მოსიარულე აისბერგის მახეში {2 თავი}
როგორც იქნა ფორმალობებს მორჩნენ და სასტუმრო ოთახისკენ აიღეს გეზი.თამარი იმდენად დაღლილი იყო,ფეხები უკან რჩებოდა,თუმცა ამას ანდრონიკე ინწკირველს ხომ არ დაანახებდა? ერთი სული ჰქონდა ტანსაცმლისგან გათავისუფლებულიყო და სააბაზანოში ენებივრა,ცალ ხელში ტელეფონი ეჭირა,მეორეთი კი ბარგი მოჰქონდა. თან ფიქრობდა ''რა ჯენლტმენია პირდაპირ გასაოცარია,ბარგი მაინც გამოერთვა? მამლის ბუნდღასავით რომ აქვს ეს ქოჩორი დაკოსილი თავზე,რა გულმოდგინედ აქვს გადაწკეპილი, ახალი მოდაა დავიჯერო?''. თავისთვის ლაპარაკობდა და ანდრონიკეს უკან მიჰყვებოდა. ბიჭის აღნაგობა საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს სრულებითაც არ რჩებოდათ შეუმჩნეველი,საკმაოდ მაღალი და მამაკაცური იერი ჰქონდა,რასაც ოდნავ მოშვებული წვერიც თან ერთვოდა,მწვანე,ჭაობისფერი თვალები ჰქონდა, ოდნავ ხეკიანი ცხვირი,უფრო მეტ ეშხს სძენდა,რაც არ უნდა გსაკვირი იყოს. სიარულის მანერაც და მიხვრა-მოპვრაც ისეთი ჰქონდა,უყურადღებოდ ვერ დატოვებდი. რაც შეეხება თამარს,ის ძალიან სექსუალური და მიმზიდველი გოგო იყო. მისთვის რომ გეკითხათ ლამაზი ხარ თუ არაო,მაშინვე უდარდელად გიპასუხებდათ ''ლამაზი არ ვარ,მე ვარ მიმზიდველობისა და სექსუალურობის განსახიერება''. თვალები,რომლის ფერი თაფლისფერიდან მწვანეში გადადიოდა, ამასთან ერთად, ულამაზესი თვალის ჭრილი,არც თუ ისე დიდი ტუჩები,სწორი ცხვირი, საოცარ მხიბვლელობას მატებდა. სიმაღლით არც თუ ისე მაღალი იყო,სადღაც 1.74. -როგორც ჩანს დაიღალეთ ქალბატონო თამარ-ბიჭი გზას განაგრძნობდა,თამარისკენ კი პროფილი ჰქონდა მიშვერილი და ისე ავლებდა მზერას -დიახ,საკმაოდ დავიღალე,თუმცა არა იმდენად რომ ბარგის ტარება არ შემეძლოს-მაინც თავისებურად ''ჩაურტყა'' -ძალიან კარგი,თუ საკუთარი ბარგის ტარება შეგიძლიათ,თორემ ნამდვილად არ ვიქნებოდი მოხარული ზედმეტი ტვირთი რომ მეზიდა-აი, აქ კი წითელი აენთო ქალბატონს -ვაუუ უკვე მერამდენედ გამაოცე შენი თავაზიანობით ვეღარც ვითვლი. არავის სჭირდება შენი წამოღებული ბარგი,თან დარწმუნებული ვარ იმდენად მოუხერხებელი ხარ,ხელიდან გაგივარდებოდა და მე დავზარალდებოდი-მკვახედ მიუგო -ჩემ შესაძლებლობებში ეჭვი გეპარებათ ქალბატონო?-იმდენაც მოულოდნელი იყო ბიჭის შემობრუნება,რომ გოგო გულ-მკერდზე ცხვირით შეეხეთქა და ამოიკნავლა -რა ჯანდაბაა,მთლიანად ძვლებზე გადაკრული ტყავი ხარ თხემიდან ფეხამდე? ცხვირი გამიტეხა დედიკო დედაა-ცხვირს ყველა რაკურსიდან ეხებოდა,რომ შეემოწმებიდა ''გადარჩა'' თუ არა-კიდევ კარგი არაფერი სჭირს, ხომ კარგად ხარ,ჩემო ბასასოო?-საჩვენებელი თითი ცხვირზე გაიხახუნა მოფერების იმიტაციით,ბიჭი კი თვალებგაფართოებული უყურებდა და ფიქრობდა ''ეს უნდა იყოს ასათიანი და ჩემი მამიდაშვილი სირაძეო?'' -რას მიყურებ დამფრთხალი მამალივით?-შეუბღვირა -გიყურებ თორემ,მეც არ ვიწვოდე შენი სიყვარულით-მიუგო აგდებულად, ზურგი აქცია და თავისთვის ჩაილაპარაკა-ადამიანს რომ საკუთარი ცხვირი ასე გეყვარება,საკუთარ თავს ალბათ გააღმერთებ -გავიგონე და დიახაც, ჩემი ცხვირი შენზე უფრო ძვირად მიღირს,გეთაყვა -სწორედაც რომ გეთაყვათი უნდა მომმართავდე..აი უკვე სწავლობ მიმართვის ფორმებს,ელპიტე-ჩაიცინა -ელ...რაა?-გადაიხარხარა -ელ-პი-ტე,ჩემ სოფელში ბებიაჩემის დაქალს ჰქვია და შენსავით ენაზეა გამობმული-ფართოდ გაუღიმა და სასტუმრო ოთახში შევიდა,გახევებული გოგო კი ერთ ადგილს მიყინვოდა და ტუჩი უთრთოდა -ეს მაგარი დარეხვილია-ნერვიულად ჩაიცინა-ჩემზეც კი...ბოლო სიტყვა ყოველთვის ჩემია,მან კი ამ შემთხვევაში მომიგო. ბრძოლა მოიგო, ომი კი არა-მზაკვრულად გაიღიმა და აბაზანისკენ წავიდა,ტანსაცმლისგან განიძარცვა და შიშველი ტერფებით ცივ იატაკს შეეხო -აუ, აქ რამდენი ღილაკია, დაბანა რომ მოგინდებს მთელი დღე იმის დაზეპირებაში უნდა იყო,რომელი ღილაკია წყლის მომშვები,რომელი შამპუნის და ბლა ბლა ბლა.-ისედაც გაბრაზებულმა და ნერვებმოშლილმა,ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ ღონივრად დაცხო ხელი ყველა ღილაკს. მას შემდეგ მოხდა,თუ მოხდა. წყალი პირდაპირ სახეში შეესხა,ყოველი მხრიდან წყალი ეშხურებოდა,ხელებით კვლავ მიაწვა ღილაკებს,რომ წყლის ნაკადი შეეჩერებინა,თუმცა ამჯერად ქაფმა იწყო გადმოსვლა,სააბაზანოს კიდეებს გასცდა წყლის ნაკადი და ოთახშიც გააღწია,პანიკაში ჩავრდნილმა ისღა მოიფიქრა,რომ ხალათი შემოეცვა და რამე მოეფიქრებინა.ესიკვდილებოდა ანდრონიკესთან შესვლა,თუმცა ახლა სიამაყის დრო არ იყო. კისრისტეხვით გავარდა ოთახიდან და მეზობელ კარზე ბრახუნი ატეხა,ხუთწუთიანი წვალების შემდეგ კარი ბიჭმა გამოგლიჯა,რომელსაც პირსახოცი ჰქონდა შემოფარებული,თმები და სხეული კი წყლის წვეთებით ჰქონდა დანამული,გაკვირვებულებმა შეათვალიერეს ერთმანეთი. -იციი...საშინელება დამემართა-ამოიტირა -რა ხდება? დროზე მითხარი არ მცალია,თან რა ფორმაში ხარ?-წარბები აწკიპა -სააბაზანოში რაღაც ავრიე და წყლითა და ქაფითაა მთელი ოთახი დასვრილი.. აიი, დიდგორში რომ იბრძოდა დავით აღმაშენებელი და უკან დასაბრუნებელი გზა რომ ჩახერგა, იმას მიგიქარავს ჩემი ოთახი-ნერვიულად ჩაიცინა-აიი წყალი გარეთაც გამოვიდა-ხელი პირთან აიფარა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო-ვაიმე,ვერ გადავრჩები,სასტუმროდან გამაგდებენ,გარეთ აღმოვჩნდები,საღამო ახლოვდება,რა ვიცი ვის გადავეყრები? იქნებ მომიტაცონ ეს მიმზიდველი ქალი,იქნებ იძალადონ,შემდეგ ტომარაში ჩამტენონ და ნაგვის ურნაში მომისროლონ...მოლაპარაკებაც ჩაიშლება,თორნიკეც გადაირევა,ნამუსიც ამეხდება-სანამ ის გიჟივით ლაპარაკობდა, ანდრონიკემ მომსახურე პერსონალთან დარეკა,ისინიც მალე მოვიდნენ და მკაცრი და გაოცებული მზერა მიაპყრეს თამარს -იცით, პრაქტიკაში არ გვქონია ასეთი შემთხვევა.სამწუხაროდ ამ დღით თავისუფალი ოთახები არ გვაქვს და ვერაფერს გავაწყობთ. ოთახს ხვალამდე ვერ გავასუფთავებთ. წესით სასტუმროში არ უნდა გაჩერებდეთ,თუმცა თქვენზე პასუხისმგებელი ბატონი თორნიკე ასათიანია,ამიტომ გრთავთ ნებას სასტუმროთი ისარგებლოთ -გმადლობთ-თავდახრილი იდგა და ტუჩი კბილებს შორის მოექცია-არც კი ვიცი ეს როგორ მოხდა,სააბზანოში ვიყავი შესული და... -დეტალები არ გვაინტერესებს,თუ რას აკეთებდით სააბაზანოში...-გაშლილი ხელი წინ აღმართა კაცმა და ისინი დატოვა. შერცხვენილმა აღარ იცოდა რა გაეკეთებინა და თვალს ანდრონიკესკენ აპარებდა,რომელსაც უკვე მოესწრო შორტისა და თხელი მაისურის ჩაცმა,სველი თმა კი უდიერად ეყრებოდა შუბლზე -რას აპირებ ახლა,მთელი დღე ამ ფორმაში უნდა იდგე სასტუმროში,სადაც უამრავი ხალხია?-ირონიულობა აეკრა ბიჭს სახეზე,კარის ზღურბლს მიეყუდა და ხელები გულზე გადაიჯვარედინა-რაო? ვინ მითხრა მოუეხერხებელი ხაროო? -მე გითხარი...შეიძლება შენთან შემოვიდე?წასასვლელი არ მაქვს,თორემ მანდ შემოსვლას სიკვდილი მერჩია-თავი ამაყად ასწია,რა ემაყებოდა საკითხავია,ბიჭმა მკლავში უხეშად ჩაავლო ხელი,ოთახში შეიყვანა შეიყვანა, კედელს ააკრო და ხელებს შორის მოიქცია -ხომ ხარ ღირსი ოთახში არ შემოგიშვა და ამ ღამით სასტუმროს მისასვლელში დაგტოვო? თუმცა,შემდეგ რა ვუთხრა თორნიკეს? თან არ მინდა გაუბედურებული ქალის ბედი ჩემ კისერზე იყოს. ვიღაც გამოვა,ამ ხალათში მყოფს გამოგელაპარაკება,ვისკიზე დაგპატიჟებს,ოთახში შეგიტყუებს და შემდეგ საწოლამდე მიგაცილებს....-ყურში ეჩურჩულებოდა,სიტყვებს კი ნელ-ნელა წარმოთქვამდა-მგონი ნამდვილად არ გსურს ასე მოხდეს,არა?!-ახლა თვალებში ჩააჩერდა და ამღვრეულ სფეროებს შეეჩეხა,რამაც გააკვირვა,თუმცა ემოციები მალევე გააკონტროლა. რას გრძნობდა თამარი? სიბრაზესა და სირცხვილს. -გამიშვი-მხოლოდ ესღა თქვა-გთხოვ-მავედრებელი მზერით შეხედა ბიჭს,მან კი ხელები კედლიდან ჩამოიღო,ხალათი შეუხსნა,ისე რომ მისთვის თვალები არ მოუშორებია, თან აკვირდებოდა თვალებგაფართოებულ გოგოს,როემლიც ხელებზე ეჯაჯგურებოდა, თავად კი ხალათისთვის ტორები არ მოუშორებია,პირიქით საგულდაგულოდ გაუსწორა მკერდის ნაწილში და ძლიერად შეუკრა,თან იმდენად,რომ სუნთქვაც კი შეეკრა ქალს -რა იყო, გეგონა რამეს ვაპირებდი?-თვალები დააწვრილა-აღვირახსნილი არ ვარ და ქალს არასდროს მივაყენებ ამგვარ ტკივილს-კბილებში გამოსცრა-არასდროს გაბედო ჩემთან მბრძანებლური ტონით ლაპარაკი. სულ არ მაინტერესებს სხვებს როგორ ელაპარაკები,შეიძლება ყველა ფეხქვეშ გეგებოდეს,მაგრამ ჩემთან არ გაგივა,ს ქიცინი-თითი დაუქნია-და კიდევ,არასდროს მოხვიდე ჩემთან ამ ფორმით-ხალათზე მიუთითა და საწოლისკენ აიღო გეზი,თავად კი ერთ წერტილს მიშტერებოდა,რატომღაც თავს ძალიან უცნაურად გრძნობდა,ყველა ის ადგილი უხურდა,სადაც ანდრონიკე ეხებოდა,მასთან გაშორების შემდეგ კი სიცივე იგრძნო -შეიძლება აბაზანით ვისარგებლო?...ჩემთან ძალიან კარგად იცი რა მოხდა-თვალებში არ უყურებდა -შეგიძლია გამოყენო. ოთახში დაბრუნდა და ერთი ხელი ტანსაცმელი აიღო.ერთსაათიანი წყლის ჭავლის ქვეშ ნებივრობით გული რომ იჯერა,ოთახისკენ გადაინაცვლა,ანდრონიკე საწოლზე იყო მოთავსებულ და ლეპტოპი მოემარჯვებინა, ვიღაცას გაცხარებით წერდა. შემოსულ გოგოს რამდენიმე წამით შეხედა და კვლავ ჩვეული საქმიანობა განაგრძო. თამარის ტელეფონი აწკრიალდა -გისმენ ჩემო გოგო -როგორ ხარ თამოო? -სააბაზანოდან ახალი გამოსული ვარ ლიზ,განვიტვირთე-გაიღიმა-ელენიკო რას შვრება? -ახლახან დავაძინე. აქამდე არ დაგირეკე,ვიფიქრე დაღლილი იქნებოდი.-მალევე გაისმა პატარა გოგონას ხმა-დედიი,ვიც ელაპალაკები? -ვაიმე ელეე,შენ ხომ დაგაძინე დეე? -ჩემიი პატარა ქალიი დამალაპარაკე ლიზიი,ცუდო გოგო მომატყუე ხო დავაძინეო? -როგორ გეკადრებათ ქალბატონო-გაიცინა ქალმა-აიი, მოდი დედიკო, მამიდულას ელაპარაკე -მამუცი სად ქალ? -ჩემო პრინცესა სხვა ქვეყანაში ვარ,რომ ჩამოვალ ბევრ შოკოლადს ჩამოგიტან და ერთად ვჭამოთ -მე თუ ცამომიტან,სენ ლატო უნდა წამო? -მამიდას ღორმუცელა გოგო ხარ შენ. ანუ შოკოლადებს არ მაჭმევ?-ქვედა ტუჩი გადმაოდგდო-ახლა ვიტირებ მამუციი,ხომ იცი შოკოლადი ჩემთვის ნარკოტიკივითაა -გაწმევ აბა ლას ვიზამ სენ ნალკოტიკს,ეგ ისე გითქალიი -ჩემო ტკბილო,ახლა უნდა დაიძინო ხოო?თორემ შოკოლადებს აღარ ჩამოგიტან -ვის ატკუებ ერთი,ვიცი რომ მაინც ცამომიტან. აუუ,თქვენ ხო კაცს არ აცლით ფექზე დგომას, არ მინდა ძილი. -მამიდას გავხარ ენით ძმიშვილო...-ჩაიცინა-ახლა დაიძინე,თორემ თოკოს თავს ვფიცავარ ვიტირებ-ეს სისულელე საიდან მოიტანა თავადაც არ იცის,თუმცა ფაქტია ბავშვმა დაიჯერა -რას ქვია იტილებ, ვის გაუგია შექალო ამქელა ქალის ტილილიი-ლიზიც და თამარიც ხმამაღლა იცინოდნენ, -აუ ლიიზ, თოკო მანდაა? -კი,დღეს ადრე მოვიდა რატომღაც. გამიკვირდა-ჩაიცინა -მაგას რა ჯობია რძალო-ფეხები ერთმანეთს გადააწყო და საზურგეს მიეყრდნო-ჩამიკოცნე ჩემი ძამიკო,ოღონდ ჩემი სახელით ლოყაზე აკოცე,შენი სახელით კი სადაც გაგიხარდება-გადაიხარხარა,თუმცა გაახსენდა რომ ოთახში მატო არ იყო და ანდრონიკესკენ გააპარაა მზერა,თუმცა როგორც ჩანს მისთვის ნაკლებად საინტერესო იყო თავად ისიც და სატელეფონო საუბარიც.'' ძალიანაც კარგი,თუ ყურადღებას არ მაქცევს,ჩემთვის ვიქნები'' ფიქრობდა ის. -ოხ, შე ცუღლუტოო. აბა რას ვიზამ თამარჩიიკ,აი სააბაზანოდან ისიც გამოვდა,წავედი ახლა ჩავპროშნო-გაიცინა-გკოცნი ჩემო ტკბილო,უნდა დავაძინო ახლა ელენიკოც,უკვე ოთახში შევარდა -მეც გკოცნი რძალუკა. მოკლედ,კიდევ კარგი ტიპიური ქართველი რძალ-მული რომ არ ვართ რაა -გოგოები ვართ ძვირფასები და შეგნებულები -რა ჭკვიანი და მიხვედრილი მყავხარ მოკლედ რაა-ხმაურიანი კოცნა გაუგზავნა და ტელეფონი გვერდით გადადო. მზერა მაინც ბიჭისკენ გაურბოდა,რომელიც ლეპტობს ისე ადავნებდა თვალს,თუთქოს სიკვდილ-სიცოცხლის საქმეს განიხილავდა. ''რას უყურებს ერთი ასე გაფაციცებით? ესეც არ მყავდეს ჯეიმს ბონდი''. რიგით მეორე ზარი ანამ განახორციელა,რომელიც თამარის ბავშვობის დაქალი იყო -მოსაკლავი ხარ ქალო შენ, არ უნდა დამირეკო საფრანგეთში რომ ჩადიი?იქნებ თვითმფრინავი ჩამოვარდა,იმდენი ვინერვიულე,გამოტოვებული ზარები ნახე საერთოდ?-ანა იმდენად ყვიროდა,თავად ქალაბტონმა თამარმაც კი რამდენიმე სანტიმეტრით გასწია ტელეფონი და სახე დაჭყანა -სააბაზანოში ვიყავი გოგო,არ მესმოდა ტელეფონის ხმა რა გაყვირებს? გამისკდა ყურის ბარაბანი -შენ გაგისკდა გული და ჩავარდი ტუტანხამონის საფლავში -მომეწიე უკან დანა-ჩანგლით..იდიოტო -იდიოტს მოგცემ ახლა მე შენ, აი მანდ რომ ვიყო მათრახს გადაგარტყამდი ზურგზე,აი იმას,ბაბუაჩემს რომ აქვს შენახული და ცხენს რომ შემოაჯდება მაშინ რომ გადაჰკრავს -გოგო შენ დალეული ხომ არ ხარ? რა ისტერიკებს მიმართავ აქ -რაა, არ ხარ ღირსიი? თურმე საყვედურიც არ უნდა ვუთხრა,რომ გადამრია აქ -რას იბრღდვნი მაგ დალალებს მერე? ჩემზე ფიქრს ფილმი ჩაგერთო და გეყურებინა-ჩაიცინა -შენ...შე ტირანოზავრო -ტირანოზავრიც ხარ და ბონობოც -ეგ რაღა ჯანდაბაა -ორ ფეხზე მოსიარულე მაიმუნია...უიი აქ იცი შენნაირი ვერავინ გავჩითე -რას ნიშნავს ჩემნაირი ვერავინ გაჩითე? ნუ ახლა, მე ერთადერთი ვარ-გაიცინა -აი, იმას ვგულისხმობ,რომ თხები ვერსად დავინახე,საქართველო კი მიაქვს თხებს...ნუ ახლა,საქართველო თუ არა,სოფლები მაინც -საფრანგეთის აეროპორტში კი, ძალიან შეხვდებოდი თხებს-გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა-თუ ასე გინდა მათი ნახვა,ბებიაჩემს გამოვაგზავნინებ პირადად შენთვის -რად მინდა? აგერ არ მყავხარ? 1 წლიდან მოყოლებული შენ გიყურებ....-გადაიხარხარა და სავარძელში აფართხალდა,სწორედ ამ დროს ანდრონიკემ გამოიხედა და წარბაწეულმა ახედა,მანაც თვალებით ჰკითხა ''რა გინდაო'',საპასუხოდ კი ტუჩების შერხევა და რაღაცის ჩაბუტბუტება მიიღო,არც ტუჩის კუთხის ჩატეხვა გამოპარვია. ''რას მესწერვება ერთი,უტრაკო მეტრაკე''. -ჯანდაბას შენი თავი,ცოცხალი ხარ და გავთიშავ ახლა ტელეფონს,თორემ გადმოვფრინდები მანდ და თმებს დაგაცლი ბღუჯა-ბღუჯა -იცი რაშია საქმე? შენი ფიქრები მხოლოდ გონებაში რჩება,მოქმედებამდე ვერ აღწევს...გკოცნი ანჩოო-ეს თქვა თუ არა,იმის შიშით რომ ანა რამეს ეტყოდა ტელეფონი მაშინვე გათიშა. ნახევარი საათის განმავლობაში სავარძელში იყო მოთავსებული,შემდეგ კი ხერხემალი ეტკინა, საწოლზე ახოხდა და კომფორტულად გაშალა ფეხები ბიჭის გვერდით,რომელმაც მაშინვე გამოხედა -ხელს ხომ არ გიშლი?-წარბები ასწია -არა,რატომ უნდა მიშლიდე?-მხრები აიჩეჩა -არა, ვიფიქრე მყუდროებას თუ ვურღვევ საწოლიდან ავდგები მეთქი-უთხრა სარკაზმით -აუ იცი რას გეტყვი? ეგ სარკაზმი მოიშორე,ვერ ვიტან ეგეთი ტონით რომ მელაპარაკებიან,გაიგე? მეც მაქვს ჩემი წესები,ისევე როგორც შენ -ძალიან დაგვიგრძელებია ენა...-თავი გააქნია-შენთვისვე უკეთესია არ გადაიღალო,მოლაპარაკება უნდა აწარმოო-მშვიდი ხმით მიუგო ისე,რომ ლეპტოპისთვის თვალი არ მოუშორებია -მე ყველაფერს ვაკონტროლებ..-გაგრძელება არ დასცალდა,რადგან ტელეფონი აწკრიალდა. როგორც ნომერზე ეწერა ''ვახუნხულა'' ურეკავდა,ამ სახელს ანდრონიკემ როგორც კი თვალი მოკრა მაშინვე ახარხარდა -ვახუნხულა გირეკავს თამარ-ტელეფონი საწოლიდან აიღო და გოგოს მიაწოდა -აბა როგორ იმგზავრა ჩემმა გოგომ? -არც ისე კარგად,ძალიან უინტერესო მგზავრი მეჯდა გვერდთ და...-ჩაიფხუკუნა და ანდრონიკეს გადახედა,თუმცა ის ყურადღებსაც არ აქცევდა -იურისტ ანდრონიკეს გულისხმობ? არაუშავს ჩემო ლამაზო,მალე ხომ ჩამოხვალ აქ და მე გაგართობ-გაიცინა -აბა რაა,შენ თუ გამართობ და გამახალისებ ჩემო ბიჭო-გადაიკისკისა -თამარ აბაზანაში ვარ და პირსახოცი შემომიტანე გთხოვ-მოგუდული ხმით წარმოთქვა ანდრონიკემ და ჩაიცინა -ვინ არის მანდ თამარ?-იკითხა ვახომ. -რაღაც გაუგებრობა მოხდა ჩემ ოთახში და მე და ანდრონიკე ერთად ვართ,რაღაც სჭირდება და მაგიტომ მიძახის...-თვალები დაუბრიალა მოცინარს-სხვა დროს დაგირეკავ ვახო,კარგი? -მაგ ბიჭთან ერთად ხარ ოთახში?-ხმა გაიმკაცრა -უბრალოდ ასე მოხდა,მეც არ მინდოდა და არც მასაც -ფაქტია,რომ ერთად ხართ-კბილებში გამოსცრა -ვაიმე ვახო, რა ჩემი ბრალია? რა ეჭვიანობის სცენებს მიმართავ?-სააბაზანოსკენ წავიდა და ხმას დაუდაბლა,რადგან ნამდვილად არ სურდა რომ ეს საუბარი ანდრონიკეს მოესმინა -საქმეები მაქვს, უნდა წავიდე -ვახოო-მკაცრი ხმა ჰქონდა -მეჩქარება თამარ!-არც მან დაკლო და გათიშა. გაცხარებული მიეჭრა ანდრონიკეს -ეს რა იყო? გამაგებინე რის მიღწევას ცდილობ? -მე უბრალოდ ვიხუმრე, აი შენმა ბიჭმა კი იეჭვიანა..ნუ ახლა,მეც ვიეჭვიანებდი მის ადგილზე,მაგრამ მან შენში ეჭვი შეიტანა,ეს არაა კარგი თამარ-მხრები აიჩეჩა -შენ საერთოდ ვინ მოგცა უფლება განიკითხო ვახო? ბიჭია და ცოტა იეჭვიანა. სულ ესაა,თან აღნიშნე რომ შენც ასე მოიქცეოდი,შენში ეპარება ეჭვი და არა ჩემში, გასაგებია? -აი, ბოლოს რაც თქვი ჯერ შენ თავს დააჯერე, კარგი?-მიუგო მშვიდად- ''შუა ქალაქში'',რომ თამარი და ვახოა მათ მაგონებთ,თუმცა სამწუხაროდ ბოლოს დაშორდნენ-ქვედა ტუჩი გადმოაგდო,თითქოს ძალიან წუხდა -შენ..ფანტაზიაც რომ არ გივარგა. რა უნდა გელაპარაკო? -ფანტაზიის უნარი მე რომ გამაჩნია ისე უნდა,მგონი ეს დავამტკიცე კიდეც-ირონიულად უთხრა და ხმა დააწვრილა-''თამარ აბაზანაში ვარ და პირსახოცი შემომიტანე გთხოვ''. საპასუხოდ კი მხარზე მუჯლუგუნი მიიღო,არც ის დარჩენია ვალში, გოგო საწოლზე გადააწვინა და ორივემ გააჩაღა ''ბალიშების ომი''. ბოლოს გასავათებულები იწვნენ საწოლში და ღრმად სუნთქავდნენ. -ერეკლე მეორე იამაყებდა ჩემით-თქვა თამარმა-მე რომ ვყოფილიყავი კრწანისის ომს მოვაგებინებდი -კრწანისის ომის რა მოგახსენო,მაგრამ მტრებთან შეთანხმებას კი მიაღწევდა,თუ ხარჭად გაგასაღებდა-გადიხარხარა და სააბაზანოსკენ გასწია,რომ ბალიში მოეგერიებინა P.S. ძალიან მიხარია,წინა თავი რომ მოგეწონათ. სოფელში მივდივარ და რამდენიმე დღე არ ვიქნები. სავარაუდოდ შაბათს დავდებ ახალ თავს. მადლობა ყველაას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.