უნებლიე შეცდომა (3 თავი)
-ბოს, არ დავიწყოთ? _ხმამაღლა გასძახა აივანზე ნერვიულად მოსიარულე კაცს და ისიც მაშინვე შემოვიდა. ნათიასდა გასაკვირად ორივე ხელში ყავის ჭიქები ეკავა და ერთი გოგოს გაუწოდა -ამაღამ დარჩენა მოგიწევს. არაფერი შეიმჩნია გოგომ და წერილის ამოწერა გააგრძელა, კიდევ კარგი მანანა მორიგე იყო თორემ ისეთ კუდებს გამოაბამდააა, არ დაუჯერებდა ნათიას უჟმურ უფროსზე და დააბრალებდა სამუშაოდ არც მიდიხარო. გოგოს კი სხვა რამ გონებაში წამითაც არ გაუვლია, თითონ ხომ დარწმუნებული იყო რაც ხდებოდა, ამიტომ სინდისიც სუფთა ჰქონდა. მთელი ღამით თვალი არ მოუხუჭავთ, გერმანელებმა სხვა შემოთავაზებით უპასუხეს, ის სათარგმნი იყო, შემდეგ ამისი პასუხიც დასაწერი, თავისი წესების დაცვით, რამდენჯერმე ლექსიკონიც კი დაჭირდა ნათიას მასალების სახელები რომ ენახა. რვა საათი იქნებოდა სააბაზანოდან გამოსულ გოგის ნათია დივანზე ჩაძინებული რომ დახვდა და ბოროტად გაეღიმა კაცს. ბევრი ლაპარაკისთვის სამაგიეროს გადახდა მოუნდა და იმხელა იღრიალა ნათიაო წამიც არ დაჭირვებია ნათიას ფეხზე წამოსახტომად. -ომი დაიწყო? გავრბივართ? ქუთაისთან არიან უკვე? ვიწვით? წყალდიდობაა?_გაფართოებული თვალებით უყურებდა აწითლებულ კაცს, რომელმაც გოგოს ბავშვურობაზე სიცილი ვეღარ შეიკავა და მისმა ხარხარმა მთელი ქუჩა გააყრუა. ხუთი წუთი მაინც დაჭირდა სული რომ მოეთქვა და მთელი ეს დრო ნათია გულზე დაწყობილი ხელებით მიჩერებოდა. -მორჩით? -ბავშვი ხარ რა. -ბოს, ისე თქვენი საქციელის შემდეგ თქვენ რა უნდა გიწოდოთ? წამში მოიქუფრა ისევ გოგი და წარბებიც ჩვეულ შეყარა -ათ წუთში გავდივართ. დრო სამსახურში საშინლად ნელა გადიოდა, ერთი კვირაც თითქოს ერთი წლის მერე გავიდა, კაცის მთელი განრიგი ზეპირად იცოდა ნათიამ, ზუსტ დროს ახვედრებდა ყავას, გადათარგმნილ წერილებს, სადილს. მთელი თვე ისე გავიდა საყვედური ვერ უთხრა კაცმა და ლამის ჭკუიდან გადასულიყო ასეთი უშეცდომო როგორ შეიძლებაო, ისიც თითქოს სპეციალურად არაფრით უტოვებდა რამე მიზეზს და კაცს მისი დანახვაც აღარ უნდოდა. არც ისეთი გიჟი იყო უმიზეზოდ დაეცოფა. -ბოს შეიძლება?_დაკაკუნების შემდეგ შეაღო კარი გოგომ და მაგიდასთან დაუდგა. -რა გინდა ნათია? მოკლედ_თითი გამაფრთხილებლად დაუქნია მისი ბევრი ლაპარაკით გაბეზრებულმა და სკამისკენ მიუთითა. -აუ კარგით რა ბოს, ხომ იცით მოკლედ არ შემიძლია, მოკლედ და ორი სიტყვის მთქმელი მე არ ვარ, ისე დედაც სულ მეჩხუბებოდა შენ ლაპარაკს ვინ აიტანს გაუთხოვარი დარჩებიო და აუხდა მგონი ისე ყველაფერი კარგი, პირველმა შეყვარებულმა მაგიტო მიმატოვა, ვერ გეწევი ლაპარაკშიო, აბა ბოს მითხარით ერთი ლაპარაკს რა დაწევა უნდა? უბრალოდ უნდ.... -ნათიაააა_გამაფრთხილებლად იყვირა კაცმა და გოგოც გაჩუმდა. -ნუ კარგით, ესეიგი ორ დღეში რომელიღაც ბიზნესმენმა გრიგოლ რობაქიძემ დაგპატიჟათ მისი ყმაწვილის სამშობლოში დაბრუნების აღსანიშნავ წვეულებაზე, თანაც დრო გვექნება საქმეზეც ვისაუბროთ, მემგონი კარგ წინადადებას შემოგთავაზებთო_რვეულიდან წაიკითხა ჩაწერილი სიტყვები გოგომ და კაცს ახედა. -მაშინ მე... -ვიცი ბოს, მთელი საღამო 4 საათის შემდეგ გაგითავისუფლეთ უკვე, თქვენი პიჯაკი უკვე გასაწმენდად გაგზავნილია და ამასწინ მახსოვს ახალ პერანგზე წუწუნებდით და ახალ ჰალსტუხთან ერთად ისიც მზადაა. კიდევ ხომ არ გნებავთ რაიმე?_ჭინკებ ათამაშებული თვალებით უყურებდა ნათია კაცის დაწვრილებულ თვალებს და მოთმინებით უცდიდა. -არაფერი, თავისუფალი ხარ_აწეული წარბებით გააცილა გოგო და კართან დააწია სიტყვა -ხო მართლა, შენც მოდიხარ. -მე რატომ ბოს? იქ რა მინდა? -თუ საქმეზე საუბარი უნდა თანაშემწე დამჭირდება, ნუ მალაპარაკებ. -კარგით რა ბოს, კაბა მე არ მაქვს, არც ფეხსაცმელი, აქედან ათზე მიშვებთ, იქ წამოსვლას დრო უნდა, მომზადება, ისე ნეტა დედაჩემის არაფერი მომერგება? არა დედაჩემის დიდი მექნება, ან თმას მოფიქრება ხომ უნდა როგორ გავიკეთო. -ნათია, სანამ ჯერ კიდევ შემრჩენია მოთმინება აქედან აორთქლდი და სახლში წადი, ან კაბა იყიდე, ვარცხნილობა შეარჩიე რაც გინდა, დღეს გათავისუფლებ. ვსო ხმა არ გამცე_აწეული ხმით შეაჩერა რაღაცის სათქმელად პირ დაღებული ნათია და კარისკენ ანიშნა_ დღეს თავისუფალი ხარ. -ვიცი ხო რომ გჭირდება მაგრამ ახლოს არ მიკარებს_დაბალ ტონალობაში ისმოდა ქალის ჩურჩული საპირფარეშოში. -მესმის, მაგრამ რაღაც ბოლო ორი კვირაა შეიცვალა, მე მხოლოდ საზღვრებს შიდა კონტრაქტები ჩამაბარა, დანარჩენს ყველაფერს იმ ახალს აკეთებინებს და ხელს მიშლის. -კარგი, ვნახოთ რას მოვახერხებ და ნუ მირეკავ, თუ რაიმე სიახლე იქნება თავად გაგაგებინებ_მაინვე გათიშა ქალმა მობილური და ვითომ აქაც არაფერის სახით დატოვა ქალთა საპირფარეშო. ბედნიერი მიფარფატებდა გამხდარი გოგოს სხეული ქუჩაში და თითქოს ძლივს ეწინააღმდეგებოდა ამოვარდნილ ქარს. -სწორია რა, ცოტა თუ არ მოვსუქდი მომწყინდა ამ ქარის ჭკუაზე სიარული_ბურდღუნით აიარა კიბეები ნათიამ და თავით შევარდა ქარვასლაში. მაშინვე მეორე სართულს მიაშურა და კაბების თვალიერება დაიწყო, დრო ისე გაეპარა დედამისის ზარმა გამოაფხიზლა. შეძენილით კმაყოფილი წავიდა მის ნაცნობ სტილისტთან და ორ დღეში ჩაეწერა კიდევაც. ასეთ წვეულებას პირველად ესწრებოდა და უნდოდა ლამაზად ყოფილიყო და ბოსი არ შეერცხვინა. მალევე მოვიდა წვეულების დღე. ისიც გოგისთან ერთად წამოვიდა სამსახურიდან და სახლისკენ წავიდა. წვეულებამდე ერთი საათით ადრე სალონიდან გამოდიოდა მობილურს უფროსის ნომერი რომ დაეწერა. -გისმენთ ბოს_მხიარულად უპასუხა გოგომაც, კმაყოფილი იყო მისი თავით და ბედნიერების შეგრძნებას ვერ აქრობდა. -მისამართი მომწერე გამოგივლი. -უი არა ბოს, მასე როგორ შეგაწუხებთ, ტაქსით მოვალ. -ნათია, ერთხელ მაინც გააკეთე ისე როგორც მე გეუბნები. -კარგით ბოს, მისამართს მოგწერთ. ისე შეტყობინების კითხვა იცით? თუ არა ზეპირად გეტყვით და გასწ... -ნათია სანამ გადამიფიქრებია გაჩუმდი._მაშინვე გათიშა და ნათიასაც გაკვირვებულს გაეღიმა -ვალერიანი უნდა დავალევინო_მხრების ჩეჩვით წავიდა სახლის გზაზე. კიდევ უფრო მოეწონა კაბა ვარცხნილობასა და მაკიაჟზე, სწორი თმა სტილისტს ტანღოვანი გაეხადა და რამდენიმე სამაგრით გვერძე გადმოეწია, მუქი ჩრდილები თავისი არჩევანი იყო და არც შემცდარა, საოცრად მოუხდა წითელ კაბას. ვარცხნილობამ კაბის ზურგი უფრო გამოკვეთა და მაღლებზე შემხტარი უფრო ლამაზად იწოდებდა სწორი სუსტი ფეხები თავს. -შვილო როდის შეგცვალეს?_გაოცებულმა გამოხედა შემოსასვლელში გასულ ნათიას და პირზე ხელი აიფარა -ბანკეტის მერე მაკიაჟი არც გაგიკეთებია. -კაი რა დე, ხომ იცი არ მიყვარს, დღეს უბრალოდ აუცილებელი იყო. მალე შეტყობინებაც მიიღო ქვემოთ გელოდებიო. ღრმად ჩაისუნთქა და მეორე სართულზე მცხოვრებმა სწრაფად ჩაირბინა კიბეები რამდენადაც მაღლებით შეძლო. -ეს რა არის?_თვალებ გაფართოებულმა გამოხედა გოგიმ. -ვაიმე ზედმეტი მომივიდა ბოოს? გამოვიცვალო? არა ის მეორე იასამნისფერი კაბა უნდა მეყიდა, რად მინდოდა ეს წითელი კვასკვასა აღდგომის კვერცხივით რომ ვბჟღვიალებ. -ნათია დამამთავრებინებ?_თვალები გადაატრიალა მობეზრებით კაცმა -უბრალოდ, სულ ბავშვს რომ გეძახდი აწი როგორ დაგიძახო, როცა ვიცი რომ სრულყოფილი ქალი ხარ. -მადლობა ბოს_აწითლებულმა დახარა თვალები და ჩანთას დაუწყო წვალება. -აჰა კიდევ ერთი საოცრება, შეგძლებია ორ სიტყვიანი წინადადების თქმა, სენსაცია_ხელები ჰაერში გაშალა კაცმა და მანქანის საჭეს მიუჯდა. -უჟმური_ხმადაბლა ჩაილაპარაკა გოგომ და მგზავრის ადგილის დასაკავებლად გაემართა. -გავიცინეთ გვეყოს, არ დაგავიწყდეს ვის ელაპარაკები_მკაცრად ჩაილაპარაკა ბოლოს გოგიმ და მანქანაც დაიძრა. უამრავი ხალხი ირეოდა ოთახებში, უამრავი ყალბი ღიმილი თუ დაინტერესებული სახე ცვლიდან ერთმანეთს, სინამდვილეში არავის აინტერესებდა კითხვაზე „როგორ ხარ?“ როგორ პასუხს გაცემდი, ყველა გამორჩენაზე იყო და ნათიასდა გასაკვირად არავინ ცდილობდა ეს დაემალა, უკვე სამი არასასურველი პიროვნებისგან იხსნა გოგი და ისე გამხდარიყო ლამის ხელის ზურგით მოეწმინდა შუბლიდან ოფლი. -ბოს, ასეთ ხალხთან როგორ საუბრობთ? -მერედა ვერ ხედავ რომ არ ვსაუბრობ?_ჩაიდუდღუნა ცალკე მდგარმა და ბოლომდე გამოცალა სასმელი -ვერ ვიტან ასეთ საღამოებს. -მაშინ რატომ მოვედით? -ვერ გავუძელი ცნობისმოყვარეობას, მაინტერესებს რა წინადადება აქვს. -კარგით ბოს სასმელს ავიღებ. მალევე დაბრუნდა კაცთან და გვერდით დაუდგა, ჯერ მაღლები აწუხებდა, მერე საზოგადოება, ერთი სული ქონდა სახლში წასვლა შეძლებოდა. შებრუნდა კიდევაც კაცისკენ რომ ეკითხა, თუმცა თვალი კარებზე გაუჩერდა, სადაც ისეთი ყმაწვილი გამოჩნდა, ჟურნალი რომ კავებოდა აუცილებლად დაინიავებდა. -ეს ვინ არის ბოოს?_ძლივს შეიკავა თავი ჭიქა ხელიდან რომ არ გავარდნოდა. -ვიზე ამბობ? ა მობრძანდა? ეგ ამ საღამოს მიზეზია და პირს თუ დახურავ კარგი იქნება_ჩუმად ჩაეცინა კაცს. -ვაიმე ბოს ეს რა ღმერთკაცი ყოფილაა, ნახეთ ეს ეს არ ვიცი რა ვუწოდო_ამოიხვნეშა ნათიამ და ბიჭზე თვალმოუცილებლად დალია შამპანური ბოლომდე. -გამოცდილება გაკლია ნათია, გამოცდილება. -რაზე ამბობთ ბოს?_როგორც იქნა კაცსაც მიაქნია ყურადღება. -იმაზე, რომ მოვა დრო და მტკივნეულად მიხვდები, რომ შესახედავად ალვის ხე ულამაზესია, თუმცა მთავარია აქ_საფეთქელთან მიუკაკუნა თითი -იყოს რამე. -კარგით რა ბოს, ის ხომ იდეალურია შეხედეთ_ხელი გაიშვირა უსიმპატიურეს ბიჭისკენ და საპასუხო მზერა რომ იგრძნო ხელები გაუშეშდა. -ვაიმე ბოს აქეთ მოდის, ვაიმე რა ვქნა? ღმერთო რამ ამაცანცარა გარდატეხის ასაკში მყოფი გოგოსავეთ. ჯანდაბა, ბოს მიშველეთ რამე ადამიანი არ ხართ? -თუ გაჩუმდები გეშველება_ჩაეცინა კაცს და მოახლოებულ კაცს ძალით გაუღიმა -ლაშა როგორ ხარ? -ეს ვინ ანგელოზი გახლავს გოგიი?_ნათიას დახედა ბიჭმა ზემოდან და გოგიდან ხელი მისკენ გადაიტანა და ამბორიც აჩუქა. -ვაიმე დედიკო ანგელოზიო_უფროსის გასაგონად ამოილაპარაკა და კაცის ფხუკუნმა გამოაფხიზლა. -ამ, მადლობთ, მე ნათია ვარ, ბოს... ბატონი გოგის ასისტენტი, თუ თანაშემწე? ისე ბოს რომ... -ნათია, ეს ლაშაა, გრიგოლის შვილი_თვალების ბრიალით გააჩუმა გოგო და აგრძნობინა ზღვარს გადადიხარო. -ძალიან სასიამოვნოა ქალბატონო, ორმაგად სასიამოვნო იქნება თუ თქვენთან თანამშრომლობაზე შევთანხმდებით, მიზეზი მექნება ყოველ დღე თქვენს სანახავად_მაცდურად გაუცინა გოგოს, ბოლომდე დაადნო და სხვა სტუმრებისკენ წავიდა. -ვაიმე ბოს, მიშველეთ რა ნუ დამტოვებთ შინაბერას და შეთანხმდით რა_მუდარით ამოხედა კაცს და ისიც თავის ქნევით გაშორდა_ბავშვი ხართქო რომ გეუბნები გწყინს_და მომღიმარი გრიგოლისკენ გაემართა. თვალი მოკრა ნათიამ როგორ წავიდნენ ორივე ერთ-ერთი ოთახისკენ და შესვლისას კარიც მოიკეტეს, მეტს ვეღარ დაუკვირდა, რადგან ლაშა მიუახლოვდა და კვლავ დაიწყო მისი კომპლიმენტებით ავსება. არც შუმჩნევია რა დრო გავიდა სანამ კარი გაიღო და ვითომ წყნარი გოგი გამოვიდა. ამ ერთი თვის მანძილზე კარგად მოახერხა ნათიამ კაცის მიმიკების შესწავლა და არც იმის გააზრება გაჭირვებია, რომ კაცი სიბრაზეს ძლივს იკავებდა. თავით ანიშნა გოგოს გავდივართო და ნათიაც სწრაფად აედევნა. ძლივს მოასწრო მანქანაში ჩაჯდომამდე ღმერთო მიშველეს წამოძახება და სწრაფად დაიკავა მისი ადგილი. -ბოს, ხომ კარგად ხართ?_შიშით გადახედა ღრმად მსუნთქავ უფროსს და ღვედს ჩაეჭიდა. -ძალიან გთხოვ, უბრალოდ ხმა არ ამოიღო_ძლივს ამოილუღლუღა კაცმა და სწრაფად დაძრა მანქანა. სრულ სიჩუმეში მიიყვანა ნათია სახლში და როგორც კი თავისი სახლისკენ გადაუხვია, მაშინვე აკრიბა ნაცნობი ნომერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.