შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"გატაცებული" (თავი 3)


17-08-2018, 01:43
ავტორი qetti22
ნანახია 2 104

  ნახევარი საათი უაზროდ ვიჯექი, მარტო. მხოლოდ გაქცევაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა აჩქარება არაფერს მარგებდა. კარგად უნდა შემემუშავებინა გეგმა და ხელსაყრელი მომენტი შემერჩია. თუ დამიჭერდნენ, მაშინვე დაუფიქრებლად გამომასალმებდა ის მანიაკი სიცოცხლეს.
  მთელი დღის გადაღლილი ვიყავი, ამიტომ თვალები თავისით მეხუჭებოდნენ. გადავწყვიტე, სანამ ვახშმობის დრო დადგებოდა, ცოტა ხნით დამეძინა და დამესვენა. ლოგინი ძალინა რბილი და ფუმფულა იყო, რამაც ხელი შეუწყო მოთენთვას და მაშინვე გადავეშვი ძილის სამყაროში. მესიზმრებოდა, თუ როგორ მიჰყავდათ ჩემი დაიკო და კლავდნენ. ვხედავდი მას, როგორ იცლებოდა სისხლისგან და ვერაფერს ვაკეთებდი. ჩემი დის სხეული ბიჭს ეჭირა და იცინოდა. მე კი ვერაფერს ვაკეთებდი. თითქოს, რაღაც ძალა არ მიშვებდა, რომ დავხმარებოდი. ვყვიროდი და ვევედრებოდი ეს ყველაფერი შეეწყვიტა, მაგრამ ის არაფერ აკეთებდა. მხოლოდ იცინოდა. შემდეგ, არ ვიცი როგორ, მაგრამ როგორღაც გამეღვიძა. ერთიანად სველი ვიყავი. თვალები სულ დასიებული მქონდა. გონებაში ვარწმუნებდი ჩემს თავს, რომ ეს სიზმარი იყო, მაგრამ ყველაფერი იმდენად რეალურს ჰგავდა, რომ გონებიდან ვერ ვიგდებდი. იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა, ჩემს დას რამე დაშავებოდა, ჭკუიდან გადავყავდი. დასაწყნარებლად, სააბაზანოში შევედი და ცივი წყალი შევისხი სახეზე. არასდროს მიყვარდა სიზმრები. მეტიც მეზიზღებოდა. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ სიზმრები, ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მხოლოდ იმ დროს გვესიზმრებოდა, როდესაც სტრესში ვიმყოფებოდით.
   ლოგინში დავბრუნდი, მაგრამ ძილის გაგრძელება ვეღარ შევძელი, მეშინოდა, ისევ ის საშინელი სიზმარი არ მენახა. სასაცილოა, როდიდან გახდი მშიშარა ამელია? არასდროს უნდა მიმეცა ჩემი თავისთვის უფლება, რომ რამის, ან ვინმესი შემშინებოდა. ეს ყველაფერი კარგს არაფერს მომიტანდა. ვინაიდან დაიძნებას აღარ ვაპირებდი, თანაც საკმაოდ მოსაღამოებულიყო და სავარაუდოდ, მალე მოვიდოდა ვახშმის დრო,  ოთახი კარგად დამეთვალიერებინა, იქნებ რაიმე სასარგებლო ნივთი მეპოვნა, რაც გაქცევისას გამომადგებოდა.
    გადავწყვიტე პირველი სააბაზანო შემემოწმებინა, მაგრამ საინტერესო ვერაფერი ვიპოვე, გარდა ჰიგიენური ნივთებისა და რამდენიმე წამლის, რომლის დანიშნულება, არც კი ვიცოდი. შემდეგ, გადავწყვიტე ტანსაცმლის კარადა დამეთვალიერებინა. გაოცებული დავრჩი, რადგან შინგნით უამრავი ტანსაცმელი აღმოვაიჩინე. კაბები, მაისურები, შორტები და შარვლები, ათასნაირი სტილის ფეხსაცმელი. ამდენი ტანსაცმელი, მთლიანად მე და ჩემს დასაც არ გვქონდა. მიუხედავად იმის რომ, ჩემი ტანსაცმელი ოდნავ ჭუჭყიანი იყო, არაფერს შევხებივარ. მთელი ოთახის შემოწმების და დათვალიერების შემდეგ, საინტერესოს ვერაფერს მივაგენი. მოწყენილი, ისევ ლოგინზე დავჯექი, მაგრამ ჭერში, ერთი უცნაური მოწყობილობა დავინახე. რა თქმა უნდა. ის მითვალთვალებს. ვცადე, არაფერი შემემჩნია, თითქოს არც დამინახავს კამერა. ნეტავ, მიხვდა რაღაცას რომ ვეძებდი, თუ ჩათვალა, რომ უბრალოდ ოთახს ვათვალიერებდი? ღმერთს ვთხოვდი, რომ ვერაფერს მიმხვდარიყო.
   უეცრად, კარები გაიღო და ვიღაც წითური გოგო შემოვიდა. ამათვალიერა და ზიზღით შემომხედა, თითქოს ჭუჭყიანი ვირთხა ვყოფილიყავი. თავი საშინლად ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ შევამჩნიე მას არ მოვეწონე, მაინც გავუღიმე. მისი ეს ზიზღი არაფრად მივიჩნიე, რადგან ის საერთოდ არ მიცნობდა, არ იცოდა თუ როგორი ვიყავი, ამიტომ საჭიროდ არ ჩავთვალე, მისი პირველი შთაბეჭდილებისთვის, ყურადრება მიმექცია.
  - ბატონმა თქვა, რომ სავახშმოდ წამეყვანეთ. - გულგრილად მითხრა. მივხვდი, ნამდვილად არ მოვეწონე, მაგრამ რატომ, ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდი. იქნებ, ისიც ჩემსავით მოიტაცეს? ამის კითხვა მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. - ხო და კიდევ, ბატონმა ბრძანა, რომ ლამაზი კაბა ჩაიცვა. 5 წუთში დავაკაკუნებ.- თქვა და პასუხს არც კი დალოდებია, ისე გავარდა ოთახიდან. ნამდვილად არ ვაპირებდი, კაბის ჩაცმას და გაპრანჭვას. მხოლოდ, ოდნავ მოვიწესრიგე თავი, ხელ-პირი დავიბანე და დაველოდე, როდის დააკაკუნებდა. მალევე შემოაღო კარები. როდესაც, ისევ ძველ ტანსაცმელში მნახა, ცალი წარბი აწია.
  - კაბას არ ჩავიცვამ! - კატეგორიულად ვთქვი, სანამ რამეს მეტყოდა და კარებისკენ წავედი.
- როგორც გინდა, მაგრამ ასე ბატონ ალექსს გააბრაზებ. - მხოლოდ მხრები ავიჩეჩე. ახლა, მისი სახელიც ვიცი. ალექსი. მასზე რაც შემეძლო, ბევრი ინფორმაცია უნდა გამეგო და დამემახსოვრებინა, რომ შემდეგ, ადვილად ეპოვნათ და სათანადოდ დაესაჯათ. მალევე ჩავედით სასადილო ოთახში. გრძელი, ლამაზი მაგიდა იყო, მხოლოდ ორი კაცისთვის გამზადებული. მარტო უნდა მევახშმა, ამ მანიაკთან ერთად? ეს ყველაფერი მაშინებდა, მაგრამ თავი ხელში ავიყვანე. იჯდა და მე მელოდებოდა. სახეზე, კმაყოფილი ღიმილი ჰქონდა გამოსახული, რაც უფრო მაშინებდა. ნელა მივუახლოვდი და ჩემი ადგილი დავიკავე. ვცდილობდი, მისთვის არ შემეხედა, რადგან ჩემში უფრო მეტ ზიზღს იწვევდა. ვახშმად სტეიკი და ბოსტნეული იყო. ჭამის მადა საერთოდ არ მქონდა, მაგრამ უნდა მეჭამა და მთელი ორი დღის დაკარგული ძალები აღმედგინა, რადგან გაქცევისას, აუცილებლად დამჭირდებოდა. ცოტა ხანს, უხმოდ ვჭამდით. შემდეგ, ისევ მან დაარღვია დუმილი.
- კარგი ამელი... მომიყევი შენზე რამე. - მისი ხმა, საშინელ შეგრძნებებს მიღვივებდა და ტანში მცრიდა. ყველანაირად ვცდილობდი, ეს შეგრძნება დამეიგნორებინა.
- მე ამელია მქვია და არა ამელი. - ცივად მივუგე, ისე, რომ მისთვის არც ამიხედავს. თუ ჩემზე ყველაფერი იცოდა, რატომ სურდა, მე მომეყოლა? ყოველი ლუკმის გადაყლაპვისას, გულის რევის შეგრძნება, სულ უფრო და უფრო მემატებოდა.
- კაბა არ ჩაიცვი. რატომ? - ყველანაირად ცდილობდა გაბრაზება მოეთოკა. ვიცოდი, რომ ცეცხლს ვეთამაშებოდი, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი.
- შენი ბრძანებების შესრულებას, არ ვაპირებ! მე შენი მონა არ ვარ!
- ერთ რამეს აგიხსნი, ამელია. ნუ გამაბრაზებ, თორემ ძალიან ინანებ. - უკვე ეტყობოდა გაბრაზება. ყელში მომდგარი ბურთი გადავყლაპე და თვალებში ჩავხედე.
- და რას იზამ, მომკლავ? - ჩავიცინე, ნელა ავდექი და იქაურობა დავტოვე. მალევე გავიგე, რაღაცის ლეწვის ხმა და ყვირილი. ეს ყველაფერი არ უნდა გამეკეთებინა. წამით ვინანე, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ჩემი ხელით გავითხარე საფლავი. ახლა, ნამდვილად ვეღარ დავბრუნდებოდი სახლში. როდესაც ვფიქრობდი, აქ მოხვედრისას რას გავაკეთებდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ დამჯერი ვიქნებოდი. ვიმედოვნებდი, რომ თუ ცუდად არ მივიქცეოდი და რასაც მეტყოდნენ დავუჯერებდი, შეიძლებოდა სახლში დავბრუნებულიყავი. მაგრამ ახლა თავს ვერარ ვაკონტროლებდი. მინდოდა, ყველანაირად გამემწარებინა "ბატონი" ალექსი.
   დავინახე, როგორ გამომყვა, ისევ ის წითური უკან. "ეს ჩემი შანსია", გავიფიქრე გონებაში, როდესაც დავინახე, რომ დერეფანში არავინ იყო. თუ აქედან ახლავე არ გავიქცეოდი, ნამდვილად ცუდად იქნებოდა ჩემი საქმე. რაღაც პატარა, ფაიფურის ქანდაკება ავიღე, რომელიც ტუმბოზე იდო და გოგონას სწრაფად ჩავარტყი.
- მაპატიე. - მიუხედავად იმისა, რომ ვერ გაიგო, მაინც დამნაშავედ ვგრძნობდი მის წინაშე თავს. სწაფად უნდა მოვშორებულიყავი ამ ადგილს. პულსი გავუსინჯე, იმის შესამოწმებლად, რომ არ მომიკლავს და იქიდან სირბილით წამოვედი. წინ სწრაფად და ფრთხილად მივდიოდი. ჩემდა საბედნიეროდ, არავინ შემხვედრია, მაგრამ ნაბიჯს ავუჩქარე, როდესაც ხმაური გავიგე. ნამდვილად მიხვდნენ, რომ გავიქეცი. მთავარ კარებთან მალე მოვხვდი, რადგან სასადილოში მიმავალმა, გზა კარგად დავიმახსოვრე. ოთახი სწრაფად გადავკვეთე და დიდი კარები გავაღე, მაგრამ წინ ერთი ტიპი ამესვეტა. ჯანდაბა. უცებ გამახსენდა ჩემი იარაღი - პატარა, თიხის ქანდაკება. სწრაფად მოვიქნიე და თავში ჩავარტყი, რაც შემეძლო ძლიერად. კაცი დატრიალდა და გამიკვირდა რიდესაც უკან გადავარდა. ვაუ... არ მეგონა ასეთი ძალა თუ მქონდა. ჩემს თავს ყოველთვის სუსტად აღვიქვამდი. ჩემი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, როდესაც უკან ალექსი დავინახე, რომელიც ჩემსკენ მოემართებოდა. ძალიან გაბრაზებული ჩანდა. ხელში რაღაც ვერცხლისფერი საგანი შევამჩნიე, მაგრამ ვერ მივხვდი, რა იყო. ძირს დავარდნილ სხეულს ფრთხილად გადავაბიჯე და ეზოში გავვარდი. დიდი ჭიშკარი პირდაპირ იყო, მაგრამ ძალიან შორს. რაც შემეძლო, სწრაფად მივრბოდი. გული გამალებით მიცემდა. ჩემს გონებას, მხოლოდ გაქცევის სურვილი ამოძრავებდა. გაიქეცი, გაიქეცი, გაიქეცი. ვამხნევებდი თავს, მაგრამ გავშეშდი, როდესაც გასროლის ხმა გავიგე. ხმა, იმდენად დიდი იყო, რომ მეგონა ყურები დამიზიანდა. რამდენიმე წამს, მხოლოდ გუგუნი მესმოდა. ვეღარაფერს ვხედავდი. ყვირილმა გამომაფხიზლა. უნდა გავქცეულიყავი. სწრაფად მოვეგე გონს და ისევ წინ გავვარდი. სულ უფრო ვუახლოვდებოდი ჭიშკარს, როდესაც კიდევ ერთი გასროლის ხმა გავიგე და მწვავე ტკივილი ვიგრძენი ფეხში. შეჩერება ვერ მოვასწარი, ძირს დავეცი. ტკივილი იმდენად დიდი იყო, რომ ვერ ვმოძრაობდი. ყველაფერი ბუნდოვნად ჩანდა. ფერები ერთმანეთში ირეოდა. გონება მებინდებოდა. ვცდილობდი თვალები არ დამეხუჭა და ავმდგარიყავი, მაგრამ ტკივილმა იმოქმედა და გავითიშე...



№1 სტუმარი ძიკო

აუ მალე დადე ძააააააააან მაგარიაა

 


№2  offline წევრი qetti22

ძიკო
აუ მალე დადე ძააააააააან მაგარიაა

მადლობაა ^^❤️❤️შემდეგი ორშაბათს დაიდება ????

 


№3  offline წევრი eka3

Manamde ramoitmena sade ra

 


№4 სტუმარი სტუმარი lia

sauketesod wer.

gaadide tavebi.zalian sainteresoa

 


№5  offline წევრი qetti22

eka3
Manamde ramoitmena sade ra

წერის პროცესში ვარ ❤️როგორც კი დავასრულებ მაშინვე ავტვირთავ ❤️❤️

სტუმარი lia
sauketesod wer.

gaadide tavebi.zalian sainteresoa

ძალიან დიდი მადლობა ^^ თავებს აუცილებლად გავადიდებ❤️

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია მალე დაDE
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№7  offline წევრი qetti22

khatia khatia
კაია მალე დაDE

ორშაბათს დავდებ❤️

 


№8  offline წევრი khatia khatia

qetti22
khatia khatia
კაია მალე დაDE

ორშაბათს დავდებ❤️

წავიკითხავ უეჭველიი
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 


№9  offline წევრი qetti22

khatia khatia
qetti22
khatia khatia
კაია მალე დაDE

ორშაბათს დავდებ❤️

წავიკითხავ უეჭველიი

ეჭვი არ მეპარება ❤️❤️❤️

 


№10 სტუმარი sofo

მომწონსს ძალიან <333 დიდი თავები დადე რა

 


№11  offline წევრი qetti22

sofo
მომწონსს ძალიან <333 დიდი თავები დადე რა

ვცდილობ რაც შეიძლება დიდი თავები დავწერო ❤️❤️მიხარია რომ მოგწონს ^^❤️❤️❤️

 


№12 სტუმარი სტუმარი ანა

ძალიან კარგია❤დღეს დადებ ახალ თავს?

 


№13  offline წევრი eka3

Rodis iqneba axali tav ???

 


№14 სტუმარი სტუმარი ნინო

ახალ თავს როდის დადებ???

 


№15 სტუმარი სტუმარი ანა

ინტერესი დამეკარგა უკვე

 


№16 სტუმარი ძიკო

აუ უკვე იმდენი ხანია ველოდები მოკლედ უკვე ინტერესი დავკარგე ისევ რომ ვიკითხო-_-

 


№17  offline წევრი qetti22

სტუმარი ანა
ინტერესი დამეკარგა უკვე

ძალიან დიდი ბოდიში რომ ამდენ ხანს გალოდინეთ ქალაქშიარ ვიყავი და ვერ დავასრულე :(( ხვალვე ავტვირთავ გპირდები ❤️????❤️

 


№18  offline წევრი qetti22

ძიკო
აუ უკვე იმდენი ხანია ველოდები მოკლედ უკვე ინტერესი დავკარგე ისევ რომ ვიკითხო-_-

დაიდო უკვე ❤️ბოდიში ლოდინისთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent