საუკეთესო მამის საუკეთესო შვილი (თავი 8)
გავიღვიძე და დემეტრესკენ გადავბრუნდი რომ ჩავხუტებოდი მაგრამ დემეტრე საწოლში არ იწვა, ავდექი პირი დავიბანე და კიბეებზე ჩავირბინე დემეტრე ყველა ოთახში ვნახე მაგრამ არსად არ იყო, შესანიშნავია ისევ მარტო დავრჩი უშველებელ სახლში. რით აღარ ვცადე გართობა კინოს ვუყურე, სერიალს, მულტფილმს, ტელეფონში ვითამაშე ოთხი საათი გავიდა და ისევ არ მოსულა სახლში დემეტრე უკვე ვნერვიულობდი დავურეკე, მივწერე მაგრამ არ მპასუხობდა ათასი აზრი მომდიოდა და ყველა ცუდი, სანდროსაც დავურეკე და ბექასაც არც მათ იცოდნენ არაფერი ხუთი საათი გავიდა, უკვე ექვსი მაგრამ არ ჩანს. _______________________ დემეტრე დილიდან წასული იყო, დიდი ხანია დემეტრეს და ნატალის მამები და აკო შეიკრნენ, ერთად ცდილობენ ნატას და დემეტრეს დაშორებას იდეა რათქმაუნდა ნატალის მამის იყო, რასაკვირველია? მას ხომ მთელი ცხოვრებაა ნატალის თავიდან მოშორება უნდა. დემეტრემ ყველაფერი გუშინ გაიგო და ცდილობს ყველაფრის დეტალურად გარკვევას თანაც დანიელთან ერთად, დანიელი და დემეტრე არ შერიგებულან და დარწმუნებულები არიან არასდროს შერიგდებიან, უცნაურია დანიელიც რომ ეხმარება, მასაც ძალიან უნდა ნატალის და დემეტრეს დაშორება, მაგრამ უფრო მეტად "მამამისთან" ჩხუბი უნდა. გოგას ახალი გეგმა აქვს რომლის შესახებ დემეტრემ სულ შემთხვევით გაიგო, თეკლა უნდა მოიტაცოს, არც თეკლაა გიორგის ნამდვილი შვილი მაგრამ არც ნაშვილებია თეკლა მაკას შვილია. დემეტრე სახლში მიუვარდა მის ყოფილ "ბოსს" და ჩხუბი დაუწყო -არც კი შეეცადოთ და თეკლა არ მოიტაცოთ, აი ჩემი და ნატას დაშორებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტია ეს არ მოხდება! გიორგიმ ჩაიცინა და დემეტრეს შეხედა -ხო არ დაგავიწყდა ეს ყველაფერი ვისგან ისწავლე? გგონია შენს მასწავლებელს მოერევი მე იმაზე ათასჯერ ნაკლები გასწავლე ვიდრე მე ვარ. -შენთან მხოლოდ ფულის გამო ვმუშაობდი, აი რაც შეეხება ჩემ ძალებს შენგან ნამდვილად არ მისწავლია! და საერთოდ მე იმისთვის არ მოვსულვარ რო გავიგოთ ვინ რა მასწავლა. -რამდენი გინდა? -რა? -ფული რამდენი გინდა რომ ნატალის დაშორდე? ამაზე დემეტრემ ვეღარ მოითმინა და გიორგის მუშტი ძლიერად ჩაარტყა -ფიქრობ რო ფულით რამეს მოახერხებ? -სამი მილიონი თქვა გიორგიმ დემეტრემ კი ვეღარ მოითმინა და ცემა დაუწყო... ________________________ "ნატალი" ღამეა ძალიან გვიანი და დემეტრე სახლში კიდევ არ მოსულა დავწექი მაგრამ თვალი არ დამიხუჭავს სულ ტელეფონს ვუყურებ იქნებ დამირეკოს ან მომწეროს მეთქი მაგრამ ერთ სიტყვასაც არ მწერს. ჩამეძინა და კარის ძლიერმა ბრახუნმა გამაღვიძა, ნელა წამოვდექი და კარი შიშით გავაღე -დემეტრე ჩავეხუტე შემოსვლა არ დავაცადე და უცებ მისი სისხლიანი მაიკა რომ დავინახე დავიყვირე -რა გჭირს? -არაფერია პატარავ თქვა მაგრამ მე გაკვირვებულმა ვკითხე -არაფერი? დივანზე მივაწვინე და ტელეფონი ავიღე ხელში -რას აკეთებ? -სასწრაფოს ვიძახებ! -მეღადავები? თუ გაგიჟდი? შენთვითონ უნდა მომხედო -რა? არა არ არსებობს! ვუთხარი შეშინებულმა -მიდი დროზე! კანკალით ჩამოვიღე სამედიცინო ყუთი კარადიდან და დემეტრესთან მივედი მაიკა გაიხადა ჭრილობა თირკმელთან ქონდა კიდევ კარგი რომ ძალიან ღრმა არ იყო, მუცელზე იწვა მაგრამ მაინც ვხედავდი მის სახეს როცა ჭრილობას ვუმუშავებდი ტკივილს არ იმჩნევდა უფრო სწორად ცდილობდა არ შეემჩნია მაგრამ არ გამოსდიოდა -ძალიან გტკივა? -არაუშავს პატარავ ჭრილობას რომ ვამუშავებდი ხელები მიკანკალებდა -დამშვიდდი არ მტკივა მითხრა დემეტრემ როცა იგრძნო როგორ მიკანკალებდა ხელები ბოლოს გამაყუჩებელი დავალევინე და ჩემს მხარზე დაყრდნობილი ავიყვანე საძინებელში ვაკვირდებოდი, ვნერვიულობდი არაფერს ამბობდა ისევ აკოზე ვფიქრობდი, მგონია რომ მან დაჭრა დემეტრე მთელი ღამე არ მეძინა დემეტრეს ვაკვირდებოდი მაგრამ დილით შვიდისთვის მაინც ჩამეძინა თვალები გავახილე ტელეფონს დავხედე თერთმეტი საათი იყო დემეტრეს გადავხედე და სად არის დემეტრე? დაბლა ჩავედი და მისი მოძებნა დავიწყე უცებ სამზარეულოში დავინახე ეწეოდა და საჩხუბრად მივარდი -არ ხარ შენ ნორმალური! ვუყვირე სიგარეტი წავართვი და ჩავაქრე -პატარავ მერე რა არ მტკივა -არ შეიძლება შენთვის ფეხზე დგომა! -დამშვიდდი გაიცინა და მოფერება დამიწყო მე კი ხელი მოვკიდე და ნელა ავიყვანე საძინებელში -აქდან ფეხს არ მოიცვლი ვუთხარი როცა დავაწვინე, მე დაბლა ჩავედი და საუზმის მომზადება დავიწყე, საუზმე დემეტრესთან შევიტანე ეძინა მივუახლოვდი და მისი გაღვიძება დავიწყე ხელი რომ მოვკიდე ისეთი ცხელი იყო ლამის დამწვა თან სულ ოფლად იღვრებოდა სწრაფად გავაღვიძე თვალებს ძლივს ახელდა თერმომეტრი ავიღე და სასწრაფოდ გავუზომე სიცხე 39.8 ქონდა -დემეტრე ამას ვეღარ გავუძლებთ! ვუთხარი ხელი ჩავკიდე და მეორე ხელში ტელეფონი ავიღე -არა! მკაცრად მითხრა დემეტრემ -დემეტრე გთხოვ ვთქვი და ტირილი დავიწყე -კარგი რა პატარავ, არაფერია ჭრილობის თავიდან დამუშავება დავიწყე ბინტი რომ ავწიე ლამის გული წამივიდა ისეთი საშინელი დასანახი იყო -დემეტრე რამე უნდა მოვიფიქროთ ვუთხარი და გამწარებული ვტიროდი -პატარავ რა გატირებს? მითხრა და გამიღიმა, სულ ვკანკალებდი და უცებ დავიყვირე -ქეთი, ქეთი! -რას ბოდავ? -ქეთი ანას დედაა ექიმია და უკვე ვრეკავ ანასთან -და რა იცი რომ არაფერს იტყვის? -ანკა არ მისცემს უფლებას. ანას დავურეკე და ვუთხარი რომ სასწრაფოდ მოსულიყო დედამისთან ერთად, ქეთი მოვიდა და ჩხუბი დამიწყო სასწრაფო როგორ არ გამოიძახეთო, მე ყველაფერი ავუხსენი, ქეთიმ მითხრა რომ დემეტრეს ინფექცია ქონდა შეჭრილი რაღაც ანტიბიოტიკი დაალევინა ანკამ ამოიტანა და მითხრა რომ სანამ ჭრილობა არ დაცხრებოდა ეს ანტიბიოტიკი უნდა დაელია. ქეთიმ ჭრილობის დამუშავება დაიწყო სიმართლე რომ გითხრათ ვერაფერში ვერ დავეხმარე ანა ეხმარებოდა მე კიდევ დემეტრეს გვერძე ვიწექი და ხელს არ ვუშვებდი. ქეთიმ ჭრილობის დამუშავება მასწავლა და წავიდნენ, საწოლზე ჩამოვჯექი თავი ხელებში ჩავიდე და დემეტერეს ვკითხე -რა ხდება? ვინ დაგჭრა? რატომ იქცევი ასე? რატომ არ პასუხობ მამაშენის ზარებს და შლი მის წერილებს? -პატარავ მაპატიე ახლა არაფრის თქმა შემიძლია -თუ ეს ჩემს გამო ხდება უნდა ვიცოდე -არა პატარავ ჩვენ გამო ხდება გაკვირვებულმა შევხედე მას ბოლოს დემეტრეს მაინც ყველაფერი ვათქმევინე ისიც გავიგე რომ არც თეკლაა გიორგის შვილი -ყველა მეზიზღება, არა ამას არ იზამენ თეკლას არ მოიტაცებენ თეკლა რა შუაშია? -პატარავ აღარაფერი მოხდება ცუდი ცრემლები წამომივიდა და დემეტრეს ჩავეხუტე -მეზიზღება როცა ტირიხარ თქვა და ცრემლები მომწმინდა მერე შუბლზე მაკოცა და ორივეს ჩაგვეძინა. დილით გავიღვიძე და აკოსგან გამოგზავნილი თეკლას ფოტოები დამხვდა დაბმული იყო და თან გაურკვეველ ადგილას, დემეტრე კი საწოლში ისევ არ იწვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.