მეტი აღარ შემიძლია
ეს ერთფეროვნება დღითი-დღე მბეზრდება, უშენოდ აზრი ყველაფერს ეკარგება, სიცოცხლის უნარიც ნელ-ნელა მინელდება, მარადიულობაშიც ეჭვი მეპარება. რა იქნებოდა შეგყვარებოდი, სულ ოდნავ მაინც მომფერებოდი, რა იქნებოდა ჩამხუტებოდი და ჩემს ბაგეებს დაკონებოდი. ამის მაგივრად, უბრალოდ დამივიწყე, ჩემი გრძნობებიც ცალ ფეხზე დაიკიდე, უშენოდ ხელები გულზე დავიკრიფე, თითქოს სამუდამო ძილით დავიძინე. როდემდე გავუძლებ, ამას ვერ გეტყვი. მგონი, უკვე მთელი ცხოვრებაა გეტრფი, თუმც, დიდი ხანია ამ გრძნობებს ვებრძვი, ჩემს სიხარულსაც და ტკივილსაც შენ ერთვი. შენ მაინც არ გესმის და ვერ ხვდები, რომ შენს გარეშე უბრალოდ ვკვდები. ნაწვიმარ დილით უშენოდ ვდგები, და ბნელ ღამეშიც უშენოდ ვწვები. იქნებ ოდესმე ლაბირინთში დავიკარგო, ვიარო და ამ სიარულით დავიტანჯო. მისჯილი მაქვს, ამ ცხოვრებისგან დავიჩაგრო და მწველ გრძნობებში სამუდამოდ გავიხლართო. P.S იმდენად გამიტაცა ამ ლექსების წერამ, გადამავიწყდა , რომ ნიჭი არ მაქვს. გამაჩერეთ ვინმემ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.