შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფანჯრების მწმინდავი თავი.4


11-08-2018, 19:42
ავტორი melanqoliki
ნანახია 2 476

აბღავლებული ბავშვის ხმაზე, ნიკუშამ კიბეები სწრაფად აირბინა. შეშინებული ნენე გულწასული დედის სხეულს ეხუტებოდა და მოსთქვამდა.
_ დედიკო, დე, ბაბუკოსავით ხარ, ადექი დედიკო რა _ ცრემლები ღაპაღუპით ეღვრებოდა ლიზას სახეს.
_ ნენე _ აღელვებით შესძახა კაცმა და პატარა ხელში აიყვანა _ ნუ ტირი, დამშვიდდი კვატუნა, დედიკო კარგადაა, უბრალოდ დაიღალა და დაეძინა, რა გატირებს? შენც ხო გეძინება ხოლმე ბაღში?
_ მართლა მართლა? _ გაიკვირვა პატარამ და ცრემლები მოიწმინდა.
ნიკას გაეღიმა, წამიერად გააღო სახლის კარი და ბავში შესასვლელში დასვა, მერე კი ლიზას მიუბრუნდა და სწრაფად აიყვანა ხელში.
_ დედიკოოო, გაიღვიძეეე _ ნამტირალევი ხმით დაედევნა ოთახისკენ მიმავალ ნიკას. კაცმა გოგონა ლოგინზე დააწვინა და სამზარეულოში გავიდა.
_ ეგ რა არის? _ სასმლიანი ბოთლის დანახვაზე ბავში დაიჯღანა
_ მალე გამოეღვიძება_ ღიმილით უპასუხა ბავშვს და საძინებელში შესული, ლოგინზე ჩამოჯდა.
ლიზას სახეზე ფერი არ ედო, მაგრამ პულსი და სუნთქვა აღენიშნებოდა. ნიკამ ნაზად წამოაწევინა თავი და სპირტიანი ბოთლი ცხვირთან მიუტანა. განერვიულებულ კაცს გული გამალებით უცემდა, მაგრამ ცდილობდა ემოციები შეეკავებინა, რომ ბავშვი უარეს მდგომარეობაში არ ჩაეგდო. გულწასული ლიზა ნიკუშას უამრავჯერ ენახა, მაგრამ ახლა მის გვერდით პატარა არსება იჯდა, დიდი, ნამტირალევი, მწვანე თვალებით და მოუთმენლად შეჰყურებდა თვალებში.
_ ნიკუშ, იქნებ არ უნდა გაღვიძება?_ ანერვიულდა ბავში და პერანგზე მოქაჩა კაცს.
_ დედასაც ბაბუკოსავით მოუვა?_ ცრემლები წამოუვიდა და ისევ აბღავლდა.
_ ნენე _ თვალები გაახილა ლიზამ, ბავშვს უხმო და სპირტის სუნზე სახე დამანჭა.
_ დედიკო, დედი _ პატარა ტირილს განაგრძობდა და გონსმოსულ დედას ძლიერად ეკვროდა.
_ მე, მე მეგონა ბაბუკოსავით მოგივიდოდა _ ვერ წყნარდებოდა ბავშვი
_ არა დე, რა გატირებს ჩემო კვატია? კარგად ვარ დედიკო
_ კოტესავით არ მოუვა ნენე, ნუ ტირი _ თავზე ხელი გადაუსვა კაცმა და ლიზას ნაწყენი მზერა ბიაპყრო. ქალმა მზერა აარიდა და ბავშვს ცრემლები მოწმინდა, თითქოს დანაშაულის გრძნობა აწუხებდა.
_ ყველაფერი კარგადაა კვატია, ყველაფერი კარგადაა. _ იმეორებდა ხმამაღლა, გულზე მიწებებულ ბავშვს არწევდა და თმაზე ეფერებოდა.
თვალებშესიებულ, განერვიულებულ პატარას ემოციური დღის მერე დედის მკლავებში უდარდელად მიეძინა. ლიზამ ბავშვი საწოლზე მიაწვინა, სახე ჩაუკოცნა და სამზარეულოში გავიდა.
სამზარეულოს მაგიდასთან მჯდარი კაცი, განერვიულებული სახით იყურებოდა ფანჯარაში.
_ თავს როგორ გრძნობ? _ ფეხის ხმაზე გოგონასკენ გაიხედა და ნაღვლიანად გაუღიმა.
_ კარგად ვარ, არ მინდოდა ბავშვის შეშინება _ ამოისუნთქა და კაცის მოპირდაპირე მხარეს, სკამზე მძიმედ დაეშვა.
_ ყავას დალევ? _ ჰკითხა ნიკამ და სალაპარაკოდ შეემზადა. არ უნდოდა ზედმეტი მოსვლოდა და ლიზასთვის რაიმე ეწყენინებინა, ამიტომ ყოველი ფრაზა კარგად უნდა გაეაზრებინა და საკუთარი თავისთვის გაცხარების საშუალება არ მიეცა.
_ დავლევ, მე გავაკეთებ _ ფეხზე წამოდგა ლიზა და ჩაიდანი ონკანს შეუშვირა.
_ ნენეს დაეძინა?
_ ჰო,_ გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და აღელვების დასამალად საუბარი წამოიწყო.
_ ნიკუშ, იცი, ჩემი ნამუშევარი 200 ლარად გავყიდე.
_ რომელი?_ შეცბა კაცი
_ ასლი რომ გავაკეთე, კლიმტის კოცნა _ ხმა გაებზარა ლიზას
_ შენი საყვარელი ტილო 200 ლარად როგორ გაყიდე ლიზა? _ კაცს გაოცებასთან ერთად გაბრაზებაც დაეტყო.
_ აბა, რამდენად უნდა გამეყიდა?
_ საერთოდ რატომ უნდა გაგეყიდა? _ კაცს სახეზე გაღიზიანება დაეტყო.
_ ნიკა, ამაზე უკვე ბევრჯერ ვილაპარაკეთ, შენ, შენი ცხოვრება გაქვს და კარიერა, არავის წინაშე არ ხარ ვალდებული .
_ ამ სიტყვებით გულს მტკენ, ლიზა _ ამოიოხრა ნიკამ
_ მინდა, რომ თავისუფლად იცხოვრო ნიკუშ არ ფიქრობდე იმაზე რას შევჭამთ ხვალ მე და ნენე, გვექნება თუ არა ახალი კაბები და საერთოდ რას და რამდენად გავყიდი.
_ გთხოვ ლიზა, შეწყვიტე საუბარი _ კაცი ფეხზე ადგა და ლიზას მიუახლოვდა. _ ჩვენ მამით ერთნი ვართ, თან როგორი მამით, კოტე ორივეს ვერ გვიტანს _ სახეზე ორივეს ღიმილმა გადაურბინა.
_ მაგრამ ... _ ლიზას უნდოდა გაეგრძელებინა,მაგრამ კაცი ძლიერად ჩაეხუტა.
_ ასეც რომ არ იყოს, ლიზა, ჩემი კვატიები მე ქვეყანას მირჩევნია, აღარ გაბედო ნამუშევრების გაყიდვა _ მკაცრი ტონით დაასრულა კაცმა წინადადება და გოგონას შუბლზე აკოცა.
_ ნიკუშ, რაღაც უნდა გითხრა _ ლიზას გული აუჩქარდა
_ ვიცი,რომ კოტე ნახე, ჩემი თხოვნის მიუხედავად, ვიცოდი რომ მაინც ასე მოიქცეოდი. ამის გამო შენთან კამათს არ ვაპირებ _ თვალი ჩაუკრა გოგონას და გაზქურა გამორთო.
_ არა,ეგ არ მიგულისხმია
_ აბა, სხვა რა უნდა მითხრა? ახალი თაყვანისმცემელი გყავს? ყვავილები და შოკოლადები შემოვიტანე და მისაღებში, მაგიდაზე დავალაგე._ სწრაფად მიაყარა კაცმა
_ არა, ნიკუშ _ ლიზამ სიტყვები გაწელა და ხსნადი ყავა ძველებურ ფინჯნებში ჩაყარა.
_ ხომ კარგად ხარ?_ სათქმელის გაჭიანურებაზე ნიკას ნერვიულობა დაეწყო.
_ კი, კარგად ვარ _ ლიზამ ორთქლადენილ ფინჯნებს მოურია, მაგიდაზე გადმოდო და განაგრძო
_ ნიკუშ, მგონი ალექსანდრე გამოჩნდა _ როგორც იქნა ამოღერღა და ამოისუნთქა.
_ რაააა? სად გდია, ეგ , ჩემი ხელით გამოვჭრი ხელს მაგ არაკაცს _ დაიღრიალა ნიკამ და ძარღვები დაებერა.
_ ნუ ყვირი გთხოვ, ნენეს გაეღვიძება. _ თვალები აუცრემლიანდა გოგონას,
_ ბავშვი ნახა მაგ ნაბოზარმა ? _ სუნთქვა გაუხშირდა კაცს და განერვიულებულმა სიგარეტს მოუკიდა.
_ არა, არც მე ვუნახივარ და არც ბავშვი. _ დაამშვიდა ლიზამ და სამზარეულოს ფანჯარა გააღო.
_ აბა საიდან იცი? ვინმემ დაინახა? _ ვერ წყნარდებოდა ნიკა
_ ყვავილებით და ტკბილეულით მივხვდი,რომ... _ გოგონა გაჩუმდა და ფიქრი განაგრძო,იქნებ ეშლებოდა? არ შეიძლებოდა სხვა ვინმესაც ეყიდა ძვირადღირებული შოკოლადები და ყვითელი ვარდები? რატომ უნდა გამოჩენილიყო ალექსანდრე? მისი სახელის გაფიქრებაზეც კი უსაზღვრო ტკივილი იპყრობდა. რისთვის დაბრუნდებოდა ცოლთან, რომელსაც 4 წლის წინ გაექცა? გაექცა მას, აწეწილ ცხოვრებას, უფულობას, პასუხისმგებლობას და იმ პატარა არსების ჩანასახს, რომელსაც ლიზა ატარებდა მუცლით. არა, ახლა იმის დრო არ იყო,რომ შეჩვეულ ტკივილთან გამკლავება კიდევ ერთხელ გამოეცადა. არაფრის გახსენება არ უნდოდა, რაც ალექსანდრეს უკავშირდებოდა.
_ ლიზა, ლიზა _ ფიქრებიდან ნიკას ხმამ გამოარკვია,რომელიც ნერვიულად ეწეოდა სიგარეტს.
_ მომაწევინე რა, _ მოულოდნელად სთხოვა კაცს
_ გამომართვი_ ნიკამ სიგარეტს თავისი ღერიდან გადაუკიდა და გოგონას გაუწოდა. ლიზამ მსუბუქი ნაფაზი დაარტყა და ამოიოხრა, ბოლოს 3 წლის წინ მოეწია და ის ღერიც ნიკუშას მიცებული იყო. თავს ვერაფერს უხერხებდა, ახლა უკვე ის საშინელი დღე და დედის დაკრძალვა ახსენდებოდა, აკანკალებული თითებით ნელა მიჰქონდა სიგარეტი მსხვილ, ვარდისფერ ტუჩებთან და უკვე ღრმა ნაფაზებს არტყავდა. ფრაგმენტებად ახსოვდა შავი ის შავი დღე.

გასვენების დღეს საშინელი ამინდი დაემთხვა. მთელი დღე წვიმდა, ახლად ნამშობიარევი ლიზა ქუჩაში უქოლგოდ, უპატრონოდ იდგა და შეჰყურებდა კუბოს, რომელსაც სასაფლაოსკენ მიასვენებდნენ. ტირილისგან მთელი სახე დასიებული ჰქონდა, ტკივილი მთელს სხეულში მოსდებოდა და განძრევის საშუალებას არ აძლევდა. განუწყვეტლივ მოდიოდნენ უცნობთა სილუეტები. ზოგი წასვლაში ეხმარებოდა, ზოგი ჭამაში, ზოგიც კი უბრალოდ უყურებდა.
დროს ვეღარ აღიქვამდა და მის ირგვლივ ყოველი მოძრაობა, ყოველი ცვლილება კინოფილმიდან ამოჭრილი კადრებივით ტრიალებდა.
ისევ წვიმაში იდგა, ტიროდა და ისევ ისე უპატრონოდ, მტკივნეულად და ყვლასგან მიტოვებულად გრძნობდა თავს.
_ ნენე,_ წარმოთქვამდა და ცრემლები წვიმაში ირეოდნენ
_ ალექსანდრე _ ხელით უხმობდა წასული ქმრის აჩრდილს
_ მარია, დედა _ მონოლოგს მისი სახელით ამთავრებდა და ადგილზე იკეცებოდა.
სადღაც შორიახლოს კოტეს სახეს ხედავდა, გაქვავებულსა და უემოციოს. მისი მეორე ცოლი ,საკუთარი სამკაულების თვალიერებით იყო გართული.
მის გვერდით მდგომი ბიჭი, ღია წაბლისფერი ღრმა თვალებით უყურებდა, ამ თვალებში იყო,რაღაც შინაური ნაცნობი და საიმედო.
_ ლიზა, _ ეუბნება სილუეტი, რომელიც ალექსანდრეს მსგავსად არ ქრება, _ ლიზა_ ისევ უმეორებს შავებში ჩაცმული და არც დედამისივით კვდება. _ ლიზა _ მესამედ, უკვე ახლოდან ეუბნება კაცი,რომელიც არც ნენესავითაა აპარატზე მიერთებული.
_ მომაწევინე რა ,_ ეუბნება უფროს ძმას, რომლის შესახებ არც კი იცოდა.
_ მომაწევინე რა,_ ისევ უმეორებს, ხავილის ნაცვლად სიტყვებით,მაგრამ ხმა არ ამოსდის.
ბიჭი ქოლგას აფარებს და უხმოდ აწვდის თავის ღერს.
_ მეტი აღარ მაქვს _ ეუბენება და ხელით იჭერს, ისევ რომ არ ჩაიკეცოს.
ხვდება, დროისა და სივრცის მძაფრი არევის შეგრძნება ეუფლება და მის ირგვლივ ყველაფერი ქრება.


_ ლიზა,ლიზა,_ კაცმა კიდევ ერთხელ დააბრუნა რეალობაში და ხელში ჩაფერფლილი სიგარეტი თითებიდან მოაშორა.
_ უბრალოდ ვარაუდი იყო _ თვალები დაახამხამა გოგონამ და წარსულის აჩრდილები გონებით გააძევა.
_ ყავა გაგიცივდა _ თავისი ცარიელი ფინჯანი ნიჟარაში ჩადო და ლიზას გახედა.
_ იცოდე, არავის მივცემ უფლებას რაიმე გავნოს, მინდა ეს კარგად დაიმახსოვრო, ის კიდე ვერ გამოჩნდება თუ თავისი სიცოცხლე რამედ უღირს, შენ ამაზე ფიქრს მოეშვი.
_ კარგი _ მძიმედ ამოისუნთქა ლიზამ და გაციებული ყავა მოსვა.
_ ამ ყვავილებს რა ვუქნათ, გადავყაროთ?
_ ჰო, შოკოლადები შევინახოთ ნენესთვის, ყვავილები კიდე მოვაშოროთ
_ კარგი _ კაცი მისარები ოთახისკენ დაიძრა.
სახლის კარზე ზარის გადაბმული ხმა გაისმა.
_ ვინმეს ელოდები?_ ლიზამ ნიკას გასძახა
_ არა, ახლავე გავაღებ ვნახოთ ვინაა _ უპასუხა კაცმა და კარები გააყო
_ უკაცრრავად, ლიზა რომანოვა აქ ცხოვრობს?_ მორიდებით იკითხა პატარა ბიჭმა და წამოწითლდა.
_ შენ ვინ გამოგგზავნა, ან რაში გაინტერესებს?_ ეჭვიანი მზერით გადახედა ნიკამ ბიჭს და სადარბაზო მოათვალიერა.
_ ჩვენ გამოგვგზავნეს
_ ვინ გამოგგზავნათ?. _ გამწარებული ნიკა ბიჭს საყელოში სწვდა და მაღლა აწია
_ არაფერი დამიშავოთ, გთხოვთ, ვიღაც სათვალიანი გოგო იყო 100 ლარი მოგვცა მე და ჩემს მეგობარს და გვთხოვა ეს რაღაცები ამა და ამ მისამართზე წაიღეთო_ შეშინებულმა ბიჭმა მეორე ახალგაზრდისკენ გაიხედა,რომელიც მოლბერტებით დატვირთული გამოდიოდა ლიფტიდან.
_ რა ხდება?_ ბიჭის ხმაზე შეშინებულმა ლიზამ კარებიდან თავი გამოყო და ნიკუშას გაოცებით შეხედა.
_ ესეც თქვენია, ყველაფერი ლიზა რომანოვასთვის_ ბიჭებმა მოლბერტები ზეთისა და გუშის საღებავები და მრავალნაირი სახეობის ფუნჯები დაანახეს.
ლიზას სახეზე სიხარულმა და გაოგნებამ გადაურბინა ეს ყველაფერი სულაც არ ჰგავდა ალექსანდრეს ხელს, რადგან ის მისი სამიანობით დიდად არასდროს ინტერესდებოდა. ვისი გამოგზავნილიც არ უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი ლიზა უკვე ხვდებოდა, რომ ყვავილების მსგავსად მათ გადაყრას სულაც არ აპირებდა.



№1  offline წევრი მია15

ძალიან კარგია.მომეწონა.ველი ახალ თავს.

 


№2  offline წევრი melanqoliki

მია15
ძალიან კარგია.მომეწონა.ველი ახალ თავს.

მადლობა ყურადღებისთვის <3

 


№3  offline წევრი melanqoliki

ლუნი.
არანაირი ალექსანდრე.
ამოიღე, გააქრე, გაანადგურე
ვიცი მაინც გამოჩნდება, როცა უკვე სხვა კაცთან იქნება ლიზა.
მაინტერესებს თუ იცოდა, როცა წავიდა ლიზა რო ორსულად იყო.
კარგი თავი იყო.
ბევრი ახალი რამ გავიგე, თუმცა არ მეყო ისეთი პატარაა. მსუყე თავს ველოდები ❤️

გამახარა შენი კომენტარის წაკითხვამ <3 შემდეგი თავი აუცილებლად იქნება მსუყე *_* რაც შეეხება ლიზას ორსულობას და ალექსანდრეს წასვლას, ამაზე უფრო ვრცლად იქნება მოგონებები. დიდი მადლობა ყურადღებისთვის . მოუთმენლად ველოდები კომენტარებს <3

 


№4 სტუმარი სტუმარი ანა

ვერ მივხვდი...ეს ალექსნადრე დაასაფლავეს და თან ცოცხალია?!
არ მოგონებებს მოგონებებს, წარსულს ამდენი დრო რომ ეთმობა. მაშინ როცა მნიშვნელოვანი და საინტერესო აწმყო და მომავალია.
ეს ისტორია გედო ადრე საიტზე?

 


№5 სტუმარი Ablabuda13

არა როგორც გავიგე მიატოვათ, არ მომკვდარა

 


№6  offline წევრი melanqoliki

სტუმარი ანა
ვერ მივხვდი...ეს ალექსნადრე დაასაფლავეს და თან ცოცხალია?!
არ მოგონებებს მოგონებებს, წარსულს ამდენი დრო რომ ეთმობა. მაშინ როცა მნიშვნელოვანი და საინტერესო აწმყო და მომავალია.
ეს ისტორია გედო ადრე საიტზე?

პირველ რიგში დიდი მადლობა დროს რომ მითმობ და კითხულიბ. ყველა მკითხველის აზრს პატივს ვცემ და ისტორიის დადების შემდეგ, სიხარულით ველოდები ხოლმე კომენტარებს.
ვფიქრობ, წარსულის გახსენება საჭიროა, რადგან ისტორია ისე იწყება, რომ მკითხველს წარსულთან დაკავშირებით შეკითხვები ებადება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მოგონებები კიდევ უფრო გარკვეულსა და საინტერესოს ხდის ამბავს . თუ დაკვირვებით წაიკითხე, ნახავდი რომ ლიზა დედის გარდაცვალების დღეს იხსენებდა.
აწმყოს აღწერასთან ერთად მოგონებებიც საჭიროა, ეს ჩემი პირადი აზრია და წერაც ამ სახით მიმყავს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ცუდი წასაკითხია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3

 


№7 სტუმარი სტუმარი ანა

melanqoliki
სტუმარი ანა
ვერ მივხვდი...ეს ალექსნადრე დაასაფლავეს და თან ცოცხალია?!
არ მოგონებებს მოგონებებს, წარსულს ამდენი დრო რომ ეთმობა. მაშინ როცა მნიშვნელოვანი და საინტერესო აწმყო და მომავალია.
ეს ისტორია გედო ადრე საიტზე?

პირველ რიგში დიდი მადლობა დროს რომ მითმობ და კითხულიბ. ყველა მკითხველის აზრს პატივს ვცემ და ისტორიის დადების შემდეგ, სიხარულით ველოდები ხოლმე კომენტარებს.
ვფიქრობ, წარსულის გახსენება საჭიროა, რადგან ისტორია ისე იწყება, რომ მკითხველს წარსულთან დაკავშირებით შეკითხვები ებადება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მოგონებები კიდევ უფრო გარკვეულსა და საინტერესოს ხდის ამბავს . თუ დაკვირვებით წაიკითხე, ნახავდი რომ ლიზა დედის გარდაცვალების დღეს იხსენებდა.
აწმყოს აღწერასთან ერთად მოგონებებიც საჭიროა, ეს ჩემი პირადი აზრია და წერაც ამ სახით მიმყავს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ცუდი წასაკითხია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3


მართლა არეულად გიწერია ეგ მონაკვეთი. არადა, კარგად წავიკითხე. ქმრის აჩრდილიო. მერე უცებ "მარია, დედა". კოტეს მეორე ცოლიო და სიგარეტს თხოულობს მერე.
რა თქმა უნდა აწმყო და მომავალი წარსულთან არის კავშირში, უბრალოდ ჩემთვის როგორც მკითხველისთვის დამღლელია დეტალურად წარსულის გახსენება. მოყოლის მიზნით ან თან საუბარში რომ გაირკვეს რაღაცეები მე ეგ უფრო მგონია საინტერესო.
მაგრამ ავტორი შენ ხარ და ისე უნდა წერო როგორც შენ გსიამოვნებს.

 


№8  offline წევრი melanqoliki

სტუმარი ანა
melanqoliki
სტუმარი ანა
ვერ მივხვდი...ეს ალექსნადრე დაასაფლავეს და თან ცოცხალია?!
არ მოგონებებს მოგონებებს, წარსულს ამდენი დრო რომ ეთმობა. მაშინ როცა მნიშვნელოვანი და საინტერესო აწმყო და მომავალია.
ეს ისტორია გედო ადრე საიტზე?

პირველ რიგში დიდი მადლობა დროს რომ მითმობ და კითხულიბ. ყველა მკითხველის აზრს პატივს ვცემ და ისტორიის დადების შემდეგ, სიხარულით ველოდები ხოლმე კომენტარებს.
ვფიქრობ, წარსულის გახსენება საჭიროა, რადგან ისტორია ისე იწყება, რომ მკითხველს წარსულთან დაკავშირებით შეკითხვები ებადება. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ მოგონებები კიდევ უფრო გარკვეულსა და საინტერესოს ხდის ამბავს . თუ დაკვირვებით წაიკითხე, ნახავდი რომ ლიზა დედის გარდაცვალების დღეს იხსენებდა.
აწმყოს აღწერასთან ერთად მოგონებებიც საჭიროა, ეს ჩემი პირადი აზრია და წერაც ამ სახით მიმყავს. არ ვიცი, შეიძლება ვცდები და ცუდი წასაკითხია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის <3


მართლა არეულად გიწერია ეგ მონაკვეთი. არადა, კარგად წავიკითხე. ქმრის აჩრდილიო. მერე უცებ "მარია, დედა". კოტეს მეორე ცოლიო და სიგარეტს თხოულობს მერე.
რა თქმა უნდა აწმყო და მომავალი წარსულთან არის კავშირში, უბრალოდ ჩემთვის როგორც მკითხველისთვის დამღლელია დეტალურად წარსულის გახსენება. მოყოლის მიზნით ან თან საუბარში რომ გაირკვეს რაღაცეები მე ეგ უფრო მგონია საინტერესო.
მაგრამ ავტორი შენ ხარ და ისე უნდა წერო როგორც შენ გსიამოვნებს.

დასაწყისში ვახსენე რო ქმარმა მიატოვა და ალექსანდრესთან დაკავშირებული ფიქრები მოიშორა, მაგრამ შემდეგ დედამისის დაკრძალვის დღე გაახსენდა_ იმ დროს ალექსანდრე წასული იყო, ახალნამშობიარევი ლიზა ქმარს დედასა და ბავშვს, რომელიც აპარატზე ყავდა შეერთებული ერთდროულად დასტიროდა და თავს მიტოვებულად გრძნობდა . ეს იყო რისი თქმაც მინდოდა . დიდი მადლობა რომ კითხულიბ , ინტერესდები და შესაბამისად აზრიც გიჩნდება, იმედი მაქვს ახალი თავი მოგეწონება <3

 


№9  offline წევრი qetti22

ძალიან მომეწონა ????შემდეგ თავს ველი

 


№10  offline წევრი melanqoliki

qetti22
ძალიან მომეწონა ????შემდეგ თავს ველი

მიხარია <3 შემდეგი თავიც მალე იქნება .

 


№11  offline წევრი dark_violet13

მაგარიააა მომეწონა

 


№12 სტუმარი სტუმარი მარი

ძალიან მომწონს და რამდენიმე დღეა ვამოწმებ ხომ არ დაიდო ახალი თავითქო...როდის დადებთ?

 


№13  offline წევრი melanqoliki

სტუმარი მარი
ძალიან მომწონს და რამდენიმე დღეა ვამოწმებ ხომ არ დაიდო ახალი თავითქო...როდის დადებთ?

გარკვეული მიზეზების გამო ვერ მოვახერხე ეს დღეები. მაპატიეთ :( ამ საღამოს აუცილებლად იქნება . მადლობა ყურადღებისთვის <3

 


№14  offline წევრი melanqoliki

ახალი თავების დამატებას ვერ ვახერხებ :( როგორც კი მომეცემა საშუალება ეგრევე დავამატებ ახალ თავებს ერთად <3 ბოდიშს გიხდით შეყოვნებისთვის :(

 


№15 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

გაგიგრძელდანპაუზა,ველოდები შემდეგ მონაკვეთს,ეს მიმართვა "კვატია" სასწაულად მომწოონს <3/<3

 


№16  offline წევრი melanqoliki

სტუმარი ეკატერინე
გაგიგრძელდანპაუზა,ველოდები შემდეგ მონაკვეთს,ეს მიმართვა "კვატია" სასწაულად მომწოონს <3/<3

ეკუნააა , ყველა თავს ერთად დავდებ მალე <3

 


№17 სტუმარი სტუმარი ეკატერინე

მმმ კარგიაა <3 <3

 


№18 სტუმარი სტუმარი მარი

აღარ გააგრზელებთ??

 


№19  offline წევრი ნორმი

ნერვები ამეწიოკა უკვე,როდის დებ?? smile
--------------------
მორფეოსი

 


№20  offline წევრი melanqoliki

Farvana
ნერვები ამეწიოკა უკვე,როდის დებ?? smile

ორშაბათისთვის იქნება ახალი თავები ერთად <3

 


№21  offline წევრი დამწყები

ძალიან მომწონს, მოუთმენლად ველი ახალ თავებს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent