წარსულის კვალდაკვალ თავი 5
ხმაურით შეიჭრა დემეტრე მეზობელ სახლში და იქამდე არ მოისვენა სანამ ოთახიდან მძინარე ნიკუშა არ დაინახა.მხოლოდ მოკლე შორტი ეცვა,წელსზევით არაფერი.ეტყობოდა რომ ახალი გაღვიძებული იყო.თმები სასაცილოდ აბურდვოდა და თვალებს იფშვეტდა. -აქამდე გეძინა შე...ა?გვაგვიანდება. -რა გაყვირებს იდიოტო?ჯერ მხოლოდ ათი საათია.წუხელ ისედაც გვიან დავიძინე და ახლაც საშინლად მეძინება. -ისევ შენს პრინცესას ესაუბრებოდი?არ ჯობია ამდენ წვალებას რამე გადაწყვიტოთ?დაელაპარაკე შენებს და მოიყვანე ცოლად. -დემეტრე მოკეტე.გაფრთხილებ ამ თემაზე არავისთან არაფერი წამოგცდეს. -რატომ?ხომ არ გცხვენია რომ ის ჩვენი წრიდან არ არის და ბარში მიმტანად მუშაობს? -ხომ იცი რომ ეგ არ მაინტერესებს.ჩემთვის ის ყველაფერია.მიყვარს და მასზე უარის თქმას არ ვაპირებ. -მაგას ვინ გეუბნება მერე?პირიქით,მე შენს გვერდით ვარ. ადექი ეხლა, მიდი მოემზადე და წავიდეთ.ვაგვიანებთ. -ის მაინც მითხარით სად მივდივართ? -არაბულები გვიმასპინძლებენ ამჯერად და იქ ავღნიშნავთ ზაფხულის დაწყებას. ამ შაბათ-კვირას იქ დავრჩებით. -ორი დღე? -რა მოხდა?წამოსვლა არ გინდა? -ორი დღე ლიკას გარეშე როგორ გავძლო? -წავიყვანოთ. -როგორ? -როგორ და ასე.მარტივად.ავდგეთ და წავიყვანოთ.ჩვენებიც გაიცნობენ და მერე მშობლებსაც ვეტყვით. -რა ადვილად უყურებ ყველაფერს.რომ არ წამოვიდეს? -დავიჯერო ნიკუშა ბურდულს გოგოს დარწმუნება გაუჭირდება? -კარგი ხოო,წავალ მოვემზადები,თან დავურეკავ.-წამოდგადა წასასვლელად მოემზადა,თან დემეტრეს მიაძახა მანამდე რამით გაირთე თავიო... თამარი,ნინია,ბერდია და ანა უკვე აგარაკზე იყვნენ.დილით ადრიანად გაემგზავრნენ,რომ იქაურობა მოეწესრიგებინათ.გზად საკვები პროდუქტები იყიდეს რაც დასჭირდებოდათ.არც სასმელი დავიწყებიათ.ბერდია წინააღმდეგი იყო,მაგრამ გოგოებმა ჩუმად მაინც მოახერხეს ყიდვა და კმაყოფილები გაემგზავრნენ თუშეთში... შვილი რომ დაინახა რეგისტრატურაში,ძალიან გაუკვირდა.არ ელოდა.უკვე აგარაკზე წასული ეგონა.სწრაფად დაეშვა კიბეებზე და მასთან მიაჭრა. -ვერ დავიჯერებ,რომ ჩემს სანახავად მოხვედი. დედის ხმა მაშინვე იცნო და მოტრიალდა. -ორი დღეა სახლში არ მოსულხარ,რა ხდება დემე ხო მშვიდობაა?-რაღაცნაირად შეშინდა ქალი. -მშვიდობაა დედა,მშვიდობა.-გაუღიმა ბიჭმა და დედას ჩაეხუტა.ქალმა ლოყაზე აკოცა. -რას აკეთებ?-უკან გაიწია და აქეთ-იქით მიმოიხედა.-სირცხვილია.პატარა ხომ აღარ ვარ. -შენ ყოველთვის პატარა იქნები ჩემთვის. -დედაა ოცდახუთი წლის გავხდი.დიდი ვარ უკვე. -დიდი ბიჭი პატარა ბავშვის ჭკუით.-გაეცინა სოფოს.ხელი მოჰკიდა და კაბინეტისკენ წაიყვანა. -ისევ იმ ამბავს მახსენებ?ხომ დაგპირდი აღარ გავეკარები-თქო? -მაგის იმედი მაქვს.ვიცი რომ დანაპირებს ააარულებ.წინააღმდეგ შემთხვევაში მამაშენს ვეტყვი და სადამსჯელო ღონისძიებებს ის გააატრებს. -დამიჯერე შენს საყვედურით და იმედგაცრუებული თვალების დანახვაზე მეტი სასჯელი არ არსებობს არაფერი ჩემთვის დედა. -ჩემო საყვარელო ბიჭო.-გაეცინა სოფოს.შვილის სიტყვებით ყველაზე მეტად ამაყი იყო.იცოდა რომ ის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბდებოდა. -დედა მიყვარს შენთან საუბარი,მაგრამ ახლა სოფო უნდა წავიყვანო.ხომ არ იცი სადაა? -სმენა დაამთავრა.სავარაუდოდ მესამე სართულზე იქნება. -ვერ აპატიე ხომ თამუნას რომ გადაიბირა და თავისთან წაიყვანა. -ჯერ ერთი ის შენი თამუნა არაა,და მეორეც რა ვქნა ჩემი გოგო ჩემთან მინდოდა მყოლოდა. -წავედი აბა.მოვძებნი,იქნებ გავაშორო ერთი-ორი დღით აქაურობას და როგორმე დავავიწყო პაციენტები,სისხლი და ოპერაციები. -წადი შვილო,წადი.ჭკუით იყავით იცოდეთ.-სოფომ თვალი გააყოლა საავადმყოფოს გრძელ დერეფანში მიმავალ შვილს და სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა.მისი პატარა ბიჭი,თითქოს გუშინ რომ გააჩინა,ახლა უკვე ოცდახუთი წლის ვაჟკაცი იყო.. კარი იდნავ შეაღო და ნახევარი ტანით შეიხედა შიგნით.რომ დაინახა გოგო იქ იყო ნიღაბში და სამედიცინო ფორმაში,მაშინვე ფეხაკრეფით წავიდა მისკენ. წვეთოვანს უსწორებდა უგონოდ მყოფ პაციენტს. ფრთხილად მიეჭრა,გვერდებში შეუღუტუნა და ხელში აიტაცა.მაგრამ ჰოი საოცრებავ.ის ის არ იყო.სწრაფად დააბრუნა იატაკზე და უკან დაიხია. -უკაცრავად.სხვაში შემეშალეთ. სიტყვის დამთავრება და გოგოს აფეთქება ერთი იყო -ასე შემოსვლა როგორ შეიძლება?ეს საავადმყოფოა საბავშვო ბაღი კი არა.ვინ გგონიათ თავი?აქაურობის ბატონ-პატრონი? დემეტრეს უნდოდა ეთქვა მართლა აქაურობის მეპატრონე ვარო,მაგრამ მერე გაჩუმება ამჯობინა,ამის აფიშირებას ხომ ყოველთვის ერიდებოდა.ახლა ამის დრო არ იყო.პირიქით გოგოს გაცნობა უნდოდა,რაღაცნაირად მოეწონა და მასთან საუბრის გაბმის მიზნით ხელი გაუწოდა გასაცნობად. -ვიცი რომ ასე შემოსვლა არ შეიძლებოდა.მაპატიეთ,ბოდიშს გიხდით,ჩემს ბიძაშვილს ვეძებდი და მასში ამერიეთ.დემეტრე... გოგო დაიბნა,არც ბოდიშის მოხდას ელოდა და არც იმას რომ ბიჭი მის გაცნობას მოინდომებდა.ზრდილობის გამო გაუწოდა მანაც ხელი და თავისი თლილი თითები შეაგება. -გვანცა... დემეტრეს უცნაური რეაქცია ჰქონდა ამ სახელის ხსენებაზე,დაიბნა და სახეზე დააკვირდა.თითქოს ეცნო,თითქოს ვერა.მერე ისევ გახუმრება სცადა,აქაც გოგომ აჯობა. -იცით ძალიან ლამაზი სახელი გაქვთ?თქვენსავით ლამაზი.და კიდევ თუ თქვენნაირი სიმპატიური ექიმები მომივლიან მზად ვარ აქედან არსად წავიდე -სისულელეს ამბობთ.ეტყობა თქვენ არ იცით რას ნიშნავს სიცოცხლე და ჯანმრთელობა. არ იცით რომ ის შეუფასებელია და მას ვერაფრით ვერ იყიდით. იცით მაინც რამდენს უნატრია სიცოცხლე თუნდაც ერთი დღით?იცით მაინც რა ძვირფასია ჯანმრთელობა?არა,ეტყობა არ იცით,თორემ ასე არ ილაპარაკებდით და არც აქ დარჩენას ისურვებდით,რადგან ჩემნაირი სიმპატიური ექიმებიც კი უძლურნი არიან სიკვდილის წინაშე... გოგომ როგორ სწრაფადაც დაამთავრა თავის სათქმელი,ისევე სწრაფად მობრუნდა და მარტო დატოვა ჩაფიქრებული ბიჭი,მერე საორდინატოროში შევიდა და ღრმად ჩაისუნთქა დახუთული ჰაერი. -ისევ ისეთი სულელი ხარ დემეტრე,ისევ ისეთი.არ იცვლები საერთოდ.როდის უნდა დასერიოზულდე...ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაეშვა. გაბრაზებულმა დემეტრემ ბიძაშვილი მოძებნა და ბუზღუნით წაიყვანა საავადმყოფოდან. სოფო გაკვირვებული იყო.ასეთი დემეტრე თითქმის არ უნახავს. -მეტკინა ადამიანო,რა დაგემართა.გამიშვი.-გამოსტაცა ხელი და მანქანის კარი გააღო რომ ჩამჯდარიყო.გაცოფებულს გუგას მომღიმარი სახე შეეჩეხა და მაშინვე შედგა,სახეზე სიწითლემ გადაუარა,დაბნეული ჩაჯდა მანქანაში. -როგორ ხარ სოფო?როგორც იქნა გამოგიტყუეთ იქიდან. -ვაა ნიკუშ,შენც აქ ხარ? -აბა უჩემოდ დემეტრე როგორ წარმოგიდგენია? -მართალი ხარ,არ წარმომიდგენია.-გაბუტულმა გახედა დემეტრეს,რომელიც ღვედს იკრავდა.უცებ თავი ორ სავარძელს შორის გაყო და გულუბრყვილოდ იკითხა:-ბიჭებო თქვენ ნამდვილად გოგოები მოგწონთ თუ ერთმანეთი სულ ერთად რომ დადიხართ? თვალებგაფართოებულებმა გამოხედეს ბურდულმა და ბექაურმა,მან და გუგამ კი ისეთი სიცილი ატეხეს,სული ძლივს მოითქვეს -ეცი ეხლა ამას პატივი.მეტის ღირსი ვარ რაა,დამეტოვებინა იმ საავადმყოფოში,რას ვიკლავდი თავს ამის გართობაზე.-ეწყინა დემეტრეს -თავი დაანებე დემე,ფაქტის წინაშე რომ აღმოჩნდება მაშინ ხომ დარწმუნდება. -კარგით რაა ბიჭებო,უბრალოდ ვიხუმრე.-სიცილისგან წამოსული ცრემლი მოიწმინდა გოგომ.-მართლა გეწყინათ? -მწარე ხარ,მწარე.მეგრული წიწაკასავით მწარე.იცოდე ახლა ერთი ადამიანი შემოგვიერთდება და არ გააგიჟო ისიც. -ვინ არის ნიკუშ? -შენი საქმე არაა,დაეტიე მანდ. -კარგით რაა ბიჭებო,რა დაგიშავათ.იხუმრა უბრალოდ.ისე ხანდახან მეც ეჭვი მეპარება თქვენში.სულ ერთად დადიხართ,ერთად ჭამთ,ლამისაა ერთად დაიძინოთ.. -სოფო გააჩუმე ეგ მანდ,თორემ რომ გადმოვალ მაგას მაინც მივჟეჟავ.-დაემქურა დემეტრე და სვლა შეანელა. -აი შენც აყევი ხო მაგას?მაგის მწარე ენას რომ იგემებ მაშინ კი გვეტყვი დეხმარეთო, მე არაფერს არ გავაკეთებ. -სოფო მე არაფერს მეტყვის,ხომ ასეა ქალბატონო?-მხარზე ხელი მოხვია გუგამ და მიიხუტა. -თუ არ დაიმსახურებ არა.-გაუცინა და ოდნავ შეეფაკლა ღაწვები. -დავიჯერო ჩემზე ძალიან გიყვარს?-ჰკითხა დემეტრემ.-ხომ იცი გუგა ჩვენს შორის ისეთი კავშირია,ძნელად თუ დაარღვევს ვინმე? სოფომ და გუგამ ერთმანეთს გადახედეს დამნაშავეებივით,სკამზე თავისუფლად დასხდნენ და დემეტრეს კითხვისთვის პასუხი არ გაუციათ. ლიკა სახლის წინ,გაჩერებაზე ელოდა შეყვარებულს.მუქი ფერის პრადო რომ გამოჩნდა,შორიდანვე იცნო შეყვარებულის ძმაკაცი და ეჭვგარეშე იყო რომ ბურდულიც მასთან ერთად იქნებოდა.პატარა ზურგჩანთა მხარზე გადაიკიდა და მათ შესახვედრად მოემზადა.მანქანა რამდენიმე მეტრის იქით გაჩერდა და მალევე დაინახა მისკენ მიმავალი სატრფო.ხელები გაშალა.წელზე მოხვია,ერთი-ორჯერ დაატრიალა ჰაერში,მერე მიწაზე დააბრუნდა და ლოყაზე აკოცა. გოგოს უნებურად თვალი მანქანისკენ გაექცა, რომ დაინახა მარტო არ იყვნენ უკან დაიხია. -რას აკეთებ?სად მიდიხარ? -შენ მარტო არ ხარ. -ვიცი.მე მარტო არ ვარ.მეგობრებთან ერთად ვარ,მინდა ისინი გაიცნო.აღარ მინდა დაგმალო,პატარები აღარ ვართ,მინდა ყველამ იცოდეს ჩვენზე.დამშვიდდი. -მე...მე მეშინია ნიკუშ.არ მინდა რომ ჩვენზე ილაპარაკონ და მასმედიის სამიზნე გავხდეთ. -გიყვარვარ? -ყველაფერზე მეტად... ბიჭს ბედნიერებისგან გაეღიმა. -ჩემი ცხოვრების აზრი ხარ ლიკა,მოგიწევს ყველაფერს შეეგუო.მათ შორის იმასაც რომ შენზე დაიწერება ყველგან.მაგრამ ახლა მთავარი ისაა რომ დღეს ჩემი მეგობრები უნდა გაიცნო.ისინი გელიან.მზად ხარ? -კი,-თავი დაუქნია გოგომ და ხელი ჩასჭიდა... ბურდულმა მანქანასთან მიიყვანა გოგო და კარი გამოაღო. -სოფო ეს ლიკაა,ჩემი შეყვარებული.ლიკა ეს სოფოა,ეს გუგა.-წარუდგინა ერთმანეთს. -შე ბოროტო ამას გვიმალავდი?ვაიმე რა საყვარელი გოგოა.-მანქანიდან გადმოხტა გიგაური და ლიკას მოეხვია.-ძალიან მიხარია შენი გაცნობა. -სალამი რძალო.-ხელი აუწია დემეტრემ -კარგი რაა დემე,რამდენჯერ უნდა გითხრა რომ არ ვარ რძალი. -რადგან ნიკოლოზმა შენი თავი გაგვაცნო და გამოგაჩინა,დამიჯერე ამის მერე ავტომატურად რძლად ითვლები.-ჩაერთო გუგა.-მიხარია შენი გაცნობა. -მოკლედ სანამ გადამირიეთ ეს გოგო და სანამ ისინიც აგვაფეთქებენ,სჯობს მანამდე წავიდეთ. -მართალია ნიკოლოზი,დაჯექით ეხლა.-ბრძანება გასცა დემეტრემ.სოფომ ლიკა გვერდით დაისვა და მთელი გზა ენა არ გაუჩერებია.რაც საჭირო იყო,თითქმის ყველაფერი გაარკვია მასზე,სანამ ჩავიდოდნენ.ლიკაც საკმაოდ კონტაქტური და ხალისიანი აღმოჩნდა და მთელი გზა მხიარულებაში გალიეს. გაბმული სიგნალით ამცნო დემეტრემ იქ მყოფებს მისვლა.რკინის ჭიშკარი ავტომატურად გაიღო.მანქანა ეზოში შეაყენა.გრძელ ვერანდაზე გამოეფინენ დანარჩენები ჟრიამულით.უცხო გოგო რომ დაინახეს კისრისტეხით დაეშვნენ კიბეზე და მათკენ გამოიქცნენ. -მოიცა დაწყნარდით.რა გჭირთ?-დაწინაურდა ნიკუშა -ძმაო რა ხდება?ეს გოგო ვინაა? -როდის აქეთ გახდი ცნობისმოყვარე ანა? -მას შემდეგ რაც ჩემს ძმას უცნობ გოგოსთან ხელჩაკიდებულს ვხედავ. -მოკლედ გაიცანით ყველამ.ესაა ლიკა,ჩემი შეყვარებული.ლიკა ეს ცნობიმოყვარე ქალბატონი ანაა-ჩემი ტყუპისცალი და,ესენი ნინია და ბერდია არაბულები,ეს კი თამარაა დემეტრეს და.-წარუდგინა მეგობრები დარცხვენით მდგომ გოგოს. -ვაა,ვაა.ყოჩაღ ძმაო.ესეგი პირველი სარძლოც გამოჩნდა ჩვენს სამეგობროში.გილოცავ.-მხარზე მეგობრულად დაჰკრა ხელი ბერდიამ -კარგი გოგო ჩანს,თუმცა მორიდებული.ნუ ხარ ასე.აი ნახავ უცებ მოგიყვანთ ხასიათზე.-გვერდით ამოუდგა და თვალი მეგობრულად ჩაუკრა ნინიამ.მეორე გვერდით თამარი დაუდგა,მკლავი გამოსდო და ნიკუშას გააშორა. -ამას ჩვენ წავიყვანთ. -არ გინდათ რა გოგოებო.ეს ქალური დაკითხვები და ჭორაობა მომავლისთვის გადადეთ. -შენ გაჩუმდი ძმაო,გოგოები ერთმანეთს კარგად გავუგებთ. -გაუშვი ნიკუშ,გაიცნონ ერთმანეთი კარგად,-ჩაერია დემეტრე.-სოფო შენ და გუგა რა ცალკე დამდგარხართ?მოდით აქეთ. ერთმანეთს გადახედეს და დანარჩენებს მიაუხლოვდნენ დაბნეულები,თუმცა ეს არავის შეუმჩნევია. -ისე ნეტავ პირველი სიძე ვინ იქნება ჩვენში?რომელი გათხოვდება პირველი? -მე.-ყველასგან მოულოდნელად თქვა გუგამ. გოგოებმა გაოცებისგან პირზე აიფარეს ხელები, რომ ემოციები ჩაეხშოთ.ბიჭები წამში შემოერტყნენ გარს და უხმოდ მიაჩერდნენ.მერე დემეტრე გამოეყო და წინ დაუდგა.თან გოგოებს გადახედა,რომ გაეგო ვისზე იყო საუბარი.მზერა პირდაპირ სოფოს დაასო,რომელსაც ცისარტყელას ფერები გადაუვიდა სახეზე.გუგა გვერდით ამოუდგა სოფოს,ხელი ჩაჰკიდა და კიდევ ერთხელ გაიმეორა. -მე ვიქნები თქვენი პირველი სიძე. -სოფო ეს სიმართლეა?-მშვიდად ჰკითხა დემეტრემ. -ჰო დემე,ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს.-დაუდასტურა გოგომ -და მე ამას ახლა უნდა ვიგებდე?-იფეთქა დემეტრემ-როგორ გაბედე?როგორ გაბედე და მას როგორ შეხედე?ხომ იცოდი ის ვინ იყო ჩემთვის?ხომ იცოდი რომ ის დასავით უნდა მიგეღო? -ნუ ყვირიხარ დემეტრე.მშვიდად ვილაპარაკოთ.შენ მართალი ხარ.ის დასავით უნდა მიმეღო,მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ის ჩემი და არაა და ეს შენ კარგად იცი.მიყვარს.შემიყვარდა და ამას ვერ შევცვლით. -კიდევ დიდ გულზე ხარ?კიდევ აქეთ ბობოქრობ?-ახლა ნიკუშას დაელია მოთმინება და საყელოში სწვდა გუგას.მხოლოდ მაშინ გაუშვა ლიკამ რომ დაქაჩა ხელზე და შეჩერება სთხოვა. -მოიცა ასე არ გამოვა.ერთი წუთით.ყველაფერი უნდა აგვიხსნათ. -რა აგიხსნათ ბერდო?რა აგიხსნათ?მიყვარს.ვუყვარვარ და რაღაა სათქმელი?-ახლა სოფო აფეთქდა და გუგას წინ გადაეფარა.-ნამდვილად არ მეგონა ჩემი მეგობრები,ჩემი ოჯახის წევრები თუ ამ ყველაფრის წინააღმდეგ წავიდოდნენ. -სოფო გაიწიე.-გვერდით გასწია გიგაური და წინ აესვეტა ისევ ბიჭებს.-ჩემი დასჯა გინდათ?კი ბატონო დამსაჯეთ.ცემა გინდათ?მცემეთ,ერთ ცემას როგორმე ავიტან,მაგრამ გაითვალისწინეთ ამით ამ გრძნობას ვერ შეცვლით. -კიდევ დიდ გულზეა.-ეხლა დემეტრე სწვდა და ყელში წაუჭირა ხელი.-მოგკლაავ.იღრიალა არაადამიანური ხმით. -გაჩერდი რაა დემე.გთხოვ.ჩემი ხათრით.-თვალცრემლიანი ბიძაშვილის დანახვაზე დემეტრეს გადაეკეტა,ხელი გაუშვა და საბურავს ამოარტყა რამდენჯერმე ფეხი. -ამის დედაც..იყვირა მერე,ხელი ფანჯარას დაარტყდა.მინა ჩაისხვრა და ხელი სისხლმა შეუღება.ტკივილს ვეღარ გრძნობდა.იქიდან გავარდა. -დემე სად მიდიხარ?სისხლი გდის.-უკან გაეკიდა აცრემლებული სოფო. -შენ სად მიდიხარ?-წინ გადაუდგა ბერდია გუგას,რომელიც უკან დასადევნებლად იყო მზად. -შენ ჩვენთან დარჩები სალაპარაკო გვაქვს.გოგოები სახლში შედით.საქმეებს მიხედეთ.მალე დავბრუნდებით.ლიკას მიმიხედეთ.-ნაძალადევი იყო ნიკუშას გაღიმება,მაგრამ მაინც სცადა სიტუაციის განსამუხტად. არავინ იცის რა ილაპარაკეს სოფომ და დემეტრემ,მაგრამ საუბარმა დიდხანს გასტანა.თითქმის ერთ საათზე მეტხანს იყვნენ გასულები.სამაგიეროდ უკან რომ დაბრუნდნენ ბექაურს ხელი თავისივე მაისურით ჰქონდა შეხვეული და წელსზევით არ ეცვა.ეს სულ არ ადარდებდა,მეორე ხელი გოგოსთვის მხარზე მოეხვია და მშვიდი ტონით რაღაცაზე ესაუბრებოდა... უფრო დიდხანს ჰყავდათ გაყვანილი გუგა ბერდიას და ნიკუშას.მამაკაცური საუბრები ჰქონდათ.მკაცრად გააფრთხილეს ძმაკაცი რომ სოფოსთან ურთიერთობაში შეცდომა არ დაეშვა და მისთვის არ ეწყენინებინა. ერთმანეთის მიყოლებით ისხდნენ გოგოები დივანზე ჩამწკრივებულები.ცალკე იჯდა მორიდებით ლიკა,საწინააღმგეგო მხარეს დემეტრე დაჯდა და სოფო მოისვა გვერდით.ბიჭებმა გუგა მოიმწყვდიეს და აქეთ-იქით შემოუსხდნენ. -ახლა ამას პირველად და უკანასკნელად ვამბობ.პირველ რიგში გოგოებს მივმართავ.ვიცით რომ პატარები აღარ ხართ.ვიცით რომ ნებისმიერს შეიძლება შეყვარებული ჰყავდეს.მაგრამ ასე ჩუმად და ასე დამალვას არც ერთს არ გაპატიებთ.არავის ეგონოს რომ რადგან სოფოს გვერდით ვზივარ ახლა დამავიწყდა რაც მან გააკეთა,გული მტკივა რომ არ მენდო და აქამდე არაფერი მითხრა.ახლა კი გეკითხებით ვინმეს გყავთ თუ არა შეყვარებული,ან გაქვთ თუ არა რამე დასამალი ჩვენგან? გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს.ყველაზე გამბედავი ნინია აღმოჩნდა. -ბიჭებო ვფიქრობ რომ ზედმეტი მოგდით.არ გაქვთ უფლება ჩვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოთ.ჩვენ გვაქვს უფლება რომ ვიყოთ თავისუფლები,რაც გვინდა ის გავაკეთოთ.ვინც გვინდა ის შეგვიყვარდეს.ჩვენ გვაქვს არჩევანის თავისუფლება. -მართალი ხარ ნინია,თქვენ გაქვთ უფლება.ამას არც გიკრძალავთ,უბრალოდ არ გვინდა რომ რაღაცეები დამალული გქონდეთ.გვინდა რომ გვენდობოდეთ.მათ ვიცნობდეთ.რამეს კი არ გიკრძალავთ.-ჩაერთო ბერდია -მაშინ დაგამშვიდებთ და გეტყვით რომ სანერვიულო არაფერია ჯერჯერობით.ასე რომ ახლა შეეშვით დაკითხვებს და ის გავაკეთოთ რისთვისაც აქ ჩამოვედით. -დაწყნარდი თამარ.ერთ საკითხსაც გავარკვევთ და მორჩა.-თქვა დემეტრემ და მერე გუგას მიუბრუნდა.:-ახლა ამას შენ ერთხელ გეტყვი და აღარ გავიმეორებ.შენ იცი სოფო ჩემთვის ვინაა და რას წარმოადგენს.ის ჩემთვის უბრალო ბიძაშვილი არაა.ის ჩემთვის დაც არის,მეგობარიც.ჩემი სულიც,ჩემი საფიცარი.ადამიანი,რომელსაც საკუთარ სიცოცხლეს ისე ვანდობ რომ არც დავფიქრდები.მისთვის რამის დაშავება ჩემთვის დაშავებას ნიშნავს.მისი ატირება,მისი ერთი ცრემლის დანახვა ჩემთვის საკმარისია იმისთვის რომ მოვიდე და ისეთ დღეში ჩაგაგდო თავბედი გაწყევლინო.სადაც არ უნდა წახვიდე ვერსად დამემალები.ყველგან გიპოვი და ჯოჯოხეთში შენთან ერთად წავალ.გასაგებია? ზედმეტად მკაცრი იყო დემეტრე.ასეთი არასოდეს უნახავთ და ყველა დადუმდა. -გასაგებია.სოფოს არასდროს ვაწყენინებ.-გაისმა მერე გუგას ხმა -ძალიან მკაცრი ხომ არ ვიყავი?-უჩურჩულა დემეტრემ ბიძაშვილს -ცოტა.-დაუბრუნა პასუხი გოგომ. -მაშინ რადგან ყველამ ყველაფერი გაიგო დროა გავერთოთ. დემეტრეს სიტყვებზე ყველამ თავისუფლად ამოისუნთქა თამარი მაშინვე წამოხტა და სოფოს ხელი ჩაავლო.ერთი სული ჰქონდა გოგო დაემარტოხელებინა და ყველაფერი დეტალურად გამოეკითხა. გოგოები რომ გავიდნენ გუგაც წამოიწია,რომ წამომდგარიყო და სოფოსთან წასულიყო,მაგრამ დემეტრეს ხმამ უკან დააბრუნა -შენ სად მიდიხარ? -სოფოსთან. -დაჯექი მანდ.აცადე ცოტა ხანს მარტო ყოფნა და მათთან საუბარი. უკმაყოფილოდ დაბრუნდა უკან და ბიჭებს გადახედა.ისინიც სერიოზული სახით იჯდნენ,მაგრამ იცოდნენ რომ ეს მხოლოდ მოჩვენებითი იყო და ძმაკაცის წამება დიდხანს არ გასტანდა. *********%% საკუთარ ოთახში იწვა.თვალები დაეხუჭა,არ ეძინა.თავის ოდნავ სტკიოდა. წამალმა კი გაუყუჩა,მაგრამ ბოლომდე ვერა.ექიმმა გააფრთხილა ამის შესახებ,ამიტომ ცდილობდა მოეთმინა.ის იყო უნდა ჩასძინებოდა,რომ რაღაც ხმა მოესმა.მიხვდა მშობლები ისევ კამათობდნენ.ჯერ სცადა ყურადღება არ მიექცია,მაგრამ მერე უფრო რომ მოიმატა ხმაურმა,საწოლიდან წამოიზლაზნა და შარვალი ამოიცვა.იცოდა ისევ მოუწევდა მათი გაშველება და სიტუაციის დარეგულირება. ო,როგორ სძულდა ეს სახლი,ეს სიტუაცია,ეს ყველაფერი. ეს კედლები,თითოეული ნივთი გამწარებულ ბავშვობას ახსენებდა.. -იცოდი არა?იცოდი,რომ ის საავადმყოფი იმ ქალის იყო და იმიტომ მიიყვანე იქ ჩემი შვილი?იცოდი რომ ის აუცილებლად გადაგირჩენდა და კიდევ ერთხელ მოგიწევდა მასთან შეხვედრა და მისი ნახვა? -სესილი ნუ ყვირიხარ და ამიხსენი რას ან ვის გულისხმობ?-ცდილობდა მოთმინება არ დაეკარგა კაცს. -,ერთხელ და სამუდამოდ აღიარე რომ არასოდეს გყვარებივარ,ყოველთვის ის გიყვარდა.მასზე ფიქრობდი.ამდენი წლის განმავლობაში მასზე ოცნებობდი.მის გამო ვერ შემიყვარე.ჩემი არასოდეს ყოფილხარ.ჩემთან იწექი და დარწმუნებული ვარ მასთან იყავი ფიქრებით -დამშვიდდი და დაფიქრდი რას ლაპარაკობ.აქ მარტო არ ვართ,ჩვენი შვილია სახლში,მას ნუ გააგებინებ ამ ყველაფერს. -შვილი?საერთოდ გაინტერესებდა შვილი ოდესმე? -გაჩუმდი-თქო გესმის?გაჩუმდი.-ამოხეთქა კაცმაც.-ზედმეტი მოგდის.შენს ეჭვიანობას საზღვარი არ აქვს.მე არ მაინტერესებდა შვილი?მე თუ არ მადარდებდა ის,აბა ვის ადარდებდა.შენ?ერთხელ მაინც ყოფილხარ მის გვერდით? მაშინ როცა მისთვის დედას უნდა მიეხედა,როცა მისთვის ზღაპარი დედას უნდა წაეკითხა,დედას უნდა დაეძინებინა,მე ვიყავი მასთან.მე ვიყავი მის გვერდით როცა ცუდ სიზმარს ნახავა და შეშინებული იღვიძებდა.შენ სად იყავი ამ დროს?შეგიძლია მიპასუხო? -მე ვმუშაობდი.მისთვის ვმუშაობდი რომ არაფერი მოკლებოდა. -ნუ მაცინებ კარგი,შემოსავალი ისედაც გვქონდა.ასე თუ ისე არ ვუჩიოდით.მაგრამ შენ არ გაკმაყოფილებდა,ყოველთვის ვიღაცას და რაღაცას ებრძოდი.მე ნუ მადანაშაულებ რომ ოჯახი არ მადარდებდა,იმიტომ რომ მე როცა შენთან საერთო ენის გამოძებნას ვცდილობდი,შენ ყოველთვის საწინააღმდეგოს აკეთებდი.ერთხელ მაინც გიცდია ჩემთვის გაგეგო?დაინტერესებულხარ საერთოდ რას ვგრძნობდი,რას განვიცდიდი,რა პრობლემა მქონდა?-ზაზა თავს ვეღარ აკონტროლებდა და ამდენი წლის ბოღმა რაც გულში ჰქონდა ერთიანად ამოხეთქა. -შენ ყოველთვის ერთი პრობლემა გქონდა,სოფო გიგაური.ყოველთვის ის გიყვარდა,ის იყო შენი საოცნებო ქალი და შენი ცხოვრების სიყვარული.-სასოწარკვეთილმა თქვა და სავარძელში მოწყვეტით ჩაეშვა.-მის გამო ვერ შემიყვარე... -სოფო?შენ საიდან იცი მასზე?-თვალები გაუფართოვდა ზაზას. -შენ ისიც კი არ იცი რომ ერთმანეთს ვიცნობთ.იცი რა გამიკეთა მან?იმის გამო რომ შენ არჩევანი ჩემს სასარგებლოდ გააკეთე მან შური სხვანაირად იძია.მის გამო გამიმაგდეს სამსახურიდან.მის გამო არ მიყვანდა არავინ სამსახურში,თავის გავლენას იყენებდა ყველგან.მერე?მერე ალბათ უბრალოდ მობეზრდა ჩემით გართობა და თავი დამანება.შენ კი რა გააკეთე?ამდენი წლის შემდეგ ჩვენი შვილი სწორედ მის კლინიკაშს მიიყვანე და ისევ მის ხელში ჩააგდე.-მოთქვამდა ქალი და ცრემლებს ვეღარ იკავებდა. -ისევ?რას ქვია ისევ?ან მე საიდან უნდა მცოდნოდა რომ იმ ვაჟბატონს თავის ძმაკაცები სწორედ მის საავადმყოფოში მიიყვანდნენ? -ჰო,მიიყვანეს და სწორედ იმას ჩაუგდეს ხელში,იცი ვინ იყო ის გოგო?მისი მკურნალი ექიმი?მისი ძმისშვილი ისიც სოფო და ისიც გიგაური. ნუ მეუბნები რომ დავმშვიდდე.ნუ მეუბნები რომ არაფერი იცოდი.იმიტომ რომ შენ ყოველთვის ყველაფერი იცი მასზეც და მის გვარზეც..მძულს,მთელი მისი საგვარეულო მძულს მეზიზღება,გესმის ზაზა?მეზიზღება.. სულ დაავიწყდა რისთვის იყო იქ.მხოლოდ ერთი რამ უტრიალებდა გონებაში სოფო გიგაური.ახლა ხვდებოდა საიდან მოდიოდა მისი გამწარებული ბავშვობა და ვინ იყო ამის მიზეზი. პირველად შეეცოდა დედა.ისე ძალიან რომ სული აეწვა. ამდენი წელი ელოდა თურმე ქმარს,ამდენი წელი შესწირა,მისი სიყვარული კი ვერ დაიმსახურა.ამდენი წელი ეწამა სხვის გამო... წამში შეიძულა ის ქალი,ვისაც საერთოდ არ იცნობდა.წამში შეიძულა ის გოგო ვინც ცოტა ხნის უკან ანგელოზად ეჩვენა.მთელი მისი მოდგმა შეიძულა. იმ ღამით საბოლოოდ გაუშვა თორნიკე მეტრეველმა ყველაფერი ადამიანური და შურისძიების გრძნობით გაიჟღინთა მისი სული და სხეული. მოჩხუბარ მშობლებს შუაში ჩაუქროლა და სახლიდან გავარდა,ისე რომ მისი შეჩერება ვერ შეძლეს. ********** |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.