შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ანნას [სრულად]


13-08-2018, 10:29
ავტორი Mathew
ნანახია 2 358

სანამ კითხვას დაიწყებთ,მინდა გითხრათ,რომ ეს ისტორია ჩემი წინა ისტორიიდან მომდინარეობს. “სიცოცხლე სიკვდილის სანაცვლოდ“.ამიტომ,თუ ის ისტორია არ გაქვთ წაკითხული,შესაძლებელია სულ ოდნავ დაიბნეთ.
თქვენი ნებაა წაიკითხავთ თუ არა მას,მე კი,წინასწარ გიხდით მადლობას.მართალია,ეს ჩემი წერის სტილი არაა,მაგრამ ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა.


“დედა,ახლა მე შენ ოთახში ვზივარ,ამ წერილს აკანკალებული ვწერ.კარგად იცი,რომ მე არ მყავს ისეთი ადამიანი გვერდით,ვისაც შემიძლია დედა ვუწოდო.
მე არ მყავს ისეთი ადამიანი გვერდით,რომელსაც ჩემ საიდუმლოს გავანდობ.
მე არ მყავს ისეთი ადამიანი გვერდით,რომელიც “გოგოშკურ“ თემებზე მესაუბრება.
მე არ მყავს ისეთი ადამიანი გვერდით,ვინც ჩემ გრძელ თმებში თავის თითებს შეაცურებს და ძილის წინ ჩამიბწნის.
მე არ მყავს ისეთი ადამიანი გვერდით,რომელიც მაღაზიებში წამიყვანს და ლამაზ კაბებს მიყიდის.
მართალია,ახლა,მე არ მჭორდება ეს ყველაფერი.
მაგრამ მაშინ,როცა პატარა ვიყავი.
მაშინ,როცა ვერ ვაცნობიერებდი იმ დიდ ტკივილს,რასაც უშენობა ერქვა.
მაშინ,როცა მე საწოლზე დამხობილი,ჭერს უაზროდ მივშტერებოდი და რაღაც სისულელეებს გიყვებოდი.აი,ზუსტად მაშინ მჭორდებოდა ეს ყველაფერი.
დედის სითბო მაკლდა დე.
უშენობა მიჭირდა.
მთლიანად შენ მაკლდი.
ნეტავ წამით მაინც მენახე დე.
ნეტავ,სულ პატარას მაინც მქონოდა შენი რეალურად ნახვის საშუალება.
გეფიცები,ის მომენტი ჩემი მეხსიერებიდან არ წაიშლებოდა.
მაგრამ,მე ხომ უიღბლო ვარ დე.
ვერ გნახე,მე წაგართვი სოცოცხლე.
მე მოგისპე მთელი ცხოვრება.
ჩემ გამო შენ ზემოთ ხარ,მამა კი აქ და უშენობით იტანჯება.
იცი რამდენჯერ მითხრა,შენ თავს არ უნდა აბრალებდე დედაშენის გარდაცვალებასო?მაგრამ,მე მაინც ვიცი,რომ მე დაგაშორეთ ერთმანეთს.
ბოდიში დე.
იცი,ხშირად გამიგია მამა როგორ გელაპარაკება.
ალბათ შენც ხედავ და მამას მონაყოლიდანაც გაიგე,რომ მე შენ გგავარ.
მაგრამ,ვერ ვუძლებ.
გეფიცები,ვერ ვუძლებ ასეთ ჩამქრალ მამის თვალებს.
ახლა მე 13 წლის ვარ.
შენ 13 წლის წინ წახვედი,მაგრამ მე მჯერა,რომ მაქაც ისეთი ხარ,როგორც ადრე.
სულ არ შეცვლილხარ დე,ხომ ასეა?
არც მამა შეცვლილა.
თქვენი ყველა ფოტო ვნახე და ახლაც,ზუსტად ისეთია,უბრალოდ,სულ ოდნავ აქვს ჭაღარა შეპარული,მაგრამ ესეც მხოლოდ დარდის ბრალია.
იცი,ღამით ჩუმად ვტირივარ.
უშენობას მივტირი დე,ისე,რომ მამამ ვერ გაიგოს.
ჩემი ცრემლი უფრო ატკენს დე,ვიცი.
მაგარამ,მიჭირს.
შენ ხომ გრძნობ არა.
ხომ გრძნობ რა ხდება ჩვენ გულში.
ახლა,შენ რომ აქ იყო,ამის გამო ყველაფერს დავთმობდი დე.
დროის უკან დაბრუნება რომ შეიძლებოდეს მამას გავაფრთხილებდი და ვფიცავ,ისევ ერთად იქნებოდით.
მაგრამ,ამის გაკეთება შეუძლებელია.
მამა იმასაც მეუბნება,დედასავით ჯიუტი ხარო.
მიყვარს შენ თავს რომ მადარებენ დე.
მაგარამ,ვერ ვიტან ქუჩაში,სკოლაში,მაღაზიაში,ყველგან სადაც მე და მამა ერთად ვართ ვხედავ ,ქალები როგორ ეპრანჭებიან მას.
არ შემიძლია იმის წარმოდგენა,რომ მე შეიძლება მეორე დედა მყავდეს.
ვიცი,მამას ბედნიერება უნდა მინდოდეს,მაგრამ ხომ იცი არა,ის მხოლოდ შენთან იყო ბედნიერი.
ვიცი დე,რომ ყველაფერს ხედავ,გრძნობ და განიცდი,ისე როგორც ჩვენ.
ალბათ ისიც იცი,რომ ნინია და დემე დაოჯახდნენ.
დემეს და ლიკას შვილი არ უჩნდებოდათ დე,ამიტომ მათე იშვილეს,რომელიც ჩემზე დიდია და სულ მაკონტროლებს.
შემდეგ მია გაჩნდა,არ ვიცი ამას სასწაული ქვია თუ არა,მაგრამ ეს ასე იყო,გეფიცები.
ნინიას კი ტყუპები ყავს.რატი და დაჩი.
მათ შესახებ შენთვის არასდროს მომიყოლია,მაგრამ ახლა,მგონი კარგი იქნება თუ ისინიც გეცოდინება.

დე,შენ ყველაზე ძლიერი ქალი ხარ.
შენი სიცოცხლე ჩემთვის გაწირე.
რა მოხდებოდა მეც რომ შენ წამოგყოლოდი.
ალბათ,მალე მამაც ჩვენთან ამოვიდოდა.
იცი,ზოგჯერ ისე მენატრები,რომ შენთან ამოსვლაზეც ვფიქრობ,მაგრამ შემდეგ,ისევ მამა მახსემდება და ვჩერდები.
გეფიცები,დღესაც დადის ჭორები ანნას და ლუკას შესახებ და ორივე მეამაყებით ასეთი სიყვარულის გამო.
ჩემზეც ამბობენ რაღაცებს.ზოგი მკვლელს მეძახის,მაგრამ უკვე შევეჩვიე დე.
აღარ ვაქცევ ყურადღებას,თუმცა ცრემლი მაინც მომდის.
ახლაც ვტირი დე.
როცა უზომოდ მენატრები წერას ვიწყებ.
წერილს გწერ დე.
არ ვიცი რამდენი დავწერე.
დიდი ხანია გწერ,შემდეგ,როგორც ყოველთვის,წერილს შენ გიგზავნი.
ვიცი,13 წლის ვარ და არ უნდა მჯეროდეს იმის,რომ პასუხს მომწერ,მაგრამ რა ვქნა,თუ მაინც მჯერა,რომ შენ პასუხს მივიღებ.
თუნდაც დიდ,თეთრ ფურცელზე დაწერილ მიყვარხარს.
აღარ შემიძლია დე ამდენი სევდა,მაგრამ რა ვქნა,მე და მამა ერთად ვუძლებთ.
ახლა უნდა წავიდე დე,მაგრამ გპირდები,მალე ისევ მოგწერ.
ტკბილი ძილი.
მიყვარხარ.“
ფურცელი ოთხად გაკეცა,იქვე,მაგიდაზე დადებულ ასანთის შეკვრას დაავლო ხელი და აივანზე გავიდა.ღამის ქალაქში,პატარა გოგონა,რომლის მოკაშკაშე თვალებში დიდ სევდას დაედო ბინა,აივანზე იდგა,ხელში ანთებულ ასანთის ღერს ათამაშენდა.ცეცხლის სუსტი სინათლე ოდნავ ედებოდა სახეზე და მისი ლამაზი ნაკვთები შესამჩნევი ხდებოდა.
შემდეგ,მარცხენა ხელში თეთრი,ოთხად გაკეცილი ფურცელი შეათამაშა.ბოლო,ცერებზე დადგა,ხელი ოდნავ გადაწია აივნიდან და ფურცელს ცეცხლი წაუკიდა.
ნელა იწვებოდა ფურცელი.
კვამლი ცისკენ მიდიოდა,მას კი ნამწვავები მიყვებოდა.
გოგონა კი ისევ,იგივე პოზაში იდგა და ხმადაბლა ღიღინებდა.
-we only say goodbye with words,I died of hundred times.-დაბალი,ჩამწყდარი ხმით ღიღინებდა ლილე,რამდენიმე გამვლელის მზერას თუ დაიჭერდით,მისკენ მიმართულს.სულ უმიზეზოდ,მისი ქმედებიდან გამომდინარე რომ გაიფიქრებდნენ-ალბათ გიჟია,და ისევ გააგრძელებდნენ გზას.
თითქმის ყველა,ვინც მისი ამბავი არ იცოდა მას გიჟად რაცხავდა მსგავსი საქციელის გამო,რომელსაც,თითქმის ყველა კვირას აკეთებდა.
ლუკა ხედავდა ამას,მაგრამ არაფერს აკეთებდა.პირიქით,ეს ერთადერთი გზა იყო იმისთვის,რომ ლილეს და ანნას ეკონტაქტათ.
მართალია,იცოდა ლუკამ,რომ ლილე პასუხს ვერ მიიღებდა,მაგრამ ისიც იცოდა,რომ ანნას ყველაფერი ესმოდა და ხედავდა.
რამდენჯერ დაუნახია ლილესკენ მომართული მტრული მზერა გოგონას თანატოლებიდან,რომლებიც მკვლელის სახელით მოიხსენიებდნენ.
ამაზე საშინლად ბრაზობდა,მაგრამ ახარებდა ის ფაქტი,რომ ლილე მათ სისულელეში არ უყვებოდა.
თუმცა,საშინლად ანერვიულებდა ლუკას ლილეს ჩაკეტილობა.
განა სხვაგვარად იქნებოდა?
მაგრამ,ამას მაინც ვერაფრით შველოდა.
უნდოდა,მაგრამ არ გამოსდიოდა.
ლილე კი მხოლოდ მათესთან იყო გახსნილი.
მხოლოდ მათესთან აძლევდა თავს იმის გაკეთების უფლებას,რასაც სხვასთან მალავდა.
მათე კი,მუდამ ცდილობდა მისთვის ტკივილი არ მიეყენებია.
ერთადერთი მეგობარი იყო,რომელსაც ენდობოდა და მის გამო თავსაც გაწირავდა.
ხშირად უთქვამს ლილეს-მე მხოლოდ ისეთი სიყვარულის მჯერა და მწამს,როგორიც დედას და მამას აქვსო.
ამას მხოლოდ მათესთან ამბობდა,მაგრამ სხვებს რომ ეკითხა,მათთვის გაუგებრად,თუმცა მისთვის ყველაზე გასაგებად ეტყოდა-ლურჯი სოყვარულის მწამსო.
ეს კი ხალხისთვის კიდევ ერთი მიზეზი იყო,თუ რატომ უნდა ეწოდებინათ მისთვის გიჟი.
მაგრამ,ზოგს გიჟი დედის გარდაცვალების გამო ეგონა.
ძნელი ცხოვრება ქონდა ლილეს,თუმცა,ის ამას მაინც უმკლავდებოდა.
ამ 13 წლის მანძილზე ლუკაც წრმუნდებოდა იმაში,რომ ლილე მის ანნას ძალიან გავდა.
ზოგჯერ,როცა უსაშველო ხდებოდა მონატრება,ფრთხილად შეაღებდა ლილეს ოთახის კარს,გოგინას გვერდით მიუწვებოდა და გულში ჩაიკრავდა.
ლილეც მაშინვე შეიმშრალებდა ცრემლს და მამის კისერში ჩარგავდა თავს.
ამ დროს ლუკა მოგონებებში ეშვებოდა,ლილე კი შანსს ხელიდან არ უშვებდა და ლუკას დედის შესახებ უფრო მეტს ეკითხებოდა.
კარგი მამა იყო ლუკა.
არა,კარგი არ ითქმის მასზე.
ის შეუდარებელი იყო.
მართალია,ლილემ 4 წლის ასაკიდან იცოდა,რომ დედამისი ზემოთ,ცაში იყო,მაგრამ ლუკა მაინც ცდილობდა მისთვის ჯერ განუცდელი ტკივილი შეემსუბუქებინა.
ყველაზე საშინელი დღე.
ლუკას რომ კითხოთ ეს დღე რომელი იყო მისთვის,პირველ რიგში ანნას გარდაცვალების დღეს დაგისახელებთ,შემდეგ კი იმ დღეს,როცა ლილემ მისი კაბინეტის კარი შეაღო.
მაშინ,15 სექტემბრის ღამე იყო.
-მამა.-კარები გააღო და წკრიალა ხმით დაიჩურჩულა.სულ რაღაც 5 წლის იყო ლილე მაშინ.
-გისმენ პრინცესა.-უცებ მიუახლოვდა გოგონას,ხელში აიყვანა.იქვე,სავარძლეში მოთავსდა და გოგონაც მუხლებზე დაისვა.
-დღეს,მათეს სკოლაში გავყევი,პირველი დღე რომ იყო.
-მერე?მოგეწონა პრინცესა?
-კი,სკოლა მომეწონა,მაგრამ იქ…-საუბარი შეწყვიტა,თვალები ცრემლით აევსო.
-რა პრინცესა?
-იქ ერთი გოგო შემხვდა.შენი დედიკო სად არისო მკითხა,მეც ვუთხარი რომ ის ცაში იყო და ასე მკითხა მკვდარიაო?არ ვიცოდი რა მეთქვა მა,მერე მათე მოვიდა.
მა,დედა მართლა მკვდარია?აბა ცაში ავიდაო,ანუ სამოთხეშია და არასდროს დაბრუნდება?-გაოცებული უყურებდა შვილს.ხმა ჩაუვარდა.არ იცოდა რა ეთქვა,სიტყვებს ვერ მოუყარა თავი.
ლილეს კაშკაშა თვალებში ჩახედა,რომელიც უჩვეულო სევდით იყო შეპყრობილი.მის თვალებს უყურებდა ლუკა და ხვდებოდა,რომ ლილე მისთვის ყველაფერი იყო.
უყურებდა მის თვალებს და მასთან ერთად მის ანნასაც ხედავდა.
უჭირდა ლუაკს პასუხის გაცემა,ისე,რომ ლილეს არ ტკენოდა,მაგრამ ბოლოს ძალა მოიკრიბა.
-მა,დედა არ მომკვდარა.ის გარდაიცვალა.ანუ,ის ჩვენგან წავიდა,არ მივუტოვებივართ,ზემოთ,ცაში წავიდა.მართალია,შენ მას ვერ დაინახავ,მაგრამ ის მუდამ შენთქნ იქნება მა.ახლაც,ის აქ,ამ ოთახშია და ჩვენ საუბარს უსმენს.იცი მა,ახლა დედასაც ტკივა.
-მინდა რომ ვნახო მამა.მისი ჩახუტება მინდა.რატომ წავიდა მა?ჩვენ არ ვუყვარდით?
-ეგ აღარ თქვა მა.დედა იმიტომ წავიდა,რომ შენ ცოცხალი ყოფილიყავი.
-მაგრამ,მე მაინც მისი ნახვა მინდა.ცაში როგორ წავიდა მა?არ ჩამოფრინდება?
-მა,მოდი,ახლა დაიძინე და სიზმარში ჩაგეხუტება დედიკო.აი,დიდი გოგო რომ გაიზრდები,გპირდები,ყველაფერს მოგიყვები.
-მაშინ შენ ჩამეხუტე და დავიძინებ.
-წამოდი პრინცესა.-ამ დღეს დაიდო სევდამ ლილეს თვალებში ბინდა და აი,უკვე 8 წელია რაც არ მოშორებია მას.
თუმცა,გოგონამ იპოვა სულ ოდნავ,მის გასაქრობად გზა.
ლუკამ გოგონა საწოლში დააწვინა,ის იყო,ხელი უნდა მოხვია,რომ გადმობრუნდა და ჩავარდნილი ხმით უთხრა,
-მა,გარდაცვალება იგივე სიკვდილია.-შემდეგ გვერდი იცვალა და თვალები დახუჭა.
ვერაფერი უთხრა ლუკამ.ან რას ეტყოდა?უბრალოდ,შუბლზე აკოცა და ოთახი დატოვა.თვითონ კი ისევ თავის კაბინეტში დაბრუნდა.
ლილემ წერილების წერა მეოთხე კლასიდან ისწავლა.მანამდე კი,დედას ძილის წინ ესაუბრებოდა.
ლუკამ კი,ამ 13 წლის მანძილზე 1013 წერილი დააგროვა.
ითვლიდა,მაგრამ ამ წერილებს ინახავდა.
ახლა,როცა ლილე აივანზე ღიღინებდა,ის თვალს ადევნებდა,შემდეგ კი თავის კაბინეტში შევიდა და ფურცელს დაავლო ხელი.
კალამი თითებს შორის შეათამაშა და წერა დაიწყო.
“გამარჯობა ანნა.არ გკითხავ როგორ ხარ,სისულელე იქნება.
მაგრამ,იმას გეტყვი ჩვენ როგორ ვართ.
ვიცი,რომ ეს წერილები შენამდე ვერ აღწევს.
ვერც ჩემი და ვერც ლილესი.
შეიძლება,ზემოდან მართლაც გვხედავდე.
ვიცი,ახლა მე ბავშვივით ვიქცევი,მაგრამ იმედია ეს მართალია.


იცი,ლილე ყოველ კვირას,მეოთხე კლასიდან მოყოლებული წერილს გიწერს.
შემდეგ აივანზე გადის ასანთით ხელში,წერილს წვავს და ნამწვავები შენთან “მოდის“.
წვის პროცესშიბი ცაში იყურება და სევდიანი ხმით იწყებს სიმღერას.
ხალხი ქვემოდან უყურებს და გიჟი გონიათ.
გესმის,ჩვენი გოგო გიჟი გონიათ და მე არაფრის გაკეთება შემიძლია.
რატომ?
ალბათ მე ვარ გიჟი ანნა.
შენ გამაგიჟე,საშინლად დამაკლდი ანნა.
ყველანაირად ვცდილობ,რომ ლილეს უშენობა არ ვაგრძნობიო,მაგრამ არ გამომდის.
მე დედას ვერ შევუცვლი,ან როგორ უნდა გავაკეთო ეს?!
გახსოვს,გითხარი ლილე შენ გგავს-მეთქი?
ხო,არც შევმცდარვარ.
მას ყველაფერი შენი აქვს ანნა.
თვალები,ცხვირი,ტუჩები,ქცევა,ხასიათი.ალბათ შენ გააკეთე ასე,რომ უშენობა არ მეგრძნო,მაგრამ ხომ იცი,რომ ეს შეუძლებელია და ორივეს უფრო გვტკივა.


ამ 13წლის მანძილზე მონატრებამ უფრო გაიღრმავა ფესვები ანნა,მაგრამ არც ბრაზი გამქრალა სადმე.
ის მაინც თუ იცი,ლილეს მკვლელს რომ ეძახიან?
აღარ ვიცი რა გითხრა ანნა.
ახლა 1013 წერილი მაქვს უჯრაში,და მგონია,რომ შენ, ჩემ გვერდით ხარ და ამას კითხულობ.
უკვე 1014 წერილია,ამასაც თუ ჩავთვლით ანნა.
ეს ცოტაა შენი აზრით?
ღმერთმა იცის ლილემ რამდენი წერილი “გამოგიგზავნა”.ღმერთმა იცის რამდენი ცრემლი დაღვარა მათი წერის დროს.
უჭირს ანნა.
განა ასეთი რა დაგიშავა ან მან ან მე,რომ ასე გაგვწირე.
ვიცი,შეიძლება არ იყო ეს შენი ბრალი,მაგრამ ისევ ვერ გპატიობ უთქმელობას.
ვერც იმას ვეგუები,რომ საფლავის ქვაზე მომღიმარს გხედავ.
მწარე და მრკივნეულია.
მხოლოდ სიზმარში თუ გხედავ და მესმის შენი წკრიალა ხმა.
მაგრა,როცა ჩახუტება მინდა ქრები.
იცი როგორ მენატრება შენი ლამაზი თვალები.
შენ მკლავებში განაბვა და შენი ტკბილი ტუჩების გემო.
შენთან წამოსვლაზეც მიიფიქრია ანნა.
მაგრამ,ლილეს ვერ გავწირავ,ხომ გესმის?!
კარგი,ახლა უნდა წავიდე,მაგრამ იცოდე,რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ ანნა.

ფურცელი დაკეცა,უჯრა გამოაღო და იქვე,სხვა თეთრ ფურცლებში ჩამალა.
შემდეგ ფეხზე წამოდგა,ფანჯარასთან მივიდა და ფრთხილად გააღო.
ხარბად ჩაისუნთქა ღამის გრილი ჰაერი,შემდეგ კი,სულ ოდნავ გააპარა ცისკენ თვალი.
უეცრად,ზურგზე პატარა თითების შეხება იგრძნო.
მიბრუნდა და გოგონა გულში ჩაიკრა.
-ლუკა.-დაბალი ხმით დაიწყო და ცრემლიანი თვალები მიანათა მამას.
-გისმემ მა.
-დამპირდი,რომ დედასავით არ დამტოვებ.დამპირდი,რომ ჩემთან ერთად ისევ დიდი ხანი იქნები.
დამპირდი,რომ მუდამ ისე გეყვარები როგორც ახლა.
გთხოვ,დამპირდი რომ შენც უეცრად და გაუფრთხილებლად არ წახვალ მა.მეტ ტკივილს ვერ გადავიტან.-თვალები დახუჭა და ცრემლის ზღვა გამოუშვა.ლუკა კი იდგა,ისე თითქოს უსულო ყოფილიყო.
შემდეგ,ხრიწიანი ხმით დაიჩურჩულა.
-არასდროს მა,არასდროს დაგტოვებ.
აქ ვიქნებით მე და შენ,და წერილებს დავწერთ ანნასთვის.-სევდიანად გაუღიმა და შუბლზე მიაწება გახურებული ტუჩები.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1  offline წევრი იზუკა

ღმერთო არ ვიცი რა ვთქვა(( აუცილებლად უნდა წავიკითხო წინა ისტორია ისე დამაინტერესა რა მოხდა(( ლუკა როგორ მეცოდება ღმერთო,რამხელა ტკივილს ატარებს ეს კაცი(( საშინლად ამტკივდა და ჩამწყდა რაღაც მარცხენა მხარეს(( არ ვიცი რა ვთქვა((

 


№2  offline მოდერი Mathew

იზუკა
ღმერთო არ ვიცი რა ვთქვა(( აუცილებლად უნდა წავიკითხო წინა ისტორია ისე დამაინტერესა რა მოხდა(( ლუკა როგორ მეცოდება ღმერთო,რამხელა ტკივილს ატარებს ეს კაცი(( საშინლად ამტკივდა და ჩამწყდა რაღაც მარცხენა მხარეს(( არ ვიცი რა ვთქვა((

მართალი ხარ,ლუკა ძალიან ტკივილს ატარებს და ძალიან მაგარი ბიჭია.
გამახარა შენმა კომენტარმა,იმედია ის ისტორიაც მოვა შენამდე.მიხარია ამან თუ ამდენი მოახერხა <3

 


№3 სტუმარი Shorena kiladze

Rkm icode togor mesmis lilesi gmerto ramxeka tkivilia 10 clis asakshi davkarge deda .rogir mtkioda guli skolashi yvelas rom akitxavda da me ise videki kutxeshi .yvela dedas rom izaxda da me xmas ver vigebdi .amaze dudi tkivili ararsebobs.shenma istoriashi chemi tavi vipove.carmatebebi zalian chkviani gogo xar

 


№4  offline მოდერი Mathew

Shorena kiladze
Rkm icode togor mesmis lilesi gmerto ramxeka tkivilia 10 clis asakshi davkarge deda .rogir mtkioda guli skolashi yvelas rom akitxavda da me ise videki kutxeshi .yvela dedas rom izaxda da me xmas ver vigebdi .amaze dudi tkivili ararsebobs.shenma istoriashi chemi tavi vipove.carmatebebi zalian chkviani gogo xar

ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის და თქვენ ტკივილს ვიზიარებ.
საშინელებაა,როცა ხედავ სხვის ბედნიერებას და ამ დროს,შენ სადღაც კუთხეში ცრემლად იღვრები.
მართალია მე დედა ისევ გვერდით არ მყავს,მაგრამ არანაკლებ ძვირფასი დავკარე.
ძალიან დიდი მადლობა თქვენ. <3

 


№5  offline წევრი სიბილა

არ ვიცი, როგორ გაიგებ,რასაც ახლა გეტყვი. საცრად კარგადაა დაწერილი , დიდია ტკივილი...მაგრამ მე..ბევრჯერ მინატრია დედის როლში ყოფნა,ის ფაქტი რომ დედამიწაზე ჩემს პატარას დავტოვებდი, რომელსაც ასე ვეყვარებოდი, წერილებს მომწერდა...მაპატიოს პატარამ ტკივილის გამო...მაგრამ შვილი ხმ უმთავრესია.მამა ხომ გვერდში უდგას...აუ არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს...

 


№6  offline მოდერი Mathew

სიბილა
არ ვიცი, როგორ გაიგებ,რასაც ახლა გეტყვი. საცრად კარგადაა დაწერილი , დიდია ტკივილი...მაგრამ მე..ბევრჯერ მინატრია დედის როლში ყოფნა,ის ფაქტი რომ დედამიწაზე ჩემს პატარას დავტოვებდი, რომელსაც ასე ვეყვარებოდი, წერილებს მომწერდა...მაპატიოს პატარამ ტკივილის გამო...მაგრამ შვილი ხმ უმთავრესია.მამა ხომ გვერდში უდგას...აუ არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს...

მესმის,მართლა მესმის.
ზოგს არ აქვს იმ საოცარი გრძნობის განცდის საშუალება რასაც დედობა ქვია.
ამიტომ ნუ ღელავ,შენი კომემტარი ცუდად არ მიმიღია.
დამიჯერე,შვილი დედას ყველაფერს აპატიებს! <3

 


№7  offline წევრი სიბილა

Girl with pretty smile
სიბილა
არ ვიცი, როგორ გაიგებ,რასაც ახლა გეტყვი. საცრად კარგადაა დაწერილი , დიდია ტკივილი...მაგრამ მე..ბევრჯერ მინატრია დედის როლში ყოფნა,ის ფაქტი რომ დედამიწაზე ჩემს პატარას დავტოვებდი, რომელსაც ასე ვეყვარებოდი, წერილებს მომწერდა...მაპატიოს პატარამ ტკივილის გამო...მაგრამ შვილი ხმ უმთავრესია.მამა ხომ გვერდში უდგას...აუ არ ვიცი ვინ როგორ გამიგებს...

მესმის,მართლა მესმის.
ზოგს არ აქვს იმ საოცარი გრძნობის განცდის საშუალება რასაც დედობა ქვია.
ამიტომ ნუ ღელავ,შენი კომემტარი ცუდად არ მიმიღია.
დამიჯერე,შვილი დედას ყველაფერს აპატიებს! <3

heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიამო

იცოცხლე, მარად. ლურჯი სიყვარულით, სხვაგან ნაპოვნ ლურჯ სიყვარულს, მთელ სილურჯეს მოვპარავ ავტორს და მაპატიოს შენსას რომ ვუწოდებ. ჩემთვის იქნებით მარად... იცოცხლე მარად, იყავი მარად ... და ისევ ჩემთვის იქნები მარად...

 


№9  offline მოდერი Mathew

სტუმარი მარიამო
იცოცხლე, მარად. ლურჯი სიყვარულით, სხვაგან ნაპოვნ ლურჯ სიყვარულს, მთელ სილურჯეს მოვპარავ ავტორს და მაპატიოს შენსას რომ ვუწოდებ. ჩემთვის იქნებით მარად... იცოცხლე მარად, იყავი მარად ... და ისევ ჩემთვის იქნები მარად...

მადლობა.
მიხარია,რომ წაიკითხე.
მიხარია,რომ მოგეწონა.
ახლა,მართლა გამახალისე.
მაგრამ,არ ვიცი რა გითხრა.
უბრალოდ,მადლობა რა.
<3

 


№10  offline მოდერი Mathew

ყველაზე პატარა გოგო ყველაზე დიდი გულით შენ გეკუთნის.

შენი დამსახურებაა ყველაფერი.
შენი დამსახურებაა ის,რაც მე ახლა გამაჩნია.
ის რასაც მე ახლა ვაკეთებ.
და ის,რასაც არასდროს მივატოვებ.

გეფიცები,რომ არასდროს გადავუხვევ ამ გზიდან.
არასდროს ჩამოვარდები მწვერვალიდან და მუდამ იქნება წინაზე უკეთესი და მომდევნოზე უარესი.

შენი დამსახურებით ლურჯო.
მიყვარხარ.
მზესავით თბილი და ცასავით უ'საზღვო,გახსოვდეს!

 


№11  offline წევრი Crazy dreamer

ანა არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა. წარმოუდგენლად შეიცვალე რათქმაუნდა უკეთესობისკენ. მჯერა, რომ კიდევ უფრო მაგარ ისტორიებს დაგვიწერ.
მიყვარს შენი ისტორიები ყოველთვის ახერხებ თითეული ისტორიით დაგვანახო და გვითხრა ის რასაც გრძნობ რაც შენში იმალება. ნელ-ნელა მიდიხარ მწვერვალისაკენ საიდანაც მჯერა, რომ არ ჩამოვარდები... ანა ძალიან მინდა შენი ახალი ისტორია ვიხილო და იმედი მაქვს ამის შესაძლებლობა მალე მომეცემა... წარმატებები საყვარელო მჯერა, რომ შენი შემდეგი ისტორიაც ძალიან მაგარი იქნება...

 


№12  offline მოდერი Mathew

Crazy dreamer
ანა არ ვიცი, მართლა არ ვიცი რა უნდა გითხრა. წარმოუდგენლად შეიცვალე რათქმაუნდა უკეთესობისკენ. მჯერა, რომ კიდევ უფრო მაგარ ისტორიებს დაგვიწერ.
მიყვარს შენი ისტორიები ყოველთვის ახერხებ თითეული ისტორიით დაგვანახო და გვითხრა ის რასაც გრძნობ რაც შენში იმალება. ნელ-ნელა მიდიხარ მწვერვალისაკენ საიდანაც მჯერა, რომ არ ჩამოვარდები... ანა ძალიან მინდა შენი ახალი ისტორია ვიხილო და იმედი მაქვს ამის შესაძლებლობა მალე მომეცემა... წარმატებები საყვარელო მჯერა, რომ შენი შემდეგი ისტორიაც ძალიან მაგარი იქნება...

ანუკი.
ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის.
მიხარია,რომ ჩემში ამდენს ხედავ.
მიხარია,რომ გაქვს ჩემი იმედია.
ვცდილობ და უკვე ვხვდები,რომ გამომდის კიდეც.
ძალიან დიდი მადლობა და გპირდები,რომ რამდენიმე დღეში ახალი ისტორიით დავბრუნდები.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent