შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ღამის მგზავრი (მეხუთე თავი) დასასრული


12-08-2018, 13:15
ავტორი melina
ნანახია 1 912

-ოღონდ ეს არა. აღმომხდა ჩემდა უნებურად.
----------------
-რამე მოხდა? მიჩურჩულა ლენუკამ.
-ლუკაც აქ არის.
-რა?
-ხო, აი იქ ზის. ვუთხარი, და ჩემგან მარჯვნივ მდგარი მაგიდისკენ მივანიშნე.
-უკვე ვხედავ, დაიკიდე არამგონია რამე გაბედოს და გითხრას.
-რაღაც უცნაურად ჩურჩულებთ, რამე მოხდა? საუბარში ჩაერთო თემო.
-არაფერი. ღიმილით ვუპასუხე, და ჩვენი მაგიდისკენ მომავალ გოგაზე გადავიტანე მზერა. არც კი შევუმჩნევივართ ლუკას, ან იქნებ მანაც სპეციალურად აგვარიდა თვალი, ორივე შემთხვევაში შედეგით კმაყოფილი ვიყავი, კარგად ვერთობოდით, ცოტა დავლიეთ, მოვეშვი. ყოველი წუთით ვტკბებოდი, და მისი არსებობა, გადამავიწყდა კიდეც. მორიგი ცეკვის დასრულების შემდეგ, საპირფარეშოსკენ ავიღე გეზი, სრული თავისუფლება დამხვდა. როგორც ჩანს, მხოლოდ მე გამახსენდა ასეთ დროს მაკიაჟის შესწორება.ამ ფიქრებში გართული, მონდომებით ვაკვირდები საკუთარ თავს, სარკეში.
-ულამაზესი და საოცრად სექსუალური ხარ დღეს ამ კაბაში. თქვა, და ხმაურით მიხურა კარი ლუკამ.
-საღამო უშენოდ ვერ ჩაივლიდა…
-ჰოდა მეც აქ ვარ.
-კარგი რა, არ გინდა, მშვენივრად ხვდები რაც ვიგულისხმე. ვუთხარი ირონიულად და კარებისკენ წავედი, თუმცა გასვლა არ მაცადა, ორივე ხელი მხრებში დამავლო, და მთელი ძალით კედელზე ამაკრა.
-ზედმეტი მოგდის ლუკა, ზღვარს ნუ გადადიხარ.
-ხომ იცი, ჩემთვის არ არსებობს წესები და კანონები,მითუმეტეს ზღვარი,ვაკეთებ იმას რაც მინდა, და როცა მინდა.
-თავხედი ხარ, ხელი გამიშვი, ნუ მაიძულებ ვიყვირო.
-იყვირებ? და რა გგონია? შენ ხმას ვინმე გაიგებს? სასმელი, მუსიკა, ცეკვა, ყველა თავის პონტშია, ხოდა ჩვენც ჩვენსას მივხედოთ. მითხრა და კიდევ უფრო მომიახლოვდა, უტეხად ჩამჩერებოდა თვალებში და ტუჩებს იკვნეტდა. მოულოდნელად კარი გაიღო და თემო შემოვიდა, მაშინვე მომშორდა ლუკა, მე კი მთელი ძალით მოვეხვიე ჩემს “მხსნელს”მკლავზე.
-კარგად ხარ? მკითხა და ერთიანად ამათვალიერა, მერე კი მზერა ლუკაზე გადაიტანა.
-ხომ გელაპარაკე, და ადამიანურ ენაზე აგიხსენი, შეეშვი და ნუ აწუხებ მეთქი, თავმოყვარეობა საერთოდ არ გაგაჩნია? რას ადევნებიხარ აჩრდილივით, თავადაც ხედავ რომ უბრალოდ კიდიხარ.
-ვინ ვინ და თავმოყვარეობაზე შენ ლაპარაკობ თემო? გიჟივით ხარ შეყვარებული ოცი წლით პატარა გოგოზე, და სასწაულს ელოდები, განა რისი იმედი გაქვს, გგონია ოდესმე სხვა თვალით შემოგხედავს? ერთი ბებერი ბაბნიკი ხარ…ეს სიტყვები, ბოლო წვეთი აღმოჩნდა თემოსთვის, მისი სიმშვიდე, გაწყვეტილი მძივის მარცვლებივით მიმოიფანტა ოთახში, მაშინვე მივარდა ლუკას და მუშტი უთავაზა. ბიჭმა წაიბარბაცა, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება შეძლო. ცალი ხელით, გახეთქილი ტუჩის კუთხიდან გამოსულ სისხლს იწმენდდა. თემომ ხელი ჩამკიდა და ლუკას მიუბრუნდა:
-მე სასწაულს არ ველოდები, ჩვენ დიდი ხანია ერთად ვართ, შენ არ იცოდი, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ასე რომ კარგად დაფიქრდი მანამ, სანამ სხვის პირად სივრცეში შეიჭრები, და მისი საკუთრების დაპატრონებას გადაწყვეტ…
წელზე ხელი მომხვია, და გამარჯვებულის სახით გამოაბიჯა საპირფარეშოდან. ლუკა ისევ იქ იდგა, უძრავად,ერთ წერტილს მიშტერებული. მალევე დავტოვეთ იქაურობა, გართობა გვინდოდა, თუმცა საპირისპირო გამოგვივიდა. ამ ამბავსაც ქონდა ერთი დადებითი მხარე, ლუკა სამუდამოდ გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, შემთხვევით ქუჩაში შემხვდა, მომასალმა და მაშინვე გამშორდა.
ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი რაც ამ დროში მოხდა, ჩემი და თემოს პირველი, რომანტიული ვახშამია.დილით ცხრა საათზე ავდექი, თვალების ფშვნეტით დავიძარი კარისკენ, გავაღე და გაოცებული ვაკვირდები ჩემს წინ, იატაკზე წითელი ვარდის ფურცლებით დახატულ გულს. დავიხარე და იქვე დადებული პატარა ბარათი ავიღე, გავხსენი, და შემდეგი სიტყვები ამოვიკითხე: -დილა მშვიდობისა, პლანეტის ყველაზე ლამაზ და სასურველ ქალს. ყვავილებს გამოყევი და ჩემთან მოგიყვანს… მაშინვე შევბრუნდი საძინებელში, მოვწესრიგდი და კიბეებს ჩავყევი, რომელიც აგრეთვე დაფარული იყო ვარდის ფურცლებით, სადარბაზოდან გავედი და თემო დავინახე, მანქანას მიყრდნობოდა და ღიმილიანი სახით მიცქერდა.
-არაფერს იტყვი? მკითხა და ორივე ხელი წელზე შემომხვია.
-არც კი ვიცი რა ვთქვა…
-მაშინ უბრალოდ ჩამეხუტე, მითხრა და მეც მაშინვე შევუსრულე სურვილი.
დაახლოებით ნახევარ საათში მივედით დანიშნულების ადგილზე, თემოს აგარაკზე. ვერ გეტყვით რომ სახლმა გამაოცა, ჩვეულებრივი ორ სართულიანი სახლი ლამაზი ვერანდებით, მაგრამ ეზო კი ნამდვილად საოცარი იყო.
თემოს წყალობით, მალევე აგიზგიზდა ცეცხლი ბუხარში. გარეთ რადგან ციოდა, გადავწყვიტეთ, ვერანდის ნაცვლად, იქვე ბუხართან დაბალ მაგიდაზე გვევახშმა. წინასწარ გამზადილი კერძები დაალაგა და ჭიქებიც “გააფერადა” წითეწლი ღვინით.
-რა სიმბოლურია, ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს გავიცანით ერთმანეთი.
-ახლაც თვალწინ მიდგას შენი შეშინებული სახე, მიყურებდი და თვალებით მთხოვდი დაგხმარებოდი. მახოვს ის დღე, საშინლად დაიწყო, თუმცა შენი გაცნობა საუკეთესო დასასრული აღმოჩნდა. შენი გაცნობის დღიდან შევიცვალე მეც, და ზოგადად ჩემი სამყაროც. ჩემი ფიქრის და ოცნების მთავარი ამოსავალი წერტილი შენ გახდი, რომ მკითხო ახლაც არ ვიცი, როდის? რატომ? ან რის გამო,თუმცა ფაქტია, რომ ერთიანად დაეპატრონე ჩემს გულს და გონებას. ყველანაირად ვცდილობდი შემენიღბა ჩემი გრძნობები თუმცა ამაოდ, შენი ერთი შემოხედვაც საკმარისი იყო რომ ყოველივე მავიწყდებოდა. ორმოცი წლის კაცი, პატარა თინეიჯერ ბიჭს დავემგვანე.სრულიად დავკარგე კონტროლი საკუთარ თავზე, ამ ლაპარაკს საბოლოოდ მაინც იმ ბანალური, გაცვეთილი ფრაზისკენ მივყავართ, მაგრამ მაინც არ გეტყვი რომ მიყვარხარ,შენ უბრალოდ სიყვარულზე ბევრად მეტი ხარ…დაასრულა სათქმელი ღიმილიანი სახით და ხელი ხელზე მომიჭირა.
-შენ კი ჩემი ბედნიერება ხარ. მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე, ვუსმენდი თემოს სიტყვებს და ვგრძნობდი, რომ უბედნიერესი ვიყავი. სიცოცხლე ღირდა, თუნდაც ბედნიერების იმ ერთი წუთისთვის…
იმდენად სიმშვიდემ და ჰარმონიულობამ დაისადგურა ჩვენს ცხოვრებაში, რომ მიკვირდა კიდეც, ერთი მეორეს მიყოლებით დალაგდა პრობლემები.
ერთ საღამოს, სამსახურიდან ჩვეულებრივზე გვიან გამოვედი, ბნელოდა. ჯიბეებში ხელჩაყოფილი მივაბიჯებდი, თებერვლის სუსხიან ამინდში. გზად აფთიაქში შევიარე, თემოსთვის წამლები ვიყიდე, სიცხიანია და მთელი დღე სახლში შეუძლოდ იყო. ხუთ წუთში უკვე კორპუსთან ვიყავი. სადარბაზოში, შევაბიჯე თუ არა კიბის საფეხურზე ფეხი, ზურგს უკან ხმა მომესმა, მოტრიალება ვერ მოვასწარი, რომ ცხვირ-პირზე რაღაც ამაფარეს. მთელი ძალით ვიბრძოდი და გაქცევას ვლამობდი, ნელ-ნელა ვიგრძენი როგორ დამიმძიმდა ქუთუთოები, ყველა კუნთი მოეშვა და მოდუნდა ერთიანად, წინააღმდეგობის გაწევა აღარ შემეძლო. ხელიდან დამივარდა პარკი, რომელშიც ხილი და წამლები მელაგა, ყველაფერი იქვე მიმოიფანტა. მერე კი, ერთიანად ჩამოწვა წყვდიადი და არაფერი მახსოვს…გონს ნახევრად სარდაფის ტიპის ოთახში მოვედი, თვალები ნელ-ნელა გავახილე, სკამზე ვიყავი მიბმული, წებოვანი ლენტით, პირიც აკრული მქონდა. არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი გათიშული, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ რომ ფანჯრებიდან დღის სინათლე შემოდის, მინიმუმ ერთი ღამე მეძინა…ოთახს თვალი მოვავლე, დავინახე ჩემი ჩანთა, რომელიც იქვე ძირს ეგდო, ჩემს პირდაპირ სკამზე კი რეზი იჯდა.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო? ნუთუ გეგონა, რომ ყველაფერს დავივიწყებდი, როგორ იფიქრე, რომ ამ შრამს შეგარჩენდი. მიღრიალა და თავზე საკმაოდ მოზრდილ ნაიარევზე მიმანიშნა. რა იფიქრე, შენი ბოიფრენდით შემაშინებდი? არა ლამაზო, შესაფერის მომენტს ველოდი. ანგარიშსწორების დრო მოვიდა, დღეს ყველაფრისთვის პასუხს აგებ. ღრიალებდა და ოთახში ჩქარი ნაბიჯით მიმოდიოდა. მე შენ მიყვარდი, შენ კი საპასუხოდ რა გააკეთე? ლამის საიქიოს გამისტუმრე. ნერვიულად ისრესდა ხელებს, და თვალს ფანჯრისკენ აპარებდა,ალბათ შიშობდა არავინ მოსულიყო.
ამას სულ გაუფრენია, ჩვეულებრივი გიჟია, შეურაცხადი. ვფიქრობდი და თვალებიდან, შიშისაგან მომდინარი მარილიანი წყლის ნაკადი არ წყდებოდა.
-ნუღარ ტირი. გპირდები ნელი და მტანჯველი სიკვდილისთვის არ გაგიმეტებ. მითხრა და თავზე გადამისვა ხელი.
-ალბათ გშია, რა ხანია არაფერი გიჭამია, სამჯერ დაგაძინე, წავალ რამეს ვიყიდი.
თემო ალბათ მეძებს, გავიფიქრე და გულში იმედის ნაპერწკალი ამიკიაფდა, ვიცოდი შეუძლებელს შეძლებდა, და ამ არანორმალურისგან მიხსნიდა. არც კი ვიცი როგორ, მაგრამ ხელ-ფეხ შეკრულმა და პირ აკრულმა, იმედი მოვახერხე, როგორღაც მივახვედე საპირფარეშოში შესვლა რომ მინდოდა. უყოყმანოდ დამთანხმდა, ამხსნა წებოვანი ლენტი, თვითონ კართან მელოდა, მოვათვალიერე პატარა ოთახი, სტისგან გაშავებულ კელებში, მხოლოდ ერთი სარკმელი ანათებდა, რომელსაც გარედან რკინები ჰქონდა. გაქცევის იმედიც გადამეწურა. მოვრჩი თუ არა ჩემს საქმეს, გამოვედი გარეთ. რეზიმ ისევ სკამზე მიმაბა საგულდაგულოდ, თვითონ კი საჭმლის მოსატანად წავიდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მითხრა. კარი რათქმაუნდა დაკეტა. ვცდილობდი ხელები გამეხსნა, მაგრამ უშედეგოდ. იმდენი ვიფხარკალე, რომ საბოლოოდ ჩემი სკამიანად ამოვყირავდი, სახით ვიყავი დამხობილი, საშინლად ამეწვა შუბლი, სავარაუდოდ დაცემის დროს გადამტყავდა. ველოდებოდი, როდის მოვიდოდა და წამომაყენებდა ჩემი ჯალათი, ალბათ კიდევ ორი წუთი ვეგდე ძირს, კარს ვიღაც ან რაღაც მთელი ძალით მოასკდა, მივხვდი, რომ ეს რეზი ნამდვილად არ იქნებოდა, მესამე მცდელობაზე, კარები შემოინგრა და ოთახში ერთმანეთის მიყოლებით შემოცვივდნენ, თემო და გოგა სამართალ დამცველებთან ერთად…
სამი წელი და ოთხი თვე გავიდა თითქმის ამ ამბიდან, ძალიან ბევრი რამ მოხდა და შეიცვალა, რაც ყველაზე მთავარია რეზი დააკავეს…გოგა აგრძელებს ბედნიერად ცხოვრებას ცოლ-შვილთან ერთად. თეო და ლუკა კვლავ განუყრელი მეგობრები არიან, თუმცა დღემდე ორივე მარტოა…ლენუკა ისევ იმ ფირმაში მუშაობს, სწავლა დაასრულა. როგორც იქნა მის ცხოვრებაშიც გამოჩნდა ადამიანი რომელმაც მისი ყურადღება დაიმსახურა. არ ვიცი და დღემდე მიკვირს, ლევანი როგორ უძლებს(ეს ხუმრობით რა თქმა უნდა)თუმცა ფაქტია, ორ წელზე მეტია ერთად არიან….და ბოლოს ცოტა რამ ჩვენზეც: ალბათ გაინტერესებთ როგორ მიპოვა თემომ, მარტივად. ყველაფერი სადარბაზოში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ გადაიაღო…კვლავ ერთად ვართ, და იმაზე ბედნიერები ვიდრე ოდესმე. სწავლა დავასრულე თუმცა აღარ ვმუშაობ, იმიტომ რომ ახლა ცხოვრებაში ყველაზე საპასუხისმგებლო სამსახური მაქვს ,მართლაც ასეა. იყო დედა, სულაც არ არის ადვილი. დიდი პასუხისმგებლობაა, თუმცა ამავე დროს, ყველაზე თბილი და ამაღლებული შეგრძნებაა.

-----------------
ესეც დასასრული.მადლობა ყველას, ვინც თუნდაც ერთი თავი წაიკითხა.



ნამდვილად კარგი იყო heart_eyes

 


№2  offline წევრი melina

მადლობა,მე თქვენ მაბედნიერებთ❤❤❤

 


№3  offline წევრი qetti22

ძალიან საყვარელი დასასრული იყო ❤️

 


№4  offline წევრი hanabi

ძალიან კარგი ისტორია იყო. დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent