შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მძიმე გზა (მესამე ნაწილი) ოცდამეხუთე თავი (37) დასასრული


17-08-2018, 15:34
ავტორი fireending
ნანახია 1 977

-ხმა გამეცით_ყვიროდა ნია,მხოლოდ მას არ დაუკარგავს გონება.
ამოტრიალებულ მანქანაში იყვნენ.ნია მანქანის კარი გაღებას ცდილობდა.ხელები სულ დაკაწრული ჰქონდა.ბევრი წვალების შემდეგ კარი გააღო და მანქანდან გადმოვიდა.გაჭირვებით დადგა ფეხზე.მოტეხილი არაფერი ჰქონდა,მხოლოდ თავი მიარტყა მანქანას და პატარა ნაკაწრი ჰქონდა შუბლზე.
შეშინებული იყურებოდა ირგვლივ.ქვემოთ დაიხარა და მანქანაში შეიხედა.ოთხივეს გონება ჰქონდა დაკარგული.ამაოდ ცდილობდა მათ გამოფხიზლებას.გადაწყვიტა,ჯერ უკანა სავარძელზე მსხდომი სანდრო და სესილი გამოეყვანა.გაუჭირდა,მაგრამ როგორღაც მოახერხა მათი გარეთ გამოყვანა და იქვე ახლოს მიწაზე დააწვინა ორივე.
პულსი შეუმოწმა და დარწმუნდა,რომ ორივე ცოცხლბი იყვნენ.ახლა გიორგის და ცოტნეს გამოსაყვანად წავიდა.მარჯვენა მხარეს კარი ვერ გააღ და მეორე მხარეს მიადგა,სადაც გიორგი იჯდა.ღვედი მოხსნა და ხელები ჩასჭიდა,რომ გადმოეყვანა,თუმცა ფეხი დაუცდა და ძირს დაეცა.გიორგი კი მის გვერდით დავარდა.ნია სასწრაფოდ მასთან მივიდა.გიორგის პულსი არ ჰქონდა.მაშინვე ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა თუმცა ამაოდ,მასაჟს უკეთებდა გულის ასამუშავებლად.რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ დანებდა.სიმწრისგან მომდგარი ცრემლები მოიწმინდა და მანქანისკენ მიბრუნდა,რომ ცოტნე გადმოეყვანა.
-ნია_მოესმა გიორგის ხმა
-გიო_უპასუხა აღელვებულმა-ცოცხალი ხარ-მივიდა ის მამაკაცთან და მოეხვია
-კარგად ხარ?_ეკითხებოდა გიორგი
-კი,მე კარგად ვარ.სანდრო და სესილი უგონოდ არიან_უპასუხა მან-ცოტნეს გადმოყვანა კი ვერ მოვახერხე
გიორგი ფეხზე წამოდგა,რომ მანქანისკენ წასულიყო,მაგრამ მაშინვე ჩაიკეცა,მხოლოდ ახლაღა შეამჩნია,რომ ფეხი კოჭში მოტეხილი ჰქონდა.
-მოიცა,არ იმოძრაო ფეხი გაქვს მოტეხილი_დაჯდომაში დაეხმარა გიორგის.თვითონ კი ცოტნესკენ წავიდა.
ის მანქანაში გაჭედილი იყო და მისი გამოყვანა მაშველების გარეშე შეუძლებელი იყო.ნია სასოწარკვეთილი იდგა მის წინ და არ იცოდა რა გაეკეთებინა.
-ნია_მოესმა ცოტნეს ხმა
მამაკაცი გონს მოვიდა,თუმცა ძალიან სუსტად იყო.
-ცოტნე_გაუხარდა ,რომ გონს მოვიდა
-შენ კარგად ხარ?სად არიან დანარჩენები?სესილი სადაა_იკითხა აღელვებულმა
-კარგად იქნებიან.არაფერი დაშავებიათ,შენც ნუ გეშინია,მალე გამოგიყვანთ_ცდილობდა მის დამშვიდებად,თუმცა მისი გონება პანიკაში იყო,როდესაც დასისხლიანებულ ძმას ხედავდა
-ნია..._ცდილობდა მამაკაცი ძალის მოკრებას,რომ რამე ეთქვა-ვკვდები
-ეგ აღარ თქვა გთხოვ_დაიყვირა ხმამაღლა-გამოგიყვანთ ამ წყეული მანქანიდან.
-სისხლისგან ვიცლები_თქვა სუსტი ხმით-არც კი ვიცი საიდან მომდის სისხლი,მთლიანად სისხლში ვარ_ამბობდა ის-ნია მაპატიე რომ გტოვებთ_სახეზე შეეხო დას-სესილის უთხარი,რომ ყოველთვის მეყვარება...ხომ ეტყვი?
-გეყოფა,გაჩუმდი_ცრემლებს ვეღარ იკავებდა ნია-შენ თვითონ ეტყვი,როდესაც აქედან გამოგიყვანთ.
ამასობაში გიორგი მიუახლოვდა,ხელში ოდნავ დიდი ჯოხი ეჭირა და საბჯენად იყენებდა.
-ნუ დადიხარ,არ შეიძლება_უთხრა სესილიმ
-არაუშავს_უპასუხა მან-ცოტნე უნდა გამოვიყვანოთ,ხის მორია გაჭედილი მანქანაში და აქედან მოვაწვები.შეძლებ რომ ოდნავ აწიო ეს მორი?
-კი კი_თქვა აღელვებულმა.
მორი ძალიან სქელი და მძიმე და სქელი იყო.გაუჭირდათ,მაგრამ შეძლეს მისი მანქანიდან გამოღება.გიორგი კოჭლობით მივიდა იმ მხარეს ,სადაც ცოტნე იყო და მამაკაცი ფრთხილად გადმოიყვანეს.
ცოტნე გონებას კარგავდა.მუცელში ჰქონდა ჭრილობა და ძლიერი სისხლდენა არ ჩერდებოდა.
-ცოტნე_დაუყვირა ნიამ-ჩემთან დარჩი გთხოვ
მამაკაცმა ოდნავ გაახილა თვალები.გარკვევით ვეღარ ხედავდა.ბევრი სისხლის დაკარგვის გამო თვალებზე ბინდი გადაეკრო.გიორგიმ ჟაკეტი გაიძრო და ჭრილობაზე დააჭირე,რომ სისხლდენა შეეკავებინათ.
-მაგრად დააჭირე_უთხრა ნიამ-სანამ სისხლდენა არ შეჩერდება.-ცოტნე,დაძინება არ გაბედო_გააფრთხილა ნიამ-გესმის? მიპასუხე_სასოწარკვეთა გაერია მის ხმაში.
-ნუ გეშინია_თქვა სუსტი ხმით და თვალები გაახილა
ნია სანდროს და სესილისკენ წავიდა.მათი მდგომარეობა არ იყო საშიში და თანდათან გონზე მოვიდნენ.თუმცა სანდრომ თავი ძალიან ძლიერად დაარტყა და ადგომა უჭირდა.
-სანდრო,როგორ ხარ_ჰკითხა ნიამ
-თავი მტკივა_უპასუხა მან-შენ?დანარჩენები სად არიან?
-იწექი ,შეიძლბა ტვინის შერყევა გაქვს_უპასუხა მან და სესილისკე მიბრუნდა,რომ წამოდგომაში დახმარებოდა-ცოტნე დაჭრილია და გიორგის ფეხი აქვს მოტეხილი
-ცოტნე_წამოიყვირა სესილიმ-ცოტნე ცოცხალია?უნდა ვნახო_ყვიროდა ის და მკლავზე ხელს იჭერდა,საშინლად ტკიოდა.
-სესილი გაჩერდი_მის დამშვიდებას ცდილობდა ნია-მკლავი გაქვს ამოვარდნილი
-ცოტნე უნდა ვნახო_ტიროდა ის
-ნუ გეშინია სესი_მოესმა ცოტნეს ხმა
-სისხლდენა შეუჩერდა_თქვა გიორგიმ
-კარგია_გაუხარდა ნიას-მაგრამ ჭრილობაზე ხელი არ მოაცილო_თქვა მან და სესილის ხელი მოკიდა-სესილი,მკლავი უნდა ჩაგისვა
გოგონამ შეშინებული თვალებით გახედა.
-ნუ გეშინია_უპასუხა ნიამ-მხოლოდ ერთხელ იგრძნობ ტკივილს,დაზიანება გაიზრდება ახლა,რომ არ ჩაგისვა.-მზად ხარ
სესილი შეშინებული იყო,მაგრამ მაინც დაუქნია თავი.
-მაგრად მომკიდე ხელი_უთხრა მან და ამოვარდნილი მკლავი გაქაჩა,რომ ჩაესვა.
საშინელი ტკივილი იგრძნო,ლამის გონება დაკარგა,თუმცა მხოლოდ ცოტა ხნით.ცოტათი გაუარა თუ არა ტკივილმა ნიას დახმარებით ცოტნესთან მივიდა და მისი ხელი დაიჭირა.შიშით უყურებდა გაფითრებულ ქმარს,რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ ჰქონდა,თუმცა მამაკაცი მაინც უღიმოდა და ხელზე ეფერებოდა,რომ დაემშვიდებინა.
-მალე სულ აღარ გეტკინება ხელი_ამშვიდებდა ის-ნუ გეშინია,ბავშვობისას თამაშის დროს ხელი მეც ამომივარდა და ნიამ მეც ჩამისვა.
-ცოტნე_წარმოთქვა სესილიმ მისი სახელი ატირებული ხმით-ხომ არ დამტოვებ.
-არ იტირო_სახეზე მოეფერა გოგონას -ხომ იცი სულ შენთან ვიქნები
სესილიმ ხელზე აკოცა მამაკაცს და ცრემლებს გასაქანი მისცა.სასოწარკვეთილი უყურებდა მას,ფეხმოტეხილ გიორგის და უღონოდ დაწოლილ სანდროს და ისევ ის საშინელი დღეები აგონდებოდა,როცა ლევანი და გიორგი ავარიაში მოყვნენ.ისევ იგივე განმეორდა.ბოღმა ახრჩობდა.
-სესილი_მოისმა საზარელი ხმა სულ ახლოდან და მალე კახაც გამოჩნდა,ხელში იარაღი ეჭირა.ირონიული ღმილით მოავლო თვალი ამოტრიალებულ მანქანას და დაშავებულებს.-ახლა სულ ყველას ამოგხოცავთ_თქვა მან -შენ სულ ბოლოს მოგკლავს სესილი,გაყურებინებ როგორ კვდებიან შენთვის საყვარელი ადამიანები.გაგრძნობინებ რა არის ტანჯვა.ჩემი დამცირება არ შეგრჩება
-ავადმყოფო _დაიკივლა სესილიმ და მისკენ გაიქცა,თუმცა ნიამ შეაჩერა.
-არ გაინძრეთ,არცერთი_დაიყვირა კახამ-თორემ სათითაოდ დაგიხვრეტთ შუბლს.
კაცი სესილი მიუახლოვდა და ნიკაპს ქვემოთ მიაჭირა რევოლვერი.
-მეორე ქმარი მოგიკალი უკვე_ჩაიცინა გესლიანად -აჰ ცოცხალი ყოფილა _დაცინვით გადახედა ცოტნეს,რომელიც სიკვდილს ებრძოდა და იარაღი მისკენ წაიღო.
ნია სწრაფად წამოდგა და კახას თავში ქვა მაგრად ჩაარტყა.კახა შებარბაცდა და იარაღი ხელიდან გაუვარდა.ის ნიას მიუბრუნდა და ისე ძლიერად გაარტყა,რომ გოგონა ძირს დაეცა.გიორგიმ იარაღის აღება მოასწრო,სანდრომ კი წამოდგომის საშუალება არ მისცა,ძლიერად დაარტყა სახეში და საბოლოოდ გათიშა.
-ნია,კარგად ხარ_მივარდა შეშინებული სესილი ნიასთან
-კი,ყველაფერი კარგადაა _უპასუხა მან,კახასკენ წავიდა და გვერდში წიხლი ჩაარტყა.-დამპალო_დაიყვირა მან და იქვე დაგდებულ ქვას დაწვდა,რომ თავში ჩაერტყა.თუმცა გიორგიმ შეაჩერა.
-არ გინდა_უთხრა მან-ამ არაკაცზე ხელს ნუ გაისვრი.-სანდრო ქამარი მჭირდება_უთხრა გიორგიმ და თვითონაც მოიძრო ქამარი შარვლიდან-ამ დამპალს ხელ-ფეხი უნდა შევუკრათ.
-გამომართვი_ქამარი მიაწოდა სანდრომ
-ტელეფონიც ექნება ამ დამპალს_თქვა ნიამ და ჯიბიდან მობილური ამოუღო-112-ში უნდა დავრეკო _მოულოდნელად ტელეფონი ხელიდან გაუვარდა და ხელი მუცელზე მიიჭირა.
-ნია,რა გჭირს_ჰკითხა სესილიმ
-ნია_მოესმა გიორგის ხმა
ნია ძირს დაეცა.პირიდან სისხლი მოდიოდა და გონებას კარგავდა.ბუნდოვნად ხედავდა მის ირგვლივ მყოფებს,რომლებიც მის გამოფხიზლებას ცდილობდნენ და მათი ხმაც ცუდად ესმოდა.
-ალბათ შინაგანი სისხლდენაა_ესმოდა სანდროს ხმა
-კი მაგრამ კარგად იყო_თქვა სესილიმ,მეგონა ის დაშავდა ყველაზე ნაკლებად
-სიგნალი არ არის,სასწრაფოში ვერ ვრეკავ _ყვიროდა გიორგი
-ტელეფონი მომეცი_მობილური გამოართვა სესილიმ-გზაზე ავალ,ზემოთ ტრასაზე და იქედან ვცდი თან დახმარებასაც ვითხოვ
-გამაგრდი ნია,გთხოვ_თავზე ხელი დაადო სანდრომ.
ნიამ ოდნავ გაახილა თვალები. ბუნდოვნად ხედავდა ორივეს.ცდილობდა ძალა მოეკრიბა,მაგრამ ამაოდ.უღონოდ მიესვენა გიორგის მკლავებს.
-თვალები გაახილე_სასოწარკვეთილი ხმით დაიყვირა გიორგიმ
ნიამ სახეზე მისი ხელის შეხება იგრძნო.გონება ჯერ კიდევ არ ჰქონდა დაკარგული,თუმცა თვალების გახელის ან მოძრაობის ძალა არ ჰქონდა.
მძიმედ სუნთქავდა.პრში სისხლის საშინელი გემო ჰქონდა.სცადა,ძალა მოიკრიბა და თვალები გაახილა.უნდოდა უკანასკნელად შეეხედა საყვარელი მამაკაცისთვის და ბოლოჯერ ეთქვა თუ როგორ უყვარდა.
-გიო_თქვა სუსტი ხმით-ყოველთვის მეყვარები_გაუღიმა,ისე როგორც ყოველთვის იცოდა და ლოყაზე მისი ნაზი თითები შეახო.
-ნუ მემშვიდობები_თვალები დახუჭა გიორგიმ და სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა.-არ მიმატოვო გთხოვ,შენ დამპირდი...დამპირდი რომ სულ ჩემთან იქნებოდი.
-ვეღარ ვუძლებ_თქვა მან-სუნთქვა ...აღარ შემიძლია
-გაუძლებ_მისი ხელი დაიჭირა სანდრომ-სასწრაფო მალე მოვა,შენც და ცოტნეც კარგად იქნებით.
ნიას ძალა თანდათან ეკარგებოდა.სხეული მოუდუნდა.გულის ცემა თანდათან შეუნელდა და სუნთქვა შეწყვიტა.უგონოდ იწვა საყვარელი მამაკაცის მკლავებზე.შეძრწუნებული უყურებდა გიორგი მას და თავი საშინელ კოშმარში ეგონა.ნია მაგრად ჩაიხუტა და სახე მის თმებში ჩამალა.
-სასწრაფო მალე მოვა_მიუახლოვდა მათ სესილი და ადგილზე გაშეშდა,როდესაც სახეწაშლილი სანდრო დაინახა,შემდეგ მზერა გიორგიზე გადაიტანა,რომელსაც ნია ჰყავდა მიხუტებული.თვალები ცრემლებისგან აეწვა.
-არა_წამოიძახა აკანკალებული ხმით და ნიასთან მივიდა.-შეუძლებელია_ატირდა ის და ნიას თმაზე ეფერებოდა
-ნია_მოესმათ ცოტნეს ხმა,რომელიც ის ის იყო გონზე მოვიდა,თუმცა ისიც ძალიან ცუდად იყო.სესილი მასთან მივიდა.ცდილობდა ცრემლები შეეკავებინა,მაგრამ არ შეეძლო.
-სად არის ნია?_ჰკითხა ცოტნემ
სესილი დუმდა,ვერაფრის თქმას ახერხებდა.ცოტნემ წამოდგომა სცადა.მაგრამ ძალა სრულიად ჰქონდა გამოცლილი,ბევრი სისხლი დაკარგა და მიწაზე ისევ უღონოდ დაწვა.საშინელი,ავის მომასწავებელი გამომეტყველება აძრწუნებდა სესილის სახეზე.უკვე ყველაფერს მიხვდა.გაჭირვებით მოიკრიბა ძალა და სანდროს დახმარებით მივიდა ნიასთან.
-ნია_გატეხილი,სასოწარკვეთილი ხმით წარმოთქვა მან და დის ხელი დაიჭირა,აკოცა და მისი ხელი გულში ჩაიკრა.
...
ზურას სახლთან პოლიციის მანქანა გაჩერდა.შუა ღამე უკვე კარგა ხნის გადასული იყო.ყველას ღრმად ეძინა.ვერც წარმოედგინათ რომ რამე ცუდი მოხდებოდა და აი გაისმა კარზე ზარის ხმა.რამდენიმე წუთში გააღო ზურამ კარი და პოლიციელების დანახვაზე შეცბა,გულმა ცუდი უგრძნო.მათ მამაკაცს ავარიის შესახებ აცნობეს.ზურა თავზარდაცემული შებრუნდა შინ.კარგა ხანს იდგა დერეფანში რომ აზრზე მოსულიყო.
-ზურა,ვინ იყო?_მოესმა მიას ხმა.ზარის ხმამ ისიც გააღვიძა და ლუკაც
-მია..._თქვა ზურამ და შეჩერდა,არ იცოდა როგორ უნდა ეთქვა ეს საშინელი ამბავი,მითუმეტეს,რომ გოგონა ორსულად იყო,მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა-დაჯექით-თქვა მან
-ზურა რა მოხდა?_ჰკითხა ლუკამ.ისიც შეშფოთდა ზურას გამომეტყველებით.
ზურამ ავარიის შესახებ უამბო.მიას თავბრუ დაეხვა.ლუკამ ხელი მოკიდა,რომ არ წაქეულიყო.
-ახლა,როგორ არიან_იკითხა გოგონამ აკანკალებული ხმით
-როგორც მითხრეს სტაბილურად ,მაგრამ ..._მამაკაცმა მიას შეხედა
-მაგრამ რა?
-მია...
-ზურა მითხარი რა მოხდა_სასოწარკვეთა გაერია მის ხმაში
-ნია , ის ვერ...
ზურამ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო,რომ გოგონამ გონება დაკარგა.ლუკამ ხელში აიყვანა,მისაღებ ოთახში შეიყვანა და დივანზე დააწვინა.
...
სამი თვის შემდეგ...
-მია,გაიღვიძე_ჩაესმა ლუკას ხმა
-ცოტა ხანიც რაა_გვერდზე გადაბრუნდა გოგონა
-კარგი,ოღონ მალე ადექი,დღეს ექიმთან მივდივართ_უთხრა ლუკამ და საწოლზე ჩამოჯდა
-ჰო,ეგ სულ დამავიწყდა_წამოჯდა მია
-მოემზადე,არ დაგვაგვიანდეს_სახეზე მოეფერა მიას და აკოცა
-კარგი_გაუღიმა გოგონამ და საწოლიდან წამოდგა.აბაზანაში შესვლამდე სარკესთან გაიარა.გაიღიმა,როდესაც თავისი ანარეკლი დაინახა,უკვე საგრძნობლად წამოზრდილს მუცელს მოეფერა.გვერდზე გაიხედა და მაგიდაზე ფოტოს მოკრა თვალი,სადაც ნიასთან ერთად იყო.დის დანახვაზე,რომელიც ფოტოში ბედნიერად იღიმოდა,თვალები ცრემლებით აევსო.ფოტო ხელში აიღო და გულში ჩაიკრა.გაუსაძლისი მონატრება სტანჯავდა.
-მია,შეიძლება შემოვიდე_მოესმა ნოეს ხმა
-შემოდი ნოე_ცრემლები სასწრაფოდ მოიწმინდა გოგონამ და საწოლზე ჩამოჯდა.
ბავშვიც მის გვერდით დაჯდა და მიას მიეხუტა.გოგონა თმაზე ეფერებოდა ძმას.
-მენატრება_სევდიანად თქვა ნოემ და ფოტოს გახედა.
-მეც ,ჩემო პატარა_ამოიოხრა მიამ და ბავშვს ჩაეხუტა.
-ყოველ ღამე მესიზმრება_თქვა ნოემ-ჩვენ ოთხი ერთად ვართ ისევ და ძველებურად ვერთობით.უკანა ეზოში რომ საქანელებია,ისევ იქ ვზივართ ,სულ დღეა და ვიცინით.ოდესმე ვნახავთ?დაბრუნდება?_იკითხა ბავშვმა
მია ლოყაზე მოეფერა ბავშვს და გულში ჩაიკრა.ცრემლებს ძლივს იკავებდა.არ იცოდა რა უნდა ეპასუხა.როგორ უნდოდა ეთქვა,რომ ისევ ნახავდნენ ,ნოეს სიზმრები რეალობად იქცეოდა,მაგრამ არ შეეძლო ამის თქმა და ეს ანადგურებდა.
...
ცოტნე მისაღებ ოთახში იჯდა და თავის მობილურში ფოტოებს ათვალიერებდა.გულში დანასავით ერჭობოდა ფოტოები,რომლებშიც ნია იყო.ყელში ბურთივით მოაწვა რაღაც და ლოყაზე მლაშე სითხე ჩამოუგორდა.სახეზე ხელი მოისვა და ტელეფონი გვერდზე გადადო.
-ლუკა და მია მოვიდნენ_თქვა სესილიმ და ფანჯარას მოსცილდა,რომ კარი გაეღო
ცოტნეც წამოდგა მათ შესახვედრად.ორივე ძალიან ბედნიერი ჩანდა.თვალები უნდათებდათ.
-ექიმთან იყავით?_ჰკითხა სესილიმ
-ჰო_უპასუხა მიამ ბედნიერი ხმით და ლუკას გახედა.
-ძალიან მაგარი ამბავია_თქვა ლუკამ
-რა ამბავი_დაინტერესდა ცოტნე.
-ტყუპები გვეყოლება_თქვა გახარებულმა ლუკამ
-რა,სერიოზულად?რა მაგარია_ორივეს მოეხვია სესილი
-გილოცავთ_გაეხარდა ცოტნესაც და ორივეს ჩაეხუტა
...
-ჩემთან მოდი დანიელ_ეძახდა სანდრო ბავშვს
ბავშვიც მისკენ წამოვიდა.მამაკაცმა ხელში აიყვანა და გულზე მიიკრა.
-ყოჩაღ,ნახე ჯერ ერთი წლისაც არ ხარ და უკვე დადიხარ_თავზე ხელი გადაუსვა ბავშვს და ხალიჩაზე ფრტხილად დასვა.
დანიელმა სანდროს ახედა და გაუღიმა,თითქოს ესმოდა რას ეუბნებოდნენ.
სანდრომ პატარა ბურთი აიღო და დანიელისკენ გააგორა.ბავშვმა მაშნვე დასტაცა ხელი და უკან მისკენ ისროლა.
ოთახში სოფია და დათო შემოვიდნენ.ღიმილით უყურებდნენ სანდროს და დანიელს.ბავშვმა დედა დაიახა თუ არა მისკენ გაბაჯბაჯდა.სოფია მასთან ჩამოჯდა და შვილი ჩაიხუტა.
სანდროს შეტყობინება მოუვიდა ტელეფონზე.ჯიბიდან მობილური ამოიღო და ეკრანი აანთო,ანა წერდა,სანდროს გაეღიმა.
-გასვლას ვაპირებ ცოტა ხნით_თქვა მან
-კარგი,არ ივახშმებ?_ჰკითხა სოფიამ
-არა დედა,ანასთან ერთად გავალ სადმე
-ჰო,კარგი იქნება_თქვა დათომ-გულს გადააყოლებ ცოტას
-წავედი აბა,დროებით_თქვა სანდრომ.დანიელს აკოცა,თმაზე მოეფერა და გავიდა.
-გამიხარდა,რომ სადმე წასვლა გადაწყვიტა,სამსახურის გარდა_თქვა სოფიამ
-ჰო.ნიას ამბის შემდეგ არსად გადიოდა._თვალებში ნაღველი ჩაუდგა დათოს
-ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ აზრზე ნიაზე რომ ვფიქრობ_თქვა ქალმა და ქმარს მიეხუტა-ის არაკაცი სამუდამოდ რომ ეგდება ციხეში ცოტათი მამშვიდებს
-ჰო_ზიზღი ჩაუდგა თვალებში დათოს-მიუჩინეს თავისი ადგილი როგორც იქნა.
-არ ვივახშმოთ?_თემის შეცვლა სცადა სოფიამ.
-ჰო,გავიდეთ_უპასუხა დათომ.დანიელი ხელში აიყვანა და სოფიასთან ერთად გავიდა.
...
-მია,შეიძლება?_იკითხა სესილიმ
-მოდი სესი_ოთახის კარი გააღო გოგონამ
სესილი აღელვებული ჩანდა.ხელში ქაღალდის პარკი ეჭირა.
-მოხდა რამე_ჰკითხა მიამ-აღელვებული ჩანხარ
-ჰო...არა..უფრო სწორად არ ვიცი_აღელვებული სცემდა ბოლთას
-დაჯექი,დამშვიდდი და მითხარი რა ხდება_ხელი მოკიდა მიამ და მის გვერდით დააჯინა
-მია,ორსულობის ტესტი ვიყიდე.მგონი...
-რა?_გაუხარდა მიას
-ვნერვიულობ...არ ვიცი...შეიძლება უბრალოდ მგონია
-დამშვიდდი.მიდი აბაზანაში შედი._გაეღმა მიას
სესილიმ ტესტი აიღო და აბაზანაში შევიდა.რამდენიმე წუთის შემდეგ გამოვიდა.ხელები უკანკალებდა.მია ახლოს მივიდა და გახარებული მოეხვია სესილის,როდესაც ორი წითელი ხაზი დაინახა.
-ცოტნეს უნდა ვუთხრა_ამბობდა გახარებული და მიასთან ერთად ქვემოთ ჩავიდა.
ცოტნე და ლუკა მშვიდად ისხდნენ და ტელევიზორს უყურებდნენ,გახარებული სესილი მოულოდნელად მივიდა და მაგრად მოეხვია.მამაკაცმა ცოლს აკოცა.
-რა მოხდა?რა გჭირთ?_ჰკითხა მათ ასეთი აღელვებულები რომ დაინახა
-ცოტნე ორსულად ვარ_თქვა გახარებულმა და ქმარს მოეხვია
-რა?რას ამბობ?მართლა_გაუბრწყინდა თვალები და ცოლს რამდენჯერმე აკოცა
-გილოცავთ,რა მაგარია_ორივეს გადაეხვია ლუკა
-რა ბედნიერი ვარ,რომ იცოდე_კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ცოლს ცოტნე.სიხარულისგან აღარ იცოდა რა ექნა.
...
შუა ნოემბრის ცივი საღამო იყო.უკვე შეღამებისას კიდევ უფრო აცივდა და ცივი ქარიც გაძლიერდა.ძლიერი ქარი ჰაერში ატრიალებდა ოქროსფერ ფოთლებს,რომლებსაც ღამით ფერი დაეკარგათ.ქალაქი წვიმის ნისლში იყო გახვეული.ისედაც სევდიან განწყობაზე მყოფ გიორგის კიდევ უფრო უწვრილებდა გულს ქარის ზუზუნი,რომელიც მანქანის დახურულ ფანჯრებშიც კი აღწევდა.ისევ ზემოდან უყურებდა ქალაქს.გრძელი სკამიც და დიდი ხეც იქვე იდგა,თითქოს არაფერი იყო შეცვლილი გარეგნულად.სინამდვილეში კი საშინლად ცივი სიჩუმე იყო ირგვლივ გამეფებული.ამჯერად მარტო იყო ამ ადგილას,სადაც ნიასთან ერთად ხშირად მოდიოდა ხოლმე.თვალები დახუჭა და ცრემლები ჩამოუგორდა სახეზე.გონებაში ისევ ნიას ხმა ესმოდა,ისევ მის სურნელს გრძნობდა.როგორ უნდოდა ერთხელ კიდევ დაენახა მისი თვალები,მისი ხმა გაეგო.მასთან ერთად ეხეტიალა მთელ ქალაქში და დაღლილს ერთად ჩაეძინათ,ერთმანეთზე მიკრულებს.მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ფუჭი ოცნება იყო.ცრემლებისგან ამწვარი თვალები მოიწმინდა.მანქანა დაქოქა და იქაურობას მოცილდა.საავადმყოფოსთან გააჩერა მანქანა და შენობაში შევიდა.რობოტივით დადიოდა.თითქოს არაფერზე ფიქრობდა.მუქი მწვანე თვალები ახლა ჩაშავებოდა და მოზრდილი წვერი კიდევ უფრო პირქუშ იერს მატებდა.ლიფტიდან გამოვიდა და პირაპირ პალატიკენ წავიდა.კარი შეაღო.ოთახს თვალი შეავლო.სიმშვიდე იყო.არც არაფერი შეცვლილიყო.
ნია ისევ აპარატზე იყო შეერთებული.უკვე სამი თვე გავიდა რაც კომაში იყო.სამი თვის განმავლობაში დღეც არ გასულა,რომ მისი და-ძმები,მეგობრები,მშობლები არ მოსულიყვნენ.საათობით ისხდნენ მის გვერდით და იმედს არ კარგავდნენ,რომ ოდესმე გაიღვიძებდა,თუმცა ეს ისიც იცოდნენ,რომ ამის შანსი ძალიან მცირე იყო.
გიორგი საწოლის გვერდით ჩამოჯდა.ნიას ხელი დაიჭირა და აკოცა.შემდეგ თმაზე მოეფერა.გაუღიმა,ისე,თითქოს გოგონას ამის დანახვა შეძლებოდა.
-გეყოფა რა ძილი_თქვა სასოწარკვეთილი ხმით-ეს არის ჩვენი ბედისწერა?ასე უნდა დასრულდეს ყველაფერი?_თქვა და ღრმად ამოიოხრა.
უიმედოდ დაჰყურებდა მის ფერმკრთალ,მაგრამ საოცრად მომხიბვლელ სახეს.ლოყაზე ნაზად მოეფერა და თავი ჩაღუნა.
-ასე არ შეიძლება არა_განაგრძობდა ის საუბარს-რამდენი გეგმა გვქონდა.უარს ამბობ ექიმობაზე?კონცერტებზე?გახსოვს ნიუ-იორკი?შენი და-ძმები და მშობლები არ გეცოდება?_ისე ელაპარაკებოდა,თითქოს მას ესმოდა-რომ იცოდე ნოე როგორ გელის,ყველა შენ გაღვიძებას ელოდება.აღარ გინდა ამდენი ძილი_თქვა და სახე ხელებში ჩარგო.
-რას ვაკეთებ_თქვა მან და ფანჯარას მიუახლოვდა-ნეტავ მეც მოვკვდებოდე-თვალები დახუჭა მან. ირგვლივ გამეფებულ სიჩუმეს მხოლოდ ფანჯრის რაფაზე დაცემული წბვიმის წვეთების ხმა არღვევდა.
მოულოდნელად მონიტორზე უცნაური ხმა გაისმა.გიორგი მოტრიალდა,არ იცოდა რა გაეკეთებინა.თუმცა დროზე მოვიდა აზრზე.გარეთ გავიდა და ექტნებს დაუძახა.პალატაში სალომე შემოვიდა.გიორგის კი გარეთ სთხოვეს დაცდა.
მამაკაცი ნერვიულად სცემდა ბოლთას.არ იცოდა რა ხდებოდა.რატომ გამოუშვეს გარეთ.რამდენიმე წუთის შემდეგ სალომე გამოვიდა პალატიდან.
-სალომე,რა მოხდა?_მაშინვე მასთან მივარდა აღელვებული
-გიო_გაოცებას ვერ მალავდა ქალი-უბრალოდ პალატაში შედი
გიორგი მაშინვე ნიასკენ გაიქცა .გაოცებისგან და სიხარულისგან ერთდროულად გაშეშდა.ნიას ეღვიძა,საწოლზე იყო წამომჯდარი და მას უღიმოდა.
-სიზმარში ვარ არა?_კარგად მოისვა ხელი თვალებზე
-მე აქ ვარ_გაიგონა ნიას ხმა
-ნია_მხოლოდ ამის თქმა მოახერხა და გოგონას ჩაეხუტა.
ნახევარი საათიც არ იყო გასული,რომ თითქმის პალატა გაივსო.გახარებულმა სალომემ ყველას დაურეკა,რადგან გიოს ამხელა სიხარულისგან აღარაფრის თავი ჰქონდა.გაკვირვებულები და გახარებულები უყურებდნენ ნიას.ნიაც გახარებული ეხტებოდა მის და-ძმებს.სესილის ორსულობის ამბავმაც ძალიან გაახარა.
-აღარ მოგცემ დაძინებაის უფლებას_ეუბნებოდა გიორგი მასზე მიხუტებულ ნიას
-არა,არა,ძილს ნუ შეეხი_გაეცინა ნიას
-ნია ,არ მჯერა რომ გიყურებ_ტირილი დაიწყო მიამ და დას ჩაეხუტა
-ჩემი პატარა და,ნუ ტირი_შუბლზე აკოცა დას და სახეზე ჩამოვარდნილი თმა გადაუწია
...
თითქმის ერთი წელი გავიდა,რაც ნია კომიდან გამოვიდა.რამდენიმე თვეში შეძლო,რომ ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა,ყველაზე მთავარი კი ის იყო,რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თანდათან უმჯობესდებოდა.
ზოგჯერ,როდესაც იმედი მთლიანად გადაწურულია და დანებებას ვაპირებთ,სწორედ მაშინ ხდება ისეთი რამ,რასაც თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ სასწაული.ცხოვრება კი სავსეა მოულოდნელობებით.ეს მოულოდნელობები ზოგჯერ ცუდია,ზოგჯერ კი იმდენად კარგი,რომ სასიამოვნოდ გაკვირვებს.
ძნელია,როდესაც რთული პერიოდი დგას ,მაგრამ არასდროს უნდა დანებდე და ბოლომდე იბრძოლო.სანამ ცოცხალი ხარ,სანამ სუნთქავ შენ არ გაქვს დანებების უფლება.
ცუდ ამინდსაც ხომ ყოველთვის მოყვება მზიანი დღე და ზღვაც ყოველთვის არ იქნება აღელვებული.უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ იმის დაფასება,რაც გვაქვს და უბრალოდ ვისიამოვნოთ მომენტით,რომელიც გვაბედნიერებს.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი !
----------------------------


***
იმედი მაქვს ცუდი არ იყო.ყველას დიდ მადლობას ვუხდი ვინც დროს მითმობდა და კითხულობდა.



№1 სტუმარი მერო

სრულად ატვირთე გთხოვ დასასრულს ვუცდიდი

 


№2  offline წევრი fireending

მერო
სრულად ატვირთე გთხოვ დასასრულს ვუცდიდი

გამარჯობა,ბოლო თავია ეს,დასრულდა უკვე.სრულად ვერ ავტვირთავ,ბოდიშს გიხდით.უფლება აღარ გვაქვს სრულად ატვირთვის.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent