შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 9)


15-08-2018, 23:20
ნანახია 2 748

მისი ცვლილებით ისე ვიყავი გაკვირვებული, რომ ლამის ტელეფონი მოვიმარჯვე და სასწრაფოში დავრეკე. ბოლოს ისე მოვაბეზრე თავი, რომ კვლავ თვალების ბრიალი დამიწყო და მეც მშვიდად ამოვისუნთქე. ახლა ყველანი მისაღებში ვზივართ და ჰორორს ვუყურებთ. თუმცა არა, ყველა არა. ნიკა და ნუცა არ არის. იმის შემდეგ არ მინახავს, რაც დაშორებაზე ველაპარაკე.
-აუ საზიზღრობაა, გამორთეთ რა! - აბუზღუნდა ლანუკა და თვალებზე ხელები აიფარა.
-სირცხვილი შენ! გეშინია? -ცხვირზე ხელი მოუჭირა ლუკამ და საყვარლად გაუღიმა.
-მიუნგრიეთ სიფათი ამ დედაბერს ტო! -აშკარად უკმაყოფილო იყო, ვაჩე ერთ-ერთი პერსონაჟით.
-მომბეზრდა რა, მე წავედი დასაძინებლად! - ხელი ავიქნიე და ფეხზე წამოვდექი. ხვალ პიცას გამოვაცხობ! ჩემი იდეით აღრფთოვანებული ნაბიჯებს ავუჩქარე და კიბის ბოლო საფეხურს ფეხი წამოვკარი. მუცლით დავეცი იატაკზე და ისეთი ხმა გამოუშვა ჩემმა დაცემამ, რომ წამში ყველა იქ გაჩნდა.
-ჯანდაბა! - სახე დავმანჭე. ტყუპებმა წამში ამაყენეს ფეხზე, თან კი ხითხითებდნენ.
-რა დაგემართა ლიზა? - გაკვირვებული მიყურებდა ლანუკა.
-დავეცი!
-კაი მაგას ჩვენ ვერ მივხვდებოდით! - თვალები აატრიალა ალექსანდრემ. - როდის ისწავლი სიარულს?
-ვიცე მე სიარული! - წარბები შევკარი. სულ კოჭლობით შევდედი ოთახში. მაშინვე საწოლში დავებერტყე. აივნიდან ხმაური გაისმა და ყურები ვცქვიტე. სწრაფად ავდექი ფეხზე. აივნის კერები გამოვაღე და მტაცებლური მზერით დავზვერე იქაურობა. ნუთუ შევიშალე? აუ, ოღონდ ეგ არა რა, მართვის მოწმობას არ მომცემენ! ღმერთო! ჩემი ლეკვი სადაა? სირბილით ჩამოვედი ქვემოთ და მისაღებში შევაბიჯე.
-ვაჩე ჩემს ლეკვს რა უქენი? - დოინჯშემორტყმული დავუდექი წინ.
-რა ლეკვი ტო?
-მე, რომ ლეკვი მოვიყვანე! - ფეხები დავაბაკუნე იატაკზე.
-როდის მოიყვანე ლეკვი? - გაიკვირვა და ამთვალიერ-ჩამათვალიერა.
-აუ! კანიონზე, რომ ვიყავით და იქიდან, რომ წამოვიყვანე!
-გაგიჟი? სად იყო მანდ ლეკვი? - არ არსებობს! ნუთუ მართლა შევიშალე? ლეკვი მართლა არ მომიყვანია? არა! არა! ცრემლები გადმომივარდა თვალებიდან.
-ნუ მაიმუნობთ რა! - ფეხზე წამოხტა ლანა და ჩემთან მოვიდა. - შენი ლეკვი ვაჩეს ოთახში ფშვინავს! - გამიღიმა ლანუკმ და ცრემლები მომწმინდა.
-ბოროტო! - მტრული მზერით გადავხედე აფხუკუნებულ ვაჩეს და ჩემი ლეკვისკენ წავედი. მასზე მიხუტებულმა დავიძინე მალევე. არ გამიგია, როდის შემოვიდა ლანა და როდის მომიწვა გვერდი.
************
დილით უჩვეულოდ პოზიტიურ განწყობაზე გავიღვიძე. ყურებ ფართხუნა ლეკვს და ლანას ისევ ეძინათ. საათს, რომ გავხედე ექსვს უჩვენებდა. სწრაფად ამოვიცვი შარვალი , ზევით კი ლურჯი თავისუფალი მაისური ჩავიცვი. ფეხები ფლოსტებს გავუყარე და ჩუმი ნაბიჯებით გამოვედი ოთახიდან.
სიმღერას ტანს ვაყოლებდი და პიცას ღუმელში ვდებდი გამოსაცხობად. ესეც ასე! უუ როგორ მიყვარს პიცა და ჩემი მომზადებული, ხო მითუმეტეს! ახლა დასვრილი ჭურჭლისთვის უნდა მიმეხედა. ჩემს ყავას გავხედე, რომელიც პიცის მზადების დროს გავიკეთე. უკვე გაციებულიყო. თავი არ მიმიბრუნებია ისე გადავასხი ფანჯრიდან.
-გაგიჟდი! - მსუბუქად შევკივლე, როცა ალექსის ხმა გავიგე. ფანჯრისკენ შევბრუნდი და ჩაწითლებული თვალებით მომზირალი შემრჩა ხელში, რომლის თეთრ მაისურს უზარმაზარი ლაქა ეტყობოდა.
-შენ მანდ რა გინდოდა? - შევიცხადე და უკვე იმაზე ფიქრი დავიწყე რა მოუვიდოდა ჩემებს, როცა ნაჯახით აჩეხილს მიპოვიდნენ ტყეში. გამწარებული გაშორდა ფანჯარას და კარები შემოგლიჯა.
-მე გიყიდი ასეთ მაისურს გპირდები. მართლა გიყიდი! - მაგიდას შემოვუარე და შევეცადე მისგან რაც შეიძლება შორს ვყოფილიყავი.
-ასეთი იდიოტი როგორ ხარ? მაგას რომ ასხამდი არ უნდა გამოგეხედა? - გამწარებული წამოვიდა ჩემკენ. რამდენიმე წრე მდუმარედ დავარტყით მაგიდას. - გაჩერდი მანდ! - შემიღრინდა და მეც უნებურად დავემორჩილე. ძალიან, ძალიან ახლოს მოვიდა ჩემთან. მისი თბილი სუნთქვა ბაგეებზე მეცემოდა. ხელი წამოწია ჩემკენ , თმა ყურსუკან გადამიწია და სულ ოდნავ შეეხო მისი ბაგეები ჩემსას. თვალები მივნაბე და გავიტრუნე. რამდენიმე წამი ასე ვიყვი, შემდეგ კი ბლანტი სითხე ვიგრძენი ჯერ თავზე, შემდეგ ყელზე და ტანზე. სწრაფად ვჭყიტე თვალები, ჩემს წინ გველურად მომღიმარი ალექსი იდგა და ზეთი ეჭირა ბოთლით. ჩემმა გონებამ წამში გაიაზრეს ყველაფერი. მან ზეთი გადამასხა თავზე!
-ეს...ეს რა გააკეთე? - გამწარებულმა დავუყვირე და სასოწარკვეთილი სახით მოვისვი ხელები თმაზე.
-ხმას დ ა უ წ ი ე! - დამიმარცვლა და ვაშლის ჭამით გავიდა სამზარეულოდან. რამდენიმე წუთი გახევებული ვიდექი ერთ ადგილას და იატაკს ვაფუჭებდი ჩემგან ჩამოწვეთებული ზეთით. ყრუდ ამოვიკივლე და სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი იქიდან. მოვკლავ! ამას არ შევარჩენ! მეორე სართულზე, რომ ავედი ოთახიდან იმ წუთს გამოვიდა ალექსანდრე. გამოუცვლია ბიჭს.
-ახლა ხახვი უნდა მოგაყაროს კაცმა, მერე კი ღუმელში შეგწვას. -დამცინავი ხმით დაიწყო. -ძალიან გემრიელი იქნები!
-ამას...-თითი ცხვირწინ ავუფრიალე და თვალებმოჭუტულმა გავხედე. - არ გაპატიებ! - თავაწეული გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი. მაგრამ ბედი არ გინდა? ზეთზე ფეხი ამიცდა და იატაკზე დავებერტყე. ისევ! ნელა მობრუნდა ჩემკენ. მხრები აიჩეჩა და მშვიდი ნაბიჯებით დამტოვა.
-კრეტინი! იდიოტი! ყეყეჩი! -გამწარებული ვიხეხავდი ტანს, მაგრამ ჩემი კანი კვლავ ზედმეტად სრიალა იყო. არ ვიცი რამდენი ხანი დავყავი იქ, თუმცა ვიცი, რომ მინიმუმ ორი საათი მაინც. როგორც იქნა საბოლოოდ მოვიშორე და სველი თმით გამოვედი . შორტი და მოკლე მაისური სწრაფად ჩავიცვი. ახლა მხოლოდ დაძინება მიდა კარგა ხანი. ჩემს ჩანთაში დამამშვიდებელი მოვქექე და ორი აბი დავლიე. ჯერ ქვევით ჩავალ და ვეტყვი, რომ პიცა შემინახონ. ნელი ნაბიჯებით ავუარე ალექსის და ლუკას ოთახის კარს, შემდეგ სწრაფად მოვბრუნდი და შიგნით შევხტი. ყველგან მათი ნივთები ეყარა, მაგრამ როგორ გამერჩია, რა რომლის იყო?
-მაშ ბატონო ალექსანდრე, რა გაგიფუჭოთ? -მაცდურად გავიღიმე და სუნამოებს მოვავლე თვალი. ყველა სათითაოდ დავყნოსე და როგორც კი ნაცნობი სურნელი ვიგრძენი კმაყოფილს გამეღიმა. ახლა ამას რა ვუყო? მიდი რა, ამუშავდი ჩემო ტვინო! რა ვქნა, რა ვქ...ფიქრი ტელეფონის ხმამ გამაწყვეტინა, რომელიც საწოლზე ეგდო. ისე მოვუახოვდი თითქოს ბომბი ყოფილიყო. სანამ ვინებებდი აღებას მანამ შეწყდა ზარი. თვალები დავხუჭე და ჩამრთველს დავაჭირე. ნეტა დაბლოკილი არ იყოს. ჯერ ცალი თვალი გავახილე, მერე მეორეც.
-იეს! - ადგილზე ავხტუნავდი და წამოვიყვირე, რომ გავიაზრე რას ვაკეთებდი სწრაფად ვიტაზე პირზე ხელი. მაშინვე ოპერაში შევედი. მისი გვერდი ჩართული დაუტოვებია. იდიოტი! ორი შეტყობინება იყო. სწრაფად გავხსენი ერთ-ერთი, რომელზეც ნიკოლოზ აფაქიძე ეწერა.
-გამარჯობათ ბატონო ალექსანდრე, მე ბატონი გუჯას ასისტენტი ვარ. ის თქვენს პასუხს ელოდება“ -ხმამაღლა წავიკითხე და ჩამეცინა.
-„ბატონ გუჯას უთხარი, რომ ჩამოსვლისას მაგრად გავტყიპავ მათრახით!“- ფხუკუნით მივწერე და ტელეფონი უკან დავაბრუნე. ისევ სუნამოებისკენ გავაპარე მზერა. ის ის იყო მათ დავწვდი, რომ ნაბიჯების ხმა შემომესმა. ჯანდაბა! გარდერობში შევძვერი და მაქსიმალურად შევიკავე სუნთქვა. მესმოდა როგორ მოძრაობდა ოთახში ვიღაც. ეს სავარაუდოდ ან ლუკა იქნებოდა, ან ალექსი! ის ვიღაც საწოლზე გაიშხლართა და აშკარად არ აპირებდა გასვლას. ჯანდაბა! ახლა რა ვქნა? კარგა ხანი დავყავი ამ პატარა სივრცეში თავი. მერე კი ვერც გავიაზრე ისე ჩამეძინა.
*********
ბურუსიდან ნაცნობა ხმებმ გამომიყვან. კისერი და წელი საშინლად მტკიოდა.
-გაფართოებულ ძებნას დაწიყებენ, ვიპოვნით. - ეს ალექსი იყო აშკარად.
-ამის დ.შ! სად გაქრა? რა ვქნათ ტო რამე თუ დაემართა?
-არაფერი დაემართბა! - ნეტა ვისზე საუბრობდნენ? ყური მივადე კარს და სმენა დავძაბე. რაღაცის მტვრევის ხმა გაისმა და მსუბუქად შევკივლე. გაჩუმდნენ! ისევ კარებისკნ წავწიე ყური და თვალებიც დავხუჭე. უცებ იქაურობა განათდა, მაშივე ვჭყიტე თვალები და ჩემს წინ მდგარ ორ თვალებგადმოკარკლულ პიროვნებას დავაკვირდი.
-შენ...შენ აქ რა...მოიცა აქ იყავი? - ალუღლუღდა ლუკა. ალექსი კი როგორც ჩანს ისევ შოკში იყო. ნეტა რამდენი ხანი ვიყავი აქ? ფანჯრისკენ გავაპარე თვალი მზე ბოლომდე არ იყო ამოსული. პირი გამიშრა, ნუთუ მეორე დილაა?
-შენ სულ გაგიჟდი?! - ისე დამიღრიალა ალექსმა, რომ შევხტი და თავი დავარტყი ხის მასალას. სახე დამემანჭა ტკივილისგან, მაგრამ ეს რა იყო, როცა მთელი სხეული მტკიოდა?-გამწარებული გეძებთ რა ხანია! რა არ ვიფიქრეთ, ლანა ლამის ხელში ჩაგვაკვდა და შენ გარდერობში ნებივრობდი? - მთელ ხმაზე ღრიალებდა და თვალები ჩაწითლებული კი არა, უფრო ჩაშავებული ქონდა.
-რა ხდე...-ვაჩე შემოვიდა ოთახში და მე რომ დამინახა, მასაც იგივე რეაქცია ქონდა. - დაბრუნდი? სად იყავი? ვინმემ ძალით წაგიყვანა? ხომ კარგად ხარ? - მომვარდა ტყუპი და აფორიაქებულმა შემათვალიერა, მე კი ისევ დაბნეული ვიყავი. რა ხდება კიმაგრამ?
-წამოდი! - დამიღრიალა ალექსნმა.
-სანდრო დამშვიდდი და გაუშვი! აცადე აგვიხსნას! - გამომესარჩლა ლუკა და მკლავზე დაგაჩა ხელი მას.
-არ ჩაერიო! - კბილებში გამოსცრა და ჩემიანად დაიძრა გასასვლელისკენ.
-რა...რა ხდება? - ავბლუყუნი, მაგრამ ის ჩემსკენ არ ბრუნდებოდა. მისაღებში, რომ შევედი იქ ორი ფორმიანი კაცი და მათთან ერთად ლანა, მიშო, ნუცა და მისი მშობლები დამხვდნენ.
-აღარ არის მისი მოძებნა საჭირო! - მკაცრი ხმით თქვა მან. ტირილისგან თვალებდასიებული ლანა წამში მომვარდა.
-ღმერთო ლიზ! ჩემო სიცოცხლე! - ერთიანად ცახცახებდა ის და თავზე მკოცნიდა. - კარგად ხარ? ალექსმა გიპოვა? -ცრემლები მოიწმინდა და გაფაციცებით ჩამაშტერდა თვალებში. პასუხი ვერ გავეცი რადგან მიშო და ნუცაც მომვარდნენ. გული, რომ იჯერეს ჩემი ხვევნა კოცნით, ლანამ ერთობ საჭირო კითხვა დამისვა.
-სად იყავი?
-მე...
-კარადაში ეძინა! - ჩემს მაგივრად უპასუხა ალექსმა და გაავებული მზერა მომაპყრო. მაშინვე გაჩუმდნენ ყველანი და ისევ მან განაგრძო. - ბატონო ოფიცერო, ბოდიში შეწუხებისთვის, განცხადებას უკან გამოვიტანთ.
-კარგით, ნახვამდის - თავი დაგვიკრა ერთ-ერთმა ფორმიანმა შემდეგ კი მე გადმომხედა. -მიხარია, რომ კარგად ხართ. - ღმერთო ჩემო! ეს რა იყო? ამდენი ხანი იქ როგორ მეძინა? თავში მაშინვე ამომიტივტივდა საძილე აბები. ჯანდაბა, რა იდიოტი ვარ! პოლიციელები, რომ წავიდნენ მაშინვე ყველა მე მომაშტერდა.
-ძალიან ვინერვიულეთ შვილო, იქ რა გინდოდა? - ნუცას დედა მომიახლოვდა და თავზე ხელი გადამისვა.
-მე მე...-რა მეთქვა? ოთახში ალექსის ნივთების გასაფუჭებლად შევედი, შემდეგ მაინ ამ დროს ინება ოთახში შემობრუნება და მეც გარდერობში დავიმალე მეთქი?!
-რა უტვინო გოგო ხარ! იქ როგორ დაგეძინა თან ამდენი ხანი? ან სართოდ რა გინდოდა იმ ოთახში? - დაიღრინა ალექსმა.
-კარგით შეეშვით ახლა - ასპარეზზე ბატონი ჯამბული გამოვიდა და თბილად გამიღიმა. - მთავარია ყველაფერი მშვიდობით დასრულდა და ლიზა კარგად არის.
-მართალია, ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ! - ლანა ძლიერად ჩამეხუტა. ღმერთო რა ბატი ვარ! ნამდვილი უტვინო! ორი აბი რაღას დავლიე? კარები გაიჯახუნა ვიღაცამ, ეს ვიღაც კი ალექსი იყო. სულ მაგის ბრალია! ჯანდაბაშიც წასულა! მზიამ სუფრა გაშალა და ყველამ ვისაუზმეთ. თუმცა ნიკა და ალექსი აკლდნენ აქაურობას.
-ნიკაზე რამე იცი? - ლანას ვკითხე ჩურჩულით და მანაც თავი დამიქნია.
-გუშინ წავიდა, მანამ სანამ შენს არ ყოფნას შევამჩნევდით.
-სად წავიდა?
-ალბათ თბილისში. -მხრები აიჩეჩა და ჭამა გააგრძელა. შუადღემდე ეზოში ვიყავით და უკვე მეათასედ მომაყოლეს ის თუ როგორ აღმოვჩნდი კარადაში და როგორ ჩამეძინა.
-რამის გაფუჭება მოასწარი? - ჩაიხითხითა ვაჩემ. ვიღაც ნიკოლოზთან მიწერილი სმს გამახსენდა, მაგრამ არ მიღიარებია ჩემი ეს საქციელი და უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე.
-ორი აბი რამ დაგალევინა ტო?
-რა ვიცი, ნერვებმოშლილი ვიყავი და დამშვიდება მინდოდა. -ღიმილით გავაქნიე თავი.
-კიდევ კარგი შენებთან დარეკვა ვეღარ მოვასწარი. გიჟი ხარ,ლიზ!- ახლა ვაცნობიერებ, რომ მართლაც კარგად გადავრჩი. ელენე ხო გაგიჟდებოდა და გიორგიზე აღარაფერს ვამბობ. მთელს სამეგრელოს დაიმხობდნენ თავზე.
-დღეს ისევ კარადაში ხომ აპირებ ძილს ? მე ინააღმდეგი არ ვარ, ხელს არ შემიშლი. -აფხუკუნდა ლუკა. თვალები გადავატრიალე. კიდევ რამდენ ხან უნდა ესაუბრათ ამაზე. - ვაა ალექს, მოხვედი? -სწრაფად მივიხედე უკან, ლუკას სიტყვებზე და დინჯი ნაბიჯებით მომავალ ალექსს შევხედე, რომელიც ჩემს წინ ჩამოჯდა.
-მოვედი კი! - ლუკას უპასუხა და მეც დამიბღვირა ერთი ჩემი მზერა, რომ შეამჩნია. მისი ტელეფონი აზუზუნდა და სწრაფად უპასუხა.
-გისმენ...რას ქვია უარი თქვა?! - წარბშეკრული ამოიწია. - გუჯას ასისტენტმა თქვა ეს ? -თვალები გამიფართოვდა როდესაც მივხვდი, დაახლოებით რას ეუბნებოდნენ ალექსს, რომელიც ცეცხლებს ყრიდა თვალებიდან. -ამის დ.შ! მე არაფერი მიმწერია...ჩემი ტელეფონი ოთხში...-სიტყვა გაწყვიტა და გაოცებული მომაჩერდა. ვსიო! დამერხა! სწრაფად წამოვდეგი ფეხზე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-გაჩერდი! - დამიღრიალა მან, მაგრამ აღარ დავმორჩილებივარ ისე მოვკურცხლე ადგილიდან, ვერც ერთი მამაზეციერი ვერ დამეწეოდა. -გაჩერდი მეთქი გოგო! - ის ისევ ღრიალბდა და სიმართლე გითხრად კიდევ უფრო მაქეზებდა ეს, მთელი ძალით გავქცეულიყავი და მისი სიტყვების საპირისპირო გამეკეთებინა. მეზობლის ეზოს ღობეზე გადავხტი და უკანონოდ შევიჭერი სხვის ტერიტორიაზე. ვინაიდან ის ჩემზე მაღალი იყო, არ გასჭირვებია იგივეს გაკეთება. სწრაფად წავედი აუზისკენ და იქაურობას წრე დავარტყი. - ელიზაბეტ გაჩერდი და ამიხსენი ნიკოლოზ აფაქიძეს რა მისწერე!
-არაფერი!
-მაშინ რატომ გამოიქეცი?
-იმიტომ, რომ გამომეკიდე! - გაავეებულმა ამოიხვნეშა.
-გოგო ნუ გადამრევ თორემ ამ აუზში ჩაგახრჩობ! - დამიღრინდა.
-დაგიჭერენ! - დავემუქრე და უცხო სახლისკენ გავიხედე. ახლა იქიდან, რომ გამოვიდნენ? რომ მკითხონ აქ რა გინდათო- რა ვუპასუხო? -ააა! -ვიკივლე, როცა დაჭიმული ხელები წელზე ვიგრძენი. ავფართხალდი, მაგრამ ამაოდ.
-ახლა რა გიქნა პატარა ქალბატონო? - ჩუმად მითხრა და ეშმაკურად გამიღიმა. რა ვქნა? რა ჯანდაბა გავაკეთო ახლა? წამში მოვდუნდი და ტუჩები ყურთან მივუტანე. ვიგრძენი სუნთქვა როგორ შეეკრა. ყურის ბიბილოზე ნაზად ვაკოზე და ერთიანად მოდუნებულს ხელი ვკარი. ისიც სწრაფად აღმოჩნდა სავსე აუზში. ავხარხარდი მის გადმოცვენილ თვალებზე და უკანმოუხდავად დავტოვე იქაურობა. უკვე ნაცნობ ეზოში, რომ შევედი პირდაპირ სახლისკენ დავიძარი. გავიგე,როგორ დამიძახა ლანამ და მკითხ რა ხდებაო, თუმცა ყურადღება არ მიმიქცევია. ოთახში შევიკეტე და კარგა ხანი არ გამოვსულვარ იმის იმედით, რომ დამშვიდდებოდა.
მთელი საათ-ნახევარი დავყავი იქ, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მელეოდა მოთმინება. კარებს მივუახლოვდი და თავი გამოვყავი ოთახიდან. კორიდორი „სუბთა“ იყო. თამამად გადმოვდგი რამდენიმე ნაბიჯი და კიბეს მივუახლოვდი. ნეტა სად არის? ეზოში გავედი. ბავშვები ისევ იქ ისხდნენ და რაღაცაზე ხარხარებდნენ. თვალი მოვავლე მათ, მაგრამ ალექსი ვერსად დავლანდე. დამაეჭვა მისმა გაუჩინარებამ. იმედია ჩემთვის საფლავის გასათხრელად არ წავიდა! ბავშვებს მივუახლოვდი და მათთან ჩამოვჯექი.
-სად იყავი ლიზიკო? მეგონა მოგკლეს უკვე გაწუწულ ალექსს, რომ მოვკარი თვალი! - გაეცინა ლუკას.
-ხო მართლა სად არის?
-არ ვიცი, შენ, რომ სახლში შეხვედი, ათ წუთში ისიც უკან გამოგყვა. - წარბები შევკარი.
-აქ ვარ! - ნაცნობი ხმა მომესმა და მეც საბრძოლო პოზა დავიკავე თუმცა ის მეტისმეტად მშვიდი ჩანდა. ღიმილით ჩამოჯდა ტყუპების გვერდით ვითომ არც არაფერი მომხდარა. მგონი მართლა ჩემი საფლავის გასათხრელად იყო წასული და ახლა შესაფერის მომენტს ეძებს ჩემს მოსაკლავად. - რაზე საუბრობდით?
-ზეგ უნდა დავბრუნდეთ თბილისში. - აშკარად მოვიღუშე ამ სიახლის გაგონებისას.
-ასე მალე?
-ხო რა! - მხრები აიჩეჩა ლუკამ. - შენ რა გჭირს გეჟოო? - თვალები აუფახურა მან ალექს და ისიც წამში მოიღუშა.
-ნერვებზე ნუ ამჭრი ახალ! - ხელები აიქნია. - დღეს სტუმარი ჩამომდის.- რატომღაც ამ სიტყვებზე მზერა ჩემზე გადმოიტანა. წარბები შევჭმუხნე. ვინ სტუმარი?
-ვინ სტუმარი? - უნებურად ხმამაღლა ვიკითხე და წამსვე დავიწყევლე თავი. ირონიული ღიმილით გადმომხედა ალექსმა, თუმცა ამის მიზეზს ვერ მივხვდი.
-მეგობარი გოგო! - ჩაიცინა და კმაყოფილმა გადმომხედა. „მეგობარი გოგო!“ გონებაში გამოვაჯავრე და მიშოს დავადე მხარზე თავი. ცოტახანი კიდევ ვიღლაბუცეთ აქ. ისე მოსაღამოვდა, რომ დროის გასვლა ვერც კი შევამჩნიე. უკვე ვიშლებოდით, რომ ჭიშკართან ტაქსი გაჩერდა. იქიდან მაღალი და ძალიან ლამაზი გოგო გადმოვიდა. წაბლისფერი სწორი თმით. შორიდან მხოლოდ ეს ჩევამჩნიე. ალექსი სწრაფად წამოდგა ფეხზე და გოგონასკენ დაიძრა. აჰ, ანუ ეს ის „მეგობარი გოგონაა“ რომელზეც ალექსი ამბობდა. ირონიული ღიმილი გადავიკარი სახეზე და ბავშვებთან ერთად დავიძარი მათკენ.
-გაიცანით ეს ნიტაა. - ღიმილით წარმოგვიდგინა მისი თავი. ვაღიარებ ძალიან დახვეწილი გოგო ჩანდა. ლამაზი სახით და არაჩვეულებრივი სხეულით, მაგრამ თვალებით მაინც ვჯოკრავდი! მას ჩვეულებრივი, ყავისფერი სფეროები ქონდა. დიდი არაფერი ეხა! მასაც წარუდგინა ჩვენი თავი სათითაოდ. შემდეგ კი ყველანი სახლში შევედით. ნუცას მშობლებიც თბილად შეხვდნენ ნიტას. ცოტა არ იყოს, ნერვები მომეშალა. რამე მაინც ქონდეს ამ გოგოს დასაწუნი! თუმცა რატომ მინდა ეს? რაში მაინტერესებს ალექსის გოგო როგორი იქნება.
-რამდენი წლის ხარ ნიტა? - ვკითხე და „თბილი“ ღიმილით გადავხედე.
-ოცდახუთი. შენ?
-ოცდაერთი!
-პატარა ყოფილხარ. - ღიმილი ჩამომერეცხა სახიდან. რატომ ვიყავი ვითომ პატარა?
-მე მასე არ ვფიქრობ! - მჟავე სახით მივბრუნდი ალექსისკენ, რომელიც ეშმაკურად მიღიმოდა. ამას რა ჯანდაბა უნდა ახლა? უჰ! სართოდ წამიხდა ხასიათი.
-ვახშამი მზადაა ბავშვებო! -ღიმილით გვამცნო დიასახლისმა და ჩვენც ფეხზე წამოვიშალეთ. ალექსი და ნიტა რა თქმა უნდა, გვერდი გვერდ ისხდნენ, მე კი მათ წინ ვიჯექი. აღმოჩნდა, რომ ქალბატონი ახლახანს ჩამოვიდა ამერიკიდან და ის დიზაინერია. მობეზრებულად ავატრიალე თვალები მისი ნაშრომის ქება, რომ დაიწყო. ესეც ერთი მინუსი! ზედმეტად თავდაჯერებული იყო. ხელი გავიწვდინე ერთადერთო ორცხობილისკენ, რომელიც თეფშზე იყო, დარჩენილი, მაგრამ ალექსანდრემ სწრაფად აიღო ის და ნიტას გაუწოდა.
-მიირთვი გემრიელია. - მისკენ არც გაუხედავს ისე უთხრა და მე გადმომხედა ირონიული ღიმილით. ლამის ავყვირდი და ყველაფერ დავლეწე, რაც მაგიდაზე იდო. შურით ვუყურებდი, როგორ გემრიელად ილუკმებოდა ნიტა და შევამჩნიე ჩემი მზერიისგან აშკარად, რომ შეწუხდა.
-სად სწავლობ ლიზა?
-უნივერსიტეტში! -ნაგლად ვუპასუხე და ღიმილი შეაშრა სახეზე.
-უმ...რომელ ფაკულტეტზე? - დაიბნა გოგონა.
-ფსიქოლოგურზე. - წარბები შევკარი, ლანამ კი მოჯლუნგი გამკრა, უხერხულიაო.
-ამერიკაში დაბრუნებას აპირებ? - უხერხულიბა ვაჩეს მხიარულმა ტონმა განმუხტა.
-ალბათ არა, ვნახოთ აქ როგორ ავაწყობ სამეს.
-ვერ ააწყობ! - უნებურად წამომცდა და ყველამ მე გადმომხედა. -უფროსწორედ...მე ვიგულისხმე, რომ სად ამერიკა და სად საქართველო...ანუ ამერიკაში მეტია წარმატების შანსი. -ავბლუყუნდი და შევეცადე ჩემი სიტყვები გამომესწორებინა.
-ხო გეთანხმები, მაგრამ მაინც ვცდი. - გამიღიმა და განაგრძო ორცხობილის ჭამა. ცეცხლი ჭამე!


ესეც მეცხრე თავი. რა გგამოვიდა მაგის შეფასება თქვენთვის მომინდია ტკბილებო!
გამლანძღეთ რამდენიც გინდათ :დდ



№1 სტუმარი სტუმარი მარიკო

Gmerto ramdeni vicinee saxlshi yvelas sdzinavs da imxelaze vicinodi dedachemi gavagvidze
Dzalian gaverte ise rom verc warmomedgina chemo tkbilo rogor momwonxar( kidev kargi bichi ar xar torem komentars ra damawerinebda) mshvenieri tavi iyo yvelanairad kargi dzalian kmayofili davrchi teqstis sididec kargia warmatebebi aba Shen ici aechviane liziko bolo movugot nitas

 


№2 სტუმარი რუსუდანi

როგორ ველოდი ახალ თავს...მომეწონა რა თქმა უნდა და ველოდები მოვლენების განვითარებას.ეს ჩვენი ლიზა რა "ქაჯი" ყოფილა.კარგი გაგებით რა თქმა უნდა.მომწონს ეს ისტორია და იმედია საინტერესო გაგრძელებასაც შემოგვთავაზებ❤

 


№3  offline წევრი Nini_

აუ ძალიან მომწოოონს <3 ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება<3 ისევ და ისევ ალექსი და ლიზააა <3 :დ

 


№4  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
Gmerto ramdeni vicinee saxlshi yvelas sdzinavs da imxelaze vicinodi dedachemi gavagvidze
Dzalian gaverte ise rom verc warmomedgina chemo tkbilo rogor momwonxar( kidev kargi bichi ar xar torem komentars ra damawerinebda) mshvenieri tavi iyo yvelanairad kargi dzalian kmayofili davrchi teqstis sididec kargia warmatebebi aba Shen ici aechviane liziko bolo movugot nitas


ღმერთო მარიკო scream
მართლა ასე იცინე? scream
არადა საერთოდ არ ველოდი, რომ ასე გაგახალისებდათ ეს თავი.
ენა ჩამაგდებინე :დდდ
რა კარგი გოგო ხარ შენ heart_eyes რა ტკბილი და რა თბილი <3
უზომოდ მიხარია, რომ მოგეწონა!

რუსუდანi
როგორ ველოდი ახალ თავს...მომეწონა რა თქმა უნდა და ველოდები მოვლენების განვითარებას.ეს ჩვენი ლიზა რა "ქაჯი" ყოფილა.კარგი გაგებით რა თქმა უნდა.მომწონს ეს ისტორია და იმედია საინტერესო გაგრძელებასაც შემოგვთავაზებ❤


ძალიან, ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
როგორ მიხარია, რომ კითხულობ და შენი აზრიც გამიზიარე kissing_heart
ყველენაირად ვეცდები საინტერესო გაგრძელება შემოგთავაზოთ!

Nini_
აუ ძალიან მომწოოონს <3 ერთი სული მაქვს შემდეგი თავი როდის დაიდება<3 ისევ და ისევ ალექსი და ლიზააა <3 :დ


კარგი ხარ ნინი შენ kissing_heart
მე მაგაზე მეტად რა გამახარებს თუ შენ გაგახარე ?
მალე დავდებ ახალ თავს შოკოლადო heart_eyes

 


№5 სტუმარი სტუმარი lika

vaimeeeee cudadvar ramdenivicineee :dddddd ai sul minda am istorias vkitxulobde da yovel wams vamowmeb saits daido tuara au dzaaaaaam dzaaaan magaria imedia xval dadeb tore chemi nervebi magdens ver gaudzlebs :ddd <3333

 


№6  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი lika
vaimeeeee cudadvar ramdenivicineee :dddddd ai sul minda am istorias vkitxulobde da yovel wams vamowmeb saits daido tuara au dzaaaaaam dzaaaan magaria imedia xval dadeb tore chemi nervebi magdens ver gaudzlebs :ddd <3333


ვაიმე! scream როგორ მიხარია!
მიხარია, რომ გაგაცინე :) უზომო მადლობა, რომ კითხულობ ლიკა heart_eyes
მაბენდიერებთ მე თქვენ!

 


№7  offline წევრი Lover-Girl

ვაიმე რამდენი ვიცინე smile smile ძალიან მაგარი თავი იყო.. თუ ასე გააგრძელებ, ძალიან საინტერესო იქნება.. ოღონდ მალე არ დაამთავრო რა... ბევრი, ბევრი "თავები" დადე კიდე smile უყურე შენ ალექსანდრეს, როგორ აეჭვიანებს ლიზას. მაიმუნი ბიჭი ეს smile ნუ, ვეოდები დიდი ინტერესით შემდეგ თავს, რომელიიც იმედია დღეს დაიდება kissing_heart

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

Lover-Girl
ვაიმე რამდენი ვიცინე smile smile ძალიან მაგარი თავი იყო.. თუ ასე გააგრძელებ, ძალიან საინტერესო იქნება.. ოღონდ მალე არ დაამთავრო რა... ბევრი, ბევრი "თავები" დადე კიდე smile უყურე შენ ალექსანდრეს, როგორ აეჭვიანებს ლიზას. მაიმუნი ბიჭი ეს smile ნუ, ვეოდები დიდი ინტერესით შემდეგ თავს, რომელიიც იმედია დღეს დაიდება kissing_heart


მიხარია თუ მართლაც კარგი თავი გამომივიდა. არა არ თავამთავრებ მალე :დდ
და ვეცდები ხალისი არ დაკარგოს ისტორიამ. ყველანაირად ვეცდები დღეს დავდო heart_eyes
უზომო მადლობა შეფასებისთვის <3 უდიდესი სტიმულია ეს ჩემთვის.

 


№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

უცნაური მე
ვაიმე ბელუ რა კარგი ხარ.. ამ თავის დანახვამ გამახარაა <3 ეს ნიტა უკვე ნერვებს მიშლის :დ მე რას მიშავებს მაგრამ მაინც :დ ალექსი როგორ მომწონს <3 ძაან არ აეჭვიანო ჩვენი გოგო :დ ისე ეს ნიკა სად მოტეხე, რაღაც ცუდად დაძვრებიან ეგ და ნუციკო.. ველოდები გაგრძელებას <3 ხოო ის იდუმალი სილუეტიც მაინტერესებს.. :დ


მე კი შენ გამახარე heart_eyes ჩვენი გოგო ეჭვიანი არ არის, უბრალოდ როცა ვინმე გულზე არ დაეხატება, მავნე ხდება :დდ შემდეგ თავში მიხვდები ამას რატო ვამბობ.
ხო ნიკა და ნუციკო ცოტახნით გადავდე გვერდზე :დ
ის იდუმალი სილუეტა კი თბილისში გააქტიურდება უფრო :)

 


№10 სტუმარი სტუმარი ანა

ბევრი ვიცინე.. ძალიან საინტერესო ისტორიაა.. მომწონს...

 


№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ანა
ბევრი ვიცინე.. ძალიან საინტერესო ისტორიაა.. მომწონს...


ძალიან მიხარია heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი ანი

შემდეგ თავს როდის დადებ? ძალიან მაიტერესებს heart_eyes heart_eyes heart_eyes

 


№13  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ანი
შემდეგ თავს როდის დადებ? ძალიან მაიტერესებს heart_eyes heart_eyes heart_eyes


არ ვიცი disappointed_relieved დღეს კლასელის ბაბუის განსვენებაზე ვიყავი იქიდან მოსული კი საშინლად დავიღალე disappointed
მიხარია, რომ დაგაინტერესეა :)

 


№14 სტუმარი სტუმარი მარიკო

ანუ დღეს არ დადებ არ დაველოდო?

 


№15  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი მარიკო
ანუ დღეს არ დადებ არ დაველოდო?


არა დღეს ვერ დავდებ და ამისთვის დიდი ბოდიში disappointed
დამიჯერეთ ისეთი დაღლილი ვარ, დაწერას კვლავ არ დაწერა ჯობდა ისეთი გამომივიდოდა.
ხვალ დავდებ აუცილებლად.
კიდევ ერთხელ ბოდიში!

 


№16 სტუმარი ვიკო

ძალიან მაგარი ისტორიაა,მხიარული,როცა ვკიტხულობ ღიმილი არ მშორდება გთხოვ რა მალ მალე დადე ახალი თავები დღეს დაიდება დაველოდო?

ახალ თავს დღეს დადებ?

 


№17  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვიკო
ძალიან მაგარი ისტორიაა,მხიარული,როცა ვკიტხულობ ღიმილი არ მშორდება გთხოვ რა მალ მალე დადე ახალი თავები დღეს დაიდება დაველოდო?

ახალ თავს დღეს დადებ?


ძალიან მიხარია, რომ მოგწონს heart_eyes
არ ვაგვიანებ ხოლმე, მაქსიმუმ ერთი დღე ჩამივარდეს.
კი დღეს დავდებ აუცილებლად.
მადლობა!

 


№18 სტუმარი სტუმარი qito

არ დადებ ახალ თავს დღეს ?

 


№19  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი qito
არ დადებ ახალ თავს დღეს ?


კი კი დავდებ უბრალოდ დაწერილი თავი ამეშალა და ახლა ხელახლა მიწევს წერა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent