შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გიჟური დღეები (თავი 8)


14-08-2018, 19:43
ნანახია 2 543

თავი 8
-ლიზ, გაიღვიძე! - ვიღაცის ხმა ჩამესმის და ხმის პატრონი შუბლზე მეხება. - ლიზ! – „ლიზ“ ასე ყოველთვის ნიკა მეძახის. თვალებს სწრაფად ვახელ და მომღიმარ ნიკას ვაკვირდები. -დიდხანს უნდა იყო, ასე? -იცინის.
-როდის მოხვედი? - საწოლზე ვჯდები და წარბშეკრული ვუყურებ.
-ერთი საათია.
-ერთი საათი აქ იყავი? - თვალები მიფართოვდება, ის კის თავს მიქნევს. -რატომ არ გამაღვიძე?
-ისე საყვარლად გეძინა,რომ...-ჩემსკენ იწევა და ტუჩის კუთხეში მკოცნის. ჟრუანტელი მივლის, მაგრამ არა სიამოვნების.
-კარგი, ჩადი და მოვალ. - საწოლის მეორე მხრიდან ჩამოვდივარ და კარადიდან ტანსაცმელს ვიღებ.
-სააბაზანოში ჩაიცვი, მე აქ დაგელოდები. - თვალს მიკრავს და საწოლზე გორდება. სწრაფად ვიძურწები იქიდან და თავს ვიწესრიგებ, შემდეგ ქი ჩაცმული გამოვდივარ იქიდან.
-თმა არ უნდა გაიშროო? - ჩემს თმას ავლებს თვალს, რომლიდანაც წყლის წვეთები მოედინება და თეთრ მაისურზე ეცემა.
-იყოს ასე. - მხრებს ვიჩეჩავ და ოთახიდან გამოვდივართ. კიბეს, რომ ვუახლოვდები წელზე ხელს მხვევს და მიღიმის.
-რატომ გაჩერდი? - მეკითხება, როცა ადგილიდან არ ვიძვრი.
-აა...არა არაფერი! - ნაძალადევად ვუღიმი და კიბეზე ჩავდივართ.
-ვა ინებეს გვრიტებმა ჩამოსვლა! - შეძახილებით შეგვხვდა ვაჩე. - ამდენ ხანს რას მაიმუნობდით მანდ? - რატომღაც პირველი თვალს ალექსანდრესკენ ვაპარებ, რომელიც ჩაწითლებული თვალებით გვაკვირდება და შეკრული მუშტი პირთან მიუტანია. თავს დამნაშავედ ვგრძნობ, მაგრამ რატომ? რატომ მემეართება ასე?
-არა სულაც არ ვმაიმუნობდით! - იცინის ნიკა და ლოყაზე მკოცნის. რაღა დღეს გახდა ასე მოსიყვარულე. ვიღუშები და მის ხელებს ვიშორებ. იმ წუთას ნუცა ჩამოდის ხმაურით კიბეებზე.
-გაიღვი...- სიტყვა შუაზე უწყდება, როდესაც უცხო ადამიანს ხვდება და უხერხულად იშმუშნება.
-ნუც ეს ნიკაა, ჩემი...-თვალებს ნიკასკენ ვაპარებ, რომელიც წარბშეკრული უყურებს თმა აჩეჩილ ნუცას. -ჩემი შეყვარებული.
-გამარჯობა!- წითლდება და თვალებში არც უყურებს ისე აწვდის ხელს.
-სალამი ნუცა! - ნიკაც ხელს ართმევს.
-აბა ჩვენს უმისოდ ივახშმეთ ? - მხიარულად ვკითხე ბავშვებს და ტუჩებზე ენა გადავისვი.
-ჩამოსულიყავი თავის დროზე, ამდენი ხალხი შენ ვერ დაგელოდებოდით! - ცივად ამბობს ალექსი და ოთახიდან გადის. რა ტანკმა გადაუარა ამას?
-არ ვაპირებდით თქვენს უმისოდ, მაგრამ სანამ ზევით იყავით სანდრო იმდენს ბორგავდა რო, რომ ვკითხე რა გჭრსთქო, მშია და იმათ რამდენი ხანი ველოდოთო. ჩვენც სხვა გზა არ გვქონდა. -ხითხითებს ტყუპი.
-თქვენ სამმა ივახშმეთ სამზარეულოში , ჩვენ კი გარეთ ვიქნებით. მერე კანიონზე წავიდეთ და ცოტა გავგრილდეთ. - ხელებს ერთმანეთზე უხახუნებს ლანა და ლუკასა და ტყუპებთან ერთად გადის.
-კარგი, აბა ვივახშმოთ! -ხმამაღლა ვიძახი და სამზარეულოსკენ ვიღებ გეზს. იქ ქალბატონი მზია ფუსფუსებს.
-მოდით ბავშვებო მიირთვით. უკვე გავაწყვე მაგიდა. - იღიმის და დასაჯდომად გვითითებს. მაგიდის ერთ მხარეს, ერთი სკამი დევს, მეორე მხარეს კი ერთმანეთის გვერდი გვერდ ორი. ისე ვაკეთებ, რომ მარტო ვიჯდე, ნიკა და ნუცა კი გვერდი-გვერდ თავსდებიან. ამდილით მეყოფა მასთან სიახლოვე!
-ნიკ, როდის მიხვდი, რომ ავტობუსში მე არ ვიყავი? - ეშმაკურად ვუღიმი, ის კი თავს აქნევს.
-მძღოლმა გამაღვიძა ბოლო გაჩერებააო. - სიცილი მივარდება, როცა წარმოვიდგენ ავტობუსში მარტო დარჩენილი ნიკას სახეს. ნუცაც მყვება და ნიკა ისეთი მზერით გაჰყურებს, საწყალი გოგო წითლდება უხერხულობისგან. საჭმლის ჭამას ვჩქარობ და გაკვირვებულებს ყურადღებას არ ვაქცევ.
-უბრალოდ მეჩქარებ! - მხრებს ვიჩეჩავ, ორცხობილას ვიღებ და ნიკას არაფრის თქმას არ ვაცდი ისე გამოვდივარ სამზარეულოდან. რატომღაც ლანასთან ჩახუტება მომინდა.
-დაღეჭვის გარეშე გადაყლაპე ეგ საჭმელი, თუ ასე სწრაფად როგორ ჭამე? - როგორც კი ეზოში გავდივარ კითხვას მახვედრებს ლანუკა, მე კი არაფერს ვპასუხობ ისე ვეხვევი. მამშვიდებს ეს სურნელი. რამდენიმე წუთი ასე ვარ და გაკვირვებულ თვალებს არ ვიმჩნევ. - რამე გამიფუჭე? ჩემი ახალი მაისური ხომ არა? - სწრაფად მშორდება ლანა და შეშფოთებულ მზერას მავლებს.
-არა! - ეს რა მაკადრე მეთქი ისეთი სახით შევხედე.
-მოდი მეც ჩამეხუტე ლიზაზუუ! - ჩემს სახელს წელავს ვაჩე და მეხვევა. მეც მის მკლავებში ვიტრუნები. - რა იყო ტო, კარგად ხარ? - ჩუმად მეჩურჩულება ის.
-კი! - მეღიმება და ვშორდები.
-ეე ბარემ ყველას ჩაგვეხუტე ტო! - ხელებს შლის ლუკა, მაგრამ სიცილით ვუვლი გვერდს. - დავიმახსოვრებ ამას მე!
-წავიდეთ რას ვუცდით?
-ნიკას და ნუც...აი ისინიც მოვიდნენ. -სახლიდან გამოსულ ნიკას და ნუცას მოვავლე თვალი. ორივე წარბშეკრული იყო.
-რამე მოხდა? - ეჭვნარევ მზერას ვავლებ.
-არაფერი! - ორივე ერთდროულად მპასუხობს, თან ისეთი ხმით, რომ შიშისგან ვხტები.
-სულ გაგიჟდით? - გაოცებული ვუყურებ მათ.
-არ წავიდეთ? -თემას ცვლის ჩემი შეყვარებული.
-ხო რა წავიდეთ თორემ დამადნო მზემ ! - წუწუნებს ვაჩე და ჩვენც მანქანებისკენ ვიძრებით.
-მე, ვაჩე, ალექსი და ლიზიკო ერთად, თქვნ კი მეორეთი წამოდით. -აცხადებს მიშო და აშკარად უკმაყოფილო ნიკას ვუყურებ.
-მაგრამ...-გაპროტესტებას აპირებს ნუციკო თუმცა მიშო აჩუებს.
-ბევრს ნუ ვილაპარაკებთ ახლა! წავედით! - ალექსი და მიშო წინ ჯდება, მე და ვაჩე კი უკან.
-აუჰ როგორ ცხელა ტო!
-რას მეტმასნები მერე? - მოჯლუნგს ვკარვ ვაჩეს და ფანჯრისკენ ვჩოჩდები.
-დღეს კარგად მეხვეოდი?- შეურაწყოფილი ხმით ამბობს ტყუპი.
-მოწყალება გავიღე.
-არადა შენს ცოლად მოყვანას ვფიქრობდი უკვე! - ხმამახლა ამბობს და ცალ თვალს ალექსისკენ აპარებს, რომელიც ტუჩებმოკუმული უყურებს სარკიდან. ნეტა ვაჩეს ეჩხუბა და იმიტომ არის დღეს ასეთი ჯმუხი?
-შეყვარებული მყავს ნუ გავიწყდება! - ვიცინი და სახეს ვუშვერ ფანჯრიდან ჩემომავალ, გრილ ჰაერს.
-შე...
-გაჩუმდით! - სიტყვას აწყვეტინებს ალექსი ვაჩეს და მკაცრი მზერით უყურებს. - თავი ამატკიეთ უკვე! - პრობლემები ისედაც გაქ შენ მაგ თავში. ცხვირს ვიბზუებ და მისკენ აღარ ვიხედები მთელი გზა.
****
-ჰე გოგო ჩამოდი! - მთელი ორი საათია ვაჩე მარწმუნებს, რომ ამ ყინულივით წყალში უნდა ჩავიდე, მე კი მთელი ორი საათია უარს ვეუბნები.
-ვაჩე ცივია ძალიან! აქაც კარგად ვარ. - უკვე დაზეპირებულ წინადადებას ვეუბნები. ტყუპები უცნაურად უყურებენ ერთმანეთს. -რა ? -დამფრთხალ მზერას ვავლებ მათ. წყლიდან სწრაფად ამოდიან ორივე და მაკლავებზე მავლებენ ხელს. -არაა! არქნა! ცივია ვაჩ...-სიტყვის თქმას ვეღარ ვახერხებ, რომ მთლიანად წყალში ვარ. სწრაფად ვწევ თავს და ღრმად ვსუნთქავ. მოხარხარე ლანას კი იმედგაცრუებულ მზერას ვავლებ. -ვახ ჩემი! ცივია! გამიშვი! - მუცელზე მუშტს ვარტყამ ვაჩეს და წყლიდან კანკალით ამოვდივარ.
-მეტკინა ტო!
-ღირსი ხარ! -თვალები დავუბრიალე და წამში ჩუმდება.
-მოდი ჩემთან! - ხელებს იშვერს ნიკა ჩემსკენ.
-აჰ...არა ისე ძალიან არ მცივა. - ადგილზე ვიწურები და ნაძალადევად ვუღიმი. ჩემგან განსხვავებით მას ღიმილი სახეზე აშრება.
-კარგი ეხა რა ვქნათ, ისე უბრალოდ ვიჯდეთ აქ?
-რავიცი, რამე გავაკეთოთ. - მოღუშული ვავლებ გარემოს თვალს. მოშორებით ვხედავ რამდენიმე ბიჭი დგას, ერთ-ერთ მათგანს ტელეფონი უჭირავს ხელში და სავარაუდოდ ვიდეოს იღებს. თვალებგაფართოებული ვუყურებ, როგორ აწვალებს პატარა ლეკვს ქერა ახმახი და ხორხოცებს. არავის არაფერს ვეუბნები. ჩუმად ვდგები ფეხზე და მათკენ მივდივარ. ლეკვის წკმუტუნი გულს მიკუმშავს. მინდება ახლავე დავესხა მათ თავს და ერთმანეთზე ვამტვრევინო თავები, მაგრამ ეს ჩემს ძალებს აღემატება.
-აბა გააღე პირი ძაღლო! - ქერამ პირზე წაავლო ხელი ციცქნა ლეკვს და მანაც ამოიწკმუტუნა საწყლად. მორჩა! ეს ბოლოა. მათკენ მივდივარ გამბედავი ნაბიჯბით. მაშინვე ყველა მე მაშტერდება ინტერესით.
-ლეკვი მომეცი! - მამისმკვლელი მზერით ვუყურებ ქერას, ის კი ცალყბად იღიმის.
-მაპატიე ლამაზო, მაგრამ ლეკვი ჩემია!
-რა იყო, შენ გააჩინე თუ? ახლავე მომეცი! - მისკენ ვიწევი და ლეკვისკენ ვიშვერ ხელს, რომელიც ისევ წკმუტუნებს.
-გოგო! -იღრინება. ბიჭებს ფხუკუნი უვარდებათ და ესეც გაავებული უყურებს მათ.
-მომეცი ლეკვი_თქო! შენზე სუსტ არსებას, რომ აწვალებ არ გრცხვენია?
-მისიმინე ლამაზო...-მკლავზე ხელს მაველბს და ძლიერად მიჭერს. - თუ არ გინდა ცუდად მოვიქცე , გამეცალე!
-მიგინგრევ სიფათს! - ვემუქრები მას კი თვალები უფართოვდება.
-შეენ? რაღაც მეეჭვება. -გველურად მიღიმის და მიახლოვდება. - ჩემთან მოსვლა თუ გინდოდა სხვა მიზეზი ვერ მოიფიქრე?
-მე...-ვხვდები, რომ მათთან ვერაფერს გავხდები და გაბმულ ყვირილს ვიწყებ. - მიშველეეეთ!
-გაჩუმდი! -კბილებში ცრის, მაგრამ უკვე ყველა ჩემს ირგვლივაა შეკრებილი.
-ლეკვი წამართვეს! – „ვსლუკუნებ აფერისტულად.
-დაუბრუნეთ გოგონას ლეკვი! - ერთ-ერთი ღიპიანი გამომესარჩლა და მეც თვითკმაყოფილმა გავიღიმე. მერე მანდ რა მოხდა ვერ აგიხსნით, მაგრამ ფაქტია ყველა ერთმანეთს ურტყამდა. „ჩემი“ ლეკვი გამოვაძვრინე მათგან და სწრაფი ნაბიჯებით წავედი ჩემებისკენ.
-იქ რა ჩხუბია? - ინტერესით მეკითხება ნიკა. - ან რა გინდოდა მანდ?
-არ ვიცი, რატომ ჩხუბობენ. ეს ლეკვი მგონი უპატრონოა და მარტო დასატოვებლად მეცოდება. -უსინდისოდ ვტყუი და ბიჭებს ვუღიმი.
-ეყოლება პატრონი, რა მოვლილია ვერ ხედავ? - წინ მიდგება ალექსი. ხო რა თქმა უნდა, მაგრად უვლიდნენ.
-არ ყავს მეთქი! -მანქანისკენ წავედი და ლეკვი გულზე მივიხუტე.
-შენ რა, ლეკვს იპარავ? - ისევ მაჩერებს ის.
-არ ვიპარავ, მიმყავს! - ვუბრიალებ თვალებს.
-ჯერ გავიკითხოთ აქ და თუ არ გამოჩნდება პატრონი, მერე წაიყვანე. - რა ჯანდაბა უნდა ამ იდიოტს?!
-არა! -ჯიქურად ვაშტერდები თვალებში.ი
-მომეცი!
-არა მეთქი!
-კარგი გეყოფათ! -ჩვენს შორის დგება ლუკა.- ყავდეს ეგ ლეკვი ჩვენ კი წავიდეთ უკვე. წარბშეკრული მაკვირდება სანდრო მე კი კმაყოფილი ვუღიმი.
-კარგი წავიდეთ. -ყველანი ფეხზე იშლება. ამჯერად მე და ნუცა ადგილებს ვცლით. სახლში, რომ ვბრუნდებით მე და ლანა ოთახში ავდივართ. ჩემს ტელეფონს ვიღებ, რომელიც ლუკამ დამიბრუნა და დედაჩემის ნომერ ვკრეფ.
-ერთი არ უნდა დარეკო ლიზა? - რა თქმა უნდა, მაშინვე შეტევაზე გადმოდის ელენე.
-აუ კაი, რა დე! ხო დავრეკე?
-რამდენიმე დღეა მანდ ხართ და შენს ამბებს მხოლოდ ლანასგან ვიგებ ქალბატონო!
-როგორ ხართ სახლში დე ? - ვაიგნორებ მის გამოსვლას.
-კარგად ვართ კარგად!
-გიორგი რას შვება? - საწოლზე ვგორდები და მოხერხებულად ვდებ მალიშზე თავს.
-მუშაობს, რა უნდა ქნას.
-ისევ იმ ჯაბასთან?
-კი, როდის ჩამოხვალთ დე ?
-არ ვიცი ელენე ვნახოთ. -დაზუსტებით არაფერს ვპასუხობ, რადგან თავადაც არ ვიცი. კიდევ რამდენიმე წუთი ვსაუბრობთ შემდეგ კი ტელეფონს ვთიშავ. ფანჯრისკენ ვიხედები და გუშინდელი ღამე მახსენდება. ვინ იყო იქ? ფიქრების გაგრძელების საშვალებას აღარ მაძლევს აბაზანიდან თმის მშრალებით გამოსული ლანა.
-რა სახე გაქ? -მეკითხება ბიძაშვილი.ეს ხომ ლანაა? მას ვერაფერს გამოაპარებ.
-არ მაქვს სახე! - სულელურ პასუხს ვუბრუნებ და ოთახის დაზვერვით დაკავებულ ფუმფულა ლეკვს ვუყურებ.
-რას ქვია არ გაქვს სახე?
-აუ არაფერი ლანა! - სრულიად წამიხდა ხასიათი. ლეკვს ხელი დავავლე და მისაღებში მჯდარ ბიჭებთან გავედი.
-ნიკა, უნდა ვილაპარაკოთ! - ხმამაღლა განვაცხადე და ლეკვი ვაჩეს ჩავუგორე კალთაში.
-მშვიდობაა? - ფეხზე დგება ის, და მიახლოვდება. ალექსი ისევ დაბღვერილი მიყურებს, ტყუპები და ლუკა კი ინტერესით.
-კი, გავიდეთ! - მჟავე სახით ვბრუნდები და ეზოში გავდივარ. დღეს უნდა გავარკვიო ნიკასთან ყველაფერი. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება!
-მეტყვი რა მოხდა? - ჭიშკართან ვჩერდებით, ნიკა კი ინტერესით მიყურებს.
-ნიკა, უნდა დავასრულოთ ეს ურთიერთობა! - ვხედავ როგორ ეცვლება სახე ჩემს მოულოდნელ გამოსვლაზე.
-მაგრამ...
-არავითარი მაგრამ ნიკა! ვერ ხვდები, რომ ეს ურთიერთობა არც ერთს გვარგებს? მშვენივრად იცი,რომ არ მიყვარხარ, მაგრამ მაინც ჯიუტად არ გინდა ჩემთან ყველაფრის დასრულება. სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს? შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და ჩემთან ყოფნას არ იმსახურებ. უნდა იპოვო ისეთი, ვინც სიყვარულზე სიყვარულით გიპასუხებს. თუ ჩემთან იქნები ეს არასდროს მოხდება. ვინ იცის...იქნებ მე, რომ არ დაგთანხმებოდი მაშინ, ახლა სულ სხვასთან ყოფილიყავი და სულ სხვა გყვარებოდა? მე მხოლოდ დაბრკოლება ვარ შენს ცხოვრებაში გაიგე ეს! - ერთიანად ვაყრი ყბებ დაჭიმულს. -ნიკა მისმინე! - ხელს ლოყაზე ვავლებ და ჩაწითლებლ თვალებში ვუყურებ. -მე შენ გაფასებ! არ ხარ ცუდი! შენ ძალიან კარგი ხარ და სწორედ ამიტომ გეუბნები ამას. -ლოყაზე ვკოცნი და სახლისკენ ვბრუნდები. იქ ალექსი დგას და ცივად მიყურებს. უხმოდ ვუვლი გვერდს და ოთახში ავდივარ. არ ვიცი რატომ, მაგრამ ტირილი მივარდება. ხო, ასე უაზროდ, უყველაფროდ ვტირი! ნახევარი საათი ასე ვარ და ერთიანად მოშვებული აბაზანაში შევდივარ. თვალები ჩაწითლებული მაქვს. ლანას ჩანთიდან პუდრს ვიღებ და ვცდილობ თვალებს რამე მოვუხერხო. ქვევით, რომ ჩავდივარ ნიკა და ალექსი იქ აღარ მხვდება.
-კარგად ხარ ლიზ?
-ნიკას დავშორდი! - ყოველგვარი შესავალის გარეშე ვამბობ. მაშინვე ყველამ ცქვიტა ყურები. ლანა და ლუკა გაოცებულები მიყურებდნენ. ტყუპებს თითქოს გაუხარდათ, აი ნუცა კი სულ სხვანაირი სახით მიყურებდა.
-რამე მოხდა? -ფეხზე დგება ლუკა და ჩემთან მოდის. - ხომ არ გაწყენინა?
-არა, არა! კარგა ხანია მაინც ამას ვაპირებდი. - ზანტად ვუღიმი. ტყუპები ერთად დგებიან ფეხზე და სწრაფად გადიან ოთახიდან.
-საით? -ვეკითხები, მაგარ მათ ჩემთვის აღარ ცხელათ. - რა ეტაკათ? - ლუკას ვეკითხები ის კი მხრებს იჩეჩავს.
-ლიზა, მართლა ყველაფერი კარგად არის? - ეჭვით მიყურებს ლანუკა.
-კი ლან, მართლა ყველაფერი კარგად არის!
-კარგი. -წყვილს ოთახში ვტოვებ და უკანა ეზოსკენ გავდივარ. სათბური მახსენდება და ეკასთან ვრეკავ.
-დაკარგულო, როგორ ხარ? - ტელეფონის მეორე მხრიდან ჩამძახის მხიარული ხმით.
-კარგად ეკუ, შენ როგორ ხარ?
-კარგად! დედაშენმა მითხრა მარტვილშიაო.
-კი მარტვილში ვარ. -ვუდასტურებ. -სათბურში რა ხდება?
-რამდენიმე ახალი შეკვეთა მივიღეთ.
-შეძლებთ მარტო გამკლავებას? - მართალია მათ შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ მაინც ვეკითხები.
-კი, კი, შენ ნუ დარდობ!- იცინის. -როდის ჩამოდიხარ?
-არ ვიცი ეკუ, ბაჩო როგორ არის?
-ბაჩოს რა უჭირს ჩემთან ერთად? - ხითხითებს, ალბათ ისიც გვერდით უდგას ახლა.
-კარგი მაშინ კარგად. - ვემშვიდობები და ვპირდები, რომ კიდევ დავურეკავ. რამდენიმე წუთი მშვიდად ვზივარ და უძრავად გავცქერი ჰორიზონტს. აქდან ძალიან ლამაზი მთები ჩანს. ნეტავ რომელიმეზე მამყოფოს ახლა. ზურგზე ვიღაცის ხელი მეხება და სწრაფად ვბრუნდები. გაოცებული ვუყურებ თვალებგაბრწყინებულ ალექსანდრე, რომელსაც თეფშით დაჭრილი საზამთრო უკავია.
-შეიძლება დავჯდე? - მისტერ ზრდილობიანს დამიხედეთ! ნეტავ ვინ დაამშვიდა ასე კარგად?
-დაჯექი. - მხრებს ვიჩეჩავ ისიც ჩემს გვერდით ჯდება და თეფშს მიწვდის. გაკვირვებული ვართმევ და ეჭვით ვაკვირდები. ნეტა ხომ კარგად არის?
-რატომ მიყურებ ასე? - უცნაურად მიღიმის. არაა, აშკარად რაღაც სჭირს.
-კარგად ხარ?
-არაჩვეულებრივად! -მხიარულად მპასუხობს. - საზამთროს არ შეჭამ?
-კი! - წარბშეკრული ვასობ ჩანგალს საზამთროს და ჭამას ვიწყებ.
-მეც მომე! - მიბღვერს ალექსი და იმხელა პირს აღებს, რომ მეც ჩავეტევი შიგნით. გაუაზრებლად მიმაქვს ჩანგალი მის პირთან. ის ისევ მიღიმის, წარმოგიდგენიათ?!
-ნუ მიყურებ_თქო ეგრე! - თითს მიქნევს ალექსი და ღიმილით გასცქერის სივრცეს.



ყველა თავში ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ახლაც იგივე უნდა გავაკეთო. აი გეფიცებით ჯერ ხო უაზროდ ვიჯექი ნოუთმუქის წინ და ერთ სიტყვაც ვერ დავწერე, მერე რაღაც დავწერე და წავშალე. საერთოდ გაფრინდა ჩემი მუზა. ვეცადე ცოტა პოზიტივი ჩამეტანა ამ თავში, მაგრამ სავარაუდოდ ვერ მოვახერხე. არადა როგორ ელოდით ახალ თავს :( მაპატიეთ და ვეცდები ყველანაირად რომ შემდეგი თავები მეტად სახალისო იყოს. რაღაც აზრები უკვე მაწუხებს და ვნახოთ როგორ განვახორციელებ :დ
პ.ს წინა თავებში მგონი სტუმარმა "ანკამ" მკითხა, როგორ გროვდება საიტზე ქულებიი.მაშინ ვერ ვუპასუხე. მათი დაგროვება სიახელეებისა და კომენტარების დამატებით არის შესაძლებელი ჩემოკარგო და ასევე სხვა მოქმედებებითაც :)



№1  offline წევრი Nini_

მე ეს თავიც ძალიან მომეწონა ♥️♥️ კარგად წერ და ველოდები განვითარებას ალექსანდრეს და ლიზას ურთიერთობის

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკუნა

ჰმმ... მოთხრობა კი იყო პოზიტიური მაგრამ შენს ენერგიას და ხასიათს რა სჭირს? მემგონი ხიდან რომ ჩამოვარდი პოზიტივის გამომყოფელი ორგანო დაგიზიანდა joy [hide][/hide] stuck_out_tongue_winking_eye

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
მე ეს თავიც ძალიან მომეწონა ♥️♥️ კარგად წერ და ველოდები განვითარებას ალექსანდრეს და ლიზას ურთიერთობის


მიხარიხარ მე შენ! უზომო მადლობა kissing_heart

სტუმარი მარიკუნა
ჰმმ... მოთხრობა კი იყო პოზიტიური მაგრამ შენს ენერგიას და ხასიათს რა სჭირს? მემგონი ხიდან რომ ჩამოვარდი პოზიტივის გამომყოფელი ორგანო დაგიზიანდა joy [hide][/hide] stuck_out_tongue_winking_eye


აშკარად ეგრეა ჩემო კარგო joy მარტო ეგ ორგანო კი არა, ყველა დაზიანდა მეგონა თავიდან ისე მწარედ დავებერტყე :დდ
მიხარია, რომ ყველაფრისდა მიუხედავად მოგეწონა ეს თავი heart_eyes

 


№4 სტუმარი ანანო გარსიძე.

ააუ ძან საყვარლობა იყო , შემდეგ თავს როდის დადებ ? <33333

 


№5  offline მოდერი ბელუ შეროზია

ანანო გარსიძე.
ააუ ძან საყვარლობა იყო , შემდეგ თავს როდის დადებ ? <33333


არ ველოდი ეს თავი თუ მოგეწონებოდათ :დ მართლა :დ
შემდეგი თავსიყველანაირად ვეცდები, რომ ხვალ დავდო. მართალია ცოტა მოუცლელი ვარ მაგრამ მართლა ვეცდები დრო გამოვნახო kissing_heart

 


№6  offline წევრი naniko mindia

Me piradat momewona kargi iyo, warmatebebi veli shemdegs tavs
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№7  offline მოდერი ბელუ შეროზია

naniko mindia
Me piradat momewona kargi iyo, warmatebebi veli shemdegs tavs
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️


ძალიან დიდი მადლობა! უზომოდ გამახარეთ! heart_eyes

 


№8 სტუმარი სტუმარი გვანცა

ძალიან მომეწონა

 


№9  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი გვანცა
ძალიან მომეწონა

მიხარია heart_eyes

უცნაური მე
ბელუ, მშვენიერია რას ერჩი შენ ვერ ვხვდები, ერთადერთი რაც არ მომწონს ის არის, რომ მეპატარავება :დ არ მყოფნის ისე შემომეკითხება ხოლმე.
აი ნუცას და ნიკას "მაჭანკლობის" მომენტზე ვიხალისე, გიჟია ეგ გოგო რაა :დდ
რაც შეეხება იმ სილუეტს :დდ მგონი დაგვპირდი გაიგებთ შემდეგ თავშიო ხოო? თუ მეშლება? თუ მეშლება ბოდიში :დ
არადა მართლა მაინტერესებს ვინაა :დ
ხოო, რაც შეეხება წინა ჩემს კომენტარს რო "დამაიგნორე" ვაპირებდი ერთი-ორი სიტყვის თქმას მაგაზეც :დდ მაგრამ მერე ვნახე რომ გიპასუხია, და გადამირჩი :დ
მოკლედ მაგარი გოგო ხარ შენ! <3
ველოდები ახალ თავს.
შენს მუზას მოხვდება :დ
ჭკვიანად იყოს ურჩევნია :დ



ოო მეც როგორ არ მომწონს ეგ პატარა თავები, რომ იცოდე :დ
იმ სილუეტაზე გითხარი, შემდეგ "თავებში" გაიგებთ მეთქი :დ ხო თავიდან ვერ ვნახე შენი კომენტარი და ხელმეორედ, რომ შევედი იქ არ დამხვდა?
ეს შენ ხარ ძალიან მაგარი გოგო! სულ, რომ მაბედნიერებ შენი თითოეული სიტყვით heart_eyes
ჩემი მუზის ცემაში დაგეხმარები :დ kissing_heart

 


№10 სტუმარი სტუმარი ანკა

საუკეთესოა და ძალიან კარგი, შემდეგ თავებში ცოტა ეტი ალექსი და ლიზი იყოს ხო ხვდები რასაც ვგულისხმობ? ❤️❤️❤️

 


№11  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ანკა
საუკეთესოა და ძალიან კარგი, შემდეგ თავებში ცოტა ეტი ალექსი და ლიზი იყოს ხო ხვდები რასაც ვგულისხმობ? ❤️❤️❤️


მადლობა ჩემო კარგო heart_eyes
კი აუცილებლად მეტი ლიზა და ალექსი იქნება

 


№12  offline წევრი Lover-Girl

რას ერჩი შენს მუზას? flushed მშვენიერი თავი იყო..ნიკა და ნუცა? საინტერესო იქნება... ალექსანდრეს ეტყობა უკვე მოსწონს ლიზა, ( ასე უცბად ძალიან არ "დაატკბო" რა ლიზას მიმართ smile ) შენი გადასაწყვეტია რას იზამ.. ის "მოჩვენება" მომენატრა და დაგვიბრუნე შემდეგ თავში smile და ჰო, იმედია დღეს დადებ შემდეგ თავს... kissing_heart

 


№13  offline მოდერი ბელუ შეროზია

Lover-Girl
რას ერჩი შენს მუზას? flushed მშვენიერი თავი იყო..ნიკა და ნუცა? საინტერესო იქნება... ალექსანდრეს ეტყობა უკვე მოსწონს ლიზა, ( ასე უცბად ძალიან არ "დაატკბო" რა ლიზას მიმართ smile ) შენი გადასაწყვეტია რას იზამ.. ის "მოჩვენება" მომენატრა და დაგვიბრუნე შემდეგ თავში smile და ჰო, იმედია დღეს დადებ შემდეგ თავს... kissing_heart


ოო რა ვიცი რას ვერჩი და გამიწყალა საქმე :დდ მათ დატკბობამდე დიდი დროა ჯერ კიდევ :დ რომ იცოდე ვინ არის ის მოჩვენება, აღარ მოგენატრებოდა. კი დღეს დავდებ და იმედია ამ თავზე უკეთესიც გამომივა :)
ძალიან დიდი მადლობა შენ kissing_heart

 


№14 სტუმარი სტუმარი ანკა

შემდეგ თავს როდის დადებ ❤️❤️❤️❤️

 


№15  offline მოდერი ბელუ შეროზია

სტუმარი ანკა
შემდეგ თავს როდის დადებ ❤️❤️❤️❤️


აი მალე დავამთავრებ წერას და დავდებ heart_eyes

 


№16  offline წევრი Nini_

გელოდები დღეს დადე რაა

 


№17  offline მოდერი ბელუ შეროზია

Nini_
გელოდები დღეს დადე რაა


გავაგზავნე კარგა ხანია :) ვნახოთ ადმინები როდის მოიცლიან...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent