შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ნაწილი მეხუთე]


16-08-2018, 20:48
ავტორი -venus-
ნანახია 4 039

როგორც იქნა მოვიდა მარიამი, კარები გავუღე და ისე ჩავეხუტე თითქოსდა დიდიხანი არ მენახოს.
- რა გჭირს გოგო, შენი გულის ხმა ისმის მარტო.
- ნიკაა შიგნით... თვალები ძირს დავხარე და სახე დავმანჭე.
- ხუმრობ ხო?! წარბები ზემოთ აწია და მისაღებისკენ ნელა გაიხედა. აქ რა უნდა?
- ლაშასთან მოვიდა დასამშვიდობებლად, აუ მარი... აღარ მინდა რა სულ ამასთან შეხვედრა!
- კაი დაწყნარდი, წამო შევიდეთ აქ რო დამაყუდე.
მისაღებ ოთახში შევედით მე და მარი. ნიკა ისევ იგივე პოზაში იჯდა და იატაკს მისჩერებოდა, მარის შემოსვლაზე ისეთი რეაქცია ქონდა რაღაცნაირად ვიეჭვიანე კიდეც, თუმცა მაგაზე ფიქრი არ მინდოდა.
- ეს მარია ჩემი დაქალი, მარი ეს ნიკაა, "ცოტახანი შევჩერდი, ვერ გადამეწყვიტა როგორ გამეცნო, მარიმ კი იცოდა მაგრამ ნიკასთან როგორ უნდა მეთქვა არ ვიცოდი ამიტომ ვამჯობინე ის რაც ვთქვი" ლაშას ძმაკაცი.
ამაზე ნიკას ჩაეღიმა, მაგრამ აღარაფერი უთქვამს, მარიმაც და ნიკამაც სასიამოვნოაო და უმნიშვნელოდ გაუღიმეს ერთურთს. მარიმ იცოდა ჩემი დაძაბულობის შესახებ, ამიტომ სიტუაციის განსატვირთად, უაზრო მაგრამ სხვა თემა წამოწია სალაპარაკოდ... უნივერდიტეტზე და სწავლაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მიუხედავად იმისა, რომ ვამბობდი ნიკა მიყვარს თქო არ ვიცოდი, რომ ილიას უნივესიტეტი ქონდა დამთავრებული ბიზნესის ფაქულტეტზე. თუმცა ბავშვობიდან ფეხბურთს თამაშობდა, ამიტომ მის პროფესიას არ გაჰყოლია. სიტუაცია განიმუხტა, რამოდენიმეჯერ კი გამოაპარა ჩემსკენ თვალი, მაგრამ სულ მარის ელაპარაკებოდა, მეც შედარებით დავწყნარდი, ყავა დავლიეთ, ამასობაში კი ლაშაც მოვიდა და ამოვისუნთქე.
- მოხვედი? ღიმილნარევი ხმით შევეგებე.
- პირველად გნახე, რომ ჩემი მოსვლა გაგეხარდა, მშვიდობაა? თან გადამკოცნა.
- კი კი, ნიკა გელოდება მისაღებში, მარიც აქარის, მოკლედ, თუ ნებას დამრთავ მე და მარი წავალთ სადმე კაფეში, დავემშვიდობები ნორმალურად, ვილაპარაკებთ, თქვენ კი დარჩით.
- კარგი წადი, ეს ნების დართვა და ეგეთები არ იყო საჭირო თუმცაღა მესიამოვნა. მადლობა, რომ ჩათვალე მცოდნოდა შენი წასვლის შესახებ...
- კარგი მარის ვეტყვი მაშინ და წავალთ.
- ტასო
- ჰოუუ
- რამე ხდება და მიმალავ?
- არაა. რატო მეკითხები. ძალაინ დავიძაბე, მაგრამ თავის შეკავება ვცადე.
- რავიცი, ისეთი შთაბეჭდილება მაქვს თითქოს ერთი სული გაქ ახლა აქედან გახვიდე.
- ჰააჰ, არა საიდან მოიტანეე. ნერვიულობის დაფარვა უაზრო სიცილით ვხადე დამშვიდდი ყველაფერი კარგად არის...
- კარგი, იმედია მასეა, ფული გაქვსს??
- კი მაქვს ცოტა და მეყოფაა.. მადლობა ვაკოცე და მარი გამოვიყვანე იქიდან, ნიკას ლაითად დავემშვიდობე და მე და მარი გარეთ გავვარდით...

- ბზიკმა გიკბინა?
- აუუ კაი რაა, წამო სადმე კაფეში შევიდეთ, გამისკდა თავი.. ჯოჯოხეთში ვარ იმენა რაა...
- აბა რა გეგონა ეს ცხოვრება სულ იავარდით მოფენილ გზაზე ხო არ ივლი.. ეკლებშიც თუ არ გაიარე ისე არ გამოვა...
- კაი რა, ფილოსოფიური რჩევები აღარ მინდა უკვე, გავიგე რომ საშინელი ადამიანი ვარ...
- გასაბრაზებლად არ გეუბნები, ჩემი რო ხარ მაგიტომ...
- ვიცი ვიცი, ეგ კი არა ნიკა როგორ გიყურებდაა დააკვირდი?
- კი და იმედია არ ეჭვიანობ... დარწმუნებული ვარ შენს საეჭვიანოდ ქნა..
- არამგონია მაგან ხო დაამთავრა ყველაფერი, საეჭვიანოდ რაღატო იზავდა..
- რავიციი რას გაიგებ ბიჭებისას...
ამასობაში "ჩვენს" კაფეში შევედით. ყავა და ნამცხვარი შევუკვეთეთ, ლაპარაკში ისე შევყევით, აზრზე ვერც მოვედი როგორ ჩამობნელდა...


**
ლაშა და ნიკა სახლში იყვნენ, ლაშა როგორც ყოველთვის თავის ბიზნესზე და წარმატებულ კარიერაზე ლაპარაკობდა ნიკა კი უსმენდა და მხოლოდ იღიმოდა..
- ბიჭო წამო სადმე ბარში რა... ხვალ მაინც მიდიხარ და ღმერთმა იცის კიდე როდის გნახავ, როგორც იცი ხოლმე ისე დაიკარგები ისე, დავლიოთ, ვილაპარაკოთ... რას იტყვი?
- წავიდეთ ძმა, როდის მითქვამს უარი ეგეთ რაღაცეებზე. ოღნდ ტასოს დავურეკავ, ვეტყვი რომ შეიძლება დამაგვიანდეს.
ამის გაგონებაზე ნიკას სახე აელეწა. თუმცა ყველანაირად ცადა რომ ეს არ შეემჩნია.

- ალო ტასო, მე და ნიკა ბარში ვიქნებით, თუ რამე დამირეკე კაი? შეიძლება დამაგვიანდეს.
- კაი მარა ხვალ რო ადრე ვდგებით?
- არარი პრობლემა მე ყველაფერი მზად მაქვს, გამაღვიძებ და წავალთ... ნიკას უფრო და უფრო ელეწებოდა სახე, ბრაზდებოდა, სევდა უდგებოდა თვალში, რომ "მის" გოგოს სხვა ელაპარკებოდა, ძმაკაცი, მაგრამ მაინც სხვა მამაკაცი...
- კარგი მაშინ, იმედია ბევრს არ დალევვ.
- ოჰო, ნერვიულობ უკვე ჩემზე?
- შენზე არა უფრო ჩემზეე, ვერ ვიტან ნასვამ ხალხს. გაიცინაა
- ოხ შენ რა ხარ. კაი მიდი და ჭკუით, გაკოცე
- კაი მიდი.
ტელეფონი გათიშა ლაშამ, სახლიდან გავიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და იქიდან გაუჩინარდნენ...


- რას დალევ?
- რავიცი ვისკს, ორმაგს... დაამატა და სიგარეტის კოლოფი მაგიდაზე დადო.
- როდიდან ეწევი? ჩაეკითხა ლაშა და ცალი წარბი ზემოთ ასწია.
- რაც ფეხბურთს თავი დავანებე, ცუდი ჩვევებიც დამეწყო.
- ხოო ვხედავ, მაგრამ ძალიან ნუ შეეჩვევი. რა იცი იქნებ ისევ ითამაშო.
- არა ტო, რადროს ჩემი თამაშია, მუხლის გამო ხო იციი.
ამასობაში მათი კუთვნილი სასმელიც მოიტანეს და ორივემ ერთდროულად გადაკრა.
კიდევ გაამეორეს, კიდევ, კიდევ და როცა ორივე საკმაოდ შეზარხოშდა, თითქოს სასმელმა ორივე გაათამამაო და ისეთ თემებზე დაიწყეს ლაპარაკი რაზეც ალბათ სიფხიზლეში ვერც მოახერხებდნენ. რათქმაუნდა ეს თემა ანასტასია იყო.

-ნიკა, რაღაც უნდა გკითხო.
- გისმენ.
- შენ ტასოს არ იცნობდი?
- რატომ მეკითხები?
- რავიცი, დღესაც შევამჩნიე და ზოგადად სულ ვამჩნევდი, როცა შენ გხედავდა რაღაც აფორიაქებდა, ვერ ისვენებდა, თრგუნავდა. შეიძლება მოგეჩვენაო მითხრა მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ არ შემინიშნავს და შენც კარგად იცი, როცა რაღაცას ვხედავ ყოვლთვის ვამბობ ხოლმე.
- კი მაგრამ ახლა რატომ ამბობ და არა მაშინ როცა ტასოც ჩვენთან ერთად არის?
- შენ კაცი ხარ ძმაო და მინდა ჯერ შენ გელაპარაკო, შენგან მინდა ჯერ გავიგო, რა ხდება, ან რამე ხომ არ ხდებოდა... შემდეგ კი ტასოს მივხედავ, ან დავფიქრდები საერთოდ ღირს თუ არა, რომ მივხედო. თვალი ჩაუკრა ორაზროვნად და მის პასუხს სულმოუთმენლად დაელოდა..
- ლაშა მომისმინე, შენ ჩემი ძმაკაცი ხარ, მე შენში ის ნაპერწკალი დავინახე რაც აქამდე არ დამინახავს და ვიცი ეს ტასოს დამსახურებაა.
- ბიჭო მე ეგ არ მიკითხავს, თქვენს შორის ხდება თუ არა რამე? დამარცვლით მიუგო
- ხდებოდა, ხდებოდა მაგრამ მისი ტყუილების გამო დაუწყებლად დამთავრდა ყველააფერი.
- აჰა ანუ ხდებოდა ხო?
- მე რატო არ ვიცოდი?
- კაი რამნიშვნეობა აქ ბრატ. მომისმინე, როცა მე და ტასომ გავიცანით ერთმანეთი მაშინ ვიცი რომ შენ მის ახლო მახლოც არ ტრიალებდი.
დანარჩენი არ ვიცი, უფროსწორად იქამდე არ ვიცოდი შენი წვეულება რომ იყო. მაშინ ყველაფერი გაირკვა, მაშინ შენც მითხარი ტასოზე ისეთი რაღაც, რაც არ ვიცოდი. მერე მოყვა ისიც, რომ შენ ტასო აშკარაა რომ გიყვარს.
- ხო მარა შენც გიყვარს.
- მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს, ფაქტია რომ ახლა შენთანარის.
- მე ხვალ აღარ წავიყვან მაგას გერმანიაში.
- რა?? ჩემს გამო არ მინდა ასე მოიქცე.
-შენს გამო არა, ჩემს გამო ვიქცევი ასე, დავტოვებ, დაფიქრდეს, გაერკვეს, თუ უნდა შენც ნახე და დაგელაპარაკოს, არ მინდა ჩემს გვერდით იყოს და შენზე ფიქრობდეს გაიგე? კი მე მისთვის კლიენტი ვიყავი და შეიძლება ჩემს წინ შენ გიცნობდა, შეიძლება შენ უყვარდი ან მოწონდი, ეგ არ მადარდებს, მთავარი იცი რა არის? ახლა მე რას ვგრძნობ, მე ის გოგო მომენდო ტო, მომენდდო, ბოლოს და ბოლოს ჩემი გახდა, პირველი ვიყავი, შეიძლება ამის გამო შენთან აღარც მოვიდეს მაგრამ მისი გრძნობებიც ჩანს. როგორ ემღვრევა თალები შენი დანახვისას...
- არ ვიცი, არ მინდა მე მაგ თემაზე ლაპარაკი. მითუმეტეს შენთან იყო, და ალბათ იქნება კიდეც, მე განზე გავდექი შენს გამო. უკან აღარ დავბრუნდები. წაიყვანე ტასო და წადი, თორე აქ რო დატოვო.
- მითხარი, მაინც შეურიგდები ხო?
- ლაშა, არ მინდა გული გატკინო, მე მატკინეს უკვე, წადი და წაიყვანე.
- კი მაგრამ არ მინდა მე მის გრძნობებზე თამაში გესმის? არ წავიყვან, აღარ წავიყვან, საჭირო თუ გახდება საერთოდ დავტოვებ და იცოდე რომ ამაზე უკვე ვფიქრობ.


ამ საუბრის შემდეგ კიდევ ბევრ რაღაცას მოედნენ, თუმცა ორივე მაინც ტასოს გარშემო ტრიალებდა, საშინელებაა არა?! ძმაკაცებს რომ ერთი გოგო უყვართ, გოგო რომელიც არ იმსახურებს არც ერთს და არც მეორეს.. ორივეს თავისი სიმართლე, სიალალე და კაცობა ალაპარაკებს, ორივე თმობს გოგოს, თუმცა იმას ვერ ხვდებიან, რომ ასე შეიძლება ორივემ დაკარგოს.


**
- კარგად გავერთეთ რაა.როგორ მიყვარს შენთან ლაპარაკი.
- მეც გოგო, ძალიან და მწყინს, რომ მიდიხარ. სახე მოეღრიცა მარის.
- კაი რაა, მარ, გთხოოვ. ჩამოვალ მალე გპირდები.
- კარგი, მიდი მაშინ და კეთილი მგზავრობა, იქიდან სულ მირეკავ ან მწერ გაიგე?
- გავიგე აბა რას ვიზავვ. მაგრადმოვეხვიე და ჩავეხუტე.
- მიყვარხარ ტასს.. ჭკვიანადდ.
საპასუხოდ გავუღიმე, ისიც სადარბაზოში შეიკარგა.
მე მამუკას დავურეკე, მომაკითხა მარჯანიშვილზე და სახლში წამიყვანა.
ლაშასთვის არ დამირეკავს, ვიფიქრე ხელს არ შევუშლი თქო, უკვე საღამოს 10 საათი იყო, სახლში რომ შევედი, მივიხედ მოვიხედე, სახლში აშკარად არავინაა. ოთახში ავედი, ჩემოდანი გავამზადე, ბოლო წვრილმანი ნივთებიც ჩავალაგე ჩანთებში და აბაზანაში შევედი. მთელი დაღლილობა და სტრესი წყალს გავატანე, რამდენიმე წუთი ვინებივრე წყლის ქვეშ და გამოვედი. პირსახოც შემოხვეული ოთახში შევედი, ჩავიცვი, თმა ოდნავ შევიშრე და ლოგინზე ემბრიონის ფორმში დავწექი, დაღლილობისგან როდის ჩამეძინა არ მახსოვსს, თუმცა ეს ტკბილი, უშფოთველი და ლამაზი სიზმარი კარების ხმამაღალმა ბრახუნმა გაწყვიტა, თვალებს მძიმედ ვახელ და ჩემს წინ აღელვებულ, უფროსწორად გაცეცხლებულ ლაშას ვხედავ...
სიბნელის მიუხედავად, მთვარის შუქით განათებულ ოთახში ჩანს მისი გამწარებული სახის ნაკვთები, მისი ლურჯი თვალები უფრო გადიდებულიყო და კაშკაშებდა, შემეშინდა, ვაღიარებ რომ ძალიან შემეშინდა, ასეთი ლაშა პირველად მენახა, დაახლოებით ვიცოდი მიზეზი მისი გაბრაზებისა, მიზეზი რომლისაც ყველაზე მეტად მეშინოდა. ახლა, ამაღამ, გერმანიაში წასვლამდე რამდენიმე საათით ადრე მივხვდი, რომ ნიკამ ყველაფერი გააკეთა ჩემს გასამწარებლად... ხმის ამოღება ვერ მოვასწარი, ისე მომვარდა და ყელში მეცა.
არასოდეს მინახავს და მიგრძვნია ის ტკივილი, "ამჯერად ფიზიკური" რაც იმ ღამეს ლაშამ მაგრძნობინა, არასოდეს მინახავს ასეთი გამწარებული მამაკაცი. ვიმსახურებდი? ალბათ ზოგი იტყვის რომ კი, მეტსაც იმსახურებდიო თუმცა არამგონია კაცს ქონდეს ისეთი მიზეზი, რომ ქალზე ხელი აწიოს.
ღამის 4 საათზე დალურჯებული, ტუჩ გახეთქილი, სამი ჩემოდნით, და რამოდენიმე პატარა ჩანთით მარჯანიშვილის მეტროსთან ვხეტიალობდი, როგორც იქნა მივაღწიე კორპუსამდე, სადარბაზოში შევედი, კიბეები ძლივს- ძლივობით ავიარე, ხან ერტს ავათევდი ხან მეორეს ხანაც მესამეს... როგორც იქნა ავედი, ზარი დავრეკე და როცა კარი გაიღო ჩემმა ცრემლებმაც მაშინ იპოვნეს თავისუფლება ჩემს შეშუპებულ და სისხლიან ღაწვებზე.


- ვაიმეეე, ტასოო, ღმერთო ჩემოო შემოდი, რა დაგემართა?
- წავიქეცი თქო რო გითხრა დაიჯერებ?
-....
- ლაშა.
- ვერარიის ეგ? რამდენის უფლებას აძლევს თავს? უჩივლე გაიგე? არ შეარჩინო ვინ მიგდიაა ეგ, ქალზე ხელი როგორ უნდაა აწიოს?
- კაი დამშვიდდი, არავის არ ვუჩივლებ, არაკაცია და მაგას პოლიცია ვერ უშველის, ხედავ რა გამიკეთა ნიკამ?
- ეგ ვაფშე, მაგაზე რა უნდა ვთქვა, დაგპირდა და რა გააკეთა...
- მოკლედ, მარ, არ ვიყავი აქ, არ გინახივარ და საერთოდ არ იცი სად ვარ გაიგე?
- და რა საპირებ?
- სახლს გავყიდი და ვეცდები უკრაინაში წავიდე.
- იქ ვისთან, სახლი? რა უნდა გააკეთო იქ?
- აუ არ ვიცი რაა, აქ არ გავჩერდები, არც ერთის დანახვა არ მინდა, იქ ბიძაშვილი მყავს, ნუ ნათესავებიც მარა რაც მშობლები დაიღუპნენ ხო იცი როგორც დამიკიდეს, იმას დავურეკავ და ვთხოვ, იქნებ რამე მომინახოს.
- დარწმუნებული ხარ?
- კიი რაა მარი, მართლა აღარ შემიძლია, კიდევ კარგი ეს ახლა მოხდა და არა სხვა დროს, დავინახე ლაშას ნამდვილი სახე და ნიკასი ხო ვაფშე.
- ორივე არაკაცები არიან, არ ვიცი ტასო რა გითხრა, როგორც უკეთესად თვლი ისე გააკეთე.
- ლაშა რეკავს.
- გაუთიშე.
- ხო ვაფშე გამოვრთავ ტელეფონს, იმედია შენი ნომერი არ იცის და არ დაგირეკავს.
- არა არ აქვს, მომიყევი საერთოდ რა მოხდა, ესე მოგვარდა და გცემა?
- გოგო სახლში ხო მივედი და რავი არ დამხვდა, მერე ჩაამეძინასავით და ისეთი გაბრაზებული მოვიდა უკვე აღარც მინდა იმაზე ფიქრი ნიკამ რა უთხრა, მეცა და შედეგს შენც ხედავ.
- პროსტა რაა, მეზიზღებიან ეგეთი კაცები.
მარ, ეხლა მე დავრეკავ და ხვალ რამენაირად გავყიდოთ რა ბინა...
- რამდენად ყიდი..
- რავი ნორმალური ბინაა წესით ერთი 35, 40-ად უნდა გაიყიდოს რაა.
- კაი მოვახერხებთ რამეს... მიდი იბანავე და დაიძინე, მოვიდა და სახეზე მომეფერა თუმცა ტკივილი ვეღარ მოვითმინე და სახე დამემანჭა..
აბაზანაში შევედი, სისხლიანი ტანსაცმელი იქვე მივყარე, წყალი გადავივლე და უკან გამოსვლას ვაპირებდი, ბრახუნის და ყვირილის ხმა, რომ მომესმა. შიშმა დამიარა, დაძაბული ვეცადე ხმა არ ამომეღო და პირსახოცი სხეულზე ავიფარე. კარებთან ჩავიკეცე და ნერვიულობისგან კანკალი ამიტყდა, ეს მდგომარეობალაშას ღრიალმა და ნაბიჯების ხმამ გაამძაფრა, უკან კი მარი მისდევდა.
- ლაშა, არარის აქ, რატო არ გესმის? ან რამოხდა საერთოდ?
- არაფერი მარი, ცუდად მოვიქეცი! სხვაგან სად წავიდოდა ამ შუაღამისას?
- არ ვიცი, დამიჯერე არარის აქ, უკვე გვიანია და ძალიან მეძინება.
- არ მატყუებ? მათი ლაპარაკი ბუნდოვნად მესმოდა და მეშინოდა ძალიან.
- არ გატყუებ.
- კარგი თუ გამოჩნდება გამაგებინე გთხოვ. მერე ხმა გაწყდა, ბოლოს კი კარის ჯახუნი გავიგე და ამოვისუნთქე. კარი ნელა გამოვაღე და მარის გაფართოვებული თვალები შემეჩეხა.
- წავიდა ხო?
- ხო, ძლივს დავუმტკიცე, რომ არ ხარ აქ.
- ვაიმეეე, ეგ ვერარის. დანახვაც არ მინდა და საერთოდ იცოდე რაც არ უნდა მოხდეს და როდისაც არ უნდა გკითხოს ჩემზე რამე არ იცი გაიგე?
- გავიგე ხოო.

ისე ჩამეძინა ვერც მივხვდი, დილით რომ გავიღვიძე სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა, თვალზე ოდნავი შეშუპება და სილურჯე დამმჩნეოდა, ტუჩი გამსდარი და წარბიც გატეხილი, ღმერთო როგორი ველური და ცხოველი უნდა იყო, რომ ქალს ასე მოექცე.
რომ ავდექი მარიამი სახლში არ დამხვდა, იცოდა რომ ტელ გამორთული მექნებოდა და წერილი დამიტოვა: - მე სამსახურში ვარ, საჭმელი მაცივარშია, ჩემებბი სოფელში არიან და არ ინერვიულო, თუ ვინმემ დააკაკუნა კარიც არ გააღო, 7ისკენ მოვალ.
სამზარეულოში გავედი და ყავა გავიკეთე, მარის ლეპტოპი ჩავრთე, ჩემი ჩემოდანში იდო სადღაც და აღარ მინდოდა ამოქექვა.
განცხადებებში შევედი და ჩემი ბინის თაობაზე განცხადებაც გამოვაქვეყნე, ვიცოდი რომ ბევრს არავინ გადაიხდიდა ამიტომ რადგანაც მალე მჭირდებოდა ფასი 35000$ დავადე, 3 ოთახიანი სუფთა ბინაა, კარგ ადგილას არამგონია ვინმემ უარი თქვას ასეთ შეღავათიან ფასზე...
ტელეფონის ნომრად კი მარის სახლის ტელეფონი მივუთითე და რამოდენიმე საათში დარეკა კიდეც..
- ალო... შეშინებული ხმით ავიღე, არ მინდოდა რომ, ლაშა ან ნიკა ყოფილიყო.
- გამარჯობათ ბინის თაობაზე ვრეკავ..
- დიახ, გისმენთ..
- როდის შემიძლია რომ ვნახო?
- იცით საღამოს 8ისკენ ჩემი მეგობარი დაგათვალიერებინებთ მე ცოტა შეუძლოდ ვარ და ვერ მოვალ სამწუხაროდ.
- კარგით, მაშინ 8ზე წერეთლის მეტროსთან ვიქნები.
- დიახ კარგით, ამ ნომერზე დაგირეკავთ აუცილებლად,
- დიდი მადლობა, უკაცრავად, ფასი ბოლოა ხო?
- დიახ, ძალიან მეჩქარება და შემიძლია 33ადაც მოგცეთ თუ გნებავთ...
- კარგით საღამოს გაგაგებინებთ...
- დროებით.

ესეც ასე, იმედია მოეწონება და იყიდის თორე თავს მოვიკლავ. დაახლოებით 15 წუთში
კარზე ბრახუნი ატყდა, შემეშინდა იმიტომ, რომ ვიცოდი მარი ასე არ დააბრახუნებდა, ფეხისწვერებზე ჩუმად მივეპარე კარებს და გავიხედე, ლაშა იყო, ფეხზე ძლივს იდგა, ხმა არ ამომიღია, უკან გამოვეცალე კარებს და მარის ოთახში შევიკეტე.
სოციალურ ქსელში შევედი, ანდრეისთვის რომ მიმეწერა. კიდევ კარგი საიტზეა.
" - ანდრეიი, როგორ ხარ? "
" - კარგად სტასია შენ როგორ ხარ? "
" - რავიცი აბა, მოკლედ საქმე მაქვს შენთან სერიოზული, იმედია დამეხმარები..."
" - გისმენ აბა, მშვიდობაა? "
...............................
ყველაფერი მოვუყევი და სახლის შოვნა ვთხოვე, პატარა ერთ ოთახიანი ბინის, რომელიც იქ დაახლოებით 20-25 ათასი $ ღირს,
ანდრეი შემპირდა რომ მომიგვარებდა მაგ პრობლემას და ეცდებოდა რაიმე სამსახურიც ეშოვნა, მაღაზიაში, ან სადმე. არაფერს დავეძებ ოღონდ აქაურობას გავეცალო.
უკრაინაში ბავშვობის მერე არ ვყოფილვარ, ვიცი გამიჭირდება იქ დაბრუნება, ვიცი მომაწვება ნოსტალგია, მშობლების მონატრება, სიყვარული და ვიცი ცუდად ვიქნები რამოდენიმე ხანი, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, მირჩევნია იქ ვიყო ცუდად ვიდრე აქ ვიხრჩობოდე, აქ მახრჩობდეს აქაური ხალხი, გარემო, ნიკა ანნ ლაშა.
რაც დრო გადის უფრო ვხვდები რომ დიდი შეცდომა დავუშვი, შეცდომა რომელსაც ალბათ ვერასოდეს დავივიწყებ და გამოვაასწორებ თუმცა, არ ვიცი სხვა როგორ მოიქცეოდა.
მინდა ყველაფერი ავწონ-დავწონო, დავფიქრდე სად დავუშვი შეცდომა,
გავხდი ესკორტი- ეს მთავარი შეცდომაა.ამას არ ჩავთვლი.
გავიცანი ნიკა, ვმეგობრობდით, მოგვეწონა, შეგვიყვარდა, თუმცა ჩვენს შორის არაფერი მომხდარა. ამასთანავე სამსახურის გამო მიწევდა ლაშაასთან ღამის ან ღამეების გატარება რაც დიდად არ მომწონდა, უბრალოდ ვერაფერს ვამბობდი...
მგონი უფლება ყველას აქ სიყვარულის, სიყვარულის რომელიც, თუნდაც არ გამოუვიდეს, ვერ იყოს მასთან, ხო შეუძლია მაინც რომ უყვარდეს... ჩემი მომავლისთვის ავირჩიე ლაშა და ალბათ მანდ დავუშვი შეცდომა, საშინელი შეცდომა, რომელმაც აქამდე მომიყვანა...

საღამოს მარი მოვიდა, 7ხდებოდა, გასაღებით გააღო კარი და ეგრევე ოთახში შემოვიდა, ყველაფერი ვუამბე და ძალიან ვთხოვე რომ ის ქალი ენახა და სახლი ეჩვენებინა, ვიცოდი რომ დაღლილი იქნებოდა თმცა უარი მაინც არ უთქვამს.
სახლის ტელეფონიდან ქალის ნომერი ამოვაგდეთ და მარი ელაპარაკა, უთხრა რომ გამოდიოდა და გავიდა კიდეც.

სახლში უაზროდ დავბოდიალობდი, ხან რას მოვედე ხანაც რას, სახლი ალბათ 3ჯერ დავათვალიერე, იქამდე სანამ მარი მოვიდოდა.
დაახლოებით საათახევარში კარი გაიღო და მარი გახარებული შემოვიდა, ხელში კონვერტი ეჭირა და შემოსვლის თანავე კონვერტი ააფრიალაა, "ერთი ბილეთი კიევამდე" დაიყვირა და ჩამეხუტაა..
- ვაიმეე როგორ გაკლიაა, არ მჯერაა... გაიყიდა ანუ?
- გოგო კიიი, მოეწონა თან იაფიაო და რავი არ უყოყმანია.
- აუ როგორ გამიხარდა, მოკლედ ყველა საბუთის მოგვარებას შენ გაბარებ, 3000$ გეყოფა?
- რაა? რათ მინდა გოგო გაგიჟდი? შენ უფრო გჭირდება ეგ, არ მინდა მეთვითონ მივხედავ ყველაფერს..
- არაა რაა, ათასი მაინც დაიტოვე გთხოვ, მოკლედ მე ადვოკატს გადავურეკავ და ვეტყვი, რომ შენ გადმოგაბარებ მეურვეობას, ეგ საბუთებს მოაგვარებს და მე ხვალვე წავალ, მერე გადაუფორმე ვინც იყიდა იმას და მოაგვარე კაი?
- კაიი ტასო, ნუ ღელავ, ყველაფერს მოვაგვარებ, ერთადერთი რაზეც ვნერვიულობ ეს შენ ხარ, კიდევ ვერ ვიჯერებ იმ არაკაცის საქციელს.
- ნუღარ მახსენებ რა, დღეს კიდე მომადგა აქ. მთვრალი იყო, მარა არ გამიღია კარი.
- რას გააღებდი ერთი, ფუუ საზიზღარი არსება, რა ნამუსით მოდის ან აქ ანაც საერთოდ რა ნამუსით დგას კიდევ ფეხზე.
- მოკლედ, რო წავალ, თუ კკიდე მოვა გაუღე და ვაფშე არაფერი შეიმჩნიო, თუ საჭირო გახდა გამლანძღე რო ისე დავიკარგე დაჟე შენთვისაც არაფერი მითქვამს კაი?
- ნუ ნერვიულობ ვიცი რასაც ვიზავ.
- ჩემი გოგო ხარ შენ..
- რას იზავ ახლა, ბილეთს ინტერნეტიდან აიღებ?
- ხოო დავჯავშნი, მერე ანდრეის დავურეკავ შენი ნომრიდან, ვეტყვი ჩაფრენის საათს და დამხვდება.
- ვიამეეე, ახლა მართლა მიდის ჩემიგოგოო. აღარ ჩამოხვალ ხო?
- არ ვიცი მარ, არ ვიცი, არაფერი ვიცი. შეიძლება, მაგრამ დიდიხანი ალბათ არა.
- ხოდა დღეს ბევრი ბევრი ვიჭორაოთ.
- მოკლედ რაა შენ ხო არ იღლები ამ ჭორაობით.
- დიდიხანი ვეღარ გეჭორავები და რა ვქნააა. ტუჩები მობუსხა და პატარა ბავშვივით ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა.
-კაი ხო ნუ იბუსები. მომე ტელეფონი ანდრეის დავურეკავ.

.........................

ღამე იმდენი ვილაპარაკეთ მართლა, ყბა მტკიოდა, ანდრეისთან მოვაგვარე ყველაფერი, ბილეთიც დავჯავშნე, დილით 8საათზე ფრენა მქონდა, ნერვიულობისგან ვერც დავიძინე და მარიმ არც დამაძინა, იმდენი ყავა ვსვით რაღას დავიძინებდით.
დილის 6საათამდე ვიჯექით და ვლაპარაკობდით, ხან წამოიტირებდა მარი ხანაც იცინოდა. არ ეჯერა, რომ დიდიხანი მოუწევდა უჩემოდ ყოფნა. ეს მას კი არა, არც მე მეჯერა.
გამთენიისას ყველაფერი მოვაწესრიგე, ჩემოდნები, ჩანთები, ჯერ მარი გავიდა სადარბაზოში, იქაურობის "დასაზვერად". არავინ იყო და ქვემოთ ჩავედით.
ტაქსი უკვე გველოდებოდა, აეროპორტში მისვლისას, მარის ძალიან მაგრად მოვეხვიეე, დაახლოებით 15 წუთი ვიდექით და ვტიროდით, საშინელებაა ის დატოვო ვინც შენთვის ძვირფასია.
შემდეგ რეგისტრაცია გავიარე და ჩასხდომის გამოცხადებისას, თვითმფრინავისკენ წავედი.
ამბობენ, რომ ხალხი შეცდომებზე სწავლობს. ხოდა ეს შეცდომაც ჩემთვის საუკეთესო გაკვეთილი იყო, ბევრ რამეს მიმახვედრა, ბევრიც მანახა.
ახლა კი ანასტასია ტკაჩენკო ცხოვრებას ახალი ფურცლიდან იწყებს.



№1 სტუმარი ????????????????????

ვგიჟდები შენზეც და ამ ისტორიაზეც

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

????????????????????
ვგიჟდები შენზეც და ამ ისტორიაზეც

მადლობა დიდი <3

 


№3 სტუმარი mariami

[b][/b][i][/i][u][/u][s][/s][left][/left][quote][/quote]

ძალიან კარგია

 


№4 სტუმარი ❤❤

male dade shemdegi tavi ra pls❤

 


№5  offline წევრი იზუკა

ძალიან მაგარია..აქამდე არ წამიკითხავს და ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე ხუთივე თავი )) ძალიან დროული იყო ტასიას გადაწყვეტილება..რა მოხდება არ ვიცი მაგრამ მოლოდინი იმისა,რომ უკეთესობისკენ შეიცვლება მისი ცხოვრება,დიდი მაქვს..შემდეგ თავს როდის დადებთ ?

 


№6  offline ახალბედა მწერალი -venus-

იზუკა
ძალიან მაგარია..აქამდე არ წამიკითხავს და ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე ხუთივე თავი )) ძალიან დროული იყო ტასიას გადაწყვეტილება..რა მოხდება არ ვიცი მაგრამ მოლოდინი იმისა,რომ უკეთესობისკენ შეიცვლება მისი ცხოვრება,დიდი მაქვს..შემდეგ თავს როდის დადებთ ?

ძალიან დიდი მადლობა, ვიმედოვნებ გაგრძელებაც მოგეწონება, ვეცდები დღეს დავდო :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent