შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საუკეთესო მამის საუკეთესო შვილი (ნაწილი მეორე თავი მეორე)


16-08-2018, 17:27
ავტორი teona184
ნანახია 1 324

სახვევი მოხსნეს თვალები ნელა გაახილა და გაიღიმა
-ხედავ?
-რა თქმა უნდა
თქვა კმაყოფილმა და ჩამეხუტა.
ერთი თვის შემდეგ
ღამე იყო ძალიან გვიან, გამეღვიძა დემეტრე გვერძე არ მეწვა, წყლის დასალევად დაბლა ჩავედი და რაც დავინახე ადგილზე გამაქვავა დემეტრე მაგიდასთან იჯდა სისხლიანი იყო მგონი თავი ქონდა გატეხილი და ერთ ადგილს მიშტერებოდა ჩაწითლებული თვალებით
-დდემეტრე რა დაგემართა?
ვთქვი კანკალით და დემეტრემ ისევ ისე გაშტერებულმა მიპასუხა
-მგონი ვიღაცას დანა ისე გავუყარე რომ მოკვდება
-რა?
-ძაან ცუდ დღ...
წინადადება ვერ დაამთავრა მკერდთან ხელი მიიდო და ტკივილისგან ჩაიკეცა
-და შენ, შენც დაჭრილი ხარ?
ისეთი შეშინებული ვიყავი სიტყვებს ერთმანეთს ვერ ვაბამდი
-გთხოვ ადგომაში დამეხმარე
ჩემზე დაყრდნობილი მივიყვანე დივნამდე და დავაწვინე გადასაფარებელი დავაფარე და სამედიცინო ყუთის ძებნა დავიწყე
-არ შეგეშინდეს რაღაც უნდა გითხრა
ძებნა მაშინვე შევწყვიტე და მისკენ შევტრიალდი
-გისმენ
-ტყვიით ვარ დაჭრილი
ეს წინადადება თქვა და გული მისდიოდა სასწრაფოდ მასთან მივარდი და იმდენი ვურტყი სახეში სანამ ისე არ გამოფხიზლდა რომ ვეღარ გათიშულიყო
-პატარავ, პატარავ მიშველე ცუდად ვარ
დემეტრემ რომ ეს სიტყვები თქვა მივხდი რომ ცუდად კი არა საშინლად იყო რადგან ის არასდროს არ აღიარებს ტკივილს არასდროს ამბობს რომ ცუდად არის როგორც არ უნდა ტკიოდეს ყოველთვის პირიქით გამშვიდებს და ცდილობს არ განერვიულოს, მაგრამ ასე ცუდად დემეტრე არასდროს ყოფილა.
სასწრაფოდ ბინტები ავიღე დემეტრეს ვუთხარი, რომ ჭრილობაზე მაგრად მიეჭირა, თორემ სისხლისგან დაიცლებოდა, მოსაცმელი ავიღე მოვიცვი და დემეტრესაც ნელა ჩავაცვი.
-რას აკეთებ გოგო გაგიჟდი?
-საკუთარ თავს იმის უფლებას ვერ მივცემ ვუყურო როგორ იტანჯები, ანას დედის საავადმყოფოში მიმყავხარ სულ ნაცნობები მუშაობენ და ანამაც იქ დაიწყო მუშაობა არავინ არაფერს არ იტყვის
ისე ცუდად იყო რომ უბრალოდ ვერ შეძლო ჩემთვის წინააღმდეგობა გაეწია მანქანის გასაღები ავიღე და დემეტრეს გამომეტყველებით ვანიშნე წავედით მეთქი, თავი დამიქნია და დამეყრდნო, ნელი და პატარა ნაბიჯებით მივიყვანე მანქანამდე, ფრთხილად ჩავსვი და მეც ჩავჯექი, მთელი სისწრაფით წავედი.
-ნატა არ წავიდე გთხოვ აქ იყავი გთხოვ
ვცდილობდი თავი შემეკავებინა და ბოლო ხმაზე არ დამეწყო ტირილი
-აქ ვარ დემეტრე
ვთქვი და ხელი მოვკიდე ანას დავურეკე და ტელეფონში ყვირილი დავიწყე
-დროზე საკაცე გამოიტანეთ აქ ვარ
უცებ დემეტრე გაითიშა და ჭრილობიდან სისხლი ისევ ჩქეფით წამოუვიდა, ბინტი ავიღე და ძალიან ძლიერად მივაწექი ჭრილობას, რომ მივედით დემეტრე ისევ უგონოდ იყო, ანა გარეთ იდგა ორ ბიჭთან ერთად და საკაცეც თან ქონდათ. დემეტრე მანქანიდან გადაიყვანეს მანქანაში ყველაფერი სისხლიანი იყო მათ შორის მეც, ექიმებს უკან გავყევი დემეტრე რეანიმაციაში შეიყვანეს, რეანიმაციას პატარა ფანჯრები ქონდა და ყველაფერს აბსოლიტურად ყველაფერს ვხედავდი. დემეტრე გონზე მოვიდა, მაგრამ კანკალებდა, კრუნჩხვებში ჩავარდა, რაღაცეებს ბოდავდა, ექიმების ლაპარაკი მესმოდა ერთმა თქვა სიცხე ისეთი მაღალი აქვს ლამის თერმომეტრი გახეთქაო, ტანში ჟრუანტელმა გამიარა როცა დავინახე, რომ ისევ გაითიშა და ნელ-ნელა ლურჯდებოდა. უცებ ანა მოვიდა თავისკენ შემატრიალა და მითხრა
-ნუ უყურებ! ხომ იცი იქ ვინცაა დემეტრეა ხო იცი როგორი ძლიერიცაა, ასეთები გადაუტანია?
-ასე ცუდად არასდროს ყოფილა, რომ წარმოვიდგენ შეიძლება ვეღარ ჩავხედო მის მუქ მწვანე თვალებში, რომ ვეღარ დავინახო მისი ჩვეულებრივი ან თუნდაც ცინიკური ღიმილი, მე, მე უბრალოდ არ შემიძლია ვუყურებდე როგორ იტანჯება, მაგრამ თუ არ ვუყურებ თითქოს ვგრძნობ, რომ მარტო ვტოვებ, ვკარგავ და თითქოს მასთან არ ვარ
ანა თმაზე მეფერებოდა უცებ ექიმების ყვირილი გავიგე ანას გამოვეცალე და დავინახე დემეტრე სულ გათეთრებული იყო
-სწრაფად თორემ ვერ გადავარჩენთ მუხტი 200, დამუხტეთ 220
და უცებ მეც გავითიშე...

გონზე, რომ მოვედი პირველი რა თქმა უნდა დემეტრე მოვიკითხე
-სადაა? როგორ არის?
ვკითხე ანას
-ჯობს შენთვითონ ნახო
ანამ სისტემა ხელით წამოიღო და კალიასკით გამიყვანა რადგან ნერვიულობისგან დასუსტებული ვიყავი
პალატაში შევიხედე და დემეტრე რომ დავინახე გამაჟრიალა თან ბედნიერებისგან თან ნერვიულობისგან, ფერი დიდად ისევ არ ქონდა კარგი, თავი ცალ მხარეს ჰქონდა გადატრიალებული, მითხრეს სტაბილურადაა, მაგრამ ძალიან ცუდადო, მართლაც ეტყობოდა, სულ გამოფიტული იყო საშინლად მოთენთილი და დასუსტებული, ასეთი უძლური არასდროს ყოფილა, წელს ზემოთ არ ეცვა ჭრილობა შეხვეული ქონდა, თავზე კი რამდენიმე ნაკერი ედო, პალატაში შევედი, რომ დამინახა შეეცადა ოდნავ წამომჯდარიყო და თან გაიღიმა თითქოს გაუხარდა ჩემი დანახვა, მაგრამ ღიმილი სახიდან მაშინვე მოშორდა როგორც კი კათეტერიც დაინახა
-რა დაგემართა?
იკითხა დაბნეულმა
-არაფერია
ვთქვი და დემეტრეს სახეზე მოფერება დავუწყე...
სამი კვირის შემდეგ
დემეტრემ მოფერებით გამაღვიძა სახეზე ხელებს მისმევდა და რომ გამაღვიძა გაუკვირდა მე გაგაღვიძეო? მერე უცებ ორივე ხელით დამიჭირა და ისე ჩამეხუტა ძალიანაც, რომ მომენდომებინა ვერ განვთავისუფლდებოდი
-დემეტრე წყალი მინდა
გაიღიმა, დაფიქრდა და მითხრა
-შენ მხოლოდ 1 წუთი გაქვს
-ბრძანება მიღებულია ბოსს!
ვთქვი და შევბრუნდი, წყლის დასალევად რომ გავსულიყავი
-იცი დავფიქრდი და შენი წყურვილი მოიცდის მე ისე მწყურია
ეს თქვა, ფეხებში ხელი ჩამავლო, ისევ საწოლზე დამახეთქა და კოცნა დამიწყო, შემდეგ კი არა მარტო კოცნა...
სიამოვნება უცებ კარის გაღებამ შეგვაწყვეტინა, მთლიანად შიშვლები ვიყავით საბანი სწრაფად გადავიფარე და დემეტრეს ვესროლე მეორე გადასაფარებელი
-ჩემი პატარა ძმა ნახეთ რა
თქვა ცინიკურად და შეემჩნა რომ აშკარად დემეტრეს ძმა იყო
-ირაკლი იქნებ ეხა მაინც შეგრცხვეს და გახვიდე
-მე შემრცხვეს ?
ჩაიცინა და ოთახიდან გავიდა დემეტრემ თავზე ხელი გადაისვა მე გადავხედე და ორივეს ერთდროულად დაგვეწყო სიცილი სახეზე ხელები ავიფარე და ისე ვიცინოდი მერე ავდექი და მასური გადავიცვი ამ დროს ისევ შემოვიდა დემეტრეს ძმა და ისევ სიცილი ამიტყდა, ის გაკვირვებული მიყურებდა აცინებსო, დემეტრე კი მიყურებდა და ეღიმებოდა.
უცებ დემეტრე დასერიოზულდა ადგა ჩაიცვა და მესმოდა მისი ხმა
-წადი სანამ რამე ცუდი მოხდა წადი!
ეს დაიყვირა დემეტრემ და მე ოთახიდან გავედი მისი ძმა უკვე აღარსად იყო
-დემეტრე ის მართლა შენი ძმა იყო?
-არა!
თქვა მკაცრად და სააბაზანოში გავიდა...
სააბაზანოდან, რომ გამოვიდა დავუძახე
-დემეტრე შენთან საქმე მაქვს
-ცუდად არ გამიგო, მაგრამ რაღაცნაირად რთული პერიოდი მაქვს არ შემიძლია გიყურებდე როგორ ხარ სულ დაძაბული და მეც ვიძაბებოდე, მინდა რომ რამდენიმე დღით შენს მეორე სახლში წახვიდე რამდენიმე დღეში მეთვითონ მოგაკითხავ და გეტყვი მზად, რომ ვიქნები
-დღესვე წავალ პატარავ
თქვა და ჩამეხუტა.
სამი დღის შემდეგ
რა სისულელეები ვუთხარი დემეტრეს, წავალ და ვეტყვი, რომ დებილი ვარ და მომენატრა, აბა სხვა რა გზა მაქვს. გავემზადე და დემეტრეს მეორე სახლში წავედი, მაგრამ მის მაგივრად ირაკლი დამხვდა
-შემოდი იქნებ ეხა მაინც გაგიცნო
თქვა ირაკლიმ და სახლში შემიყვანა
-უბრალოდ დემეტრეს ვეძებდი ხომ არ იცი სად უნდა იყოს?
-არა არც მინახავს
ძალიან გამიკვირდა თუ დემეტრე აქ არ იყო აბა სად უნდა წასულიყო? ფიქრში ვიყავი გართული და ირაკლიმ ღვინო მოიტანა უარს ნადვილად ვერ ვიტყოდი, ძალიან მწყუროდა
-ჩემი ძმა რთული ტიპია თუ გადაეკეტა შეუძლია ცოლიც კი მიატოვოს და სხვასთან წავიდეს
ყოველთვის ვიცოდი დემეტრე როგორი ტიპიც იყო, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ის შეიცვალა, ამიტომ თემა სხვა საკითხზე წავიყვანე
-შეგიძლია დემეტრეს დაურეკო და კითხო სად არის? მე არ მაქვს ტელეფონზე ანგარიში
-მივწერ
-დემეტრე ამბობს რომ მისი ძმა არ ხარ შენ კი ძმას ეძახი ვერაფერი გავიგე
-მე, დემეტრე და ნინი ჩვენ საუკეთესო და-ძმანი ვიყავით სანამ ნინიკოს გააშვილებდნენ, ახლა არც კი ვიცით ნინიკო ვინ შეიძლება იყოს, ახლა შენი ტოლი იქნება, 18 წლის, ოჯახში პრობლემები დაიწყო, და მოუწიათ ნინი გაეშვილებინათ რადგან, ჩვენ უკვე იმ ასაკის ვიყავით გაშვილება გაუჭიდებოდათ ნინი რომ გააშვილეს 5 წლის იყო, დემეტრე 9ის მე კიდევ 12ის, რაც ნინი გააშვილეს პრობლემები ჩემს და დემეტრეს შორისაც გაჩნდა მერე გავიგეთ ნინიკო მხოლოდ დედაჩვენის შვილი იყო, მე კი მხოლოდ მამაჩვენის, მხოლოდ დემეტრე იყო მათი საერთო შვილი როცა დემეტრემ ეს გაიგო თავი ყველაზე მაღლა წარმოაჩინა, მშობლებიცმ მხოლოდ მას აქცევდნენ ყურადღებას, თვითონაც ცდილობდა სულ ყურადღება მისკენ მიემართა, 15 წლის რომ გავხდი სახლიდან წამოვედი, სამ წელში გავიგე რომ დედა და მამა დაიღუპნენ, დემეტრე კი სასტიკად დაჭრეს, ის რომ მშობლები არ გვყავს დემეტრეს ბრალია!
არ ვიცოდი რა მეთქვა თან ვბრაზდებოდი თან მინდოდა დემეტრე გამემართლებინა, სასმელი ზედმეტი მომივიდა და გავითიშე...
მეორე დილას ირაკლის გვერდით სრულიად შიშველმა გავიღვიძე ნერვიულობისგან ლამის ცუდად გავხდი, სასწრაფოდ ჩავიცვი და სახლში წავედი, არაფერი მახსოვდა გუშინ იმის გარდა რომ ირაკლიმ ისტორია მომიყვა დემეტრეს ოჯახზე, სახლში დემეტრე დამხვდა თვალებში ვერ შევხედე რაღაცაზე იყო გაბრაზებული, შიში ნელ-ნელა უფრო მიძლიერდებოდა და შიშზე მეტად სირცხვილი.
-ირაკლიმ მომწერა
თქვა მკაცრად, ხმა ვერ ამოვიღე უბრალოდ შევხედე მას
-ირაკლისთან იწექი?
-მე უბრალოდ, დამათრო და არ მახსოვს...
-მიპასუხე ჩემ ძმასთან იწექი?
-მე მართლა არ ვიცი...
ვთქვი და ტირილი დავიწყე, მან უბრალოდ ხმა არ ამოიღო მანქანის გასაღები უხეშად აიღო და კარი საშინლად მოაჯახუნა, უკან დავედევნე ვცდილობდი გამეჩერებინა, მაგრამ უშედეგოდ, უხეშად მომიცილა თავიდან, ასე უხეშად არასდროს მომქცევია მაგრამ არ შემიძლია გავამტყუნო. ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე მერე სააბაზანოში შევარდი და სამი საათი ვტიროდი რომ გამოვედი დავმშვიდდი და შევეცადე ყურადღება გადამეტანა, რომ ნერვიულობას ორსულობაზე არ ემოქმედა. სახლში შემოვარდა სიმშვიდე დაარღვია მისი კარების ჯახუნით ყველაფერს ლეწავდა ისეთი გამწარებული იყო ცრემლი მომადგა როგორია როცა შენი საყვარელი ადამიანი შენ გამო ასეთ დღეშია, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა უკვე ხმამაღლა ავტირდი და ყვირილი დავიწყე
-მაპატიე
გაუთავებლად ვყვიროდი, რკინის კართან მივიდა და ფეხების რტყმა დაუწყო მერე ხმამაღლა დაიღრიალა და კარს თავს ურტყამდა, გაგიჟებული იყო, გაცეცხლებული, საკუთარი თავი მეზიზღებოდა მასთან მივარდი და შევეცადე დამემშვიდებინა დავიჭირე და ჩემსკენ შემოვატრიალე მასზე ხმამაღლა დავუწყე ყვირილი
-მესმის მესმის როგორი გამწარებულიც ხარ მაგრამ დამიჯერე არაფერი არ ყოფილა ირაკლისთან აბსოლიტურად არაფერი უბრალოდ დავთვერი და ჩამ...
უსიტყვოდ მომიშორა თავიდან და უფრო მაღალ ხმაზე დაიწყო ღრიალი სააბაზანოში შევარდი წყალი მოვუშვი და მეც ღრიალი დავიწყე მეც ისტერიკაში ჩამაგდო მისმა ნერვიულობამ კალამი და რვეული დავინახე ცივ გაყინულ ფილებზე დავჯექი და წერილის წერა დავიწყე წერილს ბოლოში ჩემი სახელი მივაწერე, რამდენიმე ადგილას მელანი ჩემი ცრემლით გადღაპნილი იყო ფურცელი ამოვხიე და სარკეზე მივაწებე, რამე ბასრის ძებნა დავიწყე ან რამე აბების შემდეგ პატარა კარადა გამოვაღე და უამრავი დემეტრეს დანა ვიპოვნე ერთი ავიღე და პირდაპირ ვენაზე გადავისვი ტკივილისაგან დავიკივლე მაგრამ მეორე ხელი პირზე ავიფარე და თავს უფლება არ მივეცი დემეტრეს ჩემი ხმა გაეგო, მეორე ხელზე დანა უკვე უხმოდ გავისვი და სისხლი ორივე ვენიდან ჩქეფით მომდიოდა. ვტიროდი ვერ ვჩუმდებოდი მაგრამ მალევე გავითიშე...
დემეტრეს PO’V
ნატალის ყვირილი გავიგე და სააბაზანოსკენ გავარდი, კარი შევანგრიე, ნატალი ძირს ეგდო, სასწრაფო გამოვიძახე და წერილს მოვკარი თვალი, წერილი ხელში ავიღე და ჯიბეში ჩავიდე.
უკვე სასწრაფოს მანქანაში რომ ვიჯექი წერილი გავხსენი და კითხვა დავიწყე
წერილი დემეტრეს:
-არ შემიძლია ასეთს გიყურებდე და მშვიდად ვიყო, არ შემიძლია ვუყურებდე როგორი გამწარებული ხარ და მე უბრალოდ არაფერი გავაკეთო, თუ ამის შემდეგ ვერასდროს შევძლებ შენს ნახვას მინდა იცოდე, რომ როცა თორმეტი წლის ვიყავი მეგონა შემიყვარდა, ის ბიჭი ჩემზე ოთხი წლით უფროსი იყო, ვიტანჯებოდი რადგან მას არ ვუყვარდი, ბევრი ცუდი რამ მოხდა და უდიდესი ტკივილი მივიღე, სულ მეგონა, დარწმუნებულიც ვიყავი ამაზე მეტად ვერ შემიყვარდებოდა, ამაზე უარეს ტკივილს ვერ გადავიტანდი, მაგრამ რომ გამოჩნდი მერე გავიგე რა იყო სიყვარული, მერე გავიგე რა იყო ტკივილი, მაშინ როცა დაგინახე და ჩემში პირველი ნამდვილი ნაპერწკალი გაჩნდა შენს მიმართ მაშინ მივხვდი, რეების გადატანა და გაკეთება შეიძლება სიყვარულის გამო. მინდა იცოდე რომ მართლა მიყვარხარ ყველაზე მეტად, ვგრძობ რომ ჩემი სულის ნაწილი ხარ, ერთადერთი ხარ და უბრალოდ ვერ შევძლებდი შენს სხვაში გაცვლას დამიჯერე. მაგრამ ჩუ ერთად ვეღარ ვიქნებით მაშინ რაღა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას? არანაირი. მიყვარხარ დემეტრე და ამ წერილით ვერ გეუბნები მცირედსაც კი რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, უბრალოდ მინდა იცოდე ჩემთვის ბედნიერება შენთან გატარებული ყოველი წამია. თუ ვეღარასდროს გნახავ, იცოდე რომ მხოლოდ შენ მიყვარხარ და ვიცი შენც გიყვარვარ, მაგრამ თუ ვიარსებებ კიდევ ბევრი ცუდი რამ დაგატყდება თავს. მე შენ არ გჭირდები, შენ ვინმე ჩემზე უკეთესი გჭირდება ბევრად უკეთესი. მინდა რომ კარგად იყო მთელი ცხოვრება და ბედნიერი იყო ჩემს გარეშე ახლა გეგონება, რომ ჩემს გარეშე ბედნიერი ვერ იქნები, მაგრამ ცდები გააგრძელე ცხოვრება და მიხვდები რომ შენს ცხოვრებაში მე მხოლოდ ჭუჭყი ვიყავი, უბრალოდ ზედმეტი და ცემს გარეშე ყველაფერი უკეთესად იქნება. მაპატიე რომ გტოვებ და თან მიმყავს ჩვენი ორი პატარა უბრალოდ არ მინდა ჩემს თავს გახსენებდნენ, ერთი პირობა მაქვს შენთან, თუ ცხოვრების დასრულებას დააპირებ გაიხსენე რომ ჩვენ შენს გამო გავქრით შენი ცხოვრებიდან, რომ შენ ყოფილიყავი ბედნიერი და შენ გქონოდა კარგი მომავალი შენ კი ჩვენს წასვლას არაფრად ჩააგდებ და წყალში ჩაყრი, მიყვარხარ დემეტრე, გვიყვარხარ მე და ცენს ორ პატარას, მაპატიე რომ არ გაძლევ უფლებას ნახო როგორები არიან, მაპატიე რომ ცხოვრებას გინგრევ, მაგრამ მეორე მხრივ ამას იმიტომ ვაკეთებ ახალი ცხოვრება რომ დაიწყო, პირობას გაძლევ კარგად მოვუვლი ჩვენს პატარებს მიყვარხარ და მეყვარები სამუდამოდ. ოღონდ გთხოვ, როცა გავქრებით არ იტირო, რომ ვეღარ გვნახავ არ მოგენატრო, ნახვამდის ჩემო ბიჭო...

ნატალი


ცრემლები წამომივიდა წერილი რომ წავიკითხე საკუთა თავზე გავბრაზდი რა უფლება მქონდა რომ ნატალი ამ დონემდე მივიყვანე ყველაფერი ჩემი ბრალია. ნატალის თმაში მოფერება დავუწყე და ჩუმად ვამბობდი
-პატარავ, ყველაფერი მორჩება, შენ ისევ კარგად იქნები ჩვენ კი ისევ ბედნიერები...
ვიმეორებდი გაუთავებლად და უცებ დავიღრიალე ექიმები გაშტერებულები მიყურებდნენ ხომ კარგად არისო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent