შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჯაშუში (თავი 12)


13-08-2018, 00:42
ავტორი n-strovet
ნანახია 1 821

რამდენიმე დღეში ნინელის დასანიშნად წავიდნენ, სანდრო სულმოუთქმელად ელოდა, იმ გოგოს ნახვას ვინც “დათას გული დაიპყრო”, ლევანი კი გულწრფელად იზიარებდა იმ ბედნიერებას რაც დათა მათთან თამაშობდა, ეჭვები ღრნიდა, რატომ არ უთხრა იმ გოგოს შესახებ, უფრო ადრე, მაგრამ დიდად არ უღრმავდებოდა ამ ყველაფერს, რადგან თავისი სადარდებელი ჰქონდა. იმის შემდეგ რაც ლილიანს მისი გრძნობების შესახებ უთხრა, უფრო უჭირდა თავის შეკავება. მისი გონება კი, სადაც იყო აფეთქდებოდა, ამდენი ფიქრით და აზრების გადანაცვლებით. ორად იყო გახლეჩილი აქეთ მამამისისთვის დადებული პირობა, ექაჩებოდა, იქეთ კი ლილიანის სიყვარული. ლილიანის დაკარგვა არ უნდოდა თუმცა გულს უღრნიდა ის ფაქტი, რომ მამისის მკვლელი თავისუფლად დათარეშობდა და მეტიც დედამისის გვერდით ეძინა. “შენ ეს გზა აირჩიე, უკან დასახევი გზა არ გაქვს” გაიფიქრებდა და საბუთებს დააჩერდებოდა, ჯერ კიდევ მას ჰქონდა. ვერ გაბედა, იმ ადამიანისთვის მიცემა, რომელსაც წამში შეეძლო დათოს განადგურება. თუ ტკივილზე ვსაუბრობთ, თქვენ უნდა გენახათ, სანდროს გული, როდესაც დათამ ნინელი საცოლედ წარადგინა, რა სიტყვა უნდა მოვარგო, რომ გადმოვცე რაც იმ დროს იგრძო. ნინელიც არანაკლებ დღეში იყო თუმცა სანდროს ტკივილს ვერ შეედრებოდა, თითქოს გულის შიგნით ცეცხლი იყო, გაჩაღებული და პატარა ადამიანები, რომელთა სირბილიც ეკლებად ესობოდა გულს. თითქოს ჟანგბადი გამოილიაო ისე იგრძო თავი რადგან, ეს ყველაფერი მას გუდავდა, ვერ სუნთქავდა. ამ ყველაფერს კი ყელში გაჩხერილი ბურთი და თვალებში ჩამდგარი მლაშე სითხე ემატებოდა, რომელიც ოდნავ ბიძგს ელოდა, მის თაფლისფერ თვალებიდან, რომ დაეღწია თავი. ჩუმად გადაუჩურჩულა ლილიანს სააბაზანო ეჩვენებინა, ლილიანმაც წამშივე აჩვენა და გააპარა სუფრიდან. იცოდა, რასაც გრძნობდა ეხლა სანდრო და დამიჯერეთ ნინელიც ძლივს იკრავდა სახეზე ღიმილს თუმცა მაინც შეამჩნევდით, მის უბედურებას. დათა კი ამ ყველაფერს ეგუებოდა და გამუდმებით ნინელის უყურებდა მუცელზე. რამდენჯერ წაიღო მუცლისკენ ხელი თუმცა უკან დააბრუნა. ლევანი კი ლილიანის გარდა ვერავის ამჩნევდა. თვალებით ჭამდა და ყოველ ხუთ წუთში ეუბნებოდა თუ როგორ უყვარდა და იქვე ყურის ქვეშ სველ კოცნასაც დაუტოვებდა. ლილიანისგან კი მხოლოდ ჯლუგუნს იღებდა. სუფრა როდესაც გახურდა ნინელი იქედან გაიპარა, დათამ ეს მალევე შენიშნა, ისიც არ გამოპარვია თვალებიდან სანდროც, რომ არ იჯდა სუფრასთან. ძარღვებ დაბერილი წამოდგა სუფრიდან, ლილიანს უჩურჩულა რაც შეეძლო მალე ეპოვნა ნინელი და მოეწერა ტელეფონზე სადაც იქნებოდა, სანამ თვითონ დაიწყებდა ძებნას. ლილიანიც წამოდგა და დაიწყო ნინელის ძებნა. სანდრო აივანზე ეწეოდა, ნინელი კი თავის ოთახში შეკეტილი მოთქვამდა. თავიდან იფიქრა, რომ თავად შევიდოდა, მაგრამ გადაიფიქრა. სუფრასთან დაბრუნდა, დათას უჩურჩულა სადაც იყო, მანაც გაღიმებულმა დატოვა სუფრა. ნინელის ოთახს მიუახლოვდა რამდეჯერმე დააკაკუნა და მკაცად მოითხოვა, რომ კარები გაეღო, მაგრამ ნინელი უარზე იყო, მანამ სანამ დათა წყობლებიდან არ გამოვიდა და მთელი ძალით არ დაარტყა მუჭი კარებზე. მანაც გააღო, თვალები სულ ჩაწითლებული ჰქონდა, დათამ აქეთ-იქეთ გაიხედა, სწრაფად დაავლო ხელი და სააბაზანოსკენ წაიყვანა, შიგნით შეიკეტნენ და იქვე კედელს მიახეთქა.
-ეხლა კარგად მომისმინე, იმის გამო, რომ სანდრო გიყვარს ჩემს შვილს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ. ამიტომ შეწყვიტე მოთქმა და ნერვიულობა ვერ ხვდები, რომ ბავშვი ზარალდება მაგით? არც მე არ მინდა შენი ცოლად მოყვანა, მაგრამ ამის გამო არ ვტირი გასაგებია?-თითები მაჯებზე მაგრად მოუჭირა.
-ვერაფერს ხვდები ხო?-გაკვირვებულმა მოილაპარაკა, თან თავის დაღწევას ცდილობდა მისი მკლავებიდან-მეშენი ცოლი ვარ, ცოლი, რომელიც ქმრის ძმაკაცზეა შეყვარებული. და ამას ვერ შეცვლი, ვერასდროს დადგება სხვა კაცი მის ადგილას, განსაკუთრებით შენ-ზიზღით შეხედა და გვერდის ავლა სცადა.
-მე ჯერ არ დამიმთავრებია, კარგად დამიგდე ყური-ხელი კრა და ისევ კედელზე მიახეთქა-რომ გაბედო გონებაშიც კი, რომ მე მიღალატო, შუბლს გაგიხვრეტ თუ ესე საფიცრად გყავდა ეგ შენი სანდრო, მასთან გადაგეშალა ფეხები. ახლა კი რაც დათესე იმას იმკი, უფროსწორედ ვიმკით.-ლოყებზე მოუჭირა ხელი-არც მე არ მიყვარხარ, ეგ ბავშვი, რომ არა აქ ფეხსაც არ შემოვადგამდი.
-გასაგებია-თავი დაუქნია, თავი გაითავისუფლა და აბაზანიდან გავარდა. ასეთ მდგომარეობაში სტუმრებთან ვერ გავიდოდა, ამიტომ ოთახისკენ დაიძრა. თუმცა აივნიდან იმ წუთის შემოსულმა სანდრომ შეაჩერა, რომელიც თვალებ გაფართოებული უყურებდა თვალებ ჩაწითლებულ და დასიებულ ნინელის
-რა გჭირს? -სახეზე ხელი ჩამოუსვა-რატომ ტირი?
-ალერგიის გამო-თავი დახარა და ცრემლების შემშრალება დაიწყო.
-იტყუები, თან საშინლად-ამოიხვნეშა და ხელები მენჯებზე შემოიწყო-დათას ეჩხუბე?
-უნდა გავიდე-გვერდი ჩაუარა ისე, რომ ზედაც არ შეუხედავს. სწრაფად შევიდა თავის ოთახში და საწოლზე დაემხო.სანდრო კი დათასთნ მივიდა, რომელიც სააბაზანოდან გამოდიოდა
-რატომ აატირე?-მკაცრად და მომთხოვნად დაუსვა კითხვა- იმის მაგივრად, ბედნიერებით ტკბებოდეთ ეჩხუბები და საკუთარ ნიშნობაზე ატირებ? მერე რაღას იზამ დათა?
-ჩვენ ურთიერთობაში არ ჩაერიო კარგი? რაღაც გაურკვევლობის გამო გაბრაზდა და ჩხუბი შემოგვერია, ეს ბუნებრივია წყვილს შორის. შენ ამაზე არ იდარდო-ბეჭზე ხელი დაკრა და სუფრისკენ გაემართა. ლილიანი გვერდით მოუჯდა და ღიმილით კითხა თუ სად იყო ნინელი
-ცუდად არის, მალე იკითხავს მშობლები, ვითომ შენ გახდი ცუდად და ვერ გტოვებს ოთახში მარტო. ესე დასიებული თვალებით ვერსად გამოვა-მანაც ღიმილით ჩამოუყალიბა გეგმა, თითქოს რაიმე სასიხარულოს ეუბნებოდა.
-რა გააკეთე აატირე? არ მინდა თქვენს შორის ჩარევა, მაგრამ ხვდები, რომ ამით ბავშვი ზარალდება? არ შეიძლება სტრესი და ნერვიულობა
-უკაცრავად-გაკვირვებულმა გახედა-ვინ თქვა, რომ ჩემს გამო ტირის?-ღვინის ჭიქა აიღო და გამოცალა-მისი ძვირფასი სანდროს გამო ტირის
-ძმაკაცზე ევიანობა-ჩაიცინა
-არა, რადგან ვიცი სანდრო ამას არასდროს იკადრებს
-სიყვარულის გამო ადამიანი ყველაფერზე არის წამსვლელი, განსაკუთრებით თუ მისგანაც იგივეს იღებს-იმის მაგივრად დაემშვიდაბინა და ყველანაირი ეჭვი გაექრო პირიქით გაურღმავა და უფრო მოუშალა ნერვები-უნდა დაგტოვო, მე ხომ შეუძლოდ ვარ-ფეხზე წამოდგა და ნინელის ოთახისკენ გაემართა.
რამდენიმე წუთში იკითხეს, სად გაქრნენ ორივე ლაქბატონი. დათამ უპასუხა, რომ ლილიანი თავს შეუძლოთ გრძნობდა და ნინელიც არ ტოვებს მარტო. ლევანი ეგრევე დაეფეთა და ფეხზე წამოიჭრა, მაგრამ დათამ თვალები უბრიალა და ანიშნა ადგილზე დარჩიო. მანაც ნელ-ნელა დაჯდომა დაიწყო, ნინელის დედა ქეთი კი, წამოდგა მომავალ მძახლებს და იქ მყოფ ნათესავებს უთხრა, რომ დახედავდა, როგორ იყო და მალევე დაბრუნდებოდა. ღიმილით დატოვა იქაურობა და ნინელის ოთახში შეიჭა. იქ კი საშინელი სიტუაცია დახვდა, ბალიშზე ჩახუტებული გულამოსკვნილი ტიროდა, ლილიანი კი, მის დამშვიდებას წყლის ჭიქით ხელში ცდილობდა.
-საკუთარ თავს შეხედე, რა დღეში ხარ? გასაგებია, რომ გათხოვება არ გინდა, მაგრამ მე დაგაძალე? მე გთხოვე ნამუსი ახადე ოჯახს და დაორსულდითქო?-კბილებში გამოსცრა და ლილიანის გაკვირვებაც დაიმსახურა
-ყველაფერი იცის-ნინელიმ დაასწრო ლილიანს თქმა, რომელიც კითხვის დასასმელად დააღო პირი-დედა გთხოვ, ხომ ხედავ, რომ ცუდად ვარ?
-ბავშვის გამო, ნუ ყვები ემოციებს ხომ ხედავ უარეს დღეში ვარდები და რაც შეიძლება მალე დამშვიდე თავი, სანამ ყველამ შეგატყოთ შენ და დათა რა “ბედნიერი წყვილი” ხართ
-მალე გამოვალთ-ცრემლები შეიმშრალა და ქეთო დაიმედებული გაუშვა ოთახიდან-კარგად მოკალათდი, თავს დაგადებ-ხელი მოკიდა ლილიანს და კარგად მოაკალათა საწოლზე, თავი კი ფეხებზე დაუდო-მტკივა იცი-ტუჩები დამანჭა და ცრემლის ახალი ნაკადი გადმოუშვა, ჩაწითლებულ თვალებიდან-ამბობენ, რომ გულის ტკენას საბოლოოდ ეჩვევა ადამიანიო. ცხარე ცრემლებს დაღვრის, იქვითინებს, იბღავლებს და ბოლოს შეეგუება. თითქოს ეს ჰგავს ხრეშიან გზაზე ფეხშიშველა სიარულს, თავიდან მწარე ჩხვლეტებს გრძნობ, ტერფები გეკაწრება, მერე თანდათან ეჩვევი და მასზე სირბილიც არ გტკენ გაუხეშებულ ფეხისფულებს. და მაინც მგონია, რომ ტკივილი წარუვალია, უს სიკვდილამდე წამებად გაგყვება, უბრალოდ არ გამოხატავ და გულით ჩუმად ატარებ, სადამდეც გაუძლებ. მეც ეგრე ვიქნები, ჩემი პატარასთვის გაუძლებ ამ ყველაფერს. სანდროს სიყვარულს კი, გულში შევინახავ და იმ გულის ტკენას ავიტან სხვას, რომ აჩუქებს საკუთარ თავს.
-დამიჯერე, ცხოვრება ისეთი სასტიკია ეს ყველაზე პატარა და სასაცილო პრობლემა იქნება, შენს ცხოვრებაში-თმაზე ხელი გადაუსვა-სიუპრიზებით არის ამ სამყაროში ყველაფერი სასვსე, შენ კიდევ შეწყვიტე ტირილი, თორემ მთელი ღამე მოგვიწევს აქ ყოფნა.
მალევე დაბრუნდა ნინელიც და ლილიანიც სუფრასთან. ისე თითქოს არც არაფერი მომხდარა. ყველამ ლილიანი მოიკითხა, მანაც უთხრა, რომ თავს უკვე კარგად გრძნობდა და სანერვიულოც არაფერი იყო. დათა კი ნინელის არ აცილებდა თვალს, ლილიანმა ლევანის გადახედა და ყურში ჩასრჩუჩულა.
- სანამ ჩვენ ოთახში ვიყავით, დათა იყო სადმე გასული?
-თქვენთან წამოვიდაბ ქეთო, რომ დაბრუბდა. სხვაგან არსად არ ყოფილა, რა ხდება?
-არაფერი, ისე-მხრები აიჩეჩა-მშია-ტუჩები დაბრიცა
-ჭამე, თორემ მართლა შეუძლოს გახდები-მანაცყურში ჩასჩურჩულა და იქვე აკოცა
-ნუ მკოცნი-მუცელზე უჩქმიტა-მშია გადმომიღე ხაჭაპური, ყველაფერი კარგი შენსკენ, რომ დაგილაგებია
-ხორციც გინდა?-ხაჭაპურს დაავლო ხელი და ყველაზე დიდი ნაჭერი გადმოუღო
-დიდია ეს-თვალები უბრიალა-გავსუქდები. და არა არ მინდა ხორცი, სალათს შევჭამ
-სუქანიც მეყვარები და ურიგო არ იქნება, ერთ ხუთ კილოს თუ მოიმატებ.
-მაცადე ვჭამო-მეტი ვერაფერი ვერ უთხრა და თავი დაიხსნა. ქორწილი კი სექტემბრის დასაწყისში გადაწყდა. ღამის თერთმეტ საათისთვის ყველანი დაიშალნენ, დათამ თავზე აკოცა ნინელის “თავს მიხედე, არ მოაშიო მამიკოს პრინცესა” ღიმილით დახედა მუცელზე. ლილიანი იქ დარჩა სანდრო და ლევანი კი ბარში წავიდნენ.
მალე დაილია აგვისოს თვეც, დადგა სექტემბერი და უფრო დაჩქარებული ტემპით დაიწყეს ქორწილისთვის მზადება. ულამაზესი კაბა შეარჩია, იმის გამო, რომ მუცელი საერთოდ არ ეტყობოდა წელში გამოკვეთილი კაბა შეარჩია, კატეგორიულად მოითხოვა, რომ სადა მაკიაჟი კეთებოდა, ასევე თმებიც. ქორწილი კი ევროპულტრადიხიული იქნებოდა, მეჯვარეები ლილიანი და სანდრო იყო. დათამ ლევანის სთხოვა, თუმცა სანდრომ უთხრა ლევანის გრძნობების შესახებს ლილიანის მიმართ, ლევანმაც დაეთახმა და დათაც იძულებული გახდა, რომ სანდრო ყოფილიყო, თვალებით კი ყოველ წუთს უბოდიშებდ ასეთი ტკივილისთვის. ნინელიმ ეს, რომ გაიგო იქვე ჩაიკეცა და ტირილი დაიწყო. დათას წაეჩხუბა კიდევაც , მანაც სიტვაცია აუხნა თუმცა ამან საერთოდ არ დააწყნარა ნინელი. მშობლებისგან მალულად ეხოსკოპიაზე წავიდნენ, დათას თვალები უპრწყინავდა, მხოლოდ მის თვალებს ემჩნეოდა ბედნიერება, სახეზე კი სრული უემოციობა. როდესაც ბავშვი დაინახა და პლუის მისი გულისცემა გაიგო, მხოლოდ მაშინ გამოისახა მის სახეზე უსაზღვრო სიხარული და ბედნიერება. ნინელის კი ხელები დაუკოცნა. ლილიანი გახარებული უყურებდა ეკრანს, სქესის გაგება უნდოდა თუმცა ჯერ პატარა იყო ნაყოფი და ვერ გაიგებდნენ. ეხოსკოპიიდან როდაც გამოვიდნენ, ნინელის საშინლად მოშივდა, იქვე კაფეში დახსდნენ იქ კი ნიკა მოვიდა. ლილიანმა ამცნო, რომ მან დაურეკა და მათთვის თქმა დაავიწყდა. ძველი მეგობრის ნახვა გაუხარდა ნიკას და გადაეხვნინენ ერთმანეთს, ნინელიც გაიცნო და ბავშვის ამბავიც მიულოცა. მალევე ძმაკაცები ერეკლე, დემეტრე და იოანე მოვიდნენ და გააცნო ლილიანს მათი თავი. დათა იცნობდა მათ ამიტომ თავად გააცნო თავისი საცოლე და მომავალი შვილის დედა. ცოტახანს ისაუბრეს ,გაერთნენ და იმ დროს ყველანაირი პრობლემა გადაავიწყდა კიდევაც.
ქორეილიც დღეც დადგა, დათომ ბოდიში მოუხადა ნინელის მშობლებს სამსახურში რაღაც პრობლემის გამო ვერ ახერხებდა წასვლას. ლილიანი დილიდანვე დაფარფატებდა ხან ვის ურეკვდა ხან ვის. ლევანი დაცინოდა და ეხუმრებოდა, მაგრამ წაშხამდა როდესაც გაიგო, რომ ნიკაც მოდიოდა ქორწილში და ეხლა დათას და ლილიანს უბღვერდა. ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს, ფოტოები გადაიღეს და რესოტნისკენ დაიძრეს. ხელის მოწერა იქვე გამართეს, მოცეკვავები აფორმებდა ქორწილს, ხან ქართული ხან კიდევ ევროპული ცეკვებით. დადგა სიძე დედოფლის ცეკვის დროც, ისე ლამაზად იცეკვეს აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ სტუმრები. იმის გამო, რომ ჯერ კიდევ სუსტად გრძნობდა ფეხმძიმობის გამო თავს , დიდად არ ცეკვავდა და არც საჭმელს ჭამდა. დათა კი საყვადურობდა ამის გამო. სანდრო დიდად არც ჩერდებოდა მათთან, მაგიდებს შორის დადიოდა და იქვე სვამდა ნაცნობებთან ერთად. ნიკა და ლილიანმა უამრავი ფოტო გადაიღეს, რამდენიმე ფოტოში დაბღვერილი ლევანის სახეც გამოჩნდა, ლილიანს კი ამაზე ეცინებოდა და სწრფად შლიდა სურათებს.
-არაჩვეულებრივად გამოიყურები-ყურში ჩასჩურჩულა და საცეკვაოდ გაიწვია-არ მაწყენინო-ლილიანიც გაყვა და ნელი მუსიკის თანხმლებით დაიწყეს ცეკვა-არ იმღერებ? ვგიჟდები შენს ხმაზე-ცხვირი გაუხახყნა ლოყაზე
-მეგონა ჩემს თვალებზე გიჟდებოდი-ჩაიცინა
-შენზე ვგიჟდები საერთოდ-უფრო მჭიდროდ აიკრო-ნეტავ ჩვენი ქორწილის იყოს, ჩემზე ბედნიერე არავინ იქნებოდა. ყველაფერი ვიცი დათას არ უთქვამს, მაგრამ ვიცი, რომ ერთმანეთი არ უყვართ. სანდროს ნინელი უყვარს ,ნინელის სანდრო, აქ ზედმეტი დათა არის, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ ასე არ იქნება
-რას გულისხმობ-ხელები კისერზე შემოხვია და ნისლისფერ თვალებს გაუსწორა მზერა
-ნინელის არ უყვარს, მეტიც არც მოწონს სანდრო, ეს უბრალოდ გატაცებაა, ულუზია, რომელშიც ცხოვრობს თუმცა დორებით-კისრიდა ხელები ჩამოაღებინა და დაატრიალა-მათში წყვილს ვერ ვხედავ-წელზე ხელი შეუცურა და ისევ მიიზიდა-ბედნიერი ხარ?-ამ კითხვამ ცოტა არ იყოს დააბნია ლილიანი, რამდენიმე წამით პასუცი არ გასცა თუმცა შემდეგ გაუღიმა და უპასუხა.
-ჩემ საყვარელ ადამიანებთან ერთად ვარ, როგორ შიძლება უბედური ვიყო?
-საყვარელ ადამინებში მეც შევდივარ-წარბები აწკიპა
-ყველა…-მოეხვია და ტუჩები ყურებთან მიუტანა-ჩემი საყვარელი ადამიანები-თავი მხარზე დაადო, ლევანიმ კი ხარბად შეისუნთქმა მისი სურნელი და უფრო მჭიროდ მოხვია წელზე ხელები.
-მაშინ ბათუმში, რომ მითხარი გაახილე თვალები ყველა გატყუებსო რას გულისხმობდი?-მის მხრიდან თავი ასწი და თვალებში ჩახედა.
-ტყუილს-მშვიდათ უთხრა
-და ყველაში შენც შედიხარ?
-და გინდა რომ შევდიოდე?-წინ ჩამოგდებული ღერი თმა გადაუწია ყურზე
-არა, ყველაზე მეტად შენ არ მინდა, რომ იყო იმ სიამში-ლოყაზე ნაზად აკოცა-თუ ნამდვილად გიყვარვარ არ მომატყუო, ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვპატიობ ადამიანს, ნუ დამაკარგინებ შენს თავს-მუსიკა დამთავრდა და გაეცალა ლევანს.
ლილიანმა კიდევ დათასთან ერთად და რამდენიმე უნივერსიტეტის მეგობრებთან ერთად იცეკვა. ამასობაში კი ნიკა და ლევანი გაქრნენ თვალთა ხედიდან.
-ლივანი ხომ არ გინახავთ ან ნაკა?-ახალ დაქორწინებულებს მიუახლოვდა ლილიანი.
-არა-თავი გააქნია ნინელიმ-ალბად სუფთა ჰაერზე არიან, ბიჭებთან ერთდ
-ან მოსაწევად გავიდნენ-საუბარში ჩაერთო დათაც- ცოლო მეცეკვები?-ხელი გაუწოდა ნინელიმ ლილიანს შეხედა, არ უნდოდა მოსაუბრის დატოვება, მაგრამ ლილიანისგან თანხმობა მიიღო. მათ ცეკვაში კი ლილიანი სწრაფად ადგა და გარედ გავიდა. რესტორნის გვერძე გინების ხმა ისმოდა, სწრაფად ამოიცნო, ლევანი და ნიკა და ხმის მიმართულებას გაყვა. როდესაც გავიდა დაინახა სისხლიანი ლევანი და ნიკა, რომელიც ერთმანეთს დაუნდობლად ურტყამდნენ და თან აგინებდნენ
-რას აკეთებთ?-წამოიყვირა და მათთან მივიდა გასაშველებლად
-ნუ ერევი-ორივემ დაუყვირა და ისევ დაიწყეს ერთმანეთის ცემა
-გაჩერდით-რაც შეეძლო მაღალ ხმაზე დაიყვირა და თავი მოიმკვდარუნა, თითქოს ცუდათ გახდა. სწრაფად მოცილდნენ ერთმანეთს და მივიდნენ ლილიანთან.
-რა გჭირთ კარგად ხარ?-ერთი ერთ გვერდიდან მიუდგა, მეორე კი მეორედან.
-რა მჭირს? თქვნეი თავის გატეხვა მჭირს-სწრაფად წამოფრინდა ზემოდ და მათ შუაში დადგა, რომ არ ეჩხუბათ.
-მოიცა შენ ეხლა მოიტყუე?-გაკვირვებულმა ნიკამ ძლივს მოუყარა სათქმელს თავი
-დიახაც, არ გაჩერდებოდით ისე. რას აკეთებთ? რას გევხართ? მთლიანად სისხლიანი, ორივენი პატარა ბავშვები ხართ?
-შენს თავში შემეცილა-მიუახლოვდა ნიკამ და უფრო აუწია ხმას.
-ხმას ვისთან უწევ?-გამოექომაგა ლევანი
-შენ არავინ გეკითხება-ხელი გაუშალა და მისკენ გაიწია, მაგრამ ლილიანმა თავის ადგილას დააბრუნა.
-მე რა სათამაშო ვარ, ან შენი უნდა ვიყო ან მისი?
-არ შენ ჩემი შეყვარებული ხარ და ეს არის ზედმეტი-ლევანიზე მიუთითა- მითხრა, რომ უყვარხარ და არ დაგთმობდა
-და ამან გაგამწარა?
-დიახაც, მე არ ვგავარ იმ კაცებს, რომლის შეყვარებულზე/ცოლზე ამბობენ, რომ ულამაზესია, რომ არაჩვეულებრივი ტანი აქვს, ფეხები კისრიდან ეწყება და ასე შემდეგ. მათგან განსხვავებით ვხედავ და ვხვდები, როგორია ჩემი შეყვარებული და ჩემზე უკეთ შენ ვერავინ დაგაფასებს.
-უკვე საკმაოდ გვიანია, ნელ-ნელა იშლებია თქვენც ორივენი მთვრალები ხართ ჯობს სახლში წახვიდე-ნიკას მიუახლოვდა და ხელმკლავი დამოდო-ირაკლის ვთხოვ და წაგიყვანს-დათას და სანდროს საერთო მეგობარზე უთხრა.
-არ მინდა-თავი გააქნია და მოიცილა-ჩემით წავალ
-გთხოვ ნუ მანერვიულებ-მიუახლოვდა და გაენაზე
-კარგი, რადგან შენ ეგრე ამბობ-გაუღიმა და ჩაეხუტა.
ლილიანი ირაკლის საძებნად გაუყვა, მანამდე კი ლევანი ქალების საპირფარეშოში ჩაკეტა. ირაკლიდ დათასთან ერთად ჭიქა დაეჭირა, როგორც ჩანს და დალევას აპირებდა.
-ირაკლი-სწრაფად მიირბინა ლილიანმა
-ოჰ მოსულა ჩვენი ცქრიალა გოგო, ეხლა მეგობრობის სადღეგრძელოს ვსვამთ და მერე შენი და ნინელის თამადობით დავლევთ მანდილოსნების სადღგრძელოს.
-კარგი, მაგრამ ჯერ არა რა, მჭირდები.ნიკა უნდა წაიყვანო სახლში
-მოიცა ეხლა გახურდა ქორწილი-გადახედა მოცეკვავე ახალგაზრდებს-დაანებე თავი, მოვიდეს დალიოს მე ეხლა ვიწყებ დალევას.
-არა ცოტა შეუძლოდ არის, ალბად თეთრი და წითელი ღვინო აურია ერთმანეთს-ირაკლიმ ჭიქა დადო და თავი დაუქნია ლილიანს თახმობის ნიშნად.
-მერე გავაგრძელოთ, ჩვენ-თვალი ჩაუკრა დათას და გარედ გაყვა ლილიანს.
-ფრთხილად იარეთ და ნიკა დამირეკე-გააფრთხილა ლოყაზე აკოცა და მანქანაში ჩასვა.
თვითონ ქალების საპირფარეშოში გაემართა და ლევანი გამოიყვანა
-წავედით სახლში
-რა გააცილე შენი სიხარული?-გაიპრუნწკა
-მანქანის გასაღები მომეცი-ხელი გაუწოდა
-ჩვენ რა მივდივართ? დამაცადე, მშვენივრად ვისმენდი გოგოების ჭორაობას ამ კაბინაში, ერთი-ორს თურმე მე მოვეწონე
-მომეცი გასაღები-ყურადღება არ მიაქცია მის ნათქბამს
-მეთვითონაც შემიძლია
-არა მომეცი-კადეგორიულად გააქნია თავი და საპირფარეშოდან გაიყვანა
-ჩემზედაც ღელავ?
-ლევან-თვალები დაუბრიალა
-კარგი-გასაღები მისცა უკნიდან უნდა გასულიყვნენ, ამიტომ სამზარეულოში შეიპარა ლევანმა ღვინის ბოთლს და გასახსნელს ხელი მოავლო და მასთან ერთად ჩახუტებული ჩაჯდა მანქანაში
-ეს რათ გინდა?-მაქანა დაქოქა და ღვინოზე ჩახუტებულ ლევანს გადახედა-კიდევ სვამ?
-კი-მოკლედ მოუჭრა და ღვინის ბოთლი გახსნა-ეს აღარ მჭირდება-რესტორნის ეზოშივე დააგდო გასახსნელი-წავედით
-არ დალიო, ცუდად გახდები-ღვედი შეიკრა და გზას გაუყვა
-ვაიმე არ გამასულელო ეხლა, შენ რა ჩემზე ზრუნავ?-სარკასტულად ამოიყვირა
-მორჩი მასხარაობას
-კარგად შეუკარი ნაკას პერანგი? მაინც აცივდა და არ შეცივდეს
-ლევან, გეყოს რა-მუდარით გადახედა
მთელი გზა იმაზე ლაპარაკობდა თუ როგორ ძალიან უყვარდა და რა შეეძლო მისთვის გაეკეთებინა.სახლშიც მივიდნენ მანქანიდა გადმოსვლაში დაეხმარა და მასზე დაყრდნობილი, მიადგა სახლის კარებს
-მიყვარხარ, რა ჩემი ბრალია?
-ჩუმად გაიგონებენ -თვალები უბრიალა.
-მიყვარხარ, გაიგონონ მერე-მთელ ხმაზე იღრიალა-მიყვარხარ!
-ჩუმად-პირზე მიაფარა ხელი. ლევანიმ წელზე მოხვია ხელი და მის ბაგეებს ნაზად შეეხო -მიყვახრახარ-დაიჩურჩულა და ეხლა კისერში მხურვალე კოცნა იგრძნო ლილიანმა-გაღმერთებ!.
-აქ რა ხდება?-აწიკვინდა თეა, სწრაფად მოცილდნენ ლილიანი და ლევანი ერთმანეთს-დათო სწრაფად ჩამოდი -მთელ ხმაზე დაიყვირა და დათოც გიჟივით ჩამოვარდა ქვემოთ
...............
ესეც მომდევნო თავი იმედია მოგეწონებათ და შემიფასებთ <3



№1  offline წევრი skida

აუუუ ეს ქალი უკვე სერიოზულად მიშლის ნერვებს ახლა გამოჩენა შეიძლებოდა ?!
ლევანი მეცოდება უპასუხო სიყვარული მძიმეა .მიხარია მალ-მალე რომ დებ !

 


№2  offline წევრი n-strovet

skida
აუუუ ეს ქალი უკვე სერიოზულად მიშლის ნერვებს ახლა გამოჩენა შეიძლებოდა ?!
ლევანი მეცოდება უპასუხო სიყვარული მძიმეა .მიხარია მალ-მალე რომ დებ !

heart_eyes kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent