შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 7)


13-08-2018, 21:00
ნანახია 2 490

თავი 7
დილით რაღაცის ზუზუნი მაღვიძებს, მაგრამ ვერ გამოვდივარ სიზმრიდან, შემდეგ ეს რაღაც ჩერდება. ხუთი წუთი მშვიდად მძინავს, შემდეგ-ისევ ის ხმა. ზმუილით ვწევ თავს და სახიდან თმას ვიწევ. პირველ რიგში კედელზე დაკიდებული საათისკენ ვიხედები, რომელიც დილის შვიდს უჩვენებს, შემდეგ კი მოზუზუნე ტელეფონისკენ.
-ლანა, შენი ტელეფონი რეკავს! - მოჯლუნგს ვკრავ ბიძაშვილს, მაგრამ ის მხოლოდ გაურკვეველ ბგერებს ისვრის ჩემი მიმართულებით. თვალებს ვატრიალებ და ტელეფონს ვპასუხობ.
-გისმენთ!
-ლიზ, მე ვარ! - ნიკას ხმა მესმის და მეც წამში ვფხიზლდები.
-ნიკ, რამე მოხდა? როდის მოდიხარ? - კითხვებს ვაყრი, თან ფეხშიშველი მივაბოტებ ქვევით.
-ლიზ, დღეს ვერ მოვალ. -ვიბნევი.
-რა იყო, რომელიმე შინაბერა სვანმა დაგიტოვა თავისთან? ნიკა, თუ რამე მითხარი! ნუ ღელავ ნამუს ახდილსაც მიგიღებ! -ვხითხითებ და სამზარეულოში ჩასული, მაცივარს ვაღებ, იქიდან კი დაჭრილი საზამთრო გამომაქვს.
-ოო კარგი რა, უბრალოდ აქ ძალიან მთხოვეს ერთი დღით დარჩენა.
-კი მაგრამ, სასტუმროში არ იყავი?
-არა, ტელეფონის დასატენად ვესტუმრე პირველივე შემხვედრ სახლს,შემდეგ ყველაფერი, რომ მოვუყევი აქ დარჩენა შემომთავაზეს.
-კარგი...მმ ნიკაა?
-რა?
-მაპატიე, რომ დაგტოვე! - ვხითხითებ და ერთ ადგილს გაჩერებული, ეზოში გავდივარ.
-მაგაზე მისულს დაგელაპარაკები, ახლა უნდა გავთიშო. - იცინის, მეც ვემშვიდობები და ტელეფონს ვთიშავ. სახლის უკანა ეზოში გავდივარ. წამოწვებოდა ახლა კაცი ჰამაკში! ხეს, რომ ვუახლოვდები, იქ ჩაძინებული ალექსანდრე მხვდება. უნებურად მეღიმება ტუჩებგაბუშტულს, რომ ვხედავ. ნეტა მთელი ღამე აქ ეძინა? სინს იქვე ხის მორზე ვდებ და ალექსანდრეს ვუახლოვდები. კიდევ უფრო კარგად ვაკვირდები მის სახეს. მსხვილი წარბები აქვს და პატარა ცხვირი. სულ ოდნავი წვერიც აქვს, რაც ძალიან უხდება. მისი თმები კი...რა იქნება, რომ შევეხო? არც არაფერი! მას ხომ ძინავს? ნელა ვასრიალბ მის კუპრივით შავ თმებში თითებს. სასიამოვნოდ მედება მისი სიგრილი. ძალიან ფაფუკი თმები აქვს, აი არასდროს, რომ მომინდება ხელის გამოწევა ისეთი. ხელის უკან გამოწევას ვაპირებ, რომ სწრაფად მიჭერს, და ირონიული ღიმილით მაკვირდება. ნუთუ ეღვიძა?
-რას ჩადით, ქალბატონო ელიზაბეტ? - ხმაც ისეთი დამცინავი აქვს. უხ როგორ მინდა, ამოვთხარო ეგ ლამაზი თვალები.
-მე...მე უბრალოდ, თმებში რაღაც გქონდა...და გამოგიტანე! -საცოდავად ვლუღლუღებ. ის კი ხარხარს იწყებს. ვაუ! სიცილიც შესძლებია ხედავთ?
-აჰა თმებში რაღაც მქონდა, შენ კი მთელი ხუთი წუთი იმ რაღაცას ეძებდი? - ტუჩები ამითრთოლდა. გამოგიჭირეს ელიზაბეტ! ერთი ამათვალიერა და ცალყბად ჩაიცინა. გამოგეცვალა მაინც, შე უტვინოვ! ნუ კარგი, თმა მაინც დამევარცხნა?!
-გაწიე ხელი! - მის ტორებს დავეჯაჯგურე, ის კი ისევ იღიმოდა. მანაც მიშვა ხელები.
-კარგი მაშინ შენი საზამთრი მიწილადე. -მზერით ჩემი სინისკენ მიმითითა.
-ერთი ჩანგალი მაქვს მარტო!
-ხოდა მაგ ერთის გარეშეც დარჩენილხარ.-ხის მორთან ჯდება, შემდეგ კი ჩემს ჩანგალს იღებს და პირველი ლუკმა მიაქვს პირისკენ. ამ ყველაფერს ისე ვუყურებ თითქოს მათხოვარი ვიყო, რომელსაც საშინლად შია.
-რას უცდი? მოდი და დაჯექი! - ხელს არტყამს მის გვერდით მინდორს და მეც ჩემდაუნებურად ვემორჩილები.
-რით ვჭამო?
-აჰა! - ჩემს ჩანგალს მიწვდის და მეც კოპებშეყრილი ვართმევ. ისეთი ძალით ვასობ საზამთროს ჩანგალს, თითქოს ის იყოს დამნაშავე რამეში. პირველ ლუკმას მშვიდად ვჭამ და ის ისაა მეორეს მივაქანებ პირისკენ, რომ ხელს მიჭერს და ჩემი ხელიანად მიაქვს ჩანგალი პირთან. ისეთი ნეტარი სახით ჭამს, უნებურად ტუჩებზე ენას ვისვამ. ის ამას ამჩნევს და წარბებს კრავს.
-რა?
-არაფერი! - ხელს მიშვებს და საპირისპირო მიმართულებით აბრუნებს თავს. რა ეტაკა ნეტა?
-მე მივდივარ. საზამთრი დავტოვო, თუ წავიღო? - ფეხზე ვდგები და მის პასუხს ველოდები. გამეღიმა ისე საყვარლად ამომხედა ქვევიდან, მან კი ისევ წარბები შეკრა.
-წაიღე. - თეფშს ვიღებ და სახლისკენ მივდივარ ნელი ნაბიჯებით. უკნიდან მწველ მზერას ვგრძნობ, თუმცა არაფრის დიდებით ვიხედები მისკენ. საზამთროს სამზარეულოში ვტოვებ, მე კი ოთახში ავდივარ. ლანას ისევ ძინავს, მეც გვერდით ვუწვები და ვცდილობ ძილი შემოვიბრუნო.
ჯერ კიდევ ძილბურნში ვიყავი, ნაცნობი მზერა კი სიზმარშიც მაწუებდა. რამდენიმე ხანი თავი შევიკავე თვალების გახელისგან, მაგრამ როცა აუტანელი გახდა ნაცნობი შეგრძნება, ნელა დავაშორე ქუთუთოები ერთმანეთს. ჩემს წინ, ფანჯარასთან შავი სილუეტა იდგა, თავიდან სახე ვერ გავარჩიე შემდეგ კი...შემდეგ მასში ალექსი ამოვიცანი, რომელიც მოჭუტული თვალებით მიყურებდა. სწრაფად წამოვვარდი ფეხზე და საწოლზე დავდექი.
-რა იყო, მოჩვენება დაინახე? - ცინიკურად ჩაიცინა და ფანჯარას გაშორდა. მზე ჩასვლას ლამობდა უკვე. კიდევ უფრო გამიფართოვდა თვალები. ამდენი ხანი მეძინა?
-შენ აქ რა გინდა?
-მე ბევრი რამ მინდა, მაგრამ უმჯობესია თუ არ ვილაპარაკებთ მაგაზე! - ორაზროვანი წინადადება მესროლა და სარკესთან დადგა. ისე შეუდგა თმების სწორებას, თითქოს აქაც არაფერიო. ფართახაფურთხით ჩამოვედი საწოლიდან და აბაზანისკენ გავწიე, თან კი თხელ გადასაფარებელს მივათრევდი ფეხით. ბოლოს ავიბლანდე მასში და პირდაპირ მის ფეხებთან მოვადინე ზღართანი. ლამის ცხვირით ვეხებოდი მის ბოტასებს. სახედამანჭულმა ავხედე ისევ მომღიმარს და ნერვები მომეშალა საკუთარ თავზე. როგორ ვარ ასეთი დაბდურა?! იმაზე ფიქრები, რომ ადგომაში დამეხმარებოდა, ფუჭი აღმოჩნდა. გაჭირვებით წამოვიზლაზნე ფეხზე და „დაზარელებული“ მარცხენა იდაყვი არ შევიმჩნიე.
-რა?! - ჯიქურად ჩავაშტერდი თვალებში, მისგან კი ისევ ხარხარი მივიღე. პლანს ეწევა ეს დღეები, თუ რატომაა ასეთ კარგ ხასიათზე? ჰმჰ, რა შეუძლია სამეგრელოს ჰაერს, მოკლედ რა!
-შებრძანდი, სადაც მიდიოდი! - მხრები აიჩეჩა და ნელი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. როგორც კი შხაპი მივიღე და ჩავიცვი თმის დავარცხნას შევუდექი. მთელი ჩემი ძალისხმევა და ნერვები ჩავდე იმაში, რომ საბოლოოს არ დამეწიწკნა ეს თმები ან მაკრატელით არ დავრეოდი. ბევრი ვიწვალე თუ ცოტა, საბოლოოდ დავივარცნე და ცხენის კუდივით შევიკარი.
-რა ჯანდაბამ დამაძინა ამდენ ხანს! - ჩემთვის ვბურდღუნებდი და საფეთქელს ვიზელდი. სულ ასე იყო, როცა დიდხანს მეძინა, გაღვიძებულზე თავი მისკდებოდა. -ცივ წვენს დალევდა კაცი. - სამზარეულოში შევაბიჯე, სადაც შემწვარი კვერცხი და წვენი იდგა. ნეტა ჩემია? ტუჩები ავაცმაცუნე. საშინლად მშიოდა, ამიტომ ბევრი არ მიფიქრია ისე წავეტანე საჭმელს. როცა დავნაყრდი, ჭურჭელი გავრეცხე და სახლი მოვიარე. არავინ იყო, საერთოდ არავინ.
-ლანაა! - უკანა ეზოსკენ წავედი ძახილით. ალექსანდრე მაინც სად ჯანდაბაში წავიდა? ისევ სახლში შევბრუნდი და ყველა ოთახი მოვიარე. -ისევ რამეს მაიმუნოებენ? -სივრცეს ვკითხე, თუმცა „პასუხს“ არ დავლოდებივარ ისე ავედი ჩემი და ლანას ოთახში. გამალებით დავუწყე ტელეფონს ძებნა, თუმცა აშკარად ლანამ წაიღო. ღრმად ამოვიოხრე. უეცრად გარედან ხმაური შემომესმა და თავპირისმტვრევით გამოვედი იქიდან. კორიდორის მარცენა კუთხეში მდგარი ცარიელი ლარნაკი ადგილზე ქანაობდა. ვგრძნობდი, როგორ მომიცვა ერთიანად შიშმა. სირბილით წავედი იმ მხარეს. გეფიცებით დავინახე როგორ დაიკეტა ერთ-ერთი ოთახის კარები. მართალია წამიერად, მაგრამ დავინახე. ისინი არიან! გაბრაზებულმა შევგლიჯე იმ ოთახის კარები. სიძველის სუნი ვიგრძენი, ოთახი მტვერს დაეფარა. აშკარაა, რომ კარგა ხანია არ იყენებდნენ აქაურობას. აივანს გავხედე, რომელიც ღია იყო, გაცრეცილ ფარდებს კი ქარი არხევდა. სეულში გამაჟრჟოლა და სწრაფად გადავკვეთე სივრცე. აივნიდან კიბე ჩადიოდა ეზოში, თუმცა ჰორიზონტზე არავინ ჩანდა. აცახცახებული გავბრუნდი უკან და ჩემს ოთახში შევიკეტე. რა ხდება? ვინ იყო იქ? იქნებ უბრალოდ კატა დაეჯახა ლარნაკს? საწოლში ვიკუნტები და ვცდილობ უსიამოვნო გრძნობა განვდევნო. ოთახიდან არ გავალ სანამ არ დაბრუნდებიან.
დრო საშინლად იწელება. მოწყენილობისგან სადაცაა კედლებს ვურტყა თავი. საათისკენ ვიხედები და ცხრას უჩვენებს. თავს ვაქნევ. ნეტა სად არიან ამდენი ხანი? ამ ფიქრებში ვარ, როცა ხორხოცის ხმა მესმის ქვევიდან. გამწარებული ვაღებ საგულდაგულოდ ჩაკეტილ კარს და ქვემოთ ჩავრბივარ. იქ კი სრული შემადგენლობით მხვდება ყველა. თუმცა არა, ალექსი აკლია.
-სად იყავით ყველანი? - ტუჩებმოკუმული ვდგავარ და ინტერესით შევყურებ მათ.
-ჩვენ მარტვილი მოვიარეთ, ქალბატონი მზია და ჯამბული კი საქმეზე იყვნენ-მხიარულად მპასუხობს ვაჩე და ლოყაზე ხმაურით მკოცნის. მისი სიახლოვით ვისარგებლე და მთელი ძალით ვუჩქმიტე. მანაც არ დააყოვნა და აჭყიპინდა.
-აუ მეტკინა ტოო, რა დავაშავე, ახლა მოვედი და? - ხელზე ხელს ისვამდა და გაბუტული მიყურებდა.
-მარტო რატომ დამტოვეთ? - შეტევაზე გადავედი, როგორც კი სახლის პატრონები გავიდნენ მისაღებიდან (ნუცას გარდა) - მე აქ მოვკვდი ლამის და თქვენ დროის სატარებლად წახვედით?
-მარტო რატო ტო? - ლუკა წამოიწია ჩემსკენ და გამიღიმე, მე კი საპასუხოდ მხოლოდ დავუბღვირე. -ალექსი ხომ აქ იყო? თან ნიკაც ჩამოდიოდა!
-ჯერ ერთი და ის კრეტინი აქ არ იყო, და მეორე! არც ნიკა აპირებდა დღეს მოსვლას! - ლამის გავწითლდი სიბრაზისგან.
-ვინაა გოგო კრეტინი? - შიშისგან შევხტი სანდროს ხმის გაგონებისას.
-მე...მე ის - როგორც მჩვეოდა ისე დავიწყე ბლუყუნი და ტყუპების ფხუკუნი დავაიგნორე.
-აჰ ანუ შენ ხარ ? - მკაცრი მზერა დამცინავი გაუხდა და მდივანზე გაგორდა.
-სად იყავი? - ეჭვიანი ცოლივით მივუბრუნდი, მან კი წარბები აქაჩა მაღლა.
-რა იყო, შენ დაგეკითხო სად ვიარო?
-მე აქ მთელი დღე მარტო ვიყავი! - თველები ამიწყლიანდა, როგორც კი მოქანავე ლარნაკი გამახსენდა. - ანდა ასე ჩუმად რატომ დაიპარებოდი სახლში?
-რა?
-სახლში, რომ იყავი და აივნიდან გაიპარე!
-ნორმალური ხარ? - შუბლშეკრული წამოიწია და თვალებში ჩამაშტერდა. -შენი ოთახიდან, რომ გამოვედი მეზობელმა დამიძახა, ძაღლისთვის აკეთებდა სახლს და ვეხმარებოდი ამ დრომდე. უკან აღარ მოვბრუნებულვარ! - უკმაყოფილოდ მოწრუპა ტუჩები, თუმცა მე მისი მიმიკებისთვის აღარ მცხელოდა. მაშინ ვინ იყო, დღეს სახლში? თუ მართლა კატა, მაშინ კარები ვინღა მიკეტა? ოჰ! რა სულელიხარ, ხელი ვიტაცე შუბლზე. ორპირი ქარი უბერავდა იმ ოთახში და კარიც იმიტომ დაიკეტა. მორჩა!
-კარგად ხარ, ლიზ?
-კი ლანა კარგად ვარ, მაგრამ ასე აღარ დამტოვოთ.
-კარგი კპირდები! -ლოყაზე მაკოცა ლანუკამ.
-ბავშვებო ნახევარ საათში ყველაფერს გავამზადებ და ვჭამოთ! - ღიმილით შემოვიდა ქალბატონი მზია, შემდეგ კი სამზარეულოსკენ აიღო გეზი.
-რა თქვი, ნიკა რატომ არ ჩამოდისო? - ალექსის გვერდით დასკუპდა მიშოც. თვითონ ალექსმა კი ერთი მტრული მზერა მომავლო და თავი აბრუნა.
-ხვალ ჩამოვალ, ჯერ არ მიშვებენო.
-ვინ არ უშვებს ტო?
-ოო რა ვიცი, სხვა თემა ვერ ნახეთ სალაპარაკო? - არ ვიცი რატომ, მაგრამ ნერვები მომეშალა ნიკაზე საუბარით.
-კარგი ხო!
-ამაღამ სიმინდი უნდა მოიპარო მეზობლის მიწიდან, ხო გახსოვს? - ახითხითდა ვაჩე. ხო ნამდვილად კარგი იქნებოდა ჩემწვარი სიმინდი.
-რა პრობლემაა?!
-ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ ხართ მის?
-არა, რა თქმა უნდა!
-დარწმუნებული ხარ?
-ვაიმე, რა გინდა ვაჩე? - წარბშეკრულმა მივაჩერდი. აშკარად ჩემი შეშინება უნდოდა.
-არაფერი კაცო, რა უნდა მინდოდეს?! - ეშმაკურად გამიღიმა მეტრეველმა. არა, რაღაც ისე ვერ არის.
-კარგი! - ერთი ეჭვნარევი მზერა მოვავლე და სამზარეულოსკენ მიმავალ ლანას გავყევი.
-მმმ რა კარგი სუნია მზია ბიცოლა! - ქვაბებს სათიათაოდ მოაძრო თავსახური ლანამ.
-აი ათ წუთში იქნება ყველაფერი. - გაგვიღიმა და კარადიდან თეფშების გამოტანას შეუდგა.
-დაგეხმარებით - მივუახლოვდი და ფრთხილად გამოვართვი თეფშები.
-თუ არ შეწუხები შვილო. - მისაღებისკენ დავიძარი და დალაგებას შევუდექი.
-აი ოჯახის გოგო! -წარბაწეულლმა გავხედე ერთმანეთში ახლართულ ბიჭებს.
-არ ჩატეხოთ ეგ მდივანი. - ჩავიცინე და ხელსახოცების მოსატანად გავედი.
მართლაც ათ წუთში ყველაფერი მზად იყო, და გემრიელადაც ვივახშმეთ. მე ლანა და ნუცა ალაგებაში, რომ მივეხმარეთ ჩვენს დიასახლისს, ბიჭებისკენ ავიღეთ გეზი, რომლებიც ცეცხლს ანთებდნენ უკანა ეზოში.
-აი გოგოებიც მოვიდნენ! - შესძახა ვაჩემ და ჩემსკენ გამოაპარა ეშმაკური მზერა. - ლიზუუ, წადი ახლა და მოგვიტანე სიმინდი.
-სხვის ეზოში შესვლა რა საჭიროა? აქაც აქვთ ყანა. - გავიბრძოლე, მაგრამ ხო ვიცოდი რა ჯორიც იყო ეს.
-მასე არ შეიძლება! ორი სახლის იქით აქვთ ერთი სასიმინდე და იქ შედი. - ხითხითებს ტყუპი.
-ახლავე წავიდე?
-ხო, აბა?
-ლანა ტელეფონი მათხოვე! - უკმაყოფილოდ ჩავიფრუტუნე და ტელეფონის ფანარი ავანთე. ჭიშკარი ღრჭიალით გაიღო, ირგვლივ ცხოველების ხმები ისმოდა. წამით უკან გაბრუნებაც კი გადავწყვიტე, მაგრამ მათთვის, რომ მეთქვა სიბნელის შემეშინდა_თქო ალბათ, მათი ყბიდან ვერ ამოვიდოდი. უკმაყოფილოდ გავაქნიე თავი და გზას გავადექი. ერთ-ერთი ჭიშკრის გარეთ შავი მანქანა იდგა, თუმცა ვერ ვხედავდი ვინმე იჯდა თუ არა იქ. ამავდროულად ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაც მიყურებდა. ღრმად ამოვისუნთქე და სისწრაფეს ვუმატე. როგორც კი, სასიმინდე დავინახე ღობეზე გადავძვერი და შიგნით შევედი. ფანარი მივანათე სიმინდებს, რამდენიმე მოვსინჯე ვარგოდა თუ არა და სწრაფად მოვწყვიტე. ექსვი ცალი შევაგროვე და ის ის იყო, კიდევ უნდა ამეღო, რომ ძალიან ახლოს ღრენა მომესმა. სხეული ამიცახცახდა და იქვე დავყარე სიმინდები. ახლა მეორე მხრიდანაც შემომესმა იგივე ხმა.სუნთქვა გამიხშირდა, სახე კი ოფლით დამეცვარა. ფანარი მივანათე ჯერ ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. უკანსვლით წავედი, ღრენამ კი იმატა. მეტს ვეღარ გავუძლებდი. ისეთი ყვირილი მოვრთე, რომ შეგრძნება მქონდა, თითქოს ყელი მეკაწრებოდა. მთელი სისწრაფით წავედი ღობისკენ და ჩემი თავის გამიკვირდა ისე მოხერხებუად გადავხტი. კივილით გავაგრძელე გზა და იქვე გზაზე, ალექსი დავინახე, რომელსაც ტელეფონი ქონდა ანთებული და ასე გავარჩიე მისი სახე. შეშფოთებული მზერა მომავლო და ისიც წამოვიდა ჩემსკენ. მე ისევ ვყვიროდი, რა თქმა უნდა. მთელი ძალით შევასკდი და მის წელზე ავფოფხდი.
-რა ხდება? ნუ კივი! გაჩუმდი! - დამღრიალა და მეც გავჩუმდი, უფრო სწორედ მხოლოდ კივილი შევწყვიტე.
-იქ ძაღლებია! - სიბნელისკენ გავიშვირე ხელი და უფრო ძლიერად შემოვაჭდე მის წელს ფეხები. - მომდევენ სანდრო! წავიდეთ! გავიქცეთ რა! - საყელოზე ვექაჩებოდი თან წამდაუწუმ უკან ვიყურებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი საფრთხე აღარ მემუქრებოდა, შიში მთელ სხეულს იყო მოდებული.
-სად არის ძაღლები? - მანაც შემომაჭდო ძლიერად ხელები წელზე და იქითკენ გაიხედა, საიდანაც მოვედი, სწორედ ამ დროს გაისმა ღრენა და მეც ხელახლა მოვყევი კივილს. ირგვლივ ყველა სახლი განათდა და შეშფოთებულმა მეზობლებმა იწყეს იქიდან გამოსვლა, მე კი ისევ ვკიოდი.
-ჯანდაბა, გაჩუმდი გოგო! -წაისისინა და თვალები დამიბრიალა. ამ დროს კი ღრენა ფხუკუნმა შეცვალა. თვალები გამიფართოვდა, როცა სიბნელიდან სიცილისგან გაწითლებული ტყუპები გამოჩნდნენ.
-მოიცა! თქვენ იყავით? -გაავებული მზერა მივაპყარი ტყუპებს. მეზობლებმა მოიყარეს ჩვენს ირგვლივ თავი და მალევე ლუკა, ლანა, ნუცა და ნუცას მშობლებიც გამოჩდნენ.
-რა ხდება შვილო კარგად ხარ? - სათითაოდ მისვამდნენ ყველანი კითხვას, თუმცა ვაიგნორებდი და ტყუპებს ვუყურებდი გაბრაზებული, მათგან კი სიცილის ახალი ტალღა მივიღე.
-ბოდიში, რომ გაგაღვიძეთ, უბრალოდ ძაღლები გამომეკიდნენ და. - უხერხულად შევიშმუშნე ამდენი თვალის შემომყურე. მუხედავად იმისა, რომ ყველაფერი ავუხსენი მაინც გაოცებულები მიყურებდნენ ყველა. სიჩუმე ჩამოწვა. რა სჭირს ამ ხალხს? ალექსმა ჩუმად ჩაახველა სავარაუდოდ ჩემი ყურადღების მისაქცევად.
-რა გინდა? - უხეშად ვკითხე და მისთვის არც შემიხედავს.
-იქნებ ინებო ჩამობრძანება ჩემი სხეულიდან, თორემ უხამსი აზრები მაწვება. - ყურში ჩამჩურჩულა მან და ცალყბად ჩაიცინა. - სუნთქვა შემეკრა, როცა გავიაზრე რა პოზაში ვიყავი. ერთიანად ვუშვი ხელ-ფეხი და მიწაზეც დავებერტყე პირდაპირ უკანალით. ჯანდაბა!
-აუ!- ტკივილისგან ამოვიკვნესე და მტრული მზერა მოვავლე მოჩურჩულე მეზობლებს. ლანა და ლუკა მაშინვე მომვარდნენ და ამაყენეს.
-რა გეტაკა გოგო? - ისევ გაოცებული ჩანდა ლანუკა.
-სახლში შევიდეთ და მოგიყვები! - კბილებში გამოვცერი და არავისთვის მიმიქცევია ყურადღება, ისე დავიძარი კოჭლობით სახლისკენ. კარები ხმაურით შევგლიჯე და მისაღებში შევედი. განრისხებულმა, როგორც შემეძლო, ისე მოვყევი ბოლთის ცემას.
-მასხარები! იდიოტები! ეს როგორ გამიკეთეს?! - ხელებს ჰაერში ვიქნევდი და სწორედ ამ დროს შემოელაგნენ სახლში ყველანი.
-კარგად ხარ ძვირფასო? - ჯამბული მომიახლოვდა და მზერა შემავლო. - სად იყავი იქით?
-მე...მე - ენა დამება და ტყუპებს გავხედე, რომლებიც ისევ ფხუკუნებდნენ. - უბრალოდ ტელეფონზე ვსაუბრობდი და ვერც კი შევამჩნიე ისე გავიარე ის მანძილი. - ლანას და ლუკას გაეღიმათ ჩემს ტყუილზე, ალექსი კი ჩვეული ირონიით მიმზერდა.
-ქუჩა ძაღლებითაა შვილო სავსე, ამ დროს აღარ გახვიდე. - დამარიგა მამასახლისმა და ის და მისი ცოლი დასაძინებლად გაეშურნენ.
-ახლა მისმინეთ! - ცხვირწინ ავუფრიალე თითი ტყუპებს. - ამის გამო სასტიკად დაისჯებით!
-აუ არ გვეგონა ასე თუ შეგეშინდებოდა ტო, ბოდიში! - აფერისტულად დაიმორცხვა ვაჩე და მომინდა ძლიერად მეთხლიშა ხელი.
-ბოდიში? რა ბოდიში ჰა? - საგრძნობლად მოვუმატე ტონს. - ჩემი შეშინება იქით იყოს, მეზობლებთანაც შევრცხვი!
-აი, ბოლო ორი დღე შენი ვართ, რაც გინდა იმას გავაკეთებთ, ოღონდ დაწყნარდი! - გარიგებაზე წამოვიდა ტყუპი და მეც დავფიქრდი.
-ყველაფერს? - ეჭვით გადავხედე ორივეს და მათაც ერთდროულად დამიქინიეს თავი. -ძალიან კარგი! პირველ რიგში, რომ დავყარე ის სიმინდები მოიტანეთ და შევწვათ.
ცოტახანში ცეცხლის ირგვლივ ვისხედით და ჩვენ-ჩვენ სიმინდს ვდარაჯობდით, რომ შემწვარიყო. ალექსანდრეს გავხდე და მანაც იმ წუთას ამომხედა, რატომღაც მზერა არ მომიცილებია. მან გამიღიმა, ოღონდ არა ირონიულად. პირიქით ერთიანად გამათბო მისმა გულწრფელმა ღიმილმა. აფორიაქებულმა ავარიდე მზერა და ლანას მივადე მხარზე თავი, რომელსაც ანალოგიური გაეკეთებინა ლუკას მხარზე.
-შეიწვა მგონი ტო. - შემფასებლური მზერით გადახედა გაწითლებულ სიმინდებს ტყუპმა. - მმ რა გემრიალი იქნება! - ტუჩები გაილოკა მიშკამ და მასზე გველურად ჩემეღიმა.
-ავიღოთ მაშინ ჩვენ ჩევნი და ვჭამოთ. -ტაში შემოვკარი და ცეცხლისკენ წავიწიეთ. ყველამ თითო თითო აიღო. ტყუებს დავაკვირდი და სანამ კბილს ჩაარჭობდნენ ამ სიგემრიელეს, მანამ წამოვიყვირე. - ტყუპები თავიანთ წილს მე მომცემენ!
-რაა? -საწყლად ამოიხავლა ვაჩემ და ისე დააკვირდა სიმინდს, თითქოს უკვდავების ვაშლი ყოფილიყო.
-დროზე მომეცით! - თვალები დავუბრიალე და ლუკას ფხუკუნი დავაიგნორე. ნელა წამოიზლაზნენ ფეხზე და სიმინდები გამომიწოდეს თავჩახრილებმა. კი შემეცოდა წამით, მაგრამ როგორც კი ნანახი შიში გამახსენდა, ჯანდაბაში მოვისროლე ეს გრძნობა. ყველანი შეუდგა ჭამას. ტყუპები დაბღვერით უყურებდნენ, როგორ ჩავამთავრე სამივე და კმაყოფილმა მოვისვი მუცელზე ხელი. - არ გემაიმუნათ და თქვენც შეჭამდით! - კაპასი დედიკოსავით შევხედე მათ და ირონიულად გავიღიმე. ხომ მიიღეთ თქვენი?
-ნამდვილი კრუელახარ! - წაიდღუდღუნა ვაჩემ და მიშოს დაადო თავი მხარზე. ისეთი ხარხარი ამივარდა მათზე, რომ ვეჭვობ მთელი სოფელი გაიგებდა. ლუკაც და ლანაც ამყვა და მშვენიერი მოხარხარე ტრიო შევქმენით.
-ცეცხლი ჭამე შენ! - იწყევლაბოდა ვაჩე.
-კარგი ხო მოვრჩი! - სახე დავალაგე და ეშმაკურად შევხედე მათ. -ძალიან გემრიელი იყო, ხო ბავშვებო?
-თითებს ჩაიკვნეტდი. - ჩაიფხუკუნა ლუკამ.
-დავიძინოთ ეხა! - ყველანი წამოვიმმართეთ ფეხზე და ჩვენს ოთახებში გავნაწილდით.
-არ შეგეცოდა გოგო ტყუპები? - გაიცინა ლანამ, როგორც კი ორივე ავძვერით საწოლზე.
-ღირსები იყვნენ!
-დღეს მამიდას ველაპარაკე, შენზე მითხრა დამირეკოსო.
-ხომ უთხარი, რომ ცოცხალი და უვნებელი ვარ?
-კი, მაგრამ შენი ხმის გაგონება უნდა.
-ხვალ დავურეკავ - მეტი აღარ ამოგვიღია ხმა, ისე დაგვეძინა.
ნახევრად ჩაძინებულმა მოვიშორე ლანას ფეხი და მხარი ვიბრუნე. თვალები ოდნავ გავახილე და აივნის გამჭირვალე კარებიდან შავი სილუეტე დავინახე. ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა, ყელში გაჩხერილი ბურთულა მტკივნეულად გადავაგორე და ფეხზე წამოვდექი. შუქი უნდა ამენთო, მაგრამ საწოლთან მდგარ ტუმბოს გამოვკარი ფეხი და დღეს უკვე მერამდენედ გავიშხლართე დაბლა.
-რა მოხდა? - თვალებდაღუჭულმა ლანამ წამოყო თავი საწოლიდან. მისთვის პასუხი არ გამიცია. გაჭირვებით წამოვდექი ფეხზე და კანკალით მივედი შუქის ჩასამრთველამდე. სინათლემ წამიერად თვალები მატკინა და ხელები ავიფარე ზედ. რამდენჯერმე დავახამხამე წამწამები და აივნის კერებისკენ გავიხედე. იქ არავინ იყო.
-რა მოხდა? - კითხვა გამიმეორა ლანამ.
-აივანზე ვიღაც იყო! -ამოვილაპარაკე ჩურჩულით და კარებისკენ ფრთხილი ნაბიჯებით დავიძარი. ლანა სწრაფად წამოვარდა ფეხზე და ლარნაკს სტაცა ხელი. გვერდით ამომდგარს წარბშეკრულმა გადავხედე.
-რა იყო, ყოველი შემთხვევისთვის. - თავი გავაქნიე და კარები გამოვაღე. არავინ ჩანდა. სწრაფად გავედი და სიბნელეს მოვავლლე თვალი.
-მოგეჩვენა შე ბატო? - მოჯლუნგი მკრა ლანამ, მაგრამ მე არ ვინძრეოდი. აქ იყო ვიღაც, თუმცა ლანას შეშინება არ მინდოდა.
-ხო...ალბათ მომეჩვენა. - პირგამომშრალმა ჩავილაპარაკე და უკანსვლით წავედი ოთახისკენ. კარები საგულდაგულოდ ჩავკეტეთ და შუქი ჩავაქრეთ.

ყველას ბოდიში, რომ დავაგვიანე. გუშინ ხიდან ჩამოვებერტყე და ვეღარ დავწერე გაგრძელება. საბედნიეროდ რამდენიმე მსუბუქი დალურჯებით გადავრჩი :დდ მართალია კისერს ვერ ვაბრუნებ ნორმალურად, მაგრამ ეგ არაფერი. ასევე ბოდიში იმისთვის, რომ უფრო დიდ თავებს ვერ ვდებ. მაპატიეთ მე ნაძირალას :დდ
იმედია ეს თავი გაგახალისებთ და საკმარისი ალექსიც იქნება :დ
ყველას მადლობა შეფასებისთვის, რომელსაც არც ერთ თავში არ იშურებთ!



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Madloba Shen rom ase amcineb da mabedniereb

 


№2  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
Madloba Shen rom ase amcineb da mabedniereb


მადლობა შენ ჩემო კარგო, ასეთი თბილი და ტკბილი რომ ხარ heart_eyes

 


№3 სტუმარი სუნმი

ეს ალექსა ცოტა აეჭვიანე ნიკაზე და გრანდიოზულად მოაშორეეე

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

სუნმი
ეს ალექსა ცოტა აეჭვიანე ნიკაზე და გრანდიოზულად მოაშორეეე


ვიზამ რამეს :დდ ნიკა არ არის ცუდი ადამიანი უბრალოდ თქვენ ლიზასთვი ალექსი მოგწონთ, ისევე როგორც მე. სავარაუდოდ ის არ გაქრება ამ ისტორიიდან, მაგრამ არც ლიზას შეყვარებულის სტატუსით დარჩება blush
ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობ და შენს აზრს მიზიარებ <3

 


№5 სტუმარი სტუმარი გვანცა

Momwons maagram malevedade ra shemdegic

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი გვანცა
Momwons maagram malevedade ra shemdegic


ვეცდები ყველანაირად heart_eyes ძალიან მიხარია, რომ მოგწონს.

meocnebe avadmyopi
ვუიმე გამოჯამრთელდი მალე
იცი მაინც რამდენჯერ შევამოწმე???
ყოველ დღე დებდი და
აი იმ ადამიანის მეც მეშინია
ვინ იყო აივანზე
ისევ ალექსი???
აუ მალე დადე შემდეგი


ალექსი იყო თუ არა?
ჰმმ...არა მგონია.
მაპატიე, რომ გალოდინე ჩემო კარგო kissing_closed_eyes ძალიან კარგი ხარ შენ და ძალიან მახარებ heart_eyes

 


№7 სტუმარი ანანო გარსიძე

ძალიან საყვარლობა იყო ????????შემდეგს როდის დადებ?

 


№8  offline წევრი Nini_

როგორ გელოდებოდი <3 მომეწონა ძალიან <3 ვგიჟდები ლიზაზე და ალექსზე <3 თუ შეძლებ ხვალაც დადე. იმედია მალე გამოჯანმრთელდები♥️♥️

 


№9  offline წევრი anuchki

ძალიან კარგი იყო მალე დადე რაა

 


№10  offline მოდერი ბელუ შეროზია

ანანო გარსიძე
ძალიან საყვარლობა იყო ????????შემდეგს როდის დადებ?


მადლობა დიდი heart_eyes დღეს დავდებ :)

Nini_
როგორ გელოდებოდი <3 მომეწონა ძალიან <3 ვგიჟდები ლიზაზე და ალექსზე <3 თუ შეძლებ ხვალაც დადე. იმედია მალე გამოჯანმრთელდები♥️♥️


როგორ გამახარე! heart_eyes რა თქმა უნდა შეიძლება და დავდებ საღამოს ან შეიძლება უფრო ადრე.

anuchki
ძალიან კარგი იყო მალე დადე რაა


ძალიან მიხარია თუ მოგეწონა kissing_heart
დავდებ მალე.

უცნაური მე
ვაი რა კარგი იყო.. გამახალისა :) აუ რის ხეზე იყავი მითხარი რა :დდ კარგია ადვილად რომ გადარჩი <3 მეც შემეშინდა ისე აღწერე ამ სილუეტის ბოდიალი.. ვინაა საინტერესოა. იმედია კიდე აღარ ჩამოვარდები :დდ და ახალ თავსაც მალე შემოგვთავაზებ :დ ❤️


უცნაურო როგორ გამომრჩა შენი კომენტარი scream
რის ხეზე ვიყავი და ვაშლის joy თან ნაწვიმარზე ავედი მე სულელი :დდდ
ის სილუეტა ვინაა მოგვიანებით გაიგებთ <3
მალე შემოგთავაზებთ ახალ თავს თბილო heart_eyes heart_eyes

 


№11  offline წევრი Lover-Girl

გამოჯანმრთელებას გისურვებ heart_eyes ამ თავზე ძაან ბევრი ვიცინე.. მგონი ვიღაც ამასხარავებს ლიზიკოს? თუ მარტლა "მოჩვენებები" არიან? smile მოკლედ, იმედია მალე დადებშედეგ თავს და ეხლა ალექსსაც "გაუჩალიჩოს" ლიზიკომ რამე..

 


№12  offline მოდერი ბელუ შეროზია

Lover-Girl
გამოჯანმრთელებას გისურვებ heart_eyes ამ თავზე ძაან ბევრი ვიცინე.. მგონი ვიღაც ამასხარავებს ლიზიკოს? თუ მარტლა "მოჩვენებები" არიან? smile მოკლედ, იმედია მალე დადებშედეგ თავს და ეხლა ალექსსაც "გაუჩალიჩოს" ლიზიკომ რამე..


მადლობა ჩემო კარგო heart_eyes არ ვიცი მოჩვენება არის თუ რა :დდდ
ძალიან დიდი მადლობა შენ, რომ კითხულობ kissing_heart
მახარებთ თქვენ მე!

 


№13  offline წევრი Nini_

Gelodebi axali tavit

 


№14  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
Gelodebi axali tavit


გავაგზავნე უკვე heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent