დარჩი ჩემთან (3 თავი)
ხანდახან გვგონია, რომ ცხოვრება გვეთამაშება. ვერ ვხვდებით, თუ რატომ ხდება ასე და ამას, ჩვენს ბედს ვაბრალებთ. ზოგი თვლის, რომ ბედი თავად უნდა დაწერო. ჩემი აზრით, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ჩვენი ცხოვრება, უკვე დაწერილია და მას ვეღარ შევცვლით. რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. ამაში მრავალჯერ დავრწმუნდი. ქუჩაში ვდგავარ და შევყურებ ჩემს გადამრჩენელს. სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი, მანამ დაიწყო ყვირილი. - გზაზე, რომ დადიხარ წინ უნდა იყურო, თორემ, ერთხელაც ვერ გადაგარჩენენ. - მითხრა და ცინიკურად ჩაიცინა. ძალიან გავბრაზდი, მე უბრალოდ, ბოდიშის მოხდას და მადლობის გადახდას ვაპირებდი, მან კი ჩხუბი დამიწყო. საერთოდ ვინ არის, ამდენს რომ ბედავს. - ბოდიში, რომ ვერ დაგინახეთ, და დაგეჯახეთ, თქვენო უდიდებულესობავ. ალბათ, არც თქვენ იყურებოდით წინ და ამიტომ დამეჯახეთ. უკაცრავად, რომ ასე შეგაწუხეთ, და მადლობა გადარჩენისთვის. - არც მე ჩამოვრჩი, ტანსაცმელი დავიფერთხე და გზის გაგრძელება დავაპირე, როდესაც მისი ხმა მომესმა. - არაუშავს, მაგრამ შემდეგში ყურადღებით იყავი, საყვარელო. - სერიოზულად? რამდენს ბედავს. მისკენ შევბრუნდი, რომ საკადრისი პასუხი გამეცა, მაგრამ უბრალოდ გაიცინა და გზა განაგრძო. საშინლად გავბრაზდი, მაგრამ არვაპირებდი ამ იდიოტის გამო ნერვების აშლას. ასეთი ადამიანების გამო დრო არ უნდა დაკარგო, უბრალოდ უნდა შეეშვა. სახლში შევედი ჩანთა სავარძელზე დავაგდე და სამზარეულოში შევედი. გემრიელად მივირთვი ჩემთვის გადანახული ნამცხვარი და გადავწყვიტე განტვირთვისთვის რაიმე წამეკითხა. საკმაოდ დიდხანს ვკითხულობდი წიგნს, იმდენხანს, რომ უკვე კარგად დაბნელებულიყო. ტელეფონი ავიღე და დედაჩემს დავურეკე. დედასთან საუბრის შემდეგ, მთელი დღის გადაღლილობა, ცხელ შხაპს გავატანე. შხაპის ქვეშ იმდენ ხანს ვიყავი, სანამ კანი არ დამიჭკნა. საბოლოოდ, მოვრჩი მოწესრიგებას და გადავწყვიტე, მეორე დღისათვის მოვმზადებულიყავი. ხვალ დამღლელი დღე მექნება, ამას ჩემი ინტუიცია მკარნახობს. მეორე დილით, მაღვიძარის გამაყრუებელი ხმა და ისევ ოდრის ყეფა მაღვიძებს. ეს დაუწერელი კანონია. ენერგიულად წამოვდექი ლოგინიდან და წინა დღით გამზადებული ტანისამოსი ჩავიცვი. დღეს ძალიან ცხელი ამინდია, ამიტომ გადავწყვიტე კაბა ჩამეცვა. ჩემი და ოდრის დილის გასეირნების შემდეგ, სკოლის გზას დავადექი. სკოლაში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი ჩვეულ რიტმში მიდიოდა. გაკვეთილებზეც არაფერი ხდებოდა საინტერესო, მანამ სანამ, სკოლის სასადილოში, ჰარის, ჯორჯის და მათი მეგობრების საუბარს არ მოვკარი ყური. მოსმენას არ ვაპირებდი, მაგრამ როდესაც ჩემი სახელი გავიგე, შევჩერდი. - ქეთრინი განსხვავებულია, მაგრამ მისი გულის მოგება არ გამიჭირდება.-თუ კარგად გავარჩიე ეს ჰარის ხმა იყო. რა ჯანდაბაზე საუბრობს? - დამიჯერე ასეთი მარტივიც არ არის. არაფერი გამოგივა. - ეს უთუოდ ჯორჯის ხმაა. - მე მაინც ვცდი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლოს მაინც შევუყვარდები. - ისევ ჰარის ცინიკური ხმა. სერიოზულად? ის აპირებს, რომ ჩემი გრძნობებით ითამაშოს? ამ იდიოტს, ამის უფლებას არ მივცემ. ვგრძნობდი, რომ მისი საყვარელი ღიმილის უკან, კარგი არაფერი იმალებოდა. არ ვაპირებ, რამე ვაგრძნობინო, მისი თამაშით ვითამაშებ და ისე მოვიქცევი, თითქოს არაფერი ვიცი, როცა მიხვდება, რომ არაფერი გამოუვა, თავს დამანებებს. ჩემს გადაწყევტილებაში დარწმუნებულმა, იქაურობას მალე გავეცალე. რას ვგრძნობდი ჰარის მიმართ? არაფერს, საერთოდ არაფერს. იგი ჩემთვის აღარაფერს წარმოადგენდა. უბრალოდ მასთან მხოლოდ საერთო გაკვეთილები მაერთიანებდა. მთელი გაკვეთილების განმავლობაში ვაიგნორებდი, მის გამოხედვებს. მის იქ ყოფნას არ ვიმჩნევდი და ვცდილობდი, კონცენტრაცია მასწავლებლის საუბარზე მომეხდინა. სკოლის შემდეგ, დაღლილი ჩქარი ნაბიჯებით გავემართე სახლისკენ. სახლში მისულმა, ტელეფონი მოვიმარჯვე და ქეითის დღევანდელი მოსმენილის შესახებ მოვუყევი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.