შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა ნიღბით [ნაწილი მეექვსე]


18-08-2018, 12:52
ავტორი -venus-
ნანახია 3 360

ყველას ცხოვრებაში დგება ისეთი დღე როცა ხვდება, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება, ყველაფერი უნდა შეიცვალოს უკეთესობისკენ.
კიევი... ღმერთო რამდენი მოგონებაა ამ ქალაქში, რამდენი ტკივილი და მონატრება.
არეოპორტში ანდრეი დამხვდა, ძლივს ვიცანი. კარგახანს ერთმანეთს ვუყურებდით, მერე მივხვდით, რომ უნდა ჩავხუტებოდით ერთმანეთს და დაახლოებით ათი წუთი ჩახუტებულები ვიდექით. ერთადერთი ბიძაშვილია მგონი ვისაც ვუყვარვარ, მამაჩემის ძმის შვილი.
მაღალი, მხარ-ბეჭიანი, ქერა თმა და მუქი მწვანე თვალები, დიდი ტუჩებითა და მამაკაცური ნაკვთებით.
- სტასსიაა, ღმერთო როგორ გაზრდლიხარ და შეცვლილხარ..
- ხოო ანდრეი, პატარა არავინ რჩება, შენც კარგად გმაოიყურები.
- სახეზე რა გჭირს? ტუჩი, წარბი?!
- რამდენიმე დღის წინ მსუბუქ ავაირიაში მოვყევი, ყველაფერი კარგადაა, არ იღელვო. შენ ის მომიყევი აქ რა ხდება? ბიცოლა როგორ არის. მართალია აღარავის ვახსოვარ შენს გარდამაგრამ მაინც. გავუღიმე და ხელკავი გამოვდე.
- რავიცი არის რა, ბუზღუნებს. უკმაყოფილოა ყველაფრით, როგორც ყოველთვის. ამაზე ორივემ გავიცინეთ და მხარზე თავი ჩამოვადე.
- ახლა სად მივდივართ?
- სურპრიზია. თვალი ჩამიკრა და მანქანის კარი გამომიღო.
ნელ-ნელა აღვიდგინე მოგინებები, აქაურობა გამახსენდა. აქაური ქუჩები, პარკები, სტადიონი, მდინარე.
"დნეპრის"- მდინარე, "ვალერია ლაბანოვსკავას სახელობის, დინამო-ს სტადიონი" "მარინსკი-ს პარკი"...
მე კი კანკოვას ქუჩაზე ვცხოვრობდი, ძალიან ლამაზ მაგრამ ძველ აშენებულ კორპუსში, ფერი მონაცრისფრო, აგურით ნაშენი თუმცა მართლაც, რომ გარედან ულამაზესი მოჩუქურთმებული კედლები ამშვენებდა.
ნელ-ნელა ვცნობდი ადგილებს, თვალები მიფართოვდებოდა და შიგადაშიგ ანდრეის გადავხედავდი ხოლმე, საპასუხოდ კი მხოლოდ მის მომღიმარ სახეს ვხედავდი.
- აი, მოვედით.წამოიძახა და ჩემს ძველ კორპუსთან მიაყენა.
- ანდრეი, არ მინდოდა მე ძველი სახლის ნახვა. ხომ იცი, რომ ჩემთვის მტკივნეულია.
- კარგი რაა სტას, რამდენი წელი გავიდა უკვე, მეგონა გაგახარებდი.
- კი, მაგრამ...
- მოკლედ, თქვენი ბინა ვერა, ძვირია მაგხელა ბინები მაგრამ, იგივე სადარბაზოში შენი სახლის ქვემოთ, შუა კარებში გიყიდე ბინა. დიდი არარის, ოთახ ნახევრიანია, მაგრამ შენ გეყოფა, ცოტა ხელიც შევავლე, გაგირემონტესავით და იმედია მოგეწონება ჩემი გემოვნება. თვალები შუბლზე ამივიდა, რასქვია არ მომეწონება, ანდრეის შევახტი და ფეხები წელზე შემოვხვიე, ისიც იცინოდა და ზურგზე ხელს მისვამდა.
- კარგი ჩამოდი, ისევ პატარა ნუ გგონია შენი თავი გავწყდი წელში. სიცილით “ჩამომიღო” სხეულიდან და ძირს დამსვა.
- უჟმური. “დავეროჟე”
სადარბაზოში შევედი, ნელ-ნელა მივაბიჯებდი და ახლანდელი გამოსახულება შემეცვალა, 14წლის წინანდელი გამოსახულება წარმომიდგა თვალწინ და მკაფიოდ დავინახე, როგორ ჩამირბინა საკუთარმა თავმა, უკან კი მამა მისდევდა და ეუბნებოდა, რომ კიბეებზე ნელა ასულიყო. მეც მათ ავყევი, ღაწვებზე კი სისველე ვიგრძენი. ჩვენს სართულზე, სახლის კარებთან ავიტუზე, ისინი შევიდნენ...
ისევ ვიგრძენი ჩვენი სახლიდან გამუსლი გემრიელი საჭმლის სუნი დედა, რომ დატრიალებდა სამზარეულოში და ბუზღუნით მამას ეჩხუბებოდა : - ნუ შემიჭამე ყველაფერი საჭმელში რაღა ვუყოვო... ყველაფერი წინ გადამეშალა, მამას და დედას მხიარული ურთიერთობა, დედა 27ის იყო ხოლო მამა 29ის, თუმცა მაგგათი საქციელებისთვის რომ გეყურებინათ იტყოდით 7-9 წლისები არიანო. ძალიან მენატრებიან. მოგონებებიდან ხელის შეხებამ დამაბრუნა რეალურ სამყაროში.
- რამდენიხანია გეძახი, კარგად ხარ? შენი სახლი ქვედა სართულზეა.
- კარგად ვარ, უბრალოდ...
- კარგი რა, გთხოვ, რო მცოდნოდა ასე იქნებოდი არ ვიყიდდი აქ, მეგონა გაგახარებდი.
- გამიხარდა ანდრეი, ძალიან გამიხარდა, უბრალოდ გამახსენდა ჩვენი უდარდელლი ცხოვრება და ცრემლი მომადგა თვალზე.
- ჩემი გოგო, როგორ მომენატრე იცი ?
- მეც ძალიან მომენატრეე. ჩავიდეთ სახლში.
სახლში შევედით, ძალიან მომეწონა იქაურობა, გარედან ძველებური კორპუსი კი იყო მაგრამ ჩემს სახლზე ამას ვერ იტყოდით, ახალი თანამედროვე, ავეჯით გაწყობილი გემოვნებიანი ფერებით გაჯერებულიყო.
- ვაიმე ეს რა გიქნია. ძალიან მაგარიააა. ისევ მოვეხვიე და კისერში ვაკოცეე.
- მიხარია, რომ გაგიხარდა. მოკლედ, სამსახურიც გიშოვე, რამოდენიმე დღე დაისვენე, დალაგდი, შეეჩვიე ისევ აქაურობას და ჩემ კომპანიაში მოხვალ.
- რაა? აბა სადმე მარკეტშიო?
- შენი აზრით მარკეტის ქალი ხარ? სიცილით მომეხვია და თავზე მაკოცა.
- მასხარა ხარრ, რა უნდა ვაკეთო შენს კომპანიაში, ან რა კომპანიაა საერთოდ?
- სახლებს შიდა დიზაინს ვუკეთებთ, ანუ დეკორატორი ვარ, ეს სახლიც მე გაგიკეთე, მოხვალ, ცოტა რაღაცებს ისწავლი და ჩემი მდივანი იქნები.
- ოჰო, რა მაგარიააა. ძალიან გამიხარდა მართლაა. "იქაური წუმპედან ამოსულს, ეს ჩემთვის სამოთხედ ჟღერს" გავიფიქრე და თვალები სიხარულით ამევსო.
- ახლა მე დაგტოვებ, ქვემოთ ჩავალ, რამე პროდუქტს ამოგიტან და წავალ სამსახურში თორე უჩემოდ არაფრის გამკეთებლები არიან. გაიცინა და ლოყაზე მაკოცა.
- მოიცა ანდრეი, სახლის და ამ ყველაპრის საფასური რაა არის. მე მხოლოდ 30 000 მაქვს, იმედია ამაზე მეტი არ დაჯდა.
- მომისმინეე ჩემო ფერიაავ, ეგ ფული კარგად შეინახე, და ეს სახლი ჩემგან იყოს.
- ოო, ასე არ შევთანხმებულვართ. მართლა ანდრეი გთხოვ, შენც მუშაობ და წვალობ, ამიტომ არ მინდა.
- გინდა გინდა, უცხო ხო არ ხარ.
- არ ვარ მაგრამ გთხოვ რაა. მაშინ 20ს ეხლა მოგცემ 10ს დავიტოვებ, რაღაცებისთვის რასაც ვიმუშავებ კიდევ გამომიქვითე იქიდან და გავსწორდეთ კარგი?
- დარწმუნებული ხარ? მინდოდა,რომ ეს ბინა საჩუქარი ყოფილიყო.
- არაა, არაა, მადლობა დიდი, მაგრამ არ შემიძლია, ყველაფრის საფასურს მე გადავიხდი, ვაკოცე და გავუღიმე.
- კარგიი კარგი, ჯიუტი ყოფილხარ. გაიცინა და მარკეტში ჩავიდა.
ამასობაში მე ამოვალაგე ჩემი ბარგი-ბარხანა, ძალიან ლაამაზი ოთახი მქონდა, მხიარულ და ამავდროულად გემოვნებიან ფერებში.
ნაცრისფერი, შავი და ყვითელი ფერები ჭარბობდა, მწვანე ფერს მხოლოდ კუთხეში მიდგუმული, ქოთნის ლამაზი ყვავილი მატებდა აქაურობას. შავი დიდი კარადა იდგა, სადაც ჩემი ტანსაცმელები მოვათავსე.
საწოლი თეთრი იყო თუმცა თეთრეული, ნაცრისფერი, ყვითელი პატარა ბალიშები ეყარა, გვერდებზე შავი ტუმბოები იდგა, ზემოდან თეთრი საათი, სანათი, და რამდენიმე მოყვითალო სუვენირი იდო.
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო აქაურობა ულამაზესია.
სამზარეულოც მონაცრისფრო ფერებში, თეთრი ავეჯითა და მაცივრით.
ყველაფერი უზრუნველყოფილი.
ყველაფერი თავის ადგილას გადავანაწილე, ახლა სამზარეულოში შევედი, კარადები გმოვაღე და სახეზე ღიმილი შემეპარა. ყველაფერი უყიდია: ჭურჭელი, ტაფა, ქვაბი, დანა-ჩანგალი. ამ ყველაფერს ერთიანად მოვავლე თვალი და ღრმად ჩავისუნთქე, მაინც დარჩენილი რემონტის და სიახლის სუნი.
მალევე ამოვიდა დატვირთული ანდრეი.
უამრავი პარკი ეჭირა ხელში, მაინც ვერ მივხვდიამდენი რათუნდოდა 1 ადამიანს.
მაცივარი გამივსო, ძეხვებით ხორცით, ყველით, კეჩუპი-მაიონეზით, მოკლედ ასე რომ გავყყვე ვერ დავამთავრებ, ახალი ცხელ ცხელი უკრაინული პური, "სერი პური" რომელმაც ბავშვობა კიდევ ერთხელ გამახსენა. სულ მეუბნებოდა დედა: - "დე სერი პური ჭამე უფრო სასარგებლოა" გამეღიმა.
ყავა- ნალექიანი და უნალექო, შაქარი, კაკაო, ჩაი, მოკლედ ყველაფერი უყიდია, მარცვლეულიც, ხილიც, ბოსტნეულიც, წვენებიც, და რაც მთავარია ფუნთუშა. არ დავიწყებია, როგორ მიყვარდა ქიშმიშიანი ფუნთუშა დილით ჩაისთან ერთად. ხელში ავიღე და ანდრეის გავხედე.
- ვიფიქრე რომ დილით ჩაისთან ერთად გესიამოვნებოდა.
- გახსოვს. გამეღიმა
ყველაფრის დალაგება რომ დავამთავრეთ ანდრეი გავაცილე.
დაისვენეო მითხრა.
გასვლისას უკან მობრუნდა.
- ლამის დამავიწყდა,ტელეფონი გაქ?
- არა, იქ დავტოვე.
- მასეც ვიფიქრე, აჰა გამომართვი. თავის სამსახურის ჩანთიდან ყუთი ამოიღო. ნოომერიც დევს, ჩემი ნომერი წერია მანდ და თუ რამე დამირეკე.
- მოკლედ რაა მყავხარ რაა. ჩავეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.
- წავედtი წავედი და ჭკვიანად, არ გახვიდე არსად არ იბოდიალო, გაიცინა და კიბეებზე ჩაირბინა.
ყუთი გავხსენი, რათქმაუნდა როგორც ყველას ამ დროში, მეც აიფონ 8 მეჭირა ხელში, ნაცრისფერი.
ეგრევე მარის გადავურეკე, კიდევ კარგი ნომერი ზეპირად ვიცოდი...
რამოდენიმე ზარის შემდეგ გავიგონე მარის წკრიალა ხმა..
- მითხარი, რომ ჩემი დაქალი ანასტასია ხარ, თორე გავგიჟდებიი.
- ჰო, მე ვარრ. როგორ ხარ ჩემო ლამაზო?
- ვიამეეე შენი ლამაზი ახლა ინფარქტს იღებს, როგორ ვინერვიულე. მეთქი რატომ არდამირეკა თქო და მერე გამახსენდა რომ მობილური აქ დატოვე. როგორ ხარ როგორ ჩახვედი, როგორ იმგზავრე, დაგხვდა? სახლი? მოეწყვე?? მომაყარაა ამოუსუნთქავად და მეე ერთი გემრიელად გადავიკისკისეე.
- ამოისუნთქე ქალო.
- მომიყევი მომიყევი.
- მოკლედ, ყველაფერი მომიწყო ანდრეიმ, სახლი მიყიდა, გამირემონტა და რავი, უამრავი პროდუქტი ამოიტანა, მოკლედ, კარგად ვარ მარ, არ ინერვიულო, სამსახურიც ვიშოვე, ვიშოვე რა მიშოვა. გავიცინე... თავის კომპანიაში მის მდივნად.
-ოჰო, ყოჩაღ შენს ანდრეის, კარგი ბიჭია.
- ხო არ გაგირიგო?
- რატომაც არაა, კაი უკრაინელი ბიჭი არ მაწყენდა.. გაიცინაა
- ეგ "კაი უკრაინელი ბიჭი" ჩემი ბიძაშვილია და მართლაც, რომ კარგიაა. მანდ რა ხდება? ის ორი უხსენებელი ხომ არ გამოჩენილა?
- ვაიმე გოგო, ამიკლო ლაშამ, ხან სახლში მომადგა ხან ტელეფონი ამიფეთქა.
- შენი პასუხი:- არვიცი.. ხომ ასეა?
- ხოო აბა რას ვეტყვი?
- რავიცი მეე, იქნებ წამოგცდესს..
- ხოარ გაგიჟდი დებილს ვგავარ? მომენატრე ძალიან.
- მეც მომენატრე, ახლა წავედი მე. დავისვენო, ვიბანავო, მოვწესრიგდე თორე აღარ შემიძლია. ცოტას რომ ავეწყობი, ჩამოგიყვან აქ.
- არ გეტყოდი უარს, კაკრაზ ანდრეისაც გავიცნობბ.
- შენ ტვინში ძალიან ჩაგივარდა ხო? გავიცინეეთ ორივემ
- მიდი მიდიი, გაკოცე და ჭკუით, მომწერე ხოლმე სულ.
- ხო გოგო მე ძველ facebook-ს გავაუქმებ, ახალს გავაკეთებ და დაგიმატებ, მოგწერ ხოლმე.
- კარგიი ტას, გელოდები და ჭკუით, მიყვარხარრრ.
- მეც მეცც..

ტელეფონი გავთიშე, საწოლის გვერდზე ტუმბოზე დავდე და აბაზანაში შევედი..
"მოკლედ რა ანდრეი, ჩემს გაოცებას საზღვარი აღარ აქვს"
ჯაკუზი იდგა, მის გვერდზე კარადა, ნიჟარა და მასზე 3ცალი სხვადასხვა ფერის თხევადი საპონი, მანდვე ჩამოკიდებული სხვადასხვა ზომის პირსახოცები და პატარა სუვენირები.
კარადა გამოვაღე და ტანისთვის მოზრდილი პირსახოცი გადმოვიღე. თაროების ქვემოთ სარეცხისმანქანა იდგა, იქვე კუთხეში სარეცხი საშუალებები, ხოლო ჯაკუზთან ჰიგიენური ნივთები.
კარებზე კი ხალათი ეკიდა.
თავი სასტუმროში მეგონა ისე იყო მოწყობილი იქაურობა.. "ოქროა ეს ბიჭი რაა" გავიფიქრე და ონკანი მოვუშვი, რომ ჯაკუზი გამევსო.
ამასობაში ოთახში გავბრუნდი, ტელეფონი განათდა და რომ დავხედე ზუსტად 12 გამოტოვებული ზარი დამხვდა ანდრეისგან, ახლაც რეკავდა.
- ჰოო,
- რა ჰო, სად ხარ, გავსკდი რეკვით,
- აბაზანაში ვიყავი,
- უფ, გამისკდა გული, ხო ყველაფერი კარგად გაქვს?
- კიი, ჯაკუზი მქონია.
- ხო, პატარაობაში სუ ტიტინებდი რო გავიზდები ჩემს სახლში აუზი უნდა მქონდესო, აუზი ვერა მარა ჯაკუზი დაგახვედრე.
- ზღაპრიდან გადმოპარული ფერი ხარ, ოღონდ კაცოს ვერსია. გამეცინა. მადლობა.
- არაფრის ჩემო ლამაზო, წავედი ახლა , საქმეები მაქვს და ტელეფონს მიაქციე ხოლმე ყურადღება..
- არის სეერრ.. ორივემ გავიცინეთ და მერე ტელეფონიც გავთიშე.
აბაზანაში შებრუნებულს ჯაკუზი უკვე სავსე დამხვდა, ონკანი გადავკეტე, ტანზე გავიხადე და ცხელ წყალში ჩავწექი. დაახლოებით 1საათი ვიწექი მგონი. წყლის გაცივებამ მიმახვედრა, რომ უკვე ამოსვლის დრო იყო. ხალათი მოვიცვი და
სამზარეულოში გავედი, ძეხვით პომიდვრით და ყველით სენდვიჩები გავიკეთე, ყავაც მოვიმზადე და ცოტა წავიხემსე. ძილი მალევე მომერია.ოთახში გავედი, კარადიდან შიდა თეთრეული და მაისური გამოვიღე, ჩავიცვი და ლოგინზე დავწექი.
ფიქრებში გართულმა მალევე დავიძინე.


თბილისი

მარიამი დილით ადრე დგებოდა როგორც ყოველთვის, სამსახურში მიდიოდა და საღამოს, დაღლილი ისევ ბრუნდებოდა სახლში.
ლაშა?- ლაშა განადგურებული დადიოდა მის ჰოლდინგში, არც სამსახური ანაღვლებდა და არც კომპანია, ერთადერთი მისი სადარდებელი ტასო იყო. იცოდა, რომ არაკაცულად და საშინლად მოექცა, ამიტომ განიცდიდა. უნდოდა, რომ ენახა დალაპარაკებოდა, შეიძლება უშედეგოდ, მაგრამ პატიებაც ეთხოვა, თუმცა მისგან არაფერი ისმოდა.
მარიამთანაც ბევრჯერ ავიდა, იმ იმედით, რომ იქნებ რაიმე ეთქვა მისთვის, მაგრამ მეგობარი მყარად იდგა და დანაპირებს არ აბიჯებდა.
ნიკა? ნიკა უდარდელად იყო, ალბათ იმიტომ, რომ ის გააკეთა რაც უნდოდა, ატკინა გული იმას, ვინც თავად მას ატკინა, "შური იძია" - შეიძლება უხეშად და საშინლად ჟღერდეს, მაგრამ ფაქტი სახეზეა, უყვარდა?! ალბათ კი და განიცდიდა სადღაც გულის სიღრმეში, მაგრამ ბოროტება და შურისძიება ისე ქონდა გამჯდარი სიყვარულზე სულ არ უფიქრია.
იმ ღამის შემდეგ შეწყვიტეს ძმაკაცობა, იმ სიტყვების შემდეგ წაიშალა ნიკა ლაშას ცხოვრებიდან. გაუჭირდა, მაგრამ ლაშამ ისევ ქალი აირჩია, ქალი რომელიც უყვარდა, მაგრამ სასმელმა, იმ სიტყვებმა, ბრაზმა და ბოღმამ ის გააკეთებინა რასაც მთელი ცხოვრება ინანებს, თავის თავს ვერ აპატიებს. ტასომ რომც აპატიოს, გულში ხინჯად მაინც დარჩება და ჩემი აზრით ასეც უნდა იყოს.
რა მოხდა ბარში იმ ღამეს? ის რაც არ იყო მართალი, თუმცა სიყვარულისგან გამწარებული კაცი, ყველაფერზეა წამსვლელი, ისევე როგორც ქალი.
- ხოდა ასე რა ლაშა, არ მინდა შენი წყენინება. არც ის მინდა, რომ გული გეტკინოს როგორც მე, მაგრამ სიმართლეა ძმაო.
- არარსებობს, ნიკა რას ლაპარაკობ აზზე ხარ? ტასო არ იქნებოდა შენთან, ვიცი დარწმუნებული ვარ, ჩემს გარდა არავისთან ყოფილა. გაბრაზება შეეტყო, ტონიც აეწია და კისერზე ძარღვებიც გამობერვოდა.
- თქმა მიჭირს, მაგრამ მასეა. ყველაფერს არც გეტყოდა, ეგ შენც კარგად იცი, ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ მინდა ბო*ი გიყვარდეს, არ მინდა ჩემნაირი შეცდომა დაუშვა.
- მასზე ეგრე ნუ ლაპარაკობ გაიგე?? წამოენთო და ერთი მუშტი მოუღერა კიდეც, ნიკა ძირს დაეცა და გაკვირვებული თალებით ასცქეროდა ლაშას.
- არ გაბედო და მეორედ ტასოზე ეგრე არ თქვა, თორემ ბო*იშვილი ვიყო დავივიწყებ, რომ ბავშვობის ძმაკაცი ხარ და მაგრად გცემ.
- საღოლ ძმაო, ვიღაც ჩათ**ხის გამო დამარტყიი. ესღა მოასწრო,რომ ეთქვა და ლაშა მხეცივით ეცა. გამწარებული თან რაღაცებს უყვიროდა, "ხომ გითხარი წესიერად ილაპარაკე" და მსგავსი ათასი რამ. აგინა, აფურთხა, ცემა და გამწარებული სახლში წავიდა, შედეგი კი თქვენთვითნაც იცით.
ძნელია როცა ძმაკაცებს 1 გოგო უყვართ, მარტო იმიტომ, რომ შეიძლება ასეთი რაღაცებიც მოხდესზ ლაშა ნანობდა ტასოზე, რომ ხელი აწია თუმცა არც ერთი წვეთით არ უნანია ნიკას ცემა.
ახლა? ახლა ყურებჩამოყრილი და განადგურებული დაიარება სამსახურიდან სახლში. ცდილობს ყველგან მოძებნოს ტასო, მაგრამ უშედეგოდ. არც დაქალი ამბობს არაფერს, სოციალური ქსელიც გაუქმებული აქვს, ტელეფონი არ იცის.ყველა იმედი აქვს გადაწურული, მაგრამ ერთი კი ნამდვილად იცის რომ ყველაფრის მიუხედავად მაინც უყვარს ტასო, წლები, რომ გავიდეს მაინც დაელოდება და დარწმუნებულია, რომ იპოვის კიდეც...



უკრაინა

დილთ ადრე გამეღვიძა, გამეღვიძა რა ანდრეიმ გამაღვიძა, ჩემი მაღვიძარაა ეგ.დამირეკა, მომიკითხა და მითხრა როცა მზად ვიქნებოდი და მუშაობა მომინდებოდა მეთქვა, რომ სამსახურში მივეყვანე. მეც დავეთანხმე და საწოლიდან წამოვიზლაზნე.
რათმქუნდა განრიგი არც ახლა დამირღვევია, ჯერ სააბაზანო შემდეგ სამზარეულო, მერე ოთახში შევედი, ჩავიცვი და დავფიქრდი თუ დღეს რა უნდა გამეკეთებინა. როგორც ანდრეის ვუთხარი გუშინ, 20 000 მისი იყო, ამიტომ 10 მქონდა დარჩენილი, გადავწყვიტე, რომ ცოტა გამევვლო, ბავშვობა გამეხსენებინა, ბევრი მახსოვს და არც კი ვიცი ნორმალურად სად რა არის, მხოლოდ და მხოლოდ 8 წლამდე მერგო აქ ცხოვრების ბედნიერება და ოჯახის ყოლა, თუმცა მაინც გავედი გარეთ. აქაური ქუჩები, მოჩუქურთმებული ძველებური შენობები.
"ინსტიტუტის ქუჩა" ასე ერქვა მთავარ ქუჩას როცა ჩემი კორპუსიდან გამოხვიდოდი და მარჯვნივ შეუხვევდი. ერთი უნივერსიტეტი იდგა და ალბათ იმიტომ ქვია ასე ამ ქუჩასაც. რომ ვთქვა ირგვლივ რამე იყო თქო არა, ცოტა მოშორებით კორპუსები მოსჩანდა ხოლო უნივერსიტეტის ირგვლივ საბავშვო სკვერები და საქანელები იდგა. რომ არ დავკარგულიყავი ტაქსი გავაჩერე და რადგან უკრაინული არ მახსოვდა რუსულად მივმართე, რომ სადმე ცენტრში წავეყვანე, სადაც მაღაზიები იქნებოდა, მან თავი დამიქნია და როგორც ადგილზე მისვლის შემდეგ გავიგე, "ბოღდანის ქუჩა"-ზე ვიყავი, დიდ სავაჭრო ცეენტრთან ჩამომსვა, ირგვლივ უამრავი კაფე და მაღაზია იყო, ხალხიც ერმანეთში ირეოდა, მთლიანად ბოღდანის ქუჩა ქვაფენილით იყო დამშვენებული, ალბათ სასეირნო და საშოპინგო ადგილია რადგან მანქანები არ დადიოდნენ, თუმცა სავაჭრო ცენტრის წინ მთავარი ტრასა იყო, საკმაოდ ფართო, მეორე მხარეს კი ზარას დიდი მაღაზია დავინახე 3სართულიანი, თვალები გამიბრწყინდა. ტაქსისტს გავუღიმე ფული გადავუხადე, მე კი უზარმაზარი სავაჭრო ცენტრი უცებ დამავიწყდა და პირდაპირ ზარასკენ წავედი. დიდიხანი ვიდექი "ბარდიულზე" ველოდებოდი თუ ინებებდნენ და გაჩერდებოდნენ მანქანები, რომ გადავსულიყავი, მაგრამ შენც არ მომიკვდე. გავიხედ გამოვიხედე, მაგრამ არც მიწის ქვეშა გადასსასვლელი იყო და არც ზედა. უიმე რანაირი ადგილია მოპირდაპირე მხარეს ვერ გადახვალ. როგორც იქნა ცოტა შემცირდა მანქანების მიმოსვლა, გადავაბიჯე ფეხი ტროტუარზე, რამოდენიმე ნაბიჯი გადავდგი და საიდანღაც მოსახვევიდან მანქანა გამოვარდა. მერე აღარაფერი მახსოვს, ტკივილის გარდა ფეხებში. მე უბედურს კი უცებ ანდრია ამომიტივტივდა თავში, ვიცოდი, რომ მომკლავდა სახლიდან რომ გავედი...
მოწყვეტით დავეცი და ტკივილისგან გამწარებულმა ხმაც კი ვერ ამოვიღე ეგრევე ცრემლები წამსკდა.
მალევე გაჩნდა ჩემს გვერდზე ვიღაც ტიპი, ქერა ცისფერთვალება, საკმაოდ სიმპატიური, თუმცა ტკივილისგან გაბრუებულმა კარგად ვერც დავათვალიერე ან სად მქონდა მაგის თავი, ისე ვიყავი გამწარებული, დამავიწყდა სად ვიყავი და ქართულად დავიწყე ლანძღვა, ის კი უკრაინულად მეჩხუბებოდა, კი მეჩხუბებოდა იმიტომ, რომ ეგეთი ტონით ლაპარაკი არ მინახავს. უცებ აზრზე მოვედი, რომ ჩემი არ ესმოდა და ახლა რუსულად დავიწყე ლაპარაკი.
-ნორმალური ხართ?? რო გამოდიხართ მოსახვევიდან, არ უნდა გამოიხედოთ თვალებიდან???
- ამასთქვენ მეუბნებით? ჯერესერთი, ქვეითებისთვის არარის აქ გადასასვლელი, როგორც მივხვდი არ იცი აქაური წესები და იმის მაგივრად, რომ მე გისაყვედურო, თვქენ მაქებთ სასწაული სიტყვებით.
- მტკივა გასაგებია? სიმწრისგან ხო ხედავ დამავიწყდა სად ვიყავი და ქართულად გელაპარაკებოდი.
- აჰა ანუ ქართველი ბრძანდებით, გასაგებია.გამიღიმა ხელში ამიყვანა ისე, რომ ვერც მოვედი აზრზე, მანქანაში ჩამსვა და 10წუთის მერე საავადმყოფოში აღმოვჩნდით. "ღმერთო რა უაზრო დიალოგი გვქონდა", " არადა რა სიმპატიურია", " მე ხომ ბედი არ მაქვს" ვფიქრობდი და თან თვალი მასზე მქონდა მიშტერებული, როცა მივხვდი, რომ ისიც მაკვირდებოდა გონს მოვეგე, შემრცხვა და თავი დავხარე.
- მოვედით, მალე კონსულტაციას გავივლით, მერე უნდა წავიდე თორე ამსახურში მაგვიანდება. "ხეპრე, ლამის მომკლა და სამსახურში მაგვიანდებაო”
- ხოდა წაბრძანდით მერე, არავის უთხოვია საავადმყოფოში გადმომიყვანეთ თქო, მადლობა მაინც, მაგრამ ამის მერე მე მივხედავ.
- ქართველები ყველა ასეთი დაუნახავები და უმადურები ხართ თუ თქვენ გერგოთ მხოლოდ ეს თვისებები?
- უკაცრავად? რანაირად მელაპარაკებით ? ხომ არ დაგავიწყდათ რომ დამეჯახეთ. შემიძლია გიჩივლოთ.
ძალიან ხმამაღლა გაიცინა, გაიცინა კი არა რავიცი რა დავარქვა. ამაზე უფრო მომეშალა ნერვები და გაბრაზებულმა შევუბღვირე
- Эй грузинка- ხომ არ დაგავიწყდა, რომ წესი შენ დაარღვიე?! თუ მიჩივლებ ჯარიმას კი გადავიხდი არ მაქვს პრობლემა მაგრამ, ჩემზე მეტს შენ დაგატოვებინებენ განყოფილებაში, ამიტომ მგონი არ უნდა გაწყობდეს, რაც შეეხება დაჯახებას, ბოდიში არ მინდოდა, ახლა მე დაგტოვებ. ექიმი ჩემი მეგობრის მამაა, ყველაფერს ავუხსნი და კარგად მოგხედავს, მე სამსახურში მაგვიანდება, არ მინდა შენს გამო უფროსმა შენიშვნა მომცეს. კარგად და იმედია ამის მერე ისწავლი გზაზე გადასვლას და აქაურ წესებს. არაფრის თქმა აღარ დამაცადა, თვალი ჩამიკრა და დერეფანში დაიკარგა. როგორ გავბრაზდი, როგორ მომაწვა ბოღმა, ხეპრე, გაუთლელი, დეგენერატი, რანაირად მელაპარაკება, თავი ვინ გონია, ჩემთვის ლაპარაკში ვერ შევამჩნიე ექიმის მოსვლა და მერეღა ავხედე ჩემს წინ მდგომ, დაახლოებით 50-55 წლის თმაშევერცხლილ მამაკაცს, რომელსაც ოკეანესავით და ცასავით ცისფერი თვალები ქონდა და ზედა ტუჩს ულვაშები გადაფარვოდა. მიღიმოდა..
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს, საშამ მითხრა ინციდენტის შესახებ, მგონი ფეხი და ხელი გაქვს ხომ დაზიანებული?
- დიახ, ფეხი მტკივა ძალიან, იმედია მოტეხილი არ მაქვს.
ექთანს ბორბლიანი სავარძლის მოტანა სთხოვა, ნაზად გადამაჯინა და პალატისკენ წამიყვანა, რენტგენი გადამიღეს, აღმოჩნდა, რომ კოჭის ძვალი მქონდა გაბზარული, საშინელი ტკივილი აქვს.
შემიხვიეს. ანტიბიოტიკი გამომიწერა. მითხრა, რომ დაახლოებით 1 თვე საწოლიდან არ უნდა ავმდგარიყავი. “ესღა მაკლდაახლა სრული ბედნიერებისთვის.” გაავიფიქრე მაგრამ ექიმს მხოლოდ და მხოლოდ გავუღიმე. უკვე დრო იყო ანდრეისთვის დამერეკა და ყველაფერი მეთქვა. იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ წავიდოდი მარტო სახლში.
-ალოო,
- ჰოუ, რა მოხდა ხო კარგად ხარ?
- არა, ოღონდ არ გაფსიხდე.
- რა გააფუჭე აბა მითხარი.
- მოვიწყინე და საშოპინგოთ გამოვვედი, ხოდა ბოღდანის ქუჩაა თუ ჯანდაბა მანდ ხო გადასასვლელს ვერ იპოვი, გზაზე გადავდიოდი და მანქანამ დამარტყა.
- ვაიმე. ამოიოხრა. მოვდივარ, სად ხარ? რომელ საავადმყოფოში?
- აუ არ ვიცი, მოიცა ვიკითხავვ.
_ უკაცრავად რომელი საავადმყოფოა ეს?
_ ამერიკული მედიცინის საავადმყოფო.
_ მადლობა..

- ბიჭო.
- გავიგე გაივიგე, მოვალ მალე, არ გაინძრე.
- რო არ შემილია განძრევა იმიტო დაგირეკე თორე წავიდოდი სახლში. გავიცინეე
- ნახე იცინის დაჟე, ვაიმე ჯერ მოვიდეე. იმედია არაფერი გჭირს ისეთი.
- კოჭი მაქ ნაღრძობი.
- რატო ტვინი არ იღრძე "როგორი საყვარელი ბიძაშვილი მყავს"
- მადლობ, მეც მიყვარხარ, მოდი მალე და წამიყვანე
- მოვდივარ...

დაახლოებით 15 წუთი ველოდე, ძლივს მოაღწია, შემოვიდა ექიმს მიესალმა, გამოკითხა ყველაფერი და ჯერი ჩემზე დადგა,
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გამომლანძღა, მეჩხუბა, ხომ გითხარი სახლში იყავი და ასე შემდეგ, მე კი მომღიმარი სახით ვუყურებდი და ეს უფრო აცოფებდა.
სახლში მივედით, ყველაფერი მიყიდა, წამალი დამალევინა.
- აუ ანდრეი, სამსახური?
- ყოფილიყავი სახლში და ხვალ გამოხვიდოდი.
- აუ ერთი თვე რა ვქნა? სახლში, მარტო, გავაფრეენნ. სახე დავმანჭე და ტუჩები გადმოვაბრუნე
- ლეპტოპი გაქ?
- კი.
- საღამოობით მოვალ, რაღაცებს გასწავლი და კომპიუტერიდან იმუშავე, რაც შეგეძლება. ჯერჯერობით სავარჯიშოდ ძველ პროექტებს გამოგიგზავნი და შიდა დეკორაცია გააკეთე, თუ მომეწონება მერე ახალ პროექტებსაც გამოგიგზავნი და რამოდენიმეს შენი დიზაინით გავაკეთებთ, რათქმაუნდა თუ მომეწონა
- ვიამე არარსებობს. ჩემი ყველაზე საუკეთესოო ძამიკო ხარ შენ.
- ხო ვარ,მართლაცც რომ, ვარ. გაიცინა და თან ხელი თმებში შეიცურა, შეფერების მიზნით.
-ნახე, ნახე, აუვარდა ეგრევე თავში.. ორივემ გავიცინეთ და შევთანხმდით, რომ სარამოს 7ზე გამომივლიდა და ყველაფერს მასწავლიდა, აი ყველაზე საშინელება კი ის იყო, რომ 7საათამდე რა ჯანდაბა უნდა მეკეთებინა ნაღრძობი ფეხით არ ვიცოდი. მე საცოდავი საწოლზე ძლივს ვწვებოდი, გვერდზე ყავარჯენი მედო, ლეპტოპიც ამოვიღე და სკაიპით მარის დავურეკე.
- პრივეტ ტას, როგორ მომენატრე.
- აუუ მეც ძალიან მომენატრე, რო იცოდე დღეს რა დამემართა მოკვდები სიცილით.
- ვაიმე შენ ხო ვერ გაგიშვებს კაცი ვერსად რამე, რომ არ მოიწიო რააა... გავიცინეთ ორივემ, ყველაფერი მოვუყევი, კვდებოდა სიცილით, შე საცოდაოო მეუბნებოდა და კიდევ ბვრჯერ გამასაზიზღრა.
უამრავ რამეს მოვედეთ, მიყვებოდა მის ამბებს, ლაშაც ახსენა რამდენჯერმე. ძალიან თხოვდა ჩემს ადგილ სამყოფელის თქმას, რომ ბოდიში მოეხადა, რომ მოვეძებნე, მაგრამ მე უარზე ვიყავი და ჩემს გადაწყვეტილებას მარიც პატივს სცემდა.
ლაპარაკში ვერ გავიგე დრო როგორ გავიდა, კარი შემოაღო ანდრეიმ და თვალებით მკითხა ვინარიო.
- მოდი ანდრეი, ჩემ დაქალს ველაპარაკები, გაგაცნობ.
მარის სახე შეეცვალა ანდრეის გაგონებაზე. გაწითლდა და ეს მეც შევამჩნიე, მერე მოგხედავ შენთქო ქართულად ვუთხარი და ანდრეი გვერდზე დავისვი. გავაცანი, რუსული მარიმ კარგად იცოდა ამიტომ ისე ლაპარაკობდნენ რამდენიმე წუთში თავი ზედმეტად ვიგრძენი, გამეცინა.
როგორც იქნა მოწყდნენ ერთმანეთს. მარის თვალები, რომ დაგენახათ დაცინებდით.
- ვაიმე გოგო ეს რა ბიჭია პროსტა.
- სასწაული პირდაპირ. გამეცინა
- კაი რააა,რა გაცინებს, შენ დაქალს არ უნდა გაურიგო შენი ბიძაშვილი?
- კი ახლავე აიი, მოიცა... ირონიით ვუთხარი და გამიბრაზდა..
კაი მოკლედ წავედი ახლა მე მარრ, უნდა ვიმუშაოთ რაღაცებზე. უნდა მასწავლოს, ხოდა მერე კიდევ დაგირეკავვ. გაკოცეეე..
- კაი ტას, ხვალ ვმუშაობ და 8ისკენ დაგირეკავ კაი?
- ხო აქ მაშინ 9 იქნება, მიდი მიყვარხარ მენატრები და გკოცნი.
- მეც, მეც უზომოდდ. ანდრეი მომიკითხე, წაიკეკლუცა და გამითიშაა.
მოკლედ რა რამაგრად აკლია. გავიცინე და ანდრეის მივუბრუნდი.
სამზარეულოდან გამოვიდა 2ფინჯანი ყავით ხელში.
ერთი გამომიწოდა და აბა საქმეს შევუდგეთო მითხრა, გვერდზე მომიჯდა და ჩემ ემაილზე გამოგზავნილი პროექტის, შიდა დეკორაციის გაკეთება დაკომპიუტერში მუშაობის სწავლება დაიწყო.







№1  offline წევრი MamrikishviliAani

უმაგრესია blush მომეწონა ძააააააალიანნ

 


№2  offline ახალბედა მწერალი -venus-

MamrikishviliAani
უმაგრესია blush მომეწონა ძააააააალიანნ

მადლობა დიდი :) :*

 


№3  offline წევრი ნორმი

ძალიან მიყვარს ეს მოთხრობა.თავის დროზე წაკითხული მაქვს,მაშინაც მომწონდა.ეხლაც მომწონს,მაგრამ იქნებ დასასრულს უფრო მეტი გრძნობა გამოიყენო?ან საერთოდ შეცვალო?მაშინ ჩემთვის რაღაცნაირად უემოციოდ დასრულდა.
--------------------
მორფეოსი

 


№4  offline წევრი nini :)

მეგიიიიიი..... შემდეგი როდის იქნებააა? მალე მინდაააა...... მიყვარს ეს ისტორიააა

 


№5 სტუმარი სტუმარი .....

ლაშასთან რჩებაა?

 


№6 სტუმარი სტუმარი ანკა

შემდეგ თავს როდის დადებ? ძალიან მომწონს საუკეთესოა❤️❤️❤️

ძალიან მომწინს საუკეთესოა შემდეგ თავს როდის დადებ?❤️❤️❤️

 


№7 სტუმარი სტუმარი გულიკო

ვაი ჩვენი ცოდვა. კარგ ქალს ვერ ვაფასებთ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent