შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის თოვლი (სრულად)


14-08-2018, 13:22
ავტორი lilearchvadze:)
ნანახია 3 699

სასაცილოა იმ წელს ყველაფერი პირიქით დატრიალდა, ნოემბრის ბოლოს თოვდა, დეკემბერში კი აღარ...თავიდან ვუყვარდი, შემდეგ კი აღარ... მე კი ბოლოს შემიყვარდი, თავიდან კი არა...
ჰო და როგორც უკვე ვახსენე ნოემბრის ბოლო იყო და თოვდა. ამ ფაქტს მეორედ იმიტომ ვიმეორებ რომ ასეთი რაღაცები იშვიათად ხდება... ნოემბერში, თოვლი? რაღაც ზღაპარი მეგონა რომ დამირეკა ჩემმა გადარეულმა დაქალმა გარეთ თოვსო... რა თქმა უნდა არ დავიჯერე და ძილი გავაგრძელე. საღამოს აივანზე გასვლა, რომ მომიწია მერე შევამჩნიე, საკმაოდ ეტყობოდა უკვე ქალაქს თოვლის საბანი... აჟიტირებული შემოვვარდი ოთახში, ყველაზე თბილი ტანსაცმელი მოვირგე და სახლი დავტოვე. გაბადრული სახით მოვიარე ქუჩები და ვცდილობდი ფიფქებს დავკვირვებოდი... სულ ვამბობ რომ მეზიზღება სიცივე მაგრამ ულამაზესია... დათოვლილ ქუჩებზე და ხეებზე ლამაზი არფერია... ზემოთ ხსენებულ დაქალთან ავედი... ცხელი შოკოლადი შემომთავაზა და გვიან წამოვედი მისგან...
ქუჩაში თითქმის არავინ იყო, მხოლოდ რამდენიმე გამვლელი... შემდეგ შენ გამოჩნდი ჩემს ქუჩაზე...
ხო გამოჩნდი.
დამინახე და დაგინახე.
მეტი არც არაფერი მომხდარა.
მაგრამ ყველაფერი ამით დაიწყო...
დ’ა მე ამ დღის შემდეგ ყოველთვის ვნატრულობდი ნოემბრის თოვლს...
***
მეორედაც ჩემს ქუჩაზე გნახე, მესამედაც, მეოთხედ უკვე ნუკას კორპუსთან მოგკარი თვალი, მეხუთედ ფანჯრიდან დაგინახე და მეათედ დავაფიქსირე რომ ჩემს სკოლასთან იდექი...
მაბნევდა.
არც ვიცნობდი. უბრალოდ რომ გამომხედავდა მაბნევდა. ისედაც ცივ ნოემბრის თვეს უფრო მიყინავდა... სულ ვკანკალებდი როცა ვხედავდი... მარტო არასდროს იყო, ღია ფერის ტანსაცმელიც არასდროს ეცვა... შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი, შავი, ნაცრისფერი, ყავისფერი და უი მუქი ლურჯი. ქუდი არასდროს ეფარა და არც ხელთათმანებს იკეთებდა, მარჯვენა ხელს ყოველთვის საათი უმშვენებდა, ან პარლამენტს ეწეოდა, ან სობრანიეს...
ჰო აი ასე...
ერთი გამოხედვით...
ერთი თვალებში შეხედვით მაბნევდა...
***
.მაშინ.
ნუკასთან ერთად ჩვენი უბნის კაფეში ვიჯექი, ყავას ვსვამდით ნუკას ახლობელი, რომ მოგვიახლოვდა.
-ვა ზუკა? შენ აქ საიდან?-რავი ნუკა, მეც აქეთ ხო არ ვცხოვრობ? როგორ ხარ? რამდენი ხანია არ მინახავხარ...
-რავი ძველებურად, ეს ჩემი დაქალია ლილე, ლილე ეს ზუკაა ადრე ჩემი მეზობელი იყო მერე მიღალატა...
-სასიამოვნოა...-უხერხულად ჩავილაპარაკე მე...
-ჩემთვისაც... გავიქეცი რა გოგოებო მე მეჩქარება ბიჭები მელოდებიან დაშევხმიანდეთ რა ნუკი არ დაიკარგო...
-კარგი ზუკა, დროებით....
ახლად გაცნობილს თვალი გავაყოლე, სწრაფად დატოვა კაფე და ნაცნობი მანქანისკენ წავიდა... მანქანიდან ის გადმოვიდა... ზუკას მიესალმა და სწრაფად დატოვეს ტერიტორია... ხო მანქანაში სანამ ჩასხდებოდნენ შემომხედა... მე რა თქმა უნდა ყავა გადამცდა...
***
-გამარჯობა!
-გაგიმარჯოს!-ვცდილობ ფეხები დავამშვიდო რომელიც კანკალს ვერ იკავებს... ის ჩემს წინ დგას და მესალმება... ასე უეცრად გამაჩერა ჩემს ქუჩაზე და მომესალმა...
-გცივა?
-არა...
-მატყუებ...
-რატომ უნდა გატყუებდე?
-მაშინ ფეხების კანკალზე რაღას იტყვი?
-ჰო კარგი...- ღრმად ჩავისუნთქე მე. - მცივა.
-რა გასაკვირია თოვს და შეგცივდება აბა რა იქნება... - თავის ქურთუკს მთავაზობს და სირცხვილისგან ლოყები მიწითლდება... უარის ნიშნად თავს ვაქნევ... - ყველაზე მეტად ვერ ვიტან ჩემთან რომ მორცხვობენ და რომ მატყუებენ ლილე... - რაო? რა თქვა? ჩემი სახელიც კი იცოდა... რა შარში გავყავი თავი? სხვა გზა არ მქონდა ქურთუკი გამოვართვი... - კარგი გოგო ხარ. - ლაპარაკის დროს უაზროდ იღიმოდა და მეც მამხიარულებდა... სულ სხვანაირი მეჩვენებოდა იმ წამს... არ იყო ისეთი მკაცრი როგორც ყოველთვის... არც პირქუში გამოხედვა ქონდა... არც სიგარეტს ეწეოდა... იდგა და თვალებში მიყურებდა... კარგა ხანს ვიდექით ასე, ხმის ამოუღებლად. მერე სახლისკენ წავედი, გამომყვა. სადარბაზოსთან გავჩერდი. გამიღიმა, მეც გავუღიმე დამშვიდობების მიზნით, სწრაფად ავირბინე კიბეები და გულამოვარდნილი შევვარდი სახლში.
მერე გამახსენდა, რომ სახელიც არ მიკითხავს...
***
ყველაფერი ჩვეულებრივ მიდიოდა... იკარგებოდა, ჩნდებოდა მაგრამ ჩემთან არა... არაფერი შეცვლილა არც მესალმებოდა... უბრალოდ უფრო დიდხანს მიყურებდა ვიდრე მანამდე...
ახალ წელს მშობლებთან ერთად შევხვდი... მერე სანათესაოს ზღვა მოგვაწყდა და ნუკასთან გადავწყვიტე ასვლა... დედამისის უგემრიელესი გოზინაყი დავაგემოვნე და მამამისთან ერთად დალევა დავიწყეთ... უკვე კარგად შემთვრალი ვიყავი, ნუკას ვიღაცამ დაურეკა. დიდხანს საუბრობდნენ,შემდეგ ნუკა მე მომიბრუნდა, გარეთ გავიდეთო... ფხიზელზე შევეკამათებოდი ამ სიცივეში, ღამის ხუთ საათზე ვინ გადის გარეთთქო, მაგრამ იმ დღეს მორჩილად ავიღე ქურთუკი და გარეთ გავყვევი. დაბლა ზუკა დაგვხვდა თავისი სამეგობროთი. თვალებით ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე... მოგვესალმნენ, მოგვილოცეს და დანარჩენებიც გავიცანით. გავიცანით რა გავიცანი, ნუკა ჩემდა გასაკვირად ყველას იცნობდა. ნიკუშა და ზუკა მანქანაში წინ ისხდნენ, მე ნუკა და დათი უკან ვისხედით. ჩემთვის უცნობი, გეგას სახლში მივდიოდით.
პატარა ბინა იყო, კონფორტულად მოწყობილი, საახალწლო მოსართავებით შეკაზმული და თავი ზღაპარში მეგონა დიდი აივანი რომ დავინახე... ნუკამ ხელი ჩამავლო და დანარჩენებთან წამიყვანა.
-გაიცანით ეს ლილეა, ჩემი დაქალი - ამაყად წარმადგინა ნუკამ...
გავიცანი ლეკა, ელენე და ქეთა...
აივანზე გავედი... სიგარეტს ვეწეოდი და მთაწმინდის ხედს ვუყურებდი... კორპუსთან ნაცნობი მანქანა გაჩრდა... მელანდებათქო ვიფიქრე და ყურადღება არ მიმიქცევია, მაგრამ რამდენიმე წუთში ის უკვე ჩემს გვერდით იდგა და ჩემთან ერთად ეწეოდა.
-იცი რა ლამაზი ხარ? - დაიწყო მან მოულოდნელად საუბარი...
-მადლობა... იცი? მე შენი სახელიც არ ვიცი...
-გეგა დიასამიძე...
-ლილე არჩვაძე.
-ვიცი პატარავ... - ხანგრძლივი დუმილი ისევ მან დაარღვია. - რაზე ფიქრობ?
-თბილისზე.
-თბილისზე რას ფიქრობ?
-არ ვიცი. როგორ შეიძლება ერთდროულად რამე გიყვარდეს და თან გეზიზღებოდეს?
-რატომ გეზიზღება?
-თბილისი არ მეზიზღება, თბილისი მიყვარს... თბილისელები მეზიზღებიან. არ უხდება თბილისს ასეთი ხალხი. თბილისი თბილია, ლამაზია, ზედმეტად ნაზია ამათთვის...
-და ჩემზე არ ფიქრობ?
-კი, შენზეც ვფიქრობ...
-რას ფიქრობ?
-არასდროს მეგონა, რომ გაგიცნობდი...
-ანუ გაცნობამდეც ფიქრობდი ჩემზე?
-თვალების ურთიერთობაზე გსმენია რამე?
-კი ლი, ჩემმა თვალებმა ჩემზე ადრე გაგიცნეს... -უცნაურად მომხვდა ყურში საკუთარი სახელის შემოკლებული ვარიანტი, თითქოს არ მესიამოვნა, მაგრამ არაფერი მითქვამს. მშვიდად დავტოვე აივანი.
***
.მაშინ.

-როგორ ხარ?
-კარგად გეგა, შენ?
-რავი არამიშავს... სახლში ხარ?
-კი, ხომ მშვიდობაა?
-ზუკასთან ავდივართ. გამოგივლი და წამო რა შენც...
-არ მინდა რა გეგა.
-რატომ? ნუკაც იქნება.
-რავი, მერიდება. არც კი გიცნობთ წესიერად...
-თუ არ ამოხვალ ვერც გაგვიცნობ ლი... ოც წუთში მზად იყავი.
ნუკას და ზუკას ამბავი მაკვირვებდა, ასე მარტივად სახლში არავის მიყვებოდა, არც შუა ღამეს გავიდოდა გარეთ, ვინმეს გამო...სწრაფად გავემზადე და მორჩილად გავყევი გეგას.
სიტუაცია ჩემდაგასაკვირად ზედმეტად კომფორტული მეჩვენებოდა. ვერ ვგრძნობდი, რომ არ ვიცნობდი ამ ხალხს. მთელი საღამო გოგოებთან ვიყავი, შესაბამისად რაღაც ძალიან მაკლდა. სახლში რომ მაცილებდა გეგა, მაშინ მივხვდი რაც მაკლდა. არ ვიცი, როგორ შეეძლო ყოველ სიტყვაზე ავეფორიაქებინე? თუმცა ნელ-ნელა ვსწავლობდი კონტროლს საკუთარ თავზე და როგორც ადრე, ისე აღარ მაბნევდა.
-ახლა მაინც ფიქრობ ჩემზე?
-შენზე სულ ვფიქრობ გეგა.
-რა პირდაპირი ხარ. - გულწრფელად ჩაეღიმა მას. - მაინც, რატომ ფიქრობ?
-იმიტომ, რომ უეცრად გამოჩნდი ჩმს ცხოვრებაში და არ ვიცი რას მივაწერო ეს შენი „გამოჩენა“.
-ბედს მიაწერე ლილე, ბედს. მიდი ადი სახლში, გამიცივდები.

***
ხომ ვამბობდი, ზუკას და ნუკას ამბავი არ იყო უბრალოდ მეგობრობა, რაღაც სხვა ხდებოდა. რა ხდებოდა?
მე და ნუკა ვაკის პარკში ვისხედით. მოულოდნელად მოვიდა ზუკა, გაუფრთხილებლად მოგვიჯდა გვერდით და ნუკას ხელი გადახვია. ზუკას ბედს რა ვუთხარი, დედამ დამირეკა.
-გისმენ ნატ.
-ლილე, სად ხარ?
-ვაკის პარკში. მოხდა რამე?
-კატოს მაღალი სიცხე აქვს, ვერაფრით დავუწიე, მე და მამაშენი საავადმყოფოში მივდივართ და მოდი რა სახლში?
-უი, რას მეუბნები? ახლავე მოვალ. დილით 37 ჰქონდა რა დაემართა?
-არ ვიცი დე. მოდი რა, გაგიჟებულია თემოც.
-ახლავე წამოვალ დე. - ანერვიულებულმა გავთიშე ტელეფონი. მოკლედ ავუხსენი სიტუაცია ბავშვებს და სასწრაფოდ სახლისკენ გავქანდი.
სახლში მისულმა კატოს, რომ მოვკარი თვალი მეც გამაცია. არასდროს მინახავს ასეთი. ზედმეტად მოთენთილი იყო, თვალებს ძლივს ახელდა, იმდენად იყო გათიშული, ვერც შეამჩნევდით სუნთქავდა თუ არა, ერთიანად ახურებული იყო სახეზე და პუტკუნა ლოყებიც აწითლებული ჰქონდა. ვუყურებდი საკუთარ პატარა დას და გული მიკვდებოდა. არასდროს მენახა ასეთი. მუდამ მხიარულ ნოტაზე იყო კატო, მთელს სახლს ახმაურებდა.
***
ლოდინისგან ჩამეძინა, თაკომ რომ დამირეკა უცბად გამომეღვიძა.
-გისმენ დე, მშვიდობაა?
-კი დე, რაღაც ვირუსი აქვს და კარგია მალევე, რომ მოიყვანეთ არ გაურთულდებაო. რამდენიმე დღე დატოვებენ, დღეს თემომაც გაიგიჟა თავი აქ დავრჩები მეცო და შენ ხო არ გეშინია მარტო? ბიძაშენს დავურეკავ, თუ გინდა გამოვა და დარჩება.
-არა რათ მინდა, არ შეაწუხო კაცო გიგა ბიძია, ვიქნები სახლში, ნუკას გადმოვიყვან. მიმიხედე ჩერჩეტს.- ერთიანად ამოვისუნთქე როცა გავიგე, რომ ყველაფერი რიგზე იყო. ნუკას დავურეკე და ისიც მალევე გაჩნდა ჩემთან.
-პროსტა ვერ წარმოიდგენ რა მოხდა დღეს!
-რა მოხდა?
-შენ რომ წახვედი, ზუკა დარჩა.
-მერე?
-თვალებში შემომხედა და მევასებიო. აი ასე, ადგა და უბრალოდ მე-ვა-სე-ბი-ო. -დამიმარცვლა ნუკამ.
-კაი რაებს მიყვები?
-სერიოზულად გეუბნები. იქვე თუ არ მოვკვდებოდი არ მეგონა.
-კარგი რა, მერე რა განერვიულებს?
-რას ქვია რა მანერვიულებს? ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. ბაღში და'ჟე მიყვარდა კიდეც. დღემდე აქვს მანანიკოს შენახული ის კაბა, რომ ვამბობდი ჩემი და ზუკას ქორწილში ჩავიცვამთქო.
-ვაიმე, ეგ ისაა გოგო? მამანა რომ ყვებოდა, ბაღში პლატონურად ეტრფოდაო?
-ოჰ სალამი! მეც მაგას ვამბობ!
-ვაიმე, ნუკ არ არსებობს! მაგას გაუტეხე გოგო თავი?
-კი, შრამი დღემდე აქვს.
-რას ერჩოდი კი მაგრამ?
-აუ ლილე, მერამდენედ მაყოლებ?
-აუ არ მახსოვს და რა ვქნა?
-გოგო რას ვერჩოდი და, ბაღში გოგოები ცალკე ვიწექით, ბიჭები ცალკე. მე არასდროს ვიძინებდი შუა დღეს, მაგრამ რო ვნახე ზუკაც წვებოდა ხოლმე, დედაჩემს მოვატანინე თეთრეული დიდის ამბით, მეც დავიძინებთქო. მთელი საათ ნახევარი, მას ვუყურებდი ხოლმე. ერთ დღესაც, თვითონ არ დაეძინა, მე კიდე ცხოვრებაში პირველად ჩამეძინა შუა დღეს, რომ გავიღვიძე ჩემს საწოლში არ იწვა? თან რა მითხრა? ისეთი ლამაზი ხარ მოგიქეწიო. ხოდა მეც გადმოვაგდე საწოლიდან და მასე გაიტეხა თავი. -სიცილისგან უკვე ვეღარ ვსუნთქავდი, ოღონდ მართლა!
-აუ დაგერხა ნუკ.
-რატო?
-ისე ანერვიულდი, მგონი ბავშვობის გრძნობები გაგიღვივდა... -თავიდან სერიოზულად მისმენდა ნუკა, რომ გაანალიზა რა ვუთხარი, ერთიანად ახურდა სახეზე.
-არა ახლა შენ ნორმალური ხარ? დაგამიწებ, არჩვაძე! შენ დამაცადე! - მწარედ მემუქრებოდა ნუკა, მე კიდევ სიცილს ვერ ვწყვეტდი.

***
სამი დღე უსაშველოდ გაიწელა სახლში, კატოს გარეშე. მაგრამ რომ დაბრუნდა? გეფიცებით, რაც სამი დღე არ ულაპარაკია ალბათ ერთ საათში დაიცალა. უკვე ისე ვიყავი სიჩუმეს ვნატრობდი:)
ოღონდ მართლა.

***
მერე რა მოხდა?
უკვე გაზაფხული იწურებოდა, ორი თვე არ მყავდა ნანახი გეგა. სკოლიდან რომ გამოვედი პირდაპირ მას შევეფეთე. სახლამდე მომაცილა, მეტი განსაკუთრებული იქ არაფერი ყოფილა, მაგრამ სადარბაზოში, კიბეებზე რომ ავდიოდი ნუკას შეტყობინება მომივიდა.
-"მგონი მართლა დამერხა ლილე!"- სწრაფად მომივიდა მეორეც. - "მართალი იყავი ბავშვობის გრძნობებზე."
იმხელა ხმაზე გამეცინა, გეგა უკან მობრუნდა, ხომ მშვიდობააო? რამდენიმე წუთი გაკვირვებული მიყურებდა, მერე ხელი ჩაიქინია და სადარბაზო დატოვა.
სწრაფად გამოვიცვალე, გოგოებს მივწერე, სამ წუთში ნუკასთან გაჩნდითთქო.
მართლაც იქ გაჩნდნენ.
მე, ელენე, ქეთა და ლეკა ვისმენდით ნუკას ტირილს:)
რაზე ტიროდა?
იმაზე, რომ ბავშვობის მეგობარი იყო ზუკა.
იმაზე, რომ არასწორი იქნებოდა მათი ურთიერთობა.
იმაზე, რომ ბავშვობაში თავი გაუტეხა.
იმაზე, რომ ზუკამ მხოლოდ ახლა შეამჩნია ნუკა.
და კიდევ ძალიან ბევრ მიზეზს დაგისახელებდათ იმ მომენტში ნუკა.
რეალურად? თვითონაც არ იცოდა რა ატირებდა.

***
ერთი კვირა არსად ვჩანდით გოგოები, კიდევ კარგი ნუკას დეპრესიას სააღდგომო არდადეგები დაემთხვა და სკოლაშიც პრობლემები აღარ შეგვემქნებოდა. დედამისი, მამამისთან ერთად წავიდა წყნეთში და ნუკა ჩვენ ჩაგვაბარეს:)
თითქოს სანდო ხალხი ვიყავით.
არც მასწავლებლებთან ავსულვართ, არადა საატესტატო გამოცდები როგორ გვიახლოვდებოდა.

***

ზუსტად მახსოვს, აღდგომის ღამე იყო. გოგოებმა პატარა სუფრა გავშალეთ, ჩვენს გარდა არავინ იქნებოდა, ნუ ასე ვგეგმავდით. წითელი ღვინო ჩამოვასხით და პირველი სადღეგრძელო შევსვით.
-იცით რას გაუმარჯოს? ზუკას გახსნილ გონებას, ამდენი წლის შემდეგ, რომ დააგდა თავი ნუკას შეყვარებას! კიდევ ზუკას გაუმარჯოს, რომ ერთმანეთი გაგვაცნო და კიდევ მომავალ წყვილს გაუმარჯოს! - სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, ვიღაცამ , რომ კარი ჩამოხსნა. ნუკა შეშინებული მივარდა კარს, ზღურბლს მიღმა რომ ზუკა დაინახა, ცოტა დამშვიდდა. მალევე შემოვიდნენ შიგნით, ზუკა და გეგა. ჩვენი სუფრის დანახვაზე გეგა სიცილისგან კინაღამ გაიგუდა!
-არა, ნორმალურები ხართ ახლა თქვენ?
-კაი, შე**მა, ვერ ხედავ ერთობიან?
-მერე? მეც მაგას არ ვამბობ? რომ გამოეყვეთ კაცობრიობას, მთელი კვირაა ვერც ერთს რომ ვერ გიკავშირდებით, ნორმალური საქციელია ახლა ეს? - ნუკა მაშინათვე მოიღუშა, როცა ზუკას გაბრაზებულ თვალებს შეხედა. - არავიზე არ ფიქრობთ? რა არ ვიფიქრეთ და ესენი კიდე თურმე ქეიფობენ!
-უკაცრავად რაა... მე აქ ფიქრი მჭირდებოდა. - ძლივს ამოიღო ხმა ჯერ კიდევ კარებთან ატუზულმა ნუკამ.
-რისთვის გჭირდებოდა ფიქრი ნუკა?
-რომ მომეფიქრებინა, მიყვარხარ თუ არა.
-მერე რა მოიფიქრე? -ნელა მიუახლოვდა ნუკა, სახე ზედმეტად ახლოს მიუტანა მას, თვალებში ჩახედა და ჩუმად უპასუხა.
-მოვიფიქრე, რომ არა. -ზუკა გაშრა, თვალები ჩაუქრა. ყელზე ძარღვი, რომ დაებერა მეგონა ყველაფერს დალეწავდა. თუმცა მოულოდნელად ოთახში გაბატონებული დაძაბულობა და სიჩუმე წამში გაიფანტა, როცა ნუკამ სიცილი დაიწყო.
-ეს იმისთვის, რომ მომივარდი აქ და ღრიალებ, და კიდევ იმისთვის, რომ მე სამი წლიდან მიყვარხარ და შენ ახლა შემიყვარე. - ზუკა ჯერ გაოგნებული სახით იყურებოდა, მერე სიხარულისგან აენთო თვალები... ოთახიდან გავიდა, სადღაც გადარეკა და ნუკა ჰაერში მოხსნა. არავინ ვიცოდით სად წაიყვანა, მაგრამ ვიცოდით რომ აუცილებლად კარგად იქნებოდნენ. ჩვენ მაგიდაზე რამდენიმე თეფში დავამატეთ, რადგან ზუკამ ბიჭებთან დარეკა, გოგოებთან ამოდით მარტო არ დატოვოთ გეგაო.
***
იმ ღამით, ყველას რომ მიეძინა, ნუკას პატარა აივანზე ვიჯექი, ფეხები მოაჯირზე მქონდა შემოლაგებული და სიგარეტს ვუკიდებდი. გვერდით გეგა მომიჯდა. უაზროდ იყურებოდა სივრცეში და იღიმოდა. მეც გამეღიმა მისი შემხედვარე. ან ვის არ გაეღიმებოდა? გეგა დიასამიძის ღიმილზე... გაგეღიმებოდათ კი არა, შეიძლება სასწაული დაგმართნოდათ.
-რატომ იკავებ ლილე ჩემთან თავს? -მოულოდნელად გაკვეთა ჰაერი მისმა სიტყვებმა.
-რატომ უნდა ვიკავებდე?
-მეც ეგ მაინტერესებს.
-თავადაც ხომ მასე იქცევი.
-ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ.
-დაფიქრდი გეგა, არაფერი გითქვამს, არაფერი გაგიკეთებია ისეთი, რომ მე ჩვენს ურთიერთობაზე სხვანაირად დავფიქრდე.
-ანუ რას ამბობ? მე შენთვის, მარტო ზუკას ძმაკაცი ვარ და შენი ნაცნობი?
-არა, შენ ჩემთვის ის ბიჭი ხარ, ოცდახუთი ნოემბრის, თოვლიან დღეს, რომ დავინახე პირველად. - სიგარეტი ჩავაქრე, იქვე საფერფლეში ჩავაგდე და დასაძინებლად წავედი.
***
.მერე.

-ზუკა და ნუკა? როგორ გითხრათ. მაგათზე მაგარი წყვილი მე არ ვიცოდი.
ბავშვობიდან უყვარდა ნუკას ზუკა.
-ერთად რამდენ ხანს იყვნენ?
-მეთერთმეტე კლასს ამთავრებდნენ ნუკა და ლილე, ზუკამ რომ აუხსნა სიყვარული. მას შემდეგ ცალ-ცალკე აღარც ყოფილან დღევანდელამდე.
-კი, მაგრამ ასეთ პატარა ასაკში რატომ გადაწყვიტეს?
-ეგ არავინ იცის. მარტო ის ვიცი, რომ იმ ღამით თბილისში ბრუნდებოდნენ.
-საიდან ბრუნდებოდნენ?
-სიღნაღიდან.
-იქ რა უნდოდათ?
-სახლი ჰქონდა, ზუკას.
-თქვენ რა ურთიერთობა გქონდათ ზუკასთან?
-მე და ზუკა? ძმები ვიყავით. სისხლის გარდა ყველაფერი საერთო გვქონდა.
-გარდაცვლილთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?
-ამ წამს გითხარით ზუკა ჩემი ძმა იყოთქო, თქვენი აზრით როგორი ურთიერთობა გვექნებოდა?
-კარგით, სახელი შემახსენეთ თქვენი.
-გეგა დიასამიძე.
-მადლობა და ნახვამდის.
***
.მაშინ.

ზედმეტად მალე მოხდა ყველაფერი. იმ დღიდან ერთად იყვნენ ზუკა და ნუკა. იმდენ სიგიჟეს აკეთებდნენ, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდით. მალევე დაერქვა მათ ურთიერთობას სახელი. ხანდახან მშურდა კიდეც მათი. ოღონდ ცუდად არ გამიგოთ, პირიქით. იმდენად კარგები იყვნენ და იმდენად მიხაროდა მათი ამბავი, ხანდახან მეც ძალიან მინდოდა მე და გეგაც "ჩვენ" ვყოფილიყავით.
და რა? არ ვიყავით? როგორ არ ვიყავით. მე და გეგა ერთი მთლიანობა ვიყავით, მაგრამ უსახელოდ, უსტატუსოდ. თითქოს გვეშინოდა ურთიერთობის დასერიოზულების. თითქოს გვეშინოდა პასუხის მგებლობის და გრძნობების გაციების...
თავადაც არ ვიცოდი რას ვგრძნობდი გეგას მიმართ. რომც ეთქვა, რომც გაემხილა მისი გრძნობები, მე რას ვუპასუხებდი არ ვიცოდი... თვითონაც ხვდებოდა ამას და ზედმეტად არც კი მაჩქარებდა.
***
მახსოვს, საატესტატო გამოცდები რომ დავამთავრეთ, ავღნიშნავდით. მთაწმინდაზე ვიყავით ისევ. გეგას სახლში. უაზროდ იცინოდნენ ბიჭები, მაგრამ მოულოდნელად წამოდგა ფეხზე გეგა და სადღეგრძელოს თქმა დაიწყო.
-იმ ერთს გაუმარჯოს... აი იმ ერთს რა. ახლა ვინც წარმოიდგინეთ თითოეულმა. ზედმეტად ახლოს რომ გვყავს, მაგრამ მაინც რომ გვეშორება. ვიცით ჩვენია, ნუ თუ არ არის იქნება და მაინც არ გვყოფნის. აი მაგ ერთს გაუმარჯოს...- სანამ დალევდა თვალებში შემომხედა. მე სახე ამელეწა.:) ერთიანად ავხურდი, არ ვიცოდი რა მექნა. თავიდანვე, ის ერთი რომ ახსენა, მე გეგაზე ჩავფიქრდი. ხველება ამიტყდა და აივანზე გავედი.

***
მეთორმეტე კლასი, რომ დაიწყო აღარ ვიცოდით რაზე გვენერვიულა გოგოებს, საატესტატო გამოცდებზე, თუ მისაღები გამოცდები რომ გველოდა წინ? ზედმეტი შემართებითაც კი დავიწყეთ სწავლა და სექტემბერი, რომ მთავრდებოდა, უკვე დაღლილი ვიყავი. დროს ძლივს ვანაწილებდი, კვირაში რამდენჯერმე მნახულობდა გეგა. სულ მეწუწუნებოდა ჩემთვის დრო არ გაქვსო, მეც ვპასუხობდი ხო იცი აბიტურიენტი ვართქო, ნუკაც აბიტურიენტია, მაგრამ სიყვარულისთვის იცლისო. მე ვჩუმდებოდი. რა უნდა მეთქვა? ნუკას ზუკა უყვარს და მე არ მიყვარხართქო? არ ვიცოდი. არც ახლა ვიცი, რატომ ვწელავდი ამ პროცესს. რატომ ვტანჯავდი გეგას, ან ჩემს თავს რას ვერჩოდი?

***
ღამის თერთმეტი საათი იყო უნარებიდან, რომ გამოვედი. სახლში ავესვენე და ეგრევე, ქურთუკიანად დამეძინა. ღამის სამ საათზე კატომ გამაღვიძა, მგონი სახლში ვიღაც არისო. მეც დაფეთებული წამოვხტი, ხო არ უბერავ ვინ უნდა იყოსთქო...
უშიშრად გავედი მისაღებ ოთახში, შუქი რომ ავანთე არავინ დამხვდა. უჩვეულო სიჩუმე იდგა სახლში... მერე სადარბაზო შევამოწმე, არც იქ იყო ვინმე, მშობლების ოთახში ჩუმად შევიხედე, მათაც მშვიდად ეძინათ. კატოს ლანძღვით დავბრუნდი საძინებელში, რაები გელანდებათქო, საწოლზე ჩემი საყვარელი, შოკოლადის ლიქიორი დამხვდა. გვერდით ლამაზი ლურჯი ყუთი იდო ტყავის, იმდენად ლამაზი ყუთი იყო, გული მიგრძნობდა შიგნით არსებული ნივთიც ძალიან მომეწონებოდა. პატარა, კულონი იყო, ლურჯსა და მწვანეს გარდამავალ ფერებში, პეპლის ფორმის. სიხარულისგან და აღტაცებისგან ცრემლები ვერ შევიკავე. ყუთზე კი შავად მინაწერი წარწერა ვნახე. "გახსოვს ლი? ჩემმა თვალებმა ჩემზე ადრე გაგიცნეს და გულზე სწრაფად შეგიყვარეს:)" მაშინვე ტელეფონი მოვიმარჯვე, თარიღს რომ დავაკვირდი ცამეტი ნოემბერი იყო, თვალები შუბლზე ამივიდა, ჩემი დაბადების დღე მე თვითონ არ მახსოვდა...
მაშინათვე დავრეკე გეგისთან.
-მახსოვს გეგი... ყველაფერი მახსოვს... უღრმესი მადლობა, მე არც კი ვიცი რა გითხრა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ ჩემს გრძნობებს.
-კარგი რა ლილე... არცაა სიტყვები საჭირო, მითუმეტეს არანაირი მადლობა!
-ასეთი როგორ ხარ გე-გა?
-ასეთი როგორი ლი-ლე?
-არ ვიცი. აი ასეთი. გეგას'ნაირი.
-ალბათ იმიტომ, რომ ლილეს'ნაირი გამეცნო... -ვეღარაფერი ვეღარ ვუთხარი, ტელეფონი მაშინვე გავთიშე და უკვე ხმით ვტიროდი... მეც არ ვიცოდი რა მატირებდა. ბედნიერება? საკუთარი ეგოისტობა? თუ საკუთარი თავის ზიზღი? არ ვიცი. მაგრამ ერთი ვიცი, ტირილის დროსაც გეგაზე ვფიქრობდი და მეღიმებოდა.

***

აღდგომის პერიოდი იყო ისევ.
ისევ ვაცდენდით მასწავლებლებს.
ისევ ნუკასთან ვიყავით.
ოღონდ ამჯერად ჩვენ ვიყავით წყნეთში.
გარეთ ვისხედით, კოცონთან... უკვე ყველანი საკმაოდ შემთვრალები ვიყავით. გეგა რაღაც ზედმეტად ბანალურს უკრავდა, თან ღიღინებდა... როგორ იყო? ტიგინასი იყო. კი კი ზუსტად მახსოვს.
"ნაცრისფერი ყვავილებით, მოგირთავ მინდორს და გეტყვი, რომ მე შენ მიყვარხარ.
ნაცრისფერი გრძნობით მოგიტან სითბოს და გეტყვი, რომ მე შენ გგრძნობ."
სხვა სიტუაციაში, ალბათ ძალიან ბევრს ვიცინებდი, რომ ამ სიმღერას მღეროდა...
მაგრამ მაშინ...
უკრავდა
თან
ეღიმებოდა
გრძნობით მღეროდა.
თან
მიყურებდა,
თვალს არ მაშორებდა.
მეც მეღიმებოდა.
ვისხედით ასე. არასდროს რომ მოგვებზრდებოდა ის მომენტი ისე. არასდროს რომ ვინატრებდით რაიმე სხვას ისე..."

***
16 ივლისი იყო, ღამის თერთმეტ საათზე მოვიდა გეგა ჩემს სადარბაზოსთან. დამირეკა და მეც მალევე ჩავედი.
-ხვალ რომელი გაქვს?
-მათემატიკა.
-ხო იცი არ უნდა ინერვიულო...
-ვიცი გეგა.
-ჩემთან წამოხვალ?
-დავრჩე?
-აუ ხო რა.
-მარტო ჩვენ?
-გეშინია?
-პირიქით, დასვენება მჭირდებოდა, შენზე კარგად ხო იცი ვერავისთან ვგრძნობ თავს კომფორტულად. სახლში ავალ გამოვიცვლი, თაკოს გავაფრთხილებ რომ ნუკასთან ვრჩები და ჩამოვალ, გამოცდაზეც იქიდან წავალ.
-აქ დაგიცდი.
***
მის ოთახში ვიწექით, მეხუტებოდა და თმაზე მეფერებოდა.
-რომელ საათზე გაქვს გამოცდა?
-ორზე, შენც ხომ წამოხვალ?
- ხვალ მივდივარ.
-ხო არ გარეკე? ახლა მჭირდები და სად მიდიხარ?
-ბათუმში, დეიდაჩემთან უნდა ჩავიდე.
-აუცილებელია?
-ხო იცი, რომ არ იყოს არ წავიდოდი.
-როდის ჩამოხვალ?
-ხუთ დღეში ალბათ, ან ერთ კვირაში.
-ცუდია, ძალიან დამაკლდები.
-ხო არ შეცდე, არ მითხრა მომენატრებიო.
-კარგი რა გეგა, ისედაც ხომ იცი.
-არ ვიცი ლილე. რამდენი ხანია ურთიერთობა გვაქვს? ერთი კვირა? ერთი თვე? წელიწად ნახევარია უკვე... როდის გითქვამს შენს გრძნობებზე რამე?
-ხომ იცი, არ მიყვარს იტყვებით ყველაფრის გაფუჭება.
-მე, რომ გესაუბრები ჩემს გრძნობებზე ყველაფერს ვაფუჭებ?
-საიდან მოგაქვს?
-აბა ვერ ვხვდები რის თქმას ცდილობ.
-უბრალოდ, ხო იცი არ ვარ ასეთი... არ მიყვარს საკუთარ გრძნობებზე ლაპარაკი.
-არ ვიცი ლილე, არაფერი არ ვიცი.
-ხომ იცი რომ ზედმეტად მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის, ისე რატომ მელაპარაკები თითქოს ჩემი არ გესმოდეს.
-მესმის, მესმის... გვიანია უკვე, გამოძინება გჭირდება. -ხმა აღარ ამოუღია. მეც არ ვარღვევდი სიჩუმეს. დაპროგრამებულივით მეფერებოდა თმაზე... შემდეგ ჩაეძინა. მე რა დამაძინებდა? ვიცოდი რომ სწყინდა, ისიც ვიცოდი, რომ არ ვიყავი მართალი... ისიც ვიცოდი, რომ ბევრს ვაშავებდი გეგასთან ჩემი დუმილით დ'ა მაინც არაფერს ვაკეთებდი ამ ყველაფრის შესაცვლელად. იმდენად მომწონდა, ეს ჩვენი გაუგებარი ურთიერთობა, ვალდებულებებისა და სტატუსების გარეშე, რომ ვერც კი გავიაზრე ჩემდა უნებურად როგორ მიიღო ჩვენმა ურთიერთობამ ასეთი სერიოზული სახე... ისევ მის სიტყვებზე ვფიქრობდი... წელიწად ნახევარი... არ იყო ცოტა დრო... ფიქრებისგან გათიშულს მეც ჩამეძინა.
დილით საწოლი ცარიელი დამხვდა, სახლშიც რომ ვერ ვიპოვე გეგა მივხვდი, უკვე წასული იქნებოდა. ტელეფონზე შეტყობინება მქონდა მისგან.
"არ ინერვიულო არაფერზე და აუცილებლად კარგად დაწერ. გასაღები შენ გქონდეს, რომ ჩამოვალ შეგეხმიანები."

ვიცი უბრალოდ არ დამიტოვებდა ასეთ შეტყობინებას, მაშინათვე დავურეკე. გამორთული ჰქონდა.
***
სიცხისგან ტვინი მიდუღდა. ვერც კი ვიაზრებდი გამოცდაზე როგორ ვიაზროვნებდი საერთოდ.
მაინც და მაინც მაშინ მოუწია გეგასაც ბათუმში დეიდამისთან წასვლა.
მაინც და მაინც მაშინ იყო 42 გრადუსი სიცხე,
როცა მე ისტორიის გამოცდაზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი.
რატომ? არ ვემზადებოდი ისტორიაში და იმიტომ.
არც კი მეხმიანებოდა ხუთი დღე გეგა. ნელ-ნელა ვხვდებოდი უფრო და უფრო, რომ მაკლდებოდა გეგას არსებობა ჩემს ცხოვრებაში. გამოცდამდე სამი წუთით ადრე მომწერა შეტყობინება...
"ხომ გახსოვს ლი, ჩემმა თვალებმა გულზე ადრე შეგიყვარეს... ახლა თვალები მოასვენე, გულიც, მარტო გონებით იფიქრებ. არ გისურვებ წარმატებებს იმიტომ, რომ არ გჭირდება. ვიცი შეძლებ. მენატრები." - ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. გადავურეკე, ისევ გამორთული ჰქონდა. ვიცოდი გაბრაზებული იყო... მაგრამ მეტი არ შემეძლო, ცრემლები მალევე შევიშრე. გამოცდა უსწრაფესად დავწერე, მალევე გამოვედი... ჩემს ოთახში განვმარტოვდი და ფიქრებს გასაქანი მივეცი. რაღას ველოდებოდი? აღარ იყო დრო?
***
აგვისტოს შუა რიცხვები იყო. მისაღები გამოცდები დამთავრებული მქონდა, პასუხებს ველოდებოდი და დიდად არც ვნერვიულობდი, ვიცოდი ყველაფერი რომ კარგად დავწერე და იმიტომ. ზუკასთან იყვნენ ყველანი წუწუნით რომ შევვარდი სახლში.
-ასე აღარ შემიძლია. ჩაბარგდით, ხვალ სადმე წავალთ. არ მაინტერესებს.
-მოდი ჩემო სიცოცხლე, მოგვესალმე მაინც ტო... ახლა ვლაპარკაობდით ზუსტად.. ბათუმში წავიდეთ. გეგა ვერ ახერხებს ჩამოსვლას, დეიდამისია ცუდად, ქმარსაც გაშორებულია და მარტო გეგა და დედამისი უვლიან. თან ძაან ცუდადაა, მისი გაზრდილია ფაქტიურად. თან გავამხნევებდით რა. - გეგას ხსენებაზე ოდნავ შემაცია...
-კარგი. - ყველას შევატყვე, არ ელოდნენ ჩემს ასე მარტივად დათანხმებას... ზუკას ტელეფონზე დაბარბეულივით შემოვიდა გეგას ზარი.
-სად ხარ ტო? რამდენი ხანია ველოდები შენ ზარს... როგორაა ნათია?
-ხო ჩვენც არაგვიშავს, ახლა ვბაზრობდით ზუსტად და ხვალ წამოვალთ.
-კი ყველანი...-უცებ ვანიშნე ხელით ჩემზე არ უთხრათქო და მანაც უცებ ჩაასწორა...-პროსტა ლილე ვერ ახერხებს რა, თაკომ სთხოვა კატოსთან დარჩიო თუ რაღაც.
-კაი კაი აბა ხვალამდე.

***
ეგ აგვისტო ყველაზე კარგად მახსოვს... მახსოვს გეგას შუბლზე ასული თვალები მოულოდნელად უკნიდან რომ ჩავეხუტე. მახსოვს როგორ ძლიერად მიჭერდა წელზე ხელებს. ისიც მახსოვს მონატრებულზე, როგორ ვეკვროდი მთელი ღამე...
18 აგვისტო იყო... გოგოებმა ავიჩემეთ მარტო უნდა წავიდეთ დასალევადო... ჩვენც წავედით. რაღაც ბარში დავსხედით, რამდენიმე ჭიქაში ისე გავილეწეთ, ხალხს ვკითხეთ როგორ მივსულიყავით ჩვენს სახლამდე. განა მოვიფიქრეთ ტაქსის გაჩერება? ის დღეები გეგაც ჩვენთან რჩებოდა, დიდი ბინა გვქონდა ნაქირავები... ზემოთ არ ავსულვარ, ქვემოდან დავუძახე, გოგოები კი მაღლა ავუშვი. მანაც სიცილით გადმომხედა.
-ოღონდაც სერენადას ნუ მიმღერებ ლი და ცოლადაც გამოგყევი. -თან ხარხარებდა. იდიოტი:)
-აუუ კარგი რა გეგა, არადა ვიწყებდი უკვე...
-რომელი უნდა გემღერა?
-მეც ხელი ისე გავიშვირე, თითქოს ღვინის ფიალა მეჭირა და დავიწყე... შენ დაგეძებ დილაა თუ ბინდიაა... ავადა ვარ, გულში ცეცხლი მინთია... -სიმთვრალეს რა ვუთხარი, თორემ რა მამღერებდა? აღარ გამიგრძელებია. ვანიშნე დაბლა ჩამოსულიყო, ისიც ასე მოიქცა. ხელი გადამხვია და სანაპიროსკენ წავედით.
ვისხედით ჩუმად და სასიამოვნო ნიავი მაგრილებდა... უცბად წამოვდექი, ფეხზე გავიხადე და ბოტასები იქვე მივყარე. კიდევ კარგი შორტი და ტოპი მეცვა... ზღვაში შევედი... ცოტა ხნით რომ ჩავყვინთე, შეშინებული გეგაც მაშინათვე ჩამოვიდა... რომ ამოვყვინთე მასთან ახლოს ვიყავი... ვეხუტებოდი და ვთბებოდი... ყურთან ახლოს მივუტანე ტუჩები და დავიწყე...
-გგონია არ ვიცი გაბრაზებული რომ ხარ? -თან ყელში ვკოცნიდი. -გგონია არ ვიცი დამნაშავე რომ ვარ? რატომ ვერ ხვდები, რომ მადლიერი ვარ? მადლიერი ვარ სამყაროსი, რომ ერთადერთი გეგა არსებობს, აი ისეთი რა გეგას'ნაირი, მადლიერი ვარ რომ გეგას'ნაირი იმიტომ ხარ, რომ ლილეს'ნაირი გაგეცნო და ის ერთადერთიც მე აღმოვჩნდი... გგონია მე არ ვიცი რომ მიყვარხარ? გგონია მე არ ვგრძნობ თავს დამნაშავედ, რომ აქამდე არ გეუბნებოდი? მაგრამ მეშინოდა გეგა, მეშინოდა შენი დაკარგვის, მეშინოდა როცა სხვა წყვილებს ვუყურებდი როგორ უცივდებოდათ გრძნობები... ვერასდროს გადავიტან ამას. ვერასდროს გადავიტან შენს თვალებში, რომ ჩემი სიყვარული ვერ ამოვიკითხო.
-არც მოგიწევს მაგის გადატანა ლი... არასდროს მოგიწევს, გპირდები.
-მახსოვს, პირველად ლი, რომ დამიძახე არ მესიამოვნა.
-რატომ?
-არ ვიცი. უბრალოდ ზედმეტად მომწონს ჩემი სახელი და პირველი ადამიანი იყავი ვინც შეამოკლა, რაღაც უცხოდ მომხვდა ყურში...
-ახლა ხომ მოგწონს?
-ახლა ვერ ვხვდები, რა უნდა გააკეთო ისეთი რაც არ მომეწონება...-ფრთხილად მივიწიე მისკენ... წელზე მჭიდროდ მოვხვიე ფეხები, მანაც ხელები მომხვია, ნელა მივიწიე მისი სახისკენ და ნაზად შევეხე მის ტუჩებს... იქვე ვუთხარი:
-მიყვარხარ გეგა. დაიმახსოვრე ეს სიტყვა. ხშირად ვერ მოისმენ.
-ერთხელ მოსმენაც საკმარისია ლი...- ამჯერად მან მაკოცა, უფრო ხანგრძლივად და ვნებიანად.

***

მერე უსწრაფესად გაიარა დრომ... დღეები დღეებს მისდევდა.
პირველ კურსს ვამთავრებდით მე და ნუკა. ერთ წლიანი ოფიციალური ურთიერთობის მანძილზეც კი, არასდროს გვიჩხუბია მე და გეგას... ზუკა და ნუკა? ყოველ დღე ჩხუბობდნენ. გეფიცებით, მათთან ერთად დროის გატარება იყო კატასტროფა, თუ ოდნავ მაინც წაკამათდებოდნენ მალევე უნდა დაგეღწიათ თავი მათგან და არც უნდა დაკონტაქტებოდით სანამ არ შერიგებოდნენ... მაგრამ მეორე დღეს? ჩვენ კი არა , თვითოაც არ ახსოვდათ ჩხუბის მიზეზი...

***

.მერე.

-ქალბატონო ლილე...
-დიახ, გისმენთ ბატონო...
-მერაბი, გამომძიებელი მერაბ ნაზღაიძე. რამდენიმე კითხვა მაქვს თუ შეიძლება.
-დიახ, გისმენთ. -მახსოვს ყველანაირი მოთმინების უნარი რაც მქონდა მოვიკრიბე და რაც შეიძლება მშვიდად ვპასუხობდი.
-რამდენ ხნიანი ურთიერთობა ჰქონდათ ზუკას და ნანუკას?
-ნანუკა არა რა ძალიან გთხოვთ, ნუკა დაუძახეთ.
-დიახ, ზუკას და ნუკას...
-ბავშვობიდან. ისე კი, ოფიციალურად მეთერთმეტე კლასიდან.
-ელოდით ამ ამბავს?
-არა, ნუკას არასდროს უფიქრია გათხოვებაზე, ნუ ყოველ შემთხვევაში ასეთ გათხოვებაზე.
-ანუ რისი თქმა გინდათ? ზუკამ მოიტაცა?
-ანუ იმის თქმა მინდა, რომ ზუკამ უბრალოდ მოვლენები დააჩქარა.
-და როგორ ფიქრობთ ნუკას ეს არ სურდა?
-დამიჯერეთ მისი სურვილი რომ არ ყოფილიყო, არც მოხდებოდა.
-თქვენ სად იყავით ამ დროს?
-როდის?
-როცა მათი გაპარვის ამბავი გაიგეთ.
-არც გაპარულან, ყველამ ვიცოდით სიღნაღში რომ მიდიოდნენ, გზაში ბეჭედი, რომ გაუკეთა არავინ ვიცოდით, მაგრამ გაპარვა მაინც არ იყო.
-კი მაგრამ ჯვარი ხომ ჩუმად დაიწერეს?
-მერე რა? გაპარვა იქნებოდა, რომ არ გვცოდნოდა სად იყვნენ.
-კარგით და რატომ ბრუნდებოდნენ მაშინ მესამე დღესვე თბილისში?
-მეორე დილით მე ველაპარაკე ნუკას. ბოლო გამოცდა გვქონდა, კურსის დამამთავრებელი და ვთხოვდი ღამით დაბრუნებულიყო, რომ დაესვენა და ისე გასულიყო გამოცდაზე.
-მან რა გიპასუხათ?
-ხო მეც მაგას ვაპირებდი და აუცილებლად წამოვალთ ღამითო.
-საჭესთან ვინ იჯდა?
-ალბათ ზუკა, ნუკას დიდად არ უყვარს მანქანის ტარება თუ უკიდურესი შემთხვევა არ არის. შეიძლება დღეს დავასრულოთ?
-დიახ, რა თქმა უნდა. დღეისთვის ისედაც საკმარისია.
-ნახვამდის ბატონო მერაბ....
***
.მაშინ.
პირველ კურსს ვამთავრებდით მე და ნუკა. სამი გამოცდა ჩავამთავრეთ და მეოთხემდე სამი დღე იყო ჯერ კიდევ დარჩენილი. გეგასთან ვიყავით, მთაწმინდაზე ყველანი. ქეთას დაბადების დღეს ავღნიშნავდით. უკვე კაგრად შემთვრალები ვიყავით ზუკამ რომ წამოაყენა ნუკა, სიღნაღში წავიდეთო. ესეც სიხარულით დასთანხმდა. მეორე დილით რომ ველაპარაკე მსინ მითხრა ნუკამ, რომ ჯვარი დაუწერიათ ღამით. უბედნიერესი იყო, ხმაზეც კი შევატყე. სიხარულისგან მეც ცრემლები წამსკდა. ვუსაყვედურე, როგორ არ დამირეკეთქო, მაგრამ მალევე დამავიწყდა წყენა.
მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
მერე მოხდა ის, რაც ყველაფერს შეცვლიდა
დ'ა
შეცვალა კიდეც.
თბილისს უახლოვდებოდნენ, ღამის სამი საათი იყო, ზუკამ საჭე ვერ დაიმორჩილა სველი ასფალტის გამო...
***
-ზედმეტად მძიმე ავარიაა.
-დიახ ბატონო მერაბ.
-მსხვერპლი?
-მხოლოდ ერთი, ნანუკა, იგივე ნუკა წულეისკირი.
-მძღოლი?
-ზურა, იგივე ზუკა ამაღლობელი.
-ახლობლებს დაუკავშირდით?
-ვცდილობთ ოჯახს ჩვენ არ შევატყობინოთ, როგორც ვიცი ნუკას მეგობარს დაურეკეს.
***
იმ ღამითაც მთაწმინდაზე დავრჩი, გეგისთან.
არ გვეძინა, ვსაუბრობდით აივანზე, ჩემი ტელეოფნის ხმა რომ მომესმა. გეგამ მე ავიღებო და სწრაფად მივიდა ტელეოფნთან.
-დიახ...
-ვის ვესაუბრები?
-გეგა დიასამიძეს... თქვენ რომელი ხართ?
-იცით, მე ლილე არჩვაძესთან მინდა დაკავშირება, სასწრაფო საქმეა. - გეგამაც ტელეფონთან მიხმო, ტლეფონი ხმამაღალ რეჟიმზე იყო ჩრთული, არც გამომირთავს...
-დიახ გისმენთ.
-ლილეს ვესაუბრები?
-დიახ. თქვენ რომელი ხართ?
-იცით, მე საავადმყოფოდან გიკავშირდებით. თბილისში იმყოფებით?
-დიახ. რა ხდება?
-მისამართს გამოგიგზავნით და სასწრაფოდ მოდით, თქვენი მეგობარი ნანუკა წულეისკირი შემოიყვანეს ამ წუთას, ზურა ამაღლობელთან ერთად, ვითარება მეტად მძიმეა.
***
მეტი არაფერი მახსოვდა იმ დღიდან.
როგორც მერე მომიყვნენ, სანამ მე მივედი მანამ გაუჩერდა გული ნუკას. ზუკაც, მძიმედ იყო...
არც ის დღეები მახსოვს კარგად.
არ მახსოვს როგორ დავურეკე ნუკას მშობლებს.
არ მახსოვს ჩემი დაქალის გასვენება.
არ მახსოვს როგორ მივაბარე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი მიწას.
ბოლო გამოცდაზეც რა თქმა უნდა არ გავსულვარ.
ბოლო გამოცდაზე კი არა, მთელი თვე არ გავსულვარ ოთახიდან.
არავისთან მინდოდა ლაპარაკი.
არც გეგისთან.
ვიცოდი გიჟდებოდა, რომ იცოდა ცუდად ვიყავი და ვერ მეხმარებოდა.
ვიცოდი, ამით მასაც ვტკენდი, მაგრამ არაფერი მადარდებდა.
***
.მერე.

ნუკას ორმოცი იყო. ყველაფერს გადავაბიჯე და საღამოს, როცა ჩემი გათვლებით ხალხი უკვე აღარ იქნებოდა სასაფლაოზე ავედი.
ზუკა იქ დამხვდა. ქვაზე იყო მიყუდებული, ხელი მიწაზე ედო. ვერ ვიცანი. თვალები შეშუპებული ჰქონდა. ზედმეტად გამხდარიც კი იყო. ჯერ კიდევ წამლების სუნად ყარდა. ამ სუნმა ისევ საავადმყოფო გამახსენა და საშინლად გავხდი. თუმცა არ მიტირია.
მეც იქვე ჩამოვჯექი. თვალები გაახილა, თუმცა არაფერი უთქვამს, თავი დაბლა ჩაღუნა. ვიცოდი თავს დამნაშავედ გრძნობდა.
-შენ არასდროს გიპალარაკია ნუკასთან ამ თემაზე. რომ გელაპარაკა, გაიგებდი როგორი ქორწილი უნდოდა, საერთოდ როდის უნდოდა გათხოვება, რა ასაკში. ნიშნობა უნდოდა. ჯერ პატარა ხელის თხოვნა, მხოლოდ თვქენ ორნი რო იქნებოდით ისეთი, იმედოვნებდა რომ მეტად ბანალური, მაგრამ რომანტიული სცენა იქნებოდა, შემდეგ იქნებოდა ოფიციალური ნიშნობა, კაბას რა თქმა უნდა წითელს ჩაიცვამდა. მეექსვე კლასის მერე ოცნებობდა, რომ დიდი ქორწილი ჰქონოდა. თეთრი, გრძელი მაგრამ ქართული ორნამენტებით გაწყობილი კაბა უნდოდა. თმას ზედმეტს არაფერს უზამდა, უბრალოდ აიწევდა და მკრთალ მაკიაჟს გაიკეთებდა. არც დარბაზი უნდოდა, ზაფხულში უნდოდა, ღია ცის ქვეშ. ამ ყველაფრით რომ დაინტერესებულიყავი ზუკა, ან ვინმესთვის გეკითხრა თუ მოულოდნელობა გინდოდა ნუკასთვის, გაიგებდი, ეს ყველაფერი გეცოდინებოდა და არ მოხდებოდა ის რაც მოხდა.
-ვიცი, რომ ყველაზე დიდი დამნაშავე მე ვარ ლილე, ნუკას სულს გეფიცები... -იმდენად ცუდად მოხვდა ეს წინადადება ჩემს ყურთასმენას, რომ თავი ვეღარ გავაკონტროლე... ცრემლები უნებურად გადმომცვივდა... საშინელებებს ვეტყოდი ალბათ ზუკას, მაგრამ ვიგრძენი თბილი თითების შეხება მხარზე... ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ყველაფერმა ერთად. როგორ მენატრებოდა ეს შეხება. გვერდით ჩამომიჯდა გეგა. მეც მხარზე თავი დავადე და გავიტრუნე. არვიცი, ალბათ რამდენიმე საათი ვისხედით ასე ჩუმად... ბოლოს რომ გამოვფიხზლდი უკვე ბნელოდა. ავდექი და გეგაც წამოყავენე. ზუკას თვალებში შევხედე...
-ზუ, მე უკვე გაპატიე, შენც აპატიე შენს თავს.-ისევ მოსწყდა ზუკას თვალებს ობოლი ცრემლები, ვიცოდი თავს ვეღარ გავაკონტროლებდი და სასწრაფოდ გავეცალე ტერიტორიას...

***
ყოველ დღე ცდილობდა გეგა ჩემთან დაკავშირებას...
მე კიდევ თავიდან ვიშორებდი.
ოქტომბრის დასაწყისში მივედი უნივერსიტეტში, წინა წლის დარჩნილი გამოცდა ჩავაბარე და სტუდენტის სტატუსი დროებით შევიჩრე.
ვიცოდი უნდა მოვშორებოდი ამ ქალაქს.
თორემ ყოველ დღე, როცა ჩემს კორპუსს ვუახლოვდებოდი ნუკა მახსენდებოდა.
მახსენდებოდა სკოლის პერიოდი. როგორ ვისხედით კორპუსის წინ სკვერში, როგორ მივირთმევდით მზესუმზირას და მთელს უბანზე ვჭორაობდით, მერე უნებურად ვიხედებოდი მისი ფანჯრებისკენ... მტკიოდა ყოველ ჯერზე, როცა მისი ოთახის ფანჯრები ღია არ იყო. ნუკა კიდევ ვერ იტანდა დაკეტილ ფანჯრებს, ზამთარშიც კი ჰქონდა ღია, ოღონდ სულ ოდნავ...
მახსენდებოდა ყველა მომენტი.
ყველა ტირილი
დ'ა
ყველა სიცილი ერთად...

***
გეგა აღარ ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას... ალბათ ჩემგან ელოდა ნაბიჯს... ზუტად ორი თვე და 23 დღე არ მყავდა ნანახი. ზუსტად 84 დღე არ ვპასუხობდი არც ზარებზე და არც შეტყობინებებზე...
***

13 ნოემბერი თენდებოდა.
ფანჯრის რაფაზე ვიჯექი
დ'ა
ცხოვრებაში ყველაზე მეტად მეზარებოდა ალბათ მაშინ ჩემი დაბადების დღე.
ტელეფონს დავხედე, 6ს აკლდა თხუთმეტი, ის იყო უნდა დამებლოკა რომ ეკრანზე გეგას გაღიმებული ფოტო გამოჩნდა. დაუფიქრებლად ვუპასუხე, ვიცოდი რომ მეფიქრა არ ვუპასუხებდი.
-ლი, ჩამოდი დაბლა, ვიცი რომ არ გამიღვიძებიხარ, თან ჩაცმულიც ხარ, მეორედ არ დამარეკინო და საერთოდ ზემოთ არ ამომიყვანო, მთელს უბანს ავწევ ხო იცი, რომ არ ჩამოხვიდე. -მაშინვე ავდექი. არცერთი წამით შემპარვია ეჭვი მის სიტყვებში. ვიცოდი გამკეთებელი იყო. სწრაფად ჩავირბინე კიბეები და დაბლა ჩავედი.
-მეც მახსოვს ლი, ოცდახუთი ნოემბერი, მახსოვს როგორი მონდომებით ათვალიერებდი თოვლიან გარემოს. მას შემდეგ ნოემბერში თოვლი აღარ მოსულა. არც იყო საჭირო იმიტომ, რომ ერთი თოვლი და ერთი დანახვაც საკმარისი აღმოჩნდა ჩემთვის.
მახსოვს შავი შარვალი გეცვა, ამავე ფერის ბატინკები, სქელი ყელიანი, კრემისფერი როლინგი და გარედან შავი ტყავის ქურთუკი. რომ დაგინახე თვალი ვერ მოგწყვიტე.
იმ დღეს კაფეში რომ ისხედით შენ და ნუკა, შემთხვევით დაგინათეხ. ზუკამ ვა ამათ აქ რა უნდათო, მაშინვე ვკითხე თქვენზე. ნუკაზე მითხრა ბავშვობიდან მაგრად მევასება, უბრალოდ არასდროს დაუჭერია ჩემთან ურთიერთობაო. შენზე მითხრა მაგის მეგობარიაო. მერე შემოვიდა თქვენთან. მერე შენც, რომ გამომხედე და რექცია შეგატყე სახეზე, მივხვდი აუცილებლად უნდა მემოქმედა. ვიმოქმედე კიდეც. მახსოვს პირველად რომ მოგესალმე, როგორ დაიბენი. როგორ გაგიკვირდა როცა შენი სახელი ვიცოდი, არადა სახელი კი არა? ყველფერი ვიცოდი შენზე. არასდროს ვაჩქარებდი შენთან ურთიერთობას, ვცდილობდი ყველა მომენტით მესარგებლა, ყოველი წამი დამემახსოვრებინა შენს გვერდით და სამუდამოდ ვიწერდი გონებაში. მითხარი ლი, მითხარი რომ აღარ გიყვარვარ. მითხარი, რომ წავიდე და სულ მოგშორდები. თუ ეს თავს კარგად გაგრძნობინებს. ვერ ვხვდები ჩემი გარიყვით რას ცდილობ? ვერ ვხვდები, ასე უკეთ ხარ? თუ მასეა მითხარი ლი, დამელაპარაკე. შენი კარგად ყოფნის გარდა არაფერი არ მინდა. - გაჩუმდა. მე ამ დროს? ვიდექი და ცრემლებად ვიღვრებოდი. მივხვდი როგორ ვატკინე გეგას. მივხვდი, რომ მის თვალებში სევდის გარდა აღარაფერი იკითხებოდა. არ მინდოდა სიბრალულის გამო ყოფილიყო ჩემთან.
-წადი გეგა. წადი. ხომ ხედავ არა? დამპირდი ჩემს თვალებში ყოველთვის სიყვარულს დაინახავო, ახლა მხოლოდ სიბრალულს ვხედავ. ხომ ხედავ? ცხოვრების ძალა აღარ შემწევს. სანამ ფეხზე არ წამოვდგები ვერ დავუშვებ, რომ შენც არ წაგაქციო.
-როგორ უნდა წავიდე ლილე? როგორ უნდა წავიდე როცა შენი თვალები დარჩენას მთხოვენ? როგორ უნდა წავიდე, როცა უფრო მიმძაფრდება ყოველ დღე, შენს მიმართ გრძნობა? შენ გაძლებ? უჩმოდ გაძლებ? - უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე. თვალები დავხუჭე. ცრემლები მოვიწმინდე და ამაყად შევხედე, უკვე დაცარიელებული, არაფრის მეტყველი თვალებით.
დ'ა ვუთხარი სტყვები, რომლებსაც ვერასდროს წავიღებდი უკან.
-წადი გეგა. აღარ მიყვარხარ. -ისიც წავიდა. ვიცოდი, არასდროს მაპატიებდა, მეც ეს მინდოდა. მეც ეს მინდოდა, რომ თავი შემეზიზღებინა. მეგონა ამით ჩემს თავს ვუშველიდი.
მაგრამ ბევრი რამე ემგონა, რაც შემდგომში არასწორი აღმოჩნდა.
***
.მერე.

თებერვალში სტუდენტის სტატუსი განვაახლე, გაცვლითი პროგრამა ვიპოვე, ჩემებსაც შევუთანხმდი და ლონდონში გავდავწყვიტე წასვლა ნახევარი წლით.

ჩემი დაგეგმილი ნახევარი წელი სამ წელიწადამდე გაიზარდა.
მქონდა გაუსაძლისი პერიოდებიც, როცა არავის დანახვა არ მინდოდა.
თავიდან ვეკონტაქტებოდი ყველას, შემდეგ მხოლოდ გოგოებს. მერე მარტო ზუკას ვკითხულობდი. საბოლოოდ კი ყველაფერი დამთავრდა. აღარავინ შემრჩა თბილისში გასახსენებლად.
***
სამი წლის შემდეგ, კატო სკოლას ამთავრებდა, უკვე მეხვეწებოდნენ დაბრუნებას. თაკო და თემო გონში აღარ იყვნენ, როგორ დავეყოლიებინე წამოსვლაზე.
მეც ავდექი, ბილეთი დავჯავშნე და კატოს, საბანკეტოდ დავადექი თავზე.
გაგიჟდა.
იწივლა.
იკივლა.
ბევრიც იტირა.
ოჯახის იდილიამ, რომ გაიარა მალევე მომიცვა სევდამ. ყველა კუთხეში მოგონებები მიდგებოდა თვალწინ. გარეთ გავედი. ფეხით ავისეირნე გეგას სახლამდე, მთაწმინდაზე. გულის რაღაც ნაწილი ნაფლეთებად მექცა, როცა სახლი დაკეტილი დამხვდა:) ფარდები გადაწეული, აშკარად ეტყობოდა რომ კარგა ხანს არავინ ყოფილა იქ.
***
მერე დამიდგა ცხოვრებაში უმძიმესი მომენტები. პირველად ზუკას დავურეკე.
შემდეგ დანარჩენებსაც. ზუკასთან შევიკრიბეთ. ყველას ისე უხაროდა ჩემი ჩამოსვლა, ცხოვრებაში პირველად ვინანე წასვლა ლონდონში. მთელი საღამო თავს ვიკავებდი რომ გეგაზე არაფერი მეკითხა. იმ ღამით იქ დავრჩით. დილით სამზარეულოში ისხდნენ გოგოები, შემთხვევით მოვკარი ყური მათ დიალოგს.
-რომ გაიგოს გაგიჟდება.
-ვერ უყურებდი? მთელი საღამო, თვალებით მაინც მას ელოდებოდა. სულ კარისკენ ჰქონდა მზერა.
-ძალიან მეცოდება ორივე.
-მოიცა, არ იცის გეგამ?
-არა, მაგას ვინ ეტყოდა.
-მეგონა, ზუკამ დაურეკა.
-არა, ერთი თვეა არ ულაპარაკიათ.
-არა მაინც გაგიჟდება ლილე რომ გაიგოს.
-რა უნდა გავიგო?-მაშინათვე მოუთმენლად შევედი სამზარეულოში. გოგოებს სახე აელეწათ ჩემს დანახვაზე. არ იცოდნენ რა ეთქვათ. ბოლოს ისევ ქეთამ ამოიღო ხმა.
-ლილე, გეგა გერმანიაშია.
-მერე?
-გეგამ...-ვგრძნობდი როგორ უჭირდა ლაპრაკი და ვიცოდი როგორ მეტკინებოდა შემდეგი სიტყვები...
-ქეთა თქვი...
-გეგამ ცოლი მოიყვანა.

***
.ახლა.

ვწევარ ჩემს პატარა ოთახში და ვფიქრობ. რამდენად პატარა სივრცეა? ჩემს სევდასაც კი არ იტევს ბოლომდე. შენი მონატრება მიტევს ხოლმე, ასე გაუფრთხილებლად. თავის დაცვასაც ვერ ვასწრებ როცა გონება შენი სახელით იჟღინთება, გული გამალებით მიცემს და თვალწინ ჩვენი დღეები მიდგება. რამდენი რამ გამოვიარეთ და რისთვის? რომ მაინც არფაერი გვქონოდა. რომ მაინც ცალ-ცალკე ვყოფილიყავით ამისთვის?
ხანდახან ვფიქრობ რა იქნებოდა რომ არ მენახე? რა იქნებოდა რომ არ გამეცანი? რა მოხდებოდა თავის დროზე რომ დამეფასებინე? უამრავი კითხვა მიტრიალებს გონებაში... წარსულსაც ვეღარ ვიხსენებ... თითქოს გონება მიბინდავს შენთან ერთად გატარებული ცხოვრების ნაწილს... ვფიქრობ, ალბათ მალე შევიშლები. გონებას ვერ ვაჩუმებ... ვიღაც გამუდმებით მელაპარაკება... სიჩუმეში ყოფნა აღარ შემიძლია და ქუჩაში გავრბივარ... იქნებ დაგინახო... სად ხარ? ვიწყებ შენამდე მოსასვლელი ნაბიჯების თვლას... ვინ იცის, რამდენჯერ ამერია და მერამდენედ დავიწყე თავიდან... ფეხის ტერფები მეყინება, ალბათ იმიტომ რომ კეტებით ვარ გარეთ გამოსული... გახსოვს როგორ გიყვარდა ჩემი ჭრელი კეტები? ხასიათის მიხედვით რომ ვარჩევდი ფერებს, შენ კიდევ სულ მსაყვედურობდი რომ არც ნაცრისფერი მქონდა, არც შავი, არც ყავისფერი და არც მუქი ლურჯი... მე კიდევ სულ დაგცინოდი რომ შენ ამ ოთხი ფერის მეტი არ იცოდი... შენ გწყინდა. მებუტებოდი... მე კიდევ გაკვირვებული გიყურებდი, როგორ შეგეძლო ასე? ჩემთან სულ სხვა იყავი... ხალხთან სულ სხვა... ხალს შიში ეუფლებოდა შენ გაბრაზებაზე, მე კიდევ შენი გაბრაზებული სახე, გაბუსხული ტუჩები და მკაცრად შეკრული წარბები მახალისებდა... მიყვარდა შენი შემორიგება... ვცდილობდი ჩახუტებას და მიშორებდი, მერე მე გიბრაზდებოდი და მერე შენ თავად ცდილობდი ჩემს შემორიგებას...
სახლში ვბრუნდები...
დღესაც ვერ დაგინახე. არადა არ მინდა დავუჯერო სხვებს, რომ აქ აღარ ხარ...
რომ დამტოვე და აღარ დაბრუნდები.
როგორ შეგეძლო?
ვკანკალებ და ბოლოს ვხვდები, რომ სახლში უფრო ცივა ვიდრე გარეთ...
ფანჯრის დაკეტვა დღესაც დამვიწყებია...
***
გეგას ამბავი, რომ გავიგე თავიდან გულწრფელად გამიხარდა. შემდეგ გული დამწყდა, რომ ჩემს ადგილს სხვა იკავებდა. ისევ მიყვარდა? უფრო მეტადაც. შესაბამისად ძალიან გამიხარდებოდა ბედნიერი თუ იქნებოდა.
***
-როგორ ხარ შე**მა?
-რავიცი, გადამიყვანა ამ ბო**ა ჭკუიდან, როგორ ვიქნები?
-კიდე არ გაშორდი ტო?
-არა, ჯერ მჭირდება საბუთებისთვის და მოქალაქეობისთვის.
-მგონი აღარ დაგჭირდება.
-რა ხდება ტო? ხო მშვიდობაა?
-არჩვაძე ჩამოვიდა.
-კაი რას მეუბნები. ვინ არჩვაძე? ნუ გადამრიე.
-გადაირიე.
-მატყუებ.
-ლილე დაბრუნდა გეგა, შენი ადგილიც აქ არის. როდის მიხვდები? - ხანგრძლივი დუმილის შემდეგ ზარი გაწყდა.
***
შუა ღამეს ჩამოფრენილა გეგა, ოთხ საათზე. ლეკამ დამირეკა, ჩვენთან გამოდიო. სად ხართ მეთქი რომ ვკითხე, მთაწმინდაზეო. გამაცია.
მაინც წავედი. ნუკას გარდაცვალების ოთხი წლის თავი იყო. ყველანი მთაწმინდაზე ვიყავით, გეგას სახლში.
ყველას სახე ჩამოსტიროდა.
მე განსაკუთრებით.
იმ დღეს მარტო ნუკა არ დამიკარგავს.
ნუკასთან ერთად გეგაც დავკარგე.
ვერ მივხვდით როგორ დაგვაღამდა.
მე აივანზე გავედი. საოცარი დეჟავუ მქონდა, როცა სადარბაზოსთან ნაცნობ მანქანას მოვკარი თვალი. ვიფიქრე მეჩვენებათქო და ყურადღება არ მივაქციე. მაგრამ ათ წუთში ის უკვე ჩემს გვერდით იდგა და ეწეოდა. ვგრძნობდი როგორ მიყურებდა. მე შეხედვასაც ვერ ვბედავდი.
-იცი რა ლამაზი ხარ? - მოულოდნელი იყო ჩემთვისაც ჩემივე გამბედაობა.
-მადლობა.. იცი? მე შენი სახელიც არ ვიცი. -ვაგრძელებდი ისევ. -იცი? ისევ თბილისზე ვფიქრობ. ისევ ვფიქრობ რომ თბილისში ცხოვრებას არ ვიმსახურებთ. ისევ მჯერა თვალების ურთიერთობის. -ობოლად ჩამოვარდნილი ცრემლი თვითონ მომწმინდა. სიგარეტი ჩააქრო და უხმოდ შევიდა შიგნით. მერჩივნა ეჩხუბა. ეყვირა, მაგრამ ეს დუმილი მტანჯავდა.

****

13 ნოემბერი იყო... მაინც რაღაცას ველოდი გეგასგან. რაღაცნაირად, მაინც მეგონა რომ გაახსენდებოდა.
გაახსენდა კიდეც.
თორმეტს უკვე ექვსი წუთი აკლდა.
უცხო ნომერი მირეკავდა. დამეზარა და არ ვუპასუხე.
რამდენჯერმე რომ განმეორდა ზარი ავიღე:
-ომია?
-გინდა რომ იყოს? -სანატრელი ხმის გაგონებისას გავჩუმდი. ხმა ვეღარ ამოვიღე. -გილოცავ ლი. ვერაფერს გისურვებ საუკეთესოს, იმიტომ რომ საუკეთესო რომ გვქონოდა, ერთად უნდა დავრჩენილიყავით.
***

ისევ არაფერი არ ისმოდა გეგასგან.
მოგვიანებით გავიგე, რომ ბათუმში იყო.
მოგვიანებით გავიგე, რომ ყველანი მიდიოდნენ.
მეც ისევ დავთანხმდი და ნოემბერში მათთან ერთად ვიყავი ბათუმში.
თავს ვარიდებდი ყველანაირად გეგას. ზედაც არ მიყურებდა, არც მე ვუყურებდი.
მაგრამ
24 ნოემბერი, რომ გათენდა, მივხვდი აღარ შემეძლო.
საღამოს მაღაზიაში ჩავედი.
ერთი ბოთლი ლიქიორი ვიყიდე და სანაპიროზე ჩემთვის ვსვამდი.
თორმეტ საათზე ტელეფონი ავიღე, დაუფიქრებლად დავრეკე.
არ მიპასუხა. რა თქმა უნდა:)
ქეთასთან დავრეკე.
-ჰო ლილე.
-სად ხართ?
-სახლში. მშვიდობა გაქვს? სად ხარ?
-მისმინე... გეგა ახლოსაა?
-კი... გადავცე რამე?
-კი ტელეფონი მიეცი. -ვიცოდი ხალხში არ დაიწყებდა ქაჯობას და მიპასუხებდა.
-სერენადა გიმღერო ისევ?
-ოღონდაც მაგას ნუ იზამ და...-გაჩერდა. არადა არ მინდოდა, რომ გაჩერებულიყო.
-ცოლადაც გამოგყვები.- მე დავასრულე მისი სიტყვები. ტელეფონი გამითიშა. მაგრად მეწყინა. თავი ვეღარ მოვთოკე. უკვე ხმით ვტიროდი.
***
არ ვიცი რამდენი ხანი გავიდა ჩემი ტირილისგან...
ან რამდენად მთვრალი ვიყავი მაშინ.
მაგრამ
სიცივემ რომ გამაღვიძა
25 ნოემბერი თენდებოდა.
სანაპიროზე ვიყავი, გეგაზე აკრული:)
გეგას ისეთი სახით ეძინა, თითქოს საერთოდ არ აპირებდა გაღვიძებას.
მე გუშინდელი საღამო გამახსენდა.
მერე ყველაფერი გამახსენდა.
დ'ა
გეფიცებით.
გეგას სიცოცხლეს გეფიცებით
წელსაც,
25 ნოემბერსაც თოვდა!



№1  offline წევრი lilearchvadze:)

უცნაური მე
მომეწონა.. რაღაცნაირად კარგი იყო <3

ძალიან დიდი მადლობა! <3

 


№2 სტუმარი ანისია

"მაშინათვე" ძალიან ცუდად მხვდებოდა კითხვის დროს. უფრო სწორი იქნება მაშინვე, იმწუთასვე, უმალ...

 


№3  offline წევრი lilearchvadze:)

ანისია
"მაშინათვე" ძალიან ცუდად მხვდებოდა კითხვის დროს. უფრო სწორი იქნება მაშინვე, იმწუთასვე, უმალ...

გავითვალისწინებ აუცილებლად <3

 


№4  offline წევრი anuchki

ვაიმე როგორ მომეწონაააა

 


№5  offline წევრი lilearchvadze:)

anuchki
ვაიმე როგორ მომეწონაააა

დიდი მადლობაა *-*

 


№6 სტუმარი ^

dzalian kargia

 


№7  offline წევრი lilearchvadze:)

^
dzalian kargia

მადლობაა <3

 


№8 სტუმარი ია

მიუხედავად იმისა, რომ რომანში ტრაგიკული ფაქტიც ხდება, სიუჟეტსისთვის ნამდვილად აუცილებელი იყო, სხვანაირად ვერ იქნებოდა ეს ისტორია ასე გულშიჩამწვდომი, თითქოს მშრალი, მაგრამ საოცრად ემოციური. ყოჩაღ, ძალიან კარგი იყო!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent