აქ სიტყვები ზედმეტია (დასასრული)
ნუცას ოთახიდან შოკირებული გამოვედი, არ ვიცოდი რა უნდა გემეკეთებინა, ვერც ალექსნდრეს ვეტყოდი ვერფერს, ნუცას გრძნობებს ვერ გავუმხელდი. ჩქარი ნაბიჯით ჩამოვირბინე კიბეები. გზაში სააბაზანოდან ახალგამოსული ალექსანდრე შემეჩეხა. სხეულზე წყლის წვეთები ჯერ კიდევ შერჩენოდა და პირსახოცით ცეცხლისფერ თმას იმშრალებდა, რის გამოც კუნთები უფრო მეტად ეკვეთებოდა. თვალი ავარიდე და სწრაფი ნაბიჯით კარისკენ გავემართე. - კი მაგრამ, ერთად არ უნდა გავსულიყავით ? გაკვირვებით შემომანათა მზისფერი თვალები. - სასწრაფო საქმე მაქვს, მეგობარი უნდა ვნახო, დამელოდე მალე მოვალ. სწრაფად მივაყარე და ნაბიჯს უფრო ავუჩქარე. წარბებშეკრულმა, ეჭვის თვალით შემომხედა და უხმოდ გაიარა. სირბილით გავემართე ზღვისკენ და ცივ ქვებზე მოწყვეტით დავეშვი. კანკალმა ამიტანა, არა სიცივისგან, არა შიშისგან.. ცრემლები ღაპა-ღუპით ჩამომდიოდა და ვერ ვწყნარდებოდი. ან დაქალისთვის უნდა მეღალატა, ან შეყვარებულისთვის, რომელთნაც ურთიერთობას, რომელიც ფაქტობრივად არც დაწყებულა უკვე ვამთავრებდი., ნუცა იმ მომენტში მძულდა, რატომ ?! იმიტომ, რომ მასაც ჩემსავით და კიდევ სხვა ძალიან ბევრივით მოეწონა ალექსანდრე ? როგორ უნდა ვყოფილიყავი მე ბედნიერი, როცა ამის ხარჯზე სხვა დაიტანჯებოდა, თანაც ჩემი დაქალი... როგორი ადამიანი ვიქნებოდი მე, სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება რომ ამეგო.. და როგორი ადამიანი ვიქნებოდი მე ალექსანდრესთან , რომელსც არაფერი დაუშავებია, არც ერთი შეცდომა არ დაუშვია, ასე აუხსნელად მივატოვებდი... საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული ნელა მივემართებოდი სახლისკენ. ვარჩიე შევძულებოდი, ჩემი დანახვა არ სდომოდა, დავევიწყებინე. არ მინდოდა იმაზე ფიქრი, რომ ჩემი საქციელით ალექსანდრე გავწირე და შეძლებისდაგვარად ლოგიკურ მიზეზებს ვუმეორებდი საკუთარ თავს. არ მინდოდა იმაზე ფიქრი, რომ უკანასკნელად ვხედავდი. ვიხსენებდი ყველა დეტალს, ყველა სიტყვას, გამოხედვას, რომ კარგად ჩამბეჭვოდა თავში, რადგან მე არ ვაპირებდი მის გადაყვარებას.. დასიებული, ამღვრეული თვალებით ნელა შევაღე სახლის კარი.. გული სადაცაა ამომივარდებოდა და სუნთქვა მეკვრებოდა. სახლში სამარისებური სიჩუმე იდგა, როგორც ჩანს ყველა წასულიყო. მისაღებში შევედი და კიბეზე ჩამომჯდარი ალექსანდრე დავინახე, ყურსასმენები გაეკეთებინა და იდაყვები მუხლებზე ჩამოედო. ჩემ დანახვაზე ყურსასმენები სასწრაფოდ მოიხსნა. - აბა შეხვედრამ როგორ ჩაიარა ? უპასუხოდ მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი. - კარგი საღამოა, არ გინდა სანაპიროზე გავისეირნოთ ? ხმაში მზრუნველობა შეერია. რამდენიმეწამიანი პაუზის შემდეგ ნელა ავხედე.. ვგრძნობდი მის სუნს, მხრურვალებას, სიახლოვეს... გული მიკვდებოდა და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა.. თან ყველაფრის თქმა მინდოდა, თან პირიდან ხმა არ ამომდიოდა... სახე დაუსერიოზულდა.. - რა ხდება ?! ხმას ვერ ვიღებდი... „მიდი მია ამოღერღე, შენ უკვე მიიღე გადაწყვეტილება“. თვალი ავარიდე - მე და შენ.. ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე - მე და შენ... ისევ შევხედე, - ალექსანდრე მე და შენ ... ცრემლები წამომცვივდა და სახე ხელებში ჩავრგე.. წამოვდექი, რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. წარბებშეკრული მიყურებდა და ყბა მოეღრიცა, რაც ნამდვილად არ იყო კრგის ნიშანი. - მაპატიე, მე და შენ ერთად ვერ ვიქნებით... ძლივს ამოვღერღე და კიდევ რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე... - რას ნიშნავს ვერ ვიქნებით ? ნელა წამოდგა, მე კი ჟრუანტელმა დამიარა. სერიოზული, მკაცრი სახით შემომცქეროდა. - იმას რო ერთად ვერ ვიქნებით. - ამიხსნი რა ხდება ? - ჩვენ შორის ყველფერი დამთავრებულია.. - დამშვიდდი და ამიხსენი რა პრობლემაა, რამე ვქენი ? - არა, შენ არაფერ შუაში ხარ, არაფერი არ გიქნია, ვერ აგიხსნი, უბრალოდ ერთად ვერ ვიქნებით. უკვე პანიკა მეწყებოდა.. - ნელა მომიახლოვდა, წელზე შემომხვია ხელი და თავისკენ მიმიზიდა.. თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე ჟრუანტელმა დამიარა. გამოვიწიე.. - ნუ მეხები.. განერვიულებული ხმით ვუპასუხე. - ყველაფერი მოგვარებადია, უბრალოდ დამელაპარაკე. ხმაში აღელვება შეეტყო.. ვერ ხვდებოდა რატომ ვაკეთებდი ამას, მაგრამ იცოდა, იცოდა, რომ მიყვარდა. - რაც საჭირო იყო უკვე გითხარი. ჩემი ოთახისკენ გავემართე, იქ დარჩენას არც ერთი წამით არ ვაპირებდი. სწრაფად შევაღე კარი, სამგზავრო ჩანთა ლოგინზე შემოვდე და ჩემი ნივთების ჩაყრა დავიწყე. ალექსანდრეც სწრაფადვე შემომყვა ოთახში. - ხმა ამოიღე !!!! დამიღრიალა ისე, რომ ძარღვებში სისხლი გამეყინა და გავშეშდი. შიშის კანკალით გავხედე. სახე და გულ-მკერდი აწითლებოდა, დაჭიმულ კუნთებზე ძარღვები გამოჰკვეთოდა, სუნთქვა გახშირებოდა და თვალები... თვალები ცეცხლისფრად უელავდა.. რამდენიმე მეტრის მოშორებით ვგრძნობდი მის სიმხურვალეს.. ცხოვრებაში პირველად შემეშინდა მისი... სახეგაფითრებული რამდენიმე წამი ხმას ვერ ვიღებდი.. - ნ..ნუ მიყვირი... შეუმჩნევლად ამოვილაპარაკე... - ამიხსენი.. რა.. ხდება.. შედარებით მშვიდად, პაუზებით მიპასუხა. - მგონი ხედავ, ნივთების ჩალაგება განვაგრძე. მისი განრისხებით გამოწვეული კანკალი ჯერ კიდევ არ გადამსვლოდა. ჩემს რეაქციაზე ალექსანდრემ მტაცებელი ცხოველივით დაიღრიალა, ჩემს ჩანთას დაავლო ხელი და კედელზე მიანარცხა. თვალები დავხუჭე და ყურებზე ხელები ავიფარე. მთელი სხეულით ვკანკალებდი, მეგონა შემდეგი მე ვიქნებოდი... მხრებზე ძლიერი შეხება ვიგრძენი, შეძლებისდაგვარად შევეწინააღმდეგე, ძლიერად შემაჯანჯღარა... არ მესმოდა რას მეუბნებოდა, ინსტიქტურად ტუმბოზე შემოდებულ ჭიქას დავავლე ხელი და როგორც შემეძლო მოვიქნიე.. წამით გაჩერდა, ხელები მოადუნა, სახეზე წყლის წვეთები ჩამოუგორდა, მალე წყალს წითელი ფერი შეერია, რომელიც წარბიდან შეუჩერებლად მოსდიოდა... გვერდულად, ნელა ამომხედა, განრისხებული სახით.. სუნთქვა შემეკვრა, ხელები პირზე ავიფარე და უკან გავიწიე.. გაცეცხლებულა მუშტები შეკრა, ყბები დაჭიმა, სწრაფად შეტრიალდა და კარი ისე მოიჯახუნა შიშისგან შევხტი. ვერანაირ ემოციას ვერ გამოვხატავდი, უბრალოდ ვიდექი კედელს მიშტერებული და წამის წინ მომხდარი მიტრიალებდა თავში. არვიცი რამდენი წამი ან წუთი ვიდექი ასე, ბოლოს მობილური ავიღე და დემეტრეს გადავურეკე.. - ხო მია, სად ხართ ? მუსიკის ხმა ისმოდა, ალბათ ბარში ან კლუბში იყვნენ ბავშვები. - მიშველე... რამდენიმე წამი ხმა არ ამოუღია.. - რა მოხდა..! ალექსანდრე სადაა ! სად ხარ !! მუსიკის ხმა ნელ-ნელა სუსტდებოდა.. - არ ვიცი, სახლში ვარ, მოდი მალე, აქედან წამიყვანე, გთხოვ.. თან პანიკური ტირილი მეწყებოდა. - დამშვიდდი, 2 წუთში მანდ ვარ. და გამითიშა.. ზუსტად 2 წუთში დემეტრე ჩემს ოთახში შემოვარდა.. მე იატაკზე ვიჯექი და ვტიროდი.. ოთახს მოავლო თვალი. - გასაგებია რაც მოხდა... ნელა მომიახლოვდა, წამომაყენა და ფრთხილად ჩამეხუტა. დემეტრეს მივეკარი და უფრო ძლიერად დავიწყე ტირილი.. დამაცადა, სანამ დამვმშვიდდებოდი. - ცოტა ხანში ბავშვები მოვლენ, გავიდეთ თუ არ გინდა, რომ ამ მდგომარეობაში დაგინახონ. თან მობილური ამოიღო და სავარაუდოდ ალექსანდრესთან დარეკა. - არ მპასუხობს.. - მოძებნე სადაა. - რახან არ მპასუხობს ესეიგი მარტო ყოფნა უნდა. - სადმე ვიქირავებ ბინას, შენ ალექსანდრე მოძებნე. - როგორ ფიქრობ, ასეთ მდგომარეობაში მარტო დაგტოვებ ? თბილისში ჩაგიყვან და უკან წამოვალ. გიორგის მანქანაში შემაგდო ისე, რომ არც არაფერი უკითხავს. მთელი გზა ხმა არც ერთს არ ამოგვიღია, არც არაფერი უკითხავს. სახლამდე მიმიყვანა და კარამდე მიმაცილა. - არ ინერვიულო მია, მარტო არ იქნები, გამიღიმა და შუბლზე მაკოცა. - ალექსანდრეს უფრო ჭირდები, ძალიან მიყვარს... - ვიცი, და ისიც ვიცი რა მოხდა, მაგაზე მერე ვილაპარაკებთ. არაფერზე არ იფიქრო და ეცადე დაიძინო. სწრაფადვე შეხტა მანქანაში და ადგილს ელვის სისწრაფით მოწყდა. 5 წელი გავიდა იმ დღის შემდეგ, 5 წელი ალექსანდრე თვალით არ მყავდა ნანახი, 5 წელი წამითაც კი არ შემიწყვეტია მასზე ფიქრი, წამითაც არ შემიწყვეტია მისი სიყვარული. 5 წელი ფაქტობრივად არ მიცხოვრია... რამდენიმე ძლიერი შეჯანჯღარების შემდეგ გამოვფხიზლდი.. თავი ძლივს წამოვწიე და მიმოვიხედე, ლოგინზე და იატაკზე ღვინის ბოთლები ეყარა. გვერდიდან კი წარბებშეკრული მარიამი შემომცქეროდა. - ბომჟს გავხარ და თვალები გაქვს ჩასიებული. - გეხვეწები ჩუმად ილაპარაკე.. წამოვიწიე - რა მაკიაჟით უნდ დაგიფარო ეს ? აგრძელებდა თავისას. - შეგვიძლია ძველი აცტეკური მეთოდი ვცადოთ, სისხლს გადმოვადენ შესიებიდან, აა უი დამავიწყდა, რომ პროსტა დიდი თვალები გაქვს, მიდი დაიბანე. ბობოქრობდა ისე, რომ არც ამოუსუნთქია. ისევ საწოლზე გადავეშვი. - მისმინე, თუ აპირებ წასვლას მაშინ დროზე აწიე ბულკები, თუ არადა მე რას ამომათრიე ამ დილაადრიან ? იცი რა კარგ სიზმარს ვნახულობდი ? - დემეტრე გესიზმრებოდა ? გამეცინა და წამოვდექი. - ვინ დემეტრე ? შემომხედა გაკვირვებულმა. - ოხ მარიაამ.. მე მაინც რას მატყუებ. -წყალგამძლე მაკიაჟი მინდა. - რა სისულელეს მეუბნები, დაჯექი თუ ღმერთი გწამს, ფანტაზიორი ეს !!! - სერიოზულად გეუბნები, მიდი მალე, დაიცა შენ როდის უნდა გაემზადო ? - მე მაქვს დრო, ჩემი საზრუნავი კი არაა სამზადისი, თან მაკიაჟისთვის საჭირო ნივთები მოიმარაგა და ჩემ წინ მოხერხებულად მოკალათდა. - მარიამ, მე ვერ გადავიტან ამ დღეს. - მე ერთი წუთით შემოვირბენ იქ და მერე გავქრები ! შენ გამო მოვდივარ თორე ნუცა თუ ნინუცა სულ ფეხებზე !!!მითუმეტეს ალექსანდრე, ვითომ ასეთი თავმოყვარეობის პატრონი, თავმოყვარე მამაკაცს ნუცაზე ფიზიკურად ვერ აუდგებოდა.. - კიდევ კარგი აქ ხარ, რა მეშველებოდა არ ვიცი. - ვიცი ვიცი, მე ვარ ნათელი წერტილი შენს ცხოვრებაში, შენი რაინდი თეთრ რაშზე !!! მარიამმა მაკიაჟი გამიკეთა, მომაწესრიგა, ერთი სიტყვით, ვიზუალურად ქორწილისთვის მზად ვიყავი.. ქორწილი ამერიკულ სტილში უნდა ყოფილიყო. ნუცასთან ოთახში შევედი.. - სად ხარ ამდენ ხანს, გავგიჟდი.. - მაპატიე, მეც ხო მინდოდა მომზადება, ნუ ნერვიულობ დრო ჯერ არის. მოდი კაბის ჩაცმაში დაგეხმარები.. - ძალიან ვნერვიულობ მია. - ნუ ნერვიულობ, ეს შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღეა (ჩემთვის კი ყველაზე უბედური)... - დანარჩენს მე მივხედავ, ალექსანდრესთან შედი შეიძლება რამეში დახმარება ჭირდება. ოთახიდან გამოვედი, და მისი კარის წინ გავჩერდი. ღრმად ჩავისუნთქე, ფრთხილად დავაკაკუნე და კარი ოდნავ შევაღე. - შეიძლება ? - შემოდი, გამომძახა დემეტრემ, რომელიც საკუთარი თავის ტკბობით იყო გართული და სარკიდან კმაყოფილი მიმზერდა. -მე მანამდე სასმელს მოვიტან, თვალი ჩამიკრა და ოთახიდან სწრაფად გავიდა. ალექსანდრე სარკის წინ იდგა და თავს იწესრიგებდა.. სმოკინგი საოცრად უხდებოდა, საერთოდ არც არსებობდა რაიმე ისეთი, რაც მას არ მოუხდებოდა.. - შემიძლია რამეში დაგეხმარო ? - შენ ისიც არ შეგიძლია შენს თავს დაეხმარო, მიპასუხა ისე, რომ არც კი გამოუხედავს. ნერვები მომეშალა და უკან შემოვტრიალდი, თუმცა მომენტალურად გავშეშდი და გავხედე... - ალექსანდრე... ამოიხვნეშა - გისმენ - რაღაც უნდა გითხრა. გული ამიჩქარდა. - გისმენ - შემომხედე. ზანტად შემობრუნდა სახეზე წარწერით „დამღალე“. - ალექსანდრე, მივუახლოვდი.. -არ მინდა რომ ნუცა მოიყვანო ცოლად. არ უნდა მოიყვანო ნუცა ცოლად. ალექსანდრეს ირონიულად გაეცინა და გაიხედა. ჯანდაბა მია მეტის ღირსი ხარ, რამ გათქმევინა, საერთოდ რას აკეთებ... - ალექსანდრე !!! ტონს ავუწიე. - ტონს დაუწიე ! წარბებშეკრული შემოტრიალდა და ცალი წარბი ამიწია. - რატო მოგყავს ნუცა ცოლად, ვიცი რო არ გიყვარს, პროსტა მაგაში ვერ დამაჯერებ, მაპატიე... ცრემლები წამომცვივდა. - ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხება, არ მაინტერესებს რა გინდა, გვიანია! უემოციოდ, ცივად მიპასუხა. - ვიცი რო საშნლად მოგექეცი, უნდა მეთქვა შენთვის, არ უნდა მიმეღო გადაწყვეტილება მხოლოდ მე.. მ..მიყვარხარ.. - ხომ გინდოდა ნუცას ბედნიერება ? ხოდა ნუ ჩაუშხამებ. გგონია სიტყვებს ჰაერში ვისვრი ?! მანქანაში გქონდა შანსი, რომელიც არ გამოიყენე, ახლა იმყოფინე ნებისყოფა დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. ცრემლები სახეზე მიმეყინა, უკან ნელა გამოვტრიალდი და ოთახიდან გამოვედი. როგორც ჩანს ნამდვილად გვიანი იყო.. ისედაც ხომ ვიცოდი მისი ხასიათი, ვიცოდი, რომ შეცდომებს არ პატიობს, როგორ ძალიანაც არ უდნა უყვარდეს ადამიანი. აღარ მახსოვს საკურთხევლამდე როგორ მივყევი ნუცას,ვნატრულობდი ეს დღე მალე დასრულებულიყო, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავსულიყავი აქედან. კითხვაზე „თანახმა ხარ ცოლად მოიყვანო ?....“ თვალები დავხუჭე.. გულის კანკალით ველოდებოდი ალექსანდრეს პასუხს.. - მმმ... არა... წამში თვალები დავჭყიტე და ყბა ჩამომივარდა.. მეგონა მომესმა. ალექსანდრეს ჯიბეებში ჩაეწყო ხელები და კარისკენ მშვიდად, სეირნობით მიაბიჯებდა.. შოკირებული ხალხი ერთმანეთს შეჰყურებდა. დემეტრეს გავხედე, მხოლოდ მას ჰქონდა ისეტი სახე, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.. - ალექსანდრეეე !!! შეჰკივლა ნუცამ. მშვიდად მოტრიალდა და ნუცას გახედა. - ბოლომდე გაძლევდი შანსს, რომ მოქცეულიყავი როგორც ადამიანი, უბრალოდ მინდოდა მეჩვენებინა იმ დეგენერატისთვის (ჩემკენ გამოიშვირა თითი) ვის გამო დამკარგა.. შემომხედა - ეგ იქნება შენთვის სასჯელი მია. თავში მხოლოდ ალექსანდრეს „არა“ მიტრიალებდა, სიცილი ამიტყდა... ამდროს ძლიერი შეჯახება ვიგძენი და იატაკზე დავეცი.. ნუცა გამწარებული სახით ჩემს ზემოთ აღმოჩნდა და თმაში ჩამეღაუჭა.. - შენი ბრალია, შენ გამო მიმატოვა, მეზიზღები !!!! ყვიროდა გამწარებული.. - შენ იცოდი რო მიყვარდა, მთელი ამ დროის განმავლობაში იცოდი, თმიდან ხელები გავაშვებინე, გადმოვაბრუნე და შემოვაჯექი ისე, რომ განძრევის საშუალება არ ჰქონოდა. - ისიც იცოდი რომ მე ვუყვარდი.. შეძლებისდაგვარად ვარცხნილობა დავუშალე და კაბას მივდექი.. - შურიანი, არაადამიანი, საქონელი ხარ !!!! ვყვიროდი ბოლო ხმაზე თან კაბას ვხევდი. - მომაშორეთ ეს ქაჯი !!! ქალის არაფერი გეტყობა, გულისამრევი ხარ!! ხარხარი ამიტყდა.. -იმას იღებ რასაც იმსახურებ.. თან კაბას ვაფხრეწდი.. - ტყუილად არაა ნათქვამი რაც არ გერგება არ შეგერგებაო.. ვერ ვწყანრდებოდი. მსგავსი რაღაც არასოდეს ჩამიდენია, ხელიც კი არავიზე ამიწევია. მსგავსი საქციელი ჩემთვის დამაცირებელი იყო და ვერ ვიჯერებდი რომ ეს მე გავაკეთე. ბოლოს ორივეს არაქათი გამოგველია.. წამოვდექი და ნახევრად ჩამოფლეთილი კაბით მივაბიჯებდი წითელ ხალიჩაზე. ალექსანდრე ზეკმაყოფილი სახით იყურებოდა, დემეტრეს სიცილისგან სახეზე ლურჯი ფერი დასდებოდა. მარიამთან მივედი. - წავედით.. საკუთარი თავის მრცხვენოდა.. როგორ დავეცი ამ დონემდე.. სახლში მივედით. მარიამმა სიცილი ვეღარ შეიკავა და ახარხარდა.. მე კი სიმწრის, სირცხვილის ცრემლები გადმომცვივდა. - უნდა წავიდე აქედან.. - არსად არ წახვალ, ერთხელ მაინც მოიქეცი წორად. ბოლოს რომ გაიქეცი 5 წლის განმავლობაში სანანებელი გაგიხდა, თუ ცხოვრების ბოლომდე არა, ტვინს ძალა დაატანე ! - რა აზრი აქვს, ვუთხარი რო ისევ მიყვარს.. ნუცა არ მოიყვანა ცოლად მარა აზრი ? დასალევად წავიდა დემეტრესთან ერთად. - რას მოელოდი, რომ როგორც და როცა მოგეპრიანება ისე იქნება ყველაფერი ? 5 წელი გქონდა საქციელის გამოსასწორებლად და არაფერი არ გააკეთე და ალექსანდრეს ავალდებულებ შენი 1 სიტყვის გამო ეგრევე აკუნტრუშდეს ? - დავიღალე მარიამ.. - რამ დაგღალა ძალიან მაინტერესებს - მემგონი საკმარისად გამიმწარა სიცოცხლე ამ რამდენიმე თვის განმავლობაში - არამგონია ეგ 5 წლის ტოლფასი იყოს. გაქცევა თუ გინდა გაიქეცი. - არ მინდა გაქცევა. - მაშინ იჯექი. ჩემი მობილური აიღო და დემეტრეს გადაურეკა. ხმამაღალზე ცავართვევინე, ამას ვერ გამოვტოვებდი. - იქნებ მოხვიდე და მია დაამშვიდო ? - დაქალი რისთვის ხარ ? - შენ უკეთ იცნობ ალექსანდრეს და უკეთ იცი მიამ რა შეიძლება გააკეთოს. - ეგ არაა მიზეზი, შენ ალექსის მდედრი ვერსია ხარ, ასე რომ შენთვითონ აუხსენი რა შეიძლება გააკეთოს. მარიამს სახეზე ალმური მოედო და მობილური უკმაყოფილოდ გათიშა. - ნაგავი !! - დამშვიდდი, მე ვიცი რაც უნდა გავაკეთო.. წამოვდექი და ალექსანდრეს სახლისკენ ავიღე გეზი. კართან ჩამოვჯექი და მის მოლოდინს შევუდექი. რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ როგორც იქნა გამოჩნდა. - ააჰ, შეენ ? აქ რას აკეთებ ? - შენი ნახვა მინდოდა და ლაპარაკი. - გასაგებად არ აგიხსენი ყველაფერი ? კარი გააღო და შევიდა. უკან შევყევი. - კი, ძალიან გასაგები იყო ის, რაც დღეს გააკეთე. მაისური გაიხადა და მოისროლა. თვალი ავარიდე. - რას აკეთებ ? ისევ შევხედე და შემდეგ ისევ თვალი ავარიდე. - დასაძინებლად ვემზადები საკუთარ სახლში, შეიძლება ? რას მიყურებ ? - ჩავახველე, ვგრძნობდი რომ ავწითლდი, კანი გამიხურდა.. - ანუ... - რა ანუ ? - ანუუ.. მომიახლოვდა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. იდეალური სხეული ჰქონდა. - გისმენ გააგრძელე. გული ამიჩქარდა და ოფლმა დამასხა, უკან-უკან წავედი. - ნელა მიახლოვდებოდა, თან ქამარს ცალი ხელით იხსნიდა.. სადაცაა გული ამომივარდებოდა.. კედელს ავეკარი, მილიმეტრებში დამიდგა და ზემოდან დამხედა, ლამისაა გული წამსვლოდა. შარვალი გაიხსნა, იონიულად ჩაიცინა და სწრაფად გამეცალა. იდიოტი !!! - ალექსანდრე, სწრაფად გამოვეკიდე და წინ დავუდექი. - მიდი ჰა გისმენ - მიყვარხარ და მაპატიე - ლოგინისკენ გაემართა, შესაბამისად მეც უკან-უკან დავიწყე სვლა. არ მიყურებდა, სადღაც ჭერში იყურებოდა.. - ეს იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც ოდესმე დამიშვია.. მაპატიე, მიყვარხარ, ვიცი რო შენც. - შემეხვეწე, რომ შემოგხედო !მეხვეწე რომ შეგეხო ! - ალექსანდრე, გთხოვ, შემომხედე... ცეცხლისფერი თვალები შემომანათა. - მიყვარხარ - მეხვეწე, რომ შეგეხო - გთხოვ.. ჯანდაბა.. გეხვეწები, შემეხე.. - იცი რც უნდა ქნა.. ამ სიტყვების თქმა და ჩემი კოცნა ერთი იყო. შემოვახტი და დიდი ხნის მოწყურებული გამალებით დავუწყე კოცნა. შეძლებისდგვარად ვეკვროდი, მინდოდა შევსისხლხორცებოდი, მთლიანად მეგძნო მისი სხეული. უხეშად მიმახეთქა კედელზე და ხარბად დამიწყო კოცნა. ბარძაყებზე ხელს ძლიერად მიჭერდა, საწოლზე გადამაგდო და გამხეცებული დაეუფლა ჩემი სხეულის ყოველ დეტალს.... თავი სიზმარში მეგონა, ვერ ვიაზრებდი, რომ ეს ნამდვილად ხდებოდა, რომ მე ისევ მის გვერდით ვიყავი. არ მჯეროდა, რომ ისევ შევძლებდი მის შეხებას, მოფერებას. მენატრებოდა მისი ყოველი დეტალი, უჯრედი, სუნი.. ვეფერებოდი მის ყველაფერს, რაზეც მიმიწვდებოდა ხელები, ფეხები და ტუჩები..განსაკუთრებით უყვარდა თმაზე და ზურგზე მოფერება. საყვარლად მიიკნუტებოდახოლმე და მეგონა სადაცაა კრუტუნს დაიწყებდა. გიჟდებოდა ყელში კოცნაზე, გადამიწევდახოლმე ჟირაფივით კისერს და შეეძლო ასე საათობით ყოფილიყო ჩემს კოცნაში.. - დამაძინე, ნასვამი ვარ - მიყვარხარ... სარკასტულად ჩაეღიმა.. - ვიცი რო შენც.. - ოდესმე ჩუმდები? - ჯერ ეს 5 წელი უნდა ავინაზღაურო. არადა 24/7 ზე მისი ნახვა არ მყოფნიდა.. არასდროს არ მყოფნიდან მასთან გატარებული დრო და ყოველ მის წასვლაზე მეტირებოდა. ალექსანდრემ გადაიხარხარა და ხელი ჩამკიდა.. ხელს დავხედე - გახსოვს, ხო ? - არ ვიცი რაზე მელაპარაკები..გამეცინა და ხელზე ვაკოცე. ძილში ინსტიქტურად ხელს ვკიდებდიხოლმე.. ერთადერთი ადამიანი იყო ვის გვერდითაც მშვიდად მეძინა, არ ვმოძრაობდი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც სიგიჟემდე მიყვარდა. ზოგადად ასეა, როცა ადამიანი გიყვარს, გიყვარს მისი სხეულის, ხასიათის ყოველი დეტალი, მისი უარყოფითი თვისებებიც კი გიყვარს, არ გინდა შემცვლელი, არც ძალიან მსგავსი, თუნდაც 1 თვისებით მეტი ან ნაკლები. გიყვარს და გინდა მხოლოდ ის, მით უმეტეს როცა იცი, რომ შენი იდეალური მეორე ნახევარია, როცა ერთმანეთს აბალანსებთ, აძლევთ იმას, რაც თქვენ არ გაგაჩნიათ, სწავლობთ, იზრდებით.. იაზრებ, რომ ეს ბედის საჩუქარია, გრძნობ, რომ ხარ იამსთან, ვისთანაც უნდა იყო. უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ შენ გვერდითაა გაძლევას იმხელა ძალას, რომ გგონია ყველაფერს შეძლებ. უყურებ და იცი, რომ შენია, მხოლოდ შენთვის შექმნილი, იაზრებ, იმიტომ, რომ რამდენიმეწლიანი დაშორება გრძნობას უფრო მეტად აძლიერებს. „მიყვარხარ“ ეს არის მინიმალური, ძალიან მცირედი თითქოს არც გინდა ამ სიტყვით დააკნინო ის, რასაც რეალურად გრძნობ. მზად ხარ რომ აპტიო, მიიღო ისეთი, როგორიც არის, გიყვარდეს ყოველდღე უფროდაუფრო მეტად.. თუმცა, როგორც ამბობენ, რომ ბედნიერება დიდხანს არ გრძელდება, ასე რომ, არავინ არ იცის, რა ელის წინ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.