შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 5)


10-08-2018, 13:44
ნანახია 2 895

-ჯანდაბა! იმედია ქალიშვილობა ასე ბანალურად არ დამიკარგავს. - თვალებს ვატრიალებ და საბანს ვიხდი. ყველაფერი რიგზე, ტანსაცმელი ისევ მაცვია და სრულიად ხელუხლებელია!
საწოლში ვიზმორები, რასაც ჩემი ძვლების ტკაცუნის ხმა მოყვება.
-ეს ჩემი ფეხსაცმელი სადღაა? - ირგვლივ ვიხედები და როგორც კი ვამჩნევ, სწრაფად ვიცმევ. ის ისაა გასვლას ვაპირებ ოთახიდან, რომ კარადის თავზე უზარმაზარ სპანჯბობს ვხედავ. მგონი ვიღაცას ჩემსავით უყვარს სპანჯბობი. მეღიმება და ოთახს ვათვალიერებ, რამე მინდა, რაზეც დავდგები, რადგან კარადა საკმაოდ მაღალია. ოთახში, რომ ვერაფერს ვპოულობ, აივანზე გავდივარ. რამდენიმე წუთში კი სარწეველა სკამს მოვათრევ იქიდან.
-ახლავე მოგწვდები ყვითელო!
-რას აკეთებ ? - ის-ისაა ხელს ვიწვდენ ასაღებად, რომ ნაცნობი ხმა მაკრთობს. იმდენად სწრაფად ვბრუნდები უკან, რომ სავარძელი იხრება და იატაკზე „ვეფინები“.
-ვაიმე, ხელი! - გაჭირვებით ამოვიკრუსუნე, როგორც ჩანს უშნოდ მომყვა ხელი დაცემისას. ნაცნობი სილუეტა სწრაფად მიახლოვდება და ხელში ავყავარ, შემდეგ კი მაგარი ზედაპირიდან რბილში ვინაცვლებ.
-ნორმალური ხარ? სად მიძვრებოდი?! - ბრაზით დამჩხავის თავზე და თან ხელს მისინჯავს ბატონი სერიოზულობა.
-მე სპანჯბობი...- ჯანმრთელ ხელს კარადისკენ ვიშვერ, ისიც იქით იხედება ჯერ წარბებს კრავს, მერე კი სულ ოდნავ იღიმის, მაგრამ რად გინდა? ორ წამში კვლავ იღუშება. რა ჯმუხი ადამიანია!
-პატარა ბავშვი ხარ? - სულ გაბრაზებული რანაირად უნდა მიყურებდეს, გავგიჟდი!
-დიდი ბავშვი ვარ! - ვეჭყანები და მეც ისევე ვკრავ წარბებს.
-არ მოგიტეხავს უბრალოდ ნაღრძობია, მალე გაგივლის. - ჩემს ხელს საწოლზე აბრუნებს და გასასვლელისკენ მიდის. მეც რა თქმა უნდა, ფეხ-დაფეხ მივყვები.
-აქ როგორ მოვხვდი?
-ჩემი მანქნით.
-სახლში რატომ არ წამიყვანე?
-სახლია, სასტუმრო არაა!
-შენ, როგორ მნახე?
-თვალებით!
-იმას ვგულისხმობ, რომ წასული იყავი.
-მოვბრუნდი!
-რისთვის?
-შენთვის არა!
-ნიკა? - ამ კითხვაზე კი სწრაფად მიმავალი უმალ მობრუნდა. მე ვინაიდან და რადგანაც თავჩახრილი მივდიოდი და ვერ შევამჩნიე მისი გაჩერება, პირდაპირ ცხვირით შევასკდი გულ-მკერდზე. მეტკინა!
-გაგიჟდი? - ჯიქურად მივაშტერდი თვალებში. - ჯერ იყო და შენგამო ლამის ხელი მოვიტეხე, ახლა კი ეს! -ხელი ავიფარე ცხვირზე და განზე გავწიე თავი, თითქოს ამით მისგან ვიცავდი.
-ნამდვილად ჭირდება მოტეხვა ისეთი გრძელი! - გამწარებულმა ჩაისისინა და რომელიღაც ოთახში შევიდა.
-პატარა ცხვირი მაქვს მე! - გაბუტულმა ჩავილაპარაკე, ამის შესამოწმებლად კი ხელით მოვისინჯე ჩემი ოდნავ აპრეხილი ცხვირი. კარადიდან პირასხოცი აიღო და გვერდი ამიარა. მეც კუდელივით მივყევი უკან.
-შენ რა სააბაზანოშიც აპირებ შემოყოლას?! - ჩემკენ მობრუნდა და გაფართოებულ თვალებში ჩამაშტერდა.
-მეც მაგის კითხვას ვაპირებდი! - პისახოცი სწრაფად ავართვი ხელიდან და თავპირისმტვრევით შევედი სააბაზანოში, შემდეგ კი საგულდაგულოდ გადავკეტე კარები.
-რა...რა გააკეთე ? - ისე დააბრახუნა, რომ კართან ატუზული სწრაფად გავხტი უკან. - გააღე დროზე! - თავის გადარჩენის ინსტიქტმა მძლია და წამით დავფიქრდი მის შემოთავაზებაზე, თუმცა როგორც გითხარით წამით!
-გადავივლებ და გამოვალ!
-გოგო არ გადამრიო! - ისევ ღრიალი. -სამსახურში მაგვიანდება, შენ ჩემს მერე შედი!
-სტუმარს ეცი პატივი! რას ქვია შენს მერე შევიდე? - ვიკვირვებ.
-გოგო!
-ნუ ჩამოტეხე კარები! შენი სახლია, ჩემი კი არა! - პირსახოცს იქვე ვდებ და წყლის ტემპერატურის დარეგულირებას ვცდილობ.
-თუ არ გინდა მართლა ჩამოვტეხო და მერე ვანაში ჩაგახრჩო დროზე გამიღე! - ასეთ საყვარელ გოგოს, რომ გაიმეტებენ ვანაში ჩასახრჩობად!
-თუთხმეტ წუთში გამოვალ! - ტანსაცმელს ვიხდი და წყალის ქვეშ ვდგები, შემდეგ კი ჩემს საყვარელ სიმღერას ვღიღინებ. –
-ეს გული მხოლოდ შენ გიძღვნის სალამს,
მთელი დღე შენზე ფირებს უნდება,
და გამიღიმე იცოდე სანამ
უჩემოდ ყოფნა გაგირთუ... - სიტყვა შუაზე მიწყდება, როცა წყალიც წყდება, მე კი ერთიანად გაქაფულლი ვდგავარ აქ. -რა...რახდება? - თვალებიდან შამპუნს მუჭით ვიწმენდ და წყლის ჩასართველს ვაწვალებ. -შენ...მან - სიტყვას ვერ ვუბამ თავს. ნუთუ მან გადამიკეტა წყალი?! პირსახოცს ტანზე ვიხვევ და გამწარებული გამოვდივარ იქიდან. ფეხი იატაკზე მისრიალებს და მთელი ძალით ვეჯახები კედელს. ეს კედელი უჩვეულოდ თბილია და თან სასიამოვნო სურნელი აქვს...მმმ. ხელით ვსინჯავ „თბილ კედელს“. ნელნელა ზევით ვიწევი, ჰმ ადამიანის ფორმა აქვს. სწრაფად ვახელ საგულდაგულად დაღუჭულ თვალებს და სანდროს (ალექსანდრეს) ამღვრეულ ყავისფერებს ვაწყდები.
-შენ...-წუთში ასოც დარტყმას სცილდება ჩემი გული, როცა მის თბილ სუნთქვას ბაგეებზე ვგრძნობ და უნებურად მელულება თვალები.
-შედი! - აფორიაქებული მცილდება და ოთახიდან გადის, მე კი იდიოტივით რამდენიმე წუთი ერთ ადგილზე ვდგავარ. გონზე წყლის ხმას მოვყავარ და არეული ნაბიჯებით ვბრუნდები სააბაზანოში. ეს რა იყო?!
იქიდან მალევე გამოვდივარ ჩაცმული და პირველ სართულზე ვინაცვლებ. ლამაზი სახლია, ეტყობა, რომ გამოცდილმა ადამინება იზრუნეს მის ინტერიერზე.
-ჩამოხვედი ? -შიშისგან ვხტები, როცა მისი ხმა მესმის. ერთხეაც იქნება გულს გამიხეთქავს ეს ადამიანი! - სამზარეულოში შედი და ისაუზმე, მე კი მალე ჩამოვალ. - გვერდს მივლის და სწრაფი ნაბიჯებით ადის კიბეებზე. რამ დაათბო ნეტა?
-ო ღმერთო, ნიკა! - ხალაღა მახსენდება ჩემი შეყვარებული და ჯიბეებს ვიქექავ იმის იმედით, რომ ტელეფონი აღმომაჩნდება იქ, თუმცა ამაოდ. იმ ოთახში გავდივარ, სადაც გავიღვიძე და ტუმბოზე დადებულ ტელეფონს ვწვდები. იქ ცხრა გამოტოვებულ ზარი მხვდება; ნიკა, ნიკა, ნიკა...ლანა... მასთან გადავრეკე და დაველოდე ზარის გასვლას.
-ლიზ! სადხარ? კარგად ხარ? - მისი აფორიაქებული ხმა მესმის ტელეფონის მეორე მხრიდან. -რომ იცოდე სად არ გეძებე! უკვე პოლიციაშიც ვაპირებდი დარეკვას!
-ნუ ღელავ ნიკა, კარგად ვარ! - ვამშვიდებ. ახლა, რომ ვუთხრა გუშინ მთელი ღამე სანდროსთან გავატარე, ალბათ ტელეფონიდან გადმოძვრება.
-გუშინ სად წახვედი? ან ახლა სად ხარ?
-ნიკა, დამშვიდდი კარგი? - ხმას ვუწევ. - რამდენიმე საათში კაფეში გნახავ! - ტელეფონს ვთიშავ და ის ისაა გარეთ უნდა გავიდე, რომ ალექსის ხმა მეწევა.
-საით? - მისკენ ვბრუნდები და კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი ალექსი საშინლად მაბნევს.
-მე...ის იქ... -ბლუყუნი მივარდება და ხან ეზოსკენ ვიშვერ ხელს და ხან მისკენ, ამაზე კი ეშმაკურად ეღიმება.
-შენ...ის იქ , რა ? - ჩვენშორის მანძილს ამცირებს და მომნუსხველად მიღიმის.
-მე...ის იქ - მისი ხარხარი მაჩერებს და წარბებს ვკრავ.
-რა იყო მეტყველების უნარი დაკარგე? - ჩემგან პასუხს, რომ ვერ ღებულობს ისევ აგრძელებს. - წამოდი მე გაგიყვან. - პასუხს ისევ არ ელოდება ისე გავყავარ კარებიდან.
-არ მინდა, მადლობა! - დღეს მეყოფა მისი სახის დანახვა, ამოტომ ჯობია მალე გავეცალო.
-სადმე, ჩემს ხმაში კითხვის ნიშანი გაერია ? -წარბაწეული მიბრუნდება, როცა კარებს კეტავს და დაუკითხავად მავლებს მაჯაზე ხელს.
-ჰეი, გამიშვი! ჩემით წავალ! - ყურებიც არ შეუბერტყავს ჩემს სიტყვებზე, ისე ჩამსვა მანქანაში. -გიჟი ხარ!
-ზედმეტები ნუ მოგდის! - იღრინება და მანქანას ქოქავს, მეც ვჩუმდები.
-ლანასთან მიმიყვანე! - დღუდღუნით ვამბობ და ეღიმება. დღეს ხშირად მიღიმის რაღაც, ნუთუ ვკვდები და არ ვიცი?
-შენი შეყყვარებული სად იყო, როცა ვიღაცას თავს ეს ხმოდი? - წარბებს ვწევ. მან რა იცის? ნუთუ იმ დროის მანძილზე იქ იყო?
-შენ საიდან იცი?
-მე...- თავს იქექავს დაბნეული. - დაცვას ვკითხე რატომ გამოგაგდეს და მან მითხრა! - ჭკვიანია რას ერჩით.
-კარგი! - ბიძაჩემის სახლთან მისვლამდე ხმას, არც ერთი აღარ ვიღებთ. მე კი დღევანდელზე ვფიქრობ. მის სიახლოვეზე, მის სურნელზე, საერთოდ რა მოხდა დღეს? სანდროსკენ ვიხედები. ლამაზი პროფილი აქვს, მკაცრი ნაკვთები, მისი თმა კი კუპრივით შავია, მინდა თითები ავასრიალო მასში და ხელით შევიგრძნო. ლიზა! რა გემართება? ჯანდაბა!
-მესმის, რომ სიმპათიური ვარ, მაგრამ ასე დიდხანსაც ნუ მიყურებ. კისერი გაგიშეშდება! - ეს გველური ღიმილიც, როგორ უხდება?
-შენ არა, უბრალოდ იქითა მხარეს გზას ვუყურებდი! - სწრაფად უარვყავი და გვერდზე ვიბრუნე თავი. მისი ჩაცინების ხმამაც არ დააყოვნა. რა იდიოტი ხარ, ელიზაბეტ! –კარგი, აქ გააჩერე! -გველნაკბენივით გადმოვდივარ მანქანიდა, როგორც კი ნაცნობ სახლს ვხედავ.
-ისე აგაფორიაქე, რომ ზრდილობის ფორმები დაგავიწყდა? - მისი დამცინავი ხმა მეწევა ზურგს უკან და მეც ნელა ვბრუნდები, მაგრამ ვინ იცის რად მიჯდება ეს მობრუნება?
-მადლობა და ნახვამდის!
-კარგად, იმედია დღესაც არ დათვრები კლუბში და არ დაერევი ხალხს! - ჩაიცინა და სანამ პასუხს გავცემდ მანქანა მოწყვიტა ადგილს. იდიოტი!
-ლიზა, როგორ ხარ ? - კარებში ტრადიციულად ბიცოლა მხვდება და მკოცნის.
-კარგად ბიცოლა შენ? ლანა სადაა?
-იქეთ ოთახში ტელევიზორს უყურებს. - მასთან სწრაფად შევდივარ და როგორც კი მხედავს ფეხზე ვარდება.
-ლიზა, სად ხარ? გუშინ შენმა მშობლება დარეკეს და მკითხეს ლიზა შენთან არისო! - ჩურჩულით მეუბნბა, ალბათ ბიცოლამ, რომ არ გაიგოს იმიტომ.
-შენ რა უთხარი? - შეშფოთებული ვუბრუნებ კითხვას.
-ვიფიქრე ნიკასთან დარჩი და მათ ვუთხარი, რომ ჩემთან ხარ.
-მადლობა ღმერთს! - გულზე ხელს ვიდებ და მდივანზე ვესვენები.
-სად იყავი? - ინტერესით დამყურებს ჯაფარიძე თავზე.
-ალექსანდრესთან!
-რაა?
-რა გაყვირობს გოგო, ჩუმად! - პირზე ხელს ვაფარებ და მკლავზე ვბწკენ.
-გამიშვი! მასთან რა გინდოდა?
-კლუბიდან სახლში მიმიყვანა!
-მოიცა, მოიცა! ნიკასთან არ იყავი კლუბში? ყველაფერი მომიყევი, თავიდან ბოლომდე! - სწრაფად მაყრის, მე კი თვალებს ვატრიალებ და ყველაფერს დაწვრილებით ვუყვები. სანდროსთან შეჯახებების გარდა!
-ბოჟე მოი! - თავისებურად იკვირვებს და ჩემ გვერდით ჯდება.
-ასე იყო, ჩემო კარგო! - ახლა კი მშია სასწაულად. ნაბიჯით იარ სამზარეულოსკენ - ხმამაღლა ვამბობ და ლანას მივათრევ. მართალია იმ ტირანმა შემომთავაზა საუზმობა, მაგრამ მაინც ისე დავრჩი.
-ჩემო კულინარო ბიცოლა, გაქვს რამე, რომ დამაპურო?
-როგორ არა ბოცოლა გენაცვალოს. - სამზარეულოს მაგიდასთან ვჯდები და ლანაც გვერდით მისკუპდება.
-ამ საღამოს აქ დარჩი რა. - კნუტის თვალებით მიყურებს ლანუკა.
-ვნახოთ ვნახოთ! - სწრაფად ვწვდები შემწვარ კარტოფილს და გემრიელად ვახრამუნებ.

******
ლანას ვპირდები, რომ საღამოს მოვალ და კაფისკენ მივუყვები ნელი ნაბიჯებით გზას. გუშინდელი ჩემი საქციელის გამო კი თავს ვიწყევლი, მაგრამ შედარებით მსუბუქი წყევლით, რადგან მახსენდება, რომ ზოგჯერ წყევლა ხდება. ამ ფიქრებში ტელეფონი იწყებს ზუზუნს.
-გისმენ ლუკიტო! - მხიარუად ვპასუხობ მწვანეთვალებას.
-მომგებიანი შემოთავაზება მაქვს შენთვის!
-აბა გისმენ!
-მოკლედ ახლა ხომ ზაფხულია?
-მერე?
-თბილისშიც ხომ ძაან ცხელა?
-მერე?
-სამაგრელო ხომ არ გაქვთ შენ და ლანას ნანახი?
-ლუკა უკვე მაღეზიანებ! - თვალებს ვატრიალებ. -პირდაპირ თქვი!
-აი ჩემს კუთხეში მინდა, რომ წაგიყვანოთ რა! - თვალები მიფართოვდებ. მე ? სამეგრელოში?
-აუუ, ქირია ძმა ხარ რა! - ყვირილს ვიწყებ და შუა ქუჩაში აქეთ იქით დავხტივარ, როცა სიგნალის ხმა მაფრთხობს.
- გინდა გოგონი?
-მაპატიეთ, ბოდიში! -სწრაფად გადავდივარ ტროტუარზე.
-რა ხმაა? სად ხარ ტო?
-ქუჩაში! - ვხითხითებ - როდის მივდივართ?
-ხვალ ან ზეგ რა!
-კარგი, ლანამ იცის?
-არა, მინდა შენ უთხრა. - მიკვირს, მაგრამ ვეთანხმები და სწრაფად ვუთიშავ ტელეფონს, შემდეგ კი კაფეში შევდივარ. ნიკოლოზი ჩვეულ ადგილას ზის, როგორც კი მხედავს სწრაფად მოდის ჩემთან და ძლიერად მეხვევა!
-კარგად ხარ? იცი როგორ ვინერვიულე?! -იმის დასარწმუნებლად, რომ მთელი ვარ ერთს მატრიალებს და ისევ მეხვევა.
-ნიკა გავიგუდე! - მოგუდული ხმით ვამბობ და მის მკლავებში ვფართხალებ.
-შენ, რომ რამე დაგმართნოდა...
-გაჩუმდი და გამიშვი თორემ ვეღარ ვსუნთქავ! - ხელი ოდნავ მომიშვა და მეც გამოვძვერი მისი მკლავებიდან. -კლუბიდან, რომ გამომაგდეს ლანასთან წავედი, მთვრალს კი საერთოდ არ გამხსენებია შენთან დარეკვა!
-ბოდიში, უბრალოდ შემაშინე ძალიან.
-კარგი, მოდი დავსხდეთ! ლუკასთან და ბიჭებთან ერთად სამეგრელოში ვაპირებთ ამ დღეებში წასვლას. -სასხვათაშორისოდ ვამბობ და მის რეაქციას ვაკვირდები. დიდად არ მოსწონს ეს იდეა, მაგრამ იმდენს ხვდება, რომ იქ წასვლას ვერ ამიკრძალავს.
-კარგი ორ დღეში მოვრჩები მეც საქმეებს და წავიდეთ!
-კარგი, შენები როგორ არიან?
-კარგად, არ უნდოდა ნანის ჩემი გამოშვება, მაგრამ რას ვიზამთ. - იღიმის და ლოყაზე მჩქმეტს.-აბა, რას შეჭამ ?
-მმ...ნაყინი მინდა მარწყვის! - ტუჩბს ვილოკავ და ვიცინი, თუმცა სიცილი სახეზე მახმება, როცა ნიკა ჩემს სახესთან ძალიან ახლოს იხრება. - რა...რა ხდება? - სწრაფად ვხვდები მის განზრახვას და გველნაკბენივით ვიხრები უკან.
-ლიზ, რა ჯანდაბა გჭირს? თუ მე მჭირს რამე და არ ვიცი ? - წაშლილი სახით ბრუნდება უკან მე კი თავს ვხრი. - როგორც კი შენს საკოცნელად ვიწევი ან ლოყას მიშვერ, ან საერთოდ უკან იხევ!
-ნიკა მე...მე - სიტყვებს ვერ ვუბამ თავს. ის მართალია, მაგრამ არ შემიძლია მას ზედმეტად შევეხო. ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ამით უპატიებელ ცოდვას ჩავიდენ. მაგიდაზე ხელს არტყამს, მე კი შიშისგან ვხტები. სწრაფად დგება ფეხზე და უკანმოუხედავად გადის კაფიდან
- ლიზა! - ფიქრებში გართულს ჩემი სახელი მესმის და მისი ავტორის კენ ვიხედები. ო ღმერთო! ჩემს წინ ვაკო დგას და მონდომებით მიღიმის.
-ვაკო?
-როგორ ხარ? - ჩემსკენ მოდის და მკოცნის, თან რამდენიმე წამი ლოყაზე აჩერებს ბაგეებს. სხეულში უსიამოვნოდ მცრის და უკან ვიხევ.
-კარგად შენ?
-მეც.
-კარგია! -ცალყბად ვიღიმი და ისევ ჩემს ადგილს ვიკავებ.
-რატომ ასე გულგრილად? - ლუკას ადგილას ჯდება და ისევ მიღიმის. ნეტა რა ჯანდაბა უნდა?
-რა გინდა ? - უხეშად ვუბრუნებ კითხვას და წარბებს კუშტად ვკრავ.
-შენი გული! - თვალები მიფართოვდება და ხარხარს ვიწყებ.
-მეტი ნამდვილად არაფერი ხომ ? - დამცინავად ვაკვირდები.
-ეს შენთვის. -წინ ლამაზ ძეწკვს მიდებს, რომელსაც გულის ფორმის „რაღაც“ აბია. ლამაზია, გემოვნებას ვერ დავუკარგავ. მომნუსხველად ვუღიმი და მის ხელზე ხელს ვადებ.
-ვაკუ გაოცებული ვარ!
-მართლა? - თვალები უბრწყინდება და წამით მეცოდება, მაგრამ უკან არ ვიხევ და ისევ მაცდუარდ ვუღიმი.
-ჩემი მთლიანი გული ვერა, მაგრამ... -განგებ ვწელავ სიტყვას.
-მაგრამ ? -მომლოდინედ მაშტერდება თვალებში. ნეტავ რისი იმედი აქვს?
-მაგრამ მისი მარცხენა პარკუჭი მაინც დაიპყარი! -ვხითხითებ და მხარზე ხესლ ვურტყამ-არაუშავს დასაწყისისთვის ესეც კარგია! - თავხედი! სხვას რას ელოდა? სწრაფი ნაბიჯებით დავტოვე იქაურობა და სათბურისკენ ავიღე გეზი.
აღმოჩნდა, რომ ახალი შეკვეთა მოგვცეს და მის მოსამზადებლად საღამომდე ვრჩებით იქ, შემდეგ კი ლანას სახლისკენ ვიღებ გეზს. დედაჩემს ვატყობინებ, რომ იქ ვრჩები. ცოტა იბუზღუნდა, მაგრამ საბოლოოს მაინც ჩემი გამაქვს.
-ძლივს! სად ხარ ამდენი ხანი?
-ოჰ, კარებთან თვით ლანა ჯაფარიძე მხვდება!
-გაჩუმდი და შემოდი. - თვალებს მიბრიალებს და მისაღებში მიმათრევს.
-რავახარ ბიძაჩემო? - მდივანზე პულტით ხელში მჯდომ ბიძაჩემს მხარზე ხელს ვურტყამ და გვერდით ვუჯდები.
-მჩაგრავენ ამ სახლში ქალები ლიზიკო! - ხითხითებს და ჩემს ზურგს ეყრდნობა.
-დაანებე კაცო ბავშვს ტვინს ნუ ურევ! - ქოთქოთებს იმ წამს შემოსული ლალი და ბიძაჩემი ნიშნის მოგებით მიყურებს ბიძაჩემი და მეღიმება. - არ გშია ლიზ?
-არა, არ შია! - ჩემს მაგივრად ამბობს ლანა და ხელზე მქაჩავს-ჩვენ ოთახში ავდივართ!
-არ მშია ბიცოლა, წავალთ ჩვენ დავწვებით! - ოთახში ავდივართ, სათითაოდ ვიღებთ შხაპს, მერე კი ლანას საღამურებით ვწვები საწოლში.
-დღეს ლუკამ დამირეკა, სამეგრელოში გვთავაზობს წასვლას!
-ჰა?? - სწრაფად იწევა და გაბრწყინებული თვალებით მაშტერდება.
-ხო რა.
-რა მაგარია! წავალთ ხო ? ვინები მივდივართ ან როდის?
-ყველა ალბათ. მე , შენ, ტყუპები, ლუკა, ალექსი და ნიკა.
-კარგი, დავიძინოთ! - ერთმანეთზე აკრულები ვიძინებთ და დილამდე სრულიად მოწყვეტილები ვართ სამყაროს.
მეორე დღეს, ყველანი მარტვილისკენ იღებენ გეზს მე კი დარჩენა მიწევს, იმიტომ, რომ ნიკას არ სცალია! უსამართლობაა ხო?
-კირდები ლიზ, დღეს ყველაფერს მოვრჩები და ხვალ ჩვენც წავალთ!
-მათთან ერთად მინდოდა მე! - ლამის ტირილი ამივარდეს, როცა წარმოვიდგენ, რომ ისინი იქ არიან, მე კი აქ!
-კარგი რა, დაწყნარდი! არ იტირო იცოდე!
-კარგი, ხო! - ბუზღუნით ვთიშავ ტელეფონს და ზურგჩანთაში საჭირო ნივთებსვალაგებ, შემდეგ კი იქვე კუთხეში ვაგდებ.
-ლიზი! - დედაჩემის ხმა მესმის ქვემოდან.
-ჩამოდი, ვივახშმოთ! - სწრაფად ჩავდივარ ქვემოთ და მაგიდაზე ვჯდები.
-ხვალ ვისთან ერთა მიდიხარ ქალბატონო?!
-მეგობართან ერთად გიორგი!
-ლანასთან ერთად, რატომ არ წახვედი? - თვალებს ვატრიალებ.
-ჭამის დროს საუბარი უზრდელობაა! - ვახსენებ და პირში საჭმელს ვიტენი, რომ არაფერი მკითხოს, ის კი თავს აქეთ-იქით აქნევს.
-კარგი გიორგი შეშვი! პატარა ხომ არაა? -გენაცვალე დედაჩემო! სულ „მე მგავხარ“ გულში ვფიქრობ და ვხითხითებ.
-კარგი, არაფერს ვამბობ.
მშვიდად ვაგრძელებთ ვახშმობას, ცოტა ხანში კი დედაჩემს ვეხმარები სუფრის ალაგებაში.
-რას უყურებ მა? -გიორგის გვერდით ვჯდები და თავს მხარზე ვადებ, ისიც ხელებს მხვევს.
-რავიცი, რაღაც კომედიური ფილმია! - თმაზე მიწყებს ფერებას და მის სურნელით გაბრუებული მორფეოსის სამყაროში ვეშვები.
დილით მაღვიძარაზე ადრე ვიწყებ ზუზუნს და გაფაციცებით ვემზადები წასასვლელად. გახეულ ჯინსებსა და შავ, თავისუფალ მისურს ვიცმევ, შემდეგ კი ზურგჩანთას მხარზე ვიკიდებ და ქვემოთ ჩავდივარ.
-რამე ჭამე დე და ისე წადი!- ქვემოთ ჩასულს ელენე მხვდება ლანგრით შეიარაღებული.
-არ მინდა, ხო იცი მერე ცუდად გავხდები გზაში!
-რითი მიდიხართ დე?
-ავტობუსით! - კარებთან დადებულ სანდლებს ვიცვამ და თან დედაჩემის შეკითხვებს ვპასუხობ.
-რომ ჩახვალ დარეკე!
-კარგი დე კარგად! -ვეხვევი დედაჩემს და სახლიდან გამოვდივარ. ჰერი ჰერი სამეგრელოსკენ!
ერთ საათში მე და ნიკა ავტობუსში ვზივართ, რომელსა სამეგრელო-ზემო სვანეთი აწერია. ისეთი აჟიტირებული ვარ თითქოს საზღვარგარეთ მივდიოდე.
-ნეტა რამდენი ხანი მოვუნდებით მგზავრობას? - ჩემს გვერდით მჯდომ ნიკას ვეკითხები.
-დაახლოებით ექსვი საათი. -მხრებს იჩეჩავს და სავარძელზე დებს თავს.
-ექსვი საათი! - მის სიტყვებს ვიმეორებ და საპირისპირო მხარეს ვიხედები.



№1  offline წევრი Nini_

როგორ მომწონს ეს ისტორიაააააა!!!!!!!! დღეს აღარ დაგელოდო ხოო? არადა ვეღარ ვითმეეეენ

 


№2 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომწონდა შემდეგი როდის იქნება

 


№3 სტუმარი სტუმარი ანი

ლიზა და ალექსი ერთად ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes გთხოვ რა ერთად დატოვე heart_eyes heart_eyes laughing დღეს აღარ დადებ ხო? grimacing grimacing grimacing confused confused

 


№4  offline წევრი melina

საინტერესო ისტორიაა❤

 


№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
როგორ მომწონს ეს ისტორიაააააა!!!!!!!! დღეს აღარ დაგელოდო ხოო? არადა ვეღარ ვითმეეეენ


სამწუხაროდ დაწერილი არ მაქვს თორემ თორმეტის მერე დავდებდი kissing_heart მიხარია, რომ მოგწონს

სტუმარი გვანცა
ძალიან მომწონდა შემდეგი როდის იქნება


ხვალ იქნება ჩემო კარგო kissing_heart

სტუმარი ანი
ლიზა და ალექსი ერთად ძალიან მომწონს heart_eyes heart_eyes გთხოვ რა ერთად დატოვე heart_eyes heart_eyes laughing დღეს აღარ დადებ ხო? grimacing grimacing grimacing confused confused


მეც ძალიან მომწონს ისინი ერთად :დ მადლობა, რომ კითხულობ!

melina
საინტერესო ისტორიაა❤


მადლობა heart_eyes heart_eyes

 


№6 სტუმარი სტუმარი მარიკო

Sityvebi zedmetiaaa da txovna meqneba ufro didi tavebi Dade gtxov

 


№7  offline მოდერი ბელუ შეროზია

უცნაური მე
მომწონს ძალიან. სულ კარგ ხასიათზე მაყენებ ბელუ <3 მაგრამ იქნებ ამ გოგოს გრძნობებს მოვუხერხოთ რამე :დ ნიკასთან მიმართებაში ვამბობ.. :დ ველოდები ახალ თავს..


ძალიან დიდი მადლობა უცნაურო heart_eyes სულ ველოდები შენს კომენტარს :დ
მოვუხერხებ რამეს. :დდ

სტუმარი მარიკო
Sityvebi zedmetiaaa da txovna meqneba ufro didi tavebi Dade gtxov


ძალიან ვეცდები, რომ დღეს უფრო დიდი თავი დავდო heart_eyes
მადლობა!

 


№8 სტუმარი სტუმარი ანკა

მალე დადე რა,ძალიან მომწონს❤️❤️❤️

 


№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ანკა
მალე დადე რა,ძალიან მომწონს❤️❤️❤️

ძალიან მიხარია kissing_heart უკვე გავაგზავნე და ვნახოთ როდის ატვირთავენ ადმინები

 


№10 სტუმარი სტუმარი ანკა

ბელუ შეროზია
სტუმარი ანკა
მალე დადე რა,ძალიან მომწონს❤️❤️❤️

ძალიან მიხარია kissing_heart უკვე გავაგზავნე და ვნახოთ როდის ატვირთავენ ადმინები

კარგი ველოდები დიდი მოლოდინით❤️❤️❤️❤️

 


№11  offline წევრი Nini_

რატო არ ტვირთავენ? ყოველ წუთას ვამოწმებ

 


№12  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
რატო არ ტვირთავენ? ყოველ წუთას ვამოწმებ


არ ვიცი worried მეც ველოდები მაგრამ...

ბელუ შეროზია
Nini_
რატო არ ტვირთავენ? ყოველ წუთას ვამოწმებ


არ ვიცი worried მეც ველოდები მაგრამ...

არადა მაგ თავში ნიკას დავადგი საშველი :დდდ

 


№13  offline წევრი Nini_

ბელუ შეროზია
Nini_
რატო არ ტვირთავენ? ყოველ წუთას ვამოწმებ


არ ვიცი worried მეც ველოდები მაგრამ...

ბელუ შეროზია
Nini_
რატო არ ტვირთავენ? ყოველ წუთას ვამოწმებ


არ ვიცი worried მეც ველოდები მაგრამ...

არადა მაგ თავში ნიკას დავადგი საშველი :დდდ

აუუუუუუ მაინტერესებს რაააააააა რატო არ დებეეენ?

 


№14  offline მოდერი ბელუ შეროზია

არ არიან შემოსულები სამწუხაროდ

 


№15  offline წევრი Nini_

ბელუ შეროზია
არ არიან შემოსულები სამწუხაროდ

Axali istoria aitvirta da rogor?

 


№16 სტუმარი სტუმარი ანკა

Nini_
ბელუ შეროზია
არ არიან შემოსულები სამწუხაროდ

Axali istoria aitvirta da rogor?

არ არის ატვირთული????????

 


№17 სტუმარი სტუმარი ნინი

აუ როდის დაიდებაა

 


№18  offline მოდერი ბელუ შეროზია

ახლები რომ აიტვრთა ისინი მოდერებმა დადეს და მათი სიახლე შემოწმების გარეშე იდება. მე კი მოდერის სტატუსი არ მაქვს

 


№19 სტუმარი სტუმარი ანკა

ბელუ შეროზია
ახლები რომ აიტვრთა ისინი მოდერებმა დადეს და მათი სიახლე შემოწმების გარეშე იდება. მე კი მოდერის სტატუსი არ მაქვს

რამე სჭირდება მოდერის სტატუსს?

ისე შემდეგი თავი დაწერილი გაქვს უკვე თუ არა? ე.ი მე-7 თავი, თუ ჯერ არ დაგიწერია?:/❤️????

 


№20  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ანკა
ბელუ შეროზია
ახლები რომ აიტვრთა ისინი მოდერებმა დადეს და მათი სიახლე შემოწმების გარეშე იდება. მე კი მოდერის სტატუსი არ მაქვს

რამე სჭირდება მოდერის სტატუსს?

ისე შემდეგი თავი დაწერილი გაქვს უკვე თუ არა? ე.ი მე-7 თავი, თუ ჯერ არ დაგიწერია?:/❤️????


ჯერ არა, ხვალ დავწერ. მოდერის სტატუსს 2000 ქულა სჭირდება მე კი 1455 მაქვს ჯერჯერობით

 


№21 სტუმარი სტუმარი ანკა

ბელუ შეროზია
სტუმარი ანკა
ბელუ შეროზია
ახლები რომ აიტვრთა ისინი მოდერებმა დადეს და მათი სიახლე შემოწმების გარეშე იდება. მე კი მოდერის სტატუსი არ მაქვს

რამე სჭირდება მოდერის სტატუსს?

ისე შემდეგი თავი დაწერილი გაქვს უკვე თუ არა? ე.ი მე-7 თავი, თუ ჯერ არ დაგიწერია?:/❤️????


ჯერ არა, ხვალ დავწერ. მოდერის სტატუსს 2000 ქულა სჭირდება მე კი 1455 მაქვს ჯერჯერობით

ბევრ კითხვას კი გისვამ მაგრამ ქულები როგორ უნდა მოაგროვი?????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent