შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უნებლიე შეცდომა (2 თავი)


17-08-2018, 16:24
ავტორი naattii
ნანახია 5 185

-ღმერთო ჩემო დაჩი შენ ხარ? სახელით და გვარით უცებ ვერ გიცანი. როგორ ხარ დაკარგულო?_გახარებული გადაეხვია ძველ მეგობარს კაცი და ზურგზე დაუტყაპუნა ხელი.
-გოგი, გოგი, როგორ დავიკარგეეთ_საპასუხოდ მოხვია ხელები დაჩიმ და ბედნიერმა გაიცინა.
-ვაიმე ბოს_ორივე წამიერად დააშორა ნათიას წამოკივლებასავეთ შეძახილმა -თქვენ რა სიცილი იცით? შეგიძლიათ?
წამში შეკრა ისევ წარბები კაცმა და ბღვერით გადახედა უკვე დამნაშავეს სახით აწურულ გოგოს -შენ კიდევ აქ ხარ?
-ბოდიშით ბოს, ვსო მივდივარ, ვქრები_მართლაც წამში გაუჩინარდა კარში დაკაცების გასაგონად კარებში წაიბუტბუტა -ჯმუხი, დესპოტი.
ვერ გაიგონ როგორ ახითხითდნენ კაცები მის რეაქციაზე.
-აბა დაჩი, შენი საქმეები როგორ მიდის? სამსახურისას კი ვგებულობ, ყოჩაღ, მიხარია ასეთი წარმატებით რომ სარგებლობ.
-მადლობა გოგი, სამსახურში მართლა ნორმალურად მიდის ყველაფერი, მკვლელს და ქურდს რა გამოლევს, მეც კუდში მივყვები და ვიჭერ.
-ცოლი? ბოლოს მამასგან ის გავიგე დემეტრე რომ შეგეძინა, ახლა ალბათ ორი წლის არ იქნება არა?
-არა, ჯერ წლინახევრის არ არის და ჭკუიდან გადაყავს ლილია_წამში გაეღიმა ოჯახის გახსენებისას -სიარულს იწყებს, დამოუკიდებლად ჯერ ვერ დადის და სახლში მისულს ლილია ისე გათიშული მხვდება ამასწინ სარეცხი მაცივარში ქონდა შედებული_სიცილი უტყდებათ ორივეს და წამში ეღრუბლება სახე ნაღველისგან გოგის.
-ბედნიერი კაცი ხარ დაჩი, ბედნიერი.
-ხომ იცი რომ შენც შეგიძლია იყო?
-არ გვინდა რა მაგაზე ძმურად, იცი რა ძნელიც იყო, უკვე დიდი დრო გავიდა_ხელი ჩაიქნია კაცმა და მეგობვარს ახედა _შენ ის მითხარი ასე მოულოდნელად აქ რამ მოგიყვანა, იმედი მშვიდობაა.
-არ ვიცი გოგი, მეც მაგისი იმედი მაქ, შენ წარმოიდგინე და აქ სამსახურიდან ვარ.
-სამსახურიდან?_წამში ისევ წარბები შეეკრა გოგის _ახლა მართლა ვნერვიულობ დაჩი, აბა მითხარი რახდება. დაჩიმაც დაძაბულმა დაიწყო ვითარების ახსნა.

დაძაბულობა აღარ ერქვა უკვე გარეთ შეკრებილი თანამშრომლების რეაქციას, ნათია საბუთებში თავჩარგული იჯდა და ათწუთიანი სიარულის შემდეგ მალენას ერთი მაგრად დაუცაცხანა
-ადამიანო თავბრუ დამეხვა, დამღალე.
-რა დღეში ხარ შენ, სამი დღეა აქ მუშაობ და უკვე ყვირი? თავი აქაურობის პატრონი ხომ არ გგონია?
-კარგი რა მალენა, უკვე ასი კრუგი დაარტყი 10 კვადრატულ ოთახს, არ დაიღალე მაინც? ეს საბუთები ერთ საათში ნათარგმნი უნდა მქონდეს, შენი კაკუნით კიდე ვერაფერს ვაკეთებ.
-ისე ოთახი შენც გაქვს ქალბატონო, თუ მაგიდა, რავიცი რაც ქვია, წაბრძანდი და იქ იმუშავე, მე უსაქმური გგონივარ?
-მერე ამბებს ვეღარ გავიგებ_თავით უფროსის კაბინეტისკენ ანიშნა ქალს და ისევ საბუთებში ჩარგო ცხვირი. დაახლოებით ნახევარს საათში კარი გაიღო და მხიარული სახეებით გამოვიდა ორივე მამაკაცი, ხელს ართმევდნენ ერთმანეთს და ემშვიდობებოდნენ, შეკრებილ თანამშრომლებს როგორც კი შეხედა ისევ ძველი გოგი დაბრუნდა.
-აქ რას შეკრებილხართ? საქმე არცერთს გაქვთ?
-გვაპატიეთ უფროსო, ავნერვიულდით_მალენამ გარისკა ხმის ამოღება -ხომ მშვიდობაა?
-და რატომ არ უნდა იყოს? არ შეიძლება ძველმა მეგობარმა მინახულოს? საქმეს მიხედეთ_დასჭექა საბოლოოდ და კარებში შესვლამდე მაგიდის გვერდით კედელთან ფეხმორთხმით მჯდარ ნათიას დახედა -ერთ საათში ვადა გეწურება.
-ვიცი ბოს_ღიმილით ამოხედა გოგომ და ისევ ფურცლებში ჩაიკარგა.
ერთ საათში დაკაკუნებით შეაღო კარი და მზად მყოფი შევიდა.
-დაკაკუნების წესები იცი?
-რაზე ამბობთ ბოს? ხომ დავაკაკუნე?
-შენ თან კარს აღებ თან აკაკუნებ, წესით ჯერ აკაკუნებენ, ისმენენ მობრძანდითს და შემდეგ შედიან.
-კარგით რა ბოს, ვინმე რომ გყავდეთ და ცუდ დროს გისწრებდეთ მესმ... ბოდიშით საქმეზე გადავალ_წამიერად შეცვალა თემა გოგის სახეს როგორც კი შეხედა. -აი თქვენ თარგმანი, ესეც თქვენი შუადღის ყავა და სადილი უკვე შეკვეთილია წუთი-წუთზე მოვა.
-ელექტრო.....
-ელექტრონული ვერსია თქვენთანაც გამოვაგზავნე, ფირმის მაილზეც და მალენასთანაც, ესეც ფლეშკაზე და ამობეჭდილი ვერსია წინ გიდევთ.
-ყავა რომ ზემოდან დაადევი და დასვარე რა წესია, ვერ შეხედე?
-არ დაისვრება ბოს, ყავის ჭიქაზე სპეციალური რეზინის დასაფენი მაქვს გაკეთებული_მოსწავლე გოგოსავეთ გაიჯგიმა ნათია ათიანის დაწერის მოლოდინში.
-ნათია რამდენი წლის ხარ?_სავარძელში გადაწვა კაცი.
-24ის ბოს.
-და 15 წლის ბავშვივით რატომ ცანცარებ?
-კარგით რა ბოს, ჯმუხ.... ჰმ... სერიოზული თქვენც გვეყოფით ვინმემ ხომ უნდა იმხიარულოს_ზედმეტის წამოცდენით დაბნეულმა ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
-ქუთაისელი ხარ?
-აქ ვცხოვრობ ბოს, დედა წყალტუბოს ერთ-ერთი სოფლიდანაა, უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე წამომყვა და ორივე აქ გადმოვედით, მუშაობს და მე მივლის.
-რატომ და ან ძმა?
-არა ბოს, ერთადერთი და განუმეორებელი ვარ_სიცილი აუტყდა გოგოს და თითქოს გოგის სახეზეც მოკრა იგივეს თვალი, მაგრამ წამში შეძლო კაცმა განწყობის გაფუჭება.
-კიდევ კარგი, თორემ მეორე შენნაირს ვინ აიტანდა, სადილი რომ მოვა გელოდები_კარისკენ ანიშნა თავით და ნათარგმნს ჩახედა.
-იდიოტი, დესპოტი, არაადამიანი, საზიზღარი, ჯმუხი, ბებერი_ისე იყო კაცის ლანძღვაში გართული სულ ვერ შეამჩნია მოახლოებული მალენა როგორ გაკვირვებული უყურებდა, სიტყვების გაგონების შემდეგ ხარხარი აუტყდა და გოგოც გამოაფხიზლა.
-შენც მოგწვდა?_სიცილს ვერ წყვეტდა ქალი და საეჭვოდ უთამაშებდა სადილის თეფში ხელშ.
-მომეცი სანამ გადაგიყრია და ამისთვისაც მე მომხვდება. ბურდღუნით შეუტანა, გემრიელად მიირთვით არ დავიწყებია და ჯერჯერობით უსაქმოდ მყოფი დაღლილი ჩაეშვა თავის კუთვნის სკამში.
გასაკვირად ადრე მოუწია სახლში წასვლა და აღსანიშნად საყვარელი მალაკოიანი ნამცხვარიც გააყოლა ხელს. გემრიელადაც დაიძინა და ტვინიც გაეთიშა. ღამის ორი იქნებოდა ტელეფონის შუწყვეტელმა ზარმა ტვინს აზრზე მოსვლა რომ აიძულა და არც დაუხედია ნომერზე ისე დააჭირა მწვანე ღილაკს ხელი, ამ დროს მხოლოდ ერთი ადამიანი თუ დაურეკავდა.
-გისმენთ ბოს.
-სასწრაფოდ ჩემთან მოდი.
-კი ბოს ახლავე, აი ჩავრთავ კომპიუტერს და ვნახავ_ისევ გათიშული აგრძელებდა გოგო.
-ნათია გამოფხიზლდი, ჩემთან მოდი სწრაფადთქო.
-თქვენთან? _მართლაც გამოაფხიზლდა კაცის ყვირილმა და უცებ წამოჯდა ლოგინში -ბოს ღამის ორზე თქვენთან რა მინდა.
-ბევრს ლაპარაკობ, 20 წუთს გაძლევ და მისამართი მესიჯად გაქვს. სწრაფად.
ლანძღვა-გინებით წამოიწია ნათიაც და რეკორდულ დროში ჩაიცვა. ტაქსი უკვე ელოდა და ადგილზე ხუთი წუთის დაგვიანებით მივიდა. უკვე ელოდა კარში გაჩხერილი გოგი და თვალები უელავდა.
-დააგვიანე.
-ხუთი წუთი მხოლოდ ბოს, და ჩხუბის უფლება არ გაქვთ, ჩემ კონტრაქტში ღამით მუშაობა არ შედის და საერთოდ საათობრივზე უნდა ვიყო, ეს უკვე ძალადობაა.
-შენ სულ ამდენს ლაპარაკობ? ეტყობა არიცი ძალადობა რას ნიშნავს და ნუ მაიძულებ გაიგო. დროზე შემოდი საქმე მაქვს._ლამის ხელისკვრით შაგდო გოგო სახლში და მოსაცმელი გამოართვა.- კომპიუტერი ჩართე ახალი საქმე გვაქვს.
-სახლში ვერ გავაკეთებდი? როგორც ვაკეთებდი ხოლმე?
-არა, წესები შეიცვალა, ჩემთან ერთად გააკეთებ და ყოველ სიტყვას მითარგმნი დეტალურად.
-კი, მაგრამ ასე რატომ_გაკვირვებულმა გადახედა კაცს.
-რამდენჯერ უნდა გითხრა ბევრს ლაპარაკობთქო?_წარბები შეკრა კაცმა და დაძაბულმა უპასუხა დაჩის ზარს.



№1 სტუმარი სტუმარი დეფნე

უკვე მიყვარს

 


№2 სტუმარი სტუმარი მარიკო

Sixarulikebiiii dzalian sayvarlebi Arian oriveni

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

ეს გოგო ჩემი ფავორიტია უკვე
--------------------
ლანა

 


№4  offline მოდერი naattii

❤❤❤ მადლობა რომ მოგწონთ

 


№5 სტუმარი your fan ❤

magaria da male dade ra shemdegi tavi❤

 


№6  offline მოდერი naattii

ყოველ დღე ვაგზავნი შუადღით, მაგრამ საღამომდე არ დებენ სამწუხაროდ :(

 


№7  offline წევრი NniNna

დაგიბრუნდი)) ეს ორი მოწმის გაგრძელებაა თუ?!????

 


№8  offline აქტიური მკითხველი terooo

აუ როგორ მომწონს ეს არანორმალური გოგო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent