვდებოდა,რომ ნანა ნიკუშასთან არ დარეკავდა. ლიზამ საბოლოოდ ამოისუნთქა, გულიც დაუწყნარდა. ნანა ისევ ისეთი იყო,როგორიც 5 წლის წინ, საერთოდ არაფერი შეცვლილო. ალბათ წლების მერე ნენე გაიხსენებდა,როგორ გაიცნო ბაბუა საავადმყოფოში,უგონო მდგომარეობაში. გარკვეული დროის შემდეგ ლიზა შეძლებდა ბავშვისთვის ყველაფერი აეხსნა. ახლა კი, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა მოემზადებინა საღამოს, შინ დაბრუნებული ნიკუშასთვის და გახარებული იყო ნახატის გაყიდვით. სანამ სახლში ავიდოდნენ მაღაზიაში პური იყიდეს, ლიზამ თამამად გახედა შოკოლადების სექციას და ნენეს გადახედა. _ გუშინ მოტანილი შოკოლადები კი გვაქვს,მაგრამ კიდევ ხომ არ გვეყიდა კვატია?_ ბავშვი უსიტყვოდ გაქანდა და ტკბილეული დაბღუჯა. ლიზამ ტამამად ამოიღო საფულე, ფული გადაიხადა და კმაყოფილი სახით გამოვიდა მარკეტიდან. _ ბაბუკოს კიდევ ვნახავთ?_ ინტერესიანი თვალებით გახედა ლიფტში შესულ დედას და თვითონაც შებაჯბაჯდა. _ კი დედიკო, ვნახავთ _ სევდიანად უპასუხა ბავშვს . გაღებული ლიფტის კარიდან გამოსულმა ბავშვმა შესძახა _ კავილები _ ნაკეცებიანი ფეხებით ყვითელი ვარდების თაიგულთან ჩაიკუზა და თავი ყვავილებში ჩარგო. ხის კარების წინ უზარმაზარი თაიგული და ძვირადღირებული შოკოლადები ელაგა. გოგონამ ვარდებში ჩამალული ბარათი ამოიღო და ზედ თავისი სახელის ამოკითხვის შემდეგ თავბრუ დაეხვა. საჩუქრებს ადრეც უკეთებდნენ თაყვანისმცემლები,მაგრამ ყვითელ ვარდებსა და შოკოლადებს მხოლოს ალექსანდრე უტოვებდა კართან. _ ალექსანდრე _ ხმამაღლა წარმოთქვა ლიზამ და ყვავილებთან უგონოდ ჩაიკეცა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.