შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

*სისხლიანი პაემანი* (თავი 23)


17-08-2018, 20:44
ავტორი Queenofmoon
ნანახია 3 782

კარზე გასაღები გადატრიალდა რამოდენიმეჯერ,მძიმე ნაბიჯებით შეიჭრა კაცი ოთახში,აკინძული გასაღებები მაგიდაზე მიაგდო,ოთახში მიიხედ-მოიხედა და სავარძელში ჩაჯდა.
ხმაური ახალგაზრდა მამაკაცს არ გამოპარვია,იარაღს სწრაფად დასწვდა,კარი შეაღო და მისაღები ოთახიდან,საიდანაც კაცის მძიმე სუნთქვა ისმოდა,ნელა მიუახლოვდა,სიბნელეში კი, მისმა ბოხმა ბარიტონმა გაიჟღერა
- დემეტრე.
კედელზე არსებულ ღილაკებს სწრაფად მიაჭირა ხელი,სინათლეში ნაცნობი სახე დააფიქსირა და ლამის ყბა ჩამოუვარდა.
- აქ რა ჯანდაბამ მოგიყვანა,იასონ?!
კბილებში გამოსცრა კაცს,რომელიც უშფოთველად უყურებდა ერთადერთ შვილს.
- შვილო,დაჯექი.
ზიზღით სავსე თვალებით გახედა მამაკაცს,კბილები ერთმანეთს მჭიდროდ დააჭირა,სავარძელს მიუახლოვდა და ორივე ხელით დაეყრდნო.
- აქ რა გინდა მეთქი?!!!
- ყველაფერი გავიგე,რაც შენს თავს ხდება..
- ვაა,რას ამბობ?რა გაიგე?
- დემეტრე..
- და რა გინდა მერე?! პირდაპირ მითხარი და ბევრი *ლეური შესავალი არ გააკეთო,როგორც გჩვევია
- როგორ მელაპარაკები?! მამაშენს როგორ ელაპარაკები,ბიჭო?!
- მამაჩემს... მისი სიტყვები გაიმეორა და ხმამაღლა გადაიხარხარა. - მამაჩემს,როგორც შენს თავს უწოდებ,დიდი ხანია არ არსებობს ჩემთვის,ჩემ ცხოვრებას მივხედავ მე,შენ არავინ გეკითხება,გაიგე?! ცხვირწინ ხელი აუტრიალა გაოგნებულ კაცს,რომელიც ცდილობდა მისი სიტყვებისთვის ყურადღება არ მიექცია და ბოლო წვეთამდე ინარჩუნებდა მოთმინებას.
- ძალიან დიდ შარში ჰყოფ თავს!
- იასონ,კარი ღიაა,როგორც მოსვლით გამახარე,ისე წასვლით გამახარეოო,თუ როგორაა?!
თვალები დააწვრილა და სიგარეტის კვამლი მის წინ გამოუშვა ტუჩებიდან.
- ბავშვობიდან ესეთი ჯიუტი იყავი,შენ არაფერი გესმოდა..
მაგრამ ამჯერად,მოგიწევს რასაც გეტყვი,გაითვალისწინო!!გეყოფა,მორჩა!! სამაგიეროს გადახდით წარსულს ვერ დაიბრუნებ!!ან ვიღაც ბო*ების გამო თავს რატო იგდებ საფრთხეში?!
- და მერე შენ არ გ*იდია მე ცოცხალი ვიქნები თუ მკვდარი?!
როდიდან გახდა შენი შვილი ასეთი მნიშვნელოვანი?!
ააა,შენი საქმეები ხოარ გინდა შემტენო ისევ და ციხეში მიკრა თავი?! აღარ გყავს ბარიგები?! თუ უკვე ყველა ამოალპე?!
- გაჩუმდი!!
- რატო,არ გსიამოვნებს წარსულის გახსენება,იასონ?!
- მე გაფრთხილებ,არ მინდა ვინმეს რამე დავუშავო,ჯობია ასე ცივილიზებულად მოვაგვაროთ ყველაფერი.
დემეტრე ფეხზე წამოდგა და კარები სწრაფად გააღო.
- გადი აქედან,სანამ ნერვებმა მიმტყუნა და ეგ სახე ტყვიებით გაგიხვირტე.
- ვატყობ,ჯერ კიდევ არ გიპატიება..ჰო,მესმის შენი..მაგრამ ამას ვერ გაიგებ,რატომ მოვიქეცი.
- ამხელა კაცს ხელი როგორ დაგაკარო?!მოდი შენი ნებით გადი სახლიდან,მოსულა?!
კაცმა ჭაღარაში ჩაიცინა,თავი გააქნია და ფეხზე წამოდგა,დემეტრეს კიდევ ერთხელ შეავლო თვალი,რომელიც ღვარძლს ანთხევდა მისი მზერიდან,ხვდებოდა,როგორ ეზიზღებოდა,ამ ზიზღს ალბათ ვერასდროს მოწმენდდა მისი გულიდან ვერაფერი და ოდნავ სევდამაც ჩამოკრა მის გულს,თითქოს ფეხებზე ლოდები ეკიდა,სახლიდან ისე გავიდა და მის ზურგს უკან საშინელმა ხმაურმა გამოაფხიზლა.
კარი ფეხის კვრით მიხურა და ანერვიულებულმა აქეთ იქით სიარული დაიწყო.
- ამის დედაც!!!
დაიღრიალა და კედელს მუშტი ხეთქა.
სახე ნერვიულად მოისრისა,ტელეფონი აიღო,საათს დახედა,სენსორზე ნაცნობი ნომერი აკრიფა და ზარის მოლოდინში ნამძინარევი ქალის ხავერდოვანი ხმა გაისმა.
- გისმენთ..
- ანასტასია,დემეტრე ვარ..
- დემე?რა ხდება? კარგად ხარ?
სიტყვები ერთმანეთს მიაყარა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა.
- მარტო ხარ?
- მარტო არ ვარ,მარიამია ჩემთან..მაგრამ მოდი,ოღონდ ფრთხილად იყავი..ხომ იცი დათას დაცვა მითვალ...
ტელეფონი გათიშა,ქურთუკი სწრაფად შემოიცვა და სახლიდან გავიდა.
ნოემბერი იყო,თუმცა საშინლად სუსხიანი..ცივი ჰაერი ელამუნებოდა სახეზე მას,თითქოს სიცივე სხეულში ეჭრებოდა და გულს უკაწრავდა,სულს უყინავდა,ნერვიულად ჭიმავდა ყბას და ფიქრებში გადართულს საყვარელი ქალის სახლამდე როგორ მიეღწია,არც კი დაფიქრებულა,ალბათ რამდენი წითელი ფერის შუქნიშანი გამოტოვა,რამდენ მანქანას კინაღამ დაეჯახა,თუმცა არც ამაზე დაფიქრებულა.
მხოლოდ სუსხი ნოემბრის ცივი ჰაერი ხვდებოდა კანზე არასასიამოვნოდ,მანქანის კარები დახურა და კიბეებს მძიმე ნაბიჯებით აუყვა,კარზე რამოდენიმეჯერ დააკაკუნა და წინ მისი საყვარელი სახე შეეჩეხა,რომელმაც წამიერად გაუღიმა და სევდანარევი ღიმილი არ გამოპარვია.
- დემე,შემოდი..
პლედში გახვეულს,სქელი წინდები ამოეცვა უსწორმასწოროდ,თმა აბურდული ჰქონოდა და ფანქრით დაემაგრებინა,თითქოს სადაცაა ჩამოიშლებაო,ქურთუკი სწრაფად გამოართვა,სკამზე გადაკიდა და ცხელი ყავა გაუწოდა მის წინ მდგომს.
- გარეთ ცივა ძალიან,არა?
- ჰო,ძალიან.
- რა საქმე გქონდა?
სკამზე ჩამოჯდა და ხელები გახურებული ჭიქის გარშემო მოაქცია.
- ქორწინება და ყველანაირი ვალდებულება,რომელსაც ფიქრობ,რომ დაკისრებული გაქვს,შეგიძლია დაივიწყო.
- რას გულისხმობ?
- ხომ გითხარი,ყველაფერს მოვაგვარებ თქო.
ქალს სახე გაუკრთა,ტუჩები გაოცებისგან გაეპო და სახეშეშლილი დემეტრეს ქცევები უფრო მეტად აკვირვებდა,თუმცა იმასაც ვერ ხვდებოდა,რომელი შეკითხვა დაესვა პირველი,რომელიც უფრო სწორი იქნებოდა.
- ვერაფერს ვხვდები... სხვანაირი მეჩვენები დემე...რა ხდება?
ჭიქა მაგიდაზე დადო,დივანზე წამოჯდა და თავი საზურგეს მიადო,თვალები კი ძლიერად დაეხუჭა და თითებით ისრესდა.
ანასტასიაც მაშინვე მიუახლოვდა და მის გვერდით დაჯდა.
- შეგიძლია მითხრა რა მოხდა?
- როგორ მინდა ყველაფერი მოგიყვე,ამავდროულად მინდა არ მოგიყვე,რადგან მეშინია,რომ დაგკარგავ.
ძალიან მიყვარხარ ანასტასია...მე,საშინლად ეგოისტს,კრიმინალს,არაკაცს,შავბნელი ცხოვრებით მოცულს,მრავალი ცოდვით სავსეს,ძალიან მიყვარხარ და იმედია მაპატიებ,რომ შენს ცხოვრებაში დაუკითხავად შემოვიჭერი.. არ ვიცი შენს სიყვარულს როგორ ვიტევ მე,ესეთი სი*ი,მაგრამ ვერ ამოგშალე.. ბევრი ვეცადე,მაგრამ ეს ვერ შევძელი..შენ ამას არ იმსახურებ პატარავ,მაგრამ არ მინდა ეს არ იცოდე... დამიჯერე,მთელი გულით მინდა არაფერი არ გითხრა,მინდა ეხლა მთხოვო,რომ არ გითხრა არაფერი,შემეხვეწო და გამაჩუმო,მემუდარო ეს დედამო***ლი.. მაგრამ..ვიცი,მაინც გეტყვი..ერთ დღეს გეტყვი და არ მინდა ეს დღე გვიანი იყოს.
- მითხარი,რისი თქმა გინდა დემე..
სიგარეტი აიღო და ღრმა ნაფაზი ჩაარტყა.
- გიყენებდი.. ყელზე მობჯენილი ბურთი ძლივს გადაეყლაპა,ჰაერი აღარ ჰყოფნიდა,თითქოს იხრჩობაო,ნიკოტინს კი დიდი რაოდენობით აწვდიდა ფილტვებს იმ იმედით,რომ დამშვიდებულიყო.
- ციხის ასაცილებლად გიყენებდი,იქ რომ დავბრუნებულიყავი,უფრო მეტ ხანს გამაჩერებდნენ,რადგან აქამდეც ვიყავი ნასამართლევი ნარკოტიკების იმპორტის გამო..
- გთხოვ,გაჩუმდი..
თვალიდან ორიდე ცრემლმა გადმოიგორა და თითებით სწრაფად მოიშორა.
- პატარავ,მათქმევინე..
სახეზე ხელები შემოავლო და მის აცრემლებულ თვალებს ჩახედა,რომელიც რიგრიგობით დაუკოცნა და თვალები თვითონაც საშინლად აწითლებოდა მოწოლილი ნერვიულობისგან და უძილო ღამეებისგან.
- ავალიანს,ხვედელიძეს,ნაკაშიძეს... ყველას ვიცნობდი.. ყველას უნდა გავსწორებოდი და ეს ჩემს გეგმებში ყოველთვის იყო,თუმცა შენ..
როცა გავიგე,იმ სირს უნდა გაყოლოდი ცოლად,არ ვიცი რა დამემართა... თავიდან ვიფიქრე,ჩამოვაშორებ ანასტასიას თქო,ორმაგად ვიძიებ შურს და ყველანაირად ვატკენ იმ ნაბო***ს თქო,მაგრამ..საქმე შენ გეხებოდა და არა ვიღაც რიგით ქალს.. როცა მივხვდი,რომ რაღაც მიწვავდა გულს,იმის გაფიქრებისას,რომ შენ სხვისი იქნებოდი,ტვინი მეტ***ოდა,ვერ ხვდებოდი რა მჭირდა,არ ვაღიარებდი,რომ მიყვარდი და ვერ ვაანალიზებდი, რომ ბოლო დონის ნაბი*ვარივით მოგექეცი და გამოგიყენე...
- აღარ ილაპარაკო.. მორჩი.. გთხოვ.. არ შემიძლია..
სიტყვები ერთმანეთს ძლივს ააბა ქალმა და ცრემლებმა ნიაღვარივით დაიწყო დენა.
- ანასტასია,მათქმევინე...
- ეხლაც მიყენებ?
ქალის სიტყვებზე თითქოს გული აუწვა და ამ სიმხურვალემ მთელი სხეული გაიარა დენივით.
- შენ ეგრე ფიქრობ?
ტასომ თავი დახარა და ტუჩები მოკუმა.
- ანასტასია,მე შენ მიყვარხარ... მიყვარხარ ამის დედას დედაც......არ ვიცი არ მეხერხება ეს სიყვარულის ახსნები,არ ვარ ის ტიპი,გითხრა რომ შენს გამო მთებს დავძრავ თქო და მსგავსი *ლეობები... უბრალოდ,იმდენად მეტი ხარ,იმდენად ძვირფასი ხარ,არ შემიძლია სიმართლე დაგიმალო და არ გითხრა ის,რაც წარსულში იყო...
დამიჯერე პატარავ,რომ არ მიყვარდე,აქ არ ვიქნებოდი...
- საიდან იცნობდი დათას..
- არ გინდა..ეს არ...
- უნდა ვიცოდე.
თანხმობის ნიშნად თავი დააქნია,სანთებელა ხელში აათამაშა და ლაპარაკი განაგრძო.
- წლების წინ,მამაჩემი - იასონი და ვახტანგი დიდი ხნის მეგობრები და ბიზნეს პარტნიორები იყვნენ,რაღაც პერიოდი ერთმანეთს გადაემტერნენ,თუმცა რის გამო ეს არავინ იცის.. წლების შემდეგ,ვახო ისევ მოვიდა მამაჩემთან.. მე მაშინ უკვე მოზარდი ვიყავი,ვახტანგიც თავის სირ* შვილთან ერთად მოვიდა,ბევრი ილაპარაკეს,კვლავ განაახლეს ძველი ურთიერთობა.. მე და ის ნაბი*ვარი,ერთ სკოლაში ვსწავლობდით,მამამისი,თავიდანვე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად იბრძოდა,თავის შვილს ამისთვის ამზადებდა,მე იასონი თავისთვის,მაგისი ბინძური ბიზნესი ძალით შემომტენა..
ერთხელ გითხარი,მამაჩემმა ჩემი თავი დააჭერინა თქო.. თვითმხილველი მაშინ დათა იყო,სიმართლე იცოდა,რომ დამნაშავე არ ვყოფილვარ და ნარკოტიკთან შეხება არ მქონა..
ციხიდან დავურეკე,ვთხოვე მეგობრულად,რომ ეთქვა სიმართლე,მაგრამ სასამართლოზე მაგ *ლემ,მაგისმა მამამ და მამაჩემმა,ერთად განაცხადეს,რომ დამნაშავე ვიყავი,იმ დღიდან მოყოლებული,თავისუფლების მოპოვებას მხოლოდ იმიტომ ველოდებოდი,რომ სამაგიერო გადამეხადა ყველასთვის..იმ დაკარგული წლებისთვის,რომელიც ციხეში გამატარებინეს..იმ ახვ*ობისთვის,რაც მშობელმა შეიძლება შვილს გაუკეთოს..
- პირველივე დღიდან იცოდი,ვინ ვიყავი?
- არა.. ის უბრალოდ შემთხვევით იყო..
- მატყუებ...
- აქ სიმართლის სათქმელად მოვედი და არა თავის გასამართლებლად,ანასტასია.
- ესე იგი,მხოლოდ მიყენებდი.. ეხლა,უნდა დავიჯერო,რომ არ მიყენებ და ჭეშმარიტად გიყვარვარ.. დათას მხოლოდ იმიტომ ჩამომაცილე,რომ მე არ მინდა მას გავყვე ცოლად,არა?
- ჰო,ვიცი მესმის,რომ ამდენი სი*ული საქციელის შემდეგ,ძნელია ამ ყველაფრის დაჯერება,მაგრამ.. ანასტასია არ ვიცი როგორ დაგაჯერო.. არ გიყენებ პატარავ,არ გიყენებ გესმის? თვალები დაქაჩა და მის წინ მჯდომ ქალს შეხედა,რომელიც ისე უყურებდა,თითქოს უცხოს ხედავსო,რაც გულს საშინლად უკუმშავდა.
- ჰო,დემეტრე.. ძნელია დაჯერება.. ძნელი..
- ანასტასია..
- გთხოვ,ხელი არ მახლო.. ახლოს არ მოხვიდე..
რამიდენიმე ნაბიჯი უკან გადადგა და კაცს ხელი აუქნია,რომელიც მიახლოვებას ცდილობდა. - წადი,მარტო მინდა ყოფნა.
- უბრალოდ მინდა იცოდე,გათავისუფლებული ხარ დათასგან,ვერავინ ვერ დაგაძალებს იმას,რაც არ გინდა,სანამ მე ცოცხალი ვარ..
ისიც მინდა იცოდე,რომ ძალიან მიყვარხარ,გთხოვ.. ნუ გამომიტან განაჩენს,ხელს ნუ მკრავ..
სახეზე ხელები მოხვია,შებლზე მხურვალე ტუჩები მიაკრო და სახლი დატოვა.
ტასო კი,ისევ იდგა ცარიელი,ეს სიცარიელე მერამდენედ ეწვია მის სხეულს და გონებას,რომელიც მეტასტაზებივით მოსდებოდა მთელ სხეულს,ვენებში სისხლთან ერთად ჩქეფავდა,ტვინამდე აღწევდა და მთლიანად თიშავდა გონებას,თითქოს ყველა გრძნობა ერთიანად დაეკარგა და არც ცრემლები აღარ დარჩენოდა,რომელიც მისი ღამისფერი სფეროების ხშირი სტუმარ-მასპინძელი იყო.
მარიამის საძინებლის კარი ფრთხილად შეაღო,ერთ მხარეს მწოლიარეს,ზურგზე მიეკრო და პლედში ორივე გაეხვია.
- წავიდა?
იკითხა გოგონამ ჩუმად და მისი დის ხელი თავის ტუჩებთან მიიტანა.
- წავიდა.. ამოისლუკუნა ქალმა და სახე მის თმაში ჩამალა.
- იცი,რაზე ვოცნებობ?
- რაზე? ჰკითხა გაკვირვებულმა სევდიან დას.
- მეც ისე ვუყვარდე ვინმეს,როგორც შენ დემეტრეს უყვარხარ.
_____
- ადექი,ფრთხილად,რამე ხომ არ გტკივა?
- არა,არა,კარგად ვარ.
თავი გააქნია ქალმა და მამაკაცს მოეხვია კისერზე.
- წავედით?
- სან,მე დავიჭერ რატის,კარგად ვარ ასე ნუ მიყურებ.
თვალები მუდარით შეანათა და სასაცილოდ გამობერა ქვედა ტუჩი.
- კარგი ჩემო ანგელოზო,ოღონდ თუ დაიღლები მითხარი.
პალატიდან გამოსულებს,წინ ლილე და ანასტასია დახვდათ გაღიმებული სახეებით.
- ნათლიები მოვიდნენ დე,შეხედე რა ლამაზები არიან..
- ჩემო სიცოცხლეეე...ტასომ მისი მსუქანა ხელები ნაზად დაუკოცნა.
სახლს მალევე მიუახლოვნენ,პატარა რატი თავის საწოლზე მოათავსა მართამ და თხელი,ცისფერი ზეწარი გადააფარა.
მის მშვიდ და ლამაზ სახეს უყურებდა გაღიმებული,სანდროც გვერდით ამოუდგა და მჭიდროდ მოეხვია,გულში ჩაიკრა ქალი და ტუჩები დაუკოცნა.
- სან,როგორი საყვარელია არა?
- ძალიან ჩემო პატარა..
ყოველთვის მენდომება ჩვენც გვყვადეს საერთო შვილი,მაგრამ იმ ყველაფრის შემდეგ.. გახსენებაც არ მინდა..შენ ყველაფერი ხარ,ჩემი ყველაფერი... შენი სიყვარულიც საკმარისია ჩემთვის,რატიც საკმარისია,ის ხომ შენი ნაწილია.. მე კიდევ შენი ყველა ნაწილი მიყვარს,ყველაფერი რაც შენ გეკუთვნის,ჩემიცაა.
- სან,გავა წლები და ჩვენც გვეყოლება.. ამაზე არ ინერვიულო,მე შენ აუცილებლად გაჩუქებ შვილებს.
- ჩემო სიცოცხლე,როგორ მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ.
სანდროს ბაგეები ერთმანეთს მოშორდა და ქალის სიტყვები მის გულს ისე მოეფინა,თითქოს მთელი ცხოვრება რაც კი ტვირთი ეტარებინა,მოეხსნაო.
- გიყვარვარ? თვალებამღვრეულმა ჰკითხა ქალს.
- მიყვარხარ,სან..
თითები მის ქერა თმაში ახლართა და ვარდისფერ ტუჩებს დაეწაფა,ისე,თითქოს პირველად კოცნიდა.
- უკაცრავად,ხელს გიშლით ვიცი,მაგრამ სანამ მეორე ბავშვზე გადახვიდოდეთ,იქნებ სტუმრებს მიაქციოთ ყურადღება?!
თვალები აატრიალა ლილემ და ძლივს შეიკავა თავი ახარხარებისგან,სანდროს უკმაყოფილო სახის დანახვისას.
- ეს ჟღალი გაათხოვეთ ვინმემ,არ გიფიქრიათ?! დარჩა კლიმაქსიანი რა დღეში აქვს ნერვები!
- სანდრო,აი ამ თითს ხედავ?! შენთვისაა "ჰანი"
შუა თითი ჰაერში აუწია და ენა გამოიყო.
- გეყოთ! ახარხადა მართა და სამივემ გაიხურა საძინებლის კარი.
_____
- დაზუსტებით ლაპარაკი არ შემიძლია.. უბრალოდ ფსიქოლოგი ვარ,მაგრამ მგონია,დამნაშავედ გრძნობს თავს შენს წინაშე,უნდა,რომ სიმართლე იცოდე.
- იქნებ ეხლაც მიყენებს და ეს უღვივებს დანაშაულის გრძნობას?
- არ უთქვამს,რომ უყვარხარ?
- მითხრა..უბრალოდ გული მტკივა,რომ მისთვის მხოლოდ გამოსაყენებელი ნივთი ვიყავი..ყველაფერზე ვფიქრობ,ყველა დეტალზე,ყველა წვრილმანზე და ეს მაგიჟებს..
ჩემთან სექსი ჰქონდა,მხოლოდ იმიტომ,რომ დათასთვის გადაეხადა სამაგიერო..ორმაგად ეტკინა და გაემწარებინა..ჩემთვის კი ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო,მისთვის არა..
- კარგი.. გასაგებია..
კალამი ხელში მოითავსა და ტასოს თვალებს გახედა,საიდანაც მარილიანი სითხე იღვრებოდა ნელნელა.
- ნეტავ საერთოდ არ ეთქვა არაფერი..
- ასე ნუ იტყვი,ჯობია სიმართლე იცოდე,რაც არ უნდა მწარე იყოს.. უბრალოდ გეშინია,რომ ეხლაც გიყენებს და სულ ეს არის,ბუნებრივია ეს შიში ანასტასია.. მაგრამ ან უნდა შეეგუო,ან გაუშვა.
- ვერც ვეგუები,ვერც ვუშვებ..
- უნდა გადაწყვიტო.
- მაპატიეთ,უნდა წავიდე.
ჩანთას დასწვდა,ფსიქოლოგის კაბინეტი ქუსლების კაკუნით დატოვა,გარეთ გავარდა და სუფთა ჰაერი ისე ჩაისუნთქა,თითქოს მის ფილტვებს მხოლოდ ახლაღა შეეთვისებინა ჟანგბადი..
სიგარეტის ორად გაყოფილი კვამლი სასუნთქი ორგანოდან ნელნელა გამოუშვა ქალმა,ტელეფონი ხელში მოიმარჯვა და სენსორს აკანკალებული თითებით დაუყვა.
ნაცნობ ნომერზე ზარი გაისმა,მოგვიანებით მეორე ხაზიდან კაცის ხმამ გაიჟღერა.
- დათა,შემხვდი დღეს,საქმე მაქვს.



№1 სტუმარი სტუმარი Mziko

Uh au dzlivs rogor gelodi
ESE igi mokled me maqsime momwona upro miuxedavad aseti dampali roa ar vici rato. :D
Demetres rac sheexeba nu xo cudad moiqca mara es debiili data's ragas urekavs adamiantan mougvara saqme ro dzalit at gatxovdes. Utvinoa Ra.
Geli Axali tavit ABA Shen ici kargi Gogo xar rogorc yoveltvis

 


№2 სტუმარი სტუმარი ნიკე

Karma is a b*tch!

სულ დათასთან რას გარბის როცა პრობლემა აქვს, გამოჩნდება უცებ დემეტრე და დათა ისევ არაკაცად გამოყავს. :/ იშვიათად მინახავს ზრდასრულ ადამიანებში დემეტრეს და ანასტასიას მსგავსი უაზრო წყვილი .

სანდრო და მართა ძალიან მომწონს. მათ შორისაც არის შეცდომები და ტკივილი, მაგრამ არა ისეთი ბედნიერებაში რომ ხელს შეუშლით. კარგი და ტკბილი ისტორია გამოვიდოდა მათზე.

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

აი ეხლა კი დამრჩა ყბა ჩამოვარდნილი .ანასტასია რას ჟვები გოგო ასე რამ გაასულელა ნუთუ აზროვნების ნასახი არ დარჩა?! ორი უკიდურესობიდან უარესი აირჩია არადა ერთიც უნდა დაეკიდა და მეორეც, დემეს კი იმის გამბედაობა მაინც ეყო რომ სიმართლე ეთქვა, ტეხაავს ის რომ მხოლოდ მაშინ მიხვდა უყვარდა როცა დაკარგვის შანსი გაანალიზა, ისეთი დაზაფრული ვარ სწორ ანალიზზსაც კი ვეღარ ვაკეთებ, მინდა რამეთი გავამართლო ორივე მაგრამ ვერ ვახერხებ, ????

 


№4 სტუმარი nino

shemdge tavs rodis dadeb?❤

 


№5 სტუმარი სტუმარი lika

vaimeeeeeee boloshi raknaaaa gavgijdebi axla datastan rom ikos tviniarak amqals ............. velodebiiiii shemdeg tavs moutmelad <333

 


№6  offline მოდერი Queenofmoon

სტუმარი Mziko
Uh au dzlivs rogor gelodi
ESE igi mokled me maqsime momwona upro miuxedavad aseti dampali roa ar vici rato. :D
Demetres rac sheexeba nu xo cudad moiqca mara es debiili data's ragas urekavs adamiantan mougvara saqme ro dzalit at gatxovdes. Utvinoa Ra.
Geli Axali tavit ABA Shen ici kargi Gogo xar rogorc yoveltvis

მადლობა მზიკო,მაგრამ ანასტასიას საქციელს რაც შეეხება,ჯერ ხომ არ ვიცით დათასთან რისთვის მიდის ან რატომ...

სტუმარი ნიკე
Karma is a b*tch!

სულ დათასთან რას გარბის როცა პრობლემა აქვს, გამოჩნდება უცებ დემეტრე და დათა ისევ არაკაცად გამოყავს. :/ იშვიათად მინახავს ზრდასრულ ადამიანებში დემეტრეს და ანასტასიას მსგავსი უაზრო წყვილი .

სანდრო და მართა ძალიან მომწონს. მათ შორისაც არის შეცდომები და ტკივილი, მაგრამ არა ისეთი ბედნიერებაში რომ ხელს შეუშლით. კარგი და ტკბილი ისტორია გამოვიდოდა მათზე.

კი,ნამდვილად სწორია, Karma is a b*tch. :))
ზრდასრული ადამიანიანებიც იქცევიან ასე უაზროდ,სამწუზაროდ,როგორც ანასტასია და დემეტრე. + ამას,გარემო ფაქტორები,წარსული,როცა ყველაფერი ასე მოქმედებს.
სტუმარი ნათია
აი ეხლა კი დამრჩა ყბა ჩამოვარდნილი .ანასტასია რას ჟვები გოგო ასე რამ გაასულელა ნუთუ აზროვნების ნასახი არ დარჩა?! ორი უკიდურესობიდან უარესი აირჩია არადა ერთიც უნდა დაეკიდა და მეორეც, დემეს კი იმის გამბედაობა მაინც ეყო რომ სიმართლე ეთქვა, ტეხაავს ის რომ მხოლოდ მაშინ მიხვდა უყვარდა როცა დაკარგვის შანსი გაანალიზა, ისეთი დაზაფრული ვარ სწორ ანალიზზსაც კი ვეღარ ვაკეთებ, მინდა რამეთი გავამართლო ორივე მაგრამ ვერ ვახერხებ, ????

ჰოო ჩემო კარგო,ასეა:( ანასტასიას საქციელს რაც შეეხება ბოლოში,ნუ არ ვიტყვი უბრალოდ... შემდეგ თავში ნახავთ თქვენც. :დ უბრალოდ ჯერ არც მიუღია გადაწყვეტილება,არავინ და არაფერი არ ამოურჩევია,ძნელია ამ დროს,როცა გული ძალიან გტკივა რამე გადაწყვეტილება მიიღო.

nino
shemdge tavs rodis dadeb?❤

ვეცდები მალე დავდო <3 <3
სტუმარი lika
vaimeeeeeee boloshi raknaaaa gavgijdebi axla datastan rom ikos tviniarak amqals ............. velodebiiiii shemdeg tavs moutmelad <333

მალე დავდებ შემდეგ თავს,ვეცდები ყველანაირად <3 <3

 


№7 სტუმარი სტუმარი Mziko

Me mainc deme da tasos ertad yopna Minda da guli damwydeba ertad Tu ar iqnebian

 


№8 სტუმარი მკითხველი

აი სწორედ ამას ვგულისხმობდი!
დათას შემთხვევაშიც გამოიყენათქო... :) :(.
კარგი გოგო ხარ რომ ხშირად დებ და ასე კარგად წერ.
პერსონაჟები კი შენი შექმნილია და მათ განკითხვას არ დავიწყებ, რადგან სიუჟეტისვის ასე თვლი საჭიროდ დაე ასე იყოს.
ყველაზე მეტად მარტას და სანდროს საუბარი მომეწონა :*
ველოდები შემდეგს.......

 


№9  offline მოდერი Queenofmoon

მკითხველი
აი სწორედ ამას ვგულისხმობდი!
დათას შემთხვევაშიც გამოიყენათქო... :) :(.
კარგი გოგო ხარ რომ ხშირად დებ და ასე კარგად წერ.
პერსონაჟები კი შენი შექმნილია და მათ განკითხვას არ დავიწყებ, რადგან სიუჟეტისვის ასე თვლი საჭიროდ დაე ასე იყოს.
ყველაზე მეტად მარტას და სანდროს საუბარი მომეწონა :*
ველოდები შემდეგს.......

დიდი მადლობა,ჩემო კარგო.
კი,ასეა.. პერსონაჟები მათი ხასიათით სწორედ ამ ისტორიისთვისაა საჭირო,შეიძლება იდეალური არც ერთი პერსონაჟი არ მყავს და მკითხველს აღიზიანებდეს კიდეც ისინი..მაგრამ არაუშავს..
მაინც მადლობა,რომ კითხულობთ და მოგწონთ.

 


№10 სტუმარი

მინდა დემესთან დარჩეს..დათა კარგი ბიჭი ჩანდა მაგრამ აიჭრა((( + გულს ვერ უბრძანებ თემიდან გამომდინარე დემეს გოგოა საბოლოოდ... მართა და სანდრო ???? ლილესაც გამოუჩინე რა ვინმე..ეული მეჩვენება)))
P.S. ???? ხარ და ველოდები ახალს????

 


№11  offline მოდერი Queenofmoon

მინდა დემესთან დარჩეს..დათა კარგი ბიჭი ჩანდა მაგრამ აიჭრა((( + გულს ვერ უბრძანებ თემიდან გამომდინარე დემეს გოგოა საბოლოოდ... მართა და სანდრო ???? ლილესაც გამოუჩინე რა ვინმე..ეული მეჩვენება)))
P.S. ???? ხარ და ველოდები ახალს????

ვნახოთ ვნახოთ,დაველოდოთ მოვლენების განვითარებას
ლილესაც მივხედავ აუცილებლად. smile blush
P.S დიდი მადლობა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent