შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"დარჩი ჩემთან" (თავი 5)


15-08-2018, 00:42
ავტორი qetti22
ნანახია 1 615

   ადამიანები საკუთარი ნამდვილი "მეს" დასამალად, ნიღბებს იყენებენ. სურთ, რომ მათი ნამდვილი სახის დანახვა ვერავინ შეძლონ, ამიტომ ისინი თავიანთ თავს ხშირად არ ჰგვანან. ზოგჯერ ამ ნიღბის უკან კარგი ადამიანები იმალებიან, ზოგჯერ კი ურჩხულები. ყველას არ შეუძლია ამოცნობა, თუ რა იმალება ამ ნიღბის ქვეშ. მეც ასეთი ადამიანის გვერდით ვზივარ ახლა და ვფიქრობ, როგორია ის სინამდვილეში.
   ჩემი აზრით, მისი ამ საშინელი ნიღბის უკან კარგი ადამიანი იმალება, რომელიც უბრალოდ ცუდ ხალხში მოხვდა. არ ვიცი შემიძლია თუ არა, რომ იგი გამოსწორების გზაზე დავაყენო. მე უბრალოდ დინებას მივყვები. როგორც ვთქვი, მოსახდენი მაინც მოხდება.
   გზა მოსაწყენი იყო. ჰარი ხმას არ იღებდა. ხანდახან გამომხედავდა და ზოგჯერ თუ დასვამდა კითხვას.
- შეყვარებული გყავს? ან ვინმე ვინც მოგწონს? - მკითხა და გზას გახედა. მოულოდნელი კითხვისგან გავოცდი. საიდან ასეთი პირდაპირობა? სინამდვილეში, ვიცი რატომაც აინტერესებს, მაგრამ ვფიქრობ პასუხი მანაც ძალიან კარგად იცის.
- არა, არავინ არ მომწონს. საერთოდ რაში გაინტერესებს?-ვუთხარი და მისკენ გავიხედე თითქოს არ ვიცოდე.
-ისე უბრალოდ. - შევამჩნიე, რომ ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.
- ზოგადად...-თქვა და სიტყვა გაწელა. - როგორი ბიჭები მოგწონს?-ღმერთო რატომ გაიწელა სახლამდე გზა ასე.
- შენი საქმე არ არის. - ვუთხარი და მას შევხედე.
- უბრალოდ მაინტერესებს შანსები რამდენად მაქვს. - ჩემსკენ გამოიხედა და ჩაიცინა. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ ყველაფერი ვიცოდი და დაესრულებინა ეს საზიზღარი თამაში, მაგრამ თავი შევიკავე. შევნიშნე, რომ მანქანა სწრაფად დაჰყავდა. ძალიან შემეშინდა, არ მიყვარს სისწრაფე. რამდენჯერმე ვთხოვე, რომ შეენელებინა, მაგრამ არ მომისმინა.
- ჯანდაბა, სასწრაფოდ გააჩერე მანქანა. - დავიყვირე. როგორც კი მანქანა გააჩერა კარები გავაღე და სწრაფად გადმოვედი. ძალიან ღრმად ვსუნთქავდი.
- ბოდიში, არ მეგონა თუ ესე შეგეშინდებოდა. - მითხრა და მომიახლოვდა.
-თუ ასე აპირებ ტარებას, მირჩევნია სახლამდე ფეხით მივიდე. - თვალებში შევხედე.
-კარგი, ბოდიში. მანქანაში ჩაჯექი.- თავი დავუქნიე და უკან დავბრუნდი. დარჩენილი გზა უხმოდ გავიარეთ. სახლამდე მივედით. მადლობა გადავუხადე სახლამდე მოყვანისთვის და მანქანიდან გადავედი. ისიც გადმოვიდა და კარებამდე გამომყვა.
   *ჰარის თვალთახედვით*
ქეთრინი მანქანიდან გადავიდა, არ მინდოდა ასე უბრალოდ წასულიყო. ეს ჩემი შანსი იყო. უნდა მემოქმედა. ვუყურებდი და ვფიქრობდი, თუ როგორი ლამაზი და ბავშვური იყო. ამ ყველაფრისთვის ზედმეტად პატარაა, მაგრამ უკან ვერ დავიხევ. სიმართლე რომ ვთქვა, არც მინდოდა მისგან შორს ყოფნა. ყოველთვის როცა მასთან არ ვიყავი მასზე მეფიქრებოდა. ეს გაუაზრებლად ხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ეს უბრალოდ გატაცებაა და როდესაც ყველაფერი დასრულდება მეც მალე გადამავიწყდება ის. უბრალოდ თავს ასე ვარწმუნებდი.
   მას მივუახლოვდი, ის კი კარებთან იდგა თითქოს რამეს ელოდა. უფრო ახლოს მივედი და ის იყო, მის ბაგეებს უნდა შევხებოდი, რომ გაიწია და სახლში შევიდა. მე კი კარებში გაოცებული დამტოვა.
    *ქეთრინის თვალთახედვით*
  კარებთან ვიდექი. არ ვიცი რას ველოდებოდი, უბრალოდ გაშეშებული ვიდექი. ჰარი მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. ვერ ვხვდებოდი რას ფიქრობდა, მაგრამ ვიცოდი, აქ კარგი არაფერი მოხდებოდა. ჩემი ფიქრები გამართლდა, როდესაც დაიხარა. ვიცოდი, რის გაკეთებასაც აპირებდა, ამიტომ სწრაფად დავიხიე უკან და სახლში შევვარდი. გაუაზრებლად წამომივიდა ცრემლები თვალებიდან, მაგრამ არ ვაპირებდი მტირალა გოგოსავით ქვითინი დამეწყო. ჩქარა ავედი ჩემს ოთახში. ცხელი შხაპი მივიღე და საწოლში შევწექი.

მადლობა რომ ჩემს მოთხრობებს კითხულობთ ????ძალიან მიხარია შემდეგი თავი დაიდება ხვალ



№1 სტუმარი სტუმარი khatia khatia

კარგი თავი იყოო heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart ძალიანნ მომეწონა

 


№2  offline წევრი khatia khatia

მაგარი თავი იყოო ძალიანნ kissing_heart kissing_heart
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№3  offline წევრი qetti22

სტუმარი khatia khatia
კარგი თავი იყოო heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart ძალიანნ მომეწონა

მადლობა რომ კითხულობთ ❤️

 


№4  offline წევრი khatia khatia

qetti22
სტუმარი khatia khatia
კარგი თავი იყოო heart_eyes heart_eyes kissing_heart kissing_heart ძალიანნ მომეწონა

მადლობა რომ კითხულობთ ❤️

როდის დადებბ??? heart_eyes heart_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№5 სტუმარი სტუმარი ანა

ვაიმე რა კარგი ისტორიაა heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes შემდეგ თავს როდის დადებ? და ძალიან გთხოვ თავები გაძარდე რა heart_eyes heart_eyes kissing_closed_eyes kissing_closed_eyes blush blush

 


№6  offline წევრი khatia khatia

როდის დადებბბ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№7 სტუმარი nini

როდის დადებ, ძალიან მომწონსheart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№8  offline წევრი khatia khatia

მალე დადე რა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9  offline წევრი always-love

აღარ აგრძელებ❤️ disappointed_relieved

 


№10  offline წევრი khatia khatia

აუუუ გაგრძელეეე რა კაი მოთხრობა
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№11  offline წევრი niniko nin

როდის დადებ ახალს

 


№12  offline წევრი khatia khatia

მალე დადებ?
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent