ბნელი ღამის მგზავრი(მეოთხე თავი)
გადავწყვიტე რომ მეამბნა ჩემი წარსულის შესახებ, მასთან დასამალი არაფერი იყო, მაგრამ ალბათ, აქამდე გამბედაობა არ მყოფნიდა წარსულის გასახსენებლად, იმ ემოციების და ტკივილის ხელახლა გასავლელად. მე ხომ მთელი მონდომებით ვცდილობდი ყველაფრის დავიწყებას, ვცდილობდი არ მეფიქრა წასულზე. ახლა ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს მრავალჯერ წაკითხული წიგნი გადმოვიღე თაროდან და გადავფურცლე, კვლავ წასაკითხად. ღრმად ამოვისუნთქე და თხრობა დავიწყე, ისე რომ პოზა არ შემიცვლია. ------------------- -ჩემი ოჯახი, დედა და ბებია იყო, მე კი ერთადერთი ბავშვი ვიყავი ამ პატარა ოჯახის. ლაღი ბავშვობა არასოდეს მქონია, ერთი დღეც არ მახსენდა უდარდელი. თუმცა, პირველად ყველზე დიდი შოკი, მაშინ მივიღე როცა დედისგან მოვისმინე,რომ მამამ მანამ მიმატოვა, ვიდრე ქვეყანას მოვევლინებოდი, ბებიას ესაუბრებოდა, და შემთხვევით ყური მოვკარი მათ ლაპრაკს. იმ დღის მერე, აღარასოდეს მიხსენებია მამა, არც მის მოსვლაზე მიოცნებია…მანამდე?მანამდე ყოველ დღე ველოდებოდი. ჩემს ირგვლივ, ყველა ბავშვს ყავდა მამა და ბუნებრივია მეც მინდოდა მყოლოდა, ოცნებად მქონდა ქცეული, ხშირად წარმოვიდგენდი, როგორი იქნებოდა მამაჩემი, ჩემს წარმოსახვაში ლამის გმირი შევქმენი მისგან. იმ დღეს, როცა ის სიტყვები გავიგონე, გმირიც და ოცნებებიც ერთად დაინგრა…სულ რაღაც შვიდი წღის ვიყავი, როცა დედამაც დამტოვა, როგორც მაშინ ბებიამ ამიხსნა, დედა ცაში გაფრინდა.ღამით, ყველა ვარსკვლავს ვაკვირდებოდი იმ იმედით,რომ მეგონა იქედან დედაჩემი მიმზერდა…დავრჩით მარტო მე და ბებია, ძალიან გვიჭირდა, როგორც სულიერად და ფსიქოლოგიურად ასევე ფინანსურადაც. სკოლის ნივთებს ვერ ვყიდულობდი, ხან კალამი არ მქონდა ხან რვეული. ჩვენს პატარა სახლშიც წყალმა იწყო ჩამოსვლა,როგორც კი გაავდარდებოდა, წკაპაწკუპით ჩამოდიოდა ოთახებშიც წვიმა. მხოლოდ ერთი, პატარა ოთახი რჩებოდა მშრალად, ჩვენც მას შევაფარეთ თავი. ერთ პრობლემას მეორე მოსდევდა, ამდენს ვერ გაუძლო მოხუცმა ბებომ, და მცირე ხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, მანაც დამტოვა. ცამეტი წლის ასაკში, დავრჩი სრულიად მარტო. რთული იყო ამ ყველაფრის ატანა, გაუსაძლისი იყო მარტოობა, თავდაპირველად მეზობლები მეხმარებოდნენ მცირედით, მაგრამ დროსთან ერთად მათაც მივავიწყდი, ან ვის დავავალდებულებდი, მათაც თავისი გასაჭირი ჰქონდათ. რამდენჯერ მშიერს დამიძინია…მივხვდი, რომ ვერავინ დამეხმარებოდა, ისევ ჩემში უნდა მეპოვნა ძალა, უნდა მებრძოლა გადარჩენისთვის.სხვაგვარად, შიმშილით სიკვდილი არ ამცდებოდა.ზოგჯერ სახლებს ვალაგებდი, მოკლედ ვისაც რა დახმარება ჭირდებოდა არაფერს ვიზარებდი. ასე თუ ისე თავი გამქონდა, დღიურ ლუკმას გამოვიმუშავებდი. გადიოდნენ წლები, სკოლაც დავამთავრე. უკვე, თვრამეტი წლის ვიყავი, ფერმაში რომ დავიწყე მუშაობა, რძის პროდუქტები იწარმოებოდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, ნორმალური ანაზღაურება მქონდა, აღარ მიწევდა პარალელურად დამატებითი სამუშაოს ძებნა. დაახლოებით ერთი წელი გაგრძელდა ეს ჰარმონიული სიტუაცია, მანამ სანამ ამ ფერმის პატრონი, და ჩემი ეგრეთ წოდებული “ბოსი”(რეზი)ფლირტაობას დამიწყებდა, თავიდან ვაიგნორებდი, ყურადღებას არ ვაქცევდი, სამსაური ძალიან მჭირდებოდა და მაგიტომ. როცა სიტუაცია უკონტროლო გახდა, და აშკარად მავიწროებდა მუშაობას თავი დავნებე, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა. იქ რომ ვეღარ მნახა, მერე სახლში მომადგა.ვერაფრით შევაგნებინე, რომ უნდა შემშვებოდა, მისი დანახვა კი არა ხმის გაგონებაც არ მინდოდა. ერთ საღამოსაც ნასვამი მომადგა, არ მინდოდა მეზობლებს მისი ლაპარაკი გაეგოთ, და სახლში შემოსვლის უფლება მივეცი, მანამდე ასე არასდროს მოვქცეულვარ, არ ვიცი რატომ ვენდე, ერთხანს მიყურა ვნებამორეული ამღვრეული თვალებით, მერე კი როცა კატეგორიულად მოვთხოვე წასულიყო, ველურივით მეცა და კოცნა დამიწყო, ვცდილობდი მომეშორებინა. ხელებს აუტანლად დააცურებდა ჩემს სხეულზე, უფრო და უფრო მომთხოვნი ხდებოდა. როცა დავრწმუნდი, რომ მისი შეჩერების ძალა არ შემწევდა, თვითონ კი არ მომშორდებოდა, სანამ საწადელს არ მიაღწევდა, იქვე, მაგიდაზე მდგარ პატარა სახილეს გადავწვდი, და თავში ჩავარტყი. მაშინვე ჩაიკეცა და ხელები თავზე მოიჭირა, სისხლმაც არ დააყოვნა და მალე თითებს შორის გამოჟონა ბლანტმა სითხემ. ძალიან შემეშინდა, მისი მოკვლა არც მიფიქრია, უბრალოდ მინდოდა მომეშორებინა. გამოვიქეცი, თუმცა როგორც ჩანს, სერიოზულად არ დაშავებულა, ისიც ფეხდაფეხ მომდევდა. ტყეში შევასწარი და სიბნელეში დავეკარგე, გზამდე გამოვაღწიე და გამვლელი მანქანა გავაჩერე, დანარჩენი შენც იცი… თავი ავწიე სახეში მივაჩერდი, სიბრაზისგან რომ იტყვიან თვალებიდან ცეცხლებს ყრიდა. -და ის ნაბი*ვარი, ყოველივე ამი შემდეგ ბედავს და ფეხდაფეხ დაგყვება? მე და გოგა მივხედავთ მაგ ს*რს.შენ კი მანამ სანამ მოვაგვარებ სიტუაციას, ფეხი არ გადგა უჩემოდ არსად,არც სამსახურში წახვიდე. -კარგი, მაგრამ იცოდე ყველაფრის ჩამდენია ეგ ადამიანი,არ მინდა რამე დაგიშავოს… -შენ მხოლოდ სახელი და გვარი მითხარი, დანარჩენს მე მივხედავ, ნუ ღელავ ცუდი არაფერი მოხდება. მითხრა, და ხელი ნაზად გადამისვა ლოყაზე, მერე კი, იმ ჯადოსნური ღიმილით გამიღიმა, რომელიც ასე მაბნევს და სულს მიფორიაქებს. არც მას რჩება შეუმჩნეველი ჩემი აფორიაქება, მიახლოვდება იმდენად, რომ უკვე მის სუნთქვასაც შევიგრძნობ. თვალებს ვხრი, და ვგრძნობ ნანატრი კოცნის მოლოდინში, როგორ გამალებით მიცემს გული. არც მან დააყოვნა ნაზად დააგემოვნა ჩემი ტუჩები. ცალი ხელი წელზე მომხვია და მისკენ მიმიზიდა. დიდხანს არ დაგვცალდა ამ წუთებით ტკბობა, თემოს მობილური ახმაურდა. -ნეტავ ვის გავახსენდი ასეთ დროს…ბუზღუნით ამოიღო ჯიბიდან მობილური და უპასუხა. -ხო შე*ემა რა იყო დავიჯერო უკვე მოგენატრე? -საქმე მაქვს, გაგაღვიძე თუ რა ხმა გაქვს? -არ რა დროს ძილია, ამაზე უკეთეს დროს ვერ შეარჩევდი დასარეკად…გისმენ აბა რა მოხდა. სამზარეულოში გავედი და როცა დავბრუნდი საუბარი უკვე დასრულებული ქონდა. -გოგა იყო, ახალ პროექტთან დაკავშირებით რაღაცის დაზუსტება უნდოდა. -უთქმელადაც მივხვდი, რომ ეგ იქნებოდა, კარგ დროს კი დარეკა. ვუთხარი სიცილით, და გვერდით მივუჯექი, მანაც უმალ მომიმწყვდია ღონიერ მკლავებში. ცოტა კიდევ ვისაუბრეთ, მერე კი დავიძინეთ. დილით ჯერ ისევ ძილბურანში ვიყავი, თემოს ხმა რომ ჩამესმა,წასასვლელად ემზადებოდა, და თან დაბალი ხმით, ვიღაცას ესაუბრებოდა. -რა მესიზმრე შე*ემა, საქმეა მოსაგვარებელი. ათ წუთში გამოგივლი და ჩამოდი ძირს. -………………… -კაი გამოვდივარ უკვე…თქვა და კარი გაიხურა. დაახლოებით მივხვდი, რა საქმეც იყო მოსაგვარებელი. მალევე ავდექი საწოლიდან, ხალათი მოვიცვი, და სამზარეულოში გავედი,ყავა გავამზადე და ფანჯარასთან ახლოს მდგარ სავარძელში მოვკალათდი,ცხელ სითხეს ნება-ნება მივირთმევ და გარეთ ვიხედები. წვიმს, წვეთები გამეტებით ეხეთქებიან მინაზე და ხმაურით ეშვებიან ძირს. ფიქრებში წასული, ცოტა არ იყოს შემაშინა კიდეც მობილურის ხმამ. -გისმენ ლენუკა, შენ და ასე დილა ადრიან გაღვიძება? რაღაც ხდება აშკარად. -ხო საქმე მქონდა, აქვე ახლოს ვარ და თუ სახლში ხარ ამოვალ. -ამოდი, როდის აქეთ არის რომ წინასწარ მითანხმდები. მობილური გავთიშე და იქვე დავდევი, ორ წუთში უკვე კარზე იყო ზარი.ზანტად წამოვდექი, და კარების გასაღებად გავემართე. ერთიანად გაწუნწულ ლენუკას შემოვუძეხი სამზარეულოში. -ჯანდაბა. დილით რომ გამოვედი სახლიდან არ წვიმდა, ახლა კი ნახე რას ვგავარ, გასაწური ვარ. -ნუღარ წუწუნებ, ჩემს საძინებელში შედი და რამე მოირგე, გამოიცვალე. ამასობაში კი მე ყავას გაგიმზადებ. -ჩაი მირჩევნია. გამომძახა საძინებლიდან. მალევე გამოვიდა, ჩემს ტანსაცმელში გამოწყიბილი, და მაგიდაზე მდგარ ჩაის დაეწაფა. -რამ გამოგიყვანა ასეთ ამინდში გარეთ, მითუმეტეს ქოლგის გარეშე, ლამისაა ცა ჩამოდის ძირს. -არ გითხარი? როცა გამოვედი არ წვიმდა მეთქი. გასაუბრებაზე ვიყავი, ორ დღეში დაგირეკავთო და ვნახოთ აბა. -ჩემო ნიჭიერო, იმედია აგიყვანენ, ისე ამ დილა ადრიან რა დროს გასაუბრებაა. -რავიცი, მეც გამიკვირდა, სად არვყოფილვარ გასაუბრებაზე, მაგრამ ასეთ დროს? ლუკა დღესაც არ ჩანს? -არა, მგონი დავისვენე მაგისგან და ეგაა. -ვითომ? ვნახოთ რამდენ ხანს გასტანს ეს სიმშვიდე,როდემდე ეყოფა მოთმინება ბიჭს. ხომ იცი ეგ მთლად დალაგებული არ არის. -რა დალაგებული, მაგისმა ტვინმა”მე ნაოჭი არ ვიცი რა არისო”…სიცილით დავამთავრე სათქმელი, და ლენუკას გავხედე, რომელიც ჩემს ნათქვამზე ხარხარებდა. -ლენუკა, იცი გუშინ თემომ მაკოცა… ვუთხარი, ყოველგვარი შელამაზების გარეშე, და მის რეაქციას დაველოდე,ისიც მაშინვე კივილით წამოხტა სკამიდან. -აი ვიცოდი, გეფიცები ვატყობდი რომ მასაც უყვარხარ, მალავდა, მაგრამ მაინც იგრძნობოდა. მერე რამე გითხრა, დაილაპარაკეთ? -არაფერი, გოგამ დაურეკა, მერე კი საძინებლებში გავედით დასაძინებლად, აღარ გვილაპარაკია. -საღოლ რა გოგასაც, უკეთესდროს ვერ შეარჩევდა. თქვა და გაბრაზებული სახით ისევ სკამზე დაჯდა. გადიოდნენ დღეები, მთელი ერთი კვირა სახლში ვიყავი გამოკეტილი. თემოც ცდილობდა ჩემთან ახლოს ყოფილიყო, მარტო არ მტოვებდა. უფრო გახსნილები ვიყავით ერთანეთის მიმართ, გრძნობებს არცერთი აღარ ვმალავდით.ლენუკას დაუფასდა სისხამ დილით წვიმით გაწუნწვა, და სამსახურში აიყვანეს,ერთ-ერთი ფირმის, გაყიდვების მენეჯერია,აქვე ახლოს მუშაობს და თითქმის ყოველ საღამოს ჩვენთან არის… კარის გაღების ხმა გაისმა, და თემომ ჩვეული ხალისითა და ბედნიერი სახით შემოაბიჯა. -საღამო მშვიდობისა გოგოებო. შენი ტყვეობა დასრულდა, ხვალიდან შეგიძლია თავისუფლად გახვიდე გარეთ. მაცნობა ღიმილით სიახლე და კოცნა მომპარა. -მართლა? როგორც იქნა, უკვე აღარ მეგონა ეს დღე თუ დადგებოდა. -მოემზადე და სადმე გავიდეთ. -და სად გვეპატიჟები? აციმციმებული თვალებით იკითხა, იდეით მოხიბლულმა ლენუკამ. -დღეს ახალი კლუბის გახსნაა, ამბობენ ძალიან მაგარი სიტუაცია იქნებაო, ჰოდა ჩვენც წავიდეთ რა, ნათქვამს ნანახი ჯობია. მაშინვე შევუდექით მზადებას, უკვე კარგად ბნელოდა, როცა კლუბში შევაბიჯეთ, სავსე იყო ხალხით. სივრცეს თვალი მოვავლეთ და თავისუფალი მაგიდისკენ დავიძარით. ის იყო, სასმელი შევუკვეთეთ, რომ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. -ოღონდ ეს არა. აღმომხდა ჩემდა უნებურად. ----------------- გადახედეთ და თქვენი შეხედულებები გამიზიარეთ მეგობრებო❤❤❤ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.